პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ელიქსაბანი

ELIXABAN

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადმალტა
რისთვის გამოიყენება

ელიქსაბანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანს და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება “ანტიკოაგულანტები”. ფაქტორ Xa-ს ბლოკირების გზით, რომელიც წარმოადგენს სისხლის შედედების მნიშვნელოვან კომპონენტს, პრეპარატი ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აპიქსაბანი (apixaban)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (3X20)
მწარმოებელი
Combino Pharm (Malta) Ltd, მალტა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
ATC კოდი
B01AF02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043235
რეგისტრირებულია
7 მაისი 2025, მოქმედებს 14 ნოემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაელიქსაბანი და სხვა წამალი ერთად

ელიქსაბანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ელიქსაბანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანს და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება “ანტიკოაგულანტები”. ფაქტორ Xa-ს ბლოკირების გზით, რომელიც წარმოადგენს სისხლის შედედების მნიშვნელოვან კომპონენტს, პრეპარატი ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას.

ელიქსაბანი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგ შემთხვევებში:

სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად არარეგულარული გულისცემის (წინაგულების ფიბრილაცია) და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკფაქტორის მქონე პაციენტებში. თრომბი გულიდან სისხლის ნაკადთან ერთად შეიძლება მოხვდეს ტვინში (რაც გამოიწვევს ინსულტს), ან სხვა ორგანოში და შეაფერხოს ნორმალური სისხლის დინება ამ ორგანოსკენ (ამ მდგომარეობას ასევე ეწოდება სისტემური ემბოლიზმი). ინსულტი შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

ქვედა კიდურების (ღრმა ვენის თრომბოზი) ან ფილტვების (პულმონარული ემბოლიზმი) სისხლძარღვებში შედედებული სისხლის სამკურნალოდ, ან თრომბის განმეორების პრევენციისთვის.

რისი ცოდნაა საჭირო ელიქსაბანის მიღებამდე

ნუ მიიღებთ ელიქსაბანს, თუ:

აღგენიშნებათ ალერგია აპიქსაბანის ან ამ სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);

გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა;

გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგალითად, ამჟამად ან ახლო წარსულში კუჭის ან ნაწლავის წყლული აქტიურ ფაზაში, ახლახანს განვითარებული სისხლდენა თავის ტვინში);

გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლდენის მაღალ რისკთან (ღვიძლის უკმარისობით გამოწვეული კოაგულოპათია);

იღებთ სისხლის შედედების დამაქვეითებელ პრეპარატებს (მაგალითად, ვარფარინს, რივაროქსაბანს, დაბიგატრანს ან ჰეპარინს), გარდა ანტიკოაგულანტებით მკურნალობის შეცვლის შემთხვევებისა, როდესაც ჰეპარინი შეიყვანება ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით, კათეტერის ამოვარდნის პრევენციის მიზნით, ან არარეგულარული გულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ სისხლძარღვში ჩადგმულია მილი (კათეტერული აბლაცია).

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

მიღების მეთოდი

გადაყლაპეთ ტაბლეტები წყლის მიყოლებით. ელიქსაბანის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

იმისათვის, რომ მკურნალობის ეფექტი იყოს ოპტიმალური, ტაბლეტები მიიღეთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

თუ თქვენთვის რთულია ტაბლეტის მთლიანად მიღება, ელიქსაბანის მიღების სხვა მეთოდებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. შეიძლება ტაბლეტების დაფშვნა და წყალში, დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში, ვაშლის წვენში ან ვაშლის ფაფაში შერევა უშუალოდ მიღებამდე

მითითებები ტაბლეტების დაფშვნასთან დაკავშირებით

დაფშვენით ტაბლეტები სანაყის საშუალებით.

ფრთხილად გადაიტანეთ ფხვნილი შესაბამის კონტეინერში, შემდეგ შეურიეთ მცირე რაოდენობის (მაგალითად 30 მლ (2 სუფრის კოვზი)) წყალი ან ზემოთ მითითებული სხვა სითხე.

მიიღეთ ნარევი.

გამოავლეთ ტაბლეტის დასაფშვნელად გამოყენებული სანაყი და კონტეინერი მცირე რაოდენობის (მაგალითად, 30 მლ) წყლით ან ერთ-ერთი სხვა სითხით და მიიღეთ ეს სითხე.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეიყვანოს 60 მლ წყალში ან დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში გახსნილი ელიქსაბანის დაფშვნილი ტაბლეტი ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით.

მიიღეთ ელიქსაბანი შემდეგი რეკომენდებული დოზირების მიხედვით:

გულში სისხლის თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის წინაგულების ფიბრილაციის (მოციმციმე არითმია) და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკფაქტორის მქონე პაციენტებში

რეკომენდებული დოზა – ელიქსაბანი 5 მგ-ის თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში.

რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 2.5 მგ-ის თითო ტაბლეტს 2-ჯერ დღე-ღამეში, თუ:

აღინიშნება თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა;

აღინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ორი ან მეტი:

სისხლის ანალიზის შედეგებით ნაჩვენებია თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია (შრატში კრეატინინის მნიშვნელობა – 1.5 მგ/დლ (133 მკმოლი/ლ) ან მეტი);

ასაკი 80 წელი ან მეტი;

წონა 60 კგ ან ნაკლები

რეკომენდებული დოზა – ერთი ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე ტაბლეტი საღამოს. გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს ექიმი.

ქვედა კიდურების ვენების თრომბების და ფილტვებში სისხლძარღვების თრომბების სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 5 მგ-ის ორ ტაბლეტს ორჯერ დღე-ღამეში პირველი 7 დღის განმავლობაში, მაგალითად ორი ტაბლეტი დილით და ორი ტაბლეტი საღამოს.

7 დღის შემდეგ რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 5 მგ-ის ერთ ტაბლეტს ორჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე ტაბლეტი საღამოს.

სისხლის თრომბების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკისთვის მკურნალობის 6-თვიანი კურსის დასრულების შემდეგ

რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 2.5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე ტაბლეტი საღამოს.

გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს ექიმი.

ექიმს შეუძლია შეცვალოს ანტიკოაგულანტებით მკურნალობა შემდეგი სახით.

ელიქსაბანიდან ანტიკოაგულანტზე გადასვლა

შეწყვიტეთ ელიქსაბანის მიღება. დაიწყეთ ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ჰეპარინით) მკურნალობა ტაბლეტის შემდეგი დაგეგმილი მიღების დროს.

ანტიკოაგულანტიდან ელიქსაბანზე გადასვლა

შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტის მიღება. დაიწყეთ ელიქსაბანით მკურნალობა ანტიკოაგულანტის შემდეგი დოზის მიღების გრაფიკით, შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეთ მიღება.

ანტიკოგულანტის და K ვიტამინის ანტაგონისტის კომბინირებული პრეპარატიდან (მაგალითად ვარფარინი) ელიქსაბანზე გადასვლა

შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის მიღება. ელიქსაბანის მიღების დროის დასადგენად ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს.

ელიქსაბანით მკურნალობიდან ანტიკოგულანტის და K ვიტამინის ანტაგონისტის კომბინირებულ პრეპარატზე (მაგალითად ვარფარინი) გადასვლა

თუ ექიმი დაგინიშნავთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ პრეპარატს, გააგრძელეთ ელიქსაბანის მიღება K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში. ექიმი გაგიკეთებთ სისხლის ანალიზს და შეგატყობინებთ ელიქსაბანის მიღების დასრულების დროს.

პაციენტები, რომლებიც იტარებენ კარდიოვერსიას

თუ საჭირო იქნება თქვენი არარეგულარული გულისცემის მკურნალობა კარდიოვერსიის სახელწოდებით ცნობილი მეთოდით, გამოიყენეთ ელიქსაბანი ისე, როგორც გეტყვით თქვენი ექიმი, რათა თავიდან აიცილოთ სისხლის კოლტების წარმოქმნა ტვინის სისხლძარღვებსა და სხეულის სხვა სისხლძარღვებში.

ელიქსაბანის საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში

თუ თქვენ მიიღებთ ელიქსაბანის დანიშნულ დოზაზე მეტ რაოდენობას, სასწრაფოდ შეატყობინეთ თქვენს ექიმს. თან იქონიეთ სამკურნალო საშუალებების შეფუთვა, მაშინაც კი, თუ ისინი უკვე ცარიელია.

ელიქსაბანის დანიშნულ დოზაზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, იმატებს სისხლდენის განვითარების რისკი. თუ დაგეწყებათ სისხლდენა, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაცია, სისხლის გადასხმა ან მკურნალობის სხვა მეთოდები, რომლებიც შეძლებენ Xa ფაქტორის Mმოქმედების აღდგენას და სისხლდენის შეჩერებას.

თუ დაგავიწყდათ ელიქსაბანის მიღება

მიიღეთ ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ და:

ელიქსაბანის შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ ჩვეულებრივ დროს

შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა ქნათ, ან გამოტოვეთ ერთზე მეტი დოზა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ შეწყვეტთ ელიქსაბანის მიღებას

არ შეწყვიტოთ ელიქსაბანის მიღება, სანამ არ მიმართავთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, რადგან სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი მოიმატებს, თუ მკურნალობას დროზე ადრე დაამთავრებთ.

პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ, რაც მითითებულია პუნქტში 6.1.

აქტიური, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა.

ღვიძლის დაავადებები, რომელიც ასოცირდება კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების რისკთან.

დაზიანების კერის არსებობა ან მასიური სისხლდენის გამოხატულ რისკთან დაკავშირებული მდგომარეოები, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული ამჟამად ან ახლო წარსულში, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების არსებობა სისხლდენის მაღალი რისკით, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ბოლოდროინდელი ტრავმა, ბოლოდროინდელი ოპერაცია თავის ტვინზე, ზურგის ტვინზე, ან თვალებზე, ბოლოდროინდელი ქალასშიდა სისხლდენა, გამოვლენილი ან საეჭვო საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სისხლძარღვთა განვითარების არტერიო-ვენოზური ანომალიები, სისხლძარღვთა ანევრიზმა ან მსხვილი ხერხემალშიდა ან თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობები.

ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულაციური საშუალებით, მაგ., არაფრაქცირებული ჰეპარინით (UFH), დაბალმოლეკულური ჰეპარინებით (ენოქსიპარინი, დალტეპარინი და სხვა) ჰეპარინის წარმოებულებით (ფონდაპარინუქსი და სხვა), ორალური ანტიკოაგულანტებით (ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი და სხვა) ერთდროული მკურნალობა, გარდა სხვა ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე გადასვლის განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც UFH-ს დანიშვნა ხდება ისეთი დოზებით, რაც აუცილებელია ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, ან UFH-ს გამოყენებისას წინაგულების ფიბრილაციისთვის კათეტერული აბლაციის დროს.

სიფრთხილის ზომები

თუ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მოვლენა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

სისხლდენის მომატებული რისკი, როგორიცაა:

სისხლის შედედების დარღვევები, თრომბოციტების აქტივობის დამაქვეითებელი მდგომარეობები;

ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას;

ასაკი 75 წელს ზემოთ;

წონა 60 კგ ან ნაკლები.

თირკმელების მძიმე უკმარისობა ან დიალიზი.

ამჟამად ან წარსულში არსებული ღვიძლის პრობლემები.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების მქონე პაციენტებში ელიქსაბანი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.

გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი.

თუ ექიმი თვლის, რომ გაქვთ არასტაბილური არტერიული წნევა ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა ან ოპერაცია ფილტვებიდან სისხლის კოლტის ამოსაღებად.

ელიქსაბანის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა შემდეგ შემთხვევებში:

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება ~ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი~ (იმუნური სისტემის დაავადება, როდესაც იზრდება სისხლის თრომბების წარმოქმნის რისკი), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა თქვენი მკურნალობის შეცვლა.

თუ თქვენთვის საჭიროა ოპერაცია ან პროცედურა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას ამ პრეპარატის ხანმოკლე დროით შეწყვეტის შესახებ. თუ ზუსტად არ იცით, შეუძლია თუ არა პროცედურას სისხლდენის გამოწვევა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

რეკომენდებული არ არის ელიქსაბანის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია გააძლიეროს აპიქსაბანის მოქმედება, ზოგიერთს კი – შეასუსტოს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პრეპარატებთან კომბინაციაში ელიქსაბანის დანიშვნის და თქვენზე დაკვირვების საკითხთან დაკავშირებით.

შემდეგ სამკურნალო საშუალებებს შეუძლია გააძლიეროს აპიქსაბანის მოქმედება და გაზარდოს არასასურველი სისხლდენის რისკი:

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, კეტოკონაზოლი და ა.შ.);

აივ/შიდსის სამკურნალო ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (მაგალითად, რიტონავირი);

სისხლის შედედების დასაქვეითებელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ენოქსაპარინი და ა.შ.);

ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა ან ნაპროქსენი). სისხლდენის რისკი შეიძლება იყოს განსაკუთრებით მაღალი, თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის პირი და იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას;

მომატებული არტერიული წნევის ან გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, დილთიაზემი);

ანტიდეპრესანტები, რომლებსაც ეწოდებათ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.

ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს შეუძლია შეამციროს აპიქსაბანის სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის უნარი:

ეპილეფსიის ან კრუნჩხვითი შეტევების საპროფილაქტიკო პრეპარატები (მაგალითად, ფენიტოინი და ა.შ.);

კრაზანა (მცენარეული საკვები დანამატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს);

ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

აპიქსაბანის გავლენა ორსულობაზე და ნაყოფზე ცნობილი არ არის. თუ ხართ ორსულად, აპიქსაბანი არ უნდა მიიღოთ. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაორსულდით ელიქსაბანის მიღების პერიოდში.

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა აპიქსაბანი დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენ მოგეცემათ რეკომენდაცია, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, ან შეწყვიტოთ ან არ დაიწყოთ ელიქსაბანით მკურნალობა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აპიქსაბანმა არ აჩვენა უარყოფითი გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ელიქსაბანი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა) და ნატრიუმს

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ამ სამკურნალო საშუალების 1 ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. შესაბამისად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ელიქსაბანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვლინდება.

აპიქსაბანის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის სისხლდენა, რომელიც შესაძლოა იყოს პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში და მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო მეთვალყურეობას.

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს აპიქსაბანის გულში სისხლის შედედების პრევენციის მიზნით იმ პაციენტებში გამოყენებისას, რომელთაც აქვთ გულის არარეგულარული რითმი და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი:

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)

სისხლდენა მოიცავს:

თვალებში

კუჭში ან ნაწლავში

სწორი ნაწლავიდან

სისხლი შარდში

ცხვირიდან

ღრძილებიდან

სისხლჩაქცევები და შეშუპება

ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და სიფერმკრთალე

დაბალი არტერიული წნევა, როდესაც პაციენტი გრძნობს სისუსტეს ან აქვს გახშირებული გულისცემა

გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:

გამმა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება (GGT)

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)

სისხლდენა:

თავის ტვინში და სპინალურ ზოლში

პირის ღრუში და ხველის დროს ნერწყვში

მუცლის ღრუში ან საშოდან

განავალში ღია/წითელი შეფერილობის სისხლი

სისხლდენა, რომელიც ვლინდება ოპერაციის შემდგომ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის ნაჟღენთი ქირურქიული ჩარევის შემდეგ ჭრილობიდან ან ნაკერიდან (ჭრილობიდან გამონადენი) ან ინექციის ადგილიდან

ჰემოროიდიდან

განავლის ან შარდის ანალიზებიდან იკვეთება სისხლი

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რომელმაც შეიძლება იმოქმედოს სისხლის შედედებაზე)

სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:

ღვიძლის ფუნქციის უჩვეულო მაჩვენებლები

ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მაჩვენებლის დონის მომატება

ბილირუბინის დონის მომატება, სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) დაშლის პროდუქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების და კანის სიყვითლე

გამონაყარი კანზე

ქავილი

თმის ცვენა

ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) რეაქციები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ხორხის შეშუპება და სუნთქვის გართულება. დაუყონებლივ მიმართედ ექიმს, თუ გამოვლინდებათ ამ სიმპტომებიდან რომელიმე.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)

სისხლდენა:

ფილტვებსა და ხორხში

მუცლის ღრუს მიღმა

კუნთებში

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)

კანზე გამონაყარი, სამიზნეს მსგავსი ბუშტუკების წარმოქმნით (მუქი ფერის ცენტრალური არე, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით და კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა).

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც ცნობილია რომ ვლინდება, თუ აპიქსაბანი მიიღება ქვედა კიდურის ვენაში სისხლის შედედების განმეორებითი წარმოქმნის და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პრევენციისათვის

კუჭში, ნაწლავში, ან სწორი ნაწლავიდან

პირის ღრუში

საშოდან

გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება)

გამონაყარი კანზე

სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:

გამმა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) ან ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) დონის მომატება

განავალში ღია / წითელი შეფერილობის სისხლი

განავალში ან შარდში ანალიზებიდან იკვეთება სისხლი

სისხლდენა, რომელიც ვლინდება ოპერაციის შემდგომ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის ნაჟღენთი ქირურქიული ჩარევის შემდეგ ჭრილობიდან ან ნაკერიდან (ნაკერის სეკრეცია) ან ინექციის ადგილიდან

ჰემოროიდიდან

კუნთებში

ქავილი

თმის ცვენა

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ხორხის შეშუპება და სუნთქვის გართულება. დაუყონებლივ უნდა მიემართოს ექიმს, თუ გამოვლინდება ამ სიმპტომებიდან რომელიმე

თავის ტვინში და ზურგის ტვინში

ფილტვებში

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)

სისხლდენა:

მუცლის ღრუში და მუცლის ღრუს მიღმა

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეატყობინეთ ისეთი გვერდითი ეფექტების აღმოჩენისას, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

ელიქსაბანის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკის გაზრდა. ჰემორაგიული გართულებების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და გამოკვლეული იქნას სისხლდენის წყარო. შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სათანადო მკურნალობის დაწყება, მაგალითად, ქირურგიული ჰემოსტაზი, ახლად გაყინული პლაზმის ტრანსფუზია ან Xa ფაქტორის ინჰიბიტორების რევერსული აგენტის შეყვანა.

აპიქსაბანის კონტროლირებადი კლინიკური კვლევების პერიოდში, სადაც ის გამოიყენებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში პერორალური დოზებით 50 მგ-მდე დღეში 3-7 დღის განმავლობაში (25 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში, ან 50 მგ ერთჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში), არ ყოფილა დაფიქსირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები.

ჯანმრთელ მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის მიღება აპიქსაბანის 20 მგ დოზით მიღებიდან 2 და 6 საათის შემდეგ, ამცირებდა აპიქსაბანის AUC-ის საშუალო მნიშვნელობას 50%-ით და 27 %-ით შესაბამისად, და არ ახდენდა გავლენას Cmax-ის მნიშვნელობაზე.

აპიქსაბანის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდებოდა მხოლოდ აპიქსაბანის მიღებისას 13.4 საათიდან აპიქსაბანის შემდეგ 2 და 6 საათის შემდეგ აქტივირებული ნახშირის მიღებისას 5.3 და 4.9 საათამდე შესაბამისად. აქედან გამომდინარე, აქტივირებული ნახშირის მიღება შეიძლება სასარგებლო იყოს აპიქსაბანის დოზის შემთხვევით ან განზრახ გადაჭარბების დროს.

იმ სიტუაციებისთვის, როდესაც საჭიროა ანტიკოაგულაციის შეცვლა სიცოცხლისთვის საშიში ან უკონტროლო სისხლდენის გამო, ხელმისაწვდომია Xa ფაქტორის ინჰიბიტორების რევერსული აგენტი. ასევე შეიძლება მიზანშეწონილად ჩაითვალოს პროთრომბინის კომპლექსური კონცენტრატების (PCCs) ან რეკომბინანტული ფაქტორის VIIა გამოყენება.

ჯანმრთელ მოხალისეებში აპიქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შექცევადობა თრომბინის გენერაციის ტესტის შედეგების მიხედვით აღინიშნებოდა ინფუზიის ბოლოს, ხოლო საწყისი მნიშვნელობები მიიღწეოდა სისხლის შედედების 4 ფაქტორის შემცველი PCC-ის 30-წუთიანი ინფუზიის დაწყებიდან 4 საათის განმავლობაში. თუმცა, სისხლის შედედების 4 ფაქტორის შემცველი PCC-ის კლინიკური გამოყენების გამოცდილება აპიქსაბანის მიმღებ პაციენტებში სისხლდენის შეჩერების მიზნით არ არსებობს. რეკომბინანტული VIIა ფაქტორის გამოყენების გამოცდილება აპიქსაბანის მიმღებ პირებში არ არსებობს. სისხლდენის მიხედვით შეიძლება განიხილებოდეს VIIა რეკომბინანტული ფაქტორის ხელახალი დოზირება და ტიტრირება.

მასიური სისხლდენის შემთხვევაში საჭიროა განხილული იქნას საკითხი ექიმ-ჰემატოლოგის კონსულტაციის მიღების შესახებ, ასეთი შესაძლებლობის არსებობისას.

თირკმლების უკმარისობის ტერმინალური სტადიის (ESRD) მქონე პაციენტებში ჰემოდიალიზმა შეამცირა აპიქსაბანის AUC-ის მნიშვნელობა მისი პერორალურად 5 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ 14%-ით. ამგვარად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი იყოს თერაპიის ეფექტური მეთოდი აპიქსაბანის ჭარბი დოზირების დროს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აპიქსაბანს - 5 მგ;

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი - იხ. პ. 6.1.

შენახვის პირობები

პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ ელიქსაბანს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ელიქსაბანი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

ელიქსაბანი არის:

ვარდისფერი, ორმხრივამობურცული, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

თითოეულ კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია 20 ან 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის/რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD, საქართველო

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტითრომბოზული საშუალება, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორი.

კოდი ATC: B01AF02

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

მოქმედების მექანიზმი

აპიქსაბანი წარმოადგენს ძლიერ პერორალურ პირდაპირ ინჰიბიტორს, რომელიც შექცევადად და მაღალ-სელექტიურად ბლოკავს Xa ფაქტორის აქტიურ ცენტრს. პრეპარატის ანტითრომბოზული აქტივობისათვის არ არის საჭირო ანტითრომბინ III-ის არსებობა. აპიქსაბანი აინჰიბირებს როგორც თავისუფალ, ასევე კოლტთან დაკავშირებულ Xა ფაქტორს, და ასევე პროთრომბინაზას აქტივობას.

აპიქსაბანი არ ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციაზე, მაგრამ არაპირდაპირ აინჰიბირებს თრომბინით ინდუცირებულ აგრეგაციას. Xa ფაქტორის ინჰიბირების საშუალებით აპიქსაბანი ხელს უშლის თრომბინის წარმოქმნას და თრომბის ფორმირებას. აპიქსაბანის პრე-კლინიკურმა კვლევებმა ცხოველების მოდელებზე აჩვენა მისი ანტითრომბოზული ეფექტურობა ვენებისა და არტერიების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის დოზებით, რომლებზედაც შენარჩუნებულია ჰემოსტაზი.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

აპიქსაბანის მოქმედების მექანიზმი (Xa ფაქტორის ინჰიბირება) აისახება მის ფარმაკოდინამიკურ ეფექტებზე. აპიქსაბანის მიერ Xa ფაქტორის ინჰიბირების შედეგად იზრდება სისხლის შედედების მაჩვენებლების მნიშვნელობები, როგორიცაა პროთრომბინის დრო (PT), INR და აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (APTT). აპიქსაბანის მოსალოდნელი თერაპიული დოზებზე ამ ანალიზების შედეგებში დაფიქსირებული კოაგულაციური ცვლილებები მცირეა და ხასიათდება ვარიაბელურობის მაღალი ხარისხით. ამ მაჩვენებლების მიხედვით აპიქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შეაფასება რეკომენდებული არ არის. თრომბინის გენერაციის ტესტში აპიქსაბანმა შეამცირა ენდოგენური თრომბინული პოტენციალი ადამიანის სისხლის პლაზმაში თრომბინის წარმოქმნის მაჩვენებელი.

აპიქსაბანი ასევე ავლენს ანტი-FXა მოქმედებას, Xa ფაქტორ ფერმენტის მოქმედების შემცირებით მრავალ კომერციულ ანტი-FXa ნაკრებზე, თუმცა შედეგი განსხვავებულია ნაკრებებს შორის. კლინიკური კვლევების მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ როტაქრომ® ჰეპარინის ქრომოგენური ანალიზი. ანტი-FXa მოქმედება ვლინდება პირდაპირი ხაზოვანი ურთიერთქმედება აპიქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციასთან, რომელის მაქსიმალური მაჩვენებელი მიიღწევა აპიქსაბანის პლაზმური კონცეტრაციის მიღწევის დროისათვის. აპიქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციასა და ანტი-FXa მოქმედებას შორის ურთიერთქმედება არის დაახლოებით ხაზოვანი აპიქსაბანის დოზის ფართო დიაპაზონში.

ქვემოთ ცხრილ 3-ში მოყვანილია სისტემური ექსპოზიციისა და ანტი-Xა ფაქტორული აქტივობის მოსალოდნელი მაჩვენებლები წინასწორულ მდგომარეობაში ყოველი ჩვენებისათვის. პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, რომლებიც ღებულობდნენ აპიქსაბანს ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის, აპიქსაბანის მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციები განსხვავდებოდა 1.7-ჯერადზე ნაკლებად. პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აპიქსაბანს DVT-სა და PE-ის მკურნალობისთვის, ან მორეციდივე DVT-სა და PE-ის პროფილაქტიკისთვის, აპიქსაბანის მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციები განსხვავდებოდა 2.2-ჯერადზე ნაკლებად.

ცხრილი 3

აპიქსაბანის სისტემური ზემოქმედების მოსალოდნელი დონე და მისი მოსალოდნელი ანტი-Xa ფაქტორული აქტივობა წინასწორულ მდგომარეობაში

აპიქსაბანი

Cmax ნგ/მლ

აპიქსაბანი

Cmin ნგ/მლ

აპიქსაბანი

მაქსიმალური ანტი-Xა ფაქტორული აქტივობა (სე/მლ)

აპიქსაბანი

მინიმალური ანტი-Xა ფაქტორული აქტივობა (სე/მლ)

მედიანა (მე-5 პროცენტილი, 95-ე პროცენტილი)

ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა: არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაცია (NVAF)

  • 5 მგ 2-ჯერ/დღეში

123 (69, 221)

79 (34, 162)

1,8 (1,0 3,3)

1,2 (0,51, 2,4)

5 მგ 2-ჯერ/დღეში

171 (91, 321)

103 (41, 230)

2,6 (1,4 4,8)

1,5 (0,61, 3,4)

DVT-სა და PE-ის მკურნალობა, ან მორეციდივე DVT-სა და PE-ის პროფილაქტიკა (VTEt)

  • 5 მგ 2-ჯერ/დღეში

67 (30, 153)

32 (11, 90)

1,0 (0.46, 2.5)

  • 49 (0.17, 1.4)

5 მგ 2-ჯერ/დღეში

132 (59, 302)

63 (22, 177)

2,1 (0.91, 5.2)

  • 0 (0.33, 2.9)

10 მგ 2-ჯერ/დღეში

251 (111, 572)

120 (41, 335)

4,2 (1.8, 10.8)

  • 9 (0.64, 5.8)
  • დოზის მიხედვით კორექტირებული პოპულაცია დოზის შემცირების 3-დან 2 კრიტერიუმის საფუძველზე ARISTOTLE კვლევაში.

მართალია, აპიქსაბანით თერაპიას არ სჭირდება მისი სისხლში კონცენტრაციის მუდმივი მონიტორინგი, ზოგჯერ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ანტი-Xa ფაქტორული აქტივობის ანალიზის ჩატარება იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც აპიქსაბანის ზემოქმედების მონაცემები შეიძლება ხელს უწყობდეს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას, მაგალითად ზედოზირებისას და სასწრაფო ოპერაციული ჩარევისას.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

10 მგ-მდე დოზებით პერორალურად მიღებისას აპიქსაბანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს. აპიქსაბანი სწრაფად შეიწოვება და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. 10 მგ დოზით პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად არ ახდენს გავლენას AUC (პრეპარატის ექსპოზიცია სისხლის პლაზმაში ანუ ფართობი „კონცენტრაცია-დროის” მრუდის ქვეშ) ან Cmax-ის მნიშვნელობებზე. აქედან გამომდინარე, აპიქსაბანის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

აპიქსაბანი 10 მგ-მდე დიაპაზონში ავლენს წრფივ ფარმაკოკინეტიკას, ანუ ზემოქმედების ზრდა მიღებული დოზის პროპორციულია. ≥25 მგ დოზებით აპიქსაბანის მიღება ხასიათდება შეზღუდული აბსორბციით და ბიოშეღწევადობის დაქვეითებით. აპიქსაბანის ზემოქმედების პარამეტრები ხასიათდება დაბალი ან ზომიერი ინდივიდუალური ვარიაბელურობით: ვარიაციის კოეფიციენტი არის დაახლოებით 20% და 30% შესაბამისად.

აპიქსაბანის 10 მგ დოზის 30 მლ წყალში სუსპენზირებული ორი 5 მგ-იანი დაფხვნილი ტაბლეტის სახით პერორალური მიღების შემდეგ, სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედების დონე იყო აპიქსაბანის ორი 5 მგ-იანი მთლიანი ტაბლეტის პერორალური მიღების ანალოგიური. აპიქსაბანის 10 მგ დოზის 30 მლ ვაშლის პიურესთან შერეული ორი 5 მგ-იანი დაფხვნილი ტაბლეტის სახით პერორალური მიღების შემდეგ, Cmax და AUC მნიშვნელობები იყო შესაბამისად 21% და 16%-ით დაბალი, ვიდრე ორი 5 მგ-იანი მთლიანი ტაბლეტის მიღების შემდეგ. ზემოქმედების ხარისხის ასეთი ცვლილება ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად.

დექსტროზის 5%-იან 60 მლ წყალხსნარში სუსპენზირებული აპიქსაბანის 5 მგ-იანი დაფხვნილი ტაბლეტის ნაზოგასტრალური ზონდით შეყვანის შემდეგ, აპიქსაბანის ზემოქმედების დონე იყო სხვა კლინიკურ კვლევებში აღნიშნული ზემოქმედების ანალოგიური, ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, რომლებმაც მიიღეს ერთჯერადად პერორალურად 5 მგ დოზით აპიქსაბანის ტაბლეტი.

აპიქსაბანის პროგნოზირებადი და დოზის პროპორციული ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინებით, ჩატარებულ კვლევებში მიღებული აპიქსაბანის ბიოშეღწევადობის შედეგები ვრცელდება აპიქსაბანის უფრო დაბალ დოზებზეც.

განაწილება

ადამიანის სისხლის პროტეინებთან ბმა შეადგენს დაახლოებით 87%-ს. განაწილების მოცულობა (Vss) შეადგენს დაახლოებით 21 ლიტრს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

არსებობს აპიქსაბანის ელიმინაციის რამდენიმე გზა. მიღებული დოზის დაახლოებით 25% გვხვდება მეტაბოლიტების სახით, რომელთა უმრავლესობა არსებობს განავალში. აპიქსაბანის თირკმლით ექსკრეცია შეადგენს საერთო კლირენსის დაახლოებით 27%-ს. ასევე შესაძლებელია დამატებითი ექსკრეცია სანაღვლე გზებითა და უშუალოდ ნაწლავებით.

აპიქსაბანის საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 3.3 ლ/სთ-ს, ნახევარგამოყოფის პერიოდი - დაახლოებით 12 სთ-ს.

O-დემეთილირება და ჰიდროქსილირება 3-ოქსოპიპერიდინილის ნაშთზე წარმოადგენს აპიქსაბანის ბიოტრანსფორმაციის ძირითად გზებს. აპიქსაბანი ძირითადად მეტაბოლიზდება იზოფერმენტის CYP3A4/5 მონაწილეობით, ნაკლები ხარისხით - იზოფერმენტების CYP1A2 , 2C8, 2C9, 2C19 და 2J2-ის მონაწილეობით. შეუცვლელი აპიქსაბანი წარმოადგენს ადამიანის სისხლის პლაზმაში მოცირკულირე ძირითად ნივთიერებას, ხოლო სისხლის მიმოქცევაში აქტიურად მოცირკულირე მეტაბოლიტები არ არსებობს. აპიქსაბანი წარმოადგენს ტრანსპორტერი ცილების, P-გლიკოპროტეინის (P-gp) და ძუძუს კიბოს რეზისტენტობის პროტეინის (BCRP) სუბსტრატს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65 წელზე უფროსი) სისხლის პლაზმაში აღინიშნებოდა აპიქსაბანის უფრო მაღალი კონცენტრაციები ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, ამავდროულად, AUC-ის საშუალო მნიშვნელობა იყო დაახლოებით 32%-ით მაღალი, ხოლო Cmax-ის მხრივ განსხვავება არ გამოვლენილა.

თირკმლის უკმარისობა

პაციენტში თირკმლის უკმარისობის არსებობა არ მოქმედებს აპიქსაბანის მაქსიმალურ კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში. დაფიქსირდა აპიქსაბანის კონცენტრაციის მომატება, რომელიც კორელირებდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან, რაც ფასდებოდა კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობებით. თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 51-80 მლ/წთ), ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) და მძიმე (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) უკმარისობის მქონე პირებში აპიქსაბანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (AUC) იზრდებოდა 16, 29 და 44%-ით შესაბამისად, კრეატინინის კლირენსის ნორმალური მნიშვნელობების მქონე პირებთან შედარებით. თირკმლის ფუნქციის დარღვევას არ ჰქონდა თვალსაჩინო გავლენა სისხლის პლაზმაში აპიქსაბანის კონცენტრაციასა და მის ანტი-FXa- ფაქტორულ აქტივობას შორის ურთიერთკავშირზე.

თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის (ERSD) მქონე პაციენტებში აპიქსაბანის AUC მნიშვნელობა 5 მგ დოზით ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰემოდიალიზის დასრულებისთანავე იყო 36%-ით მეტი ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. აპიქსაბანის 5 მგ დოზით ერთჯერადი მიღებიდან ორი საათის შემდეგ დაწყებული ჰემოდიალიზი იწვევდა AUC მნიშვნელობის 14%-ით შემცირებას ERSD-ის მქონე პაციენტებში, რაც შეესაბამება აპიქსაბანის დიალიზურ კლირენსს 18 მლ/წთ. ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი იყოს მკურნალობის ეფექტური მეთოდი აპიქსაბანის ჭარბი დოზირების დროს.

ღვიძლის უკმარისობა

აპიქსაბანის 5 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი (ჩაილდ-პიუს კლასი A) და ზომიერი (ჩაილდ-პიუს კლასი B) უკმარისობით და ჯანმრთელ პაციენტებში, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური პარამეტრების ცვლილებები არ გამოვლენილა. ანტი-Xა-ფაქტორული აქტივობისა და INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) ცვლილებები ჯანმრთელ პაციენტებში და მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში იყო ანალოგიური.

სქესი

აპიქსაბანის ზემოქმედება ქალების ორგანიზმზე დაახლოებით 18%-ით აღემატებოდა მის ზემოქმედებას მამაკაცებში.

რასა და ეთნიკური წარმომავლობა

ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ აპიქსაბანის ფარმაკოკინეტიკის მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავებები ევროპეიდული, მონღოლოიდური და ნეგროიდული რასების და სხვადასხვა ეთნიკური პოპულაციების წარმოადგენელ აპიქსაბანის მიმღებ პაციენტებს შორის არ არსებობს.

სხეულის წონა

120 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე პაციენტებში აპიქსაბანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იყო დაახლოებით 30%-ით დაბალი, ვიდრე 65 კგ-დან 85 კგ-მდე სხეულის წონის მქონე პაციენტებში, ხოლო 50 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 30 %-ით მაღალი.

ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური პარამეტრების დამოკიდებულება

ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიკურ პარამეტრებს შორის დამოკიდებულების კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო კავშირი აპიქსაბანის სისხლის პლაზმაში კონცენტრაციასა და რამდენიმე ფარმაკოდინამიკურ პარამეტრს შორის (ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობა, INR, PT (პროთრომბინის დრო) და aPTT (აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო) პრეპარატის დოზების ფართო დიაპაზონისათვის (0.5-50 მგ). აღმოჩნდა, რომ აპიქსაბანის კონცენტრაციასა და მის ანტი-Xa-ფაქტორულ აქტივობას შორის დამოკიდებულება საუკეთესოდ არის აღწერილი წრფივი მოდელის გამოყენებით, ანუ პაციენტებში შეფასებული პირდაპირ- პროპორციული დამოკიდებულება აპიქსაბანის ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიკურ პარამეტრებს შეესაბამებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში დაფიქსირებულს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

ელიქსაბანი

ELIXABAN

აპიქსაბანი, 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ორალური გამოყენებისთვის

აქტიური ნივთიერება:

აპიქსაბანი 5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული).

ტაბლეტის გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 2910 (15mPa), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172).

  • 272283137132preparatis miRebamde yuradRebiT gaecaniT instruqcias.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. Eეს მოიცავს ისეთი გვერდით ეფექტებს, რომლებიც შესაძლოა არ არის მითითებული მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. Eეს მოიცავს ისეთი გვერდით ეფექტებს, რომლებიც შესაძლოა არ არის მითითებული მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

რა არის ელიქსაბანი და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო ელიქსაბანის მიღებამდე

ელიქსაბანის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ელიქსაბანის შენახვის პირობები

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რა არის ელიქსაბანი და რისთვის გამოიყენება

ელიქსაბანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანს და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება “ანტიკოაგულანტები”. ფაქტორ Xa-ს ბლოკირების გზით, რომელიც წარმოადგენს სისხლის შედედების მნიშვნელოვან კომპონენტს, პრეპარატი ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას.

ელიქსაბანი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგ შემთხვევებში:

სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად არარეგულარული გულისცემის (წინაგულების ფიბრილაცია) და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკფაქტორის მქონე პაციენტებში. თრომბი გულიდან სისხლის ნაკადთან ერთად შეიძლება მოხვდეს ტვინში (რაც გამოიწვევს ინსულტს), ან სხვა ორგანოში და შეაფერხოს ნორმალური სისხლის დინება ამ ორგანოსკენ (ამ მდგომარეობას ასევე ეწოდება სისტემური ემბოლიზმი). ინსულტი შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

ქვედა კიდურების (ღრმა ვენის თრომბოზი) ან ფილტვების (პულმონარული ემბოლიზმი) სისხლძარღვებში შედედებული სისხლის სამკურნალოდ, ან თრომბის განმეორების პრევენციისთვის.

რისი ცოდნაა საჭირო ელიქსაბანის მიღებამდე

ნუ მიიღებთ ელიქსაბანს, თუ:

აღგენიშნებათ ალერგია აპიქსაბანის ან ამ სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);

გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა;

გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგალითად, ამჟამად ან ახლო წარსულში კუჭის ან ნაწლავის წყლული აქტიურ ფაზაში, ახლახანს განვითარებული სისხლდენა თავის ტვინში);

გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლდენის მაღალ რისკთან (ღვიძლის უკმარისობით გამოწვეული კოაგულოპათია);

იღებთ სისხლის შედედების დამაქვეითებელ პრეპარატებს (მაგალითად, ვარფარინს, რივაროქსაბანს, დაბიგატრანს ან ჰეპარინს), გარდა ანტიკოაგულანტებით მკურნალობის შეცვლის შემთხვევებისა, როდესაც ჰეპარინი შეიყვანება ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით, კათეტერის ამოვარდნის პრევენციის მიზნით, ან არარეგულარული გულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ სისხლძარღვში ჩადგმულია მილი (კათეტერული აბლაცია).

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

თუ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მოვლენა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

სისხლდენის მომატებული რისკი, როგორიცაა:

სისხლის შედედების დარღვევები, თრომბოციტების აქტივობის დამაქვეითებელი მდგომარეობები;

ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას;

ასაკი 75 წელს ზემოთ;

წონა 60 კგ ან ნაკლები.

თირკმელების მძიმე უკმარისობა ან დიალიზი.

ამჟამად ან წარსულში არსებული ღვიძლის პრობლემები.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების მქონე პაციენტებში ელიქსაბანი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.

გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი.

თუ ექიმი თვლის, რომ გაქვთ არასტაბილური არტერიული წნევა ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა ან ოპერაცია ფილტვებიდან სისხლის კოლტის ამოსაღებად.

ელიქსაბანის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა შემდეგ შემთხვევებში:

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება ~ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი~ (იმუნური სისტემის დაავადება, როდესაც იზრდება სისხლის თრომბების წარმოქმნის რისკი), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა თქვენი მკურნალობის შეცვლა.

თუ თქვენთვის საჭიროა ოპერაცია ან პროცედურა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას ამ პრეპარატის ხანმოკლე დროით შეწყვეტის შესახებ. თუ ზუსტად არ იცით, შეუძლია თუ არა პროცედურას სისხლდენის გამოწვევა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

რეკომენდებული არ არის ელიქსაბანის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ელიქსაბანი:

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია გააძლიეროს აპიქსაბანის მოქმედება, ზოგიერთს კი – შეასუსტოს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პრეპარატებთან კომბინაციაში ელიქსაბანის დანიშვნის და თქვენზე დაკვირვების საკითხთან დაკავშირებით.

შემდეგ სამკურნალო საშუალებებს შეუძლია გააძლიეროს აპიქსაბანის მოქმედება და გაზარდოს არასასურველი სისხლდენის რისკი:

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, კეტოკონაზოლი და ა.შ.);

აივ/შიდსის სამკურნალო ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (მაგალითად, რიტონავირი);

სისხლის შედედების დასაქვეითებელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ენოქსაპარინი და ა.შ.);

ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა ან ნაპროქსენი). სისხლდენის რისკი შეიძლება იყოს განსაკუთრებით მაღალი, თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის პირი და იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას;

მომატებული არტერიული წნევის ან გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, დილთიაზემი);

ანტიდეპრესანტები, რომლებსაც ეწოდებათ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.

ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს შეუძლია შეამციროს აპიქსაბანის სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის უნარი:

ეპილეფსიის ან კრუნჩხვითი შეტევების საპროფილაქტიკო პრეპარატები (მაგალითად, ფენიტოინი და ა.შ.);

კრაზანა (მცენარეული საკვები დანამატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს);

ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი).

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი:

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

აპიქსაბანის გავლენა ორსულობაზე და ნაყოფზე ცნობილი არ არის. თუ ხართ ორსულად, აპიქსაბანი არ უნდა მიიღოთ. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაორსულდით ელიქსაბანის მიღების პერიოდში.

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა აპიქსაბანი დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენ მოგეცემათ რეკომენდაცია, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, ან შეწყვიტოთ ან არ დაიწყოთ ელიქსაბანით მკურნალობა.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი:

აპიქსაბანმა არ აჩვენა უარყოფითი გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ელიქსაბანი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა) და ნატრიუმს

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ამ სამკურნალო საშუალების 1 ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. შესაბამისად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ელიქსაბანის მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

მიღების მეთოდი

გადაყლაპეთ ტაბლეტები წყლის მიყოლებით. ელიქსაბანის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

იმისათვის, რომ მკურნალობის ეფექტი იყოს ოპტიმალური, ტაბლეტები მიიღეთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

თუ თქვენთვის რთულია ტაბლეტის მთლიანად მიღება, ელიქსაბანის მიღების სხვა მეთოდებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. შეიძლება ტაბლეტების დაფშვნა და წყალში, დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში, ვაშლის წვენში ან ვაშლის ფაფაში შერევა უშუალოდ მიღებამდე

მითითებები ტაბლეტების დაფშვნასთან დაკავშირებით

დაფშვენით ტაბლეტები სანაყის საშუალებით.

ფრთხილად გადაიტანეთ ფხვნილი შესაბამის კონტეინერში, შემდეგ შეურიეთ მცირე რაოდენობის (მაგალითად 30 მლ (2 სუფრის კოვზი)) წყალი ან ზემოთ მითითებული სხვა სითხე.

მიიღეთ ნარევი.

გამოავლეთ ტაბლეტის დასაფშვნელად გამოყენებული სანაყი და კონტეინერი მცირე რაოდენობის (მაგალითად, 30 მლ) წყლით ან ერთ-ერთი სხვა სითხით და მიიღეთ ეს სითხე.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეიყვანოს 60 მლ წყალში ან დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში გახსნილი ელიქსაბანის დაფშვნილი ტაბლეტი ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით.

მიიღეთ ელიქსაბანი შემდეგი რეკომენდებული დოზირების მიხედვით:

გულში სისხლის თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის წინაგულების ფიბრილაციის (მოციმციმე არითმია) და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკფაქტორის მქონე პაციენტებში

რეკომენდებული დოზა – ელიქსაბანი 5 მგ-ის თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში.

რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 2.5 მგ-ის თითო ტაბლეტს 2-ჯერ დღე-ღამეში, თუ:

აღინიშნება თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა;

აღინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ორი ან მეტი:

სისხლის ანალიზის შედეგებით ნაჩვენებია თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია (შრატში კრეატინინის მნიშვნელობა – 1.5 მგ/დლ (133 მკმოლი/ლ) ან მეტი);

ასაკი 80 წელი ან მეტი;

წონა 60 კგ ან ნაკლები

რეკომენდებული დოზა – ერთი ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე ტაბლეტი საღამოს. გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს ექიმი.

ქვედა კიდურების ვენების თრომბების და ფილტვებში სისხლძარღვების თრომბების სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 5 მგ-ის ორ ტაბლეტს ორჯერ დღე-ღამეში პირველი 7 დღის განმავლობაში, მაგალითად ორი ტაბლეტი დილით და ორი ტაბლეტი საღამოს.

7 დღის შემდეგ რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 5 მგ-ის ერთ ტაბლეტს ორჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე ტაბლეტი საღამოს.

სისხლის თრომბების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკისთვის მკურნალობის 6-თვიანი კურსის დასრულების შემდეგ

რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 2.5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე ტაბლეტი საღამოს.

გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს ექიმი.

ექიმს შეუძლია შეცვალოს ანტიკოაგულანტებით მკურნალობა შემდეგი სახით.

ელიქსაბანიდან ანტიკოაგულანტზე გადასვლა

შეწყვიტეთ ელიქსაბანის მიღება. დაიწყეთ ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ჰეპარინით) მკურნალობა ტაბლეტის შემდეგი დაგეგმილი მიღების დროს.

ანტიკოაგულანტიდან ელიქსაბანზე გადასვლა

შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტის მიღება. დაიწყეთ ელიქსაბანით მკურნალობა ანტიკოაგულანტის შემდეგი დოზის მიღების გრაფიკით, შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეთ მიღება.

ანტიკოგულანტის და K ვიტამინის ანტაგონისტის კომბინირებული პრეპარატიდან (მაგალითად ვარფარინი) ელიქსაბანზე გადასვლა

შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის მიღება. ელიქსაბანის მიღების დროის დასადგენად ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს.

ელიქსაბანით მკურნალობიდან ანტიკოგულანტის და K ვიტამინის ანტაგონისტის კომბინირებულ პრეპარატზე (მაგალითად ვარფარინი) გადასვლა

თუ ექიმი დაგინიშნავთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ პრეპარატს, გააგრძელეთ ელიქსაბანის მიღება K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში. ექიმი გაგიკეთებთ სისხლის ანალიზს და შეგატყობინებთ ელიქსაბანის მიღების დასრულების დროს.

პაციენტები, რომლებიც იტარებენ კარდიოვერსიას

თუ საჭირო იქნება თქვენი არარეგულარული გულისცემის მკურნალობა კარდიოვერსიის სახელწოდებით ცნობილი მეთოდით, გამოიყენეთ ელიქსაბანი ისე, როგორც გეტყვით თქვენი ექიმი, რათა თავიდან აიცილოთ სისხლის კოლტების წარმოქმნა ტვინის სისხლძარღვებსა და სხეულის სხვა სისხლძარღვებში.

ელიქსაბანის საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში

თუ თქვენ მიიღებთ ელიქსაბანის დანიშნულ დოზაზე მეტ რაოდენობას, სასწრაფოდ შეატყობინეთ თქვენს ექიმს. თან იქონიეთ სამკურნალო საშუალებების შეფუთვა, მაშინაც კი, თუ ისინი უკვე ცარიელია.

ელიქსაბანის დანიშნულ დოზაზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, იმატებს სისხლდენის განვითარების რისკი. თუ დაგეწყებათ სისხლდენა, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაცია, სისხლის გადასხმა ან მკურნალობის სხვა მეთოდები, რომლებიც შეძლებენ Xa ფაქტორის Mმოქმედების აღდგენას და სისხლდენის შეჩერებას.

თუ დაგავიწყდათ ელიქსაბანის მიღება

მიიღეთ ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ და:

ელიქსაბანის შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ ჩვეულებრივ დროს

შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა ქნათ, ან გამოტოვეთ ერთზე მეტი დოზა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ შეწყვეტთ ელიქსაბანის მიღებას

არ შეწყვიტოთ ელიქსაბანის მიღება, სანამ არ მიმართავთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, რადგან სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი მოიმატებს, თუ მკურნალობას დროზე ადრე დაამთავრებთ.

პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ელიქსაბანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვლინდება.

აპიქსაბანის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის სისხლდენა, რომელიც შესაძლოა იყოს პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში და მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო მეთვალყურეობას.

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს აპიქსაბანის გულში სისხლის შედედების პრევენციის მიზნით იმ პაციენტებში გამოყენებისას, რომელთაც აქვთ გულის არარეგულარული რითმი და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი:

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)

სისხლდენა მოიცავს:

თვალებში

კუჭში ან ნაწლავში

სწორი ნაწლავიდან

სისხლი შარდში

ცხვირიდან

ღრძილებიდან

სისხლჩაქცევები და შეშუპება

ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და სიფერმკრთალე

დაბალი არტერიული წნევა, როდესაც პაციენტი გრძნობს სისუსტეს ან აქვს გახშირებული გულისცემა

გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:

გამმა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება (GGT)

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)

სისხლდენა:

თავის ტვინში და სპინალურ ზოლში

პირის ღრუში და ხველის დროს ნერწყვში

მუცლის ღრუში ან საშოდან

განავალში ღია/წითელი შეფერილობის სისხლი

სისხლდენა, რომელიც ვლინდება ოპერაციის შემდგომ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის ნაჟღენთი ქირურქიული ჩარევის შემდეგ ჭრილობიდან ან ნაკერიდან (ჭრილობიდან გამონადენი) ან ინექციის ადგილიდან

ჰემოროიდიდან

განავლის ან შარდის ანალიზებიდან იკვეთება სისხლი

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რომელმაც შეიძლება იმოქმედოს სისხლის შედედებაზე)

სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:

ღვიძლის ფუნქციის უჩვეულო მაჩვენებლები

ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მაჩვენებლის დონის მომატება

ბილირუბინის დონის მომატება, სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) დაშლის პროდუქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების და კანის სიყვითლე

გამონაყარი კანზე

ქავილი

თმის ცვენა

ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) რეაქციები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ხორხის შეშუპება და სუნთქვის გართულება. დაუყონებლივ მიმართედ ექიმს, თუ გამოვლინდებათ ამ სიმპტომებიდან რომელიმე.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)

სისხლდენა:

ფილტვებსა და ხორხში

მუცლის ღრუს მიღმა

კუნთებში

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)

კანზე გამონაყარი, სამიზნეს მსგავსი ბუშტუკების წარმოქმნით (მუქი ფერის ცენტრალური არე, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით და კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა).

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც ცნობილია რომ ვლინდება, თუ აპიქსაბანი მიიღება ქვედა კიდურის ვენაში სისხლის შედედების განმეორებითი წარმოქმნის და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პრევენციისათვის

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)

სისხლდენა მოიცავს:

ცხვირიდან

ღრძილებიდან

სისხლი შარდში

სისხლჩაქცევები და შეშუპება

კუჭში, ნაწლავში, ან სწორი ნაწლავიდან

პირის ღრუში

საშოდან

ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და სიფერმკრთალე

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რომელმაც შეიძლება იმოქმედოს სისხლის შედედებაზე)

გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება)

გამონაყარი კანზე

სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:

გამმა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) ან ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) დონის მომატება

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)

დაბალი არტერიული წნევა, როდესაც პაციენტი გრძნობს სისუსტეს ან აქვს გახშირებული გულისცემა

სისხლდენა:

თვალებში

პირის ღრუში და ხველის დროს ნერწყვში

განავალში ღია / წითელი შეფერილობის სისხლი

განავალში ან შარდში ანალიზებიდან იკვეთება სისხლი

სისხლდენა, რომელიც ვლინდება ოპერაციის შემდგომ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის ნაჟღენთი ქირურქიული ჩარევის შემდეგ ჭრილობიდან ან ნაკერიდან (ნაკერის სეკრეცია) ან ინექციის ადგილიდან

ჰემოროიდიდან

კუნთებში

ქავილი

თმის ცვენა

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ხორხის შეშუპება და სუნთქვის გართულება. დაუყონებლივ უნდა მიემართოს ექიმს, თუ გამოვლინდება ამ სიმპტომებიდან რომელიმე

სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:

ღვიძლის ფუნქციის უჩვეულო მაჩვენებლები

ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მაჩვენებლის დონის მომატება

ბილირუბინის დონის მომატება, სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) დაშლის პროდუქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების და კანის სიყვითლე

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)

სისხლდენა:

თავის ტვინში და ზურგის ტვინში

ფილტვებში

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)

სისხლდენა:

მუცლის ღრუში და მუცლის ღრუს მიღმა

კანზე გამონაყარი, სამიზნეს მსგავსი ბუშტუკების წარმოქმნით (მუქი ფერის ცენტრალური არე, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით და კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა).

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეატყობინეთ ისეთი გვერდითი ეფექტების აღმოჩენისას, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ელიქსაბანის შენახვის პირობები

პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ ელიქსაბანს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ელიქსაბანი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

ელიქსაბანი არის:

ვარდისფერი, ორმხრივამობურცული, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

თითოეულ კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია 20 ან 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის/რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD, საქართველო

მწარმოებელი:

Combino Pharm (Malta) Ltd, მალტა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა