აქტაგენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანს და მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფს. ეს პრეპარატი ხელს უწყობს თრომბების განვითარების თავიდან აცილებას Xa ფაქტორის ბლოკირებით, რომელიც სისხლის შედედების მნიშვნელოვანი კომპონენტია. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აპიქსაბანი (apixaban)
- ფორმა და შეფუთვა
- 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (3X20)
- მწარმოებელი
- Sanovel Ilac Sanayi ve Ticaret A.S, თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- B01AF02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043743
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Aversi- Pharma” LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აქტაგენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აქტაგენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანს და მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფს. ეს პრეპარატი ხელს უწყობს თრომბების განვითარების თავიდან აცილებას Xa ფაქტორის ბლოკირებით, რომელიც სისხლის შედედების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
აქტაგენი გამოიყენება მოზრდილებში:
- მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციების შემდეგ თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი განვითარების თავიდან ასაცილებლად. ბარძაყზე ან მუხლზე ოპერაციის შემდეგ თქვენ შეიძლება გქონდეთ ფეხის ვენებში თრომბის განვითარების. უფრო მაღალი რისკი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფეხების შეშუპება, ტკივილით ან მის გარეშე. თუ თრომბი ფეხიდან ფილტვებში გადადის, მას შეუძლია შეაფერხოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს ქოშინი, გულმკერდის ტკივილით ან მის გარეშე. ეს მდგომარეობა (ფილტვის ემბოლია) შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
- გულში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია) და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკის ფაქტორი. თრომბი შეიძლება მოწყდეს და გადავიდეს ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი, ან სხვა ორგანოებში და შეაფერხოს კონკრეტულ ორგანოში სისხლის ნორმალური მიმოქცევა (რაც ასევე ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლია). ინსულტი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
- ფეხის ვენებში თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების (ფილტვის ემბოლია) სამკურნალოდ და ფეხის და/ან ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების ხელახლა წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
დოზა
ტაბლეტი გადაყლაპეთ სასმელ წყალთან ერთად. აქტაგენის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
საუკეთესო სამკურნალო ეფექტის მისაღწევად, შეეცადეთ, რომ ტაბლეტები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
თუ გაგიჭირდათ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, გაესაუბრეთ ექიმს აქტაგენის მიღების სხვა გზების შესახებ. ტაბლეტი შეიძლება დააქუცმაცოთ და შეურიოთ წყალს, ან 5% გლუკოზას წყალში, ან ვაშლის წვენს ან ვაშლის პიურეს, უშუალოდ მის მიღებამდე.
დაქუცმაცების ინსტრუქცია:
- დააქუცმაცეთ ტაბლეტები სანაყით.
- ფხვნილი ფრთხილად გადაიტანეთ შესაფერის ჭურჭელში, შემდეგ შეურიეთ ფხვნილი ცოტაოდენ მაგ., 30 მლ (2 სუფრის კოვზი) წყალს ან ზემოთ ნახსენებ რომელიმე სხვა სითხეს, რომ მიიღოთ ნარევი.
- გადაყლაპეთ ნარევი.
- სანაყს, რომელიც გამოიყენეთ ტაბლეტის დასაქუცმაცებლად, და ჭურჭელს გამოავლეთ ცოტაოდენი წყალი ან ერთ-ერთი სითხე (მაგ. 30 მლ) და ეს ნარევი გადაყლაპეთ.
საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა ასევე შეიძლება დაქუცმაცებული აქტაგენის ტაბლეტი შერეული 60 მლ წყალში ან 5% გლუკოზაში წყალში მოგცეთ ნაზოგასტრიული მილის მეშვეობით.
მიიღეთ აქტაგენი რეკომენდაციის შესაბამისად შემდეგი მდგომარეობებისთვის:
მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრების ჩანაცვლების ოპერაციების შემდეგ თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ერთი ტაბლეტი 2.5 მგ ორჯერ დღეში. მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს.
პირველი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ.
თუ ჩაგიტარდათ ოპერაცია მენჯ-ბარძაყზე, ჩვეულებრივ მიიღებთ ტაბლეტებს 32-დან 38 დღემდე.
თუ ჩაგიტარდათ ოპერაცია მუხლზე, ჩვეულებრივ მიიღებთ ტაბლეტებს 10-დან 14 დღემდე.
არარეგულარული გულისცემის და სულ მცირე კიდევ ერთი რისკის ფაქტორის მქონე პაციენტებში გულში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად
რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ერთი ტაბლეტი 5 მგ ორჯერ დღეში.
რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ერთი ტაბლეტი 2.5 მგ ორჯერ დღეში, თუ:
- გაქვთ თირკმლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება;
- გაქვთ ორი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:
სისხლის ანალიზის შედეგები მიუთითებს თირკმელების სუსტ ფუნქციონირებაზე (შრატის კრეატინინის მნიშვნელობა არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან მეტი);
ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის;
თქვენი წონა არის 60 კგ ან ნაკლები.
რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ, მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.
ფეხის ვენებში სისხლის შედედების და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების სამკურნალოდ
რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ორი ტაბლეტი 5 მგ ორჯერ დღეში პირველი 7 დღის განმავლობაში, მაგალითად, ორი დილით და ორი საღამოს.
7 დღის შემდეგ რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ერთი ტაბლეტი 5 მგ ორჯერ დღეში, მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს.
6 თვიანი მკურნალობის შემდეგ თრომბის ხელახალი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად
რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ერთი ტაბლეტი 2.5 მგ ორჯერ დღეში, მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.
ექიმმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი ანტიკოაგულანტური მკურნალობა შემდეგნაირად:
- აქტაგენიდან ანტიკოაგულანტურ პრეპარატებზე გადასვლა
შეწყვიტეთ აქტაგენის მიღება. დაიწყეთ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით (მაგალითად, ჰეპარინი) მაშინ, როდესაც უნდა მიგეღოთ შემდეგი ტაბლეტი.
- ანტიკოაგულანტური პრეპარატებიდან აქტაგენებზე გადასვლა
შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტების მიღება. დაიწყეთ მკურნალობა აქტაგენით იმ დროს, როდესაც უნდა მიგეღოთ ანტიკოაგულანტის მომდევნო დოზა, შემდეგ გააგრძელეთ ჩვეული რეჟიმით.
- K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი ანტიკოაგულანტებით (მაგ. ვარფარინი) მკურნალობიდან გადასვლა აქტაგენზე.
შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი მედიკამენტის მიღება. ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზებს და მოგცემთ მითითებას, როდის უნდა დაიწყოთ აქტაგენის მიღება.
- აქტაგენიდან გადასვლა K ვიტამინის ანტაგონისტის (როგორიცაა ვარფარინი) შემცველ ანტიკოაგულანტურ მკურნალობაზე.
თუ თქვენი ექიმი გეტყვით, რომ უნდა დაიწყოთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი მედიკამენტის მიღება, განაგრძეთ აქტაგენის მიღება K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან მინიმუმ 2 დღის განმავლობაში. ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზებს და მოგცემთ მითითებას, როდის შეწყვიტოთ აქტაგენის მიღება.
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია
თუ გულისცემის დარღვევა აღდგენას საჭიროებს პროცედურებით, რომელსაც ეწოდება კარდიოვერსია, მიიღეთ ეს პრეპარატი იმ დროს, როცა ექიმი გეტყვით, რათა თავიდან აიცილოთ თრომბები ტვინის სისხლძარღვებში და სხეულის სხვა სისხლძარღვებში.
თუ მიიღებთ იმაზე მეტ აქტაგენს, ვიდრე საჭიროა
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ მიიღებთ აქტაგენის დანიშნულზე მეტ დოზას. თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა, მაშინაც კი, თუ მასში ტაბლეტები არ არის დარჩენილი.
თუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ აქტაგენს, შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი. თუ სისხლდენა განვითარდა, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, სისხლის გადასხმა ან სხვა მკურნალობა, რამაც შეიძლება უკუაქციოს Xa ანტი-ფაქტორის აქტივობა.
თუ დაგავიწყდათ აქტაგენის მიღება
- მიიღეთ დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და:
მიიღეთ აქტაგენის შემდეგი დოზა ჩვეულ დროს;
შემდეგ გააგრძელეთ ჩვეული რეჟიმით.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა გააკეთოთ ან გამოტოვეთ ერთზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
თუ შეწყვეტთ აქტაგენის მიღებას
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმთან წინასწარი გასაუბრების გარეშე, რადგან თრომბის განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, თუ მკურნალობას ძალიან ადრე შეწყვეტთ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
უკუჩვენებები
- ხართ ალერგიული აპიქსაბანის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- გაქვთ ჭარბი სისხლდენა;
- გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (როგორიცაა კუჭის ან ნაწლავის აქტიური ან ბოლოდროინდელი წყლული, სისხლდენა თავის ტვინში);
- გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენის რისკს (ღვიძლის კოაგულოპათია);
- იღებთ მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (როგორიცაა ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი ან ჰეპარინი), გარდა ანტიკოაგულანტური მკურნალობის შეცვლის შემთხვევებისა, როდესაც დადგმული გაქვთ ვენური ან არტერიული ხაზი და იღებთ ჰეპარინს ამ ხაზით მის ღიად შესანარჩუნებლად, ან თუ თქვენს სისხლძარღვში ჩადგმულია მილი (კათეტერის აბლაცია) არარეგულარული გულის დარტყმების (არითმიის) სამკურნალოდ.
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:
- სისხლდენის გაზრდილი რისკი, როგორიცაა:
სისხლდენის დარღვევები, მათ შორის მდგომარეობები, რომლებიც იწვევს თრომბოციტების აქტივობის შემცირებას;
ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება სამედიცინო მკურნალობით;
ხართ 75 წელზე ზემოთ ასაკის;
იწონით 60 კგ ან ნაკლებს;
- თირკმლის მძიმე დაავადება ან თუ ხართ დიალიზზე;
- ღვიძლის პრობლემა ან ღვიძლის პრობლემები ანამნეზში;
ეს პრეპარატი სიფრთხილით იქნება გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებით.
- გქონდათ მილი (კათეტერი) ან გაგიკეთდათ ინექცია ხერხემლის სვეტში (ანესთეზიის ან ტკივილის შესამცირებლად), თქვენი ექიმი გეტყვით, რომ ეს პრეპარატი მიიღოთ კათეტერის ამოღებიდან 5 ან მეტი საათის შემდეგ;
- თუ გაქვთ პროთეზირებული გულის სარქველი;
- თუ თქვენი ექიმი დაადგენს, რომ თქვენი არტერიული წნევა არასტაბილურია, ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა ან ქირურგიული პროცედურა ფილტვებიდან თრომბის მოსაცილებლად.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ აქტაგენთან მიმართებაში
- თუ იცით, რომ გაქვთ დაავადება სახელწოდებით ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის შედედების გაზრდის რისკს), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.
თუ გესაჭიროებათ ქირურგიული ჩარევა ან პროცედურა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ამ პრეპარატის დროებით მცირე ხნით შეწყვეტა. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს აქტაგენის მოქმედება, ზოგიერთმა კი შეიძლება შეამციროს მისი მოქმედება. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა აქტაგენი ამ მედიკამენტების მიღებისას და რამდენად მჭიდრო მონიტორინგი უნდა ჩატარდეს.
შემდეგ მედიკამენტებს შეუძლიათ გაზარდონ აქტაგენის მოქმედება და გაზარდონ არასასურველი სისხლდენის ალბათობა:
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (როგორიცაა კეტოკონაზოლი და ა.შ.);
- ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტი აივ/შიდსის სამკურნალოდ (როგორიცაა რიტონავირი);
- სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად (როგორიცაა ენოქსაპარინი და ა.შ.);
- ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა ან ნაპროქსენი). განსაკუთრებით, თუ 75 წელზე მეტი ასაკის ხართ და იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას, შეიძლება გქონდეთ სისხლდენის გაზრდილი ალბათობა;
- მედიკამენტები მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემებისთვის (როგორიცაა დილთიაზემი);
- ანტიდეპრესანტები სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.
შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ აქტაგენის უნარი, ხელი შეუშალოს თრომბების წარმოქმნას:
- მედიკამენტები ეპილეფსიის ან კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად (როგორიცაა ფენიტოინი და ა.შ.);
- კრაზანა (მცენარეული დანამატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიისთვის);
- ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა რიფამპიცინი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
აქტაგენის ეფექტი ორსულობაზე და ნაყოფზე ცნობილი არ არის. თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ორსულად ხართ. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დაორსულდებით ამ პრეპარატის მიღებისას.
უცნობია გადადის თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის დედის რძეში. ძუძუთი კვების დროს ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ისინი გირჩევენ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეწყვიტოთ/არ დაიწყოთ ამ პრეპარატის მიღება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნაჩვენებია, რომ აქტაგენი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმებთან მუშაობის უნარს.
აქტაგენი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობას) და ნატრიუმს
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ ის არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ცნობილი გვერდითი ეფექტები და მათი განვითარების სიხშირე თითოეული ამ სამედიცინო მდგომარეობისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს და ცალკე ჩამოთვლილია ქვემოთ. ამ მდგომარეობებისთვის, ამ მედიკამენტის ყველაზე ხშირი ზოგადი გვერდითი მოვლენაა სისხლდენა, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები, თუ იღებთ აქტაგენს მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრების ჩანაცვლების ოპერაციების თრომბის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
- ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან სიფერმკრთალე;
- სისხლდენა, მათ შორის:
- სისხლნაჟღენთები ან შეშუპება;
- გულისრევა (ღებინების შეგრძნება).
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის შედედებაზე) ;
- სისხლდენა:
- შეიძლება განვითარდეს ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სისხლჩაქცევა და შეშუპება, სისხლის ან სითხის გაჟონვა ქირურგიული ჭრილობიდან/ნაკვეთიდან (ჭრილობიდან სეკრეცია) ან ინექციის ადგილზე;
- კუჭიდან, ნაწლავებიდან ან მკვეთრი/წითელი სისხლი განავალში;
- სისხლი შარდში;
- ცხვირიდან;
- საშოდან;
- დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან სწრაფი გულისცემა;
- სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- ზოგიერთი ღვიძლის ფერმენტის მომატება;
- სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტის ბილირუბინის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაწითლება;
- ქავილი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში)
- ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის, ენმის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. თუ განვითარდა რომელიმე ეს სიმტომი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
- სისხლდენა:
- კუნთში;
- თვალებში;
- ღრძილებიდან და სისხლი ნერწყვში ხველის დროს;
- სწორი ნაწლავიდან;
- თმის ცვენა.
უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
- სისხლდენა:
- ტვინში ან ხერხემლის სვეტში;
- ფილტვებში ან ყელში;
- პირში;
- მუცელში ან მუცლის ღრუს უკან სივრცეში;
- ბუასილიდან;
- ანალიზებში სისხლი განავალსა და შარდში;
- კანზე გამონაყარი ბუშტუკებით და მცირე ზომის წერტილების სახით (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემო უფრო ღუა ფერის უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა);
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი ან ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან სისხლჩაქცევები.
ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები, თუ თქვენ იღებთ აქტაგენს გულში თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული გულისცემა და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკის ფაქტორი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
- სისხლდენა, მათ შორის:
თვალებში;
კუჭიდან ან ნაწლავიდან;
სწორი ნაწლავიდან;
სისხლი შარდში;
ცხვირიდან;
ღრძილებიდან;
სისხლჩაქცევები და შეშუპება;
- ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან სიფერმკრთალე;
- დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან აჩქარებული გულისცემა;
- გულისრევა (ღებინების შეგრძნება);
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) მატება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)
- სისხლდენა:
ტვინში ან ხერხემლის სვეტში;
პირში ან სისხლი ნერწყვში ხველის დროს;
მუცელში, ან საშოდან;
განავალში მკვეთრი/წითელი სისხლი;
სისხლდენა, რომელიც ვითარდება ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის გაჟონვა ქირურგიული ჭრილობიდან/ნაკვეთიდან (ჭრილობიდან გამონადენი) ან ინექციის ადგილიდან;
ბუასილიდან;
ტესტები, რომლებიც აჩვენებენ სისხლს განავალში ან შარდში;
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შედედებაზე);
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება;
სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტის ბილირუბინის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება.
- კანის გამონაყარი;
- ქავილი;
- თმის ცვენა;
- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე ეს სიმპტომი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში)
- სისხლდენა:
ფილტვებში ან ყელში;
მუცლის ღრუს უკან სივრცეში;
კუნთში.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში)
- გამონაყარი კანზე ბუშტუკებით, პატარა წერტილების მსგავსი (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემო უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (ერითემა მულტიფორმული).
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი ან ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან სისხლნაჟღენთები.
ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები აქტაგენის მიღებისას ფეხის ვენებში თრომბების და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების სამკურნალოდ ან თავიდან ასაცილებლად.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
- სისხლდენა, მათ შორის:
ცხვირიდან;
ღრძილებიდან;
სისხლი შარდში;
სისხლჩაქცევები და შეშუპება;
კუჭიდან, ნაწლავებიდან, სწორი ნაწლავიდან;
პირიდან;
საშოდან;
- ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან სიფერმკრთალე;
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შედედებაზე);
- გულისრევა (ღებინების შეგრძნება);
- გამონაყარი კანზე;
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) ან ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) მატება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)
- დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან აჩქარებული გულისცემა;
- სისხლდენა:
თვალებში;
პირიდან ან სისხლი ნერწყვში ხველის დროს;

კუნთში;
- ქავილი;
- თმის ცვენა;
- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი;

ფილტვებში.
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
- სისხლდენა:
მუცელში ან მუცლის ღრუს უკან სივრცეში.
- გამონაყარი კანზე ბუშტუკებით და მცირე ზომის წერტილების ფორმის (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემო უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (ერითემა მულტიფორმული);
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი ან ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან სისხლჩაქცევები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
აპიქსაბანის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მაღალი რისკი. ჰემორაგიული გართულებების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დადგინდეს სისხლდენის წყარო. გასათვალისწინებელია შესაბამისი მკურნალობის დაწყება, მაგ., ქირურგიული ჰემოსტაზი, ახალი გაყინული პლაზმის ტრანსფუზია ან Xa ფაქტორის ინჰიბიტორების რევერსული აგენტის შეყვანა.
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, პერორალურად შეყვანილი აპიქსაბანი ჯანმრთელ სუბიექტებში 50 მგ-მდე დოზით დღეში 3-დან 7 დღის განმავლობაში (25 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ან 50 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში) არ იწვევდა კლინიკურად მნიშვნელოვან გვერდით რეაქციებს.
ჯანმრთელ სუბიექტებში, აქტივირებული ნახშირის შეყვანამ 20 მგ აპიქსაბანის მიღებიდან 2 და 6 საათის შემდეგ შეამცირა აპიქსაბანის საშუალო AUC შესაბამისად 50% და 27%-ით და არ იმოქმედა Cmax-ზე. აპიქსაბანის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შემცირდა 13.4 საათიდან, როდესაც აპიქსაბანი მიიღებოდა ცალკე, 5.3 საათამდე და 4.9 საათამდე, შესაბამისად, როდესაც აქტივირებული ნახშირი შეყვანილი იყო აპიქსაბანის მიღებიდან 2 და 6 საათის შემდეგ. ამრიგად, გააქტიურებული ნახშირის შეყვანა შეიძლება სასარგებლო იყოს აპიქსაბანის დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი მიღების დროს.
იმ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა ანტიკოაგულაციის უკუქცევა სიცოცხლისთვის საშიში ან უკონტროლო სისხლდენის გამო, ხელმისაწვდომია Xa ფაქტორის ინჰიბიტორების რევერსული აგენტი (იხ. პუნქტი 4.4). შეიძლება ასევე განხილული იყოს პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატების (PCCs) ან რეკომბინანტული ფაქტორის VIIa გამოყენება. აპიქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების უკუქცევა, როგორც ნაჩვენები იყო თრომბინის წარმოქმნის ანალიზში ცვლილებებით, აშკარა იყო ინფუზიის ბოლოს და მიაღწია საწყის მნიშვნელობებს ჯანმრთელ სუბიექტებში 4-ფაქტორიანი PfCC 30 წუთიანი ინფუზიის დაწყებიდან 4 საათის განმავლობაში. თუმცა, არ არსებობს კლინიკური გამოცდილება 4-ფაქტორიანი PCC პროდუქტების გამოყენების შესახებ სისხლდენის უკუქცევისთვის იმ პირებში, რომლებმაც მიიღეს აპიქსაბანი. ამჟამად არ არსებობს რეკომბინანტული ფაქტორის VIIa გამოყენების გამოცდილება იმ პირებში, რომლებიც იღებენ აპიქსაბანს. რეკომბინანტული VIIa ფაქტორის ხელახალი დოზირება შეიძლება განიხილებოდეს და ტიტრირდეს სისხლდენის გაუმჯობესების მიხედვით.
ადგილობრივი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, დიდი სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია კოაგულაციის ექსპერტის კონსულტაცია.
ჰემოდიალიზმა შეამცირა აპიქსაბანის AUC 14%-ით თირკმელების ბოლო სტადიის მქონე სუბიექტებში, როდესაც აპიქსაბანის 5 მგ ერთჯერადი დოზა შეყვანილი იყო პერორალურად. ამიტომ, ჰემოდიალიზი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს ეფექტური საშუალება აპიქსაბანის ჭარბი დოზის მართვისთვის.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის აპიქსაბანი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ აპიქსაბანს.
- სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხ. პუნქტი 2 „აქტაგენი შეიცავს ლაქტოზას (შაქარის სახეობას) და ნატრიუმს“), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), პოვიდონი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი;
აპკიანი გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხ. პუნქტი 2 „აქტაგენი შეიცავს ლაქტოზას (შაქარის სახეობას) და ნატრიუმს“), ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).
აქტაგენის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ყვითელი და მოგვალი, დიამეტრით 6.10 მმ ± 0.20 მმ.
ტაბლეტები მოთავსებულია ალუმინის PVC/PVDC ბლისტერებში, რომლებიც შეფუთულია მუყაოს კოლოფებში.
შეფუთვაში 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ბლისტერებში)
პაციენტის გაფრთხილების ბარათი: ინფორმაცია დამუშავების შესახებ
აქტაგენის შეფუთვაში ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია პაციენტის გაფრთხილების ბარათი ან შესაძლოა ექიმმა მოგცეთ მსგავსი ბარათი.
ეს პაციენტის გაფრთხილების ბარათი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და სხვა ექიმებს აცნობებს, რომ იღებთ აქტაგენს. ეს ბარათი ყოველთვის თან უნდა გქონდეთ.
- აიღეთ ბარათი.
- შეავსეთ შემდეგი პუნქტები ან სთხოვეთ ექიმს ამის გაკეთება:
- სახელი, გვარი:
- დაბადების თარიღი:
- ჩვენება:
- დოზა: ........მგ ორჯერ დღეში
- ექიმის სახელი, გვარი:
- ექიმის ტელეფონი:
- დაკეცეთ ბარათი და ყოველთვის თან იქონიეთ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტითრომბოზული საშუალებები, პირდაპირი Xa ფაქტორის ინჰიბიტორები, ათქ კოდი: B01AF02
მოქმედების მექანიზმი
აპიქსაბანი არის Xa ფაქტორის ძლიერი, პერორალური, შექცევადი, პირდაპირი და მაღალ შერჩევითი აქტიური ადგილის ინჰიბიტორი. მას არ სჭირდება ანტითრომბინ III ანტითრომბოზული აქტივობისთვის. აპიქსაბანი თრგუნავს თავისუფალ და შედედებულ Xa ფაქტორს და პროთრომბინაზას აქტივობას. აპიქსაბანს არ აქვს პირდაპირი გავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე, მაგრამ ირიბად აფერხებს თრომბინის მიერ გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას. Xa ფაქტორის ინჰიბირებით, აპიქსაბანი ხელს უშლის თრომბინის წარმოქმნას და თრომბის განვითარებას. აპიქსაბანის პრეკლინიკურმა კვლევებმა ცხოველურ მოდელებში აჩვენა ანტითრომბოზული ეფექტურობა არტერიული და ვენური თრომბოზის პროფილაქტიკაში იმ დოზებით, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ჰემოსტაზის შენარჩუნებას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
აპიქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტები ასახავს მოქმედების მექანიზმს (FXa ინჰიბირება). FXa-ს ინჰიბირების შედეგად, აპიქსაბანი ახანგრძლივებს შედედების ტესტებს, როგორიცაა პროთრომბინის დრო (PT), INR და გააქტიურებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT). ცვლილებები, რომლებიც შეინიშნება ამ შედედების ტესტებში მოსალოდნელ თერაპიულ დოზაზე, მცირეა და ექვემდებარება ცვალებადობის მაღალ ხარისხს. ისინი არ არის რეკომენდებული აპიქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შესაფასებლად. თრომბინის წარმოქმნის ანალიზში აპიქსაბანმა შეამცირა ენდოგენური თრომბინის პოტენციალი, თრომბინის წარმოქმნის მაჩვენებელი ადამიანის პლაზმაში.
აპიქსაბანი ასევე აჩვენებს Xa ფაქტორის საწინააღმდეგო აქტივობას, რაც დასტურდება ფაქტორი Xa ფერმენტის აქტივობის შემცირებით მრავალ კომერციულ ანტი-ფაქტორ Xa კომპლექტში, თუმცა შედეგები განსხვავდება კომპლექტებში. კლინიკური კვლევების მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ როტაქრომ® ჰეპარინის ქრომოგენული ანალიზისთვის. ანტი-ფაქტორ Xa აქტივობა ავლენს მჭიდრო პირდაპირ წრფივ კავშირს აპიქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციასთან, აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობებს აპიქსაბანის პლაზმური პიკური კონცენტრაციის დროს. კავშირი აპიქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციასა და ანტი-ფაქტორ Xa აქტივობას შორის არის დაახლოებით წრფივი აპიქსაბანის ფართო დოზების დიაპაზონში.
ქვემოთ ცხრილში 3 ნაჩვენებია სტაბილური მდგომარეობის პროგნოზირებული ექსპოზიცია და ანტი-ფაქტორ Xa აქტივობა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აპიქსაბანს ვენური თრომბოემბოლიური მოვლენების პრევენციისთვუს მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრების ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ, შედეგებმა აჩვენა 1.6-ჯერ ნაკლები რყევა პიკურ დონემდე. არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აპიქსაბანს ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის, შედეგები აჩვენებს დონეებში 1,7-ჯერ ნაკლებ რყევას პიკამდე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აპიქსაბანს ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის სამკურნალოდ ან მორეციდივე ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიისპროფილაქტიკისთვის, შედეგები აჩვენებს დონეებში 2.2-ჯერ ნაკლებ რყევას პიკამდე.
ცხრილი 3: პროგნოზირებული აპიქსაბანის სტაბილური მდგომარეობა და ანტი-ფაქტორ Xa-ს აქტივობა
აპიქს.
Cmax (ng/mL)
აპიქს.
Cmin (ნგ/მლ)
აპიქს. ანტი-ფაქტორი Xa აქტივობა მაქს (სე/მლ)
აპიქს. ანტი-ფაქტორი Xa აქტივობა მინ (სე/მლ)
მედიანა [მე-5, 95-ე პროცენტული]
ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია: მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრების ჩანაცვლების არჩევითი ოპერაცია
- 5 მგ დღეში ორჯერ
77 [41, 146]
51 [23, 109]
- 3 [0.67, 2.4]
- 84 [0.37, 1.8]
ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა: არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია
- 5 მგ დღეში ორჯერ*
123 [69, 221]
79 [34, 162]
- 8 [1.0, 3.3]
- 2 [0.51, 2.4]
5 მგ დღეში ორჯერ
171 [91, 321]
103 [41, 230]
- 6 [1.4, 4.8]
- 5 [0.61, 3.4]
ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა, ფილტვის ემბოლიის მკურნალობა და მორეციდივე ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის (ვთე) პროფილაქტიკა
- 5 მგ დღეში ორჯერ
67 [30, 153]
32 [11, 90]
- 0 [0.46, 2.5]
- 49 [0.17, 1.4]
5 მგ დღეში ორჯერ
132 [59, 302]
63 [22, 177]
- 1 [0.91, 5.2]
- 0 [0.33, 2.9]
10 მგ დღეში ორჯერ
251 [111, 572]
120 [41, 335]
- 2 [1.8, 10.8]
- 9 [0.64, 5.8]
- დოზა-კორექტირებული პოპულაცია დაფუძნებული 3-2 დოზის შემცირების კრიტერიუმზე ARISTOTLE კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ აპიქსაბანით მკურნალობა არ საჭიროებს ექსპოზიციის რუტინულ მონიტორინგს, Xa ანტი-ფაქტორის კალიბრირებული რაოდენობრივი ანალიზი შეიძლება იყოს გამოსადეგი გამონაკლის სიტუაციებში, როდესაც აპიქსაბანის ექსპოზიციის ცოდნა შეიძლება დაეხმაროს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას, მაგ., დოზის გადაჭარბებისას და გადაუდებელი ოპერაციისას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია (VTEp): მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრების ჩანაცვლების არჩევითი ოპერაცია
აპიქსაბანის კლინიკური პროგრამა შემუშავებული იყო აპიქსაბანის ეფექტურობისა და უსაფრთხოების დემონსტრირებისთვის ვენური თრომბოემბოლიის პრევენციისთვუს ზრდასრული პაციენტების ფართო სპექტრში, რომლებსაც უტარდებოდათ მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრების არჩევითი ჩანაცვლება. სულ 8464 პაციენტი იყო რანდომიზირებული ორ ძირითად, ორმაგად ბრმა, მრავალეროვნულ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც შედარდა აპიქსაბანი 2.5 მგ პერორალურად ორჯერ დღეში (4236 პაციენტი) ან ენოქსაპარინი 40 მგ დღეში ერთხელ (4228 პაციენტი). ამ საერთო ჯამში შედიოდა 1262 პაციენტი (618 აპიქსაბანის ჯგუფში) 75 წლის და უფროსი ასაკის, 1004 პაციენტი (499 აპიქსაბანის ჯგუფში) სხეულის დაბალი წონით (≤ 60 კგ), 1495 პაციენტი (743 აპიქსაბანის ჯგუფში) სხეულის მასის ინდექსით ≥ 33 კგ/მ2, და 415 პაციენტი (203 აპიქსაბანის ჯგუფში) თირკმელების ზომიერი უკმარისობით.
ADVANCE 3 კვლევა მოიცავდა 5,407 პაციენტს, რომლებსაც უტარდებოდათ მენჯ-ბარძაყის სახსრის არჩევითი ჩანაცვლება, ხოლო ADVANCE 2 კვლევა მოიცავდა 3,057 პაციენტს, რომლებსაც უტარდებლოდათ მუხლის არჩევითი ჩანაცვლება. სუბიექტები იღებდნენ აპიქსაბანს 2.5 მგ პერორალურად ორჯერ დღეში ან ენოქსაპარინს 40 მგ შეყვანილი კანქვეშ დღეში ერთხელ. აპიქსაბანის პირველი დოზა მიცემული იყო ოპერაციიდან 12-დან 24 საათამდე, მაშინ როცა ენოქსაპარინი იწყებოდა ოპერაციამდე 9-15 საათით ადრე. ორივე აპიქსაბანი და ენოქსაპარინი მიცემული იყო 32-38 დღის განმავლობაში ADVANCE 3 კვლევაში და 10 14 დღის განმავლობაში ADVANCE 2 კვლევაში.
ADVANCE 3-ისა და ADVANCE 2-ის (8464 პაციენტი) კვლევის პოპულაციაში პაციენტის სამედიცინო ისტორიის საფუძველზე, 46%-ს ჰქონდა ჰიპერტენზია, 10%-ს ჰქონდა ჰიპერლიპიდემია, 9%-ს ჰქონდა დიაბეტი და 8%-ს ჰქონდა კორონარული არტერიის დაავადება.
აპიქსაბანმა აჩვენა პირველადი საბოლოო წერტილის სტატისტიკურად უკეთესი შემცირება, ყველა ვენური თრომბოემბოლიის/ყველა გამომწვევი სიკვდილის კომპოზიტი, და ძირითად ვენური თრომბოემბოლიის საბოლოო წერტილში, პროქსიმალური ღრმა ვენების თრომბოზის, არალეტალური ფილტვის ემბოლიის და ვენურ თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული სიკვდილის კომპოზიტი, ენოქსაპარინთან შედარებით როგორც მენჯ-ბარძაყის, ასევე მუხლის სახსრების არჩევით ქირურგიაში (იხ. ცხრილი 4).
ცხრილი 4: ეფექტურობის შედეგები პივოტური III ფაზის კვლევებიდან
კვლევა
ADVANCE-3 (მენჯ-ბარძაყი)
ADVANCE-2 (მუხლი)
საკვლევი მკურნალობა
დოზა
მკურნალობის ხანგრძლოივობა
აპიქსაბანი
- 5 მგ პერორალურად დღეში ორჯერy
35 ± 3 დღე
ენოქსაპარინი
40 მგ კანქვეშ დღეში ერთხელ 35 ± 3 დღე
p-მნიშვნელობა
აპიქსაბანი
- 5 მგ პერორალურად დღეში ორჯერ
12 ± 2 დღე
ენოქსაპარინი
40 მგ კანქვეშ დღეში ერთხეკ
12 ± 2 დღე
სულ ვენური თრომბოემბოლიის მოვლენები/ყველა მიზეზით სიკდვილი
მოვლენების/სუბიექტების რაოდენობა
მოვლენების სიხშირე
27/1,949
- 39%
74/1,917
- 86%
< 0.0001
147/976
- 06%
243/997
- 37%
ფარდობითი რისკი
95% CI
- 36
(0.22, 0.54)
- 62
(0.51, 0.74)
ძირითადი ვენური თრომბოემბოლია
მოვლენების/სუბიექტების რაოდენობა
მოვლენების სიხშირე
10/2,199
- 45%
25/2,195
- 14%
- 0107
13/1,195
- 09%
26/1,199
- 17%
ფარდობითი რისკი
95% CI
- 40
(0.15, 0.80)
- 50
(0.26, 0.97)
ძირითადი სისხლდენის უსაფრთხოების საბოლოო წერტილები, ძირითადი და CRNM სისხლდენის კომპოზიტი და ყველა სისხლდენა აჩვენებდა მსგავს სიხშირეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აპიქსაბანით 2.5 მგ ენოქსაპარინთან 40 მგ-თან შედარებით (იხ. ცხრილი 5). სისხლდენის ყველა კრიტერიუმი მოიცავდა სისხლდენას ქირურგიულ ადგილას.
ცხრილი 5: სისხლდენის შედეგები საკვანძო III ფაზის კვლევებიდან*
ADVANCE-3
ADVANCE-2
აპიქსაბანი
- 5 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 35 ± 3 დღე
ენოქსაპარინი
40 მგ კანქვეშ დღეში ერთხელ
35 ± 3 დღე
აპიქსაბანი
- 5 მგ პერორალურად დღეში
ორჯერ 12 ± 2 d
ყველა ნამკურნალები
n = 2,673
n = 2,659
n = 1,501
მკურნალობის პერიოდი 1
ძირითადი
22 (0.8%)
18 (0.7%)
9 (0.6%)
ფატალური
0
0
0
ძირითადი+ CRNM
129 (4.8%)
134 (5.0%)
53 (3.5%)
ყველა
313 (11.7%)
334 (12.6%)
104 (6.9%)
Post-surgery treatment period 2
ძირითადი
9 (0.3%)
11 (0.4%)
4 (0.3%)
ფატალური
0
0
0
ძირითადი+ CRNM
96 (3.6%)
115 (4.3%)
41 (2.7%)
ყველა
261 (9.8%)
293 (11.0%)
89 (5.9%)
- სისხლდენის ყველა კრიტერიუმი მოიცავდა ქირურგიული ადგილის სისხლდენას
1 მოიცავს მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ენოქსაპარინის პირველი დოზის შემდეგ (ოპერაციამდე)
2 მოიცავს მოვლენებს, რომლებიც ვითარდება აპიქსაბანის პირველი დოზის შემდეგ (ოპერაციის შემდგომ)
სისხლდენის, ანემიის და ტრანსამინაზების (მაგ., ALT დონე) დარღვევების გვერდითი რეაქციების საერთო სიხშირე რიცხობრივად უფრო დაბალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აპიქსაბანს ენოქსაპარინთან შედარებით II და III ფაზის კვლევებში მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრების ჩანაცვლების არჩევითი ქირურგიული ოპერაციის დროს.
მუხლის ჩანაცვლებითი ქირურგიული ოპერაციის კვლევაში მკურნალობის დაგეგმილი პერიოდის განმავლობაში, აპიქსაბანის ჯგუფში ფილტვის ემბოლიის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ენოქსაპარინის ჯგუფში - არცერთი შემთხვევა. არავითარი ახსნა არ შეიძლება მიეცეს ფილტვის ემბოლიის ამ მაღალ რაოდენობას.
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია
სულ 23,799 პაციენტი იყო რანდომიზირებული კლინიკურ პროგრამაში (ARISTOTLE: აპიქსაბანი ვარფარინის წინააღმდეგ, AVERROES: აპიქსაბანი აცეტილსალიცილმავას წინააღმდეგ), მათ შორის 11,927 პაციენტი იყო რანდომიზირებული აპიქსაბანზე. პროგრამა შემუშავებული იყო აპიქსაბანის ეფექტურობისა და უსაფრთხოების დემონსტრირებისთვის ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პრევენციისთვის პაციენტებში არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციით და ერთი ან მეტი დამატებითი რისკის ფაქტორით, როგორიცაა:
მანამდე არსებული ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა
ასაკი ≥ 75 წელი
ჰიპერტენზია
შაქრიანი დიაბეტი
გულის სიმპტომური უკმარისობა (NYHA კლასი ≥ II)
ARISTOTLE კვლევა
ARISTOTLE კვლევაში სულ 18201 პაციენტი იყო რანდომიზირებული ორმაგად ბრმა მკურნალობაზე აპიქსაბანით 5 მგ ორჯერ დღეში (ან 2.5 მგ ორჯერ დღეში შერჩეულ პაციენტებში [4.7%], იხილეთ პუნქტი 4.2) ან ვარფარინით (სამიზნე INR დიაპაზონი 2.0-3.0), პაციენტები იღებდნენ საკვლევ აქტიურ ნივთიერებას საშუალოდ 20 თვის განმავლობაში. საშუალო ასაკი იყო 69.1 წელი, CHADS2-ის საშუალო ქულა იყო 2.1, პაციენტების 18.9%-ს ადრე ჰქონდა ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.
კვლევაში, აპიქსაბანმა მიაღწია სტატისტიკურად მნიშვნელოვან უპირატესობას ინსულტის (ჰემორაგიული ან იშემიური) და სისტემური ემბოლიის (იხ. ცხრილი 6) პროფილაქტიკის პირველად საბოლოო წერტილში ვარფარინთან შედარებით.
ცხრილი 6: ეფექტურობის შედეგები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ARISTOTLE კვლევაში
აპიქსაბანი N=9,120 n (%/წლ)
ვარფარინი N=9,081 n (%/წლ)
საფრთხის თანამფარდობა (95% CI)
p-მნიშვნელობა
ინსულტი ან სისტემური ემბოლია
212 (1.27)
265 (1.60)
- 79 (0.66, 0.95)
- 0114
ინსულტი
იშემიური ან დაუდგენელი
162 (0.97)
175 (1.05)
- 92 (0.74, 1.13)
ჰემორაგია
40 (0.24)
78 (0.47)
- 51 (0.35, 0.75)
სისტემური ემბოლია
15 (0.09)
17 (0.10)
- 87 (0.44, 1.75)
ვარფარინზე რანდომიზირებული პაციენტებისთვის, დროის საშუალო პროცენტი თერაპიულ დიაპაზონში (TTR) (INR 2-3) იყო 66%.
აპიქსაბანმა აჩვენა ინსულტის და სისტემური ემბოლიის შემცირება ვარფარინთან შედარებით ცენტრალური TTR-ის სხვადასხვა დონეზე; ცენტრის მიხედვით TTR-ის უმაღლეს მეოთხედში, აპიქსაბანის და ვარფარინის საფრთხის თანაფარდობა იყო 0.73 (95% CI, 0.38, 1.40).
ძირითადი სისხლდენის და ყველა მიზეზის გამო სიკვდილის ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილები გამოკვლეული იყო წინასწარ განსაზღვრულ იერარქიული ტესტირების სტრატეგიაში, ცდის დროს საერთო ტიპის 1 შეცდომის კონტროლისთვის. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა ასევე მიღწეული იქნა როგორც ძირითადი სისხლდენის, ასევე ყველა მიზეზით სიკვდილის ძირითად მეორად საბოლოო წერტილებში (იხ. ცხრილი 7). INR-ის მონიტორინგის გაუმჯობესებით, აპიქსაბანის სარგებელი ვარფარინთან შედარებით მცირდება ყველა მიზეზის გამო სიკვდილთან დაკავშირებით.
ცხრილი 7: მეორადი საბოლოო წერტილები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ARISTOTLE კვლევაში
აპიქსაბანი N=9,088 n (%/წელი)
ვარფარინი N=9,052 n (%/წელი)
საფრთხის თანაფარდობა (95% CI)
p-მნიშვნელობა
სისხლდენის შედეგები
ძირითადი*
327 (2.13)
462 (3.09)
- 69 (0.60, 0.80)
< 0.0001
ფატალური
10 (0.06)
37 (0.24)
ინტრაკრანიალური
52 (0.33)
122 (0.80)
ძირითადი + CRNM†
613 (4.07)
877 (6.01)
- 68 (0.61, 0.75)
< 0.0001
ყველა
2356 (18.1)
3060 (25.8)
- 71 (0.68, 0.75)
< 0.0001
სხვა საბოლოო წერტილები
ყველა მიზეზით სიკვდილი
603 (3.52)
669 (3.94)
- 89 (0.80, 1.00)
- 0465
მიოკარდიუმის ინფარქტი
90 (0.53)
102 (0.61)
- 88 (0.66, 1.17)
- ძირითადი სისხლდენა განსაზღვრულია თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების (ISTH) კრიტერიუმების მიხედვით.
გვერდითი რეაქციების გამო შეწყვეტის საერთო მაჩვენებელი იყო 1.8% აპიქსაბანისთვის და 2.6% ვარფარინისთვის ARISTOTLE კვლევაში.
ეფექტურობის შედეგები წინასწარ განსაზღვრული ქვეჯგუფებისთვის, მათ შორის CHADS2 ქულა, ასაკი, სხეულის წონა, სქესი, თირკმელების ფუნქციის სტატუსი, წინა ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა და დიაბეტი, შეესაბამებოდა პირველადი ეფექტურობის შედეგებს კვლევაში შესწავლილი საერთო პოპულაციისთვის.
ISTH ძირითადი კუჭ-ნაწლავის სისხლდენების სიხშირე (მათ შორის ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ქვედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და რექტალური სისხლდენა) იყო 0.76%/წელიწადში აპიქსაბანთან და 0.86%/წელიწადში ვარფარინთან.
ძირითადი სისხლდენის შედეგები წინასწარ განსაზღვრული ქვეჯგუფებისთვის, მათ შორის CHADS2 ქულა, ასაკი, სხეულის წონა, სქესი, თირკმელების ფუნქციის სტატუსი, წინა ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა და დიაბეტი შეესაბამებოდა კვლევებში შესწავლილი საერთო პოპულაციის შედეგებს.
AVERROES კვლევა
AVERROES კვლევაში სულ 5,598 პაციენტი, რომლებიც მკვლევარებმა მიიჩნიეს K ვიტამინისთვის შეუფერებლად, რანდომიზებული იყო მკურნალობაზე აპიქსაბანით 5 მგ-ით დღეში ორჯერ (ან 2.5 მგ ორჯერ დღეში შერჩეულ პაციენტებში [6.4%), იხილეთ პუნქტი 4.2) ან აცეტილსალიცილმჟავათი. აცეტილსალიცილმჟავა მიიღებოდა დღეში ერთხელ დოზით 81 მგ (64%), 162 (26.9%), 243 (2.1%), ან 324 მგ (6.6%) მკვლევარის შეხედულებისამებრ. პაციენტები იღებდნენ საკვლევ აქტიურ ნივთიერებას საშუალოდ 14 თვის განმავლობაში. საშუალო ასაკი იყო 69.9 წელი, CHADS2-ის საშუალო ქულა იყო 2.0 და პაციენტების 13.6%-ს ადრე ჰქონდა ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.
K ვიტამინით თერაპიის შეუსაბამობის ხშირი მიზეზები AVERROES კვლევაში მოიცავდა მოთხოვნილ ინტერვალებში INR-ების ვერ მიღებას/სავარაუდოდ ვერ მიღებას (42.6%), პაციენტის უარს K ვიტამინით მკურნალობაზე (37.4%), CHADS2 ქულას=1 და ექიმის მიერ არ იყო რეკომენდებული K ვიტამინის მიღება (21.3%), არ იყო სანდოობა, რომ პაციენტი შეძლებდა K ვიტამინის ინსტრუქცის დაცვას (15%), და დოზის გადაუდებელი ცვლილების შემთხვევაში, პაციენტთან დაკავშირების სირთულეს/მოსალოდნელ სირთულეს (11.7%).
AVERROES ადრე შეჩერდა „მონაცემთა მონიტორინგის დამოუკიდებელი კომიტეტის“ რეკომენდაციის საფუძველზე ინსულტის და სისტემური ემბოლიის შემცირების აშკარა მტკიცებულების გამო, უსაფრთხოების მისაღები პროფილით.
გვერდითი რეაქციების გამო შეწყვეტის საერთო მაჩვენებელი იყო 1.5% აპიქსაბანისთვის და 1.3% აცეტილსალიცილმჟავასთვის AVERROES კვლევაში.
კვლევაში, აპიქსაბანმა მიაღწია სტატისტიკურად მნიშვნელოვან უპირატესობას ინსულტის (ჰემორაგიული, იშემიური ან დაუზუსტებელი) ან სისტემური ემბოლიის (იხ. ცხრილი 8) პრევენციის პირველად საბოლოო წერტილში აცეტილსალიცილმჟავასთან შედარებით.
ცხრილი 8: ძირითადი ეფექტურობის შედეგები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში AVERROES კვლევაში
აპიქსაბანი N=2,807 n (%/წელი)
აცეტილსალიცილმჟავა
N=2,791 n (%/წელი)
საფრთხის თანაფარდობა (95% CI)
p-მნიშვნელობა
ინსულტი ან სისტემური ემბოლია *
51 (1.62)
113 (3.63)
- 45 (0.32, 0.62)
< 0.0001
ინსულტი
იშემიური და დაუდგენელი
43 (1.37)
97 (3.11)
- 44 (0.31, 0.63)
ჰემორაგიული
6 (0.19)
9 (0.28)
- 67 (0.24, 1.88)
სისტემური ემბოლიზმი
2 (0.06)
13 (0.41)
- 15 (0.03, 0.68)
ინსულტი, სისტემური ემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ვასკულარული
- †
132 (4.21)
197 (6.35)
- 66 (0.53, 0.83)
- 003
მიოკარდიუმის ინფარქტი
24 (0.76)
28 (0.89)
- 86 (0.50, 1.48)
ვასკულარული სიკვდილი
84 (2.65)
96 (3.03)
- 87 (0.65, 1.17)
ყველა მიზეზით სიკვდილი†
111 (3.51)
140 (4.42)
- 79 (0.62, 1.02)
- 068
- შეფასებულია თანმიმდევრული ტესტირების სტრატეგიით, რომელიც შექმნილია ცდაში I ტიპის საერთო შეცდომის კონტროლისთვის
† მეორადი საბოლოო წერტილი.
არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ძირითადი სისხლდენის სიხშირეში აპიქსაბანსა და აცეტილსალის შორის (იხ. ცხრილი 9).
ცხრილი 9: სისხლდენის მოვლენები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში AVERROES კვლევაში
აპიქსაბანი N=2,798 n (%/წელი)
აცეტილსალიცილმჟავა N=2,780 n (%/წელი)
საფრთხის თანაფარდობა (95% CI)
p-მნიშვნელობა
ძირითადი*
45 (1.41)
29 (0.92)
- 54 (0.96, 2.45)
- 0716
ფატალური, n
5 (0.16)
5 (0.16)
ინტრაკრანიალურიl, n
11 (0.34)
11 (0.35)
ძირითადი + CRNM†
140 (4.46)
101 (3.24)
- 38 (1.07, 1.78)
- 0144
ყველა
325 (10.85)
250 (8.32)
- 30 (1.10, 1.53)
- 0017
- ძირითადი სისხლდენა განსაზღვრულია თრომბოზის და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების კრიტერიუმების მიხედვით.
† კლინიკურად შესაბამისი არაძირითადი
არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტები და/ან პაციენტები მწვავე კორონარული სინდრომით და/ან რომლებსაც უტარდებათ პერკუტანული კორონარული ინტერვენცია
AUGUSTUS, ღია ეტიკეტირების, რანდომიზებულ, კონტროლირებად, 2-დან 2 ფაქტორული დიზაინის კვლევაში ჩაერთო 4614 პაციენტი არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციით, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე არტერიული სინდრომი (43%) და/ან ჩატარებული ჰქონდათ პერკუტანული კორონარული ინტერვენცია (56%). ყველა პაციენტს ჩაუტარდა მიიღო თერაპია P2Y12 ინჰიბიტორით (კლოპიდოგრელი: 90.3%), თერაპიის ადგილობრივი სტანდარტის მიხედვით.
პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ მწვავე კორონარული სინდრომის და/ან პერკუტანული კორონარული ინტერვენციის შემდეგ 14 დღემდე აპიქსაბანზე 5 მგ ორჯერ დღეში (2.5 მგ ორჯერ დღეში, თუ აკმაყოფილებდა დოზის შემცირების ორ ან მეტ კრიტერიუმს; 4.2%-მა მიიღო უფრო დაბალი დოზა) ან K ვიტამინზე და აცეტილსალიცილმჟავაზე (81 მგ ერთხელ დღეში) ან პლაცებოზე. საშუალო ასაკი იყო 69,9 წელი, რანდომიზირებული პაციენტების 94%-ს ჰქონდა CHA2DS2 VASc ქულა > 2, ხოლო 47%-ს ჰქონდა HAS-BLED ქულა > 3. პაციენტებისთვის, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ K ვიტამინის თერაპიაზე, თერაპიულ დიაპაზონში დროის პროპორცია (TTR) (INR 2-3) იყო 56%, დროის 32%-ით TTR-ს ქვემოთ და 12%-ით TTR-ს ზემოთ.
AUGUSTUS-ის პირველადი მიზანი იყო უსაფრთხოების შეფასება, ISTH ძირითადი ან CRNM სისხლდენის ძირითადი საბოლოო წერტილით. აპიქსაბანის და K ვიტამინის შედარებისას, ISTH ძირითადი ან CRNM სისხლდენის პირველადი უსაფრთხოების საბოლოო წერტილი მე-6 თვეში დაფიქსირდა 241 (10.5%) და 332 (14.7%) პაციენტში აპიქსაბანის ჯგუფში და K ვიტამინის ჯგუფში, შესაბამისად (HR=0.69, 95% CI: 0.58, 0.82; ორმხრივი p<0.0001 for non inferiority და p<0.0001 უპირატესობისთვის). K ვიტამინისთვის, დამატებითმა ანალიზებმა TTR-ის ქვეჯგუფების გამოყენებით აჩვენა, რომ სისხლდენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებული იყო TTR-ის ყველაზე დაბალ კვარტილთან. სისხლდენის სიხშირე მსგავსი იყო აპიქსაბანსა და TTR-ის უმაღლეს კვარტილს შორის.
აცეტილსალიცილის მჟავასა და პლაცებოს შედარებისას, ISTH ძირითადი ან CRNM სისხლდენის პირველადი უსაფრთხოების საბოლოო წერტილი მე-6 თვეში დაფიქსირდა 367 (16.1%) და 204 (9.0%) პაციენტში აცეტილსალიცილმჟავას ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად (HR=1.88, 95% CI: 1.58, 2.23; ორმხრივი p<0.0001).
კონკრეტულად, აპიქსაბანით ნამკურნალებ პაციენტებში, ძირითადი ან CRNM სისხლდენა განვითარდა 157 (13.7%) და 84 (7.4%) პაციენტში აქცეტილსალიცილმჟავას ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად. K ვიტამინით ნამკურნალებ პაციენტებში, ძირითადი ან CRNM სისხლდენა განვითარდა 208 (18.5%) და 122 (10.8%) პაციენტში აცეტილსალიცილმჟავას ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად.
მკურნალობის სხვა ეფექტები შეფასებული იყო, როგორც კვლევის მეორადი მიზანი, კომპოზიტური საბოლოო წერტილებით.
აპიქსაბანისა და K ვიტამინის შედარებისას, სიკვდილის ან ხელახალი ჰოსპიტალიზაციის კომპოზიტური საბოლოო წერტილი დაფიქსირდა 541 (23.5%) და 632 (27.4%) პაციენტში, შესაბამისად, აპიქსაბანის ჯგუფში და K ვიტამინის ჯგუფში. სიკვდილის ან იშემიური მოვლენის კომპოზიტური საბოლოო წერტილი (ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენტის თრომბოზი ან გადაუდებელი რევასკულარიზაცია) დაფიქსირდა 170 (7.4%) და 182 (7.9%) პაციენტში აპიქსაბანის ჯგუფში და K ვიტამინის ჯგუფში, შესაბამისად.
აცეტილსალიცილმჟავას და პლაცებოს შედარებისას სიკვდილის ან ხელახალი ჰოსპიტალიზაციის კომპოზიტური საბოლოო წერტილი დაფიქსირდა 604 (26.2%) და 569 (24.7%) პაციენტში აცეტილსალიცილმჟავას ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად. სიკვდილის ან იშემიური მოვლენის კომპოზიტური საბოლოო წერტილი (ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენტის თრომბოზი ან …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
აქტაგენი 2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
აპიქსაბანი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რა წერია ამ ფურცელში
- რა არის აქტაგენი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ აქტაგენის მიღებამდე
- როგორ მიიღება აქტაგენი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება აქტაგენი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის აქტაგენი და რისთვის გამოიყენება
აქტაგენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანს და მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფს. ეს პრეპარატი ხელს უწყობს თრომბების განვითარების თავიდან აცილებას Xa ფაქტორის ბლოკირებით, რომელიც სისხლის შედედების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
აქტაგენი გამოიყენება მოზრდილებში:
- მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციების შემდეგ თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი განვითარების თავიდან ასაცილებლად. ბარძაყზე ან მუხლზე ოპერაციის შემდეგ თქვენ შეიძლება გქონდეთ ფეხის ვენებში თრომბის განვითარების. უფრო მაღალი რისკი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფეხების შეშუპება, ტკივილით ან მის გარეშე. თუ თრომბი ფეხიდან ფილტვებში გადადის, მას შეუძლია შეაფერხოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს ქოშინი, გულმკერდის ტკივილით ან მის გარეშე. ეს მდგომარეობა (ფილტვის ემბოლია) შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
- გულში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია) და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკის ფაქტორი. თრომბი შეიძლება მოწყდეს და გადავიდეს ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი, ან სხვა ორგანოებში და შეაფერხოს კონკრეტულ ორგანოში სისხლის ნორმალური მიმოქცევა (რაც ასევე ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლია). ინსულტი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
- ფეხის ვენებში თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების (ფილტვის ემბოლია) სამკურნალოდ და ფეხის და/ან ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების ხელახლა წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
- რა უნდა იცოდეთ აქტაგენის მიღებამდე
არ მიიღოთ აქტაგენი, თუ:
- ხართ ალერგიული აპიქსაბანის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- გაქვთ ჭარბი სისხლდენა;
- გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (როგორიცაა კუჭის ან ნაწლავის აქტიური ან ბოლოდროინდელი წყლული, სისხლდენა თავის ტვინში);
- გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენის რისკს (ღვიძლის კოაგულოპათია);
- იღებთ მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (როგორიცაა ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი ან ჰეპარინი), გარდა ანტიკოაგულანტური მკურნალობის შეცვლის შემთხვევებისა, როდესაც დადგმული გაქვთ ვენური ან არტერიული ხაზი და იღებთ ჰეპარინს ამ ხაზით მის ღიად შესანარჩუნებლად, ან თუ თქვენს სისხლძარღვში ჩადგმულია მილი (კათეტერის აბლაცია) არარეგულარული გულის დარტყმების (არითმიის) სამკურნალოდ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:
- სისხლდენის გაზრდილი რისკი, როგორიცაა:
სისხლდენის დარღვევები, მათ შორის მდგომარეობები, რომლებიც იწვევს თრომბოციტების აქტივობის შემცირებას;
ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება სამედიცინო მკურნალობით;
ხართ 75 წელზე ზემოთ ასაკის;
იწონით 60 კგ ან ნაკლებს;
- თირკმლის მძიმე დაავადება ან თუ ხართ დიალიზზე;
- ღვიძლის პრობლემა ან ღვიძლის პრობლემები ანამნეზში;
ეს პრეპარატი სიფრთხილით იქნება გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებით.
- გქონდათ მილი (კათეტერი) ან გაგიკეთდათ ინექცია ხერხემლის სვეტში (ანესთეზიის ან ტკივილის შესამცირებლად), თქვენი ექიმი გეტყვით, რომ ეს პრეპარატი მიიღოთ კათეტერის ამოღებიდან 5 ან მეტი საათის შემდეგ;
- თუ გაქვთ პროთეზირებული გულის სარქველი;
- თუ თქვენი ექიმი დაადგენს, რომ თქვენი არტერიული წნევა არასტაბილურია, ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა ან ქირურგიული პროცედურა ფილტვებიდან თრომბის მოსაცილებლად.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ აქტაგენთან მიმართებაში
- თუ იცით, რომ გაქვთ დაავადება სახელწოდებით ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის შედედების გაზრდის რისკს), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.
თუ გესაჭიროებათ ქირურგიული ჩარევა ან პროცედურა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ამ პრეპარატის დროებით მცირე ხნით შეწყვეტა. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.
სხვა მედიკამენტები და აქტაგენი
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს აქტაგენის მოქმედება, ზოგიერთმა კი შეიძლება შეამციროს მისი მოქმედება. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა აქტაგენი ამ მედიკამენტების მიღებისას და რამდენად მჭიდრო მონიტორინგი უნდა ჩატარდეს.
შემდეგ მედიკამენტებს შეუძლიათ გაზარდონ აქტაგენის მოქმედება და გაზარდონ არასასურველი სისხლდენის ალბათობა:
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (როგორიცაა კეტოკონაზოლი და ა.შ.);
- ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტი აივ/შიდსის სამკურნალოდ (როგორიცაა რიტონავირი);
- სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად (როგორიცაა ენოქსაპარინი და ა.შ.);
- ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა ან ნაპროქსენი). განსაკუთრებით, თუ 75 წელზე მეტი ასაკის ხართ და იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას, შეიძლება გქონდეთ სისხლდენის გაზრდილი ალბათობა;
- მედიკამენტები მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემებისთვის (როგორიცაა დილთიაზემი);
- ანტიდეპრესანტები სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.
შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ აქტაგენის უნარი, ხელი შეუშალოს თრომბების წარმოქმნას:
- მედიკამენტები ეპილეფსიის ან კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად (როგორიცაა ფენიტოინი და ა.შ.);
- კრაზანა (მცენარეული დანამატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიისთვის);
- ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა რიფამპიცინი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
აქტაგენის ეფექტი ორსულობაზე და ნაყოფზე ცნობილი არ არის. თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ორსულად ხართ. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დაორსულდებით ამ პრეპარატის მიღებისას.
უცნობია გადადის თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის დედის რძეში. ძუძუთი კვების დროს ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ისინი გირჩევენ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეწყვიტოთ/არ დაიწყოთ ამ პრეპარატის მიღება.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ნაჩვენებია, რომ აქტაგენი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმებთან მუშაობის უნარს.
აქტაგენი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობას) და ნატრიუმს
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ ის არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".
- როგორ მიიღება აქტაგენი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
დოზა
ტაბლეტი გადაყლაპეთ სასმელ წყალთან ერთად. აქტაგენის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
საუკეთესო სამკურნალო ეფექტის მისაღწევად, შეეცადეთ, რომ ტაბლეტები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
თუ გაგიჭირდათ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, გაესაუბრეთ ექიმს აქტაგენის მიღების სხვა გზების შესახებ. ტაბლეტი შეიძლება დააქუცმაცოთ და შეურიოთ წყალს, ან 5% გლუკოზას წყალში, ან ვაშლის წვენს ან ვაშლის პიურეს, უშუალოდ მის მიღებამდე.
დაქუცმაცების ინსტრუქცია:
- დააქუცმაცეთ ტაბლეტები სანაყით.
- ფხვნილი ფრთხილად გადაიტანეთ შესაფერის ჭურჭელში, შემდეგ შეურიეთ ფხვნილი ცოტაოდენ მაგ., 30 მლ (2 სუფრის კოვზი) წყალს ან ზემოთ ნახსენებ რომელიმე სხვა სითხეს, რომ მიიღოთ ნარევი.
- გადაყლაპეთ ნარევი.
- სანაყს, რომელიც გამოიყენეთ ტაბლეტის დასაქუცმაცებლად, და ჭურჭელს გამოავლეთ ცოტაოდენი წყალი ან ერთ-ერთი სითხე (მაგ. 30 მლ) და ეს ნარევი გადაყლაპეთ.
საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა ასევე შეიძლება დაქუცმაცებული აქტაგენის ტაბლეტი შერეული 60 მლ წყალში ან 5% გლუკოზაში წყალში მოგცეთ ნაზოგასტრიული მილის მეშვეობით.
მიიღეთ აქტაგენი რეკომენდაციის შესაბამისად შემდეგი მდგომარეობებისთვის:
მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრების ჩანაცვლების ოპერაციების შემდეგ თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ერთი ტაბლეტი 2.5 მგ ორჯერ დღეში. მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს.
პირველი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ.
თუ ჩაგიტარდათ ოპერაცია მენჯ-ბარძაყზე, ჩვეულებრივ მიიღებთ ტაბლეტებს 32-დან 38 დღემდე.
თუ ჩაგიტარდათ ოპერაცია მუხლზე, ჩვეულებრივ მიიღებთ ტაბლეტებს 10-დან 14 დღემდე.
არარეგულარული გულისცემის და სულ მცირე კიდევ ერთი რისკის ფაქტორის მქონე პაციენტებში გულში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად
რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ერთი ტაბლეტი 5 მგ ორჯერ დღეში.
რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ერთი ტაბლეტი 2.5 მგ ორჯერ დღეში, თუ:
- გაქვთ თირკმლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება;
- გაქვთ ორი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:
სისხლის ანალიზის შედეგები მიუთითებს თირკმელების სუსტ ფუნქციონირებაზე (შრატის კრეატინინის მნიშვნელობა არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან მეტი);
ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის;
თქვენი წონა არის 60 კგ ან ნაკლები.
რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ, მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.
ფეხის ვენებში სისხლის შედედების და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების სამკურნალოდ
რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ორი ტაბლეტი 5 მგ ორჯერ დღეში პირველი 7 დღის განმავლობაში, მაგალითად, ორი დილით და ორი საღამოს.
7 დღის შემდეგ რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ერთი ტაბლეტი 5 მგ ორჯერ დღეში, მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს.
6 თვიანი მკურნალობის შემდეგ თრომბის ხელახალი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად
რეკომენდებული დოზა არის აქტაგენის ერთი ტაბლეტი 2.5 მგ ორჯერ დღეში, მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.
ექიმმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი ანტიკოაგულანტური მკურნალობა შემდეგნაირად:
- აქტაგენიდან ანტიკოაგულანტურ პრეპარატებზე გადასვლა
შეწყვიტეთ აქტაგენის მიღება. დაიწყეთ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით (მაგალითად, ჰეპარინი) მაშინ, როდესაც უნდა მიგეღოთ შემდეგი ტაბლეტი.
- ანტიკოაგულანტური პრეპარატებიდან აქტაგენებზე გადასვლა
შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტების მიღება. დაიწყეთ მკურნალობა აქტაგენით იმ დროს, როდესაც უნდა მიგეღოთ ანტიკოაგულანტის მომდევნო დოზა, შემდეგ გააგრძელეთ ჩვეული რეჟიმით.
- K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი ანტიკოაგულანტებით (მაგ. ვარფარინი) მკურნალობიდან გადასვლა აქტაგენზე.
შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი მედიკამენტის მიღება. ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზებს და მოგცემთ მითითებას, როდის უნდა დაიწყოთ აქტაგენის მიღება.
- აქტაგენიდან გადასვლა K ვიტამინის ანტაგონისტის (როგორიცაა ვარფარინი) შემცველ ანტიკოაგულანტურ მკურნალობაზე.
თუ თქვენი ექიმი გეტყვით, რომ უნდა დაიწყოთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი მედიკამენტის მიღება, განაგრძეთ აქტაგენის მიღება K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან მინიმუმ 2 დღის განმავლობაში. ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზებს და მოგცემთ მითითებას, როდის შეწყვიტოთ აქტაგენის მიღება.
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია
თუ გულისცემის დარღვევა აღდგენას საჭიროებს პროცედურებით, რომელსაც ეწოდება კარდიოვერსია, მიიღეთ ეს პრეპარატი იმ დროს, როცა ექიმი გეტყვით, რათა თავიდან აიცილოთ თრომბები ტვინის სისხლძარღვებში და სხეულის სხვა სისხლძარღვებში.
თუ მიიღებთ იმაზე მეტ აქტაგენს, ვიდრე საჭიროა
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ მიიღებთ აქტაგენის დანიშნულზე მეტ დოზას. თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა, მაშინაც კი, თუ მასში ტაბლეტები არ არის დარჩენილი.
თუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ აქტაგენს, შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი. თუ სისხლდენა განვითარდა, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, სისხლის გადასხმა ან სხვა მკურნალობა, რამაც შეიძლება უკუაქციოს Xa ანტი-ფაქტორის აქტივობა.
თუ დაგავიწყდათ აქტაგენის მიღება
- მიიღეთ დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და:
მიიღეთ აქტაგენის შემდეგი დოზა ჩვეულ დროს;
შემდეგ გააგრძელეთ ჩვეული რეჟიმით.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა გააკეთოთ ან გამოტოვეთ ერთზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
თუ შეწყვეტთ აქტაგენის მიღებას
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმთან წინასწარი გასაუბრების გარეშე, რადგან თრომბის განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, თუ მკურნალობას ძალიან ადრე შეწყვეტთ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ცნობილი გვერდითი ეფექტები და მათი განვითარების სიხშირე თითოეული ამ სამედიცინო მდგომარეობისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს და ცალკე ჩამოთვლილია ქვემოთ. ამ მდგომარეობებისთვის, ამ მედიკამენტის ყველაზე ხშირი ზოგადი გვერდითი მოვლენაა სისხლდენა, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები, თუ იღებთ აქტაგენს მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრების ჩანაცვლების ოპერაციების თრომბის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
- ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან სიფერმკრთალე;
- სისხლდენა, მათ შორის:
- სისხლნაჟღენთები ან შეშუპება;
- გულისრევა (ღებინების შეგრძნება).
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის შედედებაზე) ;
- სისხლდენა:
- შეიძლება განვითარდეს ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სისხლჩაქცევა და შეშუპება, სისხლის ან სითხის გაჟონვა ქირურგიული ჭრილობიდან/ნაკვეთიდან (ჭრილობიდან სეკრეცია) ან ინექციის ადგილზე;
- კუჭიდან, ნაწლავებიდან ან მკვეთრი/წითელი სისხლი განავალში;
- სისხლი შარდში;
- ცხვირიდან;
- საშოდან;
- დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან სწრაფი გულისცემა;
- სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- ზოგიერთი ღვიძლის ფერმენტის მომატება;
- სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტის ბილირუბინის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაწითლება;
- ქავილი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში)
- ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის, ენმის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. თუ განვითარდა რომელიმე ეს სიმტომი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
- სისხლდენა:
- კუნთში;
- თვალებში;
- ღრძილებიდან და სისხლი ნერწყვში ხველის დროს;
- სწორი ნაწლავიდან;
- თმის ცვენა.
უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
- სისხლდენა:
- ტვინში ან ხერხემლის სვეტში;
- ფილტვებში ან ყელში;
- პირში;
- მუცელში ან მუცლის ღრუს უკან სივრცეში;
- ბუასილიდან;
- ანალიზებში სისხლი განავალსა და შარდში;
- კანზე გამონაყარი ბუშტუკებით და მცირე ზომის წერტილების სახით (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემო უფრო ღუა ფერის უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა);
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი ან ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან სისხლჩაქცევები.
ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები, თუ თქვენ იღებთ აქტაგენს გულში თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული გულისცემა და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკის ფაქტორი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
- სისხლდენა, მათ შორის:
თვალებში;
კუჭიდან ან ნაწლავიდან;
სწორი ნაწლავიდან;
სისხლი შარდში;
ცხვირიდან;
ღრძილებიდან;
სისხლჩაქცევები და შეშუპება;
- ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან სიფერმკრთალე;
- დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან აჩქარებული გულისცემა;
- გულისრევა (ღებინების შეგრძნება);
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) მატება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)
- სისხლდენა:
ტვინში ან ხერხემლის სვეტში;
პირში ან სისხლი ნერწყვში ხველის დროს;
მუცელში, ან საშოდან;
განავალში მკვეთრი/წითელი სისხლი;
სისხლდენა, რომელიც ვითარდება ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის გაჟონვა ქირურგიული ჭრილობიდან/ნაკვეთიდან (ჭრილობიდან გამონადენი) ან ინექციის ადგილიდან;
ბუასილიდან;
ტესტები, რომლებიც აჩვენებენ სისხლს განავალში ან შარდში;
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შედედებაზე);
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება;
სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტის ბილირუბინის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება.
- კანის გამონაყარი;
- ქავილი;
- თმის ცვენა;
- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე ეს სიმპტომი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში)
- სისხლდენა:
ფილტვებში ან ყელში;
მუცლის ღრუს უკან სივრცეში;
კუნთში.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში)
- გამონაყარი კანზე ბუშტუკებით, პატარა წერტილების მსგავსი (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემო უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (ერითემა მულტიფორმული).
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი ან ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან სისხლნაჟღენთები.
ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები აქტაგენის მიღებისას ფეხის ვენებში თრომბების და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების სამკურნალოდ ან თავიდან ასაცილებლად.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
- სისხლდენა, მათ შორის:
ცხვირიდან;
ღრძილებიდან;
სისხლი შარდში;
სისხლჩაქცევები და შეშუპება;
კუჭიდან, ნაწლავებიდან, სწორი ნაწლავიდან;
პირიდან;
საშოდან;
- ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან სიფერმკრთალე;
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შედედებაზე);
- გულისრევა (ღებინების შეგრძნება);
- გამონაყარი კანზე;
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) ან ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) მატება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)
- დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან აჩქარებული გულისცემა;
- სისხლდენა:
თვალებში;
პირიდან ან სისხლი ნერწყვში ხველის დროს;
განავალში მკვეთრი/წითელი სისხლი;
ტესტები, რომლებიც აჩვენებენ სისხლს განავალში ან შარდში;
სისხლდენა, რომელიც ვითარდება ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის გაჟონვა ქირურგიული ჭრილობიდან/ნაკვეთიდან (ჭრილობიდან გამონადენი) ან ინექციის ადგილიდან;
ბუასილიდან;
კუნთში;
- ქავილი;
- თმის ცვენა;
- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი;
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება;
სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტის ბილირუბინის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში)
- სისხლდენა:
ტვინში ან ხერხემლის სვეტში;
ფილტვებში.
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
- სისხლდენა:
მუცელში ან მუცლის ღრუს უკან სივრცეში.
- გამონაყარი კანზე ბუშტუკებით და მცირე ზომის წერტილების ფორმის (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემო უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (ერითემა მულტიფორმული);
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი ან ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან სისხლჩაქცევები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება აქტაგენი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს აქტაგენი
- აქტიური ნივთიერება არის აპიქსაბანი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ აპიქსაბანს.
- სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხ. პუნქტი 2 „აქტაგენი შეიცავს ლაქტოზას (შაქარის სახეობას) და ნატრიუმს“), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), პოვიდონი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი;
აპკიანი გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხ. პუნქტი 2 „აქტაგენი შეიცავს ლაქტოზას (შაქარის სახეობას) და ნატრიუმს“), ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).
აქტაგენის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ყვითელი და მოგვალი, დიამეტრით 6.10 მმ ± 0.20 მმ.
ტაბლეტები მოთავსებულია ალუმინის PVC/PVDC ბლისტერებში, რომლებიც შეფუთულია მუყაოს კოლოფებში.
შეფუთვაში 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ბლისტერებში)
პაციენტის გაფრთხილების ბარათი: ინფორმაცია დამუშავების შესახებ
აქტაგენის შეფუთვაში ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია პაციენტის გაფრთხილების ბარათი ან შესაძლოა ექიმმა მოგცეთ მსგავსი ბარათი.
ეს პაციენტის გაფრთხილების ბარათი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და სხვა ექიმებს აცნობებს, რომ იღებთ აქტაგენს. ეს ბარათი ყოველთვის თან უნდა გქონდეთ.
- აიღეთ ბარათი.
- შეავსეთ შემდეგი პუნქტები ან სთხოვეთ ექიმს ამის გაკეთება:
- სახელი, გვარი:
- დაბადების თარიღი:
- ჩვენება:
- დოზა: ........მგ ორჯერ დღეში
- ექიმის სახელი, გვარი:
- ექიმის ტელეფონი:
- დაკეცეთ ბარათი და ყოველთვის თან იქონიეთ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
შპს "ავერსი-ფარმა"
აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი, საქართველო
მწარმოებელი
SANOVEL ILAÇ SANAYI VE TICARET A.Ş
ბალაბანის რ-ნი, ჩიჰანერის ქ. #10
34580 სილივრი – სტამბული
ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა {01/2025}.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.