აპიბანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება აპიქსაბანს და განეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფის პრეპარატებს. აღნიშნული პრეპარატი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას Xa ფაქტორის მოქმედების ბლოკირებით, რომელიც წარმოადგენს სისხლის შედედების მნიშვნელოვან კომპონენტს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აპიქსაბანი (apixaban)
- ფორმა და შეფუთვა
- 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- B01AF02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042846
- რეგისტრირებულია
- 27 თებერვალი 2025, მოქმედებს 27 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აპიბანი 2.5 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აპიბანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება აპიქსაბანს და განეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფის პრეპარატებს. აღნიშნული პრეპარატი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას Xa ფაქტორის მოქმედების ბლოკირებით, რომელიც წარმოადგენს სისხლის შედედების მნიშვნელოვან კომპონენტს.
აპიბანი გამოიყენება მოზრდილებში:
- თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზის [DVT]) წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ. მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსარზე ოპერაციის შემდეგ არსებობს ფეხების ვენებში თრომბების წარმოქმნის უფრო მაღალი რისკი. ეს შეიძლება იწვევდეს ფეხების შეშუპებას ტკივილის თანხლებით ან მის გარეშე. თუ სისხლის კოლტი ფეხების სისხლძარღვებიდან ფილტვებში მოხვდება, მას შეუძლია დაბლოკოს სისხლდენა, რაც გამოიწვევს ქოშინს გულ-მკერდის არეში ტკივილით ან მის გარეშე. ეს მდგომარეობა (ფილტვის ემბოლია) შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
- გულში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად არარეგულარული გულისცემის (წინაგულების ფიბრილაციის) და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში. სისხლის კოლტები შეიძლება მოწყდეს და მოხვდეს თავის ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი, ან სხვა ორგანოში და შეაფერხოს ნორმალური სისხლის დინება ამ ორგანოსკენ (ამ მდგომარეობას ასევე ეწოდება სისტემური ემბოლია). ინსულტი შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
- ფეხების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზის) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) თრომბების სამკურნალოდ, ასევე ფეხების ან/და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის თანახმად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
დოზა მიიღეთ ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. აპიბანი შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საუკეთესო სამკურნალო ეფექტის მისაღებად.
თუ გაგიჭირდათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს აპიბანის სხვა სახით მიღების შესახებ. ტაბლეტი შეიძლება დაიფშვნას და მიღების წინ შეერიოს წყალს ან გლუკოზის 5%-იან წყლხსნარს, ან ვაშლის წვენს ან ვაშლის ხილფაფას.
პრეპარატის დაფშვნის ინსტრუქცია:
დაფშვენით ტაბლეტი ქვასანაყში;
ფრთხილად გადაიტანეთ მიღებული ფხვნილი შესაბამის კონტეინერში, შემდეგ შეურიეთ ის მცირე რაოდენობის, მაგ. 30 მლ (2 სუფრის კოვზი) წყალს ან ზემოთ აღნიშნულ სხვა სითხეს ნარევის მოსამზადებლად;
მიიღეთ ეს ნარევი;
გამოავლეთ მცირე რაოდენობის წყალი პრეპარატის დასაფხვნელად გამოყენებულ სანაყს და გამოავლეთ წყალი ან რომელიმე სხვა სითხე (მაგ. 30 მლ) იმ ჭურჭელს რომელშიც ის შეურიეთ და მიიღეთ.
საჭიროების შემთხვევაში, ექიმი თვითონ შემოგთავაზებთ 60 მლ წყალში ან გლუკოზის 5%-იან წყალხსნარში გახსნილი აპიბანის დაფშვნილი ტაბლეტის მიღებას ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით.
მიიღეთ აპიბანი რეკომენდაციის შესაბამისად შემდეგი მდგომარეობების დროს:
სისხლის კოლტების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ.
რეკომენდებული დოზა – აპიბანი 2.5 მგ-ის ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს.
პირველი ტაბლეტი მიიღება ოპერაციიდან 12-24 საათის განმავლობაში.
თუ ჩაგიტარდათ მნიშვნელოვანი ოპერაცია მენჯ-ბარძაყის სახსარზე, ჩვეულებრივ, ტაბლეტები უნდა მიიღოთ 32-38 დღის განმავლობაში.
თუ ჩაგიტარდათ მნიშვნელოვანი ოპერაცია მუხლის სახსარზე, ჩვეულებრივ, ტაბლეტები უნდა მიიღოთ 10-14 დღის განმავლობაში.
გულში თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის არარეგულარული გულისცემის და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში
რეკომენდებული დოზა შეადგენს აპიბანი 5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში.
რეკომენდებული დოზა შეადგენს აპიბანი 2.5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში, თუ:
- თქვენი თირკმელების ფუნქცია ძალიან დაქვეითებულია;
- გეხებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ორი ან მეტი:
სისხლის ანალიზის შედეგებით ნაჩვენებია თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია (შრატში კრეატინინის მნიშვნელობა – 1.5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან მეტი);
ასაკი 80 წელი ან მეტი;
წონა 60 კგ ან ნაკლები.
რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ორჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს. გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს თქვენი ექიმი.
ფეხების ვენებში თრომბების და ფილტვებში სისხლძარღვების თრომბების სამკურნალოდ
რეკომენდებული დოზა შეადგენს აპიბანი 5 მგ-ის ორ ტაბლეტს ორჯერ დღეში პირველი 7 დღის განმავლობაში, მაგალითად ორი ტაბლეტი დილით და ორი ტაბლეტი საღამოს.
7 დღის შემდეგ რეკომენდებული დოზა შეადგენს აპიბანი 5 მგ-ის ერთ ტაბლეტს ორჯერ დღეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.
თრომბების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკისთვის მკურნალობის 6-თვიანი კურსის დასრულების შემდეგ
რეკომენდებული დოზა შეადგენს აპიბანი 2.5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.
გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს თქვენი ექიმი.
თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს ანტიკოაგულანტებით მკურნალობა შემდეგი სახით:
- აპიბანიდან ანტიკოაგულანტზე გადასვლა
შეწყვიტეთ აპიბანის მიღება. დაიწყეთ ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ჰეპარინით) მკურნალობა ტაბლეტის შემდეგი დაგეგმილი მიღების დროს.
- ანტიკოაგულანტიდან აპიბანზე გადასვლა.
შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტის მიღება. დაიწყეთ აპიბანით მკურნალობა ანტიკოაგულანტის შემდეგი დოზის მიღების გრაფიკით, შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეთ მიღება.
- K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი ანტიკოაგულანტიდან (მაგალითად ვარფარინი) აპიბანზე გადასვლა.
შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის მიღება. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს და მოგცემთ რეკომენდაციას, თუ როდის უნდა დაიწყოთ აპიბანის მიღება.
- აპიბანით მკურნალობიდან K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ ანტიკოგულანტზე (მაგალითად ვარფარინი) გადასვლა.
თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ პრეპარატს, გააგრძელეთ აპიბანის მიღება K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში. თქვენი ექიმი გაგიკეთებთ სისხლის ანალიზს და გაცნობებთ აპიბანის მიღების შეწყვეტის დროს.
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია
თუ თქვენი არარეგულარული გულისცემის აღდგენა საჭიროა კარდიოვერსიის პროცედურის საშუალებით, ტვინის სისხლძარღვებში, ასევე ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ აპიბანი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
თუ მიიღეთ აპიბანის საჭიროზე მეტი დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მიიღეთ აპიბანის დანიშნულზე მეტი დოზა. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ცარიელია.
თუ მიიღეთ აპიბანის რეკომენდებულზე მეტი დოზა, შეიძლება იმყოფებოდეთ სისხლდენის მომატებული რისკის ჯგუფში. სისხლდენის განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს ოპერაცია, სისხლის გადასხმა ან ანტი Xა-ფაქტორის აქტივობის გამანეიტრალებელი სხვა პრეპარატის მიღება.
თუ დაგავიწყდათ აპიბანის მიღება
- მიიღეთ დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, და:
- მიიღეთ აპიბანის შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს;
- შემდეგ გააგრძელეთ მიღება ჩვეულებრივ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ იმოქმედოთ, ან პრეპარატის ერთზე მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
თუ შეწყვიტეთ აპიბანის მიღება
არ შეწყვიტოთ აპიბანის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მკურნალობის ძალიან ადრე დასრულების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდის სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
უკუჩვენებები
- გაქვთ ალერგია აპიქსაბანის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ (აღნიშნული კომპონენტების ჩამონათვალი წარმოდგენილია მე-6 პუნქტში);
- გაქვთ ძლიერი სისხლდენა;
- გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს (მაგალითად, ამჟამად ან ახლო წარსულში კუჭის ან ნაწლავების წყლული, უახლოეს წარსულში განვოთარებული სისხლდენა თავის ტვინში);
- გაქვთ ღვიძლის დაავადება, რაც იწვევს სისხლდენის რისკის ზრდას (ღვიძლის კოაგულოპათია);
- ღებულობთ პრეპარატს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ვარფარინს, რივაროქსივანს, დაბიგატრანს ან ჰეპარინს), გარდა ანტიკოაგულანტული მკურნალობას შეცვლის შემთხვევებისა როდესაც გაქვთ ვენური ან არტერიული სისტემა და ამ სისტემის საშუალებით შეიყვანება ჰეპარინი, მისი ღიად შენარჩუნების მიზნით ან თუ სისხლძარღვში ჩადგმული გაქვთ მილი (კათეტერული აბლაცია) არარეგულარული გულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ.
სიფრთხილის ზომები
აღნიშნული პრეპარატის მიღებადე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას თუ აღგენიშნებათ ქვემოთ აღწერილი სიმპტომიდან რომელიმე:
სისხლდენის გაზრდილი რისკი, მაგალითად,
სისხლდენის დარღვევები, რომელიც გულისხმობს მდგომარეობას, როცა მცირდება თრომბოციტების აქტივობა;
ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მედიკამენტოზური მკურნალობით.
თუ თქვენ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის;
თუ თქვენი წონა არის 60კგ ან უფრო ნაკლები;
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება ან იმყოფებით დიალიზზე;
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა ან ღვიძლის პრობლემების ანამნეზი.
- ეს პრეპარატი გამოიყენება სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების დროს.
თუ დაგჭირდათ მილის (კათეტერი) ჩადგმა ან ინექცია ხერხემალში (ანესთეზიის ან ტკივილის შემცირების მიზნით), თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას, რომ მიიღოთ ეს პრეპარატი კათეტერის ამოღებიდან 5 საათის შემდეგ ან უფრო გვიან;
თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი;
თუ მკურნალი ექიმი თვლის, რომ გაქვთ არასტაბილური არტერიული წნევა, ან იგეგმება სხვა მკურნალობა ან ქირურგიული პროცედურა თქვენი ფილტვებიდან თრომბის მოსაცილებლად.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აპიბანის გამოყენებისას
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ დაავადება, ე.წ. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს თრომბის რისკის ზრდას, აცნობეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.
თუ გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა ან რაიმე პროცედურა რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, თქვენი ექიმის მოგცემთ რეკომენდაციას ამ პრეპარატის ხანმოკლე დროით შეწყვეტის შესახებ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გამოიწვევს თუ არა ეს პროცედურა სისხლდენას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია გააძლიეროს ან შეასუსტოს აპიბანის ეფექტი. თქვენი ექიმი მიიღება გადაწყვეტილებას უნდა იმკურნალოთ თუ არა აპიბანით სანამ ღებულობთ ამ პრეპარატებს და რამდენად მჭიდრო მეთვალყურეობაა საჭირო.
შემდეგ პრეპარატებს შეუძლია გააძლიეროს აპიბანის მოქმედება და გაზარდოს არასასურველი სისხლდენის რისკი:
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, კეტოკონაზოლი და ა.შ.);
- აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (მაგალითად, რიტონავირი);
- სისხლის შედედების დასაქვეითებელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ენოქსაპარინი და სხვ.);
- ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავა ან ნაპროქსენი). სისხლდენის რისკი შეიძლება იყოს განსაკუთრებით მაღალი, თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის და იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას;
- მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, დილთიაზემი).
- ანტიდეპრესანტები, ე.წ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.
ქვემოთ მითითებულ პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ აპიბანის სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის უნარი:
- ეპილეფსიის ან კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ფენიტოინი და ა.შ.);
- წმ. იოანეს ვორტი (კრაზანა) მცენარეული დანამატი რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ); - ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი);
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
აპიბანის გავლენა ორსულობაზე და ნაყოფზე ცნობილი არ არის. არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის მიღება, თუ ხართ ორსულად. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაორსულდით ამ პრეპარატით მკურნალობისას.
უცნობია გამოყოფა თუ არა აპიბანი დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში აღნიშნული პრეპარატის მიღების დაწყებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ისინი გირჩევენ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეწყვიტოთ/არ დაიწყოთ ამ პრეპარატის მიღება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის ნაჩვენები რომ აპიბანმა შეიძლება დაარღვიოს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი.
აპიბანი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა) და ნატრიუმს.
თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს".
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. აპიბანი შეიძლება დაინიშნოს სამი სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ. ცნობილი გვერდითი მოქმედებები და მათი გამოვლენის სიხშირე თითოეული ამ სამედიცინო მდგომარეობის დროს შეიძლება განსხვავდებოდეს და ისინი ჩამოთვლილია ქვემოთ. ამ მდგომარეობებისთვის პრეპარატის ყველაზე ხშირ ზოგად გვერდით მოქმედებას წარმოადგენს სისხლდენა, რომელიც შეიძლება პოტენციურად წარმოადგენდეს საფრთხეს სიცოცხლისთვის და საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ცნობილია შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელიც ვლინდება აპიბანის მიღებისას თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს);
ანემია, რომელიც შეიძლება იწვევდეს დაღლილობას ან ფერმკრთალობას
სისხლდენა, მათ შორის:
სილურჯეები და შეშუპება;
გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება).
არახშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს)
სისხლში თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება (რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს სისხლის შედედებაზე);
სისხლდენა:
ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სილურჯეების და შეშუპების განვითარება, საოპერაციო ჭრილობიდან ან ინექციის ადგილიდან სისხლდენა ან დაჩირქება (გამონადენი ჭრილობიდან);
კუჭიდან, ნაწლავიდან ან გამოკვეთილი/წითელი სისხლი განავალში;
სისხლი შარდში;
ცხვირიდან;
საშოდან;
დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან აჩქარებული გულისცემა;
სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატებული შემცველობა;
ბილირუბინის, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტების მომატებული შემცველობა, რაც შეიძლება იწვევდეს კანის და თვალების გაყვითლებას;
ქავილს;
იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს)
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის, ენის ან/და ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ამ სიმპტომებიდან რომელიმე.
- სისხლდენა:
კუნთებში;
თვალში;
ღრძილებიდან ან სისხლი ნახველში ხველის დროს;
თმის ცვენა.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
სისხლდენა:
ტვინში ან ხერხემალში;
ფილტვებში ან ყელში;
პირის ღრუში;
მუცელში ან მუცლის ღრუს უკანა სივრცეში;
ჰემოროიდული კვანძებიდან.;
ანალიზების შედეგები, რომლებიც მიუთითებს განავალში ან შარდში სისხლის არსებობაზე;
კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის გამონაყარს (ცენტრში მუქი ლაქები, გარშემო უფრო მკრთალი ფერით და უფრო მუქი ნაპირებით) (მულტიფორმული ერითემა);
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან ამობურცული, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ, ან სისხლჩაქცევები;
სისხლდენა თირკმელებიდან ზოგჯერ შარდში სისხლის არსებობით, რაც იწვევს თირკმელების მუშაობის შეფერხებას (ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებული ნეფროპათია);
თუ იღებთ აპიბანს, ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები, გულში თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული გულისცემა და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკფაქტორი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს)
სისხლდენა, მათ შორის:
თვალებში;
კუჭში ან ნაწლავში;
სწორი ნაწლავიდან;
სისხლი შარდში;
ცხვირიდან;
ღრძილებიდან;
სისხლჩაქცევები და შეშუპება;
- ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან სიფერმკრთალე;
- დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან აჩქარებული გულისცემა;
- გულისრევა ;
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
- გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) მატება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს).
- სისხლდენა:
- ტვინში ან ხერხემლის სვეტში;
- პირის ღრუში ან სისხლი ნახველში ხველების დროს;
- მუცელში, ან საშოდან;
- სისხლდენა, რომელიც ვლინდება ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სილურჯეების და შეშუპების განვითარება, საოპერაციო ჭრილობიდან ან ინექციის ადგილიდან სისლხდენა ან დაჩირქება (გამონადენი ჭრილობიდან);
- ჰემოროიდული კვანძებიდან;
- სისხლი განავალის და შარდის ანალიზებში;
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შედედებაზე);
- სისხლის ანალიზებმა შესაძლოა აჩვენოს:
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება;
- ბილირუბინის მატება, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება.
- გამონაყარი კანზე;
- ქავილი;
- თმის ცვენა;
- ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგიდან რომელიმე სიმპტომი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს)
- სისხლდენა:
- ფილტვებში ან ყელში;
- მუცლის ღრუს უკან სივრცეში;
- კუნთში.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა აღენიშნოს 10 000-დან 1-მდე ადამიანს)
კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის გამონაყარს (ცენტრში მუქი ლაქები, გარშემო უფრო მკრთალი ფერით და უფრო მუქი ნაპირებით) (მულტიფორმული ერითემა);
უცნობი (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

- სისხლდენა, მათ შორის:
- ცხვირიდან;
- ღრძილებიდან;
- სისხლი შარდში;
- სილურჯეები და შეშუპება;
- კუჭიდან, ნაწლავიდან ან სწორი ნაწლავიდან;
- პირიდან;
საშოდან;
- ანემია, რომელიც შეიძლება იწვევდეს დაღლილობას ან ფერმკრთალობას;
- სისხლში თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება (შეიძლება გავლენას ახდენდეს მის შედედებაზე)
- გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება);
- კანზე გამონაყარი;
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
- გამაგლუტამილტრანსფერაზას (გგტ) ან ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) მომატებული დონე.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში
- დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტის შეგრძნება ან გახშირებული გულისცემა;
- სისხლდენა:
- თვალებში;
- პირის ღრუში ან სისხლი ნახველში ხველის დროს;
- გამოკვეთილი/წითელი სისხლი განავალში;
- ანალიზების შედეგები, რომლებიც მიუთითებს განავალში ან შარდში სისხლის არსებობაზე;

- კუნთებში;
- ქავილი;
- თმის ცვენა;
- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის, ენის ან/და ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ამ სიმპტომებიდან რომელიმე. - სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
- ღვიძლის ფუნქციის პათოლოგია;
- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატებული შემცველობა;
- ბილირუბინის, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტების მომატებული შემცველობა, რაც შეიძლება იწვევდეს კანის და თვალების გაყვითლებას.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანში)
სისხლდენა:
- ტვინში ან ხერხემალში;
- ფილტვებში.
უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
- სისხლდენა:
- მუცელში ან რეტროპერიტონეალურ სივრცეში.
- კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის გამონაყარს (ცენტრში მუქი ლაქები, გარშემო უფრო მკრთალი ფერით და უფრო მუქი ნაპირებით) (მულტიფორმული ერითემა).
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან ამობურცული, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ, ან სისხლჩაქცევები.
სისხლდენა თირკმელებიდან ზოგჯერ შარდში სისხლის არსებობით, რაც იწვევს თირკმელების მუშაობის შეფერხებას (ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებული ნეფროპათია);
ჭარბი დოზა
აპიბანის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მაღალი რისკი. ჰემორაგიული გართულებების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და გამოიკვლიოს სისხლდენის წყარო. გასათვალისწინებელია შესაბამისი მკურნალობის დაწყება, მაგალითად, ქირურგიული ჰემოსტაზი, ახალი გაყინული პლაზმის ტრანსფუზია ან Xa ფაქტორის ინჰიბიტორების უკუ ეფექტის მქონე აგენტის შეყვანა. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, პერორალურად შეყვანილი აპიბანი ჯანმრთელ სუბიექტებში 50 მგ-მდე დოზით დღეში 3-დან 7 დღის განმავლობაში (25 მგ ორჯერ დღეში (bid) 7 დღის განმავლობაში ან 50 მგ ერთხელ დღეში (od) 3 დღის განმავლობაში) კლინიკურად არ ყოფილა შესაბამისი გვერდითი ეფექტები.
ჯანმრთელ სუბიექტებში, აქტივირებული ნახშირის შეყვანამ 20 მგ აპიბანის მიღებიდან 2 და 6 საათის შემდეგ შეამცირა საშუალო აპიბანის AUC შესაბამისად 50% და 27%-ით და არ იმოქმედა Cmax-ზე. აპიბანის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შემცირდა 13.4 საათიდან, როდესაც აპიბანი ცალკე შეყვანისას 5.3 საათამდე და 4.9 საათამდე შემცირდა, შესაბამისად, როდესაც აქტივირებული ნახშირი შეყვანილი იყო აპიბანის შემდეგ 2 და 6 საათის შემდეგ. ამრიგად, გააქტიურებული ნახშირის შეყვანა შეიძლება სასარგებლო იყოს აპიქსაბანის დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი მიღების დროს.
იმ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა ანტიკოაგულაციის შეცვლა სიცოცხლისთვის საშიში ან უკონტროლო სისხლდენის გამო, ხელმისაწვდომია Xa ფაქტორის ინჰიბიტორების შებრუნებული აგენტი (იხილეთ პუნქტი 4.4). ასევე შეიძლება ჩაითვალოს პროთრომბინის კომპლექსური კონცენტრატების (PCCs) ან რეკომბინანტული ფაქტორის VIIa გამოყენება. აპიბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შეცვლა, როგორც ნაჩვენებია თრომბინის წარმოქმნის ანალიზის ცვლილებებით, აშკარა იყო ინფუზიის ბოლოს და მიაღწია საწყის მნიშვნელობებს 4-ფაქტორიანი PCC 30 წუთიანი ინფუზიის დაწყებიდან 4 საათში ჯანმრთელ სუბიექტებში. თუმცა, არ არსებობს კლინიკური გამოცდილება 4-ფაქტორიანი PCC პროდუქტების გამოყენების შესახებ სისხლდენის შესაბრუნებლად იმ პირებში, რომლებმაც მიიღეს აპიბანი. ამჟამად არ არსებობს რეკომბინანტული ფაქტორის VIIa გამოყენების გამოცდილება იმ პირებში, რომლებიც იღებენ აპიბანს. რეკომბინანტული ფაქტორი VIIa-ს ხელახალი გამოყენება შეიძლება განიხილებოდეს და ტიტრირდეს სისხლდენის გაუმჯობესების მიხედვით.
ადგილობრივი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, დიდი სისხლდენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კოაგულაციის ექსპერტის კონსულტაცია.
ჰემოდიალიზმა შეამცირა აპიბანის AUC 14%-ით თირკმელების ბოლო სტადიის მქონე სუბიექტებში, როდესაც აპიბანის 5 მგ ერთჯერადი დოზა შეყვანილი იყო პერორალურად. ამიტომ, ჰემოდიალიზი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს ეფექტური საშუალება აპიბანის ჭარბი დოზის მართვისთვის.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის აპიბანი.
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ აპიქსაბანს.
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ აპიქსაბანს.
სხვა ინგრედიენტები არის შემდეგი:
მიკროკრისტალური ცელულოზა PH 101, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი და ლაქტოზას მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
გასის მასალა
აპიბანი 2.5-ისთვის
ოპადრაი II ყვითელი 32K520116
ჰიპრომელოზა (E464)
ლაქტოზას მონოჰიდრატი
ტიტანიუმის დიოქსიდი (E171)
ტრიაცეტინი
რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)
აპიბანი 5-ისთვის
ოპადრაი II ყვითელი 32K540068
ჰიპრომელოზა (E464)
ლაქტოზას მონოჰიდრატი
ტიტანიუმის დიოქსიდი (E171)
ტრიაცეტინი
რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)
ბ) აპიბანის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
აპიბანი 2.5, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ყვითელი, მრგვალი ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით „M” და მეორე მხარეს „2.5“.
შეფუთვის შემცველობა
10 პვქ/პვდქ-ალუ ბლისტერი შეფუთვაში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
აპიბანი 5, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ვარდისფერი, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით „M” და მეორე მხარეს „5“.
შეფუთვის შემცველობა
10 პვქ/პვდქ-ალუ ბლისტერი შეფუთვაში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გ) მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250 C-ზე.
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვასა და ბლისტერზე წარწერა “EXP”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს რჩევისთვის უსარგებლო პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტითრომბოზული საშუალებები, პირდაპირი Xa ფაქტორის ინჰიბიტორები, ათქ კოდი: B01AF02.
მოქმედების მექანიზმი
აპიბანი არის Xa ფაქტორის ძლიერი, პერორალური, შექცევადი, პირდაპირი და მაღალშერჩევითი აქტიური ადგილის ინჰიბიტორი. მას არ სჭირდება ანტითრომბინ III ანტითრომბოზული აქტივობისთვის. აპიბანი თრგუნავს თავისუფალ და შედედებულ Xa ფაქტორს და პროთრომბინაზას აქტივობას. აპიბანს არ აქვს პირდაპირი გავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე, მაგრამ ირიბად აფერხებს თრომბინის მიერ გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას. Xa ფაქტორის ინჰიბირებით, აპიბანი ხელს უშლის თრომბინის წარმოქმნას და თრომბის განვითარებას. აპიბანის პრეკლინიკურმა კვლევებმა ცხოველურ მოდელებში აჩვენა ანტითრომბოზული ეფექტურობა არტერიული და ვენური თრომბოზის პროფილაქტიკაში იმ დოზებით, რომლებიც ინარჩუნებენ ჰემოსტაზს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
აპიბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტები ასახავს მოქმედების მექანიზმს (Fxa ინჰიბირება). FXa-ს ინჰიბირების შედეგად, აპიბანი ახანგრძლივებს შედედების ტესტებს, როგორიცაა პროთრომბინის დრო (PT), INR და გააქტიურებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT). ცვლილებები, რომლებიც შეინიშნება ამ შედედების ტესტებში მოსალოდნელ თერაპიულ დოზაზე მცირეა და ექვემდებარება ცვალებადობის მაღალ ხარისხს. ისინი არ არის რეკომენდებული აპიბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შესაფასებლად. თრომბინის წარმოქმნის ანალიზში აპიბანმა შეამცირა ენდოგენური თრომბინის პოტენციალი, თრომბინის წარმოქმნის მაჩვენებელი ადამიანის პლაზმაში.
აპიბანი ასევე ავლენს FXa-ს საწინააღმდეგო აქტივობას, რაც აშკარაა ფაქტორი Xa ფერმენტის აქტივობის შემცირებით მრავალ კომერციულ ანტი-FXa კომპლექტში, თუმცა შედეგები განსხვავდება კომპლექტებში. კლინიკური კვლევების მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ Rotachrom® ჰეპარინის ქრომოგენული ანალიზისთვის. ანტი-Fxa აქტივობა ავლენს მჭიდრო პირდაპირ წრფიც ურთიერთობას აპიბანის პლაზმის კონცენტრაციასთან, აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობებს აპიბანის პლაზმური პიკური კონცენტრაციის დროს. პლაზმაში აპიბანის კონცენტრაციასა და ანტი-FXa აქტივობას შორის კავშირი დაახლოებით წრფივია აპიბანის ფართო დოზების დიაპაზონში.
ქვემოთ მოყვანილი მე-3 ცხრილი გვიჩვენებს სტაბილური მდგომარეობის სავარაუდო ექსპოზიციას და ანტი-ფაქტორ Xa აქტივობას. NVAF პაციენტებში, რომლებიც იღებენ აპიბანს ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის, შედეგები აჩვენებს 1,7-ჯერ ნაკლებ რყევას პიკამდე დონეებში. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აპიბანს DVT და PE-ს სამკურნალოდან განმეორებითი DVT და PE-ს პროფილაქტიკისთვის, შედეგები აჩვენებს 2.2-ჯერ ნაკლებ რყევას პიკამდე დონეებში.
ცხრილი 3: პროგნოზირებული აპიბანის სტაბილური ექსპოზიცია და ანტი-ფაქტორ Xa აქტივობა
აპიქს.
Cmax (ნგ/მლ)
აპიქს.
Cmin (ნგ/მლ)
აპიქს. ანტი- ფაქტორ Xa აქტივობა მაქს
(სე/მლ)
აპიქს. ანტი- ფაქტორ Xa აქტივობა მინ
(სე/მლ)
მედიანა [5-ე, 95-ე პროცენტილი]
VTE-ის პრევენცია: ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების არჩევითი ოპერაცია
- 5 მგ ორჯერ დღეში *
77 [41, 146]
51 [23, 109]
- 3 [0.67, 2.4]
- 84 [0.37, 1.8]
ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა: NVAF
- 5 მგ ორჯერ დღეში *
123 [69, 221]
79 [34, 162]
- 8 [1.0, 3.3]
- 2 [0.51, 2.4]
5 მგ დღეში ორჯერ
171 [91
103 [41, 230]
- 6 [1.4, 4.8]
- 5 [0.61, 3.4]
DVT-ის მკურნალობა, PE-ს მკურნალობა და მორეციდივე DVT და PE-ს პრევენცია (VTE-ის მკურნალობა)
- 5 მგ ორჯერ დღეში
67 [30, 153]
32 [11, 90]
- 0 [0.46, 2.5]
- 49 [0.17, 1.4]
5 მგ დღეში ორჯერ
132 [59, 302]
63 [22, 177]
- 1 [0.91, 5.2]
- 0 [0.33, 2.9]
10 მგ ორჯერ დღეში
251 [111, 572]
120 [41, 335]
- 2 [1.8, 10.8]
- 9 [0.64 - 5.8]
- დოზა კორექტირებული პოპულაცია 3-დან 2 დოზის შემცირების კრიტერიუმზე ARISTOTLE კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ აპიბანით მკურნალობა არ საჭიროებს ექსპოზიციის რუტინულ მონიტორინგს, კალიბრირებული რაოდენობრივი ანტი-ფაქტორ Xa ანალიზი შეიძლება იყოს გამოსადეგი გამონაკლის სიტუაციებში, როდესაც აპიბანის ექსპოზიციის ცოდნა შეიძლება დაეხმაროს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას, მაგ., დოზის გადაჭარბება და გადაუდებელი ოპერაცია.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
VTE-ის პრევენცია (VTEp): ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების არჩევითი ოპერაცია
აპიბანის კლინიკური პროგრამა შემუშავებული იყო აპიბანის ეფექტურობისა და უსაფრთხოების დემონსტრირების მიზნით VTE-ის პრევენციისთვის ზრდასრული პაციენტების ფართო სპექტრში, რომლებიც გადიან ბარძაყის ან მუხლის არჩევით ჩანაცვლებას. სულ 8,464 პაციენტი იყო რანდომიზირებული ორ ძირითად, ორმაგ ბრმა, მრავალეროვნულ კვლევაში, რომლებიც ადარებდნენ აპიბანი 2.5 მგ-ს პერორალურად ორჯერ დღეში (4,236 პაციენტი) ან ენოქსაპარინს 40 მგ დღეში ერთხელ (4,228 პაციენტი). ამ ჯამში შედიოდა 1262 პაციენტი (618 აპიბანის ჯგუფში) 75 წელზე უფროსი ასაკის, 1004 პაციენტი (499 აპიბანის ჯგუფში) სხეულის დაბალი წონით (≤ 60 კგ), 1495 პაციენტი (743 აპიბანის ჯგუფში) BMI. ≥ 33 კგ/მ 2 და 415 პაციენტი (203 აპიბანის ჯგუფში) თირკმელების ზომიერი უკმარისობით.
ADVANCE-3 კვლევა მოიცავდა 5,407 პაციენტს, რომლებიც იტარებდნენ ბარძაყის არჩევით ჩანაცვლებას, ხოლო ADVANCE-2 კვლევა მოიცავდა 3,057 პაციენტს, რომლებიც იტარებდნენ მუხლის არჩევით ჩანაცვლებას. სუბიექტები იღებდნენ ან აპიქსაბანს 2.5 მგ პერორალურადორჯერ დღეში (po bid) ან ენოქსაპარინს 40 მგ შეყვანილი კანქვეშ დღეში ერთხელ(sc od). აპიბანის პირველი დოზა მიცემული იყო ოპერაციიდან 12-დან 24 საათამდე, მაშინ როცა ენოქსაპარინი იწყებოდა ოპერაციამდე 9-15 საათით ადრე. ორივე აპიბანი და ენოქსაპარინი მიცემული იყო 32-38 დღის განმავლობაში ADVANCE-3 კვლევაში და 10-14 დღის განმავლობაში ADVANCE-2 კვლევაში.
ADVANCE-3 და ADVANCE-2 შესწავლილ პოპულაციაში პაციენტის ანამნეზის საფუძველზე (8,464 პაციენტი), 46%-ს ჰქონდა ჰიპერტენზია, 10%-ს ჰქონდა ჰიპერლიპიდემია, 9%-ს ჰქონდა დიაბეტი და 8%-ს ჰქონდა კორონარული არტერიის დაავადება.
აპიბანმა აჩვენა სტატისტიკურად მაღალი შემცირება პირველად საბოლოო შედეგში, ყველა VTE/ყველა მიზეზით გრადაცვალების კომპოზიტში, და ძირითად VTE საბოლოო შედეგში, პროქსიმალური DVT, არა ლეტალური PE და VTE-თან დაკავშირებული გარდაცვალების კომპოზიტში, ენოქსაპარინთან შედარებით როგორც ბარძაყის ასევე მუხლის ჩანაცვლების არჩევითი ოპერაციისას (იხ. ცხრილი 4).
ცხრილი 4: ეფექტურობის შედეგები ძირითადი III ფაზის კვლევებიდან.
კვლევა
ADVANCE-3 (ბარძაყი)
ADVANCE-2 (მუხლი)
საკვლევი მკურნალობა დოზა მკურნალობის ხანგრძლივობა
აპიქსაბანი 2.5 მგ po bid 35 ± 3 დღე
ენოქსაპარ ინი 40 მგ sc od 35 ± 3 დღე
p- სიდიდე
აპიქსაბანი 2.5 მგ po bid 12 ± 2 დღე
ენოქსაპა რინი 40 მგ sc od 12 ± 2 დღე
p- სიდი დე
სულ VTE/ყველა მიზეზით სიკვდილი
მოვლენების/ სუბიექტების რაოდენობა პროცენტული მაჩვენებელი
რაოდენობა პროცენტული მაჩვენებელი 27/1,949 1.39%
74/1,917 3.86%
<0.0001
147/976 15.06%
243/997 24.37%
<0.0001
შედარებითი რისკი 95% CI
- 36
(0.22, 0.54)
- 62
(0.51, 0.74)
დიდი VTE
მოვლენების/ სუბიექტების რაოდენობა პროცენტული მაჩვენებელი
10/2,199 0.45%
25/2,195 1.14%
- 0107
13/1,195 1.09%
26/1,199 2.17%
- 0373
შედარებითი რისკი 95% CI
- 40 (0.15, 0.80)
- 5 (0.26, 0.97)
ძირითადი სისხლდენის უსაფრთხოების საბოლოო შედეგები, ძირითადი და კლინიკურად მნიშვნელოვანი არა-მსხვილი (CRNM) სისხლდენის კომპოზიტი და ყველა სისხლდენა აჩვენებდნენ მსგავს სიხშირეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აპიბანი 2.5 მგ-ით ენოქსაპარინი 40 მგ-თან შედარებით (იხ. ცხრილი 5). სისხლდენის ყველა კრიტერიუმი მოიცავდა სისხლდენას ოპერაციის ადგილას.
ცხრილი 5: სისხლდენის შედეგები პივოტური ფაზის III კვლევებიდან*
ADVANCE-3
ADVANCE-2
აპიქსაბანი 2.5 მგ po bid 35 ± 3 დღე
ენოქსაპარინი 40 მგ sc od 35 ± 3 დღე
აპიქსაბანი 2.5 მგ po bid 12 ± 2 დღე
ენოქსაპარინი 40 მგ sc od 12 ± 2 დღე
ყველა ნამკურნალევი
n = 2,673
n = 2,659
n = 1,501
n = 1,508
მკურნალობის პერიოდი1
დიდი
22 (0.8%)
18 (0.7%)
9 (0.6%)
14 (0.9%)
ფატალური
0
0
0
0
დიდი + CRNM
129 (4.8%)
134 (5.0%)
53 (3.5%)
72 (4.8%)
ყველა
313 (11.7%)
334 (12.6%)
104 (6.9%)
126 (8.4%)
ოპერაციის შემდგომი მკურნალობის პერიოდი 2
დიდი
9 (0.3%)
11 (0.4%)
4 (0.3%)
9 (0.6%)
ფატალური
0
0
0
0
დიდი + CRNM
96 (3.6%)
115 (4.3%)
41 (2.7%)
56 (3.7%)
ყველა
261 (9.8%)
293 (11.0%)
89 (5.9%)
103 (6.8%)
- სისხლდენის ყველა კრიტერიუმი მოიცავდა სისხლდენას ოპერაციის ადგილიდან
1 მოიცავს მოვლენებს, რომლებიც წარმოიქმნება ენოქსაპარინის პირველი დოზის შემდეგ(ოპერაციამდე).
2 მოიცავს მოვლენებს, რომლებიც წარმოიქმნება აპიბანის პირველი დოზის შემდეგ(ოპერაციის შემდგომ).
სისხლდენის, ანემიის და ტრანსამინაზების ანომალიების (მაგ., ALT დონე) გვერდითი რეაქციების საერთო სიხშირე რიცხობრივად დაბალი იყო პაციენტებში, რომლებიციღებდნენ აპიქსაბანს, ვიდრე ენოქსაპარინთან შედარებით II და III ფაზის კვლევებში ბარძაყისა და მუხლის ჩანაცვლების არჩევით ქირურგიაში. მუხლის ჩანაცვლებითი ქირურგიის კვლევაში მკურნალობის დაგეგმილი პერიოდისგანმავლობაში, აპიბანის ჯგუფში PE-ს 4 შემთხვევა დაფიქსირდა ენოქსაპარინის ჯგუფში არცერთი შემთხვევის გარეშე. არავითარი ახსნა არ შეიძლება მიეცეს PE-ის ამ მაღალ რაოდენობას.
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია (NVAF)
სულ 23,799 პაციენტი იყო რანდომიზირებული კლინიკურ პროგრამაში (ARISTOTLE: აპიბანი ვარფარინის წინააღმდეგ, AVERROES: აპიბანი ASA-ს წინააღმდეგ) მათ შორის 11,927 რანდომიზირებული აპიქსაბანზე. პროგრამა შემუშავებული იყო აპიბანის ეფექტურობისა და უსაფრთხოების დემონსტრირებისთვის ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციის (NVAF) და ერთი ან მეტი დამატებითი რისკის ფაქტორით, როგორიცაა:
ანამნეზში ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა (TIA);
ასაკი ≥75 წელი;
ჰიპერტენზია;
შაქრიანი დიაბეტი;
გულის სიმპტომური უკმარისობა (NYHA კლასი ≥ II)
ARISTOTLE კვლევა
ARISTOTLE კვლევაში სულ 18201 პაციენტი იყო რანდომიზირებული ორმაგად ბრმა მკურნალობაზე აპიბანით 5 მგ ორჯერ დღეში (ან 2.5 მგ ორჯერ დღეში შერჩეულ პაციენტებში [4.7%], იხილეთ პუნქტი 4.2) ან ვარფარინი (სამიზნე INR დიაპაზონი 2.0-3.0). პაციენტები ექვემდებარებოდნენ საკვლევ პრეპარატს საშუალოდ 20 თვის განმავლობაში. საშუალო ასაკი იყო 69.1 წელი, CHADS2-ის საშუალო ქულა იყო 2.1 და პაციენტების 18.9%-ს ადრე ჰქონდა ინსულტი ან TIA.
კვლევაში, აპიბანმა მიაღწია სტატისტიკურად მნიშვნელოვან უპირატესობას ინსულტის (ჰემორაგიული ან იშემიური) და სისტემური ემბოლიის პრევენციის პირველად საბოლოო შედეგში (იხ. ცხრილი 6) ვარფარინთან შედარებით.
ცხრილი 6: ეფექტურობის შედეგები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ARISTOTLE კვლევაში
აპიქსაბანი N=9,120 n (%/წელი)
ვარფარინი N=9,081 n (%/წელი)
საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)
p-სიდიდე
ინსულტი ან სისტემური ემბოლია
212 (1.27)
265 (1.60)
- 79 (0.66-0.95)
- 0114
ინსულტი
იშემიური ან დაუზუსტებელი
162 (0.97)
175 (1.05)
- 92 (0.74-1.13)
ჰემორაგიული
40 (0.24)
78 (0.47)
- 51 (0.35-0.75)
სისტემური ემბოლია
15 (0.09)
17 (0.10)
- 87 (0.44-1.75)
ვარფარინზე რანდომიზირებული პაციენტებისთვის, დროის საშუალო პროცენტი თერაპიულ დიაპაზონში (TTR) (INR 2-3) იყო 66%.
აპიბანმა აჩვენა ინსულტის და სისტემური ემბოლიის შემცირება ვარფარინთან შედარებით ცენტრალური TTR-ის სხვადასხვა დონეზე; ცენტრის მიხედვით TTR-ისუმაღლეს მეოთხედში, აპიბანის და ვარფარინის საშიშროების თანაფარდობა იყო 0.73 (95% CI, 0.38, 1.40).
ძირითადი სისხლდენის და ყველა მიზეზის გამო გარდაცვალების ძირითადი მეორადი საბოლოო შედეგი გამოკვლეული იყო წინასწარ განსაზღვრულ იერარქიული ტესტირების სტრატეგიაში, რათა გაკონტროლდეს საერთო ტიპის 1 შეცდომის ტესტირება. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა ასევე მიღწეული იქნა როგორც ძირითადი სისხლდენის, ასევე ყველა მიზეზით გარდაცვალების ძირითად მეორად საბოლოო შედეგში (იხ. ცხრილი 7). INR-ის მონიტორინგის გაუმჯობესებით, აპიბანის სარგებელი ვარფარინთან შედარებით მცირდება ყველა მიზეზის გამო გადრაცვალებასთან დაკავშირებით.
ცხრილი 7: მეორადი საბოლოო წერტილები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ARISTOTLE კვლევაში.
აპიქსაბანი N=9,088
n (%/წელი)
ვარფარინი N=9,052
n (%/წელი)
საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)
p-სიდიდე
სისხლდენის შედეგები
დიდი*
327 (2.13)
462 (3.09)
- 69 (0.60-0.80)
<0.0001
ფატალური
10 (0.06)
37 (0.24)
ინტრაკრანიალური
52 (0.33)
122 (0.80)
დიდი + CRNM
613 (4.07)
877 (6.01)
- 68 (0.61-0.75)
< 0.0001
ყველა
2356 (18.1)
3060 (25.8)
- 71 (0.68-0.75)
< 0.0001
სხვა საბოლოო შედეგები
ყველა მიზეზით გარდაცვალება
603 (3.52)
669 (3.94)
- 89 (0.80-1.00)
- 0465
მიოკარდიული ინფარქტი
90 (0.53)
102 (0.61)
- 88 (0.66- 1.17)
- ძირითადი სისხლდენა განსაზღვრულია ISTH კრიტერიუმის მიხედვით.
† კლინიკურად შესაბამისი არა-ძირითადი.
გვერდითი რეაქციების გამო შეწყვეტის საერთო მაჩვენებელი იყო 1.8% აპიქსაბანისთვის და 2.6% ვარფარინისთვის ARISTOTLE კვლევაში.
ეფექტურობის შედეგები წინასწარ განსაზღვრული ქვეჯგუფებისთვის, მათ შორის CHADS2 ქულა, ასაკი, სხეულის წონა, სქესი, თირკმელების ფუნქციის სტატუსი, გადატანილი ინსულტი ან TIA და დიაბეტი, შეესაბამებოდა პირველადი ეფექტურობის შედეგებს კვლევაში შესწავლილი საერთო პოპულაციისთვის.
ISTH კუჭ-ნაწლავის ძირითადი სისხლდენების სიხშირე (მათ შორის ზედა GI, ქვედა GI და რექტალური სისხლდენა) იყო 0.76%/წელიწადში აპიბანით და 0.86%/ წელიწადში ვარფარინთან ერთად.
ძირითადი სისხლდენის შედეგები წინასწარ განსაზღვრული ქვეჯგუფებისთვის, მათ შორის CHADS2 ქულა, ასაკი, სხეულის წონა, სქესი, თირკმელების ფუნქციის სტატუსი, გადაყანილი ინსულტი ან TIA და დიაბეტი შეესაბამებოდა კვლევებში შესწავლილი საერთო პოპულაციის შედეგებს.
AVERROES კვლევა
AVERROES კვლევაში სულ 5,598 პაციენტი, რომლებიც მკვლევარებმა მიიჩნიეს VKA-სთვის შეუფერებლად, რანდომიზებული იყო აპიბანით 5 მგ-ით დღეში ორჯერ (ან 2.5 მგ ორჯერ დღეში შერჩეულ პაციენტებში [6.4%), იხილეთ პუნქტი 4.2) ან ასას. ASA მიცემული იყო დღეში ერთხელ დოზით 81 მგ (64%), 162 (26.9%), 243 (2.1%), ან 324 მგ (6.6%) მკვლევარის შეხედულებისამებრ. პაციენტები ექვემდებარებოდნენ საკვლევ პრეპარატს საშუალოდ 14 თვის განმავლობაში. საშუალო ასაკი იყო 69.9 წელი, CHADS2-ის საშუალო ქულა იყო 2.0 და პაციენტების 13.6%-ს ადრე ჰქონდა ინსულტი ან TIA.
VKA თერაპიისთვის უვარგისობის საერთო მიზეზები AVERROES კვლევაში მოიცავდა INR-ების მოთხოვნილ ინტერვალებში ვერ/ნაკლებად მიღებას (42.6%), პაციენტმა უარი თქვა VKA მკურნალობაზე (37.4%), CHADS2 ქულა = 1 და ექიმმა არ გასცა VKA (21.3%)-ის რეკომენდაცია. პაციენტს არ შეეძლო VKA-ს სამკურნალო პროდუქტის ინსტრუქციაზე (15.0%) დაყრდნობა და პაციენტთან დაკავშირების სირთულე/მოსალოდნელი სირთულე დოზის გადაუდებელი ცვლილების შემთხვევაში (11.7%).
AVERROES შეჩერდა ადრეულ ეტაპზე მონაცემთა მონიტორინგის დამოუკიდებელი კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ინსულტის და სისტემური ემბოლიის შემცირების აშკარა მტკიცებულების გამო, უსაფრთხოების მისაღები პროფილით.
გვერდითი რეაქციების გამო მიღების შეწყვეტის საერთო მაჩვენებელი იყო 1.5% აპიბანისთვის და 1.3% ASA-სთვის AVERROES კვლევაში.
კვლევაში, აპიბანმა მიაღწია სტატისტიკურად მნიშვნელოვან უპირატესობას ინსულტის (ჰემორაგიული, იშემიური ან დაუზუსტებელი) ან სისტემური ემბოლიის (იხ. ცხრილი 8) პრევენციის პირველად საბოლოო შედეგებში ASA-სთან შედარებით.
ცხრილი 8: ძირითადი ეფექტურობის შედეგები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში AVERROES კვლევაში.
აპიქსაბანი N=2,807
n (%/წელი)
ვარფარინი N=2, 791
n (%/წელი)
საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)
p-სიდიდე
ინსულტი ან სისტემური ემბოლია *
51 (1.62)
113 (3.63)
- 45 (0.32-0.62)
<0.0001
ინსულტი
იშემიური ან დაუზუსტებელი
43 (1.37)
97 (3.11)
- 44 (0.31, 0.63)
ჰემორაგიული
6 (0.19)
9 (0.28)
- 67 (0.24, 1.88)
სისტემური ემბოლია
2 (0.06)
13 (0.41)
- 15 (0.03, 0.68)
ინსულტი, სისტემური ემბოლია, MI, ან სისხლძარღვთა სიკვდილი*†
132 (4.21)
197 (6.35)
- 66 (0.53, 0.83)
- 003
მიოკარდიული ინფარქტი
24 (0.76)
28 (0.89)
- 86 (0.50, 1.48)
სისხლძარღვთა სიკვდილი
84 (2.65)
96 (3.03)
- 87 (0.65, 1.17)
ყველა მიზეზით სიკვდილი†
111 (3.51)
140 (4.42)
- 79 (0.62, 1.02)
- 068
- შეფასებულია თანმიმდევრული ტესტირების სტრატეგიით, რომელიც შექმნილია საცდელში I ტიპის საერთო შეცდომის გასაკონტროლებლად.
† მეორადი საბოლოო შედეგი.
აპიბანსა და ASA-ს შორის ძირითადი სისხლდენის სიხშირეში (იხ. ცხრილი 9) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა.
ცხრილი 9: სისხლდენის მოვლენები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში AVERROES კვლევაში.
აპიქსაბანი N=2,798
n (%/წელი)
ASA N=2,780
n (%/წელი)
საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)
p-სიდიდე
დიდი*
45 (1.41)
29 (0.92)
- 54 (0.96-2.45)
- 0716
ფატალური, n
5 (0.16)
5 (0.16)
ინტრაკრანიალური, n
11 (0.34)
11 (0.35)
დიდი + CRNM†
140 (4.46)
101 (3.24)
- 38 (1.07-1.78)
- 0144
ყველა
325 (10.85)
250 (8.32)
- 30 (1.10-1.53)
- 0017
- დიდი სისხლდენა განსაზღვრულია თრომბოზის და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების კრიტერიუმების მიხედვით (ISTH).
† კლინიკურად შესაბამისი არა ძირითადი.
NVAF პაციენტები ACS-ით და/ან რომლებიც იტარებენ PCI
AUGUSTUS, ღია ეტიკეტირების, რანდომიზებული, კონტროლირებადი, 2-დან 2 ფაქტორული დიზაინის კვლევამ, რომელშიც ჩართული იყო 4614 პაციენტი NVAF-ით, რომლებსაც ჰქონდათ ACS (43%) და/ან ჩაუტარდათ PCI (56%). ყველა პაციენტმა მიიღო ფონური თერაპია P2Y12 ინჰიბიტორით (კლოპიდოგრელი: 90.3%), დადგენილი მოვლის ადგილობრივი სტანდარტის მიხედვით.
პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ ACS-დან და/ან PCI-დან 14 დღემდე აპიბანზე 5მგ ორჯერ დღეში (2.5 მგ ორჯერ დღეში, თუ აკმაყოფილებდა დოზის შემცირების ორი ან მეტი კრიტერიუმი; 4.2%-მა მიიღო ქვედა დოზა) ან VKA და ASA (81 მგ დღეში ერთხელ) ან პლაცებო. საშუალო ასაკი იყო 69.9 წელი, რანდომიზებული პაციენტების 94%-ს ჰქონდა CHA2DS2-VASc ქულა > 2, ხოლო 47%-ს ჰქონდა HAS-BLED ქულა > 3. პაციენტებისთვის რანდომიზებული VKA, დროის პროპორცია თერაპიულ დიაპაზონში (TTR) (INR 2-3) იყო 56 %, დროის 32% TTR ქვემოთ და 12% TTR ზემოთ.
AUGUSTUS-ის პირველადი მიზანი იყო უსაფრთხოების შეფასება, ISTH ძირითადი ან CRNM სისხლდენის ძირითადი საბოლოო შედეგით. აპიბანი და VKA შედარებისას, ISTH ძირითადი ან CRNM სისხლდენის პირველადი უსაფრთხოების საბოლოო შედეგი მე-6 თვეში დაფიქსირდა 241 (10.5%) და 332 (14.7%) პაციენტში აპიბანის ჯგუფში და VKA ჯგუფში, შესაბამისად (HR=0.69, 95% CI: 0.58, 0.82; ორმხრივი p<0.0001 არა-ნაკლებობის და p<0.0001 უპირატესობისთვის). VKA-სთვის, TTR-ის მიხედვით ქვეჯგუფების გამოყენებით დამატებითმა ანალიზებმა აჩვენა, რომ სისხლდენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებული იყო TTR-ის ყველაზე დაბალ კვარტილთან. სისხლდენის მაჩვენებელი იყო APIBAN-სა და TTR-ის ყველაზე მაღალ კვარტილს შორის მაჩვენებლის მსგავსი.
ASA-სა და პლაცებოს შედარებისას, ISTH ძირითადი ან CRNM სისხლდენის პირველადი უსაფრთხოების საბოლოო წერტილი მე-6 თვეში დაფიქსირდა შესაბამისად 367 (16.1%) და 204 (9.0%) ASA-ს და პლაცებოს ჯგუფების პაციენტში (HR=1.88, 95% CI: 1.58, 2.23; ორმხრივი p<0.0001).
კონკრეტულად, აპიქსაბანით ნამკურნალებ პაციენტებში, ძირითადი ან CRNM სისხლდენა მოხდა 157 (13.7%) და 84 (7.4%) პაციენტში ASA-ს ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად. VKA-ით ნამკურნალებ პაციენტებში, ძირითადი ან CRNM სისხლდენა მოხდა 208 (18.5%) და 122 (10.8%) პაციენტში ASA-ს ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად. მკურნალობის სხვა ეფექტები შეფასებული იყო, როგორც კვლევის მეორადი მიზანი, კომპოზიტური საბოლოო შედეგით. აპიბანისა და VKA-ს შედარებაში, გარდაცვალების ან ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შედგენილი ზღვარი დაფიქსირდა 541 (23.5%) და 632 (27.4%) პაციენტში, შესაბამისად, აპიბანის და VKA ჯგუფში. სიკვდილის ან იშემიური მოვლენის კომპოზიტური საბოლოო შედეგი (ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენტისთრომბოზი ან გადაუდებელი რევასკულარიზაცია) დაფიქსირდა 170 (7.4%) და 182 (7.9%) პაციენტში აპიბანის და VKA ჯგუფში, შესაბამისად.
ASA-ს და პლაცებოს შედარებაში, გარდაცვალების ან ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შედგენილი საბოლოო შედეგი დაფიქსირდა 604 (26.2%) და 569 (24.7%) პაციენტში ASA-ში და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად. სიკვდილის ან იშემიური მოვლენის კომპოზიტური საბოლოო შედეგი (ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენტის თრომბოზი ან გადაუდებელი რევასკულარიზაცია) დაფიქსირდა 163 (7.1%) და 189 (8.2%) პაციენტში ASA-ში და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად.
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია
EMANATE-მა, ღია ეტიკეტირების, მრავალცენტრიანმა კვლევამ, რომელშიც ჩართული იყო 1500 პაციენტი, რომლებსაც ან არ ჰქონდათ ორალური ანტიკოაგულანტები, ან წინასწარ მკურნალობდნენ 48 საათზე ნაკლებ დროში და დაგეგმილი ჰქონდათ კარდიოვერსია NVAF-ისთვის. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 1:1 აპიბანზე ან ჰეპარინზე და/ან VKA-ზე გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტიკისთვის. ელექტრო და/ან ფარმაკოლოგიური კარდიოვერსია ჩატარდა მინიმუმ 5 დოზის 5 მგ ორჯერ დღეში აპიბანის (ან 2.5 მგ ორჯერ დღეში შერჩეულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.2)) ან მინიმუმ 2 საათის შემდეგ 10 მგ დატვირთვის დოზის შემდეგ (ან 5 მგ). დატვირთვის დოზა შერჩეულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.2)), თუ ადრე საჭირო იყო კარდიოვერსია. აპიბანის ჯგუფში 342 პაციენტმა მიიღო დატვირთვის დოზა (331 პაციენტმა მიიღო 10 მგ დოზა და 11 პაციენტმა მიიღო 5 მგ დოზა).
არ დაფიქსირებულა ინსულტი (0%) აპიბანის ჯგუფში (n=753) და 6 (0.80%) ინსულტი ჰეპარინის და/ანVKA ჯგუფში (n=747; RR 0.00, 95% CI 0.00, 0.64). ყველა მიზეზით გარდაცვალება დაფიქსირდა 2 პაციენტში (0.27%) აპიქსაბანის ჯგუფში და 1 პაციენტში (0.13%) ჰეპარინის და/ან VKA ჯგუფში. არ იყო მოხსენებული სისტემური ემბოლიის შემთხვევები.
ძირითადი სისხლდენა და CRNM სისხლდენის მოვლენები დაფიქსირდა 3 (0.41%) და 11(1.50%) პაციენტში, შესაბამისად, აპიბანის ჯგუფში, ჰეპარინის და/ან VKA ჯგუფში 6 (0.83%) და 13 (1.80%) პაციენტთან შედარებით.
ამ საძიებო კვლევამ აჩვენა შედარებითი ეფექტურობა და უსაფრთხოება აპიბანისა დაჰეპარინის და/ან VKA სამკურნალო ჯგუფებს შორის კარდიოვერსიის …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
აპიბანი 2,5 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 2,5 მგ აპიქსაბანი
აპიბანი 5 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ აპიქსაბანი
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქცის რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია შესაძლებელია კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმისდამიუხედავად თუ თქვენი დაავადების სიმპტომები მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში იხილეთ პარაგრაფი 4.
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია
- რა არის აპიბანი და რისთვის გამოიყენება ის. 2. რა უნდა იცოდეთ აპიბანის მიღებამდე. 3. როგორ მიიღება აპიბანი. 4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი. 5. როგორ შევინახოთ აპიბანი.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის აპიბანი და რისთვის გამოიყენება ის.
აპიბანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება აპიქსაბანს და განეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფის პრეპარატებს. აღნიშნული პრეპარატი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას Xa ფაქტორის მოქმედების ბლოკირებით, რომელიც წარმოადგენს სისხლის შედედების მნიშვნელოვან კომპონენტს.
აპიბანი გამოიყენება მოზრდილებში:
- თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზის [DVT]) წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ. მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსარზე ოპერაციის შემდეგ არსებობს ფეხების ვენებში თრომბების წარმოქმნის უფრო მაღალი რისკი. ეს შეიძლება იწვევდეს ფეხების შეშუპებას ტკივილის თანხლებით ან მის გარეშე. თუ სისხლის კოლტი ფეხების სისხლძარღვებიდან ფილტვებში მოხვდება, მას შეუძლია დაბლოკოს სისხლდენა, რაც გამოიწვევს ქოშინს გულ-მკერდის არეში ტკივილით ან მის გარეშე. ეს მდგომარეობა (ფილტვის ემბოლია) შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
- გულში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად არარეგულარული გულისცემის (წინაგულების ფიბრილაციის) და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში. სისხლის კოლტები შეიძლება მოწყდეს და მოხვდეს თავის ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი, ან სხვა ორგანოში და შეაფერხოს ნორმალური სისხლის დინება ამ ორგანოსკენ (ამ მდგომარეობას ასევე ეწოდება სისტემური ემბოლია). ინსულტი შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
- ფეხების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზის) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) თრომბების სამკურნალოდ, ასევე ფეხების ან/და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
- რა უნდა იცოდეთ აპიბანის მიღებამდე
არ მიიღოთ აპიბანი თუ:
- გაქვთ ალერგია აპიქსაბანის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ (აღნიშნული კომპონენტების ჩამონათვალი წარმოდგენილია მე-6 პუნქტში);
- გაქვთ ძლიერი სისხლდენა;
- გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს (მაგალითად, ამჟამად ან ახლო წარსულში კუჭის ან ნაწლავების წყლული, უახლოეს წარსულში განვოთარებული სისხლდენა თავის ტვინში);
- გაქვთ ღვიძლის დაავადება, რაც იწვევს სისხლდენის რისკის ზრდას (ღვიძლის კოაგულოპათია);
- ღებულობთ პრეპარატს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ვარფარინს, რივაროქსივანს, დაბიგატრანს ან ჰეპარინს), გარდა ანტიკოაგულანტული მკურნალობას შეცვლის შემთხვევებისა როდესაც გაქვთ ვენური ან არტერიული სისტემა და ამ სისტემის საშუალებით შეიყვანება ჰეპარინი, მისი ღიად შენარჩუნების მიზნით ან თუ სისხლძარღვში ჩადგმული გაქვთ მილი (კათეტერული აბლაცია) არარეგულარული გულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
აღნიშნული პრეპარატის მიღებადე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას თუ აღგენიშნებათ ქვემოთ აღწერილი სიმპტომიდან რომელიმე:
სისხლდენის გაზრდილი რისკი, მაგალითად,
სისხლდენის დარღვევები, რომელიც გულისხმობს მდგომარეობას, როცა მცირდება თრომბოციტების აქტივობა;
ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მედიკამენტოზური მკურნალობით.
თუ თქვენ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის;
თუ თქვენი წონა არის 60კგ ან უფრო ნაკლები;
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება ან იმყოფებით დიალიზზე;
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა ან ღვიძლის პრობლემების ანამნეზი.
- ეს პრეპარატი გამოიყენება სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების დროს.
თუ დაგჭირდათ მილის (კათეტერი) ჩადგმა ან ინექცია ხერხემალში (ანესთეზიის ან ტკივილის შემცირების მიზნით), თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას, რომ მიიღოთ ეს პრეპარატი კათეტერის ამოღებიდან 5 საათის შემდეგ ან უფრო გვიან;
თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი;
თუ მკურნალი ექიმი თვლის, რომ გაქვთ არასტაბილური არტერიული წნევა, ან იგეგმება სხვა მკურნალობა ან ქირურგიული პროცედურა თქვენი ფილტვებიდან თრომბის მოსაცილებლად.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აპიბანის გამოყენებისას
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ დაავადება, ე.წ. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს თრომბის რისკის ზრდას, აცნობეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.
თუ გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა ან რაიმე პროცედურა რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, თქვენი ექიმის მოგცემთ რეკომენდაციას ამ პრეპარატის ხანმოკლე დროით შეწყვეტის შესახებ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გამოიწვევს თუ არა ეს პროცედურა სისხლდენას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და აპიბანი:
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია გააძლიეროს ან შეასუსტოს აპიბანის ეფექტი. თქვენი ექიმი მიიღება გადაწყვეტილებას უნდა იმკურნალოთ თუ არა აპიბანით სანამ ღებულობთ ამ პრეპარატებს და რამდენად მჭიდრო მეთვალყურეობაა საჭირო.
შემდეგ პრეპარატებს შეუძლია გააძლიეროს აპიბანის მოქმედება და გაზარდოს არასასურველი სისხლდენის რისკი:
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, კეტოკონაზოლი და ა.შ.);
- აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (მაგალითად, რიტონავირი);
- სისხლის შედედების დასაქვეითებელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ენოქსაპარინი და სხვ.);
- ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავა ან ნაპროქსენი). სისხლდენის რისკი შეიძლება იყოს განსაკუთრებით მაღალი, თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის და იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას;
- მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, დილთიაზემი).
- ანტიდეპრესანტები, ე.წ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.
ქვემოთ მითითებულ პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ აპიბანის სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის უნარი:
- ეპილეფსიის ან კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ფენიტოინი და ა.შ.);
- წმ. იოანეს ვორტი (კრაზანა) მცენარეული დანამატი რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ); - ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი);
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
აპიბანის გავლენა ორსულობაზე და ნაყოფზე ცნობილი არ არის. არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის მიღება, თუ ხართ ორსულად. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაორსულდით ამ პრეპარატით მკურნალობისას.
უცნობია გამოყოფა თუ არა აპიბანი დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში აღნიშნული პრეპარატის მიღების დაწყებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ისინი გირჩევენ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეწყვიტოთ/არ დაიწყოთ ამ პრეპარატის მიღება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არის ნაჩვენები რომ აპიბანმა შეიძლება დაარღვიოს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი.
აპიბანი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა) და ნატრიუმს.
თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს".
- როგორ მიიღება აპიბანი
მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის თანახმად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
დოზა მიიღეთ ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. აპიბანი შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საუკეთესო სამკურნალო ეფექტის მისაღებად.
თუ გაგიჭირდათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს აპიბანის სხვა სახით მიღების შესახებ. ტაბლეტი შეიძლება დაიფშვნას და მიღების წინ შეერიოს წყალს ან გლუკოზის 5%-იან წყლხსნარს, ან ვაშლის წვენს ან ვაშლის ხილფაფას.
პრეპარატის დაფშვნის ინსტრუქცია:
დაფშვენით ტაბლეტი ქვასანაყში;
ფრთხილად გადაიტანეთ მიღებული ფხვნილი შესაბამის კონტეინერში, შემდეგ შეურიეთ ის მცირე რაოდენობის, მაგ. 30 მლ (2 სუფრის კოვზი) წყალს ან ზემოთ აღნიშნულ სხვა სითხეს ნარევის მოსამზადებლად;
მიიღეთ ეს ნარევი;
გამოავლეთ მცირე რაოდენობის წყალი პრეპარატის დასაფხვნელად გამოყენებულ სანაყს და გამოავლეთ წყალი ან რომელიმე სხვა სითხე (მაგ. 30 მლ) იმ ჭურჭელს რომელშიც ის შეურიეთ და მიიღეთ.
საჭიროების შემთხვევაში, ექიმი თვითონ შემოგთავაზებთ 60 მლ წყალში ან გლუკოზის 5%-იან წყალხსნარში გახსნილი აპიბანის დაფშვნილი ტაბლეტის მიღებას ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით.
მიიღეთ აპიბანი რეკომენდაციის შესაბამისად შემდეგი მდგომარეობების დროს:
სისხლის კოლტების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ.
რეკომენდებული დოზა – აპიბანი 2.5 მგ-ის ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს.
პირველი ტაბლეტი მიიღება ოპერაციიდან 12-24 საათის განმავლობაში.
თუ ჩაგიტარდათ მნიშვნელოვანი ოპერაცია მენჯ-ბარძაყის სახსარზე, ჩვეულებრივ, ტაბლეტები უნდა მიიღოთ 32-38 დღის განმავლობაში.
თუ ჩაგიტარდათ მნიშვნელოვანი ოპერაცია მუხლის სახსარზე, ჩვეულებრივ, ტაბლეტები უნდა მიიღოთ 10-14 დღის განმავლობაში.
გულში თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის არარეგულარული გულისცემის და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში
რეკომენდებული დოზა შეადგენს აპიბანი 5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში.
რეკომენდებული დოზა შეადგენს აპიბანი 2.5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში, თუ:
- თქვენი თირკმელების ფუნქცია ძალიან დაქვეითებულია;
- გეხებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ორი ან მეტი:
სისხლის ანალიზის შედეგებით ნაჩვენებია თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია (შრატში კრეატინინის მნიშვნელობა – 1.5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან მეტი);
ასაკი 80 წელი ან მეტი;
წონა 60 კგ ან ნაკლები.
რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ორჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს. გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს თქვენი ექიმი.
ფეხების ვენებში თრომბების და ფილტვებში სისხლძარღვების თრომბების სამკურნალოდ
რეკომენდებული დოზა შეადგენს აპიბანი 5 მგ-ის ორ ტაბლეტს ორჯერ დღეში პირველი 7 დღის განმავლობაში, მაგალითად ორი ტაბლეტი დილით და ორი ტაბლეტი საღამოს.
7 დღის შემდეგ რეკომენდებული დოზა შეადგენს აპიბანი 5 მგ-ის ერთ ტაბლეტს ორჯერ დღეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.
თრომბების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკისთვის მკურნალობის 6-თვიანი კურსის დასრულების შემდეგ
რეკომენდებული დოზა შეადგენს აპიბანი 2.5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.
გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს თქვენი ექიმი.
თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს ანტიკოაგულანტებით მკურნალობა შემდეგი სახით:
- აპიბანიდან ანტიკოაგულანტზე გადასვლა
შეწყვიტეთ აპიბანის მიღება. დაიწყეთ ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ჰეპარინით) მკურნალობა ტაბლეტის შემდეგი დაგეგმილი მიღების დროს.
- ანტიკოაგულანტიდან აპიბანზე გადასვლა.
შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტის მიღება. დაიწყეთ აპიბანით მკურნალობა ანტიკოაგულანტის შემდეგი დოზის მიღების გრაფიკით, შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეთ მიღება.
- K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი ანტიკოაგულანტიდან (მაგალითად ვარფარინი) აპიბანზე გადასვლა.
შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის მიღება. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს და მოგცემთ რეკომენდაციას, თუ როდის უნდა დაიწყოთ აპიბანის მიღება.
- აპიბანით მკურნალობიდან K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ ანტიკოგულანტზე (მაგალითად ვარფარინი) გადასვლა.
თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ პრეპარატს, გააგრძელეთ აპიბანის მიღება K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში. თქვენი ექიმი გაგიკეთებთ სისხლის ანალიზს და გაცნობებთ აპიბანის მიღების შეწყვეტის დროს.
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია
თუ თქვენი არარეგულარული გულისცემის აღდგენა საჭიროა კარდიოვერსიის პროცედურის საშუალებით, ტვინის სისხლძარღვებში, ასევე ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ აპიბანი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
თუ მიიღეთ აპიბანის საჭიროზე მეტი დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მიიღეთ აპიბანის დანიშნულზე მეტი დოზა. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ცარიელია.
თუ მიიღეთ აპიბანის რეკომენდებულზე მეტი დოზა, შეიძლება იმყოფებოდეთ სისხლდენის მომატებული რისკის ჯგუფში. სისხლდენის განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს ოპერაცია, სისხლის გადასხმა ან ანტი Xა-ფაქტორის აქტივობის გამანეიტრალებელი სხვა პრეპარატის მიღება.
თუ დაგავიწყდათ აპიბანის მიღება
- მიიღეთ დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, და:
- მიიღეთ აპიბანის შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს;
- შემდეგ გააგრძელეთ მიღება ჩვეულებრივ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ იმოქმედოთ, ან პრეპარატის ერთზე მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
თუ შეწყვიტეთ აპიბანის მიღება
არ შეწყვიტოთ აპიბანის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მკურნალობის ძალიან ადრე დასრულების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდის სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. აპიბანი შეიძლება დაინიშნოს სამი სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ. ცნობილი გვერდითი მოქმედებები და მათი გამოვლენის სიხშირე თითოეული ამ სამედიცინო მდგომარეობის დროს შეიძლება განსხვავდებოდეს და ისინი ჩამოთვლილია ქვემოთ. ამ მდგომარეობებისთვის პრეპარატის ყველაზე ხშირ ზოგად გვერდით მოქმედებას წარმოადგენს სისხლდენა, რომელიც შეიძლება პოტენციურად წარმოადგენდეს საფრთხეს სიცოცხლისთვის და საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ცნობილია შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელიც ვლინდება აპიბანის მიღებისას თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს);
ანემია, რომელიც შეიძლება იწვევდეს დაღლილობას ან ფერმკრთალობას
სისხლდენა, მათ შორის:
სილურჯეები და შეშუპება;
გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება).
არახშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს)
სისხლში თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება (რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს სისხლის შედედებაზე);
სისხლდენა:
ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სილურჯეების და შეშუპების განვითარება, საოპერაციო ჭრილობიდან ან ინექციის ადგილიდან სისხლდენა ან დაჩირქება (გამონადენი ჭრილობიდან);
კუჭიდან, ნაწლავიდან ან გამოკვეთილი/წითელი სისხლი განავალში;
სისხლი შარდში;
ცხვირიდან;
საშოდან;
დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან აჩქარებული გულისცემა;
სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატებული შემცველობა;
ბილირუბინის, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტების მომატებული შემცველობა, რაც შეიძლება იწვევდეს კანის და თვალების გაყვითლებას;
ქავილს;
იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს)
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის, ენის ან/და ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ამ სიმპტომებიდან რომელიმე.
- სისხლდენა:
კუნთებში;
თვალში;
ღრძილებიდან ან სისხლი ნახველში ხველის დროს;
თმის ცვენა.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
სისხლდენა:
ტვინში ან ხერხემალში;
ფილტვებში ან ყელში;
პირის ღრუში;
მუცელში ან მუცლის ღრუს უკანა სივრცეში;
ჰემოროიდული კვანძებიდან.;
ანალიზების შედეგები, რომლებიც მიუთითებს განავალში ან შარდში სისხლის არსებობაზე;
კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის გამონაყარს (ცენტრში მუქი ლაქები, გარშემო უფრო მკრთალი ფერით და უფრო მუქი ნაპირებით) (მულტიფორმული ერითემა);
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან ამობურცული, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ, ან სისხლჩაქცევები;
სისხლდენა თირკმელებიდან ზოგჯერ შარდში სისხლის არსებობით, რაც იწვევს თირკმელების მუშაობის შეფერხებას (ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებული ნეფროპათია);
თუ იღებთ აპიბანს, ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები, გულში თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული გულისცემა და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკფაქტორი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს)
სისხლდენა, მათ შორის:
თვალებში;
კუჭში ან ნაწლავში;
სწორი ნაწლავიდან;
სისხლი შარდში;
ცხვირიდან;
ღრძილებიდან;
სისხლჩაქცევები და შეშუპება;
- ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან სიფერმკრთალე;
- დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან აჩქარებული გულისცემა;
- გულისრევა ;
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
- გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) მატება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს).
- სისხლდენა:
- ტვინში ან ხერხემლის სვეტში;
- პირის ღრუში ან სისხლი ნახველში ხველების დროს;
- მუცელში, ან საშოდან;
- სისხლდენა, რომელიც ვლინდება ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სილურჯეების და შეშუპების განვითარება, საოპერაციო ჭრილობიდან ან ინექციის ადგილიდან სისლხდენა ან დაჩირქება (გამონადენი ჭრილობიდან);
- ჰემოროიდული კვანძებიდან;
- სისხლი განავალის და შარდის ანალიზებში;
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შედედებაზე);
- სისხლის ანალიზებმა შესაძლოა აჩვენოს:
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება;
- ბილირუბინის მატება, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება.
- გამონაყარი კანზე;
- ქავილი;
- თმის ცვენა;
- ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგიდან რომელიმე სიმპტომი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს)
- სისხლდენა:
- ფილტვებში ან ყელში;
- მუცლის ღრუს უკან სივრცეში;
- კუნთში.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა აღენიშნოს 10 000-დან 1-მდე ადამიანს)
კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის გამონაყარს (ცენტრში მუქი ლაქები, გარშემო უფრო მკრთალი ფერით და უფრო მუქი ნაპირებით) (მულტიფორმული ერითემა);
უცნობი (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან ამობურცული, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ, ან სისხლჩაქცევები;
სისხლდენა თირკმელებიდან ზოგჯერ შარდში სისხლის არსებობით, რაც იწვევს თირკმელების მუშაობის შეფერხებას (ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებული ნეფროპათია);
თუ იღებთ აპიბანს, ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები, გულში თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული გულისცემა და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკფაქტორი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს)
- სისხლდენა, მათ შორის:
- ცხვირიდან;
- ღრძილებიდან;
- სისხლი შარდში;
- სილურჯეები და შეშუპება;
- კუჭიდან, ნაწლავიდან ან სწორი ნაწლავიდან;
- პირიდან;
საშოდან;
- ანემია, რომელიც შეიძლება იწვევდეს დაღლილობას ან ფერმკრთალობას;
- სისხლში თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება (შეიძლება გავლენას ახდენდეს მის შედედებაზე)
- გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება);
- კანზე გამონაყარი;
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
- გამაგლუტამილტრანსფერაზას (გგტ) ან ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) მომატებული დონე.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში
- დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტის შეგრძნება ან გახშირებული გულისცემა;
- სისხლდენა:
- თვალებში;
- პირის ღრუში ან სისხლი ნახველში ხველის დროს;
- გამოკვეთილი/წითელი სისხლი განავალში;
- ანალიზების შედეგები, რომლებიც მიუთითებს განავალში ან შარდში სისხლის არსებობაზე;
- სისხლდენა, რომელიც ვლინდება ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სილურჯეების და შეშუპების განვითარება, საოპერაციო ჭრილობიდან ან ინექციის ადგილიდან სისლხდენა ან დაჩირქება (გამონადენი ჭრილობიდან);
- ჰემოროიდული კვანძებიდან;
- კუნთებში;
- ქავილი;
- თმის ცვენა;
- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის, ენის ან/და ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ამ სიმპტომებიდან რომელიმე. - სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:
- ღვიძლის ფუნქციის პათოლოგია;
- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატებული შემცველობა;
- ბილირუბინის, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტების მომატებული შემცველობა, რაც შეიძლება იწვევდეს კანის და თვალების გაყვითლებას.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანში)
სისხლდენა:
- ტვინში ან ხერხემალში;
- ფილტვებში.
უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
- სისხლდენა:
- მუცელში ან რეტროპერიტონეალურ სივრცეში.
- კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის გამონაყარს (ცენტრში მუქი ლაქები, გარშემო უფრო მკრთალი ფერით და უფრო მუქი ნაპირებით) (მულტიფორმული ერითემა).
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან ამობურცული, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ, ან სისხლჩაქცევები.
სისხლდენა თირკმელებიდან ზოგჯერ შარდში სისხლის არსებობით, რაც იწვევს თირკმელების მუშაობის შეფერხებას (ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებული ნეფროპათია);
- აპიბანის შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250 C-ზე.
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვასა და ბლისტერზე წარწერა “EXP”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს რჩევისთვის უსარგებლო პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს აპიბანი
მოქმედი ნივთიერება არის აპიბანი.
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ აპიქსაბანს.
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ აპიქსაბანს.
სხვა ინგრედიენტები არის შემდეგი:
მიკროკრისტალური ცელულოზა PH 101, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი და ლაქტოზას მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
გასის მასალა
აპიბანი 2.5-ისთვის
ოპადრაი II ყვითელი 32K520116
ჰიპრომელოზა (E464)
ლაქტოზას მონოჰიდრატი
ტიტანიუმის დიოქსიდი (E171)
ტრიაცეტინი
რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)
აპიბანი 5-ისთვის
ოპადრაი II ყვითელი 32K540068
ჰიპრომელოზა (E464)
ლაქტოზას მონოჰიდრატი
ტიტანიუმის დიოქსიდი (E171)
ტრიაცეტინი
რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)
ბ) აპიბანის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
აპიბანი 2.5, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ყვითელი, მრგვალი ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით „M” და მეორე მხარეს „2.5“.
შეფუთვის შემცველობა
10 პვქ/პვდქ-ალუ ბლისტერი შეფუთვაში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
აპიბანი 5, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ვარდისფერი, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით „M” და მეორე მხარეს „5“.
შეფუთვის შემცველობა
10 პვქ/პვდქ-ალუ ბლისტერი შეფუთვაში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გ) მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი
მწარმოებელი
“MSN Laboratories Private Limited”
MSN House, Plot # C-24,
სანათნაგარ ინდუსტრიალ ისთეით, სანათნაგარ,
ჰაიდერაბადი - 500 018, ინდოეთი
MSN Laboratories Private Limited”
Formulation Division, Unit- II,
Survey Nos. 1277, 1319 to 1324,
ნანდიგამა (სოფელი & მანდალი),
რანგარედის რაიონი, ტელანგანა 509228, ინდოეთი
დ) ეს გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა
2024 წლის ივნისში
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.