პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ელიქვისი

ELIQUIS

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ელიქუისი მოქმედი ნივთიერების სახით აპიქსაბანს შეიცავს და შედის ანტიკოაგულანტების ჯგუფში, ელიქუისი ცნობილია, როგორც სისხლის გამათხელებელი საშუალება. აღნიშნული წამალი სისხლის შედედებაში მონაწილე მნიშვნელოვანი ფაქტორის ,,Xa ‘’ -ს აქტივობას ბლოკავს და ხელს უშლის სისხლში თრომბის წარმოქმნას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აპიქსაბანი (apixaban)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
ATC კოდი
B01AF02
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0342
რეგისტრირებულია
29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაელიქვისი და სხვა წამალი ერთად

ელიქვისი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ელიქუისი მოქმედი ნივთიერების სახით აპიქსაბანს შეიცავს და შედის ანტიკოაგულანტების ჯგუფში, ელიქუისი ცნობილია, როგორც სისხლის გამათხელებელი საშუალება. აღნიშნული წამალი სისხლის შედედებაში მონაწილე მნიშვნელოვანი ფაქტორის ,,Xa ‘’ -ს აქტივობას ბლოკავს და ხელს უშლის სისხლში თრომბის წარმოქმნას.

აპკით შემოგარსული ტაბლეტები ვარდისფერი ფერის, ოვალური ფორმისაა, ერთ ზედაპირზე წარწერა ,,894’’, მეორე მხარეს კი ,,5’’ ამოტვიფრული. გაყიდვაშია მუყაოს კოლოფით, რომელიც შეიცავს ბლისტერებს და მასში 56 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს.

ელიქუისი ზრდასრულებში ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს გამოიყენება:

გულის არარეგულარული არითმია(ატრიალური ფიბრილაცია) და სულ ცოტა ერთი დამატებითი რისკ ფაქტორის (გადატანილი ინსულტი და ან თავის ტვინის სისხლძარღვების ტრანზიტორული დახშობის შედეგად შექცევადი დამბლა(ტრანზიტორული იშემიური შეტევა), ≥75 და მეტი ასაკი, მაღალი წნევა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობის მსგავსი დარღვევები), აღნიშნული დაავადებების დროს გულში თრომბის განვითარების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება. თრომბი თუ თავის ტვინის სისხლძარღვს დაახშობს, შეიძლება ინსულტის განვითარების მიზეზი გახდეს, სხეულის სხვა ორგანოში სისხლძარღვში მოხვედრის შემთხვევაში კი ორგანოს სისხლის მიმოქცევას დაარღვევს (ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლიზმი). ინსულტი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და შეიძლება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა საჭირო გახდეს.

ასევე ქვემო კიდურების ვენებსა(ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბის (პულმონალური ემბოლია) მკურნალობისთვის და კიდურებსა და ან ფილტვებში თრომბის განმეორებითი განვითარების თავიდან აცილების მიზნითაც გამოიყენება.

ელიქუისის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ელიქუისი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს!

თუ აპიქსაბანის და ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ გაქვთ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა)

თუ ჭარბი სისხლდენა გაქვთ

თუ სხეულის რომელიმე ორგანოში არსებობს სისხლდენის მომატებული რისკის განმაპირობებელი დაავადება (კუჭის და ან ნაწლავების აქტიური და ან ახალი წყლული, ახლო პერიოდში გადატანილი თავის ტვინში სისხლჩაქცევა)

თუ ღვიძლის დაავადება გაქვთ(ჰეპატური კოაგულოპათია), რომლის დროსაც სისხლდენის რისკი მატულობს

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების გარდა თუ შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (მაგ.:ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი და ან ჰეპარინი) ღებულობთ ან ანტიკოაგულაციური თერაპიისთვის სისხლძარღვის შეცვლას აპირებთ და ვენური სისტემის გამავლობისთვის ღებულობთ ჰეპარინს და ან არითმიის მკურნალობისას საჭიროა ჩარევა(კათეტერული აბლაცია).

ელიქუისი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ!

თუ ქვემოთ მოცემული მდგომარეობიდან რომელიმე თქვენთან აღინიშნება, წამლის მიღებამდე გთხოვთ ექიმს მიმართოთ.

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების მსგავსად სისხლდენის მომატებული რისკი:

სისხლის შედედების დარღვევები, თრომბოციტების დაბალი აქტივობის განმაპირობებელი დაავადებების ჩათვლით

მედიკამენტოზური მკურნალობით არაკონტროლირებადი მაღალი არტერიული წნევა

75 და მეტი ასაკი

60 კგ ანდა სხეულის უფრო ნაკლები წონა

თირკმლების სერიოზული დაავადება ან დიალიზზე დამოკიდებულება

ღვიძლის დავადება და ან ანამნეზში ღვიძლის პრობლემა

ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევით ელიქუისი სიფრთხილით ინიშნება

ელიქუისის მიღების დაწყებამდე, ექიმმა თქვენი ღვიძლის ფუნქციური ტესტები უნდა განსაზღვროს და დარღვევის შემთხვევაში სიფრთხილით გამოიყენება

ავადმყოფებში, რომელთაც გულის არარეგულარული არითმია (ატრიალური ფიბრილაცია)აქვთ, ან ანტითრომბული თერაპიისთვის ესაჭიროებათ მედიკამენტის ერთი და ან ორი ფორმა

ავადმყოფებს, რომელთაც გულის ხელოვნური სარქველი აქვთ

ავადმყოფებში, რომელთა სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ან ფილტვების თრომბოემბოლია აქვთ, ასევე თრომბის დაშლის და ან ფილტვის სისხლძარღვებში არსებული თრომბის ქირურგიული ჩარევით ამოღებისას

ავადმყოფებში სიმსივნური დაავადების აქტიური ფორმით

ავადმყოფები, რომელიც აღნიშნულ წამლის გამოყენების ინსტრუქციაში ,,სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება’’ ნაწილში ჩამოთვლილი მედიკამენტებს ღებულობენ

აცც (აცეტილ ცისტეინის მჟავა; მაგ.:ასპირინი) და ან აცც-სთან ერთად კლოპიდოგრელის კომბინაციისას, გულის ერთზე მეტი და ან სხვა დაავადებების არსებობისას, რომელიც თრომბოემბოლიის რისკს ქმნის და ან ანამნეზში გულის მკვებავი არტერიების ემბოლიის არსებობისას

აცეტილ ცისტეინის მჟავის შემცველი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ერთად (აას) (ტკივილგამაყუჩებელი ჯგუფი) მიღებისას

თავის ტვინის სისხლძარღვების უეცარი გარდამავალი დახშობის გამო განვითარებული შექცევადი დამბლის დროს (მწვავე იშემიური ინსულტი) გამოყენებული ანტითრომბული თერაპიისას(თრომბოლიზური)

ქირურგიული ჩარევების შემდეგ თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების (სისხლის გამათხელებელი წამლების ჯგუფი)ერთად მიღებისას

ხანდაზმულებში პოტენციურად სისხლდენის მაღალი რისკის გამო ელიქუისის და აცეტილ ცისტეინის მჟავის (მაგ. ასპირინის) ერთდროული გამოყენებისას

თუ ოპერაციის და ან სამედიცინო პროცედურის საჭიროებაა, ექიმმა შეიძლება ხანმოკლე დროით წამლის შეწყვეტა გთხოვოთ. თუ არა ხართ დარწმუნებული ქირურგიული ჩარევისას სისხლდენის შესაძლო განვითარება- არ განვითარების საკითხზე, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე თუნდაც წარსულში გქონდათ, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:

ელიქუისის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდირებული.

ელიქუისის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ელიქუისის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად და ან მის გარეშეც.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ელიქუისი-ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის მიხედვით მიიღეთ. თუ რაიმე გეეჭვებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

აღნიშნული წამალი თქვენი ექიმის რეკომენდაციით ყოველდღე, 1 ტაბ. 2 ჯერ უნდა მიიღოთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ელიქუისი-პირის გზით მიიღება. ტაბლეტი მთლიანად წყალთან ერთად გადაყლაპეთ. ელიქუისის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად და ან მის გარეშეც. მკურნალობაზე კარგი შედეგის მიღებისთვის საჭიროა ტაბლეტების მიღება ყოველდღე, ერთსა და იგივე დროს.

თუ ტაბლეტის მთლიანი გადაყლაპვა გიჭირთ, ელიქუისის მიღების სხვა გზების შესახებ ინფორმაცია თქვენი ექიმისგან მოითხოვეთ. წამლის მიღებამდე შეგიძლიათ ტაბლეტი დაფშვნათ(დაფხვნათ) შეურიოთ წყალში, 5% დექსტროზაში და ან ვაშლის წვენში ან ვაშლის პიურეში და ამ ფორმით მიიღოთ.

მითითებები ტაბლეტის დაფშვნის(დაფხვნის) შესახებ:

ტაბლეტი სანაყ ჯამში შეგიძლიათ დაფხვნათ

დაფშვნილი ფხვნილი ფრთხილად მოათავსეთ პატარა ჭურჭელში, ნარევის მიღებისთვის დაამატეთ 30 მლ წყალი (2 სუფრის კოვზი) ან ზემოთ ჩამოთვლილი სითხეები შეურიეთ.

გაკეთებული ნარევი გადაყლაპეთ

ტაბლეტის დაფშვნისთვის გამოყენებული სანაყი ჯამი წლით( 30 მლ) ან სხვა სითხეებით გამოავლეთ და გადაყლაპეთ.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ელიქუისის გაკეთებული ნარევის 60 მლ წყლით და ან 5% დექსტროზით ნაზოგასტრალური მილით მიცემა.

არითმიის და ან დამატებით სულ მცირე ერთი რისკ ფაქტორის მქონე ავადმყოფებში გულში თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზა არის: ელიქუისი 5 მგ ტაბ. -1 ტაბ. 2 ჯერ დღეში.

ქვემოთ მოცემულ მდგომარეობების დროს რეკომენდირებული დოზა არის: ელიქუისი 2.5 მგ ტაბ. -1 ტაბ. 2 ჯერ დღეში.

თირკმლის ფუნქციების დარღვევის მძიმე ხარისხი

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ორი და ან უფრო მეტი პრობლემა თუ გაქვთ:

  • თუ სისხლის ანალიზით ვლინდება თირკმლის ფუნქციების დაქვეითება (სისხლის შრატში კრეატინინი 1.5 მგ/დლ (133მკმოლ/ლ) და ან მაღალია)
  • თუ 80 წლის ან უფრო მეტი ასაკის ხართ
  • თუ წონა 60 კგ ან უფრო ნაკლებია

რეკომენდირებული დოზა არის: 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს თითო ტაბლეტი. მკურნალობაზე კარგი შედეგის მიღებისთვის ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღეთ. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.

ქვემო კიდურების ვენური თრომბების და ფილტვების სისხლძარღვების თრომბების სამკურნალოდ რეკომენდირებული დოზაა: ელიქუისი 5 მგ- პირველი 7 დღე: 2 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს ორ-ორი ტაბლეტი.(ჯამური დღიური დოზა 20 მგ)

7 დღის შემდეგ ელიქუისი 5 მგ ტაბლეტის რეკომენდირებული დოზაა: 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს თითო ტაბლეტი. მკურნალობის უკეთესი შედეგის მისაღებად ტაბლეტები მიიღეთ ერთსა და იმავე დროს. (ჯამური დღიური დოზა 10 მგ)

6 თვიანი მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ თრომბების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზაა: ელიქუისი 2.5 მგ ტაბ. - 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს თითო ტაბლეტი.

მკურნალობის უკეთესი შედეგის მისაღებად ტაბლეტები მიიღეთ ერთსა და იმავე დროს. (ჯამური დღიური დოზა 5 მგ)

მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. ექიმს შეუძლია ანტიკოაგულაციური მკურნალობა შეგიცვალოთ ქვემოთ მოცემულის მსგავსად:

ელიქუისიდან შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულაციურ) წამალზე გადასვლა. ელიქუისის მიღება შეწყვიტეთ. მომდევნო ტაბლეტის მიღების დროზე ანტიკოაგულაციური წამლით (მაგ. ჰეპარინით) დაიწყეთ მკურნალობა.

ანტიკოაგულაციური წამლებიდან ელიქუისზე გადასვლა- შედედების საწინააღმდეგო წამლის მიღება შეწყვიტეთ. შემდეგი ანტიგოაგულაციური წამლის მიღების დროზე დაიწყეთ ელიქიუსით მკურნალობა. შემდეგ მკურნალობა ნორმალური ფორმით გააგრძელეთ.

K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო (მაგ. ვარფარინი) მკურნალობიდან ელიქუისზე გადასვლა: - K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო წამლის მიღება შეწყვიტეთ. ექიმი სისხლის ანალიზს აიღებს და ელიქუისის მიღების დაწყების დროსთან დაკავშირებით ინფორმაცის მოგაწოდებთ.

ელიქუისიდან - K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო (მაგ. ვარფარინი) მკურნალობაზე გადასვლა: თუ ექიმი გეტყვით, რომ საჭიროა - K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო წამლის მიღება, K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი წამლის პირველი დოზიდან სულ ცოტა 2 დღე გააგრძელეთ ელიქუისის მიღება, ექიმი სისხლი ანალიზს აიღებს და ელიქუისის მიღების შეწყვეტის დროს გაცნობებთ.

ავადმყოფები, რომელთაც კარდიოვერსია უნდა გაუკეთდეთ-

არითმიების დროს თუ საჭიროა კარდიოვერსიული ჩარევით პრობლემის მოგვარება, თავის ტვინსა და სხეულში თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ელიქუისის მიღების დროის შესახებ.

განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ელიქუისი ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

დოზის შემცირების კრიტერიუმების არ არსებობის შემთხვევაში დოზის რეგულირება არ არის საჭირო. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან ორი და ან მეტი პრობლემა გაქვთ, რეკომენდირებული დოზაა: ელიქუსი 2.5 მგ- 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში.

  • თუ სისხლის ანალიზით ვლინდება თირკმლის ფუნქციების დაქვეითება (სისხლის შრატში კრეატინინი 1.5 მგ/დლ (133მკმოლ/ლ) და ან მაღალია)
  • თუ 80 წლის ან უფრო მეტი ასაკის ხართ
  • თუ წონა 60 კგ ან უფრო ნაკლებია

გამოყენების განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის უკმარისობა

ელიქუისი ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს არ არის რეკომენდირებული. ღვიძლის უკმარისობის მსუბუქი ან საშუალო ფორმის დროს ელიქუსი სიფრთხილით გამოიყენება.

თირკმლების უკმარისობა

თუ თირკმლის ფუნქციების მაჩვენებელი კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ და აღინიშნება თირკმლების მაღალი ხარისხის უკმარისობა, კლინიკური გამოცდილების არ არსებობის გამო ელიქუისი არ არის რეკომენდირებული.

თირკმლების მძიმე უკმარისობის დროს, (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) აპიქსაბანის დოზაა 2.5 მგ 2 ჯერ დღეში.

ქვემოთ მოცემული მდგომარეობებიდან ორი და ან მეტი პრობლემა თუ აისახება თქვენთან, რეკომენდირებული დოზა არის ელიქუისი- 2.5 მგ 2 ჯერ დღეში.

  • თუ სისხლის ანალიზით ვლინდება თირკმლის ფუნქციების დაქვეითება (სისხლის შრატში კრეატინინი 1.5 მგ/დლ (133მკმოლ/ლ) და ან მაღალია)
  • თუ 80 წლის ან უფრო მეტი ასაკის ხართ
  • თუ წონა 60 კგ ან უფრო ნაკლებია

თუ ფიქრობთ, რომ ელიქუისის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

თუ საჭირო დოზაზე მეტი ელიქუისი მიიღეთ:

თუ ელიქუისის ზედმეტი დოზა მიიღეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

წამლის კოლოფი ცარიელიც რომ იყოს, ექიმთან მისვლისას თან იქონიეთ. თუ რეკომენდირებულ დოზაზე მეტ ელიქუისს მიიღებთ, სისხლდენის რისკი მატულობს, თუ სისხლდენა გამოვლინდება, ოპერაცია, სისხლის გადასხმა და ან ანტი-ფაქტორ Xa აქტივობის საწინააღმდეგო მკურნალობა შეიძლება დაგჭირდეთ.

თუ ელიქუისის მიღება დაგავიწყდათ

როცა გაგახსენდებათ თქვენთვის გამოწერილი დოზა მიიღეთ და

ელიქუისის შემდეგი დოზა ნორმალურ (ჩვეულ)დროზე მიიღეთ

შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეთ მიღება

თუ არ იცით როგორ უნდა მოიქცეთ და ან ერთზე მეტი დოზა ჩააგდეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

დავიწყებული(ჩაგდებული) დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ელიქუისით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, რადგანაც ამ შემთხვევაში მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას სისხლის თრომბის წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია. თუ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვა გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ელიქუისში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს გვერდითი ეფექტები ყველასთან არ ვლინდება. ელიქუისის ყველაზე გავრცელებული შესაძლო ზოგადი გვერდითი ეფექტი, რომელმაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შექმნას და სასწრაფო სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა გამოიწვიოს, ეს არის სისხლდენა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე გამოგივლინდათ, ელიქუისის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ აცნობეთ თქვენს ექიმს და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას მიმართეთ:

სახეზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ენაზე და ან ხახაში შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, რომელიც შეიძლება ალერგიული გამოვლინდება იყოს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ აღნიშნულიდან ერთი გამოგივლინდათ, ეს ნიშნავს, რომ ელიქუისის წინააღმდეგ სერიოზული ალერგია გაქვთ. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და ან სავადმყოფოში მოთავსებაც.

აღნიშნული წამლის მიღების შემდეგ თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გამოგივლინდათ, მიმართეთ და აცნობეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

ელიქუსი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის მიზეზი გახდეს.

გვერდი ეფექტების გამოვლინების სიხშირე ქვემოთაა ნაჩვენები:

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 100

ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან < 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ

  • 000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 10.000

ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეძლება გამოვლინდეს

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ავადმყოფები არითმიებით და სულ ცოტა ერთი დამატებითი რისკ ფაქტორის მქონე დაავადების არსებობისას, თუ გულში თრომბის განვითარების საწინააღმდეგოდ ელიქუისს ღებულობენ, შეიძლება ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

გავრცელებული:

თვალებში სისხლჩაქცევა

კუჭიდან და ან ნაწლავიდან სისხლდენა

რექტალური სისხლდენა

შარდში სისხლი

ცხვირიდან სისხლდენა

ღრძილებიდან სისხლდენა

დალურჯება და შეშუპება

სისუსტე და ან სიფერმკრთალის შესაძლოდ განმაპირობებელი სისხლნაკლებობა (ანემია)

შესუსტებული და ან აჩქარებული გული სცემა, დაბალი არტერიული წნევა

გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

სისხლის ანალიზში გგტ

(გამა-გლუტამილტრანსფერაზას) ენზიმის მატება

ნაკლებად გავრცელებული:

თავის და ან ზურგის ტვინში სისხლჩაქცევა

სისხლდენა პირიდან და ან ხველის დროს ნერწყვში სისხლი

მუცლის ღრუდან ან საშოდან სისხლდენა

განავალში ღია წითელი ფერის სისხლი

დალურჯების და შეშუპების ჩათვლით ქირურგიული ჭრილობიდან/ განაკვეთიდან სისხლდენა და ან სითხის გამოჟონვა (ჭრილობიდან გამონადენი), ოპერაციის შემდეგ და ან ინექციის ადგილას ხილული სისხლდენა

ჰემოროიდალური სისხლდენა

განავალსა და შარდში სისხლის მაჩვენებელი ანალიზები

სისხლში თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა(შედედებაზე მოქმედი)

სისხლის ანალიზში:

  • ღვიძლის ფუნქციების დარღვევა
  • ღვიძლის ზოგიერთი ენზიმის მომატება
  • სისხლის წითელი უჯრედების დაშლი პროდუქტის, კანის და თვალების სიყვითლის განმაპირობებელი ბილირუბინის მატება
  • კანზე გამონაყარი
  • ქავილი
  • თმის ცვენა
  • სახეზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ენაზე და ან ხახაში შეშუპება და ჰაერის უკმარისობა, რომელიც შეიძლება ალერგიული რეაქციის მაჩვენებელი იყოს. ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ

იშვიათი:

ფილტვებსა და ხახიდან სისხლდენა

მუცლის ღრუს სივრცეებს შორის არსებული მიდამოებიდან სისხლდენა

კუნთოვანი სისხლდენა

ქვემო კიდურების ვენების და ფილტვების სისხლძარღვების ანტითრომბული მკურნალობის და ან თრომბის განვითარების თავიდან აცილებისთვის თუ ელიქუისს ღებულობთ, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

გავრცელებული:

ცხვირიდან სისხლდენა

ღრძილებიდან სისხლდენა

შარდში სისხლი

დალურჯება და შეშუპება

კუჭიდან, ნაწლავებიდან და სწორი ნაწლავიდან სისხლდენა

პირის ღრუდან სისხლდენა

საშოდან სისხლდენა

სისუსტე და ან სიფერმკრთალის შესაძლოდ განმაპირობებელი სისხლნაკლებობა (ანემია)

სისხლში თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა(მოქმედებს შედედებაზე)

გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

გამონაყარი კანზე

სისხლის ანალიზში :

გგტ (გამა-გლუტამილტრანსფერაზას) და ან ალტ -ალანინამინოტრანსფერაზას ენზიმის მატება

ნაკლებად გავრცელებული:

შესუსტებული და ან აჩქარებული გული სცემა, დაბალი არტერიული წნევა

თვალის შიგა სისხლჩაქცევა

პირის ღრუდან სისხლდენა და ან ხველის დროს ნერწყვში სისხლი

განავალში ღია წითელი ფერის სისხლი

შარდის და განავლის ანალიზებში სისხლის არსებობა

დალურჯების და შეშუპების ჩათვლით ქირურგიული ჭრილობიდან/ განაკვეთიდან სითხის გამოჟონვა (ჭრილობიდან გამონადენი), ოპერაციის შემდეგ და ან ინექციის ადგილას ხილული სისხლდენა

ჰემოროიდალური სისხლდენა

კუნთოვანი სისხლდენა

ქავილი

თმის ცვენა

სახეზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ენაზე და ან ხახაში შეშუპება და ჰაერის უკმარისობა, რომელიც შეიძლება ალერგიული რეაქციის მაჩვენებელი იყოს. ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, სასწრაფოდ ექიმს.

სისხლის ანალიზში:

  • ღვიძლის ფუნქციების დარღვევა
  • ღვიძლის ზოგიერთი ენზიმის მომატება
  • სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტის, კანის და თვალების სიყვითლის განმაპირობებელი ბილირუბინის მატება

იშვიათი:

თავის ტვინსა და ზურგის ტვინში სისხლდენა(სისხლჩაქცევა)

ფილტვებში სისხლდენა

უცნობი:

მუცლის ღრუში და ან მუცლის ღრუს უკანა სივრცეებში სისხლდენა

ნებისმერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ. აღნიშნული გვერდითი ეფექტები მოიცავს გამოყენების ინსტრუქციის ჩამონათვალში არ არსებულ გვერდით ეფექტსაც.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი არ არის აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

ელიქუისR -ის შენახვა

ელიქუისR - ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ზე ნაკლები ოთახის ტემპერატურაზე.

შეინახეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ელიქუისი არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა აღნიშნული თვის ბოლო დღეს აღნიშნავს.

თუ პრეპარატის გამოყენების ბოლო ვადა გასულია და ან პრეპარატი არ გამოგიყენებიათ, ნაგავში არ ჩააგდოთ. გარემოს და ურბანული დაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ შემკრებ სისტემას გადაეცით.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. პფაიზერ PFE ილაჩლარი

მუალლიმ ნაჯის ქ. N:55, 34347, ორთაქოი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Bristol-Myers Squibb Manufacturing company, Humacao, Portoriko

ბრისტოლ-მაიერს სქუიბბ მანუფაქტარინგ კომპანი, ჰუმაკაო , პუერტე რიკო

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 24/12/2018 -ში დამოწმებულია.

PAA121754 (805) 22 PAP

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.

კლინიკურად მნიშვნელოვანი აქტიური სისხლდენა.

ღვიძლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის რისკთან. (იხ. ნაწილი 5.2).

მიმდინარე ან ბოლოდროინდელი კუჭ-ნაწლავის წყლული, ავთვისებიანი ნეოპლაზმა სისხლდენის მაღალი რისკით, ბოლოდროინდელი ტვინის დაზიანება ან ხერხემლის დაზიანება, ცოტა ხნის წინ გადატანილი ტვინის, ზურგის ან ოფთალმოლოგიური ქირურგია, ბოლოდროინდელი ინტრაკრანიალური სისხლდენა, ცნობილი ან საეჭვო საყლაპავის ვარიკოზული ვენები, არტერიოვენური მალფორმაცია, დაზიანებების მნიშვნელოვანი რისკი. ძირითადი სისხლდენა, როგორიცაა სისხლძარღვთა ანევრიზმა ან ძირითადი ინტრასპინალური ან ინტრაცერებრალური სისხლძარღვთა ანომალიები.

ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტთან ერთდროული გამოყენება, როგორიცაა არაფრაქციული ჰეპარინი, დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინები (ენოქსაპარინი, დალტეპარინი და სხვ.), ჰეპარინის წარმოებულები (ფონდაპარინუქსი და სხვ.), პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი და სხვ.). (გარდა ამ მკურნალობიდან ელიქვისზე ან ელიქვისიდან ამ მკურნალობაზე გადასვლისას (იხ. ნაწილი 4.2), როდესაც არაფრაქციული ჰეპარინი მიიღება საჭირო დოზებით ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის შესანარჩუნებლად, ან როდესაც არაფრაქციული ჰეპარინი ინიშნება კათეტერის აბლაციის დროს წინაგულის ფიბრილაციისთვის (იხ. ნაწილი 4 და 4.5)).

სიფრთხილის ზომები

სისხლდენის რისკი

ისევე როგორც სხვა ანტიკოაგულანტების გამოყენების შემთხვევაში, პაციენტები, რომლებიც იღებენ ელიქვისს, უნდა იყვნენ ყურადღებით მონიტორინგის ქვეშ სისხლდენის ნიშნების გამო. რეკომენდირებულია ელიქვისის გამოყენება სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენის აქტიური რისკი. თუ ძლიერი სისხლდენა გამოვლინდა, ელიქვისი უნდა შეწყდეს (იხ. ნაწილი 4.8 და 4.9). მიუხედავად იმისა, რომ ელიქვისის ექსპოზიციაზე რუტინული მონიტორინგი არ არის საჭირო, კალიბრირებული რაოდენობრივი ანტი-ფაქტორი-Xa-ტესტი შესაძლოა განსაკუთრებულ შემთხვევებში სასარგებლო იყოს, ელიქვისის ექსპოზიციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მაგალითად, კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიცაა დოზის გადაჭარბება ან გადაუდებელი ოპერაცია (იხ. ნაწილი 5.1). ხელმისაწვდომია აქტიური ნივთიერება, რომელიც იწვევს აპიქსაბანის ანტი-ფაქტორი Xa აქტივობის უკუქცევას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო, ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3). ელიქვისის ერთდროული გამოყენება ანტითრომბოციტულ საშუალებებთან ზრდის სისხლდენის რისკს (იხ. ნაწილი 4.5).

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან (SSRIs), სეროტონინის ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებთან (SNRIs) ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (ასს), მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად გამოყენებისას. ქირურგიული პროცედურის შემდეგ, თრომბოციტების აგრეგაციის სხვა ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება ელიქვისთან არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 4.5). წინაგულის ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ მონო ან ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპია, პოტენციური სარგებელი ფრთხილად უნდა შეფასდეს პოტენციურ რისკებთან, სანამ ამ თერაპიას ელიქვისთან შეუთავსებთ. წინაგულის ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ასს–ს ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა ელიქვისის გამოყენებისას ძირითადი სისხლდენის რისკი წელიწადში 1,8%-დან 3,4%-მდე, ხოლო ვარფარინთან ერთად ზრდის სისხლდენის რისკს წელიწადში 2,7%-დან 4,6%-მდე. ამ კლინიკურ კვლევაში ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის ერთდროული გამოყენება შეზღუდული იყო (2.1%) (იხ. ნაწილი 5.1). წინაგულის ფიბრილაციის მქონე პაციენტები ACS-ით და/ან PCI-ით, რომლებშიც დაგეგმილი იყო მკურნალობა P2Y12 ინჰიბიტორით (ასს-ით ან მის გარეშე) და პერორალური ანტიკოაგულანტით (აპიქსაბანი ან VKA) ჩართული იყვნენ კლინიკურ კვლევაში 6 თვის განმავლობაში. ასს-ს ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა რთული ISTH-სისხლდენის (თრომბოზის და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოება/International Society on Thrombosis and Haemostasis) ან CRNM-სისხლდენის (კლინიკურად მნიშვნელოვანი არართული სისხლდენის) რისკი 16.4%-დან 33.1%-მდე წელიწადში პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აპიქსაბანით (იხ. ნაწილი 5.1). მაღალი რისკის პოსტ-მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტების კლინიკურ კვლევაში, რომლებიც ხასიათდება მრავალი გულის და არა -გულის თანმხლები დაავადებებით და წინაგულის ფიბრილაციის გარეშე, რომლებიც იღებენ ASA-ს ან ASA-ს და კლოპიდოგრელის კომბინაციას, აღინიშნა ISTH ძირითად სისხლდენის მნიშვნელოვანი გაზრდილი რისკი ელიქვისისთვის (5.13% წელიწადში) პლაცებოსთან შედარებით (2.04% წელიწადში).

თრომბოლიზური საშუალებების გამოყენება მწვავე იშემიური ინსულტის სამკურნალოდ

თრომბოლიზური აგენტების გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ელიქვისს, ძალიან შეზღუდულია (იხ. ნაწილი 4.5).

პაციენტები გულის სარქველების პროთეზით

ელიქვისის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პროთეზირებული გულის სარქველები, წინაგულის ფიბრილაციით ან მის გარეშე. ამიტომ ელიქვისის გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ ჯგუფისთვის.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი

პერორალური ანტიკოაგულანტებით (NOAC) მკურნალობა, რომლებიც არ შეიცავენ K - ვიტამინს, მათ შორის აპიქსაბანი, არ არის რეკომენდებული პაციენტებში თრომბოზის ან დიაგნოსტირებული ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით (APS) ანამნეზში. NOAC-თერაპია, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც არიან სამჯერ პოზიტიური (ლუპუსის ანტიკოაგულანტისთვის, ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულებისთვის და ანტი-ბეტა 2 გლიკოპროტეინ I ანტისხეულებისთვის), შეიძლება ასოცირებული იყოს მორეციდივე თრომბოზული მოვლენების ზრდასთან K ვიტამინის ანტაგონისტით მკურნალობასთან შედარებით.

ქირურგიული და ინვაზიური პროცედურები

ელიქვისი უნდა შეწყდეს მინიმუმ 48 საათით ადრე დაგეგმილ ოპერაციამდე ან ინვაზიურ პროცედურებამდე სისხლდენის ზომიერი ან მაღალი რისკით. ეს პროცედურები მოიცავს პროცედურებს, რომლებშიც კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის შესაძლებლობა არ არის გამორიცხული ან სისხლდენის რისკი მოსალოდნელია.

ელიქვისი უნდა შეწყდეს მინიმუმ 24 საათით ადრე არჩევით ოპერაციამდე ან ინვაზიურ პროცედურებამდე სისხლდენის დაბალი რისკით. ეს პროცედურები მოიცავს ჩარევებს, რომლებშიც მოსალოდნელია, რომ ნებისმიერი სისხლდენა იყოს მინიმალური, არა კრიტიკულ ზონაში ან ადვილად კონტროლირებადი. თუ ქირურგიული ან ინვაზიური პროცედურების გადადება შეუძლებელია, შესაბამისი სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული სისხლდენის გაზრდილი რისკის გათვალისწინებით. სისხლდენის რისკი უნდა შეფასდეს პროცედურის გადაუდებლობასთან მიმართებაში.

ინვაზიური ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ელიქვისი უნდა განახლდეს, როგორც კი კლინიკური მდგომარეობა შესაბამისი იქნება და მიიღწევა შესაბამისი ჰემოსტაზი (კარდიოვერსიისთვის იხილეთ ნაწილი 4.2). ელიქვისით მკურნალობა არ საჭიროებს შეწყვეტას პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კათეტერის აბლაცია წინაგულის ფიბრილაციისთვის. (იხ. ნაწილი 4.2, 4.3 და 4.5).

მკურნალობის დროებითი შეწყვეტა

ანტიკოაგულანტების, მათ შორის ელიქვისის შეწყვეტა აქტიური სისხლდენის, არჩევითი ქირურგიის ან ინვაზიური პროცედურების დროს პაციენტებს აყენებს თრომბოზის გაზრდილი რისკის ქვეშ. თავიდან უნდა იქნას აცილებული მკურნალობის შეწყვეტა და თუ რაიმე მიზეზით დროებით უნდა შეწყდეს ელიქვისთან ანტიკოაგულაცია, მკურნალობა უნდა განახლდეს რაც შეიძლება მალე.

ჰემოდინამიურად არასტაბილური PE პაციენტები ან პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ თრომბოლიზი ან ფილტვის ემბოლექტომია

ელიქვისი არ არის რეკომენდირებული, როგორც არაფრაქციული ჰეპარინის ალტერნატივა, რადგან ელიქვისის უსაფრთხოება და ეფექტურობა ცნობილი არ არის PE-ს მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰემოდინამიურად არასტაბილურია ან შეიძლება გაიარონ თრომბოლიზი ან ფილტვის ემბოლექტომია.

აქტიური კიბოს მქონე პაციენტები

აქტიური კიბოს მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ VTE და სისხლდენის მოვლენების მაღალი რისკი. როდესაც განიხილება ელიქვისის გამოყენება DVT-ის ან PE-ს მკურნალობაში კიბოს პაციენტებში, გულდასმით უნდა შეფასდეს გამოყენების რისკ-სარგებელი (იხ. ნაწილი 4.3).

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

შეზღუდული კლინიკური მონაცემები თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) მიუთითებს, რომ ელიქვისის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა ამ პაციენტების პოპულაციაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის გაზრდილი რისკი. ელიქვისი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული VTE პროფილაქტიკისთვის, DVT მკურნალობისთვის, PE მკურნალობისთვის, მორეციდივე DVT და PE პროფილაქტიკისთვის თეძოს ან მუხლის ჩანაცვლების არჩევითი ოპერაციის დროს პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) (იხ. ნაწილი 4.2. და 5.2).

ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში არასარქვლოვანი წინაგულის ფიბრილაციის (NVAF), თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) და შრატში კრეატინინის დონის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/წთ/ლ) და ასაკი ≥80 კგ ან ≥60 კგ წონის მქონე პაციენტებში ელიქვისი უნდა შემცირდეს უფრო დაბალ დოზამდე 2.5 მგ ორჯერ დღეში (იხ. ნაწილი 4.2). ვინაიდან არ არსებობს კლინიკური გამოცდილება კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში <15 მლ/წთ და დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, ელიქვისი არ არის რეკომენდებული ამ პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2 და 5.2).

ხანდაზმული პაციენტები

ასაკის მატებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი (იხ. ნაწილი 5.2). გარდა ამისა, ხანდაზმულ პაციენტებში სისხლდენის პოტენციური გაზრდილი რისკის გამო, სიფრთხილეა საჭირო ელიქვისისა და აცეტილსალიცილის მჟავას (ASA) ერთდროულად მიღებისას.

სხეულის წონა

სხეულის დაბალმა წონამ (<60 კგ) შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი (იხ. ნაწილი 5.2).

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

ელიქვისი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებით, რომლებიც დაკავშირებულია კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის რისკთან (იხ. ნაწილი 4.3).

ელიქვისი არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 5.2). ელიქვისი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით (Child Pugh A ან B) (იხ. ნაწილი 4.2 და 5.2). პაციენტები, რომლებშიც აღინიშნებოდა ღვიძლის ფერმენტების გაზრდა (ALT/AST>2xULN) ან მთლიანი ბილირუბინი არის 1.5xULN არ იყვნენ ჩართული კლინიკურ კვლევებში. ამიტომ, ელიქვისი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამ პოპულაციაში (იხ. ნაწილი 5.2). ელიქვისის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის ტესტები.

ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4) და P- გლიკოპროტეინების (P-GP) ინჰიბიტორებთან ურთიერთქმედება

ელიქვისის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისტემურ თერაპიას წამლებით, რომლებიც არიან როგორც CYP3A4, ასევე P-gp-ის ძლიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა აზოლ-ანტიმიკოტიკები (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი) და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ. რიტონა). ამ სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ ელიქვისის ექსპოზიცია 2-ჯერ (იხ. ნაწილი 4.5). დამატებითი ფაქტორების არსებობისას (მაგ. თირკმლის მძიმე უკმარისობა) ეს მაჩვენებელი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

ურთიერთქმედება CYP3A4 და P-gp ინდუქტორებთან

ელიქვისის ერთდროულმა გამოყენებამ როგორც CYP3A4, ასევე P-gp-ის ძლიერ ინდუქტორებთან (მაგ. რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან წმინდა იოანეს ვორტი (Hypericum perforatum)) შეიძლება გამოიწვიოს ელიქვისის ექსპოზიციის დაახლოებით 50%-ით შემცირება. წინაგულის ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში დაფიქსირდა ეფექტურობის დაქვეითება და სისხლდენის უფრო მაღალი რისკი ელიქვისის ერთდროული მიღებისას როგორც CYP3A4, ასევე P-gp-ის ძლიერ ინდუქტორებთან შედარებით, მხოლოდ ელიქვისის გამოყენებასთან შედარებით.

შემდეგი რეკომენდაციები ვრცელდება პაციენტებზე, რომლებიც იღებენ ერთდროულ სისტემურ თერაპიას CYP3A4 და P-gp ძლიერი ინდუქტორებით (იხ. ნაწილი 4.5):

ელიქვისი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია (NVAF) ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის და მორეციდივე DVT და PE-ს პროფილაქტიკისთვის;

ელიქვისი არ უნდა იქნას გამოყენებული DVT და PE-ს სამკურნალოდ, რადგან ეფექტურობა შეიძლება განსხვავდებოდეს.

ლაბორატორიული პარამეტრები

როგორც მოსალოდნელი იყო, კოაგულაციის ტესტები [მაგ. პროთრომბინის დრო (PT), INR და გააქტიურებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT)] გავლენას ახდენს ელიქვისის მოქმედების მექანიზმზე. ცვლილებები ამ კოაგულაციის ტესტებში მოსალოდნელი თერაპიული დოზის დროს არის მცირე, მაგრამ ძალიან ცვალებადი (იხ. ნაწილი 5.1).

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ელიქვისი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, როგორიცაა გალაქტოზას შეუწყნარებლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია არ უნდა გამოიყენონ ეს წამალი.

  • 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

CYP3A4 და P-gp ინჰიბიტორები

ელიქვისის ერთდროულმა გამოყენებამ კეტოკონაზოლთან (400 მგ დღეში ერთხელ), როგორც CYP3A4-ის, ასევე P-gp-ის ძლიერ ინჰიბიტორთან ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ელიქვისის საშუალო მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) 2-ჯერ გაზრდა და გამოიწვია საშუალო ელიქვისის Cmax-ის 1.6-ჯერ ზრდა. ელიქვისის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისტემურ თერაპიას წამლებით, რომლებიც არიან როგორც CYP3A4, ასევე P-gp-ის ძლიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა აზოლ-ანტიმიკოზურები (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი) და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ. რიტონა). (იხ. ნაწილი 4.4). მოსალოდნელია, რომ აქტიურმა ნივთიერებებმა, რომლებიც არ განიხილებიან როგორც CYP3A4-ის, ასევე P-gp-ის ძლიერ ინჰიბიტორებად (მაგ. ამიოდარონი, კლარითრომიცინი, დილთიაზემი, ფლუკონაზოლი, ნაპროქსენი, ქინიდინ ვერაპამილი), ნაკლებად გაზარდონ ელიქვისის პლაზმური კონცენტრაციები. დოზის კორექცია არ არის საჭირო ელიქვისისთვის, როდესაც ის ერთდროულად გამოიყენება აგენტებთან, რომლებიც არ არიან როგორც CYP3A4, ასევე P-gp-ის ძლიერი ინჰიბიტორები. მაგალითად, დილთიაზემმა (360 მგ დღეში ერთხელ), რომელიც ითვლება ზომიერ CYP3A4 და სუსტი P-gp ინჰიბიტორად, გამოიწვია ელიქვისის საშუალო AUC-ს 1.4-ჯერ და საშუალო Cmax-ის 1.3-ჯერ ზრდა. ნაპროქსენმა (500 მგ, ერთჯერადი დოზა), რომელიც არის P-gp-ის ინჰიბიტორი, მაგრამ არა CYP3A4, გამოიწვია 1.5-ჯერ და 1.6-ჯერ ზრდა ელიქვისის საშუალო AUC-ს და Cmax შესაბამისად. კლარითრომიცინი (500 მგ ორჯერ დღეში), რომელიც არის P-gp-ის ინჰიბიტორი და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი, იწვევდა 1.6-ჯერ და 1.3-ჯერ ზრდას ელიქვისის საშუალო AUC-ს და Cmax-ს, შესაბამისად.

CYP3A4 და P-gp ინდუქტორები

ელიქვისის ერთდროულმა გამოყენებამ რიფამპიცინთან, როგორც CYP3A4-ის, ასევე P-gp-ის ძლიერ ინდუქტორთან, გამოიწვია ელიქვისის საშუალო AUC და Cmax 54% და 42% შემცირება, შესაბამისად. ელიქვისის ერთდროულმა გამოყენებამ სხვა ძლიერ CYP3A4 და P-gp ინდუქტორებთან (მაგ. ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან წმინდა იოანეს ვორტი) ასევე შეიძლება შეამციროს ელიქვისის კონცენტრაცია პლაზმაში. არ არის საჭირო ელიქვისის დოზის კორექცია ამ პრეპარატებთან ერთდროული მკურნალობის დროს, თუმცა ელიქვისი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული VTE პროფილაქტიკისთვის თეძოს ან მუხლის ჩანაცვლების არჩევით ქირურგიაში პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ სისტემურ თერაპიას როგორც CYP3A4, ასევე P-gp ძლიერი ინდუქტორებით, ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასარქვლოვანი ფიბრილაცია (NVAF) და ასევე რომლებიც იყენებენ მორეციდივე DVT და PE-ს პროფილაქტიკისთვის. ელიქვისი არ არის რეკომენდებული DVT და PE-ს სამკურნალოდ, რადგან ეფექტურობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ სისტემურ თერაპიას როგორც CYP3A4, ასევე P-gp-ის ძლიერი ინდუქტორებით (იხილეთ ნაწილი 4.4).

ანტიკოაგულანტები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, SSRI/SNRI და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტთან ერთდროული მკურნალობა უკუნაჩვენებია სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა ანტიკოაგულანტულ თერაპიაზე გადასვლა, მაგალითად, როდესაც არაფრაქციული ჰეპარინი (UFH) ინიშნება ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის შესანარჩუნებლად აუცილებელ დოზებში, ან როდესაც UFH გამოიყენება კათეტერის აბლაციის დროს წინაგულის ფიბრილაციისთვის (იხ. ნაწილი 4.3). ენოქსაპარინის (40 მგ ერთჯერადი დოზა) ელიქვისთან (5 მგ ერთჯერადი დოზა) კომბინირებული მიღების შემდეგ, გამოვლინდა ადიტიური ეფექტი ანტი-ფაქტორ Xa აქტივობაზე. არ დაფიქსირებულა ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება ელიქვისის გამოყენებისას 325 მგ ASA-სთან ერთად დღეში ერთხელ. ელიქვისის გარეშე შეყვანილ ანტითრომბოციტულ საშუალებებთან შედარებით, I ფაზის კვლევებში, რომლის დროსაც ელიქვისი შეიყვანებოდა კლოპიდოგრელთან ერთად (75 მგ დღეში ერთხელ) ან კლოპიდოგრელის 75 მგ და ASS-ს 162 მგ კომბინაციით დღეში ერთხელ, ან პრასუგრელთან (10 მგ ერთხელ დღეში 60 მგ დოზის შემდეგ) ერთად არ გამოვლენილა სისხლდენის დროის მნიშვნელოვანი ზრდა ან თრომბოციტების აგრეგაციის უფრო დიდი ინჰიბირება. კოაგულაციის ტესტების ზრდა (PT, INR და aPTT) შეესაბამებოდა მხოლოდ ელიქვისის ეფექტს. ნაპროქსენი (500 მგ), P-gp-ის ინჰიბიტორი, იწვევდა 1.5-ჯერ და 1.6-ჯერ ზრდას საშუალო ელიქვისის AUC-სა და Cmax-ში, შესაბამისად. მსგავსი ზრდა დაფიქსირდა ელიქვისისთვის კოაგულაციის ტესტებში. ნაპროქსენს არ ჰქონდა გავლენა არაქიდონის მჟავით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციაზე და არ გამოვლენილა სისხლდენის დროის კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება ელიქვისისა და ნაპროქსენის ერთდროული მიღების შემდეგ. მიუხედავად ამ დასკვნებისა, შეიძლება არსებობდეს პირები უფრო მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური პასუხებით, როდესაც ანტითრომბოციტული აგენტები მიიღება ელიქვისთან ერთად. ელიქვისი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (SSRI/SNRIs, NSAIDs, ASAs და/ან P2Y12 ინჰიბიტორები) ერთდროული მკურნალობისას, რადგან ეს სამკურნალო საშუალებები, როგორც წესი, ზრდის სისხლდენის რისკს. (იხ. ნაწილი 4.4). არსებობს შეზღუდული გამოცდილება მისი გამოყენების სხვა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებთან (როგორიცაა GPIIb/IIIa რეცეპტორების ანტაგონისტები, დიპირიდამოლი, დექსტრანი ან სულფინპირაზონი) ან თრომბოლიზურ აგენტებთან. ელიქვისის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ეს საშუალებები ზრდის სისხლდენის რისკს (იხ. ნაწილი 4.4).

სხვა ერთდროული მკურნალობა

კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა ელიქვისის ატენოლოლთან ან ფამოტიდინთან ერთად გამოყენებისას. 10 მგ ელიქვისის ერთდროული გამოყენება 100 მგ ატენოლოლთან არ ავლენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ელიქვისის ფარმაკოკინეტიკაზე. ორი წამლის ერთდროული მიღების შემდეგ, საშუალო ელიქვისის AUC და Cmax მნიშვნელობები შემცირდა 15%-ით და 18%-ით, შესაბამისად, ცალკე შეყვანთან შედარებით. 10 მგ ელიქვისის გამოყენება 40 მგ ფამოტიდინთან ერთად არ მოქმედებს ელიქვისის AUC ან Cmax მნიშვნელობებზე.

ელიქვისის ზემოქმედება სხვა მედიკამენტებზე

ელიქვისის CYP1A2, CYP2A6, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2D6 ან CYP3A4 in vitro კვლევებში არ გამოვლენილა ინჰიბიტორული ეფექტი (IC50>45 მმ) აქტივობაზე და სუსტი ინჰიბიტორული ეფექტი CYP2C19 (IC50>20 მმ) აქტივობაზე იყო გამოვლენილი, როდესაც პაციენტებში პლაზმური კონცენტრაციები მნიშვნელოვნად აღემატებოდა პიკს პლაზმურ კონცენტრაციას. ელიქვისი არ იწვევდა CYP1A2, CYP2B6, CYP3A4/5 კონცენტრაციებში 20 მმ-მდე. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ელიქვისი არ იმოქმედებს ამ ფერმენტებით მეტაბოლიზებული წამლების მეტაბოლურ კლირენსზე. ელიქვისი არ არის მნიშვნელოვანი P-gp ინჰიბიტორი. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში ელიქვისმა მნიშვნელოვნად არ შეცვალა დიგოქსინის, ნაპროქსენის ან ატენოლოლის ფარმაკოკინეტიკა, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.

დიგოქსინი: ელიქვისის (20 მგ ერთხელ დღეში) და დიგოქსინის (0.25 მგ ერთხელ დღეში), P-gp სუბსტრატის ერთდროული გამოყენება არ იმოქმედებს დიგოქსინის AUC ან Cmax, რაც იმას ნიშნავს, რომ ელიქვისი არ ახდენს გავლენას P-gp შუამავლობით სუბსტრატის ტრანსპორტზე.

ნაპროქსენი: ელიქვისის (10 მგ) ერთჯერადი დოზის ერთდროული გამოყენება ნაპროქსენის (500 მგ) ერთჯერადი დოზით, ფართოდ გამოყენებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, არ ახდენს გავლენას ნაპროქსენის AUC-ზე ან Cmax-ზე.

ატენოლოლი: ელიქვისის (10 მგ) და ატენოლოლის (100 მგ), ხშირად გამოყენებული ბეტა-ბლოკატორის, ერთდროული გამოყენება არ იმოქმედებს ატენოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

აქტიური ნახშირი

აქტიური ნახშირის მიღება ამცირებს ელიქვისის ზემოქმედებას (იხ. ნაწილი 4.9).

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

პედიატრიული პოპულაცია

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის მიღებამდე გთხოვთ მიმართოთ თქვენ ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

ელიქუისის ზემოქმედება ორსულობაზე და მუცლად მყოფ ნაყოფზე უცნობია. თუ ორსულად ხართ, ელიქუისი არ უნდა გამოიყენოთ.

თუ მკურნალობის პერიოდში გამოვლინდება ორსულობა, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

გთხოვ, წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

ელიქუისის ადამიანის დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია, თქვენი ექიმი გადაწყვეტს ძუძუთი კვების და ან წამლის შეწყვეტის საკითხს.

თუ ძუძუთი კვებავთ, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ელიქუსის ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე უცნობია.

ელიქუის-ის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ელიქუისი-ლაქტოზას (რძეში არსებული შაქრის სახეობა)შეიცავს. თუ ექიმის მხრიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ მგრძნობიარე ხართ, გთხოვთ, ამ წამლის შეძენამდე ექიმს მიმართოთ.

ელიქუისის სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს ელიქუისის ეფექტის მატებას, ზოგიერთი კი პირიქით. ამ მედიკამენტების შეძენისას ელიქუისის გამოყენების საკითხს და მისი გამოყენების სიხშირეს ექიმი გადაწყვეტს.

ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ელიქუისის ეფექტის მატება ან არასასურველი სისხლდენების გამოვლენა:

სოკოვანი ინფექციების დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ. კეტოკონაზოლი და ა.შ)

HIV და AIDS დროს გამოყენებული ზოგიერთი ანტივირუსიული წამალი (მაგ. რიტონავირი)

სისხლის შედედების შემცირების მიზნით გამოყენებული სხვა წამლები(მაგ. ენოქსაპარინი და სხვა)

ანთების საწინააღმდეგო და ან ტკივილ გამაყუჩებელი წამლები (მაგ. ასპირინი და ან ნაპროქსენი). განსაკუთრებთ სიფრთხილეა საჭირო 75 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, თუ ასპირინს ღებულობთ, არსებობს სისხლდენის მომატებული რისკი

მაღალი არტერიული წნევა და ან გულის პრობლემების დროს გამოყენებული წამლები (მაგ.დილთიაზემი)

დეპრესიის მკურნალობისთვის გამოყენებული ე.წ. ანტიდეპრესანტები (მაგ. სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები და ან სეროტონინ ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები)

ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ელიქუისის ეფექტის შემცირება :

ეპილეფსიის და გულყრების სამკურნალო წამლები(მაგ.ფენიტოინი და სხვა)

Hypericum perforatum (წმ.იოანე ვორტის-დეპრესიის სამკურნალო მცენარეული დანამატი)

ტუბერკულოზის და სხვა ინფექციების სამკურნალო წამლების მიღებისას (მაგ. რიფამპიცინი)

თუ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე იღებთ რაიმე მედიკამენტს ანდა ბოლო პერიოდში იღებდით გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ელიქვისის უსაფრთხოება გამოკვლეული იყო III ფაზის 4 კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 15.000-ზე მეტი პაციენტი: 11000-ზე მეტი პაციენტი NVAF კვლევებში და 4000-ზე მეტი პაციენტი VTE მკურნალობის კვლევებში; საშუალო მთლიანი ექსპოზიცია არის შესაბამისად 1.7 წელი და 221 დღე (იხ. ნაწილი 5.1). ხშირი გვერდითი მოვლენები იყო სისხლდენა, დაჟეჟილობა, ეპისტაქსია და ჰემატომა. გვერდითი ეფექტის პროფილი მოცემულია ქვემოთ მითითებების სახით. NVAF კვლევებში, ელიქვისით მკურნალობისას სისხლდენასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების საერთო სიხშირე იყო 24.3% ელიქვისის და ვარფარინის შესადარებელ კვლევაში და 9.6% ელიქვისის და აცეტილსალიცილის მჟავას შესადარებელ კვლევაში. ელიქვისი vs ვარფარინი კვლევაში, ძირითადი კუჭ-ნაწლავის (GI) სისხლდენის სიხშირე (მათ შორის ზედა GI, ქვედა GI და რექტალური სისხლდენა) ელიქვისი vs ISTH იყო 0.76% წელიწადში. ISTH ძირითადი თვალშიდა სისხლდენის სიხშირე ელიქვისით იყო 0.18% წელიწადში. VTE მკურნალობის კვლევებში, ელიქვისით სისხლდენასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე იყო 15.6% ელიქვისის წინააღმდეგ ენოქსაპარინის/ვარფარინის კვლევაში და 13.3% ელიქვისის წინააღმდეგ პლაცებოს კვლევაში (იხ. ნაწილი 5.1).

გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი

გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია სისტემური ორგანოთა კლასის მიხედვით და ქვემოთ ტემპერატურის მიხედვით:

ძალიან ხშირი (1/10); ხშირი ( 1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია სიხშირე (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ცხრილი 2: გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი

სისტემ-ორგანული კლასი

ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა NVAF-ის მქონე ზრდასრულ პაციენტებში ერთი ან მეტი რისკფაქტორით

DVT და PE-ს მკურნალობა და მორეციდივე DVT და PE-ს პრევენცია (VTE მკურნალობა)

სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები

ანემია

ხშირი

ხშირი

თრომბოციტოპენია

არახშირი

ხშირი

იმუნური სისტემის დაავადებები

ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული შეშუპება და ანაფილაქსია

არახშირი

არახშირი

ქავილი

არახშირი

არახშირი*

ანგიოოდემა

უცნობია

უცნობია

ნერვული სისტემის დაავადებები

თავის ტვინის სისხლდენა†

არახშირი

იშვიათი

თვალის დაავადებები

სისხლდენა თვალში (კონიუნქტივალური სისხლდენის ჩათვლით)

ხშირი

არახშირი

სისხლძარღვთა დაავადებები

ჰემორაგია, ჰემატომა

ხშირი

ხშირი

ჰიპოტენზია (პროცედურული ჰიპოტენზიის ჩათვლით)

ხშირი

არახშირი

ინტრა-აბდომინალური ჰემორაგია

არახშირი

უცნობია

რესპირატორული, გულმკერდის დარღვევები და შუასაყარის დაავადებები

ეპისტაქსისი

ხშირი

ხშირი

ჰემოფტიზი

არახშირი

არახშირი

სასუნთქი გზებიდან სისხლდენა

იშვიათი

იშვიათი

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

გულისრევა

ხშირი

ხშირი

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა

ხშირი

ხშირი

ჰემოროიდული სისხლდენა

არახშირი

არახშირი

პირის ღრუს სისხლდენა

არახშირი

ხშირი

ჰემატოქეზია

არახშირი

არახშირი

რექტალური სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა (გინგივიტი)

ხშირი

ხშირი

რეტროპერიტონეალური სისხლდენა

იშვიათი

უცნობია

ჰეპატობილიარული დაავადებები

ღვიძლის ფუნქციის არანორმალური ტესტები, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება

არახშირი

რახშირი

გამა-გლუტამილტრანსფერაზას მომატება

ხშირი

ხშირი

ალანინის ამინოტრანსფერაზას მომატება

არახშირი

ხშირი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

კანის გამონაყარი

არახშირი

ხშირი

მრავალფორმიანი ერითემა

ძალიან იშვიათი

უცნობია

ალოპეცია

არახშირი

არახშირი

კანის ვასკულიტი

უცნობია

უცნობია

ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დაავადებები

კუნთებიდან სისხლდენა

იშვიათი

არახშირი

თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებები

ჰემატურია

ხშირი

ხშირი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დაავადებები

არანორმალური ვაგინალური სისხლდენა, უროგენიტალური სისხლდენა

არახშირი

ხშირი

ზოგადი დარღვევები და დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია განაცხადის ადგილზე

სისხლდენა გამოყენების ადგილზე

არახშირი

არახშირი

კვლევები

სისხლში ფარული პოზიტიური შედეგი

არახშირი

არახშირი

ტრავმა და მოწამვლა, ქირურგიული და სამედიცინო პროცედურები

დაჟეჟილობა

ხშირი

ხშირი

პროცედურის შემდგომი სისხლდენა (მათ შორის პოსტპროცედურული ჰემატომა, ჭრილობის სისხლდენა, სისხლძარღვთა წვდომის ადგილის ჰემატომა და კათეტერის ადგილის ჰემატომა), ჭრილობის გაჟონვა, ჭრილობის ადგილის სისხლდენა (ჭრილობის ადგილის ჰემატომის ჩათვლით), ოპერაციული სისხლდენა

არახშირი

არახშირი

ტრავმული სისხლდენა

არახშირი

არახშირი

  • ზოგადი ქავილი არ გამოვლენილა კვლევაში CV185057 (გრძელვადიანი VE დაცვა).

† ტერმინი "ტვინის სისხლდენა" მოიცავს ყველა ინტრაკრანიალურ და ინტრასპინალურ სისხლდენას (ანუ ჰემორაგიული ინსულტი ან პუტამენი, ცერებრალური, ინტრავენტრიკულური ან სუბდურული სისხლჩაქცევები).

სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, ელიქვისი შეიძლება ასოცირებული იყოს ფარული ან გადაჭარბებული სისხლდენის გაზრდილ რისკთან ნებისმიერი ქსოვილიდან ან ორგანოდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოსტჰემორაგიული ანემია. ნიშნები, სიმპტომები და სიმძიმე განსხვავდება სისხლდენის ლოკალიზაციისა და ხარისხის ან მასშტაბის მიხედვით (იხ. ნაწილი 4.4 და 5.1).

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პრეპარატის ლიცენზირების შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატის საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას. ეს ინფორმაცია იძლევა წამლის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობას. ჯანდაცვის პროფესიონალები ვალდებულნი არიან შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

ჭარბი დოზა

ელიქვისის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მაღალი რისკი. თუ განვითარდა ჰემორაგიული გართულებები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა ჩატარდეს სისხლდენის წყაროს გამოკვლევა. გასათვალისწინებელია შესაბამისი თერაპიის დაწყება, როგორიცაა ქირურგიული ჰემოსტაზი, ახლად გაყინული პლაზმის გადასხმა ან Xa ფაქტორის ინჰიბიტორების რევერსიული აგენტის მიღება. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ელიქვისმა პერორალურად 50 მგ-მდე დოზებით 3-7 დღის განმავლობაში (25 მგ ორჯერ დღეში (bid) 7 დღის განმავლობაში ან 50 მგ ერთხელ დღეში (od) 3 დღის განმავლობაში) აჩვენა კლინიკური შედეგები ჯანმრთელ მოხალისეებში. მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა. ჯანმრთელ მოხალისეებში გააქტიურებული ნახშირის შეყვანამ 20 მგ ელიქვისის მიღებიდან 2 და 6 საათის შემდეგ შეამცირა საშუალო ელიქვისის AUC შესაბამისად 50%-ით და 27%-ით და არ იმოქმედა Cmax-ზე. საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც შეადგენდა 13,4 საათს, როდესაც ელიქვისი მხოლოდ შეყვანილი იყო, შემცირდა 5,3 საათამდე და 4,9 საათამდე გააქტიურებული ნახშირის მიღებიდან ელიქვისიდან 2 და 6 საათის შემდეგ, შესაბამისად. ამიტომ, გააქტიურებული ნახშირის მიღება შეიძლება სასარგებლო იყოს ელიქვისის დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი გამოყენების სამკურნალოდ. იმ სიტუაციებში, როდესაც აუცილებელია ანტიკოაგულაციის უკუქცევა სიცოცხლისთვის საშიში ან უკონტროლო სისხლდენის გამო, ხელმისაწვდომია პრეპარატი, რომელიც ცვლის Xa ფაქტორის ინჰიბიტორების ეფექტს (იხ. ნაწილი 4.4). ასევე შეიძლება ჩაითვალოს პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატების (PCC) ან რეკომბინანტული ფაქტორის VIIa გამოყენება. ჯანმრთელ მოხალისეებში 4-ფაქტორიანი PCC-ის 30-წუთიანი ინფუზიის ბოლოს, დაფიქსირდა ელიქვისის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შეცვლა, როგორც ნაჩვენებია თრომბინის წარმოქმნის ანალიზში ცვლილებებით, საბაზისო მნიშვნელობებით მიღწეული 4 საათის განმავლობაში. ინფუზიის დაწყების შემდეგ. თუმცა, არ არსებობს კლინიკური გამოცდილება, რომ 4-ფაქტორიანი PCC პროდუქტების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს სისხლდენა იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ ელიქვისს. ამჟამად არ არსებობს რეკომბინანტული ფაქტორი VIIa გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ელიქვისს. სისხლდენის გაუმჯობესების ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება განიხილებოდეს დოზის კორექცია და ტიტრაცია VIIa ფაქტორით.

ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, დიდი სისხლდენის შემთხვევაში შესაძლებელია ჰემატოლოგის კონსულტაცია. თირკმელების დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში ჰემოდიალიზი ამცირებდა ელიქვისის AUC 14%-ით ელიქვისის 5 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებისას. ამიტომ ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური ელიქვისის დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

აპიქსაბანი 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები

უწყლო ლაქტოზა 100,5 მგ

ლაქტოზას მონოჰიდრატი 2,48 მგ/ტაბლეტი

პროდუქტი შეიცავს მსხვილფეხა რქოსანი საქონლისგან მიღებულ უწყლო ლაქტოზას და ლაქტოზას მონოჰიდრატს. დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

36 თვე

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

  • 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა

Alu-PVC/PVdC ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 56 შემოგარსულ ტაბლეტს.

  • 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტების ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის დებულების“ შესაბამისად.

  • ლიცენზიის მფლობელი

ფაიზერ PFE ილაჩლარი ა.ს.

ესენტეპე მაჰ. ბიუკდერე კად.

ლევენტ 199 ბლოკი No: 199

შიდა კარი No: 106 შიშლი/სტამბული

  • ლიცენზიის ნომერი

2015/845

  • პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 05.11.2015

ლიცენზიის განახლების თარიღი: 25.10.2018

  • სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი
  • 05.2022

თარგმანი სწორია:

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითრომბოზული საშუალებები, პირდაპირი Xa ფაქტორის ინჰიბიტორები

ათქ კოდი: B01AF02

მოქმედების მექანიზმი

ელიქვისი არის ძლიერი, პერორალური, შექცევადი, პირდაპირი და უაღრესად შერჩევითი Xa ფაქტორის აქტიური ადგილის ინჰიბიტორი. მას არ სჭირდება ანტითრომბინ III ანტითრომბოზული აქტივობისთვის. ელიქვისი აინჰიბირებს თავისუფალ და შედედებულ Xa ფაქტორს და პროთრომბინაზას აქტივობას. ელიქვისს არ აქვს პირდაპირი გავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე, მაგრამ ირიბად აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას თრომბინის საშუალებით. Xa ფაქტორის ინჰიბირებით ელიქვისი ხელს უშლის თრომბინის გამომუშავებას და თრომბის განვითარებას. ცხოველურ მოდელებში ელიქვისის გამოყენებით პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არტერიული და ვენური თრომბოზის პრევენცია ხდება იმ დოზებით, რომლებიც ინარჩუნებენ ჰემოსტაზს.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ელიქვისის ფარმაკოდინამიკური ეფექტები ასახავს მისი მოქმედების მექანიზმს (FXa ინჰიბირება). FXa ინჰიბიციის შედეგად, ელიქვისი ახანგრძლივებს კოაგულაციის ტესტების ხანგრძლივობას, როგორიცაა პროთრომბინის დრო (PT), INR და გააქტიურებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT). მოსალოდნელი თერაპიული დოზების დროს, ცვლილებები ამ კოაგულაციის ტესტებში მცირეა და ფართოდ განსხვავდება. ამ ტესტების გამოყენება ელიქვისის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შესაფასებლად არ არის რეკომენდებული. თრომბინის წარმოქმნის ანალიზში, აპიქსაბანი ამცირებს ენდოგენური თრომბინის პოტენციალს, რაც არის ადამიანის პლაზმაში თრომბინის წარმოების მაჩვენებელი.

ელიქვისი ავლენს ანტი-ფაქტორ Xa აქტივობას, რაც დასტურდება Xa ფაქტორის ფერმენტის შემცირებული აქტივობით, ერთზე მეტ კომერციულ ანტი-ფაქტორში. კლინიკური კვლევების მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ როტაქრომის ჰეპარინის ქრომოგენული ტესტისთვის და შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ. ანტი-ფაქტორ Xa აქტივობა აჩვენებს მჭიდრო ხაზოვან ურთიერთობას ელიქვისის პლაზმურ კონცენტრაციებთან, აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობებს ელიქვისის პიკური პლაზმური კონცენტრაციების დროს. კავშირი ელიქვისის კონცენტრაციასა და ანტი-ფაქტორ Xa აქტივობას შორის წრფივია ელიქვისის დოზების ფართო დიაპაზონში. ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს მოსალოდნელ სტაბილურ მდგომარეობაში ექსპოზიციას და ანტი-FXa აქტივობას თითოეული ჩვენებისთვის. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ელიქვისს VTE-ის პროფილაქტიკისთვის ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ, შედეგები აჩვენებს 1,6-ჯერ ნაკლებ ცვალებადობას პიკურ/დაბალ დონეზე. პაციენტებში NVAF-ით, რომლებიც იღებენ ელიქვისს ინსულტის ან სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის, შედეგები აჩვენებს 1,7-ჯერ ნაკლებ ცვალებადობას პიკურ/დაბალი დონეზე. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ელიქვისს DVT და PE-ს სამკურნალოდ ან მორეციდივე DVT და PE-ს პროფილაქტიკისთვის, შედეგებმა აჩვენა 2.2-ჯერ ნაკლები ცვალებადობა პიკური/დაბალ დონეზე.

ცხრილი 3. ელიქვისის მოსალოდნელი სტაბილური ექსპოზიცია და ანტი-ფაქტორ Xa აქტივობა

ელიქვისი Cmax (ნგ/მლ)

ელიქვისი

Cmin (ნგ/მლ)

ელიქვისი

ანტი-ფაქტორ Xa აქტივობის max (სე/მლ)

ელიქვისი

ანტი-ფაქტორ Xa აქტივობა min (სე/მლ)

მედიანა [5, 95 პროცენტული]

ინსულტის ან სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა: NVAF

  • 5 მგ ორჯერ დღეში *

123 [69-221]

79 [34-162]

1,8 [1-3,3]

1,2 [0,51-2,4]

5 მგ ორჯერ დღეში

171 [91-321]

103 [41-230]

2,6 [1,4-4,8]

1,5 [0,61-3,4]

DVT მკურნალობა, PE მკურნალობა და მორეციდივე DVT და PE (VTE მკურნალობა) პრევენცია

  • 5 მგ ორჯერ დღეში

67 [30-153]

32 [11-90]

1 [0,46-2,5]

0,49 [0,17-1,4]

5 მგ ორჯერ დღეში

132 [59-302]

63 [22-177]

2,1 [0,91-5,2]

1 [0,33-2,9]

10 მგ ორჯერ დღეში

251 [111-572]

120 [41-335]

4,2 [1,8-10,8]

1,9 [0,64-5,8]

  • ARISTOTLE კვლევაში დოზის კორექტირებული პოპულაცია დაფუძნებული იყო დოზის შემცირების 3-დან 2 კრიტერიუმზე.

მიუხედავად იმისა, რომ ელიქვისით მკურნალობა არ საჭიროებს ექსპოზიციის რუტინულ მონიტორინგს; კალიბრირებული რაოდენობრივი ანტი-FXa ანალიზი შეიძლება იყოს გამოსადეგი გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ელიქვისის ექსპოზიციის ცოდნა შეიძლება დაეხმაროს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიცაა დოზის გადაჭარბება ან გადაუდებელი ოპერაცია.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასარქვლოვანი წინაგულის ფიბრილაცია (NVAF)

კლინიკურ პროგრამაში (ARISTOTLE: ელიქვისი vs. ვარფარინი, AVERROES: ელიქვისი vs. ASA) რანდომიზირებული იყო სულ 23,799 პაციენტი, რომლიდანაც 11,927 პაციენტი რანდომიზირებული იყო ელიქვისზე. ეს პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ აჩვენოს ელიქვისის ეფექტურობა და უსაფრთხოება ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პრევენციაში პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასარქვლოვანი წინაგულის ფიბრილაცია (NVAF) და ერთი ან მეტი შემდეგი რისკის ფაქტორი:

გადატანილი ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA)

ასაკი 75

ჰიპერტენზია

შაქრიანი დიაბეტი

გულის სიმპტომური უკმარისობა (NYHA კლასი II)

ARISTOTLE კვლევა

ARISTOTLE-ს კვლევაში სულ 18.201 პაციენტი, რომლებიც რანდომიზებული იყო ბრმა მეთოდით მკურნალობდა ელიქვისით 5 მგ ორჯერ დღეში (ან 2.5 მგ ორჯერ დღეში ცალკეულ პაციენტებში [4.7%], იხილეთ ნაწილი 4.2) ან დღეში ორჯერ ვარფარინით (სამიზნე INR დიაპაზონი 2.0-3.0) და პაციენტებს უტარდებოდათ საკვლევი მედიკამენტები საშუალოდ 20 თვის განმავლობაში. საშუალო ასაკი იყო 69.1 წელი, საშუალო CHADS2 ქულა იყო 2.1 და პაციენტების 18.9%-ს ჰქონდა ადრინდელი ინსულტი ან TIA.

კვლევაში ელიქვისმა მიაღწია სტატისტიკურად მნიშვნელოვან უპირატესობას ვარფარინთან შედარებით ინსულტის (ჰემორაგიული ან იშემიური) და სისტემური ემბოლიის პრევენციის პირველად საბოლოო წერტილებში (იხ. ცხრილი 4).

ცხრილი 4: ეფექტურობის შედეგები წინაგულის ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ARISTOTLE კვლევაში

ელიქვისი

N=9,120

n (%/წელი)

ვარფარინი

N=9,081

n (%/წელი)

რისკის თანაფარდობა

(95% CI)

P-მნიშვნელობა

ინსულტი ან სისტემური ემბოლია

212 (1,27)

265 (1,6)

0,79 (0,66, 0,95)

0,0114

ინსულტი

იშემიური ან დაუზუსტებელი

162 (0,97)

175 (1,05)

0,92 (0,74, 1,13)

ჰემორაგიული

40 (0,24)

78 (0,47)

0,51 (0,35, 0,75)

სისტემური ემბოლია

15 (0,09)

17 (0,1)

0,87 (0,44, 1,75)

ვარფარინზე რანდომიზებული პაციენტებისთვის (INR 2-3) საშუალო პროცენტული დრო თერაპიულ დიაპაზონში (TTR) იყო 66%.

ელიქვისმა აჩვენა შემცირება ვარფარინთან შედარებით ინსულტის და სისტემური ემბოლიის დროს ცენტრალური TTR-ის სხვადასხვა დონეზე; საშიშროების თანაფარდობა ელიქვისისთვის ვარფარინის მიმართ TTR-ის ცენტრის უმაღლეს მეოთხედში იყო 0.73 (95% CI, 0.38, 1.4). კვლევის მეორადი საბოლოო წერტილები, ძირითადი სისხლდენა და ყველა მიზეზით სიკვდილი, შემოწმდა წინასწარ განსაზღვრული იერარქიული ტესტირების სტრატეგიით I ტიპის საერთო შეცდომის გასაკონტროლებლად. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა მიღწეული იქნა როგორც ძირითადი სისხლდენის, ასევე ყველა მიზეზით სიკვდილის ძირითად მეორად საბოლოო წერტილებში (იხ. ცხრილი 7). იმ სიტუაციებში, როდესაც INR უკეთესად შენარჩუნებულია თერაპიულ დიაპაზონში, შეინიშნება ელიქვისის სარგებლის შედარებით შემცირება ვარფარინთან მიმართებაში ყველა მიზეზით სიკვდილიანობასთან მიმართებაში.

ცხრილი 5: მეორადი საბოლოო წერტილები წინაგულის ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ARISTOTLE კვლევაში

ელიქვისი

N=9,088

n (%/წელი)

ვარფარინი

N=9,052

n (%/წელი)

რისკის თანაფარდობა

(95% CI)

P - მნიშვნელობა

სისხლდენის შედეგები

ძირითადი *

327 (2,13)

462 (3,09)

0,69 (0,6, 0,8)

<0,0001

ფატალური

10 (0,06)

37 (0,24)

ინტრაკრანიალური

52 (0,33)

122 (0,8)

ძირითადი + CRNM†

613 (4,07)

877 (6,01)

0,68 (0,61, 0,75)

<0,0001

ყველა

2356 (18,1)

3060 (25,8)

0,71 (0,68, 0,75)

<0,0001

სხვა საბოლოო წერტილები

ყველა მიზეზით სიკვდილი

603 (3,52)

669 (3,94)

0,89 (0,8, 1)

0,0465

მიოკარდიული ინფარქტი†

90 (0,53)

102 (0,61)

0,88 (0,66, 1,17)

  • ძირითადი სისხლდენა განსაზღვრულია ISTH კრიტერიუმებით.

† კლინიკურად აშკარა, არა არსებითი

ARISTOTLE კვლევაში, გვერდითი რეაქციების გამო შეწყვეტის საერთო სიხშირე იყო 1.8% ელიქვისისთვის და 2.6% ვარფარინისთვის.

ეფექტურობის დასკვნები წინასწარ განსაზღვრული ქვეჯგუფებისთვის, მათ შორის CHADS2 ქულა, ასაკი, სხეულის წონა, სქესი, თირკმლის ფუნქციის სტატუსი, წინა ინსულტი ან TIA და დიაბეტი, შეესაბამებოდა საერთო პოპულაციის კვლევაში შესწავლილ პირველადი ეფექტურობის შედეგებს.

ISTH ძირითადი კუჭ-ნაწლავის სისხლდენის სიხშირე (ზედა GI, ქვედა GI და რექტალური სისხლდენა) იყო 0.76%/წელიწადში ელიქვისით და 0.86%/წელიწადში ვარფარინთან ერთად.

ძირითადი სისხლდენის დასკვნები წინასწარ განსაზღვრული ქვეჯგუფებისთვის, მათ შორის CHADS2 ქულა, ასაკი, სხეულის წონა, სქესი, თირკმლის ფუნქციის სტატუსი, წინა ინსულტი ან TIA და დიაბეტი, შეესაბამებოდა კვლევაში გამოკვლეული მთლიანი პოპულაციის შედეგებს.

AVERROES კვლევა

AVERROES კვლევაში, სულ 5,598 პაციენტი, რომლებიც მკვლევარებმა მიიჩნიეს VKA-სთვის შეუსაბამოდ, რანდომიზებული იქნა ელიქვისით 5 მგ-ით დღეში ორჯერ (ან 2.5 მგ ორჯერ დღეში გარკვეულ პაციენტებში [6.4%), იხილეთ ნაწილი 4.2) ან ASA-თი. ASA შეყვანილი იყო დღეში ერთხელ დოზით 81 მგ (64%), 162 მგ (26.9%), 243 მგ (2.1%), ან 324 მგ (6.6%) მკვლევარის შეხედულებისამებრ. საკვლევი აქტიური ნივთიერება პაციენტებს ეძლეოდათ საშუალოდ 14 თვის განმავლობაში. საშუალო ასაკი იყო 69.9 წელი, CHADS2-ის საშუალო ქულა იყო 2 და პაციენტების 13.6%-ს ჰქონდა წინა ინსულტი ან TIA.

AVERROES კვლევაში, VKA თერაპიისთვის შეუფერებლობის საერთო მიზეზები იყო INR-ების მიღწევის უუნარობა/სავარაუდო დიაპაზონი სასურველ დიაპაზონში (42.6%), პაციენტების მიერ უარი VKA თერაპიაზე (37.4%), CHADS2 ქულა 1 და როდესაც ექიმის არ იყო რეკომენდებული VKA თერაპია ( 21.3%), ამას მიეკუთვნებოდა ასევე პაციენტის მიმართ უნდობლობა, რომ ის დაიცავდა VKA-გამოყენების ინსტრუქციებს (15.0%) და იმის საშიშროება/სავარაუდო დაბრკოლება, რომ დოზის გადაუდებელი ცვლილების შემთხვევაში ვერ მიაღწევდნენ ექიმები პაციენტთან დროულად (11.7%). შემცირებული ინსულტის და სისტემური ემბოლიის აშკარა მტკიცებულების გამო, ხელსაყრელი უსაფრთხოების პროფილით, AVERROES ადრეულ პერიოდში შეწყდა მონაცემთა მონიტორინგის დამოუკიდებელი საბჭოს რეკომენდაციით. AVERROES-ის კვლევაში, გვერდითი რეაქციების გამო შეწყვეტის საერთო სიხშირე იყო 1.5% ელიქვისისთვის და 1.3% ASA-სთვის. კვლევაში ელიქვისმა მიაღწია სტატისტიკურად მნიშვნელოვან უპირატესობას ASA-სთან შედარებით ინსულტის (ჰემორაგიული, იშემიური ან დაუზუსტებელი) ან სისტემური ემბოლიის პრევენციის პირველად საბოლოო წერტილში (იხ. ცხრილი 6).

ცხრილი 6: ძირითადი ეფექტურობის შედეგები წინაგულის ფიბრილაციის მქონე პაციენტებში AVERROES კვლევაში

ელიქვისი

N=2,807

n (%/წელი)

ASA

N=2,791

n (%/წელი)

რისკის თანაფარდობა

(95% CI)

P-მნიშვნელობა

ინსულტი ან სისტემური ემბოლია *

51 (1,62)

113 (3,63)

0,45 (0,32, 0,62)

<0,0001

ინსულტი

იშემიური ან დაუზუსტებელი

43 (1,37)

97 (3,11)

0,44 (0,31, 0,63)

ჰემორაგიული

6 (0,19)

9 (0,28)

0,67 (0,24, 1,88)

სისტემური ემბოლია

2 (0,06)

13 (0,41)

0,15 (0,03, 0,68)

ინსულტი, სისტემური ემბოლია, MI, ან სისხლძარღვთა სიკვდილი*†

132 (4,21)

197 (6,35)

0,66 (0,53, 0,83)

0,003

მიოკარდიული ინფარქტი

24 (0,76)

28 (0,89)

0,86 (0,50, 1,48)

ვასკულარული სიკვდილი

84 (2,65)

96 (3,03)

0,87 (0,65, 1,17)

ყველა მიზეზით სიკვდილი†

111 (3,51)

140 (4,42)

0,79 (0,62, 1,02)

0,068

  • ტესტირებულია თანმიმდევრული ტესტირების სტრატეგიით, რომელიც შექმნილია კვლევაში I ტიპის ზოგადი შეცდომის გასაკონტროლებლად.

† მეორადი საბოლოო წერტილი.

არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება დიდი სისხლდენის სიხშირეში ელიქვისსა და ASA-ს შორის (იხ. ცხრილი 7).

ცხრილი 7: სისხლდენის მოვლენები წინაგულის ფიბრილაციის მქონე პაციენტებში AVERROES კვლევაში

ელიქვისი

N=2,798

n (%/წელი)

ASA

N=2,780

n (%/წელი)

რისკის თანაფარდობა

(95% CI)

P-მნიშვნელობა

ძირითადი

45 (1,41)

29 (0,92)

1,54 (0,96, 2,45)

0,0716

ფატალური, n

5 (0,16)

5 (0,16)

ინტრაკრანეალური, n

11 (0,34)

11 (0,35)

ძირითადი + CRNM†

140 (4,46)

101 (3,24)

1,38 (1,07, 1,78)

0,0144

ყველა

325 (10,85)

250 (8,32)

1,30 (1,10, 1,53)

0,0017

  • რთული სისხლდენა განისაზღვრება ISTH კრიტერიუმებით.

† კლინიკურად მნიშვნელოვანი არა-ძირითადი

NVAF პაციენტები ACS-ით და/ან გადიან PCI

AUGUSTUS კვლევაში, რომელსაც ჰქონდა ღია ეტიკეტირება, რანდომიზებული, კონტროლირებადი 2-დან 2 ფაქტორული დიზაინი, მოიცავდა 4614 NVAF პაციენტს ACS-ით (43%) და/ან რომლებმაც გაიარეს PCI. ყველა პაციენტმა მიიღო P2Y12 ინჰიბიტორი (კლოპიდოგრელი 90.3%) მკურნალობის ადგილობრივი სტანდარტის მიხედვით. ACS და/ან PCI-დან 14 დღემდე, პაციენტები მკურნალობდნენ აპიქსაბანით 5 მგ ორჯერ დღეში (2,5 მგ ორჯერ დღეში, თუ აკმაყოფილებდა დოზის შემცირების 2 ან მეტ კრიტერიუმს, იღებდნენ საერთო 4,2%-ით დაბალ დოზას) ან VKA და ASA ისინი რანდომიზებული იყო (81 მგ ორჯერ დღეში) ან პლაცებოზე. საშუალო ასაკი 69,9 წელია. რანდომიზებული პაციენტების 94%-ს ჰქონდა CHA2DS2-VASc ქულა >2 და 47%-ს ჰქონდა HAS-BLED ქულა >3. VKA რანდომიზებული პაციენტების დრო თერაპიულ ზონაში (TTR) (INR 2-3) იყო 56% (32% TTR ქვემოთ და 12% TTR ზემოთ).

AUGUSTUS კვლევის პირველადი მიზანი იყო უსაფრთხოების შეფასება. პირველადი საბოლოო წერტილი ISTH ძირითადი ან CRNM არის სისხლდენა. ელიქვისის და VKA-ს შედარებაში, ISTH ძირითადი ან CRNM სისხლდენის პირველადი უსაფრთხოების საბოლოო წერტილი მე-6 თვეში დაფიქსირდა 241 (10.5%) და 332 (14.7%) პაციენტში ელიქვისის ჯგუფში და VKA ჯგუფში, შესაბამისად (HR = 0.69, 95% CI: 0.58, 0.82; ორმხრივი p<0.0001 არასრულფასოვნებისთვის და p<0.0001 უპირატესობისთვის). დამატებითმა ანალიზებმა TTR-ის ქვეჯგუფების გამოყენებით VKA-სთვის აჩვენა, რომ სისხლდენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ასოცირდება TTR-ის ყველაზე დაბალ მეოთხედთან. სისხლდენის სიხშირე მსგავსი იყო ელიქვისისა და TTR ყველაზე მაღალ მეოთხედს შორის. ASA-ს და პლაცებოს შედარებაში, ISTH ძირითადი ან CRNM სისხლდენის პირველადი უსაფრთხოების საბოლოო წერტილი მე-6 თვეში დაფიქსირდა 367 (16.1%) და 204 (9.0%) პაციენტში ASA ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად (HR = 1.88, 95%. CI: 1.58, 2,23; 2-ორმხრივი p<0.0001).

განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ელიქვისით, ფართო ან CRNM სისხლდენა დაფიქსირდა 157 (13.7%) და 84 (7.4%) პაციენტში ASA-ს ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად. VKA-ით ნამკურნალებ პაციენტებში დიდი ან CRNM სისხლდენა აღინიშნა 208 (18.5%) და 122 (10.8%) პაციენტში ASA-ს ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად. მკურნალობის სხვა ეფექტები შეფასებული იყო კომპოზიციური საბოლოო წერტილებით, როგორც კვლევის მეორადი მიზანი. ელიქვისის vKA-ს შედარებაში, სიკვდილის ან ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შედგენილი საბოლოო წერტილი დაფიქსირდა 541 (23.5%) და 632 (27.4%) პაციენტში ელიქვისის და VKA ჯგუფებში, შესაბამისად. სიკვდილის ან იშემიური მოვლენის კომპოზიტური საბოლოო წერტილი (ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენტის თრომბოზი ან გადაუდებელი რევასკულარიზაცია) დაფიქსირდა 170 (7.4%) და 182 (7.9%) პაციენტში ელიქვისის და VKA ჯგუფში, შესაბამისად. ASA-ს და პლაცებოს შედარებაში, სიკვდილის ან ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შედგენილი საბოლოო წერტილი დაფიქსირდა 604 (26.2%) და 569 (24.7%) პაციენტში ASA და პლაცებო ჯგუფში, შესაბამისად. სიკვდილის ან იშემიური მოვლენის კომპოზიტური საბოლოო წერტილი (ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენტის თრომბოზი ან გადაუდებელი რევასკულარიზაცია) დაფიქსირდა 163 (7.1%) და 189 (8.2%) პაციენტში ASA და პლაცებო ჯგუფში, შესაბამისად.

პაციენტები, რომლებიც იტარებენ კარდიოვერსიას

ღია ეტიკეტირების, მულტიცენტრული EMANATE-ის კვლევა მოიცავდა 1500 პაციენტს, რომლებიც ან პერორალური ანტიკოაგულანტებით არ სარგებლობდნენ ან მკურნალობდნენ 48 საათზე ნაკლებ ხანს და დაგეგმილი იყო კარდიოვერსია NVAF-ისთვის. გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტიკისთვის, პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ 1:1 აპიქსაბანის ან ჰეპარინის და/ან VKA-ს მიმართ. თუ წინა კარდიოვერსია საჭირო იყო, ელექტრო და/ან ფარმაკოლოგიური კარდიოვერსია უნდა ჩატარდეს აპიქსაბანის სულ მცირე 5 დოზის შემდეგ 5 მგ ორჯერ დღეში (ან 2.5 მგ ორჯერ დღეში შერჩეულ პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2)) ან 10 მგ დატვირთვის დოზის მიღებიდან (ან შერჩეულ პაციენტებში 5 მგ დატვირთვის დოზიდან (იხ. ნაწილი 4.2)) მინიმუმ 2 საათის შემდეგ. აპიქსაბანის ჯგუფში 342 პაციენტმა მიიღო დატვირთვის დოზა (331 პაციენტმა 10 მგ და 11 პაციენტმა 5 მგ დოზა). მიუხედავად იმისა, რომ არ დაფიქსირებულა ინსულტი (0%) აპიქსაბანის ჯგუფში (n=753), ინსულტი დაფიქსირდა ჰეპარინის და/ან VKA ჯგუფში (74.8%; n=747; RR 0.00, 95% CI 0.00; 0.64), კერძოდ 6 (0.8%) პაციენტში. ყველა მიზეზით სიკვდილი დაფიქსირდა 2 (0.27%) პაციენტში აპიქსაბანის ჯგუფში და 1 (0.13%) პაციენტში ჰეპარინის და/ან VKA ჯგუფში. სისტემური ემბოლიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ძირითადი სისხლდენა და CRNM სისხლდენა დაფიქსირდა 3 (0.41%) და 11 (1.5%) პაციენტში აპიქსაბანის ჯგუფში, შესაბამისად, და 6 (0.83%) და 13 (1.8%) პაციენტში ჰეპარინის და/ან VKA ჯგუფში. ამ ექსპერიმენტულმა კვლევამ აჩვენა შედარებითი ეფექტურობა და უსაფრთხოება აპიქსაბანისა და ჰეპარინის და/ან VKA სამკურნალო ჯგუფებს შორის კარდიოვერსიის ჩატარებისას.

DVT მკურნალობა, PE მკურნალობა და მორეციდივე DVT და PE (VTE მკურნალობა) პრევენცია

კლინიკური პროგრამა (AMPLIFY: ელიქვისი vs. ენოქსაპარინი/ვარფარინი, AMPLIFY-EXT: ელიქვისი vs. პლაცებო), ელიქვისი გამოყენებული იქნა თერაპიის ეფექტურობისა და უსაფრთხოების დემონსტრირების მიზნით DVT და/ან PE (AMPLIFY) სამკურნალოდ და განმეორებითი DVT და/ან PE-ს პროფილაქტიკისთვის VTE და/ან PE-ს ანტიკოაგულანტული თერაპიის 6-12 თვის შემდეგ (AMPLIFY-EXT). ორივე კვლევა იყო რანდომიზებული, პარალელური ჯგუფში, ორმაგი ბრმა, მრავალეროვნული კვლევებში მონაწილე პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ სიმპტომატური პროქსიმალური DVT ან სიმპტომური PE. უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ყველა ძირითადი საბოლოო წერტილი შეფასდა დამოუკიდებელი, ფარული კომიტეტის მიერ.

AMPLIFY-კვლევა

AMPLIFY კვლევაში სულ 5395 პაციენტი მკურნალობდა პერორალური ელიქვისით 10 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვა პერორალური ელიქვისი 5 მგ ორჯერ დღეში 6 თვის განმავლობაში ან ენოქსაპარინი 1 მგ/კგ კანქვეშ ორჯერ დღეში მინიმუმ 5 დღის განმავლობაში (INR-მდე 2) და რანდომიზირებული ორალური ვარფარინზე (სამიზნე INR დიაპაზონი 2-3) 6 თვის განმავლობაში. საშუალო ასაკი იყო 56.9 წელი და პაციენტების 89.8%-ს ჰქონდა არაპროვოცირებული VTE მოვლენები. თერაპიულ დიაპაზონში საშუალო პროცენტული დრო (INR 2-3) ვარფარინზე რანდომიზებული პაციენტებისთვის იყო 60.9. ელიქვისმა აჩვენა მორეციდივე სიმპტომატური VTE ან VTE-თან დაკავშირებული სიკვდილის შემცირება სხვადასხვა ცენტრალურ TTR დონეზე. ელიქვისის რისკის თანაფარდობა ენოქსაპარინთან/ვარფარინთან შედარებით უმაღლეს ცენტრალურ მეოთხედში იყო 0.79 (95% CI, 0.39, 1.61). კვლევამ აჩვენა, რომ ელიქვისის ეფექტი მორეციდივე სიმპტომატური VTE-ის (არასასიკვდილო DVT ან არალეტალური PE) ან VTE-თან დაკავშირებული სიკვდილის კომბინირებულ პირველად საბოლოო წერტილზე არ ჩამოუვარდებოდა ენოქსაპარინს/ვარფარინს (იხ. ცხრილი 8).

ცხრილი 8: AMPLIFY კვლევის ეფექტურობის შედეგები

ელიქვისი

N=2,609

n (%)

ენოქსაპარინი

/ვარფარინი

N=2,635

n (%)

რისკის თანაფარდობა

(95% CI)

VTE ან VTE-თან დაკავშირებული სიკვდილი

59 (2,3)

71 (2,7)

0,84 (0,6, 1,18)*

DVT

20 (0,7)

33 (1,2)

PE

27 (1)

23 (0,9)

VTE-თან დაკავშირებული სიკვდილი

12 (0,4)

15 (0,6)

VTE ან ყველა მიზეზით სიკვდილი

84(3,2)

104 (4,0)

0,82 (0,61, 1,08)

VTE ან CV დაკავშირებული სიკვდილი

61 (2,3)

77 (2,9)

0,80 (0,57, 1,11)

VTE, VTE-თან დაკავშირებული სიკვდილი ან დიდი სისხლდენა

73 (2,8)

118 (4,5)

0,62 (0,47, 0,83)

  • არანაკლები ენოქსაპარინთან/ვარფარინთან შედარებით (P<0.0001)

ელიქვისის ეფექტურობა VTE, PE საწყის მკურნალობაში [რისკის თანაფარდობა 0.9; 95% CI (0.5, 1.6)] ან DVT [რისკის თანაფარდობა 0.8; 95% CI (0.5, 1.3)] იყო თანმიმდევრული მკურნალობის პაციენტებში. ეფექტურობა ზოგადად თანმიმდევრული იყო ქვეჯგუფებში ასაკის, სქესის, სხეულის მასის ინდექსის (BMI), თირკმლის ფუნქციის, ინდექსის PE ზომის, DVT თრომბოზის ლოკალიზაციისა და პარენტერალური ჰეპარინის წარსულში გამოყენების მიხედვით. პირველადი უსაფრთხოების საბოლოო წერტილი იყო დიდი სისხლდენა. კვლევაში აპიკაბანი ეფექტური იყო პირველადი უსაფრთხოების საბოლოო წერტილში. ის სტატისტიკურად აღემატება ენოქსაპარინს/ვარფარინს [რისკის თანაფარდობა 0.31; 95% CI (0.17, 0.55), p მნიშვნელობა <0.0001] (იხ. ცხრილი 9).

ცხრილი 9: სისხლდენის შედეგები AMPLIFY კვლევაში

ელიქვისი

N=2,676

n (%)

ენოქსაპარინი/ვარფარინი

N=2,689

n (%)

რისკის თანაფარდობა

(95% CI)

ძირითადი

15 (0,6)

49 (1,8)

0,31 (0,17, 0,55)

ძირითადი + CRNM

115 (4,3)

261 (9,7)

0,44 (0,36, 0,55)

უმნიშვნელო

313 (11,7)

505 (18,8)

0,62 (0,54, 0,7)

ყველა

402 (15)

676 (25,1)

0,59 (0,53, 0,66)

ძირითადი სისხლდენა სხეულის ნებისმიერ ადგილას და CRNM სისხლდენა ზოგადად უფრო დაბალი იყო ელიქვისის ჯგუფში ენოქსაპარინთან/ვარფარინთან შედარებით. ISTH ძირითადი კუჭ-ნაწლავის სისხლდენა დაფიქსირდა ელიქვისით ნამკურნალევ პაციენტიდან 6-ში (0.2%) და ენოქსაპარინით/ვარფარინით ნამკურნალებ პაციენტებიდან 17-ში (0.6%).

AMPLIFY-NEXT კვლევა

AMPLIFY-EXT კვლევაში, სულ 2482 პაციენტი იყო რანდომიზირებული ორალური ელიქვისით 2.5 მგ ორჯერ დღეში, პერორალური ელიქვისით 5 მგ ორჯერ დღეში ან პლაცებოზე 12 თვის განმავლობაში 6-დან 12 თვემდე საწყისი ანტიკოაგულანტული თერაპიის დასრულების შემდეგ. აქედან 836 პაციენტი (33.7%) მონაწილეობდა AMPLIFY კვლევაში AMPLIFY-EXT კვლევაში ჩარიცხვამდე. საშუალო ასაკი იყო 56.7 წელი და პაციენტების 91.7%-ს ჰქონდა არაპროვოცირებული VTE მოვლენები.

კვლევაში ელიქვისის ორივე დოზა სტატისტიკურად აღემატებოდა პლაცებოს სიმპტომატური, მორეციდივე VTE ან ყველა მიზეზით სიკვდილის პირველად საბოლოო წერტილებში (იხ. ცხრილი 10).

ცხრილი 10: ეფექტურობის შედეგები AMPLIFY-NEXT კვლევაში

ელიქვისი

ელიქვისი

პლაცებო

რისკის თანაფარდობა

2,5 მგ

(N=840)

5 მგ

(N=813)

(N=829)

ელიქვისი

2,5 მგ vs.

პლაცებო

ელიქვისი

5,0 მგ vs.

პლაცებო

n (%) …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია Pfizer პფაიზერი

ელიქუისR 5 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი

მიიღება პირიდან(ორალურად)

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 5 მგ აპიქსაბანს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა (მსხვილფეხა რქოსანი წარმოშობის),მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოსი (E468), ნატრიუმის ლაურილის სულფატი (E487),მაგნიუმის სტეარატი (E470b), ოპადრი II ყვითელი (ლაქტოზის მონოჰიდრატი ((მსხვილფეხა რქოსანი წარმოშობის), ჰიპრომელოზა (E464), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518), რკინის წითელი ოქსიდი (E172)).

ეს წამალი დამატებით დაკვირვებას ექვემდებარება. აღნიშნული სამკუთხედი უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში შეგიძლიათ მოხსენების სახით გვაცნობოთ. გვერდითი ეფექტების შესახებ განმარტება შეგიძლიათ იხილოთ მე-4 თავის ბოლოში.

გთხოვთ, აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი. სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს

რა არის და რისთვის გამოიყენება ელიქუისი?

ელიქუისის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ელიქუისი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ელიქუისის შენახვა

რა არის და რისთვის გამოიყენება ელიქუისი?

ელიქუისი მოქმედი ნივთიერების სახით აპიქსაბანს შეიცავს და შედის ანტიკოაგულანტების ჯგუფში, ელიქუისი ცნობილია, როგორც სისხლის გამათხელებელი საშუალება. აღნიშნული წამალი სისხლის შედედებაში მონაწილე მნიშვნელოვანი ფაქტორის ,,Xa ‘’ -ს აქტივობას ბლოკავს და ხელს უშლის სისხლში თრომბის წარმოქმნას.

აპკით შემოგარსული ტაბლეტები ვარდისფერი ფერის, ოვალური ფორმისაა, ერთ ზედაპირზე წარწერა ,,894’’, მეორე მხარეს კი ,,5’’ ამოტვიფრული. გაყიდვაშია მუყაოს კოლოფით, რომელიც შეიცავს ბლისტერებს და მასში 56 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს.

ელიქუისი ზრდასრულებში ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს გამოიყენება:

გულის არარეგულარული არითმია(ატრიალური ფიბრილაცია) და სულ ცოტა ერთი დამატებითი რისკ ფაქტორის (გადატანილი ინსულტი და ან თავის ტვინის სისხლძარღვების ტრანზიტორული დახშობის შედეგად შექცევადი დამბლა(ტრანზიტორული იშემიური შეტევა), ≥75 და მეტი ასაკი, მაღალი წნევა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობის მსგავსი დარღვევები), აღნიშნული დაავადებების დროს გულში თრომბის განვითარების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება. თრომბი თუ თავის ტვინის სისხლძარღვს დაახშობს, შეიძლება ინსულტის განვითარების მიზეზი გახდეს, სხეულის სხვა ორგანოში სისხლძარღვში მოხვედრის შემთხვევაში კი ორგანოს სისხლის მიმოქცევას დაარღვევს (ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლიზმი). ინსულტი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და შეიძლება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა საჭირო გახდეს.

ასევე ქვემო კიდურების ვენებსა(ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბის (პულმონალური ემბოლია) მკურნალობისთვის და კიდურებსა და ან ფილტვებში თრომბის განმეორებითი განვითარების თავიდან აცილების მიზნითაც გამოიყენება.

ელიქუისის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ელიქუისი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს!

თუ აპიქსაბანის და ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ გაქვთ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა)

თუ ჭარბი სისხლდენა გაქვთ

თუ სხეულის რომელიმე ორგანოში არსებობს სისხლდენის მომატებული რისკის განმაპირობებელი დაავადება (კუჭის და ან ნაწლავების აქტიური და ან ახალი წყლული, ახლო პერიოდში გადატანილი თავის ტვინში სისხლჩაქცევა)

თუ ღვიძლის დაავადება გაქვთ(ჰეპატური კოაგულოპათია), რომლის დროსაც სისხლდენის რისკი მატულობს

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების გარდა თუ შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (მაგ.:ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი და ან ჰეპარინი) ღებულობთ ან ანტიკოაგულაციური თერაპიისთვის სისხლძარღვის შეცვლას აპირებთ და ვენური სისტემის გამავლობისთვის ღებულობთ ჰეპარინს და ან არითმიის მკურნალობისას საჭიროა ჩარევა(კათეტერული აბლაცია).

ელიქუისი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ!

თუ ქვემოთ მოცემული მდგომარეობიდან რომელიმე თქვენთან აღინიშნება, წამლის მიღებამდე გთხოვთ ექიმს მიმართოთ.

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების მსგავსად სისხლდენის მომატებული რისკი:

სისხლის შედედების დარღვევები, თრომბოციტების დაბალი აქტივობის განმაპირობებელი დაავადებების ჩათვლით

მედიკამენტოზური მკურნალობით არაკონტროლირებადი მაღალი არტერიული წნევა

75 და მეტი ასაკი

60 კგ ანდა სხეულის უფრო ნაკლები წონა

თირკმლების სერიოზული დაავადება ან დიალიზზე დამოკიდებულება

ღვიძლის დავადება და ან ანამნეზში ღვიძლის პრობლემა

ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევით ელიქუისი სიფრთხილით ინიშნება

ელიქუისის მიღების დაწყებამდე, ექიმმა თქვენი ღვიძლის ფუნქციური ტესტები უნდა განსაზღვროს და დარღვევის შემთხვევაში სიფრთხილით გამოიყენება

ავადმყოფებში, რომელთაც გულის არარეგულარული არითმია (ატრიალური ფიბრილაცია)აქვთ, ან ანტითრომბული თერაპიისთვის ესაჭიროებათ მედიკამენტის ერთი და ან ორი ფორმა

ავადმყოფებს, რომელთაც გულის ხელოვნური სარქველი აქვთ

ავადმყოფებში, რომელთა სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ან ფილტვების თრომბოემბოლია აქვთ, ასევე თრომბის დაშლის და ან ფილტვის სისხლძარღვებში არსებული თრომბის ქირურგიული ჩარევით ამოღებისას

ავადმყოფებში სიმსივნური დაავადების აქტიური ფორმით

ავადმყოფები, რომელიც აღნიშნულ წამლის გამოყენების ინსტრუქციაში ,,სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება’’ ნაწილში ჩამოთვლილი მედიკამენტებს ღებულობენ

აცც (აცეტილ ცისტეინის მჟავა; მაგ.:ასპირინი) და ან აცც-სთან ერთად კლოპიდოგრელის კომბინაციისას, გულის ერთზე მეტი და ან სხვა დაავადებების არსებობისას, რომელიც თრომბოემბოლიის რისკს ქმნის და ან ანამნეზში გულის მკვებავი არტერიების ემბოლიის არსებობისას

აცეტილ ცისტეინის მჟავის შემცველი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ერთად (აას) (ტკივილგამაყუჩებელი ჯგუფი) მიღებისას

თავის ტვინის სისხლძარღვების უეცარი გარდამავალი დახშობის გამო განვითარებული შექცევადი დამბლის დროს (მწვავე იშემიური ინსულტი) გამოყენებული ანტითრომბული თერაპიისას(თრომბოლიზური)

ქირურგიული ჩარევების შემდეგ თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების (სისხლის გამათხელებელი წამლების ჯგუფი)ერთად მიღებისას

ხანდაზმულებში პოტენციურად სისხლდენის მაღალი რისკის გამო ელიქუისის და აცეტილ ცისტეინის მჟავის (მაგ. ასპირინის) ერთდროული გამოყენებისას

თუ ოპერაციის და ან სამედიცინო პროცედურის საჭიროებაა, ექიმმა შეიძლება ხანმოკლე დროით წამლის შეწყვეტა გთხოვოთ. თუ არა ხართ დარწმუნებული ქირურგიული ჩარევისას სისხლდენის შესაძლო განვითარება- არ განვითარების საკითხზე, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე თუნდაც წარსულში გქონდათ, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:

ელიქუისის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდირებული.

ელიქუისის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ელიქუისის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად და ან მის გარეშეც.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის მიღებამდე გთხოვთ მიმართოთ თქვენ ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

ელიქუისის ზემოქმედება ორსულობაზე და მუცლად მყოფ ნაყოფზე უცნობია. თუ ორსულად ხართ, ელიქუისი არ უნდა გამოიყენოთ.

თუ მკურნალობის პერიოდში გამოვლინდება ორსულობა, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

გთხოვ, წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

ელიქუისის ადამიანის დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია, თქვენი ექიმი გადაწყვეტს ძუძუთი კვების და ან წამლის შეწყვეტის საკითხს.

თუ ძუძუთი კვებავთ, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ელიქუსის ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე უცნობია.

ელიქუის-ის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ელიქუისი-ლაქტოზას (რძეში არსებული შაქრის სახეობა)შეიცავს. თუ ექიმის მხრიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ მგრძნობიარე ხართ, გთხოვთ, ამ წამლის შეძენამდე ექიმს მიმართოთ.

ელიქუისის სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს ელიქუისის ეფექტის მატებას, ზოგიერთი კი პირიქით. ამ მედიკამენტების შეძენისას ელიქუისის გამოყენების საკითხს და მისი გამოყენების სიხშირეს ექიმი გადაწყვეტს.

ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ელიქუისის ეფექტის მატება ან არასასურველი სისხლდენების გამოვლენა:

სოკოვანი ინფექციების დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ. კეტოკონაზოლი და ა.შ)

HIV და AIDS დროს გამოყენებული ზოგიერთი ანტივირუსიული წამალი (მაგ. რიტონავირი)

სისხლის შედედების შემცირების მიზნით გამოყენებული სხვა წამლები(მაგ. ენოქსაპარინი და სხვა)

ანთების საწინააღმდეგო და ან ტკივილ გამაყუჩებელი წამლები (მაგ. ასპირინი და ან ნაპროქსენი). განსაკუთრებთ სიფრთხილეა საჭირო 75 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, თუ ასპირინს ღებულობთ, არსებობს სისხლდენის მომატებული რისკი

მაღალი არტერიული წნევა და ან გულის პრობლემების დროს გამოყენებული წამლები (მაგ.დილთიაზემი)

დეპრესიის მკურნალობისთვის გამოყენებული ე.წ. ანტიდეპრესანტები (მაგ. სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები და ან სეროტონინ ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები)

ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ელიქუისის ეფექტის შემცირება :

ეპილეფსიის და გულყრების სამკურნალო წამლები(მაგ.ფენიტოინი და სხვა)

Hypericum perforatum (წმ.იოანე ვორტის-დეპრესიის სამკურნალო მცენარეული დანამატი)

ტუბერკულოზის და სხვა ინფექციების სამკურნალო წამლების მიღებისას (მაგ. რიფამპიცინი)

თუ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე იღებთ რაიმე მედიკამენტს ანდა ბოლო პერიოდში იღებდით გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

როგორ გამოიყენება ელიქუისი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ელიქუისი-ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის მიხედვით მიიღეთ. თუ რაიმე გეეჭვებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

აღნიშნული წამალი თქვენი ექიმის რეკომენდაციით ყოველდღე, 1 ტაბ. 2 ჯერ უნდა მიიღოთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ელიქუისი-პირის გზით მიიღება. ტაბლეტი მთლიანად წყალთან ერთად გადაყლაპეთ. ელიქუისის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად და ან მის გარეშეც. მკურნალობაზე კარგი შედეგის მიღებისთვის საჭიროა ტაბლეტების მიღება ყოველდღე, ერთსა და იგივე დროს.

თუ ტაბლეტის მთლიანი გადაყლაპვა გიჭირთ, ელიქუისის მიღების სხვა გზების შესახებ ინფორმაცია თქვენი ექიმისგან მოითხოვეთ. წამლის მიღებამდე შეგიძლიათ ტაბლეტი დაფშვნათ(დაფხვნათ) შეურიოთ წყალში, 5% დექსტროზაში და ან ვაშლის წვენში ან ვაშლის პიურეში და ამ ფორმით მიიღოთ.

მითითებები ტაბლეტის დაფშვნის(დაფხვნის) შესახებ:

ტაბლეტი სანაყ ჯამში შეგიძლიათ დაფხვნათ

დაფშვნილი ფხვნილი ფრთხილად მოათავსეთ პატარა ჭურჭელში, ნარევის მიღებისთვის დაამატეთ 30 მლ წყალი (2 სუფრის კოვზი) ან ზემოთ ჩამოთვლილი სითხეები შეურიეთ.

გაკეთებული ნარევი გადაყლაპეთ

ტაბლეტის დაფშვნისთვის გამოყენებული სანაყი ჯამი წლით( 30 მლ) ან სხვა სითხეებით გამოავლეთ და გადაყლაპეთ.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ელიქუისის გაკეთებული ნარევის 60 მლ წყლით და ან 5% დექსტროზით ნაზოგასტრალური მილით მიცემა.

არითმიის და ან დამატებით სულ მცირე ერთი რისკ ფაქტორის მქონე ავადმყოფებში გულში თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზა არის: ელიქუისი 5 მგ ტაბ. -1 ტაბ. 2 ჯერ დღეში.

ქვემოთ მოცემულ მდგომარეობების დროს რეკომენდირებული დოზა არის: ელიქუისი 2.5 მგ ტაბ. -1 ტაბ. 2 ჯერ დღეში.

თირკმლის ფუნქციების დარღვევის მძიმე ხარისხი

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ორი და ან უფრო მეტი პრობლემა თუ გაქვთ:

  • თუ სისხლის ანალიზით ვლინდება თირკმლის ფუნქციების დაქვეითება (სისხლის შრატში კრეატინინი 1.5 მგ/დლ (133მკმოლ/ლ) და ან მაღალია)
  • თუ 80 წლის ან უფრო მეტი ასაკის ხართ
  • თუ წონა 60 კგ ან უფრო ნაკლებია

რეკომენდირებული დოზა არის: 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს თითო ტაბლეტი. მკურნალობაზე კარგი შედეგის მიღებისთვის ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღეთ. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.

ქვემო კიდურების ვენური თრომბების და ფილტვების სისხლძარღვების თრომბების სამკურნალოდ რეკომენდირებული დოზაა: ელიქუისი 5 მგ- პირველი 7 დღე: 2 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს ორ-ორი ტაბლეტი.(ჯამური დღიური დოზა 20 მგ)

7 დღის შემდეგ ელიქუისი 5 მგ ტაბლეტის რეკომენდირებული დოზაა: 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს თითო ტაბლეტი. მკურნალობის უკეთესი შედეგის მისაღებად ტაბლეტები მიიღეთ ერთსა და იმავე დროს. (ჯამური დღიური დოზა 10 მგ)

6 თვიანი მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ თრომბების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზაა: ელიქუისი 2.5 მგ ტაბ. - 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს თითო ტაბლეტი.

მკურნალობის უკეთესი შედეგის მისაღებად ტაბლეტები მიიღეთ ერთსა და იმავე დროს. (ჯამური დღიური დოზა 5 მგ)

მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. ექიმს შეუძლია ანტიკოაგულაციური მკურნალობა შეგიცვალოთ ქვემოთ მოცემულის მსგავსად:

ელიქუისიდან შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულაციურ) წამალზე გადასვლა. ელიქუისის მიღება შეწყვიტეთ. მომდევნო ტაბლეტის მიღების დროზე ანტიკოაგულაციური წამლით (მაგ. ჰეპარინით) დაიწყეთ მკურნალობა.

ანტიკოაგულაციური წამლებიდან ელიქუისზე გადასვლა- შედედების საწინააღმდეგო წამლის მიღება შეწყვიტეთ. შემდეგი ანტიგოაგულაციური წამლის მიღების დროზე დაიწყეთ ელიქიუსით მკურნალობა. შემდეგ მკურნალობა ნორმალური ფორმით გააგრძელეთ.

K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო (მაგ. ვარფარინი) მკურნალობიდან ელიქუისზე გადასვლა: - K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო წამლის მიღება შეწყვიტეთ. ექიმი სისხლის ანალიზს აიღებს და ელიქუისის მიღების დაწყების დროსთან დაკავშირებით ინფორმაცის მოგაწოდებთ.

ელიქუისიდან - K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო (მაგ. ვარფარინი) მკურნალობაზე გადასვლა: თუ ექიმი გეტყვით, რომ საჭიროა - K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო წამლის მიღება, K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი წამლის პირველი დოზიდან სულ ცოტა 2 დღე გააგრძელეთ ელიქუისის მიღება, ექიმი სისხლი ანალიზს აიღებს და ელიქუისის მიღების შეწყვეტის დროს გაცნობებთ.

ავადმყოფები, რომელთაც კარდიოვერსია უნდა გაუკეთდეთ-

არითმიების დროს თუ საჭიროა კარდიოვერსიული ჩარევით პრობლემის მოგვარება, თავის ტვინსა და სხეულში თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ელიქუისის მიღების დროის შესახებ.

განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ელიქუისი ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

დოზის შემცირების კრიტერიუმების არ არსებობის შემთხვევაში დოზის რეგულირება არ არის საჭირო. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან ორი და ან მეტი პრობლემა გაქვთ, რეკომენდირებული დოზაა: ელიქუსი 2.5 მგ- 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში.

  • თუ სისხლის ანალიზით ვლინდება თირკმლის ფუნქციების დაქვეითება (სისხლის შრატში კრეატინინი 1.5 მგ/დლ (133მკმოლ/ლ) და ან მაღალია)
  • თუ 80 წლის ან უფრო მეტი ასაკის ხართ
  • თუ წონა 60 კგ ან უფრო ნაკლებია

გამოყენების განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის უკმარისობა

ელიქუისი ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს არ არის რეკომენდირებული. ღვიძლის უკმარისობის მსუბუქი ან საშუალო ფორმის დროს ელიქუსი სიფრთხილით გამოიყენება.

თირკმლების უკმარისობა

თუ თირკმლის ფუნქციების მაჩვენებელი კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ და აღინიშნება თირკმლების მაღალი ხარისხის უკმარისობა, კლინიკური გამოცდილების არ არსებობის გამო ელიქუისი არ არის რეკომენდირებული.

თირკმლების მძიმე უკმარისობის დროს, (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) აპიქსაბანის დოზაა 2.5 მგ 2 ჯერ დღეში.

ქვემოთ მოცემული მდგომარეობებიდან ორი და ან მეტი პრობლემა თუ აისახება თქვენთან, რეკომენდირებული დოზა არის ელიქუისი- 2.5 მგ 2 ჯერ დღეში.

  • თუ სისხლის ანალიზით ვლინდება თირკმლის ფუნქციების დაქვეითება (სისხლის შრატში კრეატინინი 1.5 მგ/დლ (133მკმოლ/ლ) და ან მაღალია)
  • თუ 80 წლის ან უფრო მეტი ასაკის ხართ
  • თუ წონა 60 კგ ან უფრო ნაკლებია

თუ ფიქრობთ, რომ ელიქუისის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

თუ საჭირო დოზაზე მეტი ელიქუისი მიიღეთ:

თუ ელიქუისის ზედმეტი დოზა მიიღეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

წამლის კოლოფი ცარიელიც რომ იყოს, ექიმთან მისვლისას თან იქონიეთ. თუ რეკომენდირებულ დოზაზე მეტ ელიქუისს მიიღებთ, სისხლდენის რისკი მატულობს, თუ სისხლდენა გამოვლინდება, ოპერაცია, სისხლის გადასხმა და ან ანტი-ფაქტორ Xa აქტივობის საწინააღმდეგო მკურნალობა შეიძლება დაგჭირდეთ.

თუ ელიქუისის მიღება დაგავიწყდათ

როცა გაგახსენდებათ თქვენთვის გამოწერილი დოზა მიიღეთ და

ელიქუისის შემდეგი დოზა ნორმალურ (ჩვეულ)დროზე მიიღეთ

შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეთ მიღება

თუ არ იცით როგორ უნდა მოიქცეთ და ან ერთზე მეტი დოზა ჩააგდეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

დავიწყებული(ჩაგდებული) დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ელიქუისით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, რადგანაც ამ შემთხვევაში მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას სისხლის თრომბის წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია. თუ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვა გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ელიქუისში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს გვერდითი ეფექტები ყველასთან არ ვლინდება. ელიქუისის ყველაზე გავრცელებული შესაძლო ზოგადი გვერდითი ეფექტი, რომელმაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შექმნას და სასწრაფო სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა გამოიწვიოს, ეს არის სისხლდენა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე გამოგივლინდათ, ელიქუისის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ აცნობეთ თქვენს ექიმს და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას მიმართეთ:

სახეზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ენაზე და ან ხახაში შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, რომელიც შეიძლება ალერგიული გამოვლინდება იყოს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ აღნიშნულიდან ერთი გამოგივლინდათ, ეს ნიშნავს, რომ ელიქუისის წინააღმდეგ სერიოზული ალერგია გაქვთ. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და ან სავადმყოფოში მოთავსებაც.

აღნიშნული წამლის მიღების შემდეგ თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გამოგივლინდათ, მიმართეთ და აცნობეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

ელიქუსი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის მიზეზი გახდეს.

გვერდი ეფექტების გამოვლინების სიხშირე ქვემოთაა ნაჩვენები:

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 100

ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან < 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ

  • 000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 10.000

ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეძლება გამოვლინდეს

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ავადმყოფები არითმიებით და სულ ცოტა ერთი დამატებითი რისკ ფაქტორის მქონე დაავადების არსებობისას, თუ გულში თრომბის განვითარების საწინააღმდეგოდ ელიქუისს ღებულობენ, შეიძლება ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

გავრცელებული:

თვალებში სისხლჩაქცევა

კუჭიდან და ან ნაწლავიდან სისხლდენა

რექტალური სისხლდენა

შარდში სისხლი

ცხვირიდან სისხლდენა

ღრძილებიდან სისხლდენა

დალურჯება და შეშუპება

სისუსტე და ან სიფერმკრთალის შესაძლოდ განმაპირობებელი სისხლნაკლებობა (ანემია)

შესუსტებული და ან აჩქარებული გული სცემა, დაბალი არტერიული წნევა

გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

სისხლის ანალიზში გგტ

(გამა-გლუტამილტრანსფერაზას) ენზიმის მატება

ნაკლებად გავრცელებული:

თავის და ან ზურგის ტვინში სისხლჩაქცევა

სისხლდენა პირიდან და ან ხველის დროს ნერწყვში სისხლი

მუცლის ღრუდან ან საშოდან სისხლდენა

განავალში ღია წითელი ფერის სისხლი

დალურჯების და შეშუპების ჩათვლით ქირურგიული ჭრილობიდან/ განაკვეთიდან სისხლდენა და ან სითხის გამოჟონვა (ჭრილობიდან გამონადენი), ოპერაციის შემდეგ და ან ინექციის ადგილას ხილული სისხლდენა

ჰემოროიდალური სისხლდენა

განავალსა და შარდში სისხლის მაჩვენებელი ანალიზები

სისხლში თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა(შედედებაზე მოქმედი)

სისხლის ანალიზში:

  • ღვიძლის ფუნქციების დარღვევა
  • ღვიძლის ზოგიერთი ენზიმის მომატება
  • სისხლის წითელი უჯრედების დაშლი პროდუქტის, კანის და თვალების სიყვითლის განმაპირობებელი ბილირუბინის მატება
  • კანზე გამონაყარი
  • ქავილი
  • თმის ცვენა
  • სახეზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ენაზე და ან ხახაში შეშუპება და ჰაერის უკმარისობა, რომელიც შეიძლება ალერგიული რეაქციის მაჩვენებელი იყოს. ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ

იშვიათი:

ფილტვებსა და ხახიდან სისხლდენა

მუცლის ღრუს სივრცეებს შორის არსებული მიდამოებიდან სისხლდენა

კუნთოვანი სისხლდენა

ქვემო კიდურების ვენების და ფილტვების სისხლძარღვების ანტითრომბული მკურნალობის და ან თრომბის განვითარების თავიდან აცილებისთვის თუ ელიქუისს ღებულობთ, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

გავრცელებული:

ცხვირიდან სისხლდენა

ღრძილებიდან სისხლდენა

შარდში სისხლი

დალურჯება და შეშუპება

კუჭიდან, ნაწლავებიდან და სწორი ნაწლავიდან სისხლდენა

პირის ღრუდან სისხლდენა

საშოდან სისხლდენა

სისუსტე და ან სიფერმკრთალის შესაძლოდ განმაპირობებელი სისხლნაკლებობა (ანემია)

სისხლში თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა(მოქმედებს შედედებაზე)

გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

გამონაყარი კანზე

სისხლის ანალიზში :

გგტ (გამა-გლუტამილტრანსფერაზას) და ან ალტ -ალანინამინოტრანსფერაზას ენზიმის მატება

ნაკლებად გავრცელებული:

შესუსტებული და ან აჩქარებული გული სცემა, დაბალი არტერიული წნევა

თვალის შიგა სისხლჩაქცევა

პირის ღრუდან სისხლდენა და ან ხველის დროს ნერწყვში სისხლი

განავალში ღია წითელი ფერის სისხლი

შარდის და განავლის ანალიზებში სისხლის არსებობა

დალურჯების და შეშუპების ჩათვლით ქირურგიული ჭრილობიდან/ განაკვეთიდან სითხის გამოჟონვა (ჭრილობიდან გამონადენი), ოპერაციის შემდეგ და ან ინექციის ადგილას ხილული სისხლდენა

ჰემოროიდალური სისხლდენა

კუნთოვანი სისხლდენა

ქავილი

თმის ცვენა

სახეზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ენაზე და ან ხახაში შეშუპება და ჰაერის უკმარისობა, რომელიც შეიძლება ალერგიული რეაქციის მაჩვენებელი იყოს. ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, სასწრაფოდ ექიმს.

სისხლის ანალიზში:

  • ღვიძლის ფუნქციების დარღვევა
  • ღვიძლის ზოგიერთი ენზიმის მომატება
  • სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტის, კანის და თვალების სიყვითლის განმაპირობებელი ბილირუბინის მატება

იშვიათი:

თავის ტვინსა და ზურგის ტვინში სისხლდენა(სისხლჩაქცევა)

ფილტვებში სისხლდენა

უცნობი:

მუცლის ღრუში და ან მუცლის ღრუს უკანა სივრცეებში სისხლდენა

ნებისმერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ. აღნიშნული გვერდითი ეფექტები მოიცავს გამოყენების ინსტრუქციის ჩამონათვალში არ არსებულ გვერდით ეფექტსაც.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი არ არის აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

ელიქუისR -ის შენახვა

ელიქუისR - ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ზე ნაკლები ოთახის ტემპერატურაზე.

შეინახეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ელიქუისი არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა აღნიშნული თვის ბოლო დღეს აღნიშნავს.

თუ პრეპარატის გამოყენების ბოლო ვადა გასულია და ან პრეპარატი არ გამოგიყენებიათ, ნაგავში არ ჩააგდოთ. გარემოს და ურბანული დაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ შემკრებ სისტემას გადაეცით.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. პფაიზერ PFE ილაჩლარი

მუალლიმ ნაჯის ქ. N:55, 34347, ორთაქოი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Bristol-Myers Squibb Manufacturing company, Humacao, Portoriko

ბრისტოლ-მაიერს სქუიბბ მანუფაქტარინგ კომპანი, ჰუმაკაო , პუერტე რიკო

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 24/12/2018 -ში დამოწმებულია.

PAA121754 (805) 22 PAP

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა