ჰიპერქოლესტერინემია დროგსტატი ნაჩვენებია, როგორც დიეტის დანამატი მომატებული საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის, აპოლიპროპროტეინი B-ს და ტრიგლიცერიდების შესამცირებლად მოზრდილებში, მოზარდებში და 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით, ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით ან კომბინირებული …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ატორვასტატინი (atorvastatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- DROGSAN Ilaclari San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C10AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038949
- რეგისტრირებულია
- 24 აგვისტო 2023, მოქმედებს 24 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- DROGSAN Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დროგსტატი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰიპერქოლესტერინემია
დროგსტატი ნაჩვენებია, როგორც დიეტის დანამატი მომატებული საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის, აპოლიპროპროტეინი B-ს და ტრიგლიცერიდების შესამცირებლად მოზრდილებში, მოზარდებში და 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით, ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით ან კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიით, როდესაც დიეტაზე და სხვა არაფარმაკოლოგიურ ზომებზე პასუხი არ არის საკმარისი. ის ზრდის HDL ქოლესტერინს და ამცირებს LDL/HDL და საერთო ქოლესტერინის/HDL კოეფიციენტებს.
იგი ნაჩვენებია მოზრდილ პაციენტებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, როგორც დამატება დიეტასა და სხვა მკურნალობის მეთოდებზე, მომატებული საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის და აპოლიპოპროტეინ B-ის შესამცირებლად, როდესაც ამ მეთოდებზე რეაქცია არ არის საკმარისი.
გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
სხვა რისკ ფაქტორების კორექციის გარდა, იგი მითითებულია სერიოზული კარდიოვასკულური მოვლენების პროფილაქტიკისთვის იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან კარდიოვასკულური მოვლენების მაღალი რისკის ქვეშ.
მიღების წესი და დოზირება
დროგსტატის მიღებამდე პაციენტს უნდა დაენიშნოს სტანდარტული ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტა და ეს დიეტა უნდა გაგრძელდეს დროგსტატით მკურნალობის დროს. დოზის დიაპაზონი შეადგენს 10 მგ-დან 80 მგ-მდე დღეში ერთხელ. დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს LDL-C საწყისი დონის, თერაპიის მიზნისა და პაციენტის პასუხის მიხედვით. მკურნალობის დაწყების ან/და ტიტრირების შემდეგ, ლიპიდების დონე უნდა შეფასდეს 2-4 კვირის განმავლობაში და შესაბამისად დარეგულირდეს დოზა.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია
პაციენტთა უმრავლესობა კონტროლდება დროგსტატით 10 მგ დღეში ერთხელ. თერაპიული ეფექტი ვლინდება 2 კვირის განმავლობაში და მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 4 კვირაში. ეფექტი ნარჩუნდება ქრონიკული თერაპიის დროს.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს დროგსტატი 10 მგ-ით დღეში. დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და მოხდეს შეფასება ყოველ 4 კვირაში, საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს 40 მგ-მდე დღეში. ამის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 80 მგ-მდე დღეში, ან 40 მგ ერთხელ დღეში ატორვასტატინს დაემატოს ნაღვლის მჟავების შემბოჭველი ფისი.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია
პირველადი პრევენციის კვლევებში პრეპარატის დოზა შეადგენდა 10 მგ/დღეში. მიმდინარე გაიდლაინების მიხედვით, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები, (LDL-) ქოლსტერინის საჭირო დონეების მისაღწევად.
მიღების წესი:
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის. დროგსტატის მიღება შესაძლებელია ერთჯერადი დოზის სახით დღის ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციებისთვის
თირკმლის უკმარისობა:
თირკმელების დაავადება არ ახდენს გავლენას კალციუმის ატორვასტატინის ტაბლეტების არც პლაზმურ კონცენტრაციაზე და არც LDL-C შემცირებაზე; ამდენად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. თავი 4.4 და 5.2).
ღვიძლის უკმარისობა:
დროგსტატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. თავი 4.4 და 5.2). დროგსტატი უკუნაჩვენებია ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში (იხ.თავი 4.3).
პედიატრიული გამოყენება (10-17 წლამდე ასაკი). ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
დროგსტატის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ დღეში (იხ. თავი 5.1). რეაგირებისა და ამტანობის მიხედვით, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ-მდე. დოზირება უნდა იყოს შერჩეული ინდივიდუალურად მკურნალობის მიზნის შესაბამისად. დოზის კორექტირება უნდა მოხდეს მინიმუმ 4 კვირის ინტერვალით.
80 მგ-მდე დღიური დოზის ტიტრაციას მხარს უჭერს მოზრდილთა კვლევების მონაცემები და ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პედიატრიულ პაციენტებში ჩატარებული კვლევების შეზღუდული კლინიკური მონაცემები (იხ.თავი 4.8 და 5.1).
შეზღუდული მონაცემები უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ხელმისაწვდომია ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6-10 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ჩატარებული ღია კვლევებიდან. ატორვასტატინი არ არის ნაჩვენები 10 წლამდე ასაკის პაციენტების სამკურნალოდ. ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია თავებში 4.8, 5.1 და 5.2, მაგრამ დოზირების შესახებ რეკომენდაცია ვერ გაიცემა.
სხვა ფარმაცევტული ფორმა და ძალა შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს ამ პაციენტის ჯგუფისთვის.
გერიატრიული პოპულაცია:
რეკომენდებული დოზების მიღებისას უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კუთხით განსხვავება არ არის აღნიშნული ხანდაზმულ პაციენტებსა და ძირითად პოპულაციას შორის (იხ. თავი 4.4).
თანმხლები გამოყენება ლიპიდების შემამცირებელი თერაპიასთან ერთად
დამატებითი ეფექტის მისაღებად დროგსტატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაღვლის მჟავების შემბოჭავ ფისთან ერთად. როგორც წესი, თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოენზიმ A (HMG-CoA) რედუქტაზას ინჰიბიტორების და ფიბრატების (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) კომბინაცია (იხ. თავები 4.4, ეფექტები ჩონჩხის კუნთებზე და 4.5).
დოზირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს, კლარითრომიცინს, იტრაკონაზოლს ან პროტეაზას გარკვეულ ინჰიბიტორებს
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებს (ტიპრანავირი პლუს რიტონავირი) ან C ჰეპატიტის პროტეაზას ინჰიბიტორს (ტელაპრევირი) საჭიროა დროგსტატით მკურნალობისგან თავის არიდება. პაციენტებში, რომლებიც იღებენ კლარითრომიცინს, იტრაკონაზოლს, ან კომბინაციებს რიტონავირი პლუს საქვინავირი, დარუნავირი პლუს რიტონავირი, ფოსამპრენავირს ან ფოსამპრენავირი პლუს რიტონავირის კომბინაციას, დროგსტატით თერაპია უნდა შემოიფარგლოს 20 მგ-ით და რეკომენდებულია შესაბამისი კლინიკური შეფასება იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოყენებულია ატორვასტატინის უმცირესი დოზა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აივ პროტეაზას ინჰიბიტორს ნელფინავირს ან C ჰეპატიტის პროტეაზას ინჰიბიტორს ბოცეპრევირს, დროგსტატით თერაპია უნდა შემოიფარგლოს 40 მგ-ით და რეკომენდებულია შესაბამისი კლინიკური შეფასება იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოყენებულია ატორვასტატინის კალციუმის ტაბლეტების ყველაზე დაბალი საჭირო დოზა (იხილეთ თავები 4.4, ეფექტები ჩონჩხის კუნთებზე და 4.5).
პაციენტებში, რომლებიც ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის იღებენ ატორვასტატინს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტივირუსულ საშუალებებთან ელბასვირთან/გრაზოპრევირთან ან ლეტერმოვირთან ერთად, ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ/დღეში (იხ. თავები 4.4 და 4.5)
ატორვასტატინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლეტერმოვირს ციკლოსპორინთან ერთად (იხ. თავები 4.4 და 4.5).
უკუჩვენებები
დროგსტატი უკუნაჩვენებია:
მათთვის, ვისაც გააჩნია ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ატორვასტატინის ან თავში 6.1 ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
აციენტებში ღვიძლის აქტიური დაავადებით ან შრატის ტრანსამინაზების აუხსნელი მუდმივი მატებით, რომლებიც 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN).
ორსულებისთვის, მეძუძურებისთვის და შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებისთვის, რომლებიც არ იყენებენ შესაბამის კონტრაცეფციის მეთოდებს.
მათთვის, ვინც მკურნალობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტივირუსულ საშუალებებით გლესეპრავირი/პიბრენტასვირი.
ატორვასტატინი არ არის ნაჩვენები 10 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტების სამკურნალოდ.
- 4. საგანგებო გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ეფექტები ღვიძლის მხრივ:
ღვიძლის ფუნქციის ტესტები უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე და მის შემდეგ რეგულარული ინტერვალებით. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დაზიანების რაიმე ნიშანი და სიმპტომი, უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ფუნქციის ტესტები. ტრანსამინაზას მომატებული დონის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ პრობლემის მოგვარებამდე. თუ ტრანსამინაზას დონის მატება 3-ჯერზე მეტად აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN), რეკომენდებულია დროგსტატის დოზის შემცირება ან მიღების შეწყვეტა (იხ. თავი 4.8). დროგსტატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ მნიშვნელოვან რაოდენობით ალკოჰოლს და/ან აქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში.
ინსულტის პრევენცია ქოლესტერინის დონის აგრესიული შემცირებით (SPARCL)
ინსულტის ქვეტიპების post hoc ანალიზისას პაციენტებში ბოლოდროინდელი ინსულტით ან ტრანზიტორული იშემიური შეტევით (TIA) და გულის კორონარული დაავადების გარეშე (CHD), ჰემორაგიული ინსულტის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც დაიწყეს 80 მგ ატორვასტატინის მიღება პლაცებოსთან შედარებით. გაზრდილი რისკი განსაკუთრებით აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც კვლევის დაწყებამდე გადატანილი ჰქონდათ ჰემორაგიული ინსულტი ან ლაკუნარული ინფარქტი. რისკებისა და სარგებლის ბალანსი 80 მგ ატორვასტატინის გამოყენებისას პაციენტებში ჰემორაგიული ინსულტით ან ლაკუნარული ინფარქტით ანამნეზში გაურკვეველია და ჰემორაგიული ინსულტის პოტენციური რისკი უნდა იქნას გათვალისწინებული მკურნალობის დაწყებამდე (იხ. თავი 5.1).
ეფექტები ჩონჩხის კუნთებზე:
სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების მსგავსად, ატორვასტატინმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩონჩხის კუნთზე და გამოიწვიოს რაბდომიოლიზი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რომელსაც ახასიათებს კრეატინ კინაზას (CK) დონის მომატება (>10-ჯერ ULN), მიოგლობინემია და მიოგლობინურია. შეიძლება გამოიწვიოს პროგრესირებადი კუნთების ტკივილი, მიოზიტი და მიოპათია.
იმუნურად განპირობებული ნეკროზული მიოპათია (IMNM) დაფიქსირდა ძალიან იშვიათად ზოგიერთი სტატინით მკურნალობის დროს და მის შემდეგ. IMNM კლინიკურად განისაზღვრება კუნთების მუდმივი პროქსიმალური სისუსტით და შრატში კრეატინინის მომატებული დონით, რომელიც გრძელდება სტატინით თერაპიის შეწყვეტის მიუხედავად.
მკურნალობის დაწყებამდე რაბდომიოლიზის რისკის მქონე პაციენტებში:
ატორვასტატინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რაბდომიოლიზის განმაპირობებელი ფაქტორები. CK დონე უნდა გაიზომოს სტატინით მკურნალობის დაწყებამდე შემდეგ სიტუაციებში:
თირკმლის უკმარისობა
ჰიპოთირეოზი
კუნთების მხრივ მემკვიდრეობითი დარღვევები პირად ან ოჯახური ანამნეზში.
კუნთის ტოქსიკურობა ანამნეზში სტატინების ან ფიბრატების გამოყენებისას;
ღვიძლის დაავადება ანამნეზში და/ან ალკოჰოლის მნიშვნელოვანი რაოდენობით მოხმარება
ხანდაზმულებში (70 წელზე მეტი ასაკის) განხილული უნდა იქნას ასეთი ზომების საჭიროება რაბდომიოლიზის სხვა განმაპირობებელი ფაქტორების არსებობის გათვალისწინებით.
განსაკუთრებულ სიტუაციებში, მათ შორის წამალთაშორის ურთიერთქმედება (იხ. თავი 4.5), და გენეტიკური სუბპოპულაციებში (იხ. თავი 5.2), როდესაც შეიძლება მოხდეს CK პლაზმის დონის მატება.
ასეთ სიტუაციებში მკურნალობის რისკი უნდა იყოს გათვალისწინებული შესაძლო სარგებელთან მიმართებაში და რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი.
თუ CK დონე აღემატება ქვედა ზღვარს (> 5-ჯერ ან მეტად), მკურნალობა არ უნდა იქნას დაწყებული.
კრეატინკინაზას განსაზღვრა
კრეატინ კინაზა არ უნდა განისაზღვროს დაძაბული ვარჯიშის შემდეგ ან თუ არსებობს CK-ს ზრდის სავარაუდო ალტერნატიული მიზეზი, რადგან ეს ართულებს ინტერპრეტაციას. თუ CK-ს დონე მნიშვნელოვნად მაღალია საბაზისო დონეზე (>5-ჯერ ULN), ის ხელახლა უნდა განისაზღვროს 5-7 დღის შემდეგ შედეგების დასადასტურებლად.
მკურნალობის დროს:
- პაციენტებს უნდა სთხოვონ დაუყოვნებლივ შეატყობინონ კუნთების ტკივილის, კრუნჩხვების ან სისუსტის, განსაკუთრებით თუ მათ თან ახლავს სისუსტე ან ცხელება.
− თუ ეს სიმპტომები ვლინდება პაციენტის ატორვასტატინით თერაპიის დროს, უნდა შეფასდეს CK დონე. თუ აღმოჩნდა, რომ ეს დონე მნიშვნელოვნად მაღალია (>5-ჯერ ULN), მკურნალობა უნდა შეწყდეს.
− თუ კუნთების მხრივ სიმპტომები სერიოზულია და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს, უნდა განხილული იქნას საკითხი თერაპიის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაშინაც კი, თუ CK დონის ზრდა 5-ჯერ ნაკლებია ULN-ზე.
− თუ სიმპტომები გაქრება და CK დონე დაუბრუნდება ნორმას, მაშინ შეიძლება განხილული იქნას ატორვასტატინის ყველაზე დაბალი დოზით მოღების განახლება გულდასმით კონტროლის ქვეშ ან ალტერნატიული სტატინის მიღების დაწყება.
- ატორვასტატინის მიღება უნდა შეწყდეს, თუ შეინიშნება CK დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა (>10-ჯერ ULN) ან თუ არსებობა საეჭვოა ან დიაგნოსტირებულია რაბდომიოლიზი.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:
რაბდომიოლიზის რისკი იზრდება როდესაც ატროვასტატინი კომბინირდება გარკვეულ პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია, როგორიცაა CYP3A4 მძლავრი ინჰიბიტორები ან სატრანსპორტო ცილები (აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მათ შორის ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ლეტერმოვირი და რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, ტიპრანავირი/რიტონავირი და ა.შ). გემფიბროზილის და სხვა ფიბრინის მჟავას წარმოებულების, ჰეპატიტი C (HCV) საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატების (ბოცეპრევირი, ტელაპრევირი, ელბასვირი/გრაზოპრევირი), ერითრომიცინის, ნიაცინის, ეზეტიმიბის ერთდროული გამოყენება ასევე ზრდის მიოპათიის რისკს. თუ შესაძლებელია, ამ პრეპარატების ნაცვლად უნდა იქნას განხილული ალტერნატიული მკურნალობა (არა ურთიერთმოქმედი).
თუ საჭიროა ამ პრეპარატების ატორვასტატინთან ერთდროული მიღება, გასათვალისწინებელია თანმხლები თერაპიის სარგებელი და რისკი. თუ პაციენტები იღებენ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია, რეკომენდებულია ატორვასტატინის მაქსიმალური დოზის შემცირება. CYP3A4 მძლავრი ინჰიბიტორების დამატებითი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია ასტროვასტატინით მკურნალობის დაწყება უფრო დაბალი დოზით და შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი ამ პაციენტებში (იხ. თავი 4.5)
ატორვასტატინი არ უნდა იქნას გამოყენებული ფუზიდის მჟავის სისტემურ პრეპარატებთან ან ფუზიდის მჟავით მკურნალობის შემდეგ 7 დღის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ფუზიდის მჟავის სისტემურ გამოყენებას, სტატინით თერაპია უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავის თერაპიის დროს. რაბდომიოლიზის შემთხვევები (ზოგიერთი ფატალური) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფუზიდის მჟავას და სტატინს კომბინაციაში (იხ. თავი 4.5). პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ თუ ისინი განიცდიან კუნთების სისუსტეს, ტკივილს ან ტკივილს შეხებისას, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას. სტატინით თერაპიის განახლება შესაძლებელია ფუზიდის მჟავის ბოლო დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ.
გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა სერიოზული ინფექციების მკურნალობა, რომლებიც მოითხოვს ფუზიდის მჟავის ხანგრძლივ გამოყენებას, დროგსტატის და ფუზიდის მჟავის ერთდროული გამოყენების საჭიროება განხილული უნდა იქნას ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის და ყურადღებით ჩატარებული სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.
პედიატრიული გამოყენება:
ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ დაფიქსირებულა 3 წლიან კვლევაში, რომელიც ეფუძნება საერთო მომწიფებისა და განვითარების შეფასებას, ტანერის სტადიის შეფასებას და სიმაღლისა და წონის შეფასებას (იხ. თავი 4.8)
ფილტვის ინტერსტიციული დაავადება:
ფილტვის ინტერსტიციული დაავადების გამონაკლისი შემთხვევები დაფიქსირდა ზოგიერთ სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით გრძელვადიანი მკურნალობის დროს (იხ.თავი 4.8). ამ დაავადების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს დისპნოეს, არაპროდუქტიულ ხველას და ჯანმრთელობის ზოგად გაუარესებას (დაღლილობა, წონის კლება და ცხელება). თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტს განუვითარდა ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, სტატინით თერაპია უნდა შეწყდეს.
შაქრიანი დიაბეტი:
ისევე, როგორც HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მიღებისას, HbA1C და შრატში გლუკოზის ზრდა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დროგსტატით. დროგსტატის მიღებისას დიაბეტის გაზრდილი სიხშირე დაფიქსირდა დიაბეტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.
ზოგიერთი მონაცემები მოწმობს, რომ სტატინები, როგორც კლასი, ამაღლებენ სისხლში გლუკოზის დონეს და იწვევენ ჰიპერგლიკემიის ისეთ დონეს, რომლის დროსაც მიზანშეწონილია დიაბეტის რეგულარული მკურნალობის ჩატარება ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც გააჩნიათ მომავალში დიაბეტის განვითარების რისკი. თუმცა, სტატინებით სისხლძარღვოვანი რისკის შემცირება აღემატება ამ რისკს და არ უნდა ჩაითვალოს სტატინით თერაპიის შეწყვეტის მიზეზად. რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები (უზმოზე სისხლში გლუკოზა 100.9-124.3 მგ/დლ, სხეულის მასის ინდექსი (BMI)>30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატება, ჰიპერტენზია) უნდა იმკოფებოდნენ როგორც კლინიკური, ასევე ბიოქიმიური დაკვირვების ქვეშ ეროვნული მითითებების შესაბამისად.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, Lapp ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციაა, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თანმხლები მედიკამენტების ეფექტი ატორვასტატინის მიღებისას:
ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 3a4 (CYP3A4) მიერ და წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპორტერების სუბსტრატს, პოლიპეპტიდ 1B1 (OATP1B1) და 1b3 (OATP1B3) გადამტანს, რომლებიც ტრანსპორტირებენ ორგანულ ანიონებს. ატორვასტატინის მეტაბოლიტები OATP1B1-ის სუბსტრატებია. ატორვასტატინი ასევე იდენტიფიცირებულია, როგორც წამლის მიმართ მულტირეზისტენტობის მქონე ცილა 1-ის (MDR1) და ძუძუს კიბოს მიმართ რეზისტენტობის ცილის (BCRP) სუბსტრატი, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს ატორვასტატინის შეწოვა ნაწლავში და ბილიარული კლირენსი (იხ. თავი 5.2). პრეპარატებთან, რომლებიც არიან CYP3A4 ან სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები, ერთდროულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მომატება და მიოპათიის რისკის გაზრდა. გარდა ამისა, ატორვასტატინის გამოყენება მიოპათიის გამოწვევის პოტენციალის მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა ფიბრინის მჟავას წარმოებულები და ეზეტიმიბი, ასევე ზრდის რისკს (იხ. თავები 4.3 და 4.4).
CYP3A4 ინჰიბიტორები
ნაჩვენებია, რომ CYP3A4 მძლავრი ინჰიბიტორები მნიშვნელოვნად ზრდიან ატორვასტატინის კონცენტრაციას (იხ. ცხრილი 1 და ქვემოთ მოცემული შესაბამისი ინფორმაცია). მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული CYP3A4 მძლავრი ინჰიბიტორების გამოყენება (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის მკურნალობისას (მაგ., ელბასვირი/გრაზოპრევირი) და აივ-ის მკურნალობისას, მათ შორის რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, აივ ინჰიბიტორები და სხვა). იმ შემთხვევებში, როდესაც ატორვასტატინთან ამ პრეპარატების თანმხლები გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია ატორვასტატინის საწყისი და მაქსიმალური დოზების შემცირება და პაციენტის შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი (იხ. ცხრილი 1).
CYP3A4 ზომიერმა ინჰიბიტორებმა (მაგ., ერითრომიცინი, დილტიაზემი, ვერაპამილი და ფლუკონაზოლი) შეიძლება გაზარდონ ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია (იხ.ცხრილი 1). მიოპათიის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა ერითრომიცინის სტატინებთან ერთდროული გამოყენებისას. ატორვასტატინზე ამიოდარონის ან ვერაპამილის ეფექტის შესაფასებლად ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ რეკომენდებულია გათვალისწინებული იქნას ატორვასტატინის უფრო დაბალი მაქსიმალური დოზა CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის კლინიკური მონიტორინგი.
კლინიკური მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ინჰიბიტორის მიღების დაწყების შემდეგ ან დოზის კორექტირების შემდეგ, საჭიროებისამებრ.
CYP3A4 ინდუქტორები
ატორვასტატინის ერთდროულმა მიღებამ CYP3A ინდუქტორებთან (მაგ., ეფავირენზი, რიფამპინი, მცენარე კრაზანა) შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირების სხვადასხვა ხარისხი. რიფამპინის ურთიერთქმედების ორმაგი მექანიზმის გამო (CYP3A ინდუქცია და ჰეპატოციტების ათვისების ტრანსპორტერის OATP1B1 ინჰიბირება), რეკომენდებულია ატორვასტატინის და რიფამპიცინის მიღება ერთსა და იმავე დროს, რადგან ატორვასტატინის მიღების შეფერხება რიპამპინის მიღების შემდეგ იწვევს ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მნიშვნელოვან შემცირებას. თუმცა, ღვიძლის უჯრედებში ატორვასტატინის კონცენტრაციებზე რიფამპინის მოქმედება უცნობია და, თუ თანმხლები მიღება გარდაუვალია, პაციენტები უნდა იყვნენ გულდასმით დაკვირვების ქვეშ.
ტრანსპორტერების ინჰიბიტორები
სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორებმა (მაგ., ციკლოსპორინი, ლეტერმოვირი) შეიძლება გაიზარდონ ატორვასტატინის სისტემური ექსპოზიციის დონე (იხ.ცხრილი1). ღვიძლის ათვისების ტრანსპორტერების ინჰიბირების გავლენა ღვიძლის უჯრედებში ატორვასტატინის კონცენტრაციებზე უცნობია. თუ ერთდროული მიღება გარდაუვალია, რეკომენდებულია პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება დოზის შემცირებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით (იხ. ცხრილი 1).
ატორვასტატინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლეტერმოვირს ციკლოსპორინთან ერთად (იხ. თავი 4.4 და 4.5).
გემფიბროზილი/ ფიბრინის მჟავას წარმოებულები
ზოგჯერ, მხოლოდ ფიბრატების გამოყენებას თან ახლავს კუნთებთან დაკავშირებული მოვლენები, მათ შორის რაბდომიოლიზი. ამ მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც ფიბრინის მჟავის წარმოებულები გამოიყენება ატორვასტატინთან ერთად. თუ ერთდროული გამოყენება გარდაუვალია, უნდა იქნას გამოყენებული ატორვასტატინის ყველაზე დაბალი დოზა, რომლითაც შეიძლება მკურნალობის მიზნის მიღწევა და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტების მონიტორინგი (იხ. თავი 4.4).
ეზეტიმიბი
მხოლოდ ეზეტიმიბის გამოყენება დაკავშირებულია კუნთებთან დაკავშირებულ მოვლენებთან, მათ შორის რაბდომიოლიზთან. შესაბამისად, ამ მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც ატორვასტატინის და ეზეტიმიბის ერთდროული მიღებისას. რეკომენდებულია ამ პაციენტების შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი.
კოლესტიპოლი
ატორვასტატინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები უფრო დაბალი იყო (ატორვასტატინის კონცენტრაციის კოეფიციენტი 0.74) კოლესტიპოლი დროგსტატთან ერთდროული მიღებისას. თუმცა, ლიპიდებზე ეფექტი იყო უფრო დიდი კოლესტიპოლის და დროგსტატის ერთდროულად მიღებისას, რომელიმე ცალკე მიღებულთან შედარებით.
ფუზიდის მჟავა
ფუზიდის მჟავის და სტატინების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მიოპათიის განვითარების რისკი, რაბდომიოლიზის ჩათვლით. ურთიერთქმედების მექანიზმი (ფარმაკოდინამიკა და/ან ფარმაკოკინეტიკა) ჯერ არ არის ცნობილი. არსებობს ცნობები რაბდომიოლიზის შესახებ (მათ შორის ზოგიერთი ფატალური შემთხვევა) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ კომბინაციას.
თუ საჭიროა ფუზიდის მჟავით სისტემური თერაპია, ატორვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის დროს (იხ.თავი 4.4).
კოლხიცინი
მიუხედავად იმისა, რომ ატორვასტატინთან და კოლხიცინთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, დაფიქსირდა მიოპათიის შემთხვევები ატორვასტატინის და კოლხიცინის ერთდროული გამოყენებისას, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე უნდა ატორვასტატინის დ კოლხიცინთან დანიშვნისას.
ატორვასტატინის ეფექტი თანმხლებ პრეპარატებზე:
დიგოქსინი
დიგოქსინის წონასწორული კონცენტრაციები უმნიშვნელოდ იზრდება დიგოქსინის და 10 მგ ატორვასტატინის მრავალჯერადი დოზების ერთდროულად მიიღებისას. პაციენტები, რომლებიც იღებენ დიგოქსინს, უნდა იმყოფებოდნენბ დაკვირვების ქვეშ საჭიროების შემთხვევაში.
ორალური კონტრაცეპტივები
დროგსტატის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული მიღება იწვევდა ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის პლაზმურ კონცენტრაციების მომატებას.
ვარფარინი
კლინიკური კვლევის დროს, რომელიც ჩატარებული იქნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვარფარინით, 80 მგ ატორვასტატინის და ვარფარინის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია პროთრომბინის დროის მცირე რედუცირება დაახლოებით 1,7 წამით მიღების პირველი 4 დღის განმავლობაში და დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას ატორვასტატინის თერაპიის დაწყებიდან 15 დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა მხოლოდ უკიდურესად იშვიათი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ანტიკოაგულანტებთან, პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს, საჭიროა პროთრომბინის დროის გაზომვა ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და საკმარისად ხშირად მკურნალობის დასაწყისში, რათა დავრწმუნდეთ რომ არ აღინიშნება პროთრომბინის დროის მნიშვნელოვანი ცვლილება. მას შემდეგ, რაც დოკუმენტირებული იქნება დაბალანსებული პროთრომბინის დრო, შესაძლებელი იქნება პროთრომბინის დროის მონიტორინგის ჩატარდება ისე, როგორც ზოგადად რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს. თუ ატორვასტატინის დოზა შეიცვალა ან შეწყდა მიღება, უნდა განმეორდეს იგივე პროცედურა. პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ ანტიკოაგულანტებს, ატორვასტატინით მკურნალობა არ იწვევს სისხლდენას ან პროთრომბინის დროის ცვლილებას.
წამალთა შორის ურთიერთქმედება
ცხრილი 1: ერთდროულად მიღებული პრეპარატების ეფექტი ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე
ერთდროულად მიღებული პრეპარატი და დოზირების რეჟიმი
ატორვასტატინი
დოზა (მგ)
AUC-ის მნიშვნელობა&
კლინიკური რეკომენდაცია#
გლეკაპრევირი 400 მგ ერთხელ დღეში/ პიბრენტასვირი 120 მგ ერთხელ დღეში, 7 დღე
10 მგ დღეში ერხელ 7 დღის განმავლობაში
- 3
გლეკაპრევირის ან პიბრენტასვირის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია (იხ. თავი 4.3)
ტიპრანავირი 500 მგ,
2-ჯერ დღეში /რიტონავირი 200 მგ, ორჯერ დღეში, 8 დღე ( მე-14 დღიდან 21-ე დღემდე)
40 მგ პირველ დღეს, 10 მგ მე-20 დღეს
- 4
თუ საჭიროა ატორვასტატინთან ერთდროული მიღება, ატორვასტატინის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. რეკომენდებულია ამ პაციენტებზე კლინიკური დაკვირვება
ტელაპრევირი 750 მგ ყოველ 8 სთ-ში 10 დღის განმავლობაში
20 მგ, ერთჯერადი დოზა
- 9
ციკლოსპორინი 5.2 მგ/კგ/დღეში, ფიქსირებული დოზა
10 მგ ერთხელ დღეში, 4 დღის განმავლობაში
- 7
ლოპინავირი 400 მგ, ორჯერ დღეში/ რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 14 დღის განმავლობაში
20 მგ ერთხელ დღეში, 8 დღის განმავლობაში
- 9
თუ საჭიროა ატორვასტატინთან ერთდროული მიღება, რეკომენდებულია ატორვასტატინის შემანარჩუნებელი დოზების შემცირება. ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი რეკომენდებულია ატორვასტატინის დოზებზე, რომელიც აღემატება 20 მგ-ს.
კლარითრომიცინი 500 მგ 2-ჯერ დღეში, 9 დღის განმავლობაში
10 მგ ერთჯერ დღეში, 4 დღის განმავლობაში
- 5
სეკვინავირი 400 მგ 2-ჯერ დღეში/რიტონავირი 100 მგ (300 მგ 2-ჯერ დღეშიმე-5-მე-7 დღიდან). მე-8 დდღეს იზრდება 400 მგ-მდე 2-ჯერ დღეში), 4-18 დღის შუალედში. 30 წთ-ით ადრე ატორვასტატინის მიღებამდე.
40 მგ ერთხელ დღეში 4 დღის განმავლობაში
- 9
თუ საჭიროა ატორვასტატინთან ერთდროული მიღება, რეკომენდებულია ატორვასტატინის შემანარჩუნებელი დოზების შემცირება. ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი რეკომენდებულია ატორვასტატინის დოზებზე, რომელიც აღემატება 40 მგ-ს.
დარუნავირი 300 მგ 2-ჯერ დღეში/ რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღესი, 9 დღე
10 მგ ერთჯერ დღეში 4 დღის განმავლობაში
- 4
იტრაკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღეში 4 დღის განმავლობაში
10 მგ ერთჯერ დღეში 4 დღის განმავლობაში
- 3
ფოსამპრენავირი 700 მგ 2-ჯერ დღეში/რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 14 დღე
10 მგ ერთხელ დღეში 28 დღის განმავლობაში
- 5
ფოსამპრენავირი 1400 მგ 2-ჯერ დღეში, 14 დღე
10 მგ ერთხელ დღეში 4 დღის განმავლობაში
- 3
ელბასვირი 50 მგ ერთხელ დღეში/გრაზოპრევირი 200 მგ ერთხელ დღეში, 13 დღე
10 მგ ერთჯერადი დოზა
- 95
ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ყოველდღიურად ელბასვირის ან გრაზოპრევირის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას.
ლეტერმოვირი 480 მგ ერთხელ დღესი 10 დღის განმავლობაში
20 მგ ერთჯერადი დოზა
- 29
ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ყოველდღიურად ლეტერმოვირის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას.
ნელფინავირი 1250 მგ ორჯერ დღეში, 14 დღე
10 მგ ერთხელ დღეში 28 დღის განმავლობაში
- 74
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
გრეიპფრუტის წვენი, 240 მლ ერტხელ დღეში*
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 37
არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით გრეიფრუტის წვენის და ატორვასტატინის ერთდროული მიღება.
დილთიაზემი 240 მგერთხელ დღეში 28 დღის განმავლობაში
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 51
ამ პაციენტებზე შემდგომი დაკვირვება რეკომენდებულია საჭიროებისამებრ დილთიაზემით მკურნალობის დასაწყისში და დოზის კორექციისას.
ერითრომიცინი 500 მგ 4-ჯერ დღესი 7 დღის განმავლობაში
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 33
ამ პაციენტებისთვის რეკონენდებულია უფრო დაბალი მახსიმალური დოზა და კლინიკური მეთვალყურეობა.
ამლოდიპინი 10 მგ, ერთჯერადი დოზა
80 მგ, ერთჯერადი დოზა
- 18

ციმეტიდინი 300 მგ 4-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში
10 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში
- 00

40 მგ ერთხელ დღეში 8 კვირის განმავლობაში
- 74**

მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდის ანტაციდური სუსპენზია, 30 მლ 4-ჯერ დღესი, 17 დღე
10 მლ ერთხელ დღესი 15 დღის განმავლობაში
- 66

ეფავირენზი 600 მგ ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში
10 მგ 3დღის განმავლობაში
- 59

რიფამპიცინი 600 მგერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში (მიიღება ერთად)
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 12
თუ ერთდროული მიღება გარდაუვალია, რეკომენდებულია ატორვასტატინისა და რიფამპინის ერთდროული მიღება კლინიკურ მონიტორინგთან ერთად
რიფამპიცინი 600 მგერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში
(მიიღება ცალკე)
- 20
გემფიბროზილი 600 მგ 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 35
ამ პაციენტებისთვის რეკონენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა და კლინიკური მეთვალყურეობა.
ფენოფიბრატი 160 მგ ერთხელ დრეში 7 დღის განმავლობაში
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 03

ბოცეპრევირი 800 მგ 3-ჯერ დღესი 7 დღის განმავლობაში
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 3
ამ პაციენტებისთვის რეკონენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა და კლინიკური მეთვალყურეობა. როდესაც ხდება ბოცეპრევირთან ერთდროული მიღება, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.
&- წარმოადგენს მკურნალობის თანაფარდობას (თანმხლები პრეპარატის პლუს ატორვასტატინის შედარება მხოლოდ ატორვასტატინის წინააღმდეგ).
# იხილეთ პუნქტები 4.4 და 4.5 კლინიკური მნიშვნელობისთვის.
- t შეიცავს ერთ ან მეტ კომპონენტს, რომელიც თრგუნავს CYP3A4-ს და შეიძლება გაზარდოს CYP3A4-ით მეტაბოლიზირებული პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციები. Cyp3a 240 მლ ჭიქა გრეიფრუტის წვენის დალევა ასევე იწვევს მრუდის ქვეშ (AUC) ფართობის 20.4% - ით შემცირებას აქტიური ორთოჰიდროქსი მეტაბოლიტისთვის. გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობა (1.2 ლიტრი დღეში 5 დღის განმავლობაში) იწვევს ატორვასტატინის AUC-ის 2.5-ჯერ ზრდას და აქტიური (ატორვასტატინი და მეტაბოლიტები) hmg-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების 1.3-ჯერ ზრდას.
- * მნიშვნელობა ემყარება დოზის მიღებიდან 8-16 საათის ფარგლებში აღებულ ერთეულ ნიმუშს.
ცხრილი 2: ატორვასტატინის ეფექტი ერთდროულად გამოყენებული პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
ატორვასტატინი და დოზირების რეჟიმი
ერთდროულად გამოყენებული პრეპარატი
პრეპარატი/დოზა (მგ)
AUC-ის
მნიშვნელობა &
კლინიკური რეკომენდაციები
80 მგ ერთხელ დღეში 10 დღის განმავლობაში
დიგიქსინი 0.25 მგ დღეში 20 დღის განმავლობაში
- 15
პაციენტები, რომლებიც იღებენ დიგოქსინს, საჭიროებისამებრ უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ
40 მგ ერთხელ დღეში 22 დღის განმავლობაში
ორალური კონტრაცეპტივი, ერთხელ დღესი, 2 თვე
ნორეთინდრონი 1 მგ
ეთინილესტრადიოლი 35 მკგ
- 28
- 19

80 მგ ერთჯერ დღეში 15 დღის განმავლობაში
- ფენაზონი, 600 მგ ერთჯერადი დოზა

ტიპრანავირი 500 მგ ორჯერ დღეში /რიტონავირი 200 მგ ორჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში
- 08

ფოსამპრენავირი 1400 მგ, ორჯერ
დღეში, 14 დღე
- 73

ფოსამპრენავირი 700 მგ ორჯერ დღეში /რიტონავირი 100 მგ ორჯერ დღეში, 14 დღის განმავლობაში
- 99

& წარმოადგენს მკურნალობის თანაფარდობას (თანმხლები პრეპარატის პლუს ატორვასტატინის შედარება მხოლოდ ატორვასტატინის წინააღმდეგ).
- ატორვასტატინისა და ფენაზონის ერთზე მეტი დოზის მიღება ერთდროულად მცირედ ან საერთოდ არ ახდენს გავლენას ფენაზონის კლირენსზე.
პრეპარატის ურთიერთქმედება დაკავშირებული მიოპათიის/რაბდომიოლიზის გაზრდილ რისკთან
ურთიერთქმედების აგნტები
რეკომენდაციები
ციკლოსპორინი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (ტიპრანავირი პლუს რიტონავირი), C ჰეპატიტის პროტეაზას ინჰიბიტორი (ტელაპრევირი)
საჭიროა ატორვასტატინის გამოყენებისგან თავის არიდება
აივ პროტეაზას ინჰიბიტორი (ლოპინავირი პლუს რიტონავირი)
გამოიყენება სიფრთხილით და უმცირესი საჭირო დოზით
კლარითრომიცინი, იტრაკონაზოლი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (საქვინავირი რიტონავირთან* ერთად, დარუნავირი რიტონავირთან ერთად, ფოსამპრენავირი, ფოსამპრენავირი რიტონავირთან ერთად)
არ შეიძლება 20 მგ ატორვასტატინის დღიური დოზის გადაჭარბება
აივ პროტეაზას ინჰიბიტორი (ნელფინავირი)
C ჰეპატიტის პროტეაზას ინჰიბიტორი (ბოცეპრევირი)
არ შეიძლება 40 მგ ატორვასტატინის დღიური დოზის გადაჭარბება
- გამოიყენება სიფრთხილით და უმცირესი საჭირო დოზით
დამატებითი ინფორმაცია მომხმარებელთა პოპულაციის შესახებ
სპეციალური პოპულაციების შესახებ მონაცემები არ არსებობს
პედიატრიული პოპულაცია
წამალთაშორის ურთიერთქმედების კვლევები მხოლოდ მოზრდილებში ჩატარდა.
პედიატრიული პოპულაციისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული ურთიერთქმედებები მოზრდილთათვის და გაფრთხილებები თავში 4.4.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია: X
შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეპცია
შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის სათანადო მეთოდები (იხ.თავი 4.3).
ორსულობის პერიოდი:
ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხ. თავი 4.3). ორსულ ქალებში დროგსტატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ორსულ ქალებში ატორვასტატინის გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა. თანდაყოლილი ანომალიები იშვიათად დაფიქსირდა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების შემდეგ. რეპროდუქციული ტოქსიკურობა იქნა ნაჩვენები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში (იხ. თავი 5.3).
ორსულის ატორვასტატინით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ფეტალური მევალონატის, ქოლესტერინის ბიოსინთეზის წინამორბედის, დონე. ათეროსკლეროზი ქრონიკული პროცესია და ორსულობის დროს ლიპიდების შემამცირებელი პრეპარატების შეწყვეტა მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას მოახდენს პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის გრძელვადიან შედეგებზე.
ამ მიზეზების გამო, დროგსტატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში, ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას ან სავარაუდოა რომ ორსულად არიან. დროგსტატით მკურნალობა უნდა შეწყდეს ორსულობის პერიოდში ან ვიდრე არ დადგინდება, რომ ქალი არ არის ორსულად (იხ. თავი 4.3).
ლაქტაციის პერიოდი:
ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში. არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის რძეში. მეძუძურ ჩვილებში გვერდითი რეაქციების შესაძლებლობის გამო, ატორვასტატინის მიღებისას ქალებმა არ უნდა კვებონ ძუძუთი (იხ.თავი 4.3).
რეპროდუქციული უნარი / ფერტილობა
ატორვასტატინს არ მოუხდენია გავლენა მამრობითი ან მდედრობითი სქესის რეპროდუქციაზე ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში (იხ. თავი 5.3).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დროგსტატის გავლენა ავტომობილის მართვასა და გამოყენების უნარზე უმნიშვნელოა.
გვერდითი მოვლენები
პლაცებო კონტროლირებად (8,755 ატორვასტატინი და 7,311 პლაცებო) კლინიკური კვლევების, რომელშიც 16,066 პაციენტი მკურნალობდა 53 კვირის განმავლობაში, მონაცემთა ბაზაში გვერდითი მოვლენების გამო შეწყვეტის მაჩვენებლები იყო 5.2% ატორვასტატინის ჯგუფში და 4% პლაცებოს ჯგუფში. კლინიკური კვლევებისა და პოსტ-მარკეტინგული გამოცდილების მონაცემების საფუძველზე; ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს დროგსტატის გვერდითი ეფექტების პროფილს.
სავარაუდო გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი(≥1/1. 000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (≤1/10.000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები:
ხშირი: ნაზოფარინგიტი.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი: თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ხშირი: ალერგიული რეაქციები.
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსია.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ხშირი: ჰიპერგლიკემია.
არახშირი: ჰიპოგლიკემია, წონის მომატება, ანორექსია
ფსიქიკული დარღვევები
იშვიათი: კოშმარები, უძილობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი.
არახშირი: თავბრუსხვევა, პარესთეზია, ჰიპოესთეზია, დისგევზია, ამნეზია.
იშვიათი: პერიფერიული ნეიროპათია.
დარღვევები თვალის მხრივ
არახშირი: მხედველობის დაბინდვა.
იშვიათი: მხედველობის დარღვევა.
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ
არახშირი: ტინიტუსი
ძალიან იშვიათია: სმენის დაკარგვა.
დარღვევები რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ:
ხშირი: ფარინგოლარინგეალური ტკივილი, ეპისტაქსისი.
გასტროინტესტინური დარღვევები
ხშირი: ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა.
არახშირი: ღებინება, მუცლის ტკივილი ზედა და ქვედა, ერუქტაცია, პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
არახშირი: ჰეპატიტი.
იშვიათი: ქოლესტაზი.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ალოპეცია.
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური გამონაყარი (მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ხშირი: მიალგია, ართრალგია, კიდურების ტკივილი, კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი.
არახშირი: კისრის ტკივილი, კუნთების დაღლილობა.
იშვიათი: მიოპათია, მიოზიტი, რაბდომიოლიზი, კუნთების გაწყვეტა, ტენდოპათია ტენდოპათია, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს გაწყვეტა.
ძალიან იშვიათია: მგლურას მსგავსი სინდრომი
უცნობი: იმუნურად განპირობებული მანეკროზირებელი მიოპათია (იხ. თავი 4.4)
რეპროდუქციული სისტემის და ძუძუს დაავადებები:
ძალიან იშვიათი: გინეკომასტია
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობა
არახშირი: სისუსტე, ასთენია, ტკივილი გულმკერდის არეში, პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, ცხელება.
კვლევები
ხშირი: ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ტესტები, სისხლში კრეატინკინაზას გაზრდილი მაჩვენებლები
არახშირი: ლეიკოციტები შარდში
ისევე როგორც სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების შემთხვევაში, აღინიშნა შრატის ტრანსამინაზების მომატება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დროგსტატს. ეს ცვლილებები ჩვეულებრივ იყო მსუბუქი, გარდამავალი და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. კლინიკურად მნიშვნელოვანი (> 3-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვარზე) შრატის ტრანსამინაზების მომატება დაფიქსირდა დროგსტატის მიმღები პაციენტების 0.8%-ში. ეს მომატებები იყო დოზასთან დაკავშირებული და შექცევადი იყო ყველა პაციენტში.
კლინიკურ კვლევებში შრატში კრეატინკინაზას დონის მომატება ნორმის ზედა ზღვარზე სამჯერ მეტად, მსგავსია სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან. ეს დაფიქსირდა დროგსტატის მიმღები პაციენტების 2.5%-ში. ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი დონეები დაფიქსირდა დროგსტატით ნამკურნალევი პაციენტების 0.4%-ში. (იხ. თავი 4.4).
პედიატრიული პოპულაცია
ატორვასტატინით ნამკურნალები 10-17 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტების გვერდითი ეფექტების პროფილი ზოგადად ანალოგიური იყო იმ პაციენტების პროფილის, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. პაციენტთა ორივე ჯგუფში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები (მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიუხედავად) იყო ინფექციები. ფასდება ყოვლმხრივი მომწიფება და განვითარება, ტანერის სტადიები; 3-წლიანი კვლევის მონაცემებით, რომელშიც იზომებოდა სიმაღლე და წონა, დადგინდა, რომ არ არსებობდა მნიშვნელოვანი კლინიკური გავლენა ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე. ატორვასტატინის უსაფრთხოებისა და ამტანობის პროფილი პედიატრიულ პაციენტებში ზრდასრული პაციენტების მსგავსია.
კლინიკური უსაფრთხოების მონაცემთა ბაზა მოიცავს უსაფრთხოების მონაცემებს 520 პედიატრიული პაციენტისთვის, რომლებიც იღებდნენ ატორვასტატინს. ამ პაციენტებიდან 7 იყო 6 წელზე უმცროსი, 121 იყო 6-9 წლამდე, ხოლო 392 იყო 10-17 წლამდე. არსებული მონაცემების საფუძველზე, ბავშვებში გვერდითი მოვლენების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე ზრდასრული პაციენტების მსგავსია.
ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძილის დარღვევა, უძილობისა და კოშმარული სიზმრების ჩათვლით.
მეხსიერების დაკარგვა.
სექსუალური დისფუნქცია.
დეპრესია.
ფილტვების ინტერსტიციული დაავადების იშვიათი შემთხვევები, განსაკუთრებით გრძელვადიანი თერაპიისას (იხილეთ თავი 4.4).
დიაბეტი: სიხშირე დამოკიდებული იქნება რისკ-ფაქტორების არსებობაზე ან არარსებობაზე (სისხლში უზმოზე გლუკოზა > 5,6 მმოლ/ლ, BMI> 30 კგ/მ2, მომატებული ტრიგლიცერიდები, ჰიპერტენზია ანამნეზში).
ჭარბი დოზა
დროგსტატის დოზის გადაჭარბებისთვის სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომური მკურნალობა და საჭიროებისამებრ მიღებული იქნას დამხმარე ზომები. უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური ტესტები და განხორციელდეს შრატში CK დონის მონიტორინგი. ატორვასტატინის პლაზმის ცილებთან მნიშვნელოვანი შეკავშირების გამო, მოსალოდნელია, რომ ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად არ გაზრდის ატორვასტატინის კლირენსს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
- 68 კალციუმის ატორვასტატინი, 20 მგ ატორვასტატინის ექვივალენტური
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებულია ძროხის რძიდან) 41.32 მგ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ თავი 6.1
შენახვის პირობები
36 თვე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
- 5 კონტეინერის ხასიათი და შემცველობა
PVC/Alu/PA — ალუმინის ბლისტერები
შეფუთვა შეიცავს 30 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვაგვარად მოპყრობისათვის გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ და "შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ შესაბამისად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კარდიოვასკულური საშუალებები, შრატის ლიპიდების დონის დამაქვეითებელი საშუალებები, HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
ათქ კოდი: C10AA05
ატორვასტატინი წარმოადგენს HMG -CoA რედუქტაზას შერჩევით, კონკურენტულ ინჰიბიტორი, სიჩქარის შემზღუდველი ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია 3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ A-ს მევალონატად გარდაქმნაზე, სტეროლების, მათ შორის ქოლესტერინის, წინამორბედზე. ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი ღვიძლში ინკორპორირებულია ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებში (VLDL) და გამოიყოფა პლაზმაში პერიფერიულ ქსოვილებში მისაწოდებლად. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) წარმოიქმნება VLDL-დან და კატაბოლიზდება ძირითადად LDL-თან (LDL რეცეპტორის) მაღალი აფინურობის მქონე რეცეპტორის საშუალებით.
ატორვასტატინი ამცირებს პლაზმაში ქოლესტერინის და შრატის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას HMG-CoA რედუქტაზას სუპრესიით და საბოლოოდ ღვიძლში ქოლესტერინის ბიოსინთეზის სუპრესიით და ზრდის ღვიძლის LDL რეცეპტორების რაოდენობას უჯრედის ზედაპირზე LDL ათვისებისა და კატაბოლიზმის გაზრდის მიზნით.
ატორვასტატინი ამცირებს LDL პროდუქციას და LDL ნაწილაკების რაოდენობას. ატორვასტატინი წარმოქმნის სასარგებლო ცვლილებას ცირკულირებადი LDL ნაწილაკების ხარისხში LDL რეცეპტორების აქტივობის ღრმა და გახანგრძლივებული ზრდით. ატორვასტატინი ზოგადად ეფექტურია LDL -C-ის შემცირებაში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ ლიპიდების შემამცირებელ პრეპარატებზე.
დოზა-პასუხი კვლევაში გამოვლინდა HDL-C და აპოლიპოპროტეინი A 1-ის კონცენტრაციების სხვადასხვა მატება, მაშინ როცა ატორვასტატინმა შეამცირა total-C (30% -46%), HDL-C (41% -61%), Apo B (34-50%) და ტრიგლიცერიდების (14-33%) კონცენტრაციები. ეს შედეგები შეთავსებადი იყო პაციენტებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, ჰიპერქოლესტერინემიის არა ოჯახური ფორმებით და ინსულინზე დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ნაჩვენებია, რომ total-C, LDL-C და ApoB კონცენტრაციების შემცირება ამცირებს კარდიოვასკულური მოვლენების და კარდიოვასკულური სიკვდილობის რისკს.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
დამატებით მულტიცენტრულ 8-კვირიან ღია ადრეული წვდომის კვლევაში სხვადასხვა ხანგრძლივობით მონაწილეობდა 335 პაციენტი, რომელთაგან 89 გამოუვლინდა ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია. ამ 89 პაციენტში LDL-C-ის საშუალო პროცენტული შემცირება დაახლოებით 20% იყო. ატორვასტატინი მიიღება ხდებოდა დოზით 80 მგ-მდე დღეში.
ათეროსკლეროზი
კვლევაში „ათეროსკლეროზის შექცევადობა (REVERSAL) ლიპიდების აგრესიული დაქვეითებით“ გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტების ატორვასტატინით და 40 მგ პრავასტატინის სტანდარტული თერაპიით ლიპიდების ინტენსიური დაქვეითების ეფექტები ათეროსკლეროზზე შეფასებული იყო ინტრავენური ულტრაბგერითი კვლევით (IVUS) ანგიოგრაფიის. ამ რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრულ, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, 502 პაციენტს ჩაუტარდა საწყისი IVUS და 18 თვის შემდეგ. ატორვასტატინის ჯგუფში (11=253) არ აღინიშნა ათეროსკლეროზის პროგრესირება. მედიანის პროცენტული ცვლილება საწყისი დონესთან შედარებით ატორვასტატინის ჯგუფში (კვლევის ძირითადი კრიტერიუმი) შეადგენდა -0.4% (p=0.98) და +2.7% (p=0.001) პრავასტატინის ჯგუფში (n=249). პრავასტატინთან შედარებით, ატორვასტატინის ეფექტები იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p=0.02). ამ კვლევაში არ იქნა გამოკვლეული ინტენსიური ლიპიდების შემამცირებელი თერაპიის შედეგები კარდიოვასკულურ საბოლოო წერტილებზე (მაგ., რევასკულარიზაციის საჭიროება, მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტი, კორონარული სიკვდილი).
ატორვასტატინის ჯგუფში LDL-C შემცირდა საშუალოდ 2,04 მმოლ/ლ 0,8 (78,9 მგ/დლ ± 30)-მდე საწყისი დონიდან 3,89 მმოლ/ლ ± 0,7 (150 მგ/დლ ± 28), ხოლო პრავასტატინის ჯგუფში LDL -C შემცირდა საშუალოდ 2,85 მმოლ/ლ ± 0,7 (110 მგ/დლ ± 26)-მდე საწყისი დონიდან 3,89 მმოლ/ლ ± 0.7 (150 მგ/დლ ± 26) (p<0.0001). ატორვასტატინმა ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა საშუალო TC 34.1%-ით (პრავასტატინი: -18.4%, p<0.0001), TG-ის საშუალო დონე 20%-ით (პრავასტატინი: -6.8%, p<0.0009) და საშუალო აპოლიპოპროტეინი B 39.1%-ით (პრავასტატინი -22,0%, 13<0,0001). ატორვასტატინმა გაზარდა საშუალო HDL-C 2.9%-ით (პრავასტატინი: +5.6%, p=NS). დაფიქსირდა CRP-ის საშუალო შემცირება 36.4%-ით ატორვასტატინის ჯგუფში 5.2%-ით შემცირებასთან შედარებით პრავასტატინის ჯგუფში (p <0.0001).
კვლევის შედეგები მიღებული იქნა 80 მგ დოზაზე. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება გაკეთდეს პროგნოზები უფრო დაბალი დოზის სიძლიერეზე ამ შედეგების საფუძველზე.
უსაფრთხოებისა და ამტანობის პროფილები მსგავსი იყო ორ ჯგუფს შორის, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა. ამ კვლევაში არ იქნა გამოკვლეული ლიპიდების შემამცირებელი ინტენსიური თერაპიის გავლენა ძირითად კარდიოვასკულურ წერტილებზე. აქედან გამომდინარე, ამ ვიზუალიზაციის შედეგების კლინიკური მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პირველადი და მეორადი პრევენციის თვალსაზრისით უცნობია.
მწვავე კორონარული სინდრომი
MIRACL კვლევაში ატორვასტატინი 80 მგ იყო გამოკვლეული 3086 პაციენტში (ატორვასტატინი n=1,538; პლაცებო n=1,548) მწვავე კორონარული სინდრომით (მიოკარდიუმის ინფარქტი და არასტაბილური სტენოკარდია Q ტალღების გარეშე). მკურნალობა დაიწყო მწვავე ფაზაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ და გაგრძელდა 16 კვირის განმავლობაში. 80 მგ დღეში ატორვასტატინით მკურნალობა ამცირებს რისკს 16% - ით კომპოზიტური პირველადი საბოლოო წერტილის მიღწევის დროის გახანგრძლივებით, რომელიც განისაზღვრება როგორც სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით, არა ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი, რეანიმაციული გულის გაჩერება ან სტენოკარდია მიოკარდიუმის იშემიის ნიშნებით, რომელიც მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას (p = 0.048). ეს შემცირება ძირითადად განპირობებულია სტენოკარდიის გამო განმეორებითი ჰოსპოტალიზაციების რაოდენობის 26%-ით შემცირებით, რაც განპირობებულია მიოკარდიუმის იშემიის გამოვლინებით (p=0.018).
სხვა მეორადმა საბოლოო წერტილებმა ვერ მიაღწიეს სტატისტიკურ მნიშვნელობას (საერთო პლაცებო: 22.2%, ატორვასტატინი: 22.4%).
MIRACL კვლევაში ატორვასტატინის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა უსაფრთხოების პროფილს, რომელიც აღწერილია თავში 4.8.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
ატორვასტატინის გავლენა ფატალურ და არაფატალურ გულის კორონარულ დაავადებაზე გამოკვლეული იქნა რანდომიზებულ, ორმაგ, ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში „ბრიტანულ–სკანდინავიური გულის გამოსავლების კვლევა – ლიპიდების დამაქვეითებელი მკურნალობის ნაწილი“ (ASCOT-LLA). პაციენტებს ჰქონდათ ჰიპერტენზია, იყვნენ 40-დან 79 წლამდე ასაკის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან სტენოკარდიის გარეშე ანამნეზში და ჰქონდათ TC დონე ≤6.5 მმოლ/ლ (251 მგ / დლ). ყველა პაციენტს ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა რისკის მინიმუმ 3 წინასწარ განპირობებული ფაქტორი: მამრობითი სქესი, ასაკი ≥55, მოწევა, დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება პირველი ხარისხის ნათესავში, TC: HDL-C >6, პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, წინამორბედი ცერებროვასკულური შემთხვევა, სპეციფიკური დარღვევა ეკგ-ზე, პროტეინურია/ალბუმინურია. არ იყო მოსალოდნელი, რომ ყველა მონაწილე პაციენტი პირველი კარდიოვასკულური მოვლენის მაღალი რისკის ქვეშ იქნებოდა.
პაციენტები იღებდნენ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას (ამლოდიპინზე ან ატენოლოლზე დამყარებული რეჟიმით) და ატორვასტატინს 10 მგ დღეში (n=5.168) ან პლაცებოს (n=5.137).
ატორვასტატინის აბსოლუტური და ფარდობითი რისკის შემცირების ეფექტი იყო შემდეგნაირი:
მოვლენა ფარდობითი რისკის მოვლენების რაოდენობა აბსოლუტური p-მნიშვნელობა
შემცირება (%) (ატორვასტატინი რისკის შემცირება1
პლაცებოსთან (%)
შედარებით)
ლეტალური 36% 154 შედარებით 100-თან %1.1 0.0005
CHD პლუს
არა-ფატალური
MI
ტოტალური 20% 389 შედარებით 483-თან %1.9 0.0008
კარდიოვასკულური
მოვლენები და
რევასკულარიზაციის
პროცედურები
ტოტალური 29% 178 შედარებით 247-თან %1.4 0.0006
კორონარული
მოვლენები
1 ეფუძნება მოვლენათა ნედლი მაჩვენებლების სხვაობას დაკვირვების საშუალო პერიოდში 3.3 წ
CHD: გულის კორონარული დაავადება; MI=მიოკარდიუმის ინფარქტი
საერთო სიკვდილიანობა და ავადობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა (185 შემთხვევა 212-თან შედარებით, p=0.17 და 74 შემთხვევა 82-თან შედარებით, p=0.51). სქესის მიხედვით ქვეჯგუფის ანალიზებში (81% კაცი, 19% ქალი), ატორვასტატინის სასარგებლო ეფექტი დაფიქსირდა მამაკაცებში, მაგრამ არ იქნა განსაზღვრული ქალების ქვეჯგუფში, შესაძლოა მოვლენის დაბალი მაჩვენებლის გამო. საერთო და გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობა რიცხობრივად უფრო მაღალი იყო ქალებში (38 შედარებით 30-თან და 17 შედარებით 12-თან), მაგრამ ეს არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. მკურნალობის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლინდა თავდაპირველ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობასთან შედარებით. პირველადი საბოლოო წერტილი (ფატალური გულის კორონარული დაავადება პლუს არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი) მნიშვნელოვნად შემცირდა (HR 0.47 (0.32-0.69), p=0.00008) ატორვასტატინის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამლოდიპინს, მაგრამ იგივე ეფექტი იქნა გამოვლენილი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ატენოლოლით (HR 0.83 (0.59-1.17), p=0.287).
ატორვასტატინის ეფექტი ფატალურ და არაფატალურ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე ასევე იქნა გამოყენებული რანდომიზებული, ორმაგ ბრმა, მულტიცენტრული, პლაცებო კონტროლირებადი კვლევის დროს (CARDS) 40-75 წლის ასაკის 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გარეშე ანამნეზში, რომლებსაც აღენიშნებოდათ LDL-C -c ≤4.14 მმოლ/ლ (160 მგ/დლ) და TG ≤6.78 მმოლ/ლ (600 მგ/დლ). ყველა პაციენტს აქვს მინიმუმ ერთი შემდეგი რისკის ფაქტორი: ჰიპერტენზია, სადღეისოდ არის მწეველი, რეტინოპათია, მიკროალბუმინურია ან მაკროალბუმინურია.
პაციენტები მკურნალობდნენ ატორვასტატინით 10 მგ ყოველდღიურად (n=1,428) ან პლაცებოთი (n=1,410) 3.9 წ საშუალო პერიოდის განმავლობაში.

შემცირება (%) (ატორვასტატინი რისკის
პლაცებოსთან შემცირება1(%)
შედარებით)
დიდი
კარდიოვასკულური
მოვლენები (ფატალური
და არა-ფატალური
AMI, ფარული მწვავე MI,
მწვავე CHD
გამოწვეული სიკვდილი,
არასტაბილური სტენოკარდია,
CABG, PTCA,
რევასკულარიზაცია,
ინსულტი) %37 83 შედარებით 127-თან %3,2 0.0010
MI (ფატალური
და არა-ფატალური MI,
ფარული MI) %42 38 შედარებით 64-თან %1,9 0.0070
ინსულტი (ფატალური
და არა-ფატალური %48 21 შედარებით 39-თან %1,3 0.0163
1 ეფუძნება მოვლენათა ნედლი მაჩვენებლების სხვაობას დაკვირვების საშუალო პერიოდში 3.9 წ
AMI = მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; CABG = კორონარული არტერიის შუნტირება; CHD = გულის კორონარული დაავადება; MI = მიოკარდიუმის ინფარქტი; PTCA = პერკუტანული ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა.
არ აღინიშნებოდა განსხვავება მკურნალობის ეფექტში პაციენტის სქესის, ასაკის ან საბაზისო LDL-C დონის მიხედვით. დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის თვალსაზრისით (82 სიკვდილი პლაცებოს ჯგუფში 61 სიკვდილის წინააღმდეგ ატორვასტატინის ჯგუფში, p=0.0592).
განმეორებითი ინსულტი
კვლევაში „ინსულტის პრევენცია ქოლესტერინის დონის აგრესიული შემცირებით“ (SPARCL), 80 მგ დღეში ატორვასტატინის ან პლაცებოს ეფექტი ინსულტზე შეფასებული იყო 4731 პაციენტში, რომლებსაც ჰქონდათ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA) წინა 6 თვის განმავლობაში და არ ჰქონდათ ანამნეზში გულის კორონარული დაავადება (CHD). პაციენტების 60% იყო მამაკაცი, 21-92 წლის ასაკის (საშუალო ასაკი 63 წელი) და ჰქონდათ საწყის დონეზე საშუალო LDL -133 მგ/დლ (3.4 მმოლ/ლ). საშუალო LDL-C იყო 73 მგ/დლ (1.9 მმოლ/ლ) ატორვასტატინით მკურნალობის დროს და 129 მგ/დლ (3.3 მმოლ/ლ) პლაცებოთი მკურნალობის დროს. მედიანური შემდგომი დაკვირვების ხანგრძლივობა იყო 4.9 წელი.
80 მგ ატორვასტატინმა შეამცირა ფატალური ან არა-ფატალური ინსულტის პირველადი საბოლოო შედეგის რისკი 15%-ით (HR 0.85; 95% CI, 0.72-1.00; p=0.05 ან 0.84; 95% CI, 0.71-0.99; p= 0.03 საბაზისო ფაქტორების კორექციის შემდეგ) პლაცებოსთან შედარებით. ყველა მიზეზით სიკვდილიანობა იყო 9.1% (216/2365) ატორვასტატინისთვის 8.9% (211/2366)-თან პლაცებოსთან შედარებით.
Post-hoc ანალიზში 80 მგ ატორვასტატინმა შეამცირა იშემიური ინსულტის შემთხვევები (218/2365, 9.2 შედარებით 274/2366, 11.6%, p=0.01) პლაცებოსთან შედარებით და გაზარდა ჰემორაგიული ინსულტების შემთხვევები (55/2365, 2.3% შედარებით 33/2366, 1.4% p=0.02-თან).
ჰემორაგიული ინსულტის რისკი (7/45 ატორვასტატინისთვის შედარებით 2/48 პლაცებოსთვის; HR 4.06; 95% CI, 0.84-19.57) და იშემიური ინსულტის რისკი მსგავსი იყო ჯგუფებს შორის ანამნეზში ჰემორაგიული ინსულტის მქონე პაციენტებში. (3/45 ატორვასტატინისთვის შედარებით 2/48 პლაცებოსთვის; HR 1.64; 95% CI, 0.27-9.82).
კვლევაში ჩართულ პაციენტებს შორის, მათ ვისაც გადატანილი ჰქონდათ ლაკუნარული ინფარქტი, აღენიშნებოდათ ჰემორაგიული ინსულტის მომატებული რისკი (20/708 ატორვასტატინისტვის შედარებით 4/701 პლაცებოსთვის; HR 4.99; 95% CI, 1.71–14.61), მაგრამ ამ პაციენტებში ასევე შემცირდა იშემიური ინსულტის რისკი (79/708 ატორვასტატინისთვის შედარებით 102/701 პლაცებოსთვის; HR 0.76; 95% CI, 0.57-1.02). პაციენტებს, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ლაკუნარული ინფარქტი და რომლებიც იღებდნენ დღეში 80 მგ ატორვასტატინს, სავარაუდოდ გააჩნიათ ინსულტის გაზრდილი რისკი.
პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ჰემორაგიული ინსულტი, ყველა მიზეზით სიკვდილიანობამ შეადგინა 15.6% (7/45) ატორვასტატინისთვის და 10.4% (5/48) პლაცებოსთვის. პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ლაკუნარული ინფარქტის, ყველა მიზეზით სიკვდილიანობა იყო 10.9% (77/708) ატორვასტატინისთვის და 9.1% (64/701) პლაცებოსთვის.
პედიატრიული პოპულაცია
ჰეტეროზიგოტული ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია 6-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში
ჩატარებული იქნა 8 კვირიანი, ღია კვლევა, ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, უსაფრთხოებისა და ამტანობის შესაფასებლად ბავშვებსა და მოზარდებში გენეტიკურად დადასტურებული ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით და საბაზისო LDL-C ≥4 მმოლ/ლ. სულ ჩართული იყო 39 ბავშვი და მოზარდი 6-17 წლამდე. კოჰორტა A-ში შედიოდა 15 წლამდე ასაკის 6-12 წლამდე ასაკის ბავშვები ტანერის სტადია 1-ით, ხოლო კოჰორტა B-ში შედიოდა 10-17 წლის ასაკის 24 ბავშვი ტანერის სტადია ≥2-ით.
ატორვასტატინის საწყისი დოზა იყო დღეში 5 მგ საღეჭი ტაბლეტი სახით კოჰორტა A-ში და დღეში 10 მგ ტაბლეტის სახით კოჰორტაში B. დასაშვები იყო ატორვასტატინის დოზის გაორმაგება, თუ პაციენტმა არ მიაღწია სამიზნე LDL-C კონცენტრაციას <3.35 მმოლ/ლ 4 კვირაში და თუ ატორვასტატინი კარგად გადაიტანა.
საშუალო LDL-C, TC, VLDL-c და Apo B მნიშვნელობები შემცირდა ყველა პაციენტში 2 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც დოზა გაუორმაგდა, შემცირება დამატებითი დაფიქსირდა პირველი შეფასებისას, ჯერ კიდევ მეორე კვირას, დოზის ესკალაციის შემდეგ. ლიპიდური მაჩვენებლების საშუალო პროცენტული მნიშვნელობა იყო ერთნაირი ორივე კოჰორტისთვის, მიუხედავად იმისა,პაციენტი რჩებოდა საწყის დოზაზე თუ აორმაგებდა საწყის დოზას. LDL-C და TC დონის საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით მე-8 კვირას შეადგენდა საშუალოდ 40% და 30% ყველა მიღწეული დონისთვის, შესაბამისად.
მეორე ღია, არაშედარებით კვლევაში ჩართული იყო 271 5-15 წლის ასაკის ბიჭი და გოგო ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტრინემიით (HeFH), რომლებიც მკურნალობდნენ ატორვასტატინით სამი წლის განმავლობაში. კვლევაში ჩართულობისთვის საჭირო იყო დადასტურებული HeFH და საბაზისო LDL-C დონე ≥4 მმოლ/ლ (დაახლოებით 152 მგ/დლ). კვლევა მოიცავდა 139 ბავშვს ტანერის 1 განვითარების ეტაპზე (ჩვეულებრივ 6-10 წლამდე). ატორვასტატინის მიღება დაწყებული იყო დოზით (დღეში ერთხელ) 5 მგ (საღეჭი ტაბლეტი) 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში. 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში ატორვასტატინის მიღება დაწყებული იყო დოზით 10 მგ (დღეში ერთხელ). უფრო მაღალი დოზების ტიტრირება ნებადართული იყო სამიზნე LDL-C დონის < 3.35 მმოლ/ლ მისაღწევად ყველა ბავშვში. საშუალო შეწონილი დოზა 6-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის იყო 19,6 მგ, ხოლო 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის საშუალო შეწონილი დოზა იყო 23,9 მგ. საშუალო (+/- SS) საბაზისო LDL-C მნიშვნელობა იყო 6.12 (1.26) მმოლ/ლ, რაც უდრის დაახლოებით 233 (48) მგ/დლ. საბოლოო შედეგებისთვის იხილეთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი 3.
ატორვასტატინის ლიპიდების დამაქვეითებელი ეფექტიჰეტეროზიგოტული ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზარდ ბიჭებსა და გოგონებში (მმლ/ლ)
დრო
N
TC (SS)
LDL-K (SS)
HDL-K (SS)
TG (SS)
Apo B (SS)#
საწყისი მნიშვნელობა
271
7,86(1,30)
6,12(1,26)
1,314(0,2663)
0,93(0,47)
1,42(0,28)**
- თვე
206
4,95(0,77)*
3,25(0,67)
1,327(0,2796)
0,79(0,38)*
0,90(0,17)*
- თვე/ET
240
5,12(0,86)
3,45(0,81)
1,308(0,2739)
0,78(0,41)
0,93(0,20)***
TC = საერთო ქოლესტერინი; LDL-C = დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი-C; HDL-C = მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი-C; TG = ტრიგლიცერიდები; Apo b = აპოლიპოპროტეინი B; "თვე 36/ET" მოიცავდა საბოლოო ვიზიტის მონაცემებს იმ სუბიექტებისთვის, რომლებმაც დაასრულეს მონაწილეობა დაგეგმილ 36 თვის ვადამდე, ასევე 36 თვის მონაცემები სუბიექტებისთვის, რომლებიც ასრულებენ 36 თვიან მონაწილეობას; "*"= თვე 30 N ამ პარამეტრისთვის იყო 207; "**"= საბაზისო N ამ პარამეტრისთვის იყო 270; "***" = თვე 36/ ET N ამ პარამეტრისთვის იყო 243; "#"=გ/ლ Apo B-თვის.
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტრინემიის მქონე პედიატრიულ და მოზარდ პაციენტებში, რომლებიც 3-წლიანი კვლევის დროს მკურნალობდნენ ატორვასტატინით, მონაცემები მიუთითებდა, რომ პრეპარატს არ ჰქონდა გავლენა ზრდასა და განვითარებაზე (ანუ სიმაღლე, წონა, ტანერის ეტაპი, სიმწიფის და განვითარების საერთო შეფასება). ვიზიტის დროს მკვლევარის მიერ არ იყო გამოვლენილი პრეპარატის მნიშვნელოვანი გავლენა სიმაღლეზე, წონაზე და BMI-ზე ასაკის, სქესისა მიხედვით.
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-17 წლის პედიატრიული პაციენტები
ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში, რომელსაც მოჰყვა ღია ფაზა, მონაწილეობდა 187 ბიჭი და 10 წლიდან 17 წლამდე ასაკის გოგო პოსტ-მენარქეში (საშუალო ასაკი 14.1 წელი) ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, იღებდნენ ატორვასტატინს(n-140) ან პლაცებოს (n=47) 26 კვირის განმავლობაში და შემდეგ ყველამ მიიღო ატორვასტატინი 26 კვირის განმავლობაში. ატორვასტატინის დოზა (დღეში ერთხელ) იყო 10 მგ პირველი 4 კვირის განმავლობაში, ტიტრირებული 20 მგ-მდე, თუ LDL-C დონე იყო >3.36 მმოლ/ლ. ატორვასტატინმა მნიშვნელოვნად შეამცირა total-C, LDL-C, ტრიგლიცერიდების და ApoB დონე 26 კვირიანი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში. 26 კვირიანი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში ატორვასტატინის ჯგუფში მიღწეული საშუალო LDL-C იყო 3.38 მმოლ/ლ (დიაპაზონი: 1.81-6.26 მმოლ/ლ), 5.91 მმოლ/ლ-თან შედარებით (დიაპაზონი: 3. 93-9. 96 მმოლ/ლ) პლაცებოს ჯგუფში.
დამატებითმა პედიატრიულმა კვლევამ, რომელშიც შედარდა ატორვასტატინი და კოლესტიპოლი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-18 წლის პაციენტებში, აჩვენა, რომ ატორვასტატინმა (N=25) უზრუნველყო LDL-C-ის მნიშვნელოვანი შემცირება 26 კვირაში კოლესტიპოლთან შედარებით (N=31) (p<0.05).
მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის (მათ შორის ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის) მქონე პაციენტებში ჩატარებულ პრეპარატის კვლევაში ადრეული წვდომით ჩართული იყო 46 პედიატრიულ პაციენტი, რომლებიც იღებდნენ პასუხის შესაბამის ატორვასტატინის დოზას (ზოგიერთი პაციენტი იღებდა დღეში 80 მგ ატორვასტატინის). კვლევა გაგრძელდა 3 წელი, LDL-C შემცირდა 36% - ით.
ატორვასტატინის თერაპიის გრძელვადიანი ეფექტურობა ბავშვობაში ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაში დადგენილი არ არის.
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ატორვასტატინით ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენაზე 0-6 წლის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობისთვის და 0-18 წლის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის, კომბინირებული (შერეული) ჰიპერქოლესტერინემიის, პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის და კარდიოვასკულური მოვლენების (პედიატრიული გამოყენების შესახებ) პრევენციისთვის. ინფორმაციისთვის იხილეთ თავი 4.2.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ატორვასტატინი სწრაფად აბსორბირდება პერორალურად მიღების შემდეგ; მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1-დან 2 საათის ფარგლებში. აბსორბციის ხარისხი იზრდება ატორვასტატინის დოზის პროპორციულად. ატორვასტატინის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა შეადგენს 95%-დან 99%-მდე ხსნართან შედარებით. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 12%, ხოლო HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორული აქტივობის სისტემური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 30%-ია. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა მიეკუთვნება პრესისტემურ კლირენსს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში და/ან ღვიძლის პირველი გავლის მეტაბოლიზმში.
განაწილება
ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობაა შეადგენს დაახლოებით 381 ლ-ს. ატორვასტატინის > 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია
ატორვასტატინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P4503A4-ით ორთო- და პარა-ჰიდროქსილირებულ წარმოებულების და სხვადასხვა ბეტა-ოქსიდაციის პროდუქტების წარმოქმნით. სხვა გზების გარდა, ეს პროდუქტები ასევე მოტაბოლიზდება გლუკორონიზაციის გზით. HMG-CoA რედუქტაზას in vitro ინჰიბირება ორთო- და პარა-ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტებით ატორვასტატინის ინჰიბირების ექვივალენტურია. HMG-CoA რედუქტაზას მოცირკულირე ინჰიბიტორული აქტივობის დაახლოებით 70% განპირობებულია აქტიურ მეტაბოლიტებით.
ელიმინაცია
ატორვასტატინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და მის გარეთ და შემდეგ გამოიყოფა ნაღველში. თუმცა, ატორვასტატინის ხელახალი მოხვედრა ენტეროჰეპატურ სისხლის მიმოქცევაში, როგორც ჩანს, უმნიშვნელოა. ატორვასტატინის პლაზმიდან საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი ადამიანებში შეადგენს დაახლოებით 14 სთ-ს. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორული აქტივობის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 20-30 საათია, რაც დამოკიდებულია …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმე
- სამკურნალო საშუალების სახელწოდება
დროგსტატი
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
- 68 კალციუმის ატორვასტატინი, 20 მგ ატორვასტატინის ექვივალენტური
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებულია ძროხის რძიდან) 41.32 მგ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ თავი 6.1
- ფარმაცევტული ფორმა
შემოგარსული ტაბლეტი
თეთრი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
- კლინიკური მახასიათებლები
- 1. თერაპიული ჩვენებები
ჰიპერქოლესტერინემია
დროგსტატი ნაჩვენებია, როგორც დიეტის დანამატი მომატებული საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის, აპოლიპროპროტეინი B-ს და ტრიგლიცერიდების შესამცირებლად მოზრდილებში, მოზარდებში და 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით, ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით ან კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიით, როდესაც დიეტაზე და სხვა არაფარმაკოლოგიურ ზომებზე პასუხი არ არის საკმარისი. ის ზრდის HDL ქოლესტერინს და ამცირებს LDL/HDL და საერთო ქოლესტერინის/HDL კოეფიციენტებს.
იგი ნაჩვენებია მოზრდილ პაციენტებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, როგორც დამატება დიეტასა და სხვა მკურნალობის მეთოდებზე, მომატებული საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის და აპოლიპოპროტეინ B-ის შესამცირებლად, როდესაც ამ მეთოდებზე რეაქცია არ არის საკმარისი.
გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
სხვა რისკ ფაქტორების კორექციის გარდა, იგი მითითებულია სერიოზული კარდიოვასკულური მოვლენების პროფილაქტიკისთვის იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან კარდიოვასკულური მოვლენების მაღალი რისკის ქვეშ.
- 2. დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება:
დროგსტატის მიღებამდე პაციენტს უნდა დაენიშნოს სტანდარტული ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტა და ეს დიეტა უნდა გაგრძელდეს დროგსტატით მკურნალობის დროს. დოზის დიაპაზონი შეადგენს 10 მგ-დან 80 მგ-მდე დღეში ერთხელ. დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს LDL-C საწყისი დონის, თერაპიის მიზნისა და პაციენტის პასუხის მიხედვით. მკურნალობის დაწყების ან/და ტიტრირების შემდეგ, ლიპიდების დონე უნდა შეფასდეს 2-4 კვირის განმავლობაში და შესაბამისად დარეგულირდეს დოზა.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია
პაციენტთა უმრავლესობა კონტროლდება დროგსტატით 10 მგ დღეში ერთხელ. თერაპიული ეფექტი ვლინდება 2 კვირის განმავლობაში და მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 4 კვირაში. ეფექტი ნარჩუნდება ქრონიკული თერაპიის დროს.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს დროგსტატი 10 მგ-ით დღეში. დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და მოხდეს შეფასება ყოველ 4 კვირაში, საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს 40 მგ-მდე დღეში. ამის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 80 მგ-მდე დღეში, ან 40 მგ ერთხელ დღეში ატორვასტატინს დაემატოს ნაღვლის მჟავების შემბოჭველი ფისი.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია
პირველადი პრევენციის კვლევებში პრეპარატის დოზა შეადგენდა 10 მგ/დღეში. მიმდინარე გაიდლაინების მიხედვით, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები, (LDL-) ქოლსტერინის საჭირო დონეების მისაღწევად.
მიღების წესი:
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის. დროგსტატის მიღება შესაძლებელია ერთჯერადი დოზის სახით დღის ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციებისთვის
თირკმლის უკმარისობა:
თირკმელების დაავადება არ ახდენს გავლენას კალციუმის ატორვასტატინის ტაბლეტების არც პლაზმურ კონცენტრაციაზე და არც LDL-C შემცირებაზე; ამდენად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. თავი 4.4 და 5.2).
ღვიძლის უკმარისობა:
დროგსტატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. თავი 4.4 და 5.2). დროგსტატი უკუნაჩვენებია ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში (იხ.თავი 4.3).
პედიატრიული გამოყენება (10-17 წლამდე ასაკი). ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
დროგსტატის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ დღეში (იხ. თავი 5.1). რეაგირებისა და ამტანობის მიხედვით, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ-მდე. დოზირება უნდა იყოს შერჩეული ინდივიდუალურად მკურნალობის მიზნის შესაბამისად. დოზის კორექტირება უნდა მოხდეს მინიმუმ 4 კვირის ინტერვალით.
80 მგ-მდე დღიური დოზის ტიტრაციას მხარს უჭერს მოზრდილთა კვლევების მონაცემები და ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პედიატრიულ პაციენტებში ჩატარებული კვლევების შეზღუდული კლინიკური მონაცემები (იხ.თავი 4.8 და 5.1).
შეზღუდული მონაცემები უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ხელმისაწვდომია ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6-10 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ჩატარებული ღია კვლევებიდან. ატორვასტატინი არ არის ნაჩვენები 10 წლამდე ასაკის პაციენტების სამკურნალოდ. ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია თავებში 4.8, 5.1 და 5.2, მაგრამ დოზირების შესახებ რეკომენდაცია ვერ გაიცემა.
სხვა ფარმაცევტული ფორმა და ძალა შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს ამ პაციენტის ჯგუფისთვის.
გერიატრიული პოპულაცია:
რეკომენდებული დოზების მიღებისას უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კუთხით განსხვავება არ არის აღნიშნული ხანდაზმულ პაციენტებსა და ძირითად პოპულაციას შორის (იხ. თავი 4.4).
თანმხლები გამოყენება ლიპიდების შემამცირებელი თერაპიასთან ერთად
დამატებითი ეფექტის მისაღებად დროგსტატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაღვლის მჟავების შემბოჭავ ფისთან ერთად. როგორც წესი, თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოენზიმ A (HMG-CoA) რედუქტაზას ინჰიბიტორების და ფიბრატების (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) კომბინაცია (იხ. თავები 4.4, ეფექტები ჩონჩხის კუნთებზე და 4.5).
დოზირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს, კლარითრომიცინს, იტრაკონაზოლს ან პროტეაზას გარკვეულ ინჰიბიტორებს
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებს (ტიპრანავირი პლუს რიტონავირი) ან C ჰეპატიტის პროტეაზას ინჰიბიტორს (ტელაპრევირი) საჭიროა დროგსტატით მკურნალობისგან თავის არიდება. პაციენტებში, რომლებიც იღებენ კლარითრომიცინს, იტრაკონაზოლს, ან კომბინაციებს რიტონავირი პლუს საქვინავირი, დარუნავირი პლუს რიტონავირი, ფოსამპრენავირს ან ფოსამპრენავირი პლუს რიტონავირის კომბინაციას, დროგსტატით თერაპია უნდა შემოიფარგლოს 20 მგ-ით და რეკომენდებულია შესაბამისი კლინიკური შეფასება იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოყენებულია ატორვასტატინის უმცირესი დოზა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აივ პროტეაზას ინჰიბიტორს ნელფინავირს ან C ჰეპატიტის პროტეაზას ინჰიბიტორს ბოცეპრევირს, დროგსტატით თერაპია უნდა შემოიფარგლოს 40 მგ-ით და რეკომენდებულია შესაბამისი კლინიკური შეფასება იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოყენებულია ატორვასტატინის კალციუმის ტაბლეტების ყველაზე დაბალი საჭირო დოზა (იხილეთ თავები 4.4, ეფექტები ჩონჩხის კუნთებზე და 4.5).
პაციენტებში, რომლებიც ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის იღებენ ატორვასტატინს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტივირუსულ საშუალებებთან ელბასვირთან/გრაზოპრევირთან ან ლეტერმოვირთან ერთად, ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ/დღეში (იხ. თავები 4.4 და 4.5)
ატორვასტატინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლეტერმოვირს ციკლოსპორინთან ერთად (იხ. თავები 4.4 და 4.5).
- 3. უკუჩვენებები
დროგსტატი უკუნაჩვენებია:
მათთვის, ვისაც გააჩნია ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ატორვასტატინის ან თავში 6.1 ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
აციენტებში ღვიძლის აქტიური დაავადებით ან შრატის ტრანსამინაზების აუხსნელი მუდმივი მატებით, რომლებიც 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN).
ორსულებისთვის, მეძუძურებისთვის და შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებისთვის, რომლებიც არ იყენებენ შესაბამის კონტრაცეფციის მეთოდებს.
მათთვის, ვინც მკურნალობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტივირუსულ საშუალებებით გლესეპრავირი/პიბრენტასვირი.
ატორვასტატინი არ არის ნაჩვენები 10 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტების სამკურნალოდ.
- 4. საგანგებო გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ეფექტები ღვიძლის მხრივ:
ღვიძლის ფუნქციის ტესტები უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე და მის შემდეგ რეგულარული ინტერვალებით. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დაზიანების რაიმე ნიშანი და სიმპტომი, უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ფუნქციის ტესტები. ტრანსამინაზას მომატებული დონის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ პრობლემის მოგვარებამდე. თუ ტრანსამინაზას დონის მატება 3-ჯერზე მეტად აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN), რეკომენდებულია დროგსტატის დოზის შემცირება ან მიღების შეწყვეტა (იხ. თავი 4.8). დროგსტატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ მნიშვნელოვან რაოდენობით ალკოჰოლს და/ან აქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში.
ინსულტის პრევენცია ქოლესტერინის დონის აგრესიული შემცირებით (SPARCL)
ინსულტის ქვეტიპების post hoc ანალიზისას პაციენტებში ბოლოდროინდელი ინსულტით ან ტრანზიტორული იშემიური შეტევით (TIA) და გულის კორონარული დაავადების გარეშე (CHD), ჰემორაგიული ინსულტის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც დაიწყეს 80 მგ ატორვასტატინის მიღება პლაცებოსთან შედარებით. გაზრდილი რისკი განსაკუთრებით აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც კვლევის დაწყებამდე გადატანილი ჰქონდათ ჰემორაგიული ინსულტი ან ლაკუნარული ინფარქტი. რისკებისა და სარგებლის ბალანსი 80 მგ ატორვასტატინის გამოყენებისას პაციენტებში ჰემორაგიული ინსულტით ან ლაკუნარული ინფარქტით ანამნეზში გაურკვეველია და ჰემორაგიული ინსულტის პოტენციური რისკი უნდა იქნას გათვალისწინებული მკურნალობის დაწყებამდე (იხ. თავი 5.1).
ეფექტები ჩონჩხის კუნთებზე:
სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების მსგავსად, ატორვასტატინმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩონჩხის კუნთზე და გამოიწვიოს რაბდომიოლიზი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რომელსაც ახასიათებს კრეატინ კინაზას (CK) დონის მომატება (>10-ჯერ ULN), მიოგლობინემია და მიოგლობინურია. შეიძლება გამოიწვიოს პროგრესირებადი კუნთების ტკივილი, მიოზიტი და მიოპათია.
იმუნურად განპირობებული ნეკროზული მიოპათია (IMNM) დაფიქსირდა ძალიან იშვიათად ზოგიერთი სტატინით მკურნალობის დროს და მის შემდეგ. IMNM კლინიკურად განისაზღვრება კუნთების მუდმივი პროქსიმალური სისუსტით და შრატში კრეატინინის მომატებული დონით, რომელიც გრძელდება სტატინით თერაპიის შეწყვეტის მიუხედავად.
მკურნალობის დაწყებამდე რაბდომიოლიზის რისკის მქონე პაციენტებში:
ატორვასტატინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რაბდომიოლიზის განმაპირობებელი ფაქტორები. CK დონე უნდა გაიზომოს სტატინით მკურნალობის დაწყებამდე შემდეგ სიტუაციებში:
თირკმლის უკმარისობა
ჰიპოთირეოზი
კუნთების მხრივ მემკვიდრეობითი დარღვევები პირად ან ოჯახური ანამნეზში.
კუნთის ტოქსიკურობა ანამნეზში სტატინების ან ფიბრატების გამოყენებისას;
ღვიძლის დაავადება ანამნეზში და/ან ალკოჰოლის მნიშვნელოვანი რაოდენობით მოხმარება
ხანდაზმულებში (70 წელზე მეტი ასაკის) განხილული უნდა იქნას ასეთი ზომების საჭიროება რაბდომიოლიზის სხვა განმაპირობებელი ფაქტორების არსებობის გათვალისწინებით.
განსაკუთრებულ სიტუაციებში, მათ შორის წამალთაშორის ურთიერთქმედება (იხ. თავი 4.5), და გენეტიკური სუბპოპულაციებში (იხ. თავი 5.2), როდესაც შეიძლება მოხდეს CK პლაზმის დონის მატება.
ასეთ სიტუაციებში მკურნალობის რისკი უნდა იყოს გათვალისწინებული შესაძლო სარგებელთან მიმართებაში და რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი.
თუ CK დონე აღემატება ქვედა ზღვარს (> 5-ჯერ ან მეტად), მკურნალობა არ უნდა იქნას დაწყებული.
კრეატინკინაზას განსაზღვრა
კრეატინ კინაზა არ უნდა განისაზღვროს დაძაბული ვარჯიშის შემდეგ ან თუ არსებობს CK-ს ზრდის სავარაუდო ალტერნატიული მიზეზი, რადგან ეს ართულებს ინტერპრეტაციას. თუ CK-ს დონე მნიშვნელოვნად მაღალია საბაზისო დონეზე (>5-ჯერ ULN), ის ხელახლა უნდა განისაზღვროს 5-7 დღის შემდეგ შედეგების დასადასტურებლად.
მკურნალობის დროს:
- პაციენტებს უნდა სთხოვონ დაუყოვნებლივ შეატყობინონ კუნთების ტკივილის, კრუნჩხვების ან სისუსტის, განსაკუთრებით თუ მათ თან ახლავს სისუსტე ან ცხელება.
− თუ ეს სიმპტომები ვლინდება პაციენტის ატორვასტატინით თერაპიის დროს, უნდა შეფასდეს CK დონე. თუ აღმოჩნდა, რომ ეს დონე მნიშვნელოვნად მაღალია (>5-ჯერ ULN), მკურნალობა უნდა შეწყდეს.
− თუ კუნთების მხრივ სიმპტომები სერიოზულია და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს, უნდა განხილული იქნას საკითხი თერაპიის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაშინაც კი, თუ CK დონის ზრდა 5-ჯერ ნაკლებია ULN-ზე.
− თუ სიმპტომები გაქრება და CK დონე დაუბრუნდება ნორმას, მაშინ შეიძლება განხილული იქნას ატორვასტატინის ყველაზე დაბალი დოზით მოღების განახლება გულდასმით კონტროლის ქვეშ ან ალტერნატიული სტატინის მიღების დაწყება.
- ატორვასტატინის მიღება უნდა შეწყდეს, თუ შეინიშნება CK დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა (>10-ჯერ ULN) ან თუ არსებობა საეჭვოა ან დიაგნოსტირებულია რაბდომიოლიზი.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:
რაბდომიოლიზის რისკი იზრდება როდესაც ატროვასტატინი კომბინირდება გარკვეულ პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია, როგორიცაა CYP3A4 მძლავრი ინჰიბიტორები ან სატრანსპორტო ცილები (აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მათ შორის ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ლეტერმოვირი და რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, ტიპრანავირი/რიტონავირი და ა.შ). გემფიბროზილის და სხვა ფიბრინის მჟავას წარმოებულების, ჰეპატიტი C (HCV) საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატების (ბოცეპრევირი, ტელაპრევირი, ელბასვირი/გრაზოპრევირი), ერითრომიცინის, ნიაცინის, ეზეტიმიბის ერთდროული გამოყენება ასევე ზრდის მიოპათიის რისკს. თუ შესაძლებელია, ამ პრეპარატების ნაცვლად უნდა იქნას განხილული ალტერნატიული მკურნალობა (არა ურთიერთმოქმედი).
თუ საჭიროა ამ პრეპარატების ატორვასტატინთან ერთდროული მიღება, გასათვალისწინებელია თანმხლები თერაპიის სარგებელი და რისკი. თუ პაციენტები იღებენ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია, რეკომენდებულია ატორვასტატინის მაქსიმალური დოზის შემცირება. CYP3A4 მძლავრი ინჰიბიტორების დამატებითი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია ასტროვასტატინით მკურნალობის დაწყება უფრო დაბალი დოზით და შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი ამ პაციენტებში (იხ. თავი 4.5)
ატორვასტატინი არ უნდა იქნას გამოყენებული ფუზიდის მჟავის სისტემურ პრეპარატებთან ან ფუზიდის მჟავით მკურნალობის შემდეგ 7 დღის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ფუზიდის მჟავის სისტემურ გამოყენებას, სტატინით თერაპია უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავის თერაპიის დროს. რაბდომიოლიზის შემთხვევები (ზოგიერთი ფატალური) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფუზიდის მჟავას და სტატინს კომბინაციაში (იხ. თავი 4.5). პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ თუ ისინი განიცდიან კუნთების სისუსტეს, ტკივილს ან ტკივილს შეხებისას, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას. სტატინით თერაპიის განახლება შესაძლებელია ფუზიდის მჟავის ბოლო დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ.
გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა სერიოზული ინფექციების მკურნალობა, რომლებიც მოითხოვს ფუზიდის მჟავის ხანგრძლივ გამოყენებას, დროგსტატის და ფუზიდის მჟავის ერთდროული გამოყენების საჭიროება განხილული უნდა იქნას ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის და ყურადღებით ჩატარებული სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.
პედიატრიული გამოყენება:
ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ დაფიქსირებულა 3 წლიან კვლევაში, რომელიც ეფუძნება საერთო მომწიფებისა და განვითარების შეფასებას, ტანერის სტადიის შეფასებას და სიმაღლისა და წონის შეფასებას (იხ. თავი 4.8)
ფილტვის ინტერსტიციული დაავადება:
ფილტვის ინტერსტიციული დაავადების გამონაკლისი შემთხვევები დაფიქსირდა ზოგიერთ სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით გრძელვადიანი მკურნალობის დროს (იხ.თავი 4.8). ამ დაავადების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს დისპნოეს, არაპროდუქტიულ ხველას და ჯანმრთელობის ზოგად გაუარესებას (დაღლილობა, წონის კლება და ცხელება). თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტს განუვითარდა ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, სტატინით თერაპია უნდა შეწყდეს.
შაქრიანი დიაბეტი:
ისევე, როგორც HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მიღებისას, HbA1C და შრატში გლუკოზის ზრდა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დროგსტატით. დროგსტატის მიღებისას დიაბეტის გაზრდილი სიხშირე დაფიქსირდა დიაბეტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.
ზოგიერთი მონაცემები მოწმობს, რომ სტატინები, როგორც კლასი, ამაღლებენ სისხლში გლუკოზის დონეს და იწვევენ ჰიპერგლიკემიის ისეთ დონეს, რომლის დროსაც მიზანშეწონილია დიაბეტის რეგულარული მკურნალობის ჩატარება ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც გააჩნიათ მომავალში დიაბეტის განვითარების რისკი. თუმცა, სტატინებით სისხლძარღვოვანი რისკის შემცირება აღემატება ამ რისკს და არ უნდა ჩაითვალოს სტატინით თერაპიის შეწყვეტის მიზეზად. რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები (უზმოზე სისხლში გლუკოზა 100.9-124.3 მგ/დლ, სხეულის მასის ინდექსი (BMI)>30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატება, ჰიპერტენზია) უნდა იმკოფებოდნენ როგორც კლინიკური, ასევე ბიოქიმიური დაკვირვების ქვეშ ეროვნული მითითებების შესაბამისად.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, Lapp ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციაა, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
თანმხლები მედიკამენტების ეფექტი ატორვასტატინის მიღებისას:
ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 3a4 (CYP3A4) მიერ და წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპორტერების სუბსტრატს, პოლიპეპტიდ 1B1 (OATP1B1) და 1b3 (OATP1B3) გადამტანს, რომლებიც ტრანსპორტირებენ ორგანულ ანიონებს. ატორვასტატინის მეტაბოლიტები OATP1B1-ის სუბსტრატებია. ატორვასტატინი ასევე იდენტიფიცირებულია, როგორც წამლის მიმართ მულტირეზისტენტობის მქონე ცილა 1-ის (MDR1) და ძუძუს კიბოს მიმართ რეზისტენტობის ცილის (BCRP) სუბსტრატი, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს ატორვასტატინის შეწოვა ნაწლავში და ბილიარული კლირენსი (იხ. თავი 5.2). პრეპარატებთან, რომლებიც არიან CYP3A4 ან სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები, ერთდროულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მომატება და მიოპათიის რისკის გაზრდა. გარდა ამისა, ატორვასტატინის გამოყენება მიოპათიის გამოწვევის პოტენციალის მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა ფიბრინის მჟავას წარმოებულები და ეზეტიმიბი, ასევე ზრდის რისკს (იხ. თავები 4.3 და 4.4).
CYP3A4 ინჰიბიტორები
ნაჩვენებია, რომ CYP3A4 მძლავრი ინჰიბიტორები მნიშვნელოვნად ზრდიან ატორვასტატინის კონცენტრაციას (იხ. ცხრილი 1 და ქვემოთ მოცემული შესაბამისი ინფორმაცია). მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული CYP3A4 მძლავრი ინჰიბიტორების გამოყენება (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის მკურნალობისას (მაგ., ელბასვირი/გრაზოპრევირი) და აივ-ის მკურნალობისას, მათ შორის რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, აივ ინჰიბიტორები და სხვა). იმ შემთხვევებში, როდესაც ატორვასტატინთან ამ პრეპარატების თანმხლები გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია ატორვასტატინის საწყისი და მაქსიმალური დოზების შემცირება და პაციენტის შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი (იხ. ცხრილი 1).
CYP3A4 ზომიერმა ინჰიბიტორებმა (მაგ., ერითრომიცინი, დილტიაზემი, ვერაპამილი და ფლუკონაზოლი) შეიძლება გაზარდონ ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია (იხ.ცხრილი 1). მიოპათიის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა ერითრომიცინის სტატინებთან ერთდროული გამოყენებისას. ატორვასტატინზე ამიოდარონის ან ვერაპამილის ეფექტის შესაფასებლად ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ რეკომენდებულია გათვალისწინებული იქნას ატორვასტატინის უფრო დაბალი მაქსიმალური დოზა CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის კლინიკური მონიტორინგი.
კლინიკური მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ინჰიბიტორის მიღების დაწყების შემდეგ ან დოზის კორექტირების შემდეგ, საჭიროებისამებრ.
CYP3A4 ინდუქტორები
ატორვასტატინის ერთდროულმა მიღებამ CYP3A ინდუქტორებთან (მაგ., ეფავირენზი, რიფამპინი, მცენარე კრაზანა) შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირების სხვადასხვა ხარისხი. რიფამპინის ურთიერთქმედების ორმაგი მექანიზმის გამო (CYP3A ინდუქცია და ჰეპატოციტების ათვისების ტრანსპორტერის OATP1B1 ინჰიბირება), რეკომენდებულია ატორვასტატინის და რიფამპიცინის მიღება ერთსა და იმავე დროს, რადგან ატორვასტატინის მიღების შეფერხება რიპამპინის მიღების შემდეგ იწვევს ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მნიშვნელოვან შემცირებას. თუმცა, ღვიძლის უჯრედებში ატორვასტატინის კონცენტრაციებზე რიფამპინის მოქმედება უცნობია და, თუ თანმხლები მიღება გარდაუვალია, პაციენტები უნდა იყვნენ გულდასმით დაკვირვების ქვეშ.
ტრანსპორტერების ინჰიბიტორები
სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორებმა (მაგ., ციკლოსპორინი, ლეტერმოვირი) შეიძლება გაიზარდონ ატორვასტატინის სისტემური ექსპოზიციის დონე (იხ.ცხრილი1). ღვიძლის ათვისების ტრანსპორტერების ინჰიბირების გავლენა ღვიძლის უჯრედებში ატორვასტატინის კონცენტრაციებზე უცნობია. თუ ერთდროული მიღება გარდაუვალია, რეკომენდებულია პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება დოზის შემცირებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით (იხ. ცხრილი 1).
ატორვასტატინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლეტერმოვირს ციკლოსპორინთან ერთად (იხ. თავი 4.4 და 4.5).
გემფიბროზილი/ ფიბრინის მჟავას წარმოებულები
ზოგჯერ, მხოლოდ ფიბრატების გამოყენებას თან ახლავს კუნთებთან დაკავშირებული მოვლენები, მათ შორის რაბდომიოლიზი. ამ მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც ფიბრინის მჟავის წარმოებულები გამოიყენება ატორვასტატინთან ერთად. თუ ერთდროული გამოყენება გარდაუვალია, უნდა იქნას გამოყენებული ატორვასტატინის ყველაზე დაბალი დოზა, რომლითაც შეიძლება მკურნალობის მიზნის მიღწევა და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტების მონიტორინგი (იხ. თავი 4.4).
ეზეტიმიბი
მხოლოდ ეზეტიმიბის გამოყენება დაკავშირებულია კუნთებთან დაკავშირებულ მოვლენებთან, მათ შორის რაბდომიოლიზთან. შესაბამისად, ამ მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც ატორვასტატინის და ეზეტიმიბის ერთდროული მიღებისას. რეკომენდებულია ამ პაციენტების შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი.
კოლესტიპოლი
ატორვასტატინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები უფრო დაბალი იყო (ატორვასტატინის კონცენტრაციის კოეფიციენტი 0.74) კოლესტიპოლი დროგსტატთან ერთდროული მიღებისას. თუმცა, ლიპიდებზე ეფექტი იყო უფრო დიდი კოლესტიპოლის და დროგსტატის ერთდროულად მიღებისას, რომელიმე ცალკე მიღებულთან შედარებით.
ფუზიდის მჟავა
ფუზიდის მჟავის და სტატინების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მიოპათიის განვითარების რისკი, რაბდომიოლიზის ჩათვლით. ურთიერთქმედების მექანიზმი (ფარმაკოდინამიკა და/ან ფარმაკოკინეტიკა) ჯერ არ არის ცნობილი. არსებობს ცნობები რაბდომიოლიზის შესახებ (მათ შორის ზოგიერთი ფატალური შემთხვევა) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ კომბინაციას.
თუ საჭიროა ფუზიდის მჟავით სისტემური თერაპია, ატორვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის დროს (იხ.თავი 4.4).
კოლხიცინი
მიუხედავად იმისა, რომ ატორვასტატინთან და კოლხიცინთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, დაფიქსირდა მიოპათიის შემთხვევები ატორვასტატინის და კოლხიცინის ერთდროული გამოყენებისას, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე უნდა ატორვასტატინის დ კოლხიცინთან დანიშვნისას.
ატორვასტატინის ეფექტი თანმხლებ პრეპარატებზე:
დიგოქსინი
დიგოქსინის წონასწორული კონცენტრაციები უმნიშვნელოდ იზრდება დიგოქსინის და 10 მგ ატორვასტატინის მრავალჯერადი დოზების ერთდროულად მიიღებისას. პაციენტები, რომლებიც იღებენ დიგოქსინს, უნდა იმყოფებოდნენბ დაკვირვების ქვეშ საჭიროების შემთხვევაში.
ორალური კონტრაცეპტივები
დროგსტატის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული მიღება იწვევდა ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის პლაზმურ კონცენტრაციების მომატებას.
ვარფარინი
კლინიკური კვლევის დროს, რომელიც ჩატარებული იქნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვარფარინით, 80 მგ ატორვასტატინის და ვარფარინის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია პროთრომბინის დროის მცირე რედუცირება დაახლოებით 1,7 წამით მიღების პირველი 4 დღის განმავლობაში და დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას ატორვასტატინის თერაპიის დაწყებიდან 15 დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა მხოლოდ უკიდურესად იშვიათი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ანტიკოაგულანტებთან, პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს, საჭიროა პროთრომბინის დროის გაზომვა ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და საკმარისად ხშირად მკურნალობის დასაწყისში, რათა დავრწმუნდეთ რომ არ აღინიშნება პროთრომბინის დროის მნიშვნელოვანი ცვლილება. მას შემდეგ, რაც დოკუმენტირებული იქნება დაბალანსებული პროთრომბინის დრო, შესაძლებელი იქნება პროთრომბინის დროის მონიტორინგის ჩატარდება ისე, როგორც ზოგადად რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს. თუ ატორვასტატინის დოზა შეიცვალა ან შეწყდა მიღება, უნდა განმეორდეს იგივე პროცედურა. პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ ანტიკოაგულანტებს, ატორვასტატინით მკურნალობა არ იწვევს სისხლდენას ან პროთრომბინის დროის ცვლილებას.
წამალთა შორის ურთიერთქმედება
ცხრილი 1: ერთდროულად მიღებული პრეპარატების ეფექტი ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე
ერთდროულად მიღებული პრეპარატი და დოზირების რეჟიმი
ატორვასტატინი
დოზა (მგ)
AUC-ის მნიშვნელობა&
კლინიკური რეკომენდაცია#
გლეკაპრევირი 400 მგ ერთხელ დღეში/ პიბრენტასვირი 120 მგ ერთხელ დღეში, 7 დღე
10 მგ დღეში ერხელ 7 დღის განმავლობაში
- 3
გლეკაპრევირის ან პიბრენტასვირის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია (იხ. თავი 4.3)
ტიპრანავირი 500 მგ,
2-ჯერ დღეში /რიტონავირი 200 მგ, ორჯერ დღეში, 8 დღე ( მე-14 დღიდან 21-ე დღემდე)
40 მგ პირველ დღეს, 10 მგ მე-20 დღეს
- 4
თუ საჭიროა ატორვასტატინთან ერთდროული მიღება, ატორვასტატინის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. რეკომენდებულია ამ პაციენტებზე კლინიკური დაკვირვება
ტელაპრევირი 750 მგ ყოველ 8 სთ-ში 10 დღის განმავლობაში
20 მგ, ერთჯერადი დოზა
- 9
ციკლოსპორინი 5.2 მგ/კგ/დღეში, ფიქსირებული დოზა
10 მგ ერთხელ დღეში, 4 დღის განმავლობაში
- 7
ლოპინავირი 400 მგ, ორჯერ დღეში/ რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 14 დღის განმავლობაში
20 მგ ერთხელ დღეში, 8 დღის განმავლობაში
- 9
თუ საჭიროა ატორვასტატინთან ერთდროული მიღება, რეკომენდებულია ატორვასტატინის შემანარჩუნებელი დოზების შემცირება. ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი რეკომენდებულია ატორვასტატინის დოზებზე, რომელიც აღემატება 20 მგ-ს.
კლარითრომიცინი 500 მგ 2-ჯერ დღეში, 9 დღის განმავლობაში
10 მგ ერთჯერ დღეში, 4 დღის განმავლობაში
- 5
სეკვინავირი 400 მგ 2-ჯერ დღეში/რიტონავირი 100 მგ (300 მგ 2-ჯერ დღეშიმე-5-მე-7 დღიდან). მე-8 დდღეს იზრდება 400 მგ-მდე 2-ჯერ დღეში), 4-18 დღის შუალედში. 30 წთ-ით ადრე ატორვასტატინის მიღებამდე.
40 მგ ერთხელ დღეში 4 დღის განმავლობაში
- 9
თუ საჭიროა ატორვასტატინთან ერთდროული მიღება, რეკომენდებულია ატორვასტატინის შემანარჩუნებელი დოზების შემცირება. ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი რეკომენდებულია ატორვასტატინის დოზებზე, რომელიც აღემატება 40 მგ-ს.
დარუნავირი 300 მგ 2-ჯერ დღეში/ რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღესი, 9 დღე
10 მგ ერთჯერ დღეში 4 დღის განმავლობაში
- 4
იტრაკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღეში 4 დღის განმავლობაში
10 მგ ერთჯერ დღეში 4 დღის განმავლობაში
- 3
ფოსამპრენავირი 700 მგ 2-ჯერ დღეში/რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 14 დღე
10 მგ ერთხელ დღეში 28 დღის განმავლობაში
- 5
ფოსამპრენავირი 1400 მგ 2-ჯერ დღეში, 14 დღე
10 მგ ერთხელ დღეში 4 დღის განმავლობაში
- 3
ელბასვირი 50 მგ ერთხელ დღეში/გრაზოპრევირი 200 მგ ერთხელ დღეში, 13 დღე
10 მგ ერთჯერადი დოზა
- 95
ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ყოველდღიურად ელბასვირის ან გრაზოპრევირის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას.
ლეტერმოვირი 480 მგ ერთხელ დღესი 10 დღის განმავლობაში
20 მგ ერთჯერადი დოზა
- 29
ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ყოველდღიურად ლეტერმოვირის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას.
ნელფინავირი 1250 მგ ორჯერ დღეში, 14 დღე
10 მგ ერთხელ დღეში 28 დღის განმავლობაში
- 74
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
გრეიპფრუტის წვენი, 240 მლ ერტხელ დღეში*
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 37
არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით გრეიფრუტის წვენის და ატორვასტატინის ერთდროული მიღება.
დილთიაზემი 240 მგერთხელ დღეში 28 დღის განმავლობაში
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 51
ამ პაციენტებზე შემდგომი დაკვირვება რეკომენდებულია საჭიროებისამებრ დილთიაზემით მკურნალობის დასაწყისში და დოზის კორექციისას.
ერითრომიცინი 500 მგ 4-ჯერ დღესი 7 დღის განმავლობაში
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 33
ამ პაციენტებისთვის რეკონენდებულია უფრო დაბალი მახსიმალური დოზა და კლინიკური მეთვალყურეობა.
ამლოდიპინი 10 მგ, ერთჯერადი დოზა
80 მგ, ერთჯერადი დოზა
- 18
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
ციმეტიდინი 300 მგ 4-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში
10 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში
- 00
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
კოლესტიპოლი
40 მგ ერთხელ დღეში 8 კვირის განმავლობაში
- 74**
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდის ანტაციდური სუსპენზია, 30 მლ 4-ჯერ დღესი, 17 დღე
10 მლ ერთხელ დღესი 15 დღის განმავლობაში
- 66
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
ეფავირენზი 600 მგ ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში
10 მგ 3დღის განმავლობაში
- 59
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
რიფამპიცინი 600 მგერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში (მიიღება ერთად)
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 12
თუ ერთდროული მიღება გარდაუვალია, რეკომენდებულია ატორვასტატინისა და რიფამპინის ერთდროული მიღება კლინიკურ მონიტორინგთან ერთად
რიფამპიცინი 600 მგერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში
(მიიღება ცალკე)
- 20
გემფიბროზილი 600 მგ 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 35
ამ პაციენტებისთვის რეკონენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა და კლინიკური მეთვალყურეობა.
ფენოფიბრატი 160 მგ ერთხელ დრეში 7 დღის განმავლობაში
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 03
ამ პაციენტებისთვის რეკონენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა და კლინიკური მეთვალყურეობა.
ბოცეპრევირი 800 მგ 3-ჯერ დღესი 7 დღის განმავლობაში
40 მგ, ერთჯერადი დოზა
- 3
ამ პაციენტებისთვის რეკონენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა და კლინიკური მეთვალყურეობა. როდესაც ხდება ბოცეპრევირთან ერთდროული მიღება, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.
&- წარმოადგენს მკურნალობის თანაფარდობას (თანმხლები პრეპარატის პლუს ატორვასტატინის შედარება მხოლოდ ატორვასტატინის წინააღმდეგ).
# იხილეთ პუნქტები 4.4 და 4.5 კლინიკური მნიშვნელობისთვის.
- t შეიცავს ერთ ან მეტ კომპონენტს, რომელიც თრგუნავს CYP3A4-ს და შეიძლება გაზარდოს CYP3A4-ით მეტაბოლიზირებული პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციები. Cyp3a 240 მლ ჭიქა გრეიფრუტის წვენის დალევა ასევე იწვევს მრუდის ქვეშ (AUC) ფართობის 20.4% - ით შემცირებას აქტიური ორთოჰიდროქსი მეტაბოლიტისთვის. გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობა (1.2 ლიტრი დღეში 5 დღის განმავლობაში) იწვევს ატორვასტატინის AUC-ის 2.5-ჯერ ზრდას და აქტიური (ატორვასტატინი და მეტაბოლიტები) hmg-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების 1.3-ჯერ ზრდას.
- * მნიშვნელობა ემყარება დოზის მიღებიდან 8-16 საათის ფარგლებში აღებულ ერთეულ ნიმუშს.
ცხრილი 2: ატორვასტატინის ეფექტი ერთდროულად გამოყენებული პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
ატორვასტატინი და დოზირების რეჟიმი
ერთდროულად გამოყენებული პრეპარატი
პრეპარატი/დოზა (მგ)
AUC-ის
მნიშვნელობა &
კლინიკური რეკომენდაციები
80 მგ ერთხელ დღეში 10 დღის განმავლობაში
დიგიქსინი 0.25 მგ დღეში 20 დღის განმავლობაში
- 15
პაციენტები, რომლებიც იღებენ დიგოქსინს, საჭიროებისამებრ უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ
40 მგ ერთხელ დღეში 22 დღის განმავლობაში
ორალური კონტრაცეპტივი, ერთხელ დღესი, 2 თვე
ნორეთინდრონი 1 მგ
ეთინილესტრადიოლი 35 მკგ
- 28
- 19
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
80 მგ ერთჯერ დღეში 15 დღის განმავლობაში
- ფენაზონი, 600 მგ ერთჯერადი დოზა
- 03
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
10 მგ, ერთჯერადი დოზა
ტიპრანავირი 500 მგ ორჯერ დღეში /რიტონავირი 200 მგ ორჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში
- 08
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
10 მგ ერთხელ დღეში 4 დღის განმავლობაში
ფოსამპრენავირი 1400 მგ, ორჯერ
დღეში, 14 დღე
- 73
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
10 მგ ერთხელ დღეში 4 დღის განმავლობაში
ფოსამპრენავირი 700 მგ ორჯერ დღეში /რიტონავირი 100 მგ ორჯერ დღეში, 14 დღის განმავლობაში
- 99
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები
& წარმოადგენს მკურნალობის თანაფარდობას (თანმხლები პრეპარატის პლუს ატორვასტატინის შედარება მხოლოდ ატორვასტატინის წინააღმდეგ).
- ატორვასტატინისა და ფენაზონის ერთზე მეტი დოზის მიღება ერთდროულად მცირედ ან საერთოდ არ ახდენს გავლენას ფენაზონის კლირენსზე.
პრეპარატის ურთიერთქმედება დაკავშირებული მიოპათიის/რაბდომიოლიზის გაზრდილ რისკთან
ურთიერთქმედების აგნტები
რეკომენდაციები
ციკლოსპორინი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (ტიპრანავირი პლუს რიტონავირი), C ჰეპატიტის პროტეაზას ინჰიბიტორი (ტელაპრევირი)
საჭიროა ატორვასტატინის გამოყენებისგან თავის არიდება
აივ პროტეაზას ინჰიბიტორი (ლოპინავირი პლუს რიტონავირი)
გამოიყენება სიფრთხილით და უმცირესი საჭირო დოზით
კლარითრომიცინი, იტრაკონაზოლი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (საქვინავირი რიტონავირთან* ერთად, დარუნავირი რიტონავირთან ერთად, ფოსამპრენავირი, ფოსამპრენავირი რიტონავირთან ერთად)
არ შეიძლება 20 მგ ატორვასტატინის დღიური დოზის გადაჭარბება
აივ პროტეაზას ინჰიბიტორი (ნელფინავირი)
C ჰეპატიტის პროტეაზას ინჰიბიტორი (ბოცეპრევირი)
არ შეიძლება 40 მგ ატორვასტატინის დღიური დოზის გადაჭარბება
- გამოიყენება სიფრთხილით და უმცირესი საჭირო დოზით
დამატებითი ინფორმაცია მომხმარებელთა პოპულაციის შესახებ
სპეციალური პოპულაციების შესახებ მონაცემები არ არსებობს
პედიატრიული პოპულაცია
წამალთაშორის ურთიერთქმედების კვლევები მხოლოდ მოზრდილებში ჩატარდა.
პედიატრიული პოპულაციისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული ურთიერთქმედებები მოზრდილთათვის და გაფრთხილებები თავში 4.4.
- 6 ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია: X
შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეპცია
შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის სათანადო მეთოდები (იხ.თავი 4.3).
ორსულობის პერიოდი:
ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხ. თავი 4.3). ორსულ ქალებში დროგსტატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ორსულ ქალებში ატორვასტატინის გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა. თანდაყოლილი ანომალიები იშვიათად დაფიქსირდა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების შემდეგ. რეპროდუქციული ტოქსიკურობა იქნა ნაჩვენები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში (იხ. თავი 5.3).
ორსულის ატორვასტატინით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ფეტალური მევალონატის, ქოლესტერინის ბიოსინთეზის წინამორბედის, დონე. ათეროსკლეროზი ქრონიკული პროცესია და ორსულობის დროს ლიპიდების შემამცირებელი პრეპარატების შეწყვეტა მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას მოახდენს პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის გრძელვადიან შედეგებზე.
ამ მიზეზების გამო, დროგსტატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში, ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას ან სავარაუდოა რომ ორსულად არიან. დროგსტატით მკურნალობა უნდა შეწყდეს ორსულობის პერიოდში ან ვიდრე არ დადგინდება, რომ ქალი არ არის ორსულად (იხ. თავი 4.3).
ლაქტაციის პერიოდი:
ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში. არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის რძეში. მეძუძურ ჩვილებში გვერდითი რეაქციების შესაძლებლობის გამო, ატორვასტატინის მიღებისას ქალებმა არ უნდა კვებონ ძუძუთი (იხ.თავი 4.3).
რეპროდუქციული უნარი / ფერტილობა
ატორვასტატინს არ მოუხდენია გავლენა მამრობითი ან მდედრობითი სქესის რეპროდუქციაზე ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში (იხ. თავი 5.3).
- 7 გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
დროგსტატის გავლენა ავტომობილის მართვასა და გამოყენების უნარზე უმნიშვნელოა.
- 8. არასასურველი ეფექტები
პლაცებო კონტროლირებად (8,755 ატორვასტატინი და 7,311 პლაცებო) კლინიკური კვლევების, რომელშიც 16,066 პაციენტი მკურნალობდა 53 კვირის განმავლობაში, მონაცემთა ბაზაში გვერდითი მოვლენების გამო შეწყვეტის მაჩვენებლები იყო 5.2% ატორვასტატინის ჯგუფში და 4% პლაცებოს ჯგუფში. კლინიკური კვლევებისა და პოსტ-მარკეტინგული გამოცდილების მონაცემების საფუძველზე; ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს დროგსტატის გვერდითი ეფექტების პროფილს.
სავარაუდო გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი(≥1/1. 000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (≤1/10.000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები:
ხშირი: ნაზოფარინგიტი.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი: თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ხშირი: ალერგიული რეაქციები.
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსია.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ხშირი: ჰიპერგლიკემია.
არახშირი: ჰიპოგლიკემია, წონის მომატება, ანორექსია
ფსიქიკული დარღვევები
იშვიათი: კოშმარები, უძილობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი.
არახშირი: თავბრუსხვევა, პარესთეზია, ჰიპოესთეზია, დისგევზია, ამნეზია.
იშვიათი: პერიფერიული ნეიროპათია.
დარღვევები თვალის მხრივ
არახშირი: მხედველობის დაბინდვა.
იშვიათი: მხედველობის დარღვევა.
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ
არახშირი: ტინიტუსი
ძალიან იშვიათია: სმენის დაკარგვა.
დარღვევები რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ:
ხშირი: ფარინგოლარინგეალური ტკივილი, ეპისტაქსისი.
გასტროინტესტინური დარღვევები
ხშირი: ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა.
არახშირი: ღებინება, მუცლის ტკივილი ზედა და ქვედა, ერუქტაცია, პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
არახშირი: ჰეპატიტი.
იშვიათი: ქოლესტაზი.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ალოპეცია.
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური გამონაყარი (მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ხშირი: მიალგია, ართრალგია, კიდურების ტკივილი, კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი.
არახშირი: კისრის ტკივილი, კუნთების დაღლილობა.
იშვიათი: მიოპათია, მიოზიტი, რაბდომიოლიზი, კუნთების გაწყვეტა, ტენდოპათია ტენდოპათია, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს გაწყვეტა.
ძალიან იშვიათია: მგლურას მსგავსი სინდრომი
უცნობი: იმუნურად განპირობებული მანეკროზირებელი მიოპათია (იხ. თავი 4.4)
რეპროდუქციული სისტემის და ძუძუს დაავადებები:
ძალიან იშვიათი: გინეკომასტია
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობა
არახშირი: სისუსტე, ასთენია, ტკივილი გულმკერდის არეში, პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, ცხელება.
კვლევები
ხშირი: ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ტესტები, სისხლში კრეატინკინაზას გაზრდილი მაჩვენებლები
არახშირი: ლეიკოციტები შარდში
ისევე როგორც სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების შემთხვევაში, აღინიშნა შრატის ტრანსამინაზების მომატება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დროგსტატს. ეს ცვლილებები ჩვეულებრივ იყო მსუბუქი, გარდამავალი და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. კლინიკურად მნიშვნელოვანი (> 3-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვარზე) შრატის ტრანსამინაზების მომატება დაფიქსირდა დროგსტატის მიმღები პაციენტების 0.8%-ში. ეს მომატებები იყო დოზასთან დაკავშირებული და შექცევადი იყო ყველა პაციენტში.
კლინიკურ კვლევებში შრატში კრეატინკინაზას დონის მომატება ნორმის ზედა ზღვარზე სამჯერ მეტად, მსგავსია სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან. ეს დაფიქსირდა დროგსტატის მიმღები პაციენტების 2.5%-ში. ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი დონეები დაფიქსირდა დროგსტატით ნამკურნალევი პაციენტების 0.4%-ში. (იხ. თავი 4.4).
პედიატრიული პოპულაცია
ატორვასტატინით ნამკურნალები 10-17 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტების გვერდითი ეფექტების პროფილი ზოგადად ანალოგიური იყო იმ პაციენტების პროფილის, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. პაციენტთა ორივე ჯგუფში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები (მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიუხედავად) იყო ინფექციები. ფასდება ყოვლმხრივი მომწიფება და განვითარება, ტანერის სტადიები; 3-წლიანი კვლევის მონაცემებით, რომელშიც იზომებოდა სიმაღლე და წონა, დადგინდა, რომ არ არსებობდა მნიშვნელოვანი კლინიკური გავლენა ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე. ატორვასტატინის უსაფრთხოებისა და ამტანობის პროფილი პედიატრიულ პაციენტებში ზრდასრული პაციენტების მსგავსია.
კლინიკური უსაფრთხოების მონაცემთა ბაზა მოიცავს უსაფრთხოების მონაცემებს 520 პედიატრიული პაციენტისთვის, რომლებიც იღებდნენ ატორვასტატინს. ამ პაციენტებიდან 7 იყო 6 წელზე უმცროსი, 121 იყო 6-9 წლამდე, ხოლო 392 იყო 10-17 წლამდე. არსებული მონაცემების საფუძველზე, ბავშვებში გვერდითი მოვლენების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე ზრდასრული პაციენტების მსგავსია.
ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძილის დარღვევა, უძილობისა და კოშმარული სიზმრების ჩათვლით.
მეხსიერების დაკარგვა.
სექსუალური დისფუნქცია.
დეპრესია.
ფილტვების ინტერსტიციული დაავადების იშვიათი შემთხვევები, განსაკუთრებით გრძელვადიანი თერაპიისას (იხილეთ თავი 4.4).
დიაბეტი: სიხშირე დამოკიდებული იქნება რისკ-ფაქტორების არსებობაზე ან არარსებობაზე (სისხლში უზმოზე გლუკოზა > 5,6 მმოლ/ლ, BMI> 30 კგ/მ2, მომატებული ტრიგლიცერიდები, ჰიპერტენზია ანამნეზში).
- 9 დოზის გადაჭარბება და მისი მკურნალობა
დროგსტატის დოზის გადაჭარბებისთვის სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომური მკურნალობა და საჭიროებისამებრ მიღებული იქნას დამხმარე ზომები. უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური ტესტები და განხორციელდეს შრატში CK დონის მონიტორინგი. ატორვასტატინის პლაზმის ცილებთან მნიშვნელოვანი შეკავშირების გამო, მოსალოდნელია, რომ ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად არ გაზრდის ატორვასტატინის კლირენსს.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კარდიოვასკულური საშუალებები, შრატის ლიპიდების დონის დამაქვეითებელი საშუალებები, HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
ათქ კოდი: C10AA05
ატორვასტატინი წარმოადგენს HMG -CoA რედუქტაზას შერჩევით, კონკურენტულ ინჰიბიტორი, სიჩქარის შემზღუდველი ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია 3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ A-ს მევალონატად გარდაქმნაზე, სტეროლების, მათ შორის ქოლესტერინის, წინამორბედზე. ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი ღვიძლში ინკორპორირებულია ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებში (VLDL) და გამოიყოფა პლაზმაში პერიფერიულ ქსოვილებში მისაწოდებლად. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) წარმოიქმნება VLDL-დან და კატაბოლიზდება ძირითადად LDL-თან (LDL რეცეპტორის) მაღალი აფინურობის მქონე რეცეპტორის საშუალებით.
ატორვასტატინი ამცირებს პლაზმაში ქოლესტერინის და შრატის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას HMG-CoA რედუქტაზას სუპრესიით და საბოლოოდ ღვიძლში ქოლესტერინის ბიოსინთეზის სუპრესიით და ზრდის ღვიძლის LDL რეცეპტორების რაოდენობას უჯრედის ზედაპირზე LDL ათვისებისა და კატაბოლიზმის გაზრდის მიზნით.
ატორვასტატინი ამცირებს LDL პროდუქციას და LDL ნაწილაკების რაოდენობას. ატორვასტატინი წარმოქმნის სასარგებლო ცვლილებას ცირკულირებადი LDL ნაწილაკების ხარისხში LDL რეცეპტორების აქტივობის ღრმა და გახანგრძლივებული ზრდით. ატორვასტატინი ზოგადად ეფექტურია LDL -C-ის შემცირებაში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ ლიპიდების შემამცირებელ პრეპარატებზე.
დოზა-პასუხი კვლევაში გამოვლინდა HDL-C და აპოლიპოპროტეინი A 1-ის კონცენტრაციების სხვადასხვა მატება, მაშინ როცა ატორვასტატინმა შეამცირა total-C (30% -46%), HDL-C (41% -61%), Apo B (34-50%) და ტრიგლიცერიდების (14-33%) კონცენტრაციები. ეს შედეგები შეთავსებადი იყო პაციენტებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, ჰიპერქოლესტერინემიის არა ოჯახური ფორმებით და ინსულინზე დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ნაჩვენებია, რომ total-C, LDL-C და ApoB კონცენტრაციების შემცირება ამცირებს კარდიოვასკულური მოვლენების და კარდიოვასკულური სიკვდილობის რისკს.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
დამატებით მულტიცენტრულ 8-კვირიან ღია ადრეული წვდომის კვლევაში სხვადასხვა ხანგრძლივობით მონაწილეობდა 335 პაციენტი, რომელთაგან 89 გამოუვლინდა ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია. ამ 89 პაციენტში LDL-C-ის საშუალო პროცენტული შემცირება დაახლოებით 20% იყო. ატორვასტატინი მიიღება ხდებოდა დოზით 80 მგ-მდე დღეში.
ათეროსკლეროზი
კვლევაში „ათეროსკლეროზის შექცევადობა (REVERSAL) ლიპიდების აგრესიული დაქვეითებით“ გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტების ატორვასტატინით და 40 მგ პრავასტატინის სტანდარტული თერაპიით ლიპიდების ინტენსიური დაქვეითების ეფექტები ათეროსკლეროზზე შეფასებული იყო ინტრავენური ულტრაბგერითი კვლევით (IVUS) ანგიოგრაფიის. ამ რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრულ, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, 502 პაციენტს ჩაუტარდა საწყისი IVUS და 18 თვის შემდეგ. ატორვასტატინის ჯგუფში (11=253) არ აღინიშნა ათეროსკლეროზის პროგრესირება. მედიანის პროცენტული ცვლილება საწყისი დონესთან შედარებით ატორვასტატინის ჯგუფში (კვლევის ძირითადი კრიტერიუმი) შეადგენდა -0.4% (p=0.98) და +2.7% (p=0.001) პრავასტატინის ჯგუფში (n=249). პრავასტატინთან შედარებით, ატორვასტატინის ეფექტები იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p=0.02). ამ კვლევაში არ იქნა გამოკვლეული ინტენსიური ლიპიდების შემამცირებელი თერაპიის შედეგები კარდიოვასკულურ საბოლოო წერტილებზე (მაგ., რევასკულარიზაციის საჭიროება, მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტი, კორონარული სიკვდილი).
ატორვასტატინის ჯგუფში LDL-C შემცირდა საშუალოდ 2,04 მმოლ/ლ 0,8 (78,9 მგ/დლ ± 30)-მდე საწყისი დონიდან 3,89 მმოლ/ლ ± 0,7 (150 მგ/დლ ± 28), ხოლო პრავასტატინის ჯგუფში LDL -C შემცირდა საშუალოდ 2,85 მმოლ/ლ ± 0,7 (110 მგ/დლ ± 26)-მდე საწყისი დონიდან 3,89 მმოლ/ლ ± 0.7 (150 მგ/დლ ± 26) (p<0.0001). ატორვასტატინმა ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა საშუალო TC 34.1%-ით (პრავასტატინი: -18.4%, p<0.0001), TG-ის საშუალო დონე 20%-ით (პრავასტატინი: -6.8%, p<0.0009) და საშუალო აპოლიპოპროტეინი B 39.1%-ით (პრავასტატინი -22,0%, 13<0,0001). ატორვასტატინმა გაზარდა საშუალო HDL-C 2.9%-ით (პრავასტატინი: +5.6%, p=NS). დაფიქსირდა CRP-ის საშუალო შემცირება 36.4%-ით ატორვასტატინის ჯგუფში 5.2%-ით შემცირებასთან შედარებით პრავასტატინის ჯგუფში (p <0.0001).
კვლევის შედეგები მიღებული იქნა 80 მგ დოზაზე. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება გაკეთდეს პროგნოზები უფრო დაბალი დოზის სიძლიერეზე ამ შედეგების საფუძველზე.
უსაფრთხოებისა და ამტანობის პროფილები მსგავსი იყო ორ ჯგუფს შორის, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა. ამ კვლევაში არ იქნა გამოკვლეული ლიპიდების შემამცირებელი ინტენსიური თერაპიის გავლენა ძირითად კარდიოვასკულურ წერტილებზე. აქედან გამომდინარე, ამ ვიზუალიზაციის შედეგების კლინიკური მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პირველადი და მეორადი პრევენციის თვალსაზრისით უცნობია.
მწვავე კორონარული სინდრომი
MIRACL კვლევაში ატორვასტატინი 80 მგ იყო გამოკვლეული 3086 პაციენტში (ატორვასტატინი n=1,538; პლაცებო n=1,548) მწვავე კორონარული სინდრომით (მიოკარდიუმის ინფარქტი და არასტაბილური სტენოკარდია Q ტალღების გარეშე). მკურნალობა დაიწყო მწვავე ფაზაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ და გაგრძელდა 16 კვირის განმავლობაში. 80 მგ დღეში ატორვასტატინით მკურნალობა ამცირებს რისკს 16% - ით კომპოზიტური პირველადი საბოლოო წერტილის მიღწევის დროის გახანგრძლივებით, რომელიც განისაზღვრება როგორც სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით, არა ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი, რეანიმაციული გულის გაჩერება ან სტენოკარდია მიოკარდიუმის იშემიის ნიშნებით, რომელიც მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას (p = 0.048). ეს შემცირება ძირითადად განპირობებულია სტენოკარდიის გამო განმეორებითი ჰოსპოტალიზაციების რაოდენობის 26%-ით შემცირებით, რაც განპირობებულია მიოკარდიუმის იშემიის გამოვლინებით (p=0.018).
სხვა მეორადმა საბოლოო წერტილებმა ვერ მიაღწიეს სტატისტიკურ მნიშვნელობას (საერთო პლაცებო: 22.2%, ატორვასტატინი: 22.4%).
MIRACL კვლევაში ატორვასტატინის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა უსაფრთხოების პროფილს, რომელიც აღწერილია თავში 4.8.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
ატორვასტატინის გავლენა ფატალურ და არაფატალურ გულის კორონარულ დაავადებაზე გამოკვლეული იქნა რანდომიზებულ, ორმაგ, ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში „ბრიტანულ–სკანდინავიური გულის გამოსავლების კვლევა – ლიპიდების დამაქვეითებელი მკურნალობის ნაწილი“ (ASCOT-LLA). პაციენტებს ჰქონდათ ჰიპერტენზია, იყვნენ 40-დან 79 წლამდე ასაკის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან სტენოკარდიის გარეშე ანამნეზში და ჰქონდათ TC დონე ≤6.5 მმოლ/ლ (251 მგ / დლ). ყველა პაციენტს ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა რისკის მინიმუმ 3 წინასწარ განპირობებული ფაქტორი: მამრობითი სქესი, ასაკი ≥55, მოწევა, დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება პირველი ხარისხის ნათესავში, TC: HDL-C >6, პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, წინამორბედი ცერებროვასკულური შემთხვევა, სპეციფიკური დარღვევა ეკგ-ზე, პროტეინურია/ალბუმინურია. არ იყო მოსალოდნელი, რომ ყველა მონაწილე პაციენტი პირველი კარდიოვასკულური მოვლენის მაღალი რისკის ქვეშ იქნებოდა.
პაციენტები იღებდნენ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას (ამლოდიპინზე ან ატენოლოლზე დამყარებული რეჟიმით) და ატორვასტატინს 10 მგ დღეში (n=5.168) ან პლაცებოს (n=5.137).
ატორვასტატინის აბსოლუტური და ფარდობითი რისკის შემცირების ეფექტი იყო შემდეგნაირი:
მოვლენა ფარდობითი რისკის მოვლენების რაოდენობა აბსოლუტური p-მნიშვნელობა
შემცირება (%) (ატორვასტატინი რისკის შემცირება1
პლაცებოსთან (%)
შედარებით)
ლეტალური 36% 154 შედარებით 100-თან %1.1 0.0005
CHD პლუს
არა-ფატალური
MI
ტოტალური 20% 389 შედარებით 483-თან %1.9 0.0008
კარდიოვასკულური
მოვლენები და
რევასკულარიზაციის
პროცედურები
ტოტალური 29% 178 შედარებით 247-თან %1.4 0.0006
კორონარული
მოვლენები
1 ეფუძნება მოვლენათა ნედლი მაჩვენებლების სხვაობას დაკვირვების საშუალო პერიოდში 3.3 წ
CHD: გულის კორონარული დაავადება; MI=მიოკარდიუმის ინფარქტი
საერთო სიკვდილიანობა და ავადობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა (185 შემთხვევა 212-თან შედარებით, p=0.17 და 74 შემთხვევა 82-თან შედარებით, p=0.51). სქესის მიხედვით ქვეჯგუფის ანალიზებში (81% კაცი, 19% ქალი), ატორვასტატინის სასარგებლო ეფექტი დაფიქსირდა მამაკაცებში, მაგრამ არ იქნა განსაზღვრული ქალების ქვეჯგუფში, შესაძლოა მოვლენის დაბალი მაჩვენებლის გამო. საერთო და გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობა რიცხობრივად უფრო მაღალი იყო ქალებში (38 შედარებით 30-თან და 17 შედარებით 12-თან), მაგრამ ეს არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. მკურნალობის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლინდა თავდაპირველ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობასთან შედარებით. პირველადი საბოლოო წერტილი (ფატალური გულის კორონარული დაავადება პლუს არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი) მნიშვნელოვნად შემცირდა (HR 0.47 (0.32-0.69), p=0.00008) ატორვასტატინის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამლოდიპინს, მაგრამ იგივე ეფექტი იქნა გამოვლენილი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ატენოლოლით (HR 0.83 (0.59-1.17), p=0.287).
ატორვასტატინის ეფექტი ფატალურ და არაფატალურ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე ასევე იქნა გამოყენებული რანდომიზებული, ორმაგ ბრმა, მულტიცენტრული, პლაცებო კონტროლირებადი კვლევის დროს (CARDS) 40-75 წლის ასაკის 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გარეშე ანამნეზში, რომლებსაც აღენიშნებოდათ LDL-C -c ≤4.14 მმოლ/ლ (160 მგ/დლ) და TG ≤6.78 მმოლ/ლ (600 მგ/დლ). ყველა პაციენტს აქვს მინიმუმ ერთი შემდეგი რისკის ფაქტორი: ჰიპერტენზია, სადღეისოდ არის მწეველი, რეტინოპათია, მიკროალბუმინურია ან მაკროალბუმინურია.
პაციენტები მკურნალობდნენ ატორვასტატინით 10 მგ ყოველდღიურად (n=1,428) ან პლაცებოთი (n=1,410) 3.9 წ საშუალო პერიოდის განმავლობაში.
ატორვასტატინის აბსოლუტური და ფარდობითი რისკის შემცირების ეფექტი იყო შემდეგნაირი:
მოვლენა ფარდობითი რისკის მოვლენების რაოდენობა აბსოლუტური p-მნიშვნელობა
შემცირება (%) (ატორვასტატინი რისკის
პლაცებოსთან შემცირება1(%)
შედარებით)
დიდი
კარდიოვასკულური
მოვლენები (ფატალური
და არა-ფატალური
AMI, ფარული მწვავე MI,
მწვავე CHD
გამოწვეული სიკვდილი,
არასტაბილური სტენოკარდია,
CABG, PTCA,
რევასკულარიზაცია,
ინსულტი) %37 83 შედარებით 127-თან %3,2 0.0010
MI (ფატალური
და არა-ფატალური MI,
ფარული MI) %42 38 შედარებით 64-თან %1,9 0.0070
ინსულტი (ფატალური
და არა-ფატალური %48 21 შედარებით 39-თან %1,3 0.0163
1 ეფუძნება მოვლენათა ნედლი მაჩვენებლების სხვაობას დაკვირვების საშუალო პერიოდში 3.9 წ
AMI = მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; CABG = კორონარული არტერიის შუნტირება; CHD = გულის კორონარული დაავადება; MI = მიოკარდიუმის ინფარქტი; PTCA = პერკუტანული ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა.
არ აღინიშნებოდა განსხვავება მკურნალობის ეფექტში პაციენტის სქესის, ასაკის ან საბაზისო LDL-C დონის მიხედვით. დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის თვალსაზრისით (82 სიკვდილი პლაცებოს ჯგუფში 61 სიკვდილის წინააღმდეგ ატორვასტატინის ჯგუფში, p=0.0592).
განმეორებითი ინსულტი
კვლევაში „ინსულტის პრევენცია ქოლესტერინის დონის აგრესიული შემცირებით“ (SPARCL), 80 მგ დღეში ატორვასტატინის ან პლაცებოს ეფექტი ინსულტზე შეფასებული იყო 4731 პაციენტში, რომლებსაც ჰქონდათ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA) წინა 6 თვის განმავლობაში და არ ჰქონდათ ანამნეზში გულის კორონარული დაავადება (CHD). პაციენტების 60% იყო მამაკაცი, 21-92 წლის ასაკის (საშუალო ასაკი 63 წელი) და ჰქონდათ საწყის დონეზე საშუალო LDL -133 მგ/დლ (3.4 მმოლ/ლ). საშუალო LDL-C იყო 73 მგ/დლ (1.9 მმოლ/ლ) ატორვასტატინით მკურნალობის დროს და 129 მგ/დლ (3.3 მმოლ/ლ) პლაცებოთი მკურნალობის დროს. მედიანური შემდგომი დაკვირვების ხანგრძლივობა იყო 4.9 წელი.
80 მგ ატორვასტატინმა შეამცირა ფატალური ან არა-ფატალური ინსულტის პირველადი საბოლოო შედეგის რისკი 15%-ით (HR 0.85; 95% CI, 0.72-1.00; p=0.05 ან 0.84; 95% CI, 0.71-0.99; p= 0.03 საბაზისო ფაქტორების კორექციის შემდეგ) პლაცებოსთან შედარებით. ყველა მიზეზით სიკვდილიანობა იყო 9.1% (216/2365) ატორვასტატინისთვის 8.9% (211/2366)-თან პლაცებოსთან შედარებით.
Post-hoc ანალიზში 80 მგ ატორვასტატინმა შეამცირა იშემიური ინსულტის შემთხვევები (218/2365, 9.2 შედარებით 274/2366, 11.6%, p=0.01) პლაცებოსთან შედარებით და გაზარდა ჰემორაგიული ინსულტების შემთხვევები (55/2365, 2.3% შედარებით 33/2366, 1.4% p=0.02-თან).
ჰემორაგიული ინსულტის რისკი (7/45 ატორვასტატინისთვის შედარებით 2/48 პლაცებოსთვის; HR 4.06; 95% CI, 0.84-19.57) და იშემიური ინსულტის რისკი მსგავსი იყო ჯგუფებს შორის ანამნეზში ჰემორაგიული ინსულტის მქონე პაციენტებში. (3/45 ატორვასტატინისთვის შედარებით 2/48 პლაცებოსთვის; HR 1.64; 95% CI, 0.27-9.82).
კვლევაში ჩართულ პაციენტებს შორის, მათ ვისაც გადატანილი ჰქონდათ ლაკუნარული ინფარქტი, აღენიშნებოდათ ჰემორაგიული ინსულტის მომატებული რისკი (20/708 ატორვასტატინისტვის შედარებით 4/701 პლაცებოსთვის; HR 4.99; 95% CI, 1.71–14.61), მაგრამ ამ პაციენტებში ასევე შემცირდა იშემიური ინსულტის რისკი (79/708 ატორვასტატინისთვის შედარებით 102/701 პლაცებოსთვის; HR 0.76; 95% CI, 0.57-1.02). პაციენტებს, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ლაკუნარული ინფარქტი და რომლებიც იღებდნენ დღეში 80 მგ ატორვასტატინს, სავარაუდოდ გააჩნიათ ინსულტის გაზრდილი რისკი.
პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ჰემორაგიული ინსულტი, ყველა მიზეზით სიკვდილიანობამ შეადგინა 15.6% (7/45) ატორვასტატინისთვის და 10.4% (5/48) პლაცებოსთვის. პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ლაკუნარული ინფარქტის, ყველა მიზეზით სიკვდილიანობა იყო 10.9% (77/708) ატორვასტატინისთვის და 9.1% (64/701) პლაცებოსთვის.
პედიატრიული პოპულაცია
ჰეტეროზიგოტული ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია 6-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში
ჩატარებული იქნა 8 კვირიანი, ღია კვლევა, ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, უსაფრთხოებისა და ამტანობის შესაფასებლად ბავშვებსა და მოზარდებში გენეტიკურად დადასტურებული ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით და საბაზისო LDL-C ≥4 მმოლ/ლ. სულ ჩართული იყო 39 ბავშვი და მოზარდი 6-17 წლამდე. კოჰორტა A-ში შედიოდა 15 წლამდე ასაკის 6-12 წლამდე ასაკის ბავშვები ტანერის სტადია 1-ით, ხოლო კოჰორტა B-ში შედიოდა 10-17 წლის ასაკის 24 ბავშვი ტანერის სტადია ≥2-ით.
ატორვასტატინის საწყისი დოზა იყო დღეში 5 მგ საღეჭი ტაბლეტი სახით კოჰორტა A-ში და დღეში 10 მგ ტაბლეტის სახით კოჰორტაში B. დასაშვები იყო ატორვასტატინის დოზის გაორმაგება, თუ პაციენტმა არ მიაღწია სამიზნე LDL-C კონცენტრაციას <3.35 მმოლ/ლ 4 კვირაში და თუ ატორვასტატინი კარგად გადაიტანა.
საშუალო LDL-C, TC, VLDL-c და Apo B მნიშვნელობები შემცირდა ყველა პაციენტში 2 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც დოზა გაუორმაგდა, შემცირება დამატებითი დაფიქსირდა პირველი შეფასებისას, ჯერ კიდევ მეორე კვირას, დოზის ესკალაციის შემდეგ. ლიპიდური მაჩვენებლების საშუალო პროცენტული მნიშვნელობა იყო ერთნაირი ორივე კოჰორტისთვის, მიუხედავად იმისა,პაციენტი რჩებოდა საწყის დოზაზე თუ აორმაგებდა საწყის დოზას. LDL-C და TC დონის საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით მე-8 კვირას შეადგენდა საშუალოდ 40% და 30% ყველა მიღწეული დონისთვის, შესაბამისად.
მეორე ღია, არაშედარებით კვლევაში ჩართული იყო 271 5-15 წლის ასაკის ბიჭი და გოგო ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტრინემიით (HeFH), რომლებიც მკურნალობდნენ ატორვასტატინით სამი წლის განმავლობაში. კვლევაში ჩართულობისთვის საჭირო იყო დადასტურებული HeFH და საბაზისო LDL-C დონე ≥4 მმოლ/ლ (დაახლოებით 152 მგ/დლ). კვლევა მოიცავდა 139 ბავშვს ტანერის 1 განვითარების ეტაპზე (ჩვეულებრივ 6-10 წლამდე). ატორვასტატინის მიღება დაწყებული იყო დოზით (დღეში ერთხელ) 5 მგ (საღეჭი ტაბლეტი) 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში. 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში ატორვასტატინის მიღება დაწყებული იყო დოზით 10 მგ (დღეში ერთხელ). უფრო მაღალი დოზების ტიტრირება ნებადართული იყო სამიზნე LDL-C დონის < 3.35 მმოლ/ლ მისაღწევად ყველა ბავშვში. საშუალო შეწონილი დოზა 6-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის იყო 19,6 მგ, ხოლო 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის საშუალო შეწონილი დოზა იყო 23,9 მგ. საშუალო (+/- SS) საბაზისო LDL-C მნიშვნელობა იყო 6.12 (1.26) მმოლ/ლ, რაც უდრის დაახლოებით 233 (48) მგ/დლ. საბოლოო შედეგებისთვის იხილეთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი 3.
ატორვასტატინის ლიპიდების დამაქვეითებელი ეფექტიჰეტეროზიგოტული ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზარდ ბიჭებსა და გოგონებში (მმლ/ლ)
დრო
N
TC (SS)
LDL-K (SS)
HDL-K (SS)
TG (SS)
Apo B (SS)#
საწყისი მნიშვნელობა
271
7,86(1,30)
6,12(1,26)
1,314(0,2663)
0,93(0,47)
1,42(0,28)**
- თვე
206
4,95(0,77)*
3,25(0,67)
1,327(0,2796)
0,79(0,38)*
0,90(0,17)*
- თვე/ET
240
5,12(0,86)
3,45(0,81)
1,308(0,2739)
0,78(0,41)
0,93(0,20)***
TC = საერთო ქოლესტერინი; LDL-C = დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი-C; HDL-C = მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი-C; TG = ტრიგლიცერიდები; Apo b = აპოლიპოპროტეინი B; "თვე 36/ET" მოიცავდა საბოლოო ვიზიტის მონაცემებს იმ სუბიექტებისთვის, რომლებმაც დაასრულეს მონაწილეობა დაგეგმილ 36 თვის ვადამდე, ასევე 36 თვის მონაცემები სუბიექტებისთვის, რომლებიც ასრულებენ 36 თვიან მონაწილეობას; "*"= თვე 30 N ამ პარამეტრისთვის იყო 207; "**"= საბაზისო N ამ პარამეტრისთვის იყო 270; "***" = თვე 36/ ET N ამ პარამეტრისთვის იყო 243; "#"=გ/ლ Apo B-თვის.
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტრინემიის მქონე პედიატრიულ და მოზარდ პაციენტებში, რომლებიც 3-წლიანი კვლევის დროს მკურნალობდნენ ატორვასტატინით, მონაცემები მიუთითებდა, რომ პრეპარატს არ ჰქონდა გავლენა ზრდასა და განვითარებაზე (ანუ სიმაღლე, წონა, ტანერის ეტაპი, სიმწიფის და განვითარების საერთო შეფასება). ვიზიტის დროს მკვლევარის მიერ არ იყო გამოვლენილი პრეპარატის მნიშვნელოვანი გავლენა სიმაღლეზე, წონაზე და BMI-ზე ასაკის, სქესისა მიხედვით.
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-17 წლის პედიატრიული პაციენტები
ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში, რომელსაც მოჰყვა ღია ფაზა, მონაწილეობდა 187 ბიჭი და 10 წლიდან 17 წლამდე ასაკის გოგო პოსტ-მენარქეში (საშუალო ასაკი 14.1 წელი) ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, იღებდნენ ატორვასტატინს(n-140) ან პლაცებოს (n=47) 26 კვირის განმავლობაში და შემდეგ ყველამ მიიღო ატორვასტატინი 26 კვირის განმავლობაში. ატორვასტატინის დოზა (დღეში ერთხელ) იყო 10 მგ პირველი 4 კვირის განმავლობაში, ტიტრირებული 20 მგ-მდე, თუ LDL-C დონე იყო >3.36 მმოლ/ლ. ატორვასტატინმა მნიშვნელოვნად შეამცირა total-C, LDL-C, ტრიგლიცერიდების და ApoB დონე 26 კვირიანი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში. 26 კვირიანი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში ატორვასტატინის ჯგუფში მიღწეული საშუალო LDL-C იყო 3.38 მმოლ/ლ (დიაპაზონი: 1.81-6.26 მმოლ/ლ), 5.91 მმოლ/ლ-თან შედარებით (დიაპაზონი: 3. 93-9. 96 მმოლ/ლ) პლაცებოს ჯგუფში.
დამატებითმა პედიატრიულმა კვლევამ, რომელშიც შედარდა ატორვასტატინი და კოლესტიპოლი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-18 წლის პაციენტებში, აჩვენა, რომ ატორვასტატინმა (N=25) უზრუნველყო LDL-C-ის მნიშვნელოვანი შემცირება 26 კვირაში კოლესტიპოლთან შედარებით (N=31) (p<0.05).
მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის (მათ შორის ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის) მქონე პაციენტებში ჩატარებულ პრეპარატის კვლევაში ადრეული წვდომით ჩართული იყო 46 პედიატრიულ პაციენტი, რომლებიც იღებდნენ პასუხის შესაბამის ატორვასტატინის დოზას (ზოგიერთი პაციენტი იღებდა დღეში 80 მგ ატორვასტატინის). კვლევა გაგრძელდა 3 წელი, LDL-C შემცირდა 36% - ით.
ატორვასტატინის თერაპიის გრძელვადიანი ეფექტურობა ბავშვობაში ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაში დადგენილი არ არის.
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ატორვასტატინით ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენაზე 0-6 წლის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობისთვის და 0-18 წლის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის, კომბინირებული (შერეული) ჰიპერქოლესტერინემიის, პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის და კარდიოვასკულური მოვლენების (პედიატრიული გამოყენების შესახებ) პრევენციისთვის. ინფორმაციისთვის იხილეთ თავი 4.2.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ატორვასტატინი სწრაფად აბსორბირდება პერორალურად მიღების შემდეგ; მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1-დან 2 საათის ფარგლებში. აბსორბციის ხარისხი იზრდება ატორვასტატინის დოზის პროპორციულად. ატორვასტატინის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა შეადგენს 95%-დან 99%-მდე ხსნართან შედარებით. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 12%, ხოლო HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორული აქტივობის სისტემური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 30%-ია. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა მიეკუთვნება პრესისტემურ კლირენსს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში და/ან ღვიძლის პირველი გავლის მეტაბოლიზმში.
განაწილება
ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობაა შეადგენს დაახლოებით 381 ლ-ს. ატორვასტატინის > 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია
ატორვასტატინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P4503A4-ით ორთო- და პარა-ჰიდროქსილირებულ წარმოებულების და სხვადასხვა ბეტა-ოქსიდაციის პროდუქტების წარმოქმნით. სხვა გზების გარდა, ეს პროდუქტები ასევე მოტაბოლიზდება გლუკორონიზაციის გზით. HMG-CoA რედუქტაზას in vitro ინჰიბირება ორთო- და პარა-ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტებით ატორვასტატინის ინჰიბირების ექვივალენტურია. HMG-CoA რედუქტაზას მოცირკულირე ინჰიბიტორული აქტივობის დაახლოებით 70% განპირობებულია აქტიურ მეტაბოლიტებით.
ელიმინაცია
ატორვასტატინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და მის გარეთ და შემდეგ გამოიყოფა ნაღველში. თუმცა, ატორვასტატინის ხელახალი მოხვედრა ენტეროჰეპატურ სისხლის მიმოქცევაში, როგორც ჩანს, უმნიშვნელოა. ატორვასტატინის პლაზმიდან საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი ადამიანებში შეადგენს დაახლოებით 14 სთ-ს. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორული აქტივობის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 20-30 საათია, რაც დამოკიდებულია აქტიური მეტაბოლიტების წვლილზე.
ატორვასტატინი წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპორტერების სუბსტრატს, ორგანული ანიონების ტრანსპორტერ პოლიპეპტიდ 1B1 (OATP1B1) და 1b3 (OATP1B3) ტრანსპორტერს. ატორვასტატინის მეტაბოლიტები OATP1B1-ის სუბსტრატებია. ატორვასტატინი ასევე იდენტიფიცირებულია, როგორც წამლის მიმართ მულტირეზისტენტობის მქონე ცილა 1-ის (MDR1) და ძუძუს კიბოს მიმართ რეზისტენტობის ცილის (BCRP) ეფლუქს ტრანსპორტერი სუბსტრატი, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს ნაწლავში შეწოვა და ატორვასტატინის ნაღვლის კლირენსი (იხ. თავი 5.2).
მახასიათებლები პაციენტებში
ხანდაზმულები:
ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაცია უფრო მაღალია ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებში, ვიდრე ზრდასრულ ახალგაზრდებში, მიუხედავად იმისა, რომ ლიპიდური ეფექტები მსგავსია ასეთებისა ახალგაზრდა პაციენტთა პოპულაციაში.
ბავშვები:
ღია, 8 კვირიანი კვლევის დროს, ტანერის ეტაპი 1 (N=15) და ტანერის ეტაპი 2 ან გვიანი (N=24) 6-17 წლის ასაკის პაციენტები ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერ-ქოლესტეროლემიით: პედიატრიული პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ საბაზისო LDL-C ≥ 4 მმოლ/ლ, მკურნალობდნენ 5 ან 10 მგ საღეჭი ან 10 ან 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ატორვასტატინის ტაბლეტებით დღეში ერთხელ, შესაბამისად. სხეულის წონა იყო ერთადერთი მნიშვნელოვანი კოვარიატი ატორვასტატინის პოპულაციის მოდელში. ატორვასტატინის ნაჩვენები პერორალური კლირენსი ბავშვებში მოზრდილების მსგავსი აღმოჩნდა, სხეულის წონის ალომეტრიული შეფარდებისას. LDL-C და TC-ის თანმიმდევრული შემცირება დაფიქსირდა ატორვასტატინისა და o-ჰიდროქსიატორვასტატინის მოქმედების დიაპაზონში.
სქესი:
ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია ქალებში განსხვავდება მამაკაცებისგან (დაახლოებით 20%-ით მაღალია Cmax-ისთვის და 10%-ით დაბალია AUC-სთვის). თუმცა, არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ატორვასტატინით ლიპიდების დამაქვეითებელ ეფექტის მხრივ მამაკაცებსა და ქალებს შორის.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობა არ ახდენს გავლენას ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმურ კონცენტრაციაზე ან ლიპიდურ ეფექტებზე.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადების მქონე პაციენტებში ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება (დაახლოებით 16-ჯერ Cmax, 11-ჯერ) (ჩაილდ-პიუ B) (იხ. პუნქტი 4.3).
SLOC1B1პოლიმორფიზმი:
ღვიძლის მიერ Hmg-CoA რედუქტაზას ყველა ინჰიბიტორის ათვისება ატორვასტატინის ჩათვლით: ეს ხდება OATP1B1 ტრანსპორტერის მეშვეობით. SLCO1B1 პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებს გააჩნიათ ატორვასტატინის ზემოქმედების მომატებული რისკი. ამან შეიძლება გამოიწვიოს რაბდომიოლიზის გაზრდილი რისკი (იხ.თავი 4.4). პოლიმორფიზმი OATP1B1 (SLCO1B1 c.521CC) მაკოდირებელ გენში: ეს ასოცირდება ატორვასტატინის 2.4-ჯერ უფრო მაღალ ექსპოზიციასთან (AUC), გენოტიპის ვარიანტის (c.521TT) გარეშე მყოფ პირებთან შედარებით. ამ პაციენტებში ასევე შესაძლებელია ღვიძლის მიერ ატორვასტატინის გენეტიკურად დაქვეითებული ათვისება. ეფექტურობისთვის შესაძლო შედეგები უცნობია.
- 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ტესტების სერიამ (4 in vitro და 1 in vivo) აჩვენა, რომ ატორვასტატინს არ გააჩნია მუტაგენური და კლასტოგენური პოტენციალი. ატორვასტატინი არ იყო კანცეროგენული ვირთაგვებში, მაგრამ ჰეპატოცელულური ადენომა მამრობითი სქესის ვირთაგვებში და ჰეპატოცელულური კარცინომა მდედრობითი სქესის ვირთაგვებში დაფიქსირდა მაღალ დოზებზე (საბოლოოდ 6₋11-ჯერ აღემატებოდა AUC0-24-ს, რომელიც მიიღწეოდა ადამიანისთვის ყველაზე მაღალი რეკომენდებული დოზის შემთხვევაში).
ცხოველებზე ექსპერიმენტული კვლევების მონაცემების მოწმობს, რომ HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე. ვირთხებში, კურდღლებსა და ძაღლებში ატორვასტატინს არ ჰქონდა გავლენა ნაყოფიერებაზე და არ იყო ტერატოგენული. თუმცა, ნაყოფის ტოქსიკურობა დაფიქსირდა ვირთხებსა და კურდღლებში დედისთვის ტოქსიკური დოზებზე. ატორვასტატინის მაღალი დოზების დედაზე ზემოქმედების დროს ვირთხების ნაშიერებს აღენიშნებოდათ განვითარების შეფერხება და მშობიარობის შემდგომი გადარჩენის შემცირება. ვირთაგვებში: არსებობს მონაცემები პლაცენტაში გადასვლის შესახებ. ვირთხებში ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები მსგავსი იყო რძეში პლაზმური კონცენტრაციებისა. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ატორვასტატინი ან მისი მეტაბოლიტები ადამიანის რძეში.
- ფარმაცევტული დეტალები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
კალციუმის კარბონატი
ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებულია ძროხის რძიდან)
მიკროკრისტალური ცელულოზა
ნატრიუმის კროსკარმელოზა
ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა
პოლისორბატი 80
მაგნიუმის სტეარატი
გასუფთავებული წყალი
აპკიანი გარსი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, PEG 3350 ფხვნილი, ტალკი)
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- 2 შეუთავსებადობები
არ აღინიშნება
- 3 ვარგისობის ვადა
36 თვე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
- 5 კონტეინერის ხასიათი და შემცველობა
PVC/Alu/PA — ალუმინის ბლისტერები
შეფუთვა შეიცავს 30 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვაგვარად მოპყრობისათვის გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ და "შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ შესაბამისად.
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Drogsan İlaçları San. ve Tic. A.Ş.
Oğuzlar Mah. 1370. sok. 7/3
Balgat-ანკარა, თურქეთი
Tel: 0 312 287 74 10
Fax: 0 312 287 61 15
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი(ნომრები)
208/12 (თურქეთში)
- პირველი ავტორიზაციის ავტორიზაციის/განახლების თარიღი
პირველი ავტორიზაციის თარიღი: 10.05.2006 (თურქეთში)
ბოლო განახლების თარიღი: 04.07.2014 (თურქეთში)
- ტექსტის გადახედვის თარიღი:
- 01.2022
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.