დექსკეტოპროფენი ნორმონი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
Dexketoprofen Normon 25 mg film-coated tablets
დექსკეტოპროფენი ნორმონი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების (NSAID) ჯგუფს. ის გამოიყენება სუსტი ან ზომიერი ხასიათის ტკივილის დროს, როგორიცაა კუნთების ან სახსრების ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), კბილის ტკივილი.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსკეტოპროფენი (dexketoprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (1X20)
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON S.A, ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE17
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035036
- რეგისტრირებულია
- 20 აპრილი 2022, მოქმედებს 20 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- LABORATORIOS NORMON S.A (ესპანეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დექსკეტოპროფენი ნორმონი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დექსკეტოპროფენი ნორმონი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების (NSAID) ჯგუფს. ის გამოიყენება სუსტი ან ზომიერი ხასიათის ტკივილის დროს, როგორიცაა კუნთების ან სახსრების ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), კბილის ტკივილი.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დექსკეტოპროფენი ნორმონის დოზა შეიძლება იცვლებოდეს, ის დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, მის სიძლიერესა და ხანგრძლივობაზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ტაბლეტების მიღების რაოდენობასა და ხანგრძლივობას.
ჩვეულებრივ, რეკომენდებულია 1 ტაბლეტი (25 მგ დექსკეტოპროფენი) ყოველ 8 საათში, არა უმეტეს 3 ტაბლეტისა (75 მგ) დღეში.
ხანდაზმული ასაკის ან ღვიძლის ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზაა მაქსიმუმ 2 ტაბლეტი დღეში (50 მგ).
ხანდაზმულ პაციენტებში, დექსკეტოპროფენი ნორმონის კარგი ამტანობის შემთხვევაში, საწყისი დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს ზოგადად რეკომენდებულ დოზამდე (75 მგ დექსკეტოპროფენი).
თუ ტკივილი ინტენსიურია და საჭიროა მისი სწრაფად მოხსნა, შესაძლებელია ტაბლეტების მიღება მშიერ კუჭზე (არანაკლებ 30 წუთით ადრე ჭამამდე), ამ დროს მისი შეწოვა უფრო ადვილად ხდება (იხ. პარაგრაფი 2 “დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად”).
დექსკეტოპროფენი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მიღებული წამლის კოლოფი ან ინსტრუქცია. დოზის გადაჭარბებისას ან პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა წამლის დასახელებისა და მისი რაოდენობის მითითებით.
დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით (იხ. პარაგრაფი 3 “დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღების წესი”).
დექსკეტოპროფენი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტი ალერგიულია აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ან ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში), ცხვირის პოლიპები (ალერგიით გამოწვეული წარმონაქმნები ცხვირის ღრუში), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან ხმაურიანი სუნთქვა აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიღების შემდეგ;
თუ პაციენტს აღენიშნებოდა ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლე ან წვა მზის სხივების ზემოქმედების ადგილას) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანტიანთებითი აგენტი) ან ფიბრატების (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლში ცხიმების დონის დასაქვეითებლად) მიღების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა პეპტიკური წყლული, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, ან აქვს საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, დისპეფსია, გულძმარვა);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, ან პერფორაცია, რომელიც გამოწვეული იყო ტკივილის საწინააღმდეგოდ მიღებული არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატებით;
თუ პაციენტს აქვს ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);
თუ პაციენტს აქვს მძიმე გულის უკმარისობა, საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა, ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის პათოლოგია ან სისხლის შედედების დარღვევები;
თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხეების დაკარგვა) ღებინების, ფაღარათის ან სითხეების არასაკმარისი მიღების გამო;
ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები
დექსკეტოპროფენი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ან წარსულში ჰქონდა ალერგიული პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა თირკმლის, ღვიძლის ან გულის დაავადება (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა) ან სითხის შეკავება;
თუ პაციენტი იღებს დიურეტიკებს ან არასაკმარისად იღებს სითხეებს და დაქვეითებული აქვს სისხლის მოცულობა სითხეების დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო (მაგ.: გაძლიერებული დიურეზი, დიარეა ან ღებინება);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, ინსულტის ანამნეზი ან მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობების განვითარების რისკი აქვს (მაგ.: აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცვეტს. ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა დექსკეტოპროფენი ნორმონი, შესაძლოა კავშირში იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან. ეს რისკი, ძირითადად, იზრდება მედიკამენტის დიდი დოზებით და გახანგრძლივებული მკურნალობის შედეგად. არ შეიძლება მკურნალობის რეკომენდებული დოზების ან ხანგრძლივობის გადაჭარბება;
თუ პაციენტი ხანდაზმულია, შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყოს (იხ. პარაგრაფი 4). ასეთ შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ;
თუ პაციენტი ქალია და აღენიშნება რეპროდუქციულ უნართან დაკავშირებული პრობლემები (დექსკეტოპროფენმა ნორმონმა შესაძლოა დააქვეითოს რეპროდუქციული უნარი, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დაგეგმვის ან რეპროდუქციული უნარის კვლევების ჩატარების დროს);
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის წარმოქმნის და სისხლის უჯრედების დარღვევები;
თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლის შედეგად ზიანდება შემაერთებელი ქსოვილი);
თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა კუჭისა და ნაწლავების დარღვევები;
თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, იხ. თავი “ინფექციები” ქვემოთ;
თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან პეპტიკური წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგ.: პერორალური კორტიკოსტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტური ინჰიბიტორები - SSRI), პრეპარატები თრომბოზების პრევენციისათვის, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა, ვარფარინი. ასეთ შემთხვევებში დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია: ექიმმა შეიძლება დანიშნოს კუჭის დამცავი დამატებითი მედიკამენტი (მაგ.: მისოპროსტოლი ან სხვა პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ კუჭის მჟავის წარმოქმნას);
თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან და/ან ცხვირის პოლიპებთან ერთად, რადგან ალერგიის უფრო მაღალი რისკი აქვთ აცეტილსალიცილის მჟავის და/ან NSAID-ების მიმართ, ვიდრე დანარჩენ პოპულაციას. ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები ან ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავის ან NSAID-ების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.
ბავშვები და მოზარდები
დექსკეტოპროფენი ნორმონი არ მიიღება 18 წლის ასაკამდე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს. ზოგიერთი მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული ერთდროულად და ზოგიერთი მედიკამენტი საჭიროებს დოზის ცვლილებას ერთდროული მიღების დროს.
ყოველთვის უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი დექსკეტოროფენ ნორმონთან ერთად იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
არ არის რეკომენდებული შემდეგი მედიკამენტების კომბინაცია:
აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან სხვა ანტიანთებითი პრეპარატები;
ვარფარინი, ჰეპარინი ან თრომბოზის პრევენციისათვის განკუთვნილი სხვა მედიკამენტები;
ლითიუმი, გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური დარღვევების დროს;
მეთოტრექსატი (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი ან იმუნოსუპრესანტი) მაღალი დოზებით 15 მგ/კვირა გამოყენებისას;
ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს;
სულფამეთოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.
პრეპარატები, რომელთა კომბინირება მოითხოვს სიფრთხილის ზომების დაცვას:
აგფ ინჰიბიტორები, დიურეტიკები, ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის დაავადებების დროს;
პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, გამოიყენება ვენების ქრონიკული წყლულების დროს;
ზიდოვუდინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;
სულფონშარდოვანა (მაგ.: ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი), გამოიყენება დიაბეტის დროს;
მეთოტრექსატი, დაბალი დოზებით, 15 მგ/კვირა, გამოყენებისას.
კომბინაციები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული:
ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგ.: ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი) - გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;
ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებებისა და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;
სტრეპტოკინაზა და თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური სხვა პრეპარატები, მაგ.: მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება თრომბების დასაშლელად;
პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის დროს;
დიგოქსინი, გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;
მიფეპრისტონი, გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად;
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRI) ჯგუფის ანტიდეპრესანტები;
ანტიაგრეგანტული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციისა და სისხლის თრომბოზის დასაქვეითებლად;
ბეტა-ბლოკატორები, გამოიყენება სისხლის მაღალი წნევისა და გულის პრობლემების დროს;
ტენოოფოვირი, დეფერასიროქსი, პემეტრექსედი.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული დექსკეტოპროფენ ნორმონთან ერთად სხვა მედიკამენტების გამოყენების შესახებ, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს წყლის ადექვატურ რაოდენობასთან ერთად. უმჯობესია ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად, რაც ხელს უწყობს კუჭისა და ნაწლავების მხრიდან გვერდითი მოვლენების განვითარების რისკების შემცირებას. მწვავე ტკივილის დროს ტაბლეტის მიღება შესაძლებელია მშიერ კუჭზე, მინიმუმ 30 წუთით ადრე ჭამამდე, ეს ხელს უწყობს წამლის მოქმედების ოდნავ უფრო სწრაფად დაწყებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ უნდა მოხდეს დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს.
დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება არ შეიძლება ორსულობის ბოლო 3 თვეში, რადგან შეიძლება ავნოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლისა და გულის პრობლემები. შეიძლება გავლენა იქონიოს დედისა და ნაყოფის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და გამოიწვიოს მშობიარობის მოსალოდნელზე მეტად გვიან დაწყება ან გახანგრძლივება. არ უნდა მოხდეს დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება და არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული. თუ პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა ამ პერიოდში ან ცდილობს დაორსულებას, გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა უმოკლესი პერიოდის განმავლობაში. ორსულობის მე-20 კვირიდან დექსკეტოპროფენმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლის პრობლემები, თუ მისი მიღება მოხდება რამდენიმე დღეზე მეტხანს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ნაყოფის გულის სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რამდენიმე დღეზე მეტხანს, ექიმმა შეიძლება მოახდინოს დამატებითი მონიტორინგი.
მედიკამენტის გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს რეპროდუქციული უნარი, ამიტომ ის არ არის რეკომენდებული ორსულობის მცდელობისას ან უნაყოფობის კვლევების ჩატარების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დექსკეტოპროფენმა ნორმონმა შესაძლოა მცირე ზეგავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, მისი გვერდითი ეფექტების, ძილიანობის ან ვერტიგოს გამო. ასეთი ეფექტების შემჩნევის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ არ ალაგდება სიმპტომები. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.,
დექსკეტოპროფენი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილია შესაძლო გვერდითი მოვლენები მათი განვითარების სიხშირის მიხედვით. ცხრილში ნაჩვენებია, თუ რამდენ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები:
ხშირი
შეიძლება განვითარდეს ყოველი 100-დან 1 - 10 პაციენტში
არახშირი
შეიძლება განვითარდეს ყოველი 1,000-დან 1-10 პაციენტში
იშვიათი
შეიძლება განვითარდეს ყოველი 10,000-დან 1-10 პაციენტში
ძალიან იშვიათი
შეიძლება განვითარდეს ყოველი 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ხშირი გვერდითი მოვლენები:
გულისრევა და/ან ღებინება, კუჭის ტკივილი, ფაღარათი, საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია).
არახშირი გვერდითი მოვლენები:
ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევები, ნევროზულობა, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, ალები, კუჭის პრობლემები, ყაბზობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე, დაღლილობა, ტკივილი, ციებ-ცხელების შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
პეპტიკური წყლული, პეპტიკური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინებით ან შავი განავლით), გულისწასვლა, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირის შენელება, წყლის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად, კოჭების შესივება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), პათოლოგიური შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, გაძლიერებული ოფლიანობა, წელის ტკივილი, გახშირებული შარდვა, მენსტრუალური დარღვევები, პროსტატის პრობლემები, ღვიძლის ფუნქციის ანალიზების (სისხლის ანალიზების) მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა, ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ძალიან იშვიათი:
ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კოლაფსი), ღია წყლულები კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომები), სახის შეშუპება ან ტუჩებისა და ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროების შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, პანკრეასის ანთება, მხედველობის დაბინდვა, ყურებში ხმაური (ტინიტუსი), კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლეზე, ქავილი, თირკმლის პრობლემები, ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება (ნეიტროპენია), თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია).
ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვაა საჭირო მკურნალობის დაწყებისას კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში (როგორიცაა: კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ პაციენტს ანამნეზში აღინიშნება მსგავსი გვერდითი მოვლენები ანტიანთებითი პრეპარატების ხანგრძლივი მიღების გამო და განსაკუთრებით, თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა.
დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, თუ განვითარდა კანზე გამონაყარი, დაზიანებები პირის ღრუში ან სასქესო ორგანოებზე, ან გამოვლინდა ალერგიის ნიშნები.
არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატებით მკურნალობის დროს აღწერილ იქნა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით, კოჭებისა და ფეხების), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.
ისეთი მედიკამენტები, როგორიცა დექსკეტოპროფენი ნორმონი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან.
იმუნური სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები), ანტიანთებითმა მედიკამენტებმა ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ცხელება, თავის ტკივილი ან კისრის გაშეშება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ექსკლუზიური ინფორმაცია სომხეთისათვის: გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სომხეთის რესპუბლიკის “წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრში” პირდაპირ ვებგვერდის საშუალებით www.pharm.am ან ცხელ ხაზზე დარეკვით: +374 (10) 20 05 05 და +374 (96) 22 05 05.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ არის ცნობილი. მსგავსმა სამკურნალო პროდუქტებმა გამოიწვია კუჭ-ნაწლავის (ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი) და ნევროლოგიური (ძილიანობა, ვერტიგო, დეზორიენტაცია, თავის ტკივილი) დარღვევები.
შემთხვევით ან ჭარბი დოზის მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ სიმპტომური თერაპიის დაწყება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. გააქტივებული ნახშირი უნდა დაინიშნოს ერთი საათის განმავლობაში, თუ 5 მგ/კგ დექსკეტოპროფენი მიღებულ იქნა მოზრდილის ან ბაშვის მიერ.
დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის მოცილება შესაძლებელია დიალიზის გზით.
შემადგენლობა
დექსკეტოპროფენი ნორმონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი (36.90 მგ), რომელიც შეესაბამება 25 მგ დექსკეტოპროფენს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი ტიპი A (კარტოფილის სახამებელი), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E-171), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000 და ტალკი.
დექსკეტოპროფენის ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
დექსკეტოროფენი ნორმონი 25 მგ არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტი, ცალ მხარეს - გამყოფი ხაზით. მოწოდებულია შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 20 და 500 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ყველა შეფუთვა ყველა ქვეყნის ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2025 წლის მარტი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 30°C-ის ზემოთ.
ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი შეფუთვისა და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პროპიონის მჟავის წარმოებულები. ათქ კოდი: M01AE17.
დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი არის ტრომეტამინის მარილი S-(+)-2(3-ბენზოლფენილ)პროპიონის მჟავა, ანალგეზური, ანტიანთებითი და ანტიპირეტული მედიკამენტი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანტიანთებითი პრეპრატების ჯგუფს (M01AE).
არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტგლანდინების სინთეზის დაქვეითებასთან, ციკლოოქსიგენაზის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გზით. კერძოდ, ხდება არაქნოიდული მჟავის ციკლურ ენდოპეროქსიდად, PGG2 და PGH2, გარდაქმნის ინჰიბირება, რომელიც წარმოქმნის პროსტაგლანდინებს: PGE1, PGE2, PGF2α და PGD2 და ასევე, პროსტაციკლინს - PG12 და თრომბოქსანებს (TxA2 და TxB2). გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება გავლენა იქონიოს ანთების მედიატორებზე, როგორიცაა კინინები, და გამოიწვიოს ირიბი ზემოქმედება, რომელიც ემატება მის პირდაპირ მოქმედებას.
დექსკეტოპროფენმა აჩვენა, რომ COX-1 და COX-2 აქტივობების ინჰიბიტორია ცხოველებსა და ადამიანებში ექსპერიმენტებში.
კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა სხვადასხვა ტკივილის მოდელებზე, აჩვენა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ეფექტიანი ანალგეზური აქტივობა. ანალგეზური აქტივობის დაწყება ზოგიერთ კვლევაში დადგა მიღებიდან 30 წუთში. ანალგეზური ეფექტი შენარჩუნდა 4-დან 6 საათამდე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის შიგნით მიღების შემდეგ ადამიანებში Cmax მიღწეულ იქნა 30 წუთში (ინტერვალი 15-60 წთ).
დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის განაწილების ნახევარდაშლისა და ნახევარგამოყოფის პერიოდების მაჩვენებლებია 0.35 და 1.65 საათი, შესაბამისად. სხვა მედიკამენტების მსგავსად, რომელთაც ახასიათებთ პლაზმურ ცილებთან მაღალი დაკავშირება (99%), განაწილების მოცულობის საშუალო სიდიდე 0.25 ლ/კგ-ის ქვემოთაა. დექსკეტოპროფენის გამოყოფის ძირითადი გზაა გლუკორონიდის კონიუგაცია, რომელსაც მოსდევს თირკმლისმიერი ექსკრეცია.
დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის მიღების შემდეგ მხოლოდ S-(+) ენანთიომერია შარდში, რაც აჩვენებს, რომ R-(-) ენანთიომერის კონვერსია არ ხდება ადამიანებში.
მრავალდოზიან ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში აღინიშნა, რომ AUC, ბოლო მიღების შემდეგ, განსხვავდება ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მიღებული მაჩვენებლისაგან, რაც მიუთითებს, რომ წამლის აკუმულაცია არ ხდება.
საკვებთან ერთად მიღებისას AUC არ იცვლება; თუმცა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის Cmax ქვეითდება და მისი შეწოვის სიჩქარე ყოვნდება (გაზრდილი tmax).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
დექსკეტოპროფენი ნორმონი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისთვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს დექსკეტოპროფენი ნორმონი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღებამდე
დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
დექსკეტოპროფენი ნორმონის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს დექსკეტოპროფენი ნორმონი და მისი გამოყენება
დექსკეტოპროფენი ნორმონი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების (NSAID) ჯგუფს. ის გამოიყენება სუსტი ან ზომიერი ხასიათის ტკივილის დროს, როგორიცაა კუნთების ან სახსრების ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), კბილის ტკივილი.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღებამდე
დექსკეტოპროფენი ნორმონი არ მიიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტი ალერგიულია აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ან ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში), ცხვირის პოლიპები (ალერგიით გამოწვეული წარმონაქმნები ცხვირის ღრუში), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან ხმაურიანი სუნთქვა აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიღების შემდეგ;
თუ პაციენტს აღენიშნებოდა ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლე ან წვა მზის სხივების ზემოქმედების ადგილას) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანტიანთებითი აგენტი) ან ფიბრატების (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლში ცხიმების დონის დასაქვეითებლად) მიღების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა პეპტიკური წყლული, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, ან აქვს საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, დისპეფსია, გულძმარვა);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, ან პერფორაცია, რომელიც გამოწვეული იყო ტკივილის საწინააღმდეგოდ მიღებული არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატებით;
თუ პაციენტს აქვს ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);
თუ პაციენტს აქვს მძიმე გულის უკმარისობა, საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა, ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის პათოლოგია ან სისხლის შედედების დარღვევები;
თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხეების დაკარგვა) ღებინების, ფაღარათის ან სითხეების არასაკმარისი მიღების გამო;
ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დექსკეტოპროფენი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ან წარსულში ჰქონდა ალერგიული პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა თირკმლის, ღვიძლის ან გულის დაავადება (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა) ან სითხის შეკავება;
თუ პაციენტი იღებს დიურეტიკებს ან არასაკმარისად იღებს სითხეებს და დაქვეითებული აქვს სისხლის მოცულობა სითხეების დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო (მაგ.: გაძლიერებული დიურეზი, დიარეა ან ღებინება);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, ინსულტის ანამნეზი ან მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობების განვითარების რისკი აქვს (მაგ.: აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცვეტს. ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა დექსკეტოპროფენი ნორმონი, შესაძლოა კავშირში იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან. ეს რისკი, ძირითადად, იზრდება მედიკამენტის დიდი დოზებით და გახანგრძლივებული მკურნალობის შედეგად. არ შეიძლება მკურნალობის რეკომენდებული დოზების ან ხანგრძლივობის გადაჭარბება;
თუ პაციენტი ხანდაზმულია, შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყოს (იხ. პარაგრაფი 4). ასეთ შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ;
თუ პაციენტი ქალია და აღენიშნება რეპროდუქციულ უნართან დაკავშირებული პრობლემები (დექსკეტოპროფენმა ნორმონმა შესაძლოა დააქვეითოს რეპროდუქციული უნარი, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დაგეგმვის ან რეპროდუქციული უნარის კვლევების ჩატარების დროს);
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის წარმოქმნის და სისხლის უჯრედების დარღვევები;
თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლის შედეგად ზიანდება შემაერთებელი ქსოვილი);
თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა კუჭისა და ნაწლავების დარღვევები;
თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, იხ. თავი “ინფექციები” ქვემოთ;
თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან პეპტიკური წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგ.: პერორალური კორტიკოსტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტური ინჰიბიტორები - SSRI), პრეპარატები თრომბოზების პრევენციისათვის, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა, ვარფარინი. ასეთ შემთხვევებში დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია: ექიმმა შეიძლება დანიშნოს კუჭის დამცავი დამატებითი მედიკამენტი (მაგ.: მისოპროსტოლი ან სხვა პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ კუჭის მჟავის წარმოქმნას);
თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან და/ან ცხვირის პოლიპებთან ერთად, რადგან ალერგიის უფრო მაღალი რისკი აქვთ აცეტილსალიცილის მჟავის და/ან NSAID-ების მიმართ, ვიდრე დანარჩენ პოპულაციას. ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები ან ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავის ან NSAID-ების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.
ბავშვები და მოზარდები
დექსკეტოპროფენი ნორმონი არ მიიღება 18 წლის ასაკამდე.
სხვა მედიკამენტები და დექსკეტოპროფენი ნორმონი
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს. ზოგიერთი მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული ერთდროულად და ზოგიერთი მედიკამენტი საჭიროებს დოზის ცვლილებას ერთდროული მიღების დროს.
ყოველთვის უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი დექსკეტოროფენ ნორმონთან ერთად იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
არ არის რეკომენდებული შემდეგი მედიკამენტების კომბინაცია:
აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან სხვა ანტიანთებითი პრეპარატები;
ვარფარინი, ჰეპარინი ან თრომბოზის პრევენციისათვის განკუთვნილი სხვა მედიკამენტები;
ლითიუმი, გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური დარღვევების დროს;
მეთოტრექსატი (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი ან იმუნოსუპრესანტი) მაღალი დოზებით 15 მგ/კვირა გამოყენებისას;
ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს;
სულფამეთოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.
პრეპარატები, რომელთა კომბინირება მოითხოვს სიფრთხილის ზომების დაცვას:
აგფ ინჰიბიტორები, დიურეტიკები, ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის დაავადებების დროს;
პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, გამოიყენება ვენების ქრონიკული წყლულების დროს;
ზიდოვუდინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;
სულფონშარდოვანა (მაგ.: ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი), გამოიყენება დიაბეტის დროს;
მეთოტრექსატი, დაბალი დოზებით, 15 მგ/კვირა, გამოყენებისას.
კომბინაციები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული:
ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგ.: ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი) - გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;
ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებებისა და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;
სტრეპტოკინაზა და თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური სხვა პრეპარატები, მაგ.: მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება თრომბების დასაშლელად;
პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის დროს;
დიგოქსინი, გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;
მიფეპრისტონი, გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად;
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRI) ჯგუფის ანტიდეპრესანტები;
ანტიაგრეგანტული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციისა და სისხლის თრომბოზის დასაქვეითებლად;
ბეტა-ბლოკატორები, გამოიყენება სისხლის მაღალი წნევისა და გულის პრობლემების დროს;
ტენოოფოვირი, დეფერასიროქსი, პემეტრექსედი.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული დექსკეტოპროფენ ნორმონთან ერთად სხვა მედიკამენტების გამოყენების შესახებ, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს წყლის ადექვატურ რაოდენობასთან ერთად. უმჯობესია ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად, რაც ხელს უწყობს კუჭისა და ნაწლავების მხრიდან გვერდითი მოვლენების განვითარების რისკების შემცირებას. მწვავე ტკივილის დროს ტაბლეტის მიღება შესაძლებელია მშიერ კუჭზე, მინიმუმ 30 წუთით ადრე ჭამამდე, ეს ხელს უწყობს წამლის მოქმედების ოდნავ უფრო სწრაფად დაწყებას.
ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
არ უნდა მოხდეს დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს.
დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება არ შეიძლება ორსულობის ბოლო 3 თვეში, რადგან შეიძლება ავნოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლისა და გულის პრობლემები. შეიძლება გავლენა იქონიოს დედისა და ნაყოფის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და გამოიწვიოს მშობიარობის მოსალოდნელზე მეტად გვიან დაწყება ან გახანგრძლივება. არ უნდა მოხდეს დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება და არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული. თუ პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა ამ პერიოდში ან ცდილობს დაორსულებას, გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა უმოკლესი პერიოდის განმავლობაში. ორსულობის მე-20 კვირიდან დექსკეტოპროფენმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლის პრობლემები, თუ მისი მიღება მოხდება რამდენიმე დღეზე მეტხანს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ნაყოფის გულის სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რამდენიმე დღეზე მეტხანს, ექიმმა შეიძლება მოახდინოს დამატებითი მონიტორინგი.
მედიკამენტის გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს რეპროდუქციული უნარი, ამიტომ ის არ არის რეკომენდებული ორსულობის მცდელობისას ან უნაყოფობის კვლევების ჩატარების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
დექსკეტოპროფენმა ნორმონმა შესაძლოა მცირე ზეგავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, მისი გვერდითი ეფექტების, ძილიანობის ან ვერტიგოს გამო. ასეთი ეფექტების შემჩნევის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ არ ალაგდება სიმპტომები. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.,
დექსკეტოპროფენი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.
დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დექსკეტოპროფენი ნორმონის დოზა შეიძლება იცვლებოდეს, ის დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, მის სიძლიერესა და ხანგრძლივობაზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ტაბლეტების მიღების რაოდენობასა და ხანგრძლივობას.
ჩვეულებრივ, რეკომენდებულია 1 ტაბლეტი (25 მგ დექსკეტოპროფენი) ყოველ 8 საათში, არა უმეტეს 3 ტაბლეტისა (75 მგ) დღეში.
ხანდაზმული ასაკის ან ღვიძლის ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზაა მაქსიმუმ 2 ტაბლეტი დღეში (50 მგ).
ხანდაზმულ პაციენტებში, დექსკეტოპროფენი ნორმონის კარგი ამტანობის შემთხვევაში, საწყისი დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს ზოგადად რეკომენდებულ დოზამდე (75 მგ დექსკეტოპროფენი).
თუ ტკივილი ინტენსიურია და საჭიროა მისი სწრაფად მოხსნა, შესაძლებელია ტაბლეტების მიღება მშიერ კუჭზე (არანაკლებ 30 წუთით ადრე ჭამამდე), ამ დროს მისი შეწოვა უფრო ადვილად ხდება (იხ. პარაგრაფი 2 “დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად”).
დექსკეტოპროფენი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მიღებული წამლის კოლოფი ან ინსტრუქცია. დოზის გადაჭარბებისას ან პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა წამლის დასახელებისა და მისი რაოდენობის მითითებით.
დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით (იხ. პარაგრაფი 3 “დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღების წესი”).
დექსკეტოპროფენი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილია შესაძლო გვერდითი მოვლენები მათი განვითარების სიხშირის მიხედვით. ცხრილში ნაჩვენებია, თუ რამდენ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები:
ხშირი
შეიძლება განვითარდეს ყოველი 100-დან 1 - 10 პაციენტში
არახშირი
შეიძლება განვითარდეს ყოველი 1,000-დან 1-10 პაციენტში
იშვიათი
შეიძლება განვითარდეს ყოველი 10,000-დან 1-10 პაციენტში
ძალიან იშვიათი
შეიძლება განვითარდეს ყოველი 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ხშირი გვერდითი მოვლენები:
გულისრევა და/ან ღებინება, კუჭის ტკივილი, ფაღარათი, საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია).
არახშირი გვერდითი მოვლენები:
ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევები, ნევროზულობა, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, ალები, კუჭის პრობლემები, ყაბზობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე, დაღლილობა, ტკივილი, ციებ-ცხელების შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
პეპტიკური წყლული, პეპტიკური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინებით ან შავი განავლით), გულისწასვლა, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირის შენელება, წყლის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად, კოჭების შესივება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), პათოლოგიური შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, გაძლიერებული ოფლიანობა, წელის ტკივილი, გახშირებული შარდვა, მენსტრუალური დარღვევები, პროსტატის პრობლემები, ღვიძლის ფუნქციის ანალიზების (სისხლის ანალიზების) მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა, ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ძალიან იშვიათი:
ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კოლაფსი), ღია წყლულები კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომები), სახის შეშუპება ან ტუჩებისა და ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროების შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, პანკრეასის ანთება, მხედველობის დაბინდვა, ყურებში ხმაური (ტინიტუსი), კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლეზე, ქავილი, თირკმლის პრობლემები, ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება (ნეიტროპენია), თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია).
ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვაა საჭირო მკურნალობის დაწყებისას კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში (როგორიცაა: კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ პაციენტს ანამნეზში აღინიშნება მსგავსი გვერდითი მოვლენები ანტიანთებითი პრეპარატების ხანგრძლივი მიღების გამო და განსაკუთრებით, თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა.
დექსკეტოპროფენი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, თუ განვითარდა კანზე გამონაყარი, დაზიანებები პირის ღრუში ან სასქესო ორგანოებზე, ან გამოვლინდა ალერგიის ნიშნები.
არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატებით მკურნალობის დროს აღწერილ იქნა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით, კოჭებისა და ფეხების), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.
ისეთი მედიკამენტები, როგორიცა დექსკეტოპროფენი ნორმონი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან.
იმუნური სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები), ანტიანთებითმა მედიკამენტებმა ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ცხელება, თავის ტკივილი ან კისრის გაშეშება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ექსკლუზიური ინფორმაცია სომხეთისათვის: გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სომხეთის რესპუბლიკის “წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრში” პირდაპირ ვებგვერდის საშუალებით www.pharm.am ან ცხელ ხაზზე დარეკვით: +374 (10) 20 05 05 და +374 (96) 22 05 05.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
დექსკეტოპროფენი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 30°C-ის ზემოთ.
ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი შეფუთვისა და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
დექსკეტოპროფენი ნორმონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი (36.90 მგ), რომელიც შეესაბამება 25 მგ დექსკეტოპროფენს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი ტიპი A (კარტოფილის სახამებელი), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E-171), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000 და ტალკი.
დექსკეტოპროფენის ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
დექსკეტოროფენი ნორმონი 25 მგ არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტი, ცალ მხარეს - გამყოფი ხაზით. მოწოდებულია შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 20 და 500 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ყველა შეფუთვა ყველა ქვეყნის ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2025 წლის მარტი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


