პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

დექსკეტონორი 25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად

DexketoNor 25mg granules for oral solution

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

დექსკეტონორი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) ჯგუფს. ის გამოიყენება სუსტი ან ზომიერი ხასიათის ტკივილის ხანმოკლე, სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა კუნთების ან სახსრების ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), კბილის ტკივილი.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსკეტოპროფენი (dexketoprofen)
ფორმა და შეფუთვა
25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20
მწარმოებელი
Laboratorios NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE17
რეგისტრაციის ნომერი
რ-041583
რეგისტრირებულია
16 ივლისი 2024, მოქმედებს 16 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratorios NORMON, S.A. (ესპანეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადექსკეტონორი 25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად და სხვა წამალი ერთად

დექსკეტონორი 25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დექსკეტონორი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) ჯგუფს. ის გამოიყენება სუსტი ან ზომიერი ხასიათის ტკივილის ხანმოკლე, სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა კუნთების ან სახსრების ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), კბილის ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დექსკეტონორის დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, მის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მისაღები საშეტების რაოდენობასა დღეში და მკურნალობის ხანგრძლივობას.

ზოგადად, რეკომენდებულია 1 საშეტი (25 მგ დექსკეტოპროფენი) ყოველ 8 საათში, არა უმეტეს 3 საშეტისა (75 მგ) დღეში.

ხანდაზმული ასაკის ან ღვიძლის ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებისათვის თერაპიის დაწყება რეკომენდებულია მაქსიმუმ 2 საშეტით (50 მგ) დღეში.

ხანდაზმულ პაციენტებში, დექსკეტონორის კარგი ამტანობის შემთხვევაში, საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს ზოგადად რეკომენდებულ დოზამდე (75 მგ დექსკეტოპროფენი).

თუ ტკივილი ინტენსიურია და საჭიროა მისი სწრაფად მოხსნა, შესაძლებელია საშეტების მიღება მშიერ კუჭზე (არანაკლებ 15 წუთით ადრე ჭამამდე), ამ დროს მისი შეწოვა უფრო ადვილად ხდება (იხ. პარაგრაფი 2 “დექსკეტონორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად”).

სწორად მიღების ინსტრუქციები

თითოეული საშეტის მთლიანი შემცველობა უნდა გაიხსნას ჭიქა წყალში, საჭიროა მორევა, რათა პრეპარატი გაიხსნას. მიღებული ხსნარი უნდა დაილიოს მაშინათვე, განზავების შემდეგ.

დექსკეტონორის დოზის გადაჭარბებისას

მედიკამენტის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. ამ დროს სასურველია მიღებული წამლის კოლოფის ან ინსტრუქციის თან ქონა.

დოზის გადაჭარბებისას ან პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, წამლის დასახელებისა და მისი რაოდენობის მითითებით. პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ინსტრუქცია, რაიმე დარჩენილი ტაბლეტები და შეფუთვა ჰოსპიტალში ან ექიმთან მიმართვისას, რათა მოხდეს მიღებული ტაბლეტების იდენტიფიცირება.

დექსკეტონორის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით (იხ. პარაგრაფი 3).

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტი ალერგიულია აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ან ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში), ცხვირის პოლიპები (ალერგიით გამოწვეული წარმონაქმნები ცხვირის ღრუში), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან რესპირტორული დისტრესი) ან ხმაურიანი სუნთქვა აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლე და/ან ბლისტერების განვითარება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი) ან ფიბრატების (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ცხიმების დონის დასაქვეითებლად) მიღების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება პეპტიკური წყლულიდან/კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, ან წარსულში აღენიშნებოდა კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, წყლულები ან პერფორაცია;

თუ პაციენტს აქვს საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, დისპეფსია ან გულძმარვა);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, ან პერფორაცია, რომელიც გამოწვეული იყო ტკივილის საწინააღმდეგოდ მიღებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (NSAID-ები);

თუ პაციენტს აქვს ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);

თუ პაციენტს აქვს მძიმე გულის უკმარისობა, თირკმლის საშუალო ან მძიმე პრობლემები, ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის პათოლოგია ან სისხლის შედედების დარღვევები;

თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია (დიდი რაოდენობით სითხეების დაკარგვა) ღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო;

ორსულობის მესამე ტრიმესტრის ან ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

დექსკეტონორით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ან წარსულში ჰქონდა ალერგიული რეაქციები;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე სითხის შეკავება ან რომელიმე ეს პრობლემა წარსულში აღენიშნებოდა;

თუ პაციენტი იღებს დიურეტიკებს ან არასაკმარისი რაოდენობით იღებს სითხეებს და აღენიშნება სისხლის მოცულობის დაქვეითება სითხეების დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო (მაგ.: გაძლიერებული შარდვა, დიარეა ან ღებინება);

თუ პაციენტს აქვს გულის პრობლემები, ინსულტის ანამნეზი ან მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობების განვითარების რისკი აქვს (მაგ.: აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცვეტს. ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა დექსკეტონორი, შესაძლოა კავშირში იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან. ნებისმიერი რისკი იზრდება მედიკამენტის დიდი დოზებით და გახანგრძლივებული მკურნალობის შედეგად. არ შეიძლება მკურნალობის რეკომენდებული დოზების ან ხანგრძლივობის გადაჭარბება;

თუ პაციენტი ხანდაზმულია, შეიძლება უფრო მეტად იმყოფბოდეს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის ქვეშ (იხ. პარაგრაფი 4). ასეთ შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია;

თუ პაციენტი ქალია და აღენიშნება რეპროდუქციულ უნართან დაკავშირებული პრობლემები (დექსკეტონორმა შესაძლოა დააქვეითოს რეპროდუქციული უნარი, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დაგეგმვის ან უნაყოფობის კვლევების ჩატარების დროს);

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლის შედეგად ზიანდება შემაერთებელი ქსოვილი);

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა კუჭისა და ნაწლავების მხრივ სხვა პრობლემები;

თუ პაციენტს ინფექცია აქვს – იხ. ქვემოთ “ინფექციები”;

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან პეპტიკური წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგ.: პერორალური სტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები - SSRI), პრეპარატები თრომბოზების პრევენციისათვის, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი. ასეთ შემთხვევებში დექსკეტონორის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია: ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი მედიკამენტი, რომელიც დაიცავს კუჭს (მაგ.: მისოპროსტოლი ან სხვა პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ კუჭის მჟავის წარმოქმნას);

თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ქრონიკული რინიტთან, ქრონიკული სინუსიტთან და/ან ცხვირის პოლიპებთან ერთად, რადგან ალერგიის უფრო მაღალი რისკი აქვთ აცეტილსალიცილის მჟავის და/ან NSAID-ების მიმართ, ვიდრე დანარჩენ პოპულაციას. ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები ან ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავის ან NSAID-ების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.

ინფექციები

დექსკეტოპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ დექსკეტონორმა შესაძლოა დააყოვნოს ინფექციის შესაბამისი მკურნალობის დაწყება და შედეგად გაზარდოს გართულებების რისკი. ეს აღწერილ იქნა ბაქტერიული პნევმონიის და ჩუტყვავილასთან დაკავშირებული კანის ბაქტერიული ინფექციების დროს. თუ მედიკამენტის მიღება ხდება ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ჩუტყვავილის დროს რეკომენდებულია ამ მედიკამენტის გამოყენებისაგან თავის არიდება.

ბავშვები და მოზარდები

დექსკეტონორი არ არის შესწავლილი ბავშვებსა და მოზარდებში. ამიტომ, უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი და პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. ზოგიერთი მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული ერთდროულად და ზოგიერთი მედიკამენტი საჭიროებს დოზის ცვლილებას ერთდროული მიღების დროს.

ყოველთვის უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი დექსკეტონორთან ერთად იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

მედიკამენტების კომბინაცია, რომლებიც არ არის რეკომენდებული:

აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები;

ვარფარინი ან ჰეპარინი, ან თრომბოზის პრევენციისათვის განკუთვნილი სხვა მედიკამენტები;

ლითიუმი, გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური დარღვევების დროს;

მეთოტრექსატი (კიბოს საწინააღმდეგო ან იმუნოსუპრესანტი) მაღალი დოზებით 15 მგ/კვირა;

ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს;

სულფამეთოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.

კომბინაციები, რომლებიც მოითხოვენ სიფრთხილის ზომება:

აგფ-ინჰიბიტორები, შარდმდენები და ანგიოტენზინი II ანტაგონისტები, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის პრობლემების დროს;

პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, გამოიყენება ვენების ქრონიკული წყლულების დროს;

ზიდოვუდინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

სულფონილშარდოვანა (მაგ.: ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი) გამოიყენება დიაბეტის დროს;

მეთოტრექსატი დაბალი დოზებით, ნაკლები ვიდრე 15 მგ/კვირა.

კომბინაციები, რომლებიც ყურადღებით უნდა იქნეს განხილული

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგ.: ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი) - გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებებისა და ორგანოების ტრანსპლანტაციების დროს;

სტრეპტოკინაზა და თრომბოლიზური და ფიბრინოლიზური სხვა პრეპარატები, ანუ, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება თრომბების დასაშლელად;

პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის დროს;

დიგოქსინი, გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;

მიფეპრისტონი, გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად;

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (SSRI) ჯგუფის ანტიდეპრესანტები;

ანტიაგრეგანტული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციისა და სისხლის თრომბების წარმოქმნის შესამცირებლად;

ბეტა-ბლოკატორები, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების დროს;

ტენოფოვირი, დეფერასიროქსი, პემეტრექსედი.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული დექსკეტონორთან ერთად სხვა მედიკამენტების გამოყენების შესახებ, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

დექსკეტონორის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მწვავე ტკივილის დროს საშეტების მიღება შესაძლებელია მშიერ კუჭზე, არანაკლებ 15 წუთით ადრე ჭამამდე, ეს ხელს უწყობს წამლის მოქმედების უფრო სწრაფად დაწყებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფამაცევტთან მიმართვა, რადგან დექსკეტონორის მიღება შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს პაციენტისათვის.

დაუშვებელია დექსკეტონორის მიღება ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვების დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლის და გულის პრობლემები.

შეიძლება გავლენა იქონიოს დედისა და ნაყოფის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და გამოიწვიოს მშობიარობის მოსალოდნელზე მეტად გვიან დაწყება ან გახანგრძლივება. არ უნდა მოხდეს დექსკეტონორის მიღება ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება და არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული. თუ პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა ამ პერიოდში ან ცდილობს დაფეხმძიმებას, გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტხანს გამოყენებისას დექსკეტონორმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს, დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ნაყოფის გულის სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რამდენიმე დღეზე მეტხანს, ექიმმა შეიძლება მოახდინოს დამატებითი მონიტორინგი.

დექსკეტონორის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მცდელობისას ან უნაყოფობის კვლევების ჩატარების დროს. ქალების რეპროდუქციულ უნარზე პოტენციური ეფექტების შესახებ იხ. ასევე პარაგრაფი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დექსკეტონორმა შესაძლოა მცირე ზეგავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, მისი გვერდითი ეფექტების, თავბრუსხვევის, ძილიანობის ან მხედველობის დარღვევების, გამო. ასეთი ეფექტების შემჩნევის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ არ ალაგდება სიმპტომები. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

დექსკეტონორი შეიცავს საქაროზას და ნარინჯისფერ-ყვითელ (sunset yellow) FCF-ს (E-110)

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე.

ეს მედიკამენტი შეიცავს საღებავს ნარინჯისფერ-ყვითელ (sunset yellow) FCF-ს (E-110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, დექსკეტონორიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია მათი განვითარების სიხშირის მიხედვით. რადგან ჩამონათვალი ნაწილობრივ დაფუძნებულია გვერდით მოვლენებზე, რომლებიც აღწერილ იქნა დექსკეტოპროფენის ტაბლეტების მიღებისას, და დექსკეტოპროფენის გრანულები ტაბლეტებზე უფრო სწრაფად შეიწოვება, გვერდითი მოვლენების (კუჭ-ნაწლავის მოვლენების) ფაქტობრივი სიხშირე შეიძლება უფრო მაღალი იყოს დექსკეტოპროფენის გრანულების მიღებისას.

ხშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

გულისრევა და/ან ღებინება, ძირითადად მუცლის ზედა კვადრატში ტკივილი, ფაღარათი, საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია).

არახშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევები, ნევროზულობა, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, ალები, კუჭის გარსის ანთება (გასტრიტი), ყაბზობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე, დაღლილობა, ტკივილი, ციებ-ცხელების შეგრძნება, ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

პეპტიკური წყლული, პეპტიკური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინებით ან შავი განავლით), გულისწასვლა, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირის ძლიერი შენელება, წყლის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად, კოჭების შესივება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), პათოლოგიური შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, გაძლიერებული ოფლიანობა, წელის ტკივილი, გახშირებული შარდვა, მენსტრუალური დარღვევები, პროსტატის პრობლემები, ღვიძლის ფუნქციის ანალიზების (სისხლის ანალიზების) მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა, ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კოლაფსი), ღია წყლულები კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი), სახის ან ტუჩებისა და ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროების შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, პანკრეასის ანთება, მხედველობის დაბინდვა, ყურებში ხმაური (ტინიტუსი), მგრძნობიარე კანი, მგრძნობელობა სინათლეზე, ქავილი, თირკმლის პრობლემები, ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება (ნეიტროპენია), თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია).

ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვაა საჭირო კუჭ-ნაწლავის გვერდითი მოვლენების განვითარებისას მკურნალობის დასაწყისში (როგორიცაა: კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა) ან თუ პაციენტს ანამნეზში აღინიშნება მსგავსი სიმპტომები ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი მიღების გამო და განსაკუთრებით, თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა.

დექსკეტონორის მიღება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა კანზე გამონაყარი, დაზიანებები პირის ღრუში ან სასქესო ორგანოებზე, ან გამოვლინდა ალერგიის ნებისმიერი ნიშანი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის დროს აღწერილ იქნა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით, კოჭებისა და ფეხების), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.

ისეთი მედიკამენტები, როგორიცა დექსკეტონორი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის (“ცერებროვასკულური” შემთხვევის) განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან.

იმუნური სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები), ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ცხელება, თავის ტკივილი ან კისრის გაშეშება.

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ ვითარდება. შეიძლება განვითარდეს პეპტიკური წყლულები, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

მიღების შემდეგ აღწერილ იქნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მელენა, ჰემატემეზისი, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გაუარესება და კრონის დაავადება. ნაკლებად ხშირად აღწერილ იქნა კუჭის გარსის ანთება (გასტრიტი).

როგორც სხვა NSAID-ების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰემატოლოგიური რეაქციები (პურპურა, აპლაზიური და ჰემოლიზური ანემია და იშვიათად აგრანულოციტოზი და მედულარული ჰიპოპლაზია).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ექსკლუზიური ინფორმაცია სომხეთისათვის: გვერდითი მოვლენების შესახებ სეტყობინება შესაძლებელია სომხეთის რესპუბლიკის “წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრში” პირდაპირ ვებგვერდის საშუალებით www.pharm.am ან ცხელ ხაზზე დარეკვით: +374 (10) 20 05 05 და +374 (96) 22 05 05.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ჭარბი დოზა

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ლეთარგია, ცნობიერების დაბინდვა (ბავშვებში მიოკლონური კრუნჩხვებიც), მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევა, ჰიპოტენზია, რესპირატორული დეპრესია და ციანოზი.

შემთხვევით გადაყლაპვისას ან ჭარბი დოზის მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ სიმპტომური თერაპიის დაწყება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. გააქტივებული ნახშირი უნდა დაინიშნოს ერთი საათის განმავლობაში, თუ 5 მგ/კგ დექსკეტოპროფენი მიღებულ იქნა მოზრდილის ან ბაშვის მიერ.

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის მოცილება შესაძლებელია დიალიზის გზით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა დექსკეტოპროფენი. თითოეული საშეტი შეიცავს 36.90 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს, რომელიც შეესაბამება 25 მგ დექსკეტოპროფენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ფორთოხლის ესენცია (60,0 მგ) (სიმინდის მალტოდექსტრინი, არომატული პრეპარატები, ბუნებრივი არომატული ნივთიერებები, არომატული ნივთიერებები და E307 ალფა-ტოკოფეროლი), ქსანტანის ფისი, საღებავი ნარინჯისფერ-ყვითელი (sunset yellow) (E-110) და საქაროზა.

პროდუქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

დექსკეტონორი 25 მგ წარმოდგენილია ყვითელ-ნარინჯისფერი გრანულების სახით შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად. თითოეული შეფუთვა შეიცავს 20 საშეტს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Round de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რაუნდდე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2025 წლის მაისი

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30°C-ის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა გამოუყენებელი პრეპარატების ან შეფუთვების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროპიონის მჟავის წარმოებულები. ათქ კოდი: M01AE17.

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი არის ტრომეტამინის მარილი S-(+)-2(3-ბენზოლფენილ)პროპიონის მჟავა, ანალგეზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპირეტული მედიკამენტი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპრატების ჯგუფს (M01AE).

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტგლანდინების სინთეზის დაქვეითებასთან, ციკლოოქსიგენაზის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გზით. კონკრეტულად, ხდება არაქნოიდული მჟავის ციკლურ ენდოპეროქსიდებად, PGG2 და PGH2, გარდაქმნის ინჰიბირება, რომელიც წარმოქმნის პროსტაგლანდინებს: PGE1, PGE2, PGF2α და PGD2 და ასევე, პროსტაციკლინს - PG12 და თრომბოქსანებს (TxA2 და TxB2). გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება გავლენა იქონიოს ანთების მედიატორებზე, როგორიცაა კინინები, და გამოიწვიოს ირიბი ზემოქმედება, რომელიც ემატება მის პირდაპირ მოქმედებას.

დექსკეტოპროფენმა აჩვენა, რომ COX-1 და COX-2 აქტივობების ინჰიბიტორია ცხოველებსა და ადამიანებში ექსპერიმენტებში.

კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა სხვადასხვა ტკივილის მოდელებზე, აჩვენა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ეფექტური ანალგეზური აქტივობა. ანალგეზური აქტივობის დაწყება ზოგიერთ კვლევაში დადგა მიღებიდან 30 წუთში. ანალგეზური ეფექტი შენარჩუნდა 4-დან 6 საათამდე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 0.25-0.33 საათში, შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი გრანულების სახით მიღებისას.

დექსკეტოპროფენის პერორალურ ტაბლეტებსა და გრანულებს შორის სტანდარტული გამოთავისუფლების შედარება 12.5 და 25 მგ დოზებზე მიუთითებს, რომ ორივე ფარმაცევტული ფორმა ბიოექვივალენტური იყო ბიოშეღწევადობის მოცულობით (AUC). პიკური კონცენტრაციები (Cmax) დაახლოებით 30%-ით მაღალი იყო გრანულების მიღების შემდეგ, ტაბლეტებთან შედარებით.

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ნახევარგანაწილების და ნახევარგამოყოფის პერიოდების მაჩვენებლებია 0.35 და 1.65 საათი, შესაბამისად. სხვა მედიკამენტების მსგავსად, რომელთაც ახასიათებთ პლაზმურ ცილებთან მაღალი დაკავშირება (99%), განაწილების მოცულობის საშუალო სიდიდე 0.25 ლ/კგ-ის ქვემოთაა. დექსკეტოპროფენის გამოყოფის ძირითადი გზაა გლუკორონიდის კონიუგაცია, რომელსაც მოსდევს თირკმლისმიერი ექსკრეცია.

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის მიღების შემდეგ მხოლოდ S-(+) ენანთიომერია შარდში, რაც აჩვენებს, რომ R-(-) ენანთიომერის კონვერსია არ ხდება ადამიანებში.

მრავალდოზიან ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში აღინიშნა, რომ ბოლო მიღების შემდეგ AUC არ განსხვავდება ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მიღებული მაჩვენებლისაგან, რაც მიუთითებს, რომ წამლის აკუმულაცია არ ხდება.

საკვებთან ერთად მიღებისას AUC არ იცვლება; თუმცა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის Cmax ქვეითდება და მისი შეწოვის სიჩქარე ყოვნდება (გაზრდილი tmax).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

დექსკეტონორი 25 მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისთვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს დექსკეტონორი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დექსკეტონორის მიღებამდე

დექსკეტონორის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

დექსკეტონორის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს დექსკეტონორი და მისი გამოყენება

დექსკეტონორი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) ჯგუფს. ის გამოიყენება სუსტი ან ზომიერი ხასიათის ტკივილის ხანმოკლე, სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა კუნთების ან სახსრების ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), კბილის ტკივილი.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დექსკეტონორის მიღებამდე

დაუშვებელია დექსკეტონორის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტი ალერგიულია აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ან ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში), ცხვირის პოლიპები (ალერგიით გამოწვეული წარმონაქმნები ცხვირის ღრუში), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან რესპირტორული დისტრესი) ან ხმაურიანი სუნთქვა აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლე და/ან ბლისტერების განვითარება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი) ან ფიბრატების (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ცხიმების დონის დასაქვეითებლად) მიღების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება პეპტიკური წყლულიდან/კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, ან წარსულში აღენიშნებოდა კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, წყლულები ან პერფორაცია;

თუ პაციენტს აქვს საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, დისპეფსია ან გულძმარვა);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, ან პერფორაცია, რომელიც გამოწვეული იყო ტკივილის საწინააღმდეგოდ მიღებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (NSAID-ები);

თუ პაციენტს აქვს ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);

თუ პაციენტს აქვს მძიმე გულის უკმარისობა, თირკმლის საშუალო ან მძიმე პრობლემები, ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის პათოლოგია ან სისხლის შედედების დარღვევები;

თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია (დიდი რაოდენობით სითხეების დაკარგვა) ღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო;

ორსულობის მესამე ტრიმესტრის ან ძუძუთი კვების დროს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დექსკეტონორით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ან წარსულში ჰქონდა ალერგიული რეაქციები;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე სითხის შეკავება ან რომელიმე ეს პრობლემა წარსულში აღენიშნებოდა;

თუ პაციენტი იღებს დიურეტიკებს ან არასაკმარისი რაოდენობით იღებს სითხეებს და აღენიშნება სისხლის მოცულობის დაქვეითება სითხეების დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო (მაგ.: გაძლიერებული შარდვა, დიარეა ან ღებინება);

თუ პაციენტს აქვს გულის პრობლემები, ინსულტის ანამნეზი ან მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობების განვითარების რისკი აქვს (მაგ.: აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცვეტს. ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა დექსკეტონორი, შესაძლოა კავშირში იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან. ნებისმიერი რისკი იზრდება მედიკამენტის დიდი დოზებით და გახანგრძლივებული მკურნალობის შედეგად. არ შეიძლება მკურნალობის რეკომენდებული დოზების ან ხანგრძლივობის გადაჭარბება;

თუ პაციენტი ხანდაზმულია, შეიძლება უფრო მეტად იმყოფბოდეს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის ქვეშ (იხ. პარაგრაფი 4). ასეთ შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია;

თუ პაციენტი ქალია და აღენიშნება რეპროდუქციულ უნართან დაკავშირებული პრობლემები (დექსკეტონორმა შესაძლოა დააქვეითოს რეპროდუქციული უნარი, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დაგეგმვის ან უნაყოფობის კვლევების ჩატარების დროს);

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლის შედეგად ზიანდება შემაერთებელი ქსოვილი);

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა კუჭისა და ნაწლავების მხრივ სხვა პრობლემები;

თუ პაციენტს ინფექცია აქვს – იხ. ქვემოთ “ინფექციები”;

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან პეპტიკური წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგ.: პერორალური სტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები - SSRI), პრეპარატები თრომბოზების პრევენციისათვის, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი. ასეთ შემთხვევებში დექსკეტონორის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია: ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი მედიკამენტი, რომელიც დაიცავს კუჭს (მაგ.: მისოპროსტოლი ან სხვა პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ კუჭის მჟავის წარმოქმნას);

თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ქრონიკული რინიტთან, ქრონიკული სინუსიტთან და/ან ცხვირის პოლიპებთან ერთად, რადგან ალერგიის უფრო მაღალი რისკი აქვთ აცეტილსალიცილის მჟავის და/ან NSAID-ების მიმართ, ვიდრე დანარჩენ პოპულაციას. ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები ან ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავის ან NSAID-ების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.

ინფექციები

დექსკეტოპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ დექსკეტონორმა შესაძლოა დააყოვნოს ინფექციის შესაბამისი მკურნალობის დაწყება და შედეგად გაზარდოს გართულებების რისკი. ეს აღწერილ იქნა ბაქტერიული პნევმონიის და ჩუტყვავილასთან დაკავშირებული კანის ბაქტერიული ინფექციების დროს. თუ მედიკამენტის მიღება ხდება ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ჩუტყვავილის დროს რეკომენდებულია ამ მედიკამენტის გამოყენებისაგან თავის არიდება.

ბავშვები და მოზარდები

დექსკეტონორი არ არის შესწავლილი ბავშვებსა და მოზარდებში. ამიტომ, უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი და პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და დექსკეტონორი

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. ზოგიერთი მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული ერთდროულად და ზოგიერთი მედიკამენტი საჭიროებს დოზის ცვლილებას ერთდროული მიღების დროს.

ყოველთვის უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი დექსკეტონორთან ერთად იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

მედიკამენტების კომბინაცია, რომლებიც არ არის რეკომენდებული:

აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები;

ვარფარინი ან ჰეპარინი, ან თრომბოზის პრევენციისათვის განკუთვნილი სხვა მედიკამენტები;

ლითიუმი, გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური დარღვევების დროს;

მეთოტრექსატი (კიბოს საწინააღმდეგო ან იმუნოსუპრესანტი) მაღალი დოზებით 15 მგ/კვირა;

ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს;

სულფამეთოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.

კომბინაციები, რომლებიც მოითხოვენ სიფრთხილის ზომება:

აგფ-ინჰიბიტორები, შარდმდენები და ანგიოტენზინი II ანტაგონისტები, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის პრობლემების დროს;

პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, გამოიყენება ვენების ქრონიკული წყლულების დროს;

ზიდოვუდინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

სულფონილშარდოვანა (მაგ.: ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი) გამოიყენება დიაბეტის დროს;

მეთოტრექსატი დაბალი დოზებით, ნაკლები ვიდრე 15 მგ/კვირა.

კომბინაციები, რომლებიც ყურადღებით უნდა იქნეს განხილული

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგ.: ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი) - გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებებისა და ორგანოების ტრანსპლანტაციების დროს;

სტრეპტოკინაზა და თრომბოლიზური და ფიბრინოლიზური სხვა პრეპარატები, ანუ, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება თრომბების დასაშლელად;

პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის დროს;

დიგოქსინი, გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;

მიფეპრისტონი, გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად;

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (SSRI) ჯგუფის ანტიდეპრესანტები;

ანტიაგრეგანტული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციისა და სისხლის თრომბების წარმოქმნის შესამცირებლად;

ბეტა-ბლოკატორები, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების დროს;

ტენოფოვირი, დეფერასიროქსი, პემეტრექსედი.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული დექსკეტონორთან ერთად სხვა მედიკამენტების გამოყენების შესახებ, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

დექსკეტონორის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მწვავე ტკივილის დროს საშეტების მიღება შესაძლებელია მშიერ კუჭზე, არანაკლებ 15 წუთით ადრე ჭამამდე, ეს ხელს უწყობს წამლის მოქმედების უფრო სწრაფად დაწყებას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფამაცევტთან მიმართვა, რადგან დექსკეტონორის მიღება შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს პაციენტისათვის.

დაუშვებელია დექსკეტონორის მიღება ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვების დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლის და გულის პრობლემები.

შეიძლება გავლენა იქონიოს დედისა და ნაყოფის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და გამოიწვიოს მშობიარობის მოსალოდნელზე მეტად გვიან დაწყება ან გახანგრძლივება. არ უნდა მოხდეს დექსკეტონორის მიღება ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება და არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული. თუ პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა ამ პერიოდში ან ცდილობს დაფეხმძიმებას, გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტხანს გამოყენებისას დექსკეტონორმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს, დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ნაყოფის გულის სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რამდენიმე დღეზე მეტხანს, ექიმმა შეიძლება მოახდინოს დამატებითი მონიტორინგი.

დექსკეტონორის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მცდელობისას ან უნაყოფობის კვლევების ჩატარების დროს. ქალების რეპროდუქციულ უნარზე პოტენციური ეფექტების შესახებ იხ. ასევე პარაგრაფი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

დექსკეტონორმა შესაძლოა მცირე ზეგავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, მისი გვერდითი ეფექტების, თავბრუსხვევის, ძილიანობის ან მხედველობის დარღვევების, გამო. ასეთი ეფექტების შემჩნევის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ არ ალაგდება სიმპტომები. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

დექსკეტონორი შეიცავს საქაროზას და ნარინჯისფერ-ყვითელ (sunset yellow) FCF-ს (E-110)

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე.

ეს მედიკამენტი შეიცავს საღებავს ნარინჯისფერ-ყვითელ (sunset yellow) FCF-ს (E-110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები.

დექსკეტონორის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დექსკეტონორის დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, მის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მისაღები საშეტების რაოდენობასა დღეში და მკურნალობის ხანგრძლივობას.

ზოგადად, რეკომენდებულია 1 საშეტი (25 მგ დექსკეტოპროფენი) ყოველ 8 საათში, არა უმეტეს 3 საშეტისა (75 მგ) დღეში.

ხანდაზმული ასაკის ან ღვიძლის ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებისათვის თერაპიის დაწყება რეკომენდებულია მაქსიმუმ 2 საშეტით (50 მგ) დღეში.

ხანდაზმულ პაციენტებში, დექსკეტონორის კარგი ამტანობის შემთხვევაში, საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს ზოგადად რეკომენდებულ დოზამდე (75 მგ დექსკეტოპროფენი).

თუ ტკივილი ინტენსიურია და საჭიროა მისი სწრაფად მოხსნა, შესაძლებელია საშეტების მიღება მშიერ კუჭზე (არანაკლებ 15 წუთით ადრე ჭამამდე), ამ დროს მისი შეწოვა უფრო ადვილად ხდება (იხ. პარაგრაფი 2 “დექსკეტონორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად”).

სწორად მიღების ინსტრუქციები

თითოეული საშეტის მთლიანი შემცველობა უნდა გაიხსნას ჭიქა წყალში, საჭიროა მორევა, რათა პრეპარატი გაიხსნას. მიღებული ხსნარი უნდა დაილიოს მაშინათვე, განზავების შემდეგ.

დექსკეტონორის დოზის გადაჭარბებისას

მედიკამენტის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. ამ დროს სასურველია მიღებული წამლის კოლოფის ან ინსტრუქციის თან ქონა.

დოზის გადაჭარბებისას ან პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, წამლის დასახელებისა და მისი რაოდენობის მითითებით. პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ინსტრუქცია, რაიმე დარჩენილი ტაბლეტები და შეფუთვა ჰოსპიტალში ან ექიმთან მიმართვისას, რათა მოხდეს მიღებული ტაბლეტების იდენტიფიცირება.

დექსკეტონორის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით (იხ. პარაგრაფი 3).

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, დექსკეტონორიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია მათი განვითარების სიხშირის მიხედვით. რადგან ჩამონათვალი ნაწილობრივ დაფუძნებულია გვერდით მოვლენებზე, რომლებიც აღწერილ იქნა დექსკეტოპროფენის ტაბლეტების მიღებისას, და დექსკეტოპროფენის გრანულები ტაბლეტებზე უფრო სწრაფად შეიწოვება, გვერდითი მოვლენების (კუჭ-ნაწლავის მოვლენების) ფაქტობრივი სიხშირე შეიძლება უფრო მაღალი იყოს დექსკეტოპროფენის გრანულების მიღებისას.

ხშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

გულისრევა და/ან ღებინება, ძირითადად მუცლის ზედა კვადრატში ტკივილი, ფაღარათი, საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია).

არახშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევები, ნევროზულობა, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, ალები, კუჭის გარსის ანთება (გასტრიტი), ყაბზობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე, დაღლილობა, ტკივილი, ციებ-ცხელების შეგრძნება, ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

პეპტიკური წყლული, პეპტიკური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინებით ან შავი განავლით), გულისწასვლა, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირის ძლიერი შენელება, წყლის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად, კოჭების შესივება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), პათოლოგიური შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, გაძლიერებული ოფლიანობა, წელის ტკივილი, გახშირებული შარდვა, მენსტრუალური დარღვევები, პროსტატის პრობლემები, ღვიძლის ფუნქციის ანალიზების (სისხლის ანალიზების) მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა, ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კოლაფსი), ღია წყლულები კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი), სახის ან ტუჩებისა და ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროების შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, პანკრეასის ანთება, მხედველობის დაბინდვა, ყურებში ხმაური (ტინიტუსი), მგრძნობიარე კანი, მგრძნობელობა სინათლეზე, ქავილი, თირკმლის პრობლემები, ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება (ნეიტროპენია), თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია).

ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვაა საჭირო კუჭ-ნაწლავის გვერდითი მოვლენების განვითარებისას მკურნალობის დასაწყისში (როგორიცაა: კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა) ან თუ პაციენტს ანამნეზში აღინიშნება მსგავსი სიმპტომები ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი მიღების გამო და განსაკუთრებით, თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა.

დექსკეტონორის მიღება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა კანზე გამონაყარი, დაზიანებები პირის ღრუში ან სასქესო ორგანოებზე, ან გამოვლინდა ალერგიის ნებისმიერი ნიშანი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის დროს აღწერილ იქნა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით, კოჭებისა და ფეხების), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.

ისეთი მედიკამენტები, როგორიცა დექსკეტონორი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის (“ცერებროვასკულური” შემთხვევის) განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან.

იმუნური სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები), ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ცხელება, თავის ტკივილი ან კისრის გაშეშება.

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ ვითარდება. შეიძლება განვითარდეს პეპტიკური წყლულები, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

მიღების შემდეგ აღწერილ იქნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მელენა, ჰემატემეზისი, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გაუარესება და კრონის დაავადება. ნაკლებად ხშირად აღწერილ იქნა კუჭის გარსის ანთება (გასტრიტი).

როგორც სხვა NSAID-ების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰემატოლოგიური რეაქციები (პურპურა, აპლაზიური და ჰემოლიზური ანემია და იშვიათად აგრანულოციტოზი და მედულარული ჰიპოპლაზია).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ექსკლუზიური ინფორმაცია სომხეთისათვის: გვერდითი მოვლენების შესახებ სეტყობინება შესაძლებელია სომხეთის რესპუბლიკის “წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრში” პირდაპირ ვებგვერდის საშუალებით www.pharm.am ან ცხელ ხაზზე დარეკვით: +374 (10) 20 05 05 და +374 (96) 22 05 05.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

დექსკეტონორის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30°C-ის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა გამოუყენებელი პრეპარატების ან შეფუთვების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დექსკეტონორი

აქტიური ნივთიერებაა დექსკეტოპროფენი. თითოეული საშეტი შეიცავს 36.90 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს, რომელიც შეესაბამება 25 მგ დექსკეტოპროფენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ფორთოხლის ესენცია (60,0 მგ) (სიმინდის მალტოდექსტრინი, არომატული პრეპარატები, ბუნებრივი არომატული ნივთიერებები, არომატული ნივთიერებები და E307 ალფა-ტოკოფეროლი), ქსანტანის ფისი, საღებავი ნარინჯისფერ-ყვითელი (sunset yellow) (E-110) და საქაროზა.

პროდუქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

დექსკეტონორი 25 მგ წარმოდგენილია ყვითელ-ნარინჯისფერი გრანულების სახით შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად. თითოეული შეფუთვა შეიცავს 20 საშეტს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Round de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რაუნდდე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2025 წლის მაისი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა