გლიცერინი
Glycerin
გლიცერინის სანთლები გამოიყენება პერიოდული ყაბზობის შესამსუბუქებლად, ნაწლავის მოქმედების სტიმულაციის მიზნით. გლიცერინის სანთლების გამოყენებამდე პრეპარატი არ გამოიყენება, თუ აღენიშნება... • ალერგია პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ. • არ გამოიყენება ბავშვებსა და ჩვილებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გლიცეროლი (glycerol)
- ფორმა და შეფუთვა
- 2,8გ/4გ 4გ რექტალური სუპოზიტორია მოზრდილებისათვის №12 (2X6)
- მწარმოებელი
- L.C.M. Ltd., დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ყაბზობის სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A06AX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045917
- რეგისტრირებულია
- 15 ივლისი 2026, მოქმედებს 15 ივლისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „შტადა ჯორჯია“
გლიცერინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გლიცერინის სანთლები გამოიყენება პერიოდული ყაბზობის შესამსუბუქებლად, ნაწლავის მოქმედების სტიმულაციის მიზნით.
გლიცერინის სანთლების გამოყენებამდე
პრეპარატი არ გამოიყენება, თუ აღენიშნება...
- ალერგია პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ. • არ გამოიყენება ბავშვებსა და ჩვილებში.
მიღების წესი და დოზირება
- სანთლები არ მიიღება ორალური გზით. •გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა. • გამოყენებამდე საჭიროა დამცავი გარსის მოხსნა, ნაჭდევთან ფირფიტის გახევის ან სანთლის ირგვლივ შემოჭრის გზით. • უნდა მოხდეს სანთლის ამოვლება წყალში და მოთავსება სწორ ნაწლავში.
მოზრდილები და ხანდაზმულები: საჭიროებისამებრ, უნდა მოთავსდეს ერთი სანთელი.
არ გამოიყენება ბავშვებში ან ჩვილებში.
სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში, რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყლაპვა. თუ შემთხვევით მოხდა პრეპარატის გადაყლაპვა, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ პაციენტი ორსულადაა, შესაძლოა იყოს ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდი აქვს, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გლიცერინის სანთლები არ გამოიყენება ორსულობის დროს, თუ არ არის დანიშნული ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის გაღიზიანება და პერიოდულად, მუცლის სპაზმი. თუ აღინიშნა რაიმე გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს გამოყენება და მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რაც არ არის წარმოდგენილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება, ასევე, პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით: www.mhra.gov.uk/yellowcard.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით პაციენტი დამატებით ინფორმაციას იძლევა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. ინახება მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
გამოიყენება კოლოფის გვერდით მხარეს მითითებულ თარიღამდე.
თითოეული სანთლის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება: გლიცეროლი 2.8გ.
ასევე შეიცავს: ჟელატინს და გამოხდილ წყალს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: შპს L.C.M.
Huddersfield, HD7 5QH, დიდი ბრიტანეთი შპს Thornton and Ross-სათვის
(ჰადდერსფილდ, HD7, 5QH, დიდი ბრიტანეთი შპს თორნტონ ენდ როსს-სათვის)
ტექსტის გადახედვის თარიღი: 2024 წლის სექტემბერი
PL 12965/0015 მხოლოდ დიდ ბრიტანეთში MA/213/00602
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის წაკითხვა.
რისთვის გამოიყენება პრეპარატი
გლიცერინის სანთლები გამოიყენება პერიოდული ყაბზობის შესამსუბუქებლად, ნაწლავის მოქმედების სტიმულაციის მიზნით.
გლიცერინის სანთლების გამოყენებამდე
პრეპარატი არ გამოიყენება, თუ აღენიშნება...
- ალერგია პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ. • არ გამოიყენება ბავშვებსა და ჩვილებში.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ პაციენტი ორსულადაა, შესაძლოა იყოს ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდი აქვს, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გლიცერინის სანთლები არ გამოიყენება ორსულობის დროს, თუ არ არის დანიშნული ექიმის მიერ.
პრეპარატის გამოყენების წესი
- სანთლები არ მიიღება ორალური გზით. •გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა. • გამოყენებამდე საჭიროა დამცავი გარსის მოხსნა, ნაჭდევთან ფირფიტის გახევის ან სანთლის ირგვლივ შემოჭრის გზით. • უნდა მოხდეს სანთლის ამოვლება წყალში და მოთავსება სწორ ნაწლავში.
მოზრდილები და ხანდაზმულები: საჭიროებისამებრ, უნდა მოთავსდეს ერთი სანთელი.
არ გამოიყენება ბავშვებში ან ჩვილებში.
სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში, რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყლაპვა. თუ შემთხვევით მოხდა პრეპარატის გადაყლაპვა, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის გაღიზიანება და პერიოდულად, მუცლის სპაზმი. თუ აღინიშნა რაიმე გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს გამოყენება და მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რაც არ არის წარმოდგენილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება, ასევე, პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით: www.mhra.gov.uk/yellowcard.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით პაციენტი დამატებით ინფორმაციას იძლევა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
პრეპარატის შენახვის წესი
ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. ინახება მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
გამოიყენება კოლოფის გვერდით მხარეს მითითებულ თარიღამდე.
თითოეული სანთლის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება: გლიცეროლი 2.8გ.
ასევე შეიცავს: ჟელატინს და გამოხდილ წყალს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: შპს L.C.M.
Huddersfield, HD7 5QH, დიდი ბრიტანეთი შპს Thornton and Ross-სათვის
(ჰადდერსფილდ, HD7, 5QH, დიდი ბრიტანეთი შპს თორნტონ ენდ როსს-სათვის)
ტექსტის გადახედვის თარიღი: 2024 წლის სექტემბერი
PL 12965/0015 მხოლოდ დიდ ბრიტანეთში MA/213/00602
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


