პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

არიპრაზოლი

Ariprazol

რეცეპტით15მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი არიპრაზოლი® ნაჩვენებია შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებში. არიპრაზოლი® ასევე ნაჩვენებია ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს, ასევე ახალი მანიაკალური ეპიზოდების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ წინა მანიაკალური ეპიზოდი, რომლებმაც უპასუხეს …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
არიპიპრაზოლი (aripiprazole)
ფორმა და შეფუთვა
15მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
LLC „Pharma Start“, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N05AX12
რეგისტრაციის ნომერი
რ-043164
რეგისტრირებულია
24 აპრილი 2025, მოქმედებს 24 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
LLC „Acino Ukraine“ (უკრაინა)
განმცხადებელი
სს ასინო ფარმა ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაარიპრაზოლი და სხვა წამალი ერთად

არიპრაზოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი არიპრაზოლი® ნაჩვენებია შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებში.

არიპრაზოლი® ასევე ნაჩვენებია ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს, ასევე ახალი მანიაკალური ეპიზოდების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ წინა მანიაკალური ეპიზოდი, რომლებმაც უპასუხეს არიპიპრაზოლით მკურნალობას.

მიღების წესი და დოზირება

სამკურნალო საშუალება არიპრაზოლი® განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

მოზრდილები

შიზოფრენია: არიპრაზოლის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 ან 15 მგ/დღეში, შემანარჩუნებელი დოზით 15 მგ/დღეში. ეს დოზა მიიღება ერთხელ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად.

არიპრაზოლი ეფექტურია დოზის დიაპაზონში 10-დან 30 მგ/დღეში. ეფექტურობის ზრდა 15 მგ დღიურ დოზაზე მეტი დოზებით არ გამოვლენილა, თუმცა გაზრდილი დოზა შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგიერთი პაციენტისთვის.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30მგ.

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს: არიპრაზოლის რეკომენდებული საწყისი დოზაა 15მგ. ეს დოზა მიიღება ერთხელ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს, როგორც მონოთერაპია ან როგორც კომბინირებული მკურნალობის ნაწილი. ზოგიერთი პაციენტისთვის დოზის გაზრდა შეიძლება ეფექტური იყოს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ.

მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პრევენცია I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს: მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში, პრეპარატი უნდა გაგრძელდეს იმავე დოზით. პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია დღიური დოზის კორექცია, შემცირების ჩათვლით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებს დოზის კორექცია არ სჭირდებათ. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდაციის გასაცემად არ არის საკმარისი მონაცემები. ამ პაციენტებში დოზა ფრთხილად უნდა იყოს ტიტრირებული. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30მგ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხანდაზმული პაციენტები: არიპრაზოლის ეფექტურობა შიზოფრენიის და I ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. ამ პაციენტების პოპულაციის უფრო მაღალი მგრძნობელობის გათვალისწინებით, გასათვალისწინებელია პრეპარატის დაბალი საწყისი დოზების გამოყენება, თუ ამას სხვა კლინიკური ფაქტორები იძლევა.

სქესი: დოზის კორექცია პაციენტის სქესის მიხედვით არ არის საჭირო.

მწეველობა: არიპიპრაზოლის მეტაბოლური გზის გამო, მწეველებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დოზის კორექცია ურთიერთქმედების შედეგად: CYP3A4 ან CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს. თუ CYP3A4 ან CYP2D6 ინჰიბიტორი გამორიცხულია კომბინირებული სქემიდან, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს.

CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს. თუ CYP3A4 ინდუქტორი გამორიცხულია კომბინირებული სქემიდან, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.

ბავშვები.

პრეპარატი არიპრაზოლი® მოცემული დოზით არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა არიპიპრაზოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ანტიფსიქოტიკებით მკურნალობისას პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.

სუიციდის მიმართ მიდრეკილება: სუიციდური ქცევა ხშირია ფსიქიატრიული და აფექტური აშლილობის მქონე პაციენტებში და ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ანტიფსიქოტიკის დაწყებიდან მალევე ან ანტიფსიქოტიკის შეცვლისას, არიპიპრაზოლით მკურნალობის ჩათვლით. ანტიფსიქოტიკური საშუალებრებით მკურნალობას თან უნდა ახლდეს მაღალი რისკის მქონე პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა ან გამტარობის დარღვევა), ცერებროვასკულური დარღვევებით, მდგომარეობით რომელიც იწვევს ჰიპოტენზიისადმი (დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მიღება) ან ჰიპერტენზიისადმი მიდრეკილებით, მათ შორის პროგრესირებადი ან ავთვისებიანი ჰიპერტენზიით.

ანტიფსიქოტური საშუალებების მიღებისას დაფიქსირდა ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) შემთხვევები.

ვინაიდან ვთე-ის შეძენილი რისკ-ფაქტორები ხშირად შეინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოტურ საშუალებებს, ვთე-ის ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი უნდა იყოს გამოვლენილი არიპიპრაზოლით თერაპიის დაწყებამდე და მის დროს და უნდა იქნას მიღებული პრევენციული ზომები.

QT ინტერვალის გახანგრძლივება: ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების შემთხვევაში, არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ოჯახური ისტორია.

გვიანი დისკინეზია: თუ გვიანი დისკინეზიის სიმპტომები განვითარდება პაციენტში, რომელიც იღებს არიპიპრაზოლს, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. ეს სიმპტომები შეიძლება დროებით გაუარესდეს ან გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები: აკათიზია და პარკინსონიზმი აღინიშნა ბავშვებში რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს. სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომების ნიშნების შემთხვევაში, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება და პაციენტის მდგომარეობის მკაცრი კლინიკური მონიტორინგი.

ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (ნას): „ნას“ წარმოადგენს ანტიფსიქოტური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ სიმპტომების კომპლექსს, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური. არიპიპრაზოლის კლინიკურ კვლევებში NMS იშვიათად აღინიშნა.

„ნას“-ის კლინიკური გამოვლინებებია ჰიპერპირექსია (სხეულის უკიდურესად მაღალი ტემპერატურა), კუნთების სიმტკიცე, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა და ავტონომიური ნერვული სისტემის დარღვევის ნიშნები (არარეგულარული პულსი ან არტერიული წნევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა და გულის არანორმალური რიტმი). დამატებითი ნიშნები შეიძლება შეიცავდეს კრეატინფოსფოკინაზას დონის მატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობას. თუმცა, დაფიქსირდა კრეატინფოსფოკინაზას და რაბდომიოლიზის დონის მომატების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც არ არის დაკავშირებული „ნას“-თან. თუ პაციენტს განუვითარდა „ნას“-ის სიმპტომები ან შეინიშნება სხეულის ტემპერატურის აუხსნელი მატება „ნას“-ის დამატებითი კლინიკური გამოვლინების გარეშე, ყველა ანტიფსიქოტური პრეპარატი, მათ შორის არიპიპრაზოლი, უნდა შეწყდეს.

ეპილეფსიური კრუნჩხვები: არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ეპილეფსიური კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები. ამიტომ, არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ანამნეზში ეპილეფსიით ან ეპილეფსიური კრუნჩხვით დაკავშირებული მდგომარეობებით.

დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმული პაციენტები. გაზრდილი ლეტალობა: სამ პლაცებოთი კონტროლირებად კვლევაში (n=938; საშუალო ასაკი: 82.4 წელი, ასაკობრივი დიაპაზონი: 56-99 წელი), არიპიპრაზოლის მიღება ალცჰეიმერის დაავადების ფონზე ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დაკავშირებული იყო ლეტალური გამოსავლის გაზრდილ რისკთან პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.

ლეტალობის დონემ არიპიპრაზოლის მიმღები პაციენტების ჯგუფში შეადგინა 3.5% პლაცებოს ჯგუფში 1.7%-თან შედარებით. თუმცა, ლეტალური გამოსავლის მიზეზები იყო განსხვავებული, მათგან უმეტესობას ჰქონდა გულ-სისხლძარღვოვანი (მაგ., გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგ., პნევმონია) ხასიათი.

ცერებროვასკულური ხასიათის არასასურველი რეაქციები: იმავე კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ცერებროვასკულური არასასურველი რეაქციების განვითარება (მაგალითად, ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა), ლეტალური გამოსავლის ჩათვლით. პაციენტების საშუალო ასაკი იყო 84 წელი, ასაკობრივი დიაპაზონი: 78-88 წელი. საერთო ჯამში, ამ კვლევებში ცერებროვასკულარული არასასურველი რეაქციები განუვითარდა არიპიპრაზოლის მიმღები პაციენტების 1.3%-ს პლაცებოს მიმღები პაციენტების 0.6%-თან შედარებით. ეს განსხვავება არ იყო სტატისტიკურად დამაჯერებელი. თუმცა, ერთ-ერთ ამ კვლევაში (ფიქსირებული დოზის კვლევა) არსებობდა გამოხატული კავშირი პრეპარატის დოზებსა და ცერებროვასკულური ტიპის არასასურველი რეაქციების გამოვლენას შორის არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში.

არიპიპრაზოლი არ არის ნაჩვენები დემენციის ფონზე ფსიქოზის სამკურნალოდ.

ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი: ჰიპერგლიკემია, ზოგიერთ შემთხვევაში უკიდურესად მძიმე და ასოცირებული კეტოაციდოზთან ან ჰიპეროსმოლარულ კომასთან, ფატალურის ჩათვლით, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიფსიქოტურ საშუალებებს, მათ შორის არიპიპრაზოლს. რისკის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები, მოიცავს სიმსუქნეს და დიაბეტის ოჯახურ ისტორიას. პაციენტებში, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს და სხვა ატიპიურ ანტიფსიქოტიკურ საშუალებებს, არ არსებობს ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის ზუსტი შედარებითი შეფასება. პაციენტები, რომლებიც იღებენ ნებისმიერ ანტიფსიქოზურ პრეპარატს, მათ შორის არიპიპრაზოლს, უნდა იყვნენ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ ჰიპერგლიკემიის სიმპტომების გამო (როგორიცაა პოლიდიფსია, პოლიურია, პოლიფაგია და სისუსტე). შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მდგომარეობა ან შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის ფაქტორების არსებობა რეგულარულად უნდა შემოწმდეს გლუკოზის ამაღლებულ დონეზე (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

ჰიპერმგრძნობელობა: ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც ვლინდება ალერგიული სიმპტომების სახით.

წონის მატება: შიზოფრენიითა და ბიპოლარული მანიაკალური აშლილობის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ წონაში მატება თანმხლები დაავადების გამო, ანტიფსიქოტიკების გამოყენება, რომლებიც იწვევენ წონის მატებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევას. ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა წონის მომატების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს. როგორც წესი, ასეთი შემთხვევები ვლინდებოდა პაციენტებში მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა ანამნეზში დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ან ჰიპოფიზის ადენომა.

ზრდასრულ პაციენტებში არ დაფიქსირებულა სხეულის წონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება არიპიპრაზოლის მიღებისას. ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდებში კლინიკურ კვლევებში წონაში მატება დაფიქსირდა არიპიპრაზოლით მკურნალობიდან 4 კვირის შემდეგ. ბიპოლარული აშლილობით ასოცირებული მანიით მოზარდ პაციენტებში უნდა მოხდეს სხეულის წონის მონიტორინგი. სხეულის წონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატებისას უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

დისფაგია: ანტიფსიქოზურმა პრეპარატებმა, მათ შორის არიპიპრაზოლმა, შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის მოტორიკის დარღვევა და კუჭის შიგთავსის ასპირაცია. არიპიპრაზოლი და სხვა ანტიფსიქოტური საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასპირაციული პნევმონიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.

აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური და იმპულსების კონტროლის სხვა ქცევითი დარღვევები: პაციენტებს, რომლებსაც დაუნიშნული აქვთ არიპიპრაზოლი, აღენიშნათ პათოლოგიური მიდრეკილება აზარტული თამაშების მიმართ და ამ ტენდენციის კონტროლის შეუძლებლობა. ასევე დაფიქსირდა ჰიპერსექსუალობა, იძულებითი შოპინგი, ზედმეტი ჭამა ან საკვებისადმი უკონტროლო ლტოლვა და სხვა იმპულსური და იძულებითი ქცევის დარღვევები. მნიშვნელოვანია, რომ კლინიცისტებმა გააფრთხილონ პაციენტები და მათი მომვლელები არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს ახალი ან ზემოაღნიშნული დარღვევების განვითარების შესახებ. იმპულსების კონტროლის დარღვევის სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ძირითად აშლილობასთან; თუმცა, ხანდახან მოხსენებული იყო პათოლოგიური ტენდენციის გაქრობის შესახებ პრეპარატის დოზის შემცირებით ან მკურნალობის შეწყვეტით. იმპულსების კონტროლის დარღვევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტს ან სხვა პირებს, თუ ისინი არ არის გამოვლენილი. თუ პაციენტს განუვითარდა ეს ტენდენციები არიპიპრაზოლის მიღებისას, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

ლაქტოზა: არიპრაზოლი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას გადაუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.

პაციენტები თანმხლები ADHD-ით (ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა): მიუხედავად I ტიპის ბიპოლარული აშლილობისა და ADHD-ის თანმხლები დაავადებების მაღალი სიხშირისა, ძალიან შეზღუდულია მონაცემები არიპიპრაზოლისა და სტიმულატორების ერთდროული გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას.

დაცემა: არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, მოტორული და სენსორული არასტაბილურობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა. სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული გაზრდილი რისკის მქონე პაციენტების მკურნალობისას და მკურნალობა უნდა იქნეს დაწყებული დაბალი საწყისი დოზებით (მაგ. ხანდაზმულ პაციენტებში ან დასუსტებულ პაციენტებში).

გამოიყენეთ ორსულობისას ან ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

α1-ადრენორევეფტორების ანტაგონიზმის გამო, არიპიპრაზოლმა შეიძლება გააძლიეროს ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მოქმედება.

იმის გათვალისწინებით, რომ არიპიპრაზოლი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სიფრთხილეა საჭირო არიპიპრაზოლის იმ პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, შესაძლო ჯვარედინი გვერდითი რეაქციების გამო, როგორიცაა სედაცია (იხ. პ. „სიფრთხილის ზომები“).

ასევე აუცილებელია არიპიპრაზოლით თერაპიის დროს ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება. არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს ან არღვევენ ელექტროლიტების ბალანსს.

სხვა სამკურნალო საშუალებების პოტენციური გავლენა არიპიპრაზოლის მოქმედებაზე.

მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბიტორი, H2-ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტი ფამოტიდინი ამცირებს არიპიპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ ეს ეფექტი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად.

არიპიპრაზოლი მეტაბოლიზდება რამდენიმე გზით CYP2D6 და CYP3A4 ფერმენტების მონაწილეობით, მაგრამ არა CYP1A ფერმენტების მონაწილეობით. ამრიგად, მწეველ პაციენტებს არ სჭირდებათ პრეპარატის დოზის კორექტირება.

ჯანმრთელ მოხალისეებში ცატარებულ კლინიკურ კვლევებში

CYP2D6 (ქინიდინი) ფერმენტის ძლიერი ინიბიტორი ზრდიდა არიპიპრაზოლის AUC -ს 107%-ით, ხოლო Cmax რჩებოდა უცვლელი. არიპიპრაზოლის აქტიური მეტაბოლიტის- დეჰიდროარიპიპრაზოლის AUC და Cmax მნიშვნელობები შემცირდა შესაბამისად 32%-ით და 47%-ით. ქინიდინთან ერთად მიღებისას არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით ნახევრით. სხვა ძლიერ CYP2D6 ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი, სავარაუდოდ ექნებათ მსგავსი ეფექტები, ამიტომ მათი გამოყენებისას დოზა ანალოგიურად უნდა შემცირდეს.

კეტოკონაზოლი და სხვა CYP3A4-ს ინჰიბიტორები.

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, ფერმენტ CYP3A4-ს ძლიერმა ინჰიბიტორმა (კეტოკონაზოლი) გაზარდა არიპიპრაზოლის AUC და Cmax შესაბამისად 63% და 37%-ით. დეჰიდროარიპიპრაზოლის AUC და Cmax მნიშვნელობები გაიზარდა შესაბამისად 77%-ით და 43%-ით. CYP2D6-ს დაქვეითებული მეტაბოლიზმის მქონე პირებში CYP3A4-ს ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არიპიპრაზოლის უფრო მაღალი კონცენტრაციები პლაზმაში, ვიდრე CYP2D6-ის აქტიური მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში. თუ კეტოკონაზოლის ან სხვა ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული გამოყენება აუცილებელია, პოტენციური უპირატესობები უნდა აღემატებოდეს პაციენტისთვის შესაძლო რისკებს. არიპიპრაზოლის და კეტოკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით ნახევრით. სხვა ძლიერ CYP3A4-ს ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და აივ -პროტეაზას ინჰიბიტორები, თეორიულად შეიძლება ჰქონდეთ იგივე ეფექტები და, შესაბამისად, საჭირო გახადონ დოზის ანალოგიურად შემცირება (იხ. „გამოყენების მეთოდი და დოზები“).

CYP2D6 ან CYP3A4-ს ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტის შემდეგ, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს იმ დონემდე, რომელიც გამოიყენებოდა თანმხლები მკურნალობის დაწყებამდე. შესაძლებელია არიპიპრაზოლის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება CYP3A4-ის სუსტი ინჰიბიტორების (მაგ., დილთიაზემი ან ესციტალოპრამი) ან CYP2D6-ის ერთდროულად გამოყენებისას.

კარბამაზეპინი და სხვა CYP3A4-ს ინდუქტორები.

CYP3A4 -ს ძლიერი ინდუქტორის- კარბამაზეპინის არიპიპრაზოლთან ერთად მიღების შემდეგ, არიპიპრაზოლის საშუალო გეომეტრიული Cmax და AUC მნიშვნელობები არიპიპრაზოლით მონოთერაპიასთან შედარებით (30 მგ) შემცირდა შესაბამისად 68%-ით და 73%-ით. ანალოგიურად, კარბამაზეპინის დეჰიდროარიპიპრაზოლთან ერთად გამოყენებისას, ამ უკანასკნელის საშუალო გეომეტრიული Cmax და AUC შემცირდა შესაბამისად 69%-ით და 71%-ით, არიპიპრაზოლით მონოთერაპიასთან შედარებით. არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაორმაგდეს მისი კარბამაზეპინთან ერთდროულად გამოყენებისას. არიპიპრაზოლის ერთდროულ გამოყენებას სხვა ძლიერ CYP3A4 -ს ინდუქტორებთან (როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ეფავირენცი, ნევირაპინი და მცენარე კრაზანა) თეორიულად აქვს ანალოგიური ეფექტი, ამიტომ საჭიროა დოზის შესაბამისი გაზრდა. CYP3A4 -ს ძლიერი ინდუქტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.

ვალპროატი და ლითიუმი.

ვალპროატის ან ლითიუმის არიპიპრაზოლთან ერთდროულად მიღებისას არიპიპრაზოლის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, ამიტომ დოზის კორექცია ვალპროატის ან ლითიუმის არიპიპრაზოლთან ერთად გამოყენებისას საჭირო არ არის.

სეროტონინული სინდრომი.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ არიპიპრაზოლს, დაფიქსირდა სეროტონინული სინდრომის შემთხვევები; განსაკუთრებით ერთდროულად გამოყენებისას სხვა სეროტონინერგულ პრეპარატებთან, როგორიცაა „სუსი“ (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი/სეროტონინის/ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი) ან პრეპარატებთან, რომლებიც ზრდიან არიპიპრაზოლის კონცენტრაციას.

არიპიპრაზოლის პოტენციური გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლი 10-30 მგ/დღეში დოზით არ ახდენდა გავლენას ფერმენტ CYP2D6-ს (დექსტრომეტორფანი/3 მეთოქსიმორფინანის თანაფარდობა), CYP2C9-ს (ვარფარინი), CYP2C19-ს (ომეპრაზოლი) და CYP3A-ს სუბსტრატების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, in vitro კვლევებმა არ გამოავლინა არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის უნარი, რომ გავლენა მოეხდინათ ფერმენტ CYP1A2-ს მედიატორობით განპირობებულ მეტაბოლურ გზებზე. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არიპიპრაზოლს შეუძლია გამოიწვიოს ამ ფერმენტების მედიატორობით განპირობებული კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლებს შორის ურთიერთქმედება.

არიპიპრაზოლის ვალპროატთან, ლითიუმთან ან ლამოტრიჯინთან ერთდროული მიღების შემთხვევაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა ვალპროატის, ლითიუმის ან ლამოტრიჯინის კონცენტრაციებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სიხშირე უცნობია - წამლის მოხსნის სინდრომი ახალშობილებში.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: სიხშირე უცნობია - პრიაპიზმი.

ზოგადი დარღვევები: ხშირად - დაღლილობა; სიხშირე უცნობია - ტემპერატურის დარღვევა (მაგალითად, ჰიპოთერმია, ჰიპერთერმია), გულმკერდის ტკივილი, პერიფერიული შეშუპება.

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: სიხშირე უცნობია - სხეულის წონის მატება ან შემცირება, ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) დონის მატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) დონის მომატება, გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) დონის მომატება, ტუტე ფოსფატაზას დონის მატება, QT ინტერვალის გახანგრძლივება, კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება, სისხლში გლუკოზის დონის მატება, სისხლში გლუკოზის დონის მერყეობა, გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის მომატება.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

მოზრდილები.

ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ეპს)

შიზოფრენია: 52-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით, აღენიშნებოდათ EPS-ის საერთო დაბალი სიხშირე, მათ შორის პარკინსონიზმი, აკათია, დისტონია და დისკინეზია (25.8%), ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰალოპერიდოლით (57.3%). 26-კვირიან პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 19% იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს და 13.1% პლაცებო პაციენტებისთვის. სხვა 26-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 14,8% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 15,1% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ოლანზაპინით.

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის ფონზე: 12-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 23.5% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 53.3% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰალოპერიდოლით. სხვა 12-კვირიან კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 26.6% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 17.6% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლითიუმით. პლაცებოზე კონტროლირებად 26-კვირიან შემანარჩუნებელ ფაზაში, EPS-ის სიხშირე იყო 18.2% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 15.7% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი.

აკათისია

პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში, აკათიზიის სიხშირე ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში იყო 12.1% არიპიპრაზოლით მკურნალობისას და 3.2% პლაცებო ჯგუფში. შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში აკათიზიის სიხშირე იყო 6.2% არიპიპრაზოლის მიღებისას და 3.0% პლაცებოს ჯგუფში.

დისტონია

სამკურნალო საშუალებების კლასის ეფექტი: მგრძნობიარე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ დისტონიის სიმპტომები, კუნთების ჯგუფების გახანგრძლივებული პათოლოგიური შეკუმშვა მკურნალობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. დისტონიის სიმპტომებია: კისრის კუნთების სპაზმი, ზოგჯერ ყელის შეკუმშვამდე, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება და/ან ენის გამყოფა. აღწერილი სიმპტომები შეიძლება მოხდეს ამ პრეპარატის დაბალი დოზებით, მაგრამ ისინი უფრო ხშირი და მძიმეა პირველი თაობის ანტიფსიქოტიკების უფრო მაღალი დოზებისას. მწვავე დისტონიის განვითარების გაზრდილი რისკი შეინიშნება მამაკაც პაციენტებში და ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში.

პროლაქტინი

შრატში პროლაქტინის დონის როგორც მატება, ასევე დაქვეითება საწყისიდან აღინიშნა კლინიკურ კვლევებში რეგისტრირებულ ჩვენებებზე და პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

ლაბორატორიული მაჩვენებლები

ლაბორატორიული პარამეტრების (ლიპიდური სპექტრის ჩათვლით) შედარება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და პლაცებოთი, არ გამოავლინეს პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები. კრეატინფოსფოკინაზას (CPK) შემცველობის ზრდა, უმეტეს შემთხვევაში გარდამავალი და უსიმპტომო, დაფიქსირდა არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტთა 3,5%-ში, პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი იყო 2,0%.

ბავშვები და მოზარდები

შიზოფრენია 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში:

შიზოფრენიით დაავადებული 302 მოზარდი პაციენტის (13-17 წლის) მოკლევადიან პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, გვერდითი რეაქციების სიხშირე და ხასიათი მსგავსი იყო მოზრდილებისა, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, რომლებიც არიპიპრაზოლის მიღებისას უფრო ხშირად აღინიშნებოდა მოზარდებში ვიდრე ზრდასრულ პაციენტებში (და უფრო ხშირად ვიდრე პლაცებოს დანიშვნისას). ეს შემთხვევებია: ძილიანობა/სედაცია და ექსტრაპირამიდული დარღვევები (აღინიშნა ძალიან ხშირად, ≥ 1/10), ასევე პირის სიმშრალე, მადის მომატება, ორთოსტატული ჰიპოტენზია (ხშირად მოხსენებული, ≥ 1/100, <1/10).

პრეპარატის უსაფრთხოების პროფილი, განსაზღვრული 26-კვირიანი ღია ეტიკეტირების კვლევაში, მსგავსი იყო უსაფრთხოების პროფილის განსაზღვრულ მოკლევადიან პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში.

უსაფრთხოების პროფილი განსაზღვრული გრძელვადიან ორმაგ ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ასევე მსგავსი იყო, გარდა შემდეგი ხშირი (≥ 1/100, <1/10) გვერდითი რეაქციებისა, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებში და მოზარდები, ჯგუფთან შედარებით, რომლებმაც მიიღეს პლაცებო: წონის დაკლება, სისხლში ინსულინის დონის მომატება, არითმია და ლეიკოპენია.

13-17 წლის შიზოფრენიით დაავადებული მოზარდების გაერთიანებულ ჯგუფში, წამლის ზემოქმედების ხანგრძლივობით 2 წლამდე, პროლაქტინის დონის შემცირების სიხშირე გოგონებში (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ) იყო შესაბამისად 29.5% და 48.3%.

13-17 წლის შიზოფრენიით დაავადებულ მოზარდებში, რომლებიც იღებდნენ 5-დან 30 მგ არიპიპრაზოლს 72 თვემდე, პროლაქტინის დონის შემცირების სიხშირე იყო გოგონებში (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ), შესაბამისად 25.6% და 45.0%.

ორ გრძელვადიან კლინიკურ კვლევაში მოზარდებში (13-17 წლის ასაკში) შიზოფრენიითა და ბიპოლარული აშლილობით, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით, პროლაქტინის შემცირების სიხშირე გოგონებში იყო (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ), შესაბამისად 37,0% და 59,4%,

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს მოზარდებში 13 წლიდან ზევით.

გვერდითი რეაქციების სიხშირე და ხასიათი, I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზარდებში, მსგავსი იყო ზრდასრული პაციენტებისა, გარდა შემდეგი გვერდითი რეაქციების: ძალიან ხშირად (≥ 1/10) - ძილიანობა (23.0%), ექსტრაპირამიდული დარღვევები (18.4). %), აკათია (16,0%) და დაღლილობა (11,8%); ხშირად (≥ 1/100, <1/10) - ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გახშირებული გულისცემა, წონის მომატება, მადის მომატება, კუნთების კრუნჩხვები და დისკინეზია.

შემდეგი გვერდითი რეაქციები შეიძლება იყოს დოზადამოკიდებული: ექსტრაპირამიდული დარღვევები (არიპიპრაზოლის მიღებისას სიხშირე 10 მგ დოზით - 9,1%, 30 მგ დოზით - 28,8%, პლაცებოს მიღებისას - 1,7%); აკათია (განვითარების სიხშირე არიპიპრაზოლის 10მგ დოზით მიღებისას - 12,1%, 30მგ დოზით - 20,3%, პლაცებოს მიღებისას - 1,7%).

სხეულის წონის საშუალო ცვლილებები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზარდებში არიპიპრაზოლით მკურნალობის მე-12 და 30-ე კვირაში იყო 2.4 კგ და 5.8 კგ, ხოლო პლაცებოსთვის 0.2 კგ და 2.3 კგ, შესაბამისად.

პედიატრიულ პაციენტებში ძილიანობა და დაღლილობა უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბიპოლარული აშლილობის დროს, ვიდრე შიზოფრენიის დროს.

10-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში, წამლის ზემოქმედებით 30 კვირამდე, გოგონებში (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ) პროლაქტინის დონის შემცირების სიხშირე იყო 28.0% და 53.3% შესაბამისად.

აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური და იმპულსების კონტროლის სხვა დარღვევები

პაციენტებს, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს, შეიძლება განიცადონ აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური მიდრეკილება, გაზრდილი სექსუალური სურვილი (ჰიპერსექსუალობა), იძულებითი შოპინგი და უზომოდ ჭამა (იხილეთ ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატ არიპიპრაზოლს, ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოტურ პრეპარატებს, აქვს მსუბუქი და ზომიერი ეფექტი სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების არასასურველი რეაქციების გამო (როგორიცაა სედაცია, ძილიანობა, სინკოპე/გაბრუება, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია - იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა.

პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში მოხსენებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო აკათიზია და გულისრევა, რომელთაგან თითოეული ვლინდებოდა პაციენტების 3%-ზე მეტში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს პერორალურად.

ქვემოთ მოცემულია არიპიპრაზოლით თერაპიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების (ПР) სიხშირე, რომელიც ეფუძნება გვერდით ეფექტებს, რომელიც გამოვლინდა კლინიკური კვლევებისას და/ან პოსტმარკეტინგული გამოყენებისას.

ქვემოთ მითითებული სიხშირე, რომელიც განისაზღვრება ასეთი პირობითი პარამეტრებით:

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, <1/10); არახშირად (≥1/1000, <1/100); იშვიათად (≥1/10000 <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებით).

თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციების სიხშირე წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით. პოსტმარკეტინგული გამოყენებისას მოხსენებული არასასურველი რეაქციების სიხშირის დადგენა შეუძლებელია, რადგან ისინი მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან. ამიტომ, ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია, როგორც "უცნობი".

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ხშირად - შაქრიანი დიაბეტი; არახშირად - ჰიპერგლიკემია; სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია, ანორექსია.

სისხლისა და ლიმფური სისტემიდან: სიხშირე უცნობია - ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია;

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ენის შეშუპება, სახის შეშუპება, ქავილი ან ჭინჭრის ციება).

ენდოკრინული სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერპროლაქტინემია; სიხშირე უცნობია - დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური ჰიპეროსმოლარული კომა.

ფსიქიკის მხრივ: ხშირად - შფოთვა, უძილობა, აღგზნება; არახშირად - დეპრესია, ჰიპერსექსუალობა; სიხშირე უცნობია - აგზნება, ნერვიულობა, პათოლოგიური აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება, აგრესიულობა, სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და სუიციდი, იმპულსების კონტროლის დარღვევები, ჭარბი კვება, კომპულსიური შოპინგი, პორიომანია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ექსტრაპირამიდული დარღვევები, აკატიზია, ტრემორი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სედაცია, თავის ტკივილი; არახშირად - ტარდიტიული დისკინეზია, დისტონია, მოუსვენარი ფეხების სინდრომი; სიხშირე უცნობია - მეტყველების დარღვევა, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს), მაშტაბური კრუნჩხვები, სეროტონინის სინდრომი.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირად - მხედველობის ველის დაბინდვა; არახშირად - დიპლოპია, ფოტოფობია; სიხშირე უცნობია - ოკულოგიური კრიზი.

გულის მხრიდან: იშვიათად - ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია - პარკუჭოვანი არითმია, უეცარი სიკვდილი, გულის გაჩერება, პირუეტული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ბრადიკარდია.

სისხლძარღვების მხრიდან: არახშირად - ორთოსტატული ჰიპოტენზია; სიხშირე უცნობია - სინკოპე/ცნობიერების დაკარგვა, ჰიპერტენზია, ვენური თრომბოემბოლია (ფილტვის ემბოლიის და ღრმა ვენების თრომბოზის ჩათვლით).

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და სრედოსტენიის მხრივ: არახშირად - სლოკინი; სიხშირე უცნობია -ოროფარინგეალური სპაზმი, ლარინგოსპაზმი, ასპირაციული პნევმონია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად - დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, გადაჭარბებული ნერწყვდენა; სიხშირე უცნობია - პანკრეატიტი, დისფაგია, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, დიარეა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - გამონაყარი, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ალოპეცია, ჭარბი ოფლიანობა, მედიკამენტოზური რეაქციები ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - რაბდომიოლიზი, მიალგია, კუნთების სიმტკიცე.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება.

ჭარბი დოზა

ნიშნები და სიმპტომები

მოზრდილ პაციენტებში აღწერილია არიპიპრაზოლის განზრახ ან შემთხვევითი მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევები, დოზები 1260 მგ-მდე შემდგომი ლეტალური შედეგის გარეშე. პოტენციურად სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები იყო ლეტარგია, არტერიული წნევის მატება, ძილიანობა, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება და დიარეა.

გარდა ამისა, მონაცემები მოპოვებული იყო ბავშვებში ექსკლუზიურად არიპიპრაზოლის (195 მგ-მდე დოზით) შემთხვევით გადაჭარბების შესახებ, რომელიც არ იყო ფატალური. პოტენციურად სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სიმპტომები იყო ძილიანობა, გონების გარდამავალი დაკარგვა და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოიცავდეს დამხმარე თერაპიას, სასუნთქი გზების ადექვატური გამავლობის შენარჩუნებას, ოქსიგენაციას და ვენტილაციას და სიმპტომების კონტროლს. გასათვალისწინებელია რამდენიმე პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესაძლებლობა. ამის საფუძველზე საჭიროა დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილ იქნეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის კონტროლი, რაც უნდა მოიცავდეს ეკგ-ს მუდმივ მონიტორინგს შესაძლო არითმიების გამოსავლენად.

არიპიპრაზოლის დადასტურებული ან საეჭვო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის ფრთხილად სამედიცინო მეთვალყურეობა და მონიტორინგი დოზის გადაჭარბების ეფექტების სრულ აღმოფხვრამდე.

აქტივირებული ნახშირი (50გ) გამოყენებული არიპიპრაზოლის მიღებიდან 1 საათის შემდეგ ამცირებს არიპიპრაზოლის Cmax დაახლოებით 41%-ით, ხოლო AUC-მაჩვენებელს - დაახლოებით 51%-ით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აქტივირებული ნახშირი შეიძლება ეფექტური იყოს დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ.

ჰემოდიალიზი

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინფორმაცია ჰემოდიალიზის გავლენის შესახებ არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი ეფექტური იქნება დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ, რადგან არიპიპრაზოლი ძლიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ მოცემული სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა.

10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ან 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი.

არიპიპრაზოლის თერაპიული მოქმედება შიზოფრენიისა და I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მკურნალობაში განპირობებულია დოფამინის D2 და სეროტონინის 5-HT1a რეცეპტორების მიმართ ნაწილობრივი აგონიზმითა და ასევე სეროტონინის 5-HT2a რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმით. ცნობილია, რომ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არიპიპრაზოლმა ანტაგონიზმი გამოავლინა დოფამინერგული ჰიპერაქტივობის შემთხვევაში და აგონიზმი დოფამინერგული ჰიპოაქტივობის დროს. in vitro პირობებში არიპიპრაზოლი ბმის მაღალი აფინურობით ხასიათდება დოფამინის D2 და D3 რეცეპტორების, სეროტონინის 5-HT1a და 5-HT2a რეცეპტორების მიმართ, ასევე ზომიერი აფინურობით - დოფამინის D4, სეროტონინის 5-HT2c და 5-HT7 რეცეპტორების, ალფა-1-ადრენერგული რეცეპტორებისა და H1-ჰისტამინორეცეპტორების მიმართ. არიპიპრაზოლს ასევე ზომიერი აფინურობა ახასიათებს სეროტონინის რეცეფტორების მიმართ, და არ გააჩნია შესამჩნევი აფინურობა მუსკარინული რეცეპტორების მიმართ. დოფამინისა და სეროტონინის ქვეტიპების გარდა, სხვა რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით შეიძლება აიხსნას არიპიპრაზოლის ზოგიერთი სხვა კლინიკური ეფექტები.

ჯანმრთელ საცდელ პირებში არიპიპრაზოლის დღეში ერთხელ დანიშვნისას, ორი კვირის განმავლობაში, დოზით 0,5-დან 30 მგ-მდე, სამკურნალო საშუალება წამლის დოზადამოკიდებულად ამცირებდა 11C-რაკლოპრიდის დაკავშირების დონეს, რომელიც არის D2/D3 დოფამინის რეცეპტორების ლიგანდი, კუდიან ბირთვთან და ნაჭუჭთან, რაც განისაზღვრებოდა პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფიის მეთოდით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება:

მოზარდები

შიზოფრენია

სამ მოკლევადიან (4-დან 6 კვირამდე ხანგრძლივობის) პლაცებოთი კონტროლირებად კვლევაში, რომლებშიც მონაწილეობდა 1228 შიზოფრენიით დაავადებული მოზრდილი პაციენტი დადებითი და უარყოფითი სიმპტომებით, არიპიპრაზოლის მიღების ფონზე დაფიქსირდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, უფრო გამოხატული გაუმჯობესება ფსიქიატრიულ სიმპტომებში პლაცებოსთან შედარებით.

მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც თერაპიამ იმოქმედა მკურნალობის დასაწყისში, არიპიპრაზოლი ეფექტურია შემდგომი მკურნალობის დროს კლინიკური გაუმჯობესების შესანარჩუნებლად. კონტროლირებად კვლევაში, სადაც ჰალოპერიდოლი იყო გამოყენებული საკონტროლო პრეპარატის სახით, პაციენტების რაოდენობა, რომლებიც პასუხობდნენ თერაპიაზე და კვლავ რეაგირებდნენ მასზე 52-ე კვირაზე, იყო ანალოგიური ორივე ჯგუფში (77% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 73% ჰალოპერიდოლის ჯგუფში). კვლევის დასრულების საერთო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს (43%), იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ჰალოპერიდოლს (30%). ფაქტობრივი ქულები შეფასების სკალებმა, PANSS-ის (პოზიტიური და ნეგატიური სინდრომების სკალა) და მონტგომერი-ასბერგის დეპრესიის შეფასების სკალების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება მეორადი საბოლოო წერტილების სახით, აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჰალოპერიდოლთან შედარებით.

26 -კვირიან პლაცებოთი კონტროლირებად კვლევაში სტაბილიზირებულ ქრონიკული შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში არიპიპრაზოლი მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური იყო რეციდივის სიხშირის შესამცირებლად: 34% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 57% პლაცებოს ჯგუფში.

სხეულის მასის მომატება

კლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა არიპიპრაზოლით გამოწვეული სხეულის მასის კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება. შიზოფრენიის 26-კვირიან კონტროლირებად (საკონტროლო სამკურნალო საშუალება- ოლანზაპინი), ორმაგად ბრმა, მრავალეროვნულ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 314 პაციენტს და იყენებდა სხეულის მასის მომატებას პირველადი საბოლოო წერტლის სახით, მნიშვნელოვნად ნაკლებმა პაციენტმა მოიმატა საწყისი წონის არანაკლებ 7%-ით (ანუ არანაკლებ 5.6 კგ-ით სხეულის საშუალო საწყისი მასით 80.5 კგ) არიპიპრაზოლის მიღებისას (N= 18, ანუ შეფასებადი პაციენტების 13%), ოლანზაპინთან შედარებით (N= 45, ან შეფასებადი პაციენტების 33%). ლიპიდური მაჩვენებლები

მოზრდილ პაციენტებზე პლაცებოთი კონტროლირებადი კლინიკური კვლევებიდან მიღებული ლიპიდური მაჩვენებლების გაერთიანებულ ანალიზში არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არიპიპრაზოლით გამოწვეული საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციების მხრივ.

პროლაქტინი

პროლაქტინის დონე განისაზღვრა არიპიპრაზოლის ყველა დოზის ყველა კვლევაში (n = 28,242). ჰიპერპროლაქტინემიის ან სისხლის შრატში პროლაქტინის დონის მომატების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს (0.3%) იყო პლაცებოს ჯგუფის ანალოგიური (0.2%). პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, ამ ცვლილებების განვითარების დაწყებამდე საშუალო დრო იყო 42 დღე, ხოლო მათი საშუალო ხანგრძლივობა იყო 34 დღე.

ჰიპოპროლაქტინემიის ან სისხლის შრატში პროლაქტინის დონის დაქვეითების სიხშირე არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში იყო 0.4%, ხოლო პლაცებოს მიმღებ პაციენტებში - 0.02%. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, ამ ცვლილებების განვითარების დაწყებამდე საშუალო დრო იყო 30 დღე, ხოლო მათი საშუალო ხანგრძლივობა იყო 194 დღე.

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს

ორ 3-კვირიან, პლაცებოთი კონტროლირებად, დოზის კორექციით მონოთერაპიის კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მანიაკალური ან შერეული ეპიზოდები, არიპიპრაზოლი უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პლაცებო. ეფექტურობა განისაზღვრა მანიაკალური სიმპტომების სიმძიმის შემცირებით 3-კვირიანი მკურნალობის განმავლობაში. კვლევების მონაცემები მოიცავდა პაციენტებს ფსიქოზური სიმპტომებით და მათ გარეშე, ასევე სწრაფ-ციკლური მიმდინარეობით და მის გარეშე.

ერთ 3-კვირიან, პლაცებოთი კონტროლირებად, ფიქსირებული დოზით მონოთერაპიის კვლევაში I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მანიაკალური ან შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტებში, არიპიპრაზოლმა არ გამოავლინა უფრო მეტი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით.

ორ 12-კვირიან მონოთერაპიის კვლევაში (ერთი კვლევა იყო პლაცებოთი კონტროლირებადი და მეორე - აქტიური კონტროლით) I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მანიაკალური ან შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტებში ფსიქოზური სიმპტომებით ან მათ გარეშე, არიპიპრაზოლმა გამოავლინა უფრო მეტი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით მესამე კვირაზე, და ლითიუმის ან ჰალოპერიდოლის ანალოგიური ეფექტის შენარჩუნება 12-ე კვირაზე.

მანიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა, რომლებშიც არიპიპრაზოლი იწვევდა სიმპტომების რემისიას, მე-12 კვირაზე იყო იმ პაციენტების რაოდენობის ანალოგიური, რომლებიც იღებდნენ ლითიუმს ან ჰალოპერიდოლს. 6-კვირიან პლაცებოთი კონტროლირებად კვლევაში იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მანიაკალური ან შერეული ეპიზოდები ფსიქოზური სიმპტომებით ან მათ გარეშე, ლითიუმის ან ვალპროატის თერაპიული დოზებით 2- კვირიანი მონოთერაპია ნაწილობრივ იყო არაეფექტური. თუმცა, არიპიპრაზოლის შეყვანამ დამატებითი თერაპიის სახით გამოიწვია მანიაკალური სიმპტომების ეფექტური შემცირება ლითიუმის ან ვალპროატის მონოთერაპიასთან შედარებით.

26-კვირიანი პლაცებოთი კონტროლირებად კვლევაში 74-კვირიანი გაგრძელებით მონაწილეობდნენ მანიაკალური აშლილობის მქონე პაციენტები, რომლებმაც არიპიპრაზოლის მიღებით რანდომიზაციამდე მიაღწიეს რემისიას სტაბილიზაციის ფაზაში. ამ კვლევაში არიპიპრაზოლი აღემატებოდა პლაცებოს ბიპოლარული აშლილობის (ძირითადად მანიის) რეციდივების პრევენციის მხრივ, მაგრამ არ აღემატებოდა პლაცებოს დეპრესიის რეციდივების პრევენციის მხრივ.

52-კვირიან პლაცებოთი კონტროლირებად კვლევაში I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მანიაკალური ან შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ხანგრძლივი რემისიის მდგომარეობაში (იანგის სკალით (Y-MRS) და მონტგომერი-ასბერგის სკალით (MADRS) საერთო ქულებით ≤ 12), არიპიპრაზოლის დამატებამ (10 მგ/დღეში და 30 მგ/დღეში) ლითიუმზე ან ვალპროატზე 12 კვირის განმავლობაში აჩვენა უკეთესი შედეგები არიპიპრაზოლის პლაცებოზე დამატებასთან შედარებით, და 46%-ით შეამცირა ბიპოლარული ეპიზოდების რეციდივის რისკი (ფარდობითი რისკი - 0.54) და ასევე 65%-ით შეამცირა მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის რისკი (ფარდობითი რისკი - 0.35). თუმცა, ეს კომბინაცია არ აღემატებოდა პლაცებოს ეფექტს დეპრესიის რეციდივის პრევენციის მხრივ. არიპიპრაზოლის დამატება აღემატებოდა პლაცებოს კვლევის მეორად საბოლოო წერტილში ქულების რაოდენობით ბიპოლარული აშლილობისას დაავადების სიმძიმის საერთო კლინიკური შთაბეჭდილების მხრივ (CGI-BP).

ამ ღია კვლევის მიმდინარეობისას პაციენტები დაყვეს ჯგუფებად, რომლებიც ღებულობდნენ ლითიუმით ან ვალპროატით მონოთერაპიას იმ პაციენტების გამოსავლენად, რომლებიც ნაწილობრივ არ რეაგირებდნენ თერაპიაზე. პაციენტები სტაბილიზებულნი იყვნენ მინიმუმ 12 კვირის განმავლობაში არიპიპრაზოლის დამატებით იმავე განწყობის სტაბილიზატორებზე. სტაბილიზებული პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ, რათა გაეგრძელებინათ თერაპია იგივე განწყობის სტაბილიზატორებით არიპიპრაზოლის ან პლაცებოს დამატებით ორმაგად ბრმა მეთოდით. რანდომიზაციის ფაზაში მონაწილეობდა 4 ქვეჯგუფი: არიპიპრაზოლი + ლითიუმი; არიპიპრაზოლი + ვალპროატი; პლაცებო + ლითიუმი; პლაცებო + ვალპროატი. განწყობის ნებისმიერი ცვლილების რეციდივის სიხშირე განისაზღვრა კაპლან-მაიერის მეთოდით და შეადგინა: 16% არიპიპრაზოლი + ლითიუმის ჯგუფში და 18% არიპიპრაზოლი + ვალპროატის ჯგუფში, შედარებით 45%-თან პლაცებო + ლითიუმის ჯგუფში და 19%-თან პლაცებო + ვალპროატის ჯგუფში.

ფარმაკოკინეტიკა.

შეწოვა

არიპიპრაზოლი კარგად შეიწოვება და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 3-5 საათის შემდეგ. არიპიპრაზოლი გადის მინიმალურ პირველი გავლის მეტაბოლიზმს. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას არის 87%. ცხიმიანი საკვების მიღება გავლენას არ ახდენს არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

განაწილება

არიპიპრაზოლი ფართოდ არის გავრცელებული სხეულის ქსოვილებში. განაწილების მოცულობა არის 4,9 ლ/კგ, რაც მიუთითებს დიდ ექსტრავასკულარულ განაწილებაზე. თერაპიულ დოზებში მიღებისას, არიპიპრაზოლი და დეჰიდროარიპიპრაზოლი 99%-ზე მეტად უკავშირდება შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.

ბიოტრანსფორმაცია

არიპიპრაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად დეჰიდროგენაციის, ჰიდროქსილირებისა და N-დეალკილირების გზით. ინ ვიტრო კვლევების მიხედვით, ფერმენტები CYP3A4 და CYP2D6 პასუხისმგებელნი არიან არიპიპრაზოლის დეჰიდროგენაციასა და ჰიდროქსილირებაზე, ხოლო N-დეალკილაცია კატალიზებულია CYP3A4-ით. არიპიპრაზოლი არის პრეპარატის ძირითადი ნივთიერება სისტემურ მიმოქცევაში. წონასწორულ მდგომარეობაში დეჰიდროარიპიპრაზოლი, მისი აქტიური მეტაბოლიტი, შეადგენს პლაზმაში არიპიპრაზოლის AUC-ის დაახლოებით 40%-ს.

გამოყოფა

არიპიპრაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 75 საათს სუბიექტებში CYP2D6 აქტიური მეტაბოლიზმის მქონე სუბიექტებში და დაახლოებით 146 სთ სუბიექტებში სუბიექტებში სუსტი CYP2D6 მეტაბოლიზმით. არიპიპრაზოლის საერთო კლირენსი არის 0,7 მლ/წთ/კგ, იგი ძირითადად წარმოდგენილია ღვიძლის კლირენსით. 14C-ზე მარკირებული არიპიპრაზოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, დაახლოებით 27% გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 60% ფეკალიებით. უცვლელი არიპიპრაზოლის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით, უცვლელი არიპიპრაზოლის დაახლოებით 18% გამოიყოფა ფეკალიებით.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში.

ბავშვები

არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა 10-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში მსგავსი იყო მოზრდილებში სხეულის წონის სხვაობის კორექტირების შემდეგ.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ ჯანმრთელ მოხალისეებსა და შედარებით ახალგაზრდა მოხალისეებს შორის არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკის სხვაობა არ რასებობს. ასევე არ აღინიშნება ასაკის მნიშვნელოვანი ეფექტი პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში.

სქესი

არ არსებობს არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკის განსხვავებები ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებს შორის.ასევე არ აღინიშნება სქესის მნიშვნელოვანი ეფექტი პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში.

მწეველობა

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური შეფასებით არ აღმოჩნდა მწეველობასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

ეთნიკურობა

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური შეფასებით არ აღმოჩნდა რასასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

აღმოჩნდა, რომ არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები მსგავსია, როგორც თირკმლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, ასევე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ციროზის სხვადასხვა ხარისხის მქონე პაციენტებში ერთჯერადი დოზის კვლევაში (ჩაილდ პიუს შკალის მიხედვით A, B და C კლასი), არ იყო ღვიძლის უკმარისობის მნიშვნელოვანი ეფექტი არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე, თუმცა კვლევაში მონაწილეობდა მხოლოდ სამი პაციენტი C კლასის ღვიძლის ციროზით, რომელიც არასაკმარისია მეტაბოლური შესაძლებლობების შესახებ დასკვნების გასაკეთებლად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

არიპრაზოლი

(Ariprazol)

Ზოგადი დახასიათება

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: Ariprazole.

წამლისმიერი ფორმა: ტაბლეტები.

10მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირით, რისკით და ფასკით ერთ მხარეს.

15მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირით, ფასკით, ერთ მხარეს მარკირებით „15“.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა.

1 ტაბლეტი შეიცავს არიპიპრაზოლს 10მგ ან 15მგ (არიპიპრაზოლის 100% მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით);

აქტიური ნივთიერება: არიპიპრაზოლი;

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა; ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; ლიმონმჟავას მონოჰიდრატი; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა.

ტაბლეტები.

სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი. ფსიქოლეფტიკური საშუალება.

ანტიფსიქოტიკური საშუალებები. სხვა ნეიროლეპტიკები. ATX კოდი N05A X12.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

კლინიკური მახასიათებლები.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი არიპრაზოლი® ნაჩვენებია შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებში.

არიპრაზოლი® ასევე ნაჩვენებია ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს, ასევე ახალი მანიაკალური ეპიზოდების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ წინა მანიაკალური ეპიზოდი, რომლებმაც უპასუხეს არიპიპრაზოლით მკურნალობას.

გამოყენების წესი და დოზირება

გამოყენების წესი: სამკურნალო საშუალება არიპრაზოლი® განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

მოზრდილები

შიზოფრენია: არიპრაზოლის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 ან 15 მგ/დღეში, შემანარჩუნებელი დოზით 15 მგ/დღეში. ეს დოზა მიიღება ერთხელ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად.

არიპრაზოლი ეფექტურია დოზის დიაპაზონში 10-დან 30 მგ/დღეში. ეფექტურობის ზრდა 15 მგ დღიურ დოზაზე მეტი დოზებით არ გამოვლენილა, თუმცა გაზრდილი დოზა შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგიერთი პაციენტისთვის.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30მგ.

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს: არიპრაზოლის რეკომენდებული საწყისი დოზაა 15მგ. ეს დოზა მიიღება ერთხელ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს, როგორც მონოთერაპია ან როგორც კომბინირებული მკურნალობის ნაწილი. ზოგიერთი პაციენტისთვის დოზის გაზრდა შეიძლება ეფექტური იყოს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ.

მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პრევენცია I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს: მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში, პრეპარატი უნდა გაგრძელდეს იმავე დოზით. პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია დღიური დოზის კორექცია, შემცირების ჩათვლით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებს დოზის კორექცია არ სჭირდებათ. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდაციის გასაცემად არ არის საკმარისი მონაცემები. ამ პაციენტებში დოზა ფრთხილად უნდა იყოს ტიტრირებული. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30მგ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხანდაზმული პაციენტები: არიპრაზოლის ეფექტურობა შიზოფრენიის და I ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. ამ პაციენტების პოპულაციის უფრო მაღალი მგრძნობელობის გათვალისწინებით, გასათვალისწინებელია პრეპარატის დაბალი საწყისი დოზების გამოყენება, თუ ამას სხვა კლინიკური ფაქტორები იძლევა.

სქესი: დოზის კორექცია პაციენტის სქესის მიხედვით არ არის საჭირო.

მწეველობა: არიპიპრაზოლის მეტაბოლური გზის გამო, მწეველებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დოზის კორექცია ურთიერთქმედების შედეგად: CYP3A4 ან CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს. თუ CYP3A4 ან CYP2D6 ინჰიბიტორი გამორიცხულია კომბინირებული სქემიდან, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს.

CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს. თუ CYP3A4 ინდუქტორი გამორიცხულია კომბინირებული სქემიდან, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.

ბავშვები.

პრეპარატი არიპრაზოლი® მოცემული დოზით არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.

არასასურველი რეაქციები.

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა.

პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში მოხსენებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო აკათიზია და გულისრევა, რომელთაგან თითოეული ვლინდებოდა პაციენტების 3%-ზე მეტში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს პერორალურად.

ქვემოთ მოცემულია არიპიპრაზოლით თერაპიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების (ПР) სიხშირე, რომელიც ეფუძნება გვერდით ეფექტებს, რომელიც გამოვლინდა კლინიკური კვლევებისას და/ან პოსტმარკეტინგული გამოყენებისას.

ქვემოთ მითითებული სიხშირე, რომელიც განისაზღვრება ასეთი პირობითი პარამეტრებით:

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, <1/10); არახშირად (≥1/1000, <1/100); იშვიათად (≥1/10000 <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებით).

თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციების სიხშირე წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით. პოსტმარკეტინგული გამოყენებისას მოხსენებული არასასურველი რეაქციების სიხშირის დადგენა შეუძლებელია, რადგან ისინი მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან. ამიტომ, ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია, როგორც "უცნობი".

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ხშირად - შაქრიანი დიაბეტი; არახშირად - ჰიპერგლიკემია; სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია, ანორექსია.

სისხლისა და ლიმფური სისტემიდან: სიხშირე უცნობია - ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია;

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ენის შეშუპება, სახის შეშუპება, ქავილი ან ჭინჭრის ციება).

ენდოკრინული სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერპროლაქტინემია; სიხშირე უცნობია - დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური ჰიპეროსმოლარული კომა.

ფსიქიკის მხრივ: ხშირად - შფოთვა, უძილობა, აღგზნება; არახშირად - დეპრესია, ჰიპერსექსუალობა; სიხშირე უცნობია - აგზნება, ნერვიულობა, პათოლოგიური აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება, აგრესიულობა, სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და სუიციდი, იმპულსების კონტროლის დარღვევები, ჭარბი კვება, კომპულსიური შოპინგი, პორიომანია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ექსტრაპირამიდული დარღვევები, აკატიზია, ტრემორი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სედაცია, თავის ტკივილი; არახშირად - ტარდიტიული დისკინეზია, დისტონია, მოუსვენარი ფეხების სინდრომი; სიხშირე უცნობია - მეტყველების დარღვევა, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს), მაშტაბური კრუნჩხვები, სეროტონინის სინდრომი.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირად - მხედველობის ველის დაბინდვა; არახშირად - დიპლოპია, ფოტოფობია; სიხშირე უცნობია - ოკულოგიური კრიზი.

გულის მხრიდან: იშვიათად - ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია - პარკუჭოვანი არითმია, უეცარი სიკვდილი, გულის გაჩერება, პირუეტული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ბრადიკარდია.

სისხლძარღვების მხრიდან: არახშირად - ორთოსტატული ჰიპოტენზია; სიხშირე უცნობია - სინკოპე/ცნობიერების დაკარგვა, ჰიპერტენზია, ვენური თრომბოემბოლია (ფილტვის ემბოლიის და ღრმა ვენების თრომბოზის ჩათვლით).

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და სრედოსტენიის მხრივ: არახშირად - სლოკინი; სიხშირე უცნობია -ოროფარინგეალური სპაზმი, ლარინგოსპაზმი, ასპირაციული პნევმონია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად - დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, გადაჭარბებული ნერწყვდენა; სიხშირე უცნობია - პანკრეატიტი, დისფაგია, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, დიარეა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - გამონაყარი, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ალოპეცია, ჭარბი ოფლიანობა, მედიკამენტოზური რეაქციები ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - რაბდომიოლიზი, მიალგია, კუნთების სიმტკიცე.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება.

ორსულობა, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური მდგომარეობა: სიხშირე უცნობია - წამლის მოხსნის სინდრომი ახალშობილებში.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: სიხშირე უცნობია - პრიაპიზმი.

ზოგადი დარღვევები: ხშირად - დაღლილობა; სიხშირე უცნობია - ტემპერატურის დარღვევა (მაგალითად, ჰიპოთერმია, ჰიპერთერმია), გულმკერდის ტკივილი, პერიფერიული შეშუპება.

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: სიხშირე უცნობია - სხეულის წონის მატება ან შემცირება, ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) დონის მატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) დონის მომატება, გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) დონის მომატება, ტუტე ფოსფატაზას დონის მატება, QT ინტერვალის გახანგრძლივება, კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება, სისხლში გლუკოზის დონის მატება, სისხლში გლუკოზის დონის მერყეობა, გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის მომატება.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

მოზრდილები.

ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ეპს)

შიზოფრენია: 52-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით, აღენიშნებოდათ EPS-ის საერთო დაბალი სიხშირე, მათ შორის პარკინსონიზმი, აკათია, დისტონია და დისკინეზია (25.8%), ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰალოპერიდოლით (57.3%). 26-კვირიან პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 19% იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს და 13.1% პლაცებო პაციენტებისთვის. სხვა 26-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 14,8% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 15,1% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ოლანზაპინით.

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის ფონზე: 12-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 23.5% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 53.3% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰალოპერიდოლით. სხვა 12-კვირიან კვლევაში, EPS-ის სიხშირე იყო 26.6% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 17.6% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლითიუმით. პლაცებოზე კონტროლირებად 26-კვირიან შემანარჩუნებელ ფაზაში, EPS-ის სიხშირე იყო 18.2% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და 15.7% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი.

აკათისია

პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში, აკათიზიის სიხშირე ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში იყო 12.1% არიპიპრაზოლით მკურნალობისას და 3.2% პლაცებო ჯგუფში. შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში აკათიზიის სიხშირე იყო 6.2% არიპიპრაზოლის მიღებისას და 3.0% პლაცებოს ჯგუფში.

დისტონია

სამკურნალო საშუალებების კლასის ეფექტი: მგრძნობიარე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ დისტონიის სიმპტომები, კუნთების ჯგუფების გახანგრძლივებული პათოლოგიური შეკუმშვა მკურნალობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. დისტონიის სიმპტომებია: კისრის კუნთების სპაზმი, ზოგჯერ ყელის შეკუმშვამდე, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება და/ან ენის გამყოფა. აღწერილი სიმპტომები შეიძლება მოხდეს ამ პრეპარატის დაბალი დოზებით, მაგრამ ისინი უფრო ხშირი და მძიმეა პირველი თაობის ანტიფსიქოტიკების უფრო მაღალი დოზებისას. მწვავე დისტონიის განვითარების გაზრდილი რისკი შეინიშნება მამაკაც პაციენტებში და ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში.

პროლაქტინი

შრატში პროლაქტინის დონის როგორც მატება, ასევე დაქვეითება საწყისიდან აღინიშნა კლინიკურ კვლევებში რეგისტრირებულ ჩვენებებზე და პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

ლაბორატორიული მაჩვენებლები

ლაბორატორიული პარამეტრების (ლიპიდური სპექტრის ჩათვლით) შედარება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით და პლაცებოთი, არ გამოავლინეს პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები. კრეატინფოსფოკინაზას (CPK) შემცველობის ზრდა, უმეტეს შემთხვევაში გარდამავალი და უსიმპტომო, დაფიქსირდა არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტთა 3,5%-ში, პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი იყო 2,0%.

ბავშვები და მოზარდები

შიზოფრენია 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში:

შიზოფრენიით დაავადებული 302 მოზარდი პაციენტის (13-17 წლის) მოკლევადიან პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, გვერდითი რეაქციების სიხშირე და ხასიათი მსგავსი იყო მოზრდილებისა, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, რომლებიც არიპიპრაზოლის მიღებისას უფრო ხშირად აღინიშნებოდა მოზარდებში ვიდრე ზრდასრულ პაციენტებში (და უფრო ხშირად ვიდრე პლაცებოს დანიშვნისას). ეს შემთხვევებია: ძილიანობა/სედაცია და ექსტრაპირამიდული დარღვევები (აღინიშნა ძალიან ხშირად, ≥ 1/10), ასევე პირის სიმშრალე, მადის მომატება, ორთოსტატული ჰიპოტენზია (ხშირად მოხსენებული, ≥ 1/100, <1/10).

პრეპარატის უსაფრთხოების პროფილი, განსაზღვრული 26-კვირიანი ღია ეტიკეტირების კვლევაში, მსგავსი იყო უსაფრთხოების პროფილის განსაზღვრულ მოკლევადიან პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში.

უსაფრთხოების პროფილი განსაზღვრული გრძელვადიან ორმაგ ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ასევე მსგავსი იყო, გარდა შემდეგი ხშირი (≥ 1/100, <1/10) გვერდითი რეაქციებისა, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებში და მოზარდები, ჯგუფთან შედარებით, რომლებმაც მიიღეს პლაცებო: წონის დაკლება, სისხლში ინსულინის დონის მომატება, არითმია და ლეიკოპენია.

13-17 წლის შიზოფრენიით დაავადებული მოზარდების გაერთიანებულ ჯგუფში, წამლის ზემოქმედების ხანგრძლივობით 2 წლამდე, პროლაქტინის დონის შემცირების სიხშირე გოგონებში (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ) იყო შესაბამისად 29.5% და 48.3%.

13-17 წლის შიზოფრენიით დაავადებულ მოზარდებში, რომლებიც იღებდნენ 5-დან 30 მგ არიპიპრაზოლს 72 თვემდე, პროლაქტინის დონის შემცირების სიხშირე იყო გოგონებში (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ), შესაბამისად 25.6% და 45.0%.

ორ გრძელვადიან კლინიკურ კვლევაში მოზარდებში (13-17 წლის ასაკში) შიზოფრენიითა და ბიპოლარული აშლილობით, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით, პროლაქტინის შემცირების სიხშირე გოგონებში იყო (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ), შესაბამისად 37,0% და 59,4%,

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს მოზარდებში 13 წლიდან ზევით.

გვერდითი რეაქციების სიხშირე და ხასიათი, I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზარდებში, მსგავსი იყო ზრდასრული პაციენტებისა, გარდა შემდეგი გვერდითი რეაქციების: ძალიან ხშირად (≥ 1/10) - ძილიანობა (23.0%), ექსტრაპირამიდული დარღვევები (18.4). %), აკათია (16,0%) და დაღლილობა (11,8%); ხშირად (≥ 1/100, <1/10) - ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გახშირებული გულისცემა, წონის მომატება, მადის მომატება, კუნთების კრუნჩხვები და დისკინეზია.

შემდეგი გვერდითი რეაქციები შეიძლება იყოს დოზადამოკიდებული: ექსტრაპირამიდული დარღვევები (არიპიპრაზოლის მიღებისას სიხშირე 10 მგ დოზით - 9,1%, 30 მგ დოზით - 28,8%, პლაცებოს მიღებისას - 1,7%); აკათია (განვითარების სიხშირე არიპიპრაზოლის 10მგ დოზით მიღებისას - 12,1%, 30მგ დოზით - 20,3%, პლაცებოს მიღებისას - 1,7%).

სხეულის წონის საშუალო ცვლილებები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზარდებში არიპიპრაზოლით მკურნალობის მე-12 და 30-ე კვირაში იყო 2.4 კგ და 5.8 კგ, ხოლო პლაცებოსთვის 0.2 კგ და 2.3 კგ, შესაბამისად.

პედიატრიულ პაციენტებში ძილიანობა და დაღლილობა უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბიპოლარული აშლილობის დროს, ვიდრე შიზოფრენიის დროს.

10-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში, წამლის ზემოქმედებით 30 კვირამდე, გოგონებში (<3 ნგ/მლ) და ბიჭებში (<2 ნგ/მლ) პროლაქტინის დონის შემცირების სიხშირე იყო 28.0% და 53.3% შესაბამისად.

აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური და იმპულსების კონტროლის სხვა დარღვევები

პაციენტებს, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს, შეიძლება განიცადონ აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური მიდრეკილება, გაზრდილი სექსუალური სურვილი (ჰიპერსექსუალობა), იძულებითი შოპინგი და უზომოდ ჭამა (იხილეთ ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა არიპიპრაზოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

დოზის გადაჭარბება.

ნიშნები და სიმპტომები

მოზრდილ პაციენტებში აღწერილია არიპიპრაზოლის განზრახ ან შემთხვევითი მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევები, დოზები 1260 მგ-მდე შემდგომი ლეტალური შედეგის გარეშე. პოტენციურად სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები იყო ლეტარგია, არტერიული წნევის მატება, ძილიანობა, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება და დიარეა.

გარდა ამისა, მონაცემები მოპოვებული იყო ბავშვებში ექსკლუზიურად არიპიპრაზოლის (195 მგ-მდე დოზით) შემთხვევით გადაჭარბების შესახებ, რომელიც არ იყო ფატალური. პოტენციურად სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სიმპტომები იყო ძილიანობა, გონების გარდამავალი დაკარგვა და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოიცავდეს დამხმარე თერაპიას, სასუნთქი გზების ადექვატური გამავლობის შენარჩუნებას, ოქსიგენაციას და ვენტილაციას და სიმპტომების კონტროლს. გასათვალისწინებელია რამდენიმე პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესაძლებლობა. ამის საფუძველზე საჭიროა დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილ იქნეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის კონტროლი, რაც უნდა მოიცავდეს ეკგ-ს მუდმივ მონიტორინგს შესაძლო არითმიების გამოსავლენად.

არიპიპრაზოლის დადასტურებული ან საეჭვო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის ფრთხილად სამედიცინო მეთვალყურეობა და მონიტორინგი დოზის გადაჭარბების ეფექტების სრულ აღმოფხვრამდე.

აქტივირებული ნახშირი (50გ) გამოყენებული არიპიპრაზოლის მიღებიდან 1 საათის შემდეგ ამცირებს არიპიპრაზოლის Cmax დაახლოებით 41%-ით, ხოლო AUC-მაჩვენებელს - დაახლოებით 51%-ით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აქტივირებული ნახშირი შეიძლება ეფექტური იყოს დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ.

ჰემოდიალიზი

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინფორმაცია ჰემოდიალიზის გავლენის შესახებ არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი ეფექტური იქნება დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ, რადგან არიპიპრაზოლი ძლიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

სიფრთხილის ზომები.

ანტიფსიქოტიკებით მკურნალობისას პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.

სუიციდის მიმართ მიდრეკილება: სუიციდური ქცევა ხშირია ფსიქიატრიული და აფექტური აშლილობის მქონე პაციენტებში და ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ანტიფსიქოტიკის დაწყებიდან მალევე ან ანტიფსიქოტიკის შეცვლისას, არიპიპრაზოლით მკურნალობის ჩათვლით. ანტიფსიქოტიკური საშუალებრებით მკურნალობას თან უნდა ახლდეს მაღალი რისკის მქონე პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა ან გამტარობის დარღვევა), ცერებროვასკულური დარღვევებით, მდგომარეობით რომელიც იწვევს ჰიპოტენზიისადმი (დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მიღება) ან ჰიპერტენზიისადმი მიდრეკილებით, მათ შორის პროგრესირებადი ან ავთვისებიანი ჰიპერტენზიით.

ანტიფსიქოტური საშუალებების მიღებისას დაფიქსირდა ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) შემთხვევები.

ვინაიდან ვთე-ის შეძენილი რისკ-ფაქტორები ხშირად შეინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოტურ საშუალებებს, ვთე-ის ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი უნდა იყოს გამოვლენილი არიპიპრაზოლით თერაპიის დაწყებამდე და მის დროს და უნდა იქნას მიღებული პრევენციული ზომები.

QT ინტერვალის გახანგრძლივება: ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების შემთხვევაში, არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ოჯახური ისტორია.

გვიანი დისკინეზია: თუ გვიანი დისკინეზიის სიმპტომები განვითარდება პაციენტში, რომელიც იღებს არიპიპრაზოლს, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. ეს სიმპტომები შეიძლება დროებით გაუარესდეს ან გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები: აკათიზია და პარკინსონიზმი აღინიშნა ბავშვებში რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს. სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომების ნიშნების შემთხვევაში, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება და პაციენტის მდგომარეობის მკაცრი კლინიკური მონიტორინგი.

ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (ნას): „ნას“ წარმოადგენს ანტიფსიქოტური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ სიმპტომების კომპლექსს, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური. არიპიპრაზოლის კლინიკურ კვლევებში NMS იშვიათად აღინიშნა.

„ნას“-ის კლინიკური გამოვლინებებია ჰიპერპირექსია (სხეულის უკიდურესად მაღალი ტემპერატურა), კუნთების სიმტკიცე, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა და ავტონომიური ნერვული სისტემის დარღვევის ნიშნები (არარეგულარული პულსი ან არტერიული წნევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა და გულის არანორმალური რიტმი). დამატებითი ნიშნები შეიძლება შეიცავდეს კრეატინფოსფოკინაზას დონის მატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობას. თუმცა, დაფიქსირდა კრეატინფოსფოკინაზას და რაბდომიოლიზის დონის მომატების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც არ არის დაკავშირებული „ნას“-თან. თუ პაციენტს განუვითარდა „ნას“-ის სიმპტომები ან შეინიშნება სხეულის ტემპერატურის აუხსნელი მატება „ნას“-ის დამატებითი კლინიკური გამოვლინების გარეშე, ყველა ანტიფსიქოტური პრეპარატი, მათ შორის არიპიპრაზოლი, უნდა შეწყდეს.

ეპილეფსიური კრუნჩხვები: არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ეპილეფსიური კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები. ამიტომ, არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ანამნეზში ეპილეფსიით ან ეპილეფსიური კრუნჩხვით დაკავშირებული მდგომარეობებით.

დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმული პაციენტები. გაზრდილი ლეტალობა: სამ პლაცებოთი კონტროლირებად კვლევაში (n=938; საშუალო ასაკი: 82.4 წელი, ასაკობრივი დიაპაზონი: 56-99 წელი), არიპიპრაზოლის მიღება ალცჰეიმერის დაავადების ფონზე ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დაკავშირებული იყო ლეტალური გამოსავლის გაზრდილ რისკთან პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.

ლეტალობის დონემ არიპიპრაზოლის მიმღები პაციენტების ჯგუფში შეადგინა 3.5% პლაცებოს ჯგუფში 1.7%-თან შედარებით. თუმცა, ლეტალური გამოსავლის მიზეზები იყო განსხვავებული, მათგან უმეტესობას ჰქონდა გულ-სისხლძარღვოვანი (მაგ., გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგ., პნევმონია) ხასიათი.

ცერებროვასკულური ხასიათის არასასურველი რეაქციები: იმავე კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ცერებროვასკულური არასასურველი რეაქციების განვითარება (მაგალითად, ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა), ლეტალური გამოსავლის ჩათვლით. პაციენტების საშუალო ასაკი იყო 84 წელი, ასაკობრივი დიაპაზონი: 78-88 წელი. საერთო ჯამში, ამ კვლევებში ცერებროვასკულარული არასასურველი რეაქციები განუვითარდა არიპიპრაზოლის მიმღები პაციენტების 1.3%-ს პლაცებოს მიმღები პაციენტების 0.6%-თან შედარებით. ეს განსხვავება არ იყო სტატისტიკურად დამაჯერებელი. თუმცა, ერთ-ერთ ამ კვლევაში (ფიქსირებული დოზის კვლევა) არსებობდა გამოხატული კავშირი პრეპარატის დოზებსა და ცერებროვასკულური ტიპის არასასურველი რეაქციების გამოვლენას შორის არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში.

არიპიპრაზოლი არ არის ნაჩვენები დემენციის ფონზე ფსიქოზის სამკურნალოდ.

ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი: ჰიპერგლიკემია, ზოგიერთ შემთხვევაში უკიდურესად მძიმე და ასოცირებული კეტოაციდოზთან ან ჰიპეროსმოლარულ კომასთან, ფატალურის ჩათვლით, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიფსიქოტურ საშუალებებს, მათ შორის არიპიპრაზოლს. რისკის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები, მოიცავს სიმსუქნეს და დიაბეტის ოჯახურ ისტორიას. პაციენტებში, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს და სხვა ატიპიურ ანტიფსიქოტიკურ საშუალებებს, არ არსებობს ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის ზუსტი შედარებითი შეფასება. პაციენტები, რომლებიც იღებენ ნებისმიერ ანტიფსიქოზურ პრეპარატს, მათ შორის არიპიპრაზოლს, უნდა იყვნენ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ ჰიპერგლიკემიის სიმპტომების გამო (როგორიცაა პოლიდიფსია, პოლიურია, პოლიფაგია და სისუსტე). შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მდგომარეობა ან შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის ფაქტორების არსებობა რეგულარულად უნდა შემოწმდეს გლუკოზის ამაღლებულ დონეზე (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

ჰიპერმგრძნობელობა: ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც ვლინდება ალერგიული სიმპტომების სახით.

წონის მატება: შიზოფრენიითა და ბიპოლარული მანიაკალური აშლილობის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ წონაში მატება თანმხლები დაავადების გამო, ანტიფსიქოტიკების გამოყენება, რომლებიც იწვევენ წონის მატებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევას. ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა წონის მომატების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს. როგორც წესი, ასეთი შემთხვევები ვლინდებოდა პაციენტებში მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა ანამნეზში დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ან ჰიპოფიზის ადენომა.

ზრდასრულ პაციენტებში არ დაფიქსირებულა სხეულის წონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება არიპიპრაზოლის მიღებისას. ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდებში კლინიკურ კვლევებში წონაში მატება დაფიქსირდა არიპიპრაზოლით მკურნალობიდან 4 კვირის შემდეგ. ბიპოლარული აშლილობით ასოცირებული მანიით მოზარდ პაციენტებში უნდა მოხდეს სხეულის წონის მონიტორინგი. სხეულის წონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატებისას უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

დისფაგია: ანტიფსიქოზურმა პრეპარატებმა, მათ შორის არიპიპრაზოლმა, შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის მოტორიკის დარღვევა და კუჭის შიგთავსის ასპირაცია. არიპიპრაზოლი და სხვა ანტიფსიქოტური საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასპირაციული პნევმონიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.

აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური და იმპულსების კონტროლის სხვა ქცევითი დარღვევები: პაციენტებს, რომლებსაც დაუნიშნული აქვთ არიპიპრაზოლი, აღენიშნათ პათოლოგიური მიდრეკილება აზარტული თამაშების მიმართ და ამ ტენდენციის კონტროლის შეუძლებლობა. ასევე დაფიქსირდა ჰიპერსექსუალობა, იძულებითი შოპინგი, ზედმეტი ჭამა ან საკვებისადმი უკონტროლო ლტოლვა და სხვა იმპულსური და იძულებითი ქცევის დარღვევები. მნიშვნელოვანია, რომ კლინიცისტებმა გააფრთხილონ პაციენტები და მათი მომვლელები არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს ახალი ან ზემოაღნიშნული დარღვევების განვითარების შესახებ. იმპულსების კონტროლის დარღვევის სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ძირითად აშლილობასთან; თუმცა, ხანდახან მოხსენებული იყო პათოლოგიური ტენდენციის გაქრობის შესახებ პრეპარატის დოზის შემცირებით ან მკურნალობის შეწყვეტით. იმპულსების კონტროლის დარღვევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტს ან სხვა პირებს, თუ ისინი არ არის გამოვლენილი. თუ პაციენტს განუვითარდა ეს ტენდენციები არიპიპრაზოლის მიღებისას, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

ლაქტოზა: არიპრაზოლი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას გადაუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.

პაციენტები თანმხლები ADHD-ით (ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა): მიუხედავად I ტიპის ბიპოლარული აშლილობისა და ADHD-ის თანმხლები დაავადებების მაღალი სიხშირისა, ძალიან შეზღუდულია მონაცემები არიპიპრაზოლისა და სტიმულატორების ერთდროული გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას.

დაცემა: არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, მოტორული და სენსორული არასტაბილურობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა. სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული გაზრდილი რისკის მქონე პაციენტების მკურნალობისას და მკურნალობა უნდა იქნეს დაწყებული დაბალი საწყისი დოზებით (მაგ. ხანდაზმულ პაციენტებში ან დასუსტებულ პაციენტებში).

გამოიყენეთ ორსულობისას ან ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობა.

ორსულ ქალებში არიპიპრაზოლის ადექვატური კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. აღწერილია თანდაყოლილი ანომალიები, მაგრამ მიზეზობრივი კავშირი არიპიპრაზოლთან არ არის დადგენილი. ცხოველთა კვლევების ცნობილი მონაცემები არ გამორიცხავს ემბრიოფეტოტოქსიკურობის შესაძლებლობას. პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს, თუ დაორსულდებიან ან აპირებენ დაორსულებას არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს. ორსულობის დროს არიპიპრაზოლის უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის გამო, ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ორსულისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ახალშობილებს, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიფსიქოტურ საშუალებას (არიპიპრაზოლის ჩათვლით) ორსულობის მესამე ტრიმესტრში შეიძლება განიცადონ გვერდითი რეაქციები, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომები და/ან მოხსნის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმით და ხანგრძლივობით. დაფიქსირდა აღგზნება, კუნთების ტონუსის მომატება ან დაქვეითება, ტრემორი, ძილიანობა, სუნთქვის პრობლემები ან კვების პრობლემები. ამიტომ აუცილებელია ასეთი ახალშობილთა მდგომარეობის გულდასმით მონიტორინგი.

ძუძუთი კვება.

არიპიპრაზოლი (და მისი მეტაბოლიტები) გამოიყოფა დედის რძეში. თუ გადაწყვეტთ ძუძუთი კვების შეწყვეტას ან არიპიპრაზოლის შეწყვეტას/შეჩერებას, ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის უნდა შედარდეს თერაპიის სარგებელს დედისთვის.

ზეგავლენა ფერტილობაზე

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების მიხედვით, არიპიპრაზოლი უარყოფითად არ მოქმედებს ნაყოფიერებაზე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება

პრეპარატ არიპიპრაზოლს, ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოტურ პრეპარატებს, აქვს მსუბუქი და ზომიერი ეფექტი სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების არასასურველი რეაქციების გამო (როგორიცაა სედაცია, ძილიანობა, სინკოპე/გაბრუება, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია - იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება.

α1-ადრენორევეფტორების ანტაგონიზმის გამო, არიპიპრაზოლმა შეიძლება გააძლიეროს ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მოქმედება.

იმის გათვალისწინებით, რომ არიპიპრაზოლი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სიფრთხილეა საჭირო არიპიპრაზოლის იმ პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, შესაძლო ჯვარედინი გვერდითი რეაქციების გამო, როგორიცაა სედაცია (იხ. პ. „სიფრთხილის ზომები“).

ასევე აუცილებელია არიპიპრაზოლით თერაპიის დროს ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება. არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს ან არღვევენ ელექტროლიტების ბალანსს.

სხვა სამკურნალო საშუალებების პოტენციური გავლენა არიპიპრაზოლის მოქმედებაზე.

მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბიტორი, H2-ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტი ფამოტიდინი ამცირებს არიპიპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ ეს ეფექტი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად.

არიპიპრაზოლი მეტაბოლიზდება რამდენიმე გზით CYP2D6 და CYP3A4 ფერმენტების მონაწილეობით, მაგრამ არა CYP1A ფერმენტების მონაწილეობით. ამრიგად, მწეველ პაციენტებს არ სჭირდებათ პრეპარატის დოზის კორექტირება.

ჯანმრთელ მოხალისეებში ცატარებულ კლინიკურ კვლევებში

CYP2D6 (ქინიდინი) ფერმენტის ძლიერი ინიბიტორი ზრდიდა არიპიპრაზოლის AUC -ს 107%-ით, ხოლო Cmax რჩებოდა უცვლელი. არიპიპრაზოლის აქტიური მეტაბოლიტის- დეჰიდროარიპიპრაზოლის AUC და Cmax მნიშვნელობები შემცირდა შესაბამისად 32%-ით და 47%-ით. ქინიდინთან ერთად მიღებისას არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით ნახევრით. სხვა ძლიერ CYP2D6 ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი, სავარაუდოდ ექნებათ მსგავსი ეფექტები, ამიტომ მათი გამოყენებისას დოზა ანალოგიურად უნდა შემცირდეს.

კეტოკონაზოლი და სხვა CYP3A4-ს ინჰიბიტორები.

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, ფერმენტ CYP3A4-ს ძლიერმა ინჰიბიტორმა (კეტოკონაზოლი) გაზარდა არიპიპრაზოლის AUC და Cmax შესაბამისად 63% და 37%-ით. დეჰიდროარიპიპრაზოლის AUC და Cmax მნიშვნელობები გაიზარდა შესაბამისად 77%-ით და 43%-ით. CYP2D6-ს დაქვეითებული მეტაბოლიზმის მქონე პირებში CYP3A4-ს ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არიპიპრაზოლის უფრო მაღალი კონცენტრაციები პლაზმაში, ვიდრე CYP2D6-ის აქტიური მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში. თუ კეტოკონაზოლის ან სხვა ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული გამოყენება აუცილებელია, პოტენციური უპირატესობები უნდა აღემატებოდეს პაციენტისთვის შესაძლო რისკებს. არიპიპრაზოლის და კეტოკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით ნახევრით. სხვა ძლიერ CYP3A4-ს ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და აივ -პროტეაზას ინჰიბიტორები, თეორიულად შეიძლება ჰქონდეთ იგივე ეფექტები და, შესაბამისად, საჭირო გახადონ დოზის ანალოგიურად შემცირება (იხ. „გამოყენების მეთოდი და დოზები“).

CYP2D6 ან CYP3A4-ს ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტის შემდეგ, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს იმ დონემდე, რომელიც გამოიყენებოდა თანმხლები მკურნალობის დაწყებამდე. შესაძლებელია არიპიპრაზოლის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება CYP3A4-ის სუსტი ინჰიბიტორების (მაგ., დილთიაზემი ან ესციტალოპრამი) ან CYP2D6-ის ერთდროულად გამოყენებისას.

კარბამაზეპინი და სხვა CYP3A4-ს ინდუქტორები.

CYP3A4 -ს ძლიერი ინდუქტორის- კარბამაზეპინის არიპიპრაზოლთან ერთად მიღების შემდეგ, არიპიპრაზოლის საშუალო გეომეტრიული Cmax და AUC მნიშვნელობები არიპიპრაზოლით მონოთერაპიასთან შედარებით (30 მგ) შემცირდა შესაბამისად 68%-ით და 73%-ით. ანალოგიურად, კარბამაზეპინის დეჰიდროარიპიპრაზოლთან ერთად გამოყენებისას, ამ უკანასკნელის საშუალო გეომეტრიული Cmax და AUC შემცირდა შესაბამისად 69%-ით და 71%-ით, არიპიპრაზოლით მონოთერაპიასთან შედარებით. არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაორმაგდეს მისი კარბამაზეპინთან ერთდროულად გამოყენებისას. არიპიპრაზოლის ერთდროულ გამოყენებას სხვა ძლიერ CYP3A4 -ს ინდუქტორებთან (როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ეფავირენცი, ნევირაპინი და მცენარე კრაზანა) თეორიულად აქვს ანალოგიური ეფექტი, ამიტომ საჭიროა დოზის შესაბამისი გაზრდა. CYP3A4 -ს ძლიერი ინდუქტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.

ვალპროატი და ლითიუმი.

ვალპროატის ან ლითიუმის არიპიპრაზოლთან ერთდროულად მიღებისას არიპიპრაზოლის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, ამიტომ დოზის კორექცია ვალპროატის ან ლითიუმის არიპიპრაზოლთან ერთად გამოყენებისას საჭირო არ არის.

სეროტონინული სინდრომი.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ არიპიპრაზოლს, დაფიქსირდა სეროტონინული სინდრომის შემთხვევები; განსაკუთრებით ერთდროულად გამოყენებისას სხვა სეროტონინერგულ პრეპარატებთან, როგორიცაა „სუსი“ (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი/სეროტონინის/ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი) ან პრეპარატებთან, რომლებიც ზრდიან არიპიპრაზოლის კონცენტრაციას.

არიპიპრაზოლის პოტენციური გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლი 10-30 მგ/დღეში დოზით არ ახდენდა გავლენას ფერმენტ CYP2D6-ს (დექსტრომეტორფანი/3 მეთოქსიმორფინანის თანაფარდობა), CYP2C9-ს (ვარფარინი), CYP2C19-ს (ომეპრაზოლი) და CYP3A-ს სუბსტრატების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, in vitro კვლევებმა არ გამოავლინა არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის უნარი, რომ გავლენა მოეხდინათ ფერმენტ CYP1A2-ს მედიატორობით განპირობებულ მეტაბოლურ გზებზე. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არიპიპრაზოლს შეუძლია გამოიწვიოს ამ ფერმენტების მედიატორობით განპირობებული კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლებს შორის ურთიერთქმედება.

არიპიპრაზოლის ვალპროატთან, ლითიუმთან ან ლამოტრიჯინთან ერთდროული მიღების შემთხვევაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა ვალპროატის, ლითიუმის ან ლამოტრიჯინის კონცენტრაციებში.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

არ გამოიყენოთ მოცემული სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა.

10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ან 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი.

შპს „ასინო უკრაინა“,

ვაცლავ გაველის ბულვარი, 8, კიევი, 03124, უკრაინა.

მწარმოებელი.

შპს "ფარმა სტარტი",

ვაცლავ გაველის ბულვარი, 8, კიევი, 03124, უკრაინა.

ორგანიზაციის მისამართი, რომელიც იღებს პრეტენზიებს მომხმარებელთაგან მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით და პასუხისმგებელია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ რეგისტრაციის შემდგომ ზედამხედველობაზე.

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

"Аcino Pharma AG" (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში, ადონცის ქ. 6/1, 54, 0014, ქ. ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა

ტელ. + 374 60 67 01 70

ელ.ფოსტა: [email protected].

ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

სააქციო საზოგადოების "Аcino Pharma AG" (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში, პობედიტელის გამზირი, 104-20, 220062, ქ. მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა

ტელ. + 375 (17) 319-91-41; + 375 (29) 700-65-90, ფაქსი + 375 (17) 319-91-40

ელ.ფოსტა: [email protected].

საქართველოს ტერიტორიაზე:

სააქციო საზოგადოება „Acino Pharma AG” (შვეიცარიული კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში

კ. მარჯანიშვილის ქუჩა 5 / დ. უზნაძის ქუჩა 16-18, 0102, თბილისი, საქართველო

ტელ.: + 995 32 220 69 42

ელ. ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა