აბიზოლი ნაჩვენებია შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებში და 15 წლის და ზემოთ უფროსი ასაკის მოზარდებში. აბიზოლი ნაჩვენებია ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ ბიპოლარული I აშლილობის დროს და ახალი მანიაკალური ეპიზოდის პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში, რომლებსაც განუვითარდათ უპირატესად მანიაკალური ეპიზოდები და …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- არიპიპრაზოლი (aripiprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N05AX12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037964
- რეგისტრირებულია
- 27 აპრილი 2023, მოქმედებს 27 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აბიზოლი 20მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აბიზოლი ნაჩვენებია შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებში და 15 წლის და ზემოთ უფროსი ასაკის მოზარდებში.
აბიზოლი ნაჩვენებია ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ ბიპოლარული I აშლილობის დროს და ახალი მანიაკალური ეპიზოდის პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში, რომლებსაც განუვითარდათ უპირატესად მანიაკალური ეპიზოდები და რომლებშიც მანიაკალური ეპიზოდები ავლდენდა პასუხს არიპიპრაზოლით მკურნალობას (იხილეთ პუნქტი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
აბიზოლი ნაჩვენებია ბიპოლარული I აშლილობის ზომიერი ან მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ 12 კვირამდე 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში (იხ. პუნქტი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
შიზოფრენია: აბიზოლის რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 10 ან 15 მგ/დღეში შემანარჩუნებელი დოზით 15 მგ/დღეში შეყვანილი დღეში ერთხელ სქემის მიხედვით, საკვების მიღების მიუხედავად. აბიზოლი ეფექტურია 10-დან 30 მგ/დღეში დოზებში. 15 მგ დღიურ დოზაზე მაღალი დოზების მიღებისას გაძლიერებული ეფექტურობა არ გამოვლენილა, თუმცა ცალკეულ პაციენტებში შეიძლება სასრგებლო იყოს უფრო მაღალი დოზი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.
მანიაკალური ეპიზოდები ბიპოლარული I აშლილობის დროს: აბიზოლის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 15 მგ დღეში ერთხელ, საკვების მიღების მიუხედავად მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით (იხ. პუნქტი ფარმაკოდინამიკური თვისებები). ზოგიერთ პაციენტში შეიძლება სასარგებლო იყოს უფრო მაღალი დოზის გამოყენება. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.
მანიაკალური ეპიზოდების განმეორებითი პრევენცია ბიპოლარული I აშლილობის დროს: მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული თერაპიის სახით, თერაპიას გრძელდება იმავე დოზით. დღიური დოზის კორექცია, დოზის შემცირების ჩათვლით, განხილული უნდა იყოს კლინიკური სტატუსის საფუძველზე.
პედიატრიული მოსახლეობა
შიზოფრენია 15 წლის და ზემოთ ასაკის მოზარდებში: აბიზოლის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ/დღეში, დღეში ერთხელ სქემის მიხედვით, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 მგ-ით 2 დღის განმავლობაში, ტიტრირდეს 5 მგ-მდე 2 დამატებითი დღის განმავლობაში ისე, რომ მირწეული იყოს რეკომენდებული დღიური დოზა 10 მგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზის შემდგომი მატება უნდა მოხდეს 5 მგ ნაწილებით, მაქსიმალური დღიური დოზის 30 მგ-ის გადაჭარბების გარეშე (იხ. პუნქტი ფარმაკოდინამიკური თვისებები). აბიზოლი ეფექტურია დოზის 10-დან 30 მგ/დღეში დოზებით. 10 მგ დღიურ დოზაზე მაღალი დოზების მიღებისას გაძლიერებული ეფექტურობა არ გამოვლენილა, თუმცა ცალკეულ პაციენტებში შეიძლება სასარგებლო იყოს უფრო მაღალი დოზის გამოყენება.
არიპიპრაზოლი არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის შიზოფრენიის მქონე პაციენტებში, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო (იხ. პუნქტები გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).
მანიაკალური ეპიზოდები ბიპოლარული I აშლილობის დროს 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში: აბიზოლის რეკომენდებული დოზაა 10 მგ/დღეში, დღეში ერთხელ, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 მგ-ით 2 დღის განმავლობაში, ტიტრირდეს 5 მგ-მდე 2 დამატებითი დღის განმავლობაში, რომ მიღწეული იყოს რეკომენდებული დღიური დოზა 10 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის და არ უნდა აღემატებოდეს 12 კვირას. 10 მგ დღიურ დოზაზე მაღალი დოზების გაძლიერებული ეფექტურობა არ არის გამოვლენილი და 30 მგ დღიური დოზა დაკავშირებულია მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტების არსებითად უფრო მაღალ სიხშირესთან, მათ შორისა EPS დაკავშირებული მოვლენები, ძილიანობა, დაღლილობა და წონაში მომატება (იხ. პუნქტი ურთიერთქმედება პრეპარატებთან). ამიტომ 10 მგ/დღეზე მაღალი დოზები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგით (იხ. პუნქტები გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები, გვერდითი მოვლენები / გვერდითი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები). უფრო ახალგაზრდა პაციენტებს აქვთ არიპიპრაზოლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი. ამიტომ, აბიზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული 13 წლამდე ასაკის პაციენტებში (იხ. პუნქტები გვერდითი ეფექტები /გვერდითი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).
აუტისტურ აშლილობასთან დაკავშირებული გაღიზიანება: არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში ჯერ არ არის დადგენილი. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია პუნქტში ფარმაკოდინამიკური თვისებები, მაგრამ დოზირების შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
ტურეტის აშლილობასთან დაკავშირებული ტიკები: არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ჯერ არ არის დადგენილი. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია პუნქტში ფარმაკოდინამიკური თვისებები, მაგრამ დოზირების შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
სპეციალური პოპულაცია
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არსებული მონაცემები არასაკმარისია რეკომენდაციების დასადგენად. ამ პაციენტებში დოზის მართვა სიფრთხილით უნდა მოხდეს. თუმცა, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (იხ. პუნქტი ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ხანდაზმულები
არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა შიზოფრენიის ან მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ ბიპოლარული I აშლილობის დროს 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. ამ პოპულაციის უფრო დიდი მგრძნობელობის გამო, უფრო დაბალი საწყისი დოზა უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც კლინიკური ფაქტორები ამის გარანტიას იძლევა (იხილეთ პუნქტი გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები).
სქესი
დოზის კორექცია არ არის საჭირო მდედრობითი სქესის პაციენტებისთვის, მამაკაცებთან შედარებით (იხ. პუნქტი ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
მწეველის სტატუსი
არიპიპრაზოლის მეტაბოლური გზის მიხედვით მწეველებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო (იხ. პუნქტი ურთიერთქმედება პრეპარატებთან).
დოზის კორექცია ურთიერთქმედებების გამო
როდესაც ძლიერი CYP3A4 ან CYP2D6 ინჰიბიტორები მიიღება არიპიპრაზოლთან ერთად, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს. როდესაც CYP3A4 ან CYP2D6 ინჰიბიტორი მოხსნილია კომბინირებული თერაპიიდან, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს (იხ. პუნქტი ურთიერთქმედებები პრეპარატებთან).
როდესაც ხდება CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული მიღება, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს. როდესაც CYP3A4 ინდუქტორი მოხსნილია კომბინირებული თერაპიიდან, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე (იხ. პუნქტი ურთიერთქმედება პრეპარატებთან).
გამოყენების წესი
აბიზოლი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
ოროდისპერსირებადი ტაბლეტები ან პერორალური ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც აბიზოლის ტაბლეტების ალტერნატივა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ აბიზოლის ტაბლეტების გადაყლაპვა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
თვითმკვლელობა
სუიციდური ქცევის გამოვლინება თან ახლავს ფსიქოზურ დაავადებებსა და გუნება-განწყობის აშლილობას და ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ანტიფსიქოზური მკურნალობის დაწყების ან შეცვლის შემდეგ ადრეულ პერიოდში, მათ შორის არიპიპრაზოლით მკურნალობისას (იხ. პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები). ანტიფსიქოზურ მკურნალობას თან უნდა ახლდეს მაღალი რისკის მქონე პაციენტების მჭიდრო მეთვალყურეობა.
გულ-სისხლძარღვთა დარღვევები
არიპიპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა ან გამტარობის დარღვევები), ცერებროვასკულარული დაავადებები, მდგომარეობები, რომლებიც წინასწარ განაწყობენ პაციენტებს ჰიპოტენზიისკენ (დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია და ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებით მკურნალობა) ან ჰიპერტენზიისკენ, მათ შორისაა დაჩქარებული ან ავთვისებიანი. ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები დაფიქსირდა ანტიფსიქოზურ სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას. ვინაიდან პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ანტიფსიქოზური საშუალებებით, ხშირად აღენიშნებათ ვენური თრომბოემბოლიის შეძენილი რისკ-ფაქტორები, ვენური თრომბოემბოლიის ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი უნდა იყოს იდენტიფიცირებული არიპიპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს და მიღებული უნდა იყოს პრევენციული ზომები.
QT გახანგრძლივება
არიპიპრაზოლის კლინიკურ კვლევებში QT გახანგრძლივების სიხშირე შედარებული იყო პლაცებოსთან. არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ოჯახური ისტორია (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
გვიანი დისკინეზია
ერთი წლის ან ნაკლები ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, აღინიშნა არახშირი ცნობები არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს გადაუდებელი დისკინეზიის შესახებ. თუ გვიანი დისკინეზიის ნიშნები და სიმპტომები განვითარდა პაციენტში, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს, განხილული უნდა იყოს დოზის შემცირება ან შეწყვეტა (იხ. პუნქტი 4.8). ეს სიმპტომები შეიძლება დროებით გაუარესდეს ან განვითარდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც კი.
სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები
არიპიპრაზოლის პედიატრიულ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა აკათიზია და პარკინსონიზმი. თუ სხვა EPS-ის ნიშნები და სიმპტომები განვითარდა პაციენტში, არიპიპრაზოლის მიღებისას, განხილული უნდა იყოს დოზის შემცირება და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.
ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი
ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი არის პოტენციურად ფატალური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც დაკავშირებულია ანტიფსიქოზურ საშუალებებთან. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის იშვიათი შემთხვევები არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს. ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის კლინიკური გამოვლინებებია ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა და ავტონომიური არასტაბილურობის ნიშნები (არარეგულარული პულსი ან არტერიული წნევა, ტაქიკარდია, დიაფორეზი და გულის დისრითმია). დამატებითი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კრეატინფოსფოკინაზას მომატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი), და თირკმლის მწვავე უკმარისობას. თუმცა, ასევე დაფიქსირდა კრეატინფოსფოკინაზას და რაბდომიოლიზის მომატება, რომელიც არ არის აუცილებლად ასოცირებული ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომთან. თუ პაციენტს განუვითარდა ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ნეიროლეფსიურ ავთვისებიან სინდრომზე, ან აღენიშნება აუხსნელი მაღალი ცხელება ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის დამატებითი კლინიკური გამოვლინების გარეშე, ყველა ანტიფსიქოზური საშუალება, მათ შორის არიპიპრაზოლი, უნდა შეწყდეს.
კრუნჩხვა
კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა კრუნჩხვის იშვიათი შემთხვევები არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს. ამიტომ, არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კრუნჩხვითი აშლილობა ან მდგომარეობები კრუნჩხვებით (იხ. პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
ხანდაზმული პაციენტები დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზით
გაზრდილი სიკვდილიანობა
არიპიპრაზოლის პლაცებო-კონტროლირებად სამ კვლევაში (n = 938; საშუალო ასაკი: 82,4 წელი; დიაპაზონი: 56-99 წელი) ალცჰეიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით, იყვნენ სიკვდილის გაზრდილი რისკის ქვეშ პლაცებოსთან შედარებით. სიკვდილიანობის მაჩვენებელი არიპიპრაზოლით ნამკურნალებ პაციენტებში იყო 3.5% პლაცებო ჯგუფში 1.7%-თან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის მიზეზები განსხვავებული იყო, სიკვდილიანობის უმეტესობა, როგორც ჩანს, იყო ან გულ-სისხლძარღვთა (მაგ. გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგ. პნევმონია) ხასიათის (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
ცერებროვასკულარული გვერდითი რეაქციები
იმავე კვლევებში, პაციენტებში დაფიქსირდა ცერებროვასკულარული გვერდითი რეაქციები (მაგ. ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა), ფატალური შემთხვევების ჩათვლით (საშუალო ასაკი: 84 წელი; დიაპაზონი: 78-88 წელი). საერთო ჯამში, არიპიპრაზოლით ნამკურნალები პაციენტების 1.3%-ში აღინიშნა ცერებროვასკულარული გვერდითი რეაქციები ამ კვლევებში პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 0.6%-თან შედარებით. ეს განსხვავება არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. თუმცა, ერთ-ერთ ამ კვლევაში, ფიქსირებული დოზის კვლევაში, აღინიშნა მნიშვნელოვანი დოზაზე პასუხთან კავშირი ცერებროვასკულური გვერდითი რეაქციებისთვის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით (იხ. პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
არიპიპრაზოლი არ არის ნაჩვენები დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი
ჰიპერგლიკემია, ზოგიერთ შემთხვევაში ძლიერი და ასოცირებული კეტოაციდოზთან ან ჰიპეროსმოლარულ კომასთან ან სიკვდილთან, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები, მათ შორის არიპიპრაზოლით. რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება წინასწარგანაწყონ პაციენტები მძიმე გართულებების მიმართ, მოიცავს სიმსუქნეს და დიაბეტის ოჯახურ ისტორიას. არიპიპრაზოლის კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავებები ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების (დიაბეტის ჩათვლით) ან გლიკემიის ლაბორატორიული მაჩვენებლების დარღვევის სიხშირეში პლაცებოსთან შედარებით. ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების ზუსტი რისკის შეფასებები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არიპიპრაზოლით და სხვა ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით, არ არის ხელმისაწვდომი პირდაპირი შედარებისთვის. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ნებისმიერი ანტიფსიქოზური საშუალებებით, არიპიპრაზოლის ჩათვლით, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ჰიპერგლიკემიის ნიშნებსა და სიმპტომებზე (როგორიცაა პოლიდიფსია, პოლიურია, პოლიფაგია და სისუსტე) და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები ან შაქრიანი დიაბეტის რისკის ფაქტორები რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს გლუკოზის კონტროლის გაუარესების გამოსავლენად (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
ჰიპერმგრძნობელობა
არიპიპრაზოლის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც ხასიათდება ალერგიული სიმპტომებით (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
წონაში მომატება
წონაში მომატება ჩვეულებრივ ვლინდება შიზოფრენიის და ბიპოლარული მანიის მქონე პაციენტებში თანმხლები დაავადებების, ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენების გამო, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევს წონის მატებას, არასწორად მართულ ცხოვრების წესს და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები. წონაში მატება დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული პერიოდიში პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული ჰქონდათ არიპიპრაზოლი. როდესაც ჩანს, ეს ჩვეულებრივ აღინიშნება იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა დიაბეტი ანამნეზში, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა ან ჰიპოფიზის ადენომა. კლინიკურ კვლევებში არ იყო ნაჩვენები არიპიპრაზოლის კლინიკურად მნიშვნელოვანი წონის მომატება მოზრდილებში (იხილეთ პუნქტი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდების კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იქნა, რომ არიპიპრაზოლი დაკავშირებულია წონის მატებასთან მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდ პაციენტებში უნდა ჩატარდეს წონის მატების მონიტორინგი. თუ წონის მომატება კლინიკურად მნიშვნელოვანია, განხილული უნდა იყოს დოზის შემცირება (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
დისფაგია
საყლაპავის მოტორიკის დარღვევა და ასპირაცია დაკავშირებულია ანტიფსიქოზურ საშუალებებთან, მათ შორის არიპიპრაზოლთან. არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასპირაციული პნევმონიის რისკის მქონე პაციენტებში.
პათოლოგიური აზარტული თამაშები
არიპიპრაზოლის მიღებისას პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს გაზრდილი მოთხოვნილება, განსაკუთრებით აზარტული თამაშების მიმართ, და ამ მოთხოვნილებების კონტროლის უუნარობა. სხვა მოთხოვნილებები, რომლებიც დაფიქსირდა, მოიცავს შემდეგს: გაზრდილი სექსუალური ლტოლვა, კომპულსიური შოპინგი, უზომო ან კომპულსიური კვება და სხვა იმპულსური და კომპულსიური ქცევები. მნიშვნელოვანია, რომ ექიმებმა კონკრეტულად ჰკითხონ პაციენტებს ან მათ მომვლელებს არიპიპრაზოლით მკურნალობისას ახალი ან გაზრდილი აზარტული თამაშების სურვილის, სექსუალური ლტოლვის, კომპულსიური შოპინგის, ჭარბი ან კომპულსიური კვების ან სხვა სურვილების განვითარების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ იმპულსების კონტროლის სიმპტომები შეიძლება ასოცირებული იყოს ძირითად აშლილობასთან; თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, აღინიშნა მოთხოვნილების შეწყვეტა დოზის შემცირების ან მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ. იმპულსების კონტროლის დარღვევამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პაციენტს და სხვებს, თუ არ მოხდა მისი ამოცნობა. განიხილება დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა, თუ პაციენტს განუვითარდება ასეთი მოთხოვნილებები არიპიპრაზოლის მიღებისას (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
პაციენტები თანმხლები ADHD დაავადებებით
ბიპოლარული I აშლილობისა და ADHD-ის მაღალი თანმხლები დაავადებების სიხშირის მიუხედავად, უსაფრთხოების ძალიან შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი არიპიპრაზოლისა და სტიმულატორების ერთდროული გამოყენების შესახებ; ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
α1-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონიზმის გამო, არიპიპრაზოლს აქვს გარკვეული ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების ეფექტის გაძლიერების პოტენციალი.
არიპიპრაზოლის პირველადი ცნს-ის ეფექტების გათვალისწინებით, სიფრთხილეა საჭირო არიპიპრაზოლის ალკოჰოლთან ან სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას გადაფარვითი გვერდითი რეაქციებით, როგორიცაა სედაცია (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
თუ არიპიპრაზოლი ინიშნება სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას ან ელექტროლიტურ დისბალანსს, აუცილებელია სიფრთხილე.
სხვა სამკურნალო საშუალებების პოტენციალი, რომ გავლენა მოახდინონ არიპიპრაზოლზე
კუჭის მჟავას ბლოკატორი, H2 ანტაგონისტი ფამოტიდინი, ამცირებს არიპიპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ ეს ეფექტი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად. არიპიპრაზოლი მეტაბოლიზდება მრავალი გზით, რომელიც მოიცავს CYP2D6 და CYP3A4 ფერმენტებს, მაგრამ არა CYP1A ფერმენტებს. ამრიგად, მწეველებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ქინიდინი და სხვა CYP2D6 ინჰიბიტორები
ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, CYP2D6-ის ძლიერმა ინჰიბიტორმა (ქინიდინი) გაზარდა არიპიპრაზოლის AUC 107%-ით, ხოლო Cmax უცვლელი იყო. დეჰიდროარიპიპრაზოლის, აქტიური მეტაბოლიტის AUC და Cmax, შემცირდა 32%-ით და 47%-ით, შესაბამისად. არიპიპრაზოლის ქინიდინთან ერთდროული გამოყენებისას არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს მისი დადგენილი დოზის დაახლოებით ნახევრით. მოსალოდნელია, რომ CYP2D6-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი, ჰქონდეთ მსგავსი ეფექტები და ამიტომ იგივენაირად უნდა მოხდეს დოზის შემცირება.
კეტოკონაზოლი და სხვა CYP3A4 ინჰიბიტორები
ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, CYP3A4-ის (კეტოკონაზოლის) ძლიერმა ინჰიბიტორმა გაზარდა არიპიპრაზოლის AUC და Cmax შესაბამისად 63%-ით და 37%-ით. დეჰიდრო-არიპიპრაზოლის AUC და Cmax გაიზარდა 77%-ით და 43%-ით შესაბამისად. CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორების შემთხვევაში, CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არიპიპრაზოლის უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაცია CYP2D6 ექსტენსიურ მეტაბოლიზატორებთან შედარებით. კეტოკონაზოლის ან სხვა ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული გამოყენების განხილვისას, პოტენციური სარგებელი უნდა აღემატებოდეს პაციენტისთვის პოტენციურ რისკს. როდესაც ხდება კეტოკონოზოლის არიპიპრაზოლთან ერთდროული მიღება, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს დადგენილი დოზის დაახლოებით ნახევრით. მოსალოდნელია, რომ CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, ჰქონდეთ მსგავსი ეფექტები და ამიტომ უნდა მოხდეს დოზის მსგავსი შემცირება (იხ. პუნქტი დოზირება და მიღება).
CYP2D6 ან CYP3A4 ინჰიბიტორის შეწყვეტის შემდეგ, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს იმ დონემდე, რა დონეც გამოიყენებოდა თანმხლები თერაპიის დაწყებამდე. როდესაც CYP3A4 სუსტი ინჰიბიტორები (მაგ. დილთიაზემი) ან CYP2D6 (მაგ. ესციტალოპრამი) გამოიყენება არიპიპრაზოლთან ერთად, მოსალოდნელია არიპიპრაზოლის კონცენტრაციის ზომიერი მატება.
კარბამაზეპინი და სხვა CYP3A4 ინდუქტორები
კარბამაზეპინის, CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორის, და პერორალური არიპიპრაზოლის ერთდროული მიღების შემდეგ შიზოფრენიის ან შიზოაფექტური აშლილობის მქონე პაციენტებში, არიპიპრაზოლის Cmax და AUC გეომეტრიული საშუალოები იყო 68% და 73%-ით ნაკლები, შესაბამისად, ვიდრე მხოლოდ არიპიპრაზოლის (30მგ) გამოყენებისას. ანალოგიურად, დეჰიდრო-არიპიპრაზოლისთვის Cmax და AUC-ის გეომეტრიული საშუალებები კარბამაზეპინის ერთდროული მიღების შემდეგ იყო 69%-ით და 71%-ით უფრო დაბალი, შესაბამისად, ვიდრე მხოლოდ არიპიპრაზოლით მკურნალობის შემდეგ.
არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაორმაგდეს კარბამაზეპინთან არიპიპრაზოლის ერთდროული მიღებისას. არიპიპრაზოლისა და CYP3A4-ის სხვა ინდუქტორების (როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ეფავირენცი, ნევირაპინი და კრაზანა) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ეფექტები და ამიტომ უნდა მოხდეს დოზის ანალოგიურად გაზრდა. CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების მიღების შეწყვეტისას, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.
ვალპროატი და ლითიუმი
როდესაც ვალპროატი ან ლითიუმი მიიღებაარიპიპრაზოლთან ერთად, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არიპიპრაზოლის კონცენტრაციებში და ამიტომ დოზის კორექცია საჭირო არ არის ვალპროატის ან ლითიუმის შეყვანისას არიპიპრაზოლთან ერთად.
არიპიპრაზოლის პოტენციალი, გავლენას მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებებზე
კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლის 10-30 მგ/დღეში დოზებს მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა CYP2D6 (დექსტრომეტორფანი/3-მეთოქსიმორფინანის თანაფარდობა), CYP2C9 (ვარფარინი), CYP2C19 (ომეპრაზოლი) და CYP3A4 (დექსტრომეთორფანი) სუბსტრატების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, არიპიპრაზოლმა და დეჰიდრო-არიპიპრაზოლმა არ გამოავლინეს CYP1A2 შუამავლობით გამოწვეული მეტაბოლიზმის შეცვლის პოტენციალი in vitro. ამრიგად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არიპიპრაზოლმა გამოიწვიოს ამ ფერმენტების შუამავლობით კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.
როდესაც არიპიპრაზოლი გამოიყენება ვალპროატთან, ლითიუმთან ან ლამოტრიგინთან ერთად, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება ვალპროატის, ლითიუმის ან ლამოტრიგინის კონცენტრაციებში.
სეროტონინის სინდრომი
დაფიქსირდა სეროტონინის სინდრომის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, და ამ მდგომარეობის შესაძლო ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს განსაკუთრებით სხვა სეროტონერგულ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა SSRI/SNRI, ან სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდიან არიპიპრაზოლის კონცენტრაციებს (იხ. პუნქტი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან).
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს არიპიპრაზოლის ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში. დაფიქსირდა თანდაყოლილი ანომალიები; თუმცა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არიპიპრაზოლთან ვერ დადგინდა. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ვერ გამოირიცხა განვითარების პოტენციური ტოქსიკურობა. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ აცნობონ ექიმს, თუ ისინი დაორსულდებიან ან აპირებენ დაორსულებას არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს. ადამიანებში უსაფრთხოების არასაკმარისი ინფორმაციისა და ცხოველთა რეპროდუქციული კვლევების შედეგად გამოწვეული შეშფოთების გამო, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ მოსალოდნელი სარგებელი აშკარად არ ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ახალშობილებში, რომლებიც ექვემდებარებიან ანტიფსიქოზური საშუალებების ზემოქმედებას (არიპიპრაზოლის ჩათვლით) ორსულობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში, არსებობს გვერდითი რეაქციების რისკი, მათ შორის ექსტრაპირამიდული და/ან მოხსნის სიმპტომების, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმით და ხანგრძლივობით მშობიარობის შემდეგ. აღინიშნა აგზნების, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დისტრესის ან კვების დარღვევის შემთხვევები. შესაბამისად, აუცილებელია ახალშობილ ჩვილებში ფრთხილი კონტროლინ (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
ძუძუთი კვება
არიპიპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან არიპიპრაზოლით თერაპიის შეწყვეტის/თავის შეკავების შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.
ფერტილურობა
არიპიპრაზოლი არ არღვევს ფერტილურობას რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.
ეფექტები ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არიპიპრაზოლი ახდენს უმნიშვნელო და ზომიერ ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პოტენციური ნერვული სისტემის და ვიზუალური ეფექტების გამო, როგორიცაა სედაცია, ძილიანობა, სინკოპე, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი რეაქციებია აკათიზია და გულისრევა, რომლებიც ვლინდება პაციენტების 3%-ზე მეტში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური არიპიპრაზოლით.
გვერდითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი
არიპიპრაზოლით თერაპიასთან დაკავშირებული წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირე ჩამოთვლილია ქვემოთ. ცხრილი ეფუძნება არასასურველ მოვლენებს, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკური კვლევებისას და/ან პოსტმარკეტინგული გამოყენებისას.
ყველა უარყოფითი მოვლენა ჩამოთვლილია სისტემის ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით; ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10,000) და უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია კლების სიმძიმის მიხედვით.
პოსტმარკეტინგული გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე არ შეიძლება განისაზღვროს, რადგან ისინი მომდინარეობს სპონტანური შეტყობინებებიდან. შესაბამისად, ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე კვალიფიცირებულია როგორც "უცნობი".
ხშირი
არახშირი
უცნობია
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ლეიკოპენია ნეიტროპენია თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
ალერგიული რეაქცია (მაგ. ანაფილაქსიური რეაქცია,
ანგიოედემა, მათ შორის ენის გადიდება, ენის შეშუპება, სახის შეშუპება, ალერგიული ქავილი, ან ჭინჭრის ციება)
ენდოკრინული დარღვევები
ჰიპერპროლაქტინემია
დიაბეტური ჰიპეროსმოლარული კომა დიაბეტური კეტოაციდოზი
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
შაქრიანი დიაბეტი
ჰიპერგლიკემია
ჰიპონატრიემია, ანორექსია
ფსიქიატრიული დარღვევები
უძილობა შფოთვა მოუსვენრობა
დეპრესია, ჰიპერსექსუალობა
სუიციდის მცდელობა,
სუიციდური აზრები და სუიციდი
პათოლოგიური აზარტული თამაშები იმპულსების კონტროლის დარღვევები
უზომო ჭამა
კომპულსიური შოპინგი პორიომანია
აგრესია
აჟიტაცია
ნერვოზულობა
ნერვული სისტემის დარღვევები
აკათიზია ექსტრაპირამიდული აშლილობა ტრემორი
თავის ტკივილი სედაცია ძილიანობა თავბრუსხვევა
დაგვიანებული დისკინეზია დისტონია
მოუსვენარი ფეხების სინდრომი
ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი
დიდი მალის კრუნჩხვები სეროტონინის სინდრომი მეტყველების დარღვევა
თვალის დარღვევები
მხედველობის დაბინდვა
დიპლოპია
ფოტოფობია
ოკულოგიური კრიზისი
გულის დარღვევები
ტაქიკარდია
უეცარი აუხსნელი სიკვდილი
Torsades de pointes
ვენტრიკულარული არითმია
გულის გაჩერება ბრადიკარდია
სისხლძარღვთა დარღვევები
ორთოსტატული ჰიპოტენზია
ვენური თრომბოემბოლია (ფილტვის ემბოლიის და ღრმა ვენების თრომბოზის ჩათვლით)
ჰიპერტენზია
სინკოპე
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარი
დარღვევები
სლოკინი
ასპირაცია პნევმონია ლარინგოსპაზმი ოროფარინგეალური სპაზმი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ყაბზობა დისპეფსია გულისრევა ნერწყვის ჰიპერსეკრეცია ღებინება
პანკრეატიტი
დისფაგია
დიარეა
მუცლის არეში დისკომფორტი
კუჭის არეში დისკომფორტი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის უკმარისობა ჰეპატიტი
სიყვითლე
კანისა და
კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
გამონაყარი
ფოტომგრძნობელობის რეაქცია
ალოპეცია
ჰიპერჰიდროზი
წამლის რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
რაბდომიოლიზი
მიალგია
რიგიდულობა
თირკმელებისა და შარდის დარღვევები
დარღვევები შარდის შეუკავებლობა
შარდის შეკავება
ჭარბი დოზა
ნიშნები და სიმპტომები
კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში, მარტო არიპიპრაზოლის შემთხვევითი ან განზრახ მწვავე ჭარბი დოზირება გამოვლინდა მოზრდილ პაციენტებში 1260 მგ-მდე სავარაუდო დოზებით, სიკვდილის გარეშე. დაფიქსირებული სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა ლეთარგიას, არტერიული წნევის მატებას, ძილიანობას, ტაქიკარდიას, გულისრევას, ღებინებას და დიარეას. გარდა ამისა, მიღებულია შეტყობინებები არიპიპრაზოლის შემთხვევით გადაჭარბების შესახებ (195 მგ-მდე) ბავშვებში ფატალური შემთხვევების გარეშე. დაფიქსირებული სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად სერიოზული ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა ძილიანობას, გონების გარდამავალ დაკარგვას და ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს.
დოზის გადაჭარბების მართვა
დოზის გადაჭარბების მართვა კონცენტრირებული უნდა იყოს დამხმარე თერაპიაზე, ადეკვატური სასუნთქი გზების შენარჩუნებაზე, ოქსიგენაციაზე და ვენტილაციაზე და სიმპტომების მართვაზე. გასათვალისწინებელია მრავალი სამკურნალო პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა. ამიტომ გულ-სისხლძარღვთა მონიტორინგი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და უნდა მოიცავდეს უწყვეტ ელექტროკარდიოგრაფიულ მონიტორინგს შესაძლო არითმიების გამოსავლენად. არიპიპრაზოლის ნებისმიერი დადასტურებული ან საეჭვო დოზის გადაჭარბების შემდეგ, მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობა და მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.
გააქტიურებული ნახშირი (50 გ), შეყვანილი არიპიპრაზოლიდან ერთი საათის შემდეგ, ამცირებდა არიპიპრაზოლის Cmax-ს დაახლოებით 41%-ით და AUC-ს დაახლოებით 51%-ით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნახშირი შეიძლება ეფექტური იყოს დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ.
ჰემოდიალიზი
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინფორმაცია ჰემოდიალიზის ეფექტის შესახებ არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობის დროს, ჰემოდიალიზი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს გამოსადეგი დოზის გადაჭარბების მართვისას, რადგან არიპიპრაზოლი ძლიერ უკავშირდება პლაზმის ცილებს.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ არიპიპრაზოლს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს, 148.01 მგ მანიტოლს, როგორც დამხმარე.
შენახვის პირობები
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაუცველ ადგილას.
შეფუთვა:
აბიზოლი 20 მგ ტაბლეტი წარმოდგენილია ალ ფირფიტის/ალ ფოლგის ბლისტერში. თითოეული ბლისტერი შედგება 14 ტაბლეტისგან.
28 ტაბლეტი: 2 ბლისტერი / ყუთი
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
აბიზოლი 5 მგ ტაბლეტი; წარმოდგენილია ალ ფირფიტა – ალ ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში 28 ტაბლეტით.
აბიზოლი 10 მგ ტაბლეტი; წარმოდგენილია ალ ფირფიტა – ალ ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში 28 ტაბლეტით.
აბიზოლი 15 მგ ტაბლეტი; წარმოდგენილია ალ ფირფიტა – ალ ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში 28 ტაბლეტით.
აბიზოლი 30 მგ ტაბლეტი; წარმოდგენილია ალ ფირფიტა – ალ ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში 28 ტაბლეტით.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
Saray Mah. Dr. Adnan BÜYÜKDENİZ Cad. No:14 (34768) Ümraniye / İSTANBUL/ TÜRKİYE
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფსიქოლეფსური საშუალებები, სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები
ათქ კოდი: N05AX12
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ვარაუდობენ, რომ არიპიპრაზოლის ეფექტურობა შიზოფრენიისა და ბიპოლარული I აშლილობის დროს განპირობებულია დოფამინ D2 და სეროტონინის 5-HT1A რეცეპტორების ნაწილობრივი აგონიზმის და სეროტონინის 5-HT2A რეცეპტორების ანტაგონიზმის კომბინაციით. არიპიპრაზოლმა აჩვენა დოფამინერგული ჰიპერაქტიურობის ანტაგონისტური თვისებები ცხოველურ მოდელებში და დოფამინერგული ჰიპოაქტიურობის აგონისტური თვისებები ცხოველურ მოდელებში. არიპიპრაზოლმა აჩვენა მაღალი შეკავშირება in vitro დოფამინის D2 და D3, სეროტონინის 5-HT1A და 5-HT2A რეცეპტორებთან და ზომიერი მსგავსება დოფამინის D4, სეროტონინის 5-HT2C და 5-HT7, ალფა-1 ადრენერგული და ჰისტამინის H1 რეცეპტორების მიმართ. არიპიპრაზოლი ასევე ავლენდა ზომიერ შეკავშირების აფინურობას სეროტონინის უკუმიტაცების ადგილზე და არა შესამჩნევ აფინურობას მუსკარინულ რეცეპტორებთან. დოფამინისა და სეროტონინის ქვეტიპების გარდა, რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით შეიძლება აიხსნას არიპიპრაზოლის ზოგიერთი სხვა კლინიკური ეფექტი.
არიპიპრაზოლის დოზები 0,5-დან 30 მგ-მდე, დღეში ერთხელ შეყვანისას ჯანმრთელ სუბიექტებში 2 კვირის განმავლობაში, იწვევდა 11C-რაკლოპრიდის, D2/D3 რეცეპტორის ლიგანდის, კაუდატთან და პუტამენთან შეკავშირების დოზადამოკიდებულ შემცირებას, რომელიც გამოვლენილია პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფიით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
არიპიპრაზოლი კარგად შეიწოვება, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 3-5 საათში. არიპიპრაზოლი განიცდის მინიმალურ პრესისტემურ მეტაბოლიზმს. ტაბლეტის ფორმის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა არის 87%. არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე ცხიმიანი საკვები ზემოქმედებას არ ახდენს.
განაწილება
არიპიპრაზოლი ფართოდ ნაწილდება მთელს ორგანიზმში განაწილების აშკარა მოცულობით 4,9 ლ/კგ, რაც მიუთითებს ვრცელ ექსტრავასკულარულ განაწილებაზე. თერაპიულ კონცენტრაციებში, არიპიპრაზოლი და დეჰიდრო-არიპიპრაზოლი 99%-ზე მეტა უკავშირდება შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
არიპიპრაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად ბიოტრანსფორმაციის სამი გზით: დეჰიდროგენაცია, ჰიდროქსილაცია და N-დეალკილაცია. ინ ვიტრო კვლევებზე დაყრდნობით, CYP3A4 და CYP2D6 ფერმენტები პასუხისმგებელნი არიან არიპიპრაზოლის დეჰიდროგენაციასა და ჰიდროქსილირებაზე, ხოლო N-დეალკილაცია კატალიზდება CYP3A4-ით. არიპიპრაზოლი წარმოადგენს სისტემურ მიმოქცევაში პრეპარატის დომინანტურ ნაწილს. წონასწორულ მდგომარეობაში დეჰიდრო-არიპიპრაზოლი, აქტიური მეტაბოლიტი, წარმოადგენს არიპიპრაზოლის AUC-ის დაახლოებით 40%-ს პლაზმაში.
ელიმინაცია
არიპიპრაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 75 საათს CYP2D6-ის ფართო მეტაბოლიზატორებისთვის და დაახლოებით 146 საათს CYP2D6-ის სუსტი მეტაბოლიზატორებისთვის.
არიპიპრაზოლის საერთო კლირენსი ორგანიზმში არის 0,7 მლ/წთ/კგ, რომელიც ძირითადად ღვიძლისმიერია.
[14C] მონიშნული არიპიპრაზოლის ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, შეყვანილი რადიოაქტიურობის დაახლოებით 27% აღდგენილი იყო შარდში და დაახლოებით 60% განავალში. უცვლელი არიპიპრაზოლის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 18% უცვლელად აღდგება განავალში.
პედიატრიული მოსახლეობა
არიპიპრაზოლისა და დეჰიდრო-არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა 10-დან 17 წლის პედიატრიულ პაციენტებში იყო მოზრდილებში არსებულის მსგავსი სხეულის წონის განსხვავებების კორექციის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში
ხანდაზმულები
არ არსებობს არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკის სხვაობები ჯანმრთელ ხანდაზმულ და ახალგაზრდა მოზრდილ სუბიექტებს შორის, ასევე არ აღინიშნება ასაკის რაიმე შესამჩნევი ზემოქმედება პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზში შიზოფრენიის მქონე პაციენტებში.
სქესი
არ არსებობს არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკის სხვაობები ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებს შორის და არ აღინიშნება სქესის რაიმე შესამჩნევი ზემოქმედება შიზოფრენიის მქონე პაციენტებში პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზში.
მოწევა
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა შეფასებამ არ გამოავლინა მოწევის კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
რასა
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური შეფასებამ არ აჩვენა რასასთან დაკავშირებული სხვაობები არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაში.
თირკმლის უკმარისობა
აღმოჩნდა, რომ არიპიპრაზოლისა და დეჰიდრო-არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები მსგავსია თირკმელების მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში ახალგაზრდა ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.
ღვიძლის უკმარისობა
ერთჯერადი დოზის კვლევამ სხვადასხვა ხარისხის ღვიძლის ციროზის მქონე სუბიექტებში (ჩაილდ-პიუს კლასები A, B და C) არ გამოავლინა ღვიძლის უკმარისობის მნიშვნელოვანი ეფექტი არიპიპრაზოლისა და დეჰიდრო-არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგრამ კვლევა მოიცავდა მხოლოდ 3 პაციენტს C კლასის ღვიძლის ციროზით, რაც არასაკმარისია მათი მეტაბოლური შესაძლებლობების შესახებ დასკვნების გასაკეთებლად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია8/
აბიზოლი 20 მგ
ტაბლეტი
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ არიპიპრაზოლს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს, 148.01 მგ მანიტოლს, როგორც დამხმარე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები

ჩვენებები:
აბიზოლი ნაჩვენებია შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებში და 15 წლის და ზემოთ უფროსი ასაკის მოზარდებში.
აბიზოლი ნაჩვენებია ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ ბიპოლარული I აშლილობის დროს და ახალი მანიაკალური ეპიზოდის პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში, რომლებსაც განუვითარდათ უპირატესად მანიაკალური ეპიზოდები და რომლებშიც მანიაკალური ეპიზოდები ავლდენდა პასუხს არიპიპრაზოლით მკურნალობას (იხილეთ პუნქტი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
აბიზოლი ნაჩვენებია ბიპოლარული I აშლილობის ზომიერი ან მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ 12 კვირამდე 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში (იხ. პუნქტი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები:
თვითმკვლელობა
სუიციდური ქცევის გამოვლინება თან ახლავს ფსიქოზურ დაავადებებსა და გუნება-განწყობის აშლილობას და ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ანტიფსიქოზური მკურნალობის დაწყების ან შეცვლის შემდეგ ადრეულ პერიოდში, მათ შორის არიპიპრაზოლით მკურნალობისას (იხ. პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები). ანტიფსიქოზურ მკურნალობას თან უნდა ახლდეს მაღალი რისკის მქონე პაციენტების მჭიდრო მეთვალყურეობა.
გულ-სისხლძარღვთა დარღვევები
არიპიპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა ან გამტარობის დარღვევები), ცერებროვასკულარული დაავადებები, მდგომარეობები, რომლებიც წინასწარ განაწყობენ პაციენტებს ჰიპოტენზიისკენ (დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია და ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებით მკურნალობა) ან ჰიპერტენზიისკენ, მათ შორისაა დაჩქარებული ან ავთვისებიანი. ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები დაფიქსირდა ანტიფსიქოზურ სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას. ვინაიდან პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ანტიფსიქოზური საშუალებებით, ხშირად აღენიშნებათ ვენური თრომბოემბოლიის შეძენილი რისკ-ფაქტორები, ვენური თრომბოემბოლიის ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი უნდა იყოს იდენტიფიცირებული არიპიპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს და მიღებული უნდა იყოს პრევენციული ზომები.
QT გახანგრძლივება
არიპიპრაზოლის კლინიკურ კვლევებში QT გახანგრძლივების სიხშირე შედარებული იყო პლაცებოსთან. არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ოჯახური ისტორია (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
გვიანი დისკინეზია
ერთი წლის ან ნაკლები ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, აღინიშნა არახშირი ცნობები არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს გადაუდებელი დისკინეზიის შესახებ. თუ გვიანი დისკინეზიის ნიშნები და სიმპტომები განვითარდა პაციენტში, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს, განხილული უნდა იყოს დოზის შემცირება ან შეწყვეტა (იხ. პუნქტი 4.8). ეს სიმპტომები შეიძლება დროებით გაუარესდეს ან განვითარდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც კი.
სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები
არიპიპრაზოლის პედიატრიულ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა აკათიზია და პარკინსონიზმი. თუ სხვა EPS-ის ნიშნები და სიმპტომები განვითარდა პაციენტში, არიპიპრაზოლის მიღებისას, განხილული უნდა იყოს დოზის შემცირება და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.
ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი
ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი არის პოტენციურად ფატალური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც დაკავშირებულია ანტიფსიქოზურ საშუალებებთან. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის იშვიათი შემთხვევები არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს. ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის კლინიკური გამოვლინებებია ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა და ავტონომიური არასტაბილურობის ნიშნები (არარეგულარული პულსი ან არტერიული წნევა, ტაქიკარდია, დიაფორეზი და გულის დისრითმია). დამატებითი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კრეატინფოსფოკინაზას მომატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი), და თირკმლის მწვავე უკმარისობას. თუმცა, ასევე დაფიქსირდა კრეატინფოსფოკინაზას და რაბდომიოლიზის მომატება, რომელიც არ არის აუცილებლად ასოცირებული ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომთან. თუ პაციენტს განუვითარდა ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ნეიროლეფსიურ ავთვისებიან სინდრომზე, ან აღენიშნება აუხსნელი მაღალი ცხელება ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის დამატებითი კლინიკური გამოვლინების გარეშე, ყველა ანტიფსიქოზური საშუალება, მათ შორის არიპიპრაზოლი, უნდა შეწყდეს.
კრუნჩხვა
კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა კრუნჩხვის იშვიათი შემთხვევები არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს. ამიტომ, არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კრუნჩხვითი აშლილობა ან მდგომარეობები კრუნჩხვებით (იხ. პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
ხანდაზმული პაციენტები დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზით
გაზრდილი სიკვდილიანობა
არიპიპრაზოლის პლაცებო-კონტროლირებად სამ კვლევაში (n = 938; საშუალო ასაკი: 82,4 წელი; დიაპაზონი: 56-99 წელი) ალცჰეიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით, იყვნენ სიკვდილის გაზრდილი რისკის ქვეშ პლაცებოსთან შედარებით. სიკვდილიანობის მაჩვენებელი არიპიპრაზოლით ნამკურნალებ პაციენტებში იყო 3.5% პლაცებო ჯგუფში 1.7%-თან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის მიზეზები განსხვავებული იყო, სიკვდილიანობის უმეტესობა, როგორც ჩანს, იყო ან გულ-სისხლძარღვთა (მაგ. გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგ. პნევმონია) ხასიათის (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
ცერებროვასკულარული გვერდითი რეაქციები
იმავე კვლევებში, პაციენტებში დაფიქსირდა ცერებროვასკულარული გვერდითი რეაქციები (მაგ. ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა), ფატალური შემთხვევების ჩათვლით (საშუალო ასაკი: 84 წელი; დიაპაზონი: 78-88 წელი). საერთო ჯამში, არიპიპრაზოლით ნამკურნალები პაციენტების 1.3%-ში აღინიშნა ცერებროვასკულარული გვერდითი რეაქციები ამ კვლევებში პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 0.6%-თან შედარებით. ეს განსხვავება არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. თუმცა, ერთ-ერთ ამ კვლევაში, ფიქსირებული დოზის კვლევაში, აღინიშნა მნიშვნელოვანი დოზაზე პასუხთან კავშირი ცერებროვასკულური გვერდითი რეაქციებისთვის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით (იხ. პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
არიპიპრაზოლი არ არის ნაჩვენები დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი
ჰიპერგლიკემია, ზოგიერთ შემთხვევაში ძლიერი და ასოცირებული კეტოაციდოზთან ან ჰიპეროსმოლარულ კომასთან ან სიკვდილთან, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები, მათ შორის არიპიპრაზოლით. რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება წინასწარგანაწყონ პაციენტები მძიმე გართულებების მიმართ, მოიცავს სიმსუქნეს და დიაბეტის ოჯახურ ისტორიას. არიპიპრაზოლის კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავებები ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების (დიაბეტის ჩათვლით) ან გლიკემიის ლაბორატორიული მაჩვენებლების დარღვევის სიხშირეში პლაცებოსთან შედარებით. ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების ზუსტი რისკის შეფასებები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არიპიპრაზოლით და სხვა ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით, არ არის ხელმისაწვდომი პირდაპირი შედარებისთვის. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ნებისმიერი ანტიფსიქოზური საშუალებებით, არიპიპრაზოლის ჩათვლით, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ჰიპერგლიკემიის ნიშნებსა და სიმპტომებზე (როგორიცაა პოლიდიფსია, პოლიურია, პოლიფაგია და სისუსტე) და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები ან შაქრიანი დიაბეტის რისკის ფაქტორები რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს გლუკოზის კონტროლის გაუარესების გამოსავლენად (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
ჰიპერმგრძნობელობა
არიპიპრაზოლის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც ხასიათდება ალერგიული სიმპტომებით (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
წონაში მომატება
წონაში მომატება ჩვეულებრივ ვლინდება შიზოფრენიის და ბიპოლარული მანიის მქონე პაციენტებში თანმხლები დაავადებების, ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენების გამო, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევს წონის მატებას, არასწორად მართულ ცხოვრების წესს და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები. წონაში მატება დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული პერიოდიში პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული ჰქონდათ არიპიპრაზოლი. როდესაც ჩანს, ეს ჩვეულებრივ აღინიშნება იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა დიაბეტი ანამნეზში, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა ან ჰიპოფიზის ადენომა. კლინიკურ კვლევებში არ იყო ნაჩვენები არიპიპრაზოლის კლინიკურად მნიშვნელოვანი წონის მომატება მოზრდილებში (იხილეთ პუნქტი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდების კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იქნა, რომ არიპიპრაზოლი დაკავშირებულია წონის მატებასთან მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდ პაციენტებში უნდა ჩატარდეს წონის მატების მონიტორინგი. თუ წონის მომატება კლინიკურად მნიშვნელოვანია, განხილული უნდა იყოს დოზის შემცირება (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
დისფაგია
საყლაპავის მოტორიკის დარღვევა და ასპირაცია დაკავშირებულია ანტიფსიქოზურ საშუალებებთან, მათ შორის არიპიპრაზოლთან. არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასპირაციული პნევმონიის რისკის მქონე პაციენტებში.
პათოლოგიური აზარტული თამაშები
არიპიპრაზოლის მიღებისას პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს გაზრდილი მოთხოვნილება, განსაკუთრებით აზარტული თამაშების მიმართ, და ამ მოთხოვნილებების კონტროლის უუნარობა. სხვა მოთხოვნილებები, რომლებიც დაფიქსირდა, მოიცავს შემდეგს: გაზრდილი სექსუალური ლტოლვა, კომპულსიური შოპინგი, უზომო ან კომპულსიური კვება და სხვა იმპულსური და კომპულსიური ქცევები. მნიშვნელოვანია, რომ ექიმებმა კონკრეტულად ჰკითხონ პაციენტებს ან მათ მომვლელებს არიპიპრაზოლით მკურნალობისას ახალი ან გაზრდილი აზარტული თამაშების სურვილის, სექსუალური ლტოლვის, კომპულსიური შოპინგის, ჭარბი ან კომპულსიური კვების ან სხვა სურვილების განვითარების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ იმპულსების კონტროლის სიმპტომები შეიძლება ასოცირებული იყოს ძირითად აშლილობასთან; თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, აღინიშნა მოთხოვნილების შეწყვეტა დოზის შემცირების ან მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ. იმპულსების კონტროლის დარღვევამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პაციენტს და სხვებს, თუ არ მოხდა მისი ამოცნობა. განიხილება დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა, თუ პაციენტს განუვითარდება ასეთი მოთხოვნილებები არიპიპრაზოლის მიღებისას (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
პაციენტები თანმხლები ADHD დაავადებებით
ბიპოლარული I აშლილობისა და ADHD-ის მაღალი თანმხლები დაავადებების სიხშირის მიუხედავად, უსაფრთხოების ძალიან შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი არიპიპრაზოლისა და სტიმულატორების ერთდროული გამოყენების შესახებ; ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას.
ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
არ არსებობს არიპიპრაზოლის ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში. დაფიქსირდა თანდაყოლილი ანომალიები; თუმცა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არიპიპრაზოლთან ვერ დადგინდა. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ვერ გამოირიცხა განვითარების პოტენციური ტოქსიკურობა. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ აცნობონ ექიმს, თუ ისინი დაორსულდებიან ან აპირებენ დაორსულებას არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს. ადამიანებში უსაფრთხოების არასაკმარისი ინფორმაციისა და ცხოველთა რეპროდუქციული კვლევების შედეგად გამოწვეული შეშფოთების გამო, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ მოსალოდნელი სარგებელი აშკარად არ ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ახალშობილებში, რომლებიც ექვემდებარებიან ანტიფსიქოზური საშუალებების ზემოქმედებას (არიპიპრაზოლის ჩათვლით) ორსულობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში, არსებობს გვერდითი რეაქციების რისკი, მათ შორის ექსტრაპირამიდული და/ან მოხსნის სიმპტომების, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმით და ხანგრძლივობით მშობიარობის შემდეგ. აღინიშნა აგზნების, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დისტრესის ან კვების დარღვევის შემთხვევები. შესაბამისად, აუცილებელია ახალშობილ ჩვილებში ფრთხილი კონტროლინ (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
ძუძუთი კვება
არიპიპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან არიპიპრაზოლით თერაპიის შეწყვეტის/თავის შეკავების შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.
ფერტილურობა
არიპიპრაზოლი არ არღვევს ფერტილურობას რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.
ეფექტები ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არიპიპრაზოლი ახდენს უმნიშვნელო და ზომიერ ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პოტენციური ნერვული სისტემის და ვიზუალური ეფექტების გამო, როგორიცაა სედაცია, ძილიანობა, სინკოპე, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები:
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი რეაქციებია აკათიზია და გულისრევა, რომლებიც ვლინდება პაციენტების 3%-ზე მეტში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური არიპიპრაზოლით.
გვერდითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი
არიპიპრაზოლით თერაპიასთან დაკავშირებული წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირე ჩამოთვლილია ქვემოთ. ცხრილი ეფუძნება არასასურველ მოვლენებს, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკური კვლევებისას და/ან პოსტმარკეტინგული გამოყენებისას.
ყველა უარყოფითი მოვლენა ჩამოთვლილია სისტემის ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით; ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10,000) და უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია კლების სიმძიმის მიხედვით.
პოსტმარკეტინგული გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე არ შეიძლება განისაზღვროს, რადგან ისინი მომდინარეობს სპონტანური შეტყობინებებიდან. შესაბამისად, ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე კვალიფიცირებულია როგორც "უცნობი".
ხშირი
არახშირი
უცნობია
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ლეიკოპენია ნეიტროპენია თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
ალერგიული რეაქცია (მაგ. ანაფილაქსიური რეაქცია,
ანგიოედემა, მათ შორის ენის გადიდება, ენის შეშუპება, სახის შეშუპება, ალერგიული ქავილი, ან ჭინჭრის ციება)
ენდოკრინული დარღვევები
ჰიპერპროლაქტინემია
დიაბეტური ჰიპეროსმოლარული კომა დიაბეტური კეტოაციდოზი
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
შაქრიანი დიაბეტი
ჰიპერგლიკემია
ჰიპონატრიემია, ანორექსია
ფსიქიატრიული დარღვევები
უძილობა შფოთვა მოუსვენრობა
დეპრესია, ჰიპერსექსუალობა
სუიციდის მცდელობა,
სუიციდური აზრები და სუიციდი
პათოლოგიური აზარტული თამაშები იმპულსების კონტროლის დარღვევები
უზომო ჭამა
კომპულსიური შოპინგი პორიომანია
აგრესია
აჟიტაცია
ნერვოზულობა
ნერვული სისტემის დარღვევები
აკათიზია ექსტრაპირამიდული აშლილობა ტრემორი
თავის ტკივილი სედაცია ძილიანობა თავბრუსხვევა
დაგვიანებული დისკინეზია დისტონია
მოუსვენარი ფეხების სინდრომი
ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი
დიდი მალის კრუნჩხვები სეროტონინის სინდრომი მეტყველების დარღვევა
თვალის დარღვევები
მხედველობის დაბინდვა
დიპლოპია
ფოტოფობია
ოკულოგიური კრიზისი
გულის დარღვევები
ტაქიკარდია
უეცარი აუხსნელი სიკვდილი
Torsades de pointes
ვენტრიკულარული არითმია
გულის გაჩერება ბრადიკარდია
სისხლძარღვთა დარღვევები
ორთოსტატული ჰიპოტენზია
ვენური თრომბოემბოლია (ფილტვის ემბოლიის და ღრმა ვენების თრომბოზის ჩათვლით)
ჰიპერტენზია
სინკოპე
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარი
დარღვევები
სლოკინი
ასპირაცია პნევმონია ლარინგოსპაზმი ოროფარინგეალური სპაზმი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ყაბზობა დისპეფსია გულისრევა ნერწყვის ჰიპერსეკრეცია ღებინება
პანკრეატიტი
დისფაგია
დიარეა
მუცლის არეში დისკომფორტი
კუჭის არეში დისკომფორტი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის უკმარისობა ჰეპატიტი
სიყვითლე
კანისა და
კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
გამონაყარი
ფოტომგრძნობელობის რეაქცია
ალოპეცია
ჰიპერჰიდროზი
წამლის რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
რაბდომიოლიზი
მიალგია
რიგიდულობა
თირკმელებისა და შარდის დარღვევები
დარღვევები შარდის შეუკავებლობა
შარდის შეკავება
ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი და პერინატალური
მდგომარეობები
წამლის მოხსნის სინდრომი ახალშობილებში
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები
პრიაპიზმი
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის პირობები
დაღლილობა
ტემპერატურის რეგულირების დარღვევა (მაგ. ჰიპოთერმია, პირექსია)
მკერდის ტკივილი
პერიფერიული შეშუპება
გამოკვლევები
წონის კლება
წონის მატება
ალანინ ამინოტრანსფერაზას მატება
ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მატება
გამა-გლუტამილტრანსფერაზას მატება
ალაკალინ ფოსფატაზას მატება
QT პროლონგაცია
სისხლში გლუკოზას მომატება
გლიკოზირებული ჰემოგლობინის მომატება
სისხლში გლუკოზის მერყეობა
კრეატინ ფოსფოკინაზას მომატება
თუ შეამჩნევთ არასასურველ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
α1-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონიზმის გამო, არიპიპრაზოლს აქვს გარკვეული ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების ეფექტის გაძლიერების პოტენციალი.
არიპიპრაზოლის პირველადი ცნს-ის ეფექტების გათვალისწინებით, სიფრთხილეა საჭირო არიპიპრაზოლის ალკოჰოლთან ან სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას გადაფარვითი გვერდითი რეაქციებით, როგორიცაა სედაცია (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები).
თუ არიპიპრაზოლი ინიშნება სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას ან ელექტროლიტურ დისბალანსს, აუცილებელია სიფრთხილე.
სხვა სამკურნალო საშუალებების პოტენციალი, რომ გავლენა მოახდინონ არიპიპრაზოლზე
კუჭის მჟავას ბლოკატორი, H2 ანტაგონისტი ფამოტიდინი, ამცირებს არიპიპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ ეს ეფექტი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად. არიპიპრაზოლი მეტაბოლიზდება მრავალი გზით, რომელიც მოიცავს CYP2D6 და CYP3A4 ფერმენტებს, მაგრამ არა CYP1A ფერმენტებს. ამრიგად, მწეველებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ქინიდინი და სხვა CYP2D6 ინჰიბიტორები
ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, CYP2D6-ის ძლიერმა ინჰიბიტორმა (ქინიდინი) გაზარდა არიპიპრაზოლის AUC 107%-ით, ხოლო Cmax უცვლელი იყო. დეჰიდროარიპიპრაზოლის, აქტიური მეტაბოლიტის AUC და Cmax, შემცირდა 32%-ით და 47%-ით, შესაბამისად. არიპიპრაზოლის ქინიდინთან ერთდროული გამოყენებისას არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს მისი დადგენილი დოზის დაახლოებით ნახევრით. მოსალოდნელია, რომ CYP2D6-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი, ჰქონდეთ მსგავსი ეფექტები და ამიტომ იგივენაირად უნდა მოხდეს დოზის შემცირება.
კეტოკონაზოლი და სხვა CYP3A4 ინჰიბიტორები
ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, CYP3A4-ის (კეტოკონაზოლის) ძლიერმა ინჰიბიტორმა გაზარდა არიპიპრაზოლის AUC და Cmax შესაბამისად 63%-ით და 37%-ით. დეჰიდრო-არიპიპრაზოლის AUC და Cmax გაიზარდა 77%-ით და 43%-ით შესაბამისად. CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორების შემთხვევაში, CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არიპიპრაზოლის უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაცია CYP2D6 ექსტენსიურ მეტაბოლიზატორებთან შედარებით. კეტოკონაზოლის ან სხვა ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული გამოყენების განხილვისას, პოტენციური სარგებელი უნდა აღემატებოდეს პაციენტისთვის პოტენციურ რისკს. როდესაც ხდება კეტოკონოზოლის არიპიპრაზოლთან ერთდროული მიღება, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს დადგენილი დოზის დაახლოებით ნახევრით. მოსალოდნელია, რომ CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, ჰქონდეთ მსგავსი ეფექტები და ამიტომ უნდა მოხდეს დოზის მსგავსი შემცირება (იხ. პუნქტი დოზირება და მიღება).
CYP2D6 ან CYP3A4 ინჰიბიტორის შეწყვეტის შემდეგ, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს იმ დონემდე, რა დონეც გამოიყენებოდა თანმხლები თერაპიის დაწყებამდე. როდესაც CYP3A4 სუსტი ინჰიბიტორები (მაგ. დილთიაზემი) ან CYP2D6 (მაგ. ესციტალოპრამი) გამოიყენება არიპიპრაზოლთან ერთად, მოსალოდნელია არიპიპრაზოლის კონცენტრაციის ზომიერი მატება.
კარბამაზეპინი და სხვა CYP3A4 ინდუქტორები
კარბამაზეპინის, CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორის, და პერორალური არიპიპრაზოლის ერთდროული მიღების შემდეგ შიზოფრენიის ან შიზოაფექტური აშლილობის მქონე პაციენტებში, არიპიპრაზოლის Cmax და AUC გეომეტრიული საშუალოები იყო 68% და 73%-ით ნაკლები, შესაბამისად, ვიდრე მხოლოდ არიპიპრაზოლის (30მგ) გამოყენებისას. ანალოგიურად, დეჰიდრო-არიპიპრაზოლისთვის Cmax და AUC-ის გეომეტრიული საშუალებები კარბამაზეპინის ერთდროული მიღების შემდეგ იყო 69%-ით და 71%-ით უფრო დაბალი, შესაბამისად, ვიდრე მხოლოდ არიპიპრაზოლით მკურნალობის შემდეგ.
არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაორმაგდეს კარბამაზეპინთან არიპიპრაზოლის ერთდროული მიღებისას. არიპიპრაზოლისა და CYP3A4-ის სხვა ინდუქტორების (როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ეფავირენცი, ნევირაპინი და კრაზანა) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ეფექტები და ამიტომ უნდა მოხდეს დოზის ანალოგიურად გაზრდა. CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების მიღების შეწყვეტისას, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.
ვალპროატი და ლითიუმი
როდესაც ვალპროატი ან ლითიუმი მიიღებაარიპიპრაზოლთან ერთად, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არიპიპრაზოლის კონცენტრაციებში და ამიტომ დოზის კორექცია საჭირო არ არის ვალპროატის ან ლითიუმის შეყვანისას არიპიპრაზოლთან ერთად.
არიპიპრაზოლის პოტენციალი, გავლენას მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებებზე
კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლის 10-30 მგ/დღეში დოზებს მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა CYP2D6 (დექსტრომეტორფანი/3-მეთოქსიმორფინანის თანაფარდობა), CYP2C9 (ვარფარინი), CYP2C19 (ომეპრაზოლი) და CYP3A4 (დექსტრომეთორფანი) სუბსტრატების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, არიპიპრაზოლმა და დეჰიდრო-არიპიპრაზოლმა არ გამოავლინეს CYP1A2 შუამავლობით გამოწვეული მეტაბოლიზმის შეცვლის პოტენციალი in vitro. ამრიგად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არიპიპრაზოლმა გამოიწვიოს ამ ფერმენტების შუამავლობით კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.
როდესაც არიპიპრაზოლი გამოიყენება ვალპროატთან, ლითიუმთან ან ლამოტრიგინთან ერთად, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება ვალპროატის, ლითიუმის ან ლამოტრიგინის კონცენტრაციებში.
სეროტონინის სინდრომი
დაფიქსირდა სეროტონინის სინდრომის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, და ამ მდგომარეობის შესაძლო ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს განსაკუთრებით სხვა სეროტონერგულ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა SSRI/SNRI, ან სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდიან არიპიპრაზოლის კონცენტრაციებს (იხ. პუნქტი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან).
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება
მოზრდილები
შიზოფრენია: აბიზოლის რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 10 ან 15 მგ/დღეში შემანარჩუნებელი დოზით 15 მგ/დღეში შეყვანილი დღეში ერთხელ სქემის მიხედვით, საკვების მიღების მიუხედავად. აბიზოლი ეფექტურია 10-დან 30 მგ/დღეში დოზებში. 15 მგ დღიურ დოზაზე მაღალი დოზების მიღებისას გაძლიერებული ეფექტურობა არ გამოვლენილა, თუმცა ცალკეულ პაციენტებში შეიძლება სასრგებლო იყოს უფრო მაღალი დოზი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.
მანიაკალური ეპიზოდები ბიპოლარული I აშლილობის დროს: აბიზოლის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 15 მგ დღეში ერთხელ, საკვების მიღების მიუხედავად მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით (იხ. პუნქტი ფარმაკოდინამიკური თვისებები). ზოგიერთ პაციენტში შეიძლება სასარგებლო იყოს უფრო მაღალი დოზის გამოყენება. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.
მანიაკალური ეპიზოდების განმეორებითი პრევენცია ბიპოლარული I აშლილობის დროს: მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული თერაპიის სახით, თერაპიას გრძელდება იმავე დოზით. დღიური დოზის კორექცია, დოზის შემცირების ჩათვლით, განხილული უნდა იყოს კლინიკური სტატუსის საფუძველზე.
პედიატრიული მოსახლეობა
შიზოფრენია 15 წლის და ზემოთ ასაკის მოზარდებში: აბიზოლის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ/დღეში, დღეში ერთხელ სქემის მიხედვით, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 მგ-ით 2 დღის განმავლობაში, ტიტრირდეს 5 მგ-მდე 2 დამატებითი დღის განმავლობაში ისე, რომ მირწეული იყოს რეკომენდებული დღიური დოზა 10 მგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზის შემდგომი მატება უნდა მოხდეს 5 მგ ნაწილებით, მაქსიმალური დღიური დოზის 30 მგ-ის გადაჭარბების გარეშე (იხ. პუნქტი ფარმაკოდინამიკური თვისებები). აბიზოლი ეფექტურია დოზის 10-დან 30 მგ/დღეში დოზებით. 10 მგ დღიურ დოზაზე მაღალი დოზების მიღებისას გაძლიერებული ეფექტურობა არ გამოვლენილა, თუმცა ცალკეულ პაციენტებში შეიძლება სასარგებლო იყოს უფრო მაღალი დოზის გამოყენება.
არიპიპრაზოლი არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის შიზოფრენიის მქონე პაციენტებში, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო (იხ. პუნქტები გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).
მანიაკალური ეპიზოდები ბიპოლარული I აშლილობის დროს 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში: აბიზოლის რეკომენდებული დოზაა 10 მგ/დღეში, დღეში ერთხელ, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 მგ-ით 2 დღის განმავლობაში, ტიტრირდეს 5 მგ-მდე 2 დამატებითი დღის განმავლობაში, რომ მიღწეული იყოს რეკომენდებული დღიური დოზა 10 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის და არ უნდა აღემატებოდეს 12 კვირას. 10 მგ დღიურ დოზაზე მაღალი დოზების გაძლიერებული ეფექტურობა არ არის გამოვლენილი და 30 მგ დღიური დოზა დაკავშირებულია მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტების არსებითად უფრო მაღალ სიხშირესთან, მათ შორისა EPS დაკავშირებული მოვლენები, ძილიანობა, დაღლილობა და წონაში მომატება (იხ. პუნქტი ურთიერთქმედება პრეპარატებთან). ამიტომ 10 მგ/დღეზე მაღალი დოზები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგით (იხ. პუნქტები გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები, გვერდითი მოვლენები / გვერდითი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები). უფრო ახალგაზრდა პაციენტებს აქვთ არიპიპრაზოლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი. ამიტომ, აბიზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული 13 წლამდე ასაკის პაციენტებში (იხ. პუნქტები გვერდითი ეფექტები /გვერდითი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).
აუტისტურ აშლილობასთან დაკავშირებული გაღიზიანება: არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში ჯერ არ არის დადგენილი. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია პუნქტში ფარმაკოდინამიკური თვისებები, მაგრამ დოზირების შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
ტურეტის აშლილობასთან დაკავშირებული ტიკები: არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ჯერ არ არის დადგენილი. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია პუნქტში ფარმაკოდინამიკური თვისებები, მაგრამ დოზირების შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
სპეციალური პოპულაცია
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არსებული მონაცემები არასაკმარისია რეკომენდაციების დასადგენად. ამ პაციენტებში დოზის მართვა სიფრთხილით უნდა მოხდეს. თუმცა, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (იხ. პუნქტი ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ხანდაზმულები
არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა შიზოფრენიის ან მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ ბიპოლარული I აშლილობის დროს 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. ამ პოპულაციის უფრო დიდი მგრძნობელობის გამო, უფრო დაბალი საწყისი დოზა უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც კლინიკური ფაქტორები ამის გარანტიას იძლევა (იხილეთ პუნქტი გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები).
სქესი
დოზის კორექცია არ არის საჭირო მდედრობითი სქესის პაციენტებისთვის, მამაკაცებთან შედარებით (იხ. პუნქტი ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
მწეველის სტატუსი
არიპიპრაზოლის მეტაბოლური გზის მიხედვით მწეველებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო (იხ. პუნქტი ურთიერთქმედება პრეპარატებთან).
დოზის კორექცია ურთიერთქმედებების გამო
როდესაც ძლიერი CYP3A4 ან CYP2D6 ინჰიბიტორები მიიღება არიპიპრაზოლთან ერთად, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს. როდესაც CYP3A4 ან CYP2D6 ინჰიბიტორი მოხსნილია კომბინირებული თერაპიიდან, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს (იხ. პუნქტი ურთიერთქმედებები პრეპარატებთან).
როდესაც ხდება CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების არიპიპრაზოლთან ერთდროული მიღება, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს. როდესაც CYP3A4 ინდუქტორი მოხსნილია კომბინირებული თერაპიიდან, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე (იხ. პუნქტი ურთიერთქმედება პრეპარატებთან).
გამოყენების წესი
აბიზოლი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
ოროდისპერსირებადი ტაბლეტები ან პერორალური ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც აბიზოლის ტაბლეტების ალტერნატივა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ აბიზოლის ტაბლეტების გადაყლაპვა.
ჭარბი დოზირება:
ნიშნები და სიმპტომები
კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში, მარტო არიპიპრაზოლის შემთხვევითი ან განზრახ მწვავე ჭარბი დოზირება გამოვლინდა მოზრდილ პაციენტებში 1260 მგ-მდე სავარაუდო დოზებით, სიკვდილის გარეშე. დაფიქსირებული სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა ლეთარგიას, არტერიული წნევის მატებას, ძილიანობას, ტაქიკარდიას, გულისრევას, ღებინებას და დიარეას. გარდა ამისა, მიღებულია შეტყობინებები არიპიპრაზოლის შემთხვევით გადაჭარბების შესახებ (195 მგ-მდე) ბავშვებში ფატალური შემთხვევების გარეშე. დაფიქსირებული სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად სერიოზული ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა ძილიანობას, გონების გარდამავალ დაკარგვას და ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს.
დოზის გადაჭარბების მართვა
დოზის გადაჭარბების მართვა კონცენტრირებული უნდა იყოს დამხმარე თერაპიაზე, ადეკვატური სასუნთქი გზების შენარჩუნებაზე, ოქსიგენაციაზე და ვენტილაციაზე და სიმპტომების მართვაზე. გასათვალისწინებელია მრავალი სამკურნალო პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა. ამიტომ გულ-სისხლძარღვთა მონიტორინგი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და უნდა მოიცავდეს უწყვეტ ელექტროკარდიოგრაფიულ მონიტორინგს შესაძლო არითმიების გამოსავლენად. არიპიპრაზოლის ნებისმიერი დადასტურებული ან საეჭვო დოზის გადაჭარბების შემდეგ, მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობა და მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.
გააქტიურებული ნახშირი (50 გ), შეყვანილი არიპიპრაზოლიდან ერთი საათის შემდეგ, ამცირებდა არიპიპრაზოლის Cmax-ს დაახლოებით 41%-ით და AUC-ს დაახლოებით 51%-ით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნახშირი შეიძლება ეფექტური იყოს დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ.
ჰემოდიალიზი
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინფორმაცია ჰემოდიალიზის ეფექტის შესახებ არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობის დროს, ჰემოდიალიზი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს გამოსადეგი დოზის გადაჭარბების მართვისას, რადგან არიპიპრაზოლი ძლიერ უკავშირდება პლაზმის ცილებს.
შენახვის პირობები:
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაუცველ ადგილას.
შეფუთვა:
აბიზოლი 20 მგ ტაბლეტი წარმოდგენილია ალ ფირფიტის/ალ ფოლგის ბლისტერში. თითოეული ბლისტერი შედგება 14 ტაბლეტისგან.
28 ტაბლეტი: 2 ბლისტერი / ყუთი
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
აბიზოლი 5 მგ ტაბლეტი; წარმოდგენილია ალ ფირფიტა – ალ ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში 28 ტაბლეტით.
აბიზოლი 10 მგ ტაბლეტი; წარმოდგენილია ალ ფირფიტა – ალ ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში 28 ტაბლეტით.
აბიზოლი 15 მგ ტაბლეტი; წარმოდგენილია ალ ფირფიტა – ალ ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში 28 ტაბლეტით.
აბიზოლი 30 მგ ტაბლეტი; წარმოდგენილია ალ ფირფიტა – ალ ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში 28 ტაბლეტით.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
Saray Mah. Dr. Adnan BÜYÜKDENİZ Cad. No:14 (34768) Ümraniye / İSTANBUL/ TÜRKİYE
მწარმოებელი: NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
DÜZCE / TÜRKİYE
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.