აბიზოლი 10 მგ ინიშნება შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში. აბიზოლი 10 მგ ინიშნება I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ და ახალი მანიაკალური ეპიზოდების პრევენციისთვის მოზრდილებში გამოხატული მანიაკალური ეპიზოდებით, რომლებიც …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- არიპიპრაზოლი (aripiprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- NOBEL İLAÇ SANAYİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N05AX12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043760
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL İLAÇ SANAYİ VE TİCARET A.Ş. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აბიზოლი 10მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აბიზოლი 10 მგ ინიშნება შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში.
აბიზოლი 10 მგ ინიშნება I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ და ახალი მანიაკალური ეპიზოდების პრევენციისთვის მოზრდილებში გამოხატული მანიაკალური ეპიზოდებით, რომლებიც ექვემდებარება მკურნალობას არიპიპრაზოლით (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
აბიზოლი 10 მგ ინიშნება 12 კვირიანი მკურნალობის კურსის სახით I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
შიზოფრენია: აბიზოლი 10 მგ-ის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 ან 15 მგ/დღე-ღამეში, შემანარჩუნებელი დოზით - 15 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. აბიზოლი 10 მგ-ის ეფექტიანობა ნაჩვენებია დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში. ეფექტიანობის გაზრდა დღე-ღამეში 15 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, თუმცა, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ეფექტიანობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.
მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას: აბიზოლი 10 მგ-ის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად, მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები). ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს ეფექტიანობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.
მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკა I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას: პაციენტებში, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს მონოთერაპიაში ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკა უნდა გაგრძელდეს იმავე დოზით. სადღეღამისო დოზის რეგულირება, დოზის შემცირების ჩათვლით, განიხილება კლინიკური სტატუსის საფუძველზე.
პედიატრიული პოპულაცია
შიზოფრენია 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში: აბიზოლი 10 მგ-ის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზით 2 მგ 2 დღის განმავლობაში, დოზის გაზრდით 5 მგ-მდე კიდევ 2 დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 10 მგ-ს. თუ საჭიროა, დოზის შემდგომი გაზრდა უნდა განხორციელდეს 5-5 მგ-ით, მაქსიმალური სადღეღამისო დოზის, 30 მგ-ის, გადაჭარბების გარეშე (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები). აბიზოლი 10 მგ ეფექტიანია დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში. ეფექტიანობის გაზრდა დღე-ღამეში 10 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, თუმცა ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ეფექტიანობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას.
არიპიპრაზოლი რეკომენდებული არ არის 15 წლამდე ასაკის შიზოფრენიის მქონე პაციენტებში, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის არასაკმარისი მონაცემების გამო (იხ. პარაგრაფები გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).
მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში: აბიზოლი 10 მგ-ის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზით 2 მგ 2 დღის განმავლობაში, დოზის გაზრდით 5 მგ-მდე კიდევ 2 დღის განმავლობაში რეკომენდებული დღიური დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 10 მგ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმალურ პერიოდს, რაც საჭიროა სიმპტომების კონტროლისთვის და არ უნდა აღემატებოდეს 12 კვირას. ეფექტიანობის გაზრდა დღე-ღამეში 10 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, და სადღეღამისო დოზა 30 მგ უკავშირდება მნიშვნელოვანი არასასურველი მოვლენების, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომების, ძილიანობის, დაღლილობის და სხეულის მასის მომატების არსებითად მაღალ შემთხვევებს (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები). შესაბამისად, დღე-ღამეში 10 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მკაცრი კლინიკური მონიტორინგით (იხ. პარაგრაფები გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები, გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები). ახალგაზრდა პაციენტები წარმოადგენენ არიპიპრაზოლით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის ჯგუფს. შესაბამისად, 13 წლამდე ასაკის პაციენტებში აბიზოლი 10 მგ-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).
აუტისტური დარღვევით გამოწვეული გაღიზიანებულობა: 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ამ მომენტისათვის არსებული ცნობები აღწერილია პარაგრაფში 5.1, მაგრამ დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
ტურეტის სინდრომით გამოწვეული ტიკები: 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ამ მომენტისათვის არსებული ცნობები აღწერილია პარაგრაფში ფარმაკოდინამიკური თვისებები, მაგრამ დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით არსებული ცნობები არასაკმარისია რეკომენდაციების წარმოსადგენად. ამ ჯგუფის პაციენტებში დოზა რეგულირდება სიფრთხილით. მიუხედავად ამისა, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შიზოფრენიის ან I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობისას 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. ამ პოპულაციაში უფრო მაღალი მგრძნობელობის გამო, კლინიკური ფაქტორების მიხედვით განიხილება უფრო მცირე საწყისი დოზის გამოყენების საკითხი (იხ. პარაგრაფი გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები).
სქესი
არ არის საჭირო დოზის კორექტირება მდედრობითი სქესის პაციენტებში, მამრობითი სქესის პაციენტებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
მოწევა
არიპიპრაზოლის მეტაბოლიზმის გზის გათვალისწინებით მწეველ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება).
დოზის კორექტირება სამკურნალწამლო ურთიერთქმედების მიხედვით
CYP3А4 ან CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთად მიღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის შემცირება. კომბინირებული მკურნალობიდან CYP3А4 ან CYP2D6-ის ინჰიბიტორების ამოღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის გაზრდა (იხ. პარაგრაფი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება).
CYP3А4-ის ძლიერი ინდუქტორების არიპიპრაზოლთან ერთად მიღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის გაზრდა. კომბინირებული მკურნალობიდან CYP3А4-ის ინდუქტორის ამოღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის რეკომენდებულ დოზამდე შემცირება (იხ. პარაგრაფი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება).
მიღების წესი
პერორალური გამოყენებისთვის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ანტიფსიქოზური მკურნალობის ჩატარებისას პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება.
სუიციდის მცდელობა
სუიციდური ქცევის მოვლენები დამახასიათებელია ფსიქოზური დაავადებების და გუნება-განწყობის ცვლილებების დროს, ხოლო ზოგ შემთხვევაში აღინიშნებოდა ანტიფსიქოზური პრეპარატებით, მათ შორის არიპიპრაზოლით, მკურნალობის დაწყებისთანავე ან მკურნალობის შეცვლის შემდეგ (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები). ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტების მკაცრი დაკვირვება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
არიპიპრაზოლი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა ან გულის გამტარობის დარღვევები), ცერებროვასკულური დაავადებით, ჰიპოტენზიის გამომწვევი მდგომარეობებით (გაუწყლოება, ჰიპოვოლემია, თერაპია ჰიპოტენზიური საშუალებებით) ან ჰიპერტენზიით, მათ შორის გააქტიურებული ან ავთვისებიანი. ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას რეგისტრირებული იყო ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) შემთხვევები. ვინაიდან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიფსიქოზური პრეპარატებით, ხშირად არსებობს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების შეძენილი რისკ-ფაქტორები, საჭიროა გამოვლენილი იქნას ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი არიპიპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში და მიღებული იქნას პროფილაქტიკური ზომები.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
არიპიპრაზოლის კლინიკურ კვლევებში QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევების შედარება შეიძლებოდა პლაცებოს ჯგუფთან.
არიპიპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება ოჯახის ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
გვიანი დისკინეზია
1 წელზე ნაკლები ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა დისკინეზიის არც თუ ხშირი შეთხვევები, რომლებიც საჭიროებდა სასწრაფო მკურნალობას. დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის საკითხი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში პაციენტს აღენიშნა გვიანი დისკინეზიის ნიშნები და სიმპტომები (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები). ეს სიმპტომები შეიძლება დროებით გაძლიერდეს ან პირველად გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები
ბავშვებსა და მოზარდებში არიპიპრაზოლის გამოყენების კლინიკურ კვლევებში აღინიშნა აკატიზია და პარკინსონიზმი. სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში განიხილება არიპიპრაზოლის დოზის შემცირების და პაციენტზე მკაცრი კლინიკური დაკვირვების საკითხი.
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს)
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი წარმოადგენს პოტენციურად ფატალური სიმპტომების კომპლექსს ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში რეგისტრირებული იყო ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის იშვიათი შემთხვევები. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენს ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა, ფსიქიკის დარღვევები და ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასტაბილურობა (არარეგულარული პულსი ან არტერიული წნევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა და გულის არითმია). დამატებითი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მომატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზს) და თირკმელების მწვავე უკმარისობას.
კრუნჩხვა
კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნებოდა კრუნჩხვების არც თუ ხშირი შემთხვევები. ამიტომ, არიპიპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრუნჩხვითი დარღვევის ანამნეზი ან კრუნჩხვებთან დაკავშირებული მდგომარეობები (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
ხანდაზმული პაციენტები ფსიქოზებით გამოწვეული დემენციით
გარდაცვალების შემთხვევების მზარდი რაოდენობა
ცერებროვასკულური გვერდითი რეაქციები
არიპიპრაზოლი არ გამოიყენება ფსიქოზებით გამოწვეული დემენციის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი
ჰიპერგლიკემია, ზოგ შემთვევაში გამოხატული და თანხლები კეტოაციდოზით ან ჰიპეროსმოლარული კომით ან სიკვდილით, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებს, მათ შორის არიპიპრაზოლს. მძიმე გართულებების გამომწვევი რისკ-ფაქტორები ითვალისწინებს სიმსუქნეს და დიაბეტს ოჯახის ანამნეზში.
ჰიპერმგრძნობელობა
არიპიპრაზოლით მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ალერგიული სიმპტომების სახით (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
სხეულის მასის მომატება
სხეულის მასის მომატება ჩვეულებრივ აღინიშნება შიზოფრენიისა და ბიპოლარული მანიის მქონე პაციენტებში თანმხლები დაავადებების განვითარების, ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენების შედეგად, რომლებიც იწვევს სხეულის მასის მომატებას, ცხოვრების არაჯანსაღი წესის დაცვის შედეგად, რაც შეიძლება იწვევდეს მძიმე გართულებებს. პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებულია ცნობები სხეულის მასის მომატების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს. ჩვეულებრივ ეს არასასურველი რეაქცია აღინიშნებოდა პაციენტებში რისკის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებით, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა ან ჰიპოფიზის ადენომა. კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლის მიღება არ იწვევდა მოზრდილებში სხეულის მასის კლინიკურად მნიშვნელოვან მომატებას (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდი პაციენტების კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზილის მიღებისას აღინიშნებოდა სხეულის მასის მომატება მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდ პაციენტებში საჭიროა სხეულის მასის მომატების მონიტორინგი. თუ სხეულის მასის მომატება კლინიკურად მნიშვნელოვანია, უნდა იქნას განხილული დოზის შემცირების საკითხი (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
დისფაგია
ანტიფსიქოზური საშუალებების, მათ შორის არიპიპრაზოლის გამოყენებისას აღინიშნებოდა საყლაპავის პერისტალტიკის დარღვევების და ასპირაციის შემთხვევები. არიპიპრაზოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ასპირაციული პნევმონიის განვითარების რისკის ფაქტორებით.
აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება
არიპიპრაზოლის მიღების პერიოდში პაციენტებს შეიძლება აღენიშნოს ძლიერი დამოკიდებულება, განსაკუთრებით აზარტული თამაშების მიმართ, და ამ დამოკიდებულების კონტროლის შეუძლებლობა. სხვა სახის რეგისტრირებული დამოკიდებულება ითვალისწინებს: მომატებულ სექსუალურ დამოკიდებულებას, საყიდლებზე სიარულის ძლიერ მოთხოვნილებას, საკვების მიღების ძლიერ მოთხოვნილებას, და სხვა იმპულსურ და კომპულსურ ჩვევებს. არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღნიშნული სახის დამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში უნდა იქნას განხილული დოზის შემცირების ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
პაციენტები ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის თანმხლები სინდრომით
I ტიპის ბიპოლარული აშლილობისა და ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის კომბინაციის მაღალი სიხშირის მიუხედავად, არსებობს არიპიპრაზოლისა და სტიმულატორების ერთდროულად გამოყენების უსაფრთხოების ძალიან შეზღუდული მონაცემები; ამიტომ, ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არიპიპრაზოლს შეუძლია გააძლიეროს გარკვეული ჰიპოტენზიური პრეპარატების მოქმედება, რადგან მას გააჩნია ანტაგონიზმი α1-ადრენორეცეპტორების მიმართ.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე არიპიპრაზილის პირველადი ეფექტების გათვალისწინებით, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა არიპიპრაზოლის მიღებისას ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებსაც აქვთ იგივე გვერდითი რეაქციები, მაგალითად სედაცია (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა არიპიპრაზოლის გამოყენებისას QT ინტერვალის გახანგრძლივების ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების გამომწვევ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას.
სხვა პრეპარატების შესაძლო გავლენა არიპიპრაზოლზე
კუჭის მჟავას ბლოკერი, H2-ანტაგონისტი ფამოტიდინი, ამცირებს არიპიპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ ითვლება, რომ აღნიშნულს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი. არიპიპრაზოლი მეტაბოლიზდება სხვადასხვა გზებით, მათ შორის CYP2D6 და CYP3A4 ფერმენტების მონაწილეობით, მაგრამ არ მეტაბოლიზდება CYP1А ფერმენტის საშუალებით. ამიტომ, მწეველებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ქინიდინი და CYP2D6-ის სხვა ინჰიბიტორები
ჯანმრთელი პირების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგებით ნაჩვენებია, რომ CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორი (ქინიდინი) 107%-ით ზრდის არიპიპრაზოლის AUC-ს, ხოლო Cmax მაჩვენებელი რჩება უცვლელი. აქტიური მეტაბოლიტის, დეჰიდროარიპიპრაზოლის AUC და Cmax მაჩვენებლები შემცირდა შესაბამისად 32%-ით და 47%-ით. არიპიპრაზოლისა და ქინიდინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა არიპიპრაზოლის დანიშნული დოზის შემცირება დაახლოებით ორჯერ. CYP2D6-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი, შეიძლება ჰქონდეს ანალოგიური მოქმედება და საჭიროა დოზის შესაბამისად შემცირება.
კეტოკონაზოლი და CYP3А4-ის სხვა ინჰიბიტორები
ჯანმრთელი პირების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგებით ნაჩვენებია, რომ CYP3А4-ის ძლიერი ინჰიბიტორი (კეტოკონაზოლი) ზრდის არიპიპრაზოლის AUC და Cmax მაჩვენებლებს შესაბამისად 63%-ით და 37%-ით. დეჰიდროარიპიპრაზოლის AUC და Cmax მაჩვენებლები გაიზარდა შესაბამისად 77%-ით და 43%-ით. CYP2D6-ის სუსტ მეტაბოლიზატორებთან ერთად CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში არიპიპრაზოლის უფრო მაღალი კონცენტრაცია CYP2D6-ის სწრაფ მეტაბოლიზატორებთან შედარებით. კეტოკონაზოლის ან CYP3A4-ის სხვა ძლიერი ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთდროულად გამოყენების საკითხის განხილვისას შესაძლო სარგებელი უნდა აღემატებოდეს პოტენციურ რისკს პაციენტისთვის. კეტოკონაზოლისა და არიპიპრაზოლის ერთდროულად გამოყენებისას არიპიპრაზოლის დანიშნული დოზა დაახლოებით ორჯერ უნდა შემცირდეს. CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, შეიძლება ჰქონდეს ანალოგიური მოქმედება და საჭიროა დოზის შესაბამისად შემცირება (იხ. პარაგრაფი “დოზირება და მიღების წესი“).
CYP2D6 ან CYP3A4-ის ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში არიპიპრაზოლის დოზა უნდა იქნას გაზრდილი კომბინირებული გამოყენების დაწყებამდე დანიშნულ დოზამდე. არიპიპრაზოლის და CYP3A4-ის (მაგალითად, დილთიაზემი) ან CYP2D6-ის (მაგალითად, ესციტალოპრამი) სუსტი ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებისას მოსალოდნელია სისხლის პლაზმაში არიპიპრაზოლის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება.
კარბამაზეპინი და CYP3А4-ის სხვა ინდუქტორები
კარბამაზეპინის, CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორის, და პერორალური არიპიპრაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შიზოფრენიის ან შიზოაფექტური აშლილობების მქონე პაციენტებში, არიპიპრაზოლის Cmax და AUC გეომეტრიული საშუალო მაჩვენებლები შესაბამისად 68%-ით და 73%-ით დაბალი იყო, არიპიპრაზოლის (30 მგ) მონოთერაპიაში გამოყენებასთან შედარებით. ანალოგიურად, დეჰიდროარიპიპრაზოლის Cmax და AUC გეომეტრიული საშუალო მაჩვენებლები, კარბამაზეპინის თანმხლები შეყვანის შემდეგ, შემცირდა შესაბამისად 69%-ით და 71%-ით, არიპიპრაზოლის მონოთერაპიაში გამოყენებასთან შედარებით.
კარბამაზეპინის არიპიპრაზოლთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის 2-ჯერ გაზრდა. არიპიპრაზოლის და CYP3A4-ის სხვა ინდუქტორების (როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ეფავირენცი, ნევირაპინი და კრაზანას პრეპარატები) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ანალოგიური მოქმედება და საჭიროა დოზის შესაბამისად გაზრდა. CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.
ვალპროატი და ლითიუმის პრეპარატები
არიპიპრაზოლის ვალპროატთან ან ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას არ აღინიშნებოდა არიპიპრაზოლის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, შესაბამისად არ არის საჭირო დოზის კორექტირება ვალპროატის ან ლითიუმის პრეპარატების არიპიპრაზოლთან ერთად გამოყენებისას.
არიპიპრაზოლის გამოყენების შესაძლო გავლენა სხვა პრეპარატებზე
კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლი დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას CYP2D6-ის (დექსტრომეტორფანი/3-მეთოქსიმორფინანის თანაფარდობა), CYP2С9-ის (ვარფარინი), CYP2С19-ის (ომეპრაზოლი) და CYP3А4-ის (დექსტრომეტორფანი) სუბსტრატების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, არიპიპრაზოლმა და დეჰიდროარიპიპრაზოლმა არ შეცვალა იმ სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმი, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ით in vitro პირობებში. შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა, რომ არიპიპრაზოლმა გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა პრეპარატებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ იზოფერმენტების მონაწილეობით.
არიპიპრაზოლის ვალპროატთან, ლითიუმის პრეპარატებთან ან ლამოტრიჯინთან ერთდროულად მიღებისას არ აღინიშნებოდა ვალპროატის, ლითიუმის ან ლამოტრიჯინის კონცენტრაციების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება.
სეროტონინის სინდრომი
სეროტონინის სინდრომის შემთხვევები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ არიპიპრაზოლს. აღნიშნული მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს განსაკუთრებით სხვა სეროტონინერგულ პრეპარატებთან, მაგალითად სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან/სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან, ან იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ზრდის არიპიპრაზოლის კონცენტრაციებს (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მოხსნის სინდრომი
ახალშობილებში (იხ. პარაგრაფი “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“)
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ
პრიაპიზმი
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
დაღლილობა
ტემპერატურის რეგულაციის დარღვევა (მაგალითად, ჰიპოთერმია, პირექსია)
ტკივილი გულ-მკერდის არეში
პერიფერიული შეშუპება
ლაბორატორიული მაჩვენებლები
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება
გლიკოზილირებული ჰემოგლობინის მომატება
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვალებადობა
კრეატინფოსფოკინაზის კონცენტრაციის მომატება
პედიატრიული პოპულაცია
შიზოფრენია 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში
შიზოფრენიის მქონე 302 მოზარდის (ასაკი 13-17 წელი) მონაწილეობით ჩატარებულ ხანმოკლე პლაცებოკონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში არასასურველი მოვლენების სიხშირე და ტიპი იყო იგივე, რაც მოზრდილებში, გარდა შემდეგი რეაქციებისა, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნა მოზარდებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, ვიდრე მოზრდილებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, (და უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში):
ძილიანობა/სედაცია და ექსტრაპირამიდული დარღვევა აღინიშნა ძალიან ხშირად (>1/10), პირის სიმშრალე, მადის გაძლიერება და ორთოსტაზული ჰიპოტენზია აღინიშნა ხშირად (>1/100-<1/10). 26-კვირიან ღია გაფართოებულ კვლევაში უსაფრთხოების პროფილი იყო ხანმოკლე, პლაცებოკონტროლირებულ კვლევაში აღნიშნულის მსგავსი.
ხანგრძლივ, ორმაგად ბრმა, პლაცებოკონტროლირებულ კვლევაში უსაფრთხოების პროფილი ასევე იყო იგივე, გარდა ქვემოთ მოყვანილი რეაქციების, რომლებიც აღინიშნა უფრო ხშირად, ვიდრე ბავშვებში პლაცებოს ჯგუფში: წონაში დაკლება, სისხლში შაქრის შემცველობის მომატება, არითმია და ლეიკოპენია აღინიშნა ხშირად (>1/100 - <1/10).
შიზოფრენიის მქონე მოზარდების (ასაკი 13-17 წელი) 2 წლამდე გაერთიანებულ კვლევაში, შრატში პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევები ქალებსა (<3 ნგ/მლ) და მამაკაცებში (<2 ნგ/მლ) შეადგენდა შესაბამისად 29.5%-ს და 48.3%-ს. შიზოფრენიის მქონე მოზარდებში (ასაკი 13-17 წელი), რომლებიც ღებულობდნენ 5-30 მგ არიპიპრაზოლს 72 თვის განმავლობაში, შრატში პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევები ქალებსა (<3 ნგ/მლ) და მამაკაცებში (<2 ნგ/მლ) შეადგენდა შესაბამისად 25.6%-ს და 45.0%-ს.
შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობების მქონე მოზარდებში (ასაკი 13-17 წელი) ჩატარებული არიპიპრაზოლით მკურნალობის ორ ხანგრძლივ კვლევაში შრატში პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევები ქალებსა (<3 ნგ/მლ) და მამაკაცებში (<2 ნგ/მლ) შეადგენდა შესაბამისად 37.0%-ს და 59.4%-ს.
მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში
არასასურველი მოვლენების სიხშირე და პროფილი I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზარდებში იყო მოზრდილებში აღნიშნულის მსგავსი, გარდა შემდეგი რეაქციებისა: ძალიან ხშირად (>1/10), ძილიანობა (23.0%), ექსტრაპირამიდული დარღვევა (18.4%), აკატიზია (16.0%) და დაღლილობა (11.8%); და ხშირად (>1/100 - <1/10) ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გახშირებული გულისცემა, სხეულის მასის მომატება, მადის გაძლიერება, კუნთების სპაზმი და დისკინეზია.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არიპიპრაზოლს აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ნერვული სისტემის და მხედველობის მხრივ ისეთი შესაძლო მოვლენების გამო, როგორიცაა სედაცია, ძილიანობა, სინკოპე, არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში რეგისტრირებულ ყველაზე ხშირ გვერდით რეაქციას წარმოადგენდა აკატიზია და გულისრევა, რომლებიც აღენიშნა პერორალური არიპიპრაზილით ნამკურნალევ 3%-ზე მეტ პაციენტს.
გვერდითი რეაქციების ცხრილი
არიპიპრაზოლით მკურნალობით გამოწვეული გვერდითი სამკურნალწამლო რეაქციების შემთხვევები წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში. ცხრილში წარმოდგენილი გვერდითი რეაქციები რეგისტრირებულია კლინიკური კვლევების ან/და პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში.
ყველა გვერდითი სამკურნალწამლო რეაქცია წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების კლასებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100 და <1/10), არც თუ ხშირი (>1/1,000 - <1/100), იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია). სიხშირის ყველა ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის შემცირების წესით.
პრეპარატის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას რეგისტრირებული გვერდითი რეაქციების სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ინფორმაცია მათ შესახებ მიღებულია სპონტანური შეტყობინებების გზით. შესაბამისად, ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია, როგორც “სიხშირე უცნობია“.
ხშირი
არც თუ ხშირი
სიხშირე უცნობია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ლეიკოპენია
ნეიტროპენია
თრომბოციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ალერგიული რეაქცია (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ენის შესიების, ენის, სახის შეშუპების, ქავილის ან ჭინჭრის ციების ჩათვლით)
ენდოკრინული დარღვევები
ჰიპერპროლაქტინემია
დიაბეტური ჰიპეროსმოლარული კომა
დიაბეტური კეტოაციდოზი
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
შაქრიანი დიაბეტი
ჰიპერგლიკემია
ჰიპონატრიემია
ანორექსია
სხეულის მასის შემცირება
სხეულის მასის მომატება
ფსიქიკური აშლილობები
უძილობა
შფოთვა
მოუსვენრობა
დეპრესია
მომატებული სქესობრივი აგზნებადობა
სუიციდის მცდელობა, სუიციდზე ფიქრები და სუიციდი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები“)
აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება
იმპულსური რეაქციების კონტროლის დარღვევები
საკვების მიღების ძლიერი მოთხოვნილება
საყიდლებზე სიარულის ძლიერი მოთხოვნილება
პორიომანია
აგრესიულობა
აგზნებადობა
ნერვოზულობა
მხედველობის დარღვევები
არამკვეთრი მხედველობა
დიპლოპია
ნერვული სისტემის მხრივ
აკატიზია
ექსტრაპირამიდული დარღვევები
ტრემორი
თავის ტკივილი
სედაცია
ძილიანობა
თავბრუსხვევა
გვიანი დისკინეზია
დისტონია
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს)
დიდი ეპილეფსიური შეტევა
სეროტონინის სინდრომი
მეტყველების დარღვევა
დარღვევები გულის მხრივ
ტაქიკარდია
მოულოდნელი სიკვდილი დაუდგენელი მიზეზით
Torsades de pointes
QT ინტერვალის გახანგრძლივება პარკუჭოვანი არითმია
გულის გაჩერება
ბრადიკარდია
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ორთოსტატური ჰიპოტენზია
ვენური თრომბოემბოლია (ფილტვის ემბოლიის და ღრმა ვენების თრომბოზის ჩათვლით)
ჰიპერტენზია
გულის წასვლა
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
სლოკინი
ასპირაციული პნევმონია
ლარინგოსპაზმი
ოროფარინგეალური სპაზმი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
შეკრულობა
დისპეფსია
გულისრევა
სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია
ღებინება
პანკრეატიტი
დისფაგია
დიარეა
დისკომფორტი მუცლის არეში
დისკომფორტი კუჭის არეში
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
ღვიძლის უკმარისობა
ჰეპატიტი
სიყვითლე
ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მომატება
ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) დონის მომატება
გამა-გლუტამილტრანსფერაზას (გგტ) დონის მომატება
ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარი
ფოტომგრძნობელობის რეაქცია
ალოპეცია
ჰიპერჰიდროზი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
რაბდომიოლიზი
მიალგია
კუნთების დაჭიმულობა
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ
შარდის შეუკავებლობა
შარდვის შეკავება
ჭარბი დოზა
ნიშნები და სიმპტომები
კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში მოზრდილ პაციენტებში არიპიპრაზოლის შემთხვევით ან განზრახ 1,260 მგ-მდე დოზის მწვავე გადაჭარბება აღინიშნა ლეტალური შედეგების გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები ითვალისწინებდა ლეთარგიას, მომატებულ არტერიულ წნევას, ძილიანობას, ტაქიკარდიას, გულისრევას, ღებინებას და დიარეას. გარდა ამისა, მიღებულია ცნობები ბავშვებში არიპიპრაზოლის (195 მგ-მდე) დოზის გადაჭარბების შესახებ ლეტალური შედეგების გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები ითვალისწინებდა ძილიანობას, ცნობიერების დროებით დაკარგვას და ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა
დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა იყოს შემანარჩუნებელი, საჭიროა სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა, ჟანგბადის მიწოდება და ვენტილაციის ჩატარება, ასევე სიმპტომების მართვა. განიხილება სხვადასხვა პრეპარატების გამოყენების საკითხი. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაწყებული გულ-სისხლძარღვთა მონიტორინგი, რაც ითვალისწინებს ხანგრძლივ ელექტროკარდიოგრაფიულ მონიტორინგს შესაძლო არითმიის გამოვლენის მიზნით. არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების დადასტურების ან დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი სამედიცინო დაკვირვება და მონიტორინგი გამოჯანმრთელებამდე.
არიპიპრაზოლის მიღებიდან ერთ საათში აქტივირებული ნახშირის (50 გ) მიღების შემთხვევაში არიპიპრაზოლის Cmax მცირდება დაახლოებით 41%-ით, ხოლო AUC - დაახლოებით 51%-ით, რაც მიუთითებს, რომ ნახშირი შეიძლება ეფექტიანი იყოს დოზის გადაჭარბების მკურნალობისას.
ჰემოდიალიზი
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობისას ჰემოდიალიზის ეფექტიანობის შესახებ არ არის, ნაკლებსავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი სასარგებლო იყოს დოზის გადაჭარბების მართვაში, რადგან არიპიპრაზოლი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს მოქმედი ნივთიერების სახით, 73.949 მგ მანიტოლს დამხმარე ნივთიერების სახით და რკინის წითელ ოქსიდს (E172) საღებავის სახით.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აბიზოლი 10 მგ ტაბლეტი გაიცემა ალუმინის სტრიპის/ალუფინის ფოლგის ბლისტერში.
თითოეული ბლისტერი შეიცავს 14 ტაბლეტს.
28 ტაბლეტი: 2 ბლისტერი/კოლოფი.
სხვა ფარმაცევტული დოზირებული ფორმები:
აბიზოლი 5 მგ ტაბლეტი; გაიცემა ალუმინის სტრიპის - ალუმინის ფოლგის ბლისტერულ შეფუთვებში 28 ტაბლეტით. აბიზოლი 15 მგ ტაბლეტი; გაიცემა ალუმინის სტრიპის - ალუმინის ფოლგის ბლისტერულ შეფუთვებში 28 ტაბლეტით. აბიზოლი 30 მგ ტაბლეტი; წარმოდგენილია ალუმინის სტრიპის - ალუმინის ფოლგის ბლისტერულ შეფუთვებში 28 ტაბლეტით.
ვარგისობის ვადა : 3 წელი.
ლიცენზიის მფლობელი : NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
უმრანიე/სტამბოლი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფსიქოლეპტიკური საშუალებები, სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები.
ათქ კოდი: N05AХ12
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
სავარაუდოდ, არიპიპრაზოლის ეფექტიანობა შიზოფრენიის და I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას განპირობებულია D2-დოფამინური და 5-HT1A-სეროტონინური რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტური აქტივობის და 5-HT2A-სეროტონინური რეცეპტორების ანტაგონისტური აქტივობის კომბინაციით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვა
არიპიპრაზოლი სწრაფად შეიწოვება, სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან 3-5 საათში. არიპიპრაზოლი მინიმალური ხარისხით განიცდის პრესისტემურ მეტაბოლიზმს. ტაბლეტის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 87%-ს. საკვები ცხიმების მაღალი შემცველობით არ ახდენს გავლენას არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
განაწილება
არიპიპრაზოლი ინტენსიურად ნაწილდება ორგანიზმში, განაწილების პირობითი მოცულობა შეადგენს 4,9 ლ/კგ, რაც მიუთითებს მნიშვნელოვან ექსტრავასკულურ განაწილებაზე. თერაპიული კონცენტრაციებით არიპიპრაზოლი და დეჰიდროარიპიპრაზილი 99%-ზე მეტით უკავშირდება შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
არიპიპრაზოლი მნიშვნელოვნად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად ბიოტრანსფორმაციის სამი გზით: დეჰიდრირება, ჰიდროქსილირება და N-დეზალკილირება. in vitro კვლევების მონაცემებით, არიპიპრაზილის დეჰიდრირება და ჰიდროქსილირება ძირითადად მიმდინარეობს იზოფერმენტების CYP3A4 და CYP2D6 ზემოქმედებით, ხოლო N-დეზალკილირების კატალიზაცია მიმდინარეობს CYP3A4-ით. არიპიპრაზოლი წარმოადგენს ძირითად მოქმედ ნივთიერებას სისტემურ სისხლში. წონასწორულ მდგომარეობაში აქტიური მეტაბოლიტის, დეჰიდროარიპიპრაზილის, AUC შეადგენს პლაზმაში არიპიპრაზოლის AUC-ის დაახლოებით 40%-ს.
გამოყოფა
არიპიპრაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 75 საათს პაციენტებში CYP2D6-ის აქტიური მეტაბოლიზმით და დაახლოებით 146 საათს პაციენტებში CYP2D6-ის სუსტი მეტაბოლიზმით.
არიპიპრაზოლის საერთო კლირენსი შეადგენს 0,7 მლ/წთ/კგ, რომელიც ძირითადად მიმდინარეობს ღვიძლის საშუალებით.
[14C]-ნიშნული არიპიპრაზოლის ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ რადიოაქტივობის დაახლოებით 27% აღინიშნა შარდში და დაახლოებით 60% - განავალში. უცვლელი არიპიპრაზოლის 1%-ზე ნაკლები აღინიშნა შარდში და დაახლოებით 18% უცვლელი სახით გამოიყო განავალთან ერთად.
პედიატრიული პოპულაცია
10-დან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა იყო ისეთივე, როგორც მოზრდილებში, სხეულის წონაში განსხვავების კორექტირების შემდეგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
აბიზოლი 10 მგ
ტაბლეტები
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს მოქმედი ნივთიერების სახით, 73.949 მგ მანიტოლს დამხმარე ნივთიერების სახით და რკინის წითელ ოქსიდს (E172) საღებავის სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფსიქოლეპტიკური საშუალებები, სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები.
ათქ კოდი: N05AХ12
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
სავარაუდოდ, არიპიპრაზოლის ეფექტიანობა შიზოფრენიის და I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას განპირობებულია D2-დოფამინური და 5-HT1A-სეროტონინური რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტური აქტივობის და 5-HT2A-სეროტონინური რეცეპტორების ანტაგონისტური აქტივობის კომბინაციით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვა
არიპიპრაზოლი სწრაფად შეიწოვება, სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან 3-5 საათში. არიპიპრაზოლი მინიმალური ხარისხით განიცდის პრესისტემურ მეტაბოლიზმს. ტაბლეტის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 87%-ს. საკვები ცხიმების მაღალი შემცველობით არ ახდენს გავლენას არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
განაწილება
არიპიპრაზოლი ინტენსიურად ნაწილდება ორგანიზმში, განაწილების პირობითი მოცულობა შეადგენს 4,9 ლ/კგ, რაც მიუთითებს მნიშვნელოვან ექსტრავასკულურ განაწილებაზე. თერაპიული კონცენტრაციებით არიპიპრაზოლი და დეჰიდროარიპიპრაზილი 99%-ზე მეტით უკავშირდება შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
არიპიპრაზოლი მნიშვნელოვნად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად ბიოტრანსფორმაციის სამი გზით: დეჰიდრირება, ჰიდროქსილირება და N-დეზალკილირება. in vitro კვლევების მონაცემებით, არიპიპრაზილის დეჰიდრირება და ჰიდროქსილირება ძირითადად მიმდინარეობს იზოფერმენტების CYP3A4 და CYP2D6 ზემოქმედებით, ხოლო N-დეზალკილირების კატალიზაცია მიმდინარეობს CYP3A4-ით. არიპიპრაზოლი წარმოადგენს ძირითად მოქმედ ნივთიერებას სისტემურ სისხლში. წონასწორულ მდგომარეობაში აქტიური მეტაბოლიტის, დეჰიდროარიპიპრაზილის, AUC შეადგენს პლაზმაში არიპიპრაზოლის AUC-ის დაახლოებით 40%-ს.
გამოყოფა
არიპიპრაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 75 საათს პაციენტებში CYP2D6-ის აქტიური მეტაბოლიზმით და დაახლოებით 146 საათს პაციენტებში CYP2D6-ის სუსტი მეტაბოლიზმით.
არიპიპრაზოლის საერთო კლირენსი შეადგენს 0,7 მლ/წთ/კგ, რომელიც ძირითადად მიმდინარეობს ღვიძლის საშუალებით.
[14C]-ნიშნული არიპიპრაზოლის ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ რადიოაქტივობის დაახლოებით 27% აღინიშნა შარდში და დაახლოებით 60% - განავალში. უცვლელი არიპიპრაზოლის 1%-ზე ნაკლები აღინიშნა შარდში და დაახლოებით 18% უცვლელი სახით გამოიყო განავალთან ერთად.
პედიატრიული პოპულაცია
10-დან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა იყო ისეთივე, როგორც მოზრდილებში, სხეულის წონაში განსხვავების კორექტირების შემდეგ.
ჩვენება:
აბიზოლი 10 მგ ინიშნება შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში.
აბიზოლი 10 მგ ინიშნება I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ და ახალი მანიაკალური ეპიზოდების პრევენციისთვის მოზრდილებში გამოხატული მანიაკალური ეპიზოდებით, რომლებიც ექვემდებარება მკურნალობას არიპიპრაზოლით (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
აბიზოლი 10 მგ ინიშნება 12 კვირიანი მკურნალობის კურსის სახით I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები:
ანტიფსიქოზური მკურნალობის ჩატარებისას პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება.
სუიციდის მცდელობა
სუიციდური ქცევის მოვლენები დამახასიათებელია ფსიქოზური დაავადებების და გუნება-განწყობის ცვლილებების დროს, ხოლო ზოგ შემთხვევაში აღინიშნებოდა ანტიფსიქოზური პრეპარატებით, მათ შორის არიპიპრაზოლით, მკურნალობის დაწყებისთანავე ან მკურნალობის შეცვლის შემდეგ (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები). ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტების მკაცრი დაკვირვება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
არიპიპრაზოლი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა ან გულის გამტარობის დარღვევები), ცერებროვასკულური დაავადებით, ჰიპოტენზიის გამომწვევი მდგომარეობებით (გაუწყლოება, ჰიპოვოლემია, თერაპია ჰიპოტენზიური საშუალებებით) ან ჰიპერტენზიით, მათ შორის გააქტიურებული ან ავთვისებიანი. ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას რეგისტრირებული იყო ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) შემთხვევები. ვინაიდან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიფსიქოზური პრეპარატებით, ხშირად არსებობს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების შეძენილი რისკ-ფაქტორები, საჭიროა გამოვლენილი იქნას ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი არიპიპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში და მიღებული იქნას პროფილაქტიკური ზომები.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
არიპიპრაზოლის კლინიკურ კვლევებში QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევების შედარება შეიძლებოდა პლაცებოს ჯგუფთან.
არიპიპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება ოჯახის ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
გვიანი დისკინეზია
1 წელზე ნაკლები ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა დისკინეზიის არც თუ ხშირი შეთხვევები, რომლებიც საჭიროებდა სასწრაფო მკურნალობას. დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის საკითხი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში პაციენტს აღენიშნა გვიანი დისკინეზიის ნიშნები და სიმპტომები (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები). ეს სიმპტომები შეიძლება დროებით გაძლიერდეს ან პირველად გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები
ბავშვებსა და მოზარდებში არიპიპრაზოლის გამოყენების კლინიკურ კვლევებში აღინიშნა აკატიზია და პარკინსონიზმი. სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში განიხილება არიპიპრაზოლის დოზის შემცირების და პაციენტზე მკაცრი კლინიკური დაკვირვების საკითხი.
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს)
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი წარმოადგენს პოტენციურად ფატალური სიმპტომების კომპლექსს ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში რეგისტრირებული იყო ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის იშვიათი შემთხვევები. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენს ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა, ფსიქიკის დარღვევები და ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასტაბილურობა (არარეგულარული პულსი ან არტერიული წნევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა და გულის არითმია). დამატებითი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მომატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზს) და თირკმელების მწვავე უკმარისობას.
კრუნჩხვა
კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნებოდა კრუნჩხვების არც თუ ხშირი შემთხვევები. ამიტომ, არიპიპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრუნჩხვითი დარღვევის ანამნეზი ან კრუნჩხვებთან დაკავშირებული მდგომარეობები (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
ხანდაზმული პაციენტები ფსიქოზებით გამოწვეული დემენციით
გარდაცვალების შემთხვევების მზარდი რაოდენობა
ცერებროვასკულური გვერდითი რეაქციები
არიპიპრაზოლი არ გამოიყენება ფსიქოზებით გამოწვეული დემენციის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი
ჰიპერგლიკემია, ზოგ შემთვევაში გამოხატული და თანხლები კეტოაციდოზით ან ჰიპეროსმოლარული კომით ან სიკვდილით, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებს, მათ შორის არიპიპრაზოლს. მძიმე გართულებების გამომწვევი რისკ-ფაქტორები ითვალისწინებს სიმსუქნეს და დიაბეტს ოჯახის ანამნეზში.
ჰიპერმგრძნობელობა
არიპიპრაზოლით მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ალერგიული სიმპტომების სახით (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
სხეულის მასის მომატება
სხეულის მასის მომატება ჩვეულებრივ აღინიშნება შიზოფრენიისა და ბიპოლარული მანიის მქონე პაციენტებში თანმხლები დაავადებების განვითარების, ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენების შედეგად, რომლებიც იწვევს სხეულის მასის მომატებას, ცხოვრების არაჯანსაღი წესის დაცვის შედეგად, რაც შეიძლება იწვევდეს მძიმე გართულებებს. პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებულია ცნობები სხეულის მასის მომატების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს. ჩვეულებრივ ეს არასასურველი რეაქცია აღინიშნებოდა პაციენტებში რისკის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებით, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა ან ჰიპოფიზის ადენომა. კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლის მიღება არ იწვევდა მოზრდილებში სხეულის მასის კლინიკურად მნიშვნელოვან მომატებას (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები).
ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდი პაციენტების კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზილის მიღებისას აღინიშნებოდა სხეულის მასის მომატება მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდ პაციენტებში საჭიროა სხეულის მასის მომატების მონიტორინგი. თუ სხეულის მასის მომატება კლინიკურად მნიშვნელოვანია, უნდა იქნას განხილული დოზის შემცირების საკითხი (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
დისფაგია
ანტიფსიქოზური საშუალებების, მათ შორის არიპიპრაზოლის გამოყენებისას აღინიშნებოდა საყლაპავის პერისტალტიკის დარღვევების და ასპირაციის შემთხვევები. არიპიპრაზოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ასპირაციული პნევმონიის განვითარების რისკის ფაქტორებით.
აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება
არიპიპრაზოლის მიღების პერიოდში პაციენტებს შეიძლება აღენიშნოს ძლიერი დამოკიდებულება, განსაკუთრებით აზარტული თამაშების მიმართ, და ამ დამოკიდებულების კონტროლის შეუძლებლობა. სხვა სახის რეგისტრირებული დამოკიდებულება ითვალისწინებს: მომატებულ სექსუალურ დამოკიდებულებას, საყიდლებზე სიარულის ძლიერ მოთხოვნილებას, საკვების მიღების ძლიერ მოთხოვნილებას, და სხვა იმპულსურ და კომპულსურ ჩვევებს. არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღნიშნული სახის დამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში უნდა იქნას განხილული დოზის შემცირების ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
პაციენტები ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის თანმხლები სინდრომით
I ტიპის ბიპოლარული აშლილობისა და ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის კომბინაციის მაღალი სიხშირის მიუხედავად, არსებობს არიპიპრაზოლისა და სტიმულატორების ერთდროულად გამოყენების უსაფრთხოების ძალიან შეზღუდული მონაცემები; ამიტომ, ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
ორსულებში არიპიპრაზოლის გამოყენების ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. არსებობს ცნობები თანდაყოლილი პათოლოგიების შესახებ; მაგრამ, არიპიპრაზოლთან მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი არ იქნა დადგენილი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ გამორიცხავს განვითარების პოტენციურ ტოქსიკურობას. არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში დაორსულების ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისთვის. ქალებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არასაკმარისი ინფორმაციის და ცხოველებში რეპროდუქციული კვლევებით გამოვლენილი პრობლემების გამო მოცემული სამედიცინო პროდუქტი არ გამოიყენება ორსულებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისთვის.
ახალშობილებში, რომლებიც განიცდიდნენ ანტიფსიქოზური საშუალებების (მათ შორის არიპიპრაზოლის) ზემოქმედებას ორსულობის მესამე ტრიმესტრში, მშობიარობის შემდეგ არსებობს სხვადასხვა სიმძიმისა და ხანგრძლივობის გვერდითი რეაქციების, მათ შორის ექსტრაპირამიდული დარღვევების და/ან მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკი. რეგისტრირებულია აგზნების, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დისტრეს-სინდრომის ან კვების დარღვევების შემთხვევები. შესაბამისად, ახალშობილები საჭიროებენ მკაცრ მონიტორინგს (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
ძუძუთი კვება
არიპიპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. უნდა იქნას განხილული ძუძუთი კვების შეწყვეტის ან არიპიპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტის/მკურნალობის დაწყებისგან თავის შეკავების საკითხი, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით.
ფერტილობა
რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების მონაცემების საფუძველზე არიპიპრაზოლი არ მოქმედებს ფერტილობაზე.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არიპიპრაზოლს აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ნერვული სისტემის და მხედველობის მხრივ ისეთი შესაძლო მოვლენების გამო, როგორიცაა სედაცია, ძილიანობა, სინკოპე, არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები:
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში რეგისტრირებულ ყველაზე ხშირ გვერდით რეაქციას წარმოადგენდა აკატიზია და გულისრევა, რომლებიც აღენიშნა პერორალური არიპიპრაზილით ნამკურნალევ 3%-ზე მეტ პაციენტს.
გვერდითი რეაქციების ცხრილი
არიპიპრაზოლით მკურნალობით გამოწვეული გვერდითი სამკურნალწამლო რეაქციების შემთხვევები წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში. ცხრილში წარმოდგენილი გვერდითი რეაქციები რეგისტრირებულია კლინიკური კვლევების ან/და პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში.
ყველა გვერდითი სამკურნალწამლო რეაქცია წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების კლასებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100 და <1/10), არც თუ ხშირი (>1/1,000 - <1/100), იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია). სიხშირის ყველა ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის შემცირების წესით.
პრეპარატის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას რეგისტრირებული გვერდითი რეაქციების სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ინფორმაცია მათ შესახებ მიღებულია სპონტანური შეტყობინებების გზით. შესაბამისად, ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია, როგორც “სიხშირე უცნობია“.
ხშირი
არც თუ ხშირი
სიხშირე უცნობია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ლეიკოპენია
ნეიტროპენია
თრომბოციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ალერგიული რეაქცია (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ენის შესიების, ენის, სახის შეშუპების, ქავილის ან ჭინჭრის ციების ჩათვლით)
ენდოკრინული დარღვევები
ჰიპერპროლაქტინემია
დიაბეტური ჰიპეროსმოლარული კომა
დიაბეტური კეტოაციდოზი
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
შაქრიანი დიაბეტი
ჰიპერგლიკემია
ჰიპონატრიემია
ანორექსია
სხეულის მასის შემცირება
სხეულის მასის მომატება
ფსიქიკური აშლილობები
უძილობა
შფოთვა
მოუსვენრობა
დეპრესია
მომატებული სქესობრივი აგზნებადობა
სუიციდის მცდელობა, სუიციდზე ფიქრები და სუიციდი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები“)
აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება
იმპულსური რეაქციების კონტროლის დარღვევები
საკვების მიღების ძლიერი მოთხოვნილება
საყიდლებზე სიარულის ძლიერი მოთხოვნილება
პორიომანია
აგრესიულობა
აგზნებადობა
ნერვოზულობა
მხედველობის დარღვევები
არამკვეთრი მხედველობა
დიპლოპია
ნერვული სისტემის მხრივ
აკატიზია
ექსტრაპირამიდული დარღვევები
ტრემორი
თავის ტკივილი
სედაცია
ძილიანობა
თავბრუსხვევა
გვიანი დისკინეზია
დისტონია
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს)
დიდი ეპილეფსიური შეტევა
სეროტონინის სინდრომი
მეტყველების დარღვევა
დარღვევები გულის მხრივ
ტაქიკარდია
მოულოდნელი სიკვდილი დაუდგენელი მიზეზით
Torsades de pointes
QT ინტერვალის გახანგრძლივება პარკუჭოვანი არითმია
გულის გაჩერება
ბრადიკარდია
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ორთოსტატური ჰიპოტენზია
ვენური თრომბოემბოლია (ფილტვის ემბოლიის და ღრმა ვენების თრომბოზის ჩათვლით)
ჰიპერტენზია
გულის წასვლა
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
სლოკინი
ასპირაციული პნევმონია
ლარინგოსპაზმი
ოროფარინგეალური სპაზმი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
შეკრულობა
დისპეფსია
გულისრევა
სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია
ღებინება
პანკრეატიტი
დისფაგია
დიარეა
დისკომფორტი მუცლის არეში
დისკომფორტი კუჭის არეში
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
ღვიძლის უკმარისობა
ჰეპატიტი
სიყვითლე
ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მომატება
ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) დონის მომატება
გამა-გლუტამილტრანსფერაზას (გგტ) დონის მომატება
ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარი
ფოტომგრძნობელობის რეაქცია
ალოპეცია
ჰიპერჰიდროზი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
რაბდომიოლიზი
მიალგია
კუნთების დაჭიმულობა
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ
შარდის შეუკავებლობა
შარდვის შეკავება
ორსულობა, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური პერიოდი
პრეპარატის მოხსნის სინდრომი
ახალშობილებში (იხ. პარაგრაფი “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“)
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ
პრიაპიზმი
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
დაღლილობა
ტემპერატურის რეგულაციის დარღვევა (მაგალითად, ჰიპოთერმია, პირექსია)
ტკივილი გულ-მკერდის არეში
პერიფერიული შეშუპება
ლაბორატორიული მაჩვენებლები
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება
გლიკოზილირებული ჰემოგლობინის მომატება
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვალებადობა
კრეატინფოსფოკინაზის კონცენტრაციის მომატება
პედიატრიული პოპულაცია
შიზოფრენია 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში
შიზოფრენიის მქონე 302 მოზარდის (ასაკი 13-17 წელი) მონაწილეობით ჩატარებულ ხანმოკლე პლაცებოკონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში არასასურველი მოვლენების სიხშირე და ტიპი იყო იგივე, რაც მოზრდილებში, გარდა შემდეგი რეაქციებისა, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნა მოზარდებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, ვიდრე მოზრდილებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, (და უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში):
ძილიანობა/სედაცია და ექსტრაპირამიდული დარღვევა აღინიშნა ძალიან ხშირად (>1/10), პირის სიმშრალე, მადის გაძლიერება და ორთოსტაზული ჰიპოტენზია აღინიშნა ხშირად (>1/100-<1/10). 26-კვირიან ღია გაფართოებულ კვლევაში უსაფრთხოების პროფილი იყო ხანმოკლე, პლაცებოკონტროლირებულ კვლევაში აღნიშნულის მსგავსი.
ხანგრძლივ, ორმაგად ბრმა, პლაცებოკონტროლირებულ კვლევაში უსაფრთხოების პროფილი ასევე იყო იგივე, გარდა ქვემოთ მოყვანილი რეაქციების, რომლებიც აღინიშნა უფრო ხშირად, ვიდრე ბავშვებში პლაცებოს ჯგუფში: წონაში დაკლება, სისხლში შაქრის შემცველობის მომატება, არითმია და ლეიკოპენია აღინიშნა ხშირად (>1/100 - <1/10).
შიზოფრენიის მქონე მოზარდების (ასაკი 13-17 წელი) 2 წლამდე გაერთიანებულ კვლევაში, შრატში პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევები ქალებსა (<3 ნგ/მლ) და მამაკაცებში (<2 ნგ/მლ) შეადგენდა შესაბამისად 29.5%-ს და 48.3%-ს. შიზოფრენიის მქონე მოზარდებში (ასაკი 13-17 წელი), რომლებიც ღებულობდნენ 5-30 მგ არიპიპრაზოლს 72 თვის განმავლობაში, შრატში პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევები ქალებსა (<3 ნგ/მლ) და მამაკაცებში (<2 ნგ/მლ) შეადგენდა შესაბამისად 25.6%-ს და 45.0%-ს.
შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობების მქონე მოზარდებში (ასაკი 13-17 წელი) ჩატარებული არიპიპრაზოლით მკურნალობის ორ ხანგრძლივ კვლევაში შრატში პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევები ქალებსა (<3 ნგ/მლ) და მამაკაცებში (<2 ნგ/მლ) შეადგენდა შესაბამისად 37.0%-ს და 59.4%-ს.
მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში
არასასურველი მოვლენების სიხშირე და პროფილი I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზარდებში იყო მოზრდილებში აღნიშნულის მსგავსი, გარდა შემდეგი რეაქციებისა: ძალიან ხშირად (>1/10), ძილიანობა (23.0%), ექსტრაპირამიდული დარღვევა (18.4%), აკატიზია (16.0%) და დაღლილობა (11.8%); და ხშირად (>1/100 - <1/10) ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გახშირებული გულისცემა, სხეულის მასის მომატება, მადის გაძლიერება, კუნთების სპაზმი და დისკინეზია.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს
ურთიერთქმედება:
არიპიპრაზოლს შეუძლია გააძლიეროს გარკვეული ჰიპოტენზიური პრეპარატების მოქმედება, რადგან მას გააჩნია ანტაგონიზმი α1-ადრენორეცეპტორების მიმართ.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე არიპიპრაზილის პირველადი ეფექტების გათვალისწინებით, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა არიპიპრაზოლის მიღებისას ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებსაც აქვთ იგივე გვერდითი რეაქციები, მაგალითად სედაცია (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა არიპიპრაზოლის გამოყენებისას QT ინტერვალის გახანგრძლივების ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების გამომწვევ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას.
სხვა პრეპარატების შესაძლო გავლენა არიპიპრაზოლზე
კუჭის მჟავას ბლოკერი, H2-ანტაგონისტი ფამოტიდინი, ამცირებს არიპიპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ ითვლება, რომ აღნიშნულს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი. არიპიპრაზოლი მეტაბოლიზდება სხვადასხვა გზებით, მათ შორის CYP2D6 და CYP3A4 ფერმენტების მონაწილეობით, მაგრამ არ მეტაბოლიზდება CYP1А ფერმენტის საშუალებით. ამიტომ, მწეველებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ქინიდინი და CYP2D6-ის სხვა ინჰიბიტორები
ჯანმრთელი პირების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგებით ნაჩვენებია, რომ CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორი (ქინიდინი) 107%-ით ზრდის არიპიპრაზოლის AUC-ს, ხოლო Cmax მაჩვენებელი რჩება უცვლელი. აქტიური მეტაბოლიტის, დეჰიდროარიპიპრაზოლის AUC და Cmax მაჩვენებლები შემცირდა შესაბამისად 32%-ით და 47%-ით. არიპიპრაზოლისა და ქინიდინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა არიპიპრაზოლის დანიშნული დოზის შემცირება დაახლოებით ორჯერ. CYP2D6-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი, შეიძლება ჰქონდეს ანალოგიური მოქმედება და საჭიროა დოზის შესაბამისად შემცირება.
კეტოკონაზოლი და CYP3А4-ის სხვა ინჰიბიტორები
ჯანმრთელი პირების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგებით ნაჩვენებია, რომ CYP3А4-ის ძლიერი ინჰიბიტორი (კეტოკონაზოლი) ზრდის არიპიპრაზოლის AUC და Cmax მაჩვენებლებს შესაბამისად 63%-ით და 37%-ით. დეჰიდროარიპიპრაზოლის AUC და Cmax მაჩვენებლები გაიზარდა შესაბამისად 77%-ით და 43%-ით. CYP2D6-ის სუსტ მეტაბოლიზატორებთან ერთად CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში არიპიპრაზოლის უფრო მაღალი კონცენტრაცია CYP2D6-ის სწრაფ მეტაბოლიზატორებთან შედარებით. კეტოკონაზოლის ან CYP3A4-ის სხვა ძლიერი ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთდროულად გამოყენების საკითხის განხილვისას შესაძლო სარგებელი უნდა აღემატებოდეს პოტენციურ რისკს პაციენტისთვის. კეტოკონაზოლისა და არიპიპრაზოლის ერთდროულად გამოყენებისას არიპიპრაზოლის დანიშნული დოზა დაახლოებით ორჯერ უნდა შემცირდეს. CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, შეიძლება ჰქონდეს ანალოგიური მოქმედება და საჭიროა დოზის შესაბამისად შემცირება (იხ. პარაგრაფი “დოზირება და მიღების წესი“).
CYP2D6 ან CYP3A4-ის ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში არიპიპრაზოლის დოზა უნდა იქნას გაზრდილი კომბინირებული გამოყენების დაწყებამდე დანიშნულ დოზამდე. არიპიპრაზოლის და CYP3A4-ის (მაგალითად, დილთიაზემი) ან CYP2D6-ის (მაგალითად, ესციტალოპრამი) სუსტი ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებისას მოსალოდნელია სისხლის პლაზმაში არიპიპრაზოლის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება.
კარბამაზეპინი და CYP3А4-ის სხვა ინდუქტორები
კარბამაზეპინის, CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორის, და პერორალური არიპიპრაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შიზოფრენიის ან შიზოაფექტური აშლილობების მქონე პაციენტებში, არიპიპრაზოლის Cmax და AUC გეომეტრიული საშუალო მაჩვენებლები შესაბამისად 68%-ით და 73%-ით დაბალი იყო, არიპიპრაზოლის (30 მგ) მონოთერაპიაში გამოყენებასთან შედარებით. ანალოგიურად, დეჰიდროარიპიპრაზოლის Cmax და AUC გეომეტრიული საშუალო მაჩვენებლები, კარბამაზეპინის თანმხლები შეყვანის შემდეგ, შემცირდა შესაბამისად 69%-ით და 71%-ით, არიპიპრაზოლის მონოთერაპიაში გამოყენებასთან შედარებით.
კარბამაზეპინის არიპიპრაზოლთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის 2-ჯერ გაზრდა. არიპიპრაზოლის და CYP3A4-ის სხვა ინდუქტორების (როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ეფავირენცი, ნევირაპინი და კრაზანას პრეპარატები) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ანალოგიური მოქმედება და საჭიროა დოზის შესაბამისად გაზრდა. CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.
ვალპროატი და ლითიუმის პრეპარატები
არიპიპრაზოლის ვალპროატთან ან ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას არ აღინიშნებოდა არიპიპრაზოლის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, შესაბამისად არ არის საჭირო დოზის კორექტირება ვალპროატის ან ლითიუმის პრეპარატების არიპიპრაზოლთან ერთად გამოყენებისას.
არიპიპრაზოლის გამოყენების შესაძლო გავლენა სხვა პრეპარატებზე
კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლი დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას CYP2D6-ის (დექსტრომეტორფანი/3-მეთოქსიმორფინანის თანაფარდობა), CYP2С9-ის (ვარფარინი), CYP2С19-ის (ომეპრაზოლი) და CYP3А4-ის (დექსტრომეტორფანი) სუბსტრატების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, არიპიპრაზოლმა და დეჰიდროარიპიპრაზოლმა არ შეცვალა იმ სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმი, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ით in vitro პირობებში. შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა, რომ არიპიპრაზოლმა გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა პრეპარატებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ იზოფერმენტების მონაწილეობით.
არიპიპრაზოლის ვალპროატთან, ლითიუმის პრეპარატებთან ან ლამოტრიჯინთან ერთდროულად მიღებისას არ აღინიშნებოდა ვალპროატის, ლითიუმის ან ლამოტრიჯინის კონცენტრაციების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება.
სეროტონინის სინდრომი
სეროტონინის სინდრომის შემთხვევები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ არიპიპრაზოლს. აღნიშნული მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს განსაკუთრებით სხვა სეროტონინერგულ პრეპარატებთან, მაგალითად სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან/სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან, ან იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ზრდის არიპიპრაზოლის კონცენტრაციებს (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები).
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილები
შიზოფრენია: აბიზოლი 10 მგ-ის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 ან 15 მგ/დღე-ღამეში, შემანარჩუნებელი დოზით - 15 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. აბიზოლი 10 მგ-ის ეფექტიანობა ნაჩვენებია დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში. ეფექტიანობის გაზრდა დღე-ღამეში 15 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, თუმცა, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ეფექტიანობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.
მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას: აბიზოლი 10 მგ-ის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად, მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები). ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს ეფექტიანობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.
მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკა I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას: პაციენტებში, რომლებიც იღებენ არიპიპრაზოლს მონოთერაპიაში ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკა უნდა გაგრძელდეს იმავე დოზით. სადღეღამისო დოზის რეგულირება, დოზის შემცირების ჩათვლით, განიხილება კლინიკური სტატუსის საფუძველზე.
პედიატრიული პოპულაცია
შიზოფრენია 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში: აბიზოლი 10 მგ-ის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზით 2 მგ 2 დღის განმავლობაში, დოზის გაზრდით 5 მგ-მდე კიდევ 2 დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 10 მგ-ს. თუ საჭიროა, დოზის შემდგომი გაზრდა უნდა განხორციელდეს 5-5 მგ-ით, მაქსიმალური სადღეღამისო დოზის, 30 მგ-ის, გადაჭარბების გარეშე (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები). აბიზოლი 10 მგ ეფექტიანია დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში. ეფექტიანობის გაზრდა დღე-ღამეში 10 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, თუმცა ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ეფექტიანობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას.
არიპიპრაზოლი რეკომენდებული არ არის 15 წლამდე ასაკის შიზოფრენიის მქონე პაციენტებში, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის არასაკმარისი მონაცემების გამო (იხ. პარაგრაფები გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).
მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში: აბიზოლი 10 მგ-ის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზით 2 მგ 2 დღის განმავლობაში, დოზის გაზრდით 5 მგ-მდე კიდევ 2 დღის განმავლობაში რეკომენდებული დღიური დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 10 მგ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმალურ პერიოდს, რაც საჭიროა სიმპტომების კონტროლისთვის და არ უნდა აღემატებოდეს 12 კვირას. ეფექტიანობის გაზრდა დღე-ღამეში 10 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, და სადღეღამისო დოზა 30 მგ უკავშირდება მნიშვნელოვანი არასასურველი მოვლენების, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომების, ძილიანობის, დაღლილობის და სხეულის მასის მომატების არსებითად მაღალ შემთხვევებს (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები). შესაბამისად, დღე-ღამეში 10 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მკაცრი კლინიკური მონიტორინგით (იხ. პარაგრაფები გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები, გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები). ახალგაზრდა პაციენტები წარმოადგენენ არიპიპრაზოლით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის ჯგუფს. შესაბამისად, 13 წლამდე ასაკის პაციენტებში აბიზოლი 10 მგ-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები და ფარმაკოდინამიკური თვისებები).
აუტისტური დარღვევით გამოწვეული გაღიზიანებულობა: 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ამ მომენტისათვის არსებული ცნობები აღწერილია პარაგრაფში 5.1, მაგრამ დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
ტურეტის სინდრომით გამოწვეული ტიკები: 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ამ მომენტისათვის არსებული ცნობები აღწერილია პარაგრაფში ფარმაკოდინამიკური თვისებები, მაგრამ დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით არსებული ცნობები არასაკმარისია რეკომენდაციების წარმოსადგენად. ამ ჯგუფის პაციენტებში დოზა რეგულირდება სიფრთხილით. მიუხედავად ამისა, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შიზოფრენიის ან I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობისას 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. ამ პოპულაციაში უფრო მაღალი მგრძნობელობის გამო, კლინიკური ფაქტორების მიხედვით განიხილება უფრო მცირე საწყისი დოზის გამოყენების საკითხი (იხ. პარაგრაფი გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები).
სქესი
არ არის საჭირო დოზის კორექტირება მდედრობითი სქესის პაციენტებში, მამრობითი სქესის პაციენტებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
მოწევა
არიპიპრაზოლის მეტაბოლიზმის გზის გათვალისწინებით მწეველ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება).
დოზის კორექტირება სამკურნალწამლო ურთიერთქმედების მიხედვით
CYP3А4 ან CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთად მიღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის შემცირება. კომბინირებული მკურნალობიდან CYP3А4 ან CYP2D6-ის ინჰიბიტორების ამოღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის გაზრდა (იხ. პარაგრაფი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება).
CYP3А4-ის ძლიერი ინდუქტორების არიპიპრაზოლთან ერთად მიღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის გაზრდა. კომბინირებული მკურნალობიდან CYP3А4-ის ინდუქტორის ამოღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის რეკომენდებულ დოზამდე შემცირება (იხ. პარაგრაფი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება).
მიღების წესი
პერორალური გამოყენებისთვის.
დოზის გადაჭარბება:
ნიშნები და სიმპტომები
კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში მოზრდილ პაციენტებში არიპიპრაზოლის შემთხვევით ან განზრახ 1,260 მგ-მდე დოზის მწვავე გადაჭარბება აღინიშნა ლეტალური შედეგების გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები ითვალისწინებდა ლეთარგიას, მომატებულ არტერიულ წნევას, ძილიანობას, ტაქიკარდიას, გულისრევას, ღებინებას და დიარეას. გარდა ამისა, მიღებულია ცნობები ბავშვებში არიპიპრაზოლის (195 მგ-მდე) დოზის გადაჭარბების შესახებ ლეტალური შედეგების გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები ითვალისწინებდა ძილიანობას, ცნობიერების დროებით დაკარგვას და ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა
დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა იყოს შემანარჩუნებელი, საჭიროა სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა, ჟანგბადის მიწოდება და ვენტილაციის ჩატარება, ასევე სიმპტომების მართვა. განიხილება სხვადასხვა პრეპარატების გამოყენების საკითხი. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაწყებული გულ-სისხლძარღვთა მონიტორინგი, რაც ითვალისწინებს ხანგრძლივ ელექტროკარდიოგრაფიულ მონიტორინგს შესაძლო არითმიის გამოვლენის მიზნით. არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების დადასტურების ან დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი სამედიცინო დაკვირვება და მონიტორინგი გამოჯანმრთელებამდე.
არიპიპრაზოლის მიღებიდან ერთ საათში აქტივირებული ნახშირის (50 გ) მიღების შემთხვევაში არიპიპრაზოლის Cmax მცირდება დაახლოებით 41%-ით, ხოლო AUC - დაახლოებით 51%-ით, რაც მიუთითებს, რომ ნახშირი შეიძლება ეფექტიანი იყოს დოზის გადაჭარბების მკურნალობისას.
ჰემოდიალიზი
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობისას ჰემოდიალიზის ეფექტიანობის შესახებ არ არის, ნაკლებსავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი სასარგებლო იყოს დოზის გადაჭარბების მართვაში, რადგან არიპიპრაზოლი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აბიზოლი 10 მგ ტაბლეტი გაიცემა ალუმინის სტრიპის/ალუფინის ფოლგის ბლისტერში.
თითოეული ბლისტერი შეიცავს 14 ტაბლეტს.
28 ტაბლეტი: 2 ბლისტერი/კოლოფი.
სხვა ფარმაცევტული დოზირებული ფორმები:
აბიზოლი 5 მგ ტაბლეტი; გაიცემა ალუმინის სტრიპის - ალუმინის ფოლგის ბლისტერულ შეფუთვებში 28 ტაბლეტით. აბიზოლი 15 მგ ტაბლეტი; გაიცემა ალუმინის სტრიპის - ალუმინის ფოლგის ბლისტერულ შეფუთვებში 28 ტაბლეტით. აბიზოლი 30 მგ ტაბლეტი; წარმოდგენილია ალუმინის სტრიპის - ალუმინის ფოლგის ბლისტერულ შეფუთვებში 28 ტაბლეტით.
ვარგისობის ვადა : 3 წელი.
ლიცენზიის მფლობელი : NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
უმრანიე/სტამბოლი
მწარმოებელი : NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
დუზჯე/თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



