არიპირონის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას არიპიპრაზოლს და მიეკუთვნება ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფს. იგი გამოიყენება მოზრდილებსა და მოზარდებში 15 წლის ზემოთ, ისეთი დაავადების სამკურნალოდ, რომელიც ხასიათდება ისეთი საგნების დანახვით, მოსმენით ან შეგრძნებით, რაც არ არსებობს, ეჭვიანობით, მცდარი შეხედულებებით, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- არიპიპრაზოლი (aripiprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №28 (4X7)
- მწარმოებელი
- GE Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Synthon Hispania, S.L(ესპანეთი)), ბულგარეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N05AX12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037448
- რეგისტრირებულია
- 2 მარტი 2023, მოქმედებს 2 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GEA Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
არიპირონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
არიპირონის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას არიპიპრაზოლს და მიეკუთვნება ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფს. იგი გამოიყენება მოზრდილებსა და მოზარდებში 15 წლის ზემოთ, ისეთი დაავადების სამკურნალოდ, რომელიც ხასიათდება ისეთი საგნების დანახვით, მოსმენით ან შეგრძნებით, რაც არ არსებობს, ეჭვიანობით, მცდარი შეხედულებებით, არათანმიმდევრული მეტყველებითა და ქცევით და ემოციური უხალისობით. ამ მდგომარეობის მქონე პირებს შეიძლება ასევე აღენიშნებოდეთ დეპრესია, დანაშაულის გრძნობა, შფოთვა ან დაძაბულობა.
არიპირონი გამოიყენება მოზრდილებისა და 13 წელს ზემოთ ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორიცაა „ეიფორიის მდგომარეობა“, მოზღვავებული ენერგია, ნაკლები ძილის მოთხოვნილება, ძალიან სწრაფი საუბარი და მწვავე გაღიზიანება. მოზრდილებში ის ასევე ხელს უშლის ამ მდგომარეობის განმეორებას პაციენტებში, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს არიპირონით მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 15 მგ დღეში ერთხელ. თუმცა ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა მაქსიმუმ 30 მგ დღეში ერთხელ.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ამ სამკურნალო პრეპარატის მიღება შესაძლებელია დაიწყოს დაბალი დოზით პერორალური ხსნარის (თხევადი) ფორმით.
დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მოზარდებისთვის, რაც შეადგენს 10მგ-ს ერთხელ დღეში. თუმცა ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა მაქსიმუმ 30 მგ დღეში ერთხელ.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ არიპირონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეეცადეთ მიიღოთ არიპირონის ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. არ აქვს მნიშვნელობა მიიღებთ მას საკვებთან ერთად თუ მის გარეშე. ყოველთვის მიიღეთ ტაბლეტი წყალთან ერთად და გადაყლაპეთ მთლიანად.
მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, არ შეცვალოთ ან შეწყვიტოთ არიპირონის ტაბლეტების დღიური დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი არიპირონი
თუ ხვდებით, რომ მიიღეთ მეტი არიპირონი, ვიდრე ექიმმა გირჩიათ (ან სხვამ მიიღო თქვენი არიპირონი), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ ექიმთან დაკავშირება არ შეგიძლიათ, მიმართეთ უახლოეს კლინიკას და თან გქონდეთ შეფუთვა.
პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს არიპიპრაზოლის ჭარბი რაოდენობა, აღენიშნებოდათ შემდეგი სიმპტომები:
აჩქარებული გულისცემა, აგზნებადობა/აგრესიულობა, მეტყველების პრობლემები.
უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის ან ენის) და ცნობიერების დონის დაქვეითება.
სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- ცნობიერების მწვავე აშლილობა, კრუნჩხვები (ეპილეფსია), კომა, სიცხის, გახშირებული სუნთქვისა და ოფლიანობის კომბინაცია.
- კუნთების დაჭიმულობა და ძილიანობა, სუნთქვის შენელება, მოხრჩობის შეგრძნება, მაღალი ან დაბალი წნევა, გულის რიტმის დარღვევა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან კლინიკას.
თუ დაგავიწყდათ არიპირონის მიღება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში გახსენებისთანავე მიიღეთ გამოტოვებული დოზა, მაგრამ არ მიიღოთ ორი დოზა ერთ დღეში.
არიპირონის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ მკურნალობა მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ არიპირონის გამოყენება ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ არიპიპრაზოლის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).
სიფრთხილის ზომები
არიპირონის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირდა სუიციდური აზრები და ქცევები. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ფიქრობთ ან გრძნობთ ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს.
არიპირონის მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ
სისხლში შაქრის მაღალი დონე (ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ძლიერი წყურვილის შეგრძნება, დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა, მადის მომატება და სისუსტის შეგრძნება) ან დიაბეტის ოჯახური ისტორია
კრუნჩხვები, რადგან ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს თქვენი ჯანმრთელობის უფრო დეტალური კონტროლი.
კუნთების უნებლიე, არარეგულარული მოძრაობები, განსაკუთრებით სახეზე
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულის და სისხლის მიმოქცევის დაავადებები), გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ისტორია, ინსულტი ან "მინი" ინსულტი, არტერიული წნევის ცვლილებები.
სისხლის შედედება, ან სისხლის შედედების ოჯახური ისტორია, რადგან ანტიფსიქოზური საშუალებები ასოცირებული იყო სისხლში თრომბების წარმოქმნასთან.
აზარტული თამაშებით გატაცება წარსულში.
თუ შეამჩნევთ, რომ იმატებთ წონაში, ვითარდება უჩვეულო მოძრაობები, განიცდით ძილიანობას, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ ყოველდღიურ საქმიანობას, ყლაპვის გაძნელებას ან ალერგიულ სიმპტომებს, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ ხართ ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც აწუხებს დემენცია (მეხსიერების და სხვა გონებრივი შესაძლებლობების დაკარგვა), თქვენ ან თქვენმა მომვლელმა/ნათესავმა უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ოდესმე გქონიათ ინსულტი ან „მინი“ ინსულტი.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რამე ფიქრი ან გრძნობა საკუთარ თავზე ზიანის მიყენების შესახებ. არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირდა სუიციდური აზრები და ქცევები.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ კუნთების დაჭიმულობა ან მოუქნელობა მაღალი ცხელებით, ოფლიანობა, ფსიქიკური მდგომარეობის ან ძალიან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახი/მომვლელი შეამჩნევთ, რომ გაქვთ სურვილი ან ლტოლვა, მოიქცეთ უჩვეულოდ, ამასთან ვერ ეწინააღმდეგებით იმპულსს, სწრაფვას ან ცდუნებას განახორციელოთ გარკვეული აქტივობები, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან სხვებს. ამ მდგომარეობას უწოდებენ იმპულსების კონტროლის დარღვევას და შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქცევებს, როგორიცაა აზარტული თამაშებისკენ ლტოლვა, ჭამის ან ხარჯვის გადაჭარბებული მოთხოვნები, ზომაგადასული სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური აზრების და გრძნობების გაძლიერებით გამოწვეული შფოთვა.
ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზირების კორექცია ან წამლის მიღების შეწყვეტა .
არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის ვარდნა ფეხზე წამოდგომისას, თავბრუსხვევა, მოძრაობისა და წონასწორობის ცვლილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წაქცევა. სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ ან უძლურ პაციენტებში.
ბავშვები და მოზარდები
არ გამოიყენოთ ეს წამალი ბავშვებში და 13 წლამდე მოზარდებში. უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები უცნობია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატები.
ჰიპოტენზიური მედიკამენტები: არიპირონის გამოყენებით შესაძლოა გაძლიერდეს ჰიპოტენზიური მედიკამენტების ეფექტი. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ არტერიული წნევის მარეგულირებელ სამკურნალო საშუალებას.
სხვა პრეპარატებთან ერთად არიპირონის გამოყენებისას, ექიმმა შესაძლოა შეცვალოს არიპირონის ან სხვა მედიკამენტების დოზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს უთხრათ შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:
- მედიკამენტები გულის რითმის კორექციისთვის (როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, ფლეკაინიდი)
- ანტიდეპრესანტები ან მცენარეული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ (როგორიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ვენლაფაქსინი, კრაზანას პრეპარატები)
- სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)
- გარკვეული მედიკამენტები აივ ინფექციის სამკურნალოდ (როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი და პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. ინდინავირი, რიტონავირი)
- ანტიკონვულსიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი)
- ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფაბუტინი, რიფამპიცინი)
ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების რისკი ან შეამცირონ არიპირონის მოქმედება; თუ თქვენ შენიშნეთ რამე უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ამ მედიკამენტის მიღებისას არიპირონთან ერთად, უნდა მიმართოთ ექიმს.
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სეროტონინის დონეს, ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) და სოციალური ფობიის, ასევე შაკიკისა და ტკივილის დროს:
ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) და სოციალური ფობიის, ასევე შაკიკისა და ტკივილის დროს.
სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRI) (როგორიცაა პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი) გამოიყენება დეპრესიის, OCD-ის, პანიკისა და შფოთვის დროს
სხვა ანტიდეპრესანტები (როგორიცაა ვენლაფაქსინი და ტრიპტოფანი), რომლებიც გამოიყენება მძიმე დეპრესიის დროს
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა კლომიპრამინი და ამიტრიპტილინი) გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
კრაზანას პრეპარატები (Hypericum perforatum) გამოიყენება როგორც მცენარეული საშუალება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ
ტკივილგამაყუჩებლები (როგორიცაა ტრამადოლი და პეტიდინი), რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად
ტრიპტანები (როგორიცაა სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპიტანი) გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ
ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი; თუ თქვენ გაქვთ რამე უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ამ მედიკამენტის მიღებისას არიპირონთან ერთად, უნდა მიმართოთ ექიმს.
არიპირონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ამ მედიკამენტის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
შემდეგი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იყენებდნენ არიპირონს ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე): კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნებადობა, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ თქვენს პატარას განუვითარდება რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, შეიძლება დაგჭირდეთ ექიმთან კონსულტაცია.
თუ იღებთ არიპირონს, ექიმი განიხილავს ძუძუთი კვების გაგრძელების შესაძლებლობას, თერაპიით მიღებული სარგებლისა და ბავშვისთვის ძუძუთი კვებით მიღებული სარგებლის გათვალისწინებით. არიპირონის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ექიმი შეგირჩევთ ბავშვის კვების საუკეთესო მეთოდს თუ იყენებთ არიპირონს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და მხედველობის პრობლემები (იხილეთ პუნქტი 4).
ეს გასათვალისწინებელია იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სრული სიფხიზლე, მაგ. მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.
არიპირონი შეიცავს ლაქტოზას
თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ანუ არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):
შაქრიანი დიაბეტი • ძილის დარღვევები • შფოთვის შეგრძნება • მოუსვენრობა და ერთ ადგილზე გაჩერების შეუძლებლობა • უკონტროლო კრუნჩხვა, უნებლიე მოძრაობები, მოუსვენარი ფეხები • კანკალი • თავის ტკივილი • დაღლილობა • ძილიანობა • თავბრუსხვევა • კანკალი და მხედველობის დაქვეითება • ნაწლავების პერისტალტიკის დარღვევები• საჭმლის მონელების დარღვევა • გულისრევა • ჰიპერსალივაცია • ღებინება • დაღლილობის შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):
სისხლში პროლაქტინის დონის მომატება • სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა • დეპრესია • შეცვლილი ან გაზრდილი სექსუალური ინტერესი • პირის ღრუს, ენისა და კიდურების უკონტროლო მოძრაობები (გვიანი დისკინეზია) • კუნთების მოქმედების დარღვევა, რაც იწვევს უნებლიე შეკუმშვებს (დისტონია) • გაორებული მხედველობა • მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ• აჩქარებული გულისცემა • არტერიული წნევის ვარდნა ფეხზე წამოდგომისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას, ან გონების დაკარგვას • სლოკინი.
შემდეგი გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა პერორალური არიპიპრაზოლის მიმოქცევაში ჩაშვების შემდეგ, თუმცა მათი გამოვლენის სიხშირე ცნობილი არ არის:
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე • სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე • ალერგიული რეაქცია (მაგ. პირის ღრუს, ენის, სახისა და ყელის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება) • დიაბეტის დაწყება გამოვლენა ან გაუარესება, კეტოაციდოზი (კეტონები სისხლში და შარდში) ან კომა • სისხლში შაქრის მატება • სისხლში ნატრიუმის ნაკლებობა • მადის დაქვეითება (ანორექსია) • წონის დაკლება • წონის მატება • ფიქრები თვითმკვლელობაზე, თვითმკვლელობის მცდელობაზე და თვითმკვლელობა • აგრესიულობის განცდა • აგზნებადობა • ნერვიულობა • სიცხის მატება, კუნთების დაჭიმულობა, გახშირებული სუნთქვა ოფლიანობა, ცნობიერების დაქვეითება არტერიული წნევის და გულისცემის უეცარი ცვლილებები, სისუსტე (ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი) კომბინაციაში• გულყრები • სეროტონინის სინდრომი (რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბედნიერების განცდა, ძილიანობა, მოუხერხებლობა, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა ან კუნთების რიგიდულობა) • მეტყველების დარღვევა • თვალის კაკლების ფიქსაცია ერთ პოზიციაში • უეცარი აუხსნელი სიკვდილი • სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა • გულის შეტევა • გულისცემის შენელება • სისხლის კოლტები ვენებში განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები მოიცავს შეშუპებას, ტკივილსა და სიწითლეს ფეხის არეში), რომელიც შეიძლება სისხლძარღვებით გადავიდეს ფილტვებში და გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება (თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს) • მაღალი არტერიული წნევა • გონების დაკარგვა • საკვების მოხვედრა სასუნთქ გზებში (ფილტვის ინფექცია) პნევმონიის განვითარების რისკით • ხმის იოგების გარშემო კუნთების სპაზმი • პანკრეასის ანთება • ყლაპვის გაძნელება • ფაღარათი • კუჭში დისკომფორტი • დისკომფორტი მუცლის არეში • ღვიძლის უკმარისობა • ღვიძლის ანთება • კანისა და თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლება • ღვიძლის ფუნქციური სინჯების შეცვლა • კანზე გამონაყარი • კანის ფოტომგრძნობელობა • გამელოტება • ჭარბი ოფლიანობა • კუნთოვანი ბოჭკოების განადგურება რაც იწვევს თირკმლის პრობლემებს • კუნთების ტკივილი • შებოჭილობა • უნებლიე შარდვა (შეუკავებლობა) • შარდვის გაძნელება • მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში ორსულობის დროს მიღების შემთხვევაში • გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია • სხეულის ტემპერატურის კონტროლის გაძნელება ან გადახურება • გულმკერდის ტკივილი • ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება • სისხლის ანალიზის დროს: სისხლში შაქრის მომატება ან მერყეობა, გლიკოზირებული ჰემოგლობინის მომატება • იმპულსებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა, ისეთი მოქმედების შესრულების სწრაფვა ან ცდუნება, რაც შეიძლება საზიანო იყოს თქვენთვის ან სხვებისთვის, რომელიც შეიძლება შეიცავდეს:
- აზარტული თამაშების ძლიერი სურვილი, მიუხედავად მძიმე პირადი თუ ოჯახური შედეგებისა
- შეცვლილი ან გაზრდილი სექსუალური ინტერესი და ქცევა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენზე ან სხვებზე მაგალითად, გაზრდილი სექსუალური ლტოლვა
- უკონტროლო გადაჭარბებული სიარული საყიდლებზე
- გადაჭარბებული კვება (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე დროში) ან კომპულსური კვება (ჩვეულზე მეტი საკვების მიღება და იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა თქვენი შიმშილის დასაკმაყოფილებლად)
- ხეტიალისკენ მიდრეკილება.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი ქცევა; ის განიხილავს სიმპტომების მართვის ან შემცირების გზებს.
დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არიპიპრაზოლის მიღებისას უფრო მეტი ფატალური შემთხვევები დაფიქსირდა. გარდა ამისა, აღწერილია ინსულტის ან „მინი“ ინსულტის შემთხვევები.
დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებსა და მოზარდებში
13 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს აღენიშნებოდათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც სიხშირით და ტიპით მსგავსი იყო მოზრდილებისას, გარდა იმისა, რომ ძილიანობა, უკონტროლო კრუნჩხვა ან კრუნჩხვითი მოძრაობები, მოუსვენრობა და დაღლილობა იყო ძალიან ხშირი (10 პაციენტში 1-ზე მეტი) და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე, გულისცემის გახშირება, წონის მომატება, მადის მომატება, კუნთების კრუნჩხვა, კიდურების უკონტროლო მოძრაობები და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას იყო ხშირი (100-დან 1-ზე მეტ პაციენტში).
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
რომელიმე გვედითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
ნიშნები და სიმპტომები
კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში, მარტო არიპიპრაზოლის შემთხვევითი ან განზრახ მწვავე ჭარბი დოზირება გამოვლინდა მოზრდილ პაციენტებში 1260 მგ-მდე სავარაუდო დოზებით, ფატალური შედეგის გარეშე. დაფიქსირებული პოტენციურად სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა ლეთარგიას, არტერიული წნევის მატებას, ძილიანობას, ტაქიკარდიას, გულისრევას, ღებინებას და ფაღარათს. გარდა ამისა, მიღებულია შეტყობინებები არიპიპრაზოლის შემთხვევით გადაჭარბების შესახებ (195 მგ-მდე) ბავშვებში, სიკვდილის გარეშე. მოხსენებული პოტენციურად სამედიცინო თვალსაზრისით სერიოზული ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა ძილიანობას, გონების გარდამავალ დაკარგვას და ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს.
ჭარბი დოზირების მართვა
ჭარბი დოზირების მართვა უნდა იყოს კონცენტრირებული დამხმარე თერაპიაზე, ადექვატური სასუნთქი გზების შენარჩუნებაზე, ჟანგბადის მიწოდებასა, ვენტილაციაზე და სიმპტომების მართვაზე. გასათვალისწინებელია მრავალჯერადი სამკურნალო პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა. ამიტომ გულ-სისხლძარღვთა მონიტორინგი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და უნდა მოიცავდეს უწყვეტ ელექტროკარდიოგრაფიულ მონიტორინგს შესაძლო არითმიების გამოსავლენად. არიპიპრაზოლის ნებისმიერი დადასტურებული ან საეჭვო დოზის გადაჭარბების შემდეგ, საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობა და მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.
გააქტიურებული ნახშირი (50 გრ), შეყვანილი არიპიპრაზოლიდან ერთი საათის შემდეგ, ამცირებს არიპიპრაზოლის Cmax დაახლოებით 41%-ით და AUC დაახლოებით 51%-ით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნახშირი შეიძლება იყოს ეფექტური დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ.
ჰემოდიალიზი
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინფორმაცია ჰემოდიალიზის ეფექტის შესახებ არიპიპრაზოლის ჭარბი დოზირების დროს, ჰემოდიალიზი ნაკლებად სავარაუდოა, გამოსადეგი იყოს ჭარბი დოზირების მართვისას, რადგან არიპიპრაზოლი ძლიერ უკავშირდება პლაზმის ცილებს.
შემადგენლობა
არიპირონი 10 მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება არის არიპიპრაზოლი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს.
სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა. მაგნიუმის სტეარატი, წითელი რკინის ოქსიდი (E172)
არიპირონი 15 მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება არის არიპიპრაზოლი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს.
სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა. მაგნიუმის სტეარატი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).
როგორ გამოიყურება არიპირონის ტაბლეტები და შეფუთვის შიგთავსი
არიპირონი 10 მგ ტაბლეტები არის მოგრძო და ვარდისფერი ტაბლეტები (შესაძლოა მუქი ლაქებით), მარკირებით "ARZ" და "10" ერთ მხარეს. მოწოდებულია პერფორირებული ერთეული დოზის ბლისტერებში, რომლებიც შეფუთულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10, 14, 28, 30, 49, 50, 56, 98 ან 100 ტაბლეტს.
არიპირონი 15 მგ ტაბლეტები არის მრგვალი და ყვითელი ტაბლეტები (შესაძლოა მუქი ლაქებით), მარკირებით "ARZ" და "15" ერთ მხარეს. მოწოდებულია პერფორირებული ერთეული დოზის ბლისტერებში, რომლებიც შეფუთულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10, 14, 28, 30, 49, 50, 56, 98 ან 100 ტაბლეტს.
შეიძლება ყველა მოცულობით შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP), რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატების განადგურება. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6 . შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფსიქოლეპტიკური საშუალებები, სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები, ათქ კოდი: N05AX12
მოქმედების მექანიზმი
ვარაუდობენ, რომ არიპიპრაზოლის ეფექტურობა შიზოფრენიისა და ბიპოლარული I აშლილობის დროს განპირობებულია ნაწილობრივი აგონიზმის კომბინაციით დოფამინის D2 და სეროტონინის 5HT1a რეცეპტორებზე და სეროტონინის 5HT2a რეცეპტორების ანტაგონიზმით. არიპიპრაზოლმა აჩვენა ანტაგონისტური თვისებები დოფამინერგული ჰიპერაქტიურობის ცხოველურ მოდელებში და აგონისტური თვისებები დოფამინერგული ჰიპოაქტიურობის ცხოველურ მოდელებში. არიპიპრაზოლმა აჩვენა მაღალი შეკავშირება in vitro დოფამინის D2 და D3, სეროტონინის 5HT1a და 5HT2a რეცეპტორების მიმართ და ზომიერი აფინურობა დოფამინის D4, სეროტონინის 5HT2c და 5HT7, ალფა-1 ადრენერგული და ჰისტამინის H1 რეცეპტორების მიმართ. არიპიპრაზოლი ასევე ავლენდა ზომიერ შეკავშირებას სეროტონინის უკუმიტაცების ადგილზე და აფინურობას მუსკარინულ რეცეპტორებისთვის. დოფამინისა და სეროტონინის ქვეტიპების გარდა რეცეპტორებთან ურთიერთქმედებამ შეიძლება ახსნას არიპიპრაზოლის ზოგიერთი სხვა კლინიკური ეფექტი.
არიპიპრაზოლის დოზები 0.5-დან 30 მგ-მდე, დღეში ერთხელ შეყვანილი ჯანმრთელ პირებში 2 კვირის განმავლობაში, იწვევდა 11C-რაკლოპრიდის, D2/D3 რეცეპტორის ლიგანდის, caudate და putamen-თან შეკავშირების დოზადამოკიდებულ შემცირებას, რომელიც გამოვლენილია პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
მოზრდილები
შიზოფრენია
სამ მოკლევადიან (4-დან 6 კვირამდე) პლაცებო კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 1228 შიზოფრენიით დაავადებული ზრდასრული პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ დადებითი ან უარყოფითი სიმპტომები, არიპიპრაზოლი ასოცირებული იყო ფსიქოზური სიმპტომების სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო დიდ გაუმჯობესებასთან პლაცებოსთან შედარებით.
არიპიპრაზოლი ეფექტურია კლინიკური გაუმჯობესების შესანარჩუნებლად თერაპიის გაგრძელების დროს მოზრდილ პაციენტებში, რომლებმაც გამოავლინეს პირველადი პასუხი მკურნალობის მიმართ. ჰალოპერიდოლის კონტროლირებად კვლევაში, პაციენტების პროპორცია, რომლებიც ინარჩუნებდნენ პასუხს სამკურნალო პრეპარატზე 52 კვირაზე, ორივე ჯგუფში მსგავსი იყო (არიპიპრაზოლი 77% და ჰალოპერიდოლი 73%). სრული დასრულების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს (43%), ვიდრე ჰალოპერიდოლის (30%). ფაქტობრივი ქულები შეფასების შკალებში, რომლებიც გამოიყენება როგორც მეორადი საბოლოო წერტილები, მათ შორის PANSS და მონტგომერი-ასბერგის დეპრესიის შეფასების სკალა, აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჰალოპერიდოლთან შედარებით.
26-კვირიან, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში მოზრდილ სტაბილიზირებულ პაციენტებში ქრონიკული შიზოფრენიით, არიპიპრაზოლს ჰქონდა მნიშვნელოვნად უფრო დიდი შემცირება რეციდივის სიხშირის, 34% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 57% პლაცებოს ჯგუფში.
წონაში მატება
კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლი არ იწვევდა კლინიკურად მნიშვნელოვან წონის მატებას. 26-კვირიან, ოლანზაპინით კონტროლირებად, ორმაგ ბრმა, შიზოფრენიის მულტინაციონალურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 314 ზრდასრულ პაციენტს და სადაც პირველადი საბოლოო წერტილი იყო წონის მომატება, მნიშვნელოვნად ნაკლებ პაციენტს ჰქონდა წონაში მატება მინიმუმ 7%-ით საწყისთან შედარებით (ე.ი. მინიმუმ 5.6 კგ მომატება ~80.5 კგ საშუალო საბაზისო წონისთვის) არიპიპრაზოლზე (n=18, ან შესაფასებელი პაციენტების 13%), ოლანზაპინთან შედარებით (n=45, ან შესაფასებელი პაციენტების 33%).
ლიპიდური პარამეტრები
მოზრდილებში პლაცებო კონტროლირებადი კლინიკური კვლევებიდან ლიპიდური პარამეტრების გაერთიანებულ ანალიზში, არიპიპრაზოლი არ იწვევდა კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებები საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, HDL და LDL დონეებში.
პროლაქტინი
პროლაქტინის დონე შეფასებული იყო არიპიპრაზოლის ყველა დოზის ყველა კვლევაში (n = 28,242). ჰიპერპროლაქტინემიის ან შრატის პროლაქტინის მომატების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით (0.3%) იყო პლაცებოს მსგავსი (0.2%). პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, დაწყების მედიანური დრო იყო 42 დღე, ხოლო საშუალო ხანგრძლივობა იყო 34 დღე.
ჰიპოპროლაქტინემიის ან შრატის პროლაქტინის დაქვეითების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით იყო 0,4%, შედარებით 0,02%-თან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, დაწყების საშუალო დრო იყო 30 დღე, ხოლო საშუალო ხანგრძლივობა იყო 194 დღე.
მანიაკალური ეპიზოდები ბიპოლარული I აშლილობის დროს
ორ 3-კვირიან, მოქნილი დოზით, პლაცებო კონტროლირებად მონოთერაპიის კვლევაში, რომლებშიც ჩართული იყო პაციენტები ბიპოლარული I აშლილობის მანიაკალური ან შერეული ეპიზოდით, არიპიპრაზოლმა აჩვენა უკეთესი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით მანიაკალური სიმპტომების შემცირებაში 3 კვირის განმავლობაში. ეს კვლევები მოიცავდა პაციენტებს ფსიქოზური მახასიათებლებით ან მის გარეშე და სწრაფი ციკლის კურსით ან მის გარეშე.
ერთ 3 კვირიან, ფიქსირებული დოზით, პლაცებო კონტროლირებადი მონოთერაპიის კვლევაში, რომელიც მოიცავდა ბიპოლარული I აშლილობის მანიაკალური ან შერეული ეპიზოდის მქონე პაციენტებს, არიპიპრაზოლმა ვერ აჩვენა უკეთესი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით.
ორ 12 კვირიან, პლაცებო და აქტიური კონტროლირებად მონოთერაპიის კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც აქვთ I ბიპოლარული აშლილობის მანიაკალური ან შერეული ეპიზოდი, ფსიქოზური მახასიათებლებით ან მის გარეშე, არიპიპრაზოლმა აჩვენა უმაღლესი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით მე-3 კვირისთვის და ეფექტის შენარჩუნება, შედარებული ლითიუმთან. ან ჰალოპერიდოლი მე-12 კვირისთვის. არიპიპრაზოლმა ასევე აჩვენა პაციენტთა შედარებითი პროპორცია მანიის სიმპტომატური რემისიის დროს, როგორც ლითიუმი ან ჰალოპერიდოლი მე-12 კვირაში.
6 კვირიან, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პაციენტები I ბიპოლარული აშლილობის მანიაკალური ან შერეული ეპიზოდით, ფსიქოზური მახასიათებლებით ან მის გარეშე, რომლებიც ნაწილობრივ არ პასუხობდნენ ლითიუმის ან ვალპროატის მონოთერაპიას 2 კვირის განმავლობაში შრატის თერაპიულ დონეზე, არიპიპრაზოლის, როგორც დამხმარე თერაპიის დამატებამ გამოიწვია მანიაკალური სიმპტომების შემცირების უმაღლესი ეფექტურობა, ვიდრე ლითიუმის ან ვალპროატის მონოთერაპია.
26-კვირიან, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში, შემდგომი 74-კვირიანი გაგრძელებით, მანიაკალურ პაციენტებში, რომლებმაც მიაღწიეს რემისიას არიპიპრაზოლით სტაბილიზაციის ფაზაში რანდომიზაციამდე, არიპიპრაზოლმა აჩვენა უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით ბიპოლარული რეციდივის თავიდან აცილებაში, პირველ რიგში რეციდივის თავიდან აცილებაში. მაგრამ ვერ აჩვენა უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით დეპრესიის რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
52-კვირიან, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში, პაციენტებში ბიპოლარული I აშლილობის მიმდინარე მანიაკალური ან შერეული ეპიზოდის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიაღწიეს მდგრად რემისიას (Y-MRS და MADRS საერთო ქულა ≤ 12) არიპიპრაზოლზე (10 მგ/დღეში 30 მგ/დღეში) ლითიუმზე ან ვალპროატზე დამატებით 12 კვირის განმავლობაში, დამხმარე არიპიპრაზოლმა აჩვენა უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით 46%-ით შემცირებული რისკით (საფრთხის კოეფიციენტი 0.54) ბიპოლარული რეციდივის პრევენციაში და 65%-ით შემცირებული რისკი (განმეორების რისკის თანაფარდობა 0.35) მანიის რეციდივის თავიდან ასაცილებლად დამხმარე პლაცებოს, მაგრამ ვერ აჩვენა უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით დეპრესიის რეციდივის თავიდან ასაცილებლად. დამხმარე არიპიპრაზოლმა აჩვენა უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით მეორადი შედეგის მხრივ, CGI-BP დაავადების სიმძიმის ქულაზე (მანია).
ამ კვლევაში მკვლევარების მიერ პაციენტებს დაუნიშნეს ლითიუმის ან ვალპროატის მონოთერაპია, რათა დადგინდეს ნაწილობრივი უპასუხო რეაქციის დასადგენად. პაციენტები სტაბილიზირებული იყვნენ სულ მცირე 12 კვირის განმავლობაში არიპიპრაზოლისა და იგივე სტაბილიზატორის კომბინაციით.
შემდეგ სტაბილიზებული პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ განწყობის იგივე სტაბილიზატორის გასაგრძელებლად ორმაგ ბრმა არიპიპრაზოლით ან პლაცებოთი. რანდომიზებულ ფაზაში შეფასდა განწყობის სტაბილიზატორის ოთხი ქვეჯგუფი: არიპიპრაზოლი + ლითიუმი; არიპიპრაზოლი + ვალპროატი; პლაცებო + ლითიუმი; პლაცებო + ვალპროატი. კაპლან-მეიერის კოეფიციენტი განმეორებით განწყობის ნებისმიერ ეპიზოდზე დამხმარე მკურნალობის ჯგუფისთვის იყო 16% არიპიპრაზოლში + ლითიუმში და 18% არიპიპრაზოლში + ვალპროატში, შედარებით 45% -თან პლაცებო + ლითიუმის ჯგუფში და 19% პლაცებო + ვალპროატის ჯგუფში.
პედიატრიული პოპულაცია
შიზოფრენია მოზარდებში
6-კვირიან პლაცებო კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 302 შიზოფრენიის მქონე მოზარდი პაციენტი (13-17 წლის), რომლებსაც აღენიშნებოდათ დადებითი ან უარყოფითი სიმპტომები, არიპიპრაზოლი ასოცირებული იყო ფსიქოზური სიმპტომების სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო დიდ გაუმჯობესებასთან პლაცებოსთან შედარებით.
15-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდი პაციენტების ქვე-ანალიზში, რომლებიც წარმოადგენენ კვლევაშ ჩართული მოსახლეობის 74%-ს, ეფექტის შენარჩუნება დაფიქსირდა 26-კვირიანი ღია გაფართოებულ კვლევაში.
60-დან 89 კვირამდე, რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში მოზარდ სუბიექტებში (n=146; ასაკი 13-17 წელი) შიზოფრენიით, იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ფსიქოზური სიმპტომების რეციდივის სიხშირეში არიპიპრაზოლის (19.39%) და პლაცებოს (37.50%) ჯგუფებს შორის.
საფრთხის კოეფიციენტის (HR) წერტილოვანი შეფასება იყო 0,461 (95% სანდოობის ინტერვალი, 0,242-0,879) სრულ პოპულაციაში. ქვეჯგუფის ანალიზში HR-ის წერტილოვანი შეფასება იყო 0,495 13-დან 14 წლამდე პირებისთვის, 15-დან 17 წლამდე ასაკის პირების 0,454 -თან შედარებით. თუმცა, HR-ის შეფასება უმცროსი (13-14 წლის) ჯგუფისთვის არ იყო ზუსტი, რაც ასახავდა ამ ჯგუფში პირების უფრო მცირე რაოდენობას (არიპიპრაზოლი, n = 29; პლაცებო, n=12) და ნდობის ინტერვალი ამ ჯგუფში. შეფასება (მერყეობდა 0,151-დან 1,628-მდე) არ იძლეოდა დასკვნების გაკეთების საშუალებას მკურნალობის ეფექტის არსებობის შესახებ. ამის საპირისპიროდ, 95% ნდობის ინტერვალი HR-სთვის ხანდაზმულ ქვეჯგუფში (არიპიპრაზოლი, n=69; პლაცებო, n=36) იყო 0,242-დან 0,879-მდე და, შესაბამისად, მკურნალობის ეფექტი შეიძლება დადგინდეს ხანდაზმულ პაციენტებში.
მანიაკალური ეპიზოდები ბიპოლარული I აშლილობის დროს ბავშვებსა და მოზარდებში
არიპიპრაზოლი შეისწავლეს 30 კვირიან პლაცებო კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 296 ბავშვი და მოზარდი (10-17 წელი), რომლებიც აკმაყოფილებდნენ DSM IV კრიტერიუმებს ბიპოლარული I აშლილობისთვის მანიაკალური ან შერეული ეპიზოდებით ფსიქოზური მახასიათებლებით ან მის გარეშე და ჰქონდათ Y-MRS ქულა. ≥ 20 საწყის ეტაპზე. პირველადი ეფექტურობის ანალიზში ჩართულ პაციენტებს შორის 139 პაციენტს ჰქონდა ADHD-ის ამჟამინდელი თანმხლები დიაგნოზი.
არიპიპრაზოლი უკეთესი იყო პლაცებოზე ცვლილებით საწყისიდან მე-4 და მე-12 კვირისთვის Y-MRS საერთო ქულის მიხედვით. Post-hoc ანალიზში, გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით უფრო გამოხატული იყო პაციენტებში ADHD-ის ასოცირებული თანმხლები ავადობით, ვიდრე ჯგუფში ADHD-ის გარეშე, სადაც არ იყო განსხვავება პლაცებოსგან. რეციდივის პრევენცია დადგენილი არ არის.
ყველაზე ხშირი მკურნალობის გადაუდებელი გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 30 მგ იყო ექსტრაპირამიდული აშლილობა (28.3%), ძილიანობა (27.3%), თავის ტკივილი (23.2%) და გულისრევა (14.1%). საშუალო წონის მომატება 30 კვირის მკურნალობის ინტერვალში იყო 2,9 კგ, 0,98 კგ-თან შედარებით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი.
აუტისტურ აშლილობასთან დაკავშირებული გაღიზიანება პედიატრიულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.2)
არიპიპრაზოლი შეისწავლეს 6-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში ორ 8-კვირიან, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში [ერთი ცვლადი დოზა (2-15 მგ/დღეში) და ერთი ფიქსირებული დოზა (5, 10, ან 15 მგ/დღეში)] და ერთ 52 კვირიან ღია კვლევაში. ამ კვლევებში დოზირება დაწყებული იყო 2 მგ/დღეში, გაიზარდა 5 მგ/დღეში ერთი კვირის შემდეგ და გაიზარდა 5 მგ/დღეში ყოველკვირეული მატებით სამიზნე დოზამდე. პაციენტების 75%-ზე ნაკლები იყო
< 13 წლის. არიპიპრაზოლმა აჩვენა სტატისტიკურად უფრო მაღალი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით აბერანტული ქცევის გაღიზიანების ქვესკალაზე. თუმცა, ამ აღმოჩენის კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. უსაფრთხოების პროფილი მოიცავდა წონის მატებას და პროლაქტინის დონის ცვლილებას. უსაფრთხოების გრძელვადიანი კვლევის ხანგრძლივობა შემოიფარგლებოდა 52 კვირამდე. გაერთიანებულ კვლევებში, შრატში პროლაქტინის დაბალი დონის სიხშირე ქალებში (<3 ნგ/მლ) და მამაკაცებში (<2 ნგ/მლ) არიპიპრაზოლით მკურნალ პაციენტებში იყო 27/46 (58,7%) და 258/298 (86,6%), შესაბამისად. პლაცებო კონტროლირებად კვლევებში, წონის საშუალო მატება იყო 0,4 კგ პლაცებოსთვის და 1,6 კგ არიპიპრაზოლისთვის.
არიპიპრაზოლი ასევე შეისწავლეს პლაცებო კონტროლირებად, გრძელვადიან შემანარჩუნებელ კვლევაში. 13-26 კვირიანი სტაბილიზაციის შემდეგ არიპიპრაზოლზე (2-15 მგ/დღეში) პაციენტები სტაბილური პასუხით ან დარჩნენ არიპიპრაზოლზე ან ჩანაცვლებულნი იყვნენ პლაცებოთი შემდგომი 16 კვირის განმავლობაში. კაპლან-მეიერის რეციდივის კოეფიციენტი მე-16 კვირისთვის იყო 35% არიპიპრაზოლისთვის და 52% პლაცებოსთვის; 16 კვირის განმავლობაში რეციდივის საფრთხის კოეფიციენტი (არიპიპრაზოლი/პლაცებო) იყო 0.57 (არასტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება). წონის საშუალო მატება სტაბილიზაციის ფაზაში (26 კვირამდე) არიპიპრაზოლზე იყო 3.2 კგ და შემდგომი საშუალო ზრდა 2.2 კგ არიპიპრაზოლისთვის 0.6 კგ პლაცებოსთან შედარებით დაფიქსირდა კვლევის მეორე ფაზაში (16 კვირა). ექსტრაპირამიდული სიმპტომები ძირითადად დაფიქსირდა სტაბილიზაციის ფაზაში პაციენტების 17%-ში, ტრემორი შეადგენდა 6,5%-ს.
ტურეტის აშლილობასთან დაკავშირებული ტიკები პედიატრიულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.2)
არიპიპრაზოლის ეფექტურობა შეისწავლეს ტურეტის აშლილობის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (არიპიპრაზოლი: n = 99, პლაცებო: n = 44) რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად, 8 კვირიან კვლევაში ფიქსირებული დოზით წონაზე დაფუძნებულ მკურნალობის ჯგუფის დიზაინის გამოყენებით, დოზის დიაპაზონით 5 მგ/დღეში 20 მგ/დღეში და საწყისი დოზა 2 მგ. პაციენტები იყვნენ 7-17 წლის და წარმოადგინეს საშუალო ქულა 30 საერთო ტიკის ქულაზე იელის გლობალური ტიკების სიმძიმის შკალაზე (TTS-YGTSS) საწყის ეტაპზე. არიპიპრაზოლმა აჩვენა გაუმჯობესება TTS-YGTSS ცვლილებაზე საწყისიდან მე-8 კვირამდე 13.35-დან, დაბალი დოზების ჯგუფისთვის (5 მგ ან 10 მგ) და 16.94 მაღალი დოზის ჯგუფში (10 მგ ან 20 მგ) პლაცებოს ჯგუფის 7.09 გაუმჯობესებასთან შედარებით.
არიპიპრაზოლის ეფექტურობა ტურეტის სინდრომის მქონე პედიატრიულ სუბიექტებში (არიპიპრაზოლი: n=32, პლაცებო: n=29) ასევე შეფასდა მოქნილი დოზების დიაპაზონში 2 მგ/დღეში 20 მგ/დღეში და საწყისი დოზა 2 მგ, სამხრეთ კორეაში ჩატარებული 10 კვირიანი, რანდომიზირებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში. პაციენტები იყვნენ 6-18 წლის და წარმოადგინეს საშუალო ქულა 29 TTS-YGTSS-ზე საწყის ეტაპზე. არიპიპრაზოლის ჯგუფმა აჩვენა გაუმჯობესება 14.97-ით TTS-YGTSS ცვლილებაზე საწყისიდან მე-10 კვირამდე, პლაცებო ჯგუფში 9.62 გაუმჯობესებასთან შედარებით.
ორივე ამ მოკლევადიან კვლევაში, ეფექტურობის მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის, მკურნალობის ეფექტის სიდიდის გათვალისწინებით პლაცებოს დიდ ეფექტთან და გაურკვეველ ეფექტებთან ფსიქო-სოციალურ ფუნქციონირებასთან შედარებით. არ არის ხელმისაწვდომი გრძელვადიანი მონაცემები არიპიპრაზოლის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ ცვალებადი აშლილობის დროს.
ევროპის წამლის სააგენტომ გადადო შიზოფრენიის სამკურნალოდ და ბიპოლარული აფექტური აშლილობის სამკურნალოდ, არიპიპრაზოლის შემცველი საცნობარო სამკურნალო პროდუქტით კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულება პედიატრიული მოსახლეობის ერთ ან მეტ ქვეჯგუფში (იხ. პუნქტი 4.2 პედიატრიული გამოყენება).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
არიპიპრაზოლი კარგად შეიწოვება, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 3-5 საათში. არიპიპრაზოლი განიცდის მინიმალურ პრესისტემურ მეტაბოლიზმს. ტაბლეტის ფორმული აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა არის 87%. არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე ცხიმოვანი საკვების მიღება ზეგავლენას არ ახდენს.
განაწილება
არიპიპრაზოლი ფართოდ ვრცელდება მთელს სხეულში განაწილების აშკარა მოცულობით 4,9 ლ/კგ, რაც მიუთითებს ვრცელ ექსტრავასკულარულ განაწილებაზე. თერაპიულ კონცენტრაციებში, არიპიპრაზოლი და დეჰიდრო-არიპიპრაზოლი > 99%-ით შეკავშირებულია შრატის ცილებთან, უკავშირდებიან ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
არიპიპრაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად, სამი ბიოტრანსფორმაციის გზით: დეჰიდროგენაცია, ჰიდროქსილირება და N დეალკილირება. In vitro კვლევებზე დაყრდნობით, CYP3A4 და CYP2D6 ფერმენტები პასუხისმგებელნი არიან არიპიპრაზოლის დეჰიდროგენაციასა და ჰიდროქსილირებაზე, ხოლო N-დეალკილირება კატალიზირებულია CYP3A4-ით. არიპიპრაზოლი წარმოადგენს სისტემურ მიმოქცევაში წამლის დომინანტურ ნაწილს. წონასწორობისას დეჰიდრო-არიპიპრაზოლი, აქტიური მეტაბოლიტი, წარმოადგენს არიპიპრაზოლის AUC-ის დაახლოებით 40%-ს პლაზმაში.
გამოყოფა
არიპიპრაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 75 საათს CYP2D6-ის ძლიერი მეტაბოლიზატორებისთვის და დაახლოებით 146 საათს CYP2D6-ის სუსტი მეტაბოლიზატორებისთვის.
არიპიპრაზოლის მთლიანი სხეულის კლირენსი არის 0,7 მლ/წთ/კგ, რომელიც ძირითადად ღვიძლისმიერია.
[14C] მარკირებული არიპიპრაზოლის ერთჯერადი პერორალური დოზირების შემდეგ, შეყვანილი რადიოაქტიურობის დაახლოებით 27% აღდგენილი იყო შარდში და დაახლოებით 60% განავალში. უცვლელი არიპიპრაზოლის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 18% უცვლელი სახით გამოიყოფა განავლით.
პედიატრიული პოპულაცია
არიპიპრაზოლისა და დეჰიდრო-არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა 10-დან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში მსგავსი იყო მოზრდილებისას სხეულის წონის განსხვავებების კორექტირების შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში
ხანდაზმულები
ჯანმრთელ ხანდაზმულ და ახალგაზრდა ზრდასრულ სუბიექტებს შორის არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაში განსხვავებები არ არსებობს, ასევე არ არის ასაკის რაიმე შესამჩნევი გავლენა პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში შიზოფრენიულ პაციენტებში.
სქესი
არ არსებობს განსხვავებები არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაში ჯანმრთელ მამაკაცებსა და მდედრ სუბიექტებს შორის და არც სქესის რაიმე შესამჩნევი გავლენა შიზოფრენიულ პაციენტებში პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში.
მოწევა
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა შეფასებამ არ გამოავლინა მოწევის კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
რასა
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური შეფასება არ აჩვენებდა რასას განსხვავებებს არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაში.
თირკმლის უკმარისობა
აღმოჩნდა, რომ არიპიპრაზოლისა და დეჰიდრო არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები მსგავსია თირკმელების მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებთან შედარებით.
ღვიძლის უკმარისობა
ერთჯერადი დოზის კვლევა სუბიექტებში ღვიძლის ციროზის სხვადასხვა ხარისხით (Child-Pugh კლასები A, B და C) არ გამოავლინა ღვიძლის უკმარისობის მნიშვნელოვანი ზეგავლენა არიპიპრაზოლისა და დეჰიდრო-არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგრამ კვლევა მოიცავდა მხოლოდ 3 პაციენტს C კლასის ღვიძლის ციროზით, რაც არასაკმარისია მათი მეტაბოლური შესაძლებლობების შესახებ დასკვნების გასაკეთებლად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის
არიპირონი, ტაბლეტები, 10 მგ
არიპირონი, ტაბლეტები, 15 მგ
არიპიპრაზოლი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. ნუ მისცემთ მას სხვებს. რადგან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
შინაარსი
რა არის არიპირონი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ არიპირონის მიღებამდე
არიპირონის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
არიპირონის შენახვის პირობები
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
1 რა არის არიპირონი და რისთვის გამოიყენება
არიპირონის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას არიპიპრაზოლს და მიეკუთვნება ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფს. იგი გამოიყენება მოზრდილებსა და მოზარდებში 15 წლის ზემოთ, ისეთი დაავადების სამკურნალოდ, რომელიც ხასიათდება ისეთი საგნების დანახვით, მოსმენით ან შეგრძნებით, რაც არ არსებობს, ეჭვიანობით, მცდარი შეხედულებებით, არათანმიმდევრული მეტყველებითა და ქცევით და ემოციური უხალისობით. ამ მდგომარეობის მქონე პირებს შეიძლება ასევე აღენიშნებოდეთ დეპრესია, დანაშაულის გრძნობა, შფოთვა ან დაძაბულობა.
არიპირონი გამოიყენება მოზრდილებისა და 13 წელს ზემოთ ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორიცაა „ეიფორიის მდგომარეობა“, მოზღვავებული ენერგია, ნაკლები ძილის მოთხოვნილება, ძალიან სწრაფი საუბარი და მწვავე გაღიზიანება. მოზრდილებში ის ასევე ხელს უშლის ამ მდგომარეობის განმეორებას პაციენტებში, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს არიპირონით მკურნალობა.
2 რა უნდა იცოდეთ არიპირონის მიღებამდე
არ მიიღოთ არიპირონი
თუ ალერგიული ხართ არიპიპრაზოლის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
არიპირონის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირდა სუიციდური აზრები და ქცევები. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ფიქრობთ ან გრძნობთ ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს.
არიპირონის მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ
სისხლში შაქრის მაღალი დონე (ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ძლიერი წყურვილის შეგრძნება, დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა, მადის მომატება და სისუსტის შეგრძნება) ან დიაბეტის ოჯახური ისტორია
კრუნჩხვები, რადგან ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს თქვენი ჯანმრთელობის უფრო დეტალური კონტროლი.
კუნთების უნებლიე, არარეგულარული მოძრაობები, განსაკუთრებით სახეზე
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულის და სისხლის მიმოქცევის დაავადებები), გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ისტორია, ინსულტი ან "მინი" ინსულტი, არტერიული წნევის ცვლილებები.
სისხლის შედედება, ან სისხლის შედედების ოჯახური ისტორია, რადგან ანტიფსიქოზური საშუალებები ასოცირებული იყო სისხლში თრომბების წარმოქმნასთან.
აზარტული თამაშებით გატაცება წარსულში.
თუ შეამჩნევთ, რომ იმატებთ წონაში, ვითარდება უჩვეულო მოძრაობები, განიცდით ძილიანობას, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ ყოველდღიურ საქმიანობას, ყლაპვის გაძნელებას ან ალერგიულ სიმპტომებს, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ ხართ ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც აწუხებს დემენცია (მეხსიერების და სხვა გონებრივი შესაძლებლობების დაკარგვა), თქვენ ან თქვენმა მომვლელმა/ნათესავმა უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ოდესმე გქონიათ ინსულტი ან „მინი“ ინსულტი.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რამე ფიქრი ან გრძნობა საკუთარ თავზე ზიანის მიყენების შესახებ. არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირდა სუიციდური აზრები და ქცევები.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ კუნთების დაჭიმულობა ან მოუქნელობა მაღალი ცხელებით, ოფლიანობა, ფსიქიკური მდგომარეობის ან ძალიან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახი/მომვლელი შეამჩნევთ, რომ გაქვთ სურვილი ან ლტოლვა, მოიქცეთ უჩვეულოდ, ამასთან ვერ ეწინააღმდეგებით იმპულსს, სწრაფვას ან ცდუნებას განახორციელოთ გარკვეული აქტივობები, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან სხვებს. ამ მდგომარეობას უწოდებენ იმპულსების კონტროლის დარღვევას და შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქცევებს, როგორიცაა აზარტული თამაშებისკენ ლტოლვა, ჭამის ან ხარჯვის გადაჭარბებული მოთხოვნები, ზომაგადასული სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური აზრების და გრძნობების გაძლიერებით გამოწვეული შფოთვა.
ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზირების კორექცია ან წამლის მიღების შეწყვეტა .
არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის ვარდნა ფეხზე წამოდგომისას, თავბრუსხვევა, მოძრაობისა და წონასწორობის ცვლილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წაქცევა. სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ ან უძლურ პაციენტებში.
ბავშვები და მოზარდები
არ გამოიყენოთ ეს წამალი ბავშვებში და 13 წლამდე მოზარდებში. უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები უცნობია.
სხვა მედიკამენტები და არიპირონი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატები.
ჰიპოტენზიური მედიკამენტები: არიპირონის გამოყენებით შესაძლოა გაძლიერდეს ჰიპოტენზიური მედიკამენტების ეფექტი. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ არტერიული წნევის მარეგულირებელ სამკურნალო საშუალებას.
სხვა პრეპარატებთან ერთად არიპირონის გამოყენებისას, ექიმმა შესაძლოა შეცვალოს არიპირონის ან სხვა მედიკამენტების დოზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს უთხრათ შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:
- მედიკამენტები გულის რითმის კორექციისთვის (როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, ფლეკაინიდი)
- ანტიდეპრესანტები ან მცენარეული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ (როგორიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ვენლაფაქსინი, კრაზანას პრეპარატები)
- სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)
- გარკვეული მედიკამენტები აივ ინფექციის სამკურნალოდ (როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი და პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. ინდინავირი, რიტონავირი)
- ანტიკონვულსიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი)
- ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფაბუტინი, რიფამპიცინი)
ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების რისკი ან შეამცირონ არიპირონის მოქმედება; თუ თქვენ შენიშნეთ რამე უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ამ მედიკამენტის მიღებისას არიპირონთან ერთად, უნდა მიმართოთ ექიმს.
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სეროტონინის დონეს, ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) და სოციალური ფობიის, ასევე შაკიკისა და ტკივილის დროს:
ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) და სოციალური ფობიის, ასევე შაკიკისა და ტკივილის დროს.
სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRI) (როგორიცაა პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი) გამოიყენება დეპრესიის, OCD-ის, პანიკისა და შფოთვის დროს
სხვა ანტიდეპრესანტები (როგორიცაა ვენლაფაქსინი და ტრიპტოფანი), რომლებიც გამოიყენება მძიმე დეპრესიის დროს
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა კლომიპრამინი და ამიტრიპტილინი) გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
კრაზანას პრეპარატები (Hypericum perforatum) გამოიყენება როგორც მცენარეული საშუალება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ
ტკივილგამაყუჩებლები (როგორიცაა ტრამადოლი და პეტიდინი), რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად
ტრიპტანები (როგორიცაა სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპიტანი) გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ
ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი; თუ თქვენ გაქვთ რამე უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ამ მედიკამენტის მიღებისას არიპირონთან ერთად, უნდა მიმართოთ ექიმს.
არიპირონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ამ მედიკამენტის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
შემდეგი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იყენებდნენ არიპირონს ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე): კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნებადობა, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ თქვენს პატარას განუვითარდება რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, შეიძლება დაგჭირდეთ ექიმთან კონსულტაცია.
თუ იღებთ არიპირონს, ექიმი განიხილავს ძუძუთი კვების გაგრძელების შესაძლებლობას, თერაპიით მიღებული სარგებლისა და ბავშვისთვის ძუძუთი კვებით მიღებული სარგებლის გათვალისწინებით. არიპირონის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ექიმი შეგირჩევთ ბავშვის კვების საუკეთესო მეთოდს თუ იყენებთ არიპირონს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და მხედველობის პრობლემები (იხილეთ პუნქტი 4).
ეს გასათვალისწინებელია იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სრული სიფხიზლე, მაგ. მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.
არიპირონი შეიცავს ლაქტოზას
თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ანუ არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
- არიპირონის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 15 მგ დღეში ერთხელ. თუმცა ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა მაქსიმუმ 30 მგ დღეში ერთხელ.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ამ სამკურნალო პრეპარატის მიღება შესაძლებელია დაიწყოს დაბალი დოზით პერორალური ხსნარის (თხევადი) ფორმით.
დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მოზარდებისთვის, რაც შეადგენს 10მგ-ს ერთხელ დღეში. თუმცა ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა მაქსიმუმ 30 მგ დღეში ერთხელ.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ არიპირონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეეცადეთ მიიღოთ არიპირონის ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. არ აქვს მნიშვნელობა მიიღებთ მას საკვებთან ერთად თუ მის გარეშე. ყოველთვის მიიღეთ ტაბლეტი წყალთან ერთად და გადაყლაპეთ მთლიანად.
მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, არ შეცვალოთ ან შეწყვიტოთ არიპირონის ტაბლეტების დღიური დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი არიპირონი
თუ ხვდებით, რომ მიიღეთ მეტი არიპირონი, ვიდრე ექიმმა გირჩიათ (ან სხვამ მიიღო თქვენი არიპირონი), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ ექიმთან დაკავშირება არ შეგიძლიათ, მიმართეთ უახლოეს კლინიკას და თან გქონდეთ შეფუთვა.
პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს არიპიპრაზოლის ჭარბი რაოდენობა, აღენიშნებოდათ შემდეგი სიმპტომები:
აჩქარებული გულისცემა, აგზნებადობა/აგრესიულობა, მეტყველების პრობლემები.
უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის ან ენის) და ცნობიერების დონის დაქვეითება.
სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- ცნობიერების მწვავე აშლილობა, კრუნჩხვები (ეპილეფსია), კომა, სიცხის, გახშირებული სუნთქვისა და ოფლიანობის კომბინაცია.
- კუნთების დაჭიმულობა და ძილიანობა, სუნთქვის შენელება, მოხრჩობის შეგრძნება, მაღალი ან დაბალი წნევა, გულის რიტმის დარღვევა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან კლინიკას.
თუ დაგავიწყდათ არიპირონის მიღება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში გახსენებისთანავე მიიღეთ გამოტოვებული დოზა, მაგრამ არ მიიღოთ ორი დოზა ერთ დღეში.
არიპირონის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ მკურნალობა მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ არიპირონის გამოყენება ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4 შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):
შაქრიანი დიაბეტი • ძილის დარღვევები • შფოთვის შეგრძნება • მოუსვენრობა და ერთ ადგილზე გაჩერების შეუძლებლობა • უკონტროლო კრუნჩხვა, უნებლიე მოძრაობები, მოუსვენარი ფეხები • კანკალი • თავის ტკივილი • დაღლილობა • ძილიანობა • თავბრუსხვევა • კანკალი და მხედველობის დაქვეითება • ნაწლავების პერისტალტიკის დარღვევები• საჭმლის მონელების დარღვევა • გულისრევა • ჰიპერსალივაცია • ღებინება • დაღლილობის შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):
სისხლში პროლაქტინის დონის მომატება • სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა • დეპრესია • შეცვლილი ან გაზრდილი სექსუალური ინტერესი • პირის ღრუს, ენისა და კიდურების უკონტროლო მოძრაობები (გვიანი დისკინეზია) • კუნთების მოქმედების დარღვევა, რაც იწვევს უნებლიე შეკუმშვებს (დისტონია) • გაორებული მხედველობა • მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ• აჩქარებული გულისცემა • არტერიული წნევის ვარდნა ფეხზე წამოდგომისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას, ან გონების დაკარგვას • სლოკინი.
შემდეგი გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა პერორალური არიპიპრაზოლის მიმოქცევაში ჩაშვების შემდეგ, თუმცა მათი გამოვლენის სიხშირე ცნობილი არ არის:
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე • სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე • ალერგიული რეაქცია (მაგ. პირის ღრუს, ენის, სახისა და ყელის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება) • დიაბეტის დაწყება გამოვლენა ან გაუარესება, კეტოაციდოზი (კეტონები სისხლში და შარდში) ან კომა • სისხლში შაქრის მატება • სისხლში ნატრიუმის ნაკლებობა • მადის დაქვეითება (ანორექსია) • წონის დაკლება • წონის მატება • ფიქრები თვითმკვლელობაზე, თვითმკვლელობის მცდელობაზე და თვითმკვლელობა • აგრესიულობის განცდა • აგზნებადობა • ნერვიულობა • სიცხის მატება, კუნთების დაჭიმულობა, გახშირებული სუნთქვა ოფლიანობა, ცნობიერების დაქვეითება არტერიული წნევის და გულისცემის უეცარი ცვლილებები, სისუსტე (ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი) კომბინაციაში• გულყრები • სეროტონინის სინდრომი (რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბედნიერების განცდა, ძილიანობა, მოუხერხებლობა, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა ან კუნთების რიგიდულობა) • მეტყველების დარღვევა • თვალის კაკლების ფიქსაცია ერთ პოზიციაში • უეცარი აუხსნელი სიკვდილი • სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა • გულის შეტევა • გულისცემის შენელება • სისხლის კოლტები ვენებში განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები მოიცავს შეშუპებას, ტკივილსა და სიწითლეს ფეხის არეში), რომელიც შეიძლება სისხლძარღვებით გადავიდეს ფილტვებში და გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება (თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს) • მაღალი არტერიული წნევა • გონების დაკარგვა • საკვების მოხვედრა სასუნთქ გზებში (ფილტვის ინფექცია) პნევმონიის განვითარების რისკით • ხმის იოგების გარშემო კუნთების სპაზმი • პანკრეასის ანთება • ყლაპვის გაძნელება • ფაღარათი • კუჭში დისკომფორტი • დისკომფორტი მუცლის არეში • ღვიძლის უკმარისობა • ღვიძლის ანთება • კანისა და თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლება • ღვიძლის ფუნქციური სინჯების შეცვლა • კანზე გამონაყარი • კანის ფოტომგრძნობელობა • გამელოტება • ჭარბი ოფლიანობა • კუნთოვანი ბოჭკოების განადგურება რაც იწვევს თირკმლის პრობლემებს • კუნთების ტკივილი • შებოჭილობა • უნებლიე შარდვა (შეუკავებლობა) • შარდვის გაძნელება • მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში ორსულობის დროს მიღების შემთხვევაში • გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია • სხეულის ტემპერატურის კონტროლის გაძნელება ან გადახურება • გულმკერდის ტკივილი • ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება • სისხლის ანალიზის დროს: სისხლში შაქრის მომატება ან მერყეობა, გლიკოზირებული ჰემოგლობინის მომატება • იმპულსებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა, ისეთი მოქმედების შესრულების სწრაფვა ან ცდუნება, რაც შეიძლება საზიანო იყოს თქვენთვის ან სხვებისთვის, რომელიც შეიძლება შეიცავდეს:
- აზარტული თამაშების ძლიერი სურვილი, მიუხედავად მძიმე პირადი თუ ოჯახური შედეგებისა
- შეცვლილი ან გაზრდილი სექსუალური ინტერესი და ქცევა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენზე ან სხვებზე მაგალითად, გაზრდილი სექსუალური ლტოლვა
- უკონტროლო გადაჭარბებული სიარული საყიდლებზე
- გადაჭარბებული კვება (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე დროში) ან კომპულსური კვება (ჩვეულზე მეტი საკვების მიღება და იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა თქვენი შიმშილის დასაკმაყოფილებლად)
- ხეტიალისკენ მიდრეკილება.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი ქცევა; ის განიხილავს სიმპტომების მართვის ან შემცირების გზებს.
დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არიპიპრაზოლის მიღებისას უფრო მეტი ფატალური შემთხვევები დაფიქსირდა. გარდა ამისა, აღწერილია ინსულტის ან „მინი“ ინსულტის შემთხვევები.
დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებსა და მოზარდებში
13 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს აღენიშნებოდათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც სიხშირით და ტიპით მსგავსი იყო მოზრდილებისას, გარდა იმისა, რომ ძილიანობა, უკონტროლო კრუნჩხვა ან კრუნჩხვითი მოძრაობები, მოუსვენრობა და დაღლილობა იყო ძალიან ხშირი (10 პაციენტში 1-ზე მეტი) და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე, გულისცემის გახშირება, წონის მომატება, მადის მომატება, კუნთების კრუნჩხვა, კიდურების უკონტროლო მოძრაობები და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას იყო ხშირი (100-დან 1-ზე მეტ პაციენტში).
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
რომელიმე გვედითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- არიპირონის შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP), რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატების განადგურება. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6 . შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს არიპირონი
არიპირონი 10 მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება არის არიპიპრაზოლი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს.
სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა. მაგნიუმის სტეარატი, წითელი რკინის ოქსიდი (E172)
არიპირონი 15 მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება არის არიპიპრაზოლი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს.
სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა. მაგნიუმის სტეარატი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).
როგორ გამოიყურება არიპირონის ტაბლეტები და შეფუთვის შიგთავსი
არიპირონი 10 მგ ტაბლეტები არის მოგრძო და ვარდისფერი ტაბლეტები (შესაძლოა მუქი ლაქებით), მარკირებით "ARZ" და "10" ერთ მხარეს. მოწოდებულია პერფორირებული ერთეული დოზის ბლისტერებში, რომლებიც შეფუთულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10, 14, 28, 30, 49, 50, 56, 98 ან 100 ტაბლეტს.
არიპირონი 15 მგ ტაბლეტები არის მრგვალი და ყვითელი ტაბლეტები (შესაძლოა მუქი ლაქებით), მარკირებით "ARZ" და "15" ერთ მხარეს. მოწოდებულია პერფორირებული ერთეული დოზის ბლისტერებში, რომლებიც შეფუთულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10, 14, 28, 30, 49, 50, 56, 98 ან 100 ტაბლეტს.
შეიძლება ყველა მოცულობით შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ფარმაცევტული კომპანია შპს „გეა“
საქართველო, თბილისი 0160
ვაჟა ფშაველას გამზირი, 6.
მწარმოებელი :
ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება:
სინთონ ჰისპანია სლ (Synthon Hispania S.L.)
კ/კასტელლო, № 1 (C/Castelló, n° 1)
სანტ ბოი დე ლლობრეგატ(Sant Boi de Llobregat)
08830 ბარსელონა (08830 Barcelona)
ესპანეთი (Spain)
შეფუთვა:
გე ფარმაცეუტიკალს ლტდ (GE Pharmaceuticals Ltd).
ინდუსტრუალ ზონე ‘’ჩეკანიტზა-საუზ’’ არეა (Industrial Zone “Chekanitza-South“ area),
ბოტევგრად, 2140,
ბულგარეთი (Botevgrad, 2140, Bulgaria)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


