ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ჰემოქსა

HEMOXA

რეცეპტით60მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ვენური თრომბოემბოლიური დაავადებების პრევენცია, განსაკუთრებით ორთოპედიული ან ზოგადქირურგიული ოპერაციების, მათ შორის ონკოქირურგიის დროს. ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია მწვავე დაავადებების, მათ შორის გულის უკმარისობის, სუნთქვის უკმარისობის ან მძიმე ინფექციების გამო წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ენოქსაპარინი (enoxaparin)
ფორმა და შეფუთვა
60მგ/0.6მლ (6 000 ანტი-Xa ს.ე.)/0.6მლ 0.6მლ ი.ვ. და კანქვეშ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №10 (1X10)
მწარმოებელი
Sovereign Pharma Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი
ATC კოდი
B01AB05
რეგისტრაციის ნომერი
რ-046104
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2026, მოქმედებს 5 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SWASTHYA HEALTHCARE PVT. LTD. (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს ,,ნიუ ფარმ გრუპი’’
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰემოქსა და სხვა წამალი ერთად

ჰემოქსა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვენური თრომბოემბოლიური დაავადებების პრევენცია, განსაკუთრებით ორთოპედიული ან ზოგადქირურგიული ოპერაციების, მათ შორის ონკოქირურგიის დროს.

ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია მწვავე დაავადებების, მათ შორის გულის უკმარისობის, სუნთქვის უკმარისობის ან მძიმე ინფექციების გამო წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში.

ვენური თრომბოემბოლიური დაავადების მკურნალობა, რომელიც ვლინდება ღრმა ვენების თრომბოზით, ფილტვის არტერიის ემბოლიით ან ორივეთი ერთად.

არასტაბილური სტენოკარდიისა და არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის (NQWMI) მკურნალობა ასპირინთან ერთად.

ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწავე მიოკარდიუმის ინფარქტის (STEMI) მკურნალობა, მათ შორის იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან სამედიცინო მკურნალობას ან შემდგომ პერკუტანულ კორონარულ ინტერვენციებს (PCI).

ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალურ სისხლის ნაკადში თრომბოზის წარმოქმნის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება

ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია საშუალო და მაღალი რისკის მქონე ქირურგიულ პაციენტებში

პაციენტებში თრომბოემბოლიის განვითარების რისკი შეიძლება შეფასდეს დადასტურებული რისკის სტრატიფიკაციის მოდელის გამოყენებით.

თრომბოემბოლიის განვითარების საშუალო რისკის მქონე პაციენტებში ენოქსაპარინის ნატრიუმის რეკომენდებული დოზაა 2,000სე (20მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის (SC) სახით. 2,000სე დოზით (20მგ) ენოქსაპარინის ნატრიუმის წინასაოპერაციო შეყვანა (ოპერაციამდე 2 საათით ადრე) აღმოჩნდა ეფექტური და უსაფრთხო საშუალო რისკის ოპერაციების დროს.

საშუალო რისკის მქონე პაციენტებში ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 7-10 დღის განმავლობაში, მიუხედავად გამოჯანმრთელების მდგომარეობისა (მაგ., მობილობა). პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტს აღარ ექნება მობილობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ენოქსაპარინის ნატრიუმის რეკომენდებული დოზაა 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით, სასურველია ოპერაციამდე 12 საათით ადრე. თუ საჭიროა ენოქსაპარინის ნატრიუმის პრეოპერაციული პროფილაქტიკის დაწყება 12 საათზე ადრე (მაგალითად, მაღალი რისკის მქონე პაციენტში, რომელიც ელოდება სხვა ორთოპედიულ ოპერაციას), ბოლო ინექცია უნდა გაკეთდეს ოპერაციამდე არაუგვიანეს 12 საათისა და აგრეთვე ოპერაციიდან 12 საათის შემდეგ.

პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ სერიოზული ორთოპედიული ოპერაცია, რეკომენდებულია თრომბოპროფილაქტიკის გახანგრძლივება 5 კვირამდე.

ვენური თრომბოემბოლიის (VTE) განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იკეთებენ მუცლის ან მენჯის ორგანოებზე ოპერაციას კიბოს გამო, რეკომენდებულია თრომბოპროფილაქტიკის გახანგრძლივება 4 კვირამდე.

ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია თერაპიულ პაციენტებში

ენოქსაპარინის ნატრიუმის რეკომენდებული დოზაა 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით. ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 6-14 დღის განმავლობაში, მიუხედავად გამოჯანმრთელების მდგომარეობისა (მაგ., მობილობა). სარგებელი არ არის დადგენილი 14 დღეზე მეტი ხანგრძლივობის მკურნალობისას.

ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის არტერიის ემბოლიის (PE) მკურნალობა

ენოქსაპარინის ნატრიუმის შეყვანა შესაძლებელია კანქვეშა ინექციის სახით დღე-ღამეში ერთხელ 150სე/კგ (1.5მგ/კგ) ან დღეღამეში ორჯერ 100სე/კგ (1მგ/კგ) დოზით.

მკურნალობის რეჟიმი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ თრომბოემბოლიის და სისხლდენის რისკების შეფასების საფუძველზე. დღეში ერთხელ 150სე/კგ (1.5მგ/კგ) დოზა გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ გართულებები და როცა VTE-ის რეციდივის განვითარების რისკი დაბალია. დღეში ორჯერ 100სე/კგ (1მგ/კგ) დოზის გამოყენება რეკომენდებულია ყველა სხვა პაციენტში, რომელთაც აღენიშნებათ სიმსუქნე, სიმპტომური PE, კიბო, მორეციდივე VTE ან პროქსიმალური ვენების თრომბოზი.

ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობა ინიშნება საშუალოდ 10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს პერორალური ანტიკოაგულანტული თერაპია (იხილეთ „ენოქსაპარინის ნატრიუმიდან პერორალურ ანტიკოაგულანტებზე გადასვლა“ 4.2 პუნქტის ბოლოს).

ჰემოდიალიზის დროს თრომბოზის წარმოქმნის პროფილაქტიკა

რეკომენდებული დოზაა 100 სე/კგ (1მგ/კგ) ენოქსაპარინის ნატრიუმი.

სისხლდენის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს 50სე/კგ-მდე (0,5 მგ/კგ) სისხლძარღვში ორმაგი შესასვლელის ან 75სე/კგ-მდე (0,75მგ/კგ) სისხლძარღვში ერთი შესასვლელის შემთხვევაში.

ჰემოდიალიზის დროს, ენოქსაპარინის ნატრიუმი შეიყვანება სისტემის არტერიის კათეტერში დიალიზის პროცედურის დაწყებისას. ამ დოზის ეფექტი ჩვეულებრივ საკმარისია 4-საათიანი პროცედურისთვის; თუმცა, ფიბრინის წარმოქმნის შემთხვევაში, მაგალითად, ჩვეულებრივზე ხანგრძლივი პროცედურის შემდეგ, შეიძლება დაინიშნოს დამატებითი დოზა 50სე-დან 100 სე/კგ-მდე (0,5-დან 1 მგ/კგ-მდე).

არ არსებობს მონაცემები იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც იყენებდნენ ენოქსაპარინის ნატრიუმს პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნებისთვის, აგრეთვე ჰემოდიალიზის პროცედურების დროს.

მწვავე კორონარული სინდრომი: არასტაბილური სტენოკარდიის, NSTEMI-სა და მწავე STEMI-ს მკურნალობა

არასტაბილური სტენოკარდიისა და NSTEMI-ის სამკურნალოდ, ენოქსაპარინის ნატრიუმის რეკომენდებული დოზაა 100სე/კგ (1მგ/კგ) ყოველ 12 საათში კანქვეშა ინექციის სახით ანტითრომბოციტულ მკურნალობასთან ერთად. მკურნალობა ინიშნება მინიმუმ 2 დღის განმავლობაში და გრძელდება კლინიკური მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. როგორც წესი, მკურნალობის კურსი გრძელდება 2-დან 8 -დღემდე.

აცეტილსალიცილის მჟავა რეკომენდირებულია ყველა პაციენტისთვის უკუჩვენებების გარეშე 150-300მგ საწყისი პერორალური დოზით (პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას) და 75-325 მგ/დღეში შემანარჩუნებელი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მიუხედავად მკურნალობის სტრატეგიისა.

მწვავე STEMI-ის სამკურნალოდ, ენოქსაპარინის ნატრიუმის რეკომენდებული დოზაა ერთჯერადი ინტრავენური (IV) ბოლუსი 3,000სე (30მგ) პლუს 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციის სახით, შემდეგ 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციის სახით ყოველ 12 საათში (მაქსიმუმ 10,000სე (100მგ) ყოველი პირველი ორი SC დოზისთვის). შესაბამისი ანტითრომბოციტული თერაპია, როგორიცაა პერორალურად აცეტილსალიცილის მჟავის (75 მგ-დან 325 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ) მიღება ერთდროულად უნდა დაინიშნოს, თუ უკუჩვენება არ არის. რეკომენდირებულია მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 8 დღე ან საავადმყოფოდან გაწერამდე, რომელიც უფრო ადრე დადგება.

თრომბოლიზურ საშუალებებთან (ფიბრინ-სპეციფიკური ან ფიბრინ-არასპეციფიკური) ერთად გამოყენებისას ენოქსაპარინის ნატრიუმი უნდა გაკეთდეს ფიბრინოლიზური თერაპიის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და 30 წუთის შემდეგ.

≥ 75 წლის ასაკის პაციენტებში დოზირების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი „ხანდაზმულები“.

პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ PCI, თუ ენოქსაპარინის ნატრიუმის SC-ის ბოლო დოზა შეყვანილი იყო ბალონის გაბერვამდე 8 საათით ადრე, დამატებითი დოზა არ არის საჭირო. თუ ბოლო კანქვეშა ინექცია გაკეთდა ბალონის გაბერვამდე 8 საათით ადრე, რეკომენდებულია ენოქსაპარინის ნატრიუმის ინტრავენური ბოლუსი 30სე/კგ (0.3მგ/კგ).

ხანდაზმულები

ყველა ჩვენების შემთხვევაში, გარდა STEMI-ისა, დოზის შემცირება საჭირო არ არის ხანდაზმულ პაციენტებში, გარდა თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევებისა (იხილეთ „თირკმლის ფუნქციის დარღვევა“ და 4.4. პუნქტი).

მწვავე STEMI-ის სამკურნალოდ ≥75 წლის ასაკის პაციენტებში, საწყისი ინტრავენური ბოლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული. დაიწყეთ 75სე/კგ (0,75მგ/კგ) SC ყოველ 12 საათში (მაქსიმუმ 7500სე (75მგ) მხოლოდ პირველი ორი SC დოზისთვის, შემდეგ 75სე/კგ (0,75მგ/კგ) SC დარჩენილი დოზებისთვის). თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ „თირკმლის ფუნქციის დარღვევა“ და 4.4. პუნქტი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

არასაკმარისი მონაცემების გამო განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო (იხილეთ 4.4. პუნქტი) ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხილეთ 5.1. და 5.2. პუნქტები).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (იხილეთ 4.4. და 5.2. პუნქტები).

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა

ენოქსაპარინის ნატრიუმი არ არის რეკომენდებული თირკმელების დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი <15მლ/წთ) ამ პოპულაციაში არასაკმარისი მონაცემების გამო, ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალურ მიმოქცევაში თრომბის წარმოქმნის პრევენციის გარეშე.

დოზირების ცხრილი თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი [15-30] მლ/წთ):

უკუჩვენებები

ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:

მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინის ნატრიუმის, ჰეპარინის ან მისი წარმოებულების, მათ შორის სხვა დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის (LMWH) ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ანამნეზში ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HIT) ბოლო 100 დღის განმავლობაში ან მოცირკულირე ანტისხეულების არსებობა (იხილეთ აგრეთვე 4.4. პუნქტი);

აქტიური კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა და სისხლდენის მაღალი რისკი, მათ შორის ბოლო დროს გადატანილი ჰემორაგიული ინსულტი, კუჭ-ნაწლავის წყლული, ავთვისებიანი სიმსივნე სისხლდენის მაღალი რისკით, ბოლო დროს გაკეთებული ოპერაცია თავის ტვინზე, ხერხემალზე ან თვალზე, საეჭვო ან დადასტურებული საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, არტერიოვენური მალფორმაციები, სისხლძარღვთა ანევრიზმები ან ინტრასპინალური ან ინტრაცერებრალური სისხლძარღვთა ანომალიები;

სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია ან ადგილობრივი ან რეგიონული ანესთეზია, თუ ენოქსაპარინის ნატრიუმი გამოიყენება სამკურნალოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში (იხილეთ 4.4 პუნქტი).

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

ენოქსაპარინის ნატრიუმი არ უნდა ჩანაცვლდეს (ერთეული ერთეულზე) სხვა LMWH–ებთან. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან წარმოების პროცესით, მოლეკულური წონით, სპეციფიური ანტი-Xa და ანტი-IIa აქტივობით, საზომი ერთეულებით, დოზებით, კლინიკური ეფექტურობითა და უსაფრთხოებით. ეს იწვევს განსხვავებებს ფარმაკოკინეტიკასა და მასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ აქტივობაში (მაგ. ანტითრომბინის მოქმედება და თრომბოციტების ურთიერთქმედება). ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და თითოეული სამკურნალო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის დაცვა.

ანამნეზში HIT (>100 დღე)

ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HIT) ბოლო 100 დღის განმავლობაში ან მოცირკულირე ანტისხეულების არსებობა (იხილეთ 4.3. პუნქტი). მოცირკულირე ანტისხეულები შეიძლება რამდენიმე წელი შენარჩუნდეს.

ენოქსაპარინის ნატრიუმი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში (>100 დღე) აღენიშნებათ ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია მოცირკულირე ანტისხეულების გარეშე. გადაწყვეტილება ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენებაზე ამ შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული მხოლოდ სარგებლისა და რისკების კარგად შეფასებისა და არაჰეპარინული ალტერნატიული მკურნალობის (მაგალითად, დანაპაროიდი ან ლეპირუდინი) განხილვის შემდეგ.

თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი

ანტისხეულებით გამოწვეული HIT-ის რისკი ასევე არსებობს LMWH-ის გამოყენებასთან დაკავშირებით. თრომბოციტოპენია ჩვეულებრივ ვითარდება ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობის დაწყებიდან მეხუთე და ოცდამეერთე დღეს შორის პერიოდში.

HIT-ის განვითარების რისკი უფრო მაღალია პოსტოპერაციულ პაციენტებში და ძირითადად გულის ოპერაციის შემდეგ, ასევე კიბოს მქონე პაციენტებში.

აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი ენოქსაპარინის ნატრიუმით თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ, რეგულარულად, მკურნალობის განმავლობაში.

HIT–ის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების (არტერიული და/ან ვენური თრომბოემბოლიის ნებისმიერი ახალი ეპიზოდი, კანის ნებისმიერი სახის მტკივნეული დაზიანება ინექციის ადგილზე, ნებისმიერი ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქცია მკურნალობაზე) არსებობისას, უნდა შეფასდეს თრომბოციტების რაოდენობა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი აღნიშნული სიმპტომების შესახებ, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში მათ უნდა მიმართონ თავიანთ პირველადი ჯანდაცვის ექიმს.

თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი დაქვეითების (საწყისი მაჩვენებლის 30-50 %) შემთხვევაში, ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტი უნდა გადავიდეს სხვა არაჰეპარინული ანტიკოაგულანტებით მკურნალობაზე.

ჰემორაგია

სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს სისხლდენა ნებისმიერ ადგილზე. სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, უნდა დადგინდეს სისხლდენის მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ენოქსაპარინის ნატრიუმი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტული თერაპიის დროს, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სისხლდენის გაზრდილი რისკის შემთხვევაში, როგორიცაა:

ჰემოსტაზის დარღვევა,

ანამნეზში პეპტიური წყლული,

ბოლო დროს გადატანილი იშემიური ინსულტი,

მწვავე არტერიული ჰიპერტენზია,

ბოლო დროს გადატანილი დიაბეტური რეტინოპათია,

ნეიროქირურგიული ან თვალის ოპერაცია,

ჰემოსტაზზე მოქმედი მედიკამენტების ერთდროული გამოყენება (იხილეთ 4.5 პუნქტი).

ლაბორატორიული კვლევები

ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის გამოყენებული დოზებით, ენოქსაპარინის ნატრიუმი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს სისხლდენის დროზე და სისხლის ზოგად კოაგულაციაზე და არ ახდენს გავლენას თრომბოციტების აგრეგაციაზე ან ფიბრინოგენის შეკავშირებაზე თრომბოციტებთან.

უფრო დიდი დოზებით გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის (aPTT) და აქტივირებული შედედების დროის (ACT) ზრდა. aPTT-ისა და ACT-ის გახანგრძლივება არ არის პირდაპირ კავშირში ენოქსაპარინის ნატრიუმის ანტითრომბოზული აქტივობის მატებასთან და, შესაბამისად, გამოუსადეგარი და არასაიმედოა ენოქსაპარინის ნატრიუმის აქტივობის მონიტორინგისთვის.

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია არ უნდა ჩატარდეს ენოქსაპარინის ნატრიუმის თერაპიული დოზების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში (იხილეთ აგრეთვე 4.3. პუნქტი).

ენოქსაპარინის ნატრიუმისა და სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ან სპინალური პუნქციის პროცედურების ერთდროული გამოყენების შედეგად დაფიქსირდა ნეიროაქსიალური ჰემატომების შემთხვევები, რამაც გამოიწვია ხანგრძლივი ან მუდმივი დამბლა. აღნიშნული მოვლენები იშვიათია ენოქსაპარინის ნატრიუმის 4,000სე (40მგ) ან უფრო დაბალი დოზით დღე-ღამეში გამოყენებისას. ამ გართულებების რისკი უფრო მაღალია პოსტოპერაციული მუდმივი ეპიდურული კათეტერების გამოყენებისას, იმ დამატებით პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰემოსტაზზე, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID), ტრავმული ან განმეორებითი ეპიდურული ან სპინალური პუნქციის დროს, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ხერხემლის ოპერაცია ან ხერხემლის დეფორმაცია.

ენოქსაპარინის ნატრიუმის და ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ან სპინალური პუნქციის ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლდენის პოტენციური რისკის შესამცირებლად, გასათვალისწინებელია ენოქსაპარინის ნატრიუმის ფარმაკოკინეტიკური პროფილი (იხილეთ 5.2. პუნქტი). ეპიდურული კათეტერის ჩადგმა ან ამოღება ან ლუმბალური პუნქცია საუკეთესოდ ხორციელდება მაშინ, როდესაც ენოქსაპარინის ნატრიუმის ანტიკოაგულაციური ეფექტი დაბალია; თუმცა, თითოეულ პაციენტში საკმარისად დაბალი ანტიკოაგულაციური ეფექტის მიღწევის ზუსტი დრო უცნობია. პაციენტებისთვის, რომელთა კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ-ს შეადგენს, საჭიროა დამატებითი რეკომენდაციები, ვინაიდან ენოქსაპარინის ნატრიუმის ელიმინაცია უფრო ხანგრძლივია (იხილეთ 4.2. პუნქტი).

თუ ექიმი გადაწყვეტს დანიშნოს ანტიკოაგულანტები ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ან ლუმბალური პუნქციის ფონზე, უნდა ჩატარდეს ხშირი მონიტორინგი ნევროლოგიური დარღვევების ნებისმიერი ნიშნისა და სიმპტომის გამოვლენის მიზნით, როგორიცაა ზურგის ტკივილი, კიდურების სენსორული და მოტორული დეფიციტი (ქვედა კიდურების დაბუჟება ან სისუსტე), ნაწლავის და/ან შარდის ბუშტის დისფუნქცია. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს რომელიმე ზემოთ აღნიშნული ნიშანის ან სიმპტომის განვითარების შემთხვევაში. სპინალური ჰემატომის ნიშნებზე ან სიმპტომებზე ეჭვის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათ შორის ზურგის ტვინის დეკომპრესიის გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა მკურნალობამ შეიძლება ვერ შეაჩეროს ან შეცვალოს ნევროლოგიური გართულებები.

კანის ნეკროზი/კანის ვასკულიტი

LMWH-ის გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა კანის ნეკროზისა და კანის ვასკულიტის შემთხვევები, რა დროსაც აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებელი შეწყვეტა.

პერკუტანული კორონარული რევასკულარიზაციის პროცედურები

არასტაბილური სტენოკარდიის, NSTEMI-ისა და მწვავე STEMI-ის მკურნალობის დროს სისხლძარღვთა ინსტრუმენტებით სისხლდენის რისკის მინიმალიზაციისთვის, ზუსტად დაიცავით ენოქსაპარინის ნატრიუმის ინექციის დოზებს შორის რეკომენდებული ინტერვალები. მნიშვნელოვანია ჰემოსტაზის მიღწევა პუნქციის ადგილზე PCI-ის შემდეგ. დახურვის მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში, გარსი (sheath) შეიძლება დაუყოვნებლივ მოიხსნას. კომპრესიის მანუალური მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, გარსი უნდა მოიხსნას ენოქსაპარინის ნატრიუმის ბოლო IV/SC ინექციიდან 6 საათის შემდეგ. თუ ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობა გაგრძელდება, შემდეგი დაგეგმილი დოზა უნდა დაინიშნოს გარსის მოცილებიდან არა უადრეს 6-8 საათისა. პროცედურის ადგილი უნდა დათვალიერდეს სისხლდენის ან ჰემატომის წარმოქმნის ნიშნების გამოსავლენად.

მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი

ჰეპარინის გამოყენება ზოგადად არ არის რეკომენდებული მწვავე ინფექციური ენდოკარდიტის მქონე პაციენტებში ცერებრალური სისხლდენის რისკის გამო. ამ შემთხვევაში გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ინდივიდუალურად, სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე.

გულის მექანიკური ხელოვნური სარქველები

ენოქსაპარინის ნატრიუმის თრომბოპროფილაქტიკისთვის გამოყენება კარგად შესწავლილი არ არის გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე პაციენტებში. გულის ხელოვნური სარქველის თრომბოზის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ენოქსაპარინის ნატრიუმს თრომბოპროფილაქტიკის მიზნით. სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის ძირითადი დაავადება და არასაკმარისი კლინიკური მონაცემები, ზღუდავს ამ შემთხვევების შეფასებას. ზოგიერთი ეს შემთხვევა დაფიქსირდა ორსულ ქალებში, რომლებშიც თრომბოზმა გამოიწვია დედისა და ნაყოფის სიკვდილი.

ორსული ქალები გულის მექანიკური ხელოვნური სარქველებით

თრომბოპროფილაქტიკის მიზნით ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენება ორსულ ქალებში, რომლებსაც აქვთ გულის მექანიკური ხელოვნური სარქველები, კარგად არ არის შესწავლილი. გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, თრომბოემბოლიის რისკის შემცირების მიზნით ენოქსაპარინის ნატრიუმის (100 სე/კგ (1 მგ/კგ) დღეში ორჯერ) გამოყენების შედეგად 8 ქალიდან 2 -ს განუვითარდა თრომბი, რამაც გამოიწვია სარქვლის ბლოკირება და დედისა და ნაყოფის სიკვდილი. გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებში, თრომბოპროფილაქტიკისთვის ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენებისას, დაფიქსირდა სარქვლის თრომბოზის განვითარების ცალკეული პოსტმარკეტინგული შემთხვევები. გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებში შეიძლება უფრო მაღალი იყოს თრომბოემბოლიის განვითარების რისკი.

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში პროფილაქტიკური დოზების გამოყენებისას არ აღინიშნება სისხლდენის მომატებული ტენდენცია. ხანდაზმულ პაციენტებს (განსაკუთრებით 80 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებს) შეიძლება ჰქონდეთ სისხლდენის გართულებების გაზრდილი რისკი თერაპიული დოზებით გამოყენებისას. 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ STEMI– ს, რეკომენდირებულია კლინიკური მონიტორინგი და შესაძლებელია დოზის შემცირება (იხილეთ 4.2. და 5.2. პუნქტები).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში იზრდება ენოქსაპარინის ნატრიუმის ექსპოზიცია, რაც ზრდის სისხლდენის რისკს. ასეთ პაციენტებში რეკომენდირებულია კლინიკური მონიტორინგი და ბიოლოგიური მონიტორინგი ანტი-Xa აქტივობის გაზომვით (იხილეთ 4.2. და 5.2. პუნქტები).

ენოქსაპარინის ნატრიუმი არ არის რეკომენდებული თირკმელების დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ) ამ პოპულაციაში არასაკმარისი მონაცემების გამო, ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალურ მიმოქცევაში თრომბის წარმოქმნის პრევენციის გარეშე.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ), ვინაიდან ენოქსაპარინის ნატრიუმის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება, რეკომენდებულია დოზის კორექცია თერაპიული და პროფილაქტიკური დოზებით (იხილეთ 4.2. პუნქტი).

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) და საშუალო (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ენოქსაპარინის ნატრიუმი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო. ანტი-Xa დონის მონიტორინგის საფუძველზე დოზის კორექცია არასაიმედოა ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში და არ არის რეკომენდებული (იხილეთ 5.2. პუნქტი).

დაბალწონიანი პაციენტები

პროფილაქტიკური დოზების გამოყენებისას (წონის მიხედვით არ არის შეცვლილი) ენოქსაპარინის ნატრიუმის ექსპოზიციის ზრდა დაფიქსირდა დაბალწონიან ქალებში (<45 კგ) და დაბალწონიან მამაკაცებში (<57 კგ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკი. ამიტომ, ამ პაციენტებში რეკომენდებულია ფრთხილი კლინიკური მონიტორინგი (იხილეთ 5.2. პუნქტი).

ჭარბწონიანი პაციენტები

ჭარბწონიან პაციენტებში თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მაღალია. ჭარბწონიან პაციენტებში (BMI>30კგ/მ2) პროფილაქტიკური დოზებით გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბოლომდე არ არის განსაზღვრული და არ არსებობს კონსენსუსი დოზის კორექტირებაზე. საჭიროა ამ პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება თრომბოემბოლიის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის მიზნით.

ჰიპერკალიემია

ჰეპარინს შეუძლია დათრგუნოს ალდოსტერონის თირკმელზედა ჯირკვლის სეკრეცია, რაც იწვევს ჰიპერკალიემიას (იხილეთ 4.8.პუნქტი), განსაკუთრებით ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, არსებული მეტაბოლური აციდოზი, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს (იხილეთ 4.5.პუნქტი). პლაზმაში კალიუმის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.

მიკვლევადობა

LMWH არის ბიოლოგიური სამკურნალო საშუალება. LMWH-ის მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია ჯანდაცვის პროფესიონალებმა პაციენტის ფაილში შეიტანონ გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიის ნომერი.

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი

ენოქსაპარინით მკურნალობასთან დაკავშირებით უცნობი სიხშირით აღწერილია მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია პაციენტების ინფორმირება ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და მათზე ყურადღებით დაკვირვება კანისმიერი რეაქციების გამოვლენის მიზნით. აღნიშნული რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ენოქსაპარინი და განხილულ უნდა იქნას ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტი (საჭიროების შემთხვევაში).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:

ჰემოსტაზზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები (იხილეთ 4.4. პუნქტი)

ჰემოსტაზზე მოქმედი გარკვეული მედიკამენტების მიღების შეწყვეტა რეკომენდებულია ენოქსაპარინის ნატრიუმით თერაპიის დაწყებამდე, თუ არ არსებობს სხვა მკაცრი ჩვენება. თუ კომბინაციაში გამოყენება ნაჩვენებია, ენოქსაპარინის ნატრიუმი უნდა იქნას გამოყენებული საჭიროებისამებრ კლინიკური და ლაბორატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. ეს მედიკამენტებია:

სისტემური მოქმედების სალიცილატები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის კეტოროლაკი,

სხვა თრომბოლიზური საშუალებები (მაგ. ალტეპლაზა, რეტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, ტენექტეპლაზა, უროკინაზა) და ანტიკოაგულანტები (იხილეთ 4.2. პუნქტი).

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას:

ენოქსაპარინის ნატრიუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას სიფრთხილით შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰემოსტაზზე:

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა, რომელიც გამოიყენება ანტიაგრეგანტული დოზით (კარდიოპროტექცია), კლოპიდოგრელი, ტიკლოპიდინი, აგრეთვე გლიკოპროტეინის IIb/IIIa ანტაგონისტები, ნაჩვენებია მწვავე კორონარული სინდრომის დროს სისხლდენის რისკის გამო,

დექსტრანი 40,

სისტემური გლუკოკორტიკოიდები.

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს:

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს, შეიძლება დაინიშნოს ენოქსაპარინის ნატრიუმთან ერთად კლინიკური და ლაბორატორიული მეთვალყურეობის ქვეშ (იხილეთ 4.4. და 4.8. პუნქტები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ადამიანებში არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ენოქსაპარინი გადის პლაცენტურ ბარიერს ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. არ არსებობს ინფორმაცია პირველი ტრიმესტრის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ფეტოტოქსიკურობის ან ტერატოგენურობის რაიმე მტკიცებულება.

ცხოველთა მონაცემებმა აჩვენა, რომ ენოქსაპარინის პლაცენტაში შეღწევა მინიმალურია. ორსულობის დროს ენოქსაპარინის ნატრიუმი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა დაადგინა მკაფიო საჭიროება.

ორსულ ქალებში, რომლებიც იღებენ ენოქსაპარინოს ნატრიუმს, აუცილებელია მონიტორინგი სისხლდენის ან გადაჭარბებული ანტიკოაგულაციის ნიშნების გამოვლენის მიზნით და ისინი უნდა იყვნენ გაფრთხილებული სისხლდენის რისკის შესახებ. მთლიანობაში, მონაცემები არ აჩვენებს სისხლდენის, თრომბოციტოპენიის ან ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკის მტკიცებულებას არაორსულ ქალებში დაფიქსირებულ რისკთან შედარებით, გარდა იმისა, რაც დაფიქსირდა გულის ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებში.

თუ იგეგმება ეპიდურული ანესთეზია, მანამდე რეკომენდებულია ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობის შეწყვეტა.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა ენოქსაპარინი უცვლელი სახით დედის რძეში. ვირთაგვების შემთხვევაში, რძეში ენოქსაპარინის ან მისი მეტაბოლიტების გადასვლა ძალიან დაბალია.

ენოქსაპარინის ნატრიუმის პერორალური აბსორბცია ნაკლებსავარაუდოა.

ენოქსაპარინის ნატრიუმის საინექციო ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ნაყოფიერებაზე ენოქსაპარინის ნატრიუმის გავლენის შესახებ.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა გავლენა ნაყოფიერებაზე (იხილეთ 5.3. პუნქტი).

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ენოქსაპარინის ნატრიუმს არანაირი ან მცირე გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენება შეფასდა 15,000-ზე მეტ პაციენტში, რომლებმაც კვლევების ფარგლებში მიიღეს ენოქსაპარინის ნატრიუმი. აღნიშნული კვლევის ფარგლებში 1,776 პაციენტი გადიოდა ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკურ მკურნალობას ორთოპედიული ან აბდომინალური ოპერაციის შემდგომი თრომბოემბოლიური გართულებების რისკის გამო, მწვავე დაავადებისა და მკვეთრად შეზღუდული მობილობის მქონე 1,169 პაციენტი გადიოდა ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკურ მკურნალობას, 559 პაციენტი მკურნალობდა DVT-ს, PE-ით ან მის გარეშე, 1,578 პაციენტი გადიოდა არასტაბილური სტენოკარდიისა და არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის (NQWMI) მკურნალობას, ხოლო 10,176 პაციენტი მკურნალობდა მწვავე STEMI-ს.

აღნიშნული კლინიკური კვლევების დროს გამოყენებული ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზირების რეჟიმი განსხვავებულია ჩვენებების მიხედვით. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ან მწვავე დაავადებისა და მკვეთრად შეზღუდული მობილობის მქონე პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზა იყო 4,000 სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით. DVT-ს, PE-ით ან მის გარეშე, მკურნალობისას გამოიყენებოდა ენოქსაპარინის ნატრიუმი 100სე/კგ (1მგ/კგ) ყოველ 12 საათში კანქვეშა ინექციის სახით ან ენოქსაპარინის ნატრიუმი 150 სე/კგ (1.5მგ/კგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით. კლინიკური კვლევების ფარგლებში არასტაბილური სტენოკარდიისა და არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ გამოიყენებოდა 100 სე/კგ (1 მგ/კგ) ყოველ 12 საათში კანქვეშა ინექციის სახით, ხოლო მწვავე STEMI-ს სამკურნალოდ დაინიშნა ენოქსაპარინის ნატრიუმი 3,000სე (30მგ) ინტრავენური ბოლუსის სახით, შემდეგ კი - 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციის სახით ყოველ 12 საათში.

კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად დაფიქსირდა სისხლდენა, თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი (იხილეთ 4.4. პუნქტი და ქვემოთ მითითებული „შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა“).

გვერდითი რეაქციების მოკლე ჩამონათვალი

სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და აღნიშნულია პოსტმარკეტინგულ კვლევებში (* მიუთითებს პოსტმარკეტინგულ კვლევებში გამოვლენილ რეაქციებზე) დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); და ძალიან იშვიათი (<1/10,000); ან უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირი: სისხლდენა, ჰემორაგიული ანემია*, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი

იშვიათი: ეოზინოფილია*

იშვიათი: იმუნოალერგიული თრომბოციტოპენიის შემთხვევები თრომბოზით; ზოგიერთ შემთხვევაში თრომბოზი გართულდა ორგანოს ინფარქტით ან კიდურების იშემიით (იხილეთ 4.4. პუნქტი).

იმუნური სისტემის დარღვევები

ხშირი: ალერგიული რეაქცია

იშვიათი: ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის შოკი*

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი*

სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები

იშვიათი: სპინალური ჰემატომა* (ან ნეირაქსიალური ჰემატომა).

აღნიშნულმა რეაქციებმა გამოიწვია სხვადასხვა სიმძიმის ნევროლოგიური დაზიანება, მათ შორის გახანგრძლივებული ან მუდმივი დამბლა (იხილეთ 4.4. პუნქტი).

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან ხშირი: ღვიძლის ფერმენტების მომატება (ძირითადად ტრანსამინაზები > 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს)

არახშირი: ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება*

იშვიათი: ღვიძლის ქოლესტაზური დაზიანება*

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირი: ურტიკარია, ქავილი, ერითემა

არახშირი: ბულოზური დერმატიტი

იშვიათი: ალოპეცია*

იშვიათი: კანის ვასკულიტი*, კანის ნეკროზი*, რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება ინექციის ადგილზე (ამ მოვლენებს, როგორც წესი, წინ უძღვის პურპურა ან ინფილტრირებული და მტკივნეული ერითემატოზული გამონაყარი).

კვანძები ინექციის ადგილზე* (ანთებითი კვანძები, რომლებიც არ იყო ენოქსაპარინის კისტოზური გარსი). ისინი ქრება რამდენიმე დღეში და არ უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის სხვა დაზიანებები

იშვიათი: ოსტეოპოროზი* გრძელვადიანი თერაპიის (3 თვეზე მეტი) შემდეგ

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ხშირი: ინექციის ადგილას ჰემატომა, ტკივილი ინექციის ადგილზე, სხვა რეაქციები ინექციის ადგილზე (როგორიცაა შეშუპება, სისხლდენა, მომატებული მგრძნობელობა, ანთება, მასის ფორმირება, ტკივილი ან რეაქცია)

არახშირი: ადგილობრივი გაღიზიანება, კანის ნეკროზი ინექციის ადგილზე.

კვლევები

იშვიათი: ჰიპერკალიემია* (იხილეთ 4.4. და 4.5 პუნქტები).

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ჰემორაგია

ეს მოიცავდა ძლიერ სისხლდენას, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების არაუმეტეს 4.2%-ში (ქირურგიული პაციენტები). ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგებით დასრულდა. ქირურგიულ პაციენტებში სისხლდენის გართულებები განიხილებოდა სერიოზულად:

თუ სისხლდენამ გამოიწვია მნიშვნელოვანი კლინიკური მოვლენა, ან

თუ მათ თან ახლდა ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება ≥ 2 გ/დლ ან 2 ან მეტი ერთეული სისხლის პროდუქტების გადასხმა. რეტროპერიტონეალური და ინტრაკრანიალური ჰემორაგიები ყოველთვის სერიოზულად ითვლებოდა.

სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ისეთი თანმხლები რისკ-ფაქტორების არსებობისას, როგორიცაა: სისხლდენისკენ მიდრეკილი ორგანული დაზიანებები, ინვაზიური პროცედურები ან ჰემოსტაზზე მოქმედი მედიკამენტების ერთდროული გამოყენება (იხილეთ 4.4. და 4.5. პუნქტები).

ორგანოთა სისტემა

პროფილაქტიკა ქირურგიულ პაციენტებში

პროფი

ლაქტიკა თერაპიულ პაციენტებში

მკურნალობა DVT-ის, PE-ით ან მის გარეშე, შემთხვევაში

მკურნალობა არასტაბილური სტენოკარდიისა და არა- Q- კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

მკურნალობა მწვავე STEMI-ის შემთხვევაში

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი:

ჰემორაგია α

იშვიათი:

რეტროპერიტონეალური ჰემორაგია

ხშირი:

ჰემორაგია α

ძალიან ხშირი:

ჰემორაგია α

არახშირი:

ინტრაკრანიალური ჰემორაგია, რეტროპერიტონეალური ჰემორაგია

α: როგორიცაა ჰემატომა, ექიმოზი, გარდა ინექციის ადგილისა, ჭრილობის ჰემატომა, ჰემატურია, ეპისტაქსია და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი

ორგანოთა სისტემა

პროფილაქტიკა ქირურგიულ პაციენტებში

პროფილაქტიკა თერაპიულ პაციენტებში

მკურნალობა არასტაბილური სტენოკარდიისა და არა Q კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

მკურნალობა მწვავე STEMI-ის შემთხვევაში

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი:

თრომბოციტოზი β

ხშირი:

თრომბოციტოპენია

არახშირი:

თრომბოციტოპენია

ძალიან ხშირი:

თრომბოციტოზი β

ხშირი:

თრომბოციტოპენია

არახშირი:

თრომბოციტოპენია

ხშირი:

თრომბოციტოზი β

თრომბოციტოპენია

ძალიან იშვიათი:

იმუნოალერგიული თრომბოციტოპენია

β: თრომბოციტების რაოდენობა გაიზარდა >400 გ/ლ.

ბავშვები

ბავშვებში ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის (იხილეთ 4.2. პუნქტი).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

ფარმაცევტული პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ფარმაცევტული პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

ნიშნები და სიმპტომები

ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზის შემთხვევითმა გადაჭარბებამ ინტრავენური, ექსტრაკორპორალური ან კანქვეშა შეყვანისას შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებები. დიდი დოზებით პერორალური მიღების შემთხვევაშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა ენოქსაპარინის ნატრიუმის შეწოვა.

მართვა

ანტიკოაგულანტული ეფექტები შეიძლება დიდწილად განეიტრალდეს პროტამინის ნელი ინტრავენური შეყვანით. პროტამინის დოზა დამოკიდებულია ენოქსაპარინის ნატრიუმის ინექციის დოზაზე; 1მგ პროტამინი ანეიტრალებს ენოქსაპარინის ნატრიუმის 100სე (1მგ) ანტიკოაგულანტულ ეფექტს, თუ ენოქსაპარინის ნატრიუმი შეყვანილია მანამდე 8 საათის განმავლობაში. 0.5მგ პროტამინის ინფუზია 100სე (1მგ) ენოქსაპარინის ნატრიუმზე შეიძლება დაინიშნოს, თუ ენოქსაპარინის ნატრიუმი შეყვანილი იყო პროტამინის მიღებამდე 8 საათით ადრე, ან თუ დადგინდა, რომ საჭიროა პროტამინის მეორე დოზა. ენოქსაპარინის ნატრიუმის ინექციიდან 12 საათის შემდეგ პროტამინის მიღება შეიძლება არ იყოს საჭირო. თუმცა, პროტამინის დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი, ენოქსაპარინის ნატრიუმის ანტი-Xa აქტივობა არ განეიტრალდება მთლიანად (მაქსიმუმ დაახლოებით 60%) (იხ. ინფორმაცია პროტამინის მარილების დანიშვნის შესახებ).

შემადგენლობა

თითო წინასწარ შევსებული შპრიცის შემადგენლობაში შედის:

ენოქსაპარინის ნატრიუმი USP ……60 მგ (ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან მიღებული)

6000 Anti-Xa სე-ს ექვივალენტი

საინექციო წყალი USP ………q.s.0.6მლ

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი (წინასწარ შევსებული შპრიცი)

კლინიკური მონაცემები

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეფუთვა

ენოქსაპარინის ნატრიუმის საინექციო ხსნარი USP 60მგ/0.6მლ დაფასოებულია ერთჯერადი გამოყენების გრადუირებულ წინასწარ შევსებულ შპრიცებში (1მლ PFS), ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი დაფასოებულია Alu-PVC ბლისტერში. ერთი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია შიდა შეფუთვის მუყაოს კოლოფში. ათი ასეთი მუყაოს კოლოფი მოთავსებულია ერთ გარე შეფუთვის მუყაოს კოლოფში.

ნარჩენების განკარგვა

ენოქსაპარინის ნატრიუმის საინექციო ხსნარი USP 60მგ/0.6მლ წინასწარ შევსებულ შპრიცებში განკუთვნილია დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი. გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია შეფუთვაში. თითოეული შპრიცი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ფარმაცევტული პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Swasthya Healthcare Pvt.Ltd.

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი: -

პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

პირველი ავტორიზაციის თარიღი:-

ბოლო განახლების თარიღი:-

ტექსტის გადახედვის თარიღი: -

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი.

ათქ კოდი: B01AB05.

ფარმაკოდინამიკური ეფექტი

ენოქსაპარინი წარმოადგენს დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინს (LMWH) საშუალო მოლეკულური მასით დაახლოებით 4,500 დალტონი, რომელშიც დისოცირებულია სტანდარტული ჰეპარინის ანტითრომბოზული და ანტიკოაგულანტული აქტივობა. აქტიური ფარმაცევტული ნივთიერება არის ნატრიუმის მარილი.

In vitro გასუფთავებულ სისტემაში ენოქსაპარინის ნატრიუმს ახასიათებს მაღალი ანტი-Xa აქტივობა (დაახლოებით 100სე/მგ) და დაბალი ანტი-IIa ან ანტითრომბინ აქტივობა (დაახლოებით 28სე/მგ) 3.6 თანაფარდობით. აღნიშნული ანტიკოაგულანტული მოქმედება განპირობებულია ანტითრომბინ III-ით (ATIII), რაც იწვევს ადამიანებში ანტითრომბოზულ აქტივობას.

გარდა მისი ანტი-Xa/IIa აქტივობისა, ენოქსაპარინის შემდგომი ანტითრომბოზული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გამოვლენილია ჯანმრთელ სუბიექტებსა და პაციენტებში, ისევე როგორც არაკლინიკურ მოდელებში.

ეს მოიცავს კოაგულაციის ფაქტორების, მაგ. VIIa ფაქტორის, ATIII-დამოკიდებულ ინჰიბირებას, შედედების ქსოვილოვანი გზის ინჰიბიტორის (TFPI) გამოთავისუფლების ინდუქციას, აგრეთვე სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან სისხლის ნაკადში ფონ ვილებრანდის ფაქტორის (vWF) გამოთავისუფლების დაქვეითებას. ცნობილია, რომ ეს ფაქტორები ხელს უწყობენ ენოქსაპარინის ნატრიუმის საერთო ანტითრომბოზულ ეფექტს.

პროფილაქტიკური დოზებით გამოყენებისას ენოქსაპარინის ნატრიუმი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროზე (aPTT). სამკურნალო დოზებით გამოყენებისას, aPTT შეიძლება გახანგრძლივდეს 1,5-2,2-ჯერ აქტივობის პიკზე.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია ქირურგიულ პაციენტებში

VTE-ის ხანგრძლივი პროფილაქტიკა ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ

მენჯ-ბარძაყის სახსრების ჩანაცვლების ოპერაციის დროს პროფილაქტიკური დოზებით ორმაგ- ბრმა კვლევაში, 179 პაციენტი, რომელსაც არ აღენიშნებოდა ვენური თრომბოემბოლია, თავდაპირველად იღებდა ენოქსაპარინის ნატრიუმს 4,000სე (40მგ) კანქვეშა ინექციის სახით, ჰოსპიტალიზაციის დროს, ხოლო სავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით დაენიშნა ენოქსაპარინის ნატრიუმი 4,000სე (40მგ) (n=90) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით ან პლაცებო (n=89) 3 კვირის განმავლობაში. ხანგრძლივი პროფილაქტიკის დროს ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) განვითარების სიხშირე ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაბალი იყო პლაცებოსთან შედარებით, ხოლო ფილტვის არტერიის ემბოლია (PE) არ დაფიქსირებულა. ძლიერი სისხლდენა არ განვითარებულა.

ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ენოქსაპარინის ნატრიუმი 4,000 სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

პლაცებო დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

პაციენტების საერთო რაოდენობა, რომელთაც გაიარეს ხანგრძლივი პროფილაქტიკა

90 (100)

89 (100)

სულ VTE

6 (6.6)

18 (20.2)

  • ტოტალური DVT (%)

6 (6.6)**

18 (20.2)

  • პროქსიმალური DVT (%)

5 (5.6)#

7 (8.8)

  • p მნიშვნელობა პლაცებოსთან შედარებით =0.008

#p მნიშვნელობა პლაცებოსთან შედარებით =0.537

მეორე ორმაგ- ბრმა კვლევაში, 262 პაციენტი, რომელსაც არ აღენიშნებოდა ვენური თრომბოემბოლია და უტარდებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია, თავდაპირველად იღებდა ენოქსაპარინის ნატრიუმს 4,000სე (40მგ) კანქვეშა ინექციის სახით, ჰოსპიტალიზაციის დროს, ხოლო სავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით დაენიშნა ენოქსაპარინის ნატრიუმი 4,000 სე (40 მგ) (n=131) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით ან პლაცებო (n=131) 3 კვირის განმავლობაში. პირველი კვლევის მსგავსად, ხანგრძლივი პროფილაქტიკის დროს ვენური თრომბოემბოლიის (VTE) განვითარების სიხშირე ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაბალი იყო პლაცებოსთან შედარებით, ეს ეხება როგორც როგორც ტოტალურ VTE-ს (ენოქსაპარინის ნატრიუმი 21 [16%] V პლაცებო 45 [34.4%]; p=0.001), ასევე პროქსიმალურ DVT-ს (ენოქსაპარინი ნატრიუმი 8 [6.1%] V პლაცებო 28 [21.4%]; p=<0.001). ძლიერი სისხლდენის სიხშირეში მნიშვნელოვანი განსხვავება ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფსა და პლაცებოს ჯგუფს შორის არ დაფიქსირებულა.

DVT-ის ხანგრძლივი პროფილაქტიკა კიბოს ოპერაციის შემდეგ

ორმაგი- ბრმა, მულტიცენტრული კვლევის დროს ერთმანეთს შეადარეს ენოქსაპარინის ნატრიუმის პროფილაქტიკის ოთხკვირიანი და ერთკვირიანი კურსები უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით 332 პაციენტში, რომლებსაც უტარდებოდათ დაგეგმილი ოპერაცია მუცლის ან მენჯის არეში კიბოს გამო. პაციენტები იღებდნენ ენოქსაპარინის ნატრიუმს (4000სე (40მგ) კანქვეშა ინექციის სახით) ყოველდღიურად 6-10 დღის განმავლობაში და შემდეგ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე დაენიშნათ ენოქსაპარინის ნატრიუმი ან პლაცებო კიდევ 21 დღის განმავლობაში. ორმხრივი ვენოგრაფია ჩატარდა 25-დან 31 დღემდე პერიოდში, ან უფრო ადრე, ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. პაციენტებს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მუცლის ან მენჯის ღრუში კიბოს ოპერაციიდან ოთხი კვირის განმავლობაში ენოქსაპარინის ნატრიუმის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას მნიშვნელოვნად შემცირდა ვენოგრაფიით დადასტურებული თრომბოზის სიხშირე ენოქსაპარინის ნატრიუმის პროფილაქტიკის ერთკვირიან კურსთან შედარებით. ვენური თრომბოემბოლიის სიხშირე ორმაგი- ბრმა ფაზის ბოლოს იყო 12.0% (n=20) პლაცებოს ჯგუფში და 4.8% (n=8) ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფში; p=0.02.

ეს სხვაობა შენარჩუნდა სამი თვის განმავლობაში [13.8% vs 5.5% (n=23 vs 9), p=0.01]. ორმაგი- ბრმა კვლევისას ან შემდგომი დაკვირვების პერიოდში სისხლდენის ან სხვა გართულებების სიხშირეში განსხვავება ჯგუფებს შორის არ დაფიქსირებულა.

ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა პაციენტებში მწვავე დაავადებით, რომელიც სავარაუდოდ იწვევს მობილობის შეზღუდვას

ორმაგი- ბრმა, მულტიცენტრული, პარალელური ჯგუფების კვლევაში, მონაწილეობდნენ მწვავე დაავადებისა და მკვეთრად შეზღუდული მობილობის მქონე პაციენტები (ფეხით გასავლელი მანძილი <10 მეტრი ≤3 დღის განმავლობაში), რომლებიც ღებულობდნენ ენოქსაპარინის ნატრიუმს 2,000სე (20მგ) ან 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით ან პლაცებოს DVT-ის პროფილაქტიკის მიზნით. ეს კვლევა მოიცავდა პაციენტებს, როლებსაც აღენიშნებოდათ გულის უკმარისობა (NYHA კლასი III ან IV); მწვავე რესპირატორული უკმარისობა ან გართულებული ქრონიკული რესპირატორული უკმარისობა, ასევე მწვავე ინფექცია ან მწვავე რევმატიზმი; თუ დაკავშირებული იყო მინიმუმ ერთ VTE რისკ-ფაქტორთან (ასაკი ≥75 წელი, კიბო, გადატანილი VTE, სიმსუქნე, ვარიკოზული ვენები, ჰორმონოთერაპია, ქრონიკული გულის უკმარისობა ან ქრონიკული რესპირატორული უკმარისობა).

კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 1,102 პაციენტმა, ხოლო მკურნალობას დაექვემდებარა 1,073 პაციენტი. მკურნალობა გაგრძელდა 6-დან 14 დღემდე (საშუალო ხანგრძლივობა - 7 დღე). ენოქსაპარინის ნატრიუმის 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით გამოყენებისას მნიშვნელოვნად შემცირდა VTE-ის განვითარების სიხშირე პლაცებოსთან შედარებით. ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ენოქსაპარინის ნატრიუმი 2,000სე (20მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

ენოქსაპარინის ნატრიუმი 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

პლაცებო n (%)

პაციენტების საერთო რაოდენობა, რომელთაც გაიარეს პროფილაქტიკა მწვავე დაავადების დროს

287 (100)

291(100)

288 (100)

სულ VTE(%)

43 (15.0)

16 (5.5)*

43 (14.9)

  • ტოტალური DVT (%)

43 (15.0)

16 (5.5)

40 (13.9)

  • პროქსიმალური DVT (%)

13 (4.5)

5 (1.7)

14 (4.9)

VTE = ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები, რომელიც მოიცავდა DVT-ს, PE-სა და სიკვდილს, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო თრომბოემბოლიით*

p-მნიშვნელობა პლაცებოსთან შედარებით = 0.0002

დაახლოებით 3 თვის შემდეგ, VTE-ის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ენოქსაპარინის ნატრიუმის 4,000სე (40მგ) ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.

საერთო და ძლიერი სისხლდენის სიხშირე იყო 8.6% და 1.1%, შესაბამისად, პლაცებოს ჯგუფში, 11.7% და 0.3% ენოქსაპარინის ნატრიუმის 2,000სე (20მგ) ჯგუფში და 12.6% და 1.7% ენოქსაპარინის ნატრიუმის 4,000სე (40მგ) ჯგუფში .

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) მკურნალობა ფილტვის არტერიის ემბოლიით (PE) ან მის გარეშე

მულტიცენტრული, პარალელური ჯგუფების კვლევაში მონაწილეობდა 900 პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა მწვავე ქვედა კიდურების DVT, PE-ით ან მის გარეშე, და რომელიც შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას (i) ენოქსაპარინის ნატრიუმით 150სე/კგ (1.5მგ/კგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით, ან (ii) ენოქსაპარინის ნატრიუმით 100სე/კგ (1მგ/კგ) ყოველ 12 საათში კანქვეშა ინექციის სახით, ან (iii) ჰეპარინით ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით (5,000სე), რასაც მოჰყვა უწყვეტი ინფუზია (APTT-ის მისაღწევად 55-დან 85 წამამდე). კვლევაში მონაწილეობდა სულ 900 პაციენტი და ყველა პაციენტი დაექვემდებარა მკურნალობას. ყველა პაციენტი ასევე იწყებდა ვარფარინის ნატრიუმის (დოზა პროთრომბინის დროის მიხედვით INR 2.0-დან 3.0-მდე) მიღებას ენოქსაპარინის ნატრიუმის ან სტანდარტული ჰეპარინის თერაპიის დაწყებიდან 72 საათში და აგრძელებდა 90 დღის განმავლობაში. ენოქსაპარინის ნატრიუმით ან სტანდარტული ჰეპარინით თერაპია დაინიშნა მინიმუმ 5 დღის განმავლობაში და ვარფარინის ნატრიუმის სამიზნე INR-ს მიღწევამდე. ენოქსაპარინის ნატრიუმის ორივე რეჟიმი ექვივალენტური იყო სტანდარტული ჰეპარინით თერაპიისა მორეციდივე ვენური თრომბოემბოლიის (DVT და/ან PE) რისკის შესამცირებლად. ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ენოქსაპარინის ნატრიუმი 150სე/კგ (1.5 მგ/კგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

ენოქსაპარინის ნატრიუმი 100სე/კგ (1მგ/კგ) დღეში ორჯერ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

ჰეპარინ aPTT კორექტირებული ინტრავენური თერაპია n (%)

DVT პაციენტების საერთო რაოდენობა, PE-ით ან მის გარეშე

298 (100)

312 (100)

290 (100)

სულ VTE(%)

13 (4.4)*

9 (2.9)*

12 (4.1)

  • მხოლოდ DVT (%)

11 (3.7)

7 (2.2)

8 (2.8)

  • პროქსიმალური DVT (%)

9 (3.0)

6 (1.9)

7 (2.4)

  • PE (%)

2 (0.7)

2 (0.6)

4 (1.4)

VTE = ვენური თრომბოემბოლიური მოვლენა (DVT და/ან PE)

  • ტოტალური VTE მკურნალობის შემთხვევაში განსხვავებების 95%-იანი ნდობის ინტერვალები:
  • ენოქსაპარინის ნატრიუმი დღეში ერთხელ V ჰეპარინი (-3.0-დან 3.5-მდე)
  • ენოქსაპარინის ნატრიუმი ყოველ 12 საათში V ჰეპარინი (-4.2-დან 1.7-მდე).

ძლიერი სისხლდენა შესაბამისად იყო 1,7% ჯგუფში, რომელიც მკურნალობდა ენოქსაპარინის ნატრიუმით 150სე/კგ დოზით (1,5მგ/კგ) დღეში ერთხელ, 1.3% ჯგუფში, რომელიც მკურნალობდა ენოქსაპარინის ნატრიუმით 100სე/კგ დოზით (1მგ/კგ) ორჯერ დღეში და 2.1% ჰეპარინის ჯგუფში.

არასტაბილური სტენოკარდიისა და ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის (NSTEMI) მკურნალობა

დიდ მულტიცენტრულ კვლევაში მონაწილეობდა 3,171 პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა არასტაბილური სტენოკარდიის ან არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზა, და რომლებიც შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე აცეტილსალიცილის მჟავასთან (100-დან 325 მგ-მდე დღეში ერთხელ) ერთად ღებულობდა ენოქსაპარინის ნატრიუმს კანქვეშა ინექციის სახით დოზით 100სე/კგ (1მგ/კგ) ყოველ 12 საათში ერთხელ ან არაფრაქცირებულ ჰეპარინს ინტრავენურად aPTT- ის საფუძველზე. პაციენტები მკურნალობას გადიოდნენ საავადმყოფოში მინიმუმ 2 დღე და მაქსიმუმ 8 დღე კლინიკურ სტაბილიზაციამდე, რევასკულარიზაციის პროცედურების დაწყებამდე ან საავადმყოფოდან გაწერამდე. პაციენტებზე დაკვირვება გრძელდებოდა 30 დღე. ჰეპარინთან შედარებით, ენოქსაპარინის ნატრიუმმა მნიშვნელოვნად შეამცირა სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და სიკვდილის კომბინირებული შემთხვევები 19.8 -დან 16.6% -მდე (ფარდობითი რისკის შემცირება 16.2%) მე -14 დღეს. კომბინირებული შემთხვევების ეს შემცირება შენარჩუნდა 30 დღის შემდეგ (23.3%-დან 19.8%-მდე; ფარდობითი რისკის შემცირება იყო 15%).

ძლიერი სისხლდენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა, თუმცა სისხლდენა კანქვეშა ინექციის ადგილზე უფრო ხშირი იყო.

ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწავე მიოკარდიუმის ინფარქტის (STEMI) მკურნალობა

დიდ მულტიცენტრულ კვლევაში მონაწილე 20,479 პაციენტი STEMI-ით, რომელსაც შეეძლო ფიბრინოლიზური საშუალებების მიღება, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე იღებდა ენოქსაპარინის ნატრიუმის ერთჯერად დოზას 3,000სე (30მგ) ინტრავენური ბოლუსის სახით პლუს 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციის სახით, შემდეგ 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციის სახით ყოველ 12 საათში ან არაფრაქცირებულ ჰეპარინს ინტრავენურად aPTT-ის მიხედვით 48 საათის განმავლობაში. ყველა პაციენტი ასევე იღებდა აცეტილსალიცილის მჟავას მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზა კორექტირდა თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებისთვის და 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის. ენოქსაპარინის ნატრიუმის კანქვეშა ინექციებით მკურნალობა გაგრძელდა მაქსიმუმ 8 დღე ან საავადმყოფოდან გაწერამდე (რომელიც უფრო ადრე დადგა).

კვლევის განმავლობაში 4,716 პაციენტს, ანტითრომბული თერაპიის ფონზე, ჩაუტარდა პერკუტანული კორონარული ინტერვენცია. პაციენტები არ იღებდნენ დამატებით დოზებს, თუ ენოქსაპარინის ნატრიუმის ბოლო კანქვეშა ინექციიდან ბალონის გაბერვამდე გასული იყო 8 საათზე ნაკლები, ან იღებდნენ ენოქსაპარინის ნატრიუმის 30სე/კგ (0.3მგ/კგ) ბოლუსურ ინტრავენურ ინექციას თუ ბოლო კანქვეშა ინექციიდან ბალონის გაბერვამდე გასული იყო 8 საათზე მეტი.

ენოქსაპარინის ნატრიუმმა, არაფრაქცირებულ ჰეპარინთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი, კომბინირებული საბოლოო წერტილი, რომელიც მოიცავს მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივს და ნებისმიერი მიზეზით განპირობებულ ლეტალობას, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კვლევის დაწყებიდან 30 დღიანი დაკვირვების პერიოდში [9,9% ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფში, ხოლო 12.0% არაფრაქცირებული ჰეპარინის ჯგუფში] ფარდობითი რისკის შემცირება - 17 % (р<0,001).

ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობის სარგებელი, რომელიც აშკარა იყო ეფექტურობის რიგ შედეგებში, გამოჩნდა 48 საათის შემდეგ, როდესაც მორეციდივე მიოკარდიუმის ინფარქტის ფარდობითი რისკი შემცირდა 35%-ით არაფრაქცირებული ჰეპარინით მკურნალობასთან შედარებით (p<0.001).

ენოქსაპარინის ნატრიუმის უპირატესობა, პირველადი საბოლოო წერტილის მაჩვენებლის თვალსაზრისით, ეჭვგარეშე იყო ქვეჯგუფებისგან დამოუკიდებლად (ასაკი, სქესი, ინფარქტის ლოკალიზაცია, ანამნეზში დიაბეტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი, დანიშნული ფიბრინოლიზური საშუალების ტიპი და დროის შუალედი პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლინებასა და მკურნალობის დაწყებას შორის).

არაფრაქცირებულ ჰეპარინთან შედარებით, ენოქსაპარინის ნატრიუმმა მნიშვნელოვანი უპირატესობა აჩვენა როგორც პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ პერკუტანული კორონარული ინტერვენცია კვლევაში ჩართვიდან 30 დღის პერიოდში (ფარდობითი რისკის შემცირება - 23%), ასევე პაციენტებში, რომლებიც მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიოდნენ (ფარდობითი რისკის შემცირება - 15%, p=0.27ურთიერთქმედება).

კომბინირებული კრიტერიუმების (რომლებიც მოიცავდა ლეტალურ გამოსავალს, მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივს და ქალასშიდა სისხლჩაქცევას 30 დღემდე) სიხშირე, რითაც შეფასდა კლინიკური სარგებელი, მნიშვნელოვნად დაბალი იყო (p <0.0001) ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფში (10.1%) ჰეპარინის ჯგუფთან შედარებით (12.2%), რაც ნიშნავს ფარდობითი რისკის 17%-ით შემცირებას ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობის სასარგებლოდ.

30 დღემდე ძლიერი სისხლდენის გამოვლინების სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალი (p<0.0001) იყო ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფში (2,1%) ჰეპარინის ჯგუფთან (1,4 %) შედარებით. კუჭ-ნაწლავის მხრივ სისხლდენის სიხშირე უფრო მეტი იყო ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფში (0,5 %), ვიდრე ჰეპარინის ჯგუფში (0,1 %), მაშინ როცა ქალასშიდა სისხლჩაქცევების სიხშირე ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო (0,8% ენოქსაპარინის ნატრიუმის და 0,7% ჰეპარინის შემთხვევაში).

ენოქსაპარინის ნატრიუმის უპირატესობა, პირველადი საბოლოო წერტილის მაჩვენებლის თვალსაზრისით, რომელიც დაფიქსირდა პირველი 30 დღის განმავლობაში, შენარჩუნდა 12-თვიანი შემდგომი დაკვირვების პერიოდის განმავლობაში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ლიტერატურულ მონაცემებზე დაყრდნობით, ენოქსაპარინის ნატრიუმის 4,000სე (40მგ) გამოყენება ციროზით დაავადებულ პაციენტებში (Child-Pugh კლასი B-C) ​​უსაფრთხო და ეფექტურია პორტალური ვენების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს შეზღუდვებიც. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან ამ პაციენტებში სისხლდენის განვითარების რისკი მაღალია (იხილეთ 4.4. პუნქტი), ხოლო ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში (Child-Pugh კლასი A, B ან C) დოზის დასადგენად ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

ენოქსაპარინის ნატრიუმის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ფასდება ერთჯერადი და განმეორებითი კანქვეშა ინექციის და ერთჯერადი ინტრავენური ინექციის შემთხვევაში დოზების რეკომენდებულ დიაპაზონში სისხლის პლაზმაში ანტი-Ха-სა და ანტი-IIа-ს აქტივობის დროში ცვლილების მიხედვით. ანტი-Xa და ანტი-IIa-ს აქტივობის რაოდენობრივი განსაზღვრა განხორციელდა ვალიდირებული ამიდოლიზური მეთოდებით.

აბსორბცია

კანქვეშა ინექციის შემთხვევაში ენოქსაპარინის ნატრიუმის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა, ანტი-Xa აქტივობის საფუძველზე, შეადგენს დაახლოებით 100%-ს.

შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დოზა, შემადგენლობა და დოზირების სქემა.

პლაზმაში ანტი-Xa აქტივობის საშუალო მაქსიმალური დონე მიიღწევა კანქვეშა ინექციიდან 3-5 საათში და 2,000 სე, 4,000 სე, 100 სე/კგ და 150 სე/კგ (20 მგ, 40 მგ, 1 მგ/კგ და 1,5 მგ/კგ) დოზების ერთჯერადი კანქვეშა ინექციის შემთხვევაში შესაბამისად შეადგენს დაახლოებით 0.2, 0.4, 1.0 და 1.3 ანტი-Xa სე/მლ-ს.

ანტი-Xa -ს პირველი მაქსიმალური დონე - 1,16 სე/მლ (n=16) და ფარმაკოკინეტიკური მრუდქვეშა ფართის საშუალო მაჩვენებელი - 88% მიიღწევა 3,000სე (30მგ) ბოლუსური ინტრავენური ინექციით, შემდგომში ყოველ 12 საათში 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციებით. წონასწორული კონცენტრაციის მდგომარეობა მიიღწევა მკურნალობის მეორე დღეს.

ჯანმრთელ მოხალისეებში დღეში ერთხელ 4,000სე (40მგ) და დღეში ერთხელ 150სე/კგ (1.5 მგ/კგ) განმეორებითი კანქვეშა შეყვანისას, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა მეორე დღეს, ამასთან, საშუალო აქტივობა 15%-ით მაღალია, ვიდრე ერთჯერადად შეყვანისას. დღეში ორჯერ 100სე/კგ (1მგ/კგ)-ის კანქვეშ განმეორებითი შეყვანის შემდეგ, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა შეყვანიდან მე-3-4 დღეს, ხოლო საშუალო აქტივობა 65%-ით მაღალია, ვიდრე ერთჯერადად ინექციის დროს მიიღწეოდა, ხოლო მაქსიმალური და მინიმალური ანტი-Xa აქტივობა შესაბამისად შეადგენს 1,2 და 0,52 სე/მლ-ს.

ინექციის მოცულობა და დოზის კონცენტრაცია 100-200 მგ/მლ დიაპაზონში არ მოქმედებს ჯანმრთელ მოხალისეებში ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე.

დოზების რეკომენდებულ დიაპაზონში ენოქსაპარინის ნატრიუმის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია. მაჩვენებლების განსხვავება ერთეულ პაციენტებში და პაციენტებს შორის უმნიშვნელოა. განმეორებითი კანქვეშა ინექციის შემთხვევაში კუმულაცია არ ხდება.

კანქვეშა ინექციის შემთხვევაში პლაზმაში ანტი-IIa აქტივობა თითქმის 10-ჯერ დაბალია ვიდრე ანტი-Xa აქტივობა. ანტი-IIa აქტივობის საშუალო მაქსიმალური დონე მიიღწევა კანქვეშა ინექციიდან 3-4 საათში და დღეში ორჯერ 100სე/კგ (1მგ/კგ) დოზისა და დღეში ერთხელ 150სე/კგ (1,5მგ/კგ) დოზის განმეორებით შეყვანისას შესაბამისად შეადგენს 0,13 სე/მლ-სა და 0,19 სე/მლ -ს.

განაწილება

ენოქსაპარინის ნატრიუმის განაწილების მოცულობა ანტი-Xa აქტივობის მიხედვით შეადგენს დაახლოებით 4.3ლიტრს და თითქმის უტოლდება მოცირკულირე სისხლის მოცულობას.

ბიოტრანსფორმაცია

ენოქსაპარინის ნატრიუმი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში დესულფაციისა და/ან დეპოლიმერიზაციის გზით ძალზე დაბალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე დაბალმოლეკულურ ნივთიერებებად.

ორგანიზმიდან გამოყოფა

ენოქსაპარინის ნატრიუმი მიეკუთვნება დაბალი კლირენსის მქონე პრეპარატებს. 150სე (1.5 მგ/კგ) დოზის 6-საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ანტი-Xa აქტივობის მქონე ნივთიერებების პლაზმური კლირენსი საშუალოდ შეადგენდა 0.74 ლ/სთ-ს.

ელიმინაცია ერთფაზიანია, ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთჯერადი კანქვეშა ინექციის დროს შეადგენს 5 საათს და განმეორებითი დოზების შეყვანისას - 7 საათს.

ანტი-Xa აქტივობა პლაზმაში იზომება ენოქსაპარინის 40მგ დოზით დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციიდან 12 საათის განმავლობაში.

აქტიური მეტაბოლიტების თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს შეყვანილი დოზის დაახლოებით 10%-ს, ხოლო აქტიური და არააქტიური მეტაბოლიტების საერთო თირკმლისმიერი ექსკრეცია შეადგენს დოზის 40%-ს.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულები

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, თირკმლის ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოვლენილი ენოქსაპარინის ნატრიუმის კინეტიკური პროფილი არ განსხვავდება ახალგაზრდა პაციენტთა მონაცემებისგან.

თუმცა, ვინაიდან აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში აღინიშნება თირკმლის ფუნქციის ფიზიოლოგიური დაქვეითება, შესაბამისად ენოქსაპარინის ნატრიუმის ელიმინაცია შენელებულია (იხილეთ 4.2 და 4.4 პუნქტები).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

კვლევაში, რომელიც ჩატარდა ციროზით დაავადებულ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ენოქსაპარინს ნატრიუმს 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ, ანტი-Xa მაქსიმალური აქტივობის დაქვეითება უკავშირდებოდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმძიმის მატებას (შეფასებულია Child-Pugh კატეგორიების მიხედვით).

აღნიშნული დაქვეითება ძირითადად განპირობებული იყო ATIII დონის შემცირებით, ATIII-ის შემცირებული სინთეზის გამო ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დაფიქსირდა წრფივი კავშირი ანტი-Xa-ს პლაზმურ კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის წონასწორულ მდგომარეობაში, რაც მიუთითებს ენოქსაპარინის ნატრიუმის დაქვეითებულ …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში

სამკურნალო საშუალების დასახელება

პროდუქტის დასახელება

ჰემოქსა (HEMOXA)

გენერიული დასახელება

ენოქსაპარინის ნატრიუმის საინექციო ხსნარი USP 60მგ/0.6მლ

თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითო წინასწარ შევსებული შპრიცის შემადგენლობაში შედის:

ენოქსაპარინის ნატრიუმი USP ……60 მგ (ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან მიღებული)

6000 Anti-Xa სე-ს ექვივალენტი

საინექციო წყალი USP ………q.s.0.6მლ

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი (წინასწარ შევსებული შპრიცი)

კლინიკური მონაცემები

თერაპიული ჩვენებები

ვენური თრომბოემბოლიური დაავადებების პრევენცია, განსაკუთრებით ორთოპედიული ან ზოგადქირურგიული ოპერაციების, მათ შორის ონკოქირურგიის დროს.

ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია მწვავე დაავადებების, მათ შორის გულის უკმარისობის, სუნთქვის უკმარისობის ან მძიმე ინფექციების გამო წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში.

ვენური თრომბოემბოლიური დაავადების მკურნალობა, რომელიც ვლინდება ღრმა ვენების თრომბოზით, ფილტვის არტერიის ემბოლიით ან ორივეთი ერთად.

არასტაბილური სტენოკარდიისა და არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის (NQWMI) მკურნალობა ასპირინთან ერთად.

ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწავე მიოკარდიუმის ინფარქტის (STEMI) მკურნალობა, მათ შორის იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან სამედიცინო მკურნალობას ან შემდგომ პერკუტანულ კორონარულ ინტერვენციებს (PCI).

ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალურ სისხლის ნაკადში თრომბოზის წარმოქმნის პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია საშუალო და მაღალი რისკის მქონე ქირურგიულ პაციენტებში

პაციენტებში თრომბოემბოლიის განვითარების რისკი შეიძლება შეფასდეს დადასტურებული რისკის სტრატიფიკაციის მოდელის გამოყენებით.

თრომბოემბოლიის განვითარების საშუალო რისკის მქონე პაციენტებში ენოქსაპარინის ნატრიუმის რეკომენდებული დოზაა 2,000სე (20მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის (SC) სახით. 2,000სე დოზით (20მგ) ენოქსაპარინის ნატრიუმის წინასაოპერაციო შეყვანა (ოპერაციამდე 2 საათით ადრე) აღმოჩნდა ეფექტური და უსაფრთხო საშუალო რისკის ოპერაციების დროს.

საშუალო რისკის მქონე პაციენტებში ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 7-10 დღის განმავლობაში, მიუხედავად გამოჯანმრთელების მდგომარეობისა (მაგ., მობილობა). პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტს აღარ ექნება მობილობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ენოქსაპარინის ნატრიუმის რეკომენდებული დოზაა 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით, სასურველია ოპერაციამდე 12 საათით ადრე. თუ საჭიროა ენოქსაპარინის ნატრიუმის პრეოპერაციული პროფილაქტიკის დაწყება 12 საათზე ადრე (მაგალითად, მაღალი რისკის მქონე პაციენტში, რომელიც ელოდება სხვა ორთოპედიულ ოპერაციას), ბოლო ინექცია უნდა გაკეთდეს ოპერაციამდე არაუგვიანეს 12 საათისა და აგრეთვე ოპერაციიდან 12 საათის შემდეგ.

პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ სერიოზული ორთოპედიული ოპერაცია, რეკომენდებულია თრომბოპროფილაქტიკის გახანგრძლივება 5 კვირამდე.

ვენური თრომბოემბოლიის (VTE) განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იკეთებენ მუცლის ან მენჯის ორგანოებზე ოპერაციას კიბოს გამო, რეკომენდებულია თრომბოპროფილაქტიკის გახანგრძლივება 4 კვირამდე.

ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია თერაპიულ პაციენტებში

ენოქსაპარინის ნატრიუმის რეკომენდებული დოზაა 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით. ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 6-14 დღის განმავლობაში, მიუხედავად გამოჯანმრთელების მდგომარეობისა (მაგ., მობილობა). სარგებელი არ არის დადგენილი 14 დღეზე მეტი ხანგრძლივობის მკურნალობისას.

ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის არტერიის ემბოლიის (PE) მკურნალობა

ენოქსაპარინის ნატრიუმის შეყვანა შესაძლებელია კანქვეშა ინექციის სახით დღე-ღამეში ერთხელ 150სე/კგ (1.5მგ/კგ) ან დღეღამეში ორჯერ 100სე/კგ (1მგ/კგ) დოზით.

მკურნალობის რეჟიმი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ თრომბოემბოლიის და სისხლდენის რისკების შეფასების საფუძველზე. დღეში ერთხელ 150სე/კგ (1.5მგ/კგ) დოზა გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ გართულებები და როცა VTE-ის რეციდივის განვითარების რისკი დაბალია. დღეში ორჯერ 100სე/კგ (1მგ/კგ) დოზის გამოყენება რეკომენდებულია ყველა სხვა პაციენტში, რომელთაც აღენიშნებათ სიმსუქნე, სიმპტომური PE, კიბო, მორეციდივე VTE ან პროქსიმალური ვენების თრომბოზი.

ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობა ინიშნება საშუალოდ 10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს პერორალური ანტიკოაგულანტული თერაპია (იხილეთ „ენოქსაპარინის ნატრიუმიდან პერორალურ ანტიკოაგულანტებზე გადასვლა“ 4.2 პუნქტის ბოლოს).

ჰემოდიალიზის დროს თრომბოზის წარმოქმნის პროფილაქტიკა

რეკომენდებული დოზაა 100 სე/კგ (1მგ/კგ) ენოქსაპარინის ნატრიუმი.

სისხლდენის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს 50სე/კგ-მდე (0,5 მგ/კგ) სისხლძარღვში ორმაგი შესასვლელის ან 75სე/კგ-მდე (0,75მგ/კგ) სისხლძარღვში ერთი შესასვლელის შემთხვევაში.

ჰემოდიალიზის დროს, ენოქსაპარინის ნატრიუმი შეიყვანება სისტემის არტერიის კათეტერში დიალიზის პროცედურის დაწყებისას. ამ დოზის ეფექტი ჩვეულებრივ საკმარისია 4-საათიანი პროცედურისთვის; თუმცა, ფიბრინის წარმოქმნის შემთხვევაში, მაგალითად, ჩვეულებრივზე ხანგრძლივი პროცედურის შემდეგ, შეიძლება დაინიშნოს დამატებითი დოზა 50სე-დან 100 სე/კგ-მდე (0,5-დან 1 მგ/კგ-მდე).

არ არსებობს მონაცემები იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც იყენებდნენ ენოქსაპარინის ნატრიუმს პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნებისთვის, აგრეთვე ჰემოდიალიზის პროცედურების დროს.

მწვავე კორონარული სინდრომი: არასტაბილური სტენოკარდიის, NSTEMI-სა და მწავე STEMI-ს მკურნალობა

არასტაბილური სტენოკარდიისა და NSTEMI-ის სამკურნალოდ, ენოქსაპარინის ნატრიუმის რეკომენდებული დოზაა 100სე/კგ (1მგ/კგ) ყოველ 12 საათში კანქვეშა ინექციის სახით ანტითრომბოციტულ მკურნალობასთან ერთად. მკურნალობა ინიშნება მინიმუმ 2 დღის განმავლობაში და გრძელდება კლინიკური მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. როგორც წესი, მკურნალობის კურსი გრძელდება 2-დან 8 -დღემდე.

აცეტილსალიცილის მჟავა რეკომენდირებულია ყველა პაციენტისთვის უკუჩვენებების გარეშე 150-300მგ საწყისი პერორალური დოზით (პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას) და 75-325 მგ/დღეში შემანარჩუნებელი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მიუხედავად მკურნალობის სტრატეგიისა.

მწვავე STEMI-ის სამკურნალოდ, ენოქსაპარინის ნატრიუმის რეკომენდებული დოზაა ერთჯერადი ინტრავენური (IV) ბოლუსი 3,000სე (30მგ) პლუს 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციის სახით, შემდეგ 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციის სახით ყოველ 12 საათში (მაქსიმუმ 10,000სე (100მგ) ყოველი პირველი ორი SC დოზისთვის). შესაბამისი ანტითრომბოციტული თერაპია, როგორიცაა პერორალურად აცეტილსალიცილის მჟავის (75 მგ-დან 325 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ) მიღება ერთდროულად უნდა დაინიშნოს, თუ უკუჩვენება არ არის. რეკომენდირებულია მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 8 დღე ან საავადმყოფოდან გაწერამდე, რომელიც უფრო ადრე დადგება.

თრომბოლიზურ საშუალებებთან (ფიბრინ-სპეციფიკური ან ფიბრინ-არასპეციფიკური) ერთად გამოყენებისას ენოქსაპარინის ნატრიუმი უნდა გაკეთდეს ფიბრინოლიზური თერაპიის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და 30 წუთის შემდეგ.

≥ 75 წლის ასაკის პაციენტებში დოზირების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი „ხანდაზმულები“.

პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ PCI, თუ ენოქსაპარინის ნატრიუმის SC-ის ბოლო დოზა შეყვანილი იყო ბალონის გაბერვამდე 8 საათით ადრე, დამატებითი დოზა არ არის საჭირო. თუ ბოლო კანქვეშა ინექცია გაკეთდა ბალონის გაბერვამდე 8 საათით ადრე, რეკომენდებულია ენოქსაპარინის ნატრიუმის ინტრავენური ბოლუსი 30სე/კგ (0.3მგ/კგ).

ხანდაზმულები

ყველა ჩვენების შემთხვევაში, გარდა STEMI-ისა, დოზის შემცირება საჭირო არ არის ხანდაზმულ პაციენტებში, გარდა თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევებისა (იხილეთ „თირკმლის ფუნქციის დარღვევა“ და 4.4. პუნქტი).

მწვავე STEMI-ის სამკურნალოდ ≥75 წლის ასაკის პაციენტებში, საწყისი ინტრავენური ბოლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული. დაიწყეთ 75სე/კგ (0,75მგ/კგ) SC ყოველ 12 საათში (მაქსიმუმ 7500სე (75მგ) მხოლოდ პირველი ორი SC დოზისთვის, შემდეგ 75სე/კგ (0,75მგ/კგ) SC დარჩენილი დოზებისთვის). თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ „თირკმლის ფუნქციის დარღვევა“ და 4.4. პუნქტი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

არასაკმარისი მონაცემების გამო განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო (იხილეთ 4.4. პუნქტი) ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხილეთ 5.1. და 5.2. პუნქტები).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (იხილეთ 4.4. და 5.2. პუნქტები).

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა

ენოქსაპარინის ნატრიუმი არ არის რეკომენდებული თირკმელების დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი <15მლ/წთ) ამ პოპულაციაში არასაკმარისი მონაცემების გამო, ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალურ მიმოქცევაში თრომბის წარმოქმნის პრევენციის გარეშე.

დოზირების ცხრილი თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი [15-30] მლ/წთ):

ჩვენება

დოზირების რეჟიმი

ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია

2,000სე (20მგ) კანქვეშა ინექციის სახით დღეში ერთხელ

ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის არტერიის ემბოლიის (PE) მკურნალობა

100სე/კგ (1მგ/კგ) სხეულის მასაზე კანქვეშა ინექციის სახით დღეში ერთხელ

არასტაბილური სტენოკარდიისა და NSTEMI-ის მკურნალობა

100სე/კგ (1მგ/კგ) სხეულის მასაზე კანქვეშა ინექციის სახით დღეში ერთხელ

მწავე STEMI-ის მკურნალობა (75 წლამდე ასაკის პაციენტები)

1x 3,000სე (30მგ) IV ბოლუსი პლუს 100სე/კგ (1 მგ/კგ) სხეულის მასაზე კანქვეშა ინექციის სახით, ხოლო შემდეგ 100 სე/კგ (1 მგ/კგ) სხეულის მასაზე კანქვეშა ინექციის სახით ყოველ 24 საათში

მწავე STEMI-ის მკურნალობა (75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები)

საწყისი IV ბოლუსის გარეშე, 100სე/კგ (1მგ/კგ) სხეულის მასაზე კანქვეშა ინექციის სახით, ხოლო შემდეგ 100სე/კგ (1მგ/კგ) სხეულის მასაზე კანქვეშა ინექციის სახით ყოველ 24 საათში

რეკომენდებული დოზის კორექცია არ ვრცელდება ჰემოდიალიზის ჩვენებაზე.

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევები

მიუხედავად იმისა, რომ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80მლ/წთ) და საშუალო (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული, საჭიროა ფრთხილი კლინიკური მონიტორინგი.

მიღების წესი

არ არის რეკომენდებული ენოქსაპარინის ნატრიუმის საინექციო ხსნარის USP 60მგ/0.6მლ ინტრამუსკულარული შეყვანა.

ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის, DVT-სა და PE-ს მკურნალობის, არასტაბილური სტენოკარდიის და NSTEMI-ის მკურნალობის მიზნებისთვის, ენოქსაპარინის ნატრიუმი ინიშნება კანქვეშა ინექციის სახით.

მწვავე STEMI-ის შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი ინტრავენური ბოლუსური ინექციით, რასაც მაშინვე მოჰყვება კანქვეშა ინექცია.

ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალურ მიმოქცევაში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, იგი შეიყვანება დიალიზის სისტემის არტერიის კათეტერით.

წინასწარ შევსებული ერთჯერადი შპრიცი მზადაა გამოყენებისთვის.

ამპულების ან მრავალდოზიანი ფლაკონების გამოყენებისას, რეკომენდებულია ტუბერკულინის შპრიცის ან მისი ეკვივალენტის გამოყენება, რათა უზრუნველყოფილი იყოს პრეპარატის შესაბამისი მოცულობის ამოღება.

კანქვეშა ინექციის შესრულების ტექნიკა:

ინექცია სასურველია გაკეთდეს მწოლიარე პაციენტზე. ენოქსაპარინის ნატრიუმის კანქვეშა ინექცია კეთდება შედარებით ღრმად.

არ გამოდევნოთ ჰაერის ბუშტუკები შპრიციდან ინექციამდე, რათა თავიდან აიცილოთ წამლის დაკარგვა წინასწარ შევსებული შპრიცების გამოყენებისას. თუ საჭიროა საინექციო წამლის ოდენობის კორექტირება პაციენტის სხეულის წონის მიხედვით, გამოიყენეთ გრადუირებული წინასწარ შევსებული შპრიცები საჭირო მოცულობის მისაღებად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია ზუსტი დოზის მიღება შპრიცზე აღნიშნული დანაყოფების გამო, ამ შემთხვევაში მოცულობა უნდა დამრგვალდეს უახლოეს დანაყოფამდე.

ინექცია კეთდება მუცლის წინა ან უკანა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა მხარის მონაცვლეობით.

ხელის საჩვენებელი და ცერა თითებით ინექციის ადგილზე კანი მოანაოჭეთ, შეიყვანეთ ნემსი მთელ სიგრძეზე კანში. ნაოჭი არ გაასწოროთ ინექციის დამთავრებამდე. არ დაზილოთ ინექციის ადგილი.

შენიშვნა: წინასწარ შევსებული შპრიცები, რომლებიც აღჭურვილია უსაფრთხოების ავტომატური სისტემით: უსაფრთხოების სისტემა აქტიურდება ინექციის ბოლოს (იხილეთ 6.6. პუნქტში მოცემული ინსტრუქციები).

ინექციის დამოუკიდებლად გაკეთების შემთხვევაში დაიცავით აღნიშნული პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებები.

ინტრავენური (ბოლუსური) ინექცია (მხოლოდ მწვავე STEMI-ის ჩვენების დროს):

მწვავე STEMI-ის შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი ინტრავენური ბოლუსური ინექციით, რასაც მაშინვე მოჰყვება კანქვეშა ინექცია.

ინტრავენური ინექციისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალდოზიანი ფლაკონი ან წინასწარ შევსებული შპრიცი.

ენოქსაპარინის ნატრიუმი კეთდება ინტრავენური კათეტერის მეშვეობით. არ შეიძლება მისი შერევა ან ერთდროულად მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ენოქსაპარინის ნატრიუმის შესაძლო შერევის თავიდან აცილების მიზნით, შერჩეული ინტრავენური ინექციის ადგილი კარგად უნდა გაიწმინდოს ფიზიოლოგიური ხსნარით ან დექსტროზის ხსნარით ენოქსაპარინის ნატრიუმის ინტრავენურ ბოლუსური ინექციის გაკეთებამდე და მის შემდეგ ინექციის ადგილის გასასუფთავებლად.

ენოქსაპარინის ნატრიუმის უსაფრთხოდ შეყვანა შესაძლებელია ფიზიოლოგიურ ხსნართან (0.9%) ან 5% დექსტროზის ხსნართან ერთად.

საწყისი ბოლუსური დოზა 3,000 სე (30 მგ)

საწყისი 3,000სე (30მგ) ბოლუსური დოზის შემთხვევაში, ენოქსაპარინის ნატრიუმით წინასწარ შევსებული გრადუირებული შპრიცის გამოყენებით, გამოდევნეთ ჭარბი მოცულობა ისე, რომ მხოლოდ 3,000სე (30მგ) დარჩეს შპრიცში. შემდეგ 3,000სე (30მგ) დოზა შეიძლება შეიყვანოთ პირდაპირ IV მილში.

დამატებითი ბოლუსი PCI-ის შემთხვევაში, თუ ბოლო კანქვეშა ინექციიდან ბალონის გაბერვამდე გასულია 8 საათზე მეტი

პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ PCI, დამატებითი ინტრავენური ბოლუსი 30სე/კგ (0.3მგ/კგ) უნდა დაენიშნოთ, თუ ბოლო კანქვეშა ინექციიდან ბალონის გაბერვამდე გასულია 8 საათზე მეტი.

მცირე მოცულობის შეყვანის სიზუსტის უზრუნველსაყოფად, რეკომენდებულია პრეპარატის განზავება 300სე/მლ-მდე (3 მგ/მლ).

300სე/მლ (3მგ/მლ) ხსნარის მოსამზადებლად 6,000სე (60მგ) ენოქსაპარინის ნატრიუმის წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებით, რეკომენდირებულია გამოიყენოთ 50მლ საინფუზიო ტომარა (ანუ ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარი (0.9%) ან 5% დექსტროზის ხსნარი) შემდეგნაირად:

საინფუზიო ტომარადან შპრიცით ამოიღეთ 30მლ და გადაღვარეთ სითხე. შეიყვანეთ 6,000სე (60მგ) ენოქსაპარინის ნატრიუმით წინასწარ შევსებული შპრიცის მთელი შიგთავსი ტომარაში დარჩენილ 20მლ-ში. ფრთხილად აურიეთ. შპრიცით ამოიღეთ განზავებული ხსნარის საჭირო მოცულობა IV კათეტერში შესაყვანად.

განზავების შემდეგ, საინექციო მოცულობა შეიძლება გამოითვალოს შემდეგი ფორმულის გამოყენებით [განზავებული ხსნარის მოცულობა (მლ) = პაციენტის წონა (კგ) x 0,1] ან ქვემოთ მოცემული ცხრილის გამოყენებით. რეკომენდებულია ხსნარის მომზადება უშუალოდ გამოყენების წინ.

განზავების შემდეგ IV კათეტერით შესაყვანი მოცულობა არის 300 სე (3 მგ)/მლ.

წონა

საჭირო დოზა

30 სე/კგ/(0.3 მგ/კგ)

საინექციო მოცულობა, გაზავებული საბოლოო კონცენტრაციამდე 300 სე (3 მგ)/მლ

[კგ]

სე

[მგ]

[მლ]

45

1350

  • 5
  • 5

50

1500

15

5

55

1650

  • 5
  • 5

60

1800

18

6

65

1950

  • 5
  • 5

70

2100

21

7

75

2250

  • 5
  • 5

80

2400

24

8

85

2550

  • 5
  • 5

90

2700

27

9

95

2850

  • 5
  • 5

100

3000

30

10

105

3150

  • 5
  • 5

110

3300

33

11

115

3450

  • 5
  • 5

120

3600

36

12

125

3750

  • 5
  • 5

130

3900

39

13

135

4050

  • 5
  • 5

140

4200

42

14

145

4350

  • 5
  • 5

150

4500

45

15

ინექცია არტერიის კათეტერით:

კეთდება დიალიზის სისტემის არტერიის კათეტერით, ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალურ მიმოქცევაში თრომბის წარმოქმნის პრევენციის მიზნით.

ენოქსაპარინის ნატრიუმიდან პერორალურ ანტიკოაგულანტებზე გადასვლა

ენოქსაპარინის ნატრიუმიდან K ვიტამინის ანტაგონისტებზე (VKA) გადასვლა

აუცილებელია კლინიკური მონიტორინგისა და ლაბორატორიული კვლევების [პროთრომბინის დრო გამოხატული საერთაშორისო ნორმალიზებული ფარდობით (INR)] ხშირად ჩატარება VKA-ს ეფექტის მონიტორინგისთვის.

ვინაიდან VKA-ს მაქსიმალური ეფექტის მიღწევამდე არის გარკვეული ინტერვალი, ენოქსაპარინის ნატრიუმით თერაპია უნდა გაგრძელდეს მუდმივი დოზით საჭირო ხანგრძლივობით, რათა შევინარჩუნოთ INR სასურველ თერაპიულ დიაპაზონში ზედიზედ ორ კვლევაში.

პაციენტებმა, რომლებიც ამჟამად იღებენ VKA-ს, უნდა შეწყვიტონ VKA-ს მიღება და მიიღონ ენოქსაპარინის ნატრიუმის პირველი დოზა, როდესაც INR ჩამოსცდება თერაპიულ დიაპაზონს.

ენოქსაპარინის ნატრიუმიდან პირდაპირი მოქმედების პერორალურ ანტიკოაგულანტებზე (DOAC) გადასვლა

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ენოქსაპარინს, უნდა შეწყვიტონ ენოქსაპარინის ნატრიუმის მიღება და დაიწყონ DOAC-ის მიღება ენოქსაპარინის ნატრიუმის მომდევნო დაგეგმილ მიღებამდე 0-2 საათით ადრე, როგორც მითითებულია DOAC ეტიკეტზე.

იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ DOAC-ს, ენოქსაპარინის ნატრიუმის პირველი დოზა უნდა დაინიშნოს DOAC-ის შემდეგი დოზის მიღების დროს.

სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ან ლუმბალური პუნქციის დროს გამოყენება

თუ ექიმი გადაწყვეტს დანიშნოს ანტიკოაგულანტები ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ან ლუმბალური პუნქციის ფონზე, რეკომენდირებულია ინტენსიური ნევროლოგიური მონიტორინგი ნეიროაქსიალური ჰემატომების განვითარების რისკის გამო (იხილეთ 4.4. პუნქტი).

პროფილაქტიკური დოზებით

ენოქსაპარინის ნატრიუმის პროფილაქტიკური დოზის ბოლო ინექციასა და ნემსის ან კათეტერის ჩადგმას შორის დაცული უნდა იყოს სულ მცირე 12 საათიანი ინტერვალი პუნქციის გარეშე.

უწყვეტი ტექნიკისთვის, კათეტერის ამოღებამდეც უნდა გავიდეს მინიმუმ 12 საათი.

პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი [15-30] მლ/წთ-ს შეადგენს, გაითვალისწიეთ პუნქციას/კათეტერის ჩადგმას ან ამოღებას შორის ინტერვალის 24 საათამდე გაორმაგება.

ენოქსაპარინის ნატრიუმის შეყვანა 2,000 სე დოზით (20 მგ) ოპერაციამდე 2 საათით ადრე არ არის თავსებადი ნეიროაქსიალურ ანესთეზიასთან.

სამკურნალო დოზებით

ენოქსაპარინის ნატრიუმის სამკურნალო დოზით ინექციასა და ნემსის ან კათეტერის ჩადგმას შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ 24 საათიანი ინტერვალი პუნქციის გარეშე (იხილეთ აგრეთვე 4.3. პუნქტი).

უწყვეტი ტექნიკისთვის, კათეტერის ამოღებამდე დაცული უნდა იყოს მსგავსი 24 საათიანი შუალედი.

პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი [15-30] მლ/წთ-ს შეადგენს, გაითვალისწიეთ პუნქციას/კათეტერის ჩადგმას ან ამოღებას შორის ინტერვალის 48 საათამდე გაორმაგება.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ორმაგ სადღეღმისო დოზებს (ანუ 75სე/კგ (0.75მგ/კგ) ორჯერ დღეში ან 100სე/კგ (1მგ/კგ) ორჯერ დღეში) უნდა გამოტოვონ ენოქსაპარინის ნატრიუმის მეორე დოზა კათეტერის ჩადგმას ან ამოღებას შორის საკმარისი ინტერვალის დასაცავად.

ანტი-Xa დონე კვლავ ისაზღვრება ამ დროს, და ეს გადავადება არ არის ნეიროაქსიალური ჰემატომის თავიდან აცილების გარანტია.

ანალოგიურად, არ გამოიყენოთ ენოქსაპარინის ნატრიუმი სულ მცირე 4 საათის განმავლობაში სპინალური/ეპიდურული პუნქციის შემდეგ ან კათეტერის მოხსნის შემდეგ. შეყოვნება უნდა ეფუძნებოდეს სარგებლისა და დაკავშირებული რისკის შეფასებას, როგორც თრომბოზის, ასევე სისხლდენის რისკების გათვალისწინებით, პროცედურისა და პაციენტის რისკ-ფაქტორების მხედველობაში მიღებით.

უკუჩვენებები

ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:

მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინის ნატრიუმის, ჰეპარინის ან მისი წარმოებულების, მათ შორის სხვა დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის (LMWH) ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ანამნეზში ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HIT) ბოლო 100 დღის განმავლობაში ან მოცირკულირე ანტისხეულების არსებობა (იხილეთ აგრეთვე 4.4. პუნქტი);

აქტიური კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა და სისხლდენის მაღალი რისკი, მათ შორის ბოლო დროს გადატანილი ჰემორაგიული ინსულტი, კუჭ-ნაწლავის წყლული, ავთვისებიანი სიმსივნე სისხლდენის მაღალი რისკით, ბოლო დროს გაკეთებული ოპერაცია თავის ტვინზე, ხერხემალზე ან თვალზე, საეჭვო ან დადასტურებული საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, არტერიოვენური მალფორმაციები, სისხლძარღვთა ანევრიზმები ან ინტრასპინალური ან ინტრაცერებრალური სისხლძარღვთა ანომალიები;

სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია ან ადგილობრივი ან რეგიონული ანესთეზია, თუ ენოქსაპარინის ნატრიუმი გამოიყენება სამკურნალოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში (იხილეთ 4.4 პუნქტი).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ზოგადი

ენოქსაპარინის ნატრიუმი არ უნდა ჩანაცვლდეს (ერთეული ერთეულზე) სხვა LMWH–ებთან. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან წარმოების პროცესით, მოლეკულური წონით, სპეციფიური ანტი-Xa და ანტი-IIa აქტივობით, საზომი ერთეულებით, დოზებით, კლინიკური ეფექტურობითა და უსაფრთხოებით. ეს იწვევს განსხვავებებს ფარმაკოკინეტიკასა და მასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ აქტივობაში (მაგ. ანტითრომბინის მოქმედება და თრომბოციტების ურთიერთქმედება). ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და თითოეული სამკურნალო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის დაცვა.

ანამნეზში HIT (>100 დღე)

ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HIT) ბოლო 100 დღის განმავლობაში ან მოცირკულირე ანტისხეულების არსებობა (იხილეთ 4.3. პუნქტი). მოცირკულირე ანტისხეულები შეიძლება რამდენიმე წელი შენარჩუნდეს.

ენოქსაპარინის ნატრიუმი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში (>100 დღე) აღენიშნებათ ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია მოცირკულირე ანტისხეულების გარეშე. გადაწყვეტილება ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენებაზე ამ შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული მხოლოდ სარგებლისა და რისკების კარგად შეფასებისა და არაჰეპარინული ალტერნატიული მკურნალობის (მაგალითად, დანაპაროიდი ან ლეპირუდინი) განხილვის შემდეგ.

თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი

ანტისხეულებით გამოწვეული HIT-ის რისკი ასევე არსებობს LMWH-ის გამოყენებასთან დაკავშირებით. თრომბოციტოპენია ჩვეულებრივ ვითარდება ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობის დაწყებიდან მეხუთე და ოცდამეერთე დღეს შორის პერიოდში.

HIT-ის განვითარების რისკი უფრო მაღალია პოსტოპერაციულ პაციენტებში და ძირითადად გულის ოპერაციის შემდეგ, ასევე კიბოს მქონე პაციენტებში.

აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი ენოქსაპარინის ნატრიუმით თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ, რეგულარულად, მკურნალობის განმავლობაში.

HIT–ის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების (არტერიული და/ან ვენური თრომბოემბოლიის ნებისმიერი ახალი ეპიზოდი, კანის ნებისმიერი სახის მტკივნეული დაზიანება ინექციის ადგილზე, ნებისმიერი ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქცია მკურნალობაზე) არსებობისას, უნდა შეფასდეს თრომბოციტების რაოდენობა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი აღნიშნული სიმპტომების შესახებ, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში მათ უნდა მიმართონ თავიანთ პირველადი ჯანდაცვის ექიმს.

თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი დაქვეითების (საწყისი მაჩვენებლის 30-50 %) შემთხვევაში, ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტი უნდა გადავიდეს სხვა არაჰეპარინული ანტიკოაგულანტებით მკურნალობაზე.

ჰემორაგია

სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს სისხლდენა ნებისმიერ ადგილზე. სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, უნდა დადგინდეს სისხლდენის მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ენოქსაპარინის ნატრიუმი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტული თერაპიის დროს, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სისხლდენის გაზრდილი რისკის შემთხვევაში, როგორიცაა:

ჰემოსტაზის დარღვევა,

ანამნეზში პეპტიური წყლული,

ბოლო დროს გადატანილი იშემიური ინსულტი,

მწვავე არტერიული ჰიპერტენზია,

ბოლო დროს გადატანილი დიაბეტური რეტინოპათია,

ნეიროქირურგიული ან თვალის ოპერაცია,

ჰემოსტაზზე მოქმედი მედიკამენტების ერთდროული გამოყენება (იხილეთ 4.5 პუნქტი).

ლაბორატორიული კვლევები

ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის გამოყენებული დოზებით, ენოქსაპარინის ნატრიუმი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს სისხლდენის დროზე და სისხლის ზოგად კოაგულაციაზე და არ ახდენს გავლენას თრომბოციტების აგრეგაციაზე ან ფიბრინოგენის შეკავშირებაზე თრომბოციტებთან.

უფრო დიდი დოზებით გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის (aPTT) და აქტივირებული შედედების დროის (ACT) ზრდა. aPTT-ისა და ACT-ის გახანგრძლივება არ არის პირდაპირ კავშირში ენოქსაპარინის ნატრიუმის ანტითრომბოზული აქტივობის მატებასთან და, შესაბამისად, გამოუსადეგარი და არასაიმედოა ენოქსაპარინის ნატრიუმის აქტივობის მონიტორინგისთვის.

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია არ უნდა ჩატარდეს ენოქსაპარინის ნატრიუმის თერაპიული დოზების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში (იხილეთ აგრეთვე 4.3. პუნქტი).

ენოქსაპარინის ნატრიუმისა და სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ან სპინალური პუნქციის პროცედურების ერთდროული გამოყენების შედეგად დაფიქსირდა ნეიროაქსიალური ჰემატომების შემთხვევები, რამაც გამოიწვია ხანგრძლივი ან მუდმივი დამბლა. აღნიშნული მოვლენები იშვიათია ენოქსაპარინის ნატრიუმის 4,000სე (40მგ) ან უფრო დაბალი დოზით დღე-ღამეში გამოყენებისას. ამ გართულებების რისკი უფრო მაღალია პოსტოპერაციული მუდმივი ეპიდურული კათეტერების გამოყენებისას, იმ დამატებით პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰემოსტაზზე, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID), ტრავმული ან განმეორებითი ეპიდურული ან სპინალური პუნქციის დროს, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ხერხემლის ოპერაცია ან ხერხემლის დეფორმაცია.

ენოქსაპარინის ნატრიუმის და ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ან სპინალური პუნქციის ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლდენის პოტენციური რისკის შესამცირებლად, გასათვალისწინებელია ენოქსაპარინის ნატრიუმის ფარმაკოკინეტიკური პროფილი (იხილეთ 5.2. პუნქტი). ეპიდურული კათეტერის ჩადგმა ან ამოღება ან ლუმბალური პუნქცია საუკეთესოდ ხორციელდება მაშინ, როდესაც ენოქსაპარინის ნატრიუმის ანტიკოაგულაციური ეფექტი დაბალია; თუმცა, თითოეულ პაციენტში საკმარისად დაბალი ანტიკოაგულაციური ეფექტის მიღწევის ზუსტი დრო უცნობია. პაციენტებისთვის, რომელთა კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ-ს შეადგენს, საჭიროა დამატებითი რეკომენდაციები, ვინაიდან ენოქსაპარინის ნატრიუმის ელიმინაცია უფრო ხანგრძლივია (იხილეთ 4.2. პუნქტი).

თუ ექიმი გადაწყვეტს დანიშნოს ანტიკოაგულანტები ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ან ლუმბალური პუნქციის ფონზე, უნდა ჩატარდეს ხშირი მონიტორინგი ნევროლოგიური დარღვევების ნებისმიერი ნიშნისა და სიმპტომის გამოვლენის მიზნით, როგორიცაა ზურგის ტკივილი, კიდურების სენსორული და მოტორული დეფიციტი (ქვედა კიდურების დაბუჟება ან სისუსტე), ნაწლავის და/ან შარდის ბუშტის დისფუნქცია. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს რომელიმე ზემოთ აღნიშნული ნიშანის ან სიმპტომის განვითარების შემთხვევაში. სპინალური ჰემატომის ნიშნებზე ან სიმპტომებზე ეჭვის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათ შორის ზურგის ტვინის დეკომპრესიის გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა მკურნალობამ შეიძლება ვერ შეაჩეროს ან შეცვალოს ნევროლოგიური გართულებები.

კანის ნეკროზი/კანის ვასკულიტი

LMWH-ის გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა კანის ნეკროზისა და კანის ვასკულიტის შემთხვევები, რა დროსაც აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებელი შეწყვეტა.

პერკუტანული კორონარული რევასკულარიზაციის პროცედურები

არასტაბილური სტენოკარდიის, NSTEMI-ისა და მწვავე STEMI-ის მკურნალობის დროს სისხლძარღვთა ინსტრუმენტებით სისხლდენის რისკის მინიმალიზაციისთვის, ზუსტად დაიცავით ენოქსაპარინის ნატრიუმის ინექციის დოზებს შორის რეკომენდებული ინტერვალები. მნიშვნელოვანია ჰემოსტაზის მიღწევა პუნქციის ადგილზე PCI-ის შემდეგ. დახურვის მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში, გარსი (sheath) შეიძლება დაუყოვნებლივ მოიხსნას. კომპრესიის მანუალური მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, გარსი უნდა მოიხსნას ენოქსაპარინის ნატრიუმის ბოლო IV/SC ინექციიდან 6 საათის შემდეგ. თუ ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობა გაგრძელდება, შემდეგი დაგეგმილი დოზა უნდა დაინიშნოს გარსის მოცილებიდან არა უადრეს 6-8 საათისა. პროცედურის ადგილი უნდა დათვალიერდეს სისხლდენის ან ჰემატომის წარმოქმნის ნიშნების გამოსავლენად.

მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი

ჰეპარინის გამოყენება ზოგადად არ არის რეკომენდებული მწვავე ინფექციური ენდოკარდიტის მქონე პაციენტებში ცერებრალური სისხლდენის რისკის გამო. ამ შემთხვევაში გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ინდივიდუალურად, სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე.

გულის მექანიკური ხელოვნური სარქველები

ენოქსაპარინის ნატრიუმის თრომბოპროფილაქტიკისთვის გამოყენება კარგად შესწავლილი არ არის გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე პაციენტებში. გულის ხელოვნური სარქველის თრომბოზის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ენოქსაპარინის ნატრიუმს თრომბოპროფილაქტიკის მიზნით. სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის ძირითადი დაავადება და არასაკმარისი კლინიკური მონაცემები, ზღუდავს ამ შემთხვევების შეფასებას. ზოგიერთი ეს შემთხვევა დაფიქსირდა ორსულ ქალებში, რომლებშიც თრომბოზმა გამოიწვია დედისა და ნაყოფის სიკვდილი.

ორსული ქალები გულის მექანიკური ხელოვნური სარქველებით

თრომბოპროფილაქტიკის მიზნით ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენება ორსულ ქალებში, რომლებსაც აქვთ გულის მექანიკური ხელოვნური სარქველები, კარგად არ არის შესწავლილი. გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, თრომბოემბოლიის რისკის შემცირების მიზნით ენოქსაპარინის ნატრიუმის (100 სე/კგ (1 მგ/კგ) დღეში ორჯერ) გამოყენების შედეგად 8 ქალიდან 2 -ს განუვითარდა თრომბი, რამაც გამოიწვია სარქვლის ბლოკირება და დედისა და ნაყოფის სიკვდილი. გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებში, თრომბოპროფილაქტიკისთვის ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენებისას, დაფიქსირდა სარქვლის თრომბოზის განვითარების ცალკეული პოსტმარკეტინგული შემთხვევები. გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებში შეიძლება უფრო მაღალი იყოს თრომბოემბოლიის განვითარების რისკი.

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში პროფილაქტიკური დოზების გამოყენებისას არ აღინიშნება სისხლდენის მომატებული ტენდენცია. ხანდაზმულ პაციენტებს (განსაკუთრებით 80 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებს) შეიძლება ჰქონდეთ სისხლდენის გართულებების გაზრდილი რისკი თერაპიული დოზებით გამოყენებისას. 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ STEMI– ს, რეკომენდირებულია კლინიკური მონიტორინგი და შესაძლებელია დოზის შემცირება (იხილეთ 4.2. და 5.2. პუნქტები).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში იზრდება ენოქსაპარინის ნატრიუმის ექსპოზიცია, რაც ზრდის სისხლდენის რისკს. ასეთ პაციენტებში რეკომენდირებულია კლინიკური მონიტორინგი და ბიოლოგიური მონიტორინგი ანტი-Xa აქტივობის გაზომვით (იხილეთ 4.2. და 5.2. პუნქტები).

ენოქსაპარინის ნატრიუმი არ არის რეკომენდებული თირკმელების დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ) ამ პოპულაციაში არასაკმარისი მონაცემების გამო, ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალურ მიმოქცევაში თრომბის წარმოქმნის პრევენციის გარეშე.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ), ვინაიდან ენოქსაპარინის ნატრიუმის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება, რეკომენდებულია დოზის კორექცია თერაპიული და პროფილაქტიკური დოზებით (იხილეთ 4.2. პუნქტი).

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) და საშუალო (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ენოქსაპარინის ნატრიუმი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო. ანტი-Xa დონის მონიტორინგის საფუძველზე დოზის კორექცია არასაიმედოა ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში და არ არის რეკომენდებული (იხილეთ 5.2. პუნქტი).

დაბალწონიანი პაციენტები

პროფილაქტიკური დოზების გამოყენებისას (წონის მიხედვით არ არის შეცვლილი) ენოქსაპარინის ნატრიუმის ექსპოზიციის ზრდა დაფიქსირდა დაბალწონიან ქალებში (<45 კგ) და დაბალწონიან მამაკაცებში (<57 კგ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკი. ამიტომ, ამ პაციენტებში რეკომენდებულია ფრთხილი კლინიკური მონიტორინგი (იხილეთ 5.2. პუნქტი).

ჭარბწონიანი პაციენტები

ჭარბწონიან პაციენტებში თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მაღალია. ჭარბწონიან პაციენტებში (BMI>30კგ/მ2) პროფილაქტიკური დოზებით გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბოლომდე არ არის განსაზღვრული და არ არსებობს კონსენსუსი დოზის კორექტირებაზე. საჭიროა ამ პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება თრომბოემბოლიის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის მიზნით.

ჰიპერკალიემია

ჰეპარინს შეუძლია დათრგუნოს ალდოსტერონის თირკმელზედა ჯირკვლის სეკრეცია, რაც იწვევს ჰიპერკალიემიას (იხილეთ 4.8.პუნქტი), განსაკუთრებით ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, არსებული მეტაბოლური აციდოზი, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს (იხილეთ 4.5.პუნქტი). პლაზმაში კალიუმის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.

მიკვლევადობა

LMWH არის ბიოლოგიური სამკურნალო საშუალება. LMWH-ის მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია ჯანდაცვის პროფესიონალებმა პაციენტის ფაილში შეიტანონ გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიის ნომერი.

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი

ენოქსაპარინით მკურნალობასთან დაკავშირებით უცნობი სიხშირით აღწერილია მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია პაციენტების ინფორმირება ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და მათზე ყურადღებით დაკვირვება კანისმიერი რეაქციების გამოვლენის მიზნით. აღნიშნული რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ენოქსაპარინი და განხილულ უნდა იქნას ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტი (საჭიროების შემთხვევაში).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:

ჰემოსტაზზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები (იხილეთ 4.4. პუნქტი)

ჰემოსტაზზე მოქმედი გარკვეული მედიკამენტების მიღების შეწყვეტა რეკომენდებულია ენოქსაპარინის ნატრიუმით თერაპიის დაწყებამდე, თუ არ არსებობს სხვა მკაცრი ჩვენება. თუ კომბინაციაში გამოყენება ნაჩვენებია, ენოქსაპარინის ნატრიუმი უნდა იქნას გამოყენებული საჭიროებისამებრ კლინიკური და ლაბორატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. ეს მედიკამენტებია:

სისტემური მოქმედების სალიცილატები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის კეტოროლაკი,

სხვა თრომბოლიზური საშუალებები (მაგ. ალტეპლაზა, რეტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, ტენექტეპლაზა, უროკინაზა) და ანტიკოაგულანტები (იხილეთ 4.2. პუნქტი).

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას:

ენოქსაპარინის ნატრიუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას სიფრთხილით შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰემოსტაზზე:

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა, რომელიც გამოიყენება ანტიაგრეგანტული დოზით (კარდიოპროტექცია), კლოპიდოგრელი, ტიკლოპიდინი, აგრეთვე გლიკოპროტეინის IIb/IIIa ანტაგონისტები, ნაჩვენებია მწვავე კორონარული სინდრომის დროს სისხლდენის რისკის გამო,

დექსტრანი 40,

სისტემური გლუკოკორტიკოიდები.

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს:

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს, შეიძლება დაინიშნოს ენოქსაპარინის ნატრიუმთან ერთად კლინიკური და ლაბორატორიული მეთვალყურეობის ქვეშ (იხილეთ 4.4. და 4.8. პუნქტები).

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ადამიანებში არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ენოქსაპარინი გადის პლაცენტურ ბარიერს ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. არ არსებობს ინფორმაცია პირველი ტრიმესტრის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ფეტოტოქსიკურობის ან ტერატოგენურობის რაიმე მტკიცებულება.

ცხოველთა მონაცემებმა აჩვენა, რომ ენოქსაპარინის პლაცენტაში შეღწევა მინიმალურია. ორსულობის დროს ენოქსაპარინის ნატრიუმი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა დაადგინა მკაფიო საჭიროება.

ორსულ ქალებში, რომლებიც იღებენ ენოქსაპარინოს ნატრიუმს, აუცილებელია მონიტორინგი სისხლდენის ან გადაჭარბებული ანტიკოაგულაციის ნიშნების გამოვლენის მიზნით და ისინი უნდა იყვნენ გაფრთხილებული სისხლდენის რისკის შესახებ. მთლიანობაში, მონაცემები არ აჩვენებს სისხლდენის, თრომბოციტოპენიის ან ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკის მტკიცებულებას არაორსულ ქალებში დაფიქსირებულ რისკთან შედარებით, გარდა იმისა, რაც დაფიქსირდა გულის ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ ქალებში.

თუ იგეგმება ეპიდურული ანესთეზია, მანამდე რეკომენდებულია ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობის შეწყვეტა.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა ენოქსაპარინი უცვლელი სახით დედის რძეში. ვირთაგვების შემთხვევაში, რძეში ენოქსაპარინის ან მისი მეტაბოლიტების გადასვლა ძალიან დაბალია.

ენოქსაპარინის ნატრიუმის პერორალური აბსორბცია ნაკლებსავარაუდოა.

ენოქსაპარინის ნატრიუმის საინექციო ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ნაყოფიერებაზე ენოქსაპარინის ნატრიუმის გავლენის შესახებ.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა გავლენა ნაყოფიერებაზე (იხილეთ 5.3. პუნქტი).

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ენოქსაპარინის ნატრიუმს არანაირი ან მცირე გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენება შეფასდა 15,000-ზე მეტ პაციენტში, რომლებმაც კვლევების ფარგლებში მიიღეს ენოქსაპარინის ნატრიუმი. აღნიშნული კვლევის ფარგლებში 1,776 პაციენტი გადიოდა ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკურ მკურნალობას ორთოპედიული ან აბდომინალური ოპერაციის შემდგომი თრომბოემბოლიური გართულებების რისკის გამო, მწვავე დაავადებისა და მკვეთრად შეზღუდული მობილობის მქონე 1,169 პაციენტი გადიოდა ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკურ მკურნალობას, 559 პაციენტი მკურნალობდა DVT-ს, PE-ით ან მის გარეშე, 1,578 პაციენტი გადიოდა არასტაბილური სტენოკარდიისა და არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის (NQWMI) მკურნალობას, ხოლო 10,176 პაციენტი მკურნალობდა მწვავე STEMI-ს.

აღნიშნული კლინიკური კვლევების დროს გამოყენებული ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზირების რეჟიმი განსხვავებულია ჩვენებების მიხედვით. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ან მწვავე დაავადებისა და მკვეთრად შეზღუდული მობილობის მქონე პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზა იყო 4,000 სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით. DVT-ს, PE-ით ან მის გარეშე, მკურნალობისას გამოიყენებოდა ენოქსაპარინის ნატრიუმი 100სე/კგ (1მგ/კგ) ყოველ 12 საათში კანქვეშა ინექციის სახით ან ენოქსაპარინის ნატრიუმი 150 სე/კგ (1.5მგ/კგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით. კლინიკური კვლევების ფარგლებში არასტაბილური სტენოკარდიისა და არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ გამოიყენებოდა 100 სე/კგ (1 მგ/კგ) ყოველ 12 საათში კანქვეშა ინექციის სახით, ხოლო მწვავე STEMI-ს სამკურნალოდ დაინიშნა ენოქსაპარინის ნატრიუმი 3,000სე (30მგ) ინტრავენური ბოლუსის სახით, შემდეგ კი - 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციის სახით ყოველ 12 საათში.

კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად დაფიქსირდა სისხლდენა, თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი (იხილეთ 4.4. პუნქტი და ქვემოთ მითითებული „შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა“).

გვერდითი რეაქციების მოკლე ჩამონათვალი

სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და აღნიშნულია პოსტმარკეტინგულ კვლევებში (* მიუთითებს პოსტმარკეტინგულ კვლევებში გამოვლენილ რეაქციებზე) დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); და ძალიან იშვიათი (<1/10,000); ან უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირი: სისხლდენა, ჰემორაგიული ანემია*, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი

იშვიათი: ეოზინოფილია*

იშვიათი: იმუნოალერგიული თრომბოციტოპენიის შემთხვევები თრომბოზით; ზოგიერთ შემთხვევაში თრომბოზი გართულდა ორგანოს ინფარქტით ან კიდურების იშემიით (იხილეთ 4.4. პუნქტი).

იმუნური სისტემის დარღვევები

ხშირი: ალერგიული რეაქცია

იშვიათი: ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის შოკი*

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი*

სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები

იშვიათი: სპინალური ჰემატომა* (ან ნეირაქსიალური ჰემატომა).

აღნიშნულმა რეაქციებმა გამოიწვია სხვადასხვა სიმძიმის ნევროლოგიური დაზიანება, მათ შორის გახანგრძლივებული ან მუდმივი დამბლა (იხილეთ 4.4. პუნქტი).

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან ხშირი: ღვიძლის ფერმენტების მომატება (ძირითადად ტრანსამინაზები > 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს)

არახშირი: ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება*

იშვიათი: ღვიძლის ქოლესტაზური დაზიანება*

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირი: ურტიკარია, ქავილი, ერითემა

არახშირი: ბულოზური დერმატიტი

იშვიათი: ალოპეცია*

იშვიათი: კანის ვასკულიტი*, კანის ნეკროზი*, რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება ინექციის ადგილზე (ამ მოვლენებს, როგორც წესი, წინ უძღვის პურპურა ან ინფილტრირებული და მტკივნეული ერითემატოზული გამონაყარი).

კვანძები ინექციის ადგილზე* (ანთებითი კვანძები, რომლებიც არ იყო ენოქსაპარინის კისტოზური გარსი). ისინი ქრება რამდენიმე დღეში და არ უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის სხვა დაზიანებები

იშვიათი: ოსტეოპოროზი* გრძელვადიანი თერაპიის (3 თვეზე მეტი) შემდეგ

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ხშირი: ინექციის ადგილას ჰემატომა, ტკივილი ინექციის ადგილზე, სხვა რეაქციები ინექციის ადგილზე (როგორიცაა შეშუპება, სისხლდენა, მომატებული მგრძნობელობა, ანთება, მასის ფორმირება, ტკივილი ან რეაქცია)

არახშირი: ადგილობრივი გაღიზიანება, კანის ნეკროზი ინექციის ადგილზე.

კვლევები

იშვიათი: ჰიპერკალიემია* (იხილეთ 4.4. და 4.5 პუნქტები).

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ჰემორაგია

ეს მოიცავდა ძლიერ სისხლდენას, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების არაუმეტეს 4.2%-ში (ქირურგიული პაციენტები). ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგებით დასრულდა. ქირურგიულ პაციენტებში სისხლდენის გართულებები განიხილებოდა სერიოზულად:

თუ სისხლდენამ გამოიწვია მნიშვნელოვანი კლინიკური მოვლენა, ან

თუ მათ თან ახლდა ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება ≥ 2 გ/დლ ან 2 ან მეტი ერთეული სისხლის პროდუქტების გადასხმა. რეტროპერიტონეალური და ინტრაკრანიალური ჰემორაგიები ყოველთვის სერიოზულად ითვლებოდა.

სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ისეთი თანმხლები რისკ-ფაქტორების არსებობისას, როგორიცაა: სისხლდენისკენ მიდრეკილი ორგანული დაზიანებები, ინვაზიური პროცედურები ან ჰემოსტაზზე მოქმედი მედიკამენტების ერთდროული გამოყენება (იხილეთ 4.4. და 4.5. პუნქტები).

ორგანოთა სისტემა

პროფილაქტიკა ქირურგიულ პაციენტებში

პროფი

ლაქტიკა თერაპიულ პაციენტებში

მკურნალობა DVT-ის, PE-ით ან მის გარეშე, შემთხვევაში

მკურნალობა არასტაბილური სტენოკარდიისა და არა- Q- კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

მკურნალობა მწვავე STEMI-ის შემთხვევაში

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი:

ჰემორაგია α

იშვიათი:

რეტროპერიტონეალური ჰემორაგია

ხშირი:

ჰემორაგია α

ძალიან ხშირი:

ჰემორაგია α

არახშირი:

ინტრაკრანიალური ჰემორაგია, რეტროპერიტონეალური ჰემორაგია

ხშირი:

ჰემორაგია α

იშვიათი:

რეტროპერიტონეალური ჰემორაგია

ხშირი:

ჰემორაგია α

არახშირი:

ინტრაკრანიალური ჰემორაგია, რეტროპერიტონეალური ჰემორაგია

α: როგორიცაა ჰემატომა, ექიმოზი, გარდა ინექციის ადგილისა, ჭრილობის ჰემატომა, ჰემატურია, ეპისტაქსია და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი

ორგანოთა სისტემა

პროფილაქტიკა ქირურგიულ პაციენტებში

პროფილაქტიკა თერაპიულ პაციენტებში

მკურნალობა DVT-ის, PE-ით ან მის გარეშე, შემთხვევაში

მკურნალობა არასტაბილური სტენოკარდიისა და არა Q კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

მკურნალობა მწვავე STEMI-ის შემთხვევაში

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი:

თრომბოციტოზი β

ხშირი:

თრომბოციტოპენია

არახშირი:

თრომბოციტოპენია

ძალიან ხშირი:

თრომბოციტოზი β

ხშირი:

თრომბოციტოპენია

არახშირი:

თრომბოციტოპენია

ხშირი:

თრომბოციტოზი β

თრომბოციტოპენია

ძალიან იშვიათი:

იმუნოალერგიული თრომბოციტოპენია

β: თრომბოციტების რაოდენობა გაიზარდა >400 გ/ლ.

ბავშვები

ბავშვებში ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის (იხილეთ 4.2. პუნქტი).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

ფარმაცევტული პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ფარმაცევტული პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

დოზის გადაჭარბება

ნიშნები და სიმპტომები

ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზის შემთხვევითმა გადაჭარბებამ ინტრავენური, ექსტრაკორპორალური ან კანქვეშა შეყვანისას შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებები. დიდი დოზებით პერორალური მიღების შემთხვევაშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა ენოქსაპარინის ნატრიუმის შეწოვა.

მართვა

ანტიკოაგულანტული ეფექტები შეიძლება დიდწილად განეიტრალდეს პროტამინის ნელი ინტრავენური შეყვანით. პროტამინის დოზა დამოკიდებულია ენოქსაპარინის ნატრიუმის ინექციის დოზაზე; 1მგ პროტამინი ანეიტრალებს ენოქსაპარინის ნატრიუმის 100სე (1მგ) ანტიკოაგულანტულ ეფექტს, თუ ენოქსაპარინის ნატრიუმი შეყვანილია მანამდე 8 საათის განმავლობაში. 0.5მგ პროტამინის ინფუზია 100სე (1მგ) ენოქსაპარინის ნატრიუმზე შეიძლება დაინიშნოს, თუ ენოქსაპარინის ნატრიუმი შეყვანილი იყო პროტამინის მიღებამდე 8 საათით ადრე, ან თუ დადგინდა, რომ საჭიროა პროტამინის მეორე დოზა. ენოქსაპარინის ნატრიუმის ინექციიდან 12 საათის შემდეგ პროტამინის მიღება შეიძლება არ იყოს საჭირო. თუმცა, პროტამინის დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი, ენოქსაპარინის ნატრიუმის ანტი-Xa აქტივობა არ განეიტრალდება მთლიანად (მაქსიმუმ დაახლოებით 60%) (იხ. ინფორმაცია პროტამინის მარილების დანიშვნის შესახებ).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი.

ათქ კოდი: B01AB05.

ფარმაკოდინამიკური ეფექტი

ენოქსაპარინი წარმოადგენს დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინს (LMWH) საშუალო მოლეკულური მასით დაახლოებით 4,500 დალტონი, რომელშიც დისოცირებულია სტანდარტული ჰეპარინის ანტითრომბოზული და ანტიკოაგულანტული აქტივობა. აქტიური ფარმაცევტული ნივთიერება არის ნატრიუმის მარილი.

In vitro გასუფთავებულ სისტემაში ენოქსაპარინის ნატრიუმს ახასიათებს მაღალი ანტი-Xa აქტივობა (დაახლოებით 100სე/მგ) და დაბალი ანტი-IIa ან ანტითრომბინ აქტივობა (დაახლოებით 28სე/მგ) 3.6 თანაფარდობით. აღნიშნული ანტიკოაგულანტული მოქმედება განპირობებულია ანტითრომბინ III-ით (ATIII), რაც იწვევს ადამიანებში ანტითრომბოზულ აქტივობას.

გარდა მისი ანტი-Xa/IIa აქტივობისა, ენოქსაპარინის შემდგომი ანტითრომბოზული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გამოვლენილია ჯანმრთელ სუბიექტებსა და პაციენტებში, ისევე როგორც არაკლინიკურ მოდელებში.

ეს მოიცავს კოაგულაციის ფაქტორების, მაგ. VIIa ფაქტორის, ATIII-დამოკიდებულ ინჰიბირებას, შედედების ქსოვილოვანი გზის ინჰიბიტორის (TFPI) გამოთავისუფლების ინდუქციას, აგრეთვე სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან სისხლის ნაკადში ფონ ვილებრანდის ფაქტორის (vWF) გამოთავისუფლების დაქვეითებას. ცნობილია, რომ ეს ფაქტორები ხელს უწყობენ ენოქსაპარინის ნატრიუმის საერთო ანტითრომბოზულ ეფექტს.

პროფილაქტიკური დოზებით გამოყენებისას ენოქსაპარინის ნატრიუმი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროზე (aPTT). სამკურნალო დოზებით გამოყენებისას, aPTT შეიძლება გახანგრძლივდეს 1,5-2,2-ჯერ აქტივობის პიკზე.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია ქირურგიულ პაციენტებში

VTE-ის ხანგრძლივი პროფილაქტიკა ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ

მენჯ-ბარძაყის სახსრების ჩანაცვლების ოპერაციის დროს პროფილაქტიკური დოზებით ორმაგ- ბრმა კვლევაში, 179 პაციენტი, რომელსაც არ აღენიშნებოდა ვენური თრომბოემბოლია, თავდაპირველად იღებდა ენოქსაპარინის ნატრიუმს 4,000სე (40მგ) კანქვეშა ინექციის სახით, ჰოსპიტალიზაციის დროს, ხოლო სავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით დაენიშნა ენოქსაპარინის ნატრიუმი 4,000სე (40მგ) (n=90) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით ან პლაცებო (n=89) 3 კვირის განმავლობაში. ხანგრძლივი პროფილაქტიკის დროს ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) განვითარების სიხშირე ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაბალი იყო პლაცებოსთან შედარებით, ხოლო ფილტვის არტერიის ემბოლია (PE) არ დაფიქსირებულა. ძლიერი სისხლდენა არ განვითარებულა.

ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ენოქსაპარინის ნატრიუმი 4,000 სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

პლაცებო დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

პაციენტების საერთო რაოდენობა, რომელთაც გაიარეს ხანგრძლივი პროფილაქტიკა

90 (100)

89 (100)

სულ VTE

6 (6.6)

18 (20.2)

  • ტოტალური DVT (%)

6 (6.6)**

18 (20.2)

  • პროქსიმალური DVT (%)

5 (5.6)#

7 (8.8)

  • p მნიშვნელობა პლაცებოსთან შედარებით =0.008

#p მნიშვნელობა პლაცებოსთან შედარებით =0.537

მეორე ორმაგ- ბრმა კვლევაში, 262 პაციენტი, რომელსაც არ აღენიშნებოდა ვენური თრომბოემბოლია და უტარდებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია, თავდაპირველად იღებდა ენოქსაპარინის ნატრიუმს 4,000სე (40მგ) კანქვეშა ინექციის სახით, ჰოსპიტალიზაციის დროს, ხოლო სავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით დაენიშნა ენოქსაპარინის ნატრიუმი 4,000 სე (40 მგ) (n=131) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით ან პლაცებო (n=131) 3 კვირის განმავლობაში. პირველი კვლევის მსგავსად, ხანგრძლივი პროფილაქტიკის დროს ვენური თრომბოემბოლიის (VTE) განვითარების სიხშირე ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაბალი იყო პლაცებოსთან შედარებით, ეს ეხება როგორც როგორც ტოტალურ VTE-ს (ენოქსაპარინის ნატრიუმი 21 [16%] V პლაცებო 45 [34.4%]; p=0.001), ასევე პროქსიმალურ DVT-ს (ენოქსაპარინი ნატრიუმი 8 [6.1%] V პლაცებო 28 [21.4%]; p=<0.001). ძლიერი სისხლდენის სიხშირეში მნიშვნელოვანი განსხვავება ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფსა და პლაცებოს ჯგუფს შორის არ დაფიქსირებულა.

DVT-ის ხანგრძლივი პროფილაქტიკა კიბოს ოპერაციის შემდეგ

ორმაგი- ბრმა, მულტიცენტრული კვლევის დროს ერთმანეთს შეადარეს ენოქსაპარინის ნატრიუმის პროფილაქტიკის ოთხკვირიანი და ერთკვირიანი კურსები უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით 332 პაციენტში, რომლებსაც უტარდებოდათ დაგეგმილი ოპერაცია მუცლის ან მენჯის არეში კიბოს გამო. პაციენტები იღებდნენ ენოქსაპარინის ნატრიუმს (4000სე (40მგ) კანქვეშა ინექციის სახით) ყოველდღიურად 6-10 დღის განმავლობაში და შემდეგ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე დაენიშნათ ენოქსაპარინის ნატრიუმი ან პლაცებო კიდევ 21 დღის განმავლობაში. ორმხრივი ვენოგრაფია ჩატარდა 25-დან 31 დღემდე პერიოდში, ან უფრო ადრე, ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. პაციენტებს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მუცლის ან მენჯის ღრუში კიბოს ოპერაციიდან ოთხი კვირის განმავლობაში ენოქსაპარინის ნატრიუმის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას მნიშვნელოვნად შემცირდა ვენოგრაფიით დადასტურებული თრომბოზის სიხშირე ენოქსაპარინის ნატრიუმის პროფილაქტიკის ერთკვირიან კურსთან შედარებით. ვენური თრომბოემბოლიის სიხშირე ორმაგი- ბრმა ფაზის ბოლოს იყო 12.0% (n=20) პლაცებოს ჯგუფში და 4.8% (n=8) ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფში; p=0.02.

ეს სხვაობა შენარჩუნდა სამი თვის განმავლობაში [13.8% vs 5.5% (n=23 vs 9), p=0.01]. ორმაგი- ბრმა კვლევისას ან შემდგომი დაკვირვების პერიოდში სისხლდენის ან სხვა გართულებების სიხშირეში განსხვავება ჯგუფებს შორის არ დაფიქსირებულა.

ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა პაციენტებში მწვავე დაავადებით, რომელიც სავარაუდოდ იწვევს მობილობის შეზღუდვას

ორმაგი- ბრმა, მულტიცენტრული, პარალელური ჯგუფების კვლევაში, მონაწილეობდნენ მწვავე დაავადებისა და მკვეთრად შეზღუდული მობილობის მქონე პაციენტები (ფეხით გასავლელი მანძილი <10 მეტრი ≤3 დღის განმავლობაში), რომლებიც ღებულობდნენ ენოქსაპარინის ნატრიუმს 2,000სე (20მგ) ან 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით ან პლაცებოს DVT-ის პროფილაქტიკის მიზნით. ეს კვლევა მოიცავდა პაციენტებს, როლებსაც აღენიშნებოდათ გულის უკმარისობა (NYHA კლასი III ან IV); მწვავე რესპირატორული უკმარისობა ან გართულებული ქრონიკული რესპირატორული უკმარისობა, ასევე მწვავე ინფექცია ან მწვავე რევმატიზმი; თუ დაკავშირებული იყო მინიმუმ ერთ VTE რისკ-ფაქტორთან (ასაკი ≥75 წელი, კიბო, გადატანილი VTE, სიმსუქნე, ვარიკოზული ვენები, ჰორმონოთერაპია, ქრონიკული გულის უკმარისობა ან ქრონიკული რესპირატორული უკმარისობა).

კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 1,102 პაციენტმა, ხოლო მკურნალობას დაექვემდებარა 1,073 პაციენტი. მკურნალობა გაგრძელდა 6-დან 14 დღემდე (საშუალო ხანგრძლივობა - 7 დღე). ენოქსაპარინის ნატრიუმის 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით გამოყენებისას მნიშვნელოვნად შემცირდა VTE-ის განვითარების სიხშირე პლაცებოსთან შედარებით. ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ენოქსაპარინის ნატრიუმი 2,000სე (20მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

ენოქსაპარინის ნატრიუმი 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

პლაცებო n (%)

პაციენტების საერთო რაოდენობა, რომელთაც გაიარეს პროფილაქტიკა მწვავე დაავადების დროს

287 (100)

291(100)

288 (100)

სულ VTE(%)

43 (15.0)

16 (5.5)*

43 (14.9)

  • ტოტალური DVT (%)

43 (15.0)

16 (5.5)

40 (13.9)

  • პროქსიმალური DVT (%)

13 (4.5)

5 (1.7)

14 (4.9)

VTE = ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები, რომელიც მოიცავდა DVT-ს, PE-სა და სიკვდილს, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო თრომბოემბოლიით*

p-მნიშვნელობა პლაცებოსთან შედარებით = 0.0002

დაახლოებით 3 თვის შემდეგ, VTE-ის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ენოქსაპარინის ნატრიუმის 4,000სე (40მგ) ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.

საერთო და ძლიერი სისხლდენის სიხშირე იყო 8.6% და 1.1%, შესაბამისად, პლაცებოს ჯგუფში, 11.7% და 0.3% ენოქსაპარინის ნატრიუმის 2,000სე (20მგ) ჯგუფში და 12.6% და 1.7% ენოქსაპარინის ნატრიუმის 4,000სე (40მგ) ჯგუფში .

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) მკურნალობა ფილტვის არტერიის ემბოლიით (PE) ან მის გარეშე

მულტიცენტრული, პარალელური ჯგუფების კვლევაში მონაწილეობდა 900 პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა მწვავე ქვედა კიდურების DVT, PE-ით ან მის გარეშე, და რომელიც შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას (i) ენოქსაპარინის ნატრიუმით 150სე/კგ (1.5მგ/კგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით, ან (ii) ენოქსაპარინის ნატრიუმით 100სე/კგ (1მგ/კგ) ყოველ 12 საათში კანქვეშა ინექციის სახით, ან (iii) ჰეპარინით ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით (5,000სე), რასაც მოჰყვა უწყვეტი ინფუზია (APTT-ის მისაღწევად 55-დან 85 წამამდე). კვლევაში მონაწილეობდა სულ 900 პაციენტი და ყველა პაციენტი დაექვემდებარა მკურნალობას. ყველა პაციენტი ასევე იწყებდა ვარფარინის ნატრიუმის (დოზა პროთრომბინის დროის მიხედვით INR 2.0-დან 3.0-მდე) მიღებას ენოქსაპარინის ნატრიუმის ან სტანდარტული ჰეპარინის თერაპიის დაწყებიდან 72 საათში და აგრძელებდა 90 დღის განმავლობაში. ენოქსაპარინის ნატრიუმით ან სტანდარტული ჰეპარინით თერაპია დაინიშნა მინიმუმ 5 დღის განმავლობაში და ვარფარინის ნატრიუმის სამიზნე INR-ს მიღწევამდე. ენოქსაპარინის ნატრიუმის ორივე რეჟიმი ექვივალენტური იყო სტანდარტული ჰეპარინით თერაპიისა მორეციდივე ვენური თრომბოემბოლიის (DVT და/ან PE) რისკის შესამცირებლად. ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ენოქსაპარინის ნატრიუმი 150სე/კგ (1.5 მგ/კგ) დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

ენოქსაპარინის ნატრიუმი 100სე/კგ (1მგ/კგ) დღეში ორჯერ კანქვეშა ინექციის სახით n (%)

ჰეპარინ aPTT კორექტირებული ინტრავენური თერაპია n (%)

DVT პაციენტების საერთო რაოდენობა, PE-ით ან მის გარეშე

298 (100)

312 (100)

290 (100)

სულ VTE(%)

13 (4.4)*

9 (2.9)*

12 (4.1)

  • მხოლოდ DVT (%)

11 (3.7)

7 (2.2)

8 (2.8)

  • პროქსიმალური DVT (%)

9 (3.0)

6 (1.9)

7 (2.4)

  • PE (%)

2 (0.7)

2 (0.6)

4 (1.4)

VTE = ვენური თრომბოემბოლიური მოვლენა (DVT და/ან PE)

  • ტოტალური VTE მკურნალობის შემთხვევაში განსხვავებების 95%-იანი ნდობის ინტერვალები:
  • ენოქსაპარინის ნატრიუმი დღეში ერთხელ V ჰეპარინი (-3.0-დან 3.5-მდე)
  • ენოქსაპარინის ნატრიუმი ყოველ 12 საათში V ჰეპარინი (-4.2-დან 1.7-მდე).

ძლიერი სისხლდენა შესაბამისად იყო 1,7% ჯგუფში, რომელიც მკურნალობდა ენოქსაპარინის ნატრიუმით 150სე/კგ დოზით (1,5მგ/კგ) დღეში ერთხელ, 1.3% ჯგუფში, რომელიც მკურნალობდა ენოქსაპარინის ნატრიუმით 100სე/კგ დოზით (1მგ/კგ) ორჯერ დღეში და 2.1% ჰეპარინის ჯგუფში.

არასტაბილური სტენოკარდიისა და ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის (NSTEMI) მკურნალობა

დიდ მულტიცენტრულ კვლევაში მონაწილეობდა 3,171 პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა არასტაბილური სტენოკარდიის ან არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზა, და რომლებიც შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე აცეტილსალიცილის მჟავასთან (100-დან 325 მგ-მდე დღეში ერთხელ) ერთად ღებულობდა ენოქსაპარინის ნატრიუმს კანქვეშა ინექციის სახით დოზით 100სე/კგ (1მგ/კგ) ყოველ 12 საათში ერთხელ ან არაფრაქცირებულ ჰეპარინს ინტრავენურად aPTT- ის საფუძველზე. პაციენტები მკურნალობას გადიოდნენ საავადმყოფოში მინიმუმ 2 დღე და მაქსიმუმ 8 დღე კლინიკურ სტაბილიზაციამდე, რევასკულარიზაციის პროცედურების დაწყებამდე ან საავადმყოფოდან გაწერამდე. პაციენტებზე დაკვირვება გრძელდებოდა 30 დღე. ჰეპარინთან შედარებით, ენოქსაპარინის ნატრიუმმა მნიშვნელოვნად შეამცირა სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და სიკვდილის კომბინირებული შემთხვევები 19.8 -დან 16.6% -მდე (ფარდობითი რისკის შემცირება 16.2%) მე -14 დღეს. კომბინირებული შემთხვევების ეს შემცირება შენარჩუნდა 30 დღის შემდეგ (23.3%-დან 19.8%-მდე; ფარდობითი რისკის შემცირება იყო 15%).

ძლიერი სისხლდენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა, თუმცა სისხლდენა კანქვეშა ინექციის ადგილზე უფრო ხშირი იყო.

ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწავე მიოკარდიუმის ინფარქტის (STEMI) მკურნალობა

დიდ მულტიცენტრულ კვლევაში მონაწილე 20,479 პაციენტი STEMI-ით, რომელსაც შეეძლო ფიბრინოლიზური საშუალებების მიღება, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე იღებდა ენოქსაპარინის ნატრიუმის ერთჯერად დოზას 3,000სე (30მგ) ინტრავენური ბოლუსის სახით პლუს 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციის სახით, შემდეგ 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციის სახით ყოველ 12 საათში ან არაფრაქცირებულ ჰეპარინს ინტრავენურად aPTT-ის მიხედვით 48 საათის განმავლობაში. ყველა პაციენტი ასევე იღებდა აცეტილსალიცილის მჟავას მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზა კორექტირდა თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებისთვის და 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის. ენოქსაპარინის ნატრიუმის კანქვეშა ინექციებით მკურნალობა გაგრძელდა მაქსიმუმ 8 დღე ან საავადმყოფოდან გაწერამდე (რომელიც უფრო ადრე დადგა).

კვლევის განმავლობაში 4,716 პაციენტს, ანტითრომბული თერაპიის ფონზე, ჩაუტარდა პერკუტანული კორონარული ინტერვენცია. პაციენტები არ იღებდნენ დამატებით დოზებს, თუ ენოქსაპარინის ნატრიუმის ბოლო კანქვეშა ინექციიდან ბალონის გაბერვამდე გასული იყო 8 საათზე ნაკლები, ან იღებდნენ ენოქსაპარინის ნატრიუმის 30სე/კგ (0.3მგ/კგ) ბოლუსურ ინტრავენურ ინექციას თუ ბოლო კანქვეშა ინექციიდან ბალონის გაბერვამდე გასული იყო 8 საათზე მეტი.

ენოქსაპარინის ნატრიუმმა, არაფრაქცირებულ ჰეპარინთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი, კომბინირებული საბოლოო წერტილი, რომელიც მოიცავს მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივს და ნებისმიერი მიზეზით განპირობებულ ლეტალობას, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კვლევის დაწყებიდან 30 დღიანი დაკვირვების პერიოდში [9,9% ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფში, ხოლო 12.0% არაფრაქცირებული ჰეპარინის ჯგუფში] ფარდობითი რისკის შემცირება - 17 % (р<0,001).

ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობის სარგებელი, რომელიც აშკარა იყო ეფექტურობის რიგ შედეგებში, გამოჩნდა 48 საათის შემდეგ, როდესაც მორეციდივე მიოკარდიუმის ინფარქტის ფარდობითი რისკი შემცირდა 35%-ით არაფრაქცირებული ჰეპარინით მკურნალობასთან შედარებით (p<0.001).

ენოქსაპარინის ნატრიუმის უპირატესობა, პირველადი საბოლოო წერტილის მაჩვენებლის თვალსაზრისით, ეჭვგარეშე იყო ქვეჯგუფებისგან დამოუკიდებლად (ასაკი, სქესი, ინფარქტის ლოკალიზაცია, ანამნეზში დიაბეტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი, დანიშნული ფიბრინოლიზური საშუალების ტიპი და დროის შუალედი პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლინებასა და მკურნალობის დაწყებას შორის).

არაფრაქცირებულ ჰეპარინთან შედარებით, ენოქსაპარინის ნატრიუმმა მნიშვნელოვანი უპირატესობა აჩვენა როგორც პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ პერკუტანული კორონარული ინტერვენცია კვლევაში ჩართვიდან 30 დღის პერიოდში (ფარდობითი რისკის შემცირება - 23%), ასევე პაციენტებში, რომლებიც მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიოდნენ (ფარდობითი რისკის შემცირება - 15%, p=0.27ურთიერთქმედება).

კომბინირებული კრიტერიუმების (რომლებიც მოიცავდა ლეტალურ გამოსავალს, მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივს და ქალასშიდა სისხლჩაქცევას 30 დღემდე) სიხშირე, რითაც შეფასდა კლინიკური სარგებელი, მნიშვნელოვნად დაბალი იყო (p <0.0001) ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფში (10.1%) ჰეპარინის ჯგუფთან შედარებით (12.2%), რაც ნიშნავს ფარდობითი რისკის 17%-ით შემცირებას ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობის სასარგებლოდ.

30 დღემდე ძლიერი სისხლდენის გამოვლინების სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალი (p<0.0001) იყო ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფში (2,1%) ჰეპარინის ჯგუფთან (1,4 %) შედარებით. კუჭ-ნაწლავის მხრივ სისხლდენის სიხშირე უფრო მეტი იყო ენოქსაპარინის ნატრიუმის ჯგუფში (0,5 %), ვიდრე ჰეპარინის ჯგუფში (0,1 %), მაშინ როცა ქალასშიდა სისხლჩაქცევების სიხშირე ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო (0,8% ენოქსაპარინის ნატრიუმის და 0,7% ჰეპარინის შემთხვევაში).

ენოქსაპარინის ნატრიუმის უპირატესობა, პირველადი საბოლოო წერტილის მაჩვენებლის თვალსაზრისით, რომელიც დაფიქსირდა პირველი 30 დღის განმავლობაში, შენარჩუნდა 12-თვიანი შემდგომი დაკვირვების პერიოდის განმავლობაში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ლიტერატურულ მონაცემებზე დაყრდნობით, ენოქსაპარინის ნატრიუმის 4,000სე (40მგ) გამოყენება ციროზით დაავადებულ პაციენტებში (Child-Pugh კლასი B-C) ​​უსაფრთხო და ეფექტურია პორტალური ვენების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს შეზღუდვებიც. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან ამ პაციენტებში სისხლდენის განვითარების რისკი მაღალია (იხილეთ 4.4. პუნქტი), ხოლო ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში (Child-Pugh კლასი A, B ან C) დოზის დასადგენად ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

ენოქსაპარინის ნატრიუმის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ფასდება ერთჯერადი და განმეორებითი კანქვეშა ინექციის და ერთჯერადი ინტრავენური ინექციის შემთხვევაში დოზების რეკომენდებულ დიაპაზონში სისხლის პლაზმაში ანტი-Ха-სა და ანტი-IIа-ს აქტივობის დროში ცვლილების მიხედვით. ანტი-Xa და ანტი-IIa-ს აქტივობის რაოდენობრივი განსაზღვრა განხორციელდა ვალიდირებული ამიდოლიზური მეთოდებით.

აბსორბცია

კანქვეშა ინექციის შემთხვევაში ენოქსაპარინის ნატრიუმის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა, ანტი-Xa აქტივობის საფუძველზე, შეადგენს დაახლოებით 100%-ს.

შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დოზა, შემადგენლობა და დოზირების სქემა.

პლაზმაში ანტი-Xa აქტივობის საშუალო მაქსიმალური დონე მიიღწევა კანქვეშა ინექციიდან 3-5 საათში და 2,000 სე, 4,000 სე, 100 სე/კგ და 150 სე/კგ (20 მგ, 40 მგ, 1 მგ/კგ და 1,5 მგ/კგ) დოზების ერთჯერადი კანქვეშა ინექციის შემთხვევაში შესაბამისად შეადგენს დაახლოებით 0.2, 0.4, 1.0 და 1.3 ანტი-Xa სე/მლ-ს.

ანტი-Xa -ს პირველი მაქსიმალური დონე - 1,16 სე/მლ (n=16) და ფარმაკოკინეტიკური მრუდქვეშა ფართის საშუალო მაჩვენებელი - 88% მიიღწევა 3,000სე (30მგ) ბოლუსური ინტრავენური ინექციით, შემდგომში ყოველ 12 საათში 100სე/კგ (1მგ/კგ) კანქვეშა ინექციებით. წონასწორული კონცენტრაციის მდგომარეობა მიიღწევა მკურნალობის მეორე დღეს.

ჯანმრთელ მოხალისეებში დღეში ერთხელ 4,000სე (40მგ) და დღეში ერთხელ 150სე/კგ (1.5 მგ/კგ) განმეორებითი კანქვეშა შეყვანისას, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა მეორე დღეს, ამასთან, საშუალო აქტივობა 15%-ით მაღალია, ვიდრე ერთჯერადად შეყვანისას. დღეში ორჯერ 100სე/კგ (1მგ/კგ)-ის კანქვეშ განმეორებითი შეყვანის შემდეგ, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა შეყვანიდან მე-3-4 დღეს, ხოლო საშუალო აქტივობა 65%-ით მაღალია, ვიდრე ერთჯერადად ინექციის დროს მიიღწეოდა, ხოლო მაქსიმალური და მინიმალური ანტი-Xa აქტივობა შესაბამისად შეადგენს 1,2 და 0,52 სე/მლ-ს.

ინექციის მოცულობა და დოზის კონცენტრაცია 100-200 მგ/მლ დიაპაზონში არ მოქმედებს ჯანმრთელ მოხალისეებში ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე.

დოზების რეკომენდებულ დიაპაზონში ენოქსაპარინის ნატრიუმის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია. მაჩვენებლების განსხვავება ერთეულ პაციენტებში და პაციენტებს შორის უმნიშვნელოა. განმეორებითი კანქვეშა ინექციის შემთხვევაში კუმულაცია არ ხდება.

კანქვეშა ინექციის შემთხვევაში პლაზმაში ანტი-IIa აქტივობა თითქმის 10-ჯერ დაბალია ვიდრე ანტი-Xa აქტივობა. ანტი-IIa აქტივობის საშუალო მაქსიმალური დონე მიიღწევა კანქვეშა ინექციიდან 3-4 საათში და დღეში ორჯერ 100სე/კგ (1მგ/კგ) დოზისა და დღეში ერთხელ 150სე/კგ (1,5მგ/კგ) დოზის განმეორებით შეყვანისას შესაბამისად შეადგენს 0,13 სე/მლ-სა და 0,19 სე/მლ -ს.

განაწილება

ენოქსაპარინის ნატრიუმის განაწილების მოცულობა ანტი-Xa აქტივობის მიხედვით შეადგენს დაახლოებით 4.3ლიტრს და თითქმის უტოლდება მოცირკულირე სისხლის მოცულობას.

ბიოტრანსფორმაცია

ენოქსაპარინის ნატრიუმი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში დესულფაციისა და/ან დეპოლიმერიზაციის გზით ძალზე დაბალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე დაბალმოლეკულურ ნივთიერებებად.

ორგანიზმიდან გამოყოფა

ენოქსაპარინის ნატრიუმი მიეკუთვნება დაბალი კლირენსის მქონე პრეპარატებს. 150სე (1.5 მგ/კგ) დოზის 6-საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ანტი-Xa აქტივობის მქონე ნივთიერებების პლაზმური კლირენსი საშუალოდ შეადგენდა 0.74 ლ/სთ-ს.

ელიმინაცია ერთფაზიანია, ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთჯერადი კანქვეშა ინექციის დროს შეადგენს 5 საათს და განმეორებითი დოზების შეყვანისას - 7 საათს.

ანტი-Xa აქტივობა პლაზმაში იზომება ენოქსაპარინის 40მგ დოზით დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციიდან 12 საათის განმავლობაში.

ენოქსაპარინის ნატრიუმი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში დესულფაციისა და/ან დეპოლიმერიზაციის გზით ძალზე დაბალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე დაბალმოლეკულურ ნივთიერებებად.

აქტიური მეტაბოლიტების თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს შეყვანილი დოზის დაახლოებით 10%-ს, ხოლო აქტიური და არააქტიური მეტაბოლიტების საერთო თირკმლისმიერი ექსკრეცია შეადგენს დოზის 40%-ს.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულები

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, თირკმლის ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოვლენილი ენოქსაპარინის ნატრიუმის კინეტიკური პროფილი არ განსხვავდება ახალგაზრდა პაციენტთა მონაცემებისგან.

თუმცა, ვინაიდან აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში აღინიშნება თირკმლის ფუნქციის ფიზიოლოგიური დაქვეითება, შესაბამისად ენოქსაპარინის ნატრიუმის ელიმინაცია შენელებულია (იხილეთ 4.2 და 4.4 პუნქტები).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

კვლევაში, რომელიც ჩატარდა ციროზით დაავადებულ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ენოქსაპარინს ნატრიუმს 4,000სე (40მგ) დღეში ერთხელ, ანტი-Xa მაქსიმალური აქტივობის დაქვეითება უკავშირდებოდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმძიმის მატებას (შეფასებულია Child-Pugh კატეგორიების მიხედვით).

აღნიშნული დაქვეითება ძირითადად განპირობებული იყო ATIII დონის შემცირებით, ATIII-ის შემცირებული სინთეზის გამო ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დაფიქსირდა წრფივი კავშირი ანტი-Xa-ს პლაზმურ კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის წონასწორულ მდგომარეობაში, რაც მიუთითებს ენოქსაპარინის ნატრიუმის დაქვეითებულ კლირენსზე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ანტი-Xa აქტივობა, წონასწორულ მდგომარეობაში ოდნავ იზრდება თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) და საშუალო (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) სიმძიმის დარღვევების დროს დღეში ერთხელ 4,000 სე (40 მგ) დოზის განმეორებითი კანქვეშა ინექციის შემთხვევაში. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), AUC წონასწორულ მდგომარეობაში მნიშვნელოვნად იზრდება საშუალოდ 65%-ით დღეში ერთხელ 4,000სე (40მგ) დოზის განმეორებითი კანქვეშა ინექციის შემთხვევაში (იხილეთ 4.2 და 4.4 პუნქტები).

ჰემოდიალიზი

ენოქსაპარინის ნატრიუმის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო საკონტროლო პოპულაციის მონაცემებისა ერთჯერადად 25სე, 50სე ან 100სე/კგ (0.25, 0.50 ან 1.0მგ/კგ) ინტრავენური ინექციის შემთხვევაში, თუმცა, AUC ორჯერ აღემატებოდა საკონტროლო მონაცემებს.

წონა

დღეში ერთხელ 150სე/კგ (1.5მგ/კგ) დოზის განმეორებითი კანქვეშა ინექციის შემთხვევაში, ანტი-Xa აქტივობის საშუალო AUC ოდნავ მაღალია წონასწორულ მდგომარეობაში ჭარბწონიან ჯანმრთელ მოხალისეებში (BMI 30-48კგ/მ2) არაჭარბწონიან პირებთან შედარებით, ხოლო პლაზმური ანტი-Xa აქტივობის მაქსიმალური დონე არ იზრდება. ჭარბწონიან პაციენტებში კანქვეშა ინექციისას სხეულის წონის მიხედვით კორექტირებული კლირენსი უფრო დაბალია.

წონის გათვალისწინების გარეშე ერთჯერადად 4,000სე (40მგ) კანქვეშა ინექციისას, აღმოჩნდა, რომ ანტი-Xa აქტივობა 52%-ით მაღალია დაბალწონიან ქალებში (<45 კგ) და 27%-ით მაღალია დაბალწონიან მამაკაცებში (<57 კგ) ნორმალურწონიან სუბიექტებთან შედარებით (იხილეთ 4.4. პუნქტი).

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

ენოქსაპარინის ნატრიუმისა და თრომბოლიტიკების ერთდროული გამოყენებისას ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ენოქსაპარინის ნატრიუმის ანტიკოაგულანტული ეფექტის გარდა, არ გამოვლინდა გვერდითი ეფექტები როგორც ვირთხებში, ასევე ძაღლებში 13-კვირიანი ტოქსიკურობის კვლევების დროს 15 მგ/კგ/დღეში კანქვეშა გამოყენებისას, აგრეთვე როგორც ვირთხებში, ასევე მაიმუნებში 26-კვირის განმავლობაში 10 მგ/კგ/დღეში ინტრავენური და კანქვეშა ინექციისას.

ენოქსაპარინის ნატრიუმმა არ გამოავლინა მუტაგენური აქტივობა in vitro კვლევების, მათ შორის ეიმსის ტესტის, თაგვის ლიმფომის ანალიზის დროს, აგრეთვე კლასტოგენური აქტივობა ადამიანებში ლიმფოციტების ქრომოსომული აბერაციის in vitro კვლევისა და ვირთხის ძვლის ტვინის უჯრედებში ქრომოსომული აბერაციის in vivo კვლევის დროს.

მაკე ვირთხებსა და კურდღლებზე ჩატარებულმა კვლევებმა ენოქსაპარინის ნატრიუმის კანქვეშა 30მგ/კგ/დღე-მდე დოზებით გამოყენებით არ გამოავლინა ტერატოგენურობის ან ფეტოტოქსიკურობის ნიშნები. აღმოჩნდა, რომ ენოქსაპარინის ნატრიუმს არ აქვს არანაირი გავლენა მამრი და მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე ან რეპროდუქციულობაზე 20 მგ/კგ/დღე-მდე SC დოზებით გამოყენების შემთხვევაში.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი

საინექციო წყალი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი

მარილმჟავა

შეუთავსებლობა

კანქვეშა ინექცია

ენოქსაპარინის ნატრიუმი არ შეურიოთ სხვა საინექციო ან საინფუზიო ხსნარებს.

ინტრავენური (ბოლუსური) ინექცია მხოლოდ მწვავე STEMI-ის ჩვენების დროს.

ენოქსაპარინის ნატრიუმის უსაფრთხოდ შეყვანა შესაძლებელია ფიზიოლოგიურ ხსნართან (0.9%) ან 5% დექსტროზის ხსნართან ერთად.

ვარგისობის ვადა: 30 თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეფუთვა

ენოქსაპარინის ნატრიუმის საინექციო ხსნარი USP 60მგ/0.6მლ დაფასოებულია ერთჯერადი გამოყენების გრადუირებულ წინასწარ შევსებულ შპრიცებში (1მლ PFS), ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი დაფასოებულია Alu-PVC ბლისტერში. ერთი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია შიდა შეფუთვის მუყაოს კოლოფში. ათი ასეთი მუყაოს კოლოფი მოთავსებულია ერთ გარე შეფუთვის მუყაოს კოლოფში.

ნარჩენების განკარგვა

ენოქსაპარინის ნატრიუმის საინექციო ხსნარი USP 60მგ/0.6მლ წინასწარ შევსებულ შპრიცებში განკუთვნილია დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი. გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია შეფუთვაში. თითოეული შპრიცი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ფარმაცევტული პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Swasthya Healthcare Pvt.Ltd.

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი: -

პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

პირველი ავტორიზაციის თარიღი:-

ბოლო განახლების თარიღი:-

ტექსტის გადახედვის თარიღი: -

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა