იბუტინი
ibutin®
- მოქმედი ნივთიერება
- ტრიმებუტინი (trimebutine)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- Galenica Pharmaceutical Industry S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, სინთეზური ანტიქოლინერგულები, მესამეული ამინების ჯგუფის ეთერები
- ATC კოდი
- A03AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046081
- რეგისტრირებულია
- 4 აგვისტო 2026, მოქმედებს 4 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „იმ პლიუს ფარმა“
იბუტინი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილები
რეკომენდებული დოზა არის:
დარტყმითი დოზა 6 დღის განმავლობაში: 2 ტაბლეტი დღეში, 1 დილით და ერთი ღამით.
შემანარჩუნებელი დოზა: 1 ტაბლეტი დღეში, მინიმუმ 20 დღის განმავლობაში.
პრეპარატი უნდა მიიღოთ კვების წინ.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ გატეხოთ, დაფშვნათ ან დაღეჭოთ.
თუ მიიღეთ იბუტინის საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დიდი დოზების მიღებისას მკურნალობა სიმპტომურია, რადგან სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
თუ დაგავიწყდათ იბუტინის მიღება
თუ ერთი დოზის მიღება გამოგრჩათ, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ტრიმებუტინის მალეატის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ( ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
თუ გაწუხებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის არსებული ორგანული დაავადება (მაგ.: ანთებითი ენტეროპათია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადება, პარალიზური გაუვალობა, წყლულოვანი კოლიტი, ტოქსიკური მეგაკოლონი).
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში იბუტინის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.
სიფრთხილის ზომები
იბუტინის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან შეიძლება აღინიშნოს არაერთი ფიზიოლოგიური ფუნქციის დაქვეითება.
ბავშვები და მოზარდები
იბუტინი არ არის ნაჩვენები ბავშვებში და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
იბუტინის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
საკვებთან, სასმელთან ან ალკოჰოლთან რაიმე სახის ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ვინაიდან ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი კლინიკური კვლევების მონაცემები არ არსებობს, რეკომენდებულია მოერიდოთ პრეპარატის მიღებას, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ იბუტინით მკურნალობის დაწყების შემდეგ შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, ექიმთან უნდა დააზუსტოთ გააგრძელოთ თუ არა პრეპარატის მიღება. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, რეკომენდებულია მოერიდოთ იბუტინის მიღებას.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
როგორც წესი, იბუტინი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, იმ პაციენტებმა, რომელთა სამუშაოც ყურადღებასა და სიფხიზლეს მოითხოვს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, თუ მკურნალობის პერიოდში ძილიანობას ან თავბრუსხვევას იგრძნობენ.
იბუტინი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
- იბუტინის შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის იბუტინი და რისთვის გამოიყენება
იბუტინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტრიმებუტინის მალეატს, რომელიც წარმოადგენს სპაზმოლიტურ საშუალებას. ტრიმებუტინის მალეატი არეგულირებს ნაწლავის მოტორიკას დარღვეული პერისტალტიკის ნორმალიზების გზით.
იბუტინი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ იბუტინის მიღებამდე
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ტრიმებუტინის მალეატი.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, ღვინის მჟავა, პოლივიდონი, ჰიპრომელოზა, სილიკაგელი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი.
როგორია იბუტინი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
იბუტინი არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ტაბლეტები მოთავსებულია კოლოფში, რომელიც 20 ტაბლეტია, 10 ტაბლეტიანი 2 ბლისტერი.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
გალენიკა ს.ა. (GALENICA S.A.)
ელეფთერიას ქ.4
145 64 კეფისია, საბერძნეთი
ტელ.:+30 210 5281700
მწარმოებელი
გალენიკა ფარმაცევტიკალ ინდასტრი სა (Galenica Pharmaceutical Industry SA)
ოულდ ნეშენალ როუდ მე-3 კმ
ქალკიდა-ათენის ძველი ნაციონალური გზის მე-3 კმ,
გლიფა ქალკიდა, ევბეა, 34100 საბერძნეთი
ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი: 01-09-2021
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
იბუტინი 300 მგ გახანგძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
ტრიმებუტინის მალეატი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი დაგენიშნათ ინდივიდუალურად თქვენ. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად დაავადების მსგავსი ნიშნებისა, შეიძლება ავნოს მათ.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
ფურცელ-ჩანართში შედის
- რა არის იბუტინი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ იბუტინის მიღებამდე
- იბუტინის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- იბუტინის შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის იბუტინი და რისთვის გამოიყენება
იბუტინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტრიმებუტინის მალეატს, რომელიც წარმოადგენს სპაზმოლიტურ საშუალებას. ტრიმებუტინის მალეატი არეგულირებს ნაწლავის მოტორიკას დარღვეული პერისტალტიკის ნორმალიზების გზით.
იბუტინი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ იბუტინის მიღებამდე
არ მიიღოთ იბუტინი:
თუ გაქვთ ალერგია ტრიმებუტინის მალეატის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ( ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
თუ გაწუხებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის არსებული ორგანული დაავადება (მაგ.: ანთებითი ენტეროპათია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადება, პარალიზური გაუვალობა, წყლულოვანი კოლიტი, ტოქსიკური მეგაკოლონი).
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში იბუტინის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
იბუტინის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან შეიძლება აღინიშნოს არაერთი ფიზიოლოგიური ფუნქციის დაქვეითება.
ბავშვები და მოზარდები
იბუტინი არ არის ნაჩვენები ბავშვებში და მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და იბუტინი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
იბუტინის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
საკვებთან, სასმელთან ან ალკოჰოლთან რაიმე სახის ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ვინაიდან ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი კლინიკური კვლევების მონაცემები არ არსებობს, რეკომენდებულია მოერიდოთ პრეპარატის მიღებას, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ იბუტინით მკურნალობის დაწყების შემდეგ შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, ექიმთან უნდა დააზუსტოთ გააგრძელოთ თუ არა პრეპარატის მიღება. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, რეკომენდებულია მოერიდოთ იბუტინის მიღებას.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
როგორც წესი, იბუტინი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, იმ პაციენტებმა, რომელთა სამუშაოც ყურადღებასა და სიფხიზლეს მოითხოვს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, თუ მკურნალობის პერიოდში ძილიანობას ან თავბრუსხვევას იგრძნობენ.
იბუტინი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- იბუტინის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილები
რეკომენდებული დოზა არის:
დარტყმითი დოზა 6 დღის განმავლობაში: 2 ტაბლეტი დღეში, 1 დილით და ერთი ღამით.
შემანარჩუნებელი დოზა: 1 ტაბლეტი დღეში, მინიმუმ 20 დღის განმავლობაში.
პრეპარატი უნდა მიიღოთ კვების წინ.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ გატეხოთ, დაფშვნათ ან დაღეჭოთ.
თუ მიიღეთ იბუტინის საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დიდი დოზების მიღებისას მკურნალობა სიმპტომურია, რადგან სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
თუ დაგავიწყდათ იბუტინის მიღება
თუ ერთი დოზის მიღება გამოგრჩათ, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად იბუტინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან მაქსიმუმ 1 ადამიანში):
გამონაყარი
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან მაქსიმუმ 1-ადამიანში):
ძილიანობა
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
ალერგიული რეაქციები, როგორიც არის ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), სახის შეშუპება (კვინკეს შეშუპება) და იშვიათ შემთხვევებში ანაფილაქსიური შოკი.
დარღვევები კანის მხრივ, როგორიც არის ერითემა, ეგზემა, მთელი სხეულის გენერალიზებული სიწითლე ბუშტუკებითა და ცხელებით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი - AGEP), კანის სიწითლე, რომელსაც თან ახლავს ცხელება (მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკოდერმია).
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება დააფიქსიროთ პირდაპირ ეროვნული საანგარიშგებო სისტემის მეშვეობით, რომელიც მითითებულია დანართში V* გვერდით ეფექტებზე შეტყობინების დაფიქსირების გზით ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- იბუტინის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს იბუტინი
აქტიური ნივთიერება არის ტრიმებუტინის მალეატი.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, ღვინის მჟავა, პოლივიდონი, ჰიპრომელოზა, სილიკაგელი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი.
როგორია იბუტინი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
იბუტინი არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ტაბლეტები მოთავსებულია კოლოფში, რომელიც 20 ტაბლეტია, 10 ტაბლეტიანი 2 ბლისტერი.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
გალენიკა ს.ა. (GALENICA S.A.)
ელეფთერიას ქ.4
145 64 კეფისია, საბერძნეთი
ტელ.:+30 210 5281700
მწარმოებელი
გალენიკა ფარმაცევტიკალ ინდასტრი სა (Galenica Pharmaceutical Industry SA)
ოულდ ნეშენალ როუდ მე-3 კმ
ქალკიდა-ათენის ძველი ნაციონალური გზის მე-3 კმ,
გლიფა ქალკიდა, ევბეა, 34100 საბერძნეთი
ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი: 01-09-2021
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


