დექსამეტაზონი
Dexamethasone
- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ/მლ 1მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო, ი.მ., სახსარში, კანის დაზიანებულ ადგილას და რბილ ქსოვილებში შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- «CORPORATION «ZDOROVYA» LLC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046048
- რეგისტრირებულია
- 30 ივლისი 2026, მოქმედებს 30 ივლისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «CORPORATION «ZDOROVYA» LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დექსამეტაზონი — ინსტრუქცია ქართულად
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
დექსამეტაზონის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების პარალელური გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების და წყლულების გაჩენის რისკს.
დექსამეტაზონის მოქმედება მცირდება, თუ ერთდროულად გამოიყენება CYP 3A4-ის ფერმენტის გამაქტიურებელი პრეპარატები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, რიფაბუტინი, რიფამპიცინი) ან გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლური კლირენსის გამაძლიერებელი პრეპარატები (ეფედრინი ან ამინოგლუტეტიმიდი). ასეთ შემთხვევებში დექსამეტაზონის დოზა უნდა გაიზარდოს. დექსამეტაზონის და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს შორის ურთიერთქმედებამ შეიძლება დაამახინჯოს დექსამეტაზონის ინჰიბირების ტესტი. ეს გასათვალისწინებელია ტესტის შედეგების შეფასებისას.
დექსამეტაზონის და CYP 3A4 ფერმენტული აქტივობის მაინჰიბირებელი პრეპარატების (კეტოკონაზოლი, მაკროლიდები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში დექსამეტაზონის კონცენტრაციის ზრდა. დექსამეტაზონი არის CYP 3A4-ის ზომიერი ინდუქტორი. ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP 3A4-ის მეშვეობით (ინდინავირი, ერითრომიცინი), შეიძლება გაზარდოს მათი კლირენსი, რაც შრატში კონცენტრაციის შემცირებას იწვევს.
დექსამეტაზონი ამცირებს ანტიქოლინესთერაზული საშუალებების თერაპიულ ეფექტს, რომლებიც გამოიყენება მიასთენიის დროს.
CYP 3A4- ის ფერმენტული მოქმედების ინჰიბირებით, კეტოკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის კონცენტრაციები შრატში. მეორეს მხრივ, კეტოკონაზოლმა შეიძლება დათრგუნოს თირკმელზედა ჯირკვლით გლუკოკორტიკოიდების სინთეზი. ამგვარად, დექსამეტაზონის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად, შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
დექსამეტაზონი ამცირებს შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, კუმარინული ანტიკოაგულანტების, პრაზიკვანტელის და ნატრიურეზულების თერაპიულ ეფექტს (ამიტომ ამ სამკურნალო საშუალებების დოზა უნდა გაიზარდოს); თუმცა იგი ზრდის ჰეპარინის, ალბენდაზოლის და კალიურეზული საშუალებების მოქმედებას (აუცილებლობის შემთხვევაში ამ პრეპარატების დოზა უნდა შემცირდეს).
დექსამეტაზონმა შეიძლება შეცვალოს კუმარინული ანტიკოაგულანტების მოქმედება, ამიტომ ასეთი კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პროთრომბინის დროის უფრო ხშირი კონტოლი.
დექსამეტაზონის და გლუკოკორტიკოიდების და ბეტა-2-რეცეპტორების აგონისტების მაღალი დოზების პარალელური გამოყენება ზრდის ჰიპოკალემიის რისკს. ჰიპოკალემიის მქონე პაციენტებში საგულე გლიკოზიდები უმრავლეს შემთხვევაში ხელს უწყობენ რითმის დარღვევას და გააჩნიათ მაღალი ტოქსიკურობა.
ანტაციდები ამცირებენ დექსამეტაზონის შეწოვას კუჭში. დექსამეტაზონის მოქმედება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას არ არის გამოკვლეული, თუმცა არ არის რეკომენდებული ნატრიუმის მაღალი შემცველობის პრეპარატებისა და საკვების ერთდროული გამოყენება. მოწევა გავლენას არ ახდენს დექსამეტაზონის ფარმაკოკინეტიკაზე.
გლუკოკორტიკოიდები აძლიერებენ სალიცილატების თირკმლის კლირენსს, ამიტომ ზოგჯერ ძნელია სისხლის შრატში სალიცილატების თერაპიული კონცენტრაციების მიღება. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა იმ პაციენტებში, რომლებსაც თანდათან უმცირებენ კორტიკოსტეროიდების დოზას, ვინაიდან ამ დროს შეიძლება აღინიშნოს სალიცილატების კონცენტრაციების მომატება სისხლის შრატში და ინტოქსიკაცია.
თუ პარალელურად გამოიყენება პერორალური კონტრაცეპტივები, გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს, რაც აძლიერებს მათ ბიოლოგიურ მოქმედებას და შესაძლოა გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი.
რიტორდინის და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება მშობიარობის დროს არის უკუნაჩვენები, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპებით განპირობებული მშობიარეს გარდაცვალება. არსებობს მონაცემები მშობიარეს ლეტალობის შესახებ ამ მდგომარეობის გამო.
დექსამეტაზონისა და ტალიდომიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი.
ურთიერთქმედების სახეები, რომელთაც გააჩნიათ თერაპიული უპირატესობა: დექსამეტაზონისა და მეტოკლოპრამიდის, დიფენჰიდრამინის, პროქლორპერაზინისა ან 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების (სეროტონინის ან 5-ჰიდროქსიტრიპტამინის, ტიპი 3, რეცეპტორების, ისეთების, როგორებიცაა ონდანსეტრონი ან გრანისეტრონი) პარალელურად დანიშვნა ეფექტურია გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისათვის, რომელიც გამოწვეულია ცისპლატინით, ციკლოფოსფამიდით, მეტოტრექსატით, ფტორურაცილით ქიმიოთერაპიის დროს.
გამოყენების თავისებურებები. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობენ დექსამეტაზონით, მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ხილული ნიშნების გარეშე) შემდეგი სიმპტომებით: სხეულის ტემპარატურის მომატება, სურდო, კონიუნქტივის გაწითლება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გაღიზიანებადობა, კუნთების და სახსრების ტკივილი, ღებინება, სხეულის მასის შემცირება, ზოგადი სისუსტე, ასევე ხშირად კრუნჩხვები. ამიტომ დექსამეტაზონის დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით. პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
კორტიკოიდებით პარენტერალური მკურნალობის დროს, იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ამიტომ დექსამეტაზონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, ალერგიული რეაქციების შესაძლებლობის გათვალისწინებით (განსაკუთრებით, პაციენტებთან, რომლებსაც ანამნეზში რომელიმე სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებაზე აღენიშნება ალერგიული რეაქციები).
თუ პაციენტი თერაპიის განმავლობაში მძიმე სტრესის მდგომარეობაშია (ტრავმის, ოპერაციის ან მძიმე დაავადების გამო), დექსამეტაზონის დოზა უნდა გაიზარდოს, ხოლო თუ ეს მკურნალობის შეწყვეტისას ხდება, უნდა იქმას გამოყენებული ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი.
თუ დექსამეტაზონი პაციენტებთან ხანგრლივი დროის განმავლობაში გამოიყენებოდა, და თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მათ აქვთ მძიმე სტრესი, დექსამეტაზონის გამოყენება უნდა აღდგეს, ვინაიდან მის მიერ გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
კორტიკოსტეროიდების სისტემურ გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს მძიმე ფსიქიკური რეაქციები. ჩვეულებრივ სიმპტომები ვლინდება რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან. ამ სიმპტომების განვითარების რისკი იზრდება მაღალი დოზების გამოყენების დროს. რეაქციების უმრავლესობა გაივლის დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ. საჭიროა დაკვირვება და ფსიქიკური ცვლილების, განსაკუთრებით დეპრესიული მდგომარეობის, თვითმკვლელობაზე ფიქრის და მცდელობების დროული გამოვლენა. კორტიკოსტეროიდები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში აფექტური აშლილობა, განსაკუთრებით პაციენტებში ანამნეზში ალერგიული რეაქციებით ნებისმიერ სხვა მედიკამენტებზე, და ასევე მათ ახლო ნათესავებში. არასასურველი ეფექტების გამოვლენა შეიძლება თავიდან ავიცილოთ, გამოვიყენებთ რა მინიმალურ ეფექტურ დოზებს დროის ყველაზე მოკლე პერიოდის განმავლობაში ან მივიღებთ რა პრეპარატის აუცილებელ სადღეღამისო დოზას ერთხელ დღეში დილით.
დექსამეტაზონით ან ბუნებრივი გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობამ შეიძლება დაფაროს არსებული ან ახალი ინფექციის სიმპტომები, და ასევე, ნაწლავის პერფორაციის სიმპტომები. დექსამეტაზონმა შეიძლება გაამწვავოს სისტემური სოკოვანი ინფექცია, ლატენტური ამებიაზი და ფილტვის ტუბერკულოზი.
ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმის მქონე პაციენტები უნდა ღებულობდნენ დექსამეტაზონს (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად) მხოლოდ სწრაფად მიმდინარე ან ძლიერ გაფანტული ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევაში. ფილტვის ტუბერკულოზის არააქტიური ფორმის მქონე პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით, ან პაციენტებმა, რომლებიც რეაგირებენ ტუბერკულინზე, უნდა ღებულობდნენ ქიმიური პროფილაქტიკური საშუალებებს.
სიფრთხილე და სამედიცინო მეთვალყურეობა რეკომენდებულია ოსტეოპოროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, ტუბერკულოზის, გლაუკომის, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის, დიაბეტის, აქტიური პეპტიკური წყლულის, ცოტა ხნის წინ გადატანილი ნაწლავური ანასტომოზის, წყლულოვანი კოლიტის და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველი კვირების განმავლობაში, თრომბოემბოლიის, მძიმე მიასთენია გრავისის, გლაუკომის, ჰიპოთირეოზის, ფსიქოზის ან ფსიქონევროზის მქონე პაციენტები, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს დიაბეტის გამწვავება ან დიაბეტის ლატენტური ფაზიდან კლინიკურ გამოვლინებებზე გადასვლა.
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაცია დექსამეტაზონით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია. ინაქტივირებული ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინით ვაქცინაცია არ იწვევს ანტისხეულების მოსალოდნელი სინთეზის პროვოცირებას და მას არ აქვს მოსალოდნელი დამცველობითი ეფექტი. დექსამეტაზონი, ჩვეულებრივ, არ ინიშნება ვაქცინაციამდე 8 კვირის განმავლობაში და არ შეიძლება მისი გამოყენების დაწყება ვაქცინაციის შემდეგ 2 კვირაზე ადრე.
პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობენ დექსამეტაზონის მაღალი დოზებით და არასოდეს გადაუტანიათ წითელა, უნდა მოერიდონ ინფიცირებულ პირებთან კონტაქტს; შემთხვევითი კონტაქტისას რეკომენდებულია პროფილაქტიკური მკურნალობა იმუნოგლობულინით.
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ოპერაციის ან ძვლების მოტეხილობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში მყოფი პაციენტებისთვის, ვინაიდან დექსამეტაზონმა შეიძლება შეანელოს ჭრილობების შეხორცება და ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა.
სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე ღებულობენ (პერორალურად) კორტიკოსტეროიდებს სხვა მიზეზების გამო (მაგაალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტები) და არ საჭიროებენ დამატებით ჟანგბადს.
ღვიძლის ციროზით ან ჰიპოთირეოზით დაავადებულებში გლუკოკორტიკოიდების მოქმედება ძლიერდება.
დექსამეტაზონის სახსარშიდა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი და სისტემური ეფექტები. ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხრტილის დაზიანება, ან ძვლის ნეკროზი.
სახსარშიდა შეყვანამდე საჭიროა სახსრიდან სინოვიალური სითხის მოცილება და მისი გამოკვლევა (ინფექციის არსებობაზე). თავი უნდა აარიდოთ კორტიკოიდების შეყვანას ინფიცირებულ სახსარში. თუ სახსრის ინფექცია ვითარდება ინიექციის შემდეგ, საჭიროა ანტიბიოტიკებით შესაბამისი თერაპიის დაწყება.
საჭიროა პაციენტების ინფორმირება იმის შესახებ, რომ მათ თავი უნდა აარიდონ ფიზიკურ დატვირთვას დაზიანებულ სახსარზე მანამდე, სანამ ანთება არ განიკურნება.
თავი აარიდეთ დექსამეტაზონის შეყვანას არამყარ სახსრებში.
კორტიკოიდებმა შეიძლება დაამახინჯოს კანის ალერგიული ტესტების შედეგები.
იყო ინფორმაცია ჰიპერტროფული კარდიომიოპატიის შესახებ დროზე ადრე დაბადებულ ჩვილებში კორტიკოიდების სისტემური გამოყენების შემდეგ, დექსამეტაზონის ჩათვლით. შემთხვევათა უმეტესი ნაწილი, რომლებზეც შემოვიდა ინფორმაცია, იყო შექცევადი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. დღენაკლულ ჩვილებში, რომლებიც ღებულობდნენ დექსამეტაზონს სისტემური გამოყენაბისთვის, უნდა უტარდებოდეთ დიაგნოსტიკური შეფასება და გულის ფუნქციისა და სტრუქტურის მონიტორინგი.
ფეოქრომოციტომური კრიზი
იყო შეტყობინებები სისტემური გამოყენების კორტოკოსტეროიდებით მკურნალობის შემდეგ ფეოქრომოოციტომური კრიზის შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
პაციენტებთან, რომლებთანაც არსებობს ეჭვი ან დიაგნოსტირებულია ფეოქრომოციტომა, კორტიკოსტეროიდების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის შესაბამისი შეფასების შემდეგ.
სპეციალური ინფორმაცია ზოგიერთ ინგრედიენტზე:
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) / დოზაზე ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერებების მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის (E 216) შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული), ხოლო ცალკეულ შემთხვევაში - ბრონქოსპაზმი.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში - მავნე ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილ ბავშვებზე არ შეიძლება იყოს გამორიცხული. სამკურნალო საშუალება თრგუნავს ბავშვის საშვილოსნოსშიდა განვითარებას. დექსამეტაზონი ორსულ პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთეულ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის მიყენებულ პოტენციურ რისკს. განსაკუთრებული სიფრთხილე რეკომენდებულია პრეეკლამფსიის დროს. ზოგადი რეკომენდაციების თანახმად ორსულობისას გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის დროს უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი მოქმედი დოზა ძირითადი დაავადების კონტროლის მიზნით. ბაშვები, რომელთა დედებს უნიშნავდნენ გლუკოკორტიკოიდებს ორსულობის დროს, უნდა უტარდებოდეთ გულდასმითი შემოწმება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის არსებობაზე.
გლუკორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტალურ ბარიერს და აღწევენ მაღალ კონცენტრაციებს ნაყოფში. დექსამეტაზონი ნაკლებად აქტიურად მეტაბოლიზდება პლაცენტაში, ვიდრე მაგალითად, პრედნიზოლონი, ამიტომ ჩანასახის სისხლის შრატში შესაძლებელია აღინიშნებოდეს დექსამეტაზონის მაღალი კონცენტრაცია. ზოგიერთი მონაცემებით, გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიურმა დოზებმაც კი შეიძლება გაზარდონ პლაცენტის უკმარისობის, ოლიგოჰიდრამნიონის, ნაყოფის შენელებული ზრდის ან საშვილოსნოსშიდა სიკვდილის, ნაყოფში ლეიკოციტების (ნეიტროფილების) რაოდენობის ზრდისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის რისკი. არ არსებობეს არანაირი მტკიცებულება გლუკოკორტიკოსტეროიდების ტერატოგენული მოქმედების შესახებ.
კვლევებმა აჩვენა ნეონატალური ჰიპოგლიკემიის რისკის მატება კორტიკოსტეროიდების, მათ შორის დექსამეტაზონის, პრენატალური მოკლევადიანი გამოყენების შემდეგ ქალებში გვიანი ნაადრევი მშობიარობის რისკით.
რეკომენდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების დამატებითი დოზების მიღება მშობიარობის დროს ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს ორსულობის დროს. გახანგრძლივებული მშობიარობის ან საკეისრო კვეთის დაგეგმვის შემთხვევაში რეკომენდებულია ინტრავენურად 100 მგ ჰიდროკორტიზონის შეყვანა ყოველ 8 საათში.
ლაქტაცია. ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება უკუნაჩვენებია (გადაუდებელი შემთხვევების გარდა). გლუკოკორტიკოიდის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში, ამიტომ დედებისთვის, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით, არ არის რეკომენდებული ბავშვის ძუძუთი კვება, განსაკუთრებით ფიზიოლოგიურ ნორმაზე მეტით გამოყენებისას (დაახლოებით 1 მგ). ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შენელება და ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამოყოფის შემცირება.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი. დექსამეტაზონი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
მიღების წესი და დოზები. ინიშნება ზრდასრულებში და ბავშვებში ახალშობილობის პერიოდიდან. შეჰყავთ ინტრავენურად (ინიექციის ან ინფუზიის სახით), ინტრამუსკულარულად ან ადგილობრივად - სახსარშიდა ინიექციის ან კანის დაზიანების ადგილზე ინიექციის მეშვეობით ან რბილი ქსოვილების ინფილტრატში.
გამხსნელის სახით ინტრავენური ინფუზიისთვის გამოიყენება ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარი.
ხსნარები, რომლებიც განკუთვნილია ინტრავენური შეყვანისთვის ან პრეპარატის შემდგომი გახსნისთვის, არ უნდა შეიცავდნენ კონსერვანტებს, თუ ისინი გამოიყენება ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლულებში.
როდესაც პრეპარატი შეერევა გამხსნელს საინფუზიო ხსნარის მომზადებისას, უნდა იქნას დაცული ასეპტიკის წესები. ვინაიდან საინფუზიო ხსნარები არ შეიცავენ კონსერვანტებს, ნაერთები უნდა გამოიყენოთ 24 საათის განმავლობაში.
პარანტერალურად შესაყვანი პრეპარატები უნდა შემოწმდეს ვიზუალურად უცხო ნაწილაკების და ფერის ცვლილების არსებობაზე ყოველი შეყვანის წინ, რათა განისაზღვროს პრეპარატის და კონტეინერის ვარგისობა.
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული პაციენტის დაავადებიდან გამომდინარე, მკურნალობის ხანგრძლივობის, კორტიკოსტეროიდების ამტანობის და ორგანიზმის რეაქციის გათვალისწინებით.
ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანა:
რეკომენდებული საწყისი დოზა ვარირებს 0,5 მგ-დან 9 მგ-მდე დღე-ღამეში, დიაგნოზიდან გამომდინარე. ნაკლებად მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საკმარისი იყოს 0,5 მგ-ზე ნაკლები დოზა, მაშინ, როდესაც უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს 9 მგ-ზე მეტი დოზა დღე-ღამეში.
დექსამეტაზონის საწყისი დოზები უნდა გამოიყენოთ კლინიკური რეაქციების გამოვლენამდე, ხოლო შემდგომ დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს ყველაზე დაბალ კლინიკურად ეფექტურ დოზამდე. თუ მაღალი დოზები დანიშნულია რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს, დოზა შემდეგ თანდათანობით უნდა შემცირდეს 5-7 დღის განმავლობაში ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
თუ შესაბამისი დროის პერიოდის გასვლის შემდეგ არ ვითარდება დამაკმაყოფილებელი კლინიკური რეაქცია, უნდა შეწყდეს ინექცია დექსამეტაზონის ფოსფატით და პაციენტს დაენიშნოს სხვა მკურნალობა.
საჭიროა იმ სიმპტომების გულდასმითი კონტროლი, რომლებმაც შესაძლოა საჭირო გახადონ დოზირების კორექცია, კერძოდ: კლინიკური მდგომარეობის ცვლილება დაავადების რემისიის ან გამწვავების დროს, პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა და სტრესის გავლენა (მაგალითად, ქირურგიული ჩარევა, ინფექცია, ტრავმა). სტრესის დროს შესაძლოა აუცილებელი გახდეს დოზის დროებითი გაზრდა.
თუ აუცილებელია პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა 2-3 დღეზე მეტი ხნის მკურნალობის შემდეგ, მოხსნა უნდა განხორციელდეს თანდათანობით.
ინტრავენური შეყვანისას დოზირება ჩვეულებრივ ისეთივეა, როგორ პერორალური გამოყენებისას. თუმცა ზოგიერთ გადაუდებელ, მწვავე და სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებში ჩვეულებრივზე მაღალი დოზების გამოყენება შეიძლება იყოს გამართლებული და შეთავსებული პერორალურ დოზირებასთან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინტრამუსკულურად შეყვანისას აბსორბციის სიჩქარე უფრო დაბალია.
შოკი
მიმდინარე სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება კორტიკოსტეროიდების მაღალი (ფარმაკოლოგიური) დოზები იმ სახის შოკის მკურნალობის მიზნით, რომელიც მდგრადია ტრადიციული თერაპიისადმი. არსებობს დექსამეტაზონის ფოსფატის ინექციების შემდეგი დოზირება:
3 მგ/კგ სხეულის მასაზე 24 საათში მუდმივი ინტრავენური ინფუზიის სახით საწყისი 20 მგ ინტრავენური ინიექციის შეყვანის შემდეგ.
2-6 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი ინტრავენური ინიექციის სახით.
40 მგ დასწყისში, შემდეგ განმეორებითი ინტრავენური ინიექციები ყოველ 4-6 საათში მანამ, სანამ აღინიშნება შოკის სიმპტომები.
40 მგ დასაწყისში, შემდეგ განმეორებითი ინტრავენური ინექციები ყოველ 2-6 საათში მანამ, სანამ აღინიშნება შოკის სიმპტომები.
1 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი ინტრავენური ინიექციის სახით.
მაღალდოზირებადი კორტიკოსტეროიდული თერაპიის გამოყენება უნდა გრძელდებოდეს მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე და ჩვეულებრივ არაუმეტეს 48-72 საათისა.
ტვინის შეშუპება
დექსამეტაზონი, საინიექციო ხსნარი, ჩვეულებრივ ინიშნება საწყისი დოზით 10 მგ ინტრავენურად, შემდეგ 4 მგ ყოველ 6 საათში ინტრამუსკულურად სიმპტომების გაქრობამდე.
რეაქცია მკურნალობაზე ჩვეულებრივ აღინიშნება 12-24 საათის განმავლობაში, დოზირება შეიძლება შემცირდეს 2-4 დღის მკურნალობის შემდეგ, პრეპარატი უნდა მოიხსნას თანდათანობით 5-7 დღის განმავლობაში. პალიატიური გამოყენებისთვის პაციენტებში განმეორებითი ან არაოპერაბელური თავის ტვინის სიმსივნით, შესაძლებელია ეფექტური იყოს შემანარჩუნებელი თერაპია დოზირებით 2 მგ 2-3 ჯერ დღე-ღამეში.
მძიმე ალერგიული დაავადებები
მწვავე ალერგიული დაავადებების დროს, რომლებიც თვითონ კუპირდება, ან ქრონიკული ალერგიული დაავადებების მძიმე გამწვავებისას ინიშნება დოზირების შემდეგი სქემა, რომელიც აერთიანებს პარენტერალურ და პერორალურ თერაპიას:
დექსამეტაზონი, საინიექციო ხსნარი, 4 მგ/მლ: პირველი დღეს-1 ან 2 მლ (4 ან 8 მგ), ინტრამუსკულარულად.
დექსამეტაზონი, ტაბლეტები, 0,5 მგ: მეორე და მესამე დღე- 6 ტაბლეტი ორ მიღებაზე ყოველ დღე; მეოთხე დღე - 3 ტაბლეტი ორ მიღებაზე; მეხუთე და მეექვსე დღე - 1 1/2 ტაბლეტი ყოველ დღე; მეშვიდე დღე - მკურნალობის არ არის; მერვე დღე - ექიმთან განმეორებითი ვიზიტი.
ეს სქემა განკუთვნილია ადეკვატური მკურნალობის უზრუნველსაყოფად გამწვავების ეპიზოდების განმავლობაში დოზის გაადაჭარბების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით ქრონიკული შემთხვევების დროს.
COVID-19-ის მკურნალობა
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის და არანაკლებ 40 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვები: 6 მგ დექსამეტაზონი ინტრავენურად ერთხელ დღე-ღამეში კურით 10 დღემდე.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ადგილობრივი შეყვანა
სახსარშიდა შეყვანა, შეყვანა დაზიანების ადგილას ან რბილ ქსოვილებში გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება განისაზღვრება ერთი ან ორი სახსრით (უბნით). დოზები და შეყვანის სიხშირე დამოკიდებულია მდგომარეობაზე და შეყვანის ადგილზე. ჩვეულებრივი დოზა არის 0,2-6 მგ. სახსარში განმეორებითი შეყვანა შესაძლებელია 3-4 თვის შემდეგ. პრეპარატის შეყვანა შესაძლებელია ერთ სახსარში მხოლოდ 3-ჯერ ან 4-ჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ერთდროულად არა უმეტეს 2 სახსარში. სახსარში ხშირმა შეყვანამ შეიძლება დააზიანოს სახსრის ხრტილი და გამოიწვიოს ძვლის ნეკროზი.
კორტიკოსტეროიდის სახსარშიდა ინიექციამ ადგილობრივ ეფექტებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები.
საჭიროა თავის არიდება ინფიცირებულ სახსარში კორტიკოსტეროიდების შეყვანისაგან.
არ არის სასურველი კორტიკოსტეროიდების შეყვანა არასტაბილურ სახსარში.
ზოგიერთი ჩვეული ერთჯერადი დოზები მოცემულია ქვემოთ ცხრილში:
ინიექცის ადგილი
დექსამეტაზონის ფოსფატის დოზა (მგ)
დიდი სახსრები (მაგალითად, მუხლის)
2-4
მცირე სახსრები (მაგალითად, ფალანთაშორისი, საფეთქელ-ქვედა ყბის)
0,8-1
კუნთშორისი ჩანთები
2-3
მყესის გარსები
0,4-1
რბილი ქსოვილების ინფილტრაცია
2-6
განგლიები
1-2
დექსამეტაზონი, საინიექციო ხსნარი, …
გვერდითი მოვლენები
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის ტრანზიტორული დათრგუნვა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის შემცირება, მადის მომატება და სხეულის მასის მომატება, ჰიპერტრიგლიცერიდემია.
ფსიქიკის მხრივ: ფსიქიკური აშლილობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პეპტიკური წყლული და მწვავე პანკრეატიტი.
გვერდითი მოვლენები დექსამეტაზონით ხანგრძლივი მკურნალობის დროს:
იმუნური სისტემის მხრივ: იმუნური პასუხის შემცირება და გაზრდილი მგრძნობელობა ინფექციების მიმართ.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მუდმივი დათრგუნვა, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში, ეპიფიზური ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: სიმსუქნე.
მხედველობის ორგანოების მხრივ: კატარაქტა, გლაუკომა.
სისხლძარღვების მხრივ: ჰიპერტენზია; ტელეანგიოექტაზია.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: კანის გათხელება.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი, ძვლის ასეპტიკური ნეკროზი, ლულისებრი ძვლების მოტეხილობები.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ცალკეულ ორგანოებსა და სისტემებში დექსამეტაზონით მკურნალობის დროს:
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოემბოლური გართულებები; მონოციტების ან/და ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება; ლეიკოციტოზი; ეოზინოფილია (სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად); თრომბოციტოპენია და არათრომბოციტოპენიური პურპურა.
იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური რეაქციები, ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება.
გულის მხრივ: პარკუჭების მულტიფოკალური ექსტრასისტოლია, დროებითი ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, გულის გაჩერება, მიოკარდიუმის პერფორაცია გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში.
სისხლძარღვების მხრივ: ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებია და შუასაყარის მხრივ: არააქტიური ტუბერკულოზის რეციდივი.
ნერვული სისტემის მხრივ: მხედველობის ნერვის შეშუპება და ქალაშიდა წნევის მომატება (კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია) მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ; თავბრუსხვევა; ვერტიგო; თავის ტკივილი; კრუნჩხვები.
ფსიქიკის მხრივ: პიროვნული და ქცევითი ცვლილებები უფრო ხშირად გამოვლენილი ეიფორიის სახით; უძილობა, გაღიზიანება, ჰიპერკინეზი, დეპრესია, ნერვოზულობა, შფოთვა, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, დელირიუმი, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარანოია, განწყობის ლაბილობა, სუიციდური აზრები, ფსიქოზი, ძილის დარღვევა, ცნობიერების არევა, ამნეზია, შიზოფრენიის მიმდინარეობის გაუარესება, ეპილეფსიის მიმდინარეობის გაუარესება.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა და თირკმელზედა ჯირკვლების ატროფია (სტრესზე რეაგირების შემცირება), კუშინგის სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰირსუტიზმი.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: დიაბეტის ლატენტური ფორმიდან კლინიკურ გამოვლინებამდე გადასვლა; შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინზე და პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებზე მოთხოვნილების გაზრდა; ნატრიუმის და წყლის შეკავება; კალიუმის მოხმარების გაზრდა; ჰიპოკალემიური ალკალოზი; ცილების კატაბოლიზმით განპირობებული აზოტის უარყოფითი ბალანსი; ჰიპოკალცემია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, სლოკინი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლული, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია და სისხლდენა (ღებინება სისხლის მინარევით, მელენა), პანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის და ნაწლავის პერფორაცია (განსაკუთრებით ნაწლავების ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში).
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია (კუნთების კატაბოლიზმით განპირობებული კუნთების სისუსტე), ხერხემლის მოტეხილობები ზეწოლის დროს, მყესების გაგლეჯა (განსაკუთრებით ზოგიერთ ქინოლინებთან ერთდროული გამოყენებისას), სასახსრე ხრტილის დაზიანება და ძვლის ნეკროზი (სახსრებში ხშირი ინიექციების დროს).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭრილობის შეხორცების შეფერხება, სტრიები, პეტექიები და სისხლჩაქცევები, მომატებული ოფლიანობა, აკნე, კანის ტესტების დათრგუნვა, კვინკეს შეშუპება, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი.
მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალშიდა წნევის მომატება; ეგზოფთალმი; თვალის ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების გამწვავება; რქოვანას გათხელება.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იმპოტენცია, ამენორეა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილის მხრივ: შორისში წვის და ჩხვლეტის გარდამავალი შეგრძნება ინტრავენური შეყვანის დროს ან მაღალი დოზების შეყვანისას; შეშუპება, კანის ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, სტერილური აბსცესი და კანის სიწითლე.
გლუკოკორტიკოიდის მოხსნის სინდრომის ნიშნები.
პაციენტებში, რომელებიც ხანგრძლივად იტარებდნენ მკურნალობას დექსამეტაზონით, დოზის ძალიან სწრაფი შემცირებისას შეიძლება გამოვლინდეს მოხსნის სინდრომი, რის შედეგადაც შეიძლება წარმოიქმნას თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ან ლეტალური გამოსავალი. ზოგიერთ შემთხვევაში მოხსნის სინდრომის ნიშნები შეიძლება მსგავსი იყოს იმ დაავადების გაუარესების, ან რეციდივის ნიშნებისა, რომელსაც პაციენტი მკურნალობდა. მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარებისსა საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
ვარგისობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები. ინახება არა უმეტს 25C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა. არ არის მიზანშეწონილი სხვა მედიკამენტებთან პრეპარატის შერევა, 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ან 5% გლუკოზის ხსნარის გარდა.
დექსამეტაზონის ქლორპრომაზინთან, დიფენჰიდრამინთან, დოქსაპრამთან, დოქსორუბიცინთან, დაუნორუბიცინთან, იდარუბიცინთან, ჰიდრომორფონთან, ონდანსეტრონთან, პროქლორპერაზინთან, კალიუმის ნიტრატთან და ვანკომიცინთან შერევის დროს წარმოიქმნება ნალექი.
დექსამეტაზონის დაახლოებით 16% იხსნება 2,5% გლუკოზის ხსნარში და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ამიკაცინთან ერთად.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, როგორიცაა ლორაზეპამის, დექსამეტაზონთან შერევა უნდა მოხდეს შუშის ფლაკონში და არა პლასტიკის პაკეტში (ლორაზეპამის კონცენტრაცია ეცემა 90%-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე პოლივინილქლორიდის პაკეტებში 3-4 სთ-ის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას).
ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას, როგორიცაა მეტაპამინოლს, ახასიათებს „ნელა განვითარებადი შეუთავსებლობა“, რომელიც ვითარდება დღე-ღამის განმავლობაში დექსამეტაზონთან შერევის შემთხვევაში.
დექსამეტაზონი გლიკოპიროლატთან ერთად: ნარჩენი ხსნარის pH-ის მნიშვნელობა შეადგენს 6,4-ს, რაც სტაბილურობის დიაპაზონის ფარგლებს ცდება.
შეფუთვა. 1 მლ ამპულებში, N5 ბლისტერში, შეფუთვაშია მოთავსებულია.
გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
მწარმოებელი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კორპორაცია„ზდოროვიე“.
განმცხადებელი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საცდელი ქარხანა „გნცლს“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ., სახლი 22.
ბოლო გადახედვის თარიღი:19.03.2024
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: dexamethasone
1 მლ ხსნარი შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს 4 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, დინატრიუმის ედეტატი, ფოსფატური ბუფერული ხსნარი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოიდები. დექსამეტაზონი. ათქ კოდი H02A B02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. დექსამეტაზონი არის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეზური ჰორმონი (კორტიკოსტეროიდი), რომელსაც აქვს გლუკოკორტიკოიდული მოქმედება. ის ახდენს ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესორული მოქმედებას; იგი ასევე მოქმედებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე, გლუკოზის ცვლაზე და (უარყოფითი უკუკავშირის მეშვეობით) ჰიპოთალამუსის აქტივაციის ფაქტორსა და ადენოჰიპოფიზის ტროფიკული ჰორმონის სეკრეციაზე.
გლუკოკორტიკოიდების მოქმედების მექანიზმი დღემდე არ არის ბოლომდე გარკვეული. ამჟამად არსებობს საკმარისი რაოდენობის შეტყობინებები გლუკოკორტიკოიდების მოქმედების მექანიზმზე, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი უჯრედულ დონეზე მოქმედებენ. უჯრედების ციტოპლაზმაში არსებობს ორი კარგად განსაზღვრული რეცეპტორების სისტემები. გლუკოკორტიკოიდების რეცეპტორებთან შეკავშირების გამო კორტიკოიდები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესორულ მოქმედებას და არეგულირებენ გლუკოზის ცვლას, ხოლო მინერალკორტიკოიდულ რეცეპტორებთან შეკავშირების შედეგად ისინი არეგულირებენ ნატრიუმის, კალიუმის მეტაბოლიზმს და წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას.
გლუკოკოტიკოიდები იხსნებიან ლიპიდებში და უჯრედის მემბრანის გავლით ადვილად აღწევენ სამიზნე უჯრედებში. ჰორმონის შეკავშირება რეცეპტორებთან ცვლის რეცეპტორების კონფორმაციას, რაც ზრდის მის აფინურობას დნმ-თან. კომპლექსი ჰორმონი/რეცეპტორი აღწევს უჯრედის ბირთვში და უკავშირდება დნმ-ის მოლეკულის მარეგულირებელ ცენტრს, რომელსაც ასევე უწოდებენ გლუკოკორტიკოიდული პასუხის ელემენტს (GRE). გააქტივებული რეცეპტორი, რომელიც დაკავშირებულია GRE-სთან ან სპეციფიკურ გენებთან, არეგულირებს მ-რნმ-ის ტრანსკრიპციას, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ახლადწარმოქმნილი მ-რნმ ტრანსპორტირდება რიბოსომისკენ, რის შემდეგაც ხდება ახალი ცილების წარმოქმნა. სამიზნე უჯრედებისა და იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომლებიც ხდება უჯრედებში, ცილების სინთეზი შეიძლება გაძლიერდეს (მაგალითად, ღვიძლის უჯრედებში თიროზინტრანსამინაზას წარმოქმნა) ან შემცირდეს (მაგალითად, ლიმფოციტებში IL-2-ის წარმოქმნა). ვინაიდან გლუკოკორტიკოიდების რეცეპტორები არის ყველა ტიპის ქსოვილში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ გლუკოკორტიკოიდები მოქმედებენ ორგანიზმის უჯრედების უმრავლესობაზე.
გამოყენების კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება COVID-19-ის დროს
კლინიკური ეფექტურობა
ჩატარებული იყო პლატფორმა RECOVERY-ის (Randomised Evaluation of Covid-19 Therapy)1 ინდივიდუალურად რანდომიზებული, კონტროლირებადი, ღია, ადაპტური კვლევა, რომელიც ინიცირებული იყო მკვლევარის მიერ COVID-19-ის მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის პოტენციური მეთოდების შედეგების შესაფასებლად.
კვლევა ჩატარდა დიდი ბრიტანეთის 176 საავადმყოფოში. 6425 პაციენტი რანდომიზებული იყო დექსამეტაზონის (2104 პაციენტი) მისაღებად ან ჩეულებრივი მკურნალობის (4321 პაციენტი) ჩასატარებლად. პაციენტების 89%-ს ჰქონდა ლაბორატორიულად დადასტურებული SARS-CoV-2 ინფექცია.
რანდომიზაციის დროს პაციენტების 16%-მა მიიღო ფილტვების ინვაზიური ხელოვნური ვენტილაცია (ფხვ) ან ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია, 60% ღებულობდა მხოლოდ ჟანგბადს (არაინვაზიური ვენტილაციით ან მის გარეშე), ხოლო 24% არ ღებულობდა არც ერთს და არც მეორეს.
პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენდა 66.1±15.7 წელს. პაციენტების 36% იყო ქალი. პაციენტების 24%-ს ანამნეზში ჰქონდა დიაბეტი, 27%-ს იყო გულის დაავადებებით, 21% - ფილტვების ქრონიკული დაავადებით.
პირველადი საბოლოო წერტილი
28-ე დღისთვის ლეტალურობა დექსამეტაზონის ჯგუფში იყო მნიშვნელოვნად უფრო დაბალი, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფში: 482 პაციენტი 2104 პაციენტიდან (22.9 %) და 1 110 პაციენტი 4321 პაციენტიდან (25.7 %) შესაბამისად (სიხშირის კოეფიციენტი 0.83; 95 % ნდობის ინტერვალი (ნი), 0.75-0.93; P < 0.001).
დექსამეტაზონის ჯგუფში ლეტალური შედეგების სიხშირე პაციენტებში იყო უფრო დაბალი, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფში, სადაც გამოიყენებოდა ფილტვების ინვაზიური ხელოვნური ვენტილაცია (29.3 % 41,4%-ის წინააღმდეგ; სიხშირის კოეფიციენტი 0.64; 95 % ნდობის ინტერვალი 0.51-0.81) და იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დამატებით ჟანგბადს ინვაზიური ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის (ფხვ) გარეშე, (23.3%-ი 26.2 %-ის წინააღმდეგ, სიხშირის კოეფიციენტი 0.82; ნი 95 % 0.72-0.94).
დექსამეტაზონის მკაფიო ეფექტი არ გამოვლენილა პაციენტებში, რომლებშიც რანდომიზაციის დროს არ ღებულობდნენ რესპირატორული მხარდაჭერის მეთოდებს (17.8%-ი 14.0%-ის წინააღმდეგ, სიხშირის კოეფიციენტი 1.19; ნი 95% , 0.91-1.55).
მეორადი საბოლოო წერტილი
დექსამეტაზონის ჯგუფის პაციენტებში ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა იყო უფრო ხანმოკლე, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფში (მედიანა, 12 დღე 13 დღის წინააღმდეგ) და საავადმყოფოდან გაწერის უფრო მეტი შესაძლებლობა 28 დღის განმავლობაში (სიხშირის კოეფიციენტი 1.10; ნი 95% , 1.03-1.17).
პირველადი საბოლოო წერტილის თანახმად, ყველაზე მეტი ეფექტი რანდომიზაციის დროს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის 28 დღემდე შემცირების მხრივ აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ინვაზიურ ფხვ-ს (სიხშირის კოეფიციენტი 1,48; 95% ნი 1.16, 1.90), რამდენადმე ნაკლები ეფექტი პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნე მხოლოდ ჟანგბადს (სიხშირის კოეფიციენტი, 1.15; 95% ნი 1.06-1.24), არ აღინიშნა დადებითი ეფექტი პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობდნენ ჟანგბადს (ნორმის კოეფიციენტი 0.96; 95% ნი 0.85-1.08).
შედეგი
დექსამეტაზონი
(N = 2104)
ჩვეულებრივი მკურნლობა
(N = 4321)
რისკის სიხშირის კოეფიციენტი*
(95 % ნი)
რაოდენობა / პაციენტების საერთო რაოდენობა (%)
პირველადი საბოლოო წერტილი
სიკვდილიანობა 28 დღეში
482/2104 (22,9)
1110/4321 (25,7)
0,83 (0,75-0,93)
მეორადი საბოლოო წერტილი
გაიწერა საავადმყოფოდან 28 დღის განმავლობაში
1413/2104 (67,2)
2745/4321 (63,5)
1,10 (1,03-1,17)
ინვაზიური ფხვ ან ლეტალური შედეგი
456/1780 (25,6)
994/3638 (27,3)
0,92 (0,84-1,01)
ინვაზიური ფხვ
102/1780 (5,7)
285/3638 (7,8)
0,77 (0,62-0,95)
ლეტალური შედეგი
387/1780 (21,7)
827/3638 (22,7)
0,93 (0,84-1,03)
- მაჩვენებლების შეფარდება კორექტირებული იქნა ასაკისთვის 28-დღიანი ლეტალურობისა და საავადმყოფოდან გამოწერის შედეგების გათვალისწინებით. რისკების თანაფარდობა დაკორექტირდა ასაკის მიხედვით ინვაზიური ფხვ ჩატარების შედეგების ან ლეტალური შედეგების და მისი კომპონენტების შესაბამისად;
ამ კატეგორიიდან გამორიცხულნი არიან პაციენტები, რომლებიც რანდომიზაციის დროს ღებულობდნენ ინვაზიურ ფხვ-ს.
უსაფრთხოება
კვლევაში დაფიქსირდა 4 სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც უკავშირდება საკვლევ მკურნალობას, კერძოდ ჰიპერგლიკემიის 2 შემთხვევა, სტეროიდებით ინდუცირებული ფსიქოზის 1 შემთხვევა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის 1 შემთხვევა. ყველა შემთხვევაში დარღვევები აღმოიფხვრა.
ქვეჯგუფების ანალიზი
დექსამეტაზონის დანიშვნის ეფექტები 28-დღიან სიკვდილიანობაზე ასაკისა და სუნთქვის შენარჩუნების საშუალებიდან გამომდინარე, რომლებიც მიღებულია რანდომიზაციის დროს 2
დექსამეტაზონი
ჩვეულებრივი მოვლა
RR (95 % CI)
ჟანგბადის არარსებობა (χ12 = 0,70; p = 0,40)
˂ 70
10/197 (5,1%)
18/462 (3,9 %)
1,31(0,60 -2,83)
≥ 70 ˂ 80
25/114 (21,9%)
35/224(15,6%)
1,46(0,88- 2,45)
≥ 80
54/190 (28,4%)
92/348 (26,4 %)
1,06(0,76- 1,49)
შუალედური ჯამი
89/501 (17,8%)
145/1034 (14,0%)
1,19 (0,91- 1,55)
მხოლოდ ჟანგბადი (χ12 = 2,54; p = 0,11)
˂ 70
53/675 (7,9 %)
193/1473 (13,1%)
0,58(0,43 –0,78)
≥ 70 ˂ 80
104/306 (34,0 %)
178/531 (33,5 %)
0,98(0,77- 1,25)
≥ 80
141/298 (47,3 %)
311/600 (51,8 %)
0,85 (0,70 – 1,04)
შუალედური ჯამი
298/1279 (23,3 %)
682/2604 (26,2 %)
0,82 (0,72 – 0,94)
მექანიკური ვენტილაცია (χ12 = 0,28; p = 0,60)
˂ 70
66/269 (24,5%)
217/569 (38,1 %)
0,61 (0,46 – 0,81)
≥ 70 ˂ 80
26/49 (53,1%)
58/104 (55,8 %)
0,85 (0,53 – 1,34)
≥ 80
3/6 (50,0%)
8/10 (80,0 %)
0,39 (0,10 – 1,47)
შუალედური ჯამი
95/324 (29,3%)
283/683 (41,4 %)
0,64 (0,51 – 0,81)
ყველა მონაწილე
482/2104 (22,9%)
1110/4321 (25,7 %)
0,83 (0,75 – 0,93)
p ˂ 0,001
- 5
- 75
1
- 5
2
დექსა-მეტაზონი უკეთესია
ჩვეულებ-რივი მოვლა უკეთესია
დექსამეტაზონის დანიშვნის ეფექტები 28-დღიან სიკვდილიანობაზე, სუნთქვის შენარჩუნების საშუალებიდან და ნებისმიერი ქრონიკული დაავადების არსებობიდან გამომდინარე3 , რომლებიც მიღებულია რანდომიზაციის დროს
დექსამეტაზონი
ჩვეულებრივი მოვლა
RR (95 % CI)
ჟანგბადის არარსებობა (χ12 = 0,08; p = 0,78)
წინა დაავადება
65/313 (20,8 %)
100/598 (16,7 %)
1,22 (0,89 – 1,66)
წინა დაავა-დების გარეშე
24/188 (12,8 %)
45/436 (10,3 %)
1,12 (0,68 – 1,83)
შუალედური ჯამი
89/501 (17,8 %)
145/1034 (14,0 %)
1,19 (0,91 – 1,55)
მხოლოდ ჟანგბადი (χ12 = 2,05; p = 0,15)
წინა დაავადება
221/702 (31,5 %)
481/1473 (32,7 %)
0,88 (0,75 – 1,03)
წინა დაავადების გარეშე
77/577 (13,3 %)
201/1131 (17,8 %)
0,70 (0,54 – 0,91)
შუალედური ჯამი
298/1279 (23,3 %)
682/2604 (26,2 %)
0,82 (0,72 – 0,94)
მექანიკური ვენტილაცია (χ12 = 1,52; p = 0,22)
წინა დაავადება
51/159 (32,1 %)
150/346 (43,4 %)
0,75 (0,54– 1,02)
წინა დაავადების გარეშე
44/165 (26,7 %)
133/337 (39,5 %)
0,56 (0,40 – 0,78)
შუალედური ჯამი
95/324 (29,3 %)
283/683 (41,4 %)
0,64 (0,51 – 0,81)
ყველა მონაწილე
482/2104 (22,9 %)
1110/4321 (25,7 %)
0,83 (0,75 – 0,93 ) p ˂ 0,001
- 5
- 75
1
- 5
2
დექსა-მეტაზონი უკეთესია
ჩვეულებ-რივი მოვლა უკეთესია
1 www.recoverytrial.net
2, 3 (წყარო: Horby P. et al., 2020; https://www.medrxiv.org/content/10.1101/2020.06.22.20137273v1;
doi: https://doi.org/10.1101/2020.06.22.20137273).
ფამაკოკინეტიკა. ინტრავენური შეყვანის შემდეგ დექსამეტაზონის ფოსფატის მაქსიმალური კონცეტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა სულ რაღაც 5 წუთში, ხოლო ინტრამუსკულური შეყვანიდა - ერთი საათის შემდეგ. სახსარში ან რბილ ქსოვილში ინიექციის სახით ადგილობრად გამოყენებისას შეწოვა ხდება უფრო ნელა. ინტრავენური შეყვანის შემდეგ პრეპარატი სწრაფად იწყებს მოქმედებას. ინტრამუსკულური შეყვანისას კლინიკური ეფექტი აღინიშნება შეყვანიდან 8 საათის შემდეგ. პრეპარატის მოქმედება გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში: 17-დან 28 დღემდე ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ და 3 დღიდან 3 კვირამდე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. დექსამეტაზონის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24-72 საათს. პლაზმაში და სინოვიალურ სითხეში დექსამეტაზონის ფოსფატი სწრაფად გარდაიქმნება დექსამეტაზონად.
სისხლის პლაზმაში დექსამეტაზონის დაახლოებით 77% შეკავშირებულია ცილებთან, უპირატესად ალბუმინთან. დექსამეტაზონის მხოლოდ მცირე რაოდენობა უკავშირდება სისხლის პლაზმის სხვა ცილებს. დექსამეტაზონი წარმოადგენს ცხიმში ხსნად ნივთიერებას, ამიტომ იგი აღწევს უჯრედშორის და უჯრედშიდა სივრცეში. ახდენს თავის მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი) მემბრანულ რეცეპტორებთან შეკავშირების გზით. პერიფერიულ ქსოვილებში უკავშირდება და მოქმედებს ციტოპლაზმის რეცეპტორების მეშვეობით. დექსამეტაზონი იშლება მისივე მოქმედების ადგილზე, ესე იგი უჯრედში. დექსამეტაზონი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში. დექსამეტაზონის მცირე რაოდენობა მეტაბოლიზდება თირკმლებში და სხვა ქსოვილებში. ძირითად გამომყოფ ორგანოს წარმოადგენენ თირკმლები.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები. დექსამეტოზონი შეჰყავთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე როდესაც შეუძლებელია პრეპარატის პერორალური მიღება ისეთი მდგომარეობის დროს, როგორიცაა:
ენდოკრინული დარღვევები:
თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ან მეორადი (ჰიპოფიზური) უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია (ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი წარმოედგენენ არჩევის პრეპარატს; აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სინთეზური ანალოგების გამოყენება მინერალოკორტიკოიდებთან ერთად; პედიატრიულ პრაქტიკაში მინერალოკორტიკოიდებთან ერთდროული გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანია).
თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი წარმოადგენენ არჩევის პრეპარატებს, შესაძლოა საჭირო გახდეს მინერალოკორტიკოიდებთან ერთობლივი გამოყენება, განსაკუთრებით სინთეზური ანალოგების გამოყენების დროს).
ოპერაციის წინა პერიოდში და სერიოზული ტრავმების დროს ან პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობით ან გაურკვეველი ადრენოკორტიკალური მარაგის დროს.
ტრადიციული მკურნალობის მიმართ მდგრადი შოკი, თირკმელზედა ჯირკვლის არსებული ან სავარაუდო უკმარისობის დროს.
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია
ფარისებრი ჯირკვლის არაჩირქოვანი ანთება.
ჰიპერკალცემია, რომელიც გამოწვეულია სიმსივნური დაზიანებით;
რევმატიული დაავადებები: დამხმარე თერაპიის სახით ხანმოკლე გამოყენებისთვის (პაციენტის გამოსაყვანად მწვავე მდგომარეობიდან ან დაავადების გამწვავებისას) შემდეგი დაავადებების დროს:
პოსტრავმული ოსტეოართროზი;
სინოვიტი, ოსტეოართროზის დროს;
რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით (ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო იყოს შემანარჩუნებელი თერაპია დაბალი დოზებით);
ეპიკონდილიტი;
მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი;
მწვავე არასპეციფიური ტენდოსინოვიტი;
მწვავე პოდაგრული ართრიტი;
ფსორიაზული ართრიტი;
მაანკილიზებელი სპონდილიტი.
კოლაგენოზები: გამწვავების პერიოდში ან ერთეულ შემთხვევებში, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით, შემდეგი დაავადების დროს:
სისტემური წითელი მგლურა;
მწვავე რევმატული კარდიტი.
კანის დაავადებები:
პემფიგუსი;
მძიმე მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
ექსფოლიაციური დერმატიტი
ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
მძიმე სებორეული დერმატიტი;
მძიმე ფსორიაზი;
ფუნგოიდური მიკოზი.
ალერგიული დაავადებები: მძიმე და ინვალიდიზირებული ალერგიული მდგომარეობების კონტროლი, რომელიც არ ექვემდებარება ტრადიციულ მკურნალობას:
ბრონქული ასთმა;
კონტაქტური დერმატიტი;
ატოპიური დერმატიტი;
შრატისმიერი დაავადება;
ქრონიკული ან სეზონური ალერგიული რინიტი;
ალერგია სამკურნალო პრეპარატებზე;
ჭინჭრის ციება სისხლის გადასხმის შემდეგ;
ხორხის მწვავე არაინფექციური შეშუპება (არჩევის პრეპარატს წარმოადგენს ეპინეფრინი).
თვალის დაავადებები: მძიმე მწვავე და ქრონიკული თვალის ალერგიული და ანთებითი პროცესები თვალის დაზიანებით:
Herpes zoster-ით გამოწვეული თვალის დაზიანებები;
ირიტი, ირიდოციკლიტი;
ქორიორეტინიტი;
დიფუზური უკანა უვეიტი და ქორიოიდიტი;
მხედველობის ნერვის ნევრიტი;
სიმპათიკური ოფთალმია;
წინა სეგმენტის ანთება;
ალერგიული კონიუნქტივიტი;
კერატიტი;
რქოვანას ალერგიული კუთხოვანი წყლულები.
კუჭ-ნაწლავის დაავადებები: პაციენტის გამოსაყვანად კრიტიკული მდგომარეობიდან, შემდეგი დაავადებების დროს:
წყლულოვანი კოლიტი (სისტემური თერაპია);
კრონის დაავადება (სისტემური თერაპია).
სასუნთქი გზების დაავადებები:
სიმპტომური სარკოიდოზი;
ბერილიოზი;
ფილტვის კეროვანი ან დისემინირებული ტუბერკულოზი (გამოიყენება შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად);
ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ემორჩილება სხვა მეთოდებით მკურნალობას;
ასპირაციული პნევმონია.
ჰემატოლოგიური დაავადებები:
შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია;
იდიოპათიური თრომბოციტოპენური პურპუპა მოზრდილებში (მხოლოდ ინტრავენური გამოყენება; უკუნაჩვენებია ინტრამუსკულური შეყვანა);
მეორეული თრომბოციტოპენია მოზრდილებში;
ერითრობლასტოპენია (ერითროციტული ანემია);
თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლაზური ანემია.
ონკოლოგიური დაავადებები:
მოზრდილებში ლეიკემიის და ლიმფომის პალიატიური მკურნალობა;
მწვავე ლეიკემია ბავშვებში.
მდგომარეობები, რომელსაც თან ახლავს შეშუპება:
დიურეზის სტიმულირება ან პროტეინურიის შემცირება იდიოპათიური ნეფროლიზური სინდრომის დროს (ურემიის გარეშე) და თირკმლის ფუნქციის დარღვევა სისტემური წითელი მგლურას დროს.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დიაგნოსტიკური გამოკვლევა
ტვინის შეშუპება:
ტვინის შეშუპება პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის, კრანიოტომიის ან თავის ტრავმისას.
პრეპარატის გამოყენება ტვინის შეშუპების დროს არ ცვლის შესაბამის ნეიროქირურგიულ გამოკვლევებს და საბოლოო დანიშნულებას, ისეთს როგორიცაა ნეიროქირურგიული ჩარევა და სხვა სპეციფიკური თერაპია.
კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19):
კორონავირუსული დაავადების 2019 (COVID-19) მკურნალობა მოზრდილებსა და მოზარდ პაციენტებში (12 წელზე მეტი ასაკის და არანაკლებ 40 კგ სხეულის მასის მქონე), რომლებსაც ესაჭიროება დამატებითი ჟანგბადის თერაპია.
სხვა ჩვენებები:
ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკადით ან ბლოკადის საშიშროებით (შესაბამის ანტიტუბერკულოზურ მკურნალობასთან ერთად);
ტრიქინოზი ნევროლოგიური სიმპტომებით ან მიოკარდიუმის ტრიქინოზი.
დექსამეტაზონის სახსარშიდა ან რბილ ქსოვილებში შეყვანის ჩვენებები: ხანმოკლე გამოყენებით დამხმარე თერაპიის სახით (პაციენტის გამოსაყვანად მწვავე მდგომარეობიდან ან დაავადების გამწვავებისას):
რევმატოიდული ართრიტი (ცალკეული სახსრის მძიმე ანთება);
სინოვიიტი ოსტეოართრიტის დროს;
მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი;
მწვავე პოდაგრული ართრიტი;
ეპიკონდილიტი;
მწვავე არასპეციფიკური ტენდოსინოვიიტი;
პოსტტრავმული ოსტეოართრიტი.
ადგილობრივი გამოყენება (შეყვანა დაზიანების ადგილას):
კელოიდური დაზიანებები;
ლოკალიზებული ჰიპერტროფიული, ანთებითი და ინფილტრაციული დაზიანებები სარტყლისებური ლიქენის, ფსორიაზის და რკალისებრი გრანულომით;
დისკოიდური წითელი მგლურა;
ოპენჰეიმის ლიპოიდური ატროფიული დერმატიტი;
ლოკალური ალოპეციის დროს.
შესაძლებელია ასევე აპონევროზის და მყესის (განგლიის) კისტოზური სიმსივნეების დროს გამოყენება.
უკუჩვენებები. ინტრამუსკულარული შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ სისხლის შედედების მძიმე დაავადებები. ადგილობრივი შეყვანა უკუნაჩვენებია ბაქტერიემიის დროს, სისტემური სოკოვანი ინფექციების დროს, პაციენტებში არასტაბილური სახსრებით, შეყვანის ადგილას ინფექციის არსებობისას, მათ შორის გონორეის ან ტუბერკულიოზის შედეგად განვითარებული სეპტიკური ართრიტის დროს.
მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
მწვავე ვირუსული, ბაქტერიული ან სისტემური სოკოვანი ინფექციები (თუ არ ტარდება შესაბამისი თერაპია), კუშინგის სინდრომი, ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
დექსამტაზონი
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: dexamethasone
1 მლ ხსნარი შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს 4 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, დინატრიუმის ედეტატი, ფოსფატური ბუფერული ხსნარი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოიდები. დექსამეტაზონი. ათქ კოდი H02A B02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედები.
დექსამეტაზონის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების პარალელური გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების და წყლულების გაჩენის რისკს.
დექსამეტაზონის მოქმედება მცირდება, თუ ერთდროულად გამოიყენება CYP 3A4-ის ფერმენტის გამაქტიურებელი პრეპარატები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, რიფაბუტინი, რიფამპიცინი) ან გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლური კლირენსის გამაძლიერებელი პრეპარატები (ეფედრინი ან ამინოგლუტეტიმიდი). ასეთ შემთხვევებში დექსამეტაზონის დოზა უნდა გაიზარდოს. დექსამეტაზონის და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს შორის ურთიერთქმედებამ შეიძლება დაამახინჯოს დექსამეტაზონის ინჰიბირების ტესტი. ეს გასათვალისწინებელია ტესტის შედეგების შეფასებისას.
დექსამეტაზონის და CYP 3A4 ფერმენტული აქტივობის მაინჰიბირებელი პრეპარატების (კეტოკონაზოლი, მაკროლიდები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში დექსამეტაზონის კონცენტრაციის ზრდა. დექსამეტაზონი არის CYP 3A4-ის ზომიერი ინდუქტორი. ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP 3A4-ის მეშვეობით (ინდინავირი, ერითრომიცინი), შეიძლება გაზარდოს მათი კლირენსი, რაც შრატში კონცენტრაციის შემცირებას იწვევს.
დექსამეტაზონი ამცირებს ანტიქოლინესთერაზული საშუალებების თერაპიულ ეფექტს, რომლებიც გამოიყენება მიასთენიის დროს.
CYP 3A4- ის ფერმენტული მოქმედების ინჰიბირებით, კეტოკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის კონცენტრაციები შრატში. მეორეს მხრივ, კეტოკონაზოლმა შეიძლება დათრგუნოს თირკმელზედა ჯირკვლით გლუკოკორტიკოიდების სინთეზი. ამგვარად, დექსამეტაზონის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად, შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
დექსამეტაზონი ამცირებს შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, კუმარინული ანტიკოაგულანტების, პრაზიკვანტელის და ნატრიურეზულების თერაპიულ ეფექტს (ამიტომ ამ სამკურნალო საშუალებების დოზა უნდა გაიზარდოს); თუმცა იგი ზრდის ჰეპარინის, ალბენდაზოლის და კალიურეზული საშუალებების მოქმედებას (აუცილებლობის შემთხვევაში ამ პრეპარატების დოზა უნდა შემცირდეს).
დექსამეტაზონმა შეიძლება შეცვალოს კუმარინული ანტიკოაგულანტების მოქმედება, ამიტომ ასეთი კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პროთრომბინის დროის უფრო ხშირი კონტოლი.
დექსამეტაზონის და გლუკოკორტიკოიდების და ბეტა-2-რეცეპტორების აგონისტების მაღალი დოზების პარალელური გამოყენება ზრდის ჰიპოკალემიის რისკს. ჰიპოკალემიის მქონე პაციენტებში საგულე გლიკოზიდები უმრავლეს შემთხვევაში ხელს უწყობენ რითმის დარღვევას და გააჩნიათ მაღალი ტოქსიკურობა.
ანტაციდები ამცირებენ დექსამეტაზონის შეწოვას კუჭში. დექსამეტაზონის მოქმედება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას არ არის გამოკვლეული, თუმცა არ არის რეკომენდებული ნატრიუმის მაღალი შემცველობის პრეპარატებისა და საკვების ერთდროული გამოყენება. მოწევა გავლენას არ ახდენს დექსამეტაზონის ფარმაკოკინეტიკაზე.
გლუკოკორტიკოიდები აძლიერებენ სალიცილატების თირკმლის კლირენსს, ამიტომ ზოგჯერ ძნელია სისხლის შრატში სალიცილატების თერაპიული კონცენტრაციების მიღება. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა იმ პაციენტებში, რომლებსაც თანდათან უმცირებენ კორტიკოსტეროიდების დოზას, ვინაიდან ამ დროს შეიძლება აღინიშნოს სალიცილატების კონცენტრაციების მომატება სისხლის შრატში და ინტოქსიკაცია.
თუ პარალელურად გამოიყენება პერორალური კონტრაცეპტივები, გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს, რაც აძლიერებს მათ ბიოლოგიურ მოქმედებას და შესაძლოა გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი.
რიტორდინის და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება მშობიარობის დროს არის უკუნაჩვენები, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპებით განპირობებული მშობიარეს გარდაცვალება. არსებობს მონაცემები მშობიარეს ლეტალობის შესახებ ამ მდგომარეობის გამო.
დექსამეტაზონისა და ტალიდომიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი.
ურთიერთქმედების სახეები, რომელთაც გააჩნიათ თერაპიული უპირატესობა: დექსამეტაზონისა და მეტოკლოპრამიდის, დიფენჰიდრამინის, პროქლორპერაზინისა ან 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების (სეროტონინის ან 5-ჰიდროქსიტრიპტამინის, ტიპი 3, რეცეპტორების, ისეთების, როგორებიცაა ონდანსეტრონი ან გრანისეტრონი) პარალელურად დანიშვნა ეფექტურია გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისათვის, რომელიც გამოწვეულია ცისპლატინით, ციკლოფოსფამიდით, მეტოტრექსატით, ფტორურაცილით ქიმიოთერაპიის დროს.
გამოყენების თავისებურებები. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობენ დექსამეტაზონით, მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ხილული ნიშნების გარეშე) შემდეგი სიმპტომებით: სხეულის ტემპარატურის მომატება, სურდო, კონიუნქტივის გაწითლება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გაღიზიანებადობა, კუნთების და სახსრების ტკივილი, ღებინება, სხეულის მასის შემცირება, ზოგადი სისუსტე, ასევე ხშირად კრუნჩხვები. ამიტომ დექსამეტაზონის დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით. პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
კორტიკოიდებით პარენტერალური მკურნალობის დროს, იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ამიტომ დექსამეტაზონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, ალერგიული რეაქციების შესაძლებლობის გათვალისწინებით (განსაკუთრებით, პაციენტებთან, რომლებსაც ანამნეზში რომელიმე სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებაზე აღენიშნება ალერგიული რეაქციები).
თუ პაციენტი თერაპიის განმავლობაში მძიმე სტრესის მდგომარეობაშია (ტრავმის, ოპერაციის ან მძიმე დაავადების გამო), დექსამეტაზონის დოზა უნდა გაიზარდოს, ხოლო თუ ეს მკურნალობის შეწყვეტისას ხდება, უნდა იქმას გამოყენებული ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი.
თუ დექსამეტაზონი პაციენტებთან ხანგრლივი დროის განმავლობაში გამოიყენებოდა, და თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მათ აქვთ მძიმე სტრესი, დექსამეტაზონის გამოყენება უნდა აღდგეს, ვინაიდან მის მიერ გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
კორტიკოსტეროიდების სისტემურ გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს მძიმე ფსიქიკური რეაქციები. ჩვეულებრივ სიმპტომები ვლინდება რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან. ამ სიმპტომების განვითარების რისკი იზრდება მაღალი დოზების გამოყენების დროს. რეაქციების უმრავლესობა გაივლის დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ. საჭიროა დაკვირვება და ფსიქიკური ცვლილების, განსაკუთრებით დეპრესიული მდგომარეობის, თვითმკვლელობაზე ფიქრის და მცდელობების დროული გამოვლენა. კორტიკოსტეროიდები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში აფექტური აშლილობა, განსაკუთრებით პაციენტებში ანამნეზში ალერგიული რეაქციებით ნებისმიერ სხვა მედიკამენტებზე, და ასევე მათ ახლო ნათესავებში. არასასურველი ეფექტების გამოვლენა შეიძლება თავიდან ავიცილოთ, გამოვიყენებთ რა მინიმალურ ეფექტურ დოზებს დროის ყველაზე მოკლე პერიოდის განმავლობაში ან მივიღებთ რა პრეპარატის აუცილებელ სადღეღამისო დოზას ერთხელ დღეში დილით.
დექსამეტაზონით ან ბუნებრივი გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობამ შეიძლება დაფაროს არსებული ან ახალი ინფექციის სიმპტომები, და ასევე, ნაწლავის პერფორაციის სიმპტომები. დექსამეტაზონმა შეიძლება გაამწვავოს სისტემური სოკოვანი ინფექცია, ლატენტური ამებიაზი და ფილტვის ტუბერკულოზი.
ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმის მქონე პაციენტები უნდა ღებულობდნენ დექსამეტაზონს (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად) მხოლოდ სწრაფად მიმდინარე ან ძლიერ გაფანტული ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევაში. ფილტვის ტუბერკულოზის არააქტიური ფორმის მქონე პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით, ან პაციენტებმა, რომლებიც რეაგირებენ ტუბერკულინზე, უნდა ღებულობდნენ ქიმიური პროფილაქტიკური საშუალებებს.
სიფრთხილე და სამედიცინო მეთვალყურეობა რეკომენდებულია ოსტეოპოროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, ტუბერკულოზის, გლაუკომის, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის, დიაბეტის, აქტიური პეპტიკური წყლულის, ცოტა ხნის წინ გადატანილი ნაწლავური ანასტომოზის, წყლულოვანი კოლიტის და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველი კვირების განმავლობაში, თრომბოემბოლიის, მძიმე მიასთენია გრავისის, გლაუკომის, ჰიპოთირეოზის, ფსიქოზის ან ფსიქონევროზის მქონე პაციენტები, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს დიაბეტის გამწვავება ან დიაბეტის ლატენტური ფაზიდან კლინიკურ გამოვლინებებზე გადასვლა.
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაცია დექსამეტაზონით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია. ინაქტივირებული ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინით ვაქცინაცია არ იწვევს ანტისხეულების მოსალოდნელი სინთეზის პროვოცირებას და მას არ აქვს მოსალოდნელი დამცველობითი ეფექტი. დექსამეტაზონი, ჩვეულებრივ, არ ინიშნება ვაქცინაციამდე 8 კვირის განმავლობაში და არ შეიძლება მისი გამოყენების დაწყება ვაქცინაციის შემდეგ 2 კვირაზე ადრე.
პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობენ დექსამეტაზონის მაღალი დოზებით და არასოდეს გადაუტანიათ წითელა, უნდა მოერიდონ ინფიცირებულ პირებთან კონტაქტს; შემთხვევითი კონტაქტისას რეკომენდებულია პროფილაქტიკური მკურნალობა იმუნოგლობულინით.
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ოპერაციის ან ძვლების მოტეხილობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში მყოფი პაციენტებისთვის, ვინაიდან დექსამეტაზონმა შეიძლება შეანელოს ჭრილობების შეხორცება და ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა.
სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე ღებულობენ (პერორალურად) კორტიკოსტეროიდებს სხვა მიზეზების გამო (მაგაალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტები) და არ საჭიროებენ დამატებით ჟანგბადს.
ღვიძლის ციროზით ან ჰიპოთირეოზით დაავადებულებში გლუკოკორტიკოიდების მოქმედება ძლიერდება.
დექსამეტაზონის სახსარშიდა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი და სისტემური ეფექტები. ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხრტილის დაზიანება, ან ძვლის ნეკროზი.
სახსარშიდა შეყვანამდე საჭიროა სახსრიდან სინოვიალური სითხის მოცილება და მისი გამოკვლევა (ინფექციის არსებობაზე). თავი უნდა აარიდოთ კორტიკოიდების შეყვანას ინფიცირებულ სახსარში. თუ სახსრის ინფექცია ვითარდება ინიექციის შემდეგ, საჭიროა ანტიბიოტიკებით შესაბამისი თერაპიის დაწყება.
საჭიროა პაციენტების ინფორმირება იმის შესახებ, რომ მათ თავი უნდა აარიდონ ფიზიკურ დატვირთვას დაზიანებულ სახსარზე მანამდე, სანამ ანთება არ განიკურნება.
თავი აარიდეთ დექსამეტაზონის შეყვანას არამყარ სახსრებში.
კორტიკოიდებმა შეიძლება დაამახინჯოს კანის ალერგიული ტესტების შედეგები.
იყო ინფორმაცია ჰიპერტროფული კარდიომიოპატიის შესახებ დროზე ადრე დაბადებულ ჩვილებში კორტიკოიდების სისტემური გამოყენების შემდეგ, დექსამეტაზონის ჩათვლით. შემთხვევათა უმეტესი ნაწილი, რომლებზეც შემოვიდა ინფორმაცია, იყო შექცევადი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. დღენაკლულ ჩვილებში, რომლებიც ღებულობდნენ დექსამეტაზონს სისტემური გამოყენაბისთვის, უნდა უტარდებოდეთ დიაგნოსტიკური შეფასება და გულის ფუნქციისა და სტრუქტურის მონიტორინგი.
ფეოქრომოციტომური კრიზი
იყო შეტყობინებები სისტემური გამოყენების კორტოკოსტეროიდებით მკურნალობის შემდეგ ფეოქრომოოციტომური კრიზის შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
პაციენტებთან, რომლებთანაც არსებობს ეჭვი ან დიაგნოსტირებულია ფეოქრომოციტომა, კორტიკოსტეროიდების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის შესაბამისი შეფასების შემდეგ.
სპეციალური ინფორმაცია ზოგიერთ ინგრედიენტზე:
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) / დოზაზე ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერებების მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის (E 216) შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული), ხოლო ცალკეულ შემთხვევაში - ბრონქოსპაზმი.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში - მავნე ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილ ბავშვებზე არ შეიძლება იყოს გამორიცხული. სამკურნალო საშუალება თრგუნავს ბავშვის საშვილოსნოსშიდა განვითარებას. დექსამეტაზონი ორსულ პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთეულ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის მიყენებულ პოტენციურ რისკს. განსაკუთრებული სიფრთხილე რეკომენდებულია პრეეკლამფსიის დროს. ზოგადი რეკომენდაციების თანახმად ორსულობისას გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის დროს უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი მოქმედი დოზა ძირითადი დაავადების კონტროლის მიზნით. ბაშვები, რომელთა დედებს უნიშნავდნენ გლუკოკორტიკოიდებს ორსულობის დროს, უნდა უტარდებოდეთ გულდასმითი შემოწმება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის არსებობაზე.
გლუკორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტალურ ბარიერს და აღწევენ მაღალ კონცენტრაციებს ნაყოფში. დექსამეტაზონი ნაკლებად აქტიურად მეტაბოლიზდება პლაცენტაში, ვიდრე მაგალითად, პრედნიზოლონი, ამიტომ ჩანასახის სისხლის შრატში შესაძლებელია აღინიშნებოდეს დექსამეტაზონის მაღალი კონცენტრაცია. ზოგიერთი მონაცემებით, გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიურმა დოზებმაც კი შეიძლება გაზარდონ პლაცენტის უკმარისობის, ოლიგოჰიდრამნიონის, ნაყოფის შენელებული ზრდის ან საშვილოსნოსშიდა სიკვდილის, ნაყოფში ლეიკოციტების (ნეიტროფილების) რაოდენობის ზრდისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის რისკი. არ არსებობეს არანაირი მტკიცებულება გლუკოკორტიკოსტეროიდების ტერატოგენული მოქმედების შესახებ.
კვლევებმა აჩვენა ნეონატალური ჰიპოგლიკემიის რისკის მატება კორტიკოსტეროიდების, მათ შორის დექსამეტაზონის, პრენატალური მოკლევადიანი გამოყენების შემდეგ ქალებში გვიანი ნაადრევი მშობიარობის რისკით.
რეკომენდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების დამატებითი დოზების მიღება მშობიარობის დროს ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს ორსულობის დროს. გახანგრძლივებული მშობიარობის ან საკეისრო კვეთის დაგეგმვის შემთხვევაში რეკომენდებულია ინტრავენურად 100 მგ ჰიდროკორტიზონის შეყვანა ყოველ 8 საათში.
ლაქტაცია. ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება უკუნაჩვენებია (გადაუდებელი შემთხვევების გარდა). გლუკოკორტიკოიდის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში, ამიტომ დედებისთვის, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით, არ არის რეკომენდებული ბავშვის ძუძუთი კვება, განსაკუთრებით ფიზიოლოგიურ ნორმაზე მეტით გამოყენებისას (დაახლოებით 1 მგ). ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შენელება და ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამოყოფის შემცირება.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი. დექსამეტაზონი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
მიღების წესი და დოზები. ინიშნება ზრდასრულებში და ბავშვებში ახალშობილობის პერიოდიდან. შეჰყავთ ინტრავენურად (ინიექციის ან ინფუზიის სახით), ინტრამუსკულარულად ან ადგილობრივად - სახსარშიდა ინიექციის ან კანის დაზიანების ადგილზე ინიექციის მეშვეობით ან რბილი ქსოვილების ინფილტრატში.
გამხსნელის სახით ინტრავენური ინფუზიისთვის გამოიყენება ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარი.
ხსნარები, რომლებიც განკუთვნილია ინტრავენური შეყვანისთვის ან პრეპარატის შემდგომი გახსნისთვის, არ უნდა შეიცავდნენ კონსერვანტებს, თუ ისინი გამოიყენება ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლულებში.
როდესაც პრეპარატი შეერევა გამხსნელს საინფუზიო ხსნარის მომზადებისას, უნდა იქნას დაცული ასეპტიკის წესები. ვინაიდან საინფუზიო ხსნარები არ შეიცავენ კონსერვანტებს, ნაერთები უნდა გამოიყენოთ 24 საათის განმავლობაში.
პარანტერალურად შესაყვანი პრეპარატები უნდა შემოწმდეს ვიზუალურად უცხო ნაწილაკების და ფერის ცვლილების არსებობაზე ყოველი შეყვანის წინ, რათა განისაზღვროს პრეპარატის და კონტეინერის ვარგისობა.
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული პაციენტის დაავადებიდან გამომდინარე, მკურნალობის ხანგრძლივობის, კორტიკოსტეროიდების ამტანობის და ორგანიზმის რეაქციის გათვალისწინებით.
ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანა:
რეკომენდებული საწყისი დოზა ვარირებს 0,5 მგ-დან 9 მგ-მდე დღე-ღამეში, დიაგნოზიდან გამომდინარე. ნაკლებად მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საკმარისი იყოს 0,5 მგ-ზე ნაკლები დოზა, მაშინ, როდესაც უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს 9 მგ-ზე მეტი დოზა დღე-ღამეში.
დექსამეტაზონის საწყისი დოზები უნდა გამოიყენოთ კლინიკური რეაქციების გამოვლენამდე, ხოლო შემდგომ დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს ყველაზე დაბალ კლინიკურად ეფექტურ დოზამდე. თუ მაღალი დოზები დანიშნულია რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს, დოზა შემდეგ თანდათანობით უნდა შემცირდეს 5-7 დღის განმავლობაში ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
თუ შესაბამისი დროის პერიოდის გასვლის შემდეგ არ ვითარდება დამაკმაყოფილებელი კლინიკური რეაქცია, უნდა შეწყდეს ინექცია დექსამეტაზონის ფოსფატით და პაციენტს დაენიშნოს სხვა მკურნალობა.
საჭიროა იმ სიმპტომების გულდასმითი კონტროლი, რომლებმაც შესაძლოა საჭირო გახადონ დოზირების კორექცია, კერძოდ: კლინიკური მდგომარეობის ცვლილება დაავადების რემისიის ან გამწვავების დროს, პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა და სტრესის გავლენა (მაგალითად, ქირურგიული ჩარევა, ინფექცია, ტრავმა). სტრესის დროს შესაძლოა აუცილებელი გახდეს დოზის დროებითი გაზრდა.
თუ აუცილებელია პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა 2-3 დღეზე მეტი ხნის მკურნალობის შემდეგ, მოხსნა უნდა განხორციელდეს თანდათანობით.
ინტრავენური შეყვანისას დოზირება ჩვეულებრივ ისეთივეა, როგორ პერორალური გამოყენებისას. თუმცა ზოგიერთ გადაუდებელ, მწვავე და სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებში ჩვეულებრივზე მაღალი დოზების გამოყენება შეიძლება იყოს გამართლებული და შეთავსებული პერორალურ დოზირებასთან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინტრამუსკულურად შეყვანისას აბსორბციის სიჩქარე უფრო დაბალია.
შოკი
მიმდინარე სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება კორტიკოსტეროიდების მაღალი (ფარმაკოლოგიური) დოზები იმ სახის შოკის მკურნალობის მიზნით, რომელიც მდგრადია ტრადიციული თერაპიისადმი. არსებობს დექსამეტაზონის ფოსფატის ინექციების შემდეგი დოზირება:
3 მგ/კგ სხეულის მასაზე 24 საათში მუდმივი ინტრავენური ინფუზიის სახით საწყისი 20 მგ ინტრავენური ინიექციის შეყვანის შემდეგ.
2-6 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი ინტრავენური ინიექციის სახით.
40 მგ დასწყისში, შემდეგ განმეორებითი ინტრავენური ინიექციები ყოველ 4-6 საათში მანამ, სანამ აღინიშნება შოკის სიმპტომები.
40 მგ დასაწყისში, შემდეგ განმეორებითი ინტრავენური ინექციები ყოველ 2-6 საათში მანამ, სანამ აღინიშნება შოკის სიმპტომები.
1 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი ინტრავენური ინიექციის სახით.
მაღალდოზირებადი კორტიკოსტეროიდული თერაპიის გამოყენება უნდა გრძელდებოდეს მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე და ჩვეულებრივ არაუმეტეს 48-72 საათისა.
ტვინის შეშუპება
დექსამეტაზონი, საინიექციო ხსნარი, ჩვეულებრივ ინიშნება საწყისი დოზით 10 მგ ინტრავენურად, შემდეგ 4 მგ ყოველ 6 საათში ინტრამუსკულურად სიმპტომების გაქრობამდე.
რეაქცია მკურნალობაზე ჩვეულებრივ აღინიშნება 12-24 საათის განმავლობაში, დოზირება შეიძლება შემცირდეს 2-4 დღის მკურნალობის შემდეგ, პრეპარატი უნდა მოიხსნას თანდათანობით 5-7 დღის განმავლობაში. პალიატიური გამოყენებისთვის პაციენტებში განმეორებითი ან არაოპერაბელური თავის ტვინის სიმსივნით, შესაძლებელია ეფექტური იყოს შემანარჩუნებელი თერაპია დოზირებით 2 მგ 2-3 ჯერ დღე-ღამეში.
მძიმე ალერგიული დაავადებები
მწვავე ალერგიული დაავადებების დროს, რომლებიც თვითონ კუპირდება, ან ქრონიკული ალერგიული დაავადებების მძიმე გამწვავებისას ინიშნება დოზირების შემდეგი სქემა, რომელიც აერთიანებს პარენტერალურ და პერორალურ თერაპიას:
დექსამეტაზონი, საინიექციო ხსნარი, 4 მგ/მლ: პირველი დღეს-1 ან 2 მლ (4 ან 8 მგ), ინტრამუსკულარულად.
დექსამეტაზონი, ტაბლეტები, 0,5 მგ: მეორე და მესამე დღე- 6 ტაბლეტი ორ მიღებაზე ყოველ დღე; მეოთხე დღე - 3 ტაბლეტი ორ მიღებაზე; მეხუთე და მეექვსე დღე - 1 1/2 ტაბლეტი ყოველ დღე; მეშვიდე დღე - მკურნალობის არ არის; მერვე დღე - ექიმთან განმეორებითი ვიზიტი.
ეს სქემა განკუთვნილია ადეკვატური მკურნალობის უზრუნველსაყოფად გამწვავების ეპიზოდების განმავლობაში დოზის გაადაჭარბების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით ქრონიკული შემთხვევების დროს.
COVID-19-ის მკურნალობა
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის და არანაკლებ 40 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვები: 6 მგ დექსამეტაზონი ინტრავენურად ერთხელ დღე-ღამეში კურით 10 დღემდე.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ადგილობრივი შეყვანა
სახსარშიდა შეყვანა, შეყვანა დაზიანების ადგილას ან რბილ ქსოვილებში გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება განისაზღვრება ერთი ან ორი სახსრით (უბნით). დოზები და შეყვანის სიხშირე დამოკიდებულია მდგომარეობაზე და შეყვანის ადგილზე. ჩვეულებრივი დოზა არის 0,2-6 მგ. სახსარში განმეორებითი შეყვანა შესაძლებელია 3-4 თვის შემდეგ. პრეპარატის შეყვანა შესაძლებელია ერთ სახსარში მხოლოდ 3-ჯერ ან 4-ჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ერთდროულად არა უმეტეს 2 სახსარში. სახსარში ხშირმა შეყვანამ შეიძლება დააზიანოს სახსრის ხრტილი და გამოიწვიოს ძვლის ნეკროზი.
კორტიკოსტეროიდის სახსარშიდა ინიექციამ ადგილობრივ ეფექტებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები.
საჭიროა თავის არიდება ინფიცირებულ სახსარში კორტიკოსტეროიდების შეყვანისაგან.
არ არის სასურველი კორტიკოსტეროიდების შეყვანა არასტაბილურ სახსარში.
ზოგიერთი ჩვეული ერთჯერადი დოზები მოცემულია ქვემოთ ცხრილში:
ინიექცის ადგილი
დექსამეტაზონის ფოსფატის დოზა (მგ)
დიდი სახსრები (მაგალითად, მუხლის)
2-4
მცირე სახსრები (მაგალითად, ფალანთაშორისი, საფეთქელ-ქვედა ყბის)
0,8-1
კუნთშორისი ჩანთები
2-3
მყესის გარსები
0,4-1
რბილი ქსოვილების ინფილტრაცია
2-6
განგლიები
1-2
დექსამეტაზონი, საინიექციო ხსნარი, განსაკუთრებით რეკომენდებულია ხანგრძლივი მოქმედების სახსარშიდა და რბილ ქსოვილებში შეყვანისათვის განკუთვნილ ნაკლებად ხსნად სტეროიდებთან ერთად გამოყენებისათვის.
საბავშვო დოზები
ჩანაცვლებითი თერაპიის რეკომენდებული დოზაა 0,02 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 0,67 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე/დღე-ღამეში, რაც სამ ინიექციაზე იყოფა.
ყველა სხვა ჩვენებების დროს საწყისი დოზების დიაპაზონი შეადგენს 0,02-0,03 მგ/კგ/დღე-ღამეში 3-4 ინიექციაზე (0,6-9 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე/დღე-ღამეში).
შესადარებლად ქვემოთ მოცემულია ეკვივალენტური დოზები მილიგრამებში სხვადასხვა კორტიკოსტეროიდებისათვის.
0,75 მგ დოზით დექსამეტაზონი ეკვივალენტურია 2 მგ პარამეტაზონის ან 4 მგ მეთილპრედნიზოლონის და ტრიამცინოლონის, ან 5 მგ პრედნიზონის და პრედნიზოლონის, ან 20 მგ ჰიდროკორტიზონის, ან 25 მგ კორტიზონის, ან 0,75 მგ ბეტამეტაზონის.
დოზირების ეს შეფარდება ეხება ამ პრეპარატების მხოლოდ პერორალურ და ინტრავენურ გამოყენებას. თუ ეს პრეპარატები ან მათი წარმოებულები შეჰყავთ კუნთში ან სახსარში, მათი შეფარდებითი თვისებები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
ბავშვები. ბავშვებში გამოიყენება ახალშობილობის პერიოდიდან მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. დექსამეტაზონით მკურნალობის პერიოდში საჭირო ბავშვებისა და მოზარდების ზრდასა და განვითარებაზე თვალყურის დევნება.
ჭარბი დოზირება. არსებობს ცალკეული ცნობები მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ ან ლეტალური გამოსავლის შესახებ მწვავე ჭარბი დოზირების გამო.
ჭარბი დოზირება ჩვეულებრივ ვითარდება მხოლოდ რამოდენიმე კვირიანი გამოყენების შემდეგ. ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტების უმრავლესობა, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში „გვერდითი რეაქციები“, პირველ რიგში კუშინგის სინდრომი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების მკურნალობა უნდა იყოს შემანარჩუნებელი და სიმპტომური. ჰემოდიალიზი არ არის ორგანიზმიდან დექსამეტაზონის დაჩქარებული გამოყოფის ეფექტური მეთოდი.
გვერდითი რეაქციები.
გვერდითი მოვლენები დექსამეტაზონით ხანმოკლე მკურნალობის დროს:
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის ტრანზიტორული დათრგუნვა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის შემცირება, მადის მომატება და სხეულის მასის მომატება, ჰიპერტრიგლიცერიდემია.
ფსიქიკის მხრივ: ფსიქიკური აშლილობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პეპტიკური წყლული და მწვავე პანკრეატიტი.
გვერდითი მოვლენები დექსამეტაზონით ხანგრძლივი მკურნალობის დროს:
იმუნური სისტემის მხრივ: იმუნური პასუხის შემცირება და გაზრდილი მგრძნობელობა ინფექციების მიმართ.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მუდმივი დათრგუნვა, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში, ეპიფიზური ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: სიმსუქნე.
მხედველობის ორგანოების მხრივ: კატარაქტა, გლაუკომა.
სისხლძარღვების მხრივ: ჰიპერტენზია; ტელეანგიოექტაზია.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: კანის გათხელება.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი, ძვლის ასეპტიკური ნეკროზი, ლულისებრი ძვლების მოტეხილობები.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ცალკეულ ორგანოებსა და სისტემებში დექსამეტაზონით მკურნალობის დროს:
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოემბოლური გართულებები; მონოციტების ან/და ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება; ლეიკოციტოზი; ეოზინოფილია (სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად); თრომბოციტოპენია და არათრომბოციტოპენიური პურპურა.
იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური რეაქციები, ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება.
გულის მხრივ: პარკუჭების მულტიფოკალური ექსტრასისტოლია, დროებითი ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, გულის გაჩერება, მიოკარდიუმის პერფორაცია გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში.
სისხლძარღვების მხრივ: ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებია და შუასაყარის მხრივ: არააქტიური ტუბერკულოზის რეციდივი.
ნერვული სისტემის მხრივ: მხედველობის ნერვის შეშუპება და ქალაშიდა წნევის მომატება (კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია) მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ; თავბრუსხვევა; ვერტიგო; თავის ტკივილი; კრუნჩხვები.
ფსიქიკის მხრივ: პიროვნული და ქცევითი ცვლილებები უფრო ხშირად გამოვლენილი ეიფორიის სახით; უძილობა, გაღიზიანება, ჰიპერკინეზი, დეპრესია, ნერვოზულობა, შფოთვა, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, დელირიუმი, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარანოია, განწყობის ლაბილობა, სუიციდური აზრები, ფსიქოზი, ძილის დარღვევა, ცნობიერების არევა, ამნეზია, შიზოფრენიის მიმდინარეობის გაუარესება, ეპილეფსიის მიმდინარეობის გაუარესება.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა და თირკმელზედა ჯირკვლების ატროფია (სტრესზე რეაგირების შემცირება), კუშინგის სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰირსუტიზმი.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: დიაბეტის ლატენტური ფორმიდან კლინიკურ გამოვლინებამდე გადასვლა; შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინზე და პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებზე მოთხოვნილების გაზრდა; ნატრიუმის და წყლის შეკავება; კალიუმის მოხმარების გაზრდა; ჰიპოკალემიური ალკალოზი; ცილების კატაბოლიზმით განპირობებული აზოტის უარყოფითი ბალანსი; ჰიპოკალცემია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, სლოკინი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლული, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია და სისხლდენა (ღებინება სისხლის მინარევით, მელენა), პანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის და ნაწლავის პერფორაცია (განსაკუთრებით ნაწლავების ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში).
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია (კუნთების კატაბოლიზმით განპირობებული კუნთების სისუსტე), ხერხემლის მოტეხილობები ზეწოლის დროს, მყესების გაგლეჯა (განსაკუთრებით ზოგიერთ ქინოლინებთან ერთდროული გამოყენებისას), სასახსრე ხრტილის დაზიანება და ძვლის ნეკროზი (სახსრებში ხშირი ინიექციების დროს).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭრილობის შეხორცების შეფერხება, სტრიები, პეტექიები და სისხლჩაქცევები, მომატებული ოფლიანობა, აკნე, კანის ტესტების დათრგუნვა, კვინკეს შეშუპება, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი.
მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალშიდა წნევის მომატება; ეგზოფთალმი; თვალის ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების გამწვავება; რქოვანას გათხელება.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იმპოტენცია, ამენორეა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილის მხრივ: შორისში წვის და ჩხვლეტის გარდამავალი შეგრძნება ინტრავენური შეყვანის დროს ან მაღალი დოზების შეყვანისას; შეშუპება, კანის ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, სტერილური აბსცესი და კანის სიწითლე.
გლუკოკორტიკოიდის მოხსნის სინდრომის ნიშნები.
პაციენტებში, რომელებიც ხანგრძლივად იტარებდნენ მკურნალობას დექსამეტაზონით, დოზის ძალიან სწრაფი შემცირებისას შეიძლება გამოვლინდეს მოხსნის სინდრომი, რის შედეგადაც შეიძლება წარმოიქმნას თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ან ლეტალური გამოსავალი. ზოგიერთ შემთხვევაში მოხსნის სინდრომის ნიშნები შეიძლება მსგავსი იყოს იმ დაავადების გაუარესების, ან რეციდივის ნიშნებისა, რომელსაც პაციენტი მკურნალობდა. მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარებისსა საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
ვარგისობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები. ინახება არა უმეტს 25C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა. არ არის მიზანშეწონილი სხვა მედიკამენტებთან პრეპარატის შერევა, 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ან 5% გლუკოზის ხსნარის გარდა.
დექსამეტაზონის ქლორპრომაზინთან, დიფენჰიდრამინთან, დოქსაპრამთან, დოქსორუბიცინთან, დაუნორუბიცინთან, იდარუბიცინთან, ჰიდრომორფონთან, ონდანსეტრონთან, პროქლორპერაზინთან, კალიუმის ნიტრატთან და ვანკომიცინთან შერევის დროს წარმოიქმნება ნალექი.
დექსამეტაზონის დაახლოებით 16% იხსნება 2,5% გლუკოზის ხსნარში და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ამიკაცინთან ერთად.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, როგორიცაა ლორაზეპამის, დექსამეტაზონთან შერევა უნდა მოხდეს შუშის ფლაკონში და არა პლასტიკის პაკეტში (ლორაზეპამის კონცენტრაცია ეცემა 90%-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე პოლივინილქლორიდის პაკეტებში 3-4 სთ-ის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას).
ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას, როგორიცაა მეტაპამინოლს, ახასიათებს „ნელა განვითარებადი შეუთავსებლობა“, რომელიც ვითარდება დღე-ღამის განმავლობაში დექსამეტაზონთან შერევის შემთხვევაში.
დექსამეტაზონი გლიკოპიროლატთან ერთად: ნარჩენი ხსნარის pH-ის მნიშვნელობა შეადგენს 6,4-ს, რაც სტაბილურობის დიაპაზონის ფარგლებს ცდება.
შეფუთვა. 1 მლ ამპულებში, N5 ბლისტერში, შეფუთვაშია მოთავსებულია.
გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
მწარმოებელი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კორპორაცია„ზდოროვიე“.
განმცხადებელი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საცდელი ქარხანა „გნცლს“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ., სახლი 22.
ბოლო გადახედვის თარიღი:19.03.2024
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.