ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ენოზიდ H

ENOZID H

რეცეპტით10მგ+25მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

არტერიული ჰიპერტენზია;

სრულად
მოქმედი ნივთიერება
hydrochlorothiazide + ენალაპრილი (enalapril)
ფორმა და შეფუთვა
10მგ+25მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -NOVAGEN HEALTHCARE PVT. LTD.(ინდოეთი)), საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
ATC კოდი
C09BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045699
რეგისტრირებულია
11 ივნისი 2026, მოქმედებს 11 ივნისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს ,,ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაენოზიდ H და სხვა წამალი ერთად

ენოზიდ H — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

არტერიული ჰიპერტენზია;

მიღების წესი და დოზირება

ენოზიდ H დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ. პრეპარატის მიღება არ არის დაკავშირებული საკვებთან. რეკომენდებულია მისი მიღება ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით. ტაბლეტი მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით. ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღე-ღამეში, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე დღე-ღამეში. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია თირკმლების ფუნქციის კონტროლი.

პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან სხვა სულფანამიდის წარმოებულების მიმართ; ლაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი; აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან დაკავშირებული ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, ასევე მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება; ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (ჩაილდ-პიუს შკალით 9 ქულაზე მეტი); თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კკ < 30 მლ/წთ); ანურია; რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია; ალისკირენთან ან ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და/ან თირკმლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევების (გფს<60მლ/წთ/1.73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) მქონე პაციენტებში; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან (არა II) ერთდროული გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში; ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას ინჰიბიტორებთან (მაგალითად, საკუბიტრილის შემცველ პრეპარატებთან) ერთდროული გამოყენება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მაღალი რისკის გამო; ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი; 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ენოზიდ H არ უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიული კრიზის კუპირებისთვის, მისი გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში კლინიკური გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ჰიდროქლოროთიაზიდი

სამკურნალო პრეპარატების არარეკომენდებული კომბინაციები

ლითიუმის პრეპარატები

ჰიდროქლოროთიაზიდისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას მცირდება ლითიუმის თირკმლის კლირენსი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება და მისი ტოქსიკურობის მომატება. ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლითიუმის პრეპარატების დოზა გულდასმით უნდა იყოს შერჩეული, რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაცია და შესაბამისი წესით ხდებოდეს დოზის შერჩევა.

სამკურნალო პრეპარატების კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას.

პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

ჰიდროქლოროთიაზიდი გამოყენებული უნდა იქნას უკიდურესი სიფრთხილით ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა: IA კლასის ანტიარითმული სამკურნალო პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი) და IC კლასის პრეპარატები (ფლეკაინიდი); III კლასის ანტიარითმული სამკურნალო პრეპარატები (დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმის ტოზილატი), სოტალოლი, დრონედარონი, ამიოდარონი; სხვა სამკურნალო საშუალებები (რომლებიც არ განეკუთვნებიან ანტიარითმულებს), როგორიცაა: ნეიროლეპტიკები: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ფლუფენაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულტოპრიდი, სულპრიდი, ტიაპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი), პიმოზიდი, სერტინდოლი; ანტიდეპრესანტები: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (ციტალოპრამი, ესციტალოპრამი); ანტიბაქტერიული საშუალებები: ფტორქინოლონები (ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი), მაკროლიდები (ერითრომიცინი ინტრავენური შეყვანისას, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, როქსითრომიცინი, სპირამიცინი), კო-ტრიმოქსაზოლი; სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები : აზოლები (ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი); მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი); ანტიპროტოზოული საშუალებები (პენტამიდინი პარენტერალური შეყვანისას); ანტიანგინალური პრეპარატები (რანოლაზინი, ბეპრიდილი); სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები (ვანდეტანიბი, დარიშხანის ტრიოქსიდი, ოქსალიპლატინი, ტაკროლიმუსი); ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები (დომპერიდონი, ონდანსეტრონი); კნტ-ს მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები (ციზაპრიდი); ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, ტერფენადინი, მიზოლასტინი); სხვა სამკურნალო საშუალებები (ანაგრელიდი, ვაზოპრესინი, დიფემანილის მეთილსულფატი, კეტანსერინი, პრობუკოლი, პროპოფოლი, სევოფლურანი, ტერლიპრესინი, ტეროდილინი, ცილოსტაზოლი). პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (რისკის ფაქტორია ჰიპოკალიემია) განვითარების რისკის მომატების გამო, ჰიდროქლორთიაზიდითა და ზემოაღნიშნული პრეპარატებით კომბინირებული თერაპიის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის დონე და, აუცილებლობის შემთხვევაში, იქნას დაკორექტირებული. აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის და ეკგ მაჩვენებლების კონტროლი. ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში აუცილებელია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც არ იწვევენ „პირუეტის“ ტიპის პოლიმორფულ პარკუჭოვან ტაქიკარდიას. სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდა. ჰიდროქლორთიაზიდის ერთდოული გამოყენება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც აქვთ უნარი გაახანგრძლივონ QT ინტერვალი, უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პაციენტისთვის მოსალოდნელი სარგებლისა და პოტენციური რისკის („პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის რისკის შესაძლო ზრდა) გულდასმით შეფასებას. ასეთი კომბინაციების გამოყენებისას აუცილებელია ეკგ-ს რეგულარული რეგისტრირება (QT ინტერვალის გახანგრძლივების გამოსავლენად) და ასევე სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის გაკონტროლება. პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპოკალიემია: ამფოტერიცინი B (ინტრავენური შეყვანისას), გლუკო- და მინერალოკორტიკოსტეროიდები (სისტემური გამოყენებისას), ტეტრაკოზაქტიდი (აკტჰ), გლიცირიზის მჟავა (კარბენოქსოლონი, ძირტკბილას ფესვის შემცველი პრეპარატები), ნაწლავის მოტორიკას მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები.

ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი). აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კორექცია. ჰიდროქლოროთიაზიდით თერაპიის ფონზე რეკომენდებულია ისეთი საფაღარათო საშუალებების გამოყენება, რომლებიც არ ასტიმულირებენ ნაწლავის მოტორიკას.

საგულე გლიკოზიდები

ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, რომლებიც განპირობებულია თიაზიდური დიურეზულების მოქმედებით, აძლიერებენ საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობას. ჰიდროქლოროთიაზიდისა და საგულე გლიკოზიდების ერთდროულად გამოყენებისას რეგულარულად უნდა ტარდებოდეს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის, ეკგ პარამეტრების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდებოდეს თერაპიის კორექტირება.

სამკურნალო პრეპარატების კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას

სხვა ჰიპოტენზიული პრეპარატები

ჰიდროქლოროთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების პოტენცირება (ადიტიური ეფექტი). შეიძლება გაჩნდეს ერთდროულად დანიშნული ჰიპოტენზიული პრეპარატების დოზის კორექციის აუცილებლობა. ეთანოლი, ბარბიტურატები, ანტიფსიქოზური საშუალებები (ნეიროლეპტიკები), ანტიდეპრესანტები, ანქსიოლიტიკები, ნარკოტიკული ანალგეტიკები და ზოგადი საანესთეზიო საშუალებები: შესაძლებელია ჰიდროქლოროთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერება და ორთოსტატული ჰიპოტენზიის პოტენცირება (ადიტიური ეფექტი). არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები (მაგალითად, ტუბოკურარინი) შესაძლოა არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების ეფექტის გაძლიერება. ადრენომიმეტიკები (პრესორული ამინები): ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია შეამციროს ისეთი ადრენომიმეტიკების ეფექტი, როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი) და ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ); მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ-2)-ის შერჩევითი ინჰიბიტორები და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზები ( > 3 გ/დღე-ღამეში). აასპ-მა შეიძლება შეამცირონ ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. ერთდროული გამოყენებისას არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის (თმუ) განვითარების რისკი გფს-ის შემცირების გამო. ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს სალიცილატების მაღალი დოზების ტოქსიკური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. შინაგანად მისაღები ჰიპოგლიკემიური საშუალებები და ინსულინი: თიაზიდური დიურეზული საშუალებები გავლენას ახდენენ გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე (შეიძლება განვითარდეს ჰიპერგლიკემია) და ამცირებენ ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტურობას (შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია). ჰიდროქლოროთიაზიდი და მეტფორმინი ერთდროულად სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული თირკმელების ფუნქციის დარღვევის ფონზე ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის გამო. ბეტა-ადრენობლოკატორები, დიაზოქსიდი: თიაზიდური დიურეზული საშუალებების (ჰიდროქლოროთიაზიდის ჩათვლით) ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან დიაზოქსიდთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკი. მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი, ალოპურინოლი): შესაძლოა საჭირო გახდეს ურიკოზურიული სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია, ვინაიდან ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციას. თიაზიდურმა დიურეზულებმა შეიძლება გაზარდონ ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების სიხშირე. ამანტადინი: თიაზიდურმა დიურეზულებმა (ჰიდროქლოროთიაზიდის ჩათვლით) შეიძლება შეამცირონ ამანტადინის კლირენსი, გამოიწვიონ ამანტადინის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში და მისი არასასურველი ეფექტების რისკის ზრდა. ანტიქოლინერგული პრეპარატები (ქოლინობლოკატორები): ანტიქოლინერგული პრეპარატები (მაგალითად, ატროპინი, ბიპერიდენი) ზრდიან თიაზიდური დიურეზულების ბიოშეღწევადობას კუჭ-ნაწლავის მოტორიკისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების ხარჯზე. ციტოტოქსიკური (სიმსივნის საწინააღმდეგო) პრეპარატები: თიაზიდური დიურეზულები ამცირებენ ციტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების (მაგალითად, ციკლოფოსფამიდის და მეთოტრექსატის) თირკმლის ექსკრეციას და აპოტენცირებენ მათ მიელოსუპრესიულ მოქმედებას. მეთილდოპა: აღწერილია ჰემოლიზური ანემიის შემთხვევები ჰიდროქლოროთიაზიდისა და მეთილდოფას ერთდროული გამოყენებისას. ანტიეპილეფსიური პრეპარატები (კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი) სიმპტომური ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი. ჰიდროქლოროთიაზიდისა და კარბამაზეპინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა თვალყური ვადევნოთ პაციენტის მდგომარეობას და ვაკონტროლოთ ნატრიუმის შემცველობა სისხლის შრატში. ჰიდროქლოროთიაზიდისა და ტოპირამატის ერთდროულად გამოყენებისას ასევე უნდა გაკონტროლდეს ტოპირამატის კონცენტრაცია სისხლის შრატში და, საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს კალიუმის პრეპარატები ან დაკორექტირდეს ტოპირამატის დოზა. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები: თიაზიდურ დიარეზულებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემიის პოტენცირება. საჭიროა სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობის მონიტორინგი. ციკლოსპორინი: თიაზიდური დიურეზულებისა და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერურიკემიის განვითარებისა და პოდაგრის გამწვავების რისკი. პერორალური ანტიკოაგულანტები: თიაზიდურმა დიურეზულებმა შეიძლება შეამცირონ პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტი. იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები: ორგანიზმის დეჰიდრატაცია თიაზიდური დიურეზულენების გამოყენების ფონზე ზრდის თმუ-ს განვითარების რისკს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების მაღალი დოზები. იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენებამდე აუცილებელია სითხის დანაკარგის კომპენსირება. კალციუმის პრეპარატები: ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა სისხლში კალციუმის შემცველობის მომატება და ჰიპერკალციემიის განვითარება თირკმელებით კალციუმის იონების გამოყოფის შემცირების გამო. თუ კალციუმის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული დანიშვნა აუცილებელია, უნდა ტარდებოდეს სისხლის პლაზმაში კალციუმის შემცველობის კონტროლი და კალციუმის პრეპარატების დოზის კორექცია. ანიონური გაცვლითი ფისები (ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი): ანიონური გაცვლითი ფისები ამცირებენ ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბციას. ქოლესტირამინის და ქოლესტიპოლის ერთჯერადი დოზები ამცირებენ კუჭ-ნაწლავში ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვას 85%-ით და 43%-ით შესაბამისად.

ენალაპრილი კალიუმის დამზოგავი დიურეზულები, კალიუმის პრეპარატები, კალიუმის შემცველი დანამატები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები: მიუხედავად იმისა, რომ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა ჩვეულებრივ ნორმალურ დიაპაზონში რჩება, ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც ღებულობენ ენალაპრილს, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერკალიემია. ენალაპრილისა და კალიუმის დამზოგავი დიურეზულების (ისეთების, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის შემცველი საკვები მარილის შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ, ასევე სხვა პრეპარატების გამოყენებამ, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის ზრდას (მაგალითად, ჰეპარინი), შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. ენალაპრილის ერთდროულად გამოყენებისას ისეთ დიურეზულებთან, რომლებიც იწვევენ კალიუმის იონების დაკარგვას (თიაზიდური ან „მარყუჟოვანი“ დიურეზულები), ჰიპოკალიემიის სიმპტომები შეიძლება ნიველირდეს. სისხლის შრატის კალიუმის შემცველობა, როგორც წესი, რჩება ნორმალურ დიაპაზონში. მანამდე ჩატარებულმა თერაპიამ დიურეზულების მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს მცმ-ს შემცირება და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გაზრდა ენალაპრილატით თერაპიის დაწყებისას. გამოხატული ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შესაძლებელია შემცირდეს დიურეზულის მოხსნით, წყლის ან სუფრის მარილის მიღების გაზრდით, და ასევე ენალაპრილატით მკურნალობის დაბალი დოზით დაწყების პირობით. სიფრთხილე ასევე უნდა იყოს დაცული ენალაპრილის სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად დანიშვნისას, რომლებიც ზრდიან კალიუმის შემცველობას სისხლის შრატში, მაგალითად, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (სულფამეტოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი), ვინაიდან ცნობილია, რომ ტრიმეტოპრიმი მოქმედებს როგორც კალიუმის დამზოგავი დუირეზული საშუალება (როგორიცაა ამილორიდი). ამიტომ, ენალაპრილის ზემოთაღნიშნულ პრეპარატებთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული. ზემოთ აღნიშნული კალიუმის შემცველი ან კალიუმის შემცველობის დონის მომმატებელი პრეპარატების ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე და ტარდებოდეს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი. ლითიუმის პრეპარატები: დიურეზულები და აგფ ინჰიბიტორები ამცირებენ თირკმლის მეშვეობით ლითიუმის გამოყოფას და ზრდიან ლითიუმის ტოქსიკურობის განვითარების რისკს. თიაზიდური დიურეზულების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის დამატებითი ზრდა და გაზარდოს ლითიუმით ინტოქსიკაციის რისკი აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას. პრეპარატ ენოზიდ H -ისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ლითიუმის პრეპარატების გამოყენებამდე აუცილებელია გაეცნოთ ამ პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციას. ამისთანა კომბინაციის გამოყენების აუცილებლობის დროს საჭიროა ყურადღებით აკონტროლოთ ლითიუმის შრატისმიერი კონცენტრაციები. აასპ-ები: აასპ-ებმა, მათ შორის ცოგ-2 სელექციურმა ინჰიბიტორებმა, შეიძლება შეამცირონ დიურეზულებისა და სხვა ჰიპოტენზიული საშუალებების ეფექტი. აქედან გამომდინარე, არა II -ის ან აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება შესუსტდეს აასპ-ებთან, მათ შორის ცოგ-2 სელექციურ ინჰიბიტორებთან, ერთდროულად გამოყენებისას. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტს (მაგალითად, ხანდაზმული ასაკის ან პაციენტებს გაუწყლოვანებით, მათ შორის შარდმდენების გამომყენებლები), რომლებიც ღებულობენ აასპ თერაპიას, მათ შორის ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორებით, არა II რეცეპტორების ბლოკატორების ან აგფ ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, თმუ-ს განვითარების ჩათვლით. ეს ეფექტები, როგორც წესი, შექცევადია; ამისდამიუხედავად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნახსენები სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება უნდა ხდებოდეს სიფრთხილით. თერაპიის დაწყებამდე უნდა მოხდეს მსმ-ს აღდგენა. მკურნალობის დროს რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები:

ენალაპრილისა და სხვა ჰიპოტენზიური თერაპიის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ადიტიური ეფექტი. ენალაპრილის ერთდროული გამოყენება ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მეთილდოფასთან ან კალციუმის არხების „ნელ“ ბლოკატორებთან (კანბ) ზრდიდა ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გამოხატულობას. ენალაპრილის ალფა-, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და განგლიობლოკატორებთან ერთდროული გამოყენება უნდა ტარდებოდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატ ენოზიდ H - ის ნიტროგლიცერინთან, სხვა ნიტროპრეპარატებთან ან სხვა ვაზოდილატატორებთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. რაას-ის ორმაგი ბლოკადა რაას-ის ორმაგი ბლოკადა არა II-ების, აგფ ინჰიბიტორების ან ალისკირენის (რენინის ინჰიბიტორი) გამოყენებით ასოცირდება არტერიული ჰიპოტენზიის, გულის წასვლის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დარღვევების (მათ შორის თმუ-ს) განვითარების გაზრდილ რისკთან, მითითებული ჯგუფების პრეპარატებით მონოთერაპიასთან შედარებით. აუცილებელია არტერიული წნევის, თირკმლის ფუნქციის და სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის რეგულარული კონტროლი იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ პრეპარატ ენოზიდ H - ს და სხვა პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ რაას-ზე. აგფ ინჰიბიტორების ალისკირენთან და ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს, უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის და/ან თირკმლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევების (გფს < 60 მლ/წთ/1.73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) მქონე პაციენტებში და არ არის რეკომენდებული სხვა პაციენტებისთვის. აგფ ინჰიბიტორების არა II-თან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში და არ არის რეკომენდებული სხვა პაციენტებისთვის. ოქროს პრეპარატები: სიმპტომების კომპლექსი (ნიტრატის მსგავსი რეაქციები), რომლებიც მოიცავენ სახეზე „ალების“ შეგრძნებას, გულისრევას, ღებინებას და არტერიული ჰიპოტენზიას, აღინიშნა პარენტერალურად შესაყვანი ოქროს პრეპატების (ნატრიუმის აუროთიომალატი ) და აგფ ინჰიბიტორების, მათ შორის ენალაპრილის, ერთდროული გამოყენებისას, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ზოგადი ანესთეზიის საშუალებები, ნარკოტიკული საშუალებები: ზოგიერთი ზოგადი ანესთეზიის საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ნეიროლეპტიკების აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება. ეთანოლი: ეთანოლი აძლიერებს აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიზური საშუალებები და ბეტა-ადრენობლოკატორები ენალაპრილის გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავასთან (ანტიაგრეგანტული საშუალების სახით), თრომბოლიზურ საშუალებებთან და ბეტა-ბლოკატორებთან. სიმპათომიმეტიკები: სიმპათომიმეტიკებმა შეიძლება შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ჰიპოგლიკემიური საშუალებები: ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორებისა და ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ინსულინი, შინაგანად მისაღები ჰიპოგლიკემიური საშუალებები, მათ შორის ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ამ უკანასკნელის ჰიპოგლიკემიური ეფექტი ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკით. ეს ფენომენი, როგორც წესი, ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა კომბინირებული თერაპიის პირველი კვირების განმავლობაში და ასევე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ შინაგანად მისაღებ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს, რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს სისხლში გლუკოზის დონე, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენების პირველი თვის განმავლობაში.კო-ტრიმოქსაზოლის შემცველი პრეპარატები (სულფამეტოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი): ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. იმუნოდეპრესიული პრეპარატები, ალოპურინოლი, პროკაინამიდი: ენალაპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები და რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესიულ თერაპიას, თერაპიას ალოპურინოლით ან პროკაინამიდით, ან ამ გამართულებელი ფაქტორების კომბინაციას, განსაკუთრებით თუ არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევა ანამნეზში. აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ლეიკოპენიის განვითარების რისკი. ალოპურინოლთან ერთდროული გამოყენება ზრდის ალერგიული რეაქციის განვითარების რისკს, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ციკლოსპორინი: აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მონიტორინგის ჩატარება. ჰეპარინი: აგფ ინჰიბიტორების ჰეპარინთან ერთდროული გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. რეკომენდებულია სიახლის შრატში კალიუმის შემცველობის მონიტორინგის ჩატარება. ესტრამუსტინი: ერთდროული გამოყენებისას იზრდება ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება). რაცეკადოტრილი (ენკეფალინაზას ინჰიბიტორი, რომელიც გამოიყენება მწვავე დიარეის სამკურნალოდ) ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს რაცეკადოტრილთან ერთდროულად გამოყენებისას. ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას ინჰიბიტორები. აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოიყენებისას ისეთ სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ საკუბიტრილს (ნეპრილიზინის ინჰიბიტორი), იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი, აქედან გამომდინარე, ნახსენები პრეპარატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. აგფ ინჰიბიტორები უნდა დაინიშნოს მინიმუმ 36 საათის შემდეგ ისეთი პრეპარატების მოხსნიდან, რომლებიც შეიცავენ საკუბიტრილს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, უკუნაჩვენებია ისეთი პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც შეიცავენ საკუბიტრილს, და ისინი ასევე უკუნაჩვენებია აგფ ინჰიბიტორების შეწყვეტიდან 36 საათის განმავლობაში. ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორები: ობსერვაციულ კვლევებში გამოვლინდა ანგიონევროზული შეშუპების განვითარების გაზრდილი სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპიის მიზნით ალტეპლაზის გამოყენების შემდეგ.

ძუძუმწოვარებში რაფამიცინისთვის მექანისტური სამიზნის (mTOR ) ინჰიბიტორების (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი ) პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ აგფ ინჰიბიტორებს და mTOR ინჰიბიტორებს, აღინიშნა ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკი. თერაპიის დაწყებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. 4 ტიპის დიპეპტიდილპეპტიდაზას (დპპ-4) ინჰიბიტორები: (გლიპტინები) (მაგალითად, სიტაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი, ლინაგლიპტინი ) - ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღება ორსულობის დროს (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) უკუნაჩვენებია. ენოზიდ H და თიაზიდური დიურეტიკები კვალის რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ენოზიდ H გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი ენოზიდ H ხასიათდება კარგი ამტანობით. კლინიკურ კვლევებში გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, იყო მსუბუქი, გარდამავალი ხასიათის და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. ენალაპრილ/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი მოვლენები სიხშირის შემდეგი გრადაციით: ძალიან ხშირად (≥ 10%), ხშირად (≥ 1%-დან < 10%-მდე), არახშირად (≥ 0.1%-დან < 1%-მდე), იშვიათად (≥ 0.01%-დან < 0.1%-მდე), ძალიან იშვიათად (< 0.01%), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:

იშვიათი: აუტოიმუნური დაავადებები, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია, ნეიტროპენია, პანციტოპენია, ჰემატოკრიტის შემცირება, ჰემოგლობინის შემცირება, ძვლის ტვინის მიერ სისხლწარმოქმნის დათრგუნვა;

სიხშირე უცნობია: აგრანულოციტოზი, ანემია (აპლასტიური, ჰემოლიზური), თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები შოკამდე.

მეტაბოლიზმის და კვების სისტემის მხრივ:

ხშირი: ჰიპერკალიემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალიემია, სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მომატება;

არახშირი: ჰიპოგლიკემია, ჰიპომაგნიემია;

იშვიათი: ჰიპერგლიკემია;

ძალიან იშვიათი: ჰიპერკალციემია;

სიხშირე უცნობია: ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ლატენტურად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება.

ფსიქიკური სისტემის მხრივ:

ხშირი: დეპრესია;

არახშირი: გაზრდილი ნევროზულობა, ლიბიდოს დაქვეითება*

იშვიათი: ძილის დარღვევები, ანომალური სიზმრები;

სიხშირე უცნობია: გულის წასვლა.

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირი: თავის ტკივილი, გემოს ცვლილება;

არახშირი: ვერტიგო;

იშვიათი: პარეზი (ჰიპოკალიემიის შედეგად).

მხედველობის სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: მწვავე მიოპია, მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევა, ქორიოიდული ეფუზია.

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები:

არახშირი: ხმაური ყურებში.

გულის მხრივ:

ხშირი: ტკივილი გულმკერდში, რიტმის დარღვევა, სტენოკარდია, ტაქიკარდია;

არახშირი: მიოკარდიუმის ინფარქტი**, შესაძლოა მეორადი გამოხატულ არტერიულ ჰიპოტენზიასთან მიმართებაში, პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს; გულისცემის შეგრძნება;

სისხლძარღვების მხრივ:

ხშირი: არტერიული წნევის დაწევა;

არახშირი: ინსულტი**, შესაძლოა მეორადი გამოხატულ არტერიულ ჰიპოტენზიასთან მიმართებაში, პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალი რისკის გჯუფს; სახის კანზე „ალების“ შეგრძნება;

იშვიათი: რეინოს სინდრომი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ:

ძალიან ხშირი: ხველა;

არახშირი: ყელის ტკივილი, რინორეა, ბრონქოსპაზმი/ბრონქული ასთმა;

იშვიათი: ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია, ინფილტრატები ფილტვში, რინიტი;

ძალიან იშვიათი: მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (მრდს) (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები“).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ხშირი: ტკივილი მუცლის არეში;

არახშირი: ანორექსია, დისპეფსია, ყაბზობა, ნაწლავური გაუვალობა, მეტეორიზმი*, პანკრეატიტი, პეპტიური წყლული, ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე;

იშვიათი: გლოსიტი, სტომატიტი/აფთოზური წყლულები;

ძალიან იშვიათი: ნაწლავის ინტესტინალური შეშუპება.

ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ:

იშვიათი: ჰეპატიტი (ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური), ღვიძლის ნეკროზი (შესაძლოა ლეტალური შედეგით), ღვიძლის უკმარისობა, ქოლეცისტიტი (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნაღვლის კენჭოვანი დაავადება ანამნეზში).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ხშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები/ ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმის იოგების და/ან ხორხის;

არახშირი: ჭინჭრის ციება, მომატებული ოფლიანობა, ალოპეცია;

იშვიათი: მულტიფორმული ერითემა, პემფიგუსი, პურპურა, სწმ მიმდინარეობის გამწვავება, ექსფოლიატიური დერმატიტი, ერითროდერმია;

სიხშირე უცნობია: ნეკროზული ანგიიტი (ვასკულიტი და კანის ვასკულიტი), ფოტომგრძნობელობა.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

არახშირი: ართრალგია**;

სიხშირე უცნობია: კუნთების სისუსტე (ჩვეულებრივ, მაღალი დოზების გამოყენებისას).

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ:

არახშირი: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, პროტეინურია;

იშვიათი: ინტერსტიციული ნეფრიტი, ოლიგურია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ:

იშვიათი: გინეკომასტია.

ზოგადი დარღვევები:

ძალიან ხშირი: ასთენია;

არახშირი: ცხელება, დისკომფორტის შეგრძნება;

სიხშირე უცნობია: წყურვილი (ჩვეულებრივ, მაღალი დოზების გამოყენებისას).

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი წარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები):

სიხშირე უცნობია: არამელანომური კანის კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)****.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ:

ხშირი: შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაციის მომატება;

არახშირი: შარდოვანას კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში;

იშვიათი: სისხლის პლაზმაში „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, სისხლის შრატში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება.

აღწერილია სიმპტომთა კომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილთაგან ყველა სიმპტომს ან მათგან ზოგიერთს: სეროზიტი, მიალგია/მიოზიტი, ართრიტი, დადებითი ტესტი ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე, ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედს) ზრდა, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. აგრეთვე ცხრილში მოცემულია გვერდითი მოვლენები თითოეული მოქმედი ნივთიერების და მათი კომბინაციის მიმართ, განვითარების სიხშირეების მიხედვით:

სისტემურ-ორგანული კლასი

არასასურველი რეაქცია

ენალაპრილი/

ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდი

ენალაპრილი

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების სისტემის მხრივ

ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში

იშვიათად

სიხშირე უცნობია

-

ჰიპონატრიემია

სიხშირე უცნობია

სიხშირე უცნობია

არახშირად

პოდაგრის გამწვავება*

იშვიათად

არახშირად

-

ნერვული სისტემის მხრივ:

თავბრუსხვევა

ძალიან ხშირად

არახშირად

ძალიან ხშირად

პარესთეზია

არახშირად

სიხშირე უცნობია

არახშირად

ძილიანობა

არახშირად

სიხშირე უცნობია

არახშირად

გონების აღრევა

არახშირად

სიხშირე უცნობია

არახშირად

მხედველობის სისტემის მხრივ

ქსანთოფსია/მხედველობის გარდამავალი დარღვევა

ძალიან ხშირად

არახშირად

-

ბუნდოვანი მხედველობითი აღქმა

ძალიან ხშირად

არახშირად

ძალიან ხშირად

დარღვევები გულის მხრივ

ბრადიკარდია

ხშირად

სიხშირე უცნობია

-

ორთოსტატული ჰიპოტენზია

ხშირად

სიხშირე უცნობია

არახშირად

ინტერსტიციული პნევმონია

იშვიათად

სიხშირე უცნობია

-

რესპირატორული დისტრეს სინდრომი (პნევმონიტისა და ფილტვის არაკარდიოგენული შეშუპების ჩათვლით)

იშვიათად

არახშირად

-

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

დიარეა

ხშირად

არახშირად

ხშირად

კუჭის გაღიზიანება

იშვიათად

არახშირად

არახშირად

სიალადენიტი

იშვიათად

არახშირად

-

გულისრევა

ძალიან ხშირად

არახშირად

ძალიან ხშირად

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ

ქოლესტაზი ( სიყვითლის ჩათვლით)

იშვიათად

არახშირად

იშვიათად

კანისმიერი ქავილი

სიხშირე უცნობია

სიხშირე უცნობია

არახშირად

კანისმიერი გამონაყარი (ეგზანთემა)

ხშირად

სიხშირე უცნობია

ხშირად

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

იშვიათად

არახშირად

იშვიათად

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

იშვიათად

სიხშირე უცნობია

იშვიათად

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

კუნთების კრუნჩხვები***

ხშირად

არახშირად

არახშირად

ერექციული დისფუნქცია/იმპოტენცია

არახშირად

სიხშირე უცნობია

არახშირად

ზოგადი დაზიანებები

მომატებული დაღლილობა

ხშირად

სიხშირე უცნობია

ხშირად

  • აღნიშნულია მხოლოდ ჰიდროქლოროთიაზიდის 12.5 მგ და 25 მგ დოზებით გამოყენებისას.
  • *შემთხვევების სიხშირე შედარებადი იყო იმ სიხშირესთან, რომელიც აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში პლაცებოს ან სხვა შესადარებელი პრეპარატის მიღებისას.
  • **კუნთების ხშირი სპაზმები აღინიშნებოდა ჰიდროქლოროთიაზიდის 12.5 მგ და 25 მგ დოზებით გამოყენებისას, ხოლო კუნთების არახშირი სპაზმები - 6 მგ დოზით გამოყენებისას.
  • *** არამელანომური კანის კიბო (ამკკ): არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების საფუძველზე გამოვლენილია კუმულაციური დოზადამოკიდებული კავშირი ჰიდროქლორთიაზიდსა (გქთზ) და ამკკ-ის განვითარების რისკს შორის.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია ბრადიკარდიით ან გულის რითმის სხვა სახის დარღვევებით, პარეზი, კრუნჩხვები, მეხსიერების დაბინდვა, გახშირებული შარდვა, თირკმლის უკმარისობა. მკურნალობა: პაციენტს უნდა მივაღებინოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა თავით ოდნავ ქვემოთ. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, შემდგომში – გააქტივებული ნახშირის და საფაღარათო საშუალებების მიღება. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ინტრავენურად ფიზიოლოგიური ხსნარის, აუცილებლობისას – ანგიოტენზინ II-ის შეყვანა. აუცილებელია არტერიული წნევის, პულსის და სუნთქვის სიხშირის, დიურეზის, შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციის, ელექტროლიტების მონიტორინგი. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება.

შემადგენლობა

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:

ენალაპრილის მალეატს – 10 მგ;

ჰიდროქლოროთიაზიდს – 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მალეინის მჟავა, ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, თუთიის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:

შემოუგარსავი ტაბლეტები, 10 მგ/25 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აგფ ინჰიბიტორები და დიურეტიკები. ენალაპრილი და დიურეტიკები. ათქ-კოდი: C09BA02.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.

www.rational.ge

ფარმაკოლოგიური თვისებები

ენოზიდ H წარმოადგენს კომბინირებულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას. პრეპარატის შემადგენლობაში შედის აგფ ინფიბიტორი (ენალაპრილის მალეატი) და თიაზიდური დიურეზული საშუალება (ჰიდროქლოროთიაზიდი).

ენალაპრილის მალეატი აინჰიბირებს ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტს, რაც თავის მხრივ აფერხებს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნის პროცესს. ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირება მეორადად იწვევს პლაზმის რენინის აქტივობის გაზრდას და ალდოსტერონის სეკრეციის დაქვეითებას. ფარმაკოლოგიური აქტივობა გააჩნია ენალაპრილის მეტაბოლიტს – ენალაპრილატს, რომელიც აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას, გულის კუნთისა და სხვა ორგანოების ჟანგბადით მომარაგების გაზრდას. ჰიდროქლოროთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი. იგი ამცირებს ნატრიუმის, ქლორის და წყლის იონების რეაბსორბციას ნეფრონის დისტალურ მილაკებში, ზრდის კალიუმის, მაგნიუმისა და ბიკარბონატის იონების გამოყოფას, იწვევს კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავებას.

ფარმაკოკინეტიკა: პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ენალაპრილის 60%. პრეპარატის ბიოშეღწევადობა არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 3-4 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი სტაბილური კონცენტრაცია – 4 დღის შემდეგ ღვიძლში ენალაპრილის ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება ენალაპრილატი, რომელსაც ახასიათებს ფარმაკოლოგიური ეფექტი. პრეპარატის მიღებიდან 4 დღის შემდეგ ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი სტაბილური ხდება და შეადგენს 11 სთ-ს. პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ჰიდროქლოროთიაზიდის 60-75%. დიურეზული ეფექტი აღინიშნება 2 სთ-ის, ხოლო მაქსიმალური - 3-4 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 12 სთ-მდე. ენალაპრილის მალეატისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ხასიათდება უფრო გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტით, ვიდრე ცალკე აღებული თითოეული მათგანი. ამასთანავე, ენალაპრილის მოქმედების შედეგად მცირდება ჰიდროქლოროთიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეული კალიუმის დანაკარგი. პრეპარატის კომპონენტების ჰიპოტენზიური ეფექტების ერთობლიობა იწვევს

პრეპარატის თერაპიული ეფექტის შენარჩუნებას 24 სთ-ის განმავლობაში. ენალაპრილი ძირითადად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა თირკმლებით, ძირითადად უცვლელი სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ენოზიდ H

(ENOZID H)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ენალაპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრიდან მოთეთრო ფერამდე, მრგვალი ფორმის მქონე ტაბლეტები, ნაზოლითა და ცალ მხარეს ჭდით

შემადგენლობა:

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:

ენალაპრილის მალეატს – 10 მგ;

ჰიდროქლოროთიაზიდს – 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მალეინის მჟავა, ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, თუთიის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:

შემოუგარსავი ტაბლეტები, 10 მგ/25 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აგფ ინჰიბიტორები და დიურეტიკები. ენალაპრილი და დიურეტიკები. ათქ-კოდი: C09BA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენოზიდ H წარმოადგენს კომბინირებულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას. პრეპარატის შემადგენლობაში შედის აგფ ინფიბიტორი (ენალაპრილის მალეატი) და თიაზიდური დიურეზული საშუალება (ჰიდროქლოროთიაზიდი).

ენალაპრილის მალეატი აინჰიბირებს ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტს, რაც თავის მხრივ აფერხებს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნის პროცესს. ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირება მეორადად იწვევს პლაზმის რენინის აქტივობის გაზრდას და ალდოსტერონის სეკრეციის დაქვეითებას. ფარმაკოლოგიური აქტივობა გააჩნია ენალაპრილის მეტაბოლიტს – ენალაპრილატს, რომელიც აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას, გულის კუნთისა და სხვა ორგანოების ჟანგბადით მომარაგების გაზრდას. ჰიდროქლოროთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი. იგი ამცირებს ნატრიუმის, ქლორის და წყლის იონების რეაბსორბციას ნეფრონის დისტალურ მილაკებში, ზრდის კალიუმის, მაგნიუმისა და ბიკარბონატის იონების გამოყოფას, იწვევს კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავებას.

ფარმაკოკინეტიკა: პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ენალაპრილის 60%. პრეპარატის ბიოშეღწევადობა არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 3-4 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი სტაბილური კონცენტრაცია – 4 დღის შემდეგ ღვიძლში ენალაპრილის ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება ენალაპრილატი, რომელსაც ახასიათებს ფარმაკოლოგიური ეფექტი. პრეპარატის მიღებიდან 4 დღის შემდეგ ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი სტაბილური ხდება და შეადგენს 11 სთ-ს. პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ჰიდროქლოროთიაზიდის 60-75%. დიურეზული ეფექტი აღინიშნება 2 სთ-ის, ხოლო მაქსიმალური - 3-4 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 12 სთ-მდე. ენალაპრილის მალეატისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ხასიათდება უფრო გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტით, ვიდრე ცალკე აღებული თითოეული მათგანი. ამასთანავე, ენალაპრილის მოქმედების შედეგად მცირდება ჰიდროქლოროთიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეული კალიუმის დანაკარგი. პრეპარატის კომპონენტების ჰიპოტენზიური ეფექტების ერთობლიობა იწვევს

პრეპარატის თერაპიული ეფექტის შენარჩუნებას 24 სთ-ის განმავლობაში. ენალაპრილი ძირითადად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა თირკმლებით, ძირითადად უცვლელი სახით.

ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია;

მიღების წესი და დოზირება:

ენოზიდ H დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ. პრეპარატის მიღება არ არის დაკავშირებული საკვებთან. რეკომენდებულია მისი მიღება ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით. ტაბლეტი მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით. ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღე-ღამეში, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე დღე-ღამეში. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია თირკმლების ფუნქციის კონტროლი.

პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ენოზიდ H ხასიათდება კარგი ამტანობით. კლინიკურ კვლევებში გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, იყო მსუბუქი, გარდამავალი ხასიათის და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. ენალაპრილ/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი მოვლენები სიხშირის შემდეგი გრადაციით: ძალიან ხშირად (≥ 10%), ხშირად (≥ 1%-დან < 10%-მდე), არახშირად (≥ 0.1%-დან < 1%-მდე), იშვიათად (≥ 0.01%-დან < 0.1%-მდე), ძალიან იშვიათად (< 0.01%), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:

იშვიათი: აუტოიმუნური დაავადებები, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია, ნეიტროპენია, პანციტოპენია, ჰემატოკრიტის შემცირება, ჰემოგლობინის შემცირება, ძვლის ტვინის მიერ სისხლწარმოქმნის დათრგუნვა;

სიხშირე უცნობია: აგრანულოციტოზი, ანემია (აპლასტიური, ჰემოლიზური), თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები შოკამდე.

მეტაბოლიზმის და კვების სისტემის მხრივ:

ხშირი: ჰიპერკალიემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალიემია, სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მომატება;

არახშირი: ჰიპოგლიკემია, ჰიპომაგნიემია;

იშვიათი: ჰიპერგლიკემია;

ძალიან იშვიათი: ჰიპერკალციემია;

სიხშირე უცნობია: ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ლატენტურად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება.

ფსიქიკური სისტემის მხრივ:

ხშირი: დეპრესია;

არახშირი: გაზრდილი ნევროზულობა, ლიბიდოს დაქვეითება*

იშვიათი: ძილის დარღვევები, ანომალური სიზმრები;

სიხშირე უცნობია: გულის წასვლა.

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირი: თავის ტკივილი, გემოს ცვლილება;

არახშირი: ვერტიგო;

იშვიათი: პარეზი (ჰიპოკალიემიის შედეგად).

მხედველობის სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: მწვავე მიოპია, მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევა, ქორიოიდული ეფუზია.

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები:

არახშირი: ხმაური ყურებში.

გულის მხრივ:

ხშირი: ტკივილი გულმკერდში, რიტმის დარღვევა, სტენოკარდია, ტაქიკარდია;

არახშირი: მიოკარდიუმის ინფარქტი**, შესაძლოა მეორადი გამოხატულ არტერიულ ჰიპოტენზიასთან მიმართებაში, პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს; გულისცემის შეგრძნება;

სისხლძარღვების მხრივ:

ხშირი: არტერიული წნევის დაწევა;

არახშირი: ინსულტი**, შესაძლოა მეორადი გამოხატულ არტერიულ ჰიპოტენზიასთან მიმართებაში, პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალი რისკის გჯუფს; სახის კანზე „ალების“ შეგრძნება;

იშვიათი: რეინოს სინდრომი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ:

ძალიან ხშირი: ხველა;

არახშირი: ყელის ტკივილი, რინორეა, ბრონქოსპაზმი/ბრონქული ასთმა;

იშვიათი: ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია, ინფილტრატები ფილტვში, რინიტი;

ძალიან იშვიათი: მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (მრდს) (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები“).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ხშირი: ტკივილი მუცლის არეში;

არახშირი: ანორექსია, დისპეფსია, ყაბზობა, ნაწლავური გაუვალობა, მეტეორიზმი*, პანკრეატიტი, პეპტიური წყლული, ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე;

იშვიათი: გლოსიტი, სტომატიტი/აფთოზური წყლულები;

ძალიან იშვიათი: ნაწლავის ინტესტინალური შეშუპება.

ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ:

იშვიათი: ჰეპატიტი (ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური), ღვიძლის ნეკროზი (შესაძლოა ლეტალური შედეგით), ღვიძლის უკმარისობა, ქოლეცისტიტი (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნაღვლის კენჭოვანი დაავადება ანამნეზში).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ხშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები/ ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმის იოგების და/ან ხორხის;

არახშირი: ჭინჭრის ციება, მომატებული ოფლიანობა, ალოპეცია;

იშვიათი: მულტიფორმული ერითემა, პემფიგუსი, პურპურა, სწმ მიმდინარეობის გამწვავება, ექსფოლიატიური დერმატიტი, ერითროდერმია;

სიხშირე უცნობია: ნეკროზული ანგიიტი (ვასკულიტი და კანის ვასკულიტი), ფოტომგრძნობელობა.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

არახშირი: ართრალგია**;

სიხშირე უცნობია: კუნთების სისუსტე (ჩვეულებრივ, მაღალი დოზების გამოყენებისას).

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ:

არახშირი: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, პროტეინურია;

იშვიათი: ინტერსტიციული ნეფრიტი, ოლიგურია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ:

იშვიათი: გინეკომასტია.

ზოგადი დარღვევები:

ძალიან ხშირი: ასთენია;

არახშირი: ცხელება, დისკომფორტის შეგრძნება;

სიხშირე უცნობია: წყურვილი (ჩვეულებრივ, მაღალი დოზების გამოყენებისას).

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი წარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები):

სიხშირე უცნობია: არამელანომური კანის კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)****.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ:

ხშირი: შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაციის მომატება;

არახშირი: შარდოვანას კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში;

იშვიათი: სისხლის პლაზმაში „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, სისხლის შრატში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება.

აღწერილია სიმპტომთა კომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილთაგან ყველა სიმპტომს ან მათგან ზოგიერთს: სეროზიტი, მიალგია/მიოზიტი, ართრიტი, დადებითი ტესტი ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე, ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედს) ზრდა, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. აგრეთვე ცხრილში მოცემულია გვერდითი მოვლენები თითოეული მოქმედი ნივთიერების და მათი კომბინაციის მიმართ, განვითარების სიხშირეების მიხედვით:

სისტემურ-ორგანული კლასი

არასასურველი რეაქცია

ენალაპრილი/

ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდი

ენალაპრილი

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების სისტემის მხრივ

ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში

იშვიათად

სიხშირე უცნობია

-

ჰიპონატრიემია

სიხშირე უცნობია

სიხშირე უცნობია

არახშირად

პოდაგრის გამწვავება*

იშვიათად

არახშირად

-

ნერვული სისტემის მხრივ:

თავბრუსხვევა

ძალიან ხშირად

არახშირად

ძალიან ხშირად

პარესთეზია

არახშირად

სიხშირე უცნობია

არახშირად

ძილიანობა

არახშირად

სიხშირე უცნობია

არახშირად

გონების აღრევა

არახშირად

სიხშირე უცნობია

არახშირად

მხედველობის სისტემის მხრივ

ქსანთოფსია/მხედველობის გარდამავალი დარღვევა

ძალიან ხშირად

არახშირად

-

ბუნდოვანი მხედველობითი აღქმა

ძალიან ხშირად

არახშირად

ძალიან ხშირად

დარღვევები გულის მხრივ

ბრადიკარდია

ხშირად

სიხშირე უცნობია

-

ორთოსტატული ჰიპოტენზია

ხშირად

სიხშირე უცნობია

არახშირად

ინტერსტიციული პნევმონია

იშვიათად

სიხშირე უცნობია

-

რესპირატორული დისტრეს სინდრომი (პნევმონიტისა და ფილტვის არაკარდიოგენული შეშუპების ჩათვლით)

იშვიათად

არახშირად

-

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

დიარეა

ხშირად

არახშირად

ხშირად

კუჭის გაღიზიანება

იშვიათად

არახშირად

არახშირად

სიალადენიტი

იშვიათად

არახშირად

-

გულისრევა

ძალიან ხშირად

არახშირად

ძალიან ხშირად

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ

ქოლესტაზი ( სიყვითლის ჩათვლით)

იშვიათად

არახშირად

იშვიათად

კანისმიერი ქავილი

სიხშირე უცნობია

სიხშირე უცნობია

არახშირად

კანისმიერი გამონაყარი (ეგზანთემა)

ხშირად

სიხშირე უცნობია

ხშირად

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

იშვიათად

არახშირად

იშვიათად

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

იშვიათად

სიხშირე უცნობია

იშვიათად

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

კუნთების კრუნჩხვები***

ხშირად

არახშირად

არახშირად

ერექციული დისფუნქცია/იმპოტენცია

არახშირად

სიხშირე უცნობია

არახშირად

ზოგადი დაზიანებები

მომატებული დაღლილობა

ხშირად

სიხშირე უცნობია

ხშირად

  • აღნიშნულია მხოლოდ ჰიდროქლოროთიაზიდის 12.5 მგ და 25 მგ დოზებით გამოყენებისას.
  • *შემთხვევების სიხშირე შედარებადი იყო იმ სიხშირესთან, რომელიც აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში პლაცებოს ან სხვა შესადარებელი პრეპარატის მიღებისას.
  • **კუნთების ხშირი სპაზმები აღინიშნებოდა ჰიდროქლოროთიაზიდის 12.5 მგ და 25 მგ დოზებით გამოყენებისას, ხოლო კუნთების არახშირი სპაზმები - 6 მგ დოზით გამოყენებისას.
  • *** არამელანომური კანის კიბო (ამკკ): არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების საფუძველზე გამოვლენილია კუმულაციური დოზადამოკიდებული კავშირი ჰიდროქლორთიაზიდსა (გქთზ) და ამკკ-ის განვითარების რისკს შორის.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან სხვა სულფანამიდის წარმოებულების მიმართ; ლაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი; აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან დაკავშირებული ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, ასევე მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება; ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (ჩაილდ-პიუს შკალით 9 ქულაზე მეტი); თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კკ < 30 მლ/წთ); ანურია; რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია; ალისკირენთან ან ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და/ან თირკმლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევების (გფს<60მლ/წთ/1.73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) მქონე პაციენტებში; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან (არა II) ერთდროული გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში; ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას ინჰიბიტორებთან (მაგალითად, საკუბიტრილის შემცველ პრეპარატებთან) ერთდროული გამოყენება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მაღალი რისკის გამო; ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი; 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ჰიდროქლოროთიაზიდი

სამკურნალო პრეპარატების არარეკომენდებული კომბინაციები

ლითიუმის პრეპარატები

ჰიდროქლოროთიაზიდისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას მცირდება ლითიუმის თირკმლის კლირენსი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება და მისი ტოქსიკურობის მომატება. ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლითიუმის პრეპარატების დოზა გულდასმით უნდა იყოს შერჩეული, რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაცია და შესაბამისი წესით ხდებოდეს დოზის შერჩევა.

სამკურნალო პრეპარატების კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას.

პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

ჰიდროქლოროთიაზიდი გამოყენებული უნდა იქნას უკიდურესი სიფრთხილით ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა: IA კლასის ანტიარითმული სამკურნალო პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი) და IC კლასის პრეპარატები (ფლეკაინიდი); III კლასის ანტიარითმული სამკურნალო პრეპარატები (დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმის ტოზილატი), სოტალოლი, დრონედარონი, ამიოდარონი; სხვა სამკურნალო საშუალებები (რომლებიც არ განეკუთვნებიან ანტიარითმულებს), როგორიცაა: ნეიროლეპტიკები: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ფლუფენაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულტოპრიდი, სულპრიდი, ტიაპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი), პიმოზიდი, სერტინდოლი; ანტიდეპრესანტები: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (ციტალოპრამი, ესციტალოპრამი); ანტიბაქტერიული საშუალებები: ფტორქინოლონები (ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი), მაკროლიდები (ერითრომიცინი ინტრავენური შეყვანისას, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, როქსითრომიცინი, სპირამიცინი), კო-ტრიმოქსაზოლი; სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები : აზოლები (ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი); მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი); ანტიპროტოზოული საშუალებები (პენტამიდინი პარენტერალური შეყვანისას); ანტიანგინალური პრეპარატები (რანოლაზინი, ბეპრიდილი); სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები (ვანდეტანიბი, დარიშხანის ტრიოქსიდი, ოქსალიპლატინი, ტაკროლიმუსი); ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები (დომპერიდონი, ონდანსეტრონი); კნტ-ს მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები (ციზაპრიდი); ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, ტერფენადინი, მიზოლასტინი); სხვა სამკურნალო საშუალებები (ანაგრელიდი, ვაზოპრესინი, დიფემანილის მეთილსულფატი, კეტანსერინი, პრობუკოლი, პროპოფოლი, სევოფლურანი, ტერლიპრესინი, ტეროდილინი, ცილოსტაზოლი). პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (რისკის ფაქტორია ჰიპოკალიემია) განვითარების რისკის მომატების გამო, ჰიდროქლორთიაზიდითა და ზემოაღნიშნული პრეპარატებით კომბინირებული თერაპიის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის დონე და, აუცილებლობის შემთხვევაში, იქნას დაკორექტირებული. აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის და ეკგ მაჩვენებლების კონტროლი. ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში აუცილებელია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც არ იწვევენ „პირუეტის“ ტიპის პოლიმორფულ პარკუჭოვან ტაქიკარდიას. სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდა. ჰიდროქლორთიაზიდის ერთდოული გამოყენება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც აქვთ უნარი გაახანგრძლივონ QT ინტერვალი, უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პაციენტისთვის მოსალოდნელი სარგებლისა და პოტენციური რისკის („პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის რისკის შესაძლო ზრდა) გულდასმით შეფასებას. ასეთი კომბინაციების გამოყენებისას აუცილებელია ეკგ-ს რეგულარული რეგისტრირება (QT ინტერვალის გახანგრძლივების გამოსავლენად) და ასევე სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის გაკონტროლება. პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპოკალიემია: ამფოტერიცინი B (ინტრავენური შეყვანისას), გლუკო- და მინერალოკორტიკოსტეროიდები (სისტემური გამოყენებისას), ტეტრაკოზაქტიდი (აკტჰ), გლიცირიზის მჟავა (კარბენოქსოლონი, ძირტკბილას ფესვის შემცველი პრეპარატები), ნაწლავის მოტორიკას მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები.

ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი). აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კორექცია. ჰიდროქლოროთიაზიდით თერაპიის ფონზე რეკომენდებულია ისეთი საფაღარათო საშუალებების გამოყენება, რომლებიც არ ასტიმულირებენ ნაწლავის მოტორიკას.

საგულე გლიკოზიდები

ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, რომლებიც განპირობებულია თიაზიდური დიურეზულების მოქმედებით, აძლიერებენ საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობას. ჰიდროქლოროთიაზიდისა და საგულე გლიკოზიდების ერთდროულად გამოყენებისას რეგულარულად უნდა ტარდებოდეს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის, ეკგ პარამეტრების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდებოდეს თერაპიის კორექტირება.

სამკურნალო პრეპარატების კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას

სხვა ჰიპოტენზიული პრეპარატები

ჰიდროქლოროთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების პოტენცირება (ადიტიური ეფექტი). შეიძლება გაჩნდეს ერთდროულად დანიშნული ჰიპოტენზიული პრეპარატების დოზის კორექციის აუცილებლობა. ეთანოლი, ბარბიტურატები, ანტიფსიქოზური საშუალებები (ნეიროლეპტიკები), ანტიდეპრესანტები, ანქსიოლიტიკები, ნარკოტიკული ანალგეტიკები და ზოგადი საანესთეზიო საშუალებები: შესაძლებელია ჰიდროქლოროთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერება და ორთოსტატული ჰიპოტენზიის პოტენცირება (ადიტიური ეფექტი). არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები (მაგალითად, ტუბოკურარინი) შესაძლოა არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების ეფექტის გაძლიერება. ადრენომიმეტიკები (პრესორული ამინები): ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია შეამციროს ისეთი ადრენომიმეტიკების ეფექტი, როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი) და ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ); მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ-2)-ის შერჩევითი ინჰიბიტორები და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზები ( > 3 გ/დღე-ღამეში). აასპ-მა შეიძლება შეამცირონ ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. ერთდროული გამოყენებისას არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის (თმუ) განვითარების რისკი გფს-ის შემცირების გამო. ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს სალიცილატების მაღალი დოზების ტოქსიკური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. შინაგანად მისაღები ჰიპოგლიკემიური საშუალებები და ინსულინი: თიაზიდური დიურეზული საშუალებები გავლენას ახდენენ გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე (შეიძლება განვითარდეს ჰიპერგლიკემია) და ამცირებენ ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტურობას (შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია). ჰიდროქლოროთიაზიდი და მეტფორმინი ერთდროულად სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული თირკმელების ფუნქციის დარღვევის ფონზე ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის გამო. ბეტა-ადრენობლოკატორები, დიაზოქსიდი: თიაზიდური დიურეზული საშუალებების (ჰიდროქლოროთიაზიდის ჩათვლით) ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან დიაზოქსიდთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკი. მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი, ალოპურინოლი): შესაძლოა საჭირო გახდეს ურიკოზურიული სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია, ვინაიდან ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციას. თიაზიდურმა დიურეზულებმა შეიძლება გაზარდონ ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების სიხშირე. ამანტადინი: თიაზიდურმა დიურეზულებმა (ჰიდროქლოროთიაზიდის ჩათვლით) შეიძლება შეამცირონ ამანტადინის კლირენსი, გამოიწვიონ ამანტადინის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში და მისი არასასურველი ეფექტების რისკის ზრდა. ანტიქოლინერგული პრეპარატები (ქოლინობლოკატორები): ანტიქოლინერგული პრეპარატები (მაგალითად, ატროპინი, ბიპერიდენი) ზრდიან თიაზიდური დიურეზულების ბიოშეღწევადობას კუჭ-ნაწლავის მოტორიკისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების ხარჯზე. ციტოტოქსიკური (სიმსივნის საწინააღმდეგო) პრეპარატები: თიაზიდური დიურეზულები ამცირებენ ციტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების (მაგალითად, ციკლოფოსფამიდის და მეთოტრექსატის) თირკმლის ექსკრეციას და აპოტენცირებენ მათ მიელოსუპრესიულ მოქმედებას. მეთილდოპა: აღწერილია ჰემოლიზური ანემიის შემთხვევები ჰიდროქლოროთიაზიდისა და მეთილდოფას ერთდროული გამოყენებისას. ანტიეპილეფსიური პრეპარატები (კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი) სიმპტომური ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი. ჰიდროქლოროთიაზიდისა და კარბამაზეპინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა თვალყური ვადევნოთ პაციენტის მდგომარეობას და ვაკონტროლოთ ნატრიუმის შემცველობა სისხლის შრატში. ჰიდროქლოროთიაზიდისა და ტოპირამატის ერთდროულად გამოყენებისას ასევე უნდა გაკონტროლდეს ტოპირამატის კონცენტრაცია სისხლის შრატში და, საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს კალიუმის პრეპარატები ან დაკორექტირდეს ტოპირამატის დოზა. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები: თიაზიდურ დიარეზულებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემიის პოტენცირება. საჭიროა სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობის მონიტორინგი. ციკლოსპორინი: თიაზიდური დიურეზულებისა და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერურიკემიის განვითარებისა და პოდაგრის გამწვავების რისკი. პერორალური ანტიკოაგულანტები: თიაზიდურმა დიურეზულებმა შეიძლება შეამცირონ პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტი. იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები: ორგანიზმის დეჰიდრატაცია თიაზიდური დიურეზულენების გამოყენების ფონზე ზრდის თმუ-ს განვითარების რისკს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების მაღალი დოზები. იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენებამდე აუცილებელია სითხის დანაკარგის კომპენსირება. კალციუმის პრეპარატები: ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა სისხლში კალციუმის შემცველობის მომატება და ჰიპერკალციემიის განვითარება თირკმელებით კალციუმის იონების გამოყოფის შემცირების გამო. თუ კალციუმის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული დანიშვნა აუცილებელია, უნდა ტარდებოდეს სისხლის პლაზმაში კალციუმის შემცველობის კონტროლი და კალციუმის პრეპარატების დოზის კორექცია. ანიონური გაცვლითი ფისები (ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი): ანიონური გაცვლითი ფისები ამცირებენ ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბციას. ქოლესტირამინის და ქოლესტიპოლის ერთჯერადი დოზები ამცირებენ კუჭ-ნაწლავში ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვას 85%-ით და 43%-ით შესაბამისად.

ენალაპრილი კალიუმის დამზოგავი დიურეზულები, კალიუმის პრეპარატები, კალიუმის შემცველი დანამატები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები: მიუხედავად იმისა, რომ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა ჩვეულებრივ ნორმალურ დიაპაზონში რჩება, ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც ღებულობენ ენალაპრილს, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერკალიემია. ენალაპრილისა და კალიუმის დამზოგავი დიურეზულების (ისეთების, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის შემცველი საკვები მარილის შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ, ასევე სხვა პრეპარატების გამოყენებამ, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის ზრდას (მაგალითად, ჰეპარინი), შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. ენალაპრილის ერთდროულად გამოყენებისას ისეთ დიურეზულებთან, რომლებიც იწვევენ კალიუმის იონების დაკარგვას (თიაზიდური ან „მარყუჟოვანი“ დიურეზულები), ჰიპოკალიემიის სიმპტომები შეიძლება ნიველირდეს. სისხლის შრატის კალიუმის შემცველობა, როგორც წესი, რჩება ნორმალურ დიაპაზონში. მანამდე ჩატარებულმა თერაპიამ დიურეზულების მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს მცმ-ს შემცირება და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გაზრდა ენალაპრილატით თერაპიის დაწყებისას. გამოხატული ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შესაძლებელია შემცირდეს დიურეზულის მოხსნით, წყლის ან სუფრის მარილის მიღების გაზრდით, და ასევე ენალაპრილატით მკურნალობის დაბალი დოზით დაწყების პირობით. სიფრთხილე ასევე უნდა იყოს დაცული ენალაპრილის სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად დანიშვნისას, რომლებიც ზრდიან კალიუმის შემცველობას სისხლის შრატში, მაგალითად, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (სულფამეტოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი), ვინაიდან ცნობილია, რომ ტრიმეტოპრიმი მოქმედებს როგორც კალიუმის დამზოგავი დუირეზული საშუალება (როგორიცაა ამილორიდი). ამიტომ, ენალაპრილის ზემოთაღნიშნულ პრეპარატებთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული. ზემოთ აღნიშნული კალიუმის შემცველი ან კალიუმის შემცველობის დონის მომმატებელი პრეპარატების ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე და ტარდებოდეს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი. ლითიუმის პრეპარატები: დიურეზულები და აგფ ინჰიბიტორები ამცირებენ თირკმლის მეშვეობით ლითიუმის გამოყოფას და ზრდიან ლითიუმის ტოქსიკურობის განვითარების რისკს. თიაზიდური დიურეზულების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის დამატებითი ზრდა და გაზარდოს ლითიუმით ინტოქსიკაციის რისკი აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას. პრეპარატ ენოზიდ H -ისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ლითიუმის პრეპარატების გამოყენებამდე აუცილებელია გაეცნოთ ამ პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციას. ამისთანა კომბინაციის გამოყენების აუცილებლობის დროს საჭიროა ყურადღებით აკონტროლოთ ლითიუმის შრატისმიერი კონცენტრაციები. აასპ-ები: აასპ-ებმა, მათ შორის ცოგ-2 სელექციურმა ინჰიბიტორებმა, შეიძლება შეამცირონ დიურეზულებისა და სხვა ჰიპოტენზიული საშუალებების ეფექტი. აქედან გამომდინარე, არა II -ის ან აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება შესუსტდეს აასპ-ებთან, მათ შორის ცოგ-2 სელექციურ ინჰიბიტორებთან, ერთდროულად გამოყენებისას. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტს (მაგალითად, ხანდაზმული ასაკის ან პაციენტებს გაუწყლოვანებით, მათ შორის შარდმდენების გამომყენებლები), რომლებიც ღებულობენ აასპ თერაპიას, მათ შორის ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორებით, არა II რეცეპტორების ბლოკატორების ან აგფ ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, თმუ-ს განვითარების ჩათვლით. ეს ეფექტები, როგორც წესი, შექცევადია; ამისდამიუხედავად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნახსენები სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება უნდა ხდებოდეს სიფრთხილით. თერაპიის დაწყებამდე უნდა მოხდეს მსმ-ს აღდგენა. მკურნალობის დროს რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები:

ენალაპრილისა და სხვა ჰიპოტენზიური თერაპიის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ადიტიური ეფექტი. ენალაპრილის ერთდროული გამოყენება ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მეთილდოფასთან ან კალციუმის არხების „ნელ“ ბლოკატორებთან (კანბ) ზრდიდა ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გამოხატულობას. ენალაპრილის ალფა-, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და განგლიობლოკატორებთან ერთდროული გამოყენება უნდა ტარდებოდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატ ენოზიდ H - ის ნიტროგლიცერინთან, სხვა ნიტროპრეპარატებთან ან სხვა ვაზოდილატატორებთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. რაას-ის ორმაგი ბლოკადა რაას-ის ორმაგი ბლოკადა არა II-ების, აგფ ინჰიბიტორების ან ალისკირენის (რენინის ინჰიბიტორი) გამოყენებით ასოცირდება არტერიული ჰიპოტენზიის, გულის წასვლის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დარღვევების (მათ შორის თმუ-ს) განვითარების გაზრდილ რისკთან, მითითებული ჯგუფების პრეპარატებით მონოთერაპიასთან შედარებით. აუცილებელია არტერიული წნევის, თირკმლის ფუნქციის და სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის რეგულარული კონტროლი იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ პრეპარატ ენოზიდ H - ს და სხვა პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ რაას-ზე. აგფ ინჰიბიტორების ალისკირენთან და ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს, უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის და/ან თირკმლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევების (გფს < 60 მლ/წთ/1.73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) მქონე პაციენტებში და არ არის რეკომენდებული სხვა პაციენტებისთვის. აგფ ინჰიბიტორების არა II-თან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში და არ არის რეკომენდებული სხვა პაციენტებისთვის. ოქროს პრეპარატები: სიმპტომების კომპლექსი (ნიტრატის მსგავსი რეაქციები), რომლებიც მოიცავენ სახეზე „ალების“ შეგრძნებას, გულისრევას, ღებინებას და არტერიული ჰიპოტენზიას, აღინიშნა პარენტერალურად შესაყვანი ოქროს პრეპატების (ნატრიუმის აუროთიომალატი ) და აგფ ინჰიბიტორების, მათ შორის ენალაპრილის, ერთდროული გამოყენებისას, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ზოგადი ანესთეზიის საშუალებები, ნარკოტიკული საშუალებები: ზოგიერთი ზოგადი ანესთეზიის საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ნეიროლეპტიკების აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება. ეთანოლი: ეთანოლი აძლიერებს აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიზური საშუალებები და ბეტა-ადრენობლოკატორები ენალაპრილის გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავასთან (ანტიაგრეგანტული საშუალების სახით), თრომბოლიზურ საშუალებებთან და ბეტა-ბლოკატორებთან. სიმპათომიმეტიკები: სიმპათომიმეტიკებმა შეიძლება შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ჰიპოგლიკემიური საშუალებები: ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორებისა და ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ინსულინი, შინაგანად მისაღები ჰიპოგლიკემიური საშუალებები, მათ შორის ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ამ უკანასკნელის ჰიპოგლიკემიური ეფექტი ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკით. ეს ფენომენი, როგორც წესი, ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა კომბინირებული თერაპიის პირველი კვირების განმავლობაში და ასევე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ შინაგანად მისაღებ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს, რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს სისხლში გლუკოზის დონე, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენების პირველი თვის განმავლობაში.კო-ტრიმოქსაზოლის შემცველი პრეპარატები (სულფამეტოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი): ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. იმუნოდეპრესიული პრეპარატები, ალოპურინოლი, პროკაინამიდი: ენალაპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები და რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესიულ თერაპიას, თერაპიას ალოპურინოლით ან პროკაინამიდით, ან ამ გამართულებელი ფაქტორების კომბინაციას, განსაკუთრებით თუ არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევა ანამნეზში. აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ლეიკოპენიის განვითარების რისკი. ალოპურინოლთან ერთდროული გამოყენება ზრდის ალერგიული რეაქციის განვითარების რისკს, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ციკლოსპორინი: აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მონიტორინგის ჩატარება. ჰეპარინი: აგფ ინჰიბიტორების ჰეპარინთან ერთდროული გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. რეკომენდებულია სიახლის შრატში კალიუმის შემცველობის მონიტორინგის ჩატარება. ესტრამუსტინი: ერთდროული გამოყენებისას იზრდება ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება). რაცეკადოტრილი (ენკეფალინაზას ინჰიბიტორი, რომელიც გამოიყენება მწვავე დიარეის სამკურნალოდ) ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს რაცეკადოტრილთან ერთდროულად გამოყენებისას. ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას ინჰიბიტორები. აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოიყენებისას ისეთ სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ საკუბიტრილს (ნეპრილიზინის ინჰიბიტორი), იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი, აქედან გამომდინარე, ნახსენები პრეპარატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. აგფ ინჰიბიტორები უნდა დაინიშნოს მინიმუმ 36 საათის შემდეგ ისეთი პრეპარატების მოხსნიდან, რომლებიც შეიცავენ საკუბიტრილს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, უკუნაჩვენებია ისეთი პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც შეიცავენ საკუბიტრილს, და ისინი ასევე უკუნაჩვენებია აგფ ინჰიბიტორების შეწყვეტიდან 36 საათის განმავლობაში. ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორები: ობსერვაციულ კვლევებში გამოვლინდა ანგიონევროზული შეშუპების განვითარების გაზრდილი სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპიის მიზნით ალტეპლაზის გამოყენების შემდეგ.

ძუძუმწოვარებში რაფამიცინისთვის მექანისტური სამიზნის (mTOR ) ინჰიბიტორების (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი ) პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ აგფ ინჰიბიტორებს და mTOR ინჰიბიტორებს, აღინიშნა ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკი. თერაპიის დაწყებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. 4 ტიპის დიპეპტიდილპეპტიდაზას (დპპ-4) ინჰიბიტორები: (გლიპტინები) (მაგალითად, სიტაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი, ლინაგლიპტინი ) - ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია ბრადიკარდიით ან გულის რითმის სხვა სახის დარღვევებით, პარეზი, კრუნჩხვები, მეხსიერების დაბინდვა, გახშირებული შარდვა, თირკმლის უკმარისობა. მკურნალობა: პაციენტს უნდა მივაღებინოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა თავით ოდნავ ქვემოთ. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, შემდგომში – გააქტივებული ნახშირის და საფაღარათო საშუალებების მიღება. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ინტრავენურად ფიზიოლოგიური ხსნარის, აუცილებლობისას – ანგიოტენზინ II-ის შეყვანა. აუცილებელია არტერიული წნევის, პულსის და სუნთქვის სიხშირის, დიურეზის, შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციის, ელექტროლიტების მონიტორინგი. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება ორსულობის დროს (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) უკუნაჩვენებია. ენოზიდ H და თიაზიდური დიურეტიკები კვალის რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ენოზიდ H გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი ენოზიდ H არ უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიული კრიზის კუპირებისთვის, მისი გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში კლინიკური გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა