ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

ზიგოსისი

Zygosis®

რეცეპტით40მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
პანტოპრაზოლი (pantoprazole)
ფორმა და შეფუთვა
40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
AROMA İlaç San. Ltd. Şti., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045373
რეგისტრირებულია
4 მაისი 2026, მოქმედებს 4 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ემ ელ სი მედიკალი“
ურთიერთქმედების შემოწმებაზიგოსისი და სხვა წამალი ერთად

ზიგოსისი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ექიმი ან ექთანი გაგიკეთებთ დღიურ დოზას, ვენაში ინექციის სახით 2-15 წუთის განმავლობაში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ზიგოსისის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ზიგოსისი ხანდაზმულებში გამოიყენება დოზის კორექციის გარეშე.

განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტბში, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20მგ-ს (ფლაკონის ნახევარი).

თუ გრძნობთ, რომ ზიგოსისის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ზიგოსისი

არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ან გამოწერილზე მეტი რაოდენობის ზიგოსისი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ზიგოსისის მიღება

თუ დაგავიწყდათ თქვენი წამლის მიღება, არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. გააგრძელეთ მკურალობა შედეგი დოზით, იმ დოზირების მიხედვით, რომელიც გამოგიწერათ ექიმმა.

უკუჩვენებები

თუ:

ხართ ალერგიული (მომატებული მგრნობელობის მქონე) მოქმედი ნივთიერების - პანტოპრაზოლის ან ზიგოსისის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების, ბენზიმიდაზოლების (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი დაავადებებისას) მიმართ;

აღგენიშნებათ ალერგია ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიმართ, რომელიც შეიცავს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს.

გამოიყენეთ ზიგოსისი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

თუ გაქვთ მძიმე ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, აცნობეთ თქვენს ექიმს. ZYGOSİS-ით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს ღვიძლის ფერმენტებს. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში ZYGOSİS-ის გამოყენება უნდა შეწყდეს.

თუ ერთდროულად იყენებთ ZYGOSİS-ს და ატაზანავირის სახელით ცნობილ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება AIDS-ის მკურნალობაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის გათხელება) ან იყენებთ კორტიკოსტეროიდებს (რომლებიც ზრდიან ოსტეოპოროზის რისკს), აცნობეთ თქვენს ექიმს. რადგან, როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, ZYGOSİS-იც განსაკუთრებით ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულებში და სხვა რისკფაქტორების არსებობის შემთხვევაში, მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას (1 წელზე მეტი), შეიძლება ოდნავ გაზარდოს თეძოს, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობის რისკი. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ZYGOSİS-ის უფრო დაბალი დოზით ან უფრო მოკლე დროით გამოყენება.

თუ ადრე დაგისვეს ჰიპომაგნეზემიის დიაგნოზი (სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე), აცნობეთ ექიმს. რადგან, როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, ZYGOSİS-იც მინიმუმ 3 თვიანი (ხშირად 1 წელზე მეტი) მკურნალობის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნეზემია. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მაგნიუმის დამატება ან გადაწყვიტოს ZYGOSİS-ით მკურნალობის უფრო მოკლე ხანგრძლივობა. ZYGOSİS-ით მკურნალობის დროს, თუ იგრძნობთ გულისცემის არანორმალურ აჩქარებას, შენელებას ან არარეგულარულობას, დაღლილობას ან თავბრუსხვევას, კუნთების სპაზმს ან კრუნჩხვებს, აცნობეთ ექიმს. რადგან ეს სიმპტომები შეიძლება ჰიპომაგნეზემიასთან იყოს დაკავშირებული. ასევე, თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, ამის შესახებაც აცნობეთ ექიმს. ჰიპომაგნეზემია შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმისა და კალციუმის დონის შემცირება. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება რეგულარულად გააკონტროლოს სისხლში მაგნიუმის დონე.

თუ კუჭის მჟავიანობის შემცირებელი ZYGOSİS-ის მსგავსი პრეპარატით მკურნალობის შემდეგ კანის რეაქცია გქონდათ.

განსაკუთრებით თუ მზის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში კანის სიწითლე გაჩნდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ZYGOSİS-ით მკურნალობის შეწყვეტა. არ დაგავიწყდეთ ასევე სხვა არასასურველი ეფექტების, მაგალითად სახსრების ტკივილის, შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

თუ იტარებთ ნეიროენდოკრინული სიმსივნის დიაგნოსტიკურ ტესტებს (ქრომოგრანინი A), აცნობეთ ექიმს, რადგან, როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, ZYGOSİS-იც შეიძლება გავლენას ახდენდეს ამ ტესტების შედეგებზე.

როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, ZYGOSİS-იც ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ინფექციის რისკს (Salmonella, Campylobacter ან C. difficile) შესაძლოა ოდნავ ზრდიდეს.

თუ იყენებთ სისხლის შედედებაზე მოქმედ პრეპარატებს, როგორიცაა ვარფარინი და ფენპროკუმონი, შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი კონტროლი.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ, რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი:

წონის უნებლიე კლება,

ღებინება, განსაკუთრებით თუ მეორდება,

სისხლიანი ღებინება; “ყავის ნალექის მაგვარი“ ღებინება,

სისხლიანი განავალი; შეიძლება იყოს შავი ან კუპრისებრი,

სირთულე ან ტკივილი ყლაპვის დროს,

სიფერმკრთალე და სისუსტის შეგრძნება (ანემია),

ტკივილი გულმკერდის არეში,

ტკივილი კუჭის არეში,

მწვავე და/ან მუდმივი დიარეა.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში.

ზიგოსისმა შეიძლება შეამსუბუქოს კიბოს სიმპტომები და გამოიწვიოს მისი დიაგნოსტირების შეფერხება. თქვენმა ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს რამდენიმე ანალიზი ჩატარება, რათა გამორიცხოს კიბოს არსებობა.

თუ თქვენი სიმპტომები გაგრძელდება მკურნალობის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს შემდგომი კვლევები.

ზიგოსისი საკვებთან და სასმელთან ერთად

არანაირი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან, შეყვანის წესის გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულ ქალებში არ მოიპოვება პანტოპრაზოლის გამოყენების ადეკვატური მონაცემები. თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, პანტოპრაზოლი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი თვლის, რომ სარგებელი თქვენთვის უფრო მეტია, ვიდრე პოტენციური რისკი თქვენი ჯერ დაუბადებელი ბავშვისთვის.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

აღინიშნა ადამიანის რძეში გამოყოფა. მისი გამოყენება მეძუძურ დედებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელი აღემატება ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა

ზიგოსისს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალები ან მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზიგოსისის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ნატრიუმი: ეს სამედიცინო პროდუქტი თითოეულ ფლაკონში შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; ანუ ფაქტობრივად „ნატრიუმს არ შეიცავს“.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზიგოსისმა შესაძლებელია იმოქმედოს სხვა პრეპარატების ეფექტურობაზე, ამიტომ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ:

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი ან ზოგიერთ კიბოს სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ერლოთინიბი, რომლის შეწოვა დამოკიდებულია კუჭში მჟავის დონეზე (pH), რადგან პანტოპრაზოლმა შეიძლება შეაჩეროს მათი შეწოვა და შეამცირონ მათი ეფექტურობა.

თუ იყენებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე (როგორიცაა ფენპროკუმონი/ვარფარინი), რეკომენდებულია თქვენი სისხლის კოაგულაციის მაჩვენებლებზე დაკვირვება, პანტოპრაზოლის მიღების დაწყებისა და შეწყვეტის შემდეგ და არარეგულარული გამოყენების დროს.

მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა ატაზანავირი.

მეტოტრექსატს (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზისა და კიბოს სამკურნალოდ) - თუ იყენებთ მეტოტრექსატს, თქვენმა ექიმმა შესაძლებელია დროებით შეგიჩეროთ ზიგოსისით მკურნალობა, ვინაიდან პანტოპრაზოლს შეუძლია გაზარდოს მეტოტრექსატის დონე სისხლში.

ფლუვოქსამინს (გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ) - თუ იღებთ ფლუვოქსამინს, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა.

რიფამპიცინს (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);

კრაზანა (Hypericum perforatum)(გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ);

პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ურთიერთქმედება შეიძლება გამოვლინდეს პანტოპრაზოლსა და სხვა პრეპარატებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში. სპეციფიკური ტესტები ჩატარდა შემდეგი წამლებით და კლინიკური მნიშვნელობა არ გამოვლენილია:

კარბამაზეპინი (ეპილეფსიის და განწყობის ცვლილების სამკურნალო საშუალება),

დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის შესამსუბუქებლად),

ნიფედიპინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),

გლიბენკლამიდი (სისხლში გლუკოზის შესამცირებლად),

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (რომელიც, შეიცავს ლევონორგესტრელს და ეთინილ ესტრადიოლს);

ურთიერთქმედება არ გამოვლენილა ანტაციდებთან ერთად მიღებისას. ჩვეულებრივ, ანტაციდებს იყენებენ საღეჭი ტაბლეტის ან სიროფის სახით, რომელიც განკუთვნილია კუჭის მჟავის სწრაფად შესამცირებლად.

თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა გამოიყენოთ ზიგოსისი

სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

წყლულები ნაწლავის ზედა ნაწილში (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) ან კუჭში (კუჭის წყლული) ან ანთება და ტკივილი საყლაპავის მილის გარშემო, საყლაპავ მილში კუჭის წვენის რეგურგიტაციის გამო (საყლაპავი მილის რეფლუქსური დაავადებები):

1 ფლაკონი დღეში (40 მგ პანტოპრაზოლი).

ჰემოსტაზის ხანმოკლე შენარჩუნება და ხელახალი სისხლდენის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომელთაც აღეიშნებათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით:

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით, 80მგ-ის შეყვანა უნდა მოხდეს ბოლუსური ინფუზიის სახით 2-15 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 8მგ/სთ უწყვეტი ინტრავენური ინფუზია 3 დღის განმავლობაში (72 სთ).

ისეთი მდგომარეობის მკურნალობა, როგორიცაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, როდესაც კუჭში წარმოიქმნება ჭარბი მჟავა.

2 ფლაკონი დღეში (80 მგ პანტოპრაზოლი).

თქვენმა ექიმმა შესაძლებელია დააკორექტიროს დოზა, თქვენი კუჭის მჟავის წარმოქმნის რაოდენობიდან გამომდინარე.

თუ დაგენიშნებათ ორზე მეტი ფლაკონი (80 მგ) დღეში, ინექციები გაგიკეთდებათ ორ თანაბარ დოზად.

თქვენმა ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ დროებითი დოზა - ოთხზე მეტ ფლაკონის (160 მგ) რაოდენობით დღეში. თუ თქვენი კუჭის მჟავის დონე უნდა გაკონტროლდეს სწრაფად, საწყისი დოზა 160 მგ (ოთხი ფლაკონი) საკმარისი იქნება კუჭის მჟავის რაოდენობის სათანადოდ შესამცირებლად.

გვერდითი მოვლენები

ზიგოსისის შენახვის პირობები

სათაურები მოცემულია

რას წარმოადგენს ზიგოსისი და რისთვის გამოიყენება

ზიგოსისი არის თეთრი ან თითქმის თეთრი საინექციო ფხვნილი. განზავების შემდეგ ხდება სუფთა ხსნარი. იგი მოცემულია უფერო შუშის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 40მგ ფხვნილს. შეფუთვაში მოთავსებულია 1 ფლაკონი.

ზიგოსისი არის მედიკამენტი, რომელიც ცნობილია როგორც „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი“. იგი ამცირებს მჟავის წარმოქმნას კუჭში. იგი გამოიყენება კუჭში მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.

ზიგოსისი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

ანთება და ტკივილი საყლაპავის მილის გარშემო, საყლაპავ მილში კუჭის წვენის რეგურგიტაციის გამო (საყლაპავი მილის რეფლუქსური დაავადებები);

წყლულები ნაწლავის ზედა ნაწილში (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) ან კუჭში (კუჭის წყლული);

სისხლდენა ან სისხლდენის რეციდივი კუჭის ან ზედა ნაწლავების გართულებული წყლულებიდან;

ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, როდესაც კუჭში წარმოიქმნება ჭარბი მჟავა.

რა უნდა იცოდეთ ზიგოსისის გამოყენებამდე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ზიგოსისი 40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად.

სტერილური

წამლის მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 45.1მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატს, რომელიც არის 40მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებ(ებ)ი: დისოდიუმ ედეტატ დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

აღნიშული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, თუ გექნებათ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.

მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ზიგოსისი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ზიგოსისის გამოყენებამდე

როგორ უნდა გამოიყენოთ ზიგოსისი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ზიგოსისის შენახვის პირობები

სათაურები მოცემულია

რას წარმოადგენს ზიგოსისი და რისთვის გამოიყენება

ზიგოსისი არის თეთრი ან თითქმის თეთრი საინექციო ფხვნილი. განზავების შემდეგ ხდება სუფთა ხსნარი. იგი მოცემულია უფერო შუშის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 40მგ ფხვნილს. შეფუთვაში მოთავსებულია 1 ფლაკონი.

ზიგოსისი არის მედიკამენტი, რომელიც ცნობილია როგორც „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი“. იგი ამცირებს მჟავის წარმოქმნას კუჭში. იგი გამოიყენება კუჭში მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.

ზიგოსისი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

ანთება და ტკივილი საყლაპავის მილის გარშემო, საყლაპავ მილში კუჭის წვენის რეგურგიტაციის გამო (საყლაპავი მილის რეფლუქსური დაავადებები);

წყლულები ნაწლავის ზედა ნაწილში (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) ან კუჭში (კუჭის წყლული);

სისხლდენა ან სისხლდენის რეციდივი კუჭის ან ზედა ნაწლავების გართულებული წყლულებიდან;

ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, როდესაც კუჭში წარმოიქმნება ჭარბი მჟავა.

რა უნდა იცოდეთ ზიგოსისის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ზიგოსისი შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

ხართ ალერგიული (მომატებული მგრნობელობის მქონე) მოქმედი ნივთიერების - პანტოპრაზოლის ან ზიგოსისის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების, ბენზიმიდაზოლების (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი დაავადებებისას) მიმართ;

აღგენიშნებათ ალერგია ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიმართ, რომელიც შეიცავს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს.

გამოიყენეთ ზიგოსისი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

თუ გაქვთ მძიმე ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, აცნობეთ თქვენს ექიმს. ZYGOSİS-ით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს ღვიძლის ფერმენტებს. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში ZYGOSİS-ის გამოყენება უნდა შეწყდეს.

თუ ერთდროულად იყენებთ ZYGOSİS-ს და ატაზანავირის სახელით ცნობილ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება AIDS-ის მკურნალობაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის გათხელება) ან იყენებთ კორტიკოსტეროიდებს (რომლებიც ზრდიან ოსტეოპოროზის რისკს), აცნობეთ თქვენს ექიმს. რადგან, როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, ZYGOSİS-იც განსაკუთრებით ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულებში და სხვა რისკფაქტორების არსებობის შემთხვევაში, მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას (1 წელზე მეტი), შეიძლება ოდნავ გაზარდოს თეძოს, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობის რისკი. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ZYGOSİS-ის უფრო დაბალი დოზით ან უფრო მოკლე დროით გამოყენება.

თუ ადრე დაგისვეს ჰიპომაგნეზემიის დიაგნოზი (სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე), აცნობეთ ექიმს. რადგან, როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, ZYGOSİS-იც მინიმუმ 3 თვიანი (ხშირად 1 წელზე მეტი) მკურნალობის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნეზემია. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მაგნიუმის დამატება ან გადაწყვიტოს ZYGOSİS-ით მკურნალობის უფრო მოკლე ხანგრძლივობა. ZYGOSİS-ით მკურნალობის დროს, თუ იგრძნობთ გულისცემის არანორმალურ აჩქარებას, შენელებას ან არარეგულარულობას, დაღლილობას ან თავბრუსხვევას, კუნთების სპაზმს ან კრუნჩხვებს, აცნობეთ ექიმს. რადგან ეს სიმპტომები შეიძლება ჰიპომაგნეზემიასთან იყოს დაკავშირებული. ასევე, თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, ამის შესახებაც აცნობეთ ექიმს. ჰიპომაგნეზემია შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმისა და კალციუმის დონის შემცირება. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება რეგულარულად გააკონტროლოს სისხლში მაგნიუმის დონე.

თუ კუჭის მჟავიანობის შემცირებელი ZYGOSİS-ის მსგავსი პრეპარატით მკურნალობის შემდეგ კანის რეაქცია გქონდათ.

განსაკუთრებით თუ მზის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში კანის სიწითლე გაჩნდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ZYGOSİS-ით მკურნალობის შეწყვეტა. არ დაგავიწყდეთ ასევე სხვა არასასურველი ეფექტების, მაგალითად სახსრების ტკივილის, შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

თუ იტარებთ ნეიროენდოკრინული სიმსივნის დიაგნოსტიკურ ტესტებს (ქრომოგრანინი A), აცნობეთ ექიმს, რადგან, როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, ZYGOSİS-იც შეიძლება გავლენას ახდენდეს ამ ტესტების შედეგებზე.

როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, ZYGOSİS-იც ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ინფექციის რისკს (Salmonella, Campylobacter ან C. difficile) შესაძლოა ოდნავ ზრდიდეს.

თუ იყენებთ სისხლის შედედებაზე მოქმედ პრეპარატებს, როგორიცაა ვარფარინი და ფენპროკუმონი, შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი კონტროლი.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ, რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი:

წონის უნებლიე კლება,

ღებინება, განსაკუთრებით თუ მეორდება,

სისხლიანი ღებინება; “ყავის ნალექის მაგვარი“ ღებინება,

სისხლიანი განავალი; შეიძლება იყოს შავი ან კუპრისებრი,

სირთულე ან ტკივილი ყლაპვის დროს,

სიფერმკრთალე და სისუსტის შეგრძნება (ანემია),

ტკივილი გულმკერდის არეში,

ტკივილი კუჭის არეში,

მწვავე და/ან მუდმივი დიარეა.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში.

ზიგოსისმა შეიძლება შეამსუბუქოს კიბოს სიმპტომები და გამოიწვიოს მისი დიაგნოსტირების შეფერხება. თქვენმა ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს რამდენიმე ანალიზი ჩატარება, რათა გამორიცხოს კიბოს არსებობა.

თუ თქვენი სიმპტომები გაგრძელდება მკურნალობის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს შემდგომი კვლევები.

ზიგოსისი საკვებთან და სასმელთან ერთად

არანაირი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან, შეყვანის წესის გამო.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულ ქალებში არ მოიპოვება პანტოპრაზოლის გამოყენების ადეკვატური მონაცემები. თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, პანტოპრაზოლი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი თვლის, რომ სარგებელი თქვენთვის უფრო მეტია, ვიდრე პოტენციური რისკი თქვენი ჯერ დაუბადებელი ბავშვისთვის.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აღინიშნა ადამიანის რძეში გამოყოფა. მისი გამოყენება მეძუძურ დედებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელი აღემატება ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა

ზიგოსისს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალები ან მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზიგოსისის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ნატრიუმი: ეს სამედიცინო პროდუქტი თითოეულ ფლაკონში შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; ანუ ფაქტობრივად „ნატრიუმს არ შეიცავს“.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზიგოსისმა შესაძლებელია იმოქმედოს სხვა პრეპარატების ეფექტურობაზე, ამიტომ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ:

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი ან ზოგიერთ კიბოს სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ერლოთინიბი, რომლის შეწოვა დამოკიდებულია კუჭში მჟავის დონეზე (pH), რადგან პანტოპრაზოლმა შეიძლება შეაჩეროს მათი შეწოვა და შეამცირონ მათი ეფექტურობა.

თუ იყენებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე (როგორიცაა ფენპროკუმონი/ვარფარინი), რეკომენდებულია თქვენი სისხლის კოაგულაციის მაჩვენებლებზე დაკვირვება, პანტოპრაზოლის მიღების დაწყებისა და შეწყვეტის შემდეგ და არარეგულარული გამოყენების დროს.

მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა ატაზანავირი.

მეტოტრექსატს (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზისა და კიბოს სამკურნალოდ) - თუ იყენებთ მეტოტრექსატს, თქვენმა ექიმმა შესაძლებელია დროებით შეგიჩეროთ ზიგოსისით მკურნალობა, ვინაიდან პანტოპრაზოლს შეუძლია გაზარდოს მეტოტრექსატის დონე სისხლში.

ფლუვოქსამინს (გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ) - თუ იღებთ ფლუვოქსამინს, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა.

რიფამპიცინს (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);

კრაზანა (Hypericum perforatum)(გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ);

პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ურთიერთქმედება შეიძლება გამოვლინდეს პანტოპრაზოლსა და სხვა პრეპარატებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში. სპეციფიკური ტესტები ჩატარდა შემდეგი წამლებით და კლინიკური მნიშვნელობა არ გამოვლენილია:

კარბამაზეპინი (ეპილეფსიის და განწყობის ცვლილების სამკურნალო საშუალება),

დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის შესამსუბუქებლად),

ნიფედიპინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),

გლიბენკლამიდი (სისხლში გლუკოზის შესამცირებლად),

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (რომელიც, შეიცავს ლევონორგესტრელს და ეთინილ ესტრადიოლს);

ურთიერთქმედება არ გამოვლენილა ანტაციდებთან ერთად მიღებისას. ჩვეულებრივ, ანტაციდებს იყენებენ საღეჭი ტაბლეტის ან სიროფის სახით, რომელიც განკუთვნილია კუჭის მჟავის სწრაფად შესამცირებლად.

თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა გამოიყენოთ ზიგოსისი

სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

წყლულები ნაწლავის ზედა ნაწილში (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) ან კუჭში (კუჭის წყლული) ან ანთება და ტკივილი საყლაპავის მილის გარშემო, საყლაპავ მილში კუჭის წვენის რეგურგიტაციის გამო (საყლაპავი მილის რეფლუქსური დაავადებები):

1 ფლაკონი დღეში (40 მგ პანტოპრაზოლი).

ჰემოსტაზის ხანმოკლე შენარჩუნება და ხელახალი სისხლდენის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომელთაც აღეიშნებათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით:

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით, 80მგ-ის შეყვანა უნდა მოხდეს ბოლუსური ინფუზიის სახით 2-15 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 8მგ/სთ უწყვეტი ინტრავენური ინფუზია 3 დღის განმავლობაში (72 სთ).

ისეთი მდგომარეობის მკურნალობა, როგორიცაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, როდესაც კუჭში წარმოიქმნება ჭარბი მჟავა.

2 ფლაკონი დღეში (80 მგ პანტოპრაზოლი).

თქვენმა ექიმმა შესაძლებელია დააკორექტიროს დოზა, თქვენი კუჭის მჟავის წარმოქმნის რაოდენობიდან გამომდინარე.

თუ დაგენიშნებათ ორზე მეტი ფლაკონი (80 მგ) დღეში, ინექციები გაგიკეთდებათ ორ თანაბარ დოზად.

თქვენმა ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ დროებითი დოზა - ოთხზე მეტ ფლაკონის (160 მგ) რაოდენობით დღეში. თუ თქვენი კუჭის მჟავის დონე უნდა გაკონტროლდეს სწრაფად, საწყისი დოზა 160 მგ (ოთხი ფლაკონი) საკმარისი იქნება კუჭის მჟავის რაოდენობის სათანადოდ შესამცირებლად.

მიღების წესი:

ექიმი ან ექთანი გაგიკეთებთ დღიურ დოზას, ვენაში ინექციის სახით 2-15 წუთის განმავლობაში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ზიგოსისის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ზიგოსისი ხანდაზმულებში გამოიყენება დოზის კორექციის გარეშე.

განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტბში, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20მგ-ს (ფლაკონის ნახევარი).

თუ გრძნობთ, რომ ზიგოსისის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ზიგოსისი

არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ან გამოწერილზე მეტი რაოდენობის ზიგოსისი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ზიგოსისის მიღება

თუ დაგავიწყდათ თქვენი წამლის მიღება, არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. გააგრძელეთ მკურალობა შედეგი დოზით, იმ დოზირების მიხედვით, რომელიც გამოგიწერათ ექიმმა.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ ზიგოსისის მიღებას

თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენი ხანი უნდა მიიღოთ გიზოსისი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან თქვენი დაავადების სიმპტომები შეიძლება განმეორდეს ან გამწვავდეს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ზიგოსისმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მისი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაცინტებში.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება ქვემოთ მოცემული სიხშირის დონეების მიხედვით:

ძალია ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში);

ხშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);

არც ისე ხშირი (ვლინდება 1000-დან 1-10-ზე ნაკლებ პაციენტში);

იშვიათი (ვლინდება 10,000-დან 1-10-ზე ნაკლებ პაციენტში);

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);

უცნობი (არსებული მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა).

თუ გამოგივლინდათ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ ზიგოსისის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციები (სიხშირე - იშვიათი): ენის და/ან ყელის შეშუპება, გადაყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიოედემა), ძლიერი თავბრუსხვევა ძალიან სწრაფი გულისცემით და ძლიერი ოფლიანობით.

სერიოზული კანისმირი მდგომარეობები (სიხშირე - უცნობი): კანზე მოულოდნელად ფართოდ გავრცელებული ბუშტუკების წარმოქმნა და ზოგადი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის ღრუს ან სასქესო ორგანოების გაღიზიანება (მცირედი სისხლდენის ჩათვლით) (შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის, მულტიფორმული ერითემის და ლიელის სინდრომის ნიშნები), მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქვემწვავე კანის ერითემატოზული მგლურა (სიწითლე კისრის გარშემო, უკანა მხარეს, სხეულის წინა მხარეს და მკლავების ზედაპირზე).

სხვა სერიოზული მდგომარეობები (სიხშირე - უცნობი): კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების ძლიერი დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, ჭინჭრის ციება და გადიდებული თირკმელები ზოგჯერ მტკივნეული შარდვითა და ქვედა წელის ტკივილით (თირკმელების სერიოზული ანთება), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა.

ყველა აღნიშნული არის სერიოზული გვერდითი მოვლენა.

თუ გამოგივლინდათ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ზიგოსისის მიმართ. შეიძლება დაგჭიედეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს:

ხშირი:

ვენის კედლის ანთება და სისხლის შედედება ინექციის ადგილზე; კუჭში კეთილთვისებიანი პოლიპები.

არც ისე ხშირი:

თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; დიარეა; შეუძლოდ ყოფნა, ღებინება; შებერილობა და მეტეორიზმი; ყაბზობა; პირის სიმშრალე; ტკივილი მუცლის არეში და დისკომფორტი; ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი, კანისმიერი გამონაყარი; დაღლილობა, ძილის დარღვევები.

ისეთი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის გამოყენებამ, როგორიცაა პანტოპრაზოლი, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს თეძოს, კოჭის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი. თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ოსტეოპოროზის რისკი, მიმართეთ თქვენს ექიმს.

იშვიათი:

გემოს შეგრძნების დამახინჯება ან სრული დაკარგვა; მხედველობის დარღვევები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა; ჭინჭრის ციება (ურტიკარია); სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; წონის ცვლილებები; სხეულის მომატებული ტემპერატურა; მაღალი სიცხე; კიდურების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია).

ძალიან იშვიათი:

დეზორიენტაცია.

უცნობი:

ისეთი რაღაცეების დანახვა ან მოსმენა, რაც სინამდვილეში არ არსებობს, განსაკუთრებით მიდრეკილების მქონე პაციენტებში (ჰალუცინაცია), დროისა და სივრცის ჰარმონიის დარღვევა და დაბნეულობითი მდგომარეობა (დაბნეულობა); სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრიემია), ქინძისთავების და ნემსების ჩხვლეტის, დაბუჟების, წვის ან გაყინვის შეგრძნება (პარესთეზია); კანის სიწითლე და გამონაყარი, სახსრების შესაძლო ტკივილით. თუ ზიგოსისს იღებს სამ თვეზე მეტხანს, შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონე დაგიქვეითდეთ. მაგნიუმის დაბალმა დონემ (ჰიპომაგნიემიამ) შეიძლება გამოიწვიოს: დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, ძილიანობა და მომატებული გულისცემა. მაგნიუმის დაბალმა დონემ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის ან კაცლიუმის დონის შემცირება სისხლში. თქვენმა ექიმმა, შესაძლოა რეგულარულად გაგიკეთოთ სისხლის ანალიზი, რათა აკონტროლის თქვენს სისხლში მაგნიუმის შემცველობა.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება სისხლის ანალიზებით:

არც ისე ხშირი:

ღვიძლის ფერმენტების მომატება.

იშვიათი:

სისხლში ბილირუბინის დონის მომატება; სისხლში ტრიგლიცერიდის დონის (ცხიმების) მომატება, სისხლის თეთრი უჯრედების მიმოქცევის მკვეთრი ვარდნა (ასოცირდება მაღალ ცხელებასთან).

ძალიან იშვიათი:

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტები), რომლებიც ახდენს კოაგულაციას (აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მეტი სისხლდენა, ნორმასთან შედარებით); სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო ხშირი ინფექციები); სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების და სისხლის უჯრედების, რომლებიც ახდენს კოაგულაციას (თრომბოციტები), რაოდენობის ერთდროული პათოლოგიური შემცირება.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება: „გამოყენების ინსტრუქციაში“ აღწერილი ან მითითების გარეშე არსებული ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ასევე, დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ თურქეთის ფარმაკოვიჯილანსის ცენტრს (TÜFAM), რომელიც ხელმისაწვდომია www.titck.gov.tr ვებგვერდზე მდებარე „მედიკამენტის გვერდითი ეფექტის შეტყობინება“ ხატულაზე დაწკაპუნებით ან 0 800 314 00 08 ნომერზე დარეკვით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ წვლილს იმ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში, რომელსაც იყენებთ.

  • ზიგოსისის შენახვის პირობები

შეინახეთ ზიგოსისი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალი შეფუთვით.

შეინახეთ 25°C ტემპერატურაზე ოთახის პირობებში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის მიხედვით.

არ გამოიყენოთ ზიგოსისი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ზიგოსისი, თუ შეამჩნევთ რაიმე შეუსაბამობას პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხორებო ნარჩენებში. პრეპარატის უტილიზაციისთვის, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი:

პოლიფარმა ილაჯ სან. ვე ტიკ. ა.შ.

(POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.)

ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, ერგენე/თექირდაღი

ტელ: 0282 675 14 04

ფაქსი: 0282 675 14 05

მეილი: [email protected]

მწარმოებელი:

არომა ილაჯ სან. ლტდ შტი.

(AROMA İLAÇ SAN. LTD. ŞTİ.)

ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, სართული 2, ერგენე/თექირდაღი

ტელ: 0282 675 10 06

ფაქსი: 0282 675 14 05

მეილი: [email protected]

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს

გამოყენებისთვის მზად ხსნარი მზადდება 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (%0,9) ხსნარის ინექციით, რომელიც ემატება მშრალ ფხვნილს შემცველ ფლაკონს. ეს ხსნარი შეიძლება პირდაპირ იქნას გამოყენებული ან გამოყენებულ იქნას 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (%0,9) ინექციასთან ან 55 მგ/მლ (%5) გლუკოზის ინექციასთან შერევის შემდეგ. განზავებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მინის ან პლასტმასის კონტეინერები.

ZYGOSİS არ უნდა შეერიოს აქ მითითებულ ხსნარების გარდა სხვა ხსნარებს.

მომზადების შემდეგ ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული 12 საათის განმავლობაში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ.

თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა და არ უნდა შენახულ იქნას 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე 12 საათზე მეტი ხნით.

ვენაში შეყვანა უნდა განხორციელდეს 2–15 წუთის განმავლობაში.

ფლაკონის შემცველობა განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ფლაკონში დარჩენილი პროდუქტი ან ვიზუალურად შეცვლილი პროდუქტი (თუ შეინიშნება სიმღვრივე ან ნალექი) უნდა განადგურდეს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა