პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ჰოგარ ნაითი

Hoggar® Night

ურეცეპტოდ25მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ჰოგარ ნაითი წარმოადგენს საძილე საშუალებას (სედატიური/ანტიჰისტამინური) ჰოგარ ნაითი გამოიყენება ძილის დარღვევის ხანმოკლე მკურნალობისათვის შენიშვნა: ძილის ყველა სახის დარღვევა არ საჭიროებს მკურნალობას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დოქსილამინი (doxylamine)
ფორმა და შეფუთვა
25მგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
STADA Arzneimittel AG, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური პრეპარატები, ამინოალკილური ეთერები
ATC კოდი
R06AA09
რეგისტრაციის ნომერი
რ-023588
რეგისტრირებულია
17 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიფარმი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაჰოგარ ნაითი და სხვა წამალი ერთად

ჰოგარ ნაითი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ჰოგარ ნაითი წარმოადგენს საძილე საშუალებას (სედატიური/ანტიჰისტამინური)

ჰოგარ ნაითი გამოიყენება

ძილის დარღვევის ხანმოკლე მკურნალობისათვის

შენიშვნა:

ძილის ყველა სახის დარღვევა არ საჭიროებს მკურნალობას. უძილობა ხშირად წარმოადგენს ფიზიკური, ან ფსიქიკური დაავადების გამოხატულებას და შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორებით, ან ძირითადი დაავადების მკურნალობით. ამიტომ ძილის ხანგრძლივი დარღვევის შემთხვევაში ჰოგარ ნაითი არ გამოიყენება ხანგრძლივად. ამ დროს საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ დანართ

ფურცელში, ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

თუ სხვაგვარად არ გირჩიათ ექიმმა

ზრდასრულებში გამოიყენება ჰოგარ ნაითის დაახლოებით 1 ½ტაბლეტი (შეესაბამება 25მგ დოქსილამინის სუქცინატს) დაძინებამდე 1 საათით ადრე.

ძილის ძლიერი დარღვევის შემთხვევაში მაქსიმალური დოზის სახით მიიღება ჰოგარ ნაითის 2 ტაბლეტი (შეესაბამება 50მგ დოქსილამინის სუქცინატს).

მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება მთლიანად საკმაო ოდენობის სითხის დაყოლებით (მაგ. 1 ჭიქა წყალი) დაძინებამდე დაახლოებით 1/2 ან 1 საათით ადრე.

ჰოგარ ნაითის მიღების შემდეგ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ძილის ადექვატური დროის მიმართ, რათა თავიდან იქნას აცილებული რეაგირების გაუარესება დილის საათებში.

გამოყენების ხანგრძლივობა

ძილის მძიმე დარღვევის შემთხვევაში მკურნალობა იზღუდება ერთჯერადი დოზებით. ძილის ქრონიკული დარღვევისას პრეპარატის შემდგომი გამოყენების საჭიროების შესამოწმებლად დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, ან პრეპარატის მიღება შეწყდეს ორი კვირის მანძილზე პრეპარატის ყოველდღიური მიღების შემდეგ.

კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ჰოგარ ნაითის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია.

თუ მიიღეთ ჰოგარ ნაითის ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მოუსვენრობა, კუნთების მომატებული რეფლექსი, გონების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა და გულის გაჩერება. დოზის გადაჭარბების სხვა სიმპტომებია გუგების გაფართოვება, გულის რითმის გახშირება (ტაქიკარდია), ცხელება, კანის სიწითლე და ლორწოვანი გარსის სიმშრალე. ამ სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

დოზის გადაჭარბებისას გადაუდებელი დახმარების სახით რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირით. კუჭ-ნაწლავის, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევების, პირის სიმშრალის, შარდის ბუშტის დაცლის გართულების (შარდვის დარღვევა), ასევე მხედველობის მხრივ დარღვევების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.

ამასთანავე, დოზის გადაჭარბებისას იყო ცნობები რაბდომიალიზის (კუნთოვანი ქსოვილის უჯრედების დარღვევა) შესახებ. თერაპიული ზომები დამოკიდებულია სიმპტომებზე.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიულნი დოქსილამინის, სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების, ან

ნაწილში 6 ჩამოთვლილი ჰოგარ ნაითის შემადგენელი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ;

თუ გაქვთ ასთმის ძლიერი შეტევა,

თუ გაქვთ გლაუკომა (გლაუკომა),

თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა),

თუ გაქვთ გადიდებული პროსტატის ჯირკვალი (პროსტატის ჰიპერტროფია) შარდის შეკავებით

ალკოჰოლით, საძილე და ანალგეზიური საშუალებებით და ასევე ფსიქოტროპული საშუალებებით მძიმე მოწამვლის შემთხვევაში (ნეიროლეპტიკები, ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები, ლითიუმი),

კრუნჩხვების შემთხვევაში,

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით მკურნალობის შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები

ჰოგარ ნაითის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის გაუარესება,

თუ გაქვთ გულის დაავადება და ჰიპერტენზია,

თუ გაქვთ ქრონიკული ასთმა,

თუ აღგენიშნებათ კუჭის შემავალი სპინქტერის პთოლოგიურად დახურვა კუჭიდან საკვების საყლაპავში გადასვლის რეფლუქსით (გასტროეზოფაგური რეფლუქსი).

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში ნევროლოგიურად დადგენილი თავის ტვინის ქერქის ცენერბრალური დაზიანებებით და კრუნჩხვების ისტორიით), რადგან შეტევები (დიდი გულყრები) შეიძლება გამოვლინდეს დოქსილამინის მცირე დოზის მიღებისას.

ბავშვები და მოზარდები

ჰოგარ ნაითი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ჰოგარ ნაითის გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

უერთიერთქმედება შეიძლება გაძლიერდეს ჰოგარ ნაითის და შემდეგი საშუალებების ერთდრული მიღებისას

ცნს-ზე მოქმედბი პრეპარატები (როგორებიცაა ფქისოტროპული პრეპარატები, საძილე საშუალებები, ტკივილდამაყუჩებლები, ნარკოტიკული საშუალებები, გულყრების საწინააღმდეგო საშუალებები),

ალკოჰოლი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს დოქსილამინის ეფექტი მოულოდნელად,

ანტიქოლინერგული მოქმედების მქონე პრეპარატები (მაგ. ბიპერიდენი- გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები დეპრესიის სამკურნალოდ), რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სიცოცხლისათვის სახიფათო ნაწლავური დამბლა, შარდის შეკავება, თვალის შიდა წნევის მკვეთრი მომატება).

შეიძლება შესუსტდეს შემდეგი საშუალებების ეფექტი

ფენიტოინი (კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება)

ნეიროლეფსიური საშუალებები (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევებისას)

როდესაც ჰოგარ ნაითი გამოიყენება შემდეგ საშუალებებთან ერთად

მაღალი არტერიული წნევის სამურნალო საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (გუანაბენზი, კლონიდინი, ალფა-მეთილდობა) - შეიძლება გაძლიერდეს სისუსტე, დაღლილობა.

შეიძლება შესუსტდეს სხვა პრეპარატებით (მაგ. ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, ზოგიერთი ტკივილდამაყუჩევებლი, ზოგიერთი დიურეზული საშუალება) გამოწვეული შიდა ყურის დაზიანების სიმპტომები.

შეიძლება შეიცვალოს კანის ანალიზის შედეგები (ცრუ ნეგატიური).

არ შეიძლება ეფინეპრინის გამოყენება (ვლინდება ვაზოდილატაცია, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის გახშირება).

და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები - შეიძლება გამოვლინდეს არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება და ცენტრალური ნერვული სისტემის და სუნთქვის ფუნქციური შეზღუდვის გაძლიერება. ამიტომ რეკომენდებულია თავი აარიდოთ ამ პრეპარატების ერთდროულ გამოყენებას.

ჰოგარ ნაითის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ჰოგარ ნაითით მკურნალობისას თავი აარიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ჰოგარ ნაითი ორსულობისას გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მითითების შესაბამისად. მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ პრეპარატმა, დანიშნულების შესაბამისად მიღების შემთხვევაშიც კი, შეიძლება შეცვალოს რეაგირების უნარი გზაზე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას. ეს ეფექტი განსაკუთრებით ძლიერდება ალკოჰოლური სასმელების მიღებისას. მოულოდნელ სიტუაციაზე სწრაფი რეაგირება მცირდება. არ მართოთ ავტომობილი და სხვა სატრანსპორტო საშუალებები! არ მართოთ ელექტრო მოწყობილობები, ან მექანიზმები! არ იმუშაოთ უსაფრთხოების დაცვის გარეშე! გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედება შემდგომში უფრო გაართულებებს მართვას!

ჰოგარ ნაითი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, არ მიიღოთ ჰოგარ ნაითი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

გვერდითი მოვლენების შესაფასებლად გამოიყენება მათი გამოვლენის შემდეგი სიხშირეები:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში

ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 ადამიანში

არახშირი: ვლინდება 1.000-დან 1-10 ადამიანში

იშვიათი: ვლინდება 10.000-დან 1-10 ადამიანში

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10.000-დან 1-ზ ნაკლებ ადამიანში

არ არის ცნობილი: არსებული მონაცემებით ვერ ფასდება გამოვლენის

სიხშირე

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: სისხლის უჯრედების დაზიანება (ლეიკოპენია, თრომბოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი).

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

არ არის ცნობილი: თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის მქონე პაციენტებში (ფეოქრომოციტომა) სიმსივნიდან ნივთიერებების გამოთავისუფლება, რომლებიც ძლიერ გავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიჰისტამინური საშუალებების მიღებით, რომელსაც მიეკუთვნება ეს პრეპარატი.

ფსიქიკური დარღვევები

არ არის ცნობილი: დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

იშივიათი: თავის ტვინის კრუნჩხვები

არ არის ცნობილი: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ვერტიგო, კონცენტრაციის გაძნელება, თავის ტკივილი, ცხვირის დახშობა, თვალის შიდა წნევის მომატება, ყაბზობა და დისფაგია, ასევე გულილსრევა, ღებინება, დიარეა, მადის დაკარგვა, ტკივილი კუჭის არეში.

დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ

არ არის ცნობილი: ტინიტუსი

დარღვევები გულის მხრივ

არ არის ცნობილი: გულილსცემის აჩქარება, არარეგულარული და გულისცემა, არსებული სისუსტის გაძლიერება ცვლილებები ეკგ-ზე.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

არ არის ცნობილი: არტერიული წნევის დაქვეითება, ან მომატება

რესპირატორული, თორაკალური და მედიასთინალური დარღვევები

არ არის ცნობილი: სასუნთქი სისტემის ფუნქციის გაუარესება ლორწოვანი გარსის გასქელების და ბრონქების დახშობის, ან შევიწროვების გამო.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: სიცოცხლისათვის სახიფათო ნაწლავური დამბლა.

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლილს ბუშტის მხრივ

არ არის ცნობილი: ღვიძლილს ფუნქციის დარღვევა (ქოლესტატური სიყვითლე).

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არ არის ცნობილი: ალერგიული რეაქციები და ფოტომგრძნობელობა (თავი აარიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას).

დარღვევები კუნთების, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის მხრივ

არ არის ცნობილი: კუნთების სისუსტე.

ზოგადი დარღვევები და დისკომფორტი მიღების ადგილას

არ არის ცნობილი: სისუსტე, დაღლილობა, რეაგირების გახანგრძლივებული დრო, სხეულის ტემპერატურის რეგულაციის დარღვევა, “პარადოქსული” რეაქციები, როგორებიცაა მოუსვენრობა, აღფრთოვანება, დაძაბულობა, უძილობა, ღამის კოშმარები, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ტრემორი.

ხანგრძლივად ყოვლდღიური გამოყენების შემდეგ თერაპიის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს ძილის დარღვევები.

შენიშვნა:

გვერდითი მოვლენების სიხშირის და სიძლიერის შემცირება შეიძლება დღიური დოზის თანდათანობით, ინდივიდუარულად რეგულირებით.

გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში; ამ ასაკობრივ ჯგუფში იზრდება წაქცევის რისკი. არ მიიღოთ ჰოგარ ნაითი, თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერთი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია: წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ფედერალური ინსტიტუტი

ფარმ. მეთვალყურეობის დეპარტამენტი

Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3

D-53175 ბონი

ვებ. გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის დოქსილამინის სუქცინატი.

ერთი ტაბლები შეიცავს 25 მგ დოქსილამინის სუქცინატს.

სხვა ნივთიერებებია

ჟელატინი, კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur), სიმინდის სახამებელი, კაჟბადის კოლოიდური, უწყლო დიოქსიდი, ტალკი.

ჰოგარ ნაითის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრი, მრგვალილ, ბრტყელი ტაბლეტები.

შეფუთვაში მოთავსებულია ჰოგარ ნაითის 10 და 20 ტაბლეტი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 30 ° C მეტი ტემპერატურის პირობებში.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ჰოგარ® ნაითი

დოქსილამინის სუქცინატი 25მგ ტაბლეტები

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყეთ ეს პრეპარატი, როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში, ან თქვენი ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ან რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.

თუ რამდენიმე დღის შემდეგ თავს არ გქრძნობთ უკეთ, ან გრძნობთ უარესად, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია:

რას წარმოადგენს ჰოგარ ნაითი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ჰოგარ ნაითის გამოიყენებამდე

როგორ მივიღოთ ჰოგარ ნაითი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ შევინახოთ ჰოგარ ნაითი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ჰოგარ ნაითი და რისთვის გამოიყენება

ჰოგარ ნაითი წარმოადგენს საძილე საშუალებას (სედატიური/ანტიჰისტამინური)

ჰოგარ ნაითი გამოიყენება

ძილის დარღვევის ხანმოკლე მკურნალობისათვის

შენიშვნა:

ძილის ყველა სახის დარღვევა არ საჭიროებს მკურნალობას. უძილობა ხშირად წარმოადგენს ფიზიკური, ან ფსიქიკური დაავადების გამოხატულებას და შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორებით, ან ძირითადი დაავადების მკურნალობით. ამიტომ ძილის ხანგრძლივი დარღვევის შემთხვევაში ჰოგარ ნაითი არ გამოიყენება ხანგრძლივად. ამ დროს საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ ჰოგარ ნაითის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ჰოგარ ნაითი

თუ ხართ ალერგიულნი დოქსილამინის, სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების, ან

ნაწილში 6 ჩამოთვლილი ჰოგარ ნაითის შემადგენელი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ;

თუ გაქვთ ასთმის ძლიერი შეტევა,

თუ გაქვთ გლაუკომა (გლაუკომა),

თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა),

თუ გაქვთ გადიდებული პროსტატის ჯირკვალი (პროსტატის ჰიპერტროფია) შარდის შეკავებით

ალკოჰოლით, საძილე და ანალგეზიური საშუალებებით და ასევე ფსიქოტროპული საშუალებებით მძიმე მოწამვლის შემთხვევაში (ნეიროლეპტიკები, ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები, ლითიუმი),

კრუნჩხვების შემთხვევაში,

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით მკურნალობის შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები

ჰოგარ ნაითის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის გაუარესება,

თუ გაქვთ გულის დაავადება და ჰიპერტენზია,

თუ გაქვთ ქრონიკული ასთმა,

თუ აღგენიშნებათ კუჭის შემავალი სპინქტერის პთოლოგიურად დახურვა კუჭიდან საკვების საყლაპავში გადასვლის რეფლუქსით (გასტროეზოფაგური რეფლუქსი).

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში ნევროლოგიურად დადგენილი თავის ტვინის ქერქის ცენერბრალური დაზიანებებით და კრუნჩხვების ისტორიით), რადგან შეტევები (დიდი გულყრები) შეიძლება გამოვლინდეს დოქსილამინის მცირე დოზის მიღებისას.

ბავშვები და მოზარდები

ჰოგარ ნაითი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ჰოგარ ნაითის გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

უერთიერთქმედება შეიძლება გაძლიერდეს ჰოგარ ნაითის და შემდეგი საშუალებების ერთდრული მიღებისას

ცნს-ზე მოქმედბი პრეპარატები (როგორებიცაა ფქისოტროპული პრეპარატები, საძილე საშუალებები, ტკივილდამაყუჩებლები, ნარკოტიკული საშუალებები, გულყრების საწინააღმდეგო საშუალებები),

ალკოჰოლი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს დოქსილამინის ეფექტი მოულოდნელად,

ანტიქოლინერგული მოქმედების მქონე პრეპარატები (მაგ. ბიპერიდენი- გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები დეპრესიის სამკურნალოდ), რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სიცოცხლისათვის სახიფათო ნაწლავური დამბლა, შარდის შეკავება, თვალის შიდა წნევის მკვეთრი მომატება).

შეიძლება შესუსტდეს შემდეგი საშუალებების ეფექტი

ფენიტოინი (კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება)

ნეიროლეფსიური საშუალებები (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევებისას)

როდესაც ჰოგარ ნაითი გამოიყენება შემდეგ საშუალებებთან ერთად

მაღალი არტერიული წნევის სამურნალო საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (გუანაბენზი, კლონიდინი, ალფა-მეთილდობა) - შეიძლება გაძლიერდეს სისუსტე, დაღლილობა.

შეიძლება შესუსტდეს სხვა პრეპარატებით (მაგ. ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, ზოგიერთი ტკივილდამაყუჩევებლი, ზოგიერთი დიურეზული საშუალება) გამოწვეული შიდა ყურის დაზიანების სიმპტომები.

შეიძლება შეიცვალოს კანის ანალიზის შედეგები (ცრუ ნეგატიური).

არ შეიძლება ეფინეპრინის გამოყენება (ვლინდება ვაზოდილატაცია, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის გახშირება).

და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები - შეიძლება გამოვლინდეს არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება და ცენტრალური ნერვული სისტემის და სუნთქვის ფუნქციური შეზღუდვის გაძლიერება. ამიტომ რეკომენდებულია თავი აარიდოთ ამ პრეპარატების ერთდროულ გამოყენებას.

ჰოგარ ნაითის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ჰოგარ ნაითით მკურნალობისას თავი აარიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ჰოგარ ნაითი ორსულობისას გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მითითების შესაბამისად. მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ პრეპარატმა, დანიშნულების შესაბამისად მიღების შემთხვევაშიც კი, შეიძლება შეცვალოს რეაგირების უნარი გზაზე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას. ეს ეფექტი განსაკუთრებით ძლიერდება ალკოჰოლური სასმელების მიღებისას. მოულოდნელ სიტუაციაზე სწრაფი რეაგირება მცირდება. არ მართოთ ავტომობილი და სხვა სატრანსპორტო საშუალებები! არ მართოთ ელექტრო მოწყობილობები, ან მექანიზმები! არ იმუშაოთ უსაფრთხოების დაცვის გარეშე! გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედება შემდგომში უფრო გაართულებებს მართვას!

ჰოგარ ნაითი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, არ მიიღოთ ჰოგარ ნაითი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

როგორ მივიღოთ ჰოგარ ნაითი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ დანართ

ფურცელში, ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

თუ სხვაგვარად არ გირჩიათ ექიმმა

ზრდასრულებში გამოიყენება ჰოგარ ნაითის დაახლოებით 1 ½ტაბლეტი (შეესაბამება 25მგ დოქსილამინის სუქცინატს) დაძინებამდე 1 საათით ადრე.

ძილის ძლიერი დარღვევის შემთხვევაში მაქსიმალური დოზის სახით მიიღება ჰოგარ ნაითის 2 ტაბლეტი (შეესაბამება 50მგ დოქსილამინის სუქცინატს).

მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება მთლიანად საკმაო ოდენობის სითხის დაყოლებით (მაგ. 1 ჭიქა წყალი) დაძინებამდე დაახლოებით 1/2 ან 1 საათით ადრე.

ჰოგარ ნაითის მიღების შემდეგ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ძილის ადექვატური დროის მიმართ, რათა თავიდან იქნას აცილებული რეაგირების გაუარესება დილის საათებში.

გამოყენების ხანგრძლივობა

ძილის მძიმე დარღვევის შემთხვევაში მკურნალობა იზღუდება ერთჯერადი დოზებით. ძილის ქრონიკული დარღვევისას პრეპარატის შემდგომი გამოყენების საჭიროების შესამოწმებლად დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, ან პრეპარატის მიღება შეწყდეს ორი კვირის მანძილზე პრეპარატის ყოველდღიური მიღების შემდეგ.

კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ჰოგარ ნაითის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია.

თუ მიიღეთ ჰოგარ ნაითის ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მოუსვენრობა, კუნთების მომატებული რეფლექსი, გონების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა და გულის გაჩერება. დოზის გადაჭარბების სხვა სიმპტომებია გუგების გაფართოვება, გულის რითმის გახშირება (ტაქიკარდია), ცხელება, კანის სიწითლე და ლორწოვანი გარსის სიმშრალე. ამ სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

დოზის გადაჭარბებისას გადაუდებელი დახმარების სახით რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირით. კუჭ-ნაწლავის, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევების, პირის სიმშრალის, შარდის ბუშტის დაცლის გართულების (შარდვის დარღვევა), ასევე მხედველობის მხრივ დარღვევების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.

ამასთანავე, დოზის გადაჭარბებისას იყო ცნობები რაბდომიალიზის (კუნთოვანი ქსოვილის უჯრედების დარღვევა) შესახებ. თერაპიული ზომები დამოკიდებულია სიმპტომებზე.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

გვერდითი მოვლენების შესაფასებლად გამოიყენება მათი გამოვლენის შემდეგი სიხშირეები:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში

ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 ადამიანში

არახშირი: ვლინდება 1.000-დან 1-10 ადამიანში

იშვიათი: ვლინდება 10.000-დან 1-10 ადამიანში

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10.000-დან 1-ზ ნაკლებ ადამიანში

არ არის ცნობილი: არსებული მონაცემებით ვერ ფასდება გამოვლენის

სიხშირე

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: სისხლის უჯრედების დაზიანება (ლეიკოპენია, თრომბოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი).

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

არ არის ცნობილი: თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის მქონე პაციენტებში (ფეოქრომოციტომა) სიმსივნიდან ნივთიერებების გამოთავისუფლება, რომლებიც ძლიერ გავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიჰისტამინური საშუალებების მიღებით, რომელსაც მიეკუთვნება ეს პრეპარატი.

ფსიქიკური დარღვევები

არ არის ცნობილი: დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

იშივიათი: თავის ტვინის კრუნჩხვები

არ არის ცნობილი: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ვერტიგო, კონცენტრაციის გაძნელება, თავის ტკივილი, ცხვირის დახშობა, თვალის შიდა წნევის მომატება, ყაბზობა და დისფაგია, ასევე გულილსრევა, ღებინება, დიარეა, მადის დაკარგვა, ტკივილი კუჭის არეში.

დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ

არ არის ცნობილი: ტინიტუსი

დარღვევები გულის მხრივ

არ არის ცნობილი: გულილსცემის აჩქარება, არარეგულარული და გულისცემა, არსებული სისუსტის გაძლიერება ცვლილებები ეკგ-ზე.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

არ არის ცნობილი: არტერიული წნევის დაქვეითება, ან მომატება

რესპირატორული, თორაკალური და მედიასთინალური დარღვევები

არ არის ცნობილი: სასუნთქი სისტემის ფუნქციის გაუარესება ლორწოვანი გარსის გასქელების და ბრონქების დახშობის, ან შევიწროვების გამო.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: სიცოცხლისათვის სახიფათო ნაწლავური დამბლა.

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლილს ბუშტის მხრივ

არ არის ცნობილი: ღვიძლილს ფუნქციის დარღვევა (ქოლესტატური სიყვითლე).

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არ არის ცნობილი: ალერგიული რეაქციები და ფოტომგრძნობელობა (თავი აარიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას).

დარღვევები კუნთების, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის მხრივ

არ არის ცნობილი: კუნთების სისუსტე.

ზოგადი დარღვევები და დისკომფორტი მიღების ადგილას

არ არის ცნობილი: სისუსტე, დაღლილობა, რეაგირების გახანგრძლივებული დრო, სხეულის ტემპერატურის რეგულაციის დარღვევა, “პარადოქსული” რეაქციები, როგორებიცაა მოუსვენრობა, აღფრთოვანება, დაძაბულობა, უძილობა, ღამის კოშმარები, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ტრემორი.

ხანგრძლივად ყოვლდღიური გამოყენების შემდეგ თერაპიის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს ძილის დარღვევები.

შენიშვნა:

გვერდითი მოვლენების სიხშირის და სიძლიერის შემცირება შეიძლება დღიური დოზის თანდათანობით, ინდივიდუარულად რეგულირებით.

გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში; ამ ასაკობრივ ჯგუფში იზრდება წაქცევის რისკი. არ მიიღოთ ჰოგარ ნაითი, თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერთი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია: წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ფედერალური ინსტიტუტი

ფარმ. მეთვალყურეობის დეპარტამენტი

Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3

D-53175 ბონი

ვებ. გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

როგორ შევინახოთ ჰოგარ ნაითი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 30 ° C მეტი ტემპერატურის პირობებში.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ჰოგარ ნაითი:

აქტიური ნივთიერება არის დოქსილამინის სუქცინატი.

ერთი ტაბლები შეიცავს 25 მგ დოქსილამინის სუქცინატს.

სხვა ნივთიერებებია

ჟელატინი, კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur), სიმინდის სახამებელი, კაჟბადის კოლოიდური, უწყლო დიოქსიდი, ტალკი.

ჰოგარ ნაითის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრი, მრგვალილ, ბრტყელი ტაბლეტები.

შეფუთვაში მოთავსებულია ჰოგარ ნაითის 10 და 20 ტაბლეტი.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

STADA GmbH, Stadastraße 2-18,61118 ბად ვიბელი

ტელ: 06101 603-0, ფაქსი: 06101 603-259

ელ. ფოსტა: www.stada.de

მწარმოებელი

STADA Arzneimittel AG

Stadastraße 2-18

61118 ბად ვიბელი

დანართი ფურცელი შემოწმებულია 2013 წლის სექტემბერში.

ძვირფასო პაციენტები,

ძილი არის მოსვენების აუცილებელი მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს აღდგენის

და რეგენერაციის ფაზას მთლიანი ორგანიზმისათვის. არასაკმარისი ძილის დროს, ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები მცირდება ძალიან სწრაფად და შეიძლება გამოვლინდეს ჩვენი თავდაცვის სისტემის დარღვევაც კი.

გერმანიაში მრავალ ადამიანს აწუხებს ძილთან დაკავშირებული პრობლემები, ძირითადად ძილის დარღვევა. ხშირად ასეთ პაციენტებს არ შეუძლიათ საღამოობით გამოეთიშონ ყველაფერს და დაივიწყონ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა სტრესი სამსახურსა და ოჯახში, ეგზისტენციალური შიში, ან მარტოობაც კი საძინებელში. შედეგად ვლინდება ძილის პრობლემა, რომელიც იწვევს ძილის დეფიციტს. უძილობა კი აუარესებს საქმიანობას შემდეგ დღეს - ყოველდღიური ცხოვრების გათავისება შესაძლბელია მხოლოდ დიდი ძალისხმევით.

ჰოგარ ნაითი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დოქსილამინს და უზრუნველყოფს სწრაფ და კარგ დახმარებას ძილის დარღვევის დროს. ჰოგარ ნაითი აჩქარებს ბუნებრივი ძილის პროცესს. ანუ, ძილის დრო მცირდება ძილის ფიზიოლოგიური რითმის დარღვევის გარეშე. განსაკუთრებული მოქმედი ნივთიერების გამო, ტაბლეტები კარგად გადაიტანება. არ ხდება გავლენა საქმიანობაზე მომდევნო დღეს.

ამასთანავე, ჰოგარ ნაითით მკურნალობას შეიძლება მხარი დაეჭიროს მარტივი ქცევის ცვლილებით, რაც უზრუნველყოფს შინაგან სიმშვიდეს და რელაქსაციას. რეგულარული ვარჯიში, ალკოჰოლისაგან, ღამით ნიკოტინისა და კოფეინისაგან, გვიან ღამით საკვების მიღებისაგან თავის შეკავება, ღამის თბილი აბაზანა, ან სარელაქსაციო ვარჯიში ხელს უწყობს ღამით დასვენებას.

ჰოგარ ნაითი უნიკალურია თქვენი სახლის აფთიაქისათვის.

გისურვებთ მშვიდ ღამეს და კარგ დღეს!

ჰოგარ ნაითის ჯგუფი

STADA

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა