ნორმოდორმი 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
normodorm® 25mg comprimidos recubiertos con película
ნორმოდორმი მედიკამენტია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დოქსილამინის ჰიდროსუქცინატს. დოქსილამინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს - ანტიჰისტამინებს, რომელთაც ახასიათებთ სედატიური თვისებები. მედიკამენტი ნაჩვენებია დროგამოშვებითი უძილობის სიმპტომური მკურნალობისათვის 18 წლის ზემოთ ასაკის მოზრდილებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დოქსილამინი (doxylamine)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამინოალკილური ეთერები
- ATC კოდი
- R06AA09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044056
- რეგისტრირებულია
- 26 სექტემბერი 2025, მოქმედებს 26 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ნორმოდორმი 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნორმოდორმი მედიკამენტია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დოქსილამინის ჰიდროსუქცინატს. დოქსილამინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს - ანტიჰისტამინებს, რომელთაც ახასიათებთ სედატიური თვისებები.
მედიკამენტი ნაჩვენებია დროგამოშვებითი უძილობის სიმპტომური მკურნალობისათვის 18 წლის ზემოთ ასაკის მოზრდილებში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 7 დღის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მოზრდილები (18 წელზე მეტი ასაკის)
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (25 მგ) დღეში.
თუ აღინიშნება ძილიანობა დღის განმავლობაში, რეკომენდებულია დოზა უნდა შემცირდეს ნახევარ ტაბლეტამდე (12.5 მგ) დღეში, ან მიღება უნდა მოხდეს გაღვიძებამდე არაუმცირეს 8 საათით ადრე.
დაუშვებელია 1 ტაბლეტზე (25 მგ) მეტის მიღება დღეში.
65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში გამოყენება
65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში უფრო მეტად მოსალოდნელია სხვა პათოლოგიების განვითარება, ამიტომ შეიძლება რეკომენდებული იყოს დოზის შემცირება. არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარებისას რეკომენდებულია დოზის შემცირება ნახევარ ტაბლეტამდე (12.5 მგ) დღეში.
ღვიძლის ან თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში გამოყენება
ასეთ პაციენტებში უნდა დაინიშნოს განსხვავებული დოზა, კორექცია უნდა მოხდეს დაავადების სიმძიმის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება ექიმის მიერ.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
ნორმოდორმი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად, ამიტომ მედიკამენტი არ გამოიყენება ამ პოპულაციაში.
მიღების წესი და მეთოდი
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 30 წუთით ადრე საკმარისი რაოდენობის სითხესთან (უმჯობესია წყალთან) ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე. ზოგადად, მკურნალობის ხანგრძლივობა არის რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე.
მედიკამენტი არ უნდა დაინიშნოს 7 დღეზე მეტ ხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ნორმოდორმის დოზის გადაჭარბებისას
ინტოქსიკაციის სიმპტომებია: ძილიანობა, დეპრესია ან ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია, ანტიქოლინერგული ეფექტები (გუგების გაფართოება, ცხელება, პირის სიმშრალე, ნაწლავების ტონუსის დაქვეითება), სიწითლე, გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა ან ცვლილება, არტერიული წნევის მომატება, გულისრევა, ღებინება, აგზნება, სიარულის მანერის ცვლილება, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, სედაცია, ცნობიერების დაბინდვა და ჰალუცინაციები. შეიძლება განვითარდეს დელირიუმი, ფსიქოზი, დაქვეითებული არტერიული წნევა, გულყრები, სუნთქვის დაქვეითება, ცნობიერების დაკარგვა, კომა და სიკვდილი. სერიოზული გართულება შეიძლება იყოს რაბდომიოლიზი (კუნთების დაზიანება), რომელსაც მოსდევს თირკმლის უკმარისობა.
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი ანტიჰისტამინების დოზის გადაჭარბების დროს, ამიტომ მკურნალობა არის სიმპტომური და მხარდამჭერი. ექიმი შეაფასებს ღებინების გამოწვევის, კუჭის ამორეცხვის საჭიროებას, ან დანიშნავს არტერიული წნევის ამწევ მედიკამენტებს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია დოქსილამინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტი ალერგიულია სხვა ანტიჰისტამინების (ანტიალერგიული მედიკამენტების) მიმართ;
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები
ნორმოდორმის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება:
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დაზიანება;
ეპილეფსია;
QT ინტერვალის გახანგრძლივება (გულის პრობლემა);
სისხლში კალიუმის დაბალი დონე ან ელექტროლიტული ბალანსის სხვა დარღვევა;
გულის დაავადება და მაღალი არტერიული წნევა;
ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი (ბრონქების პერსისტენტული ანთება) და ფილტვის ემფიზემა (დაავადება, რომელიც აზიანებს ფილტვებს და ძნელდება სუნთქვა);
გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);
შარდის შეკავება;
პროსტატის ჰიპერტროფია (პროსტატის გადიდება);
პეპტიკური წყლული (კუჭის კედლის ან ნაწლავის დასაწყისის ეროზიები), პილოროდუოდენური ობსტრუქცია (კუჭიდან ნაწლავებში საჭმლის გადასვლის გაძნელება) და შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია (საშარდე გზების დაავადება).
თუ პაციენტს აღენიშნება ძილიანობა დღის განმავლობაში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება, ან დოზის მიღება გაღვიძებამდე არაუმცირეს 8 საათით ადრე.
მკურნალობის დროს არ უნდა იქნეს მიღებული ალკოჰოლური სასმელები.
თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს გვერდითი მოვლენების მიმართ.
ნორმოდორმმა შეიძლება მოახდინოს დეჰიდრატაციის და სითბური დარტყმის სიმპტომების აგრავაცია ოფლიანობის შემცირების გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
არ უნდა მოხდეს ნორმოდორმის მიღება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან მათი ეფექტების გაძლიერების გამო:
ნორადრენალინი (გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე, როგორიცაა მაგ.: არითმიის სამკურნალო პრეპარატები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, მალარიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი, გარკვეული ანტიჰისტამინები, სისხლში ლიპიდების (ცხიმების) დამაქვეითებელი გარკვეული მედიკამენტები ან ზოგიერთი ნეიროლეფსური საშუალება (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ);
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ სხვა პრეპარატების გამოყოფას, როგორიცაა აზოლის წარმოებულები ან მაკროლიდები, რადგან მათ შეიძლება გააძლიერონ ნორმოდორმის ეფექტი;
ზოგიერთი დიურეტიკი (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას);
ცენტრალური ნერვული სისტემის ინჰიბიტორები (მაგ.: ბარბიტურატები, საძილე საშუალებები, სედატიური საშუალებები, ანქსიოლიზური საშუალებები, ოპიოიდების ტიპის ტკივილგამაყუჩებლები, ანტიფსიქოზური საშუალებები ან პროკარბაზინი);
ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები), რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, როგორიცაა გუანაბენზი, კლონიდინი ან ალფა-მეთილდოფა;
სხვა ანტიქოლინერგული მედიკამენტები, როგორიცაა დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები, მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები), ნეიროლეფსური საშუალებები (გამოიყენება ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ), ატროპინის პრეპარატები სპაზმების სამკურნალოდ, ან დიზოპირამიდი (გულის გარკვეული დაავადების სამკურნალო პრეპარატი);
თუ პაციენტი იღებს სხა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სმენაზე ტოქსიკური გავლენა, როგორიცაა კარბოპლატინი ან ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), ქლოროქვინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ ან მისი პრევენციისათვის) და ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ინფექციის სამკურნალო პრეპარატები), როგორიცაა საინექციო ერითრომიცინი ან ამინოგლიკოზიდები, ნორმოდრომმა შეიძლება შენიღბოს ამ მედიკმენტების ტოქსიკური ეფექტები, ამიტომ საჭიროა პერიოდულად სმენის შემოწმება.
დიაგნოსტიკურ ტესტებზე გავლენა
დოქსილამინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ალერგენების გამოყენებით კანის ალერგიულ სინჯებზე. რეკომენდებულია, რომ ამ სინჯის ჩატარებამდე ნორმდორმით მკურნალობა შეჩერდეს არაუმცირეს სამი დღით ადრე.
ნორმოდორმის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლური სასმელები არ უნდა იქნეს მიღებული ნორმოდორმით მკურნალობის დროს. იხ. პარაგრაფი 3. ნორმოდორმის მიღების წესი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნორმოდორმის მიღება დაუშვებელია ორსულობის, ორსულობის დაგეგმვის ან ძუძუთი კვების დროს.
არ არის მონაცემები ნორმოდორმის შესაძლო ეფექტების შესახებ ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნორმოდორმს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა სახიფათო მექანიზმები, არაუმცირეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორმოდორმიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დოქსილამინის გვერდითი ეფექტები ზოგადად არის სუსტი და გარდამავალი ხასიათის და უფრო ხშირად აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეს.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ძილიანობა და ეფექტები, როგორიცაა პირის სიმშრალე, ყაბზობა, მხედველობის დაბინდვა, შარდის შეკავება, ბრონქული სეკრეციის გაზრდა, ვერტიგო, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, დაღლილობა, უძილობა და ნევროზულობა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ასთენია (დაღლილობა), პერიფერიული შეშუპება (ხელებისა და ფეხების შეშუპება), გულისრევა, ღებინება, დიარეა, გამონაყარი კანზე, ყურებში ხმაური, ორთოსტატიკული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის პოზიციის შეცვლისას), დიპლოპია (მხედველობის გაორება), დისპეფსია (კუჭის პრობლემები), რელაქსაციის შეგრძნება, ღამის კოშმარები და ქოშინი (სუნთქვის გაძნელება).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აგზნება (განსაკუთრებით, ბავშვებსა და ხანდაზმულებში), ტრემორი, გულყრა ან სისხლის პათოლოგიები, როგორიცაა ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია ან აგრანულოციტოზი (სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის დაქვეითება).
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): ზოგადი სისუსტის შეგრძნება.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ზოგადად ანტიჰისტამინების მიღების დროს, თუმცა არ აღინიშნა დოქსილამინის მიღებისას: არითმია (გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილება), გულის ფრიალი, დუოდენოგასტრული რეფლუქსი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ქოლესტაზური სიყვითლე), ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება (გულის პათოლოგია), მადის დაქვეითება, მადის გაზრდა, მიალგია (კუნთების ტკივილი), კოორდინაციის დარღვევა, ექსტრაპირამიდული დარღვევები (მოძრაობის დარღვევები), პარესთეზია (პათოლოგიური შერგრძნებები), ფსიქომოტორული აქტივობის დაქვეითება (შეგრძნება-მოძრაობის კოორდინაცია), დეპრესია, ბრონქების სეკრეციის დაქვეითება, ალოპეცია (თმის ცვენა), ალერგიული დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა), ფოტომგრძნობელობითი რეაქცია ან ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა).
გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიძლიერე შეიძლება შემცირდეს ყოველდღიური დოზის შემცირებით.
65 წელზე მეტი ასაკის პირებს აქვთ გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკი, რადგან მათ შეიძლება აღენიშნებოდეთ სხვა დაავადებები ან იღებდნენ სხვა მედიკამენტებს ერთდროულად. ამ პაციენტებს, ასევე აქვთ დაცემის მაღალი რისკი.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,.
ჭარბი დოზა
+34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ნორმოდორმის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს შემდეგ დღეს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა დოქსილამინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ დოქსილამინის ჰიდრონსუქცინატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დაბალი შემცველობის ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171), მაკროგოლი 6000, ტალკი და ინდიგო კარმინი (E-132).
ნორმოდორმის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ნორმოდორმი 25 მგ ცისფერი, მოგრძო ფორმის და გამყოფი ხაზის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია. თითოეული შეფუთვა შეიცავს 7 ან 14 ტაბლეტს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2013 წლის მაისი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ნორმოდორმი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
დოქსილამინი, ჰიდრონსუქცინატი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 7 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ნორმოდორმი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოდორმის მიღებამდე;
ნორმოდორმის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ნორმოდორმის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ნორმოდორმი და მისი გამოყენება
ნორმოდორმი მედიკამენტია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დოქსილამინის ჰიდროსუქცინატს. დოქსილამინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს - ანტიჰისტამინებს, რომელთაც ახასიათებთ სედატიური თვისებები.
მედიკამენტი ნაჩვენებია დროგამოშვებითი უძილობის სიმპტომური მკურნალობისათვის 18 წლის ზემოთ ასაკის მოზრდილებში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 7 დღის შემდეგ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოდორმის მიღებამდე
დაუშვებელია ნორმოდორმის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია დოქსილამინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტი ალერგიულია სხვა ანტიჰისტამინების (ანტიალერგიული მედიკამენტების) მიმართ;
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნორმოდორმის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება:
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დაზიანება;
ეპილეფსია;
QT ინტერვალის გახანგრძლივება (გულის პრობლემა);
სისხლში კალიუმის დაბალი დონე ან ელექტროლიტული ბალანსის სხვა დარღვევა;
გულის დაავადება და მაღალი არტერიული წნევა;
ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი (ბრონქების პერსისტენტული ანთება) და ფილტვის ემფიზემა (დაავადება, რომელიც აზიანებს ფილტვებს და ძნელდება სუნთქვა);
გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);
შარდის შეკავება;
პროსტატის ჰიპერტროფია (პროსტატის გადიდება);
პეპტიკური წყლული (კუჭის კედლის ან ნაწლავის დასაწყისის ეროზიები), პილოროდუოდენური ობსტრუქცია (კუჭიდან ნაწლავებში საჭმლის გადასვლის გაძნელება) და შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია (საშარდე გზების დაავადება).
თუ პაციენტს აღენიშნება ძილიანობა დღის განმავლობაში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება, ან დოზის მიღება გაღვიძებამდე არაუმცირეს 8 საათით ადრე.
მკურნალობის დროს არ უნდა იქნეს მიღებული ალკოჰოლური სასმელები.
თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს გვერდითი მოვლენების მიმართ.
ნორმოდორმმა შეიძლება მოახდინოს დეჰიდრატაციის და სითბური დარტყმის სიმპტომების აგრავაცია ოფლიანობის შემცირების გამო.
სხვა მედიკამენტები და ნორმოდორმი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
არ უნდა მოხდეს ნორმოდორმის მიღება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან მათი ეფექტების გაძლიერების გამო:
ნორადრენალინი (გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე, როგორიცაა მაგ.: არითმიის სამკურნალო პრეპარატები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, მალარიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი, გარკვეული ანტიჰისტამინები, სისხლში ლიპიდების (ცხიმების) დამაქვეითებელი გარკვეული მედიკამენტები ან ზოგიერთი ნეიროლეფსური საშუალება (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ);
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ სხვა პრეპარატების გამოყოფას, როგორიცაა აზოლის წარმოებულები ან მაკროლიდები, რადგან მათ შეიძლება გააძლიერონ ნორმოდორმის ეფექტი;
ზოგიერთი დიურეტიკი (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას);
ცენტრალური ნერვული სისტემის ინჰიბიტორები (მაგ.: ბარბიტურატები, საძილე საშუალებები, სედატიური საშუალებები, ანქსიოლიზური საშუალებები, ოპიოიდების ტიპის ტკივილგამაყუჩებლები, ანტიფსიქოზური საშუალებები ან პროკარბაზინი);
ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები), რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, როგორიცაა გუანაბენზი, კლონიდინი ან ალფა-მეთილდოფა;
სხვა ანტიქოლინერგული მედიკამენტები, როგორიცაა დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები, მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები), ნეიროლეფსური საშუალებები (გამოიყენება ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ), ატროპინის პრეპარატები სპაზმების სამკურნალოდ, ან დიზოპირამიდი (გულის გარკვეული დაავადების სამკურნალო პრეპარატი);
თუ პაციენტი იღებს სხა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სმენაზე ტოქსიკური გავლენა, როგორიცაა კარბოპლატინი ან ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), ქლოროქვინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ ან მისი პრევენციისათვის) და ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ინფექციის სამკურნალო პრეპარატები), როგორიცაა საინექციო ერითრომიცინი ან ამინოგლიკოზიდები, ნორმოდრომმა შეიძლება შენიღბოს ამ მედიკმენტების ტოქსიკური ეფექტები, ამიტომ საჭიროა პერიოდულად სმენის შემოწმება.
დიაგნოსტიკურ ტესტებზე გავლენა
დოქსილამინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ალერგენების გამოყენებით კანის ალერგიულ სინჯებზე. რეკომენდებულია, რომ ამ სინჯის ჩატარებამდე ნორმდორმით მკურნალობა შეჩერდეს არაუმცირეს სამი დღით ადრე.
ნორმოდორმის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლური სასმელები არ უნდა იქნეს მიღებული ნორმოდორმით მკურნალობის დროს. იხ. პარაგრაფი 3. ნორმოდორმის მიღების წესი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ნორმოდორმის მიღება დაუშვებელია ორსულობის, ორსულობის დაგეგმვის ან ძუძუთი კვების დროს.
არ არის მონაცემები ნორმოდორმის შესაძლო ეფექტების შესახებ ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ნორმოდორმს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა სახიფათო მექანიზმები, არაუმცირეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.
ნორმოდორმის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მოზრდილები (18 წელზე მეტი ასაკის)
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (25 მგ) დღეში.
თუ აღინიშნება ძილიანობა დღის განმავლობაში, რეკომენდებულია დოზა უნდა შემცირდეს ნახევარ ტაბლეტამდე (12.5 მგ) დღეში, ან მიღება უნდა მოხდეს გაღვიძებამდე არაუმცირეს 8 საათით ადრე.
დაუშვებელია 1 ტაბლეტზე (25 მგ) მეტის მიღება დღეში.
65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში გამოყენება
65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში უფრო მეტად მოსალოდნელია სხვა პათოლოგიების განვითარება, ამიტომ შეიძლება რეკომენდებული იყოს დოზის შემცირება. არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარებისას რეკომენდებულია დოზის შემცირება ნახევარ ტაბლეტამდე (12.5 მგ) დღეში.
ღვიძლის ან თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში გამოყენება
ასეთ პაციენტებში უნდა დაინიშნოს განსხვავებული დოზა, კორექცია უნდა მოხდეს დაავადების სიმძიმის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება ექიმის მიერ.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
ნორმოდორმი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად, ამიტომ მედიკამენტი არ გამოიყენება ამ პოპულაციაში.
მიღების წესი და მეთოდი
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 30 წუთით ადრე საკმარისი რაოდენობის სითხესთან (უმჯობესია წყალთან) ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე. ზოგადად, მკურნალობის ხანგრძლივობა არის რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე.
მედიკამენტი არ უნდა დაინიშნოს 7 დღეზე მეტ ხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ნორმოდორმის დოზის გადაჭარბებისას
ინტოქსიკაციის სიმპტომებია: ძილიანობა, დეპრესია ან ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია, ანტიქოლინერგული ეფექტები (გუგების გაფართოება, ცხელება, პირის სიმშრალე, ნაწლავების ტონუსის დაქვეითება), სიწითლე, გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა ან ცვლილება, არტერიული წნევის მომატება, გულისრევა, ღებინება, აგზნება, სიარულის მანერის ცვლილება, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, სედაცია, ცნობიერების დაბინდვა და ჰალუცინაციები. შეიძლება განვითარდეს დელირიუმი, ფსიქოზი, დაქვეითებული არტერიული წნევა, გულყრები, სუნთქვის დაქვეითება, ცნობიერების დაკარგვა, კომა და სიკვდილი. სერიოზული გართულება შეიძლება იყოს რაბდომიოლიზი (კუნთების დაზიანება), რომელსაც მოსდევს თირკმლის უკმარისობა.
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი ანტიჰისტამინების დოზის გადაჭარბების დროს, ამიტომ მკურნალობა არის სიმპტომური და მხარდამჭერი. ექიმი შეაფასებს ღებინების გამოწვევის, კუჭის ამორეცხვის საჭიროებას, ან დანიშნავს არტერიული წნევის ამწევ მედიკამენტებს.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ნორმოდორმის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს შემდეგ დღეს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორმოდორმიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დოქსილამინის გვერდითი ეფექტები ზოგადად არის სუსტი და გარდამავალი ხასიათის და უფრო ხშირად აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეს.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ძილიანობა და ეფექტები, როგორიცაა პირის სიმშრალე, ყაბზობა, მხედველობის დაბინდვა, შარდის შეკავება, ბრონქული სეკრეციის გაზრდა, ვერტიგო, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, დაღლილობა, უძილობა და ნევროზულობა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ასთენია (დაღლილობა), პერიფერიული შეშუპება (ხელებისა და ფეხების შეშუპება), გულისრევა, ღებინება, დიარეა, გამონაყარი კანზე, ყურებში ხმაური, ორთოსტატიკული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის პოზიციის შეცვლისას), დიპლოპია (მხედველობის გაორება), დისპეფსია (კუჭის პრობლემები), რელაქსაციის შეგრძნება, ღამის კოშმარები და ქოშინი (სუნთქვის გაძნელება).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აგზნება (განსაკუთრებით, ბავშვებსა და ხანდაზმულებში), ტრემორი, გულყრა ან სისხლის პათოლოგიები, როგორიცაა ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია ან აგრანულოციტოზი (სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის დაქვეითება).
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): ზოგადი სისუსტის შეგრძნება.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ზოგადად ანტიჰისტამინების მიღების დროს, თუმცა არ აღინიშნა დოქსილამინის მიღებისას: არითმია (გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილება), გულის ფრიალი, დუოდენოგასტრული რეფლუქსი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ქოლესტაზური სიყვითლე), ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება (გულის პათოლოგია), მადის დაქვეითება, მადის გაზრდა, მიალგია (კუნთების ტკივილი), კოორდინაციის დარღვევა, ექსტრაპირამიდული დარღვევები (მოძრაობის დარღვევები), პარესთეზია (პათოლოგიური შერგრძნებები), ფსიქომოტორული აქტივობის დაქვეითება (შეგრძნება-მოძრაობის კოორდინაცია), დეპრესია, ბრონქების სეკრეციის დაქვეითება, ალოპეცია (თმის ცვენა), ალერგიული დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა), ფოტომგრძნობელობითი რეაქცია ან ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა).
გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიძლიერე შეიძლება შემცირდეს ყოველდღიური დოზის შემცირებით.
65 წელზე მეტი ასაკის პირებს აქვთ გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკი, რადგან მათ შეიძლება აღენიშნებოდეთ სხვა დაავადებები ან იღებდნენ სხვა მედიკამენტებს ერთდროულად. ამ პაციენტებს, ასევე აქვთ დაცემის მაღალი რისკი.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,.
ნორმოდორმის შენახვის წესი
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნორმოდორმი
აქტიური ნივთიერებაა დოქსილამინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ დოქსილამინის ჰიდრონსუქცინატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დაბალი შემცველობის ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171), მაკროგოლი 6000, ტალკი და ინდიგო კარმინი (E-132).
ნორმოდორმის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ნორმოდორმი 25 მგ ცისფერი, მოგრძო ფორმის და გამყოფი ხაზის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია. თითოეული შეფუთვა შეიცავს 7 ან 14 ტაბლეტს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2013 წლის მაისი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




