პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

დონორმილი

DONORMYL

ურეცეპტოდ15მგინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი დონორმილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დოქსილამინს. ის მიეკუთვნება H1 - ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფს. გამოყენების ჩვენებები: პრეპარატი დონორმილი გამოიყენება მოზრდილებსა და მოზარდებში 15 წლის ასაკის ზემოთ შემდეგი ჩვენებების დროს: ძილის გარდამავალი დარღვევები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დოქსილამინი (doxylamine)
ფორმა და შეფუთვა
15მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 პოლიპროპილენის ტუბში
მწარმოებელი
UPSA SAS, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამინოალკილური ეთერები
ATC კოდი
R06AA09
რეგისტრაციის ნომერი
რ-039691
რეგისტრირებულია
6 დეკემბერი 2023, მოქმედებს 6 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
UPSA SAS (საფრანგეთი)
განმცხადებელი
Delta Medical Promotions AG“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადონორმილი და სხვა წამალი ერთად

დონორმილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი დონორმილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დოქსილამინს. ის მიეკუთვნება H1 - ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფს.

გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი დონორმილი გამოიყენება მოზრდილებსა და მოზარდებში 15 წლის ასაკის ზემოთ შემდეგი ჩვენებების დროს:

ძილის გარდამავალი დარღვევები.

თუ 5 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ ვლინდება ან თავს უარესად გრძნობთ, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი

პრეპარატს აქვს ძილისმომგვრელი, დამამშვიდებელი და მ-ქოლინომაბლოკირებელი მოქმედება. ის ამცირებს ჩაძინებისთვის საჭირო დროს, ზრდის ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს, ძილის ფაზის ცვლილების გარეშე. მოქმედების ხანგრძლივობაა 6-8 საათი.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

1/2 - 1 ტაბლეტი დღეში.

თუ მკურნალობა არაეფექტურია, ექიმის რეკომენდაციით დოზა შეიძლება გაიზარდოს ორ ტაბლეტამდე.

როგორ და როდის მიიღება დონორმილი

პერორალურად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, დაძინებამდე 15-30 წუთით ადრე. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.

რამდენი ხანი მიიღება პრეპარატი დონორმილი

მკურნალობის ხანგრძლივობაა 2-დან 5 დღემდე; თუ უძილობა გაგრძელდა, უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ მიიღეთ დონორმილის საჭიროზე მეტი ოდენობა

თუ მიიღეთ დონორმილი დანიშნულზე მეტი დოზით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება განვითარდეს: დღისით ძილიანობა, აგზნებადობა, გუგების გაფართოება (მიდრიაზი), აკომოდაციის დარღვევა, პირის სიმშრალე, სახისა და კისრის კანის გაწითლება (ჰიპერემია), სხეულის ტემპერატურის მატება (ჰიპერთერმია), გულისცემის გახშირება, ცნობიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, განწყობის დაქვეითება, შფოთვა, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, კანკალი (ტრემორი), უნებლიე მოძრაობები (ათეტოზი), კრუნჩხვები (ეპილეფსიური სინდრომი), კომა.

ზედოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ შეფუთვა და/ან ეს ინსტრუქცია, რათა აჩვენოთ ექიმს, თუ რა მედიკამენტი მიიღეთ.

თუ დონორმილის მიღება დაგავიწყდათ

გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია დოქსილამინის ან ინსტრუქციის მე-6 განყოფილებაში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა ან ოჯახურ ანამნეზში გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

გაქვთ შარდსადენი მილისა და პროსტატის ჯირკვლის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს შარდის გამოყოფის დარღვევა;

გაქვთ გალაქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია;

ხართ 15 წლამდე ასაკის.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა თქვენზე ვრცელდება, ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ეს ინფორმაცია ექიმს.

განსაკუთრებული ზომები და სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას

დონორმილის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან. გასათვალისწინებელია, რომ უძილობა შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი მიზეზებით, რომელთა დროს ამ პრეპარატის დანიშვნა საჭირო არ არის.

ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ხანდაზმულ პირებში (65 წელზე მეტი ასაკის), ძილიანობის და/ან თავბრუსხვევის რისკის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა (მაგალითად, ღამით ადგომისას).

დოქსილამინმა, როგორც ნებისმიერმა საძილე ან სედატიურმა საშუალებამ, შეიძლება გააუარესოს არსებული აპნოეს სინდრომი ძილის დროს (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს).

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული დაავადება, მიმართეთ ექიმს პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შესარჩევად.

ბავშვები და მოზარდები

არ დანიშნოთ ეს პრეპარატი 0-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი დონორმილი

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიიღეთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს: ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი), ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები, კლონიდინი, მორფინის წარმოებულები (ანალგეტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები), ნეიროლეფსიური საშუალებები, ანქსიოლიტიკები, სედატიური საშუალებები, H1-ანტიჰისტამინური საშუალებები, ცენტრალური ჰიპოტენზიური პრეპარატები, თალიდომიდი, ბაკლოფენი, პიზოტიფენი, მ-ქოლინომაბლოკირებელი საშუალებები (ატროპინი, იმიპრამინის ანტიდეპრესანტები, პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები, ატროპინის სპაზმოლიზური საშუალებები, დიზოპირამიდი, ფენოთიაზინის ნეიროლეფსიური საშუალებები).

პრეპარატი დონორმილი და ალკოჰოლი

ვინაიდან ალკოჰოლი აძლიერებს H1-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტების უმეტესობის, მათ შორის დონორმილის, სედატიურ ეფექტს, საჭიროა თავიდან აიცილოთ მისი ერთდროული გამოყენება ალკოჰოლურ სასმელებთან და ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან.

დონორმილი შეიცავს ლაქტოზას

თუ გაქვთ გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ დონორმილის მიღება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.

ორსულობა

პრეპარატ დონორმილის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, თუ არსებობს ჩვენებები და არ არსებობს უკუჩვენებები, ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

ლაქტაცია

ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა დონორმილის მიღება ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი დონორმილი შეიცავს დოქსილამინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. დღის განმავლობაში ძილიანობის შესაძლო განვითარების გამო, თავი უნდა შეიკავოთ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვისგან, რომლებიც მოითხოვს სწრაფ გონებრივ და მოტორულ რეაქციებს.

პრეპარატ დონორმილის გამოყენება

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით რეაქციას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება:

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია)

ძილიანობა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, გულისცემის შეგრძნება, მხედველობის და აკომოდაციის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, ყაბზობა, პირის სიმშრალე, რაბდომიოლიზი (კუნთოვანი უჯრედების დაზიანება), შარდის შეკავება, კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი რეაქციების შესახებ (იხილეთ ქვემოთ). გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ყაზახეთის რესპუბლიკა

ეკონომიკური გამოყენების უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

მისამართი: ასტანა, Z00T6E5, ბაიკონურის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა 13, (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტი 2“)

ტელ.: +7 (7172) 235 135

www.ndda.kz

სომხეთის რესპუბლიკა

სახელმწიფო არაკოემრციული ორგანიზაცია „მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“

მისამართი: 0051, ერევანი, კომიტასის გამზირი 49/5

ტელ.: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

www.pharm.am

ბელარუსის რესპუბლიკა

„ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

მისამართი: 220037, მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი 2ა

ტელ.: +375-17-242-00-29

www.rceth.by

პრეპარატ დონორმილის შენახვა

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი. არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ტუბსა და მუყაოს შეფუთვაზე (შეფუთვაზე) წარწერით „ვარგისია:“ . ვარგისიანობის ვადა მოიცავს მოცემული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ პრეპარატი 15-25ºC ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ეს წამალი, როდესაც ის აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავის, სხვა ინფორმაცია

პრეპარატ დონორმილი შეიცავს:

დონორმილის მოქმედი ნივთიერება დოქსილამინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ დოქსილამინს (სუკცინატის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის ბირთვი

ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსის შემადგენლობა

მაკროგოლი 6000, ჰიპრომელოზა, სეპისპერსე AP 7001 [ჰიპრომელოზა; ტიტანის დიოქსიდი CI 77891; პროპილენგლიკოლი; წყალი].

პრეპარატ დონორმილის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული მართკუთხა ტაბლეტები, თეთრი, ორივე მხარეს გამყოფი ხაზით.

10 ან 30 ტაბლეტი პოლიპროპილენის ტუბში, დალუქული პოლიეთილენის თავსახურით. 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

საფრანგეთი

უპსა სას.

3 რიუ ჟოზეფ მონიე, 92500, ქ. რიუეი-მალმეზონი

ჭარბი დოზა

სიმპტომები

დღისით ძილიანობა, აგზნებადობა, გუგების გაფართოება (მიდრიაზი), აკომოდაციის დარღვევა, პირის სიმშრალე, სახისა და კისრის კანის გაწითლება (ჰიპერემია), სხეულის ტემპერატურის მომატება (ჰიპერთერმია), სინუსური ტაქიკარდია, ცნობიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, განწყობის დაქვეითება, შფოთვა, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, კანკალი (ტრემორი), უნებლიე მოძრაობები (ათეტოზი), კრუნჩხვები (ეპილეფსიური სინდრომი), კომა.

უნებლიე მოძრაობები ზოგჯერ კრუნჩხვების წინაპირობაა, რაც შეიძლება მოწამვლის მძიმე ხარისხზე მიუთითებდეს. კრუნჩხვების არარსებობის შემთხვევაშიც კი, დოქსილამინით მძიმე მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს რაბდომიოლიზის განვითარება, რომელსაც ხშირად თან ახლავს თირკმლის მწვავე უკმარისობა. ასეთ შემთხვევებში ნაჩვენებია სტანდარტული თერაპია კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მუდმივი მონიტორინგით.

მოწამვლის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

მკურნალობა

სიმპტომური (მ-ქოლინომიმეტიკები და ა.შ.), პირველადი დახმარების სახით ნაჩვენებია აქტივირებული ნახშირი (მოზრდილებისთვის 50 გ და ბავშვებისთვის 1 გ/კგ სხეულის წონაზე).

შენახვის პირობები

3 წელი

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

ინახება არაუმეტეს 15-250C ტემპერატურაზე.

შეფუთვის ტიპი და შემადგენლობა

10 ან 30 ტაბლეტი პოლიპროპილენის ტუბში, რომელიც დალუქულია პოლიეთილენის თავსახურით.

1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო საშუალების გამოყენებისა და სხვა მანიპულაციების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

განადგურებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტი.

ათქ კოდი: R06AA09

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ეთანოლამინის ჯგუფის H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი. პრეპარატს აქვს ძილისმომგვრელი, სედატიური და მ-ქოლინომაბლოკირებელი ეფექტი. ამცირებს ჩაძინებისთვის საჭირო დროს, ზრდის ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს, ძილის ფაზის ცვლილების გარეშე. მოქმედების ხანგრძლივობაა 6-8 საათი.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

შეწოვა მაღალია.

მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა საშუალოდ 2 საათის შემდეგ პერორალური მიღებიდან.

განაწილება

კარგად აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერებში (მათ შორის ჰემატოენცეფალურ ბარიერში).

ბიოტრანსფორმაცია

მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ელიმინაცია

ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) დაახლოებით 10 საათია.

60% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმლებით, ნაწილობრივ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ასევე ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს. მკურნალობის განმეორებითი კურსების დროს, სისხლის პლაზმაში პრეპარატისა და მისი მეტაბოლიტების სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა მოგვიანებით და უფრო მაღალ დონეზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია-ინფორმაცია პაციენტისთვის

დონორმილი, 15 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: დოქსილამინი

ამ პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ეს პრეპარატი თქვენ დაგინიშნეს. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. შესაძლოა ზიანი მიაყენოს ამ პირებს, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის იმ ეფექტებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციის მე-4 განყოფილებაში.

ინსტრუქციის შინაარსი

რა არის დონორმილი და რისთვის გამოიყენება ის.

რა უნდა იცოდეთ დონორმილის გამოყენებამდე.

პრეპარატ დონორმილის მიღება.

შესაძლო გვერდითი რეაქციები.

პრეპარატ დონორმილის შენახვა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რა არის დონორმილი და რისთვის გამოიყენება ის

პრეპარატი დონორმილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დოქსილამინს. ის მიეკუთვნება H1 - ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფს.

გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი დონორმილი გამოიყენება მოზრდილებსა და მოზარდებში 15 წლის ასაკის ზემოთ შემდეგი ჩვენებების დროს:

ძილის გარდამავალი დარღვევები.

თუ 5 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ ვლინდება ან თავს უარესად გრძნობთ, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი

პრეპარატს აქვს ძილისმომგვრელი, დამამშვიდებელი და მ-ქოლინომაბლოკირებელი მოქმედება. ის ამცირებს ჩაძინებისთვის საჭირო დროს, ზრდის ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს, ძილის ფაზის ცვლილების გარეშე. მოქმედების ხანგრძლივობაა 6-8 საათი.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ დონორმილის გამოყენებამდე

არ მიიღოთ დონორმილი, თუ:

გაქვთ ალერგია დოქსილამინის ან ინსტრუქციის მე-6 განყოფილებაში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა ან ოჯახურ ანამნეზში გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

გაქვთ შარდსადენი მილისა და პროსტატის ჯირკვლის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს შარდის გამოყოფის დარღვევა;

გაქვთ გალაქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია;

ხართ 15 წლამდე ასაკის.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა თქვენზე ვრცელდება, ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ეს ინფორმაცია ექიმს.

განსაკუთრებული ზომები და სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას

დონორმილის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან. გასათვალისწინებელია, რომ უძილობა შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი მიზეზებით, რომელთა დროს ამ პრეპარატის დანიშვნა საჭირო არ არის.

ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ხანდაზმულ პირებში (65 წელზე მეტი ასაკის), ძილიანობის და/ან თავბრუსხვევის რისკის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა (მაგალითად, ღამით ადგომისას).

დოქსილამინმა, როგორც ნებისმიერმა საძილე ან სედატიურმა საშუალებამ, შეიძლება გააუარესოს არსებული აპნოეს სინდრომი ძილის დროს (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს).

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული დაავადება, მიმართეთ ექიმს პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შესარჩევად.

ბავშვები და მოზარდები

არ დანიშნოთ ეს პრეპარატი 0-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი დონორმილი

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიიღეთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს: ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი), ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები, კლონიდინი, მორფინის წარმოებულები (ანალგეტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები), ნეიროლეფსიური საშუალებები, ანქსიოლიტიკები, სედატიური საშუალებები, H1-ანტიჰისტამინური საშუალებები, ცენტრალური ჰიპოტენზიური პრეპარატები, თალიდომიდი, ბაკლოფენი, პიზოტიფენი, მ-ქოლინომაბლოკირებელი საშუალებები (ატროპინი, იმიპრამინის ანტიდეპრესანტები, პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები, ატროპინის სპაზმოლიზური საშუალებები, დიზოპირამიდი, ფენოთიაზინის ნეიროლეფსიური საშუალებები).

პრეპარატი დონორმილი და ალკოჰოლი

ვინაიდან ალკოჰოლი აძლიერებს H1-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტების უმეტესობის, მათ შორის დონორმილის, სედატიურ ეფექტს, საჭიროა თავიდან აიცილოთ მისი ერთდროული გამოყენება ალკოჰოლურ სასმელებთან და ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან.

დონორმილი შეიცავს ლაქტოზას

თუ გაქვთ გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.

ორსულობა

პრეპარატ დონორმილის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, თუ არსებობს ჩვენებები და არ არსებობს უკუჩვენებები, ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

ლაქტაცია

ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა დონორმილის მიღება ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

პრეპარატი დონორმილი შეიცავს დოქსილამინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. დღის განმავლობაში ძილიანობის შესაძლო განვითარების გამო, თავი უნდა შეიკავოთ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვისგან, რომლებიც მოითხოვს სწრაფ გონებრივ და მოტორულ რეაქციებს.

პრეპარატ დონორმილის გამოყენება

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

1/2 - 1 ტაბლეტი დღეში.

თუ მკურნალობა არაეფექტურია, ექიმის რეკომენდაციით დოზა შეიძლება გაიზარდოს ორ ტაბლეტამდე.

როგორ და როდის მიიღება დონორმილი

პერორალურად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, დაძინებამდე 15-30 წუთით ადრე. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.

რამდენი ხანი მიიღება პრეპარატი დონორმილი

მკურნალობის ხანგრძლივობაა 2-დან 5 დღემდე; თუ უძილობა გაგრძელდა, უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ მიიღეთ დონორმილის საჭიროზე მეტი ოდენობა

თუ მიიღეთ დონორმილი დანიშნულზე მეტი დოზით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება განვითარდეს: დღისით ძილიანობა, აგზნებადობა, გუგების გაფართოება (მიდრიაზი), აკომოდაციის დარღვევა, პირის სიმშრალე, სახისა და კისრის კანის გაწითლება (ჰიპერემია), სხეულის ტემპერატურის მატება (ჰიპერთერმია), გულისცემის გახშირება, ცნობიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, განწყობის დაქვეითება, შფოთვა, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, კანკალი (ტრემორი), უნებლიე მოძრაობები (ათეტოზი), კრუნჩხვები (ეპილეფსიური სინდრომი), კომა.

ზედოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ შეფუთვა და/ან ეს ინსტრუქცია, რათა აჩვენოთ ექიმს, თუ რა მედიკამენტი მიიღეთ.

თუ დონორმილის მიღება დაგავიწყდათ

გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

შესაძლო გვერდითი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით რეაქციას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება:

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია)

ძილიანობა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, გულისცემის შეგრძნება, მხედველობის და აკომოდაციის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, ყაბზობა, პირის სიმშრალე, რაბდომიოლიზი (კუნთოვანი უჯრედების დაზიანება), შარდის შეკავება, კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი რეაქციების შესახებ (იხილეთ ქვემოთ). გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ყაზახეთის რესპუბლიკა

ეკონომიკური გამოყენების უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

მისამართი: ასტანა, Z00T6E5, ბაიკონურის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა 13, (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტი 2“)

ტელ.: +7 (7172) 235 135

www.ndda.kz

სომხეთის რესპუბლიკა

სახელმწიფო არაკოემრციული ორგანიზაცია „მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“

მისამართი: 0051, ერევანი, კომიტასის გამზირი 49/5

ტელ.: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

www.pharm.am

ბელარუსის რესპუბლიკა

„ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

მისამართი: 220037, მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი 2ა

ტელ.: +375-17-242-00-29

www.rceth.by

პრეპარატ დონორმილის შენახვა

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი. არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ტუბსა და მუყაოს შეფუთვაზე (შეფუთვაზე) წარწერით „ვარგისია:“ . ვარგისიანობის ვადა მოიცავს მოცემული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ პრეპარატი 15-25ºC ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ეს წამალი, როდესაც ის აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავის, სხვა ინფორმაცია

პრეპარატ დონორმილი შეიცავს:

დონორმილის მოქმედი ნივთიერება დოქსილამინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ დოქსილამინს (სუკცინატის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის ბირთვი

ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსის შემადგენლობა

მაკროგოლი 6000, ჰიპრომელოზა, სეპისპერსე AP 7001 [ჰიპრომელოზა; ტიტანის დიოქსიდი CI 77891; პროპილენგლიკოლი; წყალი].

პრეპარატ დონორმილის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული მართკუთხა ტაბლეტები, თეთრი, ორივე მხარეს გამყოფი ხაზით.

10 ან 30 ტაბლეტი პოლიპროპილენის ტუბში, დალუქული პოლიეთილენის თავსახურით. 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

საფრანგეთი

უპსა სას.

3 რიუ ჟოზეფ მონიე, 92500, ქ. რიუეი-მალმეზონი

მწარმოებელი:

საფრანგეთი

უპსა სას

304 ავენიუ დიუ დოქტორ ჟან ბრიუ, 47000, ქ. აჟენი.

პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, ასევე ჩივილების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

ყაზახეთის რესპუბლიკა

სააქციო საზოგადოება „დელტა მედიკალ პრომოუშენს აგ“-ის (შვეიცარია) წარმომადგენლობა,

მისამართი: 050010, ალმათი, მედეუს რაიონი, კაზიბეკ ბი 20A, ოფისი 308,

ტელ.: +7 (771) 504 54 13,

ელ. ფოსტა: [email protected]

სომხეთის რესპუბლიკა

სააქციო საზოგადოება „დელტა მედიკალ პრომოუშენს აგ“-ის (შვეიცარია) წარმომადგენლობა,

მისამართი: 050010, ალმათი, მედეუს რაიონი, კაზიბეკ ბი 20A, ოფისი 308,

ტელ.: +7 (771) 504 54 13,

ელ. ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა

სააქციო საზოგადოება „დელტა მედიკალ პრომოუშენს აგ“-ის (შვეიცარია) წარმომადგენლობა,

მისამართი: 220090, მინსკი, პოლიგრაფიჩესკაიას ქ. 31, ოფისი 22,

ტელ.: +375 216 16 94,

ელ. ფოსტა: [email protected]

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია გადაიხედა:

ინფორმაციის სხვა წყაროები

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებგვერდზე https://eec.eaeunion.org.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა