ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

ჰერპევირი

Herpevir®

ურეცეპტოდ2,5%ინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ტუჩებისა და სახის ინფექციები, გამოწვეული მარტივი ჰერპეს ვირუსით (Herpes labialis).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აციკლოვირი (aciclovir)
ფორმა და შეფუთვა
2,5% 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი №1
მწარმოებელი
«Kyivmedpreparat» PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ანტივირუსული საშუალებები
ATC კოდი
D06BB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-045375
რეგისტრირებულია
30 აპრილი 2026, მოქმედებს 30 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Kyivmedpreparat» PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰერპევირი და სხვა წამალი ერთად

ჰერპევირი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტუჩებისა და სახის ინფექციები, გამოწვეული მარტივი ჰერპეს ვირუსით (Herpes labialis).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის, ვალაციკლოვირის, პროპილენგლიკოლის ან მალამოს სხვა კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები. ურთიერთქმედება აღმოჩენილი არ არის.

გამოყენების თავისებურებები

მალამო გამოიყენება მხოლოდ ტუჩებზე და სახეზე ჰერპესის სამკურნალოდ.

რეკომენდებული არ არის მალამოს წასმა პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე, თვალებზე და მისი გამოყენება გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ.

მოერიდეთ მალამოს შემთხვევით მოხვედრას თვალებში.

განსაკუთრებით მძიმე და მორეციდივე Herpes Labialis-ის მქონე პაციენტები საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას. ჰერპესის მქონე პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე სხვა ადამიანებისთვის ვირუსის კონტაქტური გადაცემის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ღია დაზიანებების არსებობისას (მაგ. უნდა დაიბანონ ხელები მალამოს გამოყენების წინ და შემდეგ). რეკომენდებული არ არის გამოყენება იმუნოდეფიციტის მქონე პირების მიერ. ასეთი პირები საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას ნებისმიერი ინფექციის მკურნალობასთან დაკავშირებით.

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელსაც შეუძლია კანის გაღიზიანების გამოწვევა.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსული და მეძუძური ქალებისთვის პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ექიმის აზრით, სარგებელი აღემატება რისკს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მალამოს გარეგანად დატანის შემდეგ აციკლოვირის სისტემური შეღწევა ძალიან დაბალია.

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას ნაჩვენებია, რომ რაიმე შემადგენლობის პრეპარატებში აციკლოვირის გამოყენება არ იწვევს ნაყოფის განვითარების დეფექტების გაზრდას.

ზოგიერთი კლინიკური მონაცემი ადასტურებს, რომ აციკლოვირი დედის რძეში აციკლოვირი აღწევს მისი შიგნით შეყვანისას. თუმცა აციკლოვირის რაოდენობა, რომელიც შეიძლება ჩვილის ორგანიზმში მოხვდეს ძუძუთი კვების დროს მალამოს სახით სამკურნალო საშუალების გამოყენებისას, უმნიშვნელოა.

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას ნაჩვენებია, რომ ორალურად გამოყენების შემდეგ აციკლოვირი კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას მამაკაცების ფერტილობაზე არ ახდენს. ქალების ფერტილობაზე აციკლოვირის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ზემოქმედება რეაქციების სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

მონაცემები არ არის.

გამოყენების წესი და დოზები.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

12 წლის ასაკიდან ბავშვებში და მოზრდილებში მალამო ჰერპევირის® წასმა ხდება 5-ჯერ დღეში დაახლოებით 4-საათიანი ინტერვალებით, გარდა ღამისა. მნიშვნელოვანია მკურნალობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება ინფექციის დასაწყისში, უმჯობესია - პროდრომალურ პერიოდში და ერითემის სტადიაზე. შეიძლება მკურნალობის უფრო გვიან სტადიებზე დაწყებაც - პაპულები ან ბუშტუკები.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 4 დღე. თუ განკურნება არ აღინიშნება, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 10 დღემდე. თუ დაავადების სიმპტომები არ გადის მკურნალობის 10 დღის შემდეგ, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს. აუცილებელია ხელების დაბანა მალამოს გამოყენების წინ და შემდეგ, პაციენტი უნდა მლოერიდოს დაზიანებული უბნების ზედმეტად გაშრობას ან შეხებას პირსახოცთან ინფექციის გამწვავების ან გადაცემის თავიდას აცილების მიზნით.

ბავშვები. მონაცემები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისია, ამიტომ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.

ჭარბი დოზა. მალამოს მთლიანი ტუბის შემთხვევით პერორალურად ან ადგილობრივად გამოყენების შემთხვევაში, ნაკლებად მოსალოდნელია არასახარბიელო მოქმედება, მინიმალური სისტემური ზემოქმედების გამო. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია სამედიცინო დახმარება.

გვერდითი რეაქციები

კანისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

არახშირად (≥1/1000; <1/100): დროებითი მწვავე ან მწველი ტკივილი მალამოს დატანის შემდეგ, კანის ზომიერი გამოშრობა და აქერცვლა, ქავილი.

ერთეული (≥1/10000; <1/1000): ერითემა, კონტაქტური დერმატიტი მალამოს დატანის შემდეგ (მგრძნობელობის კვლევების ჩატარებისას ნაჩვენებია, რომ ეს შემთხვევები უფრო ხშირად დაკავშირებულია მალამოს ფუძის კომპონენტებთან, და არა აციკლოვირთან).

იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი (<1/10000): დაუყოვნებლივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების და ჭინჭრის ციების ჩათვლით.

ვარგისობის ვადა. 5 წელი.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი;

1 გ მალამო შეიცავს 25 მგ აციკლოვირს 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, პოლოქსამერი 338, პოლიეთილენოქსიდი 400, ემულგატორი N1.

წამლის ფორმა. მალამო

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: ერთგვაროვანი მალამო თეთრი ფერის მსუბუქი სპეციფიკური სუნით.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

5 გ ან 15 გ ალუმინის ტუბებში. ტუბა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია სამკურნალო საშუალებების კოლოფში.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი. სსს „კიევმედპრეპარატი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილი.

უკრაინა, 01032, ქ. კიევი, საკსაგანსკის ქ., 139.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: D06B B03.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

აციკლოვირი - ანტივირუსული პრეპარატი, რომელსაც აქვს მაღალი აქტივობა in vitro I და II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსის წინააღმდეგ. ორგანიზმის მასპინძელი უჯრედების მიმართ ტოქსიკური მოქმედება მინიმალურია. ჰერპესის ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებში მოხვედრისას აციკლოვირი ფოსფორილირდება აქტიური ნაერთის აციკლოვირის ტროფოსფატის ფორმირებით. ამ პროცესის პირველი ეტაპი დამოკიდებულია ვირუსით კოდირებული თიმიდინკინაზების არსებობაზე. აციკლოვირის ტრიფოსფატი მოქმედებს როგორც ინჰიბიტორი და სუბსტრატი ვირუსული დნმ-პოლიმერაზებისთვის, ახდენს რა ვირუსული დნმ-ის შემდგომი სინთეზის პრევენციას ისე, რომ არ ზემოქმედებს ჩვეულ უჯრედულ პროცესებზე.

ფარმაკოკინეტიკა

აციკლოვირის სისტემური აბსორბციის დონე მალამო ჰერპევირის® განმეორებითი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მინიმალურია.

კლინიკური მახასიათებლები

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ჰერპევირი®

(HERPEVIR®)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი;

1 გ მალამო შეიცავს 25 მგ აციკლოვირს 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, პოლოქსამერი 338, პოლიეთილენოქსიდი 400, ემულგატორი N1.

წამლის ფორმა. მალამო

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: ერთგვაროვანი მალამო თეთრი ფერის მსუბუქი სპეციფიკური სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტივირუსული საშუალებები.

ათქ კოდი: D06B B03.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

აციკლოვირი - ანტივირუსული პრეპარატი, რომელსაც აქვს მაღალი აქტივობა in vitro I და II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსის წინააღმდეგ. ორგანიზმის მასპინძელი უჯრედების მიმართ ტოქსიკური მოქმედება მინიმალურია. ჰერპესის ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებში მოხვედრისას აციკლოვირი ფოსფორილირდება აქტიური ნაერთის აციკლოვირის ტროფოსფატის ფორმირებით. ამ პროცესის პირველი ეტაპი დამოკიდებულია ვირუსით კოდირებული თიმიდინკინაზების არსებობაზე. აციკლოვირის ტრიფოსფატი მოქმედებს როგორც ინჰიბიტორი და სუბსტრატი ვირუსული დნმ-პოლიმერაზებისთვის, ახდენს რა ვირუსული დნმ-ის შემდგომი სინთეზის პრევენციას ისე, რომ არ ზემოქმედებს ჩვეულ უჯრედულ პროცესებზე.

ფარმაკოკინეტიკა

აციკლოვირის სისტემური აბსორბციის დონე მალამო ჰერპევირის® განმეორებითი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მინიმალურია.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები.

ტუჩებისა და სახის ინფექციები, გამოწვეული მარტივი ჰერპეს ვირუსით (Herpes labialis).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის, ვალაციკლოვირის, პროპილენგლიკოლის ან მალამოს სხვა კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები. ურთიერთქმედება აღმოჩენილი არ არის.

გამოყენების თავისებურებები

მალამო გამოიყენება მხოლოდ ტუჩებზე და სახეზე ჰერპესის სამკურნალოდ.

რეკომენდებული არ არის მალამოს წასმა პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე, თვალებზე და მისი გამოყენება გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ.

მოერიდეთ მალამოს შემთხვევით მოხვედრას თვალებში.

განსაკუთრებით მძიმე და მორეციდივე Herpes Labialis-ის მქონე პაციენტები საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას. ჰერპესის მქონე პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე სხვა ადამიანებისთვის ვირუსის კონტაქტური გადაცემის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ღია დაზიანებების არსებობისას (მაგ. უნდა დაიბანონ ხელები მალამოს გამოყენების წინ და შემდეგ). რეკომენდებული არ არის გამოყენება იმუნოდეფიციტის მქონე პირების მიერ. ასეთი პირები საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას ნებისმიერი ინფექციის მკურნალობასთან დაკავშირებით.

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელსაც შეუძლია კანის გაღიზიანების გამოწვევა.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსული და მეძუძური ქალებისთვის პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ექიმის აზრით, სარგებელი აღემატება რისკს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მალამოს გარეგანად დატანის შემდეგ აციკლოვირის სისტემური შეღწევა ძალიან დაბალია.

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას ნაჩვენებია, რომ რაიმე შემადგენლობის პრეპარატებში აციკლოვირის გამოყენება არ იწვევს ნაყოფის განვითარების დეფექტების გაზრდას.

ზოგიერთი კლინიკური მონაცემი ადასტურებს, რომ აციკლოვირი დედის რძეში აციკლოვირი აღწევს მისი შიგნით შეყვანისას. თუმცა აციკლოვირის რაოდენობა, რომელიც შეიძლება ჩვილის ორგანიზმში მოხვდეს ძუძუთი კვების დროს მალამოს სახით სამკურნალო საშუალების გამოყენებისას, უმნიშვნელოა.

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას ნაჩვენებია, რომ ორალურად გამოყენების შემდეგ აციკლოვირი კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას მამაკაცების ფერტილობაზე არ ახდენს. ქალების ფერტილობაზე აციკლოვირის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ზემოქმედება რეაქციების სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

მონაცემები არ არის.

გამოყენების წესი და დოზები.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

12 წლის ასაკიდან ბავშვებში და მოზრდილებში მალამო ჰერპევირის® წასმა ხდება 5-ჯერ დღეში დაახლოებით 4-საათიანი ინტერვალებით, გარდა ღამისა. მნიშვნელოვანია მკურნალობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება ინფექციის დასაწყისში, უმჯობესია - პროდრომალურ პერიოდში და ერითემის სტადიაზე. შეიძლება მკურნალობის უფრო გვიან სტადიებზე დაწყებაც - პაპულები ან ბუშტუკები.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 4 დღე. თუ განკურნება არ აღინიშნება, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 10 დღემდე. თუ დაავადების სიმპტომები არ გადის მკურნალობის 10 დღის შემდეგ, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს. აუცილებელია ხელების დაბანა მალამოს გამოყენების წინ და შემდეგ, პაციენტი უნდა მლოერიდოს დაზიანებული უბნების ზედმეტად გაშრობას ან შეხებას პირსახოცთან ინფექციის გამწვავების ან გადაცემის თავიდას აცილების მიზნით.

ბავშვები. მონაცემები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისია, ამიტომ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.

ჭარბი დოზა. მალამოს მთლიანი ტუბის შემთხვევით პერორალურად ან ადგილობრივად გამოყენების შემთხვევაში, ნაკლებად მოსალოდნელია არასახარბიელო მოქმედება, მინიმალური სისტემური ზემოქმედების გამო. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია სამედიცინო დახმარება.

გვერდითი რეაქციები

კანისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

არახშირად (≥1/1000; <1/100): დროებითი მწვავე ან მწველი ტკივილი მალამოს დატანის შემდეგ, კანის ზომიერი გამოშრობა და აქერცვლა, ქავილი.

ერთეული (≥1/10000; <1/1000): ერითემა, კონტაქტური დერმატიტი მალამოს დატანის შემდეგ (მგრძნობელობის კვლევების ჩატარებისას ნაჩვენებია, რომ ეს შემთხვევები უფრო ხშირად დაკავშირებულია მალამოს ფუძის კომპონენტებთან, და არა აციკლოვირთან).

იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი (<1/10000): დაუყოვნებლივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების და ჭინჭრის ციების ჩათვლით.

ვარგისობის ვადა. 5 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

5 გ ან 15 გ ალუმინის ტუბებში. ტუბა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია სამკურნალო საშუალებების კოლოფში.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი. სსს „კიევმედპრეპარატი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილი.

უკრაინა, 01032, ქ. კიევი, საკსაგანსკის ქ., 139.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა