პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ციტოკონი

Citocon

რეცეპტით250მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის მწვავე ფაზა, სისხლის მიმოქცევის დარღვევის გართულებებისა და შედეგების მკურნალობა. ქალა-ტვინის ტრამვა და მისი ნევროლოგიური შედეგები. კოგნიტური და ქცევითი დარღვევები, გამოწვრული ქრონიკული სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცერებრალური დაზიანებებით.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციტიკოლინი (citicoline)
ფორმა და შეფუთვა
250მგ/მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5 (1X5)
მწარმოებელი
«Yuria-Pharm» LLC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
ATC კოდი
N06BX06
რეგისტრაციის ნომერი
რ-032726
რეგისტრირებულია
2 ივლისი 2021, მოქმედებს 21 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Yuria-Pharm» LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“ (საქართველო)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაციტოკონი და სხვა წამალი ერთად

ციტოკონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის მწვავე ფაზა, სისხლის მიმოქცევის დარღვევის გართულებებისა და შედეგების მკურნალობა.

ქალა-ტვინის ტრამვა და მისი ნევროლოგიური შედეგები.

კოგნიტური და ქცევითი დარღვევები, გამოწვრული ქრონიკული სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცერებრალური დაზიანებებით.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებისთვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 500 მგ-დან 2000 მგ-მდე დღეღამეში, სიმპტომების სიმძიმის შესაბამისად.

პრეპარატი განკუთვნილია ინტრამუსკულარული ან ინტრავენური გამოყენებისთვის.

პრეპერატის ვენაში შეყვანა უნდა განხორციელდეს ნელა ინექციის სახით (3-5 წუთის განმავლობაში, შესაყვანი დოზის შესაბამისად) ან წვეთოვანი გადასხმის სახით (სიჩქარე: 40-60 წვეთი წუთში).

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 2000 მგ.

მკურნალობის ვადა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და მას განსაზღვრავს ექიმი.

ხანდაზმული ასაკის პანციენტები არ საჭიროებენ დოზის კორქციას.

საინექციო ხსნარი განკუთვილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. პრეპერატი გამოყენებული უნდა იქნას ამპულის გახსნისთანავე. პრეპარატის ნარჩენები უნდა განადგურდეს.

პრეპარატის შერევა შესაძლებელია ინტრავენური გამოყენების ყველა იზოტონურ ხსნართან, ასევე, გლუკოზის ჰიპერტონიულ ხსნართან.

საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება პერორალური გამოყენების ხსნარის ფორმით არსებული პრეპარატით.

ბავშვები.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება მწირია.

უკუჩვენებები

“გამოყენების მეთოდები და დოზები”.

შეფუთვა.

4 მლ ამპულაში. 5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში: 1 კონტურული უჯრედული შეფუთვა კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სიფრთხილის ზომები

ინტრავენური გამოყენების შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა ხდება ნელა (3-5 წუთის განმავლობაში, შესაყვანი დოზის შესაბამისად).

ინტრავენური წვეთოვანი შეყვანის შემთხვევაში გადასხმის სიჩქარე უნდა შეადგენდეს 40-60 წვეთს წუთში.

მდგრადი ქალასშიდა სისხლჩაქცევის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს 1000 მგ სადღეღამისო დოზის და ინტრავენური გადასხმის სიჩქარის (30 წვეთი წუთში) გადაჭარბება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციტოკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს. პრეპარატის დანიშნვნა მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთა ერთად არ შეიძლება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მოიპოვება საკმარისი ცნობები ციტოკოლინის ფეხმძიმე ქალებში გამოყენების თაობაზე. ცნობები ციტოკოლინის დედის რძეში ერექციის და მისი ნაყოფზე გავლენის შესახებ უცნობია. ამიტომ ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს პრეპარატს ნიშნავენ მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ცალკეულ შემთხვევებში ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტრანსპორტის მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად (˂ 1/10000), ერთეული შემთხვევების ჩათვლით.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ძლიერი ტკივილი, ვერტიგო, ჰალუცინაციები.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის: გამონაყარი, ჰიპერემია, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, პურპურა, ქავილი, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

ზოგადი რეაქციები: ციება, ცვლილებები შეყვანის ადგილზე.

შენახვის პირობები

2 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება არაუმტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთვსებლობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალებები.

АТС კოდი: N06ВХ06.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ციტოკოლინი ასტიმულირებს სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს ნეირონების მემბრანაში, რაც ხელს უწყობს მემბრანის ფუნქციის გაუმჯობესებას, მათ შორის, იონგაცვლითი ტუმბოების და ნეირორეცეპტორების ფუნქციონირებას. მემბრანაზე მასტაბილიზირებელი მოქმედების გამო ციტიკოლინს ახასიათებს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, შედეგად მცირდება ტვინის შეშუპება. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ციტოკოლინი თრგუნავს ზოგიერთი ფოსფოლიპაზას მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ნარჩენ წარმოქმნას, იცავს მემბრანულ სისტემებს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს დამცავი ანტიოქსიდანტური სისტემის შენარჩუნებას.

აპოპტოზის მექანიზმზე ზემოქმედებით ციტოკოლინი ხელს უშლის რა უჯრედების კვდომას, ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას და აუმჯობესებს ქოლინერგიულ გადაცემას. ამავდროულად, ციტოკოლინი პროფილაქტიკურ ნეიროპროტქტორულ მოქმედებას ავლენს ტვინის კეროვანი ინსულტის დროს.

ტვინის ქსოვილების იშემიური დაზიანების შემცირების შედეგად ციტოკოლინი ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების მქონე პაციენტების სწრაფ ფუნქციურ რეაბილიტაციას, რაც რენდგენოლოგიური კვლევებით დასტურდება.

ქალა-ტვინის ტრამვებისას ციტოკოლინი ამცირებს აღდგენის პერიოდის ხანგრძლივობას და პოსტტრამვული სინდრომის ინტენსივობას.

ციტოკოლინი ხელს უწყობს ტვინის მუშაობის დონის ამაღლებას, ამცირებს ამნეზიის დონეს, აუმჯობესებს მდგომარეობას კოგნიტური, სენსორული და მოტორული დარღვევებისას, რომლებიც ვლინდება თავის ტვინის იშემიის დროს.

ფარმაკოკინეტიკა.

ციტოკოლინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღებისას, კუნთში და ვენაში შეყვანისას. პრეპარატის შეყვანის შემდეგ შეინიშნება ქოლინის დონის მნიშვნელოვანი მატება სისხლის პლაზმაში. პერორალური მიღებისას პრეპარატი პრაქტიკულად სრულად შეიწოვება. კვლევებმა აჩვენა, რომ ბიოშეღწევადობა პერორალური და პერანტერალური გზებით შეყვანისას პრაქტიკულად ერთნაირია.

პრეპარატი მეტაბოლიზდება ნაწლავებსა და ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. შეყვანის შემდეგ ციტოკოლინის ათვისება ხდება ტვინის ქსოვილების მიერ, ქოლინები მოქმედებს ფოსფოლიპიდებზე, ციტიდინი - ციტიდინის ნუკლეოიდებზე და ნუკლეინის მჟავებზე. ციტოკოლინი სწრაფად მიემართება ტვინის ქსოვილსკენ და აქტიურად აღწევს უჯრედების მებრანებში, ციტოპლაზმასა და მიტოქონდრიებში და ააქტიურებს ფოსფოლიპიდების მოქმედებას.

შეყვანილი დოზის მხოლოდ მცირე რაოდენობა (3%-ზე ნაკლები) გამოიდევნება შარდსა და განავალთან ერთად. დაახლოებით 12% გამოიდევნება სასუნთქი გზების გავლით. პრეპერატის გამოდევნას შარდთან ერთად და სასუნთქი გზების გავლით ახასიათებს ორი ფაზა: პირველი ფაზა - სწრაფი გამოდევნა (შარდთან ერთად - პირველი 36 საათის განმავლობაში, სასუნთქი გზების გავლით - პირველი 15 საათის განმავლობაში), მეორე ფაზა - ნელი გამოდევნა. პრეპარატის დოზის ძირითადი ნაწილი მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილეობს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ციტოკონი

(CITOCON)

შედგენილობა:

მოქმედი ნივთიერება: citicoline;

1 მლ შეიცავს ნატრიუმის ციტოკოლინს ციტოკოლიკზე გაანგარიშებით - 250 მგ;

1 ამპულა (4 მლ) შეიცავს 1000 მგ ციტოკოლინს;

დამხმარე ნივთიერებები: საინექცო წყალი, განზავებული ქლორწყალბადმჟავა,

ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

წამლის ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალებები.

АТС კოდი: N06ВХ06.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ციტოკოლინი ასტიმულირებს სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს ნეირონების მემბრანაში, რაც ხელს უწყობს მემბრანის ფუნქციის გაუმჯობესებას, მათ შორის, იონგაცვლითი ტუმბოების და ნეირორეცეპტორების ფუნქციონირებას. მემბრანაზე მასტაბილიზირებელი მოქმედების გამო ციტიკოლინს ახასიათებს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, შედეგად მცირდება ტვინის შეშუპება. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ციტოკოლინი თრგუნავს ზოგიერთი ფოსფოლიპაზას მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ნარჩენ წარმოქმნას, იცავს მემბრანულ სისტემებს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს დამცავი ანტიოქსიდანტური სისტემის შენარჩუნებას.

აპოპტოზის მექანიზმზე ზემოქმედებით ციტოკოლინი ხელს უშლის რა უჯრედების კვდომას, ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას და აუმჯობესებს ქოლინერგიულ გადაცემას. ამავდროულად, ციტოკოლინი პროფილაქტიკურ ნეიროპროტქტორულ მოქმედებას ავლენს ტვინის კეროვანი ინსულტის დროს.

ტვინის ქსოვილების იშემიური დაზიანების შემცირების შედეგად ციტოკოლინი ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების მქონე პაციენტების სწრაფ ფუნქციურ რეაბილიტაციას, რაც რენდგენოლოგიური კვლევებით დასტურდება.

ქალა-ტვინის ტრამვებისას ციტოკოლინი ამცირებს აღდგენის პერიოდის ხანგრძლივობას და პოსტტრამვული სინდრომის ინტენსივობას.

ციტოკოლინი ხელს უწყობს ტვინის მუშაობის დონის ამაღლებას, ამცირებს ამნეზიის დონეს, აუმჯობესებს მდგომარეობას კოგნიტური, სენსორული და მოტორული დარღვევებისას, რომლებიც ვლინდება თავის ტვინის იშემიის დროს.

ფარმაკოკინეტიკა.

ციტოკოლინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღებისას, კუნთში და ვენაში შეყვანისას. პრეპარატის შეყვანის შემდეგ შეინიშნება ქოლინის დონის მნიშვნელოვანი მატება სისხლის პლაზმაში. პერორალური მიღებისას პრეპარატი პრაქტიკულად სრულად შეიწოვება. კვლევებმა აჩვენა, რომ ბიოშეღწევადობა პერორალური და პერანტერალური გზებით შეყვანისას პრაქტიკულად ერთნაირია.

პრეპარატი მეტაბოლიზდება ნაწლავებსა და ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. შეყვანის შემდეგ ციტოკოლინის ათვისება ხდება ტვინის ქსოვილების მიერ, ქოლინები მოქმედებს ფოსფოლიპიდებზე, ციტიდინი - ციტიდინის ნუკლეოიდებზე და ნუკლეინის მჟავებზე. ციტოკოლინი სწრაფად მიემართება ტვინის ქსოვილსკენ და აქტიურად აღწევს უჯრედების მებრანებში, ციტოპლაზმასა და მიტოქონდრიებში და ააქტიურებს ფოსფოლიპიდების მოქმედებას.

შეყვანილი დოზის მხოლოდ მცირე რაოდენობა (3%-ზე ნაკლები) გამოიდევნება შარდსა და განავალთან ერთად. დაახლოებით 12% გამოიდევნება სასუნთქი გზების გავლით. პრეპერატის გამოდევნას შარდთან ერთად და სასუნთქი გზების გავლით ახასიათებს ორი ფაზა: პირველი ფაზა - სწრაფი გამოდევნა (შარდთან ერთად - პირველი 36 საათის განმავლობაში, სასუნთქი გზების გავლით - პირველი 15 საათის განმავლობაში), მეორე ფაზა - ნელი გამოდევნა. პრეპარატის დოზის ძირითადი ნაწილი მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილეობს.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის მწვავე ფაზა, სისხლის მიმოქცევის დარღვევის გართულებებისა და შედეგების მკურნალობა.

ქალა-ტვინის ტრამვა და მისი ნევროლოგიური შედეგები.

კოგნიტური და ქცევითი დარღვევები, გამოწვრული ქრონიკული სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცერებრალური დაზიანებებით.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა ციტოკოლინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

პარასიმპათური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახები.

ციტოკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს. პრეპარატის დანიშნვნა მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთა ერთად არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები.

ინტრავენური გამოყენების შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა ხდება ნელა (3-5 წუთის განმავლობაში, შესაყვანი დოზის შესაბამისად).

ინტრავენური წვეთოვანი შეყვანის შემთხვევაში გადასხმის სიჩქარე უნდა შეადგენდეს 40-60 წვეთს წუთში.

მდგრადი ქალასშიდა სისხლჩაქცევის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს 1000 მგ სადღეღამისო დოზის და ინტრავენური გადასხმის სიჩქარის (30 წვეთი წუთში) გადაჭარბება.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

არ მოიპოვება საკმარისი ცნობები ციტოკოლინის ფეხმძიმე ქალებში გამოყენების თაობაზე. ცნობები ციტოკოლინის დედის რძეში ერექციის და მისი ნაყოფზე გავლენის შესახებ უცნობია. ამიტომ ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს პრეპარატს ნიშნავენ მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

ცალკეულ შემთხვევებში ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტრანსპორტის მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზები.

მოზრდილებისთვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 500 მგ-დან 2000 მგ-მდე დღეღამეში, სიმპტომების სიმძიმის შესაბამისად.

პრეპარატი განკუთვნილია ინტრამუსკულარული ან ინტრავენური გამოყენებისთვის.

პრეპერატის ვენაში შეყვანა უნდა განხორციელდეს ნელა ინექციის სახით (3-5 წუთის განმავლობაში, შესაყვანი დოზის შესაბამისად) ან წვეთოვანი გადასხმის სახით (სიჩქარე: 40-60 წვეთი წუთში).

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 2000 მგ.

მკურნალობის ვადა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და მას განსაზღვრავს ექიმი.

ხანდაზმული ასაკის პანციენტები არ საჭიროებენ დოზის კორქციას.

საინექციო ხსნარი განკუთვილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. პრეპერატი გამოყენებული უნდა იქნას ამპულის გახსნისთანავე. პრეპარატის ნარჩენები უნდა განადგურდეს.

პრეპარატის შერევა შესაძლებელია ინტრავენური გამოყენების ყველა იზოტონურ ხსნართან, ასევე, გლუკოზის ჰიპერტონიულ ხსნართან.

საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება პერორალური გამოყენების ხსნარის ფორმით არსებული პრეპარატით.

ბავშვები.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება მწირია.

დოზის გადაჭარბება.

დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

გვერდითი რეაქციები.

გვერდითი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად (˂ 1/10000), ერთეული შემთხვევების ჩათვლით.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ძლიერი ტკივილი, ვერტიგო, ჰალუცინაციები.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის: გამონაყარი, ჰიპერემია, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, პურპურა, ქავილი, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

ზოგადი რეაქციები: ციება, ცვლილებები შეყვანის ადგილზე.

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება არაუმტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთვსებლობა.

არ გამოიყენოთ გამხსნელები, რომლებიც არ არის მითითებული პარაგრაფში

“გამოყენების მეთოდები და დოზები”.

შეფუთვა.

4 მლ ამპულაში. 5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში: 1 კონტურული უჯრედული შეფუთვა კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი.

შპს “იურია-ფარმი”

მწარმოებლის ადგილმდბარეობა.

უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქ. ჩერკასი, ქუჩა კობზარსკაია, 108.

ტელ.: +38 (044) 281-01-01.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა