პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

პრაქსისი

PRAXIS

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ინსულტი, ტვინის სისხლმიმოქცევის დაღღვევების მწვავე ფაზა, აგრეთვე ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევების გართულებები და შედეგები; ქალა-ტვინის ტრავმა და მისი ნევროლოგიური შედეგები; კოგნიტიური დარღვევები და ქცევითი დარღვევები ქრონიკული სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცერებრული დარღვევების გამო.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციტიკოლინი (citicoline)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
მწარმოებელი
„ASTRAPHARM“ LLC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
ATC კოდი
N06BX06
რეგისტრაციის ნომერი
რ-036971
რეგისტრირებულია
8 დეკემბერი 2022, მოქმედებს 8 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„ASTRAPHARM“ LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპრაქსისი და სხვა წამალი ერთად

პრაქსისი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინსულტი, ტვინის სისხლმიმოქცევის დაღღვევების მწვავე ფაზა, აგრეთვე ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევების გართულებები და შედეგები;

ქალა-ტვინის ტრავმა და მისი ნევროლოგიური შედეგები;

კოგნიტიური დარღვევები და ქცევითი დარღვევები ქრონიკული სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცერებრული დარღვევების გამო.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზა შეადგენს 500 მგ-დან 2000 მგ-მდე დღე-ღამეში (1-4 ტაბლეტი).

პრეპარატის დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და უნდა იქნას განსაზღვრული ექიმის მიერ. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ბავშვები.

პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში მწირია.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ციტიკოლინის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ. პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი.

სიფრთხილის ზომები

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმს. პაციენტები, რომლებიც იცავენ ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტას, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე მისი გამოყენებისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს. არ უნდა დაინიშნოს მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში პრეპარატ პრაქსისის გამოყენების შესახებ. მონაცემები ციტიკოლინის ექსკრეციის ძუძუს რძეში და მისი ნაყოფზე ზეგავლენის შესახებ არ არსებობს. ამიტომ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

გავლენა რეაქციის სიჩქარეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ინდივიდუალურ შემთხვევებში ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ შეიძლება მოახდინოს გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები ვითარდება ძალიან იშვიათად (<1/10000), ერთეული შემთხვევების ჩათვლით.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძლიერი თავის ტკივილი, ვერტიგო, ჰალუცინაციები.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის: გამონაყარი, ჰიპერემია, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, პურპურა, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

ზოგადი მოვლენები: შეციება.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: citicoline;

1 ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის ციტიკოლინს, რაც ეკვივალენტურია ციტიკოლინის (100% ნივთიერებაზე გადათვლით) 500 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აბუსალათინის ზეთი ჰიდროგენიზებული, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, საფარი „Selecoat™“ (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი) 6000, ტიტანის დიოქსიდი (Е 171)).

წამლის ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ოვალური ფორმის ტაბლეტები ორმხრივგამოზნექილი ზედაპირით, რომელიც დაფარულია თეთრი ფერის აპკიანი გასრით.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25 ºС ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

7 ტაბლეტი ბლისტერში. 4 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ფსიქოანალეფსიური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის (ADHD) სინდრომის დროს და ნოოტროპული საშუალებები. სხვა ფსიქომასტიმულირებელი საშუალებები და ნოოტროპული საშუალებები. ციტიკოლინი. ათქ კოდი: N06BX06.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ციტიკოლინი ასტიმულირებს სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს ნეირონების (ნეირონულ) მემბრანაში, რაც ხელს უწყობს მემბრანის ფუნქციის გაუმჯობესებას, მათ შორის იონების გამცვლელი ტუმბოების და ნეირორეცეპტორების ფუნქციონირებას. მემბრანის მიმართ მასტაბილიზებელი მოქმედების წყალობით (მეშვეობით) ციტიკოლინი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს ტვინის შეშუპებას. ციტიკოლინი იწვევს ზოგიერთი ფოსფოლიპაზების მოქმედების დათრგუნვას, აფერხებს თავისუფალი რადიკალების ნარჩენ გამონთავისუფლებას, თავიდან აცილებს მემბრანული სისტემების დაზიანებას და უზრუნველყოფს დამცავი ანტიოქსიდანტური სისტემის შენარჩუნებას.

უჯრედების სიკვდილის თავიდან აცილების და აპოპტოზის მექანიზმზე ზემოქმედების გზით, ციტიკოლინი ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას და აუმჯობესებს ქოლინერგიულ გადაცემას. ციტიკოლინი ასევე ახდენს პროფილაქტიკურ ნეიროპროტექტორულ მოქმედებას ტვინის კეროვანი ინსულტების დროს.

ციტიკოლინი უწყოფს ხელს პაციენტების სწრაფ ფუნქციურ რეაბილიტაციას ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევების დროს, რაც განპირობებულია ტვინის ქსოვილის იშემიური დაზიანების შემცირებით და დამტკიცებულია რენტგენოლოგიური კვლევების შედეგებით.

ქალა-ტვინის ტრავმების დროს ციტიკოლინი ამცირებს აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობას და ამცირებს პოსტ-ტრავმული სინდრომის ინტენსივობას.

ციტიკოლინი უწყოფს ხელს გონებრივი მუშაობის დონის მომატებას, ამცირებს ამნეზიის გამოვლინების დონე, აუმჯობესებს მდგომარეობას კოგნიტიური, სენსიტიური და მოტორული დარღვევების დროს, რომლებიც ვლინდება ტვინის იშემიის დროს.

ფარმაკოკინეტიკა.

ციტიკოლინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღებისას. პრეპარატის მიღების შემდეგ ვლინდება ქოლინების დონის მნიშვნელოვანი მომატება სისხლის პლაზმაში. პერორალური მიღებისას პრეპარატი შეიწოვება პრაქტიკულად მთლიანად. ბიოშეღწევადობა პერორალური და პარენტერალური შეყვანის გზების დროს პრაქტიკულად ერთნაირია.

პრეპარატი მეტაბოლიზდება ნაწლავებში და ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. შეყვანის შემდეგ ციტიკოლინის ათვისება ხდება ტვინის ქსოვილებში, ამ დროს ქოლინები მოქმედებენ ფოსფოლიპიდებზე, ხოლო ციტიდინი- ციტიდილის ნუკლეოტიდებზე და ნუკლეინის მჟავებზე. ციტიკოლინი სწრაფად აღწევს ტვინის უჯრედებში და აქტიურად ჩაეშენება უჯრედულ მემრანებში, ციტოპლაზმაში და მიტოქონდრიებში, რაც ააქტიურებს ფოსფოლიპიდების მოქმედებას.

შეყვანილი დოზის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა შარდით და განავლით (3% ნაკლები). შეყვანილი დოზის დაახლოებით 12% გამოიყოფა სასუნთქი გზების მეშვეობით. პრეპარატის გამოყოფას შარდით და სასუნთქი გზების მეშვეობით აქვს ორი ფაზა: პირველი ფაზა- სწრაფი გამოყოფა (შარდით- პირველი 36 საათის განმავლობაში, სასუნთქი გზებით- პირველი 15 საათის განმავლობაში), მეორე ფაზა- ნელი გამოყოფა. პრეპარატის დოზის ძირითადი ნაწილი ირთვება მეტაბოლიზმის პროცესში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

პრაქსისი ®

(PRAXIS)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: citicoline;

1 ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის ციტიკოლინს, რაც ეკვივალენტურია ციტიკოლინის (100% ნივთიერებაზე გადათვლით) 500 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აბუსალათინის ზეთი ჰიდროგენიზებული, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, საფარი „Selecoat™“ (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი) 6000, ტიტანის დიოქსიდი (Е 171)).

წამლის ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ოვალური ფორმის ტაბლეტები ორმხრივგამოზნექილი ზედაპირით, რომელიც დაფარულია თეთრი ფერის აპკიანი გასრით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ფსიქოანალეფსიური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის (ADHD) სინდრომის დროს და ნოოტროპული საშუალებები. სხვა ფსიქომასტიმულირებელი საშუალებები და ნოოტროპული საშუალებები. ციტიკოლინი. ათქ კოდი: N06BX06.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ციტიკოლინი ასტიმულირებს სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს ნეირონების (ნეირონულ) მემბრანაში, რაც ხელს უწყობს მემბრანის ფუნქციის გაუმჯობესებას, მათ შორის იონების გამცვლელი ტუმბოების და ნეირორეცეპტორების ფუნქციონირებას. მემბრანის მიმართ მასტაბილიზებელი მოქმედების წყალობით (მეშვეობით) ციტიკოლინი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს ტვინის შეშუპებას. ციტიკოლინი იწვევს ზოგიერთი ფოსფოლიპაზების მოქმედების დათრგუნვას, აფერხებს თავისუფალი რადიკალების ნარჩენ გამონთავისუფლებას, თავიდან აცილებს მემბრანული სისტემების დაზიანებას და უზრუნველყოფს დამცავი ანტიოქსიდანტური სისტემის შენარჩუნებას.

უჯრედების სიკვდილის თავიდან აცილების და აპოპტოზის მექანიზმზე ზემოქმედების გზით, ციტიკოლინი ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას და აუმჯობესებს ქოლინერგიულ გადაცემას. ციტიკოლინი ასევე ახდენს პროფილაქტიკურ ნეიროპროტექტორულ მოქმედებას ტვინის კეროვანი ინსულტების დროს.

ციტიკოლინი უწყოფს ხელს პაციენტების სწრაფ ფუნქციურ რეაბილიტაციას ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევების დროს, რაც განპირობებულია ტვინის ქსოვილის იშემიური დაზიანების შემცირებით და დამტკიცებულია რენტგენოლოგიური კვლევების შედეგებით.

ქალა-ტვინის ტრავმების დროს ციტიკოლინი ამცირებს აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობას და ამცირებს პოსტ-ტრავმული სინდრომის ინტენსივობას.

ციტიკოლინი უწყოფს ხელს გონებრივი მუშაობის დონის მომატებას, ამცირებს ამნეზიის გამოვლინების დონე, აუმჯობესებს მდგომარეობას კოგნიტიური, სენსიტიური და მოტორული დარღვევების დროს, რომლებიც ვლინდება ტვინის იშემიის დროს.

ფარმაკოკინეტიკა.

ციტიკოლინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღებისას. პრეპარატის მიღების შემდეგ ვლინდება ქოლინების დონის მნიშვნელოვანი მომატება სისხლის პლაზმაში. პერორალური მიღებისას პრეპარატი შეიწოვება პრაქტიკულად მთლიანად. ბიოშეღწევადობა პერორალური და პარენტერალური შეყვანის გზების დროს პრაქტიკულად ერთნაირია.

პრეპარატი მეტაბოლიზდება ნაწლავებში და ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. შეყვანის შემდეგ ციტიკოლინის ათვისება ხდება ტვინის ქსოვილებში, ამ დროს ქოლინები მოქმედებენ ფოსფოლიპიდებზე, ხოლო ციტიდინი- ციტიდილის ნუკლეოტიდებზე და ნუკლეინის მჟავებზე. ციტიკოლინი სწრაფად აღწევს ტვინის უჯრედებში და აქტიურად ჩაეშენება უჯრედულ მემრანებში, ციტოპლაზმაში და მიტოქონდრიებში, რაც ააქტიურებს ფოსფოლიპიდების მოქმედებას.

შეყვანილი დოზის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა შარდით და განავლით (3% ნაკლები). შეყვანილი დოზის დაახლოებით 12% გამოიყოფა სასუნთქი გზების მეშვეობით. პრეპარატის გამოყოფას შარდით და სასუნთქი გზების მეშვეობით აქვს ორი ფაზა: პირველი ფაზა- სწრაფი გამოყოფა (შარდით- პირველი 36 საათის განმავლობაში, სასუნთქი გზებით- პირველი 15 საათის განმავლობაში), მეორე ფაზა- ნელი გამოყოფა. პრეპარატის დოზის ძირითადი ნაწილი ირთვება მეტაბოლიზმის პროცესში.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ინსულტი, ტვინის სისხლმიმოქცევის დაღღვევების მწვავე ფაზა, აგრეთვე ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევების გართულებები და შედეგები;

ქალა-ტვინის ტრავმა და მისი ნევროლოგიური შედეგები;

კოგნიტიური დარღვევები და ქცევითი დარღვევები ქრონიკული სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცერებრული დარღვევების გამო.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა ციტიკოლინის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ. პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები.

ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს. არ უნდა დაინიშნოს მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

გამოყენების თავისებურებები.

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმს. პაციენტები, რომლებიც იცავენ ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტას, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე მისი გამოყენებისას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

არ არის საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში პრეპარატ პრაქსისის გამოყენების შესახებ. მონაცემები ციტიკოლინის ექსკრეციის ძუძუს რძეში და მისი ნაყოფზე ზეგავლენის შესახებ არ არსებობს. ამიტომ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

გავლენა რეაქციის სიჩქარეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ინდივიდუალურ შემთხვევებში ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ შეიძლება მოახდინოს გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მიღების წესი და დოზირება.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 500 მგ-დან 2000 მგ-მდე დღე-ღამეში (1-4 ტაბლეტი).

პრეპარატის დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და უნდა იქნას განსაზღვრული ექიმის მიერ. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ბავშვები.

პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში მწირია.

ჭარბი დოზირება.

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი

გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები ვითარდება ძალიან იშვიათად (<1/10000), ერთეული შემთხვევების ჩათვლით.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძლიერი თავის ტკივილი, ვერტიგო, ჰალუცინაციები.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის: გამონაყარი, ჰიპერემია, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, პურპურა, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

ზოგადი მოვლენები: შეციება.

შენახვის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25 ºС ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

7 ტაბლეტი ბლისტერში. 4 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი.

შპს „ასტრაფარმი“, უკრაინა.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი მოქმედების განხორციელების მისამართი.

08132, კიევის ოლქი, კიევო-სვიატოშინსკი რაიონი, ქალაქი ვიშნევოე, კიევის ქ. 6.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა