პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ციტაპრა

CITAPRA

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ციტაპრა წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, რომელიც მიეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფს. ამ ჯგუფის მედიკამენტები მოქმედებენ თავის ტვინში არსებულ სეროტონინის გამომყოფ სისტემაზე და ზრდიან სეროტონინის დონეს სისხლში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ესციტალოპრამი (escitalopram)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
მწარმოებელი
Laboratorios Cinfa S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB10
რეგისტრაციის ნომერი
რ-040011
რეგისტრირებულია
18 იანვარი 2024, მოქმედებს 18 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაციტაპრა და სხვა წამალი ერთად

ციტაპრა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ციტაპრა წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, რომელიც მიეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფს. ამ ჯგუფის მედიკამენტები მოქმედებენ თავის ტვინში არსებულ სეროტონინის გამომყოფ სისტემაზე და ზრდიან სეროტონინის დონეს სისხლში. სეროტონინის გამომყოფ სისტემაში არსებული დარღვევები წარმოადგენს დეპრესიის და მსგავსი მდგომარეობების განვითარების მთავარ ფაქტორს.

ციტაპრა გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

დეპრესიული აშლილობა (მძიმე ხარისხის დეპრესიული ეპიზოდების ჩათვლით)

პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (აგორაფობიის სიმპტომებია სახლიდან გასვლის შიში, მაღაზიაში შესვლის შიში, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შიში და სხვა)

სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია)

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე კვირა. განაგრძეთ მკურნალობა მანამ, სანამ არ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

რისი ცოდნაა საჭირო ციტაპრას მიღებამდე

ნუ მიიღებთ ციტაპრას შემდეგი მდგომარეობების დროს:

ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ

მონოამონიოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (მაო-ს ინჰიბიტორები) ერთად, სელეგილინის (გამოიყენება პარკინსონიზმის სამკურნალოდ), მოკლობემიდის (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლინეზოლიდის (ანტიბიოტიკი) ჩათვლით

გაქვთ თანდაყოლილი ან წარსულში გქონიათ გულის რიტმის დარღვევა (ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე)

ანტიარითმულ ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც გავლენა აქვს გულის რიტმზე

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიმართეთ ექიმს, თუ:

გაქვთ ეპილეფსია (კრუნჩხვის გამოვლენის ან სიხშირის ზრდის შემთხვევაში, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს)

გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა (შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის კორექცია)

გაქვთ დიაბეტი (პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სისხლში გლუკოზის შემცველობაზე და საჭირო გახდეს ინსულინის ან/და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია)

გაქვთ ნატრიუმის შემცირებული რაოდენობა სისხლში

გაქვთ კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში

გაქვთ მიდრეკილება სისხლდენისკენ და სისხლჩაქცევებისკენ

გიტარდებათ ელექტროშოკური თერაპია

გაქვთ გულის უკმარისობა

აღგენიშნებათ გულის მხრივ პრობლემები, უახლოეს წარსულში გქონდათ სტენოკარდიული შეტევა

აღგენიშნებათ “QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი“ (შესაძლოა აღნიშნული სინდრომი ჰქონდეს თქვენს ოჯახის წევრებს, რაც ასევე გასათვალისწინებელია მემკვიდერეობითი დატვირთვის არსებობის გამო)

გაქვთ შენელებული გულისცემა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორგანიზმიდან მარილების დაკარგვასთან გახანგრძლივებული დიარეის ან ღებინების გამო, ან გამოწვეული იყოს დიურეტიკების მიღებით;

გაქვთ არათანაბარი გულისცემა, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა ფეხზე წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია)

გაქვთ ან წარსულში გქონდათ გლაუკომა

საყურადღებოა, რომ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მქონე პაციენტებში შესაძლებელია მანიაკალური ფაზის გააქტიურება, რაც ვლინდება უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეების წარმოშობით, არაადეკვატური სიხარულის შეგრძნებით ან გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია ასევე გამოვლინდეს მოუსვენრობა, მათ შორის, ჯდომის და დგომის დროს.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფითვითი აშლილობის გაღრმავება

თუ გაქვთ დეპრესია ან/და შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა ზოგჯერ გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. აღნიშნული მოვლენები შესაძლოა გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების საწყის ეტაპზე მიღებისას.

ანტიდეპრესანტების მოქმედების გამოვლენას სჭირდება გარკვეული დრო, ჩვეულებრივ – ორი კვირა ან მეტი. კლინიკური კვლევების ჩატარების დროს სიუციდალური მიდრეკილებები მეტად აღინიშნებოდა ფსიქიატრიული ანამნეზის მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ გაქვთ მსგავსი ფიქრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. შესაძლოა თქვენთვის სასარგებლო იყოს ასევე მეგობრისთვის ან ნათესავისთვის მიმართვა და მათი მხრიდან რჩევა ან დახმარება. გადაეცით მათ პრეპარატის ინსტრუქცია წასაკითხად და სთხოვეთ თქვენი მდგომარეობის შეფასება და დახმარების გაწევა.

ბავშვები და მოზარდები

ციტაპრა არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

პრეპარატის გამოყენებისას 18 წლამდე ასაკში მომატებულია ისეთი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სუიციდური ფიქრები, აგრესიული განწყობა და სხვა. შესაძლოა, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ექიმმა მაინც საჭიროდ ჩათვალოს პრეპარატის დანიშვნა აღნიშნულ ასაკში. ამ შემთხვევაში დაუსვით ექიმს ნებისმიერი შეკითხვა პრეპარატის და მის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესახებ.

გარდა ამისა, ამჟამად არ არის ესციტალოპრამის ზრდაზე, მომწიფებაზე და კოგნიტიურ და ქცევით განვითარებაზე მოქმედების უსაფრთხოების მონაცემები ამ ჯგუფის პაციენტებში მისი ხანგრძლივი გამოყენებისას.

მიღების წესი და დოზირება

ციტაპრა მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკურნალობის კურსის შესაბამისად.

ზრდასრულები

დეპრესიის მკურნალობა

ციტაპრას რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10 მგ ერთხელ დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა მაქსიმუმ 20 მგ/დღეში.

აგორაფობიით ან მის გარეშე მიმდინარე პანიკური აშლილობის მკურნალობა

პირველი კვირის განმავლობაში მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ/დღეში, ხოლო მეორე კვირიდან ხდება დოზის გაზრდა – 10 მგ/დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემდგომი ზრდა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე – 20 მგ/დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობის (სოციალური ფობია) მკურნალობა

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. აღნიშნულ დოზაზე პაციენტის საპასუხო რეაქციიდან გამომდინარე ექიმმა შესაძლოა ან შეამციროს დოზა – 5 მგ-მდე/დღეში, ან გაზარდოს იგი – 20 მგ-მდე/დღეში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა

ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. შესაძლოა მკურნალმა ექიმმა გაზარდოს დოზა – 20 მგ-მდე/დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობა

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა რისკ-სარგებლიანობის გადაფასება რეგულარულად.

პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებული პოპულაციის პაციენტებში

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები)

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს – 5 მგ დღეში ერთხელ. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 10 მგ-მდე/დღეში. ესციტალოპრამის ეფექტურობა სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ხანდაზმულ პაციენტებში შესწავლილი არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

რეკომენდებული საწყისი დოზა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებიდან პირველი 14 დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს დღეში. შემდეგში, მკურანლობაზე პასუხიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 10 მგ-მდე დღეში. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ესციტალოპრამი არ გამოიყენება.

ციტაპრას (10 და 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები) მიღების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა:

მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ექიმის დანიშნულების მიხედვით. პრეპარატი მიიღეთ მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (წყლით სავსე 1 ჭიქა). პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ ნაწილად.

დაავადების სიმპტომების შემცირება ხდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პრეპარატის მიღება განაგრძეთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

არ შეცვალოთ პრეპარატის დოზირება თვითნებურად, ექიმის ინფორმირების გარეშე. პრეპარატით მკურნალობის ნაადრევმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების თავიდან წარმოშობა. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თავს უკეთ იგრძნობთ.

საჭირო დოზაზე მეტი ციტაპრას მიღების შემთხვევაში

საჭირო დოზაზე მეტი ციტაპრას მიღების შემთხვევაში, ან როდესაც თქვენი პრეპარატი შეცდომით იქნა მიღებული სხვის მიერ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია თავბრუსხვევა, კანკალი, მოუსვენრობა, ძილიანობა, გონების დაკარგვა, გულის რითმის შეცვლა, კრუნჩხვები, სუნთქვის უკმარისობა, კუნთების სისუსტე ან მტკივნეულობა, სხეულის ტემპერატურის მომატება (რაბდომიოლიზის ნიშნები), წყალ-ელექტროლიტური ბალანსის ცვლილება ორგანიზმში, ღებინება, ზოგადი სისუსტე.

ციტაპრას დოზის გამოტოვების შემთხვევაში

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მალევე არ გიწევთ შემდეგი დოზის მიღება.

შემდგომი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

ნუ მიიღებთ პრეპარატის გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული დოზის შესავსებად.

ციტაპრას მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

თუ გსურთ პრეპარატის მიღების შეწყვეტა, აუცილებელია ექიმის წინასწარი ინფორმირება. თვითნებურად პრეპარატის მიღების შეწყვეტა დაუშვებელია. ექიმმა შესაძლებელია მიგითითოდ პრეპარატის დოზის თანდათანობით შემცირებაზე (რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის განმავლობაში). ამგვარად შესაძლებელი იქნება პრეპარატის უეცარი შეწყვეტით გამოწვეული ეფექტებისგან თავის არიდება. აღნიშნული ეფექტების გამოვლენის რისკი მით უფრო მაღალია, რაც მეტად ხანგრძლივი იყო მკურნალობა, მაღალი იყო გამოყენებული სამკურნალო დოზა და პრეპარატის მიღების შეწყევტა მოხდა უეცრად. უმეტეს შემთხვევაში ეს ეფექტები მსუბუქი ხასიათისაა და თავისთავად ქრება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, თუმცა ზოგ შემთხვევაში სიმპტომები საკმაოდ ინტენსიურადაა გამოხატული და გრძელდება 2-3 თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის შეწყევტის შემდგომი ეფექტები ძლიერად არის გამოხატული, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ტაბლეტების მიღების თავიდან დაწყება და შემდეგ მკურნალობის თანთადანობითი შეწყვეტა.

პრეპარატის უეცარი შეწყვეტის სიმპტომები მოიცავს თავბრუსხვევას, კანზე ჩხვლეტის და წვის შეგრძნებას, ძილის დარღვევებს (ღამის კოშმარები, ჩაძინების გაძნელება), შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, მოუსვენრობა, აგზნება, კანკალი, დეზორიენტაცია, ემოციური ლაბილობა, დიარეა, მხედველობის დარღვევები, გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია).

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები

პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ და 6.1 პუნქტში მითითებული ნივთიერებების მიმართ;

არასელექციური შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორებით (MAO) ერთდროული მკურნალობა, სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, რომელიც ვლინდება აგზნებით, ტრემორით, ჰიპერთერმიით;

კომბინირებული მკურნალობა ესციტალოპრამით და MAO A ტიპის შექცევადი ინჰიბიტორებით (მაგალითად, მოკლობემიდი) ან MAO შექცევადი არასელექციური ინჰიბიტორებით (ლინეზოლიდი), სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო;

პაციენტს აღენიშნება გახანგრძლივებული QT ინტერვალი ან თანდაყოლილი ხანგრძლივი QT ინტერვალის სინდრომი;

წამლებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს.

სიფრთხილის ზომები

შემდეგი სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები ვრცელდება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (SSRI) მთელ თერაპიულ კლასზე.

პედიატრიული პოპულაცია

ანტიდეპრესანტები არ უნდა დაინიშნოს 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკის (თვითმკვლელობის მცდელობა და სუიციდური აზრები) და მტრული დამოკიდებულება (აგრესიული ქცევის, კონფრონტაციული ქცევის და გაღიზიანების უპირატესობით) გამო. თუ მიიღება გადაწყვეტილება ანტიდეპრესანტული თერაპიის დაწყების შესახებ კლინიკური შეფასების საფუძველზე, პაციენტი უნდა იყოს განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ. გარდა ამისა, არ არის საკმარისი მონაცემები პედიატრიულ პაციენტებში გრძელვადიანი თერაპიის უსაფრთხოების შესახებ - ზრდის, განვითარებისა და სქესობრიბი მომწიფების თვალსაზრისით.

პარადოქსული შფოთვა

პანიკური აშლილობის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს გაზრდილი შფოთვა ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დაწყებისას. ეს პარადოქსული რეაქცია ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში. ანქსიოგენური ეფექტის ალბათობის შესამცირებლად რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზა.

კრუნჩხვები

ესციტალოპრამის გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს პირველად განუვითარდა კრუნჩხვები ან თუ გახშირდა კრუნჩხვები (პაციენტებში ეპილეფსიის დადგენილი დიაგნოზით). არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში თავიდან უნდა იქნას აცილებული SSRI-ები, ხოლო კონტროლირებადი ეპილეფსიის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ.

მანია

SSRI-ები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ანამნეზში მანიით/ჰიპომანიით. თუ პაციენტი ხდება მანიაკალური, SSRI უნდა შეწყდეს.

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში SSRI-ებით მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლიკემიის კონტროლზე. შესაძლებელია საწირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია.

თვითმკვლელობა, სუიციდური აზრები ან კლინიკური გაუარესება

დეპრესია ასოცირდება სუიციდის, სუიციდური აზრების და თვითდაზიანების (სუიციდური მოქმედებების) გაზრდილ რისკთან. ეს რისკი გრძელდება სტაბილური რემისიის მიღწევამდე. ვინაიდან გაუმჯობესება შეიძლება არ მოხდეს მკურნალობის პირველი ან მეტი კვირის განმავლობაში, პაციენტები, რომლებიც იღებენ ანტიდეპრესანტულ თერაპიას, უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ. ცნობილია, რომ თვითმკვლელობის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპებზე.

სხვა ფსიქიკური აშლილობები, რომლებისთვისაც გამოიყენება ესციტალოპრამი, ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს სუიციდური ქცევის გაზრდილ რისკთან. გარდა ამისა, ამ მდგომარეობებს შეიძლება თან ახლდეს დიდი დეპრესიული აშლილობა. სიფრთხილე უნდა იქნას დაცული სხვა ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისას, დიდი დეპრესიული აშლილობის ერთდროული განვითარების შესაძლებლობის გამო.

მკურნალობის დროს პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ სუიციდური აზრები ან ქცევა ან სუიციდური აზრების მნიშვნელოვანი დონეები (მკურნალობამდე), უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, სუიციდური აზრებისა და ქმედებების მაღალი რისკის გამო. მედიკამენტოზურ თერაპიას თან უნდა ახლდეს პაციენტების, განსაკუთრებით გაზრდილი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების ფრთხილი მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და დოზის ცვლილების შემდეგ. პაციენტები (და ვინც მათ უვლით) უნდა გააფრთხილონ, რომ დააკვირდნენ ასეთ ქცევას და მიმართონ სასწრაფო დახმარებას, თუ სიმპტომები გამოვლინდება.

აკათიზია და ფსიქომოტორული აგზნება

SSRI-ს გამოყენება ასოცირდება აკათიზიის განვითარებასთან, მდგომარეობასთან, რომელიც ხასიათდება მოუსვენრობის უსიამოვნო, დამღლელი შეგრძნებით და გადაადგილების აუცილებლობით, რომელსაც ხშირად თან ახლავს ერთ ადგილზე ჯდომის ან დგომის უუნარობა. ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად ვლინდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. დოზის გაზრდამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდათ ასეთი სიმპტომები.

ჰიპონატრიემია

ჰიპონატრიემიის ცალკეული შემთხვევები, სავარაუდოდ გამოწვეული ADH სეკრეციის (SIADH) დარღვევით, დაფიქსირდა SSRI-ის გამოყენებისას, რომელიც ჩვეულებრივ ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების მკურნალობისას (სიბერე, ღვიძლის ციროზი ან ჰიპონატრემიული თვისებების მქონე პრეპარატების ერთდროული გამოყენება).

ჰემორაგიები

SSRI-ების მიღებისას ხდება კანის სისხლჩაქცევები, ეკქიმოზი და ჩიყვი. SSRI-ები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით, მედიკამენტებით, რომლებიც გავლენას ახდენენ თრომბოციტების ფუნქციაზე (მაგ. ატიპიური ანტიფსიქოტიკები, ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), ტიკლოპიდინი და დიპირიდამოლე) და სისხლდენისადმი მიდრეკილ პაციენტებში.

ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT)

SSRI-სა და ECT-ს ერთდროული გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე.

სეროტონინის სინდრომი

სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ესციტალოპრამი გამოიყენება სეროტონერგულ საშუალებებთან, როგორიცაა სუმატრიპტანი ან სხვა ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი.

სეროტონინის სინდრომის განვითარების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ SSRI-ებს სეროტონერგულ პრეპარატებთან ერთად. ამ მდგომარეობის დაწყების ნიშნები შეიძლება შეიცავდეს სიმპტომებს, როგორიცაა აგზნება, ტრემორი, მიოკლონუსი და ჰიპერთერმია. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ესციტალოპრამის მიღება და დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.

გულის კორონარული დაავადება

შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო სიფრთხილეა საჭირო გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისას.

QT გახანგრძლივება

გამოვლინდა, რომ ესციტალოპრამი იწვევს QT ინტერვალის დოზადამოკიდებულ გახანგრძლივებას. იყო შემთხვევები QT გახანგრძლივების შესახებ, განსაკუთრებით პირუეტული არითმიის შესახებ, უპირატესად ქალ პაციენტებში ჰიპოკალიემიით ან ადრე არსებული QT გახანგრძლივების ფონზე ან გულის სხვა დაავადებით.

რეკომენდებულია სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში მნიშვნელოვანი ბრადიკარდიით ან პაციენტებში ბოლოდროინდელი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ან არაკომპენსირებული გულის უკმარისობით.

ელექტროლიტური დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, ზრდის ავთვისებიანი არითმიის რისკს და უნდა გამოსწორდეს ესციტალოპრამით მკურნალობამდე.

სტაბილური გულის დაავადების მქონე პაციენტებში ეკგ უნდა გადაიხედოს მკურნალობის დაწყებამდე.

თუ ესციტალოპრამით მკურნალობის დროს გამოვლინდა გულის არითმიის ნიშნები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს ეკგ.

კრაზანა (Hypericum perforatum)

SSRI-ების და კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი რეაქციების სიხშირე.

მოხსნის სინდრომი

მკურნალობის შეწყვეტისას (განსაკუთრებით უეცრად), ჩვეულებრივ ვლინდება მოხსნის სინდრომი. მოხსნის სინდრომის რისკი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ, თერაპიის ხანგრძლივობასა და დოზაზე და დოზის შემცირების თანდათანობაზე. თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (პარესთეზიისა და ელექტროშოკის ჩათვლით), ძილის დარღვევა (უძილობისა და ნათელი სიზმრების ჩათვლით), აგზნებადობა ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, დაბნეულობა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, ტაქიკარდია, ემოციური არასტაბილურობა და მხედველობის დარღვევა მოხსენებულია როგორც ყველაზე გავრცელებული რეაქციები. ეს სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და გარდამავალია, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება იყოს მძიმე და/ან ხანგრძლივი. ამიტომ რეკომენდებულია ესციტალოპრამის თანდათანობით შეწყვეტა დოზის შემცირებით რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

გლაუკომა

SSRI-ებმა, მათ შორის ესციტალოპრამმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს გუგის ზომაზე, რამაც გამოიწვიოს მიდრიაზი. თავის მხრივ, გუგის გაფართოებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის კუთხის შევიწროება და, შედეგად, გაზარდოს თვალშიდა წნევა და გამოიწვიოს დახურული გლაუკომის პროვოცირება, განსაკუთრებით მიდრეკილ პაციენტებში. ამიტომ, ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში დახურულკუთხოვანი გლაუკომით ან ანამნეზში გლაუკომით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

არ მიიღოთ ციტაპრა, თუ თქვენ იღებთ გულის რიტმის დარღვევის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა IA და III ანტიარითმიული პრეპარატები, ასევე ანტიფსიქოზურ პრეპარატებს (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ანტიმიკრობულ პრეპარატებს (მაგ., სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი ი/ვ, პენტამიდინი, მალარიის სამკურნალო საშუალებები – განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ანტიჰისტამინურ პრეპარატებს (ასტემიზოლი, მიზოლასტინი).

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

მაო-ს არასელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდის იზოკარბოქსაზიდს, ნიალამიდს და ტრანილციპრომინს. თუ თქვენ ღებულობდით ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი პრეპარატებიდან ერთერთს, ციტაპრას მიღებამდე საჭიროა 14 დღიანი ინტერვლის დაცვა, ხოლო ციტაპრას მიღების შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა 7 დღიანი ინტერვალის დაცვა მათი მიღების გასაგრძელებლად.

მაო-ს შექცევადი სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც შეიცავს მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)

მაო-ს შეუქცევადი სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც შეიცავს სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი

ლითიუმის (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მკურნალობისას) და ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები

სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ), ასევე ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

ციმეტიდინი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინფარქტის რისკის შესამცირებლად). ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ესციტალოპრამის რაოდენობის ზრდა.

Hypericum perforatum, ანუ კრაზანა (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება)

აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებლები ან სისხლის გამათხიერებლები – ანუ, ანტიკოაგულანტები)

ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკოუმონი (ანტიკოაგულანტები). მკურნალი ექიმი სავარაუდოთ შეამოწმებს სისხლის შედედების უნარს როგორც ციტაპრას მიღებამდე, ასევე ციტაპრათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამგვარად, დადგინდება თქვენს მიერ მიღებული ანტიკოაგულანტის დოზის ადექვატურობა.

მეფლოქუინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ და როგორც თამბაქოზე დამოკიდებულებისგან სამკურნალო პრეპარატი) და ტრამადოლი (გამოიყნებეა ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენება ზრდის კრუნჩხვითი მზაობის რისკს.

ნეიროლეპტიკები (შიზოფრენიის და ფსიქოზების სამკურნალო პრეპარატები), კრუნჩხვითი მზაობის ზრდის რისკის გამო, და ანტიდეპრესანტები.

ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ), დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნოტრიპტილინი (ანტიდეპტრესანტები), რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოზური საშუალებები). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენებისას საჭიროა ციტაპრას დოზის კორექცია.

პრეპარატები, რომლებიც იწვევს “QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომს“ ან ამცირებს კალიუმის და მაგნიუმის დონეს სისხლში.

ციტაპრას მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად

პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ციტაპრას შემთხვევაშიც არ არის რეკომენდებული მიღება ალკოჰოლთან ერთად, თუმცა ალკოჰოლის და ესციტალოპრამის ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ციტაპრას გამოყენება ორსულობის დროს დაუშვებელია.

თუ ორსულობის პერიოდში მაინც მოხდა პრეპარატის გამოყენება, მისი მიღების უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება. პრეპარატის მიღება ორსულობის დროს, განსაკუთრებით – ბოლო ტრიმესტრში, აზიანებს ნაყოფს, კერძოდ – ზრდის ახალშობილთა პერსისტენტული პულმონარული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს, რაც შემდგომში გამოიხატება ახალშობილის გახშირებული სუნთქვით და ციანოზით (კანის მოლურჯო ფერით). ახალშობილს ასევე შეიძლება გამოუვლინდეს კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, კვებითი სირთულეები, ღებინება, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება, კუნთების რიგიდულობა ან მოდუნება, რეფლექსების გაძლირება, ტრემორი, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, გამუდმებული ტირილი და სხვა პათოლოგიური მოვლენები. აღნიშნული სიმპტომები ვლინდება დაბადებიდან 24 სთ-ის განმავლობაში.

სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მეანს ან/და ექიმს.

ლაქტაცია

სავარაუდოთ, ესციტალოპრამი გამოიყოფა დედის რძით, ამიტომ პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

თუ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება აუცილებელია, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია სპერმის ხარისხის დაქვეითება, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს განაყოფიერებაზე, თუმცა ადამიანებში ეს ზემოქმედება დადგენილი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ციტაპრას გამოყენებამ ექიმის მიერ დანიშნული დოზირებითაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ისეთი ქმედებების განხორციელებაზე, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას და სწრაფ ფსიქო-მოტორულ რეაქციებს. მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია თავის შეკავება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისაგან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ციტაპრას შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ციტაპრას მიღებამ, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

განსაკუთრებულად ხშირად გვერდითი მოვლენები აღინიშნება მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდგომში, მკურნალობის კურსის გაგრძელებისას, ჩვეულებრივ იკლებს.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს:

არახშირი (1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 1000 პაციენტში და 1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში)

უჩვეულო სისხლდენა, გასტროინტესტინალური სისხლდენის ჩათვლით

გულის წასვლა (სინკოპე)

იშვიათი (1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 10000 პაციენტში და 1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 1000 პაციენტში)

სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. (დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს)

ცხელება, აგზნებადობა, შეუძლოდ ყოფნა, კანკალი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა (სეროტონინის სინდრომი)

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

შარდვის გაძნელება

კრუნჩხვები

კანის ან/და თვალის სკლერების სიყვითლე, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზინებაზე (ჰეპატიტი)

აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა, გულისწასვლა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს სისცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე, როგორიცაა “პირუეტის ტიპის” პარკუჭოვანი ტაქიკარდია

აზრები საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან თვითმკვლელობის შესახებ

მომატებული სისხლცაქცევების ნიშნები, მაგ., სილურჯე (დაჟეჟილობები)

კანის და ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)

პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ასევე შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 10 პაციენტში)

გულისრევა

თავის ტკვილი

ხშირი (1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 100 პაციენტში და 1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში)

გენერალიზებული შიში, მოუსვენრობა, ფსიქიკური აშლილობა, ძილის დარღვევები, თავბრუსხვევა, კანზე უჩვეულო შეგრძნებები (ჩხვლეტის, წვის, ქავილის, შეხების), კანკალი, მთქნარება

სექსუალური დარღვევები (გახანგრძლივებული ეაკულაცია, ერექციის სისუსტე, დაქვეითებული ლიბიდო)

დიარეა, ყაბზობა, ღებინება, სიმშრალე პირის ღრუში

რინიტი, ცხვირის “გაჭედვა”

ოფლიანობა

დაღლილობა, ცხელება

კუნთების და სახსრების ტკივილი

წონის მომატება

მადის გაძლერება ან დაქვეითება

კბილების უნებლიე კრაჭუნი, აგზნებადობა, ნევროზულობა, პანიკური აშლილობა

გემოს დარღვევბი, ძილის დარღვევები, გონების დაბინდვა

ცხვირიდან სისხლდენა

სისხლდენა ურეთრიდან, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუაციას, ჭარბი რაოდენობის და გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა

ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი

თმის ცვენა

ხელების და ფეხების შეშუპება

თვალის გუგების გაფართოება, დაბინდული მხედველობა, შუილი ყურებში

გახშირებული გულისცემა

წონის დაკლება

აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები

გულისცემის შენელება

სუიციდური ფიქრები

მანიაკალური მიდრეკილებები

მოძრაობის დარღვევა (კუნთების უნებლიე მოძრაობა)

ლაქტაცია ქალებში, რომლებიც არ კვებავენ ძუძუთი

ლაქტაციის პერიოდში რძის რაოდენობის შემცირება

მტკივნეული ერექცია

სისხლდენები, სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვანზე, სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა

თავბრუსხვევა სწრაფად წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია)

ნატრიუმის დაბალი შემცველობა სისხლში (გამოიხატება ზოგადი და კუნთოვანი სისუსტით)

შარდის გამოყოფა დიდი რაოდენობით

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება სისხლში

კანის და ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიოედემა)

თვითდაზიანების მცდელობები

უმოძრაოდ ყოფნის შეუძლებლობა, მოუსვენრობა

ანორექსია

ძვლების მოტეხილობის რისკის ზრდა

გულის რიტმის ცვლილებები (ელექტროკარდიოგრამაზე QT-ინტერვალის განხანგრძლივება)

თუ აგეღნიშნებათ გვერდითი მოვლენები, მათ შორის ისეთი, რაც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები შეზღუდულია და ბევრ ასეთ შემთხვევას მოჰყვა სხვა პრეპარატების დოზის გადაჭარბება. უმეტეს შემთხვევაში, დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ ვლინდება ან მსუბუქია. იშვიათია ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბების შემთხვევები (სხვა პრეპარატების მიღების გარეშე) ფატალური შედეგით, უმეტეს შემთხვევაში ასევე ხდება სხვა წამლების დოზის გადაჭარბება.

სიმპტომები: ძირითადად ცენტრალური ნერვული სისტემიდან (თავბრუსხვევა, ტრემორი და აგზნება, სეროტონინის სინდრომის იშვიათ შემთხვევებში, კრუნჩხვითი დარღვევები და კომა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (გულისრევა/ღებინება), გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან (ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება და არითმია) და ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია).

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასუნთქი გზების ნორმალური გამავლობა, ფილტვების ჟანგბადით გაჯერება და ვენტილაცია, ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა და დაინიშნოს აქტივირებული ნახშირი. პრეპარატის მიღების შემდეგ რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. რეკომენდებულია გულის და სხვა სასიცოცხლო ორგანოების მუშაობის მონიტორინგი, სიმპტომური და დამხმარე თერაპიის ჩატარება.

ეკგ-ს მონიტორინგი რეკომენდებულია პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით/ბრადიარითმიით, პაციენტებში რომლებიც იღებენ წამლებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QQT ინტერვალს, ან პაციენტებში შეცვლილი მეტაბოლიზმით, როგორიცაა ღვიძლის უკმარისობა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია ეკგ-ს მონიტორინგი პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით/ბრადიარითმიით, პაციენტებში რომლებიც იღებენ თანმხლებ წამლებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, ან პაციენტებში მეტაბოლური დარღვევებით, როგორიცაა ღვიძლის უკმარისობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 10 მგ ესციტალოპრამი, 12.78 მგ ესციტალოპრამის ოქსალატის ეკვივალენტური.

აქტიური ნივთიერება: 20 მგ ესციტალოპრამი, 25.55 მგ ესციტალოპრამის ოქსალატის ეკვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებები:

სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.

შენახვის პირობები

ციტაპრა ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ ციტაპრას კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ციტაპრა, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD, საქართველო

ფარმაკოლოგიური თვისებები

ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული:

არასელექციური შეუქცევადი MAO ინჰიბიტორები

სერიოზული გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა SSRI-ების და არასელექციური შეუქცევადი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, აგრეთვე MAO ინჰიბიტორების დაწყებისას პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს SSRI-ების მიღება. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტებს განუვითარდათ სეროტონინის სინდრომი.

აკრძალულია ესციტალოპრამის გამოყენება არასელექციურ შეუქცევად მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად. ესციტალოპრამის მიღება შეიძლება დაიწყოს მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. არასელექციური შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორების მიღების დაწყებამდე ესციტალოპრამის მიღების შეწყვეტიდან უნდა გავიდეს მინიმუმ 7 დღე.

შექცევადი სელექციური MAO-A ინჰიბიტორი (მოკლობემიდი)

სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, არ არის რეკომენდებული ესციტალოპრამის გამოყენება MAO-A ინჰიბიტორ მოკლობემიდთან ერთად. თუ ნარკოტიკების ასეთი კომბინაციის მიღება კლინიკურად აუცილებლობად ითვლება, რეკომენდებულია რაც შეიძლება დაბალი დოზებით დაწყება, ასევე პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კლინიკური მონიტორინგი. ესციტალოპრამის დაწყება შესაძლებელია შექცევადი MAO-A ინჰიბიტორის მოკლობემიდის შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი დღის შემდეგ.

შექცევადი არასელექციური MAO ინჰიბიტორი (ლინეზოლიდი)

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის შექცევადი არასელექციური MAO ინჰიბიტორი, რომლის მიღებაც არ არის რეკომენდებული ესციტალოპრამთან ერთად. თუ პრეპარატების ასეთი კომბინაციის მიღება კლინიკურად აუცილებლობად ითვლება, რეკომენდებულია რაც შეიძლება დაბალი დოზებით დაწყება, ასევე აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კლინიკური მონიტორინგი.

შეუქცევადი MAO-B ინჰიბიტორი (სელეგილინი)

სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის მიღება შეუქცევად MAO-B ინჰიბიტორ სელეგილინთან ერთად.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური კვლევები სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, არ ჩატარებულა. ესციტალოპრამსა და ამ პრეპარატებს შორის საერთო ეფექტის გამორიცხვა შეუძლებელია. ამიტომ, ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენება წამლებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოტიკები (ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატი (მაგალითად, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები - კერძოდ ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი), გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი) უკუნაჩვენებია.

კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილეს მოითხოვს

სეროტონერგული პრეპარატები

სეროტონერგულ საშუალებებთან (მაგ. ტრამადოლი, სუმატრიპტანი და სხვა ტრიპტანები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება.

მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ კრუნჩხვის ზღურბლს

პრეპარატმა შეიძლება შეამციროს კრუნჩხვის ზღურბლი. სიფრთხილეა საჭირო სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვის ზღურბლს, მაგალითად: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სხვა SSRI-ები, ანტიფსიქოტიკები (ფენოთიაზინები, თიოქსანთენის და ბუტიროფენონის წარმოებულები), მეფლოქსინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი.

ლითიუმი, ტრიპტოფანი

ესციტალოპრამი აძლიერებს ტრიპტოფანის ფარმაკოლოგიურ ეფექტს (გაძლიერებული სეროტონერგული ეფექტი) და ლითიუმის პრეპარატების ტოქსიკურ ეფექტებს. სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის ამ პრეპარატებთან ერთად მიღებისას. ამ შემთხვევაში სავალდებულოა ლითიუმის და ტრიპტოფანის დონის რეგულარული მონიტორინგი.

კრაზანა (Hypericum perforatum)

ესციტალოპრამის და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების რაოდენობის ზრდა. არ არის რეკომენდებული ესციტალოპრამის და კრაზანას შემცველი პრეპარატების ერთდროულად დანიშვნა.

ანტიკოაგულანტები და სხვა პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე

სისხლდენის დარღვევა შეიძლება მოხდეს, როდესაც ესციტალოპრამი ერთდროულად გამოიყენება ორალურ ანტიკოაგულანტებთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სისხლის შედედების ფრთხილად მონიტორინგი ესციტალოპრამით თერაპიის დაწყების ან დასრულებისას.

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის ზრდა.

ეთანოლი

ესციტალოპრამი ფარმაკოდინამიკურად ან ფარმაკოკინეტიკურად არ ურთიერთქმედებს ეთანოლთან; თუმცა, როგორც სხვა ფსიქოტროპული საშუალებების შემთხვევაში, ესციტალოპრამის და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას/ჰიპომაგნიემიას

სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას/ჰიპომაგნიემიას, რადგან ეს ზრდის ავთვისებიანი არითმიის რისკს.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

სხვა პრეპარატების გავლენა ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი ძირითადად მიმდინარეობს CYP2C19 იზოფერმენტის მონაწილეობით. ნაკლებად, იზოფერმენტები CYP3A4 და CYP2D6 შეიძლება მონაწილეობდნენ მეტაბოლიზმში. ძირითადი მეტაბოლიტის, დემეთილირებული ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზირებულია CYP2D6 იზოფერმენტით. ესციტალოპრამის და ომეპრაზოლის (CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორი) ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის ზომიერ (დაახლოებით 50%) მატებას. ესციტალოპრამის და ციმეტიდინის (CYP2D6, CYP3A4 და CYP1A2 იზოფერმენტების ინჰიბიტორი) ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის ზრდას (დაახლოებით 70%).

ამრიგად, ესციტალოპრამის მაქსიმალური შესაძლო დოზა უნდა იქნას გამოყენებული CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუოქსეტინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) და ციმეტიდინთან ერთად. ესციტალოპრამის და ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროულად მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს ესციტალოპრამის დოზის შემცირება კლინიკური შეფასების საფუძველზე.

ესციტალოპრამის მოქმედება სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამი არის CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბიტორი. სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ესციტალოპრამისა და ამ იზოფერმენტის საშუალებით მეტაბოლირებული პრეპარატების და დაბალი თერაპიული ინდექსის მქონე პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გულის უკმარისობის დროს გამოყენებისას) ან წამლები, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2D6-ით და მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მაგალითად, ანტიდეპრესანტები: დეზიპრამინი, კლომიპრამინი, ნორტრიპტილინი ან ანტიფსიქოზური საშუალებები: რისპერიდონი, თიორიდაზინი, ჰალოპერიდოლი. ამ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

ესციტალოპრამის და დესიპრამინის ან მეტოპროლოლის ერთდროული გამოყენება იწვევს უკანასკნელი ორი წამლის კონცენტრაციის ორჯერ გაზრდას. ესციტალოპრამმა შეიძლება ოდნავ დათრგუნოს CYP2C19 იზოფერმენტი. ამიტომ, რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ესციტალოპრამის და CYP2C19 იზოფერმენტით მეტაბოლიზებული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

ციტაპრა

CITAPRA

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ორალური გამოყენებისთვის

ტაბლეტის ბირთვი:

აქტიური ნივთიერება: 10 მგ ესციტალოპრამი, 12.78 მგ ესციტალოპრამის ოქსალატის ეკვივალენტური.

აქტიური ნივთიერება: 20 მგ ესციტალოპრამი, 25.55 მგ ესციტალოპრამის ოქსალატის ეკვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებები:

კოლოიდური სილიციუმის ანჰიდრიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი;

ტაბლეტის გარსი:

შემოსაგარსი ფხვნილი Opadry Y-1-7000.

ციტაპრა არის:

თეთრი (10 მგ), ორმხრივამოზნექილი, ცილინდრის ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;

თეთრი (20 მგ), ორმხრივამოზნექილი, ცილინდრის ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;

თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 28 (10 მგ), 28 (20 მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

  • 95367231234პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გაუარესების ან ისეთი გვერდითი მოვლენის დაფიქსირების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გაუარესების ან ისეთი გვერდითი მოვლენის დაფიქსირების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

რა არის ციტაპრა და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო ციტაპრას მიღებამდე

ციტაპრას მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ციტაპრას შენახვის პირობები

სხვა ინფორმაცია

რა არის ციტაპრა და რისთვის გამოიყენება

ციტაპრა წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, რომელიც მიეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფს. ამ ჯგუფის მედიკამენტები მოქმედებენ თავის ტვინში არსებულ სეროტონინის გამომყოფ სისტემაზე და ზრდიან სეროტონინის დონეს სისხლში. სეროტონინის გამომყოფ სისტემაში არსებული დარღვევები წარმოადგენს დეპრესიის და მსგავსი მდგომარეობების განვითარების მთავარ ფაქტორს.

ციტაპრა გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

დეპრესიული აშლილობა (მძიმე ხარისხის დეპრესიული ეპიზოდების ჩათვლით)

პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (აგორაფობიის სიმპტომებია სახლიდან გასვლის შიში, მაღაზიაში შესვლის შიში, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შიში და სხვა)

სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია)

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე კვირა. განაგრძეთ მკურნალობა მანამ, სანამ არ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

რისი ცოდნაა საჭირო ციტაპრას მიღებამდე

ნუ მიიღებთ ციტაპრას შემდეგი მდგომარეობების დროს:

ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ

მონოამონიოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (მაო-ს ინჰიბიტორები) ერთად, სელეგილინის (გამოიყენება პარკინსონიზმის სამკურნალოდ), მოკლობემიდის (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლინეზოლიდის (ანტიბიოტიკი) ჩათვლით

გაქვთ თანდაყოლილი ან წარსულში გქონიათ გულის რიტმის დარღვევა (ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე)

ანტიარითმულ ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც გავლენა აქვს გულის რიტმზე

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიმართეთ ექიმს, თუ:

გაქვთ ეპილეფსია (კრუნჩხვის გამოვლენის ან სიხშირის ზრდის შემთხვევაში, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს)

გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა (შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის კორექცია)

გაქვთ დიაბეტი (პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სისხლში გლუკოზის შემცველობაზე და საჭირო გახდეს ინსულინის ან/და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია)

გაქვთ ნატრიუმის შემცირებული რაოდენობა სისხლში

გაქვთ კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში

გაქვთ მიდრეკილება სისხლდენისკენ და სისხლჩაქცევებისკენ

გიტარდებათ ელექტროშოკური თერაპია

გაქვთ გულის უკმარისობა

აღგენიშნებათ გულის მხრივ პრობლემები, უახლოეს წარსულში გქონდათ სტენოკარდიული შეტევა

აღგენიშნებათ “QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი“ (შესაძლოა აღნიშნული სინდრომი ჰქონდეს თქვენს ოჯახის წევრებს, რაც ასევე გასათვალისწინებელია მემკვიდერეობითი დატვირთვის არსებობის გამო)

გაქვთ შენელებული გულისცემა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორგანიზმიდან მარილების დაკარგვასთან გახანგრძლივებული დიარეის ან ღებინების გამო, ან გამოწვეული იყოს დიურეტიკების მიღებით;

გაქვთ არათანაბარი გულისცემა, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა ფეხზე წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია)

გაქვთ ან წარსულში გქონდათ გლაუკომა

საყურადღებოა, რომ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მქონე პაციენტებში შესაძლებელია მანიაკალური ფაზის გააქტიურება, რაც ვლინდება უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეების წარმოშობით, არაადეკვატური სიხარულის შეგრძნებით ან გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია ასევე გამოვლინდეს მოუსვენრობა, მათ შორის, ჯდომის და დგომის დროს.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფითვითი აშლილობის გაღრმავება

თუ გაქვთ დეპრესია ან/და შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა ზოგჯერ გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. აღნიშნული მოვლენები შესაძლოა გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების საწყის ეტაპზე მიღებისას.

ანტიდეპრესანტების მოქმედების გამოვლენას სჭირდება გარკვეული დრო, ჩვეულებრივ – ორი კვირა ან მეტი. კლინიკური კვლევების ჩატარების დროს სიუციდალური მიდრეკილებები მეტად აღინიშნებოდა ფსიქიატრიული ანამნეზის მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ გაქვთ მსგავსი ფიქრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. შესაძლოა თქვენთვის სასარგებლო იყოს ასევე მეგობრისთვის ან ნათესავისთვის მიმართვა და მათი მხრიდან რჩევა ან დახმარება. გადაეცით მათ პრეპარატის ინსტრუქცია წასაკითხად და სთხოვეთ თქვენი მდგომარეობის შეფასება და დახმარების გაწევა.

ბავშვები და მოზარდები

ციტაპრა არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

პრეპარატის გამოყენებისას 18 წლამდე ასაკში მომატებულია ისეთი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სუიციდური ფიქრები, აგრესიული განწყობა და სხვა. შესაძლოა, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ექიმმა მაინც საჭიროდ ჩათვალოს პრეპარატის დანიშვნა აღნიშნულ ასაკში. ამ შემთხვევაში დაუსვით ექიმს ნებისმიერი შეკითხვა პრეპარატის და მის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესახებ.

გარდა ამისა, ამჟამად არ არის ესციტალოპრამის ზრდაზე, მომწიფებაზე და კოგნიტიურ და ქცევით განვითარებაზე მოქმედების უსაფრთხოების მონაცემები ამ ჯგუფის პაციენტებში მისი ხანგრძლივი გამოყენებისას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

არ მიიღოთ ციტაპრა, თუ თქვენ იღებთ გულის რიტმის დარღვევის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა IA და III ანტიარითმიული პრეპარატები, ასევე ანტიფსიქოზურ პრეპარატებს (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ანტიმიკრობულ პრეპარატებს (მაგ., სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი ი/ვ, პენტამიდინი, მალარიის სამკურნალო საშუალებები – განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ანტიჰისტამინურ პრეპარატებს (ასტემიზოლი, მიზოლასტინი).

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

მაო-ს არასელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდის იზოკარბოქსაზიდს, ნიალამიდს და ტრანილციპრომინს. თუ თქვენ ღებულობდით ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი პრეპარატებიდან ერთერთს, ციტაპრას მიღებამდე საჭიროა 14 დღიანი ინტერვლის დაცვა, ხოლო ციტაპრას მიღების შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა 7 დღიანი ინტერვალის დაცვა მათი მიღების გასაგრძელებლად.

მაო-ს შექცევადი სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც შეიცავს მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)

მაო-ს შეუქცევადი სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც შეიცავს სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი

ლითიუმის (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მკურნალობისას) და ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები

სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ), ასევე ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

ციმეტიდინი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინფარქტის რისკის შესამცირებლად). ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ესციტალოპრამის რაოდენობის ზრდა.

Hypericum perforatum, ანუ კრაზანა (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება)

აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებლები ან სისხლის გამათხიერებლები – ანუ, ანტიკოაგულანტები)

ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკოუმონი (ანტიკოაგულანტები). მკურნალი ექიმი სავარაუდოთ შეამოწმებს სისხლის შედედების უნარს როგორც ციტაპრას მიღებამდე, ასევე ციტაპრათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამგვარად, დადგინდება თქვენს მიერ მიღებული ანტიკოაგულანტის დოზის ადექვატურობა.

მეფლოქუინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ და როგორც თამბაქოზე დამოკიდებულებისგან სამკურნალო პრეპარატი) და ტრამადოლი (გამოიყნებეა ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენება ზრდის კრუნჩხვითი მზაობის რისკს.

ნეიროლეპტიკები (შიზოფრენიის და ფსიქოზების სამკურნალო პრეპარატები), კრუნჩხვითი მზაობის ზრდის რისკის გამო, და ანტიდეპრესანტები.

ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ), დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნოტრიპტილინი (ანტიდეპტრესანტები), რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოზური საშუალებები). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენებისას საჭიროა ციტაპრას დოზის კორექცია.

პრეპარატები, რომლებიც იწვევს “QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომს“ ან ამცირებს კალიუმის და მაგნიუმის დონეს სისხლში.

ციტაპრას მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად

პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ციტაპრას შემთხვევაშიც არ არის რეკომენდებული მიღება ალკოჰოლთან ერთად, თუმცა ალკოჰოლის და ესციტალოპრამის ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა.

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და ფერტილობა

ორსულობა

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ციტაპრას გამოყენება ორსულობის დროს დაუშვებელია.

თუ ორსულობის პერიოდში მაინც მოხდა პრეპარატის გამოყენება, მისი მიღების უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება. პრეპარატის მიღება ორსულობის დროს, განსაკუთრებით – ბოლო ტრიმესტრში, აზიანებს ნაყოფს, კერძოდ – ზრდის ახალშობილთა პერსისტენტული პულმონარული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს, რაც შემდგომში გამოიხატება ახალშობილის გახშირებული სუნთქვით და ციანოზით (კანის მოლურჯო ფერით). ახალშობილს ასევე შეიძლება გამოუვლინდეს კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, კვებითი სირთულეები, ღებინება, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება, კუნთების რიგიდულობა ან მოდუნება, რეფლექსების გაძლირება, ტრემორი, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, გამუდმებული ტირილი და სხვა პათოლოგიური მოვლენები. აღნიშნული სიმპტომები ვლინდება დაბადებიდან 24 სთ-ის განმავლობაში.

სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მეანს ან/და ექიმს.

ლაქტაცია

სავარაუდოთ, ესციტალოპრამი გამოიყოფა დედის რძით, ამიტომ პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

თუ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება აუცილებელია, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია სპერმის ხარისხის დაქვეითება, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს განაყოფიერებაზე, თუმცა ადამიანებში ეს ზემოქმედება დადგენილი არ არის.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

ციტაპრას გამოყენებამ ექიმის მიერ დანიშნული დოზირებითაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ისეთი ქმედებების განხორციელებაზე, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას და სწრაფ ფსიქო-მოტორულ რეაქციებს. მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია თავის შეკავება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისაგან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ციტაპრას შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

  • ციტაპრას მიღების წესი

ციტაპრა მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკურნალობის კურსის შესაბამისად.

ზრდასრულები

დეპრესიის მკურნალობა

ციტაპრას რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10 მგ ერთხელ დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა მაქსიმუმ 20 მგ/დღეში.

აგორაფობიით ან მის გარეშე მიმდინარე პანიკური აშლილობის მკურნალობა

პირველი კვირის განმავლობაში მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ/დღეში, ხოლო მეორე კვირიდან ხდება დოზის გაზრდა – 10 მგ/დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემდგომი ზრდა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე – 20 მგ/დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობის (სოციალური ფობია) მკურნალობა

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. აღნიშნულ დოზაზე პაციენტის საპასუხო რეაქციიდან გამომდინარე ექიმმა შესაძლოა ან შეამციროს დოზა – 5 მგ-მდე/დღეში, ან გაზარდოს იგი – 20 მგ-მდე/დღეში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა

ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. შესაძლოა მკურნალმა ექიმმა გაზარდოს დოზა – 20 მგ-მდე/დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობა

ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. შესაძლოა მკურნალმა ექიმმა გაზარდოს დოზა – 20 მგ-მდე/დღეში.

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა რისკ-სარგებლიანობის გადაფასება რეგულარულად.

პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებული პოპულაციის პაციენტებში

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები)

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს – 5 მგ დღეში ერთხელ. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 10 მგ-მდე/დღეში. ესციტალოპრამის ეფექტურობა სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ხანდაზმულ პაციენტებში შესწავლილი არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

რეკომენდებული საწყისი დოზა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებიდან პირველი 14 დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს დღეში. შემდეგში, მკურანლობაზე პასუხიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 10 მგ-მდე დღეში. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ესციტალოპრამი არ გამოიყენება.

ციტაპრას (10 და 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები) მიღების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა:

მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ექიმის დანიშნულების მიხედვით. პრეპარატი მიიღეთ მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (წყლით სავსე 1 ჭიქა). პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ ნაწილად.

დაავადების სიმპტომების შემცირება ხდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პრეპარატის მიღება განაგრძეთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

არ შეცვალოთ პრეპარატის დოზირება თვითნებურად, ექიმის ინფორმირების გარეშე. პრეპარატით მკურნალობის ნაადრევმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების თავიდან წარმოშობა. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თავს უკეთ იგრძნობთ.

საჭირო დოზაზე მეტი ციტაპრას მიღების შემთხვევაში

საჭირო დოზაზე მეტი ციტაპრას მიღების შემთხვევაში, ან როდესაც თქვენი პრეპარატი შეცდომით იქნა მიღებული სხვის მიერ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია თავბრუსხვევა, კანკალი, მოუსვენრობა, ძილიანობა, გონების დაკარგვა, გულის რითმის შეცვლა, კრუნჩხვები, სუნთქვის უკმარისობა, კუნთების სისუსტე ან მტკივნეულობა, სხეულის ტემპერატურის მომატება (რაბდომიოლიზის ნიშნები), წყალ-ელექტროლიტური ბალანსის ცვლილება ორგანიზმში, ღებინება, ზოგადი სისუსტე.

ციტაპრას დოზის გამოტოვების შემთხვევაში

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მალევე არ გიწევთ შემდეგი დოზის მიღება.

შემდგომი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

ნუ მიიღებთ პრეპარატის გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული დოზის შესავსებად.

ციტაპრას მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

თუ გსურთ პრეპარატის მიღების შეწყვეტა, აუცილებელია ექიმის წინასწარი ინფორმირება. თვითნებურად პრეპარატის მიღების შეწყვეტა დაუშვებელია. ექიმმა შესაძლებელია მიგითითოდ პრეპარატის დოზის თანდათანობით შემცირებაზე (რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის განმავლობაში). ამგვარად შესაძლებელი იქნება პრეპარატის უეცარი შეწყვეტით გამოწვეული ეფექტებისგან თავის არიდება. აღნიშნული ეფექტების გამოვლენის რისკი მით უფრო მაღალია, რაც მეტად ხანგრძლივი იყო მკურნალობა, მაღალი იყო გამოყენებული სამკურნალო დოზა და პრეპარატის მიღების შეწყევტა მოხდა უეცრად. უმეტეს შემთხვევაში ეს ეფექტები მსუბუქი ხასიათისაა და თავისთავად ქრება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, თუმცა ზოგ შემთხვევაში სიმპტომები საკმაოდ ინტენსიურადაა გამოხატული და გრძელდება 2-3 თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის შეწყევტის შემდგომი ეფექტები ძლიერად არის გამოხატული, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ტაბლეტების მიღების თავიდან დაწყება და შემდეგ მკურნალობის თანთადანობითი შეწყვეტა.

პრეპარატის უეცარი შეწყვეტის სიმპტომები მოიცავს თავბრუსხვევას, კანზე ჩხვლეტის და წვის შეგრძნებას, ძილის დარღვევებს (ღამის კოშმარები, ჩაძინების გაძნელება), შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, მოუსვენრობა, აგზნება, კანკალი, დეზორიენტაცია, ემოციური ლაბილობა, დიარეა, მხედველობის დარღვევები, გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია).

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ციტაპრას მიღებამ, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

განსაკუთრებულად ხშირად გვერდითი მოვლენები აღინიშნება მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდგომში, მკურნალობის კურსის გაგრძელებისას, ჩვეულებრივ იკლებს.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს:

არახშირი (1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 1000 პაციენტში და 1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში)

უჩვეულო სისხლდენა, გასტროინტესტინალური სისხლდენის ჩათვლით

გულის წასვლა (სინკოპე)

იშვიათი (1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 10000 პაციენტში და 1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 1000 პაციენტში)

სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. (დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს)

ცხელება, აგზნებადობა, შეუძლოდ ყოფნა, კანკალი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა (სეროტონინის სინდრომი)

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

შარდვის გაძნელება

კრუნჩხვები

კანის ან/და თვალის სკლერების სიყვითლე, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზინებაზე (ჰეპატიტი)

აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა, გულისწასვლა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს სისცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე, როგორიცაა “პირუეტის ტიპის” პარკუჭოვანი ტაქიკარდია

აზრები საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან თვითმკვლელობის შესახებ

მომატებული სისხლცაქცევების ნიშნები, მაგ., სილურჯე (დაჟეჟილობები)

კანის და ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)

პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ასევე შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 10 პაციენტში)

გულისრევა

თავის ტკვილი

ხშირი (1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 100 პაციენტში და 1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში)

გენერალიზებული შიში, მოუსვენრობა, ფსიქიკური აშლილობა, ძილის დარღვევები, თავბრუსხვევა, კანზე უჩვეულო შეგრძნებები (ჩხვლეტის, წვის, ქავილის, შეხების), კანკალი, მთქნარება

სექსუალური დარღვევები (გახანგრძლივებული ეაკულაცია, ერექციის სისუსტე, დაქვეითებული ლიბიდო)

დიარეა, ყაბზობა, ღებინება, სიმშრალე პირის ღრუში

რინიტი, ცხვირის “გაჭედვა”

ოფლიანობა

დაღლილობა, ცხელება

კუნთების და სახსრების ტკივილი

წონის მომატება

მადის გაძლერება ან დაქვეითება

არახშირი (1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 1000 პაციენტში და 1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში)

კბილების უნებლიე კრაჭუნი, აგზნებადობა, ნევროზულობა, პანიკური აშლილობა

გემოს დარღვევბი, ძილის დარღვევები, გონების დაბინდვა

ცხვირიდან სისხლდენა

სისხლდენა ურეთრიდან, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუაციას, ჭარბი რაოდენობის და გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა

ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი

თმის ცვენა

ხელების და ფეხების შეშუპება

თვალის გუგების გაფართოება, დაბინდული მხედველობა, შუილი ყურებში

გახშირებული გულისცემა

წონის დაკლება

იშვიათი (1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 10000 პაციენტში და 1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 1000 პაციენტში)

აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები

გულისცემის შენელება

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

სუიციდური ფიქრები

მანიაკალური მიდრეკილებები

მოძრაობის დარღვევა (კუნთების უნებლიე მოძრაობა)

ლაქტაცია ქალებში, რომლებიც არ კვებავენ ძუძუთი

ლაქტაციის პერიოდში რძის რაოდენობის შემცირება

მტკივნეული ერექცია

სისხლდენები, სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვანზე, სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა

თავბრუსხვევა სწრაფად წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია)

ნატრიუმის დაბალი შემცველობა სისხლში (გამოიხატება ზოგადი და კუნთოვანი სისუსტით)

შარდის გამოყოფა დიდი რაოდენობით

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება სისხლში

კანის და ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიოედემა)

თვითდაზიანების მცდელობები

უმოძრაოდ ყოფნის შეუძლებლობა, მოუსვენრობა

ანორექსია

ძვლების მოტეხილობის რისკის ზრდა

გულის რიტმის ცვლილებები (ელექტროკარდიოგრამაზე QT-ინტერვალის განხანგრძლივება)

თუ აგეღნიშნებათ გვერდითი მოვლენები, მათ შორის ისეთი, რაც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ციტაპრას შენახვის პირობები

ციტაპრა ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ ციტაპრას კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ციტაპრა, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD, საქართველო

მწარმოებელი

Laboratorios Cinfa S.A., ესპანეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა