ცინეტი
Cinet®
ცინეტი არის სამკურნალო პროდუქტი, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს დომპერიდონს (ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კუჭის მოტორიკის მოდიფიკატორები და პროკინეტიკური საშუალებები). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დომპერიდონი (domperidone)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ შუშხუნა ტაბლეტი №20
- მწარმოებელი
- FARMALABOR – Produtos farmacêuticos, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პროპულსივები
- ATC კოდი
- A03FA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038573
- რეგისტრირებულია
- 12 ივლისი 2023, მოქმედებს 12 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- -
ცინეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცინეტი არის სამკურნალო პროდუქტი, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს დომპერიდონს (ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კუჭის მოტორიკის მოდიფიკატორები და პროკინეტიკური საშუალებები).
დომპერიდონი არის სელექციური პერიფერიული დოფამინის D2 რეცეპტორების ანტაგონისტი, გასტროკინეტიკური და ღებინების საწინააღმდეგო (ანტიემეტიკური) თვისებებით.
ეს სამკურნალო პროდუქტი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში გულისრევის (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნების) და ღებინების (შეუძლოდ ყოფნის) სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ყურადღებით მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციებს, თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება ამ პრეპარატის მიღებიდან 3–4 დღის განმავლობაში. არ მიიღოთ ცინეტი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პირველ რიგში, ცინეტის შუშხუნა ტაბლეტები უნდა გაიხსნას ჭიქა წყალში.
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის და 35 კგ ან მეტი წონის მოზარდები
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს, დღეში სამჯერ, თუ შესაძლებელია ჭამის წინ.
არ მიიღოთ დღეში სამ ტაბლეტზე მეტი.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ცინეტი
თუ გამოიყენეთ ან მიიღეთ ცინეტი ჭარბი დოზით დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მოწამვლის ცენტრს, განსაკუთრებით თუ გადაჭარბებულ დოზას მიიღებს ბავშვი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. ეკგ მონიტორინგი უნდა განხორციელდეს გულის შესაძლო პრობლემის გამო, რომელსაც ეწოდება QT ინტერვალის გახანგრძლივება.
პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს აჟიტაცია, ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები, ძილიანობა, დეზორიენტაცია და ექსტრაპირამიდული რეაქციები, განსაკუთრებით ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებსა და ბავშვებში.
პაციენტი საავადმყოფოში უნდა იქნას გადაყვანილი ადეკვატური მკურნალობის ჩასატარებლად, როგორიცაა კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და სიმპტომური მკურნალობა (ექსტრაპირამიდული რეაქციების დათრგუნვა შესაძლებელია პარკინსონის საწინააღმდეგო ან ანტიქოლინერგული საშუალების ან ანტიქოლინერგული მოქმედების მქონე ანტიჰისტამინური საშუალების გამოყენებით).
თუ დაგავიწყდათ ცინეტის მიღება
მიიღეთ თქვენი პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ. თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ ამ დროს და ისე მიიღეთ, შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
სოკოვანი ინფექციები, როგორიცაა აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, კერძოდ, პერორალური კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი;
ბაქტერიული ინფექციები, კერძოდ ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი (ეს არის ანტიბიოტიკები);
გულთან დაკავშირებული პრობლემები ან მაღალი არტერიული წნევა (მაგ. ამიოდარონი, დრონედარონი, ქინიდინი, დისოპირამიდი, დოფეტილიდი, სოტალოლი, დილთიაზემი და ვერაპამილი);
ფსიქოზები (მაგალითად, ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი და სერტინდოლი);
დეპრესია (მაგ. ციტალოპრამი და ესციტალოპრამი);
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (მაგ., ცისაპრიდი, დოლასეტრონი და პრუკალოპრიდი);
ალერგია (მაგ., მექიტაზინი და მიზოლასტინი);
მალარია (კარძოდ, ჰალოფანტრინი);
შიდსი/აივ-ინფექცია (პროტეაზას ინჰიბიტორები);
კიბო (მაგ., ტორემიფენი, ვანდეტანიბი და ვინკამინი).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ მედიკამენტებს ინფექციის, გულთან დაკავშირებული პრობლემების ან შიდსის/აივ-ინფექციის სამკურნალოდ.
ცინეტი და აპომორფინი
სანამ გამოიყენებთ ცინეტს და აპომორფინს, თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ ორივე პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას, გაქვთ კარგი ტოლერანტობა. პერსონალური რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან სპეციალისტს. იხ. აპომორფინის ფურცელი-ჩანართი.
მნიშვნელოვანია, რომ ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს უსაფრთხოა თუ არა ცინეტის მიღება, როდესაც იღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ურეცეპტოდ მისაღები პრეპარატების ჩათვლით.
სიფრთხილის ზომები
ეს პრეპარატი არ არის ნაჩვენები 12 წელზე ნაკლები ასაკის ან 35კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ:
გაწუხებთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა) (იხ. „არ მიიღოთ ცინეტი“);
გაწუხებთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები (თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა). ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, რეკომენდებულია რჩევა ჰკითხოთ თქვენს ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ დაბალი დოზის მიღება ან ამ მედიკამენტის მიღების სიხშირი შემცირება და თქვენიმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რეგულარული გამოკვლევები.
დომპერიდონი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რითმის დარღვევების და გულის გაჩერების რისკის მომატებასთან. ეს რისკი უფრო მოსალოდნელია 60 წელს გადაცილებულ პირებში ან დღეში 30 მგ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში. რისკი ასევე იზრდება, დომპერიდონის მიღებისას ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ მედიკამენტებს ინფექციის სამკურნალოდ (სოკოვანი ინფექციები ან ბაქტერიული ინფექცია) და/ან თუ გაქვთ გულის პრობლემები ან შიდსი/აივ-ინფექცია (იხ. პარაგრაფი სხვა მედიკამენტები და ცინეტი).
მოზრდილებსა და ბავშვებში დომპერიდონი გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.
დომპერიდონის მიღებისას დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ გულის რითმის დარღვევები, როგორიცაა პალპიტაცია, სუნთქვის გაძნელება და გონების დაკარგვა. ამ შემთხვევაში დომპერიდონით მკურნალობა უნდა შეჩერდეს.
პარკინსონით დაავადებულ პაციენტებს დომპერიდონი უნდა დაენიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სხვა უსაფრთხო ღებინების საწინააღმდეგო (ანტიემეტიკური) თერაპიები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
დომპერიდონის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში პოსტმარკეტინგული მონაცემები შეზღუდულია. ამიტომ, ცინეტი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მიღება გამართლებულია მოსალოდნელი თერაპიული სარგებლით.
თუ ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ ცინეტი თქვენი ექიმის დანიშნულების გარეშე.
ძუძუთი კვება
დომპერიდონი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. დომპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის გულზე. დომპერიდონის გამოყენება ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ თქვენი ექიმი ხედავს ამის აშკარა საჭიროებას. ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ცინეტი არ ახდენს ზემოქმედებას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, ასევე იშვიათიც, უკავშირდება პროლაქტინის გამოყოფას და ძირითადად ვლინდება ხანგრძლივი მკურნალობის დროს.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შესაბამისი სიხშირის მიხედვით:
იშვიათი (ვლიდება ყოველი 10 000-დან 1 ან მეტ პაციენტში და ყოველი 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მათ შორის ძალიან იშვიათი გარდამავალი ნაწლავური სპაზმები;
ენდოკრინული დარღვევები: პროლაქტინის დონის მომატება;
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ: გალაქტორეა (რძიანი გამონადენი), ამენორეა (არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაციის არ ქონა) ან გინეკომასტია (მკერდის ზომის გაზრდა);
დომპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს პროლაქტინის დონის მომატება სისხლში, რამაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სხვა ეფექტები (ნეიროენდოკრინული ეფექტები), როგორიცაა გინეკომასტია, გალაქტორეა და ამენორეა.
ძალიან იშვიათი (ვლინდება ყოველი 10,000-დან 1-ზე ნაკლები პაციენტში):
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: გამონაყარი, ქავილი, ქოშინი, ხრიალი და/ან სახის შეშუპება; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ გივლინდებათ რომელიმე აღნიშნული სიმპტომი;
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ექსტრაპირამიდული ეფექტები (კუნთების პათოლოგიური მოძრაობები ან ტრემორი), კრუნჩხვები, ძილიანობა, თავის ტკივილი; კუნთის პათოლოგიური მოძრაობების რისკი უფრო მაღალია ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში;
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭინჭრის ციება, ქავილი ან გამონაყარი;
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა;
ფსიქიატრიული დარღვევები: აჟიტაცია, ნერვიულობა;
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები: ღვიძლის პათოლოგიური ფუნქციური სინჯები.
ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები (ექსტრაპირამიდული ეფექტები) ძალიან იშვიათია ბავშვებსა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში და გამონაკლისია მოზრდილებში. ზოგადად, ისინი სპონტანურად და მთლიანად ქრებიან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სხვა ეფექტები, როგორიცაა კრუნჩხვა, აჟიტაცია და ძილიანობა, ასევე, ძალიან იშვიათია და აღინიშნება უმეტესად ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებსა და ბავშვებში.
უცნობი (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
დარღვევები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: QT ინტერვალის გახანგრძლივება.
აღინიშნა გულის რითმის დარღვევები (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა); თუ აღნიშნული გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა. დომპერიდონი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რითმის დარღვევების და გულის გაჩერების რისკის მომატებასთან. ეს რისკი უფრო მოსალოდნელია 60 წელს გადაცილებულ პირებში ან დღეში 30 მგ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში. მოზრდილებსა და ბავშვებში დომპერიდონი გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.
შეტყიბინება გვერდითი მოვლენების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ INFARMED, I.P.–ის (ინფარმედ ი.პ) საშუალებით, ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
INFARMED, I.P. (ინფარმედ ი.პ)
Direção de Gestão do Risco de Medicamentos (მედიკამენტების რისკის მართვის დირექტორატი)
Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53 (ლისაბონის ჯანმრთელობის პარკი, ბრაზილიის გამზ. 53)
1749-004 ლისაბონი
ტელეფონი: +351 21 798 73 73
ვებ – გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
ელ.ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის დომპერიდონი. თითოეული შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დომპერიდონს.
სხვა დამატებითი ნივთიერებებია: მანიტოლი (E421), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, საქარინის ნატრიუმი (E954), ფორთოხლის ესენცია და კალციუმის სტეარატი.
ცინეტის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შიგთავსი
შუშხუნა ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორ-პროექციანი ტაბლეტები, ცალ მხარეს ღარით.
ტაბლეტებზე არსებული გამყოფი ღარი არ არის განკუთვნილი მისი გაყოფისთვის ან მხოლოდ ერთი ნახევრის მისაღებად.
ცინეტი წარმოდგენილია 20, 40 ან 60 შუშხუნა ტაბლეტის შეფუთვით. დაფასოებულია ოპა-ალუმინის-პვქ/ალუმინის ბლისტერებში.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Laboratório Medinfar - Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო მედინფარ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.)
Rua Henrique de Paiva Couceiro, Nº 29 – Venda Nova (რუა ჰენრიკე დე პაივა ქოუჩეირო, #29 - ვენდა ნოვა),
2700-451 ამადორა
პორტუგალია
შენახვის პირობები
ინახება 25°C–ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვების მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის („EXP“) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ იმ წამლების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ცინეტი 10მგ შუშხუნა ტაბლეტები
დომპერიდონი
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების ან რჩევის საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. აღნიშნულმა შეიძლება ავნოს მათ, მაშინაც კი თუ მათ აქვთ თქვენი დაავადების მსგავსი ნიშნები.
რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ცინეტი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ცინეტის მიღებამდე
როგორ უნდა მიიღოთ ცინეტი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ცინეტის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ცინეტი და რისთვის გამოიყენება
ცინეტი არის სამკურნალო პროდუქტი, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს დომპერიდონს (ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კუჭის მოტორიკის მოდიფიკატორები და პროკინეტიკური საშუალებები).
დომპერიდონი არის სელექციური პერიფერიული დოფამინის D2 რეცეპტორების ანტაგონისტი, გასტროკინეტიკური და ღებინების საწინააღმდეგო (ანტიემეტიკური) თვისებებით.
ეს სამკურნალო პროდუქტი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში გულისრევის (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნების) და ღებინების (შეუძლოდ ყოფნის) სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეთ ცინეტის მიღებამდე
არ მიიღოთ ცინეტი
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დომპერიდონის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში);
თუ გაქვთ ჰიპოფიზთან დაკავშირებული დაავადება ან ჰიპიფიზის სიმსივნე, რომლის დროსაც გამოიყოფა პროლაქტინი (პროლაქტინომა);
თუ გაქვთ სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, მექანიკური გაუვალობა ან კუჭ-ნაწლავის პერფორაცია;
თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დაავადება;
თუ თქვენი ეკგ (ელექტროკარდიოგრამა) აჩვენებს გულის პრობლემას, რომელსაც ეწოდება „გახანგრძლივებული QT-ის კორექტირებული ინტერვალი“;
თუ გაქვთ ან გქონიათ პრობლემა, რომლის დორსაც თქვენს გულს არ შეუძლია სისხლის გადასროლა სხეულში, ისე როგორც საჭიროა (მდგომარეობას ეწოდება გულის უკმარისობა).
თუ გაქვთ პრობლემა, რომელიც იწვევს კალიუმის ან მაგნიუმის დაბალ დონეს ან კალიუმის მაღალ დონეს სისხლში;
თუ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს (იხ: „სხვა მედიკამენტები და ცინეტი“).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ეს პრეპარატი არ არის ნაჩვენები 12 წელზე ნაკლები ასაკის ან 35კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ:
გაწუხებთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა) (იხ. „არ მიიღოთ ცინეტი“);
გაწუხებთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები (თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა). ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, რეკომენდებულია რჩევა ჰკითხოთ თქვენს ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ დაბალი დოზის მიღება ან ამ მედიკამენტის მიღების სიხშირი შემცირება და თქვენიმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რეგულარული გამოკვლევები.
დომპერიდონი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რითმის დარღვევების და გულის გაჩერების რისკის მომატებასთან. ეს რისკი უფრო მოსალოდნელია 60 წელს გადაცილებულ პირებში ან დღეში 30 მგ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში. რისკი ასევე იზრდება, დომპერიდონის მიღებისას ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ მედიკამენტებს ინფექციის სამკურნალოდ (სოკოვანი ინფექციები ან ბაქტერიული ინფექცია) და/ან თუ გაქვთ გულის პრობლემები ან შიდსი/აივ-ინფექცია (იხ. პარაგრაფი სხვა მედიკამენტები და ცინეტი).
მოზრდილებსა და ბავშვებში დომპერიდონი გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.
დომპერიდონის მიღებისას დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ გულის რითმის დარღვევები, როგორიცაა პალპიტაცია, სუნთქვის გაძნელება და გონების დაკარგვა. ამ შემთხვევაში დომპერიდონით მკურნალობა უნდა შეჩერდეს.
პარკინსონით დაავადებულ პაციენტებს დომპერიდონი უნდა დაენიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სხვა უსაფრთხო ღებინების საწინააღმდეგო (ანტიემეტიკური) თერაპიები.
სხვა მედიკამენტები და ცინეტი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
არ მიიღოთ ცინეტი თუ იღებთ მედიკამენტებს შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
სოკოვანი ინფექციები, როგორიცაა აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, კერძოდ, პერორალური კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი;
ბაქტერიული ინფექციები, კერძოდ ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი (ეს არის ანტიბიოტიკები);
გულთან დაკავშირებული პრობლემები ან მაღალი არტერიული წნევა (მაგ. ამიოდარონი, დრონედარონი, ქინიდინი, დისოპირამიდი, დოფეტილიდი, სოტალოლი, დილთიაზემი და ვერაპამილი);
ფსიქოზები (მაგალითად, ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი და სერტინდოლი);
დეპრესია (მაგ. ციტალოპრამი და ესციტალოპრამი);
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (მაგ., ცისაპრიდი, დოლასეტრონი და პრუკალოპრიდი);
ალერგია (მაგ., მექიტაზინი და მიზოლასტინი);
მალარია (კარძოდ, ჰალოფანტრინი);
შიდსი/აივ-ინფექცია (პროტეაზას ინჰიბიტორები);
კიბო (მაგ., ტორემიფენი, ვანდეტანიბი და ვინკამინი).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ მედიკამენტებს ინფექციის, გულთან დაკავშირებული პრობლემების ან შიდსის/აივ-ინფექციის სამკურნალოდ.
ცინეტი და აპომორფინი
სანამ გამოიყენებთ ცინეტს და აპომორფინს, თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ ორივე პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას, გაქვთ კარგი ტოლერანტობა. პერსონალური რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან სპეციალისტს. იხ. აპომორფინის ფურცელი-ჩანართი.
მნიშვნელოვანია, რომ ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს უსაფრთხოა თუ არა ცინეტის მიღება, როდესაც იღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ურეცეპტოდ მისაღები პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
დომპერიდონის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში პოსტმარკეტინგული მონაცემები შეზღუდულია. ამიტომ, ცინეტი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მიღება გამართლებულია მოსალოდნელი თერაპიული სარგებლით.
თუ ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ ცინეტი თქვენი ექიმის დანიშნულების გარეშე.
ძუძუთი კვება
დომპერიდონი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. დომპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის გულზე. დომპერიდონის გამოყენება ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ თქვენი ექიმი ხედავს ამის აშკარა საჭიროებას. ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ცინეტი არ ახდენს ზემოქმედებას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
როგორ უნდა მიიღოთ ცინეტი
ყურადღებით მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციებს, თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება ამ პრეპარატის მიღებიდან 3–4 დღის განმავლობაში. არ მიიღოთ ცინეტი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პირველ რიგში, ცინეტის შუშხუნა ტაბლეტები უნდა გაიხსნას ჭიქა წყალში.
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის და 35 კგ ან მეტი წონის მოზარდები
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს, დღეში სამჯერ, თუ შესაძლებელია ჭამის წინ.
არ მიიღოთ დღეში სამ ტაბლეტზე მეტი.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ცინეტი
თუ გამოიყენეთ ან მიიღეთ ცინეტი ჭარბი დოზით დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მოწამვლის ცენტრს, განსაკუთრებით თუ გადაჭარბებულ დოზას მიიღებს ბავშვი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. ეკგ მონიტორინგი უნდა განხორციელდეს გულის შესაძლო პრობლემის გამო, რომელსაც ეწოდება QT ინტერვალის გახანგრძლივება.
პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს აჟიტაცია, ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები, ძილიანობა, დეზორიენტაცია და ექსტრაპირამიდული რეაქციები, განსაკუთრებით ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებსა და ბავშვებში.
პაციენტი საავადმყოფოში უნდა იქნას გადაყვანილი ადეკვატური მკურნალობის ჩასატარებლად, როგორიცაა კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და სიმპტომური მკურნალობა (ექსტრაპირამიდული რეაქციების დათრგუნვა შესაძლებელია პარკინსონის საწინააღმდეგო ან ანტიქოლინერგული საშუალების ან ანტიქოლინერგული მოქმედების მქონე ანტიჰისტამინური საშუალების გამოყენებით).
თუ დაგავიწყდათ ცინეტის მიღება
მიიღეთ თქვენი პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ. თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ ამ დროს და ისე მიიღეთ, შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, ასევე იშვიათიც, უკავშირდება პროლაქტინის გამოყოფას და ძირითადად ვლინდება ხანგრძლივი მკურნალობის დროს.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შესაბამისი სიხშირის მიხედვით:
იშვიათი (ვლიდება ყოველი 10 000-დან 1 ან მეტ პაციენტში და ყოველი 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მათ შორის ძალიან იშვიათი გარდამავალი ნაწლავური სპაზმები;
ენდოკრინული დარღვევები: პროლაქტინის დონის მომატება;
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ: გალაქტორეა (რძიანი გამონადენი), ამენორეა (არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაციის არ ქონა) ან გინეკომასტია (მკერდის ზომის გაზრდა);
დომპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს პროლაქტინის დონის მომატება სისხლში, რამაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სხვა ეფექტები (ნეიროენდოკრინული ეფექტები), როგორიცაა გინეკომასტია, გალაქტორეა და ამენორეა.
ძალიან იშვიათი (ვლინდება ყოველი 10,000-დან 1-ზე ნაკლები პაციენტში):
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: გამონაყარი, ქავილი, ქოშინი, ხრიალი და/ან სახის შეშუპება; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ გივლინდებათ რომელიმე აღნიშნული სიმპტომი;
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ექსტრაპირამიდული ეფექტები (კუნთების პათოლოგიური მოძრაობები ან ტრემორი), კრუნჩხვები, ძილიანობა, თავის ტკივილი; კუნთის პათოლოგიური მოძრაობების რისკი უფრო მაღალია ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში;
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭინჭრის ციება, ქავილი ან გამონაყარი;
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა;
ფსიქიატრიული დარღვევები: აჟიტაცია, ნერვიულობა;
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები: ღვიძლის პათოლოგიური ფუნქციური სინჯები.
ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები (ექსტრაპირამიდული ეფექტები) ძალიან იშვიათია ბავშვებსა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში და გამონაკლისია მოზრდილებში. ზოგადად, ისინი სპონტანურად და მთლიანად ქრებიან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სხვა ეფექტები, როგორიცაა კრუნჩხვა, აჟიტაცია და ძილიანობა, ასევე, ძალიან იშვიათია და აღინიშნება უმეტესად ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებსა და ბავშვებში.
უცნობი (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
დარღვევები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: QT ინტერვალის გახანგრძლივება.
აღინიშნა გულის რითმის დარღვევები (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა); თუ აღნიშნული გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა. დომპერიდონი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რითმის დარღვევების და გულის გაჩერების რისკის მომატებასთან. ეს რისკი უფრო მოსალოდნელია 60 წელს გადაცილებულ პირებში ან დღეში 30 მგ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში. მოზრდილებსა და ბავშვებში დომპერიდონი გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.
შეტყიბინება გვერდითი მოვლენების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ INFARMED, I.P.–ის (ინფარმედ ი.პ) საშუალებით, ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
INFARMED, I.P. (ინფარმედ ი.პ)
Direção de Gestão do Risco de Medicamentos (მედიკამენტების რისკის მართვის დირექტორატი)
Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53 (ლისაბონის ჯანმრთელობის პარკი, ბრაზილიის გამზ. 53)
1749-004 ლისაბონი
ტელეფონი: +351 21 798 73 73
ვებ – გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
ელ.ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]
ცინეტის შენახვის პირობები
ინახება 25°C–ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვების მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის („EXP“) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ იმ წამლების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ცინეტი
მოქმედი ნივთიერება არის დომპერიდონი. თითოეული შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დომპერიდონს.
სხვა დამატებითი ნივთიერებებია: მანიტოლი (E421), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, საქარინის ნატრიუმი (E954), ფორთოხლის ესენცია და კალციუმის სტეარატი.
ცინეტის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შიგთავსი
შუშხუნა ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორ-პროექციანი ტაბლეტები, ცალ მხარეს ღარით.
ტაბლეტებზე არსებული გამყოფი ღარი არ არის განკუთვნილი მისი გაყოფისთვის ან მხოლოდ ერთი ნახევრის მისაღებად.
ცინეტი წარმოდგენილია 20, 40 ან 60 შუშხუნა ტაბლეტის შეფუთვით. დაფასოებულია ოპა-ალუმინის-პვქ/ალუმინის ბლისტერებში.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Laboratório Medinfar - Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო მედინფარ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.)
Rua Henrique de Paiva Couceiro, Nº 29 – Venda Nova (რუა ჰენრიკე დე პაივა ქოუჩეირო, #29 - ვენდა ნოვა),
2700-451 ამადორა
პორტუგალია
მწარმოებელი:
Farmalabor - Produtos Farmacêuticos, S.A. (ფარმალაბოურ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.)
Zona Industrial de Condeixa-a-Nova (კონდეიქსა-ა-ნოვას ინდუსტრიული ზონა)
3150-194 Condeixa-a-Nova (კონდეიქსა-ა-ნოვა)
პორტუგალია
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი ბოლოს განახლდა: 07/2019
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


