პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

დომპერიდონ ბიოგარანი 10მგ

DOMPÉRIDONE BIOGARAN 10mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
მოქმედი ნივთიერება
დომპერიდონი (domperidone)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
მწარმოებელი
Anpharm Przedsiebiorstwo Farmaceutyczne S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პროპულსივები
ATC კოდი
A03FA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-036853
რეგისტრირებულია
15 ნოემბერი 2022, მოქმედებს 15 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადომპერიდონ ბიოგარანი 10მგ და სხვა წამალი ერთად

დომპერიდონ ბიოგარანი 10მგ — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი მითითების შესაბამისად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღეთ დომპერიდონ ბიოგარანი® ჭამის წინ. ჭამის შემდეგ მიღების შემთხვევაში, მისი შეწოვა გარკვეულწილად შეფერხდება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის მიღებიდან 3-დან 4 დღეში. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ პრეპარატი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

დოზა

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან და 35 კგ.

რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში სამჯერ, თუ შესაძლებელია, ჭამამდე. მიიღეთ ტაბლეტი წყლით ან სხვა სითხით. არ მიიღოთ დღეში სამ ტაბლეტზე მეტი.

მიღების მეთოდი:

პერორალური

თუ მიიღეთ დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტი საჭირო დოზაზე მეტი

დომპერიდონ ბიოგარანი®-ს ჭარბი რაოდენობით გამოყენების ან მიღების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან შხამის კონტროლის ცენტრს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა. ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორინგი შეიძლება დაინიშნოს გულის პრობლემის წარმოშობის შესაძლებლობის გამო, რომელსაც ეწოდება QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ინფორმაცია ექიმისთვის: რეკომენდირებულია ფრთხილი მონიტორინგი და სიმპტომური მკურნალობა. ანტიქოლინერგულ ანტიპარკინსონულ მკურნალობას შეუძლია ექსტრაპირამიდული დარღვევების ნეიტრალიზების დახმარება (გამოსწორება).

თუ დაგავიწყდათდომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტის მიღება

მიიღეთ პრეპარატი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ მომდევნო დოზას და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად. გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

პრეპარატის გამოყენებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.

ნაკლებად ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში)

  • სახის ან ხელებისა და ფეხების უნებლიე მოძრაობები, გადაჭარბებული კანკალი, კუნთების გადაჭარბებული შებოჭილობა ან კუნთების სპაზმი.

დაუდგენელი სიხშირე (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება)

  • კრუნჩხვები;
  • რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან მალევე და გამოვლინდეს გამონაყარის, ქავილის, ქოშინის და/ან სახის შეშუპების ფორმით;
  • ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან მალევე, სხვა შესაძლო სიმპტომებს შორის ახასიათებს ჭინჭრის ციება, ქავილი, სიწითლე, გულის წასვლა და სუნთქვის გაძნელება;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: გამოვლინდა გულის რიტმის დარღვევები (აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა); თუ ეს ასეა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა. დომპერიდონი შესაძლოა ასოცირებული იყოს გულის რითმის დარღვევის და გულის გაჩერების გაზრდილ რისკთან. ეს რისკი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ 30 მგ-ზე მეტ დოზას დღეში. დომპერიდონი გამოყენებულ უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.

შეწყვიტეთ დომპერიდონ ბიოგარანი®-ით მკურნალობა და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა.

დომპერიდონით გამოვლენილი სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

უფრო ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში)

  • პირის სიმშრალე;

  • შფოთვა;
  • მოუსვენრობა;
  • ნერვიულობა;
  • სექსისადმი ინტერესის დაკარგვა ან შემცირება;
  • თავის ტკივილი;
  • ძილიანობა;
  • დიარეა;
  • გამონაყარი კანზე;
  • ქავილი;
  • ჭინჭრის ციება;
  • მტკივნეული ან მგრძნობიარე მკერდი;
  • ძუძუდან რძის გამონადენი;
  • ზოგადი სისუსტის განცდა;
  • თავბრუსხვევის შეგრძნება.

  • თვალების უკონტროლო მოძრაობები, ზევით მზერა;
  • ქალებში მენსტრუაციის შეჩერება;
  • მამაკაცებში მკერდის მოცულობის გადიდება;
  • შარდვის უუნარობა;
  • ცვლილება ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგებში;
  • მოუსვენარი ფეხების სინდრომი (დისკომფორტის შეგრძნება ფეხების, ზოგჯერ კი მკლავების და სხეულის სხვა ნაწილების გადაადგილების დაუძლეველი სურვილით).

ზოგიერთ პაციენტს, რომელთაც გამოიყენეს დომპერიდონი იმ პირობებსა და დოზებში, რაც საჭიროებს სამედიცინო ზედამხედველობას, განუვითარდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები:

მოუსვენრობა, მკერდის შეშუპება ან მოცულობის გადიდება, უჩვეულო გამონადენი მკერდიდან, არარეგულარული მენსტრუაცია ქალებში, გაძნელებული ლაქტაცია, დეპრესია, ჰიპერმგრძნობელობა.

მეორადი გვერდითი მოვლენები:

თუ გამოგივლინდებათ ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენა, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით. მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: www.signalement-samte.gouv.fr გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.

სიფრთხილის ზომები

დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ თქვენ:

  • გაწუხებთ ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ფუნქციების მოშლა ან ღვიძლის უკმარისობა) (იხილეთ რუბრიკა „არასოდეს მიიღოთ დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი).
  • გაწუხებთ თირკმლის პრობლემები (თირკმლის ფუნქციების მოშლა ან თირკმლის უკმარისობა). ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ამ პრეპარატის უფრო დაბალი დოზის ან მისი ნაკლებად ხშირად მიღება და ექიმს შესაძლოა დასჭირდეს თქვენი რეგულარულად გამოკვლევა.

დომპერიდონი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რითმის დარღვევის გაზრდილ და გულის გაჩერების გაზრდილ რისკთან. ეს რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დღეში 30 მგ-ზე მეტ დოზებს. ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია, როდესაც დომპერიდონი მიიღება ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ინფექციების (სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები) სამკურნალოდ იღებთ მედიკამენტებს და/ან გაქვთ გულის პრობლემები ან შიდსი (იხილეთ რუბრიკა „სხვა პრეპარატები და დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი).

დომპერიდონ ბიოგარანი® უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით.

დომპერიდონ ბიოგარანი®-ით მკურნალობის განმავლობაში დაუკავშირდით ექიმს თუ გამოგივლინდებათ გულის რითმის დარღვევები, როგორიცაა გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს დომპერიდონ ბიოგარანი®-ით მკურნალობა.

35 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები და მოზარდები

დომპერიდონ ბიოგარანი® არ უნდა დაინიშნოს 12 წელზე უფროსი ასაკის და 35 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდებში, არც 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან იგი ეფექტური არ არის ამ ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტი, აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

არასოდეს მიიღოთ დომპერიდონ ბიოგარანი® თუ იღებთ მედიკამენტებს შემდეგი პათოლოგიების სამკურნალოდ:

  • სოკოვანი ინფექციები, მაგ.: პენტამიდინი ან აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით იტრაკონაზოლი, ორალური კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოზაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი;
  • ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი (ეს ანტიბიოტიკებია);
  • გულის პრობლემები ან მაღალი არტერიული წნევა (მაგალითად ამიოდარონი, დრონედარონი, იბუთილიდი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, სოტალოლი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი);
  • ფსიქოზი (მაგალითად ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);
  • დეპრესია (მაგალითად ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);
  • კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მაგალითად ცისაპრიდი, დოლაზეტრონი, პრუკალოპრიდი);
  • ალერგია ( მაგალითად მეკიტაზინი, მიზოლასტინი);
  • მალარია (განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, ლუმფანტრინი);
  • აივ ინფექცია/შიდსი როგორიცაა რიტონავირი ან საკინავირი (ესენი არიან პროტეაზას ინჰიბიტორები);
  • ჰეპატიტი C (მაგალითად ტელაპრევირი);
  • კობო (მაგალითად ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი).

არ მიიღოთ დომპერიდონ ბიოგარანი® თუ იღებთ რომელიმე სხვა მედიკამენტს (მაგალითად ბეპრიდილი, დიფემანილი, მეტადონი).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ მედიკამენტებს ინფქციების, გულის პრობლემების, აივ ინფექციის/შიდსის, პარკისონის დაავადების სამკურნალოდ.

დომპერიდონ ბიოგარანი®-ს და აპომორფინის გამოყენებამდე ექიმი უნდა დარწმუნდეს რამდენად შემწყნარებელი ხართ ორივე მედიკამენტის ერთად გამოყენებისას.

ინდივიდუალური რჩევის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან სპეციალისტს.

გთხოვთ, იხილოთ აპომორფინის ინსტრუქცია.

მნიშვნელოვანია ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, არის თუ არა დომპერიდონ ბიოგარანი® თქვენთვის უსაფრთხო სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების მიღებისას.

დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან

მიიღეთ დომპერიდონ ბიოგარანი® ჭამის წინ. ჭამის შემდეგ მიღების შემთხვევაში, მისი შეწოვა გარკვეულწილად შეფერხდება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს დომპერიდონის მიღებასთან დაკავშირებული რისკი უცნობია.

მცირე რაოდენობით დომპერიდონი გამოვლინდა დედის რძეში. დომპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მეძუძური ჩვილების გულზე. ლაქტაციის დროს დომპერიდონ ბიოგარანი® უნდა იქნას გამოყენებული თუ ექიმი მიიჩნევს აუცილებლობად.

მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები

დომპერიდონის მიღების შემდეგ ზოგიერთ პაციენტს გამოუვლინდა თავბრუსხვევის შეგრძნება ან ძილიანობა. დომპერიდონ ბიოგარანი®-ს მიღებისას არ მართოთ მანქანები და სატრანსპორტო საშუალებები ვიდრე არ გაიგებთ დომპერიდონ ბიოგარანი®-ს თქვენზე ზემოქმედებას.

დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას და არსებითად არის "ნატრიუმის გარეშე"

თუ ექიმმა გაცნობათ ზოგიერთი შაქრის მიმართ შეუწყნარებლობაზე, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მას.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაზე, რაც ნიშნავს, რომ არსებითად არის "ნატრიუმის გარეშე".

შემადგენლობა

  • რა არის დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ და რა შემთხვევაში გამოიყენება?

საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი

ფარმაკოთერაპიული კლასი - ATC კოდი: A03FA03

პრეპარატი გამოიყენება გულისრევისა (ღებინების შეგრძნება) და ღებინების სამკურნალოდ მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წლიდან 35 კგ-დან).

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ-ის გამოყენებამდე?

არასოდეს მიიღოთ დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი

  • თუ ალერგიული ხართ დომპერიდონზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში;
  • თუ გაქვთ სისხლდენა კუჭიდან ან თუ რეგულარულად გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი ან მუდმივი შავი განავალი;
  • თუ გაქვთ გაჭედილი ან პერფორირებული ნაწლავები;
  • თუ გაქვთ ჰიპოფიზის ჯირკვალის სიმსივნე (პროლაქტინომა);
  • თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დაავადება;
  • თუ თქვენს ეკგ-ში (ელექტროკარდიოგრამა) ნაჩვენებია გულის პრობლემა სახელწოდებით "კორექტირებული QT გახანგრძლივება";
  • თუ გაქვთ ან გქონდათ პრობლემა, როცა გულს არ შეუძლია სისხლის გადატუმბვა მთელ სხეულში ისე, როგორც საჭიროა (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება გულის უკმარისობა);
  • თუ გაქვთ სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დონის შემცირების ან სისხლში კალიუმის დონის მატების გამომწვევი პრობლემა;
  • თუ იღებთ გარკვეულ პრეპარატებს (იხილეთ რუბრიკა „სხვა პრეპარატები და დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი).

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებს.

არ ჩაყაროთა სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ

შემოგარსული ტაბლეტი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

პრეპარატი პირადად თქვენთვისაა დანიშნული. ნუ მისცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

თუ გამოგივლინდებათ ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენას, რომელიც აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. იხილეთ რუბრიკა 4.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია?

  • რა არის დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტის გამოყენებამდე?
  • როგორ გამოიყენება დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტი?
  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
  • როგორ შევინახოთ დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტი?
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
  • რა არის დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ და რა შემთხვევაში გამოიყენება?

საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი

ფარმაკოთერაპიული კლასი - ATC კოდი: A03FA03

პრეპარატი გამოიყენება გულისრევისა (ღებინების შეგრძნება) და ღებინების სამკურნალოდ მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წლიდან 35 კგ-დან).

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ-ის გამოყენებამდე?

არასოდეს მიიღოთ დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი

  • თუ ალერგიული ხართ დომპერიდონზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში;
  • თუ გაქვთ სისხლდენა კუჭიდან ან თუ რეგულარულად გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი ან მუდმივი შავი განავალი;
  • თუ გაქვთ გაჭედილი ან პერფორირებული ნაწლავები;
  • თუ გაქვთ ჰიპოფიზის ჯირკვალის სიმსივნე (პროლაქტინომა);
  • თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დაავადება;
  • თუ თქვენს ეკგ-ში (ელექტროკარდიოგრამა) ნაჩვენებია გულის პრობლემა სახელწოდებით "კორექტირებული QT გახანგრძლივება";
  • თუ გაქვთ ან გქონდათ პრობლემა, როცა გულს არ შეუძლია სისხლის გადატუმბვა მთელ სხეულში ისე, როგორც საჭიროა (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება გულის უკმარისობა);
  • თუ გაქვთ სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დონის შემცირების ან სისხლში კალიუმის დონის მატების გამომწვევი პრობლემა;
  • თუ იღებთ გარკვეულ პრეპარატებს (იხილეთ რუბრიკა „სხვა პრეპარატები და დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ თქვენ:

  • გაწუხებთ ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ფუნქციების მოშლა ან ღვიძლის უკმარისობა) (იხილეთ რუბრიკა „არასოდეს მიიღოთ დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი).
  • გაწუხებთ თირკმლის პრობლემები (თირკმლის ფუნქციების მოშლა ან თირკმლის უკმარისობა). ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ამ პრეპარატის უფრო დაბალი დოზის ან მისი ნაკლებად ხშირად მიღება და ექიმს შესაძლოა დასჭირდეს თქვენი რეგულარულად გამოკვლევა.

დომპერიდონი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რითმის დარღვევის გაზრდილ და გულის გაჩერების გაზრდილ რისკთან. ეს რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დღეში 30 მგ-ზე მეტ დოზებს. ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია, როდესაც დომპერიდონი მიიღება ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ინფექციების (სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები) სამკურნალოდ იღებთ მედიკამენტებს და/ან გაქვთ გულის პრობლემები ან შიდსი (იხილეთ რუბრიკა „სხვა პრეპარატები და დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი).

დომპერიდონ ბიოგარანი® უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით.

დომპერიდონ ბიოგარანი®-ით მკურნალობის განმავლობაში დაუკავშირდით ექიმს თუ გამოგივლინდებათ გულის რითმის დარღვევები, როგორიცაა გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს დომპერიდონ ბიოგარანი®-ით მკურნალობა.

35 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები და მოზარდები

დომპერიდონ ბიოგარანი® არ უნდა დაინიშნოს 12 წელზე უფროსი ასაკის და 35 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდებში, არც 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან იგი ეფექტური არ არის ამ ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

სხვა პრეპარატები და დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტი, აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

არასოდეს მიიღოთ დომპერიდონ ბიოგარანი® თუ იღებთ მედიკამენტებს შემდეგი პათოლოგიების სამკურნალოდ:

  • სოკოვანი ინფექციები, მაგ.: პენტამიდინი ან აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით იტრაკონაზოლი, ორალური კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოზაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი;
  • ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი (ეს ანტიბიოტიკებია);
  • გულის პრობლემები ან მაღალი არტერიული წნევა (მაგალითად ამიოდარონი, დრონედარონი, იბუთილიდი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, სოტალოლი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი);
  • ფსიქოზი (მაგალითად ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);
  • დეპრესია (მაგალითად ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);
  • კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მაგალითად ცისაპრიდი, დოლაზეტრონი, პრუკალოპრიდი);
  • ალერგია ( მაგალითად მეკიტაზინი, მიზოლასტინი);
  • მალარია (განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, ლუმფანტრინი);
  • აივ ინფექცია/შიდსი როგორიცაა რიტონავირი ან საკინავირი (ესენი არიან პროტეაზას ინჰიბიტორები);
  • ჰეპატიტი C (მაგალითად ტელაპრევირი);
  • კობო (მაგალითად ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი).

არ მიიღოთ დომპერიდონ ბიოგარანი® თუ იღებთ რომელიმე სხვა მედიკამენტს (მაგალითად ბეპრიდილი, დიფემანილი, მეტადონი).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ მედიკამენტებს ინფქციების, გულის პრობლემების, აივ ინფექციის/შიდსის, პარკისონის დაავადების სამკურნალოდ.

დომპერიდონ ბიოგარანი®-ს და აპომორფინის გამოყენებამდე ექიმი უნდა დარწმუნდეს რამდენად შემწყნარებელი ხართ ორივე მედიკამენტის ერთად გამოყენებისას.

ინდივიდუალური რჩევის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან სპეციალისტს.

გთხოვთ, იხილოთ აპომორფინის ინსტრუქცია.

მნიშვნელოვანია ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, არის თუ არა დომპერიდონ ბიოგარანი® თქვენთვის უსაფრთხო სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების მიღებისას.

დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან

მიიღეთ დომპერიდონ ბიოგარანი® ჭამის წინ. ჭამის შემდეგ მიღების შემთხვევაში, მისი შეწოვა გარკვეულწილად შეფერხდება.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს დომპერიდონის მიღებასთან დაკავშირებული რისკი უცნობია.

მცირე რაოდენობით დომპერიდონი გამოვლინდა დედის რძეში. დომპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მეძუძური ჩვილების გულზე. ლაქტაციის დროს დომპერიდონ ბიოგარანი® უნდა იქნას გამოყენებული თუ ექიმი მიიჩნევს აუცილებლობად.

მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები

დომპერიდონის მიღების შემდეგ ზოგიერთ პაციენტს გამოუვლინდა თავბრუსხვევის შეგრძნება ან ძილიანობა. დომპერიდონ ბიოგარანი®-ს მიღებისას არ მართოთ მანქანები და სატრანსპორტო საშუალებები ვიდრე არ გაიგებთ დომპერიდონ ბიოგარანი®-ს თქვენზე ზემოქმედებას.

დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ, შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას და არსებითად არის "ნატრიუმის გარეშე"

თუ ექიმმა გაცნობათ ზოგიერთი შაქრის მიმართ შეუწყნარებლობაზე, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მას.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაზე, რაც ნიშნავს, რომ არსებითად არის "ნატრიუმის გარეშე".

  • როგორ გამოიყენება დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტი?

პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი მითითების შესაბამისად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღეთ დომპერიდონ ბიოგარანი® ჭამის წინ. ჭამის შემდეგ მიღების შემთხვევაში, მისი შეწოვა გარკვეულწილად შეფერხდება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის მიღებიდან 3-დან 4 დღეში. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ პრეპარატი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

დოზა

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან და 35 კგ.

რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში სამჯერ, თუ შესაძლებელია, ჭამამდე. მიიღეთ ტაბლეტი წყლით ან სხვა სითხით. არ მიიღოთ დღეში სამ ტაბლეტზე მეტი.

მიღების მეთოდი:

პერორალური

თუ მიიღეთ დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტი საჭირო დოზაზე მეტი

დომპერიდონ ბიოგარანი®-ს ჭარბი რაოდენობით გამოყენების ან მიღების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან შხამის კონტროლის ცენტრს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა. ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორინგი შეიძლება დაინიშნოს გულის პრობლემის წარმოშობის შესაძლებლობის გამო, რომელსაც ეწოდება QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ინფორმაცია ექიმისთვის: რეკომენდირებულია ფრთხილი მონიტორინგი და სიმპტომური მკურნალობა. ანტიქოლინერგულ ანტიპარკინსონულ მკურნალობას შეუძლია ექსტრაპირამიდული დარღვევების ნეიტრალიზების დახმარება (გამოსწორება).

თუ დაგავიწყდათდომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტის მიღება

მიიღეთ პრეპარატი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ მომდევნო დოზას და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად. გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

პრეპარატის გამოყენებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.

ნაკლებად ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში)

  • სახის ან ხელებისა და ფეხების უნებლიე მოძრაობები, გადაჭარბებული კანკალი, კუნთების გადაჭარბებული შებოჭილობა ან კუნთების სპაზმი.

დაუდგენელი სიხშირე (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება)

  • კრუნჩხვები;
  • რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან მალევე და გამოვლინდეს გამონაყარის, ქავილის, ქოშინის და/ან სახის შეშუპების ფორმით;
  • ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან მალევე, სხვა შესაძლო სიმპტომებს შორის ახასიათებს ჭინჭრის ციება, ქავილი, სიწითლე, გულის წასვლა და სუნთქვის გაძნელება;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: გამოვლინდა გულის რიტმის დარღვევები (აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა); თუ ეს ასეა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა. დომპერიდონი შესაძლოა ასოცირებული იყოს გულის რითმის დარღვევის და გულის გაჩერების გაზრდილ რისკთან. ეს რისკი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ 30 მგ-ზე მეტ დოზას დღეში. დომპერიდონი გამოყენებულ უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.

შეწყვიტეთ დომპერიდონ ბიოგარანი®-ით მკურნალობა და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა.

დომპერიდონით გამოვლენილი სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

უფრო ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში)

  • პირის სიმშრალე;

ნაკლებად ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში)

  • შფოთვა;
  • მოუსვენრობა;
  • ნერვიულობა;
  • სექსისადმი ინტერესის დაკარგვა ან შემცირება;
  • თავის ტკივილი;
  • ძილიანობა;
  • დიარეა;
  • გამონაყარი კანზე;
  • ქავილი;
  • ჭინჭრის ციება;
  • მტკივნეული ან მგრძნობიარე მკერდი;
  • ძუძუდან რძის გამონადენი;
  • ზოგადი სისუსტის განცდა;
  • თავბრუსხვევის შეგრძნება.

დაუდგენელი სიხშირე (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება)

  • თვალების უკონტროლო მოძრაობები, ზევით მზერა;
  • ქალებში მენსტრუაციის შეჩერება;
  • მამაკაცებში მკერდის მოცულობის გადიდება;
  • შარდვის უუნარობა;
  • ცვლილება ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგებში;
  • მოუსვენარი ფეხების სინდრომი (დისკომფორტის შეგრძნება ფეხების, ზოგჯერ კი მკლავების და სხეულის სხვა ნაწილების გადაადგილების დაუძლეველი სურვილით).

ზოგიერთ პაციენტს, რომელთაც გამოიყენეს დომპერიდონი იმ პირობებსა და დოზებში, რაც საჭიროებს სამედიცინო ზედამხედველობას, განუვითარდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები:

მოუსვენრობა, მკერდის შეშუპება ან მოცულობის გადიდება, უჩვეულო გამონადენი მკერდიდან, არარეგულარული მენსტრუაცია ქალებში, გაძნელებული ლაქტაცია, დეპრესია, ჰიპერმგრძნობელობა.

მეორადი გვერდითი მოვლენები:

თუ გამოგივლინდებათ ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენა, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით. მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: www.signalement-samte.gouv.fr გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.

  • როგორ შევინახოთ დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტი?

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებს.

არ ჩაყაროთა სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტი

  • აქტიური ნივთიერებაა:

დომპერიდონი ----------------------------------------------------------- 10 მგ

ერთი შემოგარსული ტაბლეტისთვის

  • სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ბირთვი: პოვიდონი, ბრინჯის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაკროგოლ 6000.

რა არის დომპერიდონ ბიოგარანი® 10მგ შემოგარსული ტაბლეტიდა გარე შეფუთვის შემადგენლობა:

პრეპარატი წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტის ფორმით.

ყუთი 20 შემოგარსული ტაბლეტით ბლისტერში.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი/მწარმოებელი

ბიოგარანის ლაბორატორია

შარლ დე გოლის ბულვარი 15

92707 კოლომბი სედექსი

მწარმოებელი

სს Anpharm Przedsiebiorstwo Farmaceutyczne

UI. Annopol 6B (უი. ანოპოლ 6ბ)

03-236 ვარშავა - პოლონეთი

პრეპარატის გადასინჯვის ბოლო თარიღია 2019 წლის სექტემბერი.

დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.

ფარმაბრაილი: ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ბრაილის შრიფტით, დიდი ასოებით და აუდიო სახით handicapzero.org-ზე, მედიკამენტების, ხელმისაწვდომია პრეპარატების ინსტრუქციების განყოფილებაში და ნომერზე: 0 800 39 39 51 მომსახურება და ზარი უფასოა.

რეფლექსი გადამუშავება

დაახარისხეთ შეფუთვა

გამოუყენებელი პრეპარატების დაბრუნება აფთიაქში

ცარიელი პლასტმასის ბლისტერის გადასაყრელად

ცარიელი მუყაოს ყუთი გადამუშავებისთვის

დაყენების წერტილი შეიძლება განსხვავდებოდეს (შეიცვალოს) ადგილობრივად > WWW.CONSIGNESDETRI.FR

  • 0421.0.09

4300

ბიოგრანი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა