პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ცერაქსონი

Ceraxon®

რეცეპტით100მგ/მლინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში). - იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი. - ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) და აღდგენით პერიოდი. - კოგნიტიური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციტიკოლინი (citicoline)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები ხსნარი მინის ფლაკონი №1 დოზირებული შპრიცით
მწარმოებელი
Ferrer Internacional, S.A, ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
ATC კოდი
N06BX06
რეგისტრაციის ნომერი
რ-039420
რეგისტრირებულია
24 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Takeda Austria GmbH (ავსტრია)
განმცხადებელი
CRATIA LTD-ის ნდობით აღჭურვილი ფიზიკური პირი მაკა მოდებაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაცერაქსონი და სხვა წამალი ერთად

ცერაქსონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
  • იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი.
  • ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) და აღდგენით პერიოდი.
  • კოგნიტიური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება

ცერაქსონი® შიგნით მისაღები ხსნარი ინიშნება პერორალურად. გამოყენების წინ შეიძლება პრეპარატის მცირე რაოდენობის წყალში გახსნა (120 მლ ან 1/2 ჭიქა). იღებენ ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის.

დოზირების რეკომენდირებული რეჟიმი

იშემიური ინსულტის და ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი:

1000 მგ (10 მლ ან 1 პაკეტი) ყოველ 12 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 კვირა.

იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი, ქალა-ტვინის ტრავმის აღდგენითი პერიოდი, კოგნიტიური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს:

500-2000 მგ დღეში (5-10 მლ 1-2 ჯერ დღეში ან 1 პაკეტი (1000 მგ) 1-2 ჯერ დღეში). დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის პრეპარატ ცერაქსონის® დანიშვნის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ფლაკონთან თანდართული დოზირებული შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია:

  • მოვათავსოთ დოზირებული შპრიცი ფლაკონში (შპრიცის დგუში მთლიანად არის დაშვებული).
  • ფრთხილად ამოვქაჩოთ დოზირებული შპრიცის დგუში, სანამ ხსნარის დონე არ გაუთანაბრდება შესაბამის ნიშნულს შპრიცზე.
  • მიღების წინ ხსნარის საჭირო რაოდენობა შეიძლება გაიხსნას 1/2 ჭიქა წყალში (120 მლ).

2449054870000

თითოეული გამოყენების წინ რეკომენდირებულია დოზირებული შპრიცის წყლით გავლება.

პაკეტებში პრეპარატ ცერაქსონის® გამოყენების რეკომენდაციები:

  • დაიჭირეთ პაკეტი ვერტიკალურად, ფრთხილად მოახიეთ მისი კიდე ნიშნულზე “გახსენით აქ”.
  • პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება უშუალოდ პაკეტის გახსნის შემდეგ

ან მიღების წინ შეიძლება გახსნა 1/2 ჭიქა (120 მლ) წყალში.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • გამოხატული ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპატიკური ნაწილის ტონუსის სიჭარბე);
  • იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, დაკავშირებული ფრუქტოზას აუტანლობასთან.

საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ არის რეკომენდირებული გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

სიცივეში შეიძლება წარმოიქმნას კრისტალების უმნიშვნელო რაოდენობა კონსერვანტის დროებითი ნაწილობრივი კროსტალიზაციის შედეგად. რეკომენდირებულ პირობებში შემდგომი შენახვისას კრისტალები იხსნება რამოდენიმე თვის განმავლობაში. კრისტალების არსებობა არ მოქმედებს პრეპარატის ხარისხზე.

მკურნალობის პერიოდში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე საქმიანობის პოტენციურად სახიფათო სახეობების შესრულების დროს, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და რეაქციების სისწრაფეს (ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მუშაობა მოძრავ მექანიზმებთან, დისპეტჩერის და ოპერატორის მუშაობა და ა.შ.).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციტოკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტებს.

არ არის რეკომენდირებული დანიშვნა ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ მეკლოფენოქსატს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში ციტიკოლინის გამოყენებაზე არ არსებობს.

ცხოველებზე კვლევებში უარყოფითი ზეგავლენა გამოვლენილი არ არის, ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპარატს ცერაქსონს® ნიშნავენ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ცერაქსონის® დანიშვნისას ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, რადგანაც მონაცემები დედის რძით ციტიკოლინის გამოყოფის შესახებ არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიმხურვალის შეგრძნება, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰალუცინაციები, შეშუპება, ქოშინი, უძილობა, აგზნებადობა, მადის დავქეითება, გაბუჟება პარალიზებულ კიდურებში, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება. ზოგიერთ შემთხვევებში ცერაქსონს® შეუძლია პარასიმპატიკური სისტემის სტიმულირება, ასევე არტერიული წნევის ხანმოკლე ცვლილების მოხდენა.

თუ ხდება ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გაუარესება ან აღინიშნა სხვა ნებისმიერი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.

ჭარბი დოზა

პრეპარატის დაბალი ტოქსიკურობის გათვალისწინებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ციტიკოლინი 104,5 მგ (100,0 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური);

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი 200,0 მგ, გლიცეროლი 50,0 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 1,45 მგ, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი 0,25 მგ, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი 6,0 მგ, ნატრიუმის საქარინატი 0,2 მგ, არომატიზატორი მარწყვის (მარწყვის ესენცია 1487-S-Lucta) 0,408 მგ, კალიუმის სორბატი 3,0 მგ, ლიმონის მჟავა 50% ხსნარს 5,9-6,1 рНH-მდე, გასუფთავებულ წყალი 1,0 მლ-მდე.

პრეპარატის 1 პაკეტი (10 მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ციტიკოლინს 1045,0 მგ (1000 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური);

დამხმარე ნივთიერება: სორბიტოლი 2000,0 მგ, გლიცეროლი 500,0 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 14,5 მგ, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი 2,5 მგ, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი 60,0 მგ, ნატრიუმის საქარინატს 2,0 მგ, არომატიზატორი მარწყვის (მარწყვის ესენცია 1487-S-Lucta) 4,08 მგ, კალიუმის სორბატს 30,0 მგ, ლიმონის მჟავა 50% ხსნარს 5,9-6,1 рН -მდე, გასუფთავებული წყალი 10,0 მლ-მდე.

აღწერილობა

გამჭვირვალე უფერო სითხე დამახასიათებელი მარწყვის სუნით.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნოოტროპული საშუალება

ათქ კოდი: N06BX06

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ციტიკოლინს, წარმოადგენს რა უჯრედული მემბრანების საკვანძო ულტრასტრუქტურული კომპონენტების (უპირატესად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს, გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი - ხელს უწყობს უჯრდების დაზიანებული მემბრანების აღდგენას, აინჰიბირენს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნას, ასევე იცავს უჯრედებს განადგურებისაგან, ზემოქმედებს რა აპოპტოზის მექანიზმებზე. ინსულტის მწვავე პერიოდში ციტიკოლინი ამცირებს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანების მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. ქალა-ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმატული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებას, ამის გარდა, ხელს უწყობს აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობის შემცირებას.

თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს ციტიკოლინი ეფექტურია ისეთი კოგნიტიური დარღვევების მკურნალობაში, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, სიძნელეები, რომლებიც ჩნდება ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისა და თვითმომსახურეობის დროს. ზრდის ყურადღების და ცნობიერების დონეს, ასევე ამცირებს ამნეზიის გამოვლინებას.

ციტიკოლინი ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეთიოლოგიის გრძნობითი და მოძრაობითი ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობაში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ციტიკოლინი კარგად აბსორბირდება შიგნით მიღებისას.

აბსორბცია პერორალური მიღების შემდეგ პრაქტიკულად სრულია, ბიომისაწვდომობა კი დაახლოებით ისეთია, როგორც ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

მეტაბოლიზმი

პრეპარატი მეტაბოლიზდება ნაწლავში და ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. მიღების შემდეგ ქოლინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად იზრდება.

განაწილება

ციტიკოლინი მნიშვნელოვანი ხარისხით ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში, ქოლინის ფრაქციის სწრაფი დანერგვით სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებსა და ციტიდინის ფრაქციებში - ციტიდინურ ნუკლეოტიდებსა და ნუკლეინურ მჟავებში. ციტიკოლინი აღწევს თავის ტვინში და აქტიურად ინტეგრირდება უჯრედულ, ციტოპლაზმურ და მიტოქონდრიულ მემბრანებში, წარმოქმნის რა სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ფრაქციის ნაწილს.

გამოყოფა

ციტიკოლინის შეყვანილი დოზის მხოლოდ 15% გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან: 3%-ზე ნაკლები - თირკმელებით და ნაწლავით და დაახლოებით 12% - ამოსუნთქული CO2-ით.

შარდთან ციტიკოლინის ეკსკრეციაში შეიძლება გამოიყოს 2 ფაზა: პირველი ფაზა, რომელიც გრძელდება დაახლოებით 36 საათი, რომლის მსვლელობის დროსაც გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება, და მეორე ფაზა, რომლის მსვლელობაშიც ეკსკრეციის სიჩქარე მცირდება ბევრად უფრო ნელა. იგივე აღინიშნება ამოსუნთქულ CO2-ში - გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება დაახლოებით 15 საათის შემდეგ, მერე კი მცირდენა ბევრად უფრო ნელა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ცერაქსონი®

სარეგისტრაციო ნომერი :

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ცერაქსონი®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ციტიკოლინი

სამკურნალო ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ციტიკოლინი 104,5 მგ (100,0 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური);

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი 200,0 მგ, გლიცეროლი 50,0 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 1,45 მგ, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი 0,25 მგ, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი 6,0 მგ, ნატრიუმის საქარინატი 0,2 მგ, არომატიზატორი მარწყვის (მარწყვის ესენცია 1487-S-Lucta) 0,408 მგ, კალიუმის სორბატი 3,0 მგ, ლიმონის მჟავა 50% ხსნარს 5,9-6,1 рНH-მდე, გასუფთავებულ წყალი 1,0 მლ-მდე.

პრეპარატის 1 პაკეტი (10 მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ციტიკოლინს 1045,0 მგ (1000 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური);

დამხმარე ნივთიერება: სორბიტოლი 2000,0 მგ, გლიცეროლი 500,0 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 14,5 მგ, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი 2,5 მგ, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი 60,0 მგ, ნატრიუმის საქარინატს 2,0 მგ, არომატიზატორი მარწყვის (მარწყვის ესენცია 1487-S-Lucta) 4,08 მგ, კალიუმის სორბატს 30,0 მგ, ლიმონის მჟავა 50% ხსნარს 5,9-6,1 рН -მდე, გასუფთავებული წყალი 10,0 მლ-მდე.

აღწერილობა

გამჭვირვალე უფერო სითხე დამახასიათებელი მარწყვის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნოოტროპული საშუალება

ათქ კოდი: N06BX06

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ციტიკოლინს, წარმოადგენს რა უჯრედული მემბრანების საკვანძო ულტრასტრუქტურული კომპონენტების (უპირატესად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს, გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი - ხელს უწყობს უჯრდების დაზიანებული მემბრანების აღდგენას, აინჰიბირენს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნას, ასევე იცავს უჯრედებს განადგურებისაგან, ზემოქმედებს რა აპოპტოზის მექანიზმებზე. ინსულტის მწვავე პერიოდში ციტიკოლინი ამცირებს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანების მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. ქალა-ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმატული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებას, ამის გარდა, ხელს უწყობს აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობის შემცირებას.

თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს ციტიკოლინი ეფექტურია ისეთი კოგნიტიური დარღვევების მკურნალობაში, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, სიძნელეები, რომლებიც ჩნდება ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისა და თვითმომსახურეობის დროს. ზრდის ყურადღების და ცნობიერების დონეს, ასევე ამცირებს ამნეზიის გამოვლინებას.

ციტიკოლინი ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეთიოლოგიის გრძნობითი და მოძრაობითი ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობაში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ციტიკოლინი კარგად აბსორბირდება შიგნით მიღებისას.

აბსორბცია პერორალური მიღების შემდეგ პრაქტიკულად სრულია, ბიომისაწვდომობა კი დაახლოებით ისეთია, როგორც ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

მეტაბოლიზმი

პრეპარატი მეტაბოლიზდება ნაწლავში და ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. მიღების შემდეგ ქოლინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად იზრდება.

განაწილება

ციტიკოლინი მნიშვნელოვანი ხარისხით ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში, ქოლინის ფრაქციის სწრაფი დანერგვით სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებსა და ციტიდინის ფრაქციებში - ციტიდინურ ნუკლეოტიდებსა და ნუკლეინურ მჟავებში. ციტიკოლინი აღწევს თავის ტვინში და აქტიურად ინტეგრირდება უჯრედულ, ციტოპლაზმურ და მიტოქონდრიულ მემბრანებში, წარმოქმნის რა სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ფრაქციის ნაწილს.

გამოყოფა

ციტიკოლინის შეყვანილი დოზის მხოლოდ 15% გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან: 3%-ზე ნაკლები - თირკმელებით და ნაწლავით და დაახლოებით 12% - ამოსუნთქული CO2-ით.

შარდთან ციტიკოლინის ეკსკრეციაში შეიძლება გამოიყოს 2 ფაზა: პირველი ფაზა, რომელიც გრძელდება დაახლოებით 36 საათი, რომლის მსვლელობის დროსაც გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება, და მეორე ფაზა, რომლის მსვლელობაშიც ეკსკრეციის სიჩქარე მცირდება ბევრად უფრო ნელა. იგივე აღინიშნება ამოსუნთქულ CO2-ში - გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება დაახლოებით 15 საათის შემდეგ, მერე კი მცირდენა ბევრად უფრო ნელა.

გამოყენების ჩვენებები

  • იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
  • იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი.
  • ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) და აღდგენით პერიოდი.
  • კოგნიტიური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • გამოხატული ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპატიკური ნაწილის ტონუსის სიჭარბე);
  • იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, დაკავშირებული ფრუქტოზას აუტანლობასთან.

საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ არის რეკომენდირებული გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში ციტიკოლინის გამოყენებაზე არ არსებობს.

ცხოველებზე კვლევებში უარყოფითი ზეგავლენა გამოვლენილი არ არის, ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპარატს ცერაქსონს® ნიშნავენ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ცერაქსონის® დანიშვნისას ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, რადგანაც მონაცემები დედის რძით ციტიკოლინის გამოყოფის შესახებ არ არსებობს.

გამოყენების წესი და დოზირება

ცერაქსონი® შიგნით მისაღები ხსნარი ინიშნება პერორალურად. გამოყენების წინ შეიძლება პრეპარატის მცირე რაოდენობის წყალში გახსნა (120 მლ ან 1/2 ჭიქა). იღებენ ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის.

დოზირების რეკომენდირებული რეჟიმი

იშემიური ინსულტის და ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი:

1000 მგ (10 მლ ან 1 პაკეტი) ყოველ 12 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 კვირა.

იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი, ქალა-ტვინის ტრავმის აღდგენითი პერიოდი, კოგნიტიური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს:

500-2000 მგ დღეში (5-10 მლ 1-2 ჯერ დღეში ან 1 პაკეტი (1000 მგ) 1-2 ჯერ დღეში). დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის პრეპარატ ცერაქსონის® დანიშვნის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ფლაკონთან თანდართული დოზირებული შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია:

  • მოვათავსოთ დოზირებული შპრიცი ფლაკონში (შპრიცის დგუში მთლიანად არის დაშვებული).
  • ფრთხილად ამოვქაჩოთ დოზირებული შპრიცის დგუში, სანამ ხსნარის დონე არ გაუთანაბრდება შესაბამის ნიშნულს შპრიცზე.
  • მიღების წინ ხსნარის საჭირო რაოდენობა შეიძლება გაიხსნას 1/2 ჭიქა წყალში (120 მლ).

2449054870000

თითოეული გამოყენების წინ რეკომენდირებულია დოზირებული შპრიცის წყლით გავლება.

პაკეტებში პრეპარატ ცერაქსონის® გამოყენების რეკომენდაციები:

  • დაიჭირეთ პაკეტი ვერტიკალურად, ფრთხილად მოახიეთ მისი კიდე ნიშნულზე “გახსენით აქ”.
  • პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება უშუალოდ პაკეტის გახსნის შემდეგ

ან მიღების წინ შეიძლება გახსნა 1/2 ჭიქა (120 მლ) წყალში.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი ეფექტების სიხშირე ძალიან იშვიათად (1/10000) (ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით): ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიმხურვალის შეგრძნება, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰალუცინაციები, შეშუპება, ქოშინი, უძილობა, აგზნებადობა, მადის დავქეითება, გაბუჟება პარალიზებულ კიდურებში, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება. ზოგიერთ შემთხვევებში ცერაქსონს® შეუძლია პარასიმპატიკური სისტემის სტიმულირება, ასევე არტერიული წნევის ხანმოკლე ცვლილების მოხდენა.

თუ ხდება ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გაუარესება ან აღინიშნა სხვა ნებისმიერი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის დაბალი ტოქსიკურობის გათვალისწინებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ციტოკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტებს.

არ არის რეკომენდირებული დანიშვნა ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ მეკლოფენოქსატს.

განსაკუთრებული მითითებები

სიცივეში შეიძლება წარმოიქმნას კრისტალების უმნიშვნელო რაოდენობა კონსერვანტის დროებითი ნაწილობრივი კროსტალიზაციის შედეგად. რეკომენდირებულ პირობებში შემდგომი შენახვისას კრისტალები იხსნება რამოდენიმე თვის განმავლობაში. კრისტალების არსებობა არ მოქმედებს პრეპარატის ხარისხზე.

მკურნალობის პერიოდში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე საქმიანობის პოტენციურად სახიფათო სახეობების შესრულების დროს, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და რეაქციების სისწრაფეს (ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მუშაობა მოძრავ მექანიზმებთან, დისპეტჩერის და ოპერატორის მუშაობა და ა.შ.).

გამოშვების ფორმა

შიგნით მისაღები ხსნარი 100მგ/მლ.

30 მლ პრეპარატი უფერო გამჭვირვალე შუშის ფლაკონში, დახუფული ხრახნიანი პლასტმასის თავსახურით, რომელიც უზრუნველჰყოფს პირველი გახსნის კონტროლს.

ფლაკონი დოზირებულ შპრიცთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელსაც შიგნით აქვს დანაყოფი.

10მლ პრეპარატი პაკეტში კომბინირებული მასალისგან (პოლიეთილენტერეფტალატი/პოლისტიროლი

/ალუმინის ფოლგა/პოლიმერული ფირი სურლინი).

6 ან 10 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლფოში.

6 ან 10 პაკეტებში, რომლებიც მიერთებულია ორი მოსახევი ნაკერით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ფერერ ინტერნასიონალ, ს.ა., ესპანეთი

Ferrer Internacional, S.A., Spain

მწარმოებელი:

ფერერ ინტერნასიონალ, ს.ა., ესპანეთი

Ferrer Internacional, S.A., Spain

საწარმოო მოედნის მისამართი:

ხუან ბუსკალია, 1-9, 08173 სანტ კუგატ-დელ-ვალიესი, ბარსელონა, ესპანეთი

Joan Buscalla, 1-9, 08173 Sant Cugat del Valles, Barcelona, Spain

მომხმარებლის პრეტენზიები გაგაზავნეთ მისამართზე:

შპს “ტაკედა ფარმასიუტიკალს”

119048 ქ. მოსკოვი, უსაჩოვის ქ., სახ 2, შენობა 1

ტელეფონი: +7 (495) 933 55 11

ფაქსი: +7 (495) 502 16 25

მისამართი ინტერნეტში: www.takeda.com.ru

ელექტრონული მისამართი: [email protected]

ხელმოწერილია დასმულია Cratia Ltd მრგვალი ბეჭედი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა