- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში). - იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი. - ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) და აღდგენით პერიოდი. - კოგნიტური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციტიკოლინი (citicoline)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ/4მლ 4მლ საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- Ferrer Internacional, S.A, ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N06BX06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039419
- რეგისტრირებულია
- 24 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Takeda Austria GmbH (ავსტრია)
- განმცხადებელი
- CRATIA LTD-ის ნდობით აღჭურვილი ფიზიკური პირი მაკა მოდებაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ცერაქსონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი.
- ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) და აღდგენით პერიოდი.
- კოგნიტური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად
ინტრავენურად პრეპარატი ინიშნება ნელი ინტრავენური ინექციის სახით (3-5 წუთის განმავლობაში, დანიშნული დოზის მიხედვით) ან ვენებში წვეთოვანი გადასხმის ფორმით (40 – 60 წვეთი წუთში).
უმჯობესია ინტრავენურად შეყვანის გზა, ვიდრე კუნთებში. კუნთებში შეყვანისას თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის განმეორებითი შეყვანა ერთსა და იმავე ადგილას.
დოზირების რეკომენდირებული რეჟიმი
იშემიური ინსულტის და ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი:
1000 მგ ყოველ 12 საათში დიაგნოზის დასმის პირველივე დღიდან, მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 კვირა.
მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღის შემდეგ (თუ ყლაპვის ფუნქცია დარღვეული არ არის) შესაძლებელია პრეპარატ ცერაქსონის® პერორალურ ფორმებზე გადასვლა.
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი, ქალა-ტვინის ტრამვის აღდგენითი პერიოდი, თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს კოგნიტიური და ქცევითი დარღვევები:
500-2000 მგ დღეში. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე. შესაძლებელია პრეპარატ ცერაქსონის® პერორალური ფორმების გამოყენება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის ცერაქსონის® დანიშვნისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ხსნარი ამპულაში განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამპულის გახსნის შემდეგ ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ.
პრეპარატი შეთავსებადია ინტრავენური იზოტონური ხსნარების ყველა სახეობასთან და დექსტროზას ხსნარებთან.
უკუჩვენებები
არ არის რეკომენდირებული გამოხატული ვაგოტონიის მქონე პაციენტებში (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპატიკური ნაწილის ტონუსის სიჭარბე) და ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, რეკომენდირებული არ არის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პოტენციურად სახიფათო ისეთი საქმიანობის შესრულების დროს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და რეაქციების სისწრაფეს (ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მუშაობა მოძრავ მექანიზმებთან, დისპეტჩერის და ოპერატორის მუშაობა და ა.შ.).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს.
რეკომენდირებული არ არის ერთდროულად სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად დანიშვნა, რომლებიც შეიცავენ მეკლოფენოქსატს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში ციტიკოლინის გამოყენებაზე არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში უარყოფითი ზეგავლენა გამოვლენილი არ არის, ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპარატი ცერაქსონი® ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ცერაქსონის® დანიშვნისას ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, რადგანაც მონაცემები დედის რძით ციტიკოლინის გამოყოფის შესახებ არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად (1/10000) (ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით):
ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰალუცინაციები, შეშუპება, ქოშინი, უძილობა, აგზნება, მადის დავქეითება, გაბუჟება პარალიზებულ კიდურებში, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება. ზოგიერთ შემთხვევებში ცერაქსონს® შეუძლია პარასიმპატიკური სისტემის სტიმულირება, ასევე არტერიული წნევის ხანმოკლე ცვლილების მოხდენა.
თუ აღინიშნება ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამწვავება ან სხვა ნებისმიერი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აუცილებელია ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დაბალი ტოქსიკურობის გათვალისწინებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
შემადგენლობა
ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისთვის 500 მგ 4 მლ-ში.
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ციტიკოლინი 522,5 მგ, 500 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები: 1M ქლორწყალბადმჟავის ხსნარი ან 1M ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-მდე 6,5-7,1; საინექციო წყალი 4 მლ-მდე.
- ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისთვის 1000 მგ 4 მლ-ში:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ციტიკოლინი 1045 მგ, 1000 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური.

აღწერა
გამჭვირვალე უფერო სითხე.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნოოტროპული საშუალება
ათქ კოდი: N06BX06
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ციტიკოლინს, რომელიც წარმოადგენს უჯრედული მემბრანების საკვანძო ულტრასტრუქტურული კომპონენტების (უპირატესად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს, გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი - ხელს უწყობს უჯრედების დაზიანებული მემბრანების აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნას, ასევე იცავს უჯრედებს განადგურებისაგან, ზემოქმედებს რა აპოპტოზის მექანიზმებზე. ინსულტის მწვავე პერიოდში ციტიკოლინი ამცირებს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანების მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. ქალა-ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმატული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებას, გარდა ამისა, ხელს უწყობს აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობის შემცირებას.
თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს ციტიკოლინი ეფექტურია ისეთი კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, სიძნელეები ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისა და თვითმომსახურეობის დროს. ზრდის ყურადღების და ცნობიერების დონეს, ასევე ამცირებს ამნეზიის გამოვლინებას.
ციტიკოლინი ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის გრძნობითი და მოძრაობითი ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ციტიკოლინი კარგად აბსორბირდება ვენებში და კუნთებში შეყვანისას.
მეტაბოლიზმი
ვენებში და კუნთებში შეყვანისას ციტიკოლინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. შეყვანის შემდეგ ქოლინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად იზრდება.
განაწილება
ციტიკოლინი მნიშვნელოვანი ხარისხით ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში, ქოლინის ფრაქციის სწრაფი დანერგვით სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებსა და ციტიდინის ფრაქციებში - ციტიდინურ ნუკლეოტიდებსა და ნუკლეინურ მჟავებში. ციტიკოლინი აღწევს თავის ტვინში და აქტიურად ინტეგრირდება უჯრედულ, ციტოპლაზმურ და მიტოქონდრიულ მემბრანებში, წარმოქმნის რა სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ფრაქციის ნაწილს.
გამოყოფა
ციტიკოლინის შეყვანილი დოზის მხოლოდ 15% გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან: 3%-ზე ნაკლები - თირკმელებით და დაახლოებით 12% - ამოსუნთქული CO2-ით.
შარდით ციტიკოლინის ეკსკრეციაში შეიძლება გამოიყოს 2 ფაზა: პირველი ფაზა, რომელიც გრძელდება დაახლოებით 36 საათი, რომლის დროსაც გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება და მეორე ფაზა, რომლის დროსაც ეკსკრეციის სიჩქარე მცირდება ბევრად უფრო ნელა. იგივე აღინიშნება ამოსუნთქულ CO2-ში - გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება დაახლოებით 15 საათის შემდეგ, მერე კი მცირდება გაცილებით უფრო ნელა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ცერაქსონი® (Ceraxon®)
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ცერაქსონი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ციტიკოლინი
წამლის ფორმა: ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისთვის
შემადგენლობა
ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისთვის 500 მგ 4 მლ-ში.
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ციტიკოლინი 522,5 მგ, 500 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები: 1M ქლორწყალბადმჟავის ხსნარი ან 1M ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-მდე 6,5-7,1; საინექციო წყალი 4 მლ-მდე.
- ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისთვის 1000 მგ 4 მლ-ში:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ციტიკოლინი 1045 მგ, 1000 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები: 1M ქლორწყალბადმჟავის ხსნარი ან 1M ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-მდე 6,5-7,1; საინექციო წყალი 4 მლ-მდე.
აღწერა
გამჭვირვალე უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნოოტროპული საშუალება
ათქ კოდი: N06BX06
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ციტიკოლინს, რომელიც წარმოადგენს უჯრედული მემბრანების საკვანძო ულტრასტრუქტურული კომპონენტების (უპირატესად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს, გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი - ხელს უწყობს უჯრედების დაზიანებული მემბრანების აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნას, ასევე იცავს უჯრედებს განადგურებისაგან, ზემოქმედებს რა აპოპტოზის მექანიზმებზე. ინსულტის მწვავე პერიოდში ციტიკოლინი ამცირებს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანების მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. ქალა-ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმატული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებას, გარდა ამისა, ხელს უწყობს აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობის შემცირებას.
თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს ციტიკოლინი ეფექტურია ისეთი კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, სიძნელეები ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისა და თვითმომსახურეობის დროს. ზრდის ყურადღების და ცნობიერების დონეს, ასევე ამცირებს ამნეზიის გამოვლინებას.
ციტიკოლინი ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის გრძნობითი და მოძრაობითი ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ციტიკოლინი კარგად აბსორბირდება ვენებში და კუნთებში შეყვანისას.
მეტაბოლიზმი
ვენებში და კუნთებში შეყვანისას ციტიკოლინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. შეყვანის შემდეგ ქოლინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად იზრდება.
განაწილება
ციტიკოლინი მნიშვნელოვანი ხარისხით ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში, ქოლინის ფრაქციის სწრაფი დანერგვით სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებსა და ციტიდინის ფრაქციებში - ციტიდინურ ნუკლეოტიდებსა და ნუკლეინურ მჟავებში. ციტიკოლინი აღწევს თავის ტვინში და აქტიურად ინტეგრირდება უჯრედულ, ციტოპლაზმურ და მიტოქონდრიულ მემბრანებში, წარმოქმნის რა სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ფრაქციის ნაწილს.
გამოყოფა
ციტიკოლინის შეყვანილი დოზის მხოლოდ 15% გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან: 3%-ზე ნაკლები - თირკმელებით და დაახლოებით 12% - ამოსუნთქული CO2-ით.
შარდით ციტიკოლინის ეკსკრეციაში შეიძლება გამოიყოს 2 ფაზა: პირველი ფაზა, რომელიც გრძელდება დაახლოებით 36 საათი, რომლის დროსაც გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება და მეორე ფაზა, რომლის დროსაც ეკსკრეციის სიჩქარე მცირდება ბევრად უფრო ნელა. იგივე აღინიშნება ამოსუნთქულ CO2-ში - გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება დაახლოებით 15 საათის შემდეგ, მერე კი მცირდება გაცილებით უფრო ნელა.
გამოყენების ჩვენებები
- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი.
- ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) და აღდგენით პერიოდი.
- კოგნიტური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.
უკუჩვენებები
არ არის რეკომენდირებული გამოხატული ვაგოტონიის მქონე პაციენტებში (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპატიკური ნაწილის ტონუსის სიჭარბე) და ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, რეკომენდირებული არ არის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში ციტიკოლინის გამოყენებაზე არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში უარყოფითი ზეგავლენა გამოვლენილი არ არის, ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპარატი ცერაქსონი® ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ცერაქსონის® დანიშვნისას ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, რადგანაც მონაცემები დედის რძით ციტიკოლინის გამოყოფის შესახებ არ არსებობს.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად
ინტრავენურად პრეპარატი ინიშნება ნელი ინტრავენური ინექციის სახით (3-5 წუთის განმავლობაში, დანიშნული დოზის მიხედვით) ან ვენებში წვეთოვანი გადასხმის ფორმით (40 – 60 წვეთი წუთში).
უმჯობესია ინტრავენურად შეყვანის გზა, ვიდრე კუნთებში. კუნთებში შეყვანისას თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის განმეორებითი შეყვანა ერთსა და იმავე ადგილას.
დოზირების რეკომენდირებული რეჟიმი
იშემიური ინსულტის და ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი:
1000 მგ ყოველ 12 საათში დიაგნოზის დასმის პირველივე დღიდან, მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 კვირა.
მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღის შემდეგ (თუ ყლაპვის ფუნქცია დარღვეული არ არის) შესაძლებელია პრეპარატ ცერაქსონის® პერორალურ ფორმებზე გადასვლა.
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი, ქალა-ტვინის ტრამვის აღდგენითი პერიოდი, თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს კოგნიტიური და ქცევითი დარღვევები:
500-2000 მგ დღეში. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე. შესაძლებელია პრეპარატ ცერაქსონის® პერორალური ფორმების გამოყენება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის ცერაქსონის® დანიშვნისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ხსნარი ამპულაში განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამპულის გახსნის შემდეგ ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ.
პრეპარატი შეთავსებადია ინტრავენური იზოტონური ხსნარების ყველა სახეობასთან და დექსტროზას ხსნარებთან.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი რეაქციების სიხშირე
ძალიან იშვიათად (1/10000) (ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით):
ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰალუცინაციები, შეშუპება, ქოშინი, უძილობა, აგზნება, მადის დავქეითება, გაბუჟება პარალიზებულ კიდურებში, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება. ზოგიერთ შემთხვევებში ცერაქსონს® შეუძლია პარასიმპატიკური სისტემის სტიმულირება, ასევე არტერიული წნევის ხანმოკლე ცვლილების მოხდენა.
თუ აღინიშნება ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამწვავება ან სხვა ნებისმიერი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აუცილებელია ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დაბალი ტოქსიკურობის გათვალისწინებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს.
რეკომენდირებული არ არის ერთდროულად სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად დანიშვნა, რომლებიც შეიცავენ მეკლოფენოქსატს.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პოტენციურად სახიფათო ისეთი საქმიანობის შესრულების დროს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და რეაქციების სისწრაფეს (ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მუშაობა მოძრავ მექანიზმებთან, დისპეტჩერის და ოპერატორის მუშაობა და ა.შ.).
გამოშვების ფორმა
ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისთვის 500 მგ/4 მლ და 1000 მგ/4 მლ.
4,0 მლ უფერო ნეიტრალური მინის (ჰიდროლიზური ტიპი I) ამპულებში თეთრი ზოლით ამპულის გასატეხად.
3 ან 5 ამპულა (პვქ-ს კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა) ან 10 ამპულა (2 კონტურული უჯრედოვანი პვქ შეფუთვა) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ფერერ ინტერნასიონალ, ს.ა., ესპანეთი
Ferrer Internacional, S.A., Spain
მწარმოებელი:
ფერერ ინტერნასიონალ, ს.ა., ესპანეთი
Ferrer Internacional, S.A., Spain
საწარმოო მოედნის მისამართი:
ხუან ბუსკალია, 1-9, 08173 სანტ კუგატ-დელ-ვალიესი, ბარსელონა, ესპანეთი
Joan Buscalla, 1-9, 08173 Sant Cugat del Valles, Barcelona, Spain
მომხმარებლის პრეტენზიები გაგაზავნეთ მისამართზე:
შპს “ტაკედა ფარმასიუტიკალს”
119048 ქ. მოსკოვი, უსაჩოვის ქ., სახ 2, შენობა 1
ტელეფონი: +7 (495) 933 55 11
ფაქსი: +7 (495) 502 16 25
მისამართი ინტერნეტში: www.takeda.com.ru
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ხელმოწერილია დასმულია Cratia Ltd მრგვალი ბეჭედი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.