პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები

ფტოროკორტი

FTOROCORT

ურეცეპტოდ0,1%ინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე კანის დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა (ეგზემა, ვულგარული ფსორიაზი, ალერგიული დერმატიტი).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტრიამცინოლონი (triamcinolone)
ფორმა და შეფუთვა
0,1% 15გ მალამო ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Gedeon Richter Plc, უნგრეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ზომიერი აქტივობით (ჯგუფი II)
ATC კოდი
D07AB09
რეგისტრაციის ნომერი
რ-043761
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Gedeon Richter Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღ.ს.ს. ქიმიური ქარხანა „გედეონ რიხტერი“-ს საქართველოში წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფტოროკორტი და სხვა წამალი ერთად

ფტოროკორტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე კანის დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა (ეგზემა, ვულგარული ფსორიაზი, ალერგიული დერმატიტი).

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები:

მალამოს თხელი ფენა უნდა განაწილდეს კანის დაზიანებულ მონაკვეთზე დღეში ორჯერ ან სამჯერ (მაქსიმუმ 15 გ მალამო დღეში) ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ (მაქსიმუმ 10 გ მალამო დღეში).

ბავშვები და მოზარდები:

ფტოროკორტი არ უნდა გამოიყენოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მალამოს დატანა დაზიანებულ მონაკვეთზე შეიძლება მაქსიმუმ ორჯერ დღეში, რათა შემცირდეს არასასურველი ეფექტების განვითარების შესაძლებლობა. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 დღის განმავლობაში. ოკლუზიური სახვევის ქვეშ დატანა რეკომენდირებული არ არის.

ხანდაზმული პაციენტები:

კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანმოკლე დროის განმავლობაშიც კი, რადგან ხანდაზმულ ადამიანებში ხდება კანის ბუნებრივი განლევა.

გამოყენების წესი

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან თავში "შემადგენლობა" მითითებული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

საჭიროა თავი აარიდოთ პრეპარატის კონტაქტს თვალებთან ან პერიორბიტულ არესთან.

კანის ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები თანმხლები შესაბამისი ბაქტერიების / სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გარეშე.

კანის ტუბერკულოზური და მწვავე ვირუსული დაზიანები, განსაკუთრებით მარტივი ჰერპესის და ჩუტყვავილას დროს.

პარაზიტებით გამოწვეული კანის ინფექციებისას (მაგალითად, მუნი).

ფეხებზე წყლულები, როზაცეა სახეზე, აკნე, პერიორალური დერმატიტი ან საფენების დერმატიტი, მშრალი აქერცვლადი კანი.

მკერდის კანზე დატანა უშუალოდ ძუძუთი კვების წინ.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

1 წლამდე ბავშვები.

სიფრთხილის ზომები

თუ ვითარდება გაღიზიანება, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

თუ მუშავდება დიდი მონაკვეთები ან გამოიყენება ოკლუზიური სახვევი, ეს გამოიწვევს კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბციის გაზრდას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღება, განსაკუთრებით ბავშვებში.

რქოვანას დასუსტებულ შრეში მიკროორგანიზმები, პირველ რიგში პიოგენური, უფრო ადვილად აღწევენ და მკურნალობის პერიოდში იწვევენ სხვადასხვა პიოდერმიებს. თუმცა ეს ადვილი გასაკონტროლებელია ანტისეპტიკების გამოყენებით. ასევე შეიძლება განვითარდეს საფუარის მსგავსი სოკოებით გამოწვეული ინფექციები.

იშვიათ შემთხვევებში ოკლუზიური სახვევის ქვეშ შეიძლება განვითარდეს სისხლდენა. კანის ერთიდაიგივე მონაკვეთზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის პირებში, შეიძლება გამოიწვიოს ატროფიის განვითარება.

ფსორიაზი

ფსორიაზის დროს გამოყენებისას სტეროიდებით ადგილობრივ მკურნალობას შესაძლოა თან ახლდეს რისკის რამდენიმე ფაქტორი (მაგალითად, უკუეფექტი, სტეროიდული დამოკიდებულება, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის და ადგილობრივი ან სისტემური ინტოქსიკაციის განვითარების საშიშროება კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის შედეგად). ამგვარად, ფსორიაზის დროს ტოპიკური სტეროიდებით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

მხედველობის დარღვევა

შესაძლებელია მხედველობის დარღვევის აღნიშვნა კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას. პაციენტებში ისეთი სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, როგორიც არის არამახვილი მხედველობითი აღქმა ან მხედველობის სხვა დარღვევებისას, საჭიროა ოფტალმოლოგის კონსულტაციის შესაძლებლობის განხილვა ისეთი მიზეზების გამოსარიცხად, როგორიცაა კატარაქტა, გლაუკომა ან ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქრ), რის შესახებაც იყო შეტყობინებები კორტიკოსტეროიდების სისტემური ან ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

ტოპიკური კორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი

ტოპიკური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა უწყვეტმა ან არასწორმა გამოყენება, შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება მკურნალობის დასრულების შემდეგ (ტოპიკური კორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი). გამწვავების განვითარება შეიძლება უფრო მძიმე ფორმით, დერმატიტის სახით, რომელსაც ახლავს გამოხატული ჰიპერემია, ჩხვლეტის და წვის შეგრძნება, და შეიძლება გავრცელდეს დაზიანების პირველი ზონის ფარგლებს გარეთ. ყველაზე ხშირად აღინიშნება თხელკანიან მონაკვეთებზე გამოყენებისას, მაგალითად, სახეზე და ნაკეცების არეში. მოხსნის სინდრომზე ეჭვი მისატანია დაავადების გამწვავებისას რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში წარმატებული მკურნალობის დასრულების შემდეგ. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენების განახლებისას და სპეციალისტთან კონსულტაციისთვის მიმართვა ან მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვა.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატის ბავშვებში დანიშვნა შეიძლება მოხლოდ გამონაკლის შემთხვევებში!

თერაპიის კურსები არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, და არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიური სახვევები. ბავშვებში სტეროიდული ჰორმონებით ხანგრძლივი უწყვეტი ტოპიკური თერაპიის ჩატარება არ შეიძლება.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, გადავადებული).

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფტოროკორტის მალამოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

სტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას, მათი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან უცნობია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფტოროკორტის მალამო უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში, შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მოსალოდნელი სარგებლის და შესაძლო რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ფეტოტოქსიური ეფექტები (ტერატოგენობა, ემბრიოტოქსიკურობა). არსებობს არასაკმარისი მტკიცებულებები ადამიანებში ორსულობისას გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

მაკე ცხოველებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების პათოლოგიები, სასის ნაპრალის და საშვილოსნოშიდა განვითარების შეფერხების ჩათვლით. შესაბამისად, ადამიანის ნაყოფის ორგანიზმში არსებობს ასეთი ეფექტების ძალიან მცირე რისკი.

ორსულობისას გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება და პლაზმის კლირენსი ახალშობილებში უფრო დაბალია, ვიდრე ბავშვებსა და მოზრდილებში.

ლაქტაციის პერიოდი

სისტემური კორტიკოსტეროიდები ექსკრეტირდებიან ქალის რძეში და შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ ახალშობილებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციაზე და გამოიწვიონ ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ზრდის შენელება.

ლაქტაციის პერიოდში ტრიამცინოლონის ადგილობრივი გამოყენება რეკომენდებული არ არის. ძუძუთი კვების წინ მკერდის კანზე პრეპარატის დატანა არ შეიძლება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფტოროკორტის მალამო არ ახდენს ან უმნიშვნელოდ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

შეფუთვა

მალამო, 0,1%.

15 გ მალამო ალუმინის ტუბში, რომელიც დახურულია პერფორაციული წვერით აღჭურვილი თეთრი პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით.

ერთი ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გვერდითი მოვლენები

სტეროიდებით ადგილობრივი მკურნალობა პოტენციურად დაკავშირებულია ადგილობრივი არასასურველი რეაქციების განვითარებასთან. ასევე მოსალოდნელია სისტემური ეფექტები სტეროიდების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც კანში აღწევენ.

თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს კანის დიდ მონაკვეთებზე კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენებისას. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია ბავშვთა ასაკის პაციენტებში გამოყენებისას, ასევე ფტოროკორტის მალამოს ოკლუზიური ნახვევის ქვეშ დატანისას. ცილების კატაბოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს აზოტის უარყოფითი ბალანსი.

არ არსებობს მონაცემები გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის შესახებ, ამიტომ მათი სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისტემურ-ორგანული კლასი

გვერდითი რეაქციები

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ინფექციები

მიმდინარე ინფექციების დაფარვა

ოპორტუნისტული ინფექციები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მეორეული უკმარისობა (თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვა)

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ჰიპოკალიემიური ალკალოზი

სითხის შეკავება

ჰიპოკალიემია

ნატრიუმის შეკავება

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

უძილობა

ფსიქიკური აშლილობები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

კრუნჩხვები

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

მაღალი ქალაშიდა წნევა

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

კატარაქტა

სუბკაფსულური კატარაქტა

ეგზოფთალმი

გლაუკომა

პაპილარული შეშუპება

წყლულოვანი კერატიტი

ქორიორეტინოპათია

არამახვილი მხედველობა (ასევე იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")

დარღვევები გულის მხრივ

გულის უკმარისობა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

არტერიული ჰიპერტენზია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

სისხლდენა კუჭიდან

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან

კუჭ-ნაწლავის პერფორაციები

ეზოფაგიტი

პანკრეატიტი

პეპტიკური წყლული

დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ

დერმატიტი

კანის წვის შეგრძნება

ფოლიკულიტი დატანის ადგილას

ფერისმჭამელების მაგვარი დერმატიტი

კონტაქტური დერმატიტი

კანის გათხელება, სიმშრალე

ერითემა

ჰირსუტიზმი

ჰიპერჰიდროზი

გამოყელვა

ქავილი

კანის ატროფია

კანის ჰიპოპიგმენტაცია

კანის გაღიზიანება

სტრიები

ტელეანგიექტაზია

მოხსნის რეაქციები - კანის ჰიპერემია, რომელიც შეიძლება გავრცელდეს დაზიანების საწყის ფარგლებს გარეთ, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ქავილი, კანის აქერცვლა, დასველებადი პუსტულების წარმოქმნა (ასევე იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

სტეროიდული მიოპათია

ოსტეონეკროზი

ოსტეოპოროზი

ზოგადი აშლილობები და რეაქციები პრეპარატის შეყავნის ადგილას

ჭრილობების შეხორცების დარღვევა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები

თვალშიდა მაღალი წნევა

აზოტის უარყოფითი ბალანსი

კანის უარყოფითი ტესტი

ბავშვები

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: კატარაქტის განვითარების ალბათობა ბავშვებში უფრო მაღალია.

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ზრდის შენელება.

ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების, ასევე რეაქციების, რომლებიც არ არის მითითებული სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში განვითარებისას, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ჭარბი დოზა

მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინებები ჭარბი დოზის რაიმე შემთხვევების შესახებ არ ყოფილა, ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი და სისტემური ეფექტები, ორგანიზმში მოხვედრილი სტეროიდების რაოდენობის მიხედვით. რეკომენდებული ადგილობრივი გამოყენებისას, ჭარბი დოზა მოსალოდნელი არ არის.

მკურნალობა

სიმპტომურია (სისტემური არასასურველი ეფექტების). ჭარბი დოზის შემთხვევაში მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად; თერაპია თანდათან უნდა მოიხსნას.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიდროკორტიზონის ინტრავენური შეყვანა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ტრიამცინოლონის აცეტონიდი 0,015 გ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, სტეარინის მჟავა, პოლისორბატი 60, ცეტილის სპირტი, თხევადი პარაფინი, გლიცერინი (85%), გამოხდილი წყალი.

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი, ერთგვარივანი მალამო, პრაქტიკულად სუნის გარეშე.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, არ გაყინოთ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

დერმატოლოგიაში გარეგანი გამოყენების კორტიკოსტეროიდები. ზომიერად აქტიური კორტიკოსტეროიდები (II ჯგუფი).

ათქ კოდი: D07AB09

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტრიამცინოლონის აცეტონიდი წარმოადგენს ძლიერ ფტორირებულ კორტიკოსტეროიდს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით.

გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური ეფექტი ეფუძნება ორგანიზმის სპეციფიკური ცილების სინთეზის კონტროლს. ეს მრავლობითი ბიოლოგიური ეფექტი ემსახურება სტრესული სიტუაციებისადმი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ადაპტაციას: გლუკოზის შეწოვის და მოხმარების დაქვეითება, გლუკონეოგენეზის მომატება (ჰიპერგლიკემია). იზრდება გლიკოგენის დაგროვება (ძირითადად ღვიძლში) ინსულინის სეკრეციის გაზრდის გამო, რომელიც გამოწვეულია სისხლში შაქრის დონის მომატებით (ანაბოლური ეფექტი). ცილის სინთეზი ქვეითდება, იზრდება პროტეოლიზი კუნთებში (კატაბოლური ეფექტი), ძვლებში (ოსტეოპოროზი) და კანში. გლუკოკორტიკოიდები პერმისიულ მოქმედებას ახდენენ ლიპოლიზზე. ისინი აქვეითებენ სისხლძარღვების გაფართოვებას, სისხლძარღვების გამტარობას და შეშუპების ფორმირებას. გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორების დიდი ნაწილი მდებარეობს თავის ტვინის და გულის ქსოვილებში. ფილტვებში ისინი აძლიერებენ ბეტა-ადრენორეცეპტორების პასუხს, ბრონქოდილატაციას და აქვეითებენ ფილტვების სისხლძარღვების რეზისტენტობას.

შედარებით მაღალი დოზებით შეყვანისას, გლუკოკორტიკოიდები თრგუნავენ კორტიკოტროპინის სეკრეციას, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის შემთხვევაში, ისინი ზრდიან გორგლოვან ფილტრაციას და დიურეზს, ასევე წყლულების განვითარების სიხშირეს. ისინი ავლენენ ალერგიის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებს ფიზიოლოგიურზე მაღალ დოზებში.

ცხიმოვანი მჟავებით კორტიკოსტეროიდების ეთერიფიკაცია 17 ან 21 მდებარეობაში ჩვეულებრივ ზრდის კანზე აქტიურობას. ციკლური აცეტონიდების წარმოქმნა 16 და 17 მდებარეობაში დამატებით ზრდის ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო აქტივობას, როგორც წესი, გლუკოკორტიკოიდების სისტემური მოქმედების გაზრდის გარეშე, და ფტორირებული კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი მოქმედება ასევე მთლიანობაში ძლიერდებოდა.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღებისას კორტიკოსტეროიდები კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ასევე კარგად შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების უბნებიდან.

ადგილობრივად დატანით გამოყენებისას, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის ქვეშ ან კანის საფარველის მთლიანობის დარღვევისას, ასევე ოყნის სახით გამოყენებისას, შეიძლება შეიწოვოს საკმარისი რაოდენობის კორტიკოსტეროიდები სისტემური მოქმედების მოხდენით.

განაწილება

კორტიკოსტეროიდები სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ტრიამცინოლონის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს 6-ბეტა-ჰიდროქსი-ტრიამცინოლონი. კორტიკოსტეროიდები მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, ასევე თირკმელებში და თანაბრად გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 საათს, ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს 18-36 საათს.

სინთეთიკური კორტიკოსტეროიდების შედარებით ნელი მეტაბოლიზმი მათი უფრო დაბალი ცილა-შემაერთებელი აფინურობით ხსნის მათ მომატებულ ეფექტურობას ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ssსამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ფტოროკორტი (FTOROCORT)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): ტრიამცინოლონი (triamcinolone)

გამოშვების ფორმა: მალამო

გამოყენების ჩვენებები

გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე კანის დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა (ეგზემა, ვულგარული ფსორიაზი, ალერგიული დერმატიტი).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან თავში "შემადგენლობა" მითითებული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

საჭიროა თავი აარიდოთ პრეპარატის კონტაქტს თვალებთან ან პერიორბიტულ არესთან.

კანის ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები თანმხლები შესაბამისი ბაქტერიების / სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გარეშე.

კანის ტუბერკულოზური და მწვავე ვირუსული დაზიანები, განსაკუთრებით მარტივი ჰერპესის და ჩუტყვავილას დროს.

პარაზიტებით გამოწვეული კანის ინფექციებისას (მაგალითად, მუნი).

ფეხებზე წყლულები, როზაცეა სახეზე, აკნე, პერიორალური დერმატიტი ან საფენების დერმატიტი, მშრალი აქერცვლადი კანი.

მკერდის კანზე დატანა უშუალოდ ძუძუთი კვების წინ.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

1 წლამდე ბავშვები.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ფტოროკორტის მალამო უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში, შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მოსალოდნელი სარგებლის და შესაძლო რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ფეტოტოქსიური ეფექტები (ტერატოგენობა, ემბრიოტოქსიკურობა). არსებობს არასაკმარისი მტკიცებულებები ადამიანებში ორსულობისას გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

მაკე ცხოველებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების პათოლოგიები, სასის ნაპრალის და საშვილოსნოშიდა განვითარების შეფერხების ჩათვლით. შესაბამისად, ადამიანის ნაყოფის ორგანიზმში არსებობს ასეთი ეფექტების ძალიან მცირე რისკი.

ორსულობისას გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება და პლაზმის კლირენსი ახალშობილებში უფრო დაბალია, ვიდრე ბავშვებსა და მოზრდილებში.

ლაქტაციის პერიოდი

სისტემური კორტიკოსტეროიდები ექსკრეტირდებიან ქალის რძეში და შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ ახალშობილებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციაზე და გამოიწვიონ ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ზრდის შენელება.

ლაქტაციის პერიოდში ტრიამცინოლონის ადგილობრივი გამოყენება რეკომენდებული არ არის. ძუძუთი კვების წინ მკერდის კანზე პრეპარატის დატანა არ შეიძლება.

გამოყენების წესი და დოზები

მოზრდილები:

მალამოს თხელი ფენა უნდა განაწილდეს კანის დაზიანებულ მონაკვეთზე დღეში ორჯერ ან სამჯერ (მაქსიმუმ 15 გ მალამო დღეში) ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ (მაქსიმუმ 10 გ მალამო დღეში).

ბავშვები და მოზარდები:

ფტოროკორტი არ უნდა გამოიყენოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მალამოს დატანა დაზიანებულ მონაკვეთზე შეიძლება მაქსიმუმ ორჯერ დღეში, რათა შემცირდეს არასასურველი ეფექტების განვითარების შესაძლებლობა. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 დღის განმავლობაში. ოკლუზიური სახვევის ქვეშ დატანა რეკომენდირებული არ არის.

ხანდაზმული პაციენტები:

კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანმოკლე დროის განმავლობაშიც კი, რადგან ხანდაზმულ ადამიანებში ხდება კანის ბუნებრივი განლევა.

გამოყენების წესი

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

გვერდითი მოქმედება

სტეროიდებით ადგილობრივი მკურნალობა პოტენციურად დაკავშირებულია ადგილობრივი არასასურველი რეაქციების განვითარებასთან. ასევე მოსალოდნელია სისტემური ეფექტები სტეროიდების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც კანში აღწევენ.

თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს კანის დიდ მონაკვეთებზე კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენებისას. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია ბავშვთა ასაკის პაციენტებში გამოყენებისას, ასევე ფტოროკორტის მალამოს ოკლუზიური ნახვევის ქვეშ დატანისას. ცილების კატაბოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს აზოტის უარყოფითი ბალანსი.

არ არსებობს მონაცემები გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის შესახებ, ამიტომ მათი სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისტემურ-ორგანული კლასი

გვერდითი რეაქციები

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ინფექციები

მიმდინარე ინფექციების დაფარვა

ოპორტუნისტული ინფექციები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მეორეული უკმარისობა (თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვა)

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ჰიპოკალიემიური ალკალოზი

სითხის შეკავება

ჰიპოკალიემია

ნატრიუმის შეკავება

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

უძილობა

ფსიქიკური აშლილობები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

კრუნჩხვები

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

მაღალი ქალაშიდა წნევა

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

კატარაქტა

სუბკაფსულური კატარაქტა

ეგზოფთალმი

გლაუკომა

პაპილარული შეშუპება

წყლულოვანი კერატიტი

ქორიორეტინოპათია

არამახვილი მხედველობა (ასევე იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")

დარღვევები გულის მხრივ

გულის უკმარისობა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

არტერიული ჰიპერტენზია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

სისხლდენა კუჭიდან

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან

კუჭ-ნაწლავის პერფორაციები

ეზოფაგიტი

პანკრეატიტი

პეპტიკური წყლული

დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ

დერმატიტი

კანის წვის შეგრძნება

ფოლიკულიტი დატანის ადგილას

ფერისმჭამელების მაგვარი დერმატიტი

კონტაქტური დერმატიტი

კანის გათხელება, სიმშრალე

ერითემა

ჰირსუტიზმი

ჰიპერჰიდროზი

გამოყელვა

ქავილი

კანის ატროფია

კანის ჰიპოპიგმენტაცია

კანის გაღიზიანება

სტრიები

ტელეანგიექტაზია

მოხსნის რეაქციები - კანის ჰიპერემია, რომელიც შეიძლება გავრცელდეს დაზიანების საწყის ფარგლებს გარეთ, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ქავილი, კანის აქერცვლა, დასველებადი პუსტულების წარმოქმნა (ასევე იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

სტეროიდული მიოპათია

ოსტეონეკროზი

ოსტეოპოროზი

ზოგადი აშლილობები და რეაქციები პრეპარატის შეყავნის ადგილას

ჭრილობების შეხორცების დარღვევა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები

თვალშიდა მაღალი წნევა

აზოტის უარყოფითი ბალანსი

კანის უარყოფითი ტესტი

ბავშვები

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: კატარაქტის განვითარების ალბათობა ბავშვებში უფრო მაღალია.

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ზრდის შენელება.

ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების, ასევე რეაქციების, რომლებიც არ არის მითითებული სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში განვითარებისას, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შესაძლო სიმპტომები:

მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინებები ჭარბი დოზის რაიმე შემთხვევების შესახებ არ ყოფილა, ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი და სისტემური ეფექტები, ორგანიზმში მოხვედრილი სტეროიდების რაოდენობის მიხედვით. რეკომენდებული ადგილობრივი გამოყენებისას, ჭარბი დოზა მოსალოდნელი არ არის.

მკურნალობა

სიმპტომურია (სისტემური არასასურველი ეფექტების). ჭარბი დოზის შემთხვევაში მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად; თერაპია თანდათან უნდა მოიხსნას.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიდროკორტიზონის ინტრავენური შეყვანა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

ფტოროკორტის მალამოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

სტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას, მათი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან უცნობია.

სიფრთხილის ზომები

თუ ვითარდება გაღიზიანება, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

თუ მუშავდება დიდი მონაკვეთები ან გამოიყენება ოკლუზიური სახვევი, ეს გამოიწვევს კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბციის გაზრდას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღება, განსაკუთრებით ბავშვებში.

რქოვანას დასუსტებულ შრეში მიკროორგანიზმები, პირველ რიგში პიოგენური, უფრო ადვილად აღწევენ და მკურნალობის პერიოდში იწვევენ სხვადასხვა პიოდერმიებს. თუმცა ეს ადვილი გასაკონტროლებელია ანტისეპტიკების გამოყენებით. ასევე შეიძლება განვითარდეს საფუარის მსგავსი სოკოებით გამოწვეული ინფექციები.

იშვიათ შემთხვევებში ოკლუზიური სახვევის ქვეშ შეიძლება განვითარდეს სისხლდენა. კანის ერთიდაიგივე მონაკვეთზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის პირებში, შეიძლება გამოიწვიოს ატროფიის განვითარება.

ფსორიაზი

ფსორიაზის დროს გამოყენებისას სტეროიდებით ადგილობრივ მკურნალობას შესაძლოა თან ახლდეს რისკის რამდენიმე ფაქტორი (მაგალითად, უკუეფექტი, სტეროიდული დამოკიდებულება, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის და ადგილობრივი ან სისტემური ინტოქსიკაციის განვითარების საშიშროება კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის შედეგად). ამგვარად, ფსორიაზის დროს ტოპიკური სტეროიდებით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

მხედველობის დარღვევა

შესაძლებელია მხედველობის დარღვევის აღნიშვნა კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას. პაციენტებში ისეთი სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, როგორიც არის არამახვილი მხედველობითი აღქმა ან მხედველობის სხვა დარღვევებისას, საჭიროა ოფტალმოლოგის კონსულტაციის შესაძლებლობის განხილვა ისეთი მიზეზების გამოსარიცხად, როგორიცაა კატარაქტა, გლაუკომა ან ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქრ), რის შესახებაც იყო შეტყობინებები კორტიკოსტეროიდების სისტემური ან ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

ტოპიკური კორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი

ტოპიკური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა უწყვეტმა ან არასწორმა გამოყენება, შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება მკურნალობის დასრულების შემდეგ (ტოპიკური კორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი). გამწვავების განვითარება შეიძლება უფრო მძიმე ფორმით, დერმატიტის სახით, რომელსაც ახლავს გამოხატული ჰიპერემია, ჩხვლეტის და წვის შეგრძნება, და შეიძლება გავრცელდეს დაზიანების პირველი ზონის ფარგლებს გარეთ. ყველაზე ხშირად აღინიშნება თხელკანიან მონაკვეთებზე გამოყენებისას, მაგალითად, სახეზე და ნაკეცების არეში. მოხსნის სინდრომზე ეჭვი მისატანია დაავადების გამწვავებისას რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში წარმატებული მკურნალობის დასრულების შემდეგ. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენების განახლებისას და სპეციალისტთან კონსულტაციისთვის მიმართვა ან მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვა.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატის ბავშვებში დანიშვნა შეიძლება მოხლოდ გამონაკლის შემთხვევებში!

თერაპიის კურსები არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, და არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიური სახვევები. ბავშვებში სტეროიდული ჰორმონებით ხანგრძლივი უწყვეტი ტოპიკური თერაპიის ჩატარება არ შეიძლება.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, გადავადებული).

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ფტოროკორტის მალამო არ ახდენს ან უმნიშვნელოდ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

შეფუთვა

მალამო, 0,1%.

15 გ მალამო ალუმინის ტუბში, რომელიც დახურულია პერფორაციული წვერით აღჭურვილი თეთრი პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით.

ერთი ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, არ გაყინოთ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ღსს “გედეონ რიხტერი”

1103 უნგრეთი, ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21

მწარმოებელი

ღსს “გედეონ რიხტერი”

1103 უნგრეთი, ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21

ნებისმიერი ინფორმაციისთვის პრეპარატის შესახებ, ასევე პრეტენზიების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

ღსს "გედეონ რიხტერი"-ს წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: საქართველო, 0160, ქ.თბილისი, ს.კანდელაკის ქ., #8

ტელეფონი: +995-322-37-11-00

ელექტრონული მისამართი: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა