პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

კენალოგი 40

Kenalog® 40

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

სახსარშიდა გამოყენება: სახსრების ტკივილის, შეშუპებისა და შებოჭილობის შესამსუბუქებლად, რომლებიც დაკავშირებულია რევმატოიდულ ართრიტთან და ოსტეოართრიტთან ანთებითი კომპონენტით; ასევე ბურსიტის, ეპიკონდილიტისა და ტენდოსინოვიტის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტრიამცინოლონი (triamcinolone)
ფორმა და შეფუთვა
40მგ/მლ 1მლ ი.მ. და სახსარშიდა საინექციო სუსპენზია ამპულა №5
მწარმოებელი
KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AB08
რეგისტრაციის ნომერი
რ-036639
რეგისტრირებულია
19 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 19 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკენალოგი 40 და სხვა წამალი ერთად

კენალოგი 40 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სახსარშიდა გამოყენება: სახსრების ტკივილის, შეშუპებისა და შებოჭილობის შესამსუბუქებლად, რომლებიც დაკავშირებულია რევმატოიდულ ართრიტთან და ოსტეოართრიტთან ანთებითი კომპონენტით; ასევე ბურსიტის, ეპიკონდილიტისა და ტენდოსინოვიტის დროს.

ინტრამუსკულარული გამოყენება: იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სისტემური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპია:

ალერგიული მდგომარეობები: ბრონქული ასთმა;

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ, როგორიცაა, მაგალითად, პირველადი ან მეორადი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა.

კოლაგენური დარღვევები, მაგალითად, გამწვავებისას ან შემანარჩუნებელი თერაპიის სახით სისტემური წითელი მგლურას (სწმ) ან მწვავე რევმატოიდული კარდიტის ცალკეულ შემთხვევაში;

დერმატოლოგიური დაავადებები, მაგალითად, პემფიგოიდი, მძიმე დერმატიტი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი;

რევმატული, კუჭ-ნაწლავის ან რესპირატორული დაავადებები - როგორც დამატებითი მოკლევადიანი თერაპია;

ჰემატოლოგიური დაავადებები, მაგალითად, შეძენილი (ავტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია;

ნეოპლაზმები, მაგალითად, პალიატიური მკურნალობა ლეიკოზებისა და ლიმფომების დროს;

თირკმელების დაავადებები, ისეთები, როგორიცაა მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, მინიმალური ცვლილებების ნეფროზული სინდრომი ან ლუპუს ნეფრიტი.

მიღების წესი და დოზირება

კენალოგი განკუთვნილია მხოლოდ სახსარშიდა/კუნთშიდა ინექციისთვის.

შეყვანის სხვა გზების უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ არ არის დადგენილი. მკაცრად უნდა იყოს

დაცული სიფრთხილის ზომები, რომლებიც მიმართულია ასეპტიური შეყვანის უზრუნველსაყოფად. ეფექტის ხანგრძლივობის და ცვალებადობის გათვალისწინებით, შემდგომი დოზები უნდა იქნას შეყვანილი სიმპტომების რეციდივის დროს და არა წინასწარ განსაზღვრული ინტერვალებით.

სახსარშიდა ინექცია

სახსარშიდა ინექცია: სახსარშიდა ინექციისას ან მყესების გარსებში და სასახსრე ჩანთებში ინექციის დროს, კენალოგის დოზა შეიძლება ვარირებდეს 5 მგ-დან 10 მგ-მდე (0,125 - 0,25 მლ) მცირე სახსრებისთვის და 40 მგ-მდე (1,0 მლ) მსხვილი სახსრებისთვის, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ ნოზოლოგიურ ერთეულზე, რომელთან დაკავშირებითაც ტარდება მკურნალობა. ერთჯერად ინექციებს რამდენიმე ადგილას რამდენიმე სახსრის დაზიანების დროს, როცა ჯამური დოზა აღწევს 80 მგ, არ გამოუწვევია რაიმე არასასურველი რეაქციები.

ინტრამუსკულარული შეყვანა

ინტრამუსკულარული ინექცია: კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის ატროფიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ინექციის საჯდომ კუნთში შეყვანისას

დანამდვილებით უზრუნველყოფილია ღრმა ინტრამუსკულარული ინექცია. არ შეიძლება შეიყვანოთ პრეპარატი დელტოიდურ კუნთში. შემდგომი ინექციებისას უნდა იქნას შეცვლილი ინექციის ადგილები.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

რეკომენდებული საწყისი დოზაა 40 მგ (1.0 მლ), რომელიც ღრმად უნდა იყოს შეყვანილი საჯდომი კუნთის ზედა გარეთა კვადრანტში. შემდგომი დოზირება დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე და მდგომარეობის შემსუბუქების ხანგრძლივობაზე. ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ სტანდარტული თერაპიაზე, ასთმის სიმპტომები შეიძლება შემსუბუქდეს 40-დან 100 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ, რომელიც ინიშნება ალერგიის სიმპტომების გამოვლენისას.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტების მკურნალობა, განსაკუთრებით თუ ის გახანგრძლივებულია, უნდა დაიგეგმოს იმ გვერდითი ეფექტების უფრო სერიოზული შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც ახასიათებს კორტიკოსტეროიდებს ხანდაზმულ ასაკში, განსაკუთრებით ოსტეოპოროზი, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია,

ინფექციებისადმი მგრძნობელობა და კანის გათხელება. სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გულდასმითი კლინიკური დაკვირვება.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები

სავარაუდო საწყისი დოზა, რომელიც შეადგენს 40 მგ (1.0 მლ) და რეგულირდება სიმპტომების სიმძიმის შესაბამისად, ასევე ბავშვის ასაკისა და სხეულის წონის მიხედვით, უნდა შეყვანილი იქნას საჯდომი კუნთის ზედა გარეთა კვადრანტში ღრმად. ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის კენალოგის გამოყენება არ არის რეკომენდებული. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიის დროს უნდა იქნას განხორციელებული ბავშვების ზრდისა და განვითარების გულდასმითი მონიტორინგი. ჩუტყვავილით, წითელათი და სხვა ინფექციით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის შემთხვევაში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

ტრიამცინოლონის მოხსნა: პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პრეპარატ კენალოგის ზეფიზიოლოგიური დოზები (ერთზე მეტი ინექცია სამ კვირის განმავლობაში), პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით. სისტემური კორტიკოსტეროიდის თანდათანობითი მოხსნისას, მისი დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იზრდებოდეს,სანამ დოზა არ მიაღწევს არაუმეტეს 40 მგ და ინექციებს შორის ინტერვალი- მინიმუმ სამ კვირას. შეიძლება საჭირო გახდეს დაავადების აქტივობის კლინიკური შეფასება.

ხანმოკლე მოქმედების სისტემური კორტიკოსტეროიდით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა შესაძლებელია, თუ არსებობს დაავადების რეციდივის დაბალი ალბათობა. პაციენტების უმეტესობისათვის კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის სუპრესია, თუ პრეპარატის ერთჯერადი დოზა განმეორებით არ იქნა მიღებული სამი კვირის განმავლობაში, ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპიის თანდათანობითი მოხსნა ყოველთვის არის გასათვალისწინებელია პაციენტების შემდეგ ჯგუფებში:

  • პაციენტები, რომლებიც იღებენ სისტემური კორტიკოსტეროიდების განმეორებით კურსებს.
  • პრეპარატ კენალოგის კურსის დანიშვნის შემთხვევაში გახანგრძლივებული (რამდენიმე თვის ან წლების) თერაპიის მოხსნიდან ერთი წლის განმავლობაში.
  • პაციენტები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სხვა მიზეზები, რომლებიც განსხვავდება ეგზოგენური კორტიკოსტეროიდული თერაპიისაგან.

ტრიამცინოლონის აცეტონიდის საინექციო ფორმა შეიძლება განზავდეს ან შერეული იქნას

ზოგიერთი ადგილობრივი მოქმედების ანესთეთიკებთან. დეტალური ინფორმაციისათვის იხ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სისტემური ინფექციები სპეციფიკური ანტიმიკრობული თერაპიის დანიშვნამდე.

ინტრავენური, ინტრათეკალური, ეპიდურალური ან თვალშიდა შეყვანა.

სიფრთხილის ზომები

ყოვლისმომცველი კვლევები რომლებიც ადასტურებს პრეპარატ კენალოგის გამოყენების უსაფრთხოებას ინტრატურბინალური, სუბკონიუნქტივალური, მყესებქვეშ, რეტრობულბარული და თვალშიდა (ინტრავიტრეალური) ინექციების სახით, არ ჩატარებულა. ინტრავიტრეალური შეყვანის დროს იყო მიღებული ცნობები ენდოფთალმიტის, თვალის ანთების, თვალისშიდა წნევის მომატებისა და მხედველობის დაქვეითების, მათ შორის მხედველობის სიმახვილის დაქვეითების, შესახებ. აღწერილია სიბრმავის რამოდენიმე შემთხვა ცხვირის ნიჟარებში კორტიკოსტეროიდების სუსპენზიის შეყვანისა და თავის არეში განლაგებულ კეროვან დაზიანებებში ინექციების შემდეგ. იმ პიროვნებებთან, რომლებიც იღებენ ტრიამცინოლონის აცეტონიდის ინექციებს, აღწერილია სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციების და ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები, ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, გამოყენების მეთოდის მიუხედავად.

(სახსარშიდა ინექცია):

კორტიკოსტეროიდები არ უნდა შეიყვანოთ „არასტაბილურ“ სახსრებში. პაციენტები განსაკუთრებით უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ზედმეტად არ დატვირთონ სახსრები, რომლებშიც მიღწეული იქნა კლინიკური გაუმჯობესებები. დიდი ხნის განმავლობაში განმეორებითი სახსარშიდა ინექციების დროს შესაძლებელია განვითარდეს მძიმე დესტრუქციული

პროცესები სახსარში ძვლის ნეკროზით. მყესების გარსებში ინექციის შეყვანისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რათა არ შევიყვანოთ პრეპარატი პირდაპირ მყესში. თავიდან უნდა იქნას აცილებული განმეორებითი ინექციები ანთების მქონე მყესებში, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს მყესის გაწყვეტა.

არ შეიყვანოთ დეპო სამკურნალო ფორმის კორტიკოსტეროიდები აქილევსის მყესში, ვინაიდან ეს მყესი მოკლებულია მყესის ნამდვილ გარსს.

(კუნთშიდა ინექცია):

ხანგრძლივი თერაპიის წინაპირობაა შეუზღუდავი ცილის მიღება საკვებად, რათა მოხდეს თანდათანობითი წონის კლების ნიველირება, რომელიც ზოგჯერ წარმოიქმნება აზოტის უარყოფითი ბალანსის და ჩონჩხის კუნთების ატროფიის ფონზე.

სიფრთხილის ზომები:

სახსარშიდა ინექცია არ უნდა ჩატარდეს აქტიური ინფექციის არსებობისას სახსრებში ან მათ

მახლობლად. მოცემული პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული სახსრების ტკივილის შემსუბუქების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია ინფექციურ დაავადებებთან, ისეთების, როგორიცაა გონოკოკური ან ტუბერკულოზური ართრიტი.

არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით დროის მინიმალური პერიოდის განმავლობაში, ასევე შეყვანის გზით, როცა ეს შესაძლებელია, საჭირო დღიური დოზის ერთჯერადი ინექციის სახით შეყვანისას დილით ყოველ მეორე დღეს.

დოზის შესაბამისი ტიტრირების მიზნით დაავადების აქტივობის გათვალისწინებით აუცილებელია პაციენტს ხშირად დავაკვირდეთ.

ხანგრძლივი თერაპიის დროს ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფია, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ წლების მანძილზე. აქედან გამომდინარე, კორტიკოსტეროიდების მოხსნა ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ ყოველთვის უნდა ჩატარდეს თანდათანობით თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის თავიდან აცილების მიზნით,

ხოლო დოზის შემცირება უნდა მოხდეს რამდენიმე კვირაში ან თვეების განმავლობაში,რაც დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

ხანგრძლივი ტერაპიის დროს ინტერკურენტული დაავადების განვითარების, ტრავმის ან ქირურგიული ჩარევისას საჭირო იქნება დოზის დროებით გაზრდა. თუ კორტიკოსტეროიდები იყო მოხსნილი ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ, შეიძლება საჭირო გახდეს მათი დროებით ხელახლა მიღება.

პაციენტებს თან უნდა ჰქონდეთ სტეროიდებით მკურნალობის ბარათები,რომლებიც შეიცავენ მკაფიო მითითებებს სიფრთხილის ზომების დაცვასთან დაკავშირებით,რომლებიც საჭიროა რისკის შესამცირებლად, და, აგრეთვე, მონაცემებს მკურნალობის დამნიშვნელი ექიმის, პრეპარატის, დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

ანთებითი პასუხისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირების ჩახშობა ზრდის ინფექციებისადმი მგრძნობელობსაა და მათ სიმძიმეს. კლინიკური სურათი ხშირად შეიძლება იყოს ატიპიური, ხოლო სერიოზული ინფექციები, ისეთები, როგორიცაა სეპტიცემია და ტუბერკულოზი, შეიძლება მიმდინარეობდეს შენიღბული ფორმით და მათი გამოვლენის მომენტისთვის მიაღწიოს შორსწასულ სტადიას.

ჩუტყვავილა და წითელა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან პაციენტები,რომლებსაც იმუნოსუპრესია აქვთ, ეს დაავადებები, რომლებიც ,როგორც წესი, არ არის მძიმე, შეიძლება ლეტალური შედეგით დამთავრდეს.

პაციენტები, რომლებსაც არა აქვთ გადატანილი ჩუტყვავილა და რომლებიც იღებენ პარენტერალურ კორტიკოსტეროიდებს არა როგორც ჩანაცვლებით თერაპიას, ჩუტყვავილას მძიმე ფორმით მიმდინარეობის რისკის ჯგუფში მყოფებად უნდა ჩაითვალონ . დაავადების ფულმინანტური მიმდინარეობის გამოვლინებები

მოიცავს პნევმონიას, ჰეპატიტს და დისემინირებულ ინტრავასკულარულ სისხლის შედედებას; გამონაყარი არ არის აუცილებელი მთავარი სიმპტომი. პასიური იმუნიზაცია იმუნოგლობულინით (VZIG) ჩუტყვავილას წინააღმდეგ საჭიროა პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი

ავადმყოფ და დაავადების მიმართ იმუნიტეტის არმქონე პირებთან,და რომლებიც იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს ან ვინც იყენებდა მათ წინა 3 თვის განმავლობაში; იმუნოგლობულინი ჩუტყვავილას საწინააღმდეგოდ მიზანშეწონილია შეყვანილი იქნას კონტაქტის შემდეგ 3 დღის განმავლობაში და არაუგვიანეს 10 დღისა. ჩუტყვავილას დადასტურებული დიაგნოზი საჭიროებს სპეციალიზებულ დახმარებას და გადაუდებელ მკურნალობას. კორტიკოსტეროიდებით თერაპია არ უნდა შეწყდეს და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია მოერიდონ კონტაქტს წითელათი დაავადებულებთან, ხოლო კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას. შეიძლება საჭირო გახდეს ნორმალური იმუნოგლობულინით პროფილაქტიკა.

კორტიკოსტეროიდებით თერაპიის დროს ანტისხეულების წარმოქმნა იქნება შემცირებული, რაც, შესაბამისად, გავლენას მოახდენს პაციენტის პასუხზე ვაქცინაციაზე. ცოცხალი ვაქცინებით აცრა არ შეიძლება.

პაციენტები და/ან მომვლელები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი იმის თაობაზე, რომ გამოყენებისას

სისტემურმა სტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად მძიმე ფსიქიატრიული არასასურველი რეაქციები. სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში მკურნალობის დაწყებიდან. რისკი შეიძლება გაიზარდოს მაღალი დოზებისას/სისტემური ზემოქმედებისას, თუმცა დოზის დონე არ იძლევა საშუალებას წინდაწინ გავთვალოთ რეაქციების დაწყების დრო, ტიპი, სიმძიმე ან ხანგრძლივობა. დოზის შემცირების ან მისი მოხსნის შემდეგ

პაციენტთა უმრავლესობაში ყველაფერი ლაგდება, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური მკურნალობა. პაციენტებს/მათ მომვლელ პირებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია სერიოზული საყურადღებო ფსიქოლოგიური სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართონ ექიმს,

განსაკუთრებით დეპრესიული განწყობის ან სუიციდური აზრების არსებობაზე ეჭვის დროს. პაციენტებმა/ მათმა მომვლელმა პირებმა ასევე უნდა მიაქციონ ყურადღება შესაძლო ფსიქიკურ დარღვევებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას სისტემური სტეროიდების დოზის თანდათანობითი შემცირების დროს/ ან მათი მოხსნის შემდეგ, თუმცა ასეთი რეაქციები იშვიათად დაფიქსირებულა.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სისტემური კორტიკოსტეროიდების სავარაუდო გამოყენებისას პაციენტებში,რომლებსაც ამჟამად აქვთ ან ანამნეზში ჰქონდათ მძიმე

აფექტური აშლილობები, როგორც პირადად პაციენტს, ასევე მათი პირველი რიგის ნათესავებს. მათ მიეკუთვნებიან დეპრესიული ან მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობები და ადრე გამოვლენილი სტეროიდული ფსიქოზები.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყოს განხილული სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების საკითხი პაციენტებში შემდეგი მდგომარეობებით, რომლებიც მოითხოვენ ხშირ დაკვირვებას პაციენტზე.

ახლახანს გადატანილი ქირურგიული ჩარევა ნაწლავის ანასტომოზის შესაქმნელად, დივერტიკულიტი, თრომბოფლებიტი, მიმდინარე პერიოდში ან წარსულში არსებული აფექტური

აშლილობები (განსაკუთრებით წარსულში არსებული სტეროიდული ფსიქოზი), ეგზანთემით მიმდინარე დაავადებები, ქრონიკული ნეფრიტი ან თირკმლის უკმარისობა, მეტასტაზირებადი კარცინომა, ოსტეოპოროზი (განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან პოსტმენოპაუზაში მყოფი ქალები); აქტიური პეპტიური წყლულის მქონე (ან მისი ანამნეზში მქონე) პაციენტები. მიასთენია გრავისი. ლატენტური ან გადატანილი ტუბერკულოზი; ადგილობრივი ან სისტემური ვირუსული ინფექციის არსებობა, სისტემური სოკოვანი ინფექციები ან აქტიური ინფექციები, რომლებიც არ კონტროლირდება ანტიბიოტიკებით. მწვავე ფსიქოზები; მწვავე გლომერულონეფრიტი.

არტერიული ჰიპერტენზია; შეგუბებითი გულის უკმარისობა; გლაუკომა (ან გლაუკომით დამძიმებული ოჯახის ანამნეზი),მანამდე გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული პროქსიმალური მიოპათია ან ეპილეფსია. ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა.

ციტოქრომ CYP3A-ს ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნა, კობიცისტატშემცველი პრეპარატების ჩათვლით, ზრდის სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. ეს კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული თუ მისი გამოყენების სარგებელი არ აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეულ გვერდითი ეფექტების გაზრდილ რისკს ;

ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის კონტროლი სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების გამოვლენის მიზნით. რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გამოყენების დროს იქნა მოწოდებული ცნობები კლინიკურად მნიშვნელოვანი სამკურნალო ურთიერთქმედების თაობაზე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ტრიამცინოლონ აცეტონიდსა და რიტონავირს, რამაც გამოიწვია კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები, კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით. ამიტომ ტრიამცინოლონის აცეტონიდისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუკი მკურნალობის პოტენციური სარგებელი არ აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს.

კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტები შეიძლება გაიზარდოს ჰიპოთირეოზის ან ციროზის მქონე პაციენტებში და შემცირდეს ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში.

დიაბეტის მიმდინარეობა შეიძლება გაუარესდეს და მოითხოვოს ინსულინის დოზის გაზრდა. შესაძლოა ლატენტური შაქრიანი დიაბეტის განვითარება.

შესაძლოა მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ხოლო ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში

დაფიქსირდა ვაგინალური სისხლდენები. მდედრობითი სქესის პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ამ გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის თაობაზე, თუმცა, თუ არსებობს ჩვენება შესაბამისი დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებისა, ეს არ უნდა იყოს თავის შეკავების მიზეზი. იშვიათად, პაციენტებს, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, იშვიათ სემთხვევებში უვითარდებოდათ ანაფილაქტოიდური რეაქციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტის ანამნეზში ადგილი ჰქონდა ალერგიას სამკურნალო პრეპარატებზე.

ყველა კორტიკოსტეროიდი ზრდის კალციუმის ექსკრეციას.

ჰიპოპროთრომბინემიის მქონე პაციენტებში ასპირინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული

კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.

მხედველობის დაქვეითება

სისტემური და ტოპიური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლებელია მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტი მოგმართავთ ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, უნდა იქნას განხილული ასეთი პაციენტის ოფთალმოლოგთან

გაგზავნისა შესაძლო მიზეზების შეფასებისთვის, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან ასეთ იშვიათს დაავადებებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორეორეტინოპათია (ცსქრპ), რომელთა შემთხვევებიც ყოფილა აღწერილი სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში:

ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ კენალოგის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კორტიკოსტეროიდები იწვევენ დოზადამოკიდებულ ზრდის შეფერხებას ჩვილობის, ბავშვობის და

მოზარდობის ასაკში, რომელიც შეიძლება შეუქცევადი იყოს, ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა

აკონტროლოთ იმ ბავშვების ზრდა-განვითარება, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას.

პრეპარატის გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში:

ხანდაზმულ ასაკში სისტემური კორტიკოსტეროიდებისთვის დამახასიათებელი არასასურველი ეფექტები შეიძლება იყოს დაკავშირებული უფრო სერიოზულ შედეგებთან, განსაკუთრებით ოსტეოპოროზთან, არტერიულ ჰიპერტენზიასთან, ჰიპოკალიემიასთან, დიაბეტთან, ინფექციისადმი მიდრეკილებასა და კანის გათხელებასთან. სიცოცხლისთვის საშიში რეაქციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ზედმიწევნითი კლინიკური მონიტორინგი .

სპეციალური ინფორმაცია კენალოგ® 40-ის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

1 მლ კენალოგი® 40 (1 ამპულა) შეიცავს 9,9 მგ ბენზილის სპირტს. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლულ ან ახალშობილ ბავშვებში, ასევე 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ანაფილაქტოიდური რეაქციები.

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს დოზაში, რაც

ნიშნავს იმას, რომ ის „არ შეიცავს ნატრიუმს“.

სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის

თავისებურებები

გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ამფოტერიცინი B საინექციო ფორმით და კალიუმის დონის შემამცირებელი პრეპარატები:

პაციენტებში უნდა ხორციელდებოდეს ჰიპოკალიემიის გამოვლენის მონიტორინგი.

ანტიქოლინესტერაზული საშუალებები: შესაძლო ანტაგონისტური ზემოქმედება ანტიქოლინესტერაზული საშუალებების ეფექტებზე.

პერორალური ანტიკოაგულანტები: კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გააძლიერონ ან შეამცირონ ანტიკოაგულანტების ეფექტი. ამიტომ აუცილებელია გულდასმითი დაკვირვება პაციენტებზე, რომლებიც იღებენ ერთდროულად პერორალურ ანტიკოაგულანტებს და კორტიკოსტეროიდებს.

ანტიდიაბეტური საშუალებები: კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ სისხლში გლუკოზის დონე; შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი, განსაკუთრებით კორტიკოსტეროიდების დანიშვნის, მათი გაუქმების ან დოზის შეცვლის შემთხვევაში.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, დიურეტიკების ჩათვლით: კორტიკოსტეროიდები ამცირებენ

ანტიჰიპერტენზიული საშუალებების და დიურეტიკების ეფექტს. ძლიერდება დიურეტიკების ჰიპოკალემიური ეფექტი, მათ შორის აცეტაზოლამიდისაც.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები: შესაძლებელია შრატში იზონიაზიდის კონცენტრაციის დაქვეითება.

ციკლოსპორინი: ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია

ციკლოსპორინის ტოქსიკურობის ნიშნების მატების მონიტორინგი.

ფუტკარას გლიკოზიდები: ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს დიგიტალისის ტოქსიკურობის შესაძლებლობა.

ესტროგენები, ორალური კონტრაცეპტივების ჩათვლით: შესაძლებელია ნახევარგამოყოფის პერიოდისა და კორტიკოსტეროიდების კონცენტრაციის მატება და მათი კლირენსის დაქვეითება.

ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები (მაგალითად, ბარბიტურატები, ფენიტოინი, კარბამაზეპინი,

რიფამპიცინი, პრიმიდონი, ამინოგლუტეთიმიდი): შესაძლებელია პრეპარატ კენალოგის მეტაბოლური კლირენსის მატება. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ სტეროიდის მოქმედების შესაძლო შემცირების გამოვლენისა და დოზის შესაბამისი კორექტირების მიზნით .

სომატოტროპული ჰორმონი: ზრდის სტიმულირების ეფექტი შეიძლება დაითრგუნოს.

CYP 3A4 ინჰიბიტორები: ტრიამცინოლონის აცეტონიდი არის CYP3A4 სუბსტრატი. CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენება (მაგალითად, რიტონავირის, ატაზანავირის, კლარითრომიცინის, ინდინავირის, იტრაკონაზოლის, ნეფაზოდონის, ნელფინავირის, საქვინავირის, კეტოკონაზოლის, ტელითრომიცინის) ტრიამცინოლონთან ერთად არ არის რეკომენდებული პრეპარატის სისტემური არასასურველი ეფექტების შესაძლო გაძლიერების გამო. თუ ერთდროული გამოყენების პოტენციური სარგებელი აჭარბებს სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების აღმოცენების გაზრდილ რისკს,აუცილებელია გულდასმითი მონიტორინგი პაციენტებში ამ ეფექტების გამოვლენის მიზნით. რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მისი გამოყენების დროს იყო ცნობები სამკურნალო საშუალებების კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ პაციენტებში, რომლებსაც იღებდნენ

ტრიამცინოლონის აცეტონიდსა და რიტონავირს, რაც იწვევდა კორტიკოსტეროიდების სისტემურ გვერდით ეფექტების, მათ შორის კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის, განვითარებას.

არადეპოლარიზებელი მიორელაქსანტები: კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ ან გაზარდონ ნეიროკუნთოვანი ბლოკადა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასპ):კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გაზარდონ სიხშირე და/ან სიმძიმე კუჭ-ნაწლავის სისხლდენისა და წყლულებისა,რომლებიც დაკაშირებულია აასპ-ს გამოყენებასთან. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ სალიცილატების დონე შრატში და, აქედან გამომდინარე, შეამცირონ მისი პრეპარატების ეფექტურობა. მეორე მხრივ, კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტამ სალიცილატების მაღალი დოზებით თერაპიის დროს შეიძლება გამოიწვიოს სალიცილატების ტოქსიკური ეფექტების განვითარება.ჰიპოპროთრომბინემიის მქონე პაციენტებში ასპირინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კორტიკოსტეროიდებთან ერთად.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები: კორტიკოსტეროიდების მეტაბოლური კლირენსი მცირდება ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში და იხრდება პაციენტებში,

რომლებსაც აქვთ ჰიპერთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებებმა შესაძლოა საჭირო გახადოს ადრენოკორტიკოიდების დოზის კორექცია.

ვაქცინები: იმ პაციენტების ვაქცინაციის შემთხვევაში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს შესაძლებელია ნევროლოგიური გართულებები და ანტისხეულების არასაკმარისი პასუხი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გარკვეული კორტიკოსტეროიდების უნარი შეაღწიონ პლაცენტაში სხვადასხვა პრეპარატში

განსხვავებულია, მაგრამ ტრიამცინოლონი აღწევს პლაცენტაში.

ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების პათოლოგიური ცვლილებები, მათ შორის სასის შეუხორცებელი ნაპრალი, ზრდის შეფერხება მუცლადყოფნის პერიოდში და ასევე გავლენას ახდენს თავის ტვინის ზრდასა და განვითარებაზე. იმის მტკიცებულება, რომ კორტიკოსტეროიდების გამოყენება ზრდის თანდაყოლილი ანომალიების სიხშირეს, ისეთების, როგორიცაა სასის და/ან ტუჩის შეუხორცებლობა ადამიანებში, არ არსებობს. ამისდამიუხედავად, კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებულმა ან განმეორებითმა გამოყენებამ ორსულობის დროს შეიძლება გაზარდოს მუცლადყოფნის პერიოდში ზრდის შეფერხების რისკი. თეორიულად კორტიკოსტეროიდების მუცლადყოფნის პერიოდში ზემოქმედების შემდეგ ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს ჰიპოადრენალიზმი, თუმცა ის , ჩვეულებრივ, თავისთავად ქრება დაბადების შემდეგ და იშვიათად აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდები უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის და ბავშვისთვის სარგებელი აღემატება რისკს. თუმცა, როცა კორტიკოსტეროიდების გამოყენება აუცილებელია, ნორმალურად მიმდინარე ორსულობის მქონე პაციენტების მკურნალობა შეიძლება განხორციელდეს ისევე, როგორც ორსულობის არმქონე პაციენტებში.

ძუძუთი კვება:

კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ დედის რძეში შეღწევა; მონაცემები ტრიამცინოლონის შესახებ არ არის. ახალშობილებში, რომლებიც გაუჩნდათ დედებს, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობდნენ სისტემური კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს, შესაძლებელია ჰქონდეთ გარკვეული ხარისხის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

უცნობია.

გვერდითი მოვლენები

ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე)

  • თავის ტკივილი
  • ართრალგია
  • ინფექცია
  • რეაქცია ინექციის ადგილზე

არახშირად (≥ 1/1000 მაგრამ < 1/100)

  • ჰიპოკალიემია, ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, უარყოფითი აზოტის ბალანსი, თვალისშიდა წნევის მატება, ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებზე გავლენა,სხეულის წონის დაკლება, სისხლში კალციუმის დონის ნორმიდან გადახრა, საერთო ცილის ნორმიდან გადახრა
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა, არითმია
  • ჰიპერტენზია, ემბოლია, თრომბოფლებიტი, ნეკროზირებადი ვასკულიტი, ჰიპოტენზია, ალები
  • კრუნჩხვები, ეპილეფსია, სინკოპური მდგომარეობა, კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური

ჰიპერტენზია, ნევრიტი, პარესთეზიები, ინტრაკრანიალური წნევის მომატება, თავბრუსხვევა

  • სიბრმავე, კატარაქტა, გლაუკომა, ეგზოფთალმი, რქოვანას პერფორაცია, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება.
  • ვერტიგო
  • პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის პერფორაცია, პეპტიური წყლულიდან სისხლდენა, პანკრეატიტი, მუცლის შებერილობა, წყლულოვანი ეზოფაგიტი, დისპეფსია
  • ჭინჭრის ციება, გამონაყარი, კანის ჰიპერპიგმენტაცია, კანის ჰიპოპიგმენტაცია, კანის ატროფია,

კანის მსხვრევადობა, პეტექიები, ექიმოზები, ერითემა, ჰიპერჰიდროზი, პურპურა, კანის სტრიები, ჰირსუტიზმი, აკნე დერმატიტი, კანის წითელი მგლურა, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი

  • ოსტეოპოროზი, ოსტეონეკროზი, პათოლოგიური მოტეხილობა,გვიან შეხორცებადი მოტეხილობა, დისკომფორტის გრძნობა კუნთებსა და ძვლებში, კუნთების სისუსტე, მიოპათია, კუნთების ატროფია, ზრდის შეფერხება, ნეიროპათიური ართროპათია, მიალგია
  • გლუკოზურია
  • კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორადი უკმარისობა, ჰიპოპიტუიტარიზმი
  • ნატრიუმის შეკავება, სითხის შეკავება, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, ჰიპერგლიკემია,

შაქრიანი დიაბეტის არასაკმარისი კონტროლი, კალციუმის დეფიციტი, მომატებული მადა

  • ასეპტიური აბსცესი ინექციის ადგილზე, შენიღბული ინფექცია, ტუბერკულოზი,

კანდიდოზური ინფექცია, თვალის ვირუსული ინფექცია, თვალის სოკოვანი ინფექცია, რინიტი,

კონიუნქტივიტი

  • სინოვიტი, ტკივილი, გაღიზიანება ინექციის ადგილზე, დისკომფორტი ინექციის ადგილზე, ზოგადი სისუსტე, შეხორცების დარღვევა, ჰიპერთერმია
  • ანაფილაქტოიდური რეაქცია, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა და ვაგინალური სისხლდენა

პოსტმენოპაუზის დროს

  • ფსიქიკური დაავადების სიმპტომები, დეპრესია, ეიფორია, განწყობის ცვალებადობა,

ფსიქოზური აშლილობა, პიროვნების ცვლილება, უძილობა, მედიკამენტოზური

დამოკიდებულება, ფსიქიკური აშლილობა, გაღიზიანებადობა, სუიციდური აზრები,

შფოთვა, კოგნიტიური დარღვევა

  • ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებებზე დაყრდნობით)

  • მხედველობის დაბინდვა
  • სლოკინი

მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზა

დაუშვებელია.

შემადგენლობა

1 მლ სუსპენზია შეიცავს

აქტიური ნივთიერება - ტრიამცინოლონის აცეტონიდი 40 მგ,

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზილის სპირტი, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.

აღწერა

თეთრი სუსპენზია ბენზილის სპირტის მცირე სუნით, პრაქტიკულად ხილული ჩანართებისა და კოლტების გარეშე.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში 8-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

შენახვის ვადა

3 წელი

ფარმაკოლოგიური თვისებები

კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის. გლუკოკორტიკოსტეროიდები.

ტრიამცინოლონი.

ათქ კოდი H02AB08

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ტრიამცინოლონის აცეტონიდს შეუძლია სინოვიალური სივრცეებიდან სისტემურ მიმოქცევაში შეღწევა. თუმცა, პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი სისტემური კონცენტრაციის მიღწევა

სახსარშიდა ინექციის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, გარდა წამლის მსხვილი სახსრების ღრუში მაღალი დოზების შეყვანის შემთხვევებისა. სახსარშიდა ღრუში ინექციების შესაბამისი მეთოდებისა და რეკომენდებული დოზირების რეჟიმის დაცვის შემთხვევაში სისტემური ეფექტებისთვის ჩვეულებრივ არ წარმოიქმნება.

ტრიამცინოლონ აცეტონიდი ღრმა ინტრამუსკულარული გზით შეყვანის შემდეგ შეიწოვება ნელა, მაგრამ პრაქტიკულად მთლიანად; ბიოლოგიურად აქტიური კონცენტრაცია სისტემური სისხლის ნაკადში ნარჩუნდება დიდი ხნის განმავლობაში (რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე). სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად, ტრიამცინოლონი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, მაგრამ ნაწილობრივ მეტაბოლიზდება თირკმელებში და გამოიყოფა შარდით. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა 6-ბეტა-ჰიდროქსილირება; აცეტონიდის მნიშვნელოვანი ჰიდროლიზი არ ხდება.

ღვიძლში მეტაბოლიზმის თავისებურებებისა და თირკმელებით ტრიამცინოლონ აცეტონიდის გამოყოფის გათვალისწინებით, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციური დარღვევებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე.

ფარმაკოდინამიკა

ტრიამცინოლონის აცეტონიდი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი გამოხატული

ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება.

სახსარშიდა ინექციები: ადგილობრივი ინექციის შემდეგ, ტკივილის და შეშუპების შემცირება და

თავისუფლად გადაადგილების უნარის გაუმჯობესება ჩვეულებრივ მიიღწევა რამდენიმე საათში.

ინტრამუსკულარული ინექციები: უზრუნველყოფს ხანგრძლივ თერაპიულ ეფექტს და ნაკლებ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ასოცირებულია კორტიკოსტეროიდების შინაგანად მიღებასთან, განსაკუთრებით რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ისეთების, როგორიცაა წყლულები. კვლევების დროს ნაჩვენები იყო, რომ 80 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა ხდება 24-48 საათის განმავლობაში, შემდეგ კი ფუნქცია თანდათან უბრუნდება ნორმას, ჩვეულებრივ, დაახლოებით სამი კვირის შემდეგ. ეს მონაცემები მჭიდრო კავშირშია ტრიამცინოლონ აცეტონიდის უფრო გახანგრძლივებულ თერაპიულ მოქმედებასთან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კენალოგი® 40

სავაჭრო დასახელება

კენალოგი® 40

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ტრიამცინოლონი

სამკურნალო ფორმა

საინექციო სუსპენზია 40 მგ/1 მლ, 1 მლ

გამოყენების ჩვენებები

სახსარშიდა გამოყენება: სახსრების ტკივილის, შეშუპებისა და შებოჭილობის შესამსუბუქებლად, რომლებიც დაკავშირებულია რევმატოიდულ ართრიტთან და ოსტეოართრიტთან ანთებითი კომპონენტით; ასევე ბურსიტის, ეპიკონდილიტისა და ტენდოსინოვიტის დროს.

ინტრამუსკულარული გამოყენება: იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სისტემური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპია:

ალერგიული მდგომარეობები: ბრონქული ასთმა;

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ, როგორიცაა, მაგალითად, პირველადი ან მეორადი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა.

კოლაგენური დარღვევები, მაგალითად, გამწვავებისას ან შემანარჩუნებელი თერაპიის სახით სისტემური წითელი მგლურას (სწმ) ან მწვავე რევმატოიდული კარდიტის ცალკეულ შემთხვევაში;

დერმატოლოგიური დაავადებები, მაგალითად, პემფიგოიდი, მძიმე დერმატიტი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი;

რევმატული, კუჭ-ნაწლავის ან რესპირატორული დაავადებები - როგორც დამატებითი მოკლევადიანი თერაპია;

ჰემატოლოგიური დაავადებები, მაგალითად, შეძენილი (ავტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია;

ნეოპლაზმები, მაგალითად, პალიატიური მკურნალობა ლეიკოზებისა და ლიმფომების დროს;

თირკმელების დაავადებები, ისეთები, როგორიცაა მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, მინიმალური ცვლილებების ნეფროზული სინდრომი ან ლუპუს ნეფრიტი.

მიღების წესი და დოზები

კენალოგი განკუთვნილია მხოლოდ სახსარშიდა/კუნთშიდა ინექციისთვის.

შეყვანის სხვა გზების უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ არ არის დადგენილი. მკაცრად უნდა იყოს

დაცული სიფრთხილის ზომები, რომლებიც მიმართულია ასეპტიური შეყვანის უზრუნველსაყოფად. ეფექტის ხანგრძლივობის და ცვალებადობის გათვალისწინებით, შემდგომი დოზები უნდა იქნას შეყვანილი სიმპტომების რეციდივის დროს და არა წინასწარ განსაზღვრული ინტერვალებით.

სახსარშიდა ინექცია

სახსარშიდა ინექცია: სახსარშიდა ინექციისას ან მყესების გარსებში და სასახსრე ჩანთებში ინექციის დროს, კენალოგის დოზა შეიძლება ვარირებდეს 5 მგ-დან 10 მგ-მდე (0,125 - 0,25 მლ) მცირე სახსრებისთვის და 40 მგ-მდე (1,0 მლ) მსხვილი სახსრებისთვის, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ ნოზოლოგიურ ერთეულზე, რომელთან დაკავშირებითაც ტარდება მკურნალობა. ერთჯერად ინექციებს რამდენიმე ადგილას რამდენიმე სახსრის დაზიანების დროს, როცა ჯამური დოზა აღწევს 80 მგ, არ გამოუწვევია რაიმე არასასურველი რეაქციები.

ინტრამუსკულარული შეყვანა

ინტრამუსკულარული ინექცია: კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის ატროფიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ინექციის საჯდომ კუნთში შეყვანისას

დანამდვილებით უზრუნველყოფილია ღრმა ინტრამუსკულარული ინექცია. არ შეიძლება შეიყვანოთ პრეპარატი დელტოიდურ კუნთში. შემდგომი ინექციებისას უნდა იქნას შეცვლილი ინექციის ადგილები.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

რეკომენდებული საწყისი დოზაა 40 მგ (1.0 მლ), რომელიც ღრმად უნდა იყოს შეყვანილი საჯდომი კუნთის ზედა გარეთა კვადრანტში. შემდგომი დოზირება დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე და მდგომარეობის შემსუბუქების ხანგრძლივობაზე. ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ სტანდარტული თერაპიაზე, ასთმის სიმპტომები შეიძლება შემსუბუქდეს 40-დან 100 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ, რომელიც ინიშნება ალერგიის სიმპტომების გამოვლენისას.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტების მკურნალობა, განსაკუთრებით თუ ის გახანგრძლივებულია, უნდა დაიგეგმოს იმ გვერდითი ეფექტების უფრო სერიოზული შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც ახასიათებს კორტიკოსტეროიდებს ხანდაზმულ ასაკში, განსაკუთრებით ოსტეოპოროზი, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია,

ინფექციებისადმი მგრძნობელობა და კანის გათხელება. სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გულდასმითი კლინიკური დაკვირვება.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები

სავარაუდო საწყისი დოზა, რომელიც შეადგენს 40 მგ (1.0 მლ) და რეგულირდება სიმპტომების სიმძიმის შესაბამისად, ასევე ბავშვის ასაკისა და სხეულის წონის მიხედვით, უნდა შეყვანილი იქნას საჯდომი კუნთის ზედა გარეთა კვადრანტში ღრმად. ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის კენალოგის გამოყენება არ არის რეკომენდებული. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიის დროს უნდა იქნას განხორციელებული ბავშვების ზრდისა და განვითარების გულდასმითი მონიტორინგი. ჩუტყვავილით, წითელათი და სხვა ინფექციით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის შემთხვევაში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

ტრიამცინოლონის მოხსნა: პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პრეპარატ კენალოგის ზეფიზიოლოგიური დოზები (ერთზე მეტი ინექცია სამ კვირის განმავლობაში), პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით. სისტემური კორტიკოსტეროიდის თანდათანობითი მოხსნისას, მისი დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იზრდებოდეს,სანამ დოზა არ მიაღწევს არაუმეტეს 40 მგ და ინექციებს შორის ინტერვალი- მინიმუმ სამ კვირას. შეიძლება საჭირო გახდეს დაავადების აქტივობის კლინიკური შეფასება.

ხანმოკლე მოქმედების სისტემური კორტიკოსტეროიდით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა შესაძლებელია, თუ არსებობს დაავადების რეციდივის დაბალი ალბათობა. პაციენტების უმეტესობისათვის კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის სუპრესია, თუ პრეპარატის ერთჯერადი დოზა განმეორებით არ იქნა მიღებული სამი კვირის განმავლობაში, ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპიის თანდათანობითი მოხსნა ყოველთვის არის გასათვალისწინებელია პაციენტების შემდეგ ჯგუფებში:

  • პაციენტები, რომლებიც იღებენ სისტემური კორტიკოსტეროიდების განმეორებით კურსებს.
  • პრეპარატ კენალოგის კურსის დანიშვნის შემთხვევაში გახანგრძლივებული (რამდენიმე თვის ან წლების) თერაპიის მოხსნიდან ერთი წლის განმავლობაში.
  • პაციენტები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სხვა მიზეზები, რომლებიც განსხვავდება ეგზოგენური კორტიკოსტეროიდული თერაპიისაგან.

ტრიამცინოლონის აცეტონიდის საინექციო ფორმა შეიძლება განზავდეს ან შერეული იქნას

ზოგიერთი ადგილობრივი მოქმედების ანესთეთიკებთან. დეტალური ინფორმაციისათვის იხ.

გვერდითი მოვლენები

ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე)

  • თავის ტკივილი
  • ართრალგია
  • ინფექცია
  • რეაქცია ინექციის ადგილზე

არახშირად (≥ 1/1000 მაგრამ < 1/100)

  • ჰიპოკალიემია, ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, უარყოფითი აზოტის ბალანსი, თვალისშიდა წნევის მატება, ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებზე გავლენა,სხეულის წონის დაკლება, სისხლში კალციუმის დონის ნორმიდან გადახრა, საერთო ცილის ნორმიდან გადახრა
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა, არითმია
  • ჰიპერტენზია, ემბოლია, თრომბოფლებიტი, ნეკროზირებადი ვასკულიტი, ჰიპოტენზია, ალები
  • კრუნჩხვები, ეპილეფსია, სინკოპური მდგომარეობა, კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური

ჰიპერტენზია, ნევრიტი, პარესთეზიები, ინტრაკრანიალური წნევის მომატება, თავბრუსხვევა

  • სიბრმავე, კატარაქტა, გლაუკომა, ეგზოფთალმი, რქოვანას პერფორაცია, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება.
  • ვერტიგო
  • პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის პერფორაცია, პეპტიური წყლულიდან სისხლდენა, პანკრეატიტი, მუცლის შებერილობა, წყლულოვანი ეზოფაგიტი, დისპეფსია
  • ჭინჭრის ციება, გამონაყარი, კანის ჰიპერპიგმენტაცია, კანის ჰიპოპიგმენტაცია, კანის ატროფია,

კანის მსხვრევადობა, პეტექიები, ექიმოზები, ერითემა, ჰიპერჰიდროზი, პურპურა, კანის სტრიები, ჰირსუტიზმი, აკნე დერმატიტი, კანის წითელი მგლურა, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი

  • ოსტეოპოროზი, ოსტეონეკროზი, პათოლოგიური მოტეხილობა,გვიან შეხორცებადი მოტეხილობა, დისკომფორტის გრძნობა კუნთებსა და ძვლებში, კუნთების სისუსტე, მიოპათია, კუნთების ატროფია, ზრდის შეფერხება, ნეიროპათიური ართროპათია, მიალგია
  • გლუკოზურია
  • კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორადი უკმარისობა, ჰიპოპიტუიტარიზმი
  • ნატრიუმის შეკავება, სითხის შეკავება, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, ჰიპერგლიკემია,

შაქრიანი დიაბეტის არასაკმარისი კონტროლი, კალციუმის დეფიციტი, მომატებული მადა

  • ასეპტიური აბსცესი ინექციის ადგილზე, შენიღბული ინფექცია, ტუბერკულოზი,

კანდიდოზური ინფექცია, თვალის ვირუსული ინფექცია, თვალის სოკოვანი ინფექცია, რინიტი,

კონიუნქტივიტი

  • სინოვიტი, ტკივილი, გაღიზიანება ინექციის ადგილზე, დისკომფორტი ინექციის ადგილზე, ზოგადი სისუსტე, შეხორცების დარღვევა, ჰიპერთერმია
  • ანაფილაქტოიდური რეაქცია, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა და ვაგინალური სისხლდენა

პოსტმენოპაუზის დროს

  • ფსიქიკური დაავადების სიმპტომები, დეპრესია, ეიფორია, განწყობის ცვალებადობა,

ფსიქოზური აშლილობა, პიროვნების ცვლილება, უძილობა, მედიკამენტოზური

დამოკიდებულება, ფსიქიკური აშლილობა, გაღიზიანებადობა, სუიციდური აზრები,

შფოთვა, კოგნიტიური დარღვევა

  • ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებებზე დაყრდნობით)

  • მხედველობის დაბინდვა
  • სლოკინი

მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სისტემური ინფექციები სპეციფიკური ანტიმიკრობული თერაპიის დანიშვნამდე.

ინტრავენური, ინტრათეკალური, ეპიდურალური ან თვალშიდა შეყვანა.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალბებს შორის

ამფოტერიცინი B საინექციო ფორმით და კალიუმის დონის შემამცირებელი პრეპარატები:

პაციენტებში უნდა ხორციელდებოდეს ჰიპოკალიემიის გამოვლენის მონიტორინგი.

ანტიქოლინესტერაზული საშუალებები: შესაძლო ანტაგონისტური ზემოქმედება ანტიქოლინესტერაზული საშუალებების ეფექტებზე.

პერორალური ანტიკოაგულანტები: კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გააძლიერონ ან შეამცირონ ანტიკოაგულანტების ეფექტი. ამიტომ აუცილებელია გულდასმითი დაკვირვება პაციენტებზე, რომლებიც იღებენ ერთდროულად პერორალურ ანტიკოაგულანტებს და კორტიკოსტეროიდებს.

ანტიდიაბეტური საშუალებები: კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ სისხლში გლუკოზის დონე; შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი, განსაკუთრებით კორტიკოსტეროიდების დანიშვნის, მათი გაუქმების ან დოზის შეცვლის შემთხვევაში.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, დიურეტიკების ჩათვლით: კორტიკოსტეროიდები ამცირებენ

ანტიჰიპერტენზიული საშუალებების და დიურეტიკების ეფექტს. ძლიერდება დიურეტიკების ჰიპოკალემიური ეფექტი, მათ შორის აცეტაზოლამიდისაც.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები: შესაძლებელია შრატში იზონიაზიდის კონცენტრაციის დაქვეითება.

ციკლოსპორინი: ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია

ციკლოსპორინის ტოქსიკურობის ნიშნების მატების მონიტორინგი.

ფუტკარას გლიკოზიდები: ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს დიგიტალისის ტოქსიკურობის შესაძლებლობა.

ესტროგენები, ორალური კონტრაცეპტივების ჩათვლით: შესაძლებელია ნახევარგამოყოფის პერიოდისა და კორტიკოსტეროიდების კონცენტრაციის მატება და მათი კლირენსის დაქვეითება.

ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები (მაგალითად, ბარბიტურატები, ფენიტოინი, კარბამაზეპინი,

რიფამპიცინი, პრიმიდონი, ამინოგლუტეთიმიდი): შესაძლებელია პრეპარატ კენალოგის მეტაბოლური კლირენსის მატება. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ სტეროიდის მოქმედების შესაძლო შემცირების გამოვლენისა და დოზის შესაბამისი კორექტირების მიზნით .

სომატოტროპული ჰორმონი: ზრდის სტიმულირების ეფექტი შეიძლება დაითრგუნოს.

CYP 3A4 ინჰიბიტორები: ტრიამცინოლონის აცეტონიდი არის CYP3A4 სუბსტრატი. CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენება (მაგალითად, რიტონავირის, ატაზანავირის, კლარითრომიცინის, ინდინავირის, იტრაკონაზოლის, ნეფაზოდონის, ნელფინავირის, საქვინავირის, კეტოკონაზოლის, ტელითრომიცინის) ტრიამცინოლონთან ერთად არ არის რეკომენდებული პრეპარატის სისტემური არასასურველი ეფექტების შესაძლო გაძლიერების გამო. თუ ერთდროული გამოყენების პოტენციური სარგებელი აჭარბებს სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების აღმოცენების გაზრდილ რისკს,აუცილებელია გულდასმითი მონიტორინგი პაციენტებში ამ ეფექტების გამოვლენის მიზნით. რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მისი გამოყენების დროს იყო ცნობები სამკურნალო საშუალებების კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ პაციენტებში, რომლებსაც იღებდნენ

ტრიამცინოლონის აცეტონიდსა და რიტონავირს, რაც იწვევდა კორტიკოსტეროიდების სისტემურ გვერდით ეფექტების, მათ შორის კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის, განვითარებას.

არადეპოლარიზებელი მიორელაქსანტები: კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ ან გაზარდონ ნეიროკუნთოვანი ბლოკადა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასპ):კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გაზარდონ სიხშირე და/ან სიმძიმე კუჭ-ნაწლავის სისხლდენისა და წყლულებისა,რომლებიც დაკაშირებულია აასპ-ს გამოყენებასთან. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ სალიცილატების დონე შრატში და, აქედან გამომდინარე, შეამცირონ მისი პრეპარატების ეფექტურობა. მეორე მხრივ, კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტამ სალიცილატების მაღალი დოზებით თერაპიის დროს შეიძლება გამოიწვიოს სალიცილატების ტოქსიკური ეფექტების განვითარება.ჰიპოპროთრომბინემიის მქონე პაციენტებში ასპირინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კორტიკოსტეროიდებთან ერთად.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები: კორტიკოსტეროიდების მეტაბოლური კლირენსი მცირდება ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში და იხრდება პაციენტებში,

რომლებსაც აქვთ ჰიპერთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებებმა შესაძლოა საჭირო გახადოს ადრენოკორტიკოიდების დოზის კორექცია.

ვაქცინები: იმ პაციენტების ვაქცინაციის შემთხვევაში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს შესაძლებელია ნევროლოგიური გართულებები და ანტისხეულების არასაკმარისი პასუხი.

განსაკუთრებული მითითებები

განსაკუთრებული მითითებები:

ყოვლისმომცველი კვლევები რომლებიც ადასტურებს პრეპარატ კენალოგის გამოყენების უსაფრთხოებას ინტრატურბინალური, სუბკონიუნქტივალური, მყესებქვეშ, რეტრობულბარული და თვალშიდა (ინტრავიტრეალური) ინექციების სახით, არ ჩატარებულა. ინტრავიტრეალური შეყვანის დროს იყო მიღებული ცნობები ენდოფთალმიტის, თვალის ანთების, თვალისშიდა წნევის მომატებისა და მხედველობის დაქვეითების, მათ შორის მხედველობის სიმახვილის დაქვეითების, შესახებ. აღწერილია სიბრმავის რამოდენიმე შემთხვა ცხვირის ნიჟარებში კორტიკოსტეროიდების სუსპენზიის შეყვანისა და თავის არეში განლაგებულ კეროვან დაზიანებებში ინექციების შემდეგ. იმ პიროვნებებთან, რომლებიც იღებენ ტრიამცინოლონის აცეტონიდის ინექციებს, აღწერილია სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციების და ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები, ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, გამოყენების მეთოდის მიუხედავად.

(სახსარშიდა ინექცია):

კორტიკოსტეროიდები არ უნდა შეიყვანოთ „არასტაბილურ“ სახსრებში. პაციენტები განსაკუთრებით უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ზედმეტად არ დატვირთონ სახსრები, რომლებშიც მიღწეული იქნა კლინიკური გაუმჯობესებები. დიდი ხნის განმავლობაში განმეორებითი სახსარშიდა ინექციების დროს შესაძლებელია განვითარდეს მძიმე დესტრუქციული

პროცესები სახსარში ძვლის ნეკროზით. მყესების გარსებში ინექციის შეყვანისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რათა არ შევიყვანოთ პრეპარატი პირდაპირ მყესში. თავიდან უნდა იქნას აცილებული განმეორებითი ინექციები ანთების მქონე მყესებში, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს მყესის გაწყვეტა.

არ შეიყვანოთ დეპო სამკურნალო ფორმის კორტიკოსტეროიდები აქილევსის მყესში, ვინაიდან ეს მყესი მოკლებულია მყესის ნამდვილ გარსს.

(კუნთშიდა ინექცია):

ხანგრძლივი თერაპიის წინაპირობაა შეუზღუდავი ცილის მიღება საკვებად, რათა მოხდეს თანდათანობითი წონის კლების ნიველირება, რომელიც ზოგჯერ წარმოიქმნება აზოტის უარყოფითი ბალანსის და ჩონჩხის კუნთების ატროფიის ფონზე.

სიფრთხილის ზომები:

სახსარშიდა ინექცია არ უნდა ჩატარდეს აქტიური ინფექციის არსებობისას სახსრებში ან მათ

მახლობლად. მოცემული პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული სახსრების ტკივილის შემსუბუქების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია ინფექციურ დაავადებებთან, ისეთების, როგორიცაა გონოკოკური ან ტუბერკულოზური ართრიტი.

არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით დროის მინიმალური პერიოდის განმავლობაში, ასევე შეყვანის გზით, როცა ეს შესაძლებელია, საჭირო დღიური დოზის ერთჯერადი ინექციის სახით შეყვანისას დილით ყოველ მეორე დღეს.

დოზის შესაბამისი ტიტრირების მიზნით დაავადების აქტივობის გათვალისწინებით აუცილებელია პაციენტს ხშირად დავაკვირდეთ.

ხანგრძლივი თერაპიის დროს ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფია, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ წლების მანძილზე. აქედან გამომდინარე, კორტიკოსტეროიდების მოხსნა ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ ყოველთვის უნდა ჩატარდეს თანდათანობით თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის თავიდან აცილების მიზნით,

ხოლო დოზის შემცირება უნდა მოხდეს რამდენიმე კვირაში ან თვეების განმავლობაში,რაც დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

ხანგრძლივი ტერაპიის დროს ინტერკურენტული დაავადების განვითარების, ტრავმის ან ქირურგიული ჩარევისას საჭირო იქნება დოზის დროებით გაზრდა. თუ კორტიკოსტეროიდები იყო მოხსნილი ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ, შეიძლება საჭირო გახდეს მათი დროებით ხელახლა მიღება.

პაციენტებს თან უნდა ჰქონდეთ სტეროიდებით მკურნალობის ბარათები,რომლებიც შეიცავენ მკაფიო მითითებებს სიფრთხილის ზომების დაცვასთან დაკავშირებით,რომლებიც საჭიროა რისკის შესამცირებლად, და, აგრეთვე, მონაცემებს მკურნალობის დამნიშვნელი ექიმის, პრეპარატის, დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

ანთებითი პასუხისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირების ჩახშობა ზრდის ინფექციებისადმი მგრძნობელობსაა და მათ სიმძიმეს. კლინიკური სურათი ხშირად შეიძლება იყოს ატიპიური, ხოლო სერიოზული ინფექციები, ისეთები, როგორიცაა სეპტიცემია და ტუბერკულოზი, შეიძლება მიმდინარეობდეს შენიღბული ფორმით და მათი გამოვლენის მომენტისთვის მიაღწიოს შორსწასულ სტადიას.

ჩუტყვავილა და წითელა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან პაციენტები,რომლებსაც იმუნოსუპრესია აქვთ, ეს დაავადებები, რომლებიც ,როგორც წესი, არ არის მძიმე, შეიძლება ლეტალური შედეგით დამთავრდეს.

პაციენტები, რომლებსაც არა აქვთ გადატანილი ჩუტყვავილა და რომლებიც იღებენ პარენტერალურ კორტიკოსტეროიდებს არა როგორც ჩანაცვლებით თერაპიას, ჩუტყვავილას მძიმე ფორმით მიმდინარეობის რისკის ჯგუფში მყოფებად უნდა ჩაითვალონ . დაავადების ფულმინანტური მიმდინარეობის გამოვლინებები

მოიცავს პნევმონიას, ჰეპატიტს და დისემინირებულ ინტრავასკულარულ სისხლის შედედებას; გამონაყარი არ არის აუცილებელი მთავარი სიმპტომი. პასიური იმუნიზაცია იმუნოგლობულინით (VZIG) ჩუტყვავილას წინააღმდეგ საჭიროა პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი

ავადმყოფ და დაავადების მიმართ იმუნიტეტის არმქონე პირებთან,და რომლებიც იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს ან ვინც იყენებდა მათ წინა 3 თვის განმავლობაში; იმუნოგლობულინი ჩუტყვავილას საწინააღმდეგოდ მიზანშეწონილია შეყვანილი იქნას კონტაქტის შემდეგ 3 დღის განმავლობაში და არაუგვიანეს 10 დღისა. ჩუტყვავილას დადასტურებული დიაგნოზი საჭიროებს სპეციალიზებულ დახმარებას და გადაუდებელ მკურნალობას. კორტიკოსტეროიდებით თერაპია არ უნდა შეწყდეს და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია მოერიდონ კონტაქტს წითელათი დაავადებულებთან, ხოლო კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას. შეიძლება საჭირო გახდეს ნორმალური იმუნოგლობულინით პროფილაქტიკა.

კორტიკოსტეროიდებით თერაპიის დროს ანტისხეულების წარმოქმნა იქნება შემცირებული, რაც, შესაბამისად, გავლენას მოახდენს პაციენტის პასუხზე ვაქცინაციაზე. ცოცხალი ვაქცინებით აცრა არ შეიძლება.

პაციენტები და/ან მომვლელები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი იმის თაობაზე, რომ გამოყენებისას

სისტემურმა სტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად მძიმე ფსიქიატრიული არასასურველი რეაქციები. სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში მკურნალობის დაწყებიდან. რისკი შეიძლება გაიზარდოს მაღალი დოზებისას/სისტემური ზემოქმედებისას, თუმცა დოზის დონე არ იძლევა საშუალებას წინდაწინ გავთვალოთ რეაქციების დაწყების დრო, ტიპი, სიმძიმე ან ხანგრძლივობა. დოზის შემცირების ან მისი მოხსნის შემდეგ

პაციენტთა უმრავლესობაში ყველაფერი ლაგდება, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური მკურნალობა. პაციენტებს/მათ მომვლელ პირებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია სერიოზული საყურადღებო ფსიქოლოგიური სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართონ ექიმს,

განსაკუთრებით დეპრესიული განწყობის ან სუიციდური აზრების არსებობაზე ეჭვის დროს. პაციენტებმა/ მათმა მომვლელმა პირებმა ასევე უნდა მიაქციონ ყურადღება შესაძლო ფსიქიკურ დარღვევებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას სისტემური სტეროიდების დოზის თანდათანობითი შემცირების დროს/ ან მათი მოხსნის შემდეგ, თუმცა ასეთი რეაქციები იშვიათად დაფიქსირებულა.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სისტემური კორტიკოსტეროიდების სავარაუდო გამოყენებისას პაციენტებში,რომლებსაც ამჟამად აქვთ ან ანამნეზში ჰქონდათ მძიმე

აფექტური აშლილობები, როგორც პირადად პაციენტს, ასევე მათი პირველი რიგის ნათესავებს. მათ მიეკუთვნებიან დეპრესიული ან მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობები და ადრე გამოვლენილი სტეროიდული ფსიქოზები.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყოს განხილული სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების საკითხი პაციენტებში შემდეგი მდგომარეობებით, რომლებიც მოითხოვენ ხშირ დაკვირვებას პაციენტზე.

ახლახანს გადატანილი ქირურგიული ჩარევა ნაწლავის ანასტომოზის შესაქმნელად, დივერტიკულიტი, თრომბოფლებიტი, მიმდინარე პერიოდში ან წარსულში არსებული აფექტური

აშლილობები (განსაკუთრებით წარსულში არსებული სტეროიდული ფსიქოზი), ეგზანთემით მიმდინარე დაავადებები, ქრონიკული ნეფრიტი ან თირკმლის უკმარისობა, მეტასტაზირებადი კარცინომა, ოსტეოპოროზი (განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან პოსტმენოპაუზაში მყოფი ქალები); აქტიური პეპტიური წყლულის მქონე (ან მისი ანამნეზში მქონე) პაციენტები. მიასთენია გრავისი. ლატენტური ან გადატანილი ტუბერკულოზი; ადგილობრივი ან სისტემური ვირუსული ინფექციის არსებობა, სისტემური სოკოვანი ინფექციები ან აქტიური ინფექციები, რომლებიც არ კონტროლირდება ანტიბიოტიკებით. მწვავე ფსიქოზები; მწვავე გლომერულონეფრიტი.

არტერიული ჰიპერტენზია; შეგუბებითი გულის უკმარისობა; გლაუკომა (ან გლაუკომით დამძიმებული ოჯახის ანამნეზი),მანამდე გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული პროქსიმალური მიოპათია ან ეპილეფსია. ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა.

ციტოქრომ CYP3A-ს ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნა, კობიცისტატშემცველი პრეპარატების ჩათვლით, ზრდის სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. ეს კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული თუ მისი გამოყენების სარგებელი არ აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეულ გვერდითი ეფექტების გაზრდილ რისკს ;

ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის კონტროლი სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების გამოვლენის მიზნით. რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გამოყენების დროს იქნა მოწოდებული ცნობები კლინიკურად მნიშვნელოვანი სამკურნალო ურთიერთქმედების თაობაზე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ტრიამცინოლონ აცეტონიდსა და რიტონავირს, რამაც გამოიწვია კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები, კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით. ამიტომ ტრიამცინოლონის აცეტონიდისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუკი მკურნალობის პოტენციური სარგებელი არ აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს.

კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტები შეიძლება გაიზარდოს ჰიპოთირეოზის ან ციროზის მქონე პაციენტებში და შემცირდეს ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში.

დიაბეტის მიმდინარეობა შეიძლება გაუარესდეს და მოითხოვოს ინსულინის დოზის გაზრდა. შესაძლოა ლატენტური შაქრიანი დიაბეტის განვითარება.

შესაძლოა მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ხოლო ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში

დაფიქსირდა ვაგინალური სისხლდენები. მდედრობითი სქესის პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ამ გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის თაობაზე, თუმცა, თუ არსებობს ჩვენება შესაბამისი დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებისა, ეს არ უნდა იყოს თავის შეკავების მიზეზი. იშვიათად, პაციენტებს, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, იშვიათ სემთხვევებში უვითარდებოდათ ანაფილაქტოიდური რეაქციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტის ანამნეზში ადგილი ჰქონდა ალერგიას სამკურნალო პრეპარატებზე.

ყველა კორტიკოსტეროიდი ზრდის კალციუმის ექსკრეციას.

ჰიპოპროთრომბინემიის მქონე პაციენტებში ასპირინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული

კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.

მხედველობის დაქვეითება

სისტემური და ტოპიური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლებელია მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტი მოგმართავთ ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, უნდა იქნას განხილული ასეთი პაციენტის ოფთალმოლოგთან

გაგზავნისა შესაძლო მიზეზების შეფასებისთვის, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან ასეთ იშვიათს დაავადებებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორეორეტინოპათია (ცსქრპ), რომელთა შემთხვევებიც ყოფილა აღწერილი სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში:

ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ კენალოგის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კორტიკოსტეროიდები იწვევენ დოზადამოკიდებულ ზრდის შეფერხებას ჩვილობის, ბავშვობის და

მოზარდობის ასაკში, რომელიც შეიძლება შეუქცევადი იყოს, ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა

აკონტროლოთ იმ ბავშვების ზრდა-განვითარება, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას.

პრეპარატის გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში:

ხანდაზმულ ასაკში სისტემური კორტიკოსტეროიდებისთვის დამახასიათებელი არასასურველი ეფექტები შეიძლება იყოს დაკავშირებული უფრო სერიოზულ შედეგებთან, განსაკუთრებით ოსტეოპოროზთან, არტერიულ ჰიპერტენზიასთან, ჰიპოკალიემიასთან, დიაბეტთან, ინფექციისადმი მიდრეკილებასა და კანის გათხელებასთან. სიცოცხლისთვის საშიში რეაქციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ზედმიწევნითი კლინიკური მონიტორინგი .

სპეციალური ინფორმაცია კენალოგ® 40-ის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

1 მლ კენალოგი® 40 (1 ამპულა) შეიცავს 9,9 მგ ბენზილის სპირტს. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლულ ან ახალშობილ ბავშვებში, ასევე 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ანაფილაქტოიდური რეაქციები.

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს დოზაში, რაც

ნიშნავს იმას, რომ ის „არ შეიცავს ნატრიუმს“.

სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის

თავისებურებები

გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

ორსულობა:

გარკვეული კორტიკოსტეროიდების უნარი შეაღწიონ პლაცენტაში სხვადასხვა პრეპარატში

განსხვავებულია, მაგრამ ტრიამცინოლონი აღწევს პლაცენტაში.

ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების პათოლოგიური ცვლილებები, მათ შორის სასის შეუხორცებელი ნაპრალი, ზრდის შეფერხება მუცლადყოფნის პერიოდში და ასევე გავლენას ახდენს თავის ტვინის ზრდასა და განვითარებაზე. იმის მტკიცებულება, რომ კორტიკოსტეროიდების გამოყენება ზრდის თანდაყოლილი ანომალიების სიხშირეს, ისეთების, როგორიცაა სასის და/ან ტუჩის შეუხორცებლობა ადამიანებში, არ არსებობს. ამისდამიუხედავად, კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებულმა ან განმეორებითმა გამოყენებამ ორსულობის დროს შეიძლება გაზარდოს მუცლადყოფნის პერიოდში ზრდის შეფერხების რისკი. თეორიულად კორტიკოსტეროიდების მუცლადყოფნის პერიოდში ზემოქმედების შემდეგ ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს ჰიპოადრენალიზმი, თუმცა ის , ჩვეულებრივ, თავისთავად ქრება დაბადების შემდეგ და იშვიათად აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდები უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის და ბავშვისთვის სარგებელი აღემატება რისკს. თუმცა, როცა კორტიკოსტეროიდების გამოყენება აუცილებელია, ნორმალურად მიმდინარე ორსულობის მქონე პაციენტების მკურნალობა შეიძლება განხორციელდეს ისევე, როგორც ორსულობის არმქონე პაციენტებში.

ძუძუთი კვება:

კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ დედის რძეში შეღწევა; მონაცემები ტრიამცინოლონის შესახებ არ არის. ახალშობილებში, რომლებიც გაუჩნდათ დედებს, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობდნენ სისტემური კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს, შესაძლებელია ჰქონდეთ გარკვეული ხარისხის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

უცნობია.

დოზის გადაჭარბება

დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

1 მლ გამჭვირვალე მინის ამპულაში. 5 ამპულა კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში.

მოთავსებულია 1 კონტურული შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად

მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში 8-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

შენახვის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია

შმარიეშკა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა