პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

პოლკორტოლონი

POLCORTOLON®

რეცეპტით4მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ენდოკრინოლოგიური დარღვევები: ადრენოკორტიკული პირველადი (ადისონის დაავადება) და მეორადი (არჩევის სამკურნალო პრეპარატებს წარმოადგენენ ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი, სინთეზური ანალოგების გამოყენება შეიძლება მინერალოკორტიკოსტეროიდებთან ერთად) უკმარისობა, ადრენოგენიტალური სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტრიამცინოლონი (triamcinolone)
ფორმა და შეფუთვა
4მგ ტაბლეტი №50 (2X25)
მწარმოებელი
Adamed Pharma S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AB08
რეგისტრაციის ნომერი
რ-040875
რეგისტრირებულია
30 აპრილი 2024, მოქმედებს 30 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Adamed Pharma S.A. (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპოლკორტოლონი და სხვა წამალი ერთად

პოლკორტოლონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ენდოკრინოლოგიური დარღვევები: ადრენოკორტიკული პირველადი (ადისონის დაავადება) და მეორადი (არჩევის სამკურნალო პრეპარატებს წარმოადგენენ ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი, სინთეზური ანალოგების გამოყენება შეიძლება მინერალოკორტიკოსტეროიდებთან ერთად) უკმარისობა, ადრენოგენიტალური სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია); მკურნალობა გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლებში ანდროგენების ჭარბი წარმოქმნით გამოწვეული ვირილიზაციის შესამცირებლად. რეკომენდებულია ნატრიუმის შეყვანა; ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო იყოს მინერაკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება, ონკოლოგიურ დაავადებასთან დაკავშირებული ჰიპერკალციემია, ფარისებრი ჯირკვლის ასეპტიკური ანთება.

რევმატიული დაავადებები – დამატებითი მკურნალობა ისეთი დაავადებების გამწვავების დროს, როგორიცააL მაანკილოზებელი სპონდილიტი,

ფსორიაზული ართრიტი,

რევმატოიდული ართრიტები, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი (სხვა მეთოდებით არაეფექტური მკურნალობის შემთხვევებში),

რევმატული ცხელება,

მწვავე და ქვემწვავე სინოვიტი,

პოსტტრავმული ართრიტი და ოსტიტი,

ეპიკონდილიტი,

მწვავე არასპეციფიკური ტენდოვაგინიტი,

მწვავე პოდაგრული ართრიტი,

სინოვიტი პაციენტებში სახსრებისა და ძვლების ანთებით.

კოლაგენოზები (გამწვავების პერიოდში ან ზოგიერთ შემთხვევებში შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით):

რევმატოიდული ან არარევმატიული მიოკარდიტი, მწვავე რევმატიული მიოკარდიტი, სისტემური წითელი მგლურა.

დერმატოლოგიური დაავადებები:

დესქვამაციური დერმატიტი,

ჰერპესული ვეზიკულარული დერმატიტი,

მძიმე სებორეული დერმატიტი,

მძიმე პოლიმორფული ერითემა (სტივენ-ჯონსონის სინდრომი),

სოკოსებრი ლიმფოგრანულომატოზი,

პემფიგუსი,

მძიმე ფსორიაზი.

ალერგიული მდგომარეობები – მკურნალობის სხვა მეთოდების მიმართ, მძიმე ხარისხის ალერგიული მდგომარეობები:

წლიური ან სეზონური რინიტი, სხვა სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობის მიმართ რეზისტენტული,

კონტაქტური დერმატიტი,

ატოპიური დერმატიტის,

შრატმისმიერი დაავადება,

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სამკურნალო პრეპარატებზე,

ბრონქული ასთმა.

ოფთალმოლოგიური დაავადებები – თვალის და მისი დანამატების მწვავე და ქრონიკული, მძიმე ხარისხით ანთებითი დაავადებები, როგორიცაა:

ირიტი და ციკლიტი,

ქორიორეტინიტი,

დუნედ მიმდინარე უკანა უვეიტი,

მხედველობის ნერვის ნევრიტი,

სიმპათიკური ანგიომატოზი,

თვალის წინა ნაწილის ოფთალმია,

ალერგიული კონიუნქტივიტი,

კერატიტი (რომელიც არ არის დაკავშირებული ჰერპესულ ან სოკოვან ინფექციასთან),

ოფთალმოჰერპესი,

ალერგიული წყლულოვანი ზედაპირული კერატიტი.

სუნთქვის სისტემის დაავადებები:

ბერილიოზი,

ლეფლერის სინდრომი,

ასპირაციული პნევმონია,

სიმპტომატური სარკოიდოზი,

ფილტვების ელვისებრი ან დისემინირებული ტუბერკულოზი (ანტიტუბერკულოზურ მკურნალობასთან ერთად).

ჰემატოლოგიური დაავადებები:

შეძენილი ჰემოლიზური ანემია (აუტოიმუნური გენეზის),

თანდაყოლილი აპლასტიური ანემია,

ერითრობლასტოპენია (ერითრობლასტების დეფიციტი ძვლის ტვინში),

მეორადი თრომბოციტოპენია მოზრდილებში,

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში.

ონკოლოგიური დაავადებები – პალიატიური მკურნალობის დროს:

ლეიკოზები და ლიმფომები მოზრდილებში,

მწვავე ლეიკოზი ბავშვებში.

შეშუპებები – დიურეზის სტიმულაციის ან პროტეინურიის რემისიის მიზნით ნეფროზული სინდრომისას, ურემიის გარეშე, იდიოპათიური ტიპით ან წითელი მგლურას პერიოდში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (გამწვავების პერიოდში; ხანგრძლივი მკურნალობა არ არის ნაჩვენები);

წყლულოვანი კოლიტი,

კრონის დაავადება.

ნევროლოგიური დაავადებები:

გაფანტული სკლეროზი გამწვავების პერიოდში.

სხვა:

ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ან სიცოცხლისათვის საშიში ბლოკით, თუ გამოიყენება კომბინაციაში შესაბამის ანტიტუბერკულოზურ მკურნალობასთან კომბინაციაში. ტრიქინელოზი ნერვული სისტემის ან მიოკარდიუმის დაზიანებით.

გამოყენების წესები და დოზირება

სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება ექიმის რეკომენდაციების თანახმად. პრეპარატ პოლკორტოლონის დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. ჩვეულებრივ რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღეში ერთხელ, დილით.

მოზრდილები

ჩვეულებრივი დოზა: 4 მგ-დან 48 მგ-მდე დღეში.

ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს მაღალი დოზების გამოყენება.

გამოყენება ბავშვებში

ექიმი ადგენს პრეპარატის ინდივიდუალურ დოზას პაციენტისათვის. დოზის სიდიდე დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და ბავშვის წონაზე.

აუცილებელი პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა. სამკურნალო პრეპარატმა პოლკორტოლონმა შეიძლება გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების დარღვევა მეძუძურ ბავშვებსა და ბავშვებში (განსაკუთრებით პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

სოკოვანი ინფექციით გამოწვეული დაავადება;

ვაქცინაციის ჩატარების საჭიროება, განსაკუთრებით ცოცხალი ვირუსების შემცველი ვაქცინებით.

სიფრთხილის ზომები

ზოგიერთი ინფექციური დაავადებების უფრო მძიმე მიმდინარეობა, როგორიცაა: ჩუტყვავილა, ჰერპესი და წითელა. ინფექციის შემთხვევაში ექიმი შესაფერის მკურნალობას დანიშნავს. პირებმა, რომლებსაც ეს დაავადებები გადატანილი არ აქვთ, უნდა მოერიდონ კონტაქტს აღნიშნული ინფექციის მქონე პირებთან.

ინფექციებისადმი მდგრადობის შემცირება. სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები.

სამკურნალო პროდუქტი პოლკორტოლონი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ მისი დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებში გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაპას ტიპის ლაქტოზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით.

პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის ინფორმირება, თუ აღინიშნება შემდეგი:

კუჭია და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,

ნაწლავის დაავადება (მაგ. ახლად შესრულებული ნაწლავური ანასტომოზი, დივერტიკულების არსებობა, კოლინჯის ანთება),

თრომბოფლებიტი,

თირკმლის უკმარისობა,

ოსტეოპოროზი (განსაკუთრებით ქალებში პოსტმენოპაუზის დროს),

კუნთების სისუსტე და დაღლილობა (მიასთენია),

ვირუსული ან კანდიდოზური ვაგინიტი,

გლაუკომა,

ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციების მომატება,

სისხლში ცილების კონცენტრაციის შემცირება,

მაღალი არტერიული წნევა,

გულის შეგუბებითი უკმარისობა,

ეპილეფსია,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ციროზი,

ოფთალმოჰერპესი,

მწვავე ფსიქოზი და ფსიქიკური დარღვევები. პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს აღნიშნული დაავადებების მოქმედება,

ტუბერკულოზი,

ჰიპოთირეოზი,

შაქრიანი დიაბეტი,

სისხლის შედედების ფაქტორის (პროთრომბინის) დეფიციტი და აცეტილსალიცილის მჟავას ერთდროული გამოყენება,

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება არამკვეთრი მხედველობა ან მხედველობის სხვა დარღვევები, აუცილებელია ექიმთან გადაუდებელი კონსულტაცია.

სამკურნალო პრეპარატმა პოლკორტოლონმა შეიძლება გამოავლინოს ამებიაზი (უმარტივესი პარაზიტით – დიზენტერიული ამებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება).

გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ დედებში

პრეპარატ პოლკორტოლონის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება. პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სამკურნალო პრეპარატ პოლკორტოლონს შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილები და თავბრუსხვევა და შეიძლება ფსიქიკური დარღვევებიც. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალების მართვა, მექანიზმებთან მუშაობა და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას საჭიროებენ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებელად უნდა ეცნობოს ყველა სამკურნალო პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი ღებულობს, იღებდა ბოლო დროს, ან გეგმავს მიღებას.

ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს პოლკორტოლონის მოქმედება და ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვებას აღნიშნული საშუალების მიღების დროს (აივ-ინფექციის სამკურნალო, ზოგიერთი პრეპარატის ჩათვლით: რიტონავირი, კობიცისტატი). აუცილებელია ექიმის შეტყობინება, თუ პაციენტი ღებულობს შემდეგ პრეპარატებს:

ინსულინი და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატები,

დიურეზულები,

კუმარინის წარმოებულები, ინდანდიონი, ჰეპარინი (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები),

სტრეპტოკინაზა, უროკინაზა (ფიბრინოლიზური საშუალებები),

ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, იბუპროფენი,

ანაბოლური სტეროიდები, ანდროგენები (ჰორმონალური დარღვევების დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატი),

ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები,

ვაქცინაცია (პოლკორტოლონი ამცირებს ვაქცინის ეფექტურობას),

ამფოცეტირიცინი B (სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს გამოყენებული ანტიბიოტიკი),

კარბოქსიანჰიდრაზას ინჰიბიტორები (გლაუკომის მკურნალობის დროს გამოყენებული პრეპარატები),

ქოლინოლიზური პრეპარატები (უმთავრესად ატროპინი),

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები),

ჰიპერთირეოზის მკურნალობაში გამოყენებული პრეპარატები და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები,

საგულე გლიკოზიდები (მაგალითად საგულე გლიკოზიდები გულის უკმარისობის მკურნალობაში),

იზონიაზიდი (ტუბერკულოზის მკურნალობაში გამოყენებული სამკურნალო პრეპარატი),

მექსილეტინი (გულის მუშაობის დარღვევის სამკურნალო პრეპარატი),

პოლკორტოლონი აძლიერებს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას მოთხოვნილებას.

პოლკორტოლონის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

სამკურნალო პრეპარატ პოლკორტოლონის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.

პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმის შეკავებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეშუპებები და სისხლის არტერიული წნევის მომატება. ამიტომ უნდა მოხდეს საკვებში მარილის გამოყენების შეზღუდვა.

არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება, ვინაიდან იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების რისკი.

პრეპარატის მიღების გამოტოვება

სამკურნალო პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, აუცილებელია მისი მიღება, რაც შეიძლება მალე. თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროა გამოტოვებული დოზის მიღება არ შეიძლება.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

პრეპარატის მიღების შეწყვეტა

სამკურნალო პრეპარატ პოლკორტოლონის მიღების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.

გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის დროს შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ცხელება, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ცუდი გუნებაგანწყობილება.

გვერდითი მოვლენები

გამოხატული ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება), მოჭერის შეგრძნება გულმკერდში, ანაფილაქსიური შოკი.

ძლიერი გულისრევა ან ღებინება, სისხლიანი ღებინება, კუპრისფერი განავალი ან განავალი ახალი სისხლით,

მენსტრუაციის დარღვევა,

კრუნჩხვები,

არითმიები, აჩქარებული და არარეგულარული გულისცემა – ბრადიკარდია (გულის გაჩერებამდეც კი), გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარება (მიდრეკილ პაციენტებში) ან გამოხატულობის გაძლიერება, ჰიპოკალიემიისთვის დამახასიათებელი ეკგ ცვლილებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერკოაგულაცია, ტრომბოზები. მიოკარდის მწვავე და ქვემწვავეინფარქტით დაავადებულებში – ნეკროზის კერის გავრცელება, ნაწიბურების ქსოვილის ფორმირების შენელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის გაგლეჯვა.

გახანგრძლივებული ტკივილი ყელში, გაციება და ცხელება,

ფსიქოზის სიმპტომები,

ნევროზულობა ან შფოთვა,

ტერფებისა და ფეხების შეშუპება,

სისხლნაჟღენთები ან სისხლდენები,

წონაში მომატება,

მხედველობის დარღვევა,

ქალაშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის შეგუბებითი პაპილას სინდრომით (ტვინის ფსევდოშეშუპება – უფრო ხშირად ბავშვებში, ჩვეულებრივ დოზის ძალიან სწრაფად შემცირების შემდეგ, მხედველობის სიმახვილის გაუარესება ან გაორება თვალებში),

ფსიქიკური დარღვევები (ზედმეტად ამაღლებული მხიარული განწყობა, გამოხატული მოწყენილი განწყობა, პიროვნების აშლილობა, დელირი, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, დეპრესია, პარანოია).

სხვა არასასურველი მოვლენები

სისხლისმიმოქცევის შეგუბებითი უკმარისობა,

მაღალი არტერიული წნევა,

კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი, ძვლების მომატებული სიმყიფე, ბარძაყის და მხრის ძვლების თავის ასეპტიკური ნეკროზი, ზრდისა და გაძვალების პროცესების შენელება ბავშვებში (ზრდის ეპოფიზის ზონების ნაადრევი დახურვა), კუნთების მყესების გაგლეჯვა,

მომატებული მადა, წონის მომატება, გულისრევა, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, წვის შეგრძნება საყლაპავში,

კუჭის წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პანკრეატიტი,

ჭრილობების ცუდად შეხორცება, გამოხატული თმიანი საფარი, აკნე, სტრიები, კანის გათხელება,

შეშუპება, კანის გაწითლება ფეხებზე, ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულის დროს, კანის ტემპერატურის მომატება, თრომბოფლებიტი,

უძილობა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, ვერტიგო,

კუშინგის სინდრმი, დამახასიათებელი კლინიკური სურათი : მთვარისებრი სახე, გასუქება, თხელი კიდურები,

ზრდის დათრგუნვა ბავშვებში,

სისხლში შაქრის დონის მომატება, ჰიპერგლიკემია,

თრომბის წარმოქმნის მაღალი რისკი,

კალციუმის გამოყოფის გაზრდა,

მხედველობის დაბინდვა,

ნათხემის ფსევდოშეშუპება

ჭარბი დოზა

შეიძლება აღინიშნებოდეს ჭარბი დოზირების სიმპტომები, როგორიცაა: მაღალი არტერიული წნევა და შეშუპებები.

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ ტრიამცინოლონს.

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, მშრალ და ბნელ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

50 ტაბლეტი.

პვქ/ალ ბლისტერებში შეფუთული ტაბლეტები მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ლიცენზიის მფლობელი:

სს “ადამედ ფარმა”

პიენკოვი, მარიანა ადამკევიჩის ქ. 6A

05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლუკოკორტიკოსტეროიდები

ათქ კოდი: H02AB08.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ტრიამცინოლონი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოსტეროიდს, ფტორის შემცველ პრედნიზოლონის წარმოებულს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ითვლება, რომ ტრიამცინოლონის 4 მგ ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რაც 4 მგ მეთილპრედნიზოლონის, 5 მგ პრედნიზოლონის, 0.75 მგ დექსამეტაზონის, 0.6 მგ ბეტამეტაზონისა და 20 მგ ჰიდროკორტიზონის ანალოგიურია. გააჩნია მცირე მინერალოკორტიკოიდური მოქმედება. ტრიამცინოლონი თრგუნავს ანთების სიმპტომების განვითარებას და ზეგავლენას არ ახდენს მის მიზეზზე. თრგუნავს მაკროფაგების, ლეიკოციტებისა და სხვა უჯრედების დაგროვებას ანთებითი კერების უბნებში. თრგუნავს ფაგოციტოზს, ლიზოსომური ფერმენტების გამონთავისუფლებას, ასევე ანთების ქიმიური მედიატორების სინთეზს და გამონთავისუფლებას, თრგუნავს კაპილარების გაფართოებას და განვლადობას, იწვევს ლეიკოციტების მიგრაციის შეფერხებას და თრგუნავს შეშუპებების წარმოქმნას. აძლიერებს ლიპომოდულინის, ფოსფოლიპაზა A2 სინთეზს, რომელიც ათავისუფლებს არაქიდონის მჟავას ფოსფოლიპიდური მემბრანიდან, ერთდროულად თრგუნავს მის წარმოქმნასთან.

იმუნოდეპრესიული მოქმედება:

იმუნოდეპრესიული მოქმედების მექანიზმები ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ტრიამცინოლონს შეუძლია დათრგუნოს უჯრედული იმუნოლოგიური რეაქციები, როგორც იმუნოლოგიურ პასუხთან დაკავშირებული სპეციფიკური მექანიზმები. ამცირებს T-ლიმფოციტების, მონოციტებისა და ლიმფური გრანულოციტების რაოდენობას. ასევე აფერხებს იმუნოგლობულინების შეკავშირებას რეცეპტორებთან უჯრედების ზედაპირზე და თრგუნავს ინტერლეიკინების წარმოქმნასა თუ გამონთავისუფლებას T-ლიმფოციტების ბლასტოგენეზის შემცირების და ადრეული იმუნოლოგიური პასუხის გამოხატულობის შემცირების გზით. ასევე შეუძლია დათრგუნოს იმუნოლოგიური კომპლექსების შეღწევა ძირითად მემბრანებში და შეამციროს კომპლემენტის კომპონენტებისა და იმუნოგლობულინების დონე.

სხვა მოქმედებები:

ტრიამცინოლონი თრგუნავს აკტ ჰორმონის გამოყოფას ჰიპოფიზის მიერ, რაც იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში ანდროგენებისა და კორტიკოსტეროიდების წარმოქმნის შემცირებას. ადრენოკორტიკული უკმარისობა და მისი ფუნქციის აღდგენის ვადები დამოკიდებულია, პირველ რიგში, მკურნალობის ვადაზე, და ნაკლებად, დოზაზე, სამკურნალო პრეპარატის მიღების დროსა და სიხშირეზე, ასევე პრეპარატის ნახევრად დაშლის პერიოდზე. 60-100 მგ ტრიამცინოლონის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია ითრგუნება 24-48 საათის განმავლობაში და უბრუნდება ნორმას 30-40 დღის ვადებში. პრაქტიკულად ყველა პაციენტს, რომელიც ღებულობს ტრიამცინოლონს 7-10 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში დოზით 12-16 მგ დღეში, შეიძლება განუვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. დიდი დოზების ხანგრძლივი მიღების შემდეგ, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება აღდგეს 1 წლის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთ პაციენტში – არასოდეს.

ტრიამცინოლონი აძლიერებს ცილის კატაბოლიზმს და ასტიმულირებს ფერმენტებს, რომლებიც ამინომჟავების მეტაბოლიზმში მონაწილეობენ. თრგუნავს სინთეზს და იწვევს ცილის დეგრადაციის მომატებას ლიმფოიდურ, შემაერთებელ, კუნთოვან და კანის ქსოვილებში. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ქსოვილების ატროფია.

სამკურნალო პრეპარატი ზრდის გლუკოზის ბიოშეღწევადოდას ღვიძლში გლუკონეოგენეზის ფერმენტების ინდუქციისა და ცილის კატაბოლიზმის სტიმულირების (რაც ზრდის გლუკონეოგენეზში მონაწილე ამინომჟავეების რაოდენობას) საშუალებით, და ამცირებს გლუკოზის მოხმარებას პერიფერულ ქსოვილებში. აღნიშნული იწვევს ღვიძლში გლიკოგენის კუმულაციის მომატებას, ზრდის რა სისხლში გლუკოზის დონეს და ინსულინის მიმართ რეზისტენტობას. აძლიერებს ლიპოლიზს და ახდენს ცხიმოვან ქსოვილში ცხიმოვანი მჟავეების მობილიზებას, რაც ზრდის სისხლის პლაზმაში ცხიმოვანი მჟავების დონეს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ცხიმების პათოლოგიური განმეორებითი შეკავშირება. ტრიამცინოლონი თრგუნავს ოსტეოგენეზს და აძლიერებს ძვლების რეზორბციას. აქვეითებს სისხლის პლაზმაში კალციუმის დონეს, რაც იწვევს პარათირეოიდული ჯირკვლების მეორად ჰიპერფუნქციას ოსტეოკლასტების ერთდროული სტიმულაციითა და ოსტეობლასტების დათრგუნვით. აღნიშნულმა მოქმედებებმა, კატაბოლური პროცესში მეორადად შეცვლილი ცილოვანი კომპონენტების შემცირებასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ძვლების ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებსა და ახალგაზრდებში და ოსტეოპოროზის განვითარება ნებისმიერ ასაკში. აძლიერებს ენდო- და ეგზოგენური კატექოლამინების მოქმედებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია სპეციალისტებისა და მომხმარებლებისათვის

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას

პოლკორტოლონი

ტაბლეტები, 4 მგ

ტრიამცინოლონი (Triamcinolone)

ზოგადი დახასიათება

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ტაბლეტები, ბრტყელი ორხრივად ნაჭდევით, ცალ მხარეს გრავირებით “o”, ხოლო მეორე მხარეს “4/მგ”

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ ტრიამცინოლონს.

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები

ათქ კოდი: H02AB08.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ტრიამცინოლონი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოსტეროიდს, ფტორის შემცველ პრედნიზოლონის წარმოებულს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ითვლება, რომ ტრიამცინოლონის 4 მგ ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რაც 4 მგ მეთილპრედნიზოლონის, 5 მგ პრედნიზოლონის, 0.75 მგ დექსამეტაზონის, 0.6 მგ ბეტამეტაზონისა და 20 მგ ჰიდროკორტიზონის ანალოგიურია. გააჩნია მცირე მინერალოკორტიკოიდური მოქმედება. ტრიამცინოლონი თრგუნავს ანთების სიმპტომების განვითარებას და ზეგავლენას არ ახდენს მის მიზეზზე. თრგუნავს მაკროფაგების, ლეიკოციტებისა და სხვა უჯრედების დაგროვებას ანთებითი კერების უბნებში. თრგუნავს ფაგოციტოზს, ლიზოსომური ფერმენტების გამონთავისუფლებას, ასევე ანთების ქიმიური მედიატორების სინთეზს და გამონთავისუფლებას, თრგუნავს კაპილარების გაფართოებას და განვლადობას, იწვევს ლეიკოციტების მიგრაციის შეფერხებას და თრგუნავს შეშუპებების წარმოქმნას. აძლიერებს ლიპომოდულინის, ფოსფოლიპაზა A2 სინთეზს, რომელიც ათავისუფლებს არაქიდონის მჟავას ფოსფოლიპიდური მემბრანიდან, ერთდროულად თრგუნავს მის წარმოქმნასთან.

იმუნოდეპრესიული მოქმედება:

იმუნოდეპრესიული მოქმედების მექანიზმები ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ტრიამცინოლონს შეუძლია დათრგუნოს უჯრედული იმუნოლოგიური რეაქციები, როგორც იმუნოლოგიურ პასუხთან დაკავშირებული სპეციფიკური მექანიზმები. ამცირებს T-ლიმფოციტების, მონოციტებისა და ლიმფური გრანულოციტების რაოდენობას. ასევე აფერხებს იმუნოგლობულინების შეკავშირებას რეცეპტორებთან უჯრედების ზედაპირზე და თრგუნავს ინტერლეიკინების წარმოქმნასა თუ გამონთავისუფლებას T-ლიმფოციტების ბლასტოგენეზის შემცირების და ადრეული იმუნოლოგიური პასუხის გამოხატულობის შემცირების გზით. ასევე შეუძლია დათრგუნოს იმუნოლოგიური კომპლექსების შეღწევა ძირითად მემბრანებში და შეამციროს კომპლემენტის კომპონენტებისა და იმუნოგლობულინების დონე.

სხვა მოქმედებები:

ტრიამცინოლონი თრგუნავს აკტ ჰორმონის გამოყოფას ჰიპოფიზის მიერ, რაც იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში ანდროგენებისა და კორტიკოსტეროიდების წარმოქმნის შემცირებას. ადრენოკორტიკული უკმარისობა და მისი ფუნქციის აღდგენის ვადები დამოკიდებულია, პირველ რიგში, მკურნალობის ვადაზე, და ნაკლებად, დოზაზე, სამკურნალო პრეპარატის მიღების დროსა და სიხშირეზე, ასევე პრეპარატის ნახევრად დაშლის პერიოდზე. 60-100 მგ ტრიამცინოლონის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია ითრგუნება 24-48 საათის განმავლობაში და უბრუნდება ნორმას 30-40 დღის ვადებში. პრაქტიკულად ყველა პაციენტს, რომელიც ღებულობს ტრიამცინოლონს 7-10 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში დოზით 12-16 მგ დღეში, შეიძლება განუვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. დიდი დოზების ხანგრძლივი მიღების შემდეგ, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება აღდგეს 1 წლის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთ პაციენტში – არასოდეს.

ტრიამცინოლონი აძლიერებს ცილის კატაბოლიზმს და ასტიმულირებს ფერმენტებს, რომლებიც ამინომჟავების მეტაბოლიზმში მონაწილეობენ. თრგუნავს სინთეზს და იწვევს ცილის დეგრადაციის მომატებას ლიმფოიდურ, შემაერთებელ, კუნთოვან და კანის ქსოვილებში. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ქსოვილების ატროფია.

სამკურნალო პრეპარატი ზრდის გლუკოზის ბიოშეღწევადოდას ღვიძლში გლუკონეოგენეზის ფერმენტების ინდუქციისა და ცილის კატაბოლიზმის სტიმულირების (რაც ზრდის გლუკონეოგენეზში მონაწილე ამინომჟავეების რაოდენობას) საშუალებით, და ამცირებს გლუკოზის მოხმარებას პერიფერულ ქსოვილებში. აღნიშნული იწვევს ღვიძლში გლიკოგენის კუმულაციის მომატებას, ზრდის რა სისხლში გლუკოზის დონეს და ინსულინის მიმართ რეზისტენტობას. აძლიერებს ლიპოლიზს და ახდენს ცხიმოვან ქსოვილში ცხიმოვანი მჟავეების მობილიზებას, რაც ზრდის სისხლის პლაზმაში ცხიმოვანი მჟავების დონეს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ცხიმების პათოლოგიური განმეორებითი შეკავშირება. ტრიამცინოლონი თრგუნავს ოსტეოგენეზს და აძლიერებს ძვლების რეზორბციას. აქვეითებს სისხლის პლაზმაში კალციუმის დონეს, რაც იწვევს პარათირეოიდული ჯირკვლების მეორად ჰიპერფუნქციას ოსტეოკლასტების ერთდროული სტიმულაციითა და ოსტეობლასტების დათრგუნვით. აღნიშნულმა მოქმედებებმა, კატაბოლური პროცესში მეორადად შეცვლილი ცილოვანი კომპონენტების შემცირებასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ძვლების ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებსა და ახალგაზრდებში და ოსტეოპოროზის განვითარება ნებისმიერ ასაკში. აძლიერებს ენდო- და ეგზოგენური კატექოლამინების მოქმედებას.

ჩვენებები

ენდოკრინოლოგიური დარღვევები: ადრენოკორტიკული პირველადი (ადისონის დაავადება) და მეორადი (არჩევის სამკურნალო პრეპარატებს წარმოადგენენ ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი, სინთეზური ანალოგების გამოყენება შეიძლება მინერალოკორტიკოსტეროიდებთან ერთად) უკმარისობა, ადრენოგენიტალური სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია); მკურნალობა გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლებში ანდროგენების ჭარბი წარმოქმნით გამოწვეული ვირილიზაციის შესამცირებლად. რეკომენდებულია ნატრიუმის შეყვანა; ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო იყოს მინერაკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება, ონკოლოგიურ დაავადებასთან დაკავშირებული ჰიპერკალციემია, ფარისებრი ჯირკვლის ასეპტიკური ანთება.

რევმატიული დაავადებები – დამატებითი მკურნალობა ისეთი დაავადებების გამწვავების დროს, როგორიცააL მაანკილოზებელი სპონდილიტი,

ფსორიაზული ართრიტი,

რევმატოიდული ართრიტები, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი (სხვა მეთოდებით არაეფექტური მკურნალობის შემთხვევებში),

რევმატული ცხელება,

მწვავე და ქვემწვავე სინოვიტი,

პოსტტრავმული ართრიტი და ოსტიტი,

ეპიკონდილიტი,

მწვავე არასპეციფიკური ტენდოვაგინიტი,

მწვავე პოდაგრული ართრიტი,

სინოვიტი პაციენტებში სახსრებისა და ძვლების ანთებით.

კოლაგენოზები (გამწვავების პერიოდში ან ზოგიერთ შემთხვევებში შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით):

რევმატოიდული ან არარევმატიული მიოკარდიტი, მწვავე რევმატიული მიოკარდიტი, სისტემური წითელი მგლურა.

დერმატოლოგიური დაავადებები:

დესქვამაციური დერმატიტი,

ჰერპესული ვეზიკულარული დერმატიტი,

მძიმე სებორეული დერმატიტი,

მძიმე პოლიმორფული ერითემა (სტივენ-ჯონსონის სინდრომი),

სოკოსებრი ლიმფოგრანულომატოზი,

პემფიგუსი,

მძიმე ფსორიაზი.

ალერგიული მდგომარეობები – მკურნალობის სხვა მეთოდების მიმართ, მძიმე ხარისხის ალერგიული მდგომარეობები:

წლიური ან სეზონური რინიტი, სხვა სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობის მიმართ რეზისტენტული,

კონტაქტური დერმატიტი,

ატოპიური დერმატიტის,

შრატმისმიერი დაავადება,

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სამკურნალო პრეპარატებზე,

ბრონქული ასთმა.

ოფთალმოლოგიური დაავადებები – თვალის და მისი დანამატების მწვავე და ქრონიკული, მძიმე ხარისხით ანთებითი დაავადებები, როგორიცაა:

ირიტი და ციკლიტი,

ქორიორეტინიტი,

დუნედ მიმდინარე უკანა უვეიტი,

მხედველობის ნერვის ნევრიტი,

სიმპათიკური ანგიომატოზი,

თვალის წინა ნაწილის ოფთალმია,

ალერგიული კონიუნქტივიტი,

კერატიტი (რომელიც არ არის დაკავშირებული ჰერპესულ ან სოკოვან ინფექციასთან),

ოფთალმოჰერპესი,

ალერგიული წყლულოვანი ზედაპირული კერატიტი.

სუნთქვის სისტემის დაავადებები:

ბერილიოზი,

ლეფლერის სინდრომი,

ასპირაციული პნევმონია,

სიმპტომატური სარკოიდოზი,

ფილტვების ელვისებრი ან დისემინირებული ტუბერკულოზი (ანტიტუბერკულოზურ მკურნალობასთან ერთად).

ჰემატოლოგიური დაავადებები:

შეძენილი ჰემოლიზური ანემია (აუტოიმუნური გენეზის),

თანდაყოლილი აპლასტიური ანემია,

ერითრობლასტოპენია (ერითრობლასტების დეფიციტი ძვლის ტვინში),

მეორადი თრომბოციტოპენია მოზრდილებში,

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში.

ონკოლოგიური დაავადებები – პალიატიური მკურნალობის დროს:

ლეიკოზები და ლიმფომები მოზრდილებში,

მწვავე ლეიკოზი ბავშვებში.

შეშუპებები – დიურეზის სტიმულაციის ან პროტეინურიის რემისიის მიზნით ნეფროზული სინდრომისას, ურემიის გარეშე, იდიოპათიური ტიპით ან წითელი მგლურას პერიოდში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (გამწვავების პერიოდში; ხანგრძლივი მკურნალობა არ არის ნაჩვენები);

წყლულოვანი კოლიტი,

კრონის დაავადება.

ნევროლოგიური დაავადებები:

გაფანტული სკლეროზი გამწვავების პერიოდში.

სხვა:

ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ან სიცოცხლისათვის საშიში ბლოკით, თუ გამოიყენება კომბინაციაში შესაბამის ანტიტუბერკულოზურ მკურნალობასთან კომბინაციაში. ტრიქინელოზი ნერვული სისტემის ან მიოკარდიუმის დაზიანებით.

გამოყენების წესები და დოზირება

სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება ექიმის რეკომენდაციების თანახმად. პრეპარატ პოლკორტოლონის დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. ჩვეულებრივ რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღეში ერთხელ, დილით.

მოზრდილები

ჩვეულებრივი დოზა: 4 მგ-დან 48 მგ-მდე დღეში.

ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს მაღალი დოზების გამოყენება.

გამოყენება ბავშვებში

ექიმი ადგენს პრეპარატის ინდივიდუალურ დოზას პაციენტისათვის. დოზის სიდიდე დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და ბავშვის წონაზე.

აუცილებელი პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა. სამკურნალო პრეპარატმა პოლკორტოლონმა შეიძლება გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების დარღვევა მეძუძურ ბავშვებსა და ბავშვებში (განსაკუთრებით პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს).

გვერდითი მოვლენები

გამოხატული ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება), მოჭერის შეგრძნება გულმკერდში, ანაფილაქსიური შოკი.

ძლიერი გულისრევა ან ღებინება, სისხლიანი ღებინება, კუპრისფერი განავალი ან განავალი ახალი სისხლით,

მენსტრუაციის დარღვევა,

კრუნჩხვები,

არითმიები, აჩქარებული და არარეგულარული გულისცემა – ბრადიკარდია (გულის გაჩერებამდეც კი), გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარება (მიდრეკილ პაციენტებში) ან გამოხატულობის გაძლიერება, ჰიპოკალიემიისთვის დამახასიათებელი ეკგ ცვლილებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერკოაგულაცია, ტრომბოზები. მიოკარდის მწვავე და ქვემწვავეინფარქტით დაავადებულებში – ნეკროზის კერის გავრცელება, ნაწიბურების ქსოვილის ფორმირების შენელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის გაგლეჯვა.

გახანგრძლივებული ტკივილი ყელში, გაციება და ცხელება,

ფსიქოზის სიმპტომები,

ნევროზულობა ან შფოთვა,

ტერფებისა და ფეხების შეშუპება,

სისხლნაჟღენთები ან სისხლდენები,

წონაში მომატება,

მხედველობის დარღვევა,

ქალაშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის შეგუბებითი პაპილას სინდრომით (ტვინის ფსევდოშეშუპება – უფრო ხშირად ბავშვებში, ჩვეულებრივ დოზის ძალიან სწრაფად შემცირების შემდეგ, მხედველობის სიმახვილის გაუარესება ან გაორება თვალებში),

ფსიქიკური დარღვევები (ზედმეტად ამაღლებული მხიარული განწყობა, გამოხატული მოწყენილი განწყობა, პიროვნების აშლილობა, დელირი, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, დეპრესია, პარანოია).

სხვა არასასურველი მოვლენები

სისხლისმიმოქცევის შეგუბებითი უკმარისობა,

მაღალი არტერიული წნევა,

კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი, ძვლების მომატებული სიმყიფე, ბარძაყის და მხრის ძვლების თავის ასეპტიკური ნეკროზი, ზრდისა და გაძვალების პროცესების შენელება ბავშვებში (ზრდის ეპოფიზის ზონების ნაადრევი დახურვა), კუნთების მყესების გაგლეჯვა,

მომატებული მადა, წონის მომატება, გულისრევა, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, წვის შეგრძნება საყლაპავში,

კუჭის წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პანკრეატიტი,

ჭრილობების ცუდად შეხორცება, გამოხატული თმიანი საფარი, აკნე, სტრიები, კანის გათხელება,

შეშუპება, კანის გაწითლება ფეხებზე, ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულის დროს, კანის ტემპერატურის მომატება, თრომბოფლებიტი,

უძილობა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, ვერტიგო,

კუშინგის სინდრმი, დამახასიათებელი კლინიკური სურათი : მთვარისებრი სახე, გასუქება, თხელი კიდურები,

ზრდის დათრგუნვა ბავშვებში,

სისხლში შაქრის დონის მომატება, ჰიპერგლიკემია,

თრომბის წარმოქმნის მაღალი რისკი,

კალციუმის გამოყოფის გაზრდა,

მხედველობის დაბინდვა,

ნათხემის ფსევდოშეშუპება

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

სოკოვანი ინფექციით გამოწვეული დაავადება;

ვაქცინაციის ჩატარების საჭიროება, განსაკუთრებით ცოცხალი ვირუსების შემცველი ვაქცინებით.

ჭარბი დოზირება

შეიძლება აღინიშნებოდეს ჭარბი დოზირების სიმპტომები, როგორიცაა: მაღალი არტერიული წნევა და შეშუპებები.

უსაფრთხოების ზომები.

ზოგიერთი ინფექციური დაავადებების უფრო მძიმე მიმდინარეობა, როგორიცაა: ჩუტყვავილა, ჰერპესი და წითელა. ინფექციის შემთხვევაში ექიმი შესაფერის მკურნალობას დანიშნავს. პირებმა, რომლებსაც ეს დაავადებები გადატანილი არ აქვთ, უნდა მოერიდონ კონტაქტს აღნიშნული ინფექციის მქონე პირებთან.

ინფექციებისადმი მდგრადობის შემცირება. სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები.

სამკურნალო პროდუქტი პოლკორტოლონი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ მისი დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებში გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაპას ტიპის ლაქტოზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით.

პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის ინფორმირება, თუ აღინიშნება შემდეგი:

კუჭია და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,

ნაწლავის დაავადება (მაგ. ახლად შესრულებული ნაწლავური ანასტომოზი, დივერტიკულების არსებობა, კოლინჯის ანთება),

თრომბოფლებიტი,

თირკმლის უკმარისობა,

ოსტეოპოროზი (განსაკუთრებით ქალებში პოსტმენოპაუზის დროს),

კუნთების სისუსტე და დაღლილობა (მიასთენია),

ვირუსული ან კანდიდოზური ვაგინიტი,

გლაუკომა,

ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციების მომატება,

სისხლში ცილების კონცენტრაციის შემცირება,

მაღალი არტერიული წნევა,

გულის შეგუბებითი უკმარისობა,

ეპილეფსია,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ციროზი,

ოფთალმოჰერპესი,

მწვავე ფსიქოზი და ფსიქიკური დარღვევები. პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს აღნიშნული დაავადებების მოქმედება,

ტუბერკულოზი,

ჰიპოთირეოზი,

შაქრიანი დიაბეტი,

სისხლის შედედების ფაქტორის (პროთრომბინის) დეფიციტი და აცეტილსალიცილის მჟავას ერთდროული გამოყენება,

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება არამკვეთრი მხედველობა ან მხედველობის სხვა დარღვევები, აუცილებელია ექიმთან გადაუდებელი კონსულტაცია.

სამკურნალო პრეპარატმა პოლკორტოლონმა შეიძლება გამოავლინოს ამებიაზი (უმარტივესი პარაზიტით – დიზენტერიული ამებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება).

გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ დედებში

პრეპარატ პოლკორტოლონის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება. პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სამკურნალო პრეპარატ პოლკორტოლონს შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილები და თავბრუსხვევა და შეიძლება ფსიქიკური დარღვევებიც. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალების მართვა, მექანიზმებთან მუშაობა და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას საჭიროებენ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებელად უნდა ეცნობოს ყველა სამკურნალო პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი ღებულობს, იღებდა ბოლო დროს, ან გეგმავს მიღებას.

ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს პოლკორტოლონის მოქმედება და ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვებას აღნიშნული საშუალების მიღების დროს (აივ-ინფექციის სამკურნალო, ზოგიერთი პრეპარატის ჩათვლით: რიტონავირი, კობიცისტატი). აუცილებელია ექიმის შეტყობინება, თუ პაციენტი ღებულობს შემდეგ პრეპარატებს:

ინსულინი და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატები,

დიურეზულები,

კუმარინის წარმოებულები, ინდანდიონი, ჰეპარინი (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები),

სტრეპტოკინაზა, უროკინაზა (ფიბრინოლიზური საშუალებები),

ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, იბუპროფენი,

ანაბოლური სტეროიდები, ანდროგენები (ჰორმონალური დარღვევების დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატი),

ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები,

ვაქცინაცია (პოლკორტოლონი ამცირებს ვაქცინის ეფექტურობას),

ამფოცეტირიცინი B (სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს გამოყენებული ანტიბიოტიკი),

კარბოქსიანჰიდრაზას ინჰიბიტორები (გლაუკომის მკურნალობის დროს გამოყენებული პრეპარატები),

ქოლინოლიზური პრეპარატები (უმთავრესად ატროპინი),

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები),

ჰიპერთირეოზის მკურნალობაში გამოყენებული პრეპარატები და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები,

საგულე გლიკოზიდები (მაგალითად საგულე გლიკოზიდები გულის უკმარისობის მკურნალობაში),

იზონიაზიდი (ტუბერკულოზის მკურნალობაში გამოყენებული სამკურნალო პრეპარატი),

მექსილეტინი (გულის მუშაობის დარღვევის სამკურნალო პრეპარატი),

პოლკორტოლონი აძლიერებს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას მოთხოვნილებას.

პოლკორტოლონის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

სამკურნალო პრეპარატ პოლკორტოლონის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.

პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმის შეკავებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეშუპებები და სისხლის არტერიული წნევის მომატება. ამიტომ უნდა მოხდეს საკვებში მარილის გამოყენების შეზღუდვა.

არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება, ვინაიდან იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების რისკი.

პრეპარატის მიღების გამოტოვება

სამკურნალო პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, აუცილებელია მისი მიღება, რაც შეიძლება მალე. თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროა გამოტოვებული დოზის მიღება არ შეიძლება.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

პრეპარატის მიღების შეწყვეტა

სამკურნალო პრეპარატ პოლკორტოლონის მიღების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.

გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის დროს შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ცხელება, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ცუდი გუნებაგანწყობილება.

შენახვის ვადები და პირობები

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, მშრალ და ბნელ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

50 ტაბლეტი.

პვქ/ალ ბლისტერებში შეფუთული ტაბლეტები მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ლიცენზიის მფლობელი:

სს “ადამედ ფარმა”

პიენკოვი, მარიანა ადამკევიჩის ქ. 6A

05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი

მწარმოებელი

სს “ადამედ ფარმა”

მარშალ იუზეფ პილსუდსკის ქ. 5

95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა