პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ფსიქოლეპტი ტაბ. 25მგ

Fsiqolept Tab. 25mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ ნაჩვენებია: შიზოფრენიის მკურნალობა. ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა: ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობისთვის ბიპოლარული აშლილობის დროს დიდი დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობისთვის ბიპოლარული აშლილობის დროს მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდების რეციდივის პრევენციისთვის ბიპოლარული …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კვეტიაპინი (quetiapine)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Whan In Pharm. Co., Ltd., კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
ATC კოდი
N05AH04
რეგისტრაციის ნომერი
რ-041523
რეგისტრირებულია
9 ივლისი 2024, მოქმედებს 9 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Whan In Pharm. Co., Ltd. (კორეა)
განმცხადებელი
შპს „ვივა ფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფსიქოლეპტი ტაბ. 25მგ და სხვა წამალი ერთად

ფსიქოლეპტი ტაბ. 25მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ ნაჩვენებია:

შიზოფრენიის მკურნალობა.

ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა:

ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობისთვის ბიპოლარული აშლილობის დროს

დიდი დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობისთვის ბიპოლარული აშლილობის დროს

მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდების რეციდივის პრევენციისთვის ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ადრე რეაგირებდნენ ქვეტიაპინის მკურნალობაზე.

მიღების წესი და დოზირება

25 მგ

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენს საწყის დოზას. შემანარჩუნებელი დოზა (დღიური დოზა) დამოკიდებული იქნება თქვენს დაავადებაზე და საჭიროებებზე, მაგრამ ჩვეულებრივ იქნება 150 მგ–სა და 800 მგ-ს შორის.

თქვენ მიიღებთ ტაბლეტებს დღეში ერთხელ, ძილის წინ ან დღეში ორჯერ, თქვენი დაავადების მიხედვით.

გადაყლაპეთ თქვენი ტაბლეტები მთლიანად წყლის მიყოლებით.

შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ტაბლეტები საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებისას. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს წამლის მოქმედებაზე.

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, თუ ექიმი არ გეტყვით ამის შესახებ.

ღვიძლის პრობლემები

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.

ხანდაზმულები

თუ ხანდაზმული ხართ ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

თუ იღებთ მეტ ფსიქოლეპტს ტაბ. 25 მგ, ვიდრე საჭიროა

თუ იღებთ მეტ ფსიქოლეპტს ტაბ. 25 მგ, ვიდრე ექიმის მიერ იყო დანიშნული, თქვენ შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა, თავბრუსხვევა და არანორმალური გულისცემა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ.

თუ დაგავიწყდათ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. თუ მოახლოვდა შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ მაგ მომენტს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებას

თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებას, თქვენ შეიძლება ვერ დაიძინოთ (უძილობა), ან შეიძლება ცუდად იგრძნოთ თავი (გულისრევა), ან შეიძლება გქონდეთ თავის ტკივილი, დიარეა, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), თავბრუსხვევა ან გაღიზიანება. ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ დოზის თანდათან შემცირება მკურნალობის შეწყვეტამდე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

აივ-ის ზოგიერთი სამკურნალო საშუალება

აზოლური სამკურნალო საშუალებები (სოკოვანი ინფექციების დროს).

ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციების დროს).

ნეფაზოდონი (დეპრესიის დროს).

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა ფენიტოინი ან კარბამაზეპინი).

მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები.

ბარბიტურატები (ძილის გაძნელების დროს).

თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური სამკურნალო საშუალებები).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს გულისცემაზე, მაგალითად, მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტური დისბალანსი (კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), როგორიცაა შარდმდენები (წყლის აბები) ან გარკვეული ანტიბიოტიკები (ინფექციების სამკურნალო საშუალებები).

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.

სამკურნალო საშუალებები (ე.წ. "ანტიქოლინერგული საშუალებები"), რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ.

სანამ რომელიმე სამკურნალო საშუალების მიღებას შეწყვეტთ, გთხოვთ, პირველ რიგში მიმართოთ ექიმს.

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ფრთხილად იყავით ალკოჰოლის დასალევ რაოდენობასთან დაკავშირებით. ეს ასოცირებულია იმასთან, რომ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ და ალკოჰოლის კომბინირებულმა მოქმედებამ შეიძლება ძილიანობა გამოიწვიოს.

არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებისას. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის მოქმედებაზე.

სიფრთხილის ზომები

ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ თქვენ, ან რომელიმეს თქვენი ოჯახის წევრებიდან გაქვთ ან გქონდათ გულის რაიმე პრობლემა, მაგალითად, გულის რიტმის პრობლემები, გულის კუნთის სისუსტე ან გულის ანთება, ან თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გულისცემაზე.

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა.

თუ გქონდათ ინსულტი, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული.

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

თუ ოდესმე გქონიათ გულყრა (კრუნჩხვები).

თუ გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ დიაბეტის განვითარების რისკი. ასეთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენს სისხლში შაქრის დონე ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებისას.

თუ იცით, რომ წარსულში გქონდათ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე (რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ან არ იყოს გამოწვეული სხვა მედიკამენტებით).

თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი დემენციით (თავის ტვინის ფუნქციის დაქვეითებით). თუ ასეა, ფსიქოლეპტი ტაბ. 25მგ არ უნდა იქნას მიღებული, რადგან მედიკამენტების ჯგუფმა, რომელსაც მიეკუთვნება ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ, შეიძლება გაზარდოს ინსულტის, ან ზოგიერთ შემთხვევაში, სიკვდილის რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულებში.

თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი პარკინსონის დაავადებით/პარკინსონიზმით.

თუ თქვენ ან რომელიმეს თქვენი ოჯახის წევრებიდან აქვს სისხლის კოლტების წარმოქმნის ანამნეზი, რადგან მსგავსი პრეპარატების მიღება ასოცირებულია სისხლის კოლტების წარმოქმნასთან.

თუ გაქვთ ან გქონდათ მდგომარეობა, როდესაც წყვეტთ სუნთქვას ხანმოკლე პერიოდით ღამის ჩვეულებრივი ძილის დროს (ე.წ. „ძილის აპნოე“) და იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ანელებენ თავის ტვინის ნორმალურ აქტივობას („დეპრესანტები“).

თუ გაქვთ ან გქონდათ ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვერ ხერხდება შარდის ბუშტის სრულად დაცლა (შარდის შეკავება), გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, ნაწლავების ბლოკირება ან გაზრდილი წნევა თვალის შიგნით. ეს მდგომარეობები ზოგჯერ გამოწვეულია პრეპარატებით (ე.წ. "ანტიქოლინერგული საშუალებებით"), რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ.

თუ გაქვთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ანამნეზი.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღების შემდეგ გამოგივლინდითათ ნებისმიერი ჩამოთვლილიდან:

ცხელების, კუნთების ძლიერი რიგიდობის, ოფლიანობის ან ცნობიერების დაქვეითების ერთობლიობა (დარღვევა, რომელსაც ეწოდება "ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი"). შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

უკონტროლო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის.

თავბრუსხვევა ან ძილიანობის ძლიერი შეგრძნება. ამან შეიძლება გაზარდოს ხანდაზმულ პაციენტებში შემთხვევითი დაზიანების (დაცემის) რისკი.

გულყრები (კრუნჩხვები).

ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი).

გაქვთ სწრაფი და არარეგულარული გულისცემა, მაშინაც კი, როცა მოსვენებულ მდგომარეობაში ხართ, პალპიტაცია, სუნთქვის პრობლემები, გულმკერდის ტკივილი ან აუხსნელი დაღლილობა. ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი გული და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაგამისამართოთ კარდიოლოგთან.

ეს მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ტიპის მედიკამენტებით.

აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ გაქვთ:

ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ყელის ტკივილი ან ნებისმიერი სხვა ინფექცია, რადგან ეს შეიძლება იყოს სისხლის თეთრი უჯრედების ძალიან დაბალი რაოდენობის შედეგი, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ შეწყვეტა ან/და მკურნალობის დანიშვნა.

ყაბზობა მუცლის მუდმივ ტკივილთან ერთად, ან ყაბზობა, რომელიც არ რეაგირებს მკურნალობაზე, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის უფრო სერიოზული ბლოკირება.

სუიციდის აზრები და თქვენი დეპრესიის გაუარესება თუ იმყოფებით დეპრესიაში, ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს შეიძლება გაძლიერდეს მკურნალობის პირველი დაწყებისას, რადგან ყველა ამ მედიკამენტს სჭირდება დრო რომ დაიწოს მოქმედება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტი. ეს აზრები ასევე შეიძლება გაძლიერდეს, თუ მოულოდნელად შეწყვეტთ თქვენი მედიკამენტების მიღებას. თქვენ შეიძლება უფრო დიდი ალბათობით იფიქროთ ამგვარად, თუ ახალგაზრდა მოზრდილი ხართ. კლინიკური კვლევებიდან მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა სუიციდური აზრების და/ან სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი დეპრესიის მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის ახალგაზრდა მოზრდილებში.

ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრების შემთხვაში ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ გაემგზავრეთ საავადმყოფოში. შეიძლება სასარგებლო იყოს უთხრათ ნათესავს ან ახლო მეგობარს, რომ დეპრესიაში ხართ და სთხოვოთ წაიკითხონ ეს ფურცელი–ჩანართი. შეიძლება სთხოვოთ მათ, გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია უარესდება, ან თუ აშფოთებთ ცვლილებები თქვენს ქცევაში.

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs)

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური, ძალიან იშვიათად არის მოხსენებული ამ პრეპარატით მკურნალობისას. ეს ჩვეულებრივ ვლინდება:

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ.

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის ფართო აქერცვლას

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) შედგება გრიპისმაგვარი სიმპტომებისგან გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზის ნორმიდან გადახრილი შედეგებით (მათ შორის, სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატება).

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), ჩირქით სავსე პატარა ბუშტუკები

მულტიფორმული ერითემა (EM), კანზე გამონაყარი ქავილით წითელი არასწორი ფორმის ლაქებით

თუ განვითარდება ეს სიმპტომები, შეწყვიტეთ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

წონის მომატება

წონის მომატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფსიქოლეპტს ტაბ. 25 მგ. თქვენ და ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოთ თქვენი წონა.

ბავშვები და მოზარდები

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გამოყენებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

25 მგ

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. თქვენ არ უნდა მიიღოთ ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ ორსულობის დროს, თუ ეს არ არის განხილული თქვენს ექიმთან. ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ არ უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების დროს.

ახალშობილებში, რომელთა დედები იყენებდნენ ფსიქოლეპტს ტაბ. 25 მგ ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მოწმობდეს მოხსნის სინდრომზე: კანკალი, კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ თქვენს ბავშვს განუვითარდება რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, შეიძლება დაგჭირდეთ ექიმთან კონსულტაცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტაბლეტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. არ მართოთ ავტოტრანსპორტი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ არ გაიგებთ, როგორ იმოქმედებს ტაბლეტები თქვენზე.

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიცავს ლაქტოზას

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიცავს ლაქტოზას, რომელიც არის შაქრის ტიპი. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაესაუბრეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გავლენა შარდში პრეპარატის განსაზღვრაზე

თუ თქვენ გიტარებენ შარდში წამლის განსაზღვრას, ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები მეტადონზე ან დეპრესიის ზოგიერთ სამკურნალო საშუალებაზე, სახელწოდებით ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (TCAs), როდესაც გამოიყენება ტესტირების ზოგიერთი მეთოდი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესაძლოა არ იღებთ მეთადონს ან TCA-ს. თუ ეს მოხდება, შეიძლება ჩატარდეს უფრო კონკრეტული ტესტი.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში

თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა), თავის ტკივილი, პირის სიმშრალე.

ძილიანობის შეგრძნება (ეს შეიძლება დროთა განმავლობაში გაქრეს, რადგან თქვენ განაგრძობთ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებას) (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა).

შეწყვეტის სიმპტომები (სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღების შეწყვეტისას) მოიცავს უძილობას (ინსომნია), ცუდ შეგრძნებას (გულისრევა), თავის ტკივილს, დიარეას, შეუძლოდ ყოფნას (ღებინება), თავბრუსხვევას და გაღიზიანებადობას. მიზანშეწონილია ეტაპობრივი მოხსნა მინიმუმ 1-დან 2 კვირამდე განმავლობაში.

წონაში მატება.

კუნთების არანორმალური მოძრაობები. ეს მოიცავს კუნთების მოძრაობის დაწყების სირთულეს, კანკალს, მოუსვენრობის შეგრძნებას ან კუნთების რიგიდობას ტკივილის გარეშე.

გარკვეული ცხიმების (ტრიგლიცერიდები და საერთო ქოლესტერინი) რაოდენობის ცვლილება.

ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანამდე

აჩქარებული გულისცემა.

შეგრძნება, თითქოს გული ფეთქავს, ჩქარდება ან გამოტოვებს პულსს.

ყაბზობა, კუჭის აშლილობა (მონელების დარღვევა).

სისუსტის შეგრძნება.

ხელების ან ფეხების შეშუპება.

დაბალი არტერიული წნევა ადგომისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა).

სისხლში შაქრის დონის მომატება.

დაბინდული მხედველობა.

არანორმალური სიზმრები და კოშმარები.

მეტი შიმშილის გრძნობა.

გაღიზიანების შეგრძნება.

მეტყველებისა და ენის დარღვევა.

სუიციდური ფიქრები და თქვენი დეპრესიის გაუარესება.

სუნთქვის გაძნელება.

ღებინება (ძირითადად ხანდაზმულებში).

ცხელება.

სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილება.

გარკვეული ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება.

სისხლში ღვიძლის გაზომილი ფერმენტების რაოდენობის ზრდა.

სისხლში ჰორმონ პროლაქტინის რაოდენობის ზრდა. ჰორმონ პროლაქტინის მომატებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი:

მამაკაცებსა და ქალებში მკერდის შეშუპება და დედის რძის მოულოდნელი პროდუცირება.

ქალებს არ აქვთ ყოველთვიური მენსტრუაცია ან აღენიშნებათ არარეგულარული მენსტრუაცია.

არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანამდე

გულყრები ან კრუნჩხვები.

ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს შესიებას (ბებერები), კანის შეშუპებას და პირის ღრუს ირგვლივ შეშუპებას.

უსიამოვნო შეგრძნებები ფეხებში (ასევე უწოდებენ მოუსვენარი ფეხების სინდრომს).

ყლაპვის გაძნელება.

უკონტროლო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის.

სექსუალური დისფუნქცია.

დიაბეტი.

გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება ეკგ-ზე (QT გახანგრძლივება).

ნორმალურზე ნელი გულისცემა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებისას და რაც შეიძლება ასოცირებული იყოს დაბალ არტერიულ წნევასთან და გულის წასვლასთან.

შარდის გამოყოფის გაძნელება.

გულის წასცლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა).

ცხვირის გაჭედილობა.

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება.

სისხლში ნატრიუმის რაოდენობის შემცირება.

ადრე არსებული დიაბეტის გაუარესება.

დაბნეულობა.

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანამდე

მაღალი ტემპერატურის (ცხელება), ოფლიანობის, კუნთების რიგიდობის, ძლიერი ძილიანობის ან გულის წასცლის შეგრძნების კომბინაცია (დარღვევა სახელწოდებით "ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი").

კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე).

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).

ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი).

სარძევე ჯირკვლების შეშუპება და დედის რძის მოულოდნელი პროდუცირება (გალაქტორეა).

მენსტრუალური დარღვევა.

სისხლის კოლტები ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომებში შედის შეშუპება, ტკივილი და სიწითლე ფეხის არეში), რომელიც შეიძლება სისხლძარღვების მეშვეობით გადავიდეს ფილტვებში და გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება. თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ძილის დროს სიარული, საუბარი, ჭამა ან სხვა აქტივობები.

სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია).

წინამდებარე ჯირკვლის ანთება.

მდგომარეობა (სახელწოდებით „მეტაბოლური სინდრომი“), როდესაც შეიძლება გქონდეთ 3 ან მეტი შემდეგი ნიშნის კომბინაცია: ცხიმის მომატება მუცლის გარშემო, „კარგი ქოლესტერინის“ (HDL-C) დაქვეითება, სისხლში ცხიმის სახეობის მომატება, რომელსაც ეწოდება ტრიგლიცერიდები, მაღალი არტერიული წნევა და სისხლში შაქრის მომატება.

ცხელების, გრიპის მსგავსი სიმპტომების, ყელის ტკივილის ან ნებისმიერი სხვა ინფექციის კომბინაცია ლეიკოციტების ძალიან დაბალი რაოდენობით, მდგომარეობა, რომელსაც აგრანულოციტოზი ეწოდება.

ნაწლავთა გაუვალობა.

სისხლში მომატებული კრეატინფოსფოკინაზა (ნივთიერება კუნთებიდან).

ძალიან იშვიათი: ​​შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-მდე ადამიანში

ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკები ან წითელი ლაქები კანზე.

მძიმე ალერგიული რეაქცია (ე.წ. ანაფილაქსია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან შოკი.

კანის სწრაფი შეშუპება, როგორც წესი, თვალების, ტუჩების და ყელის ირგვლივ (ანგიოედემა).

კანის, პირის ღრუს, თვალებისა და სასქესო ორგანოების სერიოზული ბუშტუკოვანი მდგომარეობა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი). იხილეთ ნაწილი 2.

ჰორმონის, რომელიც აკონტროლებს შარდის მოცულობას, არასათანადო სეკრეცია.

კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა და ტკივილი კუნთებში (რაბდომიოლიზი).

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

კანის გამონაყარი არასწორი ფორმის წითელი ლაქებით (მულტიფორმული ერითემა). იხილეთ ნაწილი 2.

პატარა პუსტულებით დაფარული კანის წითელი უბნების სწრაფი გაჩენა (პატარა ბუშტუკები სავსე თეთრი/ყვითელი სითხით, რომელსაც ეწოდება მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). იხილეთ ნაწილი 2.

სერიოზული, უეცარი ალერგიული რეაქცია სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და ბუშტუკები კანზე და კანის აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). იხილეთ ნაწილი 2.

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელიც შედგება გრიპის მსგავსი სიმპტომებისგან გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზის ნორმიდან გადახრილი შედეგებით (სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მატების ჩათვლით). იხილეთ ნაწილი 2.

მოხსნის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იმ დედების ახალშობილებში, რომლებიც იყენებდნენ ფსიქოლეპტს ტაბ. 25 მგ ორსულობის დროს.

ინსულტი.

გულის კუნთის დარღვევა (კარდიომიოპათია)

გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი)

სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), ხშირად კანზე გამონაყარით პატარა წითელი ან იასამნისფერი სიმკვრივეებით.

სამკურნალო პრეპარატების კლასი, რომელსაც მიეკუთვნება ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის პრობლემები, რაც შეიძლება იყოს სერიოზული და მძიმე შემთხვევებში შეიძლება ფატალური იყოს.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ვლინდება მხოლოდ სისხლის ანალიზის აღების დროს. ეს მოიცავს ცვლილებებს გარკვეული ცხიმების (ტრიგლიცერიდები და საერთო ქოლესტერინი) ან სისხლში შაქრის რაოდენობაში, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილებას სისხლში, ღვიძლის ფერმენტების მატებას, სისხლის უჯრედების გარკვეული ტიპის რაოდენობის შემცირებას, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებას, სისხლში კრეატინფოსფოკინაზას ზრდას (ნივთიერება კუნთებში), სისხლში ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითებას და სისხლში ჰორმონ პროლაქტინის მატებას. იშვიათ შემთხვევებში ჰორმონ პროლაქტინის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი:

მამაკაცებსა და ქალებში სარძევე ჯირკვლების შეშუპება და მოულოდნელად დედის რძის პროდუცირება.

ქალებს არ აქვთ ყოველთვიური მენსტრუაცია ან აღენიშნებათ არარეგულარული მენსტრუაცია.

ექიმმა შეიძლება დროდადრო მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის გაკეთება.

დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებში და მოზარდებში

იგივე გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მოზრდილებში, ასევე შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და მოზარდებში.

შემდეგი გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებსა და მოზარდებში ან არ იყო გამოვლენილი მოზრდილებში:

ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში

სისხლში ჰორმონის, სახელწოდებით პროლაქტინი, რაოდენობის გაზრდა. ჰორმონ პროლაქტინის მომატებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი:

ბიჭებსა და გოგოებს აქვთ მკერდის შეშუპება და დედის რძის მოულოდნელად პროდუცირება

გოგონებს არ აქვთ მენსტრუაცია ან აქვთ არარეგულარული მენსტრუაცია.

მადის მომატება.

ღებინება.

კუნთების არანორმალური მოძრაობები. ეს მოიცავს კუნთების მოძრაობის დაწყების სირთულეს, კანკალს, მოუსვენრობის შეგრძნებას ან კუნთების რიგიდობას ტკივილის გარეშე.

არტერიული წნევის მატება.

ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანამდე

სისუსტის შეგრძნება, გულის წასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა).

ცხვირის გაჭედილობა.

გაღიზიანებადობის შეგრძნება.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ზოგადად, მოხსენებული ნიშნები და სიმპტომები იყო აქტიური ნივთიერების ცნობილი ფარმაკოლოგიური ეფექტების, როგორიცაა ძილიანობა და სედაცია, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და ანტიქოლინერგული ეფექტები, გაძლიერების შედეგი.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება, კრუნჩხვები, ეპილეფსიური სტატუსი, რაბდომიოლიზი, სუნთქვის დათრგუნვა, შარდის შეკავება, დაბნეულობა, დელირიუმი და/ან აგზნება, კომა და სიკვდილი. ადრე არსებული მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ჭარბი დოზირების ეფექტის განვითარების გაზრდილი რისკი. (იხილეთ ნაწილი 4.4, ორთოსტატული ჰიპოტენზია).

ჭარბი დოზირების მართვა

ქვეტიაპინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მძიმე ნიშნების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია რამდენიმე პრეპარატის მონაწილეობის შესაძლებლობა და რეკომენდებულია ინტენსიური თერაპიის პროცედურები, მათ შორის სასუნთქი გზების გამავლობის კონტროლი და შენარჩუნება, ადეკვატური ოქსიგენაციის და ვენტილაციის უზრუნველყოფა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მონიტორინგი და შენარჩუნება.

საჯარო ლიტერატურაზე დაყრდნობით, პაციენტებს დელირიუმით და აგზნებით და მკაფიო ანტიქოლინერგული სინდრომით შეიძლება მკურნალობდნენ ფიზოსტიგმინით, 1-2 მგ (უწყვეტი ეკგ მონიტორინგის ქვეშ). ეს არ არის რეკომენდებული, როგორც სტანდარტული მკურნალობა გულის გამტარობაზე ფიზოსტიგმინის პოტენციური უარყოფითი ზემოქმედების გამო. ფიზოსტიგმინის გამოყენება შესაძლებელია ეკგ-ს გადახრების არარსებობისას. ფიზოსტიგმინი არ გამოიყენება რიტმის დარღვევის, ნებისმიერი ხარისხის გულის ბლოკადის ან QRS- გაფართოების შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ დოზის გადაჭარბებისას აბსორბციის პრევენცია არ არის შესწავლილი, მძიმე მოწამვლისას შეიძლება იყოს ნაჩვენები კუჭის ამორეცხვა და თუ შესაძლებელია, ის უნდა ჩატარდეს მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. გასათვალისწინებელია გააქტივებული ნახშირის მიღება.

ქვეტიაპინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეფრაქტორული ჰიპოტენზიის მკურნალობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი ზომებით, როგორიცაა ინტრავენური სითხეების და/ან სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენება. თავიდან უნდა იქნას აცილებული ეპინეფრინი და დოფამინი, რადგან ბეტა სტიმულაციამ შეიძლება გააღრმავოს ჰიპოტენზია ქვეტიაპინით გამოწვეული ალფა ბლოკადის ფონზე.

გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობა და მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.

შემადგენლობა

რა არის ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ და რისთვის გამოიყენება

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ქვეტიაპინი. ის მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტიფსიქოზური საშუალებები. ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა:

ბიპოლარული დეპრესია: როდესაც თავს სევდიანად გრძნობთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გრძნობთ დათრგუნულობას, დამნაშავეობას, ენერგიის ნაკლებობას, მადის დაკარგვას ან ვერ იძინებთ.

მანია: როდესაც თქვენ შეიძლება გრძნობებთ თავს ძალიან აგზნებულად, ამაღლებულ გუნება–განწყობაზე, აჟიტირებულად, ენთუზიასტურად ან ჰიპერაქტიურად ან გქონდეთ არასწორი განსჯის უნარი, აგრესიულობის ან დესტრუქციულობის ჩათვლით.

შიზოფრენია: როდესაც შეიძლება გესმოდეთ ან გრძნობდეთ იმას, რაც არ არის სინამდვილეში, დაიჯეროთ ის, რაც არ არის სიმართლე, ან თავს უჩვეულოდ საეჭვოდ, შეშფოთებულად, დაბნეულად, დამნაშავედ, დაძაბულად ან დათრგუნულად გრძნობდეთ.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გააგრძელოს ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ დანიშვნა, მაშინაც კი, როცა თავს უკეთ იგრძნობთ.

რა უნდა იცოდეთ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებამდე

შენახვის პირობები

25 მგ

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ჰერმეტულ კონტეინერში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიფსიქოზური საშუალებები; დიაზეპინები, ოქსაზეპინები და თიაზეპინები

ათქ კოდი: N05A H04

მოქმედების მექანიზმი:

ქვეტიაპინი წარმოადგენს ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებას. ქვეტიაპინი და აქტიური მეტაბოლიტი, ნორქვეტიაპინი, ადამიანის პლაზმაში ურთიერთქმედებენ ნეიროტრანსმიტერების რეცეპტორების ფართო სპექტრთან. ქვეტიაპინი და ნორქვეტიაპინი ავლენენ აფინურობას თავის ტვინის სეროტონინის (5HT2) და დოფამინის D1- და D2- რეცეპტორების მიმართ. მიიჩნევა, რომ რეცეპტორული ანტაგონიზმის ეს კომბინაცია 5HT2-ის მიმართ უფრო მაღალი სელექტიურობით D2-რეცეპტორებთან შედარებით, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ქვეტიაპინის კლინიკურ ანტიფსიქოზურ თვისებებს და ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტებისადმი (EPS) დაბალ მიდრეკილებას ტიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებთან შედარებით. ქვეტიაპინს და ნორქვეტიაპინს არ გააჩნიათ შესამჩნევი აფინურობა ბენზოდიაზეპინის რეცეპტორების მიმართ, მაგრამ აქვთ მაღალი აფინურობა ჰისტამინერგული და ადრენერგული ალფა1–რეცეპტორებისადმი, ზომიერი აფინურობა ადრენერგული ალფა2–რეცეპტორების მიმართ. ქვეტიაპინს ასევე აქვს დაბალი აფინურობა ან საერთოდ არ გააჩნია აფინურობა მუსკარინული რეცეპტორებისადმი, ხოლო ნორქვეტიაპინს აქვს ზომიერი ან მაღალი აფინურობა რამდენიმე მუსკარინული რეცეპტორის მიმართ, რამაც შეიძლება ახსნას ანტიქოლინერგული (მუსკარინული) ეფექტების არსებობა. NET–ის ინჰიბირება და ნორქვეტიაპინის ნაწილობრივმა აგონისტურმა მოქმედებამ 5HTlA უბნებზე შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეტიაპინის, როგორც ანტიდეპრესანტის, თერაპიულ ეფექტურობას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები:

ქვეტიაპინი აქტიურია ანტიფსიქოზური აქტივობის ტესტებში, როგორიცაა პირობითი აცილება. ის ასევე ბლოკავს დოფამინის აგონისტების მოქმედებას, რომელიც ფასდება ქცევითი ან ელექტროფიზიოლოგიური მეთოდების მეშვეობით, და ზრდის დოფამინის მეტაბოლიტის კონცენტრაციებს, D2-რეცეპტორების ბლოკადის ნეიროქიმიურ ინდექსს.

პრეკლინიკურ ტესტებში, რომლებიც პროგნოზირებენ EPS-ს, ქვეტიაპინი განსხვავდება ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებისგან და აქვს ატიპიური პროფილი. ქვეტიაპინი არ იწვევს დოფამინის D2-რეცეპტორების სუპერმგრძნობელობას ქრონიკული შეყვანის შემდეგ. ქვეტიაპინი დოფამინის D2-რეცეპტორების მაბლოკირებელი ეფექტური დოზებით იწვევს მხოლოდ სუსტ კატალეფსიას. ქვეტიაპინი ავლენს სელექტიურობას ლიმბური სისტემის მიმართ მეზოლიმბური, მაგრამ არა ნიგროსტრიატური დოფამინის შემცველი ნეირონების დეპოლარიზაციის ბლოკადის წარმოქმნით ქრონიკული შეყვანის შემდეგ. ქვეტიაპინი ავლენს მინიმალურ დისტონიურ მიდრეკილებას ჰალოპერიდოლ-სენსიბილიზებულ ან არანამკურნალევ კაპუცინის მაიმუნებში მწვავე და ქრონიკული გამოყენების შედეგად (იხილეთ ნაწილი 4.8).

კლინიკური ეფექტურობა:

შიზოფრენია

პლაცებო–კონტროლირებად სამ კლინიკურ კვლევაში, შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ქვეტიაპინის ცვლად დოზებს, არ იყო განსხვავებები ქვეტიაპინისა და პლაცებოს სამკურნალო ჯგუფებს შორის EPS-ის სიხშირის ან ანტიქოლინერგული საშუალებების ერთდროული გამოყენების მხრივ. პლაცებო–კონტროლირებადმა კვლევამ, რომელიც აფასებდა ქვეტიაპინის ფიქსირებული დოზების 75-დან 750 მგ/დღეში დიაპაზონში გამოყენებას, არ აჩვენა EPS-ის მომატების ან თანმხლები ანტიქოლინერგული საშუალებების გამოყენების მტკიცებულება. ქვეტიაპინის IR გრძელვადიანი ეფექტურობა შიზოფრენიის რეციდივების პროფილაქტიკაში არ არის დამოწმებული ბრმა კლინიკურ კვლევებში. ღია კვლევებში, შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში, ქვეტიაპინი ეფექტური იყო კლინიკური გაუმჯობესების შესანარჩუნებლად თერაპიის გაგრძელების დროს პაციენტებში, რომლებმაც აჩვენეს მკურნალობაზე საწყისი პასუხი, რაც მიუთითებს გარკვეულ გრძელვადიან ეფექტურობაზე.

ბიპოლარული აშლილობა

ოთხ პლაცებო–კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, ქვეტიაპინის 800 მგ-მდე დოზების შეფასებისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ, ორ–ორი მონოთერაპიის დროს და ლითიუმის ან დივალპროექსის კომბინირებულ თერაპიაში, არ იყო განსხვავებები ქვეთიაპინსა და პლაცებოს სამკურნალო ჯგუფებს შორის EPS-ის სიხშირის ან ანტიქოლინერგული საშუალებების ერთდროული გამოყენების მხრივ.

ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობისას, ქვეტიაპინმა აჩვენა უმაღლესი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით მანიაკალური სიმპტომების შემცირებაში მე–3 და მე–12 კვირაზე, მონოთერაპიის ორ კვლევაში. არ არსებობს მონაცემები გრძელვადიანი კვლევებიდან, რომლებიც აჩვენებენ ქვეტიაპინის ეფექტურობას შემდგომი მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად. ქვეტიაპინის გამოყენების მონაცემები დივალპროექსსთან ან ლითიუმთან კომბინაციაში ზომიერი და მძიმე მწვავე მანიაკალური ეპიზოდების დროს 3 და 6 კვირაში შეზღუდულია; თუმცა, კომბინირებული თერაპია კარგად იყო გადატანილი. მონაცემებმა აჩვენა ადიტიური ეფექტი მე-3 კვირაში. მეორე კვლევამ არ აჩვენა ადიტიური ეფექტი მე-6 კვირას.

გასულ კვირაში ქვეტიაპინის საშუალო დოზის მედიანა თერაპიაზე მოპასუხეებში იყო დაახლოებით 600 მგ/დღეში და მოპასუხეთა დაახლოებით 85% ღებულობდნენ დოზას დიაპაზონში 400-დან 800 მგ–მდე/დღეში.

4 კლინიკურ კვლევაში 8 კვირის ხანგრძლივობით პაციენტებში საშუალო ან მძიმე დეპრესიული ეპიზოდებით ბიპოლარული I ან ბიპოლარული II აშლილობის დროს, ქვეტიაპინი IR 300 მგ და 600 მგ დოზით მნიშვნელოვნად აღემატებოდა პლაცებოთი ნამმკურნალებ პაციენტებს შესაბამისი შედეგის მაჩვენებლების მიხედვით: საშუალო გაუმჯობესება MADRS-ის და პასუხის მიხედვით, რომელიც განისაზღვრა, როგორც მინიმუმ 50%-იანი გაუმჯობესება MADRS-ის საერთო ქულაში საწყისსთან შედარებით. არ იყო განსხვავება ეფექტის სიდიდეში იმ პაციენტებს შორის, რომლებმაც მიიღეს 300 მგ ქვეტიაპინი IR და მათ შორის, ვინც იღებდა 600 მგ დოზას.

ამ კვლევებიდან ორის გაგრძელების ფაზაში ნაჩვენები იყო, რომ იმ პაციენტების გრძელვადიანი მკურნალობა, რომლებიც პასუხობდნენ ქვეტიაპინის IR 300 ან 600 მგ დოზაზე, ეფექტური იყო პლაცებოთი მკურნალობასთან შედარებით დეპრესიული სიმპტომების მიმართებაში, მაგრამ არა მანიაკალურ სიმპტომებთან მიმართებაში.

რეციდივების პრევენციის ორ კვლევაში, რომლებიც აფასებდნენ ქვეტიაპინს განწყობის სტაბილიზატორებთან კომბინაციაში, პაციენტებთან განწყობის ცვლილების მანიაკალური, დეპრესიული ან შერეული ეპიზოდებით, ქვეტიაპინთან კომბინაცია აღემატებოდა განწყობის სტაბილიზატორებით მონოთერაპიას გუნება-განწყობის ნებისმიერი მოვლენის (მანიაკალური, შერეული ან დეპრესიული) რეციდივამდე დროის გაზრდით. ქვეტიაპინი ინიშნებოდა დღეში ორჯერ, ჯამში 400 მგ-დან 800 მგ-მდე დღეში ლითიუმთან ან ვალპროატთან კომბინირებული თერაპიის სახით.

6-კვირიან, რანდომიზირებულ კვლევაში ლითიუმის და ქვეტიაპინის XR-ის გამოყენებისას პლაცებოსა და ქვეტიაპინ XR-თან შედარებით მწვავე მანიის მქონე მოზრდილ პაციენტებში, განსხვავება YMRS-ის მიხედვით საშუალო გაუმჯობესებაში ლითიუმის დამატებით ჯგუფსა და პლაცებოს დამატებით ჯგუფს შორის იყო 2.8 ქულა და სხვაობა %-ში (განსაზღვრულია, როგორც 50%-იანი გაუმჯობესება საწყის დონესთან შედარებით YMRS-ის მიხედვით) იყო 11% (79% ჯგუფში ლითიუმის დამატებით შედარებით 68%–თან ჯგუფში პლაცებოს დამატებით).

ერთ ხანგრძლივ კვლევაში (2 წლამდე მკურნალობა), რომელიც აფასებდა რეციდივების პრევენციას პაციენტებში მანიაკალური, დეპრესიული ან შერეული განწყობის ეპიზოდებით, ქვეტიაპინი აღემატებოდა პლაცებოს ნებისმიერი განწყობის მოვლენის (მანიაკალური, შერეული ან დეპრესიული) რეციდივამდე დროის გაზრდით, ბიპოლარული I აშლილობის მქონე პაციენტებში. განწყობის მოვლენის მქონე პაციენტების რაოდენობა იყო 91 (22.5%) ქვეტიაპინის ჯგუფში, 208 (51.5%) პლაცებოს ჯგუფში და 95 (26.1%) ლითიუმით მკურნალობის ჯგუფებში შესაბამისად.

პაციენტებში, რომლებმაც პასუხობდნენ ქვეტიაპინზე, ქვეტიაპინით მკურნალობის გაგრძელების შედარებისას ლითიუმზე გადასვლასთან, შედეგებმა აჩვენა, რომ ლითიუმით მკურნალობაზე გადასვლა არ არის დაკავშირებული განწყობის მოვლენის რეციდივამდე დროის გაზრდასთან.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქვეტიაპინი ეფექტურია შიზოფრენიისა და მანიის დროს დღეში ორჯერ მიღებისას, თუმცა ქვეტიაპინს აქვს ფარმაკოკინეტიკური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 7 საათი. ამას დამატებით ადასტურებს პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის (PET) კვლევის მონაცემები, რომელმაც დაადგინა, რომ ქვეტიაპინისთვის 5HT2- და D2-რეცეპტორების დაკავება შენარჩუნებულია 12 საათამდე. 800 მგ–ზე/დღეში მეტი დოზების უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასებული არ არის.

კლინიკური უსაფრთხოება:

შიზოფრენიისა და ბიპოლარული მანიის მოკლევადიან, პლაცებო–კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ექსტრაპირამიდული სიმპტომების საერთო სიხშირე პლაცებოს მსგავსი იყო (შიზოფრენია: 7.8% ქვეტიაპინისთვის და 8.0% პლაცებოსთვის; ბიპოლარული მანია: 11.2% ქვეტიაპინისთვის და 11.4% პლაცებოსთვის). ექსტრაპირამიდული სიმპტომების უფრო მაღალი სიხშირე ნაჩვემებია ქვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში შედარებით მათთან, ვინც მკურნალობდნენ პლაცებოთი მოკლევადიან, პლაცებო–კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში MDD და ბიპოლარული დეპრესიის დროს. ბიპოლარული დეპრესიის მოკლევადიან, პლაცებო–კონტროლირებად კვლევებში ექსტრაპირამიდული სიმპტომების საერთო სიხშირე იყო 8.9% ქვეტიაპინისთვის, ხოლო პლაცებოსთვის 3.8%. მოკლევადიან, პლაცებო–კონტროლირებად მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში დიდი დეპრესიული აშლილობის დროს, ექსტრაპირამიდული სიმპტომების საერთო სიხშირე იყო 5.4% ქვეტიაპინი XR-ისთვის და 3.2% პლაცებოსთვის. მოკლევადიან პლაცებო–კონტროლირებად მონოთერაპიის კვლევაში დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, ექსტრაპირამიდული სიმპტომების საერთო სიხშირე იყო 9.0% ქვეტიაპინი XR-ისთვის და 2.3% პლაცებოსთვის. როგორც ბიპოლარული დეპრესიის, ასევე MDD-ის დროს, ინდივიდუალური გვერდითი მოვლენების (მაგ., აკათიზია, ექსტრაპირამიდული აშლილობა, ტრემორი, დისკინეზია, დისტონია, მოუსვენრობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა და კუნთების რიგიდობა) სიხშირე არ აღემატებოდა 4%-ს მკურნალობის არცერთ ჯგუფში.

მოკლევადიან, ფიქსირებული დოზით (50 მგ–დან/დღეში 800 მგ-მდე/დღეში), პლაცებო– კონტროლირებად კვლევებში (3-დან 8 კვირამდე ფარგლებში), წონის საშუალო მატება ქვეტიაპინის მიმღები პაციენტებისთვის მერყეობდა 0.8 კგ-დან 50 მგ დღიური დოზისას 1.4 კგ-მდე 600 მგ დღიური დოზისას (მცირე მატებით 800 მგ დღიური დოზისას) შედარებით 0.2 კგ–თან პლაცებოს მიმღები პაციენტებისთვის. ქვეტიაპინით ნამკურნალები პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც მოიმატეს სხეულის წონის 7%, მერყეობდა 5.3%-დან 50 მგ დღიური დოზისას 15.5%-მდე 400 მგ დღიური დოზისას (მცირე მატებით 600 და 800 მგ დღიური დოზებისას), 3.7%-თან შედარებით პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტებისთვის.

6-კვირიანი, რანდომიზებული კვლევა ლითიუმის და ქვეტიაპინის XR-ის შედარებისას პლაცებოსა და ქვეტიაპინი XR-თან მოზრდილ პაციენტებში მწვავე მანიით, აჩვენა, რომ ქვეტიაპინი XR-ის კომბინაცია ლითიუმთან იწვევს უფრო მეტ გვერდით მოვლენებს (63% წინააღმდეგ 48% ქვეტიაპინი XR-ის პლაცებოსთან კომბინაციისას). უსაფრთხოების შედეგებმა აჩვენა ექსტრაპირამიდული სიმპტომების უფრო მაღალი სიხშირე, დაფიქსირებული პაციენტების 16.8%-თან ჯგუფში ლითიუმის დამატებით და 6.6%-თან ჯგუფში პლაცებოს დამატებით, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილი იყო ტრემორით დაფიქსირებული პაციენტების 15.6%-ში ჯგუფში ლითიუმის დამატებით და 4.9%–ში ჯგუფში პლაცებოს დამატებით. ძილიანობის სიხშირე უფრო მაღალი იყო ქვეტიაპინის XR ჯგუფში ლითიუმის დამატებით (12.7%), ვიდრე ქვეტიაპინის XR ჯგუფში პლაცებოს დამატებით (5.5%). გარდა ამისა, პაციენტების უფრო მეტ პროცენტს, რომლებიც მკურნალობდნენ ჯგუფში ლითიუმის დამატებით (8.0%), აღენიშნებოდათ წონის მომატება (≥7%) მკურნალობის ბოლოს, შედარებით პაციენტებთან ჯგუფში პლაცებოს დამატებით (4.7%).

რეციდივის პრევენციის გრძელვადიან კვლევებს ჰქონდა ღია პერიოდი (4-დან 36 კვირამდე), რომლის დროსაც პაციენტები მკურნალობდნენ ქვეტიაპინით, შემდგომი რანდომიზებული მოხსნის პერიოდით, რომლის დროსაც პაციენტები რანდომიზებული იყვნენ ქვეტიაპინის ან პლაცებოს ჯგუფებზე. პაციენტებისთვის, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ ქვეტიაპინზე, წონის საშუალო მომატება ღია პერიოდის განმავლობაში შეადგენდა 2.56 კგ, ხოლო რანდომიზებული პერიოდის 48 კვირისთვის, წონის საშუალო მომატება იყო 3.22 კგ, ღია პერიოდში საწყის მაჩვენებელთან შედარებით. პაციენტებისთვის, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ პლაცებო ჯგუფში, წონის საშუალო მატება ღია პერიოდში იყო 2.39 კგ, ხოლო რანდომიზებული პერიოდის 48 კვირისთვის წონის საშუალო მომატება იყო 0.89 კგ, ღია პერიოდის საწყის დონესთან შედარებით.

დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში პლაცებო–კონტროლირებად კვლევებში, ცერებროვასკულური გვერდითი მოვლენების სიხშირე 100 პაციენტ–წელიწადზე არ იყო უფრო მაღალი ქვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში.

ყველა მოკლევადიან პლაცებო–კონტროლირებად მონოთერაპიის კვლევებში პაციენტებში ნეიტროფილების საწყისი რაოდენობით 1.5 X 109/ლ, ნეიტროფილების რაოდენობის ცვლის სულ მცირე ერთი შემთხვევის სიხშირე იყო 1.9% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ქვეტიაპინით, შედარებით 1.5%-თან პლაცებოს მიმღებ პაციენტებში. ცვლის სიხშირე >0.5-<1.0 x 109/ლ იყო მსგავსი (0.2%) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ქვეტიაპინით, და პლაცებოს მიმღებ პაციენტებში. ყველა კლინიკურ კვლევაში (პლაცებო–კონტროლირებადი, ღია, აქტიური კომპარატორით) პაციენტებში ნეიტროფილების საწყისი რაოდენობით 1.5 X 109/ლ, ნეიტროფილების რაოდენობამდე <1.5 X 109/ლ ცვლის სულ მცირე ერთი შემთხვევის სიხშირე იყო 2.9 % და <0.5 X 109/ლ–მდე იყო 0.21% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ქვეტიაპინით.

ქვეტიაპინით მკურნალობა დაკავშირებული იყო ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეების დოზადამოკიდებულ შემცირებასთან. TSH-ის დონეების ცვლილებების სიხშირე იყო 3.2% ქვეტიაპინისთვის, 2.7% პლაცებოსთვის. ორივე T3 ან T4 და TSH ორმხრივი, პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლების სიხშირე ამ კვლევებში იშვიათი იყო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დაფიქსირებული ცვლილებები არ იყო დაკავშირებული კლინიკურად სიმპტომურ ჰიპოთირეოზსთან. საერთო და თავისუფალი T4-ის შემცირება იყო მაქსიმალური ქვეტიაპინით მკურნალობის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში, შემდგომი შემცირების გარეშე ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ყველა შემთხვევათა დაახლოებით 2/3-ში ქვეტიაპინით მკურნალობის შეწყვეტა დაკავშირებული იყო რევერსულ ეფექტთან საერთო და თავისუფალ T4-ზე, მკურნალობის ხანგრძლივობის მიუხედავად.

კატარაქტა/ბროლის შემღვრევა

შიზოფრენიის ან შიზოაფექტური აშლილობის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ქვეტიაპინის (200-800 მგ/დღეში) კატარაქტოგენური პოტენციალის შესაფასებლად რისპერიდონთან (2–8 მგ/დღეში) შედარებით, პაციენტთა პროცენტული მაჩვენებელი არ იყო უფრო მაღალი ქვეტიაპინის (4%) შემთხვევაში რისპერიდონთან შედარებით (10%), პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ მინიმუმ 21 თვის ექსპოზიცია.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური ეფექტურობა

ქვეტიაპინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იყო 3-კვირიან პლაცებო–კონტროლირებად კვლევაში მანიის სამკურნალოდ (n= 284 პაციენტი აშშ-დან, 10-17 წლის ასაკში). პაციენტების პოპულაციის დაახლოებით 45%-ს ჰქონდა ADHD-ის დამატებითი დიაგნოზი. გარდა ამისა, ჩატარდა 6-კვირიანი პლაცებო–კონტროლირებადი კვლევა შიზოფრენიის სამკურნალოდ (n = 222 პაციენტი, 13-17 წლის ასაკში). ორივე კვლევაში გამორიცხული იყო პაციენტები ქვეტიაპინზე პასუხის ცნობილი ნაკლებობით. ქვეტიაპინით მკურნალობა დაწყებული იყო 50 მგ/დღეში და მე-2 დღეს დოზა გაიზარდა 100 მგ–მდე/დღეში; შემდგომში დოზა ტიტრირებულ იქნა სამიზნე დოზამდე (მანია – 400-600 მგ/დღეში; შიზოფრენია – 400-800 მგ/დღეში) 100 მგ–ით/დღეში მომატების გამოყენებით, დღეში ორჯერ ან სამჯერ მიღებისას.

მანიის კვლევაში, LS საშუალო ცვლილების განსხვავება საწყის YMRS საერთო ქულასთან შედარებით (აქტიური მინუს პლაცებო) იყო -5.21 ქვეტიაპინისთვის დოზით 400 მგ/დღეში და -6.56 ქვეტიაპინისთვის დოზით 600 მგ/დღეში. რეაგირების სიხშირე (YMRS გაუმჯობესება >50%) იყო 64% ქვეტიაპინისთვის დოზით 400 მგ/დღეში, 58% – დოზით 600 მგ/დღეში და 37% პლაცებოს ჯგუფში. შიზოფრენიის კვლევაში, განსხვავება LS საშუალო ცვლილებაში საწყის PANSS საერთო ქულასთან შედარებით (აქტიური მინუს პლაცებო) შეადგენდა -8.16 ქვეტიაპინისთვის დოზით 400 მგ/დღეში და -9.29 ქვეტიაპინისთვის დოზით 800 მგ/დღეში. ქვეტიაპინის არც დაბალი დოზის (400 მგ/დღეში) და არც მაღალი დოზის რეჟიმი (800 მგ/დღეში) არ აღემატებოდა პლაცებოს პაციენტთა პროცენტული მაჩვენებლის მიმართებაში, რომლებმაც მიაღწიეს პასუხს, რაც განისაზღვრება, როგორც >30% შემცირება საწყის PANSS საერთო ქულაში. როგორც მანიის, ასევე შიზოფრენიის დროს უფრო მაღალი დოზები იწვევდა რიცხობრივად უფრო დაბალი პასუხის მაჩვენებელს.

მესამე მოკლევადიან პლაცებო–კონტროლირებად ქვეტიაპინით XR მონოთერაპიის კვლევაში ბავშვებსა და მოზარდ პაციენტებში (10-17 წლის ასაკის) ბიპოლარული დეპრესიით, ეფექტურობა არ იყო ნაჩვენები. არ არსებობს მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში ეფექტის შენარჩუნების ან რეციდივის პრევენციის შესახებ.

კლინიკური უსაფრთხოება

მოკლევადიან პედიატრიულ კვლევებში ქვეტიაპინის გამოყენებით ზემოთ აღწერილი EPS-ის სიხშირე აქტიურ ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით იყო 12.9% წინააღმდეგ 5.3%-ის შიზოფრენიის კვლევაში, 3.6% წინააღმდეგ 1.1%–ის ბიპოლარული მანიის კვლევაში და 1.1% წინააღმდეგ 0%-ის ბიპოლარული დეპრესიის კვლევაში. წონის მომატების მაჩვენებელი ≥ 7% სხეულის საწყისი წონიდან აქტიურ ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით შეადგენდა 17%–ს, შედარებით 2.5%–თან შიზოფრენიის და ბიპოლარული მანიის კვლევებში და 13.7%–ს 6.8%-ის წინააღმდეგ ბიპოლარული დეპრესიის კვლევაში. სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების სიხშირე აქტიურ ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით შეადგენდა 1.4%–ს 1.3%–ის წინააღმდეგ შიზოფრენიის კვლევაში, 1.0%–ს 0%–ის წინააღმდეგ ბიპოლარული მანიის კვლევაში და 1.1%–ს 0%–ის წინააღმდეგ ბიპოლარული დეპრესიის კვლევაში. ბიპოლარული დეპრესიის კვლევაში მკურნალობის შემდგომი დაკვირვების გაფართოებული ფაზის დროს, იყო სუიციდთან დაკავშირებული ორი დამატებითი მოვლენა ორ პაციენტში; ამ მოვლენის დროს ერთ-ერთი პაციენტი იღებდა ქვეტიაპინს.

გრძელვადიანი უსაფრთხოება

მწვავე კვლევების 26-კვირიანი ღია გაფართოება (n=380 პაციენტი), ქვეტიაპინის მოქნილი დოზირებით 400-800 მგ/დღეში, უზრუნველყოფდა უსაფრთხოების დამატებით მონაცემების წარმოდგენას. მოხსენებული იყო არტერიული წნევის მომატების შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში და მადის მომატება, ექსტრაპირამიდული სიმპტომები და შრატში პროლაქტინის მომატება მოხსენებული იყო ბავშვებში და მოზარდებში უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე მოზრდილ პაციენტებში (იხილეთ ნაწილები 4.4 და 4.8). წონის მატებასთან დაკავშირებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ნორმალურ ზრდაზე კორექტირებისას, სხეულის მასის ინდექსის (BMI) საწყისი მაჩვენებლიდან მინიმუმ 0.5 სტანდარტული გადახრის ზრდა გამოყენებული იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილების საზომად; პაციენტთა 18.3%, რომლებსაც მკურნალობდნენ ქვეტიაპინით მინიმუმ 26 კვირის განმავლობაში, აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმს.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ქვეტიაპინი კარგად აბსორბირდება და ინტენსიურად მეტაბოლიზდება პერორალური მიღების შემდეგ. საკვებთან ერთად მიღება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ქვეტიაპინის ბიოშეღწევადობაზე.

აქტიური მეტაბოლიტის ნორქვეტიაპინის წონასწორულ მდგომარეობაში პიკური მოლური კონცენტრაცია შეადგენს 35%–ს იმ კონცენტრაციისა, რომელიც დაფიქსირდა ქვეტიაპინისთვის.

ქვეტიაპინის და ნორქვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დამტკიცებული დოზირების დიაპაზონში.

განაწილება

ქვეტიაპინი დაახლოებით 83%–ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

ქვეტიაპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, რადიომარკირებული ქვეტიაპინის შეყვანის შემდეგ საწყისი ნაერთი შეადგენს პრეპარატთან დაკავშირებული უცვლელი მასალის 5%-ზე ნაკლებს შარდში ან განავალში. In vitro გამოკვლევებმა დაადგინა, რომ CYP3A4 არის პირველადი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია ციტოქრომ P450–ით განპირობებული ქვეთიაპინის მეტაბოლიზმზე. ნორქვეტიაპინი ძირითადად წარმოიქმნება და გამოიყოფა CYP3A4-ით.

რადიოაქტიურობის დაახლოებით 73% გამოიყოფა შარდით და 21% – განავლით.

აღმოჩენილი იყო, რომ in vitro ქვეტიაპინი და მისი რამდენიმე მეტაბოლიტი (მათ შორის ნორქვეტიაპინი) წარმოადგენენ ადამიანის ციტოქრომ P450 lA2, 2C9, 2C19, 2D6 და 3A4 აქტივობის სუსტ ინჰიბიტორებს. In vitro CYP ინჰიბირება შეინიშნება მხოლოდ 5-50-ჯერ მეტი კონცენტრაციით, ვიდრე ადამიანებში 300-დან 800 მგ/დღეში დოზის დიაპაზონში დანიშვნისას. ამ in vitro შედეგებზე დაყრდნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეტიაპინის ერთდროულმა გამოყენებამ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოიწვიოს სხვა პრეპარატების ციტოქრომ P450–ით განპირობებული მეტაბოლიზმის კლინიკურად მნიშვნელოვანი ინჰიბირება. ცხოველების კვლევებიდან ჩანს, რომ ქვეტიაპინს შეუძლია ციტოქრომ P450 ფერმენტების ინდუცირება. თუმცა, ფსიქოზის მქონე პაციენტებში სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევაში, ციტოქრომ P450-ის აქტივობის მომატება არ აღნიშნულა ქვეტიაპინის მიღების შემდეგ.

ელიმინაცია

ქვეტიაპინის და ნორქვეტიაპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 7 და 12 საათს, შესაბამისად.

თავისუფალი ქვეტიაპინის და ადამიანის პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტის ნორქვეტიაპინის საშუალო მოლური დოზის ფრაქცია გამოიყოფა შარდში <5%–ით.

განსაკუთრებული პოპულაციები

სქესი

ქვეტიაპინის კინეტიკა არ განსხვავდება მამაკაცებსა და ქალებში.

ხანდაზმულები

ქვეტიაპინის საშუალო კლირენსი ხანდაზმულებში დაახლოებით 30-50%-ით დაბალია, ვიდრე 18-დან 65 წლამდე ასაკის მოზრდილებში.

თირკმლის უკმარისობა

ქვეტიაპინის საშუალო პლაზმური კლირენსი შემცირებული იყო დაახლოებით 25%-ით თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში (კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ/I.73მ2-ზე ნაკლები), მაგრამ კლირენსის ინდივიდუალური მნიშვნელობები იყო ნორმალური სუბიექტებისთვის დიაპაზონის ფარგლებში.

ღვიძლის უკმარისობა

ქვეტიაპინის საშუალო პლაზმური კლირენსი მცირდება დაახლ. 25%–ით ადამიანებში ცნობილი ღვიძლის უკმარისობით (სტაბილური ალკოჰოლური ციროზი). ვინაიდან ქვეტიაპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი–ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ

ქვეტიაპინი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი–ჩანართი, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

რა წერია ამ ფურცელ–ჩანართში:

რა არის ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებამდე

როგორ მიიღება ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ და რისთვის გამოიყენება

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ქვეტიაპინი. ის მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტიფსიქოზური საშუალებები. ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა:

ბიპოლარული დეპრესია: როდესაც თავს სევდიანად გრძნობთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გრძნობთ დათრგუნულობას, დამნაშავეობას, ენერგიის ნაკლებობას, მადის დაკარგვას ან ვერ იძინებთ.

მანია: როდესაც თქვენ შეიძლება გრძნობებთ თავს ძალიან აგზნებულად, ამაღლებულ გუნება–განწყობაზე, აჟიტირებულად, ენთუზიასტურად ან ჰიპერაქტიურად ან გქონდეთ არასწორი განსჯის უნარი, აგრესიულობის ან დესტრუქციულობის ჩათვლით.

შიზოფრენია: როდესაც შეიძლება გესმოდეთ ან გრძნობდეთ იმას, რაც არ არის სინამდვილეში, დაიჯეროთ ის, რაც არ არის სიმართლე, ან თავს უჩვეულოდ საეჭვოდ, შეშფოთებულად, დაბნეულად, დამნაშავედ, დაძაბულად ან დათრგუნულად გრძნობდეთ.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გააგრძელოს ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ დანიშვნა, მაშინაც კი, როცა თავს უკეთ იგრძნობთ.

რა უნდა იცოდეთ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებამდე

არ მიიღოთ ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ:

თუ ალერგიული ხართ ქვეტიაპინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6).

თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

აივ-ის ზოგიერთი სამკურნალო საშუალება

აზოლური პრეპარატები (სოკოვანი ინფექციების დროს)

ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციების დროს)

ნეფაზოდონი (დეპრესიის დროს).

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ თქვენ, ან რომელიმეს თქვენი ოჯახის წევრებიდან გაქვთ ან გქონდათ გულის რაიმე პრობლემა, მაგალითად, გულის რიტმის პრობლემები, გულის კუნთის სისუსტე ან გულის ანთება, ან თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გულისცემაზე.

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა.

თუ გქონდათ ინსულტი, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული.

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

თუ ოდესმე გქონიათ გულყრა (კრუნჩხვები).

თუ გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ დიაბეტის განვითარების რისკი. ასეთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენს სისხლში შაქრის დონე ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებისას.

თუ იცით, რომ წარსულში გქონდათ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე (რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ან არ იყოს გამოწვეული სხვა მედიკამენტებით).

თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი დემენციით (თავის ტვინის ფუნქციის დაქვეითებით). თუ ასეა, ფსიქოლეპტი ტაბ. 25მგ არ უნდა იქნას მიღებული, რადგან მედიკამენტების ჯგუფმა, რომელსაც მიეკუთვნება ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ, შეიძლება გაზარდოს ინსულტის, ან ზოგიერთ შემთხვევაში, სიკვდილის რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულებში.

თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი პარკინსონის დაავადებით/პარკინსონიზმით.

თუ თქვენ ან რომელიმეს თქვენი ოჯახის წევრებიდან აქვს სისხლის კოლტების წარმოქმნის ანამნეზი, რადგან მსგავსი პრეპარატების მიღება ასოცირებულია სისხლის კოლტების წარმოქმნასთან.

თუ გაქვთ ან გქონდათ მდგომარეობა, როდესაც წყვეტთ სუნთქვას ხანმოკლე პერიოდით ღამის ჩვეულებრივი ძილის დროს (ე.წ. „ძილის აპნოე“) და იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ანელებენ თავის ტვინის ნორმალურ აქტივობას („დეპრესანტები“).

თუ გაქვთ ან გქონდათ ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვერ ხერხდება შარდის ბუშტის სრულად დაცლა (შარდის შეკავება), გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, ნაწლავების ბლოკირება ან გაზრდილი წნევა თვალის შიგნით. ეს მდგომარეობები ზოგჯერ გამოწვეულია პრეპარატებით (ე.წ. "ანტიქოლინერგული საშუალებებით"), რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ.

თუ გაქვთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ანამნეზი.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღების შემდეგ გამოგივლინდითათ ნებისმიერი ჩამოთვლილიდან:

ცხელების, კუნთების ძლიერი რიგიდობის, ოფლიანობის ან ცნობიერების დაქვეითების ერთობლიობა (დარღვევა, რომელსაც ეწოდება "ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი"). შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

უკონტროლო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის.

თავბრუსხვევა ან ძილიანობის ძლიერი შეგრძნება. ამან შეიძლება გაზარდოს ხანდაზმულ პაციენტებში შემთხვევითი დაზიანების (დაცემის) რისკი.

გულყრები (კრუნჩხვები).

ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი).

გაქვთ სწრაფი და არარეგულარული გულისცემა, მაშინაც კი, როცა მოსვენებულ მდგომარეობაში ხართ, პალპიტაცია, სუნთქვის პრობლემები, გულმკერდის ტკივილი ან აუხსნელი დაღლილობა. ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი გული და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაგამისამართოთ კარდიოლოგთან.

ეს მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ტიპის მედიკამენტებით.

აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ გაქვთ:

ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ყელის ტკივილი ან ნებისმიერი სხვა ინფექცია, რადგან ეს შეიძლება იყოს სისხლის თეთრი უჯრედების ძალიან დაბალი რაოდენობის შედეგი, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ შეწყვეტა ან/და მკურნალობის დანიშვნა.

ყაბზობა მუცლის მუდმივ ტკივილთან ერთად, ან ყაბზობა, რომელიც არ რეაგირებს მკურნალობაზე, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის უფრო სერიოზული ბლოკირება.

სუიციდის აზრები და თქვენი დეპრესიის გაუარესება თუ იმყოფებით დეპრესიაში, ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს შეიძლება გაძლიერდეს მკურნალობის პირველი დაწყებისას, რადგან ყველა ამ მედიკამენტს სჭირდება დრო რომ დაიწოს მოქმედება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტი. ეს აზრები ასევე შეიძლება გაძლიერდეს, თუ მოულოდნელად შეწყვეტთ თქვენი მედიკამენტების მიღებას. თქვენ შეიძლება უფრო დიდი ალბათობით იფიქროთ ამგვარად, თუ ახალგაზრდა მოზრდილი ხართ. კლინიკური კვლევებიდან მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა სუიციდური აზრების და/ან სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი დეპრესიის მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის ახალგაზრდა მოზრდილებში.

ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრების შემთხვაში ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ გაემგზავრეთ საავადმყოფოში. შეიძლება სასარგებლო იყოს უთხრათ ნათესავს ან ახლო მეგობარს, რომ დეპრესიაში ხართ და სთხოვოთ წაიკითხონ ეს ფურცელი–ჩანართი. შეიძლება სთხოვოთ მათ, გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია უარესდება, ან თუ აშფოთებთ ცვლილებები თქვენს ქცევაში.

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs)

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური, ძალიან იშვიათად არის მოხსენებული ამ პრეპარატით მკურნალობისას. ეს ჩვეულებრივ ვლინდება:

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ.

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის ფართო აქერცვლას

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) შედგება გრიპისმაგვარი სიმპტომებისგან გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზის ნორმიდან გადახრილი შედეგებით (მათ შორის, სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატება).

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), ჩირქით სავსე პატარა ბუშტუკები

მულტიფორმული ერითემა (EM), კანზე გამონაყარი ქავილით წითელი არასწორი ფორმის ლაქებით

თუ განვითარდება ეს სიმპტომები, შეწყვიტეთ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

წონის მომატება

წონის მომატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფსიქოლეპტს ტაბ. 25 მგ. თქვენ და ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოთ თქვენი წონა.

ბავშვები და მოზარდები

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გამოყენებისთვის.

სხვა მედიკამენტები და ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

არ მიიღოთ ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

აივ-ის ზოგიერთი სამკურნალო საშუალება

აზოლური სამკურნალო საშუალებები (სოკოვანი ინფექციების დროს).

ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციების დროს).

ნეფაზოდონი (დეპრესიის დროს).

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა ფენიტოინი ან კარბამაზეპინი).

მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები.

ბარბიტურატები (ძილის გაძნელების დროს).

თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური სამკურნალო საშუალებები).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს გულისცემაზე, მაგალითად, მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტური დისბალანსი (კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), როგორიცაა შარდმდენები (წყლის აბები) ან გარკვეული ანტიბიოტიკები (ინფექციების სამკურნალო საშუალებები).

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.

სამკურნალო საშუალებები (ე.წ. "ანტიქოლინერგული საშუალებები"), რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ.

სანამ რომელიმე სამკურნალო საშუალების მიღებას შეწყვეტთ, გთხოვთ, პირველ რიგში მიმართოთ ექიმს.

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ფრთხილად იყავით ალკოჰოლის დასალევ რაოდენობასთან დაკავშირებით. ეს ასოცირებულია იმასთან, რომ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ და ალკოჰოლის კომბინირებულმა მოქმედებამ შეიძლება ძილიანობა გამოიწვიოს.

არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებისას. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის მოქმედებაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. თქვენ არ უნდა მიიღოთ ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ ორსულობის დროს, თუ ეს არ არის განხილული თქვენს ექიმთან. ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ არ უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების დროს.

ახალშობილებში, რომელთა დედები იყენებდნენ ფსიქოლეპტს ტაბ. 25 მგ ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მოწმობდეს მოხსნის სინდრომზე: კანკალი, კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ თქვენს ბავშვს განუვითარდება რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, შეიძლება დაგჭირდეთ ექიმთან კონსულტაცია.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტაბლეტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. არ მართოთ ავტოტრანსპორტი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ არ გაიგებთ, როგორ იმოქმედებს ტაბლეტები თქვენზე.

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიცავს ლაქტოზას

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიცავს ლაქტოზას, რომელიც არის შაქრის ტიპი. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაესაუბრეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გავლენა შარდში პრეპარატის განსაზღვრაზე

თუ თქვენ გიტარებენ შარდში წამლის განსაზღვრას, ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები მეტადონზე ან დეპრესიის ზოგიერთ სამკურნალო საშუალებაზე, სახელწოდებით ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (TCAs), როდესაც გამოიყენება ტესტირების ზოგიერთი მეთოდი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესაძლოა არ იღებთ მეთადონს ან TCA-ს. თუ ეს მოხდება, შეიძლება ჩატარდეს უფრო კონკრეტული ტესტი.

როგორ მიიღება ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენს საწყის დოზას. შემანარჩუნებელი დოზა (დღიური დოზა) დამოკიდებული იქნება თქვენს დაავადებაზე და საჭიროებებზე, მაგრამ ჩვეულებრივ იქნება 150 მგ–სა და 800 მგ-ს შორის.

თქვენ მიიღებთ ტაბლეტებს დღეში ერთხელ, ძილის წინ ან დღეში ორჯერ, თქვენი დაავადების მიხედვით.

გადაყლაპეთ თქვენი ტაბლეტები მთლიანად წყლის მიყოლებით.

შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ტაბლეტები საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებისას. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს წამლის მოქმედებაზე.

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, თუ ექიმი არ გეტყვით ამის შესახებ.

ღვიძლის პრობლემები

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.

ხანდაზმულები

თუ ხანდაზმული ხართ ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

თუ იღებთ მეტ ფსიქოლეპტს ტაბ. 25 მგ, ვიდრე საჭიროა

თუ იღებთ მეტ ფსიქოლეპტს ტაბ. 25 მგ, ვიდრე ექიმის მიერ იყო დანიშნული, თქვენ შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა, თავბრუსხვევა და არანორმალური გულისცემა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ.

თუ დაგავიწყდათ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. თუ მოახლოვდა შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ მაგ მომენტს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებას

თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებას, თქვენ შეიძლება ვერ დაიძინოთ (უძილობა), ან შეიძლება ცუდად იგრძნოთ თავი (გულისრევა), ან შეიძლება გქონდეთ თავის ტკივილი, დიარეა, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), თავბრუსხვევა ან გაღიზიანება. ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ დოზის თანდათან შემცირება მკურნალობის შეწყვეტამდე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში

თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა), თავის ტკივილი, პირის სიმშრალე.

ძილიანობის შეგრძნება (ეს შეიძლება დროთა განმავლობაში გაქრეს, რადგან თქვენ განაგრძობთ ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღებას) (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა).

შეწყვეტის სიმპტომები (სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ფსიქოლეპტის ტაბ. 25 მგ მიღების შეწყვეტისას) მოიცავს უძილობას (ინსომნია), ცუდ შეგრძნებას (გულისრევა), თავის ტკივილს, დიარეას, შეუძლოდ ყოფნას (ღებინება), თავბრუსხვევას და გაღიზიანებადობას. მიზანშეწონილია ეტაპობრივი მოხსნა მინიმუმ 1-დან 2 კვირამდე განმავლობაში.

წონაში მატება.

კუნთების არანორმალური მოძრაობები. ეს მოიცავს კუნთების მოძრაობის დაწყების სირთულეს, კანკალს, მოუსვენრობის შეგრძნებას ან კუნთების რიგიდობას ტკივილის გარეშე.

გარკვეული ცხიმების (ტრიგლიცერიდები და საერთო ქოლესტერინი) რაოდენობის ცვლილება.

ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანამდე

აჩქარებული გულისცემა.

შეგრძნება, თითქოს გული ფეთქავს, ჩქარდება ან გამოტოვებს პულსს.

ყაბზობა, კუჭის აშლილობა (მონელების დარღვევა).

სისუსტის შეგრძნება.

ხელების ან ფეხების შეშუპება.

დაბალი არტერიული წნევა ადგომისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა).

სისხლში შაქრის დონის მომატება.

დაბინდული მხედველობა.

არანორმალური სიზმრები და კოშმარები.

მეტი შიმშილის გრძნობა.

გაღიზიანების შეგრძნება.

მეტყველებისა და ენის დარღვევა.

სუიციდური ფიქრები და თქვენი დეპრესიის გაუარესება.

სუნთქვის გაძნელება.

ღებინება (ძირითადად ხანდაზმულებში).

ცხელება.

სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილება.

გარკვეული ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება.

სისხლში ღვიძლის გაზომილი ფერმენტების რაოდენობის ზრდა.

სისხლში ჰორმონ პროლაქტინის რაოდენობის ზრდა. ჰორმონ პროლაქტინის მომატებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი:

მამაკაცებსა და ქალებში მკერდის შეშუპება და დედის რძის მოულოდნელი პროდუცირება.

ქალებს არ აქვთ ყოველთვიური მენსტრუაცია ან აღენიშნებათ არარეგულარული მენსტრუაცია.

არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანამდე

გულყრები ან კრუნჩხვები.

ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს შესიებას (ბებერები), კანის შეშუპებას და პირის ღრუს ირგვლივ შეშუპებას.

უსიამოვნო შეგრძნებები ფეხებში (ასევე უწოდებენ მოუსვენარი ფეხების სინდრომს).

ყლაპვის გაძნელება.

უკონტროლო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის.

სექსუალური დისფუნქცია.

დიაბეტი.

გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება ეკგ-ზე (QT გახანგრძლივება).

ნორმალურზე ნელი გულისცემა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებისას და რაც შეიძლება ასოცირებული იყოს დაბალ არტერიულ წნევასთან და გულის წასვლასთან.

შარდის გამოყოფის გაძნელება.

გულის წასცლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა).

ცხვირის გაჭედილობა.

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება.

სისხლში ნატრიუმის რაოდენობის შემცირება.

ადრე არსებული დიაბეტის გაუარესება.

დაბნეულობა.

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანამდე

მაღალი ტემპერატურის (ცხელება), ოფლიანობის, კუნთების რიგიდობის, ძლიერი ძილიანობის ან გულის წასცლის შეგრძნების კომბინაცია (დარღვევა სახელწოდებით "ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი").

კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე).

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).

ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი).

სარძევე ჯირკვლების შეშუპება და დედის რძის მოულოდნელი პროდუცირება (გალაქტორეა).

მენსტრუალური დარღვევა.

სისხლის კოლტები ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომებში შედის შეშუპება, ტკივილი და სიწითლე ფეხის არეში), რომელიც შეიძლება სისხლძარღვების მეშვეობით გადავიდეს ფილტვებში და გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება. თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ძილის დროს სიარული, საუბარი, ჭამა ან სხვა აქტივობები.

სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია).

წინამდებარე ჯირკვლის ანთება.

მდგომარეობა (სახელწოდებით „მეტაბოლური სინდრომი“), როდესაც შეიძლება გქონდეთ 3 ან მეტი შემდეგი ნიშნის კომბინაცია: ცხიმის მომატება მუცლის გარშემო, „კარგი ქოლესტერინის“ (HDL-C) დაქვეითება, სისხლში ცხიმის სახეობის მომატება, რომელსაც ეწოდება ტრიგლიცერიდები, მაღალი არტერიული წნევა და სისხლში შაქრის მომატება.

ცხელების, გრიპის მსგავსი სიმპტომების, ყელის ტკივილის ან ნებისმიერი სხვა ინფექციის კომბინაცია ლეიკოციტების ძალიან დაბალი რაოდენობით, მდგომარეობა, რომელსაც აგრანულოციტოზი ეწოდება.

ნაწლავთა გაუვალობა.

სისხლში მომატებული კრეატინფოსფოკინაზა (ნივთიერება კუნთებიდან).

ძალიან იშვიათი: ​​შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-მდე ადამიანში

ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკები ან წითელი ლაქები კანზე.

მძიმე ალერგიული რეაქცია (ე.წ. ანაფილაქსია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან შოკი.

კანის სწრაფი შეშუპება, როგორც წესი, თვალების, ტუჩების და ყელის ირგვლივ (ანგიოედემა).

კანის, პირის ღრუს, თვალებისა და სასქესო ორგანოების სერიოზული ბუშტუკოვანი მდგომარეობა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი). იხილეთ ნაწილი 2.

ჰორმონის, რომელიც აკონტროლებს შარდის მოცულობას, არასათანადო სეკრეცია.

კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა და ტკივილი კუნთებში (რაბდომიოლიზი).

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

კანის გამონაყარი არასწორი ფორმის წითელი ლაქებით (მულტიფორმული ერითემა). იხილეთ ნაწილი 2.

პატარა პუსტულებით დაფარული კანის წითელი უბნების სწრაფი გაჩენა (პატარა ბუშტუკები სავსე თეთრი/ყვითელი სითხით, რომელსაც ეწოდება მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). იხილეთ ნაწილი 2.

სერიოზული, უეცარი ალერგიული რეაქცია სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და ბუშტუკები კანზე და კანის აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). იხილეთ ნაწილი 2.

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელიც შედგება გრიპის მსგავსი სიმპტომებისგან გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზის ნორმიდან გადახრილი შედეგებით (სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მატების ჩათვლით). იხილეთ ნაწილი 2.

მოხსნის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იმ დედების ახალშობილებში, რომლებიც იყენებდნენ ფსიქოლეპტს ტაბ. 25 მგ ორსულობის დროს.

ინსულტი.

გულის კუნთის დარღვევა (კარდიომიოპათია)

გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი)

სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), ხშირად კანზე გამონაყარით პატარა წითელი ან იასამნისფერი სიმკვრივეებით.

სამკურნალო პრეპარატების კლასი, რომელსაც მიეკუთვნება ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის პრობლემები, რაც შეიძლება იყოს სერიოზული და მძიმე შემთხვევებში შეიძლება ფატალური იყოს.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ვლინდება მხოლოდ სისხლის ანალიზის აღების დროს. ეს მოიცავს ცვლილებებს გარკვეული ცხიმების (ტრიგლიცერიდები და საერთო ქოლესტერინი) ან სისხლში შაქრის რაოდენობაში, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილებას სისხლში, ღვიძლის ფერმენტების მატებას, სისხლის უჯრედების გარკვეული ტიპის რაოდენობის შემცირებას, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებას, სისხლში კრეატინფოსფოკინაზას ზრდას (ნივთიერება კუნთებში), სისხლში ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითებას და სისხლში ჰორმონ პროლაქტინის მატებას. იშვიათ შემთხვევებში ჰორმონ პროლაქტინის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი:

მამაკაცებსა და ქალებში სარძევე ჯირკვლების შეშუპება და მოულოდნელად დედის რძის პროდუცირება.

ქალებს არ აქვთ ყოველთვიური მენსტრუაცია ან აღენიშნებათ არარეგულარული მენსტრუაცია.

ექიმმა შეიძლება დროდადრო მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის გაკეთება.

დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებში და მოზარდებში

იგივე გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მოზრდილებში, ასევე შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და მოზარდებში.

შემდეგი გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებსა და მოზარდებში ან არ იყო გამოვლენილი მოზრდილებში:

ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში

სისხლში ჰორმონის, სახელწოდებით პროლაქტინი, რაოდენობის გაზრდა. ჰორმონ პროლაქტინის მომატებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი:

ბიჭებსა და გოგოებს აქვთ მკერდის შეშუპება და დედის რძის მოულოდნელად პროდუცირება

გოგონებს არ აქვთ მენსტრუაცია ან აქვთ არარეგულარული მენსტრუაცია.

მადის მომატება.

ღებინება.

კუნთების არანორმალური მოძრაობები. ეს მოიცავს კუნთების მოძრაობის დაწყების სირთულეს, კანკალს, მოუსვენრობის შეგრძნებას ან კუნთების რიგიდობას ტკივილის გარეშე.

არტერიული წნევის მატება.

ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანამდე

სისუსტის შეგრძნება, გულის წასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა).

ცხვირის გაჭედილობა.

გაღიზიანებადობის შეგრძნება.

როგორ ინახება ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ჰერმეტულ კონტეინერში.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ

  • აქტიური ნივთიერება არის ქვეტიაპინი. ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ ტაბლეტები შეიცავს 25 მგ ქვეტიაპინს (ქვეტიაპინის ფუმარატის სახით).
  • სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას ჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატის ჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry Orange 80W43116

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

როგორია ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ გარეგნულად და შეფუთვის შიგთავსით

ფსიქოლეპტი ტაბ. 25 მგ არის ნარინჯისფერი, მრგვალი ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

25 მგ ტაბლეტისთვის რეგისტრირებულია შეფუთვის ზომა 30 (3X10) ტაბლეტი.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

Whan In Pharm. Co., Ltd., კორეის რესპუბლიკა

ეს ფურცელი–ჩანართი ბოლოს გადაიხედა 2024 წლის აპრილში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა