ფრომილიდი
Fromilid®
ფრომილიდი მიეკუთვნება მაკროლიდური ანტიბიოტიკების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: - სასუნთქი გზების ინფექციები (შუა ყურის, სინუსების, ყელის, ნუშისებრი ჯირკვლების, ბრონქების და ფილტვების ანთება); - კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლარითრომიცინი (clarithromycin)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
- მწარმოებელი
- KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
- ATC კოდი
- J01FA09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034754
- რეგისტრირებულია
- 24 მარტი 2022, მოქმედებს 24 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ-ფარმა“ (საქართველო)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფრომილიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფრომილიდი მიეკუთვნება მაკროლიდური ანტიბიოტიკების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- სასუნთქი გზების ინფექციები (შუა ყურის, სინუსების, ყელის, ნუშისებრი ჯირკვლების, ბრონქების და ფილტვების ანთება);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- მიკობაქტერიული ინფექციები და ამ ინფექციების პროფილაქტიკისთვის.
პრეპარატი ასევე გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ Helicobacter pylori ბაქტერიების აღმოსაფხვრელად. წყლულების სამკურნალოდ ფრომილიდი ინიშნება სხვა პრეპარატებთან ერთად.
ფრომილიდის ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
არ შეიძლება ტაბლეტების გატეხვა. ისინი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს სითხის მიყოლებით.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებსა და 12 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 250 მგ ყოველ 12 საათში. სინუსიტის, მძიმე ინფექციების და Haemophilus infiuenzae-ს მირ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ დოზა შეადგენს 500 მგ ყოველ 12 საათში.
H. pylori-ს ერადიკაციისთვის ინიშნება 500 მგ დოზა დღე-ღამეში ორჯერ, ჩვეულებრივ 10-14 დღის განმავლობაში, სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში.
Mycobacterium avium კომპლექსით გამოწვეული დისემინირებული ინფექციის სამკურნალოდ კლარითრომიცინი გამოიყენება ძირითადი საშუალების სახით. ფრომილიდი გამოყენებული უნდა იყოს სხვა ანტიმიკობაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში (მაგ. ეთამბუტოლი), რომლებმაც აჩვენეს ინ ვიტრო აქტივობა MAC-ის წინააღმდეგ ან კლინიკური ეფექტურობა Mycobacterium avium კომპლექსის მკურნალობისას. რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და 12 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში არის 500 მგ ყოველ 12 საათში. თერაპია უნდა გაგრძელდეს, თუ აღინიშნება კლინიკური პასუხი. მკურნალობა შეიძლება შეწყდეს, როდესაც მიიჩნევა, რომ პაციენტისთვის ინფექციის გავრცელების რისკი დაბალია.
კლარითრომიცინის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე, რადგან საკვები გავლენას არ ახდენს ბიოშეღწევადობაზე.
ხანდაზმული პაციენტები: დოზირების რეჟიმი ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.
გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მქონე პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 30 მლ/წთ-ზე ნაკლები, კლარითრომიცინის დოზა ორჯერ უნდა შემცირდეს, ე.ი. 250 მგ-მდე დღეში ერთხელ ან 250 მგ-მდე ორჯერ დღეში უფრო მძიმე ინფექციების შემთხვევაში. ასეთ პაციენტებში მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ვინაიდან ფრომილიდის 500 მგ ტაბლეტები არ შეიძლება გაიყოს და, შესაბამისად, დოზა არ შეიძლება იყოს 500 მგ-ზე დაბალი, ეს წამლის ფორმა არ უნდა დაინიშნოს ამ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3).
დოზის კორექციის ცხრილი თირკმელების ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში რიტონავირთან ან ატაზანავირთან ერთად მიღების შემთხვევაში.
ფრომილიდის დოზის რეკომენდებული შემცირება
თირკმელების ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტები
(კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ)
ფრომილიდის დოზის შემცირება 50%-ით
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტები
(კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ)
ფრომილიდის დოზის შემცირება 75%-ით
დოზის კორექცია კლარითრომიცინის სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენებისას
კლარითრომიცინის ატაზანავირთან ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია ფრომილიდის დოზის შემცირება 50%-ით. დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს სხვა პრეპარატებისთვის ფრომილიდთან ერთდროული გამოყენებისას სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების გამო (იხ. ნაწილი 4.5).
უკუჩვენებები
- თუ ალერგიული ხართ კლარითრომიცინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში) ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ;
- თუ გაქვთ სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია);
- თუ გაქვთ ღვიძლის ძალიან მძიმე დაავადება და თანმხლები თირკმლის უკმარისობა;
- თუ იღებთ მედიკამენტებს ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ (როგორიცაა ლოვასტატინი ან სიმვასტატინი);
- თუ იღებთ ლომიტაპიდის შემცველ პრეპარატს;
- თუ თქვენ ან ვინმეს თქვენი ოჯახიდან გაქვთ გულის რითმის დარღვევა ანამნეზში (გულის პარკუჭოვანი არითმიები, "პირუეტის" ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით) ან გადახრა ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ, გულის მუშაობის ელექტრული ჩაწერა), სახელწოდებით „გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი";
- თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს: ერგოტამინს ან დიჰიდროერგოტამინს (მიგრენის სამკურნალოდ), ციზაპრიდს ან დომპერიდონს (კუჭის დარღვევისთვის), პიმოზიდს (გარკვეული ფსიქიკური დაავადების დროს), ტერფენადინს და ასტემიზოლს (პოლინოზის ან ალერგიების სამკურნალოდ), პერორალურ მიდაზოლამს (გაზრდილი შფოთვის ან უძილობისას), კვეტიაპინი (შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობისას), პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ გულის რითმის სერიოზულ დარღვევებს, ტიკაგრელორს (სისხლის სიბლანტის შესამცირებლად), რანოლაზინს (სტენოკარდიისას), კოლქიცინს (პოდაგრისთვის).
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ფრომილიდის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს:
- თუ ორსულად ხართ;
- თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული დაავადება;
- თუ გაქვთ აქვს ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
- თუ გაწუხებთ დაავადება, რომელიც ცნობილია როგორც მიასთენია გრავისი;
- თუ უკვე იღებთ კოლქიცინს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციები;
- პრეპარატ ფრომილიდის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდა (სუპერინფექცია);
- თუ უკვე იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს;
- თუ გაქვთ გულის დაავადება;
- თუ გაქვთ ნელი გულისცემა (ბრადიკარდია);
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პრეპარატს პირველად იღებთ, შეიძლება გქონდეთ მძიმე ალერგიული რეაქციები. ყურადღება მიაქციეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა გამონაყარი და ქავილი, ან თუ მოულოდნელად აღინიშნა სუნთქვის გაძნელება.
თუ განვითარდა მძიმე ან მუდმივი დიარეა ფრომილიდის მიღების დროს ან მის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ფრომილიდის ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება.
პრეპარატ ფრომილიდის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს, თუ მას მიიღებთ ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა, სხვა სიფრთხილის ზომების მიღება ან, ზოგიერთ შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს:
- კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ვალპროატი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები);
- თეოფილინი (განკუთვნილია ასთმის სამკურნალოდ);
- ვარფარინი ან ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტი, მაგალითად, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი და აპიქსაბანი (სისხლის შედედების შესამცირებლად);
- ერგოტამინი ან დიჰიდროერგოტამინი (მიგრენის სამკურნალოდ);
- ტრიაზოლამი, მიდაზოლამი ინტრავენური ან ორომუკოზური გამოყენებისთვის, ალპრაზოლამი (სედაციური საშუალებები);
- დიზოპირამიდი, დიგოქსინი, ქინიდინი ან ვერაპამილი (გულის არითმიის დროს);
- სტატინები (მაღალი ქოლესტერინის დონის დროს);
- პიმოზიდი, კვეტიაპინი (გამოიყენება შიზოფრენიის ან სხვა ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ);
- ფლუკონაზოლი ან იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
- რიფაბუტინი, რიფამპიცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ინფექციების გამომწვევების წინააღმდეგ);
- ეტრავირინი, ეფავირენცი, ნევირაპინი, ზიდოვუდინი, რიტონავირი, ატაზანავირი, საქვინავირი, მარავიროკი და ბოცეპრევირი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
- ციკლოსპორინი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ);
- ტერფენადინი ან ასტემიზოლი (თივის ცხელების ან ალერგიის სამკურნალოდ);
- ციზაპრიდი, დომპერიდონი ან ომეპრაზოლი (კუჭის დაავადებების დროს);
- ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
- კოლქიცინი (პოდაგრის სამკურნალოდ);
- ამლოდიპინი, დილთიაზემი (მაღალი არტერიული წნევის დროს);
- ტოლტეროდინი (შარდის ბუშტის დაავადებების დროს);
- ინსულინი ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ);
- კრაზანა (მცენარეული საშუალება);
- ცილოსტაზოლი (გამოიყენება ფეხებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად);
- მეთილპრედნიზოლონი (ანთებითი დაავადებების დროს);
- სილდენაფილი, ტადალაფილი ან ვარდენაფილი (ერექციული დისფუნქციისას);
- ვინბლასტინი (კიბოს სამკურნალოდ).
ფრომილიდი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ფრომილიდის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფრომილიდის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, მკურნალო ექიმი დანიშნავს პრეპარატს მხოლოდ მაშინ, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება რისკს ნაყოფისთვის.
ფრომილიდი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვება მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ფრომილიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, თავბრუსხვევა ან ვერტიგო. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშავოთ მექანიზმებთან სანამ არ დარწმუნდებით, რომ პრეპარატი არ იწვევს ზემოთ ჩამოთვლილ რეაქციებს.
- პრეპარატ ფრომილიდის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე, ინფექციის გავრცელების არეალზე, პაციენტის ასაკზე და მკურნალობაზე პასუხზე.
ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად სითხის მიყოლებით (მინიმუმ ნახევარი ჭიქა). კლარითრომიცინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე, რადგან საკვები გავლენას არ ახდენს ბიოშეღწევადობის ხარისხზე.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში არის 1 ტაბლეტი 250 მგ ან 1 ტაბლეტი 500 მგ ყოველ 12 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 6-14 დღეს.
H.pylori-ს მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ მიიღება 500 მგ ყოველ 12 საათში.
მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 10-14 დღე სხვა პრეპარატებთან ერთად.
Mycobacterium avium კომპლექსის დისემინირებული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის დოზა შეადგენს 500 მგ-ს ყოველ 12 საათში მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, თუ ვლინდება კლინიკური პასუხი. მკურნალობა შეიძლება შეწყდეს, როდესაც ინფექციის გავრცელების რისკი დაბალია.
გამოყენება ბავშვებში
ფრომილიდის ტაბლეტები არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. ექიმი დაგინიშნავთ უფრო შესაბამის პრეპარატს თქვენი ბავშვის სამკურნალოდ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის სერიოზული დარღვევები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა დოზა.
ხანდაზმული პაციენტები
დოზირების რეჟიმი იგივეა, რაც მოზრდილებში.
თუ მიიღეთ ფრომილიდის საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბება ჩვეულებრივ იწვევს კუჭ-ნაწლავის აშლილობას (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი), თავის ტკივილს და დაბნეულობას.
თუ დოზის გადაჭარბების ნიშნები გამოვლინდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს (კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატური მკურნალობა).
ჰემოდიალიზი არ არის კლარითრომიცინის ორგანიზმიდან გამოყოფის დაჩქარების ეფექტური მეთოდი.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ფრომილიდის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა სქემით.
თუ შეწყვეტთ პრეპარატ ფრომილიდის მიღებას
მიიღეთ პრეპარატი იმდენ ხანს, რამდენიც თქვენმა მკურნალმა ექიმმა გითხრათ. თუ მკურნალობას ძალიან მალე შეწყვეტთ, დაავადება შეიძლება განახლდეს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან არა უმეტეს 1 ადამიანში):
- უძილობა;
- თავის ტკივილი, გემოს ცვლილებები;
- დიარეა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი;
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმიდან გადახრა;
- გამონაყარი, ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).
არახშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან არა უმეტეს 1 ადამიანში):
- კუჭ-ნაწლავის ინფექციები, სოკოვანი ინფექციები, ვაგინალური ინფექციები;
- ლეიკოციტების დაბალი დონე, ანემია და ლეიკოციტების სხვა დარღვევები;
- მადის დაქვეითება ან დაკარგვა;
- ნერვოზულობა, შფოთვა;
- თავბრუსხვევა, ძილიანობა, კანკალი;
- ყურებში შუილი, თავბრუსხვევა და სმენის დაქვეითება;
- გულის რითმის ცვლილება, პულსაცია;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), ენის ანთება (გლოსიტი), კუჭის ანთება (გასტრიტი), ძლიერი იშვიათი ტკივილი სწორ ნაწლავში (პროქტალგია), ყაბზობა, პირის სიმშრალე, ქავილი, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, კუჭის მჟავას გამოყოფა საყლაპავში (GERD);
- ნაღვლის სეკრეციის შემცირება ან შეწყვეტა (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
- ქავილი, ჭინჭრის ციება, მცირე წითელი ლაქები კანზე (მაკულოპაპულოზური გამონაყარი);
- კუნთების ტკივილი (მიალგია), სპაზმი და კრუნჩხვები;
- ცხელება, ტკივილი გულმკერდის არეში, უსიამოვნო შეგრძნება, დაღლილობა, სისუსტე (ასთენია), შემცივნება;
- ცვლილებები სისხლის ანალიზებში (ალტ, ასტ);
სიხშირე უცნობია: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
- სერიოზული ან მუდმივი დიარეა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს ან ლორწოს (ფსევდომემბრანოზული კოლიტი), კანის ინფექცია;
- ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების (აგრანულოციტოზის) ალბათობას;
- თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);
- მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, სახის, პირის ღრუსა და ყელის შეშუპებას ან თავბრუსხვევას (ანაფილაქსური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება);
- არანორმალური ძილი, დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, ფსიქოზური აშლილობები, დეპრესია, მანია;
- გემოს შეგრძნებების არარსებობა, სუნის ცვლილება, კრუნჩხვები, რომლებიც ვლინდება სხეულის ნაწილის ან მთელი სხეულის ძლიერი რყევის სახით;
- წვის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, ყურებში შუილი, კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება;
- სმენის დაქვეითება;
- არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა;
- სისხლდენა;
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ენისა და კბილების ფერის ცვლილება;
- კანის გაყვითლება და ღვიძლის სხვა დაავადებები;
- სერიოზული დაავადება კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების წარმოქმნით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), სერიოზული დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანის აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), აკნე, წამლისმიერი გამონაყარი,
- წითელი, ქერცლიანი გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი);
- კუნთოვანი ქსოვილის რღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი), კუნთების ტკივილი ან სისუსტე (მიოპათია);
- თირკმლის უკმარისობა;
- სისხლდენის გაზრდილი რისკი, შარდის ფერის ცვლილება.
არასასურველი რეაქციების ინფორმირება
თუ განვითარდა რაიმე არასასურვეი რეაქცია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, იმ რეაქციებზე, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართ-ფურცელში. არასასურველი რეაქციების ინფორმირებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- პრეპარატ ფრომილიდის შენახვა
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ტენიანობისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ჭარბი დოზა
არსებული ცნობები მიუთითებს, რომ კლარითრომიცინის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ანამნეზში ბიპოლარული ფსიქოზის მქონე ერთ პაციენტს, რომელმაც მიიღო 8 გ კლარითრომიცინი, განუვითარდა მენტალური მდგომარეობის დარღვევა, პარანოიდული ქცევა, ჰიპოკალიემია და ჰიპოქსემია.
ჭარბი დოზის თანმხლები გვერდითი რეაქციების უნდა მკურნალობა უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვით და სიმპტომატური თერაპიით. სხვა მაკროლიდების მსგავსად, ჰემოდიალიზმა ან პერიტონულმა დიალიზმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად შეცვალოს სისხლის შრატში კლარითრომიცინის დონე.
შემადგენლობა
პრეპარატი ფრომილიდი შეიცავს
მოქმედი ნივთიერება: კლარითრომიცინი 250 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა 101, მიკროკრისტალური ცელულოზა 102, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კალიუმის პოლაკრილინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტალკი, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), პროპილენგლიკოლი.
პრეპარატ ფრომილიდის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ოდნავ მოყავისფრო-მოყვითალო ფერის.
7 ტაბლეტი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, 250 მგ ან 500 მგ, ბლისტერში (პვქ/პვდქ/ალ ფოლგა). 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი არის თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ პრეპარატი წყალმომარაგების ან კანალიზაციის სისტემაში. გადაამოწმეთ აფთიაქის თანამშრომელთან, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. მაკროლიდები. ათქ კოდი [J01FA09].
მოქმედების მექანიზმი
კლარითრომიცინი - ერითრომიცინის, მაკროლიდის ნახევრად სინთეზური წარმოებული. 50Ѕ რიბოსომური ქვეერთეულის P-ლოკუსთან შეერთებით, ის თრგუნავს ცილების სინთეზს მიკრობულ უჯრედში, რაც, შედეგად, იწვევს მისი ნორმალური ფუნქციონირების შეწყვეტას. მაკროლიდების შერჩევითი შეკავშირება ადამიანის უჯრედების რიბოსომებთან არის მათი დაბალი ტოქსიკურობის მიზეზი. ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები და ზოგიერთი ბაქტერია კონკურენციას უწევენ მაკროლიდებს P-ლოკუსთან შეკავშირების მხრივ, რაც იწვევს ანტაგონისტურ მოქმედებას.
კლარითრომიცინის მეტაბოლიტს 14-(R)-ჰიდროქსიკლარითრომიცინს ასევე გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება. Haemophilus infiuenza-ს მიმართ 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინი ორჯერ უფრო აქტიურია, ვიდრე საწყისი ნივთიერება.
კლარითრომიცინი მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად. თუმცა, მისი მოქმედება დამოკიდებულია მაკროლიდის დოზაზე, ბაქტერიების რაოდენობაზე და მიკროორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის სტადიაზე. ზოგიერთ შემთხვევაში მას ასევე შეიძლება ჰქონდეს ბაქტერიციდული მოქმედება, ძირითადად Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae და Moraxella catarrhalis-ზე. მაკროლიდების ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი, კლინიკური ცდების მიხედვით, არის დროის გამოთვლა, როდესაც შრატში ანტიბიოტიკის კონცენტრაცია მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციაზე მაღალია.
ანტიბაქტერიული ეფექტიანობა
კლარითრომიცინს აქვს ბაქტერიოსტატიკური და ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, როგორიცაა აერობები, ანაერობები, ფაკულტატური ანაერობები და სხვა ბაქტერიები (მიკოპლაზმები, ურეაპლაზმები, ქლამიდიები, ლეგიონელები) და ატიპიური მიკობაქტერიები.
ცხრილი 1: კლარითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიები
აერობები, გრამდადებითი ბაქტერიები
აერობები, გრამუარყოფითი ბაქტერიები
ანაერობული ბაქტერიები
Streptococcus pyogenes
Haemophilus influenzae
გრამდადებითი ბაქტერიები
Streptococcus pneimoniae
Moraxella catarrhalis
Clostridium perfingens
მეთიცილინ-მგრძნობიარე Staphylococcus aureus
Legionella pneumophila
Pepococcus spp.
Streptococcus agalactiae
Neisseria gonorrhoeae
Peptostreptococcus spp.
Streptococcus viridians
Helicobacter pylori
Propionbacterium acnes
Campylobacter jejuni
Bordetella pertussis
Pasteurella multocida
გრამუარყოფითი ბაქტერიები
Bacteroides spp.
Bacteroides fragilis
Prevotella melaninogenica
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamydia pneumonia
Mycobacterium avium complex
Chlamydia trachomatis
Mycobacterium fortuitum
Mycoplasma pneumonia
Mycobacterium chelonae
Ureaplasma urealyticum
Mycobacterium kansasii
Mycobacterium leprae
მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (მმკ)
შემდეგი მმკ დადგენილია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ:
მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (მმკ, მგ/ლ)
მიკროორგანიზმი
მგრძნობიარე (<)
რეზისტენტული (>)
Staphylococcus spp.
1 მგ/მლ
2 მგ/მლ
Streptococcus A, B, C და G
0,25 მგ/მლ
0,5 მგ/მლ
Streptococcus pneumoniae
0,25 მგ/მლ
0,5 მგ/მლ
Viridans group streptococcus
ამ
ამ
Haemophilus spp.
1 მგ/მლ
32 მგ/მლ
Moraxella catarrhalis
0,25 მგ/მლ
0,5 მგ/მლ
Helicobacter pylori
0,25 მგ/მლ
0,5 მგ/მლ
1 მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები დაფუძნებულია ეპიდემიოლოგიურ ზღვრულ მნიშვნელობებზე (ECOFF), რომლებიც განასხვავებენ ველური ტიპის იზოლატებს დაქვეითებული მგრძნობელობის იზოლატებისგან.
"ამ" ნიშნავს, რომ არასაკმარისია მტკიცებულება იმისა, რომ მოცემული სახეობა არის სამიზნე პრეპარატით ეფექტური თერაპიისთვის.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
კლარითრომიცინი მდგრადია კუჭის მჟავას მიმართ. ბიოშეღწევადობა შეადგენს პრორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 55%-ს. საკვებმა შეიძლება შეანელოს აბსორბცია, მაგრამ მნიშვნელოვნად არ მოქმედებს კლარითრომიცინის ბიოშეღწევადობაზე. კლარითრომიცინის დაახლოებით 20% სწრაფად მეტაბოლიზდება 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინად, რომელსაც აქვს კლარითრომიცინის მსგავსი ბიოლოგიური ეფექტი. ჯანმრთელ მოხალსეებში მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში პერორალური დოზების ზომის პროპორციულია. შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3 საათზე ნაკლებ დროში. კლარითრომიცინის 250 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, საშუალო კონცენტრაცია შეადგენს 0,62-0,84 მკგ/მლ-ს. კლარითრომიცინის 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ, კონცენტრაცია შეადგენს 1,77-1,89 მკგ/მლ-ს. 14-ჰიდროქსიმეტაბოლიტის შესაბამისი კონცენტრაციებია 0,4 - 0,7 მკგ/მლ 250 მგ კლარითრომიცინის და 0,67 - 0,8 მკგ მლ კლარითრომიცინის 500 მგ-თს მიღებისას. AUC მნიშვნელობებია 4 მკგ/მლ x სთ 250 მგ-ს მიღებისას და 11 მკგ/მლ x სთ 500 მგ კლარითრომიცინის მიღებისას.
წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა დღეში ორჯერ 250 მგ კლარითრომიცინის მეხუთე დოზის შემდეგ. კლარითრომიცინის მაქსიმალური კონცენტრაციაა 1 მკგ/მლ, ხოლო 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის - 0,6 მკგ/მლ.
ბავშვებში, რომლებიც იღებენ კლარითრომიცინის პერორალურ სუსპენზიას, ე.ი. 7,5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 12 საათში, მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაციებია 3 მკგ/მლ – 7 მკგ/მლ და 14-ჰიდროქსი მეტაბოლიტის შესაბამისი კონცენტრაცია არის 1 მკგ/მლ – 2 მკგ/მლ.
განაწილება
მაკროლიდების იონიზაციის ხარისხი დაბალია და ხსნადია ცხიმებში, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის სითხეებსა და ქსოვილებში კარგ შეღწევას. როგორც წესი, კლარითრომიცინის კონცენტრაცია ქსოვილებში დაახლოებით 10-ჯერ აღემატება შრატში არსებულს. მაღალი კონცენტრაცია გვხვდება ფილტვებში (8,8 მგ/კგ), ნუშისებრ ჯირკვლებში (1,6 მგ/კგ), ცხვირის ლორწოვან გარსში, კანში, ნერწყვში, ალვეოლურ უჯრედებში, ნახველსა და შუა ყურში. კლარითრომიცინის განაწილების მოცულობა ჯანმრთელ მოხალისეებში 250 მგ ან 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ არის 226 - 266 ლ ან 2,5 ლ / კგ. 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის განაწილების მოცულობა შეადგენს 304 - 309 ლ-ს. კლარითრომიცინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება სუსტი და შექცევადია.
ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია
კლარითრომიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოვლენილი 7 მეტაბოლიტიდან ყველაზე მნიშვნელოვანია 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინი. კლარითრომიცინი გამოიყოფა შარდით მსტაბოლიტის სახით ან უცვლელი სახით, უფრო მცირე რაოდენობით განავლით (4%). 250 მგ დოზის დაახლოებით 20% და 500 მგ დოზის 30% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. დოზის 10-დან 15%-მდე გამოიყოფა შარდით 14 ჰიდროქსიკლარითრომიცინის სახით.
კლარითრომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 250 მგ/12 სთ დოზისას არის 3-დან 4 საათამდე, ხოლო 500 მგ/12 სთ დოზისას არის 5-დან 7 საათამდე.
ასაკისა და დაავადებების გავლენა კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე
ბავშვები: კვლევების მიხედვით, ბავშვებში კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა დოზით 7,5 მგ/კგ სხეულის მასაზე ორჯერ დღეში მოზრდილებში არსებული ფარმაკოკინეტიკის მსგავსია.
ხანდაზმული პაციენტები: შედეგები აჩვენებს, რომ დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმული პაციენტებისთვის, თუ არ არის თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა.
დაავადებების გავლენა ფარმაკოკინეტიკაზე: 200 მგ კლარითრომიცინის შიგნით მიღების შემდეგ თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით აღინიშნა მაქსიმალური კონცენტრაციის და AUC-ის მატება და კლარითრომიცინის ელიმინაციის შემცირება. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში კლარითრომიცინის გამოყოფა მცირდება 26,5%-დან 3,3%-მდე ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით. ეს შედეგები მიუთითებს, რომ საჭიროა დოზის შემცირება ან დოზირების ინტერვალის გახანგრძლივება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კლარითრომიცინის სტაციონარული კონცენტრაციები არ განსხვავდება ჯანმრთელ პაციენტებში არსებული კონცენტრაციისგან, ხოლო 14-ჰიდროქსი მეტაბოლიტის კონცენტრაცია უფრო დაბალია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
შეფუთვის ფურცელი - ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფრომილიდი® ტაბლეტები, აპკიანი გარსით დაფარული, 250 მგ და 500 მგ
კლარითრომიცინი
ამ პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ შეფუთვის ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
პრეპარატი განკუთვნილია თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. მან შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
თუ განვითარდა რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ინსტრუქციის ჩანართი ფურცლის მე-4 ნაწილში.
ჩანართი ფურცლის შინაარსი:
- რას არის პრეპარატი ფრომილიდი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ფრომილიდის მიღების წინ
- პრეპარატ ფრომილიდის გამოყენება
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- პრეპარატ ფრომილიდის შენახვა
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის პრეპარატი ფრომილიდი და რისთვის გამოიყენება
ფრომილიდი მიეკუთვნება მაკროლიდური ანტიბიოტიკების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- სასუნთქი გზების ინფექციები (შუა ყურის, სინუსების, ყელის, ნუშისებრი ჯირკვლების, ბრონქების და ფილტვების ანთება);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- მიკობაქტერიული ინფექციები და ამ ინფექციების პროფილაქტიკისთვის.
პრეპარატი ასევე გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ Helicobacter pylori ბაქტერიების აღმოსაფხვრელად. წყლულების სამკურნალოდ ფრომილიდი ინიშნება სხვა პრეპარატებთან ერთად.
ფრომილიდის ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ფრომილიდის მიღებამდე
არ მიიღოთ ფრომილიდი:
- თუ ალერგიული ხართ კლარითრომიცინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში) ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ;
- თუ გაქვთ სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია);
- თუ გაქვთ ღვიძლის ძალიან მძიმე დაავადება და თანმხლები თირკმლის უკმარისობა;
- თუ იღებთ მედიკამენტებს ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ (როგორიცაა ლოვასტატინი ან სიმვასტატინი);
- თუ იღებთ ლომიტაპიდის შემცველ პრეპარატს;
- თუ თქვენ ან ვინმეს თქვენი ოჯახიდან გაქვთ გულის რითმის დარღვევა ანამნეზში (გულის პარკუჭოვანი არითმიები, "პირუეტის" ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით) ან გადახრა ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ, გულის მუშაობის ელექტრული ჩაწერა), სახელწოდებით „გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი";
- თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს: ერგოტამინს ან დიჰიდროერგოტამინს (მიგრენის სამკურნალოდ), ციზაპრიდს ან დომპერიდონს (კუჭის დარღვევისთვის), პიმოზიდს (გარკვეული ფსიქიკური დაავადების დროს), ტერფენადინს და ასტემიზოლს (პოლინოზის ან ალერგიების სამკურნალოდ), პერორალურ მიდაზოლამს (გაზრდილი შფოთვის ან უძილობისას), კვეტიაპინი (შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობისას), პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ გულის რითმის სერიოზულ დარღვევებს, ტიკაგრელორს (სისხლის სიბლანტის შესამცირებლად), რანოლაზინს (სტენოკარდიისას), კოლქიცინს (პოდაგრისთვის).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ფრომილიდის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს:
- თუ ორსულად ხართ;
- თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული დაავადება;
- თუ გაქვთ აქვს ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
- თუ გაწუხებთ დაავადება, რომელიც ცნობილია როგორც მიასთენია გრავისი;
- თუ უკვე იღებთ კოლქიცინს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციები;
- პრეპარატ ფრომილიდის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდა (სუპერინფექცია);
- თუ უკვე იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს;
- თუ გაქვთ გულის დაავადება;
- თუ გაქვთ ნელი გულისცემა (ბრადიკარდია);
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პრეპარატს პირველად იღებთ, შეიძლება გქონდეთ მძიმე ალერგიული რეაქციები. ყურადღება მიაქციეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა გამონაყარი და ქავილი, ან თუ მოულოდნელად აღინიშნა სუნთქვის გაძნელება.
თუ განვითარდა მძიმე ან მუდმივი დიარეა ფრომილიდის მიღების დროს ან მის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ფრომილიდის ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
სხვა პრეპარატები და ფრომილიდი
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება.
პრეპარატ ფრომილიდის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს, თუ მას მიიღებთ ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა, სხვა სიფრთხილის ზომების მიღება ან, ზოგიერთ შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს:
- კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ვალპროატი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები);
- თეოფილინი (განკუთვნილია ასთმის სამკურნალოდ);
- ვარფარინი ან ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტი, მაგალითად, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი და აპიქსაბანი (სისხლის შედედების შესამცირებლად);
- ერგოტამინი ან დიჰიდროერგოტამინი (მიგრენის სამკურნალოდ);
- ტრიაზოლამი, მიდაზოლამი ინტრავენური ან ორომუკოზური გამოყენებისთვის, ალპრაზოლამი (სედაციური საშუალებები);
- დიზოპირამიდი, დიგოქსინი, ქინიდინი ან ვერაპამილი (გულის არითმიის დროს);
- სტატინები (მაღალი ქოლესტერინის დონის დროს);
- პიმოზიდი, კვეტიაპინი (გამოიყენება შიზოფრენიის ან სხვა ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ);
- ფლუკონაზოლი ან იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
- რიფაბუტინი, რიფამპიცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ინფექციების გამომწვევების წინააღმდეგ);
- ეტრავირინი, ეფავირენცი, ნევირაპინი, ზიდოვუდინი, რიტონავირი, ატაზანავირი, საქვინავირი, მარავიროკი და ბოცეპრევირი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
- ციკლოსპორინი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ);
- ტერფენადინი ან ასტემიზოლი (თივის ცხელების ან ალერგიის სამკურნალოდ);
- ციზაპრიდი, დომპერიდონი ან ომეპრაზოლი (კუჭის დაავადებების დროს);
- ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
- კოლქიცინი (პოდაგრის სამკურნალოდ);
- ამლოდიპინი, დილთიაზემი (მაღალი არტერიული წნევის დროს);
- ტოლტეროდინი (შარდის ბუშტის დაავადებების დროს);
- ინსულინი ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ);
- კრაზანა (მცენარეული საშუალება);
- ცილოსტაზოლი (გამოიყენება ფეხებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად);
- მეთილპრედნიზოლონი (ანთებითი დაავადებების დროს);
- სილდენაფილი, ტადალაფილი ან ვარდენაფილი (ერექციული დისფუნქციისას);
- ვინბლასტინი (კიბოს სამკურნალოდ).
ფრომილიდი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ფრომილიდის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფრომილიდის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, მკურნალო ექიმი დანიშნავს პრეპარატს მხოლოდ მაშინ, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება რისკს ნაყოფისთვის.
ფრომილიდი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვება მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ფრომილიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, თავბრუსხვევა ან ვერტიგო. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშავოთ მექანიზმებთან სანამ არ დარწმუნდებით, რომ პრეპარატი არ იწვევს ზემოთ ჩამოთვლილ რეაქციებს.
- პრეპარატ ფრომილიდის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე, ინფექციის გავრცელების არეალზე, პაციენტის ასაკზე და მკურნალობაზე პასუხზე.
ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად სითხის მიყოლებით (მინიმუმ ნახევარი ჭიქა). კლარითრომიცინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე, რადგან საკვები გავლენას არ ახდენს ბიოშეღწევადობის ხარისხზე.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში არის 1 ტაბლეტი 250 მგ ან 1 ტაბლეტი 500 მგ ყოველ 12 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 6-14 დღეს.
H.pylori-ს მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ მიიღება 500 მგ ყოველ 12 საათში.
მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 10-14 დღე სხვა პრეპარატებთან ერთად.
Mycobacterium avium კომპლექსის დისემინირებული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის დოზა შეადგენს 500 მგ-ს ყოველ 12 საათში მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, თუ ვლინდება კლინიკური პასუხი. მკურნალობა შეიძლება შეწყდეს, როდესაც ინფექციის გავრცელების რისკი დაბალია.
გამოყენება ბავშვებში
ფრომილიდის ტაბლეტები არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. ექიმი დაგინიშნავთ უფრო შესაბამის პრეპარატს თქვენი ბავშვის სამკურნალოდ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის სერიოზული დარღვევები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა დოზა.
ხანდაზმული პაციენტები
დოზირების რეჟიმი იგივეა, რაც მოზრდილებში.
თუ მიიღეთ ფრომილიდის საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბება ჩვეულებრივ იწვევს კუჭ-ნაწლავის აშლილობას (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი), თავის ტკივილს და დაბნეულობას.
თუ დოზის გადაჭარბების ნიშნები გამოვლინდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს (კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატური მკურნალობა).
ჰემოდიალიზი არ არის კლარითრომიცინის ორგანიზმიდან გამოყოფის დაჩქარების ეფექტური მეთოდი.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ფრომილიდის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა სქემით.
თუ შეწყვეტთ პრეპარატ ფრომილიდის მიღებას
მიიღეთ პრეპარატი იმდენ ხანს, რამდენიც თქვენმა მკურნალმა ექიმმა გითხრათ. თუ მკურნალობას ძალიან მალე შეწყვეტთ, დაავადება შეიძლება განახლდეს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან არა უმეტეს 1 ადამიანში):
- უძილობა;
- თავის ტკივილი, გემოს ცვლილებები;
- დიარეა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი;
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმიდან გადახრა;
- გამონაყარი, ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).
არახშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან არა უმეტეს 1 ადამიანში):
- კუჭ-ნაწლავის ინფექციები, სოკოვანი ინფექციები, ვაგინალური ინფექციები;
- ლეიკოციტების დაბალი დონე, ანემია და ლეიკოციტების სხვა დარღვევები;
- მადის დაქვეითება ან დაკარგვა;
- ნერვოზულობა, შფოთვა;
- თავბრუსხვევა, ძილიანობა, კანკალი;
- ყურებში შუილი, თავბრუსხვევა და სმენის დაქვეითება;
- გულის რითმის ცვლილება, პულსაცია;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), ენის ანთება (გლოსიტი), კუჭის ანთება (გასტრიტი), ძლიერი იშვიათი ტკივილი სწორ ნაწლავში (პროქტალგია), ყაბზობა, პირის სიმშრალე, ქავილი, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, კუჭის მჟავას გამოყოფა საყლაპავში (GERD);
- ნაღვლის სეკრეციის შემცირება ან შეწყვეტა (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
- ქავილი, ჭინჭრის ციება, მცირე წითელი ლაქები კანზე (მაკულოპაპულოზური გამონაყარი);
- კუნთების ტკივილი (მიალგია), სპაზმი და კრუნჩხვები;
- ცხელება, ტკივილი გულმკერდის არეში, უსიამოვნო შეგრძნება, დაღლილობა, სისუსტე (ასთენია), შემცივნება;
- ცვლილებები სისხლის ანალიზებში (ალტ, ასტ);
სიხშირე უცნობია: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
- სერიოზული ან მუდმივი დიარეა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს ან ლორწოს (ფსევდომემბრანოზული კოლიტი), კანის ინფექცია;
- ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების (აგრანულოციტოზის) ალბათობას;
- თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);
- მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, სახის, პირის ღრუსა და ყელის შეშუპებას ან თავბრუსხვევას (ანაფილაქსური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება);
- არანორმალური ძილი, დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, ფსიქოზური აშლილობები, დეპრესია, მანია;
- გემოს შეგრძნებების არარსებობა, სუნის ცვლილება, კრუნჩხვები, რომლებიც ვლინდება სხეულის ნაწილის ან მთელი სხეულის ძლიერი რყევის სახით;
- წვის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, ყურებში შუილი, კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება;
- სმენის დაქვეითება;
- არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა;
- სისხლდენა;
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ენისა და კბილების ფერის ცვლილება;
- კანის გაყვითლება და ღვიძლის სხვა დაავადებები;
- სერიოზული დაავადება კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების წარმოქმნით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), სერიოზული დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანის აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), აკნე, წამლისმიერი გამონაყარი,
- წითელი, ქერცლიანი გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი);
- კუნთოვანი ქსოვილის რღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი), კუნთების ტკივილი ან სისუსტე (მიოპათია);
- თირკმლის უკმარისობა;
- სისხლდენის გაზრდილი რისკი, შარდის ფერის ცვლილება.
არასასურველი რეაქციების ინფორმირება
თუ განვითარდა რაიმე არასასურვეი რეაქცია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, იმ რეაქციებზე, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართ-ფურცელში. არასასურველი რეაქციების ინფორმირებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- პრეპარატ ფრომილიდის შენახვა
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ტენიანობისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელია.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი არის თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ პრეპარატი წყალმომარაგების ან კანალიზაციის სისტემაში. გადაამოწმეთ აფთიაქის თანამშრომელთან, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი ფრომილიდი შეიცავს
მოქმედი ნივთიერება: კლარითრომიცინი 250 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა 101, მიკროკრისტალური ცელულოზა 102, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კალიუმის პოლაკრილინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტალკი, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), პროპილენგლიკოლი.
პრეპარატ ფრომილიდის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ოდნავ მოყავისფრო-მოყვითალო ფერის.
7 ტაბლეტი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, 250 მგ ან 500 მგ, ბლისტერში (პვქ/პვდქ/ალ ფოლგა). 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
ბელარუსის რესპუბლიკაში რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი
ბელარუსის რესპუბლიკაში სააქციო საზოგადოების “KRKA, TOVARNA ZRDAVIL, D.D., NOVO MESTO” (სლოვენიის რესპუბლიკა): ფილიმონოვის ქ. 25გ, ოფისი 315, 220114, ქ. მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა, ტელ/ფაქსი: +375 740 740 9230, ელ-ფოსტა: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


