პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

კლარემი

Clarem

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
რისთვის გამოიყენება

ეს ანტიბიოტიკი მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფს. კლარემი ნაჩვენებია ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მის მიმართ მგრძნობარე მიკროორგანიზმებით. ასეთი ინეფქციებია: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. ბრონქიტი, პნევმონია) ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლარითრომიცინი (clarithromycin)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
მწარმოებელი
Remedica Ltd, კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
ATC კოდი
J01FA09
რეგისტრაციის ნომერი
რ-044727
რეგისტრირებულია
5 თებერვალი 2026, მოქმედებს 5 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
ურთიერთქმედების შემოწმებაკლარემი და სხვა წამალი ერთად

კლარემი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს ანტიბიოტიკი მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფს.

კლარემი ნაჩვენებია ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მის მიმართ მგრძნობარე მიკროორგანიზმებით. ასეთი ინეფქციებია:

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. ბრონქიტი, პნევმონია)

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. ფარინგიტი, სინუსიტი)

კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები (მაგ. ფოლიკულიტი, ცელულიტი, ერიზიპელა)

დამატებითი თერაპია (კომბინაციაში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად) გენერალიზებული ან ლოკალიზებული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ატიპიური მიკობაქტერიით (მაგ. Mycobacterium avium ან Mycobacterium intracellulare, Mycobacterium chelonae, Mycobacterium fortuitum და Mycobacterium).

Helicobacter pylori-ის განადგურება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და მისი რეციდივის პრევენციისთვის, თუ ინიშნება კუჭის სეკრეციის ინჰიბიტორებთან ერთად კომბინაციაში

კბილის ინფექციები მეორე არჩევანის პრეპარატის სახით

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. შეამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

ყველა ინფექცია, რომლის დროსაც კლარითრომიცინი ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილის გარდა

კლარემისთვის ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 250მგ (250მგ-იანი ტაბლეტი) ორჯერ დღეში. მძიმე ინფეციების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 500მგ-მდე ორჯერ დღეში. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა 6-დან 14 დღემდე. დოზები მიიღება დილით და საღამოს.

თირკმლის დისფუნქციის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30მლ/წთ-ზე), კლარემის დოზა მცირდება ნახევრამდე, ანუ 250მგ დღეში ერთხელ ან 250მგ ორჯერ დღეში მძიმე ინფეციების დროს და მკურნალობა არ უნდა გასცდეს 14 დღეს.

250მგ-იანი ან 500მგ-იანი ტაბლეტები არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიკობაქტერიული ინფექციები

კლარითრომიცინი უნდა გამოიყენონ კომბინაციაში სოკოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად.

მოზრდილებში რეკომენდებული დოზა გენერალიზებული ან ლოკალური მიკობაქტერიული ინფექციის დროს (M. avium, M. intracellulare, M. chelonae, M. fortuitum, M. Kansasii) მოიცავს 500მგ-ს ორჯერ დღეში. მკურნალობა გრძელდება, რადგან კლინიკური გაუმჯობესება გრძელდება. დოზები მიიღება დილით და საღამოს.

Helicobacter pylori-ის განადგურება

სამმაგი თერაპიული რეჟიმი

500მგ-იანი კლარემი (250მგ-იანი 2 ტაბლეტი ან 500მგ-იანი 1 ტაბლეტი) ორჯერ დღეში 1000მგ-იან ამოქსიცილინთან ორჯერ დღეში ერთად კომბინაციაში და 20მგ-იანი ომეპრაზოლი ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

500მგ-იანი კლარემი (250მგ-იანი 2 ტაბლეტი ან 500მგ-იანი 1 ტაბლეტი) ორჯერ დღეში 1000მგ-იან ამოქსიცილინთან ორჯერ დღეში ერთად კომბინაციაში და 40მგ-იანი ომეპრაზოლი ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

ორმაგი თერაპიული რეჟიმი

რეკომენდებული დოზა მოიცავს 500მგ-იან კლარითრომიცინს სამჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში კუჭის სეკრეციის ინჰიბიტორებთან ერთად კომბინაციაში.

კბილის ინფექციები

250მგ-იანი კლარითრომიცინი ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში.

თქვენი ექიმი შეარჩევს მკურნალობის რეჟიმს, რომელიც ყველაზე მეტად შესაფერისია თქვენთვის. მაშინაც კი თუ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა ან გამოჯანმრთელდით მკურნალობის დასრულებამდე, არ შეწყვიტოთ კლარემის მიღება. მკურნალობა გააგრძელეთ იმდენი დღე, რამდენ დღეც არის რეკომენდებული თქვენი ექიმის მიერ.

500მგ-იანი კლარემის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

კლარემის დანიშნულ დოზაზე უფრო მეტის მიღებისას

ანგარიშების მიხედვით, მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების განვითარება კლარითრომიცინის დიდი ოდენობის მონელების შემდეგ. ზედოზირებასთან ასოცირებული გვერდითი რეაქციების მკურნალობა მოიცავს პრეპარატის სწრაფ გამოდევნას, რომლის აბსორბცია ჯერ არ მოხდა და ასევე დამატებით ზომების მიღებას.

თუ დაგავიწყდათ კლარემის მიღება

დოზის დავიწყების შემთხვევაში, მიიღეთ გამოტოვებული დოზა, როცა ეს შესაძლებელია და შემდეგ გააგრძელეთ რეგულარული დოზის მიღება ექიმის მიერ გამოწერილი რეჟიმის შესაბამისად. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას დავიწყებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

ნუ მიიღებთ კლარემს

თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ ან ამ პრეპარატში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში)

თუ იღებთ პრეპარატებს სახელად ასტემიზოლი, ცისაპრიდი, პიმოზიდი ან ტერფენადინი.

თუ იღებთ პრეპარატს პრეპარატს სახელად ლომიტაპიდი

თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ცნობილია რომ იწვევს გულის რიტმის სერიოზულ დარღვევას

თუ გაქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ისტორია (თანდაყოლილი ან დოკუმენტირებული შეძენილი QT ინტერვალის გახანგრძლივება) ან პარკუჭოვანი არითმია, torsades de pointes-ის ჩათვლით.

HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან (სტატინები) ერთად, რომლებიც ფართოდ მეტაბოლიზდება CYP3A4-ის (ლოვასტატინი ან სიმვასტატინი) მიერ მიოპათიის მომატებული რისკის გამო რაბდომიოლოზის ჩათვლით.

ჰიპოკალემიის შემთხვევაში (QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი)

თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია თირკმლის დისფუნქციასთან ერთად კომბინაციაში

თუ იღებთ პრერატებს სახელად ტიკაგრელორი, ივაბრადინი ან რანოლაზინი (სტენოკარდიის გამო ან გულის შეტევისან ინსულტის შანსის შესამცირებლად)

აქტიურ ნივთიერებას, კოლხიცინთან ერთად

თუ გაქვთ კალიუმის ან მაგნიუმის ძალიან დაბალი შემცველობა სისხლში (ჰიპოკალემია ან ჰიპომაგნეზია).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა კლარემის გამოყენებისას

თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში

ორსულობა და ძუძუთი კვება

ღვიძლის დაავადების დროს

თუ გაქვთ თავბრუსხვევის შეგრძნება კლარემით მკურნალობისას ,საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან თავბრუსხვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ჰიპოკალემიის შემთხვევაში

მუდმივი დიარეის დროს

მძიმე ან გახანგრძლივებული ინფექციის შემთხვევაში

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან კლარემის ტაბლეტების მიღებამდე.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და კლარემი

მოუყევით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები არასარეცეპტო პრეპარატების ჩათვლით.

განსაკუთრებით, მოუყევით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ქვემოთ მოცემულ შემდეგ პრეპარატებს, რადგან განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოითხოვება და ამ მედიკამენტების დოზების კორექცია შეიძლება იყოს საჭირო კლარითრომიცინით მკურნალობის დროს:

კოლხიცინი

ტრიაზოლობენზოდიაზეპინები, როგორიცაა ტრიაზოლამი და მიდაზოლამი

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები/ინსულინი, როგორიცაა ნატეგლინიდი და რეპაგლინიდი

ვარფარინი ან ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტები, მაგ. დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, აბიქსაბანი, ედოქსაბანი (გამოიყენება სისხლის გასათხელებლად)

სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკები როგორიცაა ლინკომიცინი და კლინდამიცინი

HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები (სტატინები), როგორიცაა ლოვასტატინი ან სიმვასტატინი. თუ კლარითრომიცინით მკურნალობა გარდაუვალია, ლოვასტატინის ან სიმვასტატინის მიღება უნდა შეწყდეს მკურნალობის დროს. თუ კლარითრომიცინის სტატინებთან ერთად თანმხლები მკურნალობა აუცილებელია, რეკომენდებულია რომ სტატინების მინიმალური დამტკიცებული დოზა გამოიყენონ. არამეტაბოლური სტატინის გამოყენება CYP3A-ს (ფლუვასტატინი) მეშვეობით შეიძლება იქნას განხილული.

ქვემოთ მოცემული პრეპარატების გამოყენება მკაცრად უკუნაჩვენებია სერიოზული ურთიერთქმედების შესაძლებლობის გამო:

ცისაპრიდი, პიმოზიდი, ასტემიზოლი და ტერფენადინი

ერგოტამინი/დიჰიდროერგოტამინი

პერორალური მიდაზოლამი

HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები

ასევე მნიშვნელოვანია თუ იღებთ მედიკამენტებს სახელად:

ჰიდროქსიქლოროქილინი ან ქლოროქინი (გამოიყენება გარკვეული მდგომარეობების სამკურნალოდ, რევმატიული ართრიტის ჩათვლით ან მალარიის სამკურნალოდ ან პრევენციისთვის). ამ მედიკამენტების მიღებამ იმ დროში, როცა მიიღება კლარითრომიცინი, შესაძლებელია გაზარდოს გულის რიტმის დარღვევის შანსი და სხვა სერიოზული გვერდითი ეფექტები, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს გულის ფუნქციაზე.

კორტიკოსტეროიდები, პერორალური, საინექციო ან საინჰალაციო (გამოიყენება ორგანიზმის იმუნური სისტემის სუპრესიის მიზნით- სასარგებლოა ფართო დიაპაზონის მდგომარეობების სამკურნალოდ)

სხვა სამკურნალო პრეპარატების ეფექტი კლარითრომიცინზე

პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ CYP3A-ს (რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ბალსამი (კრაზანა)

ქვემოთ მოცემული მედიკამენტები ცნობილია ან საეჭვოა რომ უარყოფით გავლენას ახდენს პლაზმაში კლარითრომიცინის კონცენტრაციებზე:

ეფავირენზი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი

ეტრავირინი

ფლუკონაზოლი

რიტონავირი

მოუყევით თქვენს ექიმს თუ გაწუხებთ თირკმლის დისფუნქცია რიტონავირისა და კლარითრომიცინის ერთდროულად მიღებისას, ვინაიდან ამ დროს საჭიროა კლარითრომიცინის დოზის შემცირება.

კლარითრომიცინის ეფექტი სსხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღებისას:

CYP3A-სთან დაკავშირებული ურთიერთქმედება: ქვემოთ მოცემული პრეპარატები ან პრეპარატების ჯგუფები ცნობილია ან საეჭვოა რომ მეტაბოლიზდება იგივე CYP3A-ს იზოენზიმით: ალპრაზოლამი, ასტემიზოლი, კარბამაზეპინი, სილოსტაზოლი, ციზაპრიდი, პარაცეტამოლი, ციკლოსპორიზონი, ომეპრაზოლი, პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგ. ვარფარინი), ატიპიური ნეიროლეპტიკური საშუალებები, (მაგ. ქეტიაპინი), პიმოზიდი, კვინიდინი, რიფაბუტინი, სილდენაფილი, ტაკროლიმუსი, ტერფენადინი, ტრიაზოლამი და ვინბლასტინი. პრეპარატები, რომლებიც ურთიერთქმედებენ მსგავსი მექანიზმების გამოყენებით სხვა ციტოქრომ P450 იზოენზიმების საშუალებით მოიცავს ფენოიტინს, თეოფილინს და ვალპროატს.

ანტიარითმიული საშუალებები

ომეპრაზოლი

სიდელნაფილი, ტადალაფილი და ვარდენაფილი

თეოფილინი, კარბამაზეპინი

ტოლტეროდინი

ტრიაზოლობენზოდიაზეპინები (მაგ. ალპრაზოლამი, მიდაზოლამი და ტრიაზოლამი)

კოლხიცინი

დიგოქსინი

ზიდოვუდინი

ფენიტოინი და ვაპროატი

ატაზავანირი

კალციუმის არხის ბლოკატორები, მეტაბოლიზდება CYP3A4-ის (მაგ. ვერაპამილი, ამლოდიპინი, დილთიაზემი) მეშვეობით

იტრაკონაზოლი

სეკვინავირი

მოზარდებში, თუ ზიდოვუდინის შემცვლელი პრეპარატი მიიღება თანმხლები მედიკამენტის სახით კლარითრომიცინთან ერთად, ეს ორი პრეპარატი სხვადასხვა დროს უნდა მიიღონ.

კლარემის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

კლარემი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კლარითრომიცინის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული რისკისა და სარგებელის გულდასმით შესწავლის გარეშე. კლარითრომიცინის უსაფრთხოება ძუძუთი კვების დროს არ არის დადასტურებული. კლარითრომიცინი გამოიყოფა დედის რძეში.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის მიღებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლარემით მკურნალობისას თავბრუსხვევის შეგრძნების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან თავბრუსხვევა უარყოფითად მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

დამატებითი ნივთიერებების შესახებ გაფრთხილებები

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ერთ ტაბლეტში, შესაბამისად, შეიძლება ითქვას რომ ის „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.

ყველაზე ხშირად მოხსენიებული გვერდითი ეფექტებია: დიარეა, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი, გულისრევა და გემოს რეცეპტორების ცვლილება. ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივად მსუბუქი ინტენსივობისაა და შეესაბამება მაკროლიდური ანტიბიოტიკების ცნობილ უსაფრთხოების პროფილს.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ გაგივითარდათ კანზე სერიოზული რეაქცია: წითელი, ქერცლიანი გამონაყარი მუწუკებით კანის ქვეშ და ბუშტუკები (ეგზანთემატური პუსტულოზი). ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე ცნობილი არ არის (არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით).

ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები ასევე გამოვლინდა ამ პრეპარატის გამოშვების შემდეგ:

კანდიდოზი, ვაგინალური ინფექცია, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღორის წითურა

ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია

ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება

ანორექსია, დაქვეითებული მადა

უძილობა, შფოთვა, ფსიქოზი, კონფუზია, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, ორიენტაციის დარღვევა, ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, მანიაკალური სინდრომი

ზიზღის შეგრძნება, თავის ტკივილის, მადის დარღვევები, თავბრუსხვევა, თვლემა, ტრემორი, სპაზმი, გემოს შეგრძნების დაკარგვა, ანოსმია, სიხარბე, პარესთეზია, ვერტიგო, სმენის სიმახვილე, ტინიტუსი, სიყრუე

QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარიოგრამაზე, თრთოლვა, torsades de pointes, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია

სისხლდენა

დიარეა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გასტრიტი, სტოამტიტი, გლოსიტი, მუცლის შებერილობა, ყაზბობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, მწვავე პანკრეატიტი, ენის ფერის ცვლილება, კბილების ფერის ცვლილება

ღვიძლის ფუნქციური ტესტის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები, ქოლესტაზი, ჰეპატიტი, მომატებული ალანინამინოტრანსფერაზა, მომატებული ასპრტატამინოტრასფერაზა, მომატებული გამა-გლუტამილტრანსფერაზა, ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტაზით გამოწვეული სიყვითლე

გამონაყარი, ჰიპერჰიდროზი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, აკნე, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პრეპარატით გამოწვეული გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

რაბდომიოლიზი, მიოპათია

თირკმლის უკმარისობა, ინტერსტიციუილ ნეფრიტი

დისკომფორტის შეგრძნება, სისუსტე, გულმკერდის არეში ტკივილი, შემცივნება, დაღლილობა

სისხლში ალკალინ ფოსფატაზას მატება, ლაქტატდეჰიდროგენაზას მატება, მომატებული საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება, გახანგრძლივებული პროთრომბინის დროს, შარდის ნორმიდან გადახრილი შეფერილობა

როდესაც კლარითრომიცინი თანმხლები პრეპარატის სახით ინიშნება ომეპრაზოლთან ერთად ენის ფერის შექცევადი შეცვლა და გემოვნების ცვლილება ხანდახან აღინიშნება.

არსებობს პოსტმარკეტინგული ანგარიშები კოლხიცინის ტოქსიკურობის შესახებ კლარითრომიცინთან ერთად თანმხლები თერაპიისას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და/ან თირკლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ზოგიერთი მათგანი აღმოჩნდა ფატალური. თუ კოლხიცინისა და კლარითრომიცინის თანმხლები დანიშვნა აუცილებელია, საჭიროა პაციენტების მონიტორინგი კოლხიცინის ტოქსიკურობის კლინიკურ ნიშნებზე.

დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ გაგივითარდათ მსგავსი პრობლემები ან გაწუხებთ მოულოდნელი ან უჩვეულო სიმპტომები.

გვერდითი ეფექტები იმუნოსუპრესიულ პაციენტებში

მიკობაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ კლარემს დიდი ხნის განმავლობაში საჭიროებენ მჭიდრო მონიტორინგს როგორც კლინიკურად ასევე ლაბორატორიულად. რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ შეტყობინება შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით დაეხმარებით უფრო მეტის ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

Cyprus Pharmaceutical Services

ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475 Nicosia

ტელეფონი: +357 22608607

ფაქსი: +35722608669

ვებსაიტი: www.moh.gov.cy/phs

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა კლარითრომიცინი.

აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი კლარემის ტაბლეტები: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ კლარითრომიცინს.

აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი ტაბლეტები: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ კლარითრომიცინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი, ქინოლინის ყვითელი ალუმინის ლაქი E104, ნარინჯისფერი სითხე.

იხილეთ პარაგარაფი 2 „დამხმარე ნივთიერებების შესახებ გაფრთხილება“

როგორ გამოიყურება კლარემი და შეფუთვის შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი კლარემის ტაბლეტები: ყვითელი, პარალელური, კაფსულის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები Remedica-ს ლოგოთი ორივე მხარეს.

აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი კლარემის ტაბლეტები: ყვითელი, ოვალური აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლებზეც ამოტვიფრული „CL500“ მეორე მხარეს.

შეფუთვის ზომები:

აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი კლარემის ტაბლეტები:

ალუმინიs-PVC/PE/PVDC ბლისტერები. შეფუთვის ზომა მოიცავს 14 და 100 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი ტაბლეტები:

შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს ბაზარზე გამოშვებული.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

შპს Remedic

აჰარტონის ქუჩა, Limassol Industrial Estate

3056 ლიმასოლი, კვიპროსი

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 03/2024

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ მიიღებთ ამ პრეპარატს ვარიგისიანობის ავდის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებული მუყაოს კოლოფზე „ვარგისია“.

ვარგისიანობის ვადა მოიცავს იმ თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ფურცელი ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

კლარემი 250მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

კლარემი 500მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

კლარითრომიცინი

წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია ყურადღებით ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი მხოლოდ თქვენ დაგინიშნეს. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. შეიძლება დააზიანოს ისინი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გევრდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია

რა არის კლარემი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ კლარემის გამოყენებამდე

როგორ მიიღება კლარემი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება კლარემი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რა არის კლარემი და რისთვის გამოიყენება ის

ეს ანტიბიოტიკი მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფს.

კლარემი ნაჩვენებია ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მის მიმართ მგრძნობარე მიკროორგანიზმებით. ასეთი ინეფქციებია:

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. ბრონქიტი, პნევმონია)

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. ფარინგიტი, სინუსიტი)

კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები (მაგ. ფოლიკულიტი, ცელულიტი, ერიზიპელა)

დამატებითი თერაპია (კომბინაციაში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად) გენერალიზებული ან ლოკალიზებული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ატიპიური მიკობაქტერიით (მაგ. Mycobacterium avium ან Mycobacterium intracellulare, Mycobacterium chelonae, Mycobacterium fortuitum და Mycobacterium).

Helicobacter pylori-ის განადგურება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და მისი რეციდივის პრევენციისთვის, თუ ინიშნება კუჭის სეკრეციის ინჰიბიტორებთან ერთად კომბინაციაში

კბილის ინფექციები მეორე არჩევანის პრეპარატის სახით

რა უნდა იცოდეთ კლარემის გამოყენებამდე

ნუ მიიღებთ კლარემს

თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ ან ამ პრეპარატში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში)

თუ იღებთ პრეპარატებს სახელად ასტემიზოლი, ცისაპრიდი, პიმოზიდი ან ტერფენადინი.

თუ იღებთ პრეპარატს პრეპარატს სახელად ლომიტაპიდი

თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ცნობილია რომ იწვევს გულის რიტმის სერიოზულ დარღვევას

თუ გაქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ისტორია (თანდაყოლილი ან დოკუმენტირებული შეძენილი QT ინტერვალის გახანგრძლივება) ან პარკუჭოვანი არითმია, torsades de pointes-ის ჩათვლით.

HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან (სტატინები) ერთად, რომლებიც ფართოდ მეტაბოლიზდება CYP3A4-ის (ლოვასტატინი ან სიმვასტატინი) მიერ მიოპათიის მომატებული რისკის გამო რაბდომიოლოზის ჩათვლით.

ჰიპოკალემიის შემთხვევაში (QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი)

თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია თირკმლის დისფუნქციასთან ერთად კომბინაციაში

თუ იღებთ პრერატებს სახელად ტიკაგრელორი, ივაბრადინი ან რანოლაზინი (სტენოკარდიის გამო ან გულის შეტევისან ინსულტის შანსის შესამცირებლად)

აქტიურ ნივთიერებას, კოლხიცინთან ერთად

თუ გაქვთ კალიუმის ან მაგნიუმის ძალიან დაბალი შემცველობა სისხლში (ჰიპოკალემია ან ჰიპომაგნეზია).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა კლარემის გამოყენებისას

თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს

ღვიძლის დაავადების დროს

თუ გაქვთ თავბრუსხვევის შეგრძნება კლარემით მკურნალობისას ,საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან თავბრუსხვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ჰიპოკალემიის შემთხვევაში

მუდმივი დიარეის დროს

მძიმე ან გახანგრძლივებული ინფექციის შემთხვევაში

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან კლარემის ტაბლეტების მიღებამდე.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და კლარემი

მოუყევით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები არასარეცეპტო პრეპარატების ჩათვლით.

განსაკუთრებით, მოუყევით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ქვემოთ მოცემულ შემდეგ პრეპარატებს, რადგან განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოითხოვება და ამ მედიკამენტების დოზების კორექცია შეიძლება იყოს საჭირო კლარითრომიცინით მკურნალობის დროს:

კოლხიცინი

ტრიაზოლობენზოდიაზეპინები, როგორიცაა ტრიაზოლამი და მიდაზოლამი

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები/ინსულინი, როგორიცაა ნატეგლინიდი და რეპაგლინიდი

ვარფარინი ან ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტები, მაგ. დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, აბიქსაბანი, ედოქსაბანი (გამოიყენება სისხლის გასათხელებლად)

სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკები როგორიცაა ლინკომიცინი და კლინდამიცინი

HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები (სტატინები), როგორიცაა ლოვასტატინი ან სიმვასტატინი. თუ კლარითრომიცინით მკურნალობა გარდაუვალია, ლოვასტატინის ან სიმვასტატინის მიღება უნდა შეწყდეს მკურნალობის დროს. თუ კლარითრომიცინის სტატინებთან ერთად თანმხლები მკურნალობა აუცილებელია, რეკომენდებულია რომ სტატინების მინიმალური დამტკიცებული დოზა გამოიყენონ. არამეტაბოლური სტატინის გამოყენება CYP3A-ს (ფლუვასტატინი) მეშვეობით შეიძლება იქნას განხილული.

ქვემოთ მოცემული პრეპარატების გამოყენება მკაცრად უკუნაჩვენებია სერიოზული ურთიერთქმედების შესაძლებლობის გამო:

ცისაპრიდი, პიმოზიდი, ასტემიზოლი და ტერფენადინი

ერგოტამინი/დიჰიდროერგოტამინი

პერორალური მიდაზოლამი

HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები

ასევე მნიშვნელოვანია თუ იღებთ მედიკამენტებს სახელად:

ჰიდროქსიქლოროქილინი ან ქლოროქინი (გამოიყენება გარკვეული მდგომარეობების სამკურნალოდ, რევმატიული ართრიტის ჩათვლით ან მალარიის სამკურნალოდ ან პრევენციისთვის). ამ მედიკამენტების მიღებამ იმ დროში, როცა მიიღება კლარითრომიცინი, შესაძლებელია გაზარდოს გულის რიტმის დარღვევის შანსი და სხვა სერიოზული გვერდითი ეფექტები, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს გულის ფუნქციაზე.

კორტიკოსტეროიდები, პერორალური, საინექციო ან საინჰალაციო (გამოიყენება ორგანიზმის იმუნური სისტემის სუპრესიის მიზნით- სასარგებლოა ფართო დიაპაზონის მდგომარეობების სამკურნალოდ)

სხვა სამკურნალო პრეპარატების ეფექტი კლარითრომიცინზე

პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ CYP3A-ს (რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ბალსამი (კრაზანა)

ქვემოთ მოცემული მედიკამენტები ცნობილია ან საეჭვოა რომ უარყოფით გავლენას ახდენს პლაზმაში კლარითრომიცინის კონცენტრაციებზე:

ეფავირენზი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი

ეტრავირინი

ფლუკონაზოლი

რიტონავირი

მოუყევით თქვენს ექიმს თუ გაწუხებთ თირკმლის დისფუნქცია რიტონავირისა და კლარითრომიცინის ერთდროულად მიღებისას, ვინაიდან ამ დროს საჭიროა კლარითრომიცინის დოზის შემცირება.

კლარითრომიცინის ეფექტი სსხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღებისას:

CYP3A-სთან დაკავშირებული ურთიერთქმედება: ქვემოთ მოცემული პრეპარატები ან პრეპარატების ჯგუფები ცნობილია ან საეჭვოა რომ მეტაბოლიზდება იგივე CYP3A-ს იზოენზიმით: ალპრაზოლამი, ასტემიზოლი, კარბამაზეპინი, სილოსტაზოლი, ციზაპრიდი, პარაცეტამოლი, ციკლოსპორიზონი, ომეპრაზოლი, პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგ. ვარფარინი), ატიპიური ნეიროლეპტიკური საშუალებები, (მაგ. ქეტიაპინი), პიმოზიდი, კვინიდინი, რიფაბუტინი, სილდენაფილი, ტაკროლიმუსი, ტერფენადინი, ტრიაზოლამი და ვინბლასტინი. პრეპარატები, რომლებიც ურთიერთქმედებენ მსგავსი მექანიზმების გამოყენებით სხვა ციტოქრომ P450 იზოენზიმების საშუალებით მოიცავს ფენოიტინს, თეოფილინს და ვალპროატს.

ანტიარითმიული საშუალებები

ომეპრაზოლი

სიდელნაფილი, ტადალაფილი და ვარდენაფილი

თეოფილინი, კარბამაზეპინი

ტოლტეროდინი

ტრიაზოლობენზოდიაზეპინები (მაგ. ალპრაზოლამი, მიდაზოლამი და ტრიაზოლამი)

კოლხიცინი

დიგოქსინი

ზიდოვუდინი

ფენიტოინი და ვაპროატი

ატაზავანირი

კალციუმის არხის ბლოკატორები, მეტაბოლიზდება CYP3A4-ის (მაგ. ვერაპამილი, ამლოდიპინი, დილთიაზემი) მეშვეობით

იტრაკონაზოლი

სეკვინავირი

მოზარდებში, თუ ზიდოვუდინის შემცვლელი პრეპარატი მიიღება თანმხლები მედიკამენტის სახით კლარითრომიცინთან ერთად, ეს ორი პრეპარატი სხვადასხვა დროს უნდა მიიღონ.

კლარემის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

კლარემი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კლარითრომიცინის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული რისკისა და სარგებელის გულდასმით შესწავლის გარეშე. კლარითრომიცინის უსაფრთხოება ძუძუთი კვების დროს არ არის დადასტურებული. კლარითრომიცინი გამოიყოფა დედის რძეში.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის მიღებამდე.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კლარემით მკურნალობისას თავბრუსხვევის შეგრძნების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან თავბრუსხვევა უარყოფითად მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

დამატებითი ნივთიერებების შესახებ გაფრთხილებები

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ერთ ტაბლეტში, შესაბამისად, შეიძლება ითქვას რომ ის „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

როგორ მიიღება კლარემი

მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. შეამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

ყველა ინფექცია, რომლის დროსაც კლარითრომიცინი ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილის გარდა

კლარემისთვის ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 250მგ (250მგ-იანი ტაბლეტი) ორჯერ დღეში. მძიმე ინფეციების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 500მგ-მდე ორჯერ დღეში. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა 6-დან 14 დღემდე. დოზები მიიღება დილით და საღამოს.

თირკმლის დისფუნქციის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30მლ/წთ-ზე), კლარემის დოზა მცირდება ნახევრამდე, ანუ 250მგ დღეში ერთხელ ან 250მგ ორჯერ დღეში მძიმე ინფეციების დროს და მკურნალობა არ უნდა გასცდეს 14 დღეს.

250მგ-იანი ან 500მგ-იანი ტაბლეტები არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიკობაქტერიული ინფექციები

კლარითრომიცინი უნდა გამოიყენონ კომბინაციაში სოკოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად.

მოზრდილებში რეკომენდებული დოზა გენერალიზებული ან ლოკალური მიკობაქტერიული ინფექციის დროს (M. avium, M. intracellulare, M. chelonae, M. fortuitum, M. Kansasii) მოიცავს 500მგ-ს ორჯერ დღეში. მკურნალობა გრძელდება, რადგან კლინიკური გაუმჯობესება გრძელდება. დოზები მიიღება დილით და საღამოს.

Helicobacter pylori-ის განადგურება

სამმაგი თერაპიული რეჟიმი

500მგ-იანი კლარემი (250მგ-იანი 2 ტაბლეტი ან 500მგ-იანი 1 ტაბლეტი) ორჯერ დღეში 1000მგ-იან ამოქსიცილინთან ორჯერ დღეში ერთად კომბინაციაში და 20მგ-იანი ომეპრაზოლი ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

500მგ-იანი კლარემი (250მგ-იანი 2 ტაბლეტი ან 500მგ-იანი 1 ტაბლეტი) ორჯერ დღეში 1000მგ-იან ამოქსიცილინთან ორჯერ დღეში ერთად კომბინაციაში და 40მგ-იანი ომეპრაზოლი ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

ორმაგი თერაპიული რეჟიმი

რეკომენდებული დოზა მოიცავს 500მგ-იან კლარითრომიცინს სამჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში კუჭის სეკრეციის ინჰიბიტორებთან ერთად კომბინაციაში.

კბილის ინფექციები

250მგ-იანი კლარითრომიცინი ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში.

თქვენი ექიმი შეარჩევს მკურნალობის რეჟიმს, რომელიც ყველაზე მეტად შესაფერისია თქვენთვის. მაშინაც კი თუ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა ან გამოჯანმრთელდით მკურნალობის დასრულებამდე, არ შეწყვიტოთ კლარემის მიღება. მკურნალობა გააგრძელეთ იმდენი დღე, რამდენ დღეც არის რეკომენდებული თქვენი ექიმის მიერ.

500მგ-იანი კლარემის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

კლარემის დანიშნულ დოზაზე უფრო მეტის მიღებისას

ანგარიშების მიხედვით, მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების განვითარება კლარითრომიცინის დიდი ოდენობის მონელების შემდეგ. ზედოზირებასთან ასოცირებული გვერდითი რეაქციების მკურნალობა მოიცავს პრეპარატის სწრაფ გამოდევნას, რომლის აბსორბცია ჯერ არ მოხდა და ასევე დამატებით ზომების მიღებას.

თუ დაგავიწყდათ კლარემის მიღება

დოზის დავიწყების შემთხვევაში, მიიღეთ გამოტოვებული დოზა, როცა ეს შესაძლებელია და შემდეგ გააგრძელეთ რეგულარული დოზის მიღება ექიმის მიერ გამოწერილი რეჟიმის შესაბამისად. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას დავიწყებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.

ყველაზე ხშირად მოხსენიებული გვერდითი ეფექტებია: დიარეა, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი, გულისრევა და გემოს რეცეპტორების ცვლილება. ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივად მსუბუქი ინტენსივობისაა და შეესაბამება მაკროლიდური ანტიბიოტიკების ცნობილ უსაფრთხოების პროფილს.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ გაგივითარდათ კანზე სერიოზული რეაქცია: წითელი, ქერცლიანი გამონაყარი მუწუკებით კანის ქვეშ და ბუშტუკები (ეგზანთემატური პუსტულოზი). ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე ცნობილი არ არის (არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით).

ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები ასევე გამოვლინდა ამ პრეპარატის გამოშვების შემდეგ:

კანდიდოზი, ვაგინალური ინფექცია, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღორის წითურა

ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია

ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება

ანორექსია, დაქვეითებული მადა

უძილობა, შფოთვა, ფსიქოზი, კონფუზია, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, ორიენტაციის დარღვევა, ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, მანიაკალური სინდრომი

ზიზღის შეგრძნება, თავის ტკივილის, მადის დარღვევები, თავბრუსხვევა, თვლემა, ტრემორი, სპაზმი, გემოს შეგრძნების დაკარგვა, ანოსმია, სიხარბე, პარესთეზია, ვერტიგო, სმენის სიმახვილე, ტინიტუსი, სიყრუე

QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარიოგრამაზე, თრთოლვა, torsades de pointes, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია

სისხლდენა

დიარეა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გასტრიტი, სტოამტიტი, გლოსიტი, მუცლის შებერილობა, ყაზბობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, მწვავე პანკრეატიტი, ენის ფერის ცვლილება, კბილების ფერის ცვლილება

ღვიძლის ფუნქციური ტესტის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები, ქოლესტაზი, ჰეპატიტი, მომატებული ალანინამინოტრანსფერაზა, მომატებული ასპრტატამინოტრასფერაზა, მომატებული გამა-გლუტამილტრანსფერაზა, ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტაზით გამოწვეული სიყვითლე

გამონაყარი, ჰიპერჰიდროზი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, აკნე, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პრეპარატით გამოწვეული გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

რაბდომიოლიზი, მიოპათია

თირკმლის უკმარისობა, ინტერსტიციუილ ნეფრიტი

დისკომფორტის შეგრძნება, სისუსტე, გულმკერდის არეში ტკივილი, შემცივნება, დაღლილობა

სისხლში ალკალინ ფოსფატაზას მატება, ლაქტატდეჰიდროგენაზას მატება, მომატებული საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება, გახანგრძლივებული პროთრომბინის დროს, შარდის ნორმიდან გადახრილი შეფერილობა

როდესაც კლარითრომიცინი თანმხლები პრეპარატის სახით ინიშნება ომეპრაზოლთან ერთად ენის ფერის შექცევადი შეცვლა და გემოვნების ცვლილება ხანდახან აღინიშნება.

არსებობს პოსტმარკეტინგული ანგარიშები კოლხიცინის ტოქსიკურობის შესახებ კლარითრომიცინთან ერთად თანმხლები თერაპიისას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და/ან თირკლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ზოგიერთი მათგანი აღმოჩნდა ფატალური. თუ კოლხიცინისა და კლარითრომიცინის თანმხლები დანიშვნა აუცილებელია, საჭიროა პაციენტების მონიტორინგი კოლხიცინის ტოქსიკურობის კლინიკურ ნიშნებზე.

დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ გაგივითარდათ მსგავსი პრობლემები ან გაწუხებთ მოულოდნელი ან უჩვეულო სიმპტომები.

გვერდითი ეფექტები იმუნოსუპრესიულ პაციენტებში

მიკობაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ კლარემს დიდი ხნის განმავლობაში საჭიროებენ მჭიდრო მონიტორინგს როგორც კლინიკურად ასევე ლაბორატორიულად. რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ გაგივითარდათ მსგავსი პრობლემები ან გაწუხებთ მოულოდნელი ან უჩვეულო სიმპტომები.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ შეტყობინება შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით დაეხმარებით უფრო მეტის ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

Cyprus Pharmaceutical Services

ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475 Nicosia

ტელეფონი: +357 22608607

ფაქსი: +35722608669

ვებსაიტი: www.moh.gov.cy/phs

როგორ ინახება კლარემი

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ მიიღებთ ამ პრეპარატს ვარიგისიანობის ავდის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებული მუყაოს კოლოფზე „ვარგისია“.

ვარგისიანობის ვადა მოიცავს იმ თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კლარემი

აქტიური ნივთიერებაა კლარითრომიცინი.

აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი კლარემის ტაბლეტები: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ კლარითრომიცინს.

აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი ტაბლეტები: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ კლარითრომიცინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი, ქინოლინის ყვითელი ალუმინის ლაქი E104, ნარინჯისფერი სითხე.

იხილეთ პარაგარაფი 2 „დამხმარე ნივთიერებების შესახებ გაფრთხილება“

როგორ გამოიყურება კლარემი და შეფუთვის შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი კლარემის ტაბლეტები: ყვითელი, პარალელური, კაფსულის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები Remedica-ს ლოგოთი ორივე მხარეს.

აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი კლარემის ტაბლეტები: ყვითელი, ოვალური აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლებზეც ამოტვიფრული „CL500“ მეორე მხარეს.

შეფუთვის ზომები:

აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი კლარემის ტაბლეტები:

ალუმინიs-PVC/PE/PVDC ბლისტერები. შეფუთვის ზომა მოიცავს 14 და 100 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი ტაბლეტები:

ალუმინიs-PVC/PE/PVDC ბლისტერები. შეფუთვის ზომა მოიცავს 14 და 100 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს ბაზარზე გამოშვებული.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

შპს Remedic

აჰარტონის ქუჩა, Limassol Industrial Estate

3056 ლიმასოლი, კვიპროსი

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 03/2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა