ფრომილიდ უნო
Fromilid® uno
სასუნთქი გზების ზედა განყოფილების ინფექციები (მათ შორის ტონზილოფარინგიტი, ზედა ყბის მწვავე სინუსიტი); სასუნთქი გზების ქვედა განყოფილების ინფექციები (მათ შორის მწვავე ბაქტერიული ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და არაჰოსპიტალური პნევმონია); კანის და კანქვეშა ქსოვილების ინფექციები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლარითრომიცინი (clarithromycin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
- მწარმოებელი
- KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
- ATC კოდი
- J01FA09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036255
- რეგისტრირებულია
- 24 აგვისტო 2022, მოქმედებს 24 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფრომილიდ უნო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სასუნთქი გზების ზედა განყოფილების ინფექციები (მათ შორის ტონზილოფარინგიტი, ზედა ყბის მწვავე სინუსიტი);
სასუნთქი გზების ქვედა განყოფილების ინფექციები (მათ შორის მწვავე ბაქტერიული ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და არაჰოსპიტალური პნევმონია);
კანის და კანქვეშა ქსოვილების ინფექციები.
ფრომილიდი უნო ნაჩვენებია სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენების მეთოდოლოგიურ პრინციპებს.
მიღების წესი და დოზირება
პაციენტებმა პრეპარატი ჭამის დროს უნდა მიიღონ. არ არის რეკომენდირებული ტაბლეტის გატეხვა. იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ნიშნავენ 500 მგ-იან თითო ტაბლეტს ფრომილიდ უნოს ყოველ 24 საათში ერთხელ. მძიმე ინფექციების სამკურნალოდ დღიურ დოზას ზრდიან 500 მგ-იან 2 ტაბლეტამდე ყოველ 24 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-დან 14 დღემდე.
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკუირ კვლევები ჩატარებული იყო კლარითრომიცინის პედიატრიული სუსპენზიის გამოყენებით 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამგვარად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებულია ფრომილიდის სუსპენზიის სახით დანიშვნა.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით
არ არის საჭირო დოზის კორექტირება სუსტად გამოხატული ან ზომიერი ღვიძლის უკმარისობის დროს თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში.
გამოყენება პაციენტებში თირკმელების უკმარისობით
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით 30 მლ-ზე/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით კლარითრომიცინის დოზა ორჯერ უნდა იქნას შემცირებული, ანუ 250 მგ-მდე ერთხელ დღეში ან 250 მგ ორჯერ დღეში უფრო მძიმე ინფექციების დროს. ასეთ პაციენტებში მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტ ხანს. რადგანაც ტაბლეტი ვერ იქნება გაყოფილი, პრეპარატის დოზა ვერ იქნება შემცირებული 500 მგ-დან დღეში, ამიტომ არ არის რეკომენდირებული პროლონგირებული მოქმედების კლარითრომიცინის ტაბლეტების დანიშვნა აღნიშნულ პაციენტებში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
გამოყენება პაციენტებში 30 მლ-ზე/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით (რადგანაც პრეპარატის ეს ფორმა არ იძლევა დოზის 500 მგ-ზე დაბლა შემცირების საშუალებას. ყველა დანარჩენი დოზირება შეიძლება იქნას გამოყენებული);
კლარითრიმიცინის და ნებისმიერი შემდეგი პრეპარატის ერთდროულად მიღება: ასთემიზოლის, ციზაპრიდის, დომპერიდონის, პიმოზიდის და ტერფენადინის (რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და გულის არითმიების განვითარება, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, პარკუჭების ფიბრილაციის და „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით).
კლარითრომიცინის და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება (რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ერგოტოქსიკურობა).
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის დანიშვნა პაციენტებისათვის გახანგრძლივებული QT ინტერვალით, გულის პარკუჭოვანი არითმიებით, ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით.
უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენება მიდაზოლამთან პერორალური მიღებისათვის.
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის ერთდროულად გამოყენება ტრიგრელორთან ან რანოლაზინთან.
უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის და ლომიტაპიდის ერთდროულად მიღება.
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის ერთდროულად გამოყენება ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან (სტატინებთან), რომლებიც მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზირდებიან CYP3A4 იზოფერმენტით (ლოვასტატინით და სიმვასტატინით), რაბდომილიოზის განვითარების რისკთან დაკავშირებით. ამ საშუალებებით მკურნალობა უნდა შეწყდეს კლარითრომიცინით მკურალობის დროს.
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის დანიშვნა პაციენტებისათვის ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებით (ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია, QT ინტერვალის გახანგრძლივების მომატებული რისკის გამო).
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის დანიშვნა პაციენტებისათვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით, თირკმელების დარღვეულ ფუნქციასთან კომბინაციაში.
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის, ისევე, როგორც CYP3A4 სხვა ძლიერი ინჰიბიტორების დანიშვნა პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ კოლხიცინს.
სიფრთხილის ზომები
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის დანიშვნა ორსულობის პირველ ტრიმესტრში სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების გარეშე.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.
კლარითრომიცინი გამოიყოფა ძირითადად ღვიძლით, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე ამ ანტიბიოტიკის დანიშვნისას პაციენტებისათვის ღვიძლის ფუნქწციის დარღვევით, თირკმელების ზომიერი და მძიმე უკმარისობით.
კლარითრომიცინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შესახებ, ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონის ჩათვლით, და ჰეპატოცელულარული და/ან ქოლესტაზური ჰეპატიტის შესახებ სიყვითლით ან მის გარეშე. ღვიძლის ფუნქციის ეს დარღვევა შეიძლება იყოს მძიმე ხარისხის და ჩვეულებრივ შექცევადია. ზოგიერთ შემთხვევებში იყო შეტყობინებები ღვიძლის უკმარისობის შესახებ ლეტალური დასასრულით, რომელიც, ძირითადად, ასოცირებული იყო სერიოზულ ძირითად დაავადებებთან და/ან თანმხლებ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან. აუცილებელია კლარითრომიცინის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ჰეპატიტის ისეთი სიმპტომების და გამოვლინებების აღნიშვნის შემთხვევაში, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, შარდის გამუქება, ქავილი ან ტკივილი მუცლის არეში.
შეტყობინებები Clostridium difficile (CDAD) გამოწვეული დიარეის განვითარების შესახებ მსუბუქი ხარისხის სიმძიმიდან ფსევდომემბრანულ კოლიტამდე ლეტალური დასასრულით იყო პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის კლარითრომიცინის, გამოყენებისას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს Clostridium difficile გამოწვეული დიარეის განვითარების შესაძლებლობის შესახებ, ყველა პაციენტში დიარეით ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. გარდა ამისა, აუცილებელია ანამნეზის საგულდაგულო შეგროვება, რადგანაც Clostridium difficile გამოწვეული დიარეის განვითარების შესახებ შეტყობინებები იყო ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებიდან 2 თვის შემდეგ. აუცილებელია მიკრობიოლოგიური კვლევების ჩატარება და ადექვატური მკურნალობის დანიშვნა. თავიდან უნდა იქნას აცილებული პერისტალტიკის მაინჰიბირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენება.
იყო შეტყობინებები კოლხიცინის ტოსიკურობის (მათ შორის ფატალური დასარულით) განვითარების შესახებ კლარითრომიცინის და კოლხიცინის ერთროულად გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, მათ შორის თირკმელების უკმარისობის ფონზე. უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის და კოლხიცინის ერთდროული გამოყენება.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის და ტრიალბენზოდიაზეპინების, მაგალითად ტრიაზოლამის, მიდაზოლამის, კომბინირებული გამოყენებისას.
რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის ერთდროულად დანიშვნისას სხვა ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან. მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ვესტიბულარული და სმენის ფუნქციების მონიტორინგის განხორციელება.
გულ-სისხლძარღვთა მოვლენები
მაკროლიდებით, მათ შორის კლარითრომიცინით მკურნალობისას, აღინიშნება მიოკარდიუმის რეპოლარიზაციის და QT ინტერვალის გახანგრძლივება, რაც ხელს უწყობს გულის რითმის დარღვევების და „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკს. შემდეგმა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიონ პარკუჭოვანი არითმიების („პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის) განვითარების რისკის ზრდა, ამიტომ კლარითრომიცინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შემდეგ პაციენტებში:
პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, გულის მძიმე უკმარისობით, იმპულსების გატარების დარღვევით ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიით.
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება, გარდა იმ წამლებისა, რომლებიც უკუნაჩვენებია.
ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მაკროლიდების გამოყენების არასასურველი კარდიოვასკულური შედეგების რისკთან დაკავშირებით ძალიან განსხვავებულია. ზოგიერთმა დაკვირვებამ აჩვენა არითმიის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ლეტალური გულ-სისხლძარღვთა შედეგის იშვიათი მოკლევადიანი რისკი, რომელიც დაკავშირებულია მაკროლიდების, მათ შორის კლარითრომიცინის გამოყენებასთან.
პნევმონია
რადგანაც შესაძლებელია Streptococcus pneumoniae რეზისტენტობის არსებობა მაკროლიდებისადმი, მნიშვნელოვანია ტესტის ჩატარება მგრძნობელობაზე კლარითრომიცინის დანიშვნისას არაჰოსპიტალური პნევმონიის სამკურნალოდ. ჰოსპიტალური პნევმონიის შემთხვევაში კლარითრომიცინი გამოყენებული უნდა იქნას სხვა შესაბამის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
კანის და რბილი ქსოვილების მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის ინფექციები
ეს ინფექციები ყველაზე ხშირად გამოწვეულია Staphylociccus aureus და Streptococcus pyogenes მიკროორგანიზმებით, რომელთაგან თითოეული შეიძლება იყოს რეზისტენტული მაკროლიდებისადმი. ამიტომ მნიშვნელოვანია მგრძნობელობაზე ტესტის ჩატარება. იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენება (მაგალითად, ალერგია), სხვა ანტიბიოტიკები, მაგალითად, კლინდამიცინი, შეიძლება გახდეს პირველი შერჩევის პრეპარატი. დღეისათვის მაკროლიდები თამაშობენ როლს მხოლოდ კანის და რბილი ქსოვილების ზოგიერთი ინფექციის მკურნალობაში, მაგალითად: ინფექციები, გამოწვეული Corynebacterium minutissimum (ერიტრაზმა), acne vulgaris, წითელი ქარი; და სიტუაციებში, როდესაც არ შეიძლება პენიცილინებით მკურნალობის გამოყენება.
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციების განვითარებისას, როგორიცაა ანაფილაქსიური რეაქცია, მძიმე კანის არასასურველი რეაქცია (მაგალითად, მწვავე გენერალიზებული ეგზამენტოზური პუსულოზი) სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მედიკამენტური გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომატიკით (DRESS-სინდრომი), კლარითრომიცინით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაწყებული იქნას შესაბამისი მკურნალობა. კლარითრომიცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ციტოქრომ CYP3A4 ფერმენტის ინდუქტორებთან ერთდროულად დანიშვნისას.
ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორები
კლარითრომიცინის კომბინირებული გამოყენება ლოვასტატინთან ან სიმვასტატინთან უკუნაჩვენებია.
სხვა მაკროლიდების მსგავსად, კლარითრომიცინი იწვევდა ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების კონცენტრაციის ზრდას. იშვიათად იყო შეტყობინებები რაბდომილიოზის განვითარების შესახებ პაციენტებში ამ სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენების დროს. აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება მიოპათიის ნიშნების და სიმპტომების არსებობის საგანზე.
იშვიათად იყო შეტყობინებები რაბდომილიოზის განვითარების შესახებ პაციენტებში კლარითრომიცინის ატორვასტატინთან ან როზუვასტატინთან კომბინირებული გამოყენების დროს. ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ატორვასტატინის ან როზუვასტატინის დოზა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. მიღებული უნდა იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება სტატინის დოზის კორექტირების ან სტატინის გამოყენების თაობაზე, რომელიც არ არის დამოკიდებული CYP3A4 მეტაბოლიზმზე (მაგალითად, ფლუვასტატინი ან პრავასტატინი).
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები/ინსულინი
კლარითრომიცინის და პერორალური ჰიპოკლიკემიური საშუალებების და/ან ინსულინის კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოგლიკემია. ჰიპოკლიკემიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა ნატეგლინიდი, პიოგლიტაზონი, რეპაგლინიდი და როზიგლიტაზონი, კლარითრომიცინს შეუძლია CYP3A4 ენზიმის ინჰიბირება, რამაც შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. რეკომენდირებულია გლუკოზის დონის სათანადო მონიტრინგი.
პერორალური ანტიკოაგულანტები
კლარითრომიცინის ვარფარინთან კომბინირებული გამოყენებისას არსებობს სერიოზული სისხლდენის გაჩენის, საერთაშორისო ნორმალოზებული შეფარდების მაჩვენებლის და პროთრომბინული დროის მნიშვნელოვანი ზრდის რისკი. მანამდე, სანამ პაციენტები იღებენ ერთდროულად კლარითრომიცინს და პერორალურ ანტიკოაგულანტებს, აუცილებელია საერთაშორისო ნორმალოზებული შეფარდების მაჩვენებლის და პროთრომბინული დროის ხშირი კონტროლი.
საჭიროა სოფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის კომბინირებული გამოყენებისას პირდაპირი მოქმედების პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, როგორიცაა დაბიგატრანი, რივაროქსაბანი და აპიქსაბანი, განსაკუთრებით პაციენტებში სისხლდენის განვითარების მაღალი რისკით.
ნებისმიერი ანტიმიკრობული თერაპიის, მათ შორის კლარითრომიცინის, გამოყენებამ H. Pylori ინფექციის სამკურნალოდ შეიძლება გამოიწვიოს მიკრობული რეზისტენტობის განვითარება.
ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა ან განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ბაქტერიების და სოკოების ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის გაჩენისას საჭიროა კლარითრომიცინის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დაწყება.
ყურადღება უნდა მიექცეს ჯვარედინი რეზისტენტობის შესაძლებლობას კლარითრომიცინსა და სხვა მაკროლიდებს, ასევე ლინკომიცინსა და კლინდამიცინს შორის.
დამატებითი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ
ფრომილიდი უნო შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებისათვის გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტაზას უკმარისობით და გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომით ფრომილიდი უნოს გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ფრომილიდი უნოს თითოეული ტაბლეტი შეიცავს 12,85 მგ ნატრიუმს. პაციენტებმა კონტროლირებად ნატრიუმის დიეტაზე მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ 1 ტაბლეტზე მეტის მიღებისას ნატრიუმის რაოდენობა იზრდება 23 მგ-მდე (1 მმოლი).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შემდეგი პრეპარატების გამოყენება მკაცრად უკუნაჩვენებია ურთიერთქმედების მძიმე შედეგების განვითარების შესაძლებლობის გამო
ასთემიზოლი, ციზაპრიდი, დომპერიდონი, პიმოზიდი, ტერფენადინი
ციზაპრიდის დონის მომატება სისხლის შრატში აღინიშნებოდა კლარითრომიცინთან კომბინირებული გამოყენებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და არითმიების აღნიშვნა, მათ შორის პარკუჭოვანი არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია და ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია. მსგავსი ეფექტები აღინიშნებოდა კლარითრომიცინის და პიმოზიდის კომბინირებული გამოყენების დროსაც.
აღნიშნული იყო, რომ მაკროლიდები ცვლიან ტერფენადინის მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც იზრდება მისი დონე სისხლის შრატში, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და არითმიების აღნიშვნა, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია და ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ერთ კვლევაში 14 ჯანმრთელ მოხალისეზე კლარითრომიცინის და ტერფენადინის ერთდროულმა გამოყენებან აჩვენა სისხლის შრატში ტერფენადინის მჟავა მეტაბოლიტის დონის ზრდა 2-3 ჯერ და QT ინტერვალის გახანგრძლივება, რაც არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი. მსგავსი ეფექტები აღინიშნებოდა ასთემიზოლის და სხვა მაკროლიდების კომბინირებული გამოყენებისას.
ერგოტამინი/დიჰიდროერგოტამინი
კლარითრომიცინის და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება ასოცირდებოდა მწვავე ერგოტიზმის ნიშნებთან, რასაც ახასიათებდა კიდურების და სხვა ქსოვილების ვაზოსპაზმი და იშემია, ცენტრალური ნერვული სისტემის ჩათვლით. კალრითრომიცინის და ამ სამკურნალო საშულებების გამოყენება უკუნაჩვენებია.
პერორალური მიდაზოლამი
მიდაზოლამის გამოყენებისას კლარითრომიცინის ტაბლეტებთან (500 მგ 2 ჯერ დღეში) ფართობი მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ (AUC) იზრდებოდა 7 ჯერ მიდაზოლამის პერორალური გამოყენების შემდეგ. პერორალური მიდაზოლამის და კლარითრომიცინის ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია.
ჰმგ-კოA-რედუქტაზის ინჰიბიტორები (სტატინები)
კლარითრომიცინის და ლოვასტატინის ან სიმვასტატინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“), რადგანაც სტატინები ინტენსიურად მეტაბოლიზირდებიან CYP3A4 და კლარითრომიცინთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება მათი კონცენტრაცია პლაზმაში, რაც ზრდის მიოპათიის რისკს, ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზის ჩათვლით. მონაცემები ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზის შესახებ მიღებული იქნა პაციენტებისაგან, რომლებიც იღებდნენ კლარითრომიცინს ამ სტატინებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ არ შეიძლება კლარითრომიცინით მკურნალობის თავიდან აცილება, მაშინ ლოვასტატინით ან სიმვასტატინით თერაპია უნდა შეჩერდეს კლარითრომიცინით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის და სტატინების ერთდროულად გამოყენებისას. იმ სიტუაციებში, როდესაც არ შეიძლება კლარითრომიცინის და სტატინების ერთდროულად გამოყენების თავიდან აცილება, რეკომენდირებულია სტატინების მინიმალური დოზის გამოყენება. შეიძლება განხილული იქნას სტატინების გამოყენება, რომელთა მეტაბოლიზმი არ არის დამოკიდებული CYP3A იზოფერმენტზე (ფლუვასტატინი). ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის კონტროლირება მიოპათიის ნიშნების და სიმპტომების არსებობაზე.
ლომიტაპიდი
კლარითრომიცინის და ლომიტაპიდის კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია ტრანსამინაზების დონის მნიშვნელოვან შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით.
სხვა სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 ინდუქტორებს (მაგალითად, რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, კრაზანას პრეპარატები), შეუძლიათ კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის ინდუცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს კლარითრომიცინის სუბთერაპიული დონეები და მისი ეფექტურობის დაქვეითება. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს CYP3A4 ინდუქტორების პლაზმური დონეების მონიტორინგი, რომლებიც შეიძლება მომატებული იყოს კლარითრომიცინით CYP3A4 ინჰიბირების გამო (იხ. ასევე CYP3A4 შესაბამისი ინდუქტორის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია). რიფაბუტინის და კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენება იწვევდა რიფაბუტინის დონეების ზრდას და კლარითრომიცინის დონეების დაქვეითებას სისხლის შრატში უვეიტის გაჩენის რისკის ერთდროულად ზრდასთან.
შემდეგი სამკურნალო საშუალებების გავლენა კლარითრომიცინის კონცენტრაციაზე სისხლში ცნობილია ან სავარაუდოა, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან ალტერნატიული თერაპიის გამოყენება.
ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი
ციტოქრომ P450 ფერმენტების ძლიერ ინდუქტორებს, როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი, შეუძლიათ კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის დაჩქარება, სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირებით, მაგრამ 14-OH-კლატითრომიცინის - მიკრობიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის გაზრდით. რადგანაც კლარითრომიცინის და 14-OH-კლატითრომიცინის მიკრობიოლოგიური აქტივობა ბაქტერიების მიმართ განსხვავებულია, მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი შეიძლება ვერ იქნას მიღწეული კლარითრომიცინის და ციტოქრომ P450 ფერმენტების ინდუქტორების ერთობლივი გამოყენების გამო.
ეტრავირინი
ეტრავირინი ამცირებს კლარითრომიცინის კონცენტრაციას, მაგრამ აქტიური მეტაბოლიტის 14-OH-კლარითრომიცინის კონცენტრაცია იზრდება. ვინაიდან 14-OH-კლატითრომიცინს გააჩნია სუსტი აქტივობა Mycobacterium avium (MAC) კომპლექსის მიმართ, შეიძლება შეცვლილი იქნას ზოგადი აეფექტურობა ამ პათოგენის მიმართ; ამიტომ MAC-ის სამკურნალოდ განხილული უნდა იქნას კლარითრომიცინით თერაპიის ალტერნატიული მკურნალობა.
ფლუკონაზოლი
აქტიური მეტაბოლიტის 14-OH-კლატითრომიცინის წონასწორული კონცნეტრაციები მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა ფლუკონაზოლთან კომბინირებული გამოყენებისას. კლარითრომიცინის დოზის ცვლილება არ არის საჭირო.
რიტონავირი
რიტონავირთის და კლარითრომიცინის გამოყენება იწვევდა კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან დათრგუნვას. კლარითრომიცინის Cmax იზრდებოდა 31%-ით, Cmin - 182%-ით და AUC - 77%-ით. აღინიშნებოდა 14-OH-კლარითრომიცინის წარმოქმნის სრული დათრგუნვა. დიდი თერაპიული დიაპაზონის გამო კლარითრომიცინის დოზის შემცირება პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით არ არის საჭირო. პაციენტებში თირკმელების უკმარსობით საჭიროა დოზის კორექცია: 30-60 მლ/წთ CLcr დროს კლარითრომიცინის დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით; ˂ 30 მლ/წთ CLcr დროს - კლარითრომიცინის დოზა უნდა შემცირდეს 75%-ით. არ არის რეკომენდირებული 1 გ-ზე/დღეში მეტი კლარითრომიცინის დოზების გამოყენება რიტონავირთან ერთად.
დოზის მსგავსი კორექტირება უნდა ჩატარდეს პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით რიტონავირის გამოყენებისას ფარმაკოკინეტიკური გამაძლიერებლის სახით აივ-პროტეაზას სხვა ინჰიბიტორებთან ერთად, ატაზანავირის და საკვინავირის ჩათვლით.
კლარითრომიცინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
CYP3A
კლარითრომიცინის ერთობლივმა გამოყენებამ, CYP3A ფერმენტის ცნობილი ინჰიბიტორისა, და პრეპარატისა, რომელიც ძირითადად ახდენს CYP3A მეტაბოლიზირებას, შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში, რასაც, თავის მხრივ, შეუძლია თერაპიული ეფექტის და გვერდითი რეაქციების გაჩენის რისკის გაძლიერება ან გახანგრძლივება.
კლარითრომიცინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ CYP3A სუბსტრატებს ასთემიზოლს, ციზაპრიდს, დომპერიდონს, პიმოზიდს და ტერფენადინს QT ინტერვალის გახანგრძლივების და გულის არითმიების აღნიშვნის რისკთან დაკავშირებით, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, პარკუჭების ფიბრილაციის და „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით.
უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის ერთდროული მიღება ჭვავის რქის ალკალოიდებთან, პერორალურ მიდაზოლამთან, ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზირდებიან CYP3A იზოფერმენტით (ლოვასტატინი ან სიმვასტატინი), კოლხიცინთან, ტიკაგრელორთან და რანოლაზინთან.
კლარითრომიცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A იზოფერტმენტის სუბსტრატებს, განსაკუთრებით, თუ ამ პრეპარატებს გააჩნიათ ვიწრო თერაპიული დიაპაზონი (მაგალითად, კარბამაზეპინი), და/ან ინტენსიურად მეტაბოლიზირდებიან ამ ფერმენტით. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს პრეპარატის დოზის კორექცია, რომელიც მიიღება კლარითრომიცინთან ერთად. ასევე, შეძლებისდაგვარად, უნდა ჩატარდეს პრეპარატების შრატისმიერი კონცენტრაციების მონოტორინგი, რომლებიც პირველადად მეტაბოლიზირდებიან CYP3A იზოფერმენტით. შემდეგი პრეპარატების/კლასების მეტაბოლიზმი ხორციელდება იმავე CYP3A იზოფერტმენტით, რაც კლარითრომიცინის მეტაბოლიზმი, მაგალითად, ალპრაზოლამი, ასთემიზოლი, კარბამაზეპინი, ცილოსტაზოლი, ციკლოსპორინი, დიზოპირამიდი, მეთილპრედნიზოლონი, მიდაზოლამი, ომეპრაზოლი, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი), ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგალითად, კვეტიაპინი), ქინიდინი, რიფაბუტინი, სილდენაფილი, ტაკროლიმუსი, ტრიაზოლამი და ვინბლასტინი.
ურთიერთქმედების მსგავსი მექანიზმი აღნიშნულია ფენიტოინის, თეოფილინის და ვალპროატის გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან P450 ციტოქრომის სისტემის სხვა იზოფერმენტით.
პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტები
პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტი წარმოადგენს სუბსტრატს P-გლიკოპროტეინის (P-gp) ეფლუქს-ტრანსპორტიორისათვის. რივაროქსაბანი და აპიქსაბანი მეტაბოლიზდებიან CYP3A და ასევე წარმოადგენენ სუბსტრატებს P-gp-სთვის. სიფრთხილის დაცვაა საჭირო კლარითრომიცინის ერთობლივი გამოყენებისას ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებთან, განსაკუთრებით პაციენტებში სისხლდენების განვითარების მაღალი რისკით.
ანტიარითმიული საშუალებები
არსებობს პოსტმარკეტინგული შეტყობინებები ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების შესახებ, რომელიც გაჩნდა კლარითრომიცინის ქინიდინთან ან დიზოპირამიდთან ერთდროულად გამოყენებისას. რეკომენდირებულია ეკგ-მონიტორინგის ჩატარება QT ინტერვალის გახანგრძლივების დროულად გამოვლენისათვის. კლარითრომიცინით თერაპიის დროს საჭიროა ამ პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციის დონეზე დაკვირვება.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო შეტყობინებები ჰოპოგლიკემიის შემთხვევების შესახებ კლარითრომიცინის დიზოპირამიდთან ერთდროული გამოყენების დროს, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცნეტრაციის კონტროლი.
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები და ინსულინი
ზოგიერთი ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისათვის, როგორიცაა ნატეგლინიდი და რეპაგლინიდი, კლარითრომიცინით CYP3A ფერმენტის ინჰიბირებამ შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. რეკომენდირებულია გლუკოზის დონის სათანადო კონტროლი.
ომეპრაზოლი
კლარითრომიცინის გამოყენება ომეპრაზოლთან კომბინაციაში მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდა ომეპრაზოლის წონასწორული კონცენტრაციების ზრდას. მხოლოდ ომეპრაზოლის გამოყენებისას კუჭის წვენის pH საშუალო მნიშვნელობამ 24 საათის განმავლობაში გაზომვისას შეადგინა 5,2, ომერაზოლის კლარითრომიცინთან კომბინირებული გამოყენებისას - 5,7.
სილდენაფილი, ტადალაფილი და ვარდენაფილი
არსებობს ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორების (სილდენაფილის, ტადალაფილის და ვარდენაფილის) პლაზმური კონცენტრაციების ზრდის ალბათობა მათი კლარითრომიცინთან კომბინირებული გამოყენებისას, რამაც შეიძლება მოითხოვოს ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორების დოზის შემცირება.
თეოფილინი, კარბამაზეპინი
კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ არსებობს უმნიშვნელო, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი თეოფილინის ან კარბამაზეპინის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში კლარითრომიცინთან მათი ერთდროულა გამოყენებისას. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
ტოლტეროდინი
ტოლტეროდინის დოზის შემცირება შეიძლება იყოს აუცილებელი მისი კლარითრომიცინთან გამოყენებისას.
ტრიაზოლბენზოდიაზეპინები (მაგალითად ალპრაზოლამი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი)
თავი უნდა ავარიდოთ პერორალური მიდაზოლამის და კლარითრომიცინის კომბინირებულ გამოყენებას.
მიდაზოლამის ინტრავენური გამოყენებისას კლარითრომიცინთან აუცილებელია პაციენტის სათანადო მონიტორინგის ჩატარება, რათა დროულად იქნას განხორციელებული დოზის კორექტირება.
იგივე ზომები უნდა იქნას დაცული სხვა ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3А, ტრიაზოლამის და ალპრაზოლამის ჩათვლით. ბენზოდიაზეპინებისათვის, რომელთა გამოყოფა არ არის დამოკიდებული CYP3А-ზე (ტემაზეპამი, ნიტრაზეპამი, ლორაზეპამი), ნაკლებად სავარაუდოა კლარითრომიცინთან კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების განვითარება.
არსებობს პოსტმარკეტინგული შეტყობინებები წამლისმიერი ურთიერთქმედებების და გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ ცენტალური ნერვული სისტემის მხრივ (როგორიცაა ძილიანობა და გონების დაბინდვა) კლარითრომიცინის და ტრიაზოლამის ერთდროულად გამოყენებისას. საჭიროა პაციენტზე დაკვირვება, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ფარმაკოლოგიური ეფექტების ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
სხვა სახის ურთიერთქმედებები
ამინოგლიკოზიდები
რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის კომბინირებული გამოყენებისას სხვა ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდიებთან.
კოლხიცინი
კოლხიცინი წარმოადგენს CYP3А და P-გლიკოპროტეინის (Pgp) სუბსტრატს. ცნობილია, რომ კლარითრომიცინს და სხვა მაკროლიდებს შეუძლიათ CYP3А და Pgp დათრგუნვა. კლარითრომიცინის და კოლხიცინის ერთდროული გამოყენებისას კლარითრომიცინით Pgp და/ან CYP3А დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის ექსპოზიციის ზრდა. საჭიროა პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება კოლხიცინის ტოქსიკურობის კლინიკური სიმპტომების გამოვლენის საგანზე.
დიგოქსინი
პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს იყო შეტყობინებები სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის ზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კლარითრომიცინს დიგოქსინთან ერთად. ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა დიგოქსინის ტოქსიკურობის ნიშნები, მათ შორის პოტენციურად ფატალური არითმიები. საჭიროა დიგოქსინის კონცენტრაციის სათანადო კონტროლირება პაციენტების სისხლის შრატში კლარითრომიცინთან მისი გამოყენებისას.
ზიდოვუდინი
ზიდოვუდინის და კლარითრომიცინის ტაბლეტების ერთდროულმა გამოყენებამ აივ-ინფიცირებულ პაცენტებში შეიძლება გამოიწვიოს ზიდოვუდინის წონასწორული კონცენტრაციების შემცირება სისხლის შრატში. ამის მნიშვნელოვანი ხარისხით თავიდან აცილება შეიძლება კლარითრომიცინისა და ზიდოვუდინის მიღებებს შორის ინტერვალის დაცვის გზით. არ ყოფილა შეტყობინებები ამ ურთიერთქმედების შესახებ კლარითრომიცინის სუსპენზიის და ზიდოვუდინის ან დიდანოზინის გამოყენებისას. ასეთი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა კლარითრომიცინის ინტრავენური ინფუზიების დროს.
ფენიტოინი და ვალპროატი
იყო სპონტანური ან გამოქვეყნებული შეტყობინებები CYP3А ინჰიბიტორების ურთიერთქმედების შესახებ, კლარითრომიცინის ჩათვლით, სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც არ ითვლება მეტაბოლიზირებულად CYP3А (მაგალითად, ფენიტოინი და ვალპროატი). რეკომენდირებულია ამ სამკურნალო საშულებების დონეების განსაზღვრა სისხლის შრატში კლარითრომიცინთამ მათი ერთდროულად დანიშვნისას. იყო შეტყობინებები შრატისმიერი დონეების გაზრდის შესახებ.
შესაძლებელია ასევე ორხმრივ მიმართული მედიკამენტური ურთიერთქმედება კლარითრომიცინსა და ატაზანავირს, ინტრაკონაზოლს, საკვინავირს შორის.
კალციუმის არხების ბლოკატორები
სიფრთხილის დაცვაა საჭირო კლარითრომიცინის და კალციუმის არხების ბლოკატორების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაზოლიზირდება CYP3А (მაგალითად, ვერაპამილი, ამლოდიპინი, დილთიაზემი და ა.შ) ჰიპოტენზიის განვითარების რისკთან დაკავშირებით. ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება გაიზარდოს, როგორც კლარითომიცინის, ასევე კალციუმი არხების ბლოკატორების კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში.
იყო შეტყობინებები არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიარითმიის და ლაქტოაციდოზის განვითარების შესახებ კლარითრომიცინის და ვერაპამილის ერთად გამოყენებისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კლარითრომიცინის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ცხოველებზე კვლევების და ადამიანებში გამოყენების გამოცდილების შედეგების საფუძველზე, ვერ იქნება გამორიცხული უარყოფითი ზემოქმედების შესაძლებლობა ემბრიოფეტალურ განვითარებაზე. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ქალებში კლარითრომიცინის ზემოქმედების ზოგიერთ ობსერვაციურ კვლევებში იყო შეტყობინებები სპონტანური აბორტის გაზრდილი რისკის შესახებ მკურნალობასთან შედარებით კლარითრომიცინის გარეშე ან სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებასთან იმავე პერიოდის განმავლობაში. ამგვარად, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში სარგებელი/რისკის შეფარდების სათანადო შეფასების გარეშე.
ძუძუთი კვება
კლარითრომიცინი გამოიყოფა დედის რძით მცირე რაოდენობით. სავარაუდოდ ჩვილმა, რომელიც იმყოფება მხოლოდ ძუძუთი კვებაზე, შეიძლება მიიღოს დედის მიერ მიღებული სხეულის მასაზე გაანგარიშებით კლარითრომიცინის დოზის დაახლოებით 1,7%.
ფერტილობა
რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში ვირთხებში პრეპარატის მავნე ეფექტი არ ყოფილა გამოვლენილი.
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მონაცემები კლარითრომიცინის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს. მაგრამ ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის წინ აუცილებელია ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი რექციების გაჩენის შესაძლებლობის გათვალისწინება, როგორიცაა კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია და სხვ.
გვერდითი მოვლენები
ა) უსაფრთხოების ჯამური პროფილი
კლარითრომიცინით მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი და გავრცელებული გვერდითი ეფექტები, როგორც მოზრდილებსა, ასევე ბავშვებში, არის ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება და გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევა. ეს გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, უმნიშვნელოდაა გამოხატული და ემთხვევა მაკროლიდული ანტიბიოტიკების უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.
კლინიკური კვლევების დროს არ ყოფილა გამოვლენილი ამ გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირის რაიმე მნიშვნელოვანი სხვაობა პაციენტთა ჯგუფებს შორის მიკობაქტერიული ინფექციებით ან მათ გარეშე.
ბ) გვერდითი რეაქციების ჯამური ცხრილი
ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც გაჩნდა კლინიკური კვლევების და კლარითრომიცინის სხვადასხვა სამკურნალო ფორმების და დოზირებების პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს, მათ შორის პროლონგორებული მოქმედების.
კლარითრომიცინის მკურნალობისას აღნიშნული გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება შესაბამის ჯგუფებად ორგანოების სისტემების მიხედვით და აღნიშვნის სიხშირის შესაბამისად:
- ძალიან ხშირი (≥ 1/10),
- ხშირი (≥ 1/1000 < 1/10-მდე),
- არახშირი (≥ 1/1000 < 1/100-მდე),
- სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
თითოეული ჯგუფის ფარგლებში პრეპარატის გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით.
ორგანოთა სისტემები
ძალიან ხშირი
≥ 1/10
ხშირი
≥ 1/1000 < 1/10-მდე
არახშირი
≥ 1/1000 < 1/100-მდე
უცნობია
(სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
ინფექციები და ინვაზიები
ცელულიტი1,
კანდიდოზი, გასტროენტერიტი2,
ინფექცია3, ვაგინალური ინფექცია
ფსევდომემბრანული კოლიტი
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ლეიკოპენია, ნეიტროპენია4, თრომბოციტოპენია3, ეოზინოფილია4
აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ5
ანაფილაქტოიდური რეაქიები1, ჰიპერმგრძნობელობა
ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
ანორექსია, მადის დაქვეითება
დარღვევები ფსიქიკის მხრივ
უძილობა
შფოთვა, ნევროზულობა3,
ფსიქოზები, ცნობიერების არევა, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, კოშმარული სიზმრები
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ
დიზგევზია (გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევა), თავის ტკივილი, გემოვნების დამახინჯება
გონების დაკარგვა1, დისკინეზია1, თავბრუსხვევა, ძილიანობა7, ტრემორი
კრუნჩხვები, აგევზია (გემოვნების შეგრძნების დაკარგვა), პაროსმია, ანოსმია, პარესთეზია
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
თავბრუსხვევა, სმენის გაუარესება, ხმაური ყურებში
სმენის დაკარგვა
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
გულის გაჩერება1, წინაგულების ფიბრილაცია1, QT ინტერვალის გახანგრძლივება8, ექსტრასისტოლია1, გულისცემის შეგრძნება
„პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია8, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭის ფიბრილაცია8
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
ვაზოდილატაცია1
სისხლჩაქცევა9
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ასთმა1, ცხვირიდან სისხლდენა2, ფილტვების სისხლძარღვთა ემბოლია1
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა10, გულისრევა, დისპეფსია, ღებინება, მუცლის ტკივილი
ეზოფაგიტი1, გასტოეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება2, გასტრიტი, პროქტალგია2, სტომატიტი, გლოსიტი, მუცლის შებერვა4, შეკრულობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, მეტეორიზმი
მწვავე პანკრეატიტი, ენის ფერის ცვლილება, კბილების შეფერილობის ცვლილება
დარღვევეი ჰეპათობილიარული სისტემის მხრივ
ღვიძლის ფუნქციონალური ტესტების ნორმიდან გადახრა
ქოლესტაზი4, ჰეპატიტი4, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება4
ღვიძლის უკმარისობა11, ჰეპატოცელულარული სიყვითლე
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
გამონაყარი, ჰიპერჰიდროზი
ბულოზური დერმატიტი1, ქავილი, ჭინჭრის ციება, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი3
კანის მძიმე გვერდითი რეაქცია (მაგალითად, მწვავე გენერალიზებული, ეგზამენტოზური პუსტულოზი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი5, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი3, მედიკამენტოზური კანის რეაქცია, რომელსაც ახლავს ეოზინოფილია და სისტემური გამოვლინებები (DRESS), აკნე
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
კუნთების სპაზმები3, ჩონჩხ-კუნთოვანი რიგიდულობა1, მიალგია
რაბდომილიოზი2, 12, მიოპათია
დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ
სისხლის კრეატინინის დონის მატება1, შარდოვანას დონის მატება1
თირკმლის უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილი
ფლებიტი შეყვანის ადგილას1
ტკივილი, ანთება შეყვანის ადგილას1
შეუძლოდ ყოფნა4, ცხელება3, ასტენია, ტკივილი გულმკერდის არეში4, შემცივნება4, დაღლილობა4
ლაბორატორიული კვლევები
ალბუმინ-გლობულინის შეფარდების ცვლილება1, ტუტე ფოსფოტაზას დონის მომატება სისხლში4, ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება4
საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მომატება9, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება9, შარდის ფერის ცვლილება
1, 2, 3, 4 ამ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები იყო მხოლოდ პრეპარატის შემდეგი ფორმით გამოყენებისას:
1 ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
2 პროლობგირებული მოქმედების ტაბლეტები
3 სუსპენზია
4 დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები.
5, 8, 10, 11, 12 იხ. ნაწილი ა)
6, 7, 9 იხ. ნაწილი გ)
გ) გვერდითი რეაქციების შერჩევითი აღწერა
ინტრავენურად შესაყვანი კლარითრომიცინისთვის დამახასიათებელია ფლებიტი, ტკივილი, ანთება შეყვანის ადგილას.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები ღვიძლის უკმარისობის შესახებ ლეტალური დასასრულით, რომელიც დაკავშირებული იყო სერიოზულ თანმხლებ დაავადებებთამ და/ან თანმხლებ თერაპიასთან.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დიარეას, რადგანაც პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებისას, კლარითრომიცინის ჩათვლით, იყო შეტყობინებები დიარეის აღნიშვნის შესახებ, გამოწვეულის Clostridium difficile (CDAD), რომელიც შეიძლება ვარირებდეს სიმძიმის მიხედვით ზომიერი დიარეიდან კოლიტამდე სასიკვდილო დასასრულით.
კლარითრომიცინით მკურნალობისას, ისევე როგორც სხვა მაკროლიდებით მკურნალობისას, იშვიათად აღინიშნებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
ზოგიერთ შეტყობინებებში რაბდომილიოზის შესახებ ნახსენები იყო კლარითრომიცინის და სტატინების, ფიბრატების, კოლხიცინის და ალოპურინოლის ერთდროულად გამოყენების შესახებ.
პოსტმარკეტინგული კვლევების მიხედვით, კოლხიცინის და კლარითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის ტოქსიკურობა (მათ შორის ფატალური დასასრულით), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, მათ შორის თირკმლის უკმარისობის ფონზე.
გარდა ამისა, აღნიშნული იყო ჰიპოგლიკემიის იშვიათი შემთხვევები, რომელთაგან ზოგიერთი აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს ან ინსულინს.
ჩატარებული იყო კლარითრომიცინის და ტრიაზოლამის ერთდროული გამოყენების და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მათი გავლენის (მაგალითად, ძილიანობა, ცნობიერების არევა) პოსტმარკეტინგული კვლევები. რეკომენდირებულია პაციენტებზე დაკვირვება ცენტრალური ნერვული სისტემის ფარმაკოლოგიური ეფექტების გაზრდით.
ვარფარინის და კლარითრომიცინის ერთდროულად გამოყენებისას არსებობს ძლიერი სისხლდენების განვითარების და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების და პროთრომბინული დროის მნიშვნელოვანი მატების რისკი. აუცილებელია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების და პროთრომბინული დროის სათანადო კონტროლი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლარითრომიცინს და პერორალურ ანტიკოაგულანტებს.
პაციენტების იშვიათ განცხადებებში, რომელთაგან უმეტესობას აწუხებდა ანატომიური (ილესტომიის ან კოლოსტომიის ჩათვლით) ან ფუნქციონალური კუჭ-ნაწლავური დარღვევები ნაწლავური ტრანზიტის შემოკლებული დროით, შეტყობინებები იყო პროლონგირებული მოქმედების კლარითრომიცინის ტაბლეტების ზეგავლენის შესახებ კუჭის მოქმედებაზე. ზოგიერთ პაციენტებში აღმოაჩინეს ტაბლეტების ნარჩენები განავალში, ამიტომ ამ პაციენტებისათვის რეკომენდირებული იყო კლარითრომიცინის სხვა სამკურნალო ფორმაზე (მაგალითად, სუსპენზია) ან სხვა ანტიბიოტიკზე გადასვლა.
დ) გამოყენება ბავშვებში
ჩატარებული იყო კლინიკური კვლევები კლარითრომიცინის სუსპენზიის გამოყენებით 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამგვარად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში საჭიროა კლარითრომიცინის სუსპენზიის ფორმით დანიშვნა.
გვერდითი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე ბავშვებში სავარაუდოდ ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.
ე) სხვა პოპულაციები
პაციენტები სუსტი იმუნიტეტით
მიკობაქტერიული ინფექციების მკურნალობისას პაციენტებში შიდსით ან სხვა იმუნოდეფიციტური დაავადებებით, რომლებიც იღებდნენ კლარითრომიცინს მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ძნელი იყო კლარითრომიცინის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განსხვავება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაავადების ან ინტერკურენტული დაავადებების ნიშნებისაგან.
მოზრდილ პაციენტებში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები კლარითრომიცინის 1000 მგ და 2000 მგ საერთო დღიური დოზის გამოყენებისას იყო: გულისრევა, ღებინება, გემოს შეგრძნების ცვლილება, მუცლის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი, მუცლის შებერვა, თავის ტკივილი, შეკრულობა, სმენის დარღვევა, ასპარტატამინოტრანსფერაზას და ალანინამინოტრანსფერაზას შრატისმიერი დონის მომატება. იშვიათად აღინიშნება ქოშინი, უძილობა, სიმშრალე პირში. გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირე შესადარებელია პაციენტებში, რომლებიც ყოველდღე იღებდნენ 1000მგ და 2000მგ კლარითრომიცინს, მაგრამ ეს მაჩვენებლი 3-4 ჯერ უფრო მაღალია პაციენტებში, რომელთა ყოველდღიური სადღეღამისო დოზა შეადგენდა 4000 მგ-ს.
ჭარბი დოზა
არსებული შეტყობინებები მიუთითებენ იმაზე, რომ კლარითრომიცინის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების აღნიშვნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ერთ პაციენტს ბიპოლარული ფსიქოზით ანამნეზში, რომელმაც მიიღო 8 გ კლარითრომიცინი, განუვითარდა მენტალური სტატუსის დარღვევა, პარანოიდალური ქცევა, ჰიპოკალიემია და ჰიპოქსემია.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც ახლავს ჭარბ დოზირებას, ნამკურნალები უნდა იქნას კუჭის ამორეცხვის და სიმპტომატური თერაპიის მეშვეობით. ისევე, როგორც სხვა მაკროლიდების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი ან პერიტონელური დიალიზი მნიშვნელოვნად ცვლიდეს კლარითრომიცინის დონეს სისხლის შრატში.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 500 მგ კლარითრომიცინს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის კალციუმის ალგინატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, პოლისორბატი 80, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ჰიპრომელოზა, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი.
აღწერილობა
აპკიანი გარსით დაფარული, ოვალური, ორმხრივამობურცული, მოყავისფრო-მოყვითალო ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს „U” მარკირებით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ნესტისაგან დაცულ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის გაცემა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შეფუთვა
გარსით დაფარული, პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები, 500 მგ.
5 ტაბლეტი ბლისტერში. 5 ტაბლეტი (1 ბლისტერი) მუყაოს კოლოფში.
7 ტაბლეტი ბლისტერში. 7 ან 14 ტაბლეტი (1 ან 2 ბლისტერი) მუყაოს კოლოფში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მაკროლიდური ანტიბიოტიკი. ათქ კოდი [J01FA09].
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კლარითრომიცინი - ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან.
უკავშირდება რა 50S რიბოსომალური სუბერთეულის P-ლოკუსს, თრგუნავს ცილის სინთეზს მიკრობულ უჯრედში, რაც შედეგად იწვევს მისი ნორნალური ფუნქციონირების შეწყვეტას.
მაკროლიდების შერჩევითი შეკავშირება ადამიანის უჯრედის რიბოსომებთან არის მათი დაბალი ტოქსიკურობის მიზეზი.
კლარითრომიცინის გარდა, მის მეტაბოლიტს 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი, მოქმედებს რა Haemophilus influenzae-ს მიმართ ორჯერ უფრო აქტიურად, ვიდრე კლარითრომიცინი.
კლარითრომიცინი მოქმედებს ბაქტერიოსტატურად, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოახდინოს ასევე ბაქტერიციდული მოქმედება ძირითადად Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumonia და Moraxella catarrahalis-ზე.
ანტიბაქტერიული ეფექტურობა
კლარითრომიცინი ახდენს ბაქტერიოსტატიკურ და ბაქტერიციდულ მოქმედებას გრამადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, როგორიცაა აერობები, ანაერობები, ფაკულტატიური ანაერობები და სხვა ბაქტერიები (მიკოპლაზმები, ურეაპლაზმები, ქლამიდიები, ლეგიონელლა) და ატიპიური მიკობაქტერიები.
კლარითრომიცინ-მგრძნობიარე ბაქტერიები
აერობები
გრამდადებითი ბაქტერიები
გრამუარყოფითი ბაქტერიები
Streptococcus pyogenes
Haemophilus influenzae
Streptococcus pneumonia
Moraxella catarrahalis
მეთიცილინ-მგრძნობიარე Staphylococcus aureus
Legionella pneumophila
Streptococcus agalactiae
Neissena gonorrhoeae
Streptococcus viridans
Helicobacter pylori
Corynebacteium spp.
Campylobacter jejuni
Listeria monocytogenes
Bordetella pertussis
Bacillus spp.
Pasteurella multocida
ანაერობული ბაქტერიები
გრამდადებითი ბაქტერიბი
გრამუარყოფითი ბაქტერიები
Eubacterium spp.
Bacteroides spp.
Clostridium perfingens
Bacteroides fragilis
Peptococcus spp.
Prevotella melaninogenica
Peptostreptococcus spp.
Propionobacterium acnes
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamidia pneumonia
Chlamidia trachomatis
Mycoplasma pneumoniae
Ureaplasma urealyticum
Borrelia burgdorferi
Toxoplasma gondii
Mycobacterium avium complex
Mycobacterium fortuitum
Mycobacterium chelonae
Mycobacterium kansasii
Mycobacterium xenopi
Mycobacterium lepra
ფარმაკოკინეტიკა
კლარითრომიცინის შეწოვა გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტებიდან შენელებულია, მაგრამ ექვივალენტურია აბსორბციისა დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტებიდან თანაბარი დოზებით. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს იზრდება, 500 მგ დღიური ერთჯერადი დოზისთვის შეადგენს 7,5 საათს კლარითრომიცინისთვის და 7,7 საათს მისი მეტაბოლიტის 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინისთვის. მაქსიმალური კონცენტრაცია გარკვეულწილად დაბალია დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტებთან შედარებით. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ კლარითრომიცინის ორივე ფორმის კინეტიკა ექვივალენტურია. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა მე-3 დღისთვის. ბიოშეღწევადობა გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტებისთვის 30%-ით უფრო დაბალია უზმოზე მიღებისას, ამიტომ პაციენტებმა პრეპარატი ჭამის დროს უნდა მიიღონ.
კლარითრომიცინის კონცენტრაცია ქსოვილებში 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სისხლში. მაღალი კონცენტრაცია გვხვდება ფილტვებში (8,8 მგ/კგ), ნუშისებრ ჯირკვლებში (1,6 მგ/კგ), ცხვირის ლორწოვან გარსში, კანში, ნერწყვში, ალვეოლურ უჯრედებში, ნახველში და შუა ყურის ღრუში. კლარითრომიცინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელო და შექცევადია.
კლარითრომიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. აღმოჩენილი 7 მეტაბოლიტიდან ყველაზე მნიშვნელოვანია 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინი. ნახევრად დაშლის დრო 500 მგ დღიური ერთჯერადი დოზისთვის შეადგენს 5,5 საათს კლარითრომიცინისთვის და 9,3 საათს 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინისთვის.
კლარითრომიცინის დაახლოებით 40% გამოიყოფა შარდით და 30%-ზე მეტი განავლით.
ასაკის და დაავადებების გავლენა კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: შედეგები აჩვენებს, რომ ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, გარდა თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევებისა.
პაციენტები თანმხლები პათოლოგიით: 200 მგ კლარითრომიცინის პერორალური მიღების შემდეგ იზრდება მაქსიმალური კონცნეტრაცია და AUC, პაციენტებში კი თირკმლის მწვავე უკმარისობით ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით აღინიშნებოდა კლარითრომიცინის გამოყოფის დაქვეითება. შედეგები მიუთითებს, რომ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექტირება. პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები არ არის შესაფერისი გამოსაყენებლად პაციენტებისთვის 0,5 მლ-ზე/წმ (30 მლ/წთ) ნაკლები კრეატინინის კლირენსით. ასეთ პაციენტებს უნდა მიეცეთ დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტები დოზის კორექციით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ფრომილიდი® უნო
სავაჭრო დასახელება
ფრომილიდი® უნო (Fromilid® uno).
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
კლარითრომიცინი (clarithromycin).
სამკურნალო ფორმა
პროლონგირებული მოქმედების, გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 500 მგ კლარითრომიცინს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის კალციუმის ალგინატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, პოლისორბატი 80, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ჰიპრომელოზა, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი.
აღწერილობა
აპკიანი გარსით დაფარული, ოვალური, ორმხრივამობურცული, მოყავისფრო-მოყვითალო ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს „U” მარკირებით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მაკროლიდური ანტიბიოტიკი. ათქ კოდი [J01FA09].
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კლარითრომიცინი - ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან.
უკავშირდება რა 50S რიბოსომალური სუბერთეულის P-ლოკუსს, თრგუნავს ცილის სინთეზს მიკრობულ უჯრედში, რაც შედეგად იწვევს მისი ნორნალური ფუნქციონირების შეწყვეტას.
მაკროლიდების შერჩევითი შეკავშირება ადამიანის უჯრედის რიბოსომებთან არის მათი დაბალი ტოქსიკურობის მიზეზი.
კლარითრომიცინის გარდა, მის მეტაბოლიტს 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი, მოქმედებს რა Haemophilus influenzae-ს მიმართ ორჯერ უფრო აქტიურად, ვიდრე კლარითრომიცინი.
კლარითრომიცინი მოქმედებს ბაქტერიოსტატურად, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოახდინოს ასევე ბაქტერიციდული მოქმედება ძირითადად Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumonia და Moraxella catarrahalis-ზე.
ანტიბაქტერიული ეფექტურობა
კლარითრომიცინი ახდენს ბაქტერიოსტატიკურ და ბაქტერიციდულ მოქმედებას გრამადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, როგორიცაა აერობები, ანაერობები, ფაკულტატიური ანაერობები და სხვა ბაქტერიები (მიკოპლაზმები, ურეაპლაზმები, ქლამიდიები, ლეგიონელლა) და ატიპიური მიკობაქტერიები.
კლარითრომიცინ-მგრძნობიარე ბაქტერიები
აერობები
გრამდადებითი ბაქტერიები
გრამუარყოფითი ბაქტერიები
Streptococcus pyogenes
Haemophilus influenzae
Streptococcus pneumonia
Moraxella catarrahalis
მეთიცილინ-მგრძნობიარე Staphylococcus aureus
Legionella pneumophila
Streptococcus agalactiae
Neissena gonorrhoeae
Streptococcus viridans
Helicobacter pylori
Corynebacteium spp.
Campylobacter jejuni
Listeria monocytogenes
Bordetella pertussis
Bacillus spp.
Pasteurella multocida
ანაერობული ბაქტერიები
გრამდადებითი ბაქტერიბი
გრამუარყოფითი ბაქტერიები
Eubacterium spp.
Bacteroides spp.
Clostridium perfingens
Bacteroides fragilis
Peptococcus spp.
Prevotella melaninogenica
Peptostreptococcus spp.
Propionobacterium acnes
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamidia pneumonia
Chlamidia trachomatis
Mycoplasma pneumoniae
Ureaplasma urealyticum
Borrelia burgdorferi
Toxoplasma gondii
Mycobacterium avium complex
Mycobacterium fortuitum
Mycobacterium chelonae
Mycobacterium kansasii
Mycobacterium xenopi
Mycobacterium lepra
ფარმაკოკინეტიკა
კლარითრომიცინის შეწოვა გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტებიდან შენელებულია, მაგრამ ექვივალენტურია აბსორბციისა დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტებიდან თანაბარი დოზებით. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს იზრდება, 500 მგ დღიური ერთჯერადი დოზისთვის შეადგენს 7,5 საათს კლარითრომიცინისთვის და 7,7 საათს მისი მეტაბოლიტის 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინისთვის. მაქსიმალური კონცენტრაცია გარკვეულწილად დაბალია დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტებთან შედარებით. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ კლარითრომიცინის ორივე ფორმის კინეტიკა ექვივალენტურია. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა მე-3 დღისთვის. ბიოშეღწევადობა გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტებისთვის 30%-ით უფრო დაბალია უზმოზე მიღებისას, ამიტომ პაციენტებმა პრეპარატი ჭამის დროს უნდა მიიღონ.
კლარითრომიცინის კონცენტრაცია ქსოვილებში 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სისხლში. მაღალი კონცენტრაცია გვხვდება ფილტვებში (8,8 მგ/კგ), ნუშისებრ ჯირკვლებში (1,6 მგ/კგ), ცხვირის ლორწოვან გარსში, კანში, ნერწყვში, ალვეოლურ უჯრედებში, ნახველში და შუა ყურის ღრუში. კლარითრომიცინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელო და შექცევადია.
კლარითრომიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. აღმოჩენილი 7 მეტაბოლიტიდან ყველაზე მნიშვნელოვანია 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინი. ნახევრად დაშლის დრო 500 მგ დღიური ერთჯერადი დოზისთვის შეადგენს 5,5 საათს კლარითრომიცინისთვის და 9,3 საათს 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინისთვის.
კლარითრომიცინის დაახლოებით 40% გამოიყოფა შარდით და 30%-ზე მეტი განავლით.
ასაკის და დაავადებების გავლენა კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: შედეგები აჩვენებს, რომ ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, გარდა თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევებისა.
პაციენტები თანმხლები პათოლოგიით: 200 მგ კლარითრომიცინის პერორალური მიღების შემდეგ იზრდება მაქსიმალური კონცნეტრაცია და AUC, პაციენტებში კი თირკმლის მწვავე უკმარისობით ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით აღინიშნებოდა კლარითრომიცინის გამოყოფის დაქვეითება. შედეგები მიუთითებს, რომ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექტირება. პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები არ არის შესაფერისი გამოსაყენებლად პაციენტებისთვის 0,5 მლ-ზე/წმ (30 მლ/წთ) ნაკლები კრეატინინის კლირენსით. ასეთ პაციენტებს უნდა მიეცეთ დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტები დოზის კორექციით.
გამოყენების ჩვენებები
სასუნთქი გზების ზედა განყოფილების ინფექციები (მათ შორის ტონზილოფარინგიტი, ზედა ყბის მწვავე სინუსიტი);
სასუნთქი გზების ქვედა განყოფილების ინფექციები (მათ შორის მწვავე ბაქტერიული ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და არაჰოსპიტალური პნევმონია);
კანის და კანქვეშა ქსოვილების ინფექციები.
ფრომილიდი უნო ნაჩვენებია სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენების მეთოდოლოგიურ პრინციპებს.
გამოყენების წესი და დოზირება
პაციენტებმა პრეპარატი ჭამის დროს უნდა მიიღონ. არ არის რეკომენდირებული ტაბლეტის გატეხვა. იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ნიშნავენ 500 მგ-იან თითო ტაბლეტს ფრომილიდ უნოს ყოველ 24 საათში ერთხელ. მძიმე ინფექციების სამკურნალოდ დღიურ დოზას ზრდიან 500 მგ-იან 2 ტაბლეტამდე ყოველ 24 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-დან 14 დღემდე.
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკუირ კვლევები ჩატარებული იყო კლარითრომიცინის პედიატრიული სუსპენზიის გამოყენებით 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამგვარად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებულია ფრომილიდის სუსპენზიის სახით დანიშვნა.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით
არ არის საჭირო დოზის კორექტირება სუსტად გამოხატული ან ზომიერი ღვიძლის უკმარისობის დროს თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში.
გამოყენება პაციენტებში თირკმელების უკმარისობით
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით 30 მლ-ზე/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით კლარითრომიცინის დოზა ორჯერ უნდა იქნას შემცირებული, ანუ 250 მგ-მდე ერთხელ დღეში ან 250 მგ ორჯერ დღეში უფრო მძიმე ინფექციების დროს. ასეთ პაციენტებში მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტ ხანს. რადგანაც ტაბლეტი ვერ იქნება გაყოფილი, პრეპარატის დოზა ვერ იქნება შემცირებული 500 მგ-დან დღეში, ამიტომ არ არის რეკომენდირებული პროლონგირებული მოქმედების კლარითრომიცინის ტაბლეტების დანიშვნა აღნიშნულ პაციენტებში.
გვერდითი მოქმედება
ა) უსაფრთხოების ჯამური პროფილი
კლარითრომიცინით მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი და გავრცელებული გვერდითი ეფექტები, როგორც მოზრდილებსა, ასევე ბავშვებში, არის ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება და გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევა. ეს გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, უმნიშვნელოდაა გამოხატული და ემთხვევა მაკროლიდული ანტიბიოტიკების უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.
კლინიკური კვლევების დროს არ ყოფილა გამოვლენილი ამ გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირის რაიმე მნიშვნელოვანი სხვაობა პაციენტთა ჯგუფებს შორის მიკობაქტერიული ინფექციებით ან მათ გარეშე.
ბ) გვერდითი რეაქციების ჯამური ცხრილი
ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც გაჩნდა კლინიკური კვლევების და კლარითრომიცინის სხვადასხვა სამკურნალო ფორმების და დოზირებების პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს, მათ შორის პროლონგორებული მოქმედების.
კლარითრომიცინის მკურნალობისას აღნიშნული გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება შესაბამის ჯგუფებად ორგანოების სისტემების მიხედვით და აღნიშვნის სიხშირის შესაბამისად:
- ძალიან ხშირი (≥ 1/10),
- ხშირი (≥ 1/1000 < 1/10-მდე),
- არახშირი (≥ 1/1000 < 1/100-მდე),
- სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
თითოეული ჯგუფის ფარგლებში პრეპარატის გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით.
ორგანოთა სისტემები
ძალიან ხშირი
≥ 1/10
ხშირი
≥ 1/1000 < 1/10-მდე
არახშირი
≥ 1/1000 < 1/100-მდე
უცნობია
(სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
ინფექციები და ინვაზიები
ცელულიტი1,
კანდიდოზი, გასტროენტერიტი2,
ინფექცია3, ვაგინალური ინფექცია
ფსევდომემბრანული კოლიტი
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ლეიკოპენია, ნეიტროპენია4, თრომბოციტოპენია3, ეოზინოფილია4
აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ5
ანაფილაქტოიდური რეაქიები1, ჰიპერმგრძნობელობა
ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
ანორექსია, მადის დაქვეითება
დარღვევები ფსიქიკის მხრივ
უძილობა
შფოთვა, ნევროზულობა3,
ფსიქოზები, ცნობიერების არევა, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, კოშმარული სიზმრები
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ
დიზგევზია (გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევა), თავის ტკივილი, გემოვნების დამახინჯება
გონების დაკარგვა1, დისკინეზია1, თავბრუსხვევა, ძილიანობა7, ტრემორი
კრუნჩხვები, აგევზია (გემოვნების შეგრძნების დაკარგვა), პაროსმია, ანოსმია, პარესთეზია
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
თავბრუსხვევა, სმენის გაუარესება, ხმაური ყურებში
სმენის დაკარგვა
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
გულის გაჩერება1, წინაგულების ფიბრილაცია1, QT ინტერვალის გახანგრძლივება8, ექსტრასისტოლია1, გულისცემის შეგრძნება
„პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია8, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭის ფიბრილაცია8
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
ვაზოდილატაცია1
სისხლჩაქცევა9
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ასთმა1, ცხვირიდან სისხლდენა2, ფილტვების სისხლძარღვთა ემბოლია1
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა10, გულისრევა, დისპეფსია, ღებინება, მუცლის ტკივილი
ეზოფაგიტი1, გასტოეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება2, გასტრიტი, პროქტალგია2, სტომატიტი, გლოსიტი, მუცლის შებერვა4, შეკრულობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, მეტეორიზმი
მწვავე პანკრეატიტი, ენის ფერის ცვლილება, კბილების შეფერილობის ცვლილება
დარღვევეი ჰეპათობილიარული სისტემის მხრივ
ღვიძლის ფუნქციონალური ტესტების ნორმიდან გადახრა
ქოლესტაზი4, ჰეპატიტი4, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება4
ღვიძლის უკმარისობა11, ჰეპატოცელულარული სიყვითლე
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
გამონაყარი, ჰიპერჰიდროზი
ბულოზური დერმატიტი1, ქავილი, ჭინჭრის ციება, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი3
კანის მძიმე გვერდითი რეაქცია (მაგალითად, მწვავე გენერალიზებული, ეგზამენტოზური პუსტულოზი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი5, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი3, მედიკამენტოზური კანის რეაქცია, რომელსაც ახლავს ეოზინოფილია და სისტემური გამოვლინებები (DRESS), აკნე
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
კუნთების სპაზმები3, ჩონჩხ-კუნთოვანი რიგიდულობა1, მიალგია
რაბდომილიოზი2, 12, მიოპათია
დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ
სისხლის კრეატინინის დონის მატება1, შარდოვანას დონის მატება1
თირკმლის უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილი
ფლებიტი შეყვანის ადგილას1
ტკივილი, ანთება შეყვანის ადგილას1
შეუძლოდ ყოფნა4, ცხელება3, ასტენია, ტკივილი გულმკერდის არეში4, შემცივნება4, დაღლილობა4
ლაბორატორიული კვლევები
ალბუმინ-გლობულინის შეფარდების ცვლილება1, ტუტე ფოსფოტაზას დონის მომატება სისხლში4, ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება4
საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მომატება9, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება9, შარდის ფერის ცვლილება
1, 2, 3, 4 ამ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები იყო მხოლოდ პრეპარატის შემდეგი ფორმით გამოყენებისას:
1 ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
2 პროლობგირებული მოქმედების ტაბლეტები
3 სუსპენზია
4 დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები.
5, 8, 10, 11, 12 იხ. ნაწილი ა)
6, 7, 9 იხ. ნაწილი გ)
გ) გვერდითი რეაქციების შერჩევითი აღწერა
ინტრავენურად შესაყვანი კლარითრომიცინისთვის დამახასიათებელია ფლებიტი, ტკივილი, ანთება შეყვანის ადგილას.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები ღვიძლის უკმარისობის შესახებ ლეტალური დასასრულით, რომელიც დაკავშირებული იყო სერიოზულ თანმხლებ დაავადებებთამ და/ან თანმხლებ თერაპიასთან.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დიარეას, რადგანაც პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებისას, კლარითრომიცინის ჩათვლით, იყო შეტყობინებები დიარეის აღნიშვნის შესახებ, გამოწვეულის Clostridium difficile (CDAD), რომელიც შეიძლება ვარირებდეს სიმძიმის მიხედვით ზომიერი დიარეიდან კოლიტამდე სასიკვდილო დასასრულით.
კლარითრომიცინით მკურნალობისას, ისევე როგორც სხვა მაკროლიდებით მკურნალობისას, იშვიათად აღინიშნებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
ზოგიერთ შეტყობინებებში რაბდომილიოზის შესახებ ნახსენები იყო კლარითრომიცინის და სტატინების, ფიბრატების, კოლხიცინის და ალოპურინოლის ერთდროულად გამოყენების შესახებ.
პოსტმარკეტინგული კვლევების მიხედვით, კოლხიცინის და კლარითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის ტოქსიკურობა (მათ შორის ფატალური დასასრულით), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, მათ შორის თირკმლის უკმარისობის ფონზე.
გარდა ამისა, აღნიშნული იყო ჰიპოგლიკემიის იშვიათი შემთხვევები, რომელთაგან ზოგიერთი აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს ან ინსულინს.
ჩატარებული იყო კლარითრომიცინის და ტრიაზოლამის ერთდროული გამოყენების და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მათი გავლენის (მაგალითად, ძილიანობა, ცნობიერების არევა) პოსტმარკეტინგული კვლევები. რეკომენდირებულია პაციენტებზე დაკვირვება ცენტრალური ნერვული სისტემის ფარმაკოლოგიური ეფექტების გაზრდით.
ვარფარინის და კლარითრომიცინის ერთდროულად გამოყენებისას არსებობს ძლიერი სისხლდენების განვითარების და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების და პროთრომბინული დროის მნიშვნელოვანი მატების რისკი. აუცილებელია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების და პროთრომბინული დროის სათანადო კონტროლი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლარითრომიცინს და პერორალურ ანტიკოაგულანტებს.
პაციენტების იშვიათ განცხადებებში, რომელთაგან უმეტესობას აწუხებდა ანატომიური (ილესტომიის ან კოლოსტომიის ჩათვლით) ან ფუნქციონალური კუჭ-ნაწლავური დარღვევები ნაწლავური ტრანზიტის შემოკლებული დროით, შეტყობინებები იყო პროლონგირებული მოქმედების კლარითრომიცინის ტაბლეტების ზეგავლენის შესახებ კუჭის მოქმედებაზე. ზოგიერთ პაციენტებში აღმოაჩინეს ტაბლეტების ნარჩენები განავალში, ამიტომ ამ პაციენტებისათვის რეკომენდირებული იყო კლარითრომიცინის სხვა სამკურნალო ფორმაზე (მაგალითად, სუსპენზია) ან სხვა ანტიბიოტიკზე გადასვლა.
დ) გამოყენება ბავშვებში
ჩატარებული იყო კლინიკური კვლევები კლარითრომიცინის სუსპენზიის გამოყენებით 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამგვარად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში საჭიროა კლარითრომიცინის სუსპენზიის ფორმით დანიშვნა.
გვერდითი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე ბავშვებში სავარაუდოდ ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.
ე) სხვა პოპულაციები
პაციენტები სუსტი იმუნიტეტით
მიკობაქტერიული ინფექციების მკურნალობისას პაციენტებში შიდსით ან სხვა იმუნოდეფიციტური დაავადებებით, რომლებიც იღებდნენ კლარითრომიცინს მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ძნელი იყო კლარითრომიცინის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განსხვავება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაავადების ან ინტერკურენტული დაავადებების ნიშნებისაგან.
მოზრდილ პაციენტებში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები კლარითრომიცინის 1000 მგ და 2000 მგ საერთო დღიური დოზის გამოყენებისას იყო: გულისრევა, ღებინება, გემოს შეგრძნების ცვლილება, მუცლის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი, მუცლის შებერვა, თავის ტკივილი, შეკრულობა, სმენის დარღვევა, ასპარტატამინოტრანსფერაზას და ალანინამინოტრანსფერაზას შრატისმიერი დონის მომატება. იშვიათად აღინიშნება ქოშინი, უძილობა, სიმშრალე პირში. გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირე შესადარებელია პაციენტებში, რომლებიც ყოველდღე იღებდნენ 1000მგ და 2000მგ კლარითრომიცინს, მაგრამ ეს მაჩვენებლი 3-4 ჯერ უფრო მაღალია პაციენტებში, რომელთა ყოველდღიური სადღეღამისო დოზა შეადგენდა 4000 მგ-ს.
ჭარბი დოზირება
არსებული შეტყობინებები მიუთითებენ იმაზე, რომ კლარითრომიცინის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების აღნიშვნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ერთ პაციენტს ბიპოლარული ფსიქოზით ანამნეზში, რომელმაც მიიღო 8 გ კლარითრომიცინი, განუვითარდა მენტალური სტატუსის დარღვევა, პარანოიდალური ქცევა, ჰიპოკალიემია და ჰიპოქსემია.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც ახლავს ჭარბ დოზირებას, ნამკურნალები უნდა იქნას კუჭის ამორეცხვის და სიმპტომატური თერაპიის მეშვეობით. ისევე, როგორც სხვა მაკროლიდების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი ან პერიტონელური დიალიზი მნიშვნელოვნად ცვლიდეს კლარითრომიცინის დონეს სისხლის შრატში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
გამოყენება პაციენტებში 30 მლ-ზე/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით (რადგანაც პრეპარატის ეს ფორმა არ იძლევა დოზის 500 მგ-ზე დაბლა შემცირების საშუალებას. ყველა დანარჩენი დოზირება შეიძლება იქნას გამოყენებული);
კლარითრიმიცინის და ნებისმიერი შემდეგი პრეპარატის ერთდროულად მიღება: ასთემიზოლის, ციზაპრიდის, დომპერიდონის, პიმოზიდის და ტერფენადინის (რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და გულის არითმიების განვითარება, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, პარკუჭების ფიბრილაციის და „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით).
კლარითრომიცინის და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება (რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ერგოტოქსიკურობა).
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის დანიშვნა პაციენტებისათვის გახანგრძლივებული QT ინტერვალით, გულის პარკუჭოვანი არითმიებით, ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით.
უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენება მიდაზოლამთან პერორალური მიღებისათვის.
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის ერთდროულად გამოყენება ტრიგრელორთან ან რანოლაზინთან.
უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის და ლომიტაპიდის ერთდროულად მიღება.
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის ერთდროულად გამოყენება ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან (სტატინებთან), რომლებიც მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზირდებიან CYP3A4 იზოფერმენტით (ლოვასტატინით და სიმვასტატინით), რაბდომილიოზის განვითარების რისკთან დაკავშირებით. ამ საშუალებებით მკურნალობა უნდა შეწყდეს კლარითრომიცინით მკურალობის დროს.
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის დანიშვნა პაციენტებისათვის ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებით (ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია, QT ინტერვალის გახანგრძლივების მომატებული რისკის გამო).
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის დანიშვნა პაციენტებისათვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით, თირკმელების დარღვეულ ფუნქციასთან კომბინაციაში.
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის, ისევე, როგორც CYP3A4 სხვა ძლიერი ინჰიბიტორების დანიშვნა პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ კოლხიცინს.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის დანიშვნა ორსულობის პირველ ტრიმესტრში სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების გარეშე.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.
კლარითრომიცინი გამოიყოფა ძირითადად ღვიძლით, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე ამ ანტიბიოტიკის დანიშვნისას პაციენტებისათვის ღვიძლის ფუნქწციის დარღვევით, თირკმელების ზომიერი და მძიმე უკმარისობით.
კლარითრომიცინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შესახებ, ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონის ჩათვლით, და ჰეპატოცელულარული და/ან ქოლესტაზური ჰეპატიტის შესახებ სიყვითლით ან მის გარეშე. ღვიძლის ფუნქციის ეს დარღვევა შეიძლება იყოს მძიმე ხარისხის და ჩვეულებრივ შექცევადია. ზოგიერთ შემთხვევებში იყო შეტყობინებები ღვიძლის უკმარისობის შესახებ ლეტალური დასასრულით, რომელიც, ძირითადად, ასოცირებული იყო სერიოზულ ძირითად დაავადებებთან და/ან თანმხლებ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან. აუცილებელია კლარითრომიცინის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ჰეპატიტის ისეთი სიმპტომების და გამოვლინებების აღნიშვნის შემთხვევაში, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, შარდის გამუქება, ქავილი ან ტკივილი მუცლის არეში.
შეტყობინებები Clostridium difficile (CDAD) გამოწვეული დიარეის განვითარების შესახებ მსუბუქი ხარისხის სიმძიმიდან ფსევდომემბრანულ კოლიტამდე ლეტალური დასასრულით იყო პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის კლარითრომიცინის, გამოყენებისას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს Clostridium difficile გამოწვეული დიარეის განვითარების შესაძლებლობის შესახებ, ყველა პაციენტში დიარეით ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. გარდა ამისა, აუცილებელია ანამნეზის საგულდაგულო შეგროვება, რადგანაც Clostridium difficile გამოწვეული დიარეის განვითარების შესახებ შეტყობინებები იყო ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებიდან 2 თვის შემდეგ. აუცილებელია მიკრობიოლოგიური კვლევების ჩატარება და ადექვატური მკურნალობის დანიშვნა. თავიდან უნდა იქნას აცილებული პერისტალტიკის მაინჰიბირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენება.
იყო შეტყობინებები კოლხიცინის ტოსიკურობის (მათ შორის ფატალური დასარულით) განვითარების შესახებ კლარითრომიცინის და კოლხიცინის ერთროულად გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, მათ შორის თირკმელების უკმარისობის ფონზე. უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის და კოლხიცინის ერთდროული გამოყენება.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის და ტრიალბენზოდიაზეპინების, მაგალითად ტრიაზოლამის, მიდაზოლამის, კომბინირებული გამოყენებისას.
რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის ერთდროულად დანიშვნისას სხვა ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან. მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ვესტიბულარული და სმენის ფუნქციების მონიტორინგის განხორციელება.
გულ-სისხლძარღვთა მოვლენები
მაკროლიდებით, მათ შორის კლარითრომიცინით მკურნალობისას, აღინიშნება მიოკარდიუმის რეპოლარიზაციის და QT ინტერვალის გახანგრძლივება, რაც ხელს უწყობს გულის რითმის დარღვევების და „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკს. შემდეგმა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიონ პარკუჭოვანი არითმიების („პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის) განვითარების რისკის ზრდა, ამიტომ კლარითრომიცინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შემდეგ პაციენტებში:
პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, გულის მძიმე უკმარისობით, იმპულსების გატარების დარღვევით ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიით.
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება, გარდა იმ წამლებისა, რომლებიც უკუნაჩვენებია.
ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მაკროლიდების გამოყენების არასასურველი კარდიოვასკულური შედეგების რისკთან დაკავშირებით ძალიან განსხვავებულია. ზოგიერთმა დაკვირვებამ აჩვენა არითმიის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ლეტალური გულ-სისხლძარღვთა შედეგის იშვიათი მოკლევადიანი რისკი, რომელიც დაკავშირებულია მაკროლიდების, მათ შორის კლარითრომიცინის გამოყენებასთან.
პნევმონია
რადგანაც შესაძლებელია Streptococcus pneumoniae რეზისტენტობის არსებობა მაკროლიდებისადმი, მნიშვნელოვანია ტესტის ჩატარება მგრძნობელობაზე კლარითრომიცინის დანიშვნისას არაჰოსპიტალური პნევმონიის სამკურნალოდ. ჰოსპიტალური პნევმონიის შემთხვევაში კლარითრომიცინი გამოყენებული უნდა იქნას სხვა შესაბამის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
კანის და რბილი ქსოვილების მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის ინფექციები
ეს ინფექციები ყველაზე ხშირად გამოწვეულია Staphylociccus aureus და Streptococcus pyogenes მიკროორგანიზმებით, რომელთაგან თითოეული შეიძლება იყოს რეზისტენტული მაკროლიდებისადმი. ამიტომ მნიშვნელოვანია მგრძნობელობაზე ტესტის ჩატარება. იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენება (მაგალითად, ალერგია), სხვა ანტიბიოტიკები, მაგალითად, კლინდამიცინი, შეიძლება გახდეს პირველი შერჩევის პრეპარატი. დღეისათვის მაკროლიდები თამაშობენ როლს მხოლოდ კანის და რბილი ქსოვილების ზოგიერთი ინფექციის მკურნალობაში, მაგალითად: ინფექციები, გამოწვეული Corynebacterium minutissimum (ერიტრაზმა), acne vulgaris, წითელი ქარი; და სიტუაციებში, როდესაც არ შეიძლება პენიცილინებით მკურნალობის გამოყენება.
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციების განვითარებისას, როგორიცაა ანაფილაქსიური რეაქცია, მძიმე კანის არასასურველი რეაქცია (მაგალითად, მწვავე გენერალიზებული ეგზამენტოზური პუსულოზი) სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მედიკამენტური გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომატიკით (DRESS-სინდრომი), კლარითრომიცინით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაწყებული იქნას შესაბამისი მკურნალობა. კლარითრომიცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ციტოქრომ CYP3A4 ფერმენტის ინდუქტორებთან ერთდროულად დანიშვნისას.
ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორები
კლარითრომიცინის კომბინირებული გამოყენება ლოვასტატინთან ან სიმვასტატინთან უკუნაჩვენებია.
სხვა მაკროლიდების მსგავსად, კლარითრომიცინი იწვევდა ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების კონცენტრაციის ზრდას. იშვიათად იყო შეტყობინებები რაბდომილიოზის განვითარების შესახებ პაციენტებში ამ სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენების დროს. აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება მიოპათიის ნიშნების და სიმპტომების არსებობის საგანზე.
იშვიათად იყო შეტყობინებები რაბდომილიოზის განვითარების შესახებ პაციენტებში კლარითრომიცინის ატორვასტატინთან ან როზუვასტატინთან კომბინირებული გამოყენების დროს. ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ატორვასტატინის ან როზუვასტატინის დოზა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. მიღებული უნდა იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება სტატინის დოზის კორექტირების ან სტატინის გამოყენების თაობაზე, რომელიც არ არის დამოკიდებული CYP3A4 მეტაბოლიზმზე (მაგალითად, ფლუვასტატინი ან პრავასტატინი).
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები/ინსულინი
კლარითრომიცინის და პერორალური ჰიპოკლიკემიური საშუალებების და/ან ინსულინის კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოგლიკემია. ჰიპოკლიკემიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა ნატეგლინიდი, პიოგლიტაზონი, რეპაგლინიდი და როზიგლიტაზონი, კლარითრომიცინს შეუძლია CYP3A4 ენზიმის ინჰიბირება, რამაც შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. რეკომენდირებულია გლუკოზის დონის სათანადო მონიტრინგი.
პერორალური ანტიკოაგულანტები
კლარითრომიცინის ვარფარინთან კომბინირებული გამოყენებისას არსებობს სერიოზული სისხლდენის გაჩენის, საერთაშორისო ნორმალოზებული შეფარდების მაჩვენებლის და პროთრომბინული დროის მნიშვნელოვანი ზრდის რისკი. მანამდე, სანამ პაციენტები იღებენ ერთდროულად კლარითრომიცინს და პერორალურ ანტიკოაგულანტებს, აუცილებელია საერთაშორისო ნორმალოზებული შეფარდების მაჩვენებლის და პროთრომბინული დროის ხშირი კონტროლი.
საჭიროა სოფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის კომბინირებული გამოყენებისას პირდაპირი მოქმედების პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, როგორიცაა დაბიგატრანი, რივაროქსაბანი და აპიქსაბანი, განსაკუთრებით პაციენტებში სისხლდენის განვითარების მაღალი რისკით.
ნებისმიერი ანტიმიკრობული თერაპიის, მათ შორის კლარითრომიცინის, გამოყენებამ H. Pylori ინფექციის სამკურნალოდ შეიძლება გამოიწვიოს მიკრობული რეზისტენტობის განვითარება.
ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა ან განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ბაქტერიების და სოკოების ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის გაჩენისას საჭიროა კლარითრომიცინის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დაწყება.
ყურადღება უნდა მიექცეს ჯვარედინი რეზისტენტობის შესაძლებლობას კლარითრომიცინსა და სხვა მაკროლიდებს, ასევე ლინკომიცინსა და კლინდამიცინს შორის.
დამატებითი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ
ფრომილიდი უნო შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებისათვის გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტაზას უკმარისობით და გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომით ფრომილიდი უნოს გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ფრომილიდი უნოს თითოეული ტაბლეტი შეიცავს 12,85 მგ ნატრიუმს. პაციენტებმა კონტროლირებად ნატრიუმის დიეტაზე მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ 1 ტაბლეტზე მეტის მიღებისას ნატრიუმის რაოდენობა იზრდება 23 მგ-მდე (1 მმოლი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კლარითრომიცინის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ცხოველებზე კვლევების და ადამიანებში გამოყენების გამოცდილების შედეგების საფუძველზე, ვერ იქნება გამორიცხული უარყოფითი ზემოქმედების შესაძლებლობა ემბრიოფეტალურ განვითარებაზე. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ქალებში კლარითრომიცინის ზემოქმედების ზოგიერთ ობსერვაციურ კვლევებში იყო შეტყობინებები სპონტანური აბორტის გაზრდილი რისკის შესახებ მკურნალობასთან შედარებით კლარითრომიცინის გარეშე ან სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებასთან იმავე პერიოდის განმავლობაში. ამგვარად, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში სარგებელი/რისკის შეფარდების სათანადო შეფასების გარეშე.
ძუძუთი კვება
კლარითრომიცინი გამოიყოფა დედის რძით მცირე რაოდენობით. სავარაუდოდ ჩვილმა, რომელიც იმყოფება მხოლოდ ძუძუთი კვებაზე, შეიძლება მიიღოს დედის მიერ მიღებული სხეულის მასაზე გაანგარიშებით კლარითრომიცინის დოზის დაახლოებით 1,7%.
ფერტილობა
რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში ვირთხებში პრეპარატის მავნე ეფექტი არ ყოფილა გამოვლენილი.
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
ზეგავლენა ავტომობილის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
მონაცემები კლარითრომიცინის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს. მაგრამ ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის წინ აუცილებელია ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი რექციების გაჩენის შესაძლებლობის გათვალისწინება, როგორიცაა კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია და სხვ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შემდეგი პრეპარატების გამოყენება მკაცრად უკუნაჩვენებია ურთიერთქმედების მძიმე შედეგების განვითარების შესაძლებლობის გამო
ასთემიზოლი, ციზაპრიდი, დომპერიდონი, პიმოზიდი, ტერფენადინი
ციზაპრიდის დონის მომატება სისხლის შრატში აღინიშნებოდა კლარითრომიცინთან კომბინირებული გამოყენებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და არითმიების აღნიშვნა, მათ შორის პარკუჭოვანი არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია და ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია. მსგავსი ეფექტები აღინიშნებოდა კლარითრომიცინის და პიმოზიდის კომბინირებული გამოყენების დროსაც.
აღნიშნული იყო, რომ მაკროლიდები ცვლიან ტერფენადინის მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც იზრდება მისი დონე სისხლის შრატში, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და არითმიების აღნიშვნა, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია და ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ერთ კვლევაში 14 ჯანმრთელ მოხალისეზე კლარითრომიცინის და ტერფენადინის ერთდროულმა გამოყენებან აჩვენა სისხლის შრატში ტერფენადინის მჟავა მეტაბოლიტის დონის ზრდა 2-3 ჯერ და QT ინტერვალის გახანგრძლივება, რაც არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი. მსგავსი ეფექტები აღინიშნებოდა ასთემიზოლის და სხვა მაკროლიდების კომბინირებული გამოყენებისას.
ერგოტამინი/დიჰიდროერგოტამინი
კლარითრომიცინის და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება ასოცირდებოდა მწვავე ერგოტიზმის ნიშნებთან, რასაც ახასიათებდა კიდურების და სხვა ქსოვილების ვაზოსპაზმი და იშემია, ცენტრალური ნერვული სისტემის ჩათვლით. კალრითრომიცინის და ამ სამკურნალო საშულებების გამოყენება უკუნაჩვენებია.
პერორალური მიდაზოლამი
მიდაზოლამის გამოყენებისას კლარითრომიცინის ტაბლეტებთან (500 მგ 2 ჯერ დღეში) ფართობი მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ (AUC) იზრდებოდა 7 ჯერ მიდაზოლამის პერორალური გამოყენების შემდეგ. პერორალური მიდაზოლამის და კლარითრომიცინის ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია.
ჰმგ-კოA-რედუქტაზის ინჰიბიტორები (სტატინები)
კლარითრომიცინის და ლოვასტატინის ან სიმვასტატინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“), რადგანაც სტატინები ინტენსიურად მეტაბოლიზირდებიან CYP3A4 და კლარითრომიცინთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება მათი კონცენტრაცია პლაზმაში, რაც ზრდის მიოპათიის რისკს, ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზის ჩათვლით. მონაცემები ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზის შესახებ მიღებული იქნა პაციენტებისაგან, რომლებიც იღებდნენ კლარითრომიცინს ამ სტატინებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ არ შეიძლება კლარითრომიცინით მკურნალობის თავიდან აცილება, მაშინ ლოვასტატინით ან სიმვასტატინით თერაპია უნდა შეჩერდეს კლარითრომიცინით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის და სტატინების ერთდროულად გამოყენებისას. იმ სიტუაციებში, როდესაც არ შეიძლება კლარითრომიცინის და სტატინების ერთდროულად გამოყენების თავიდან აცილება, რეკომენდირებულია სტატინების მინიმალური დოზის გამოყენება. შეიძლება განხილული იქნას სტატინების გამოყენება, რომელთა მეტაბოლიზმი არ არის დამოკიდებული CYP3A იზოფერმენტზე (ფლუვასტატინი). ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის კონტროლირება მიოპათიის ნიშნების და სიმპტომების არსებობაზე.
ლომიტაპიდი
კლარითრომიცინის და ლომიტაპიდის კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია ტრანსამინაზების დონის მნიშვნელოვან შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით.
სხვა სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 ინდუქტორებს (მაგალითად, რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, კრაზანას პრეპარატები), შეუძლიათ კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის ინდუცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს კლარითრომიცინის სუბთერაპიული დონეები და მისი ეფექტურობის დაქვეითება. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს CYP3A4 ინდუქტორების პლაზმური დონეების მონიტორინგი, რომლებიც შეიძლება მომატებული იყოს კლარითრომიცინით CYP3A4 ინჰიბირების გამო (იხ. ასევე CYP3A4 შესაბამისი ინდუქტორის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია). რიფაბუტინის და კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენება იწვევდა რიფაბუტინის დონეების ზრდას და კლარითრომიცინის დონეების დაქვეითებას სისხლის შრატში უვეიტის გაჩენის რისკის ერთდროულად ზრდასთან.
შემდეგი სამკურნალო საშუალებების გავლენა კლარითრომიცინის კონცენტრაციაზე სისხლში ცნობილია ან სავარაუდოა, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან ალტერნატიული თერაპიის გამოყენება.
ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი
ციტოქრომ P450 ფერმენტების ძლიერ ინდუქტორებს, როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი, შეუძლიათ კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის დაჩქარება, სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირებით, მაგრამ 14-OH-კლატითრომიცინის - მიკრობიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის გაზრდით. რადგანაც კლარითრომიცინის და 14-OH-კლატითრომიცინის მიკრობიოლოგიური აქტივობა ბაქტერიების მიმართ განსხვავებულია, მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი შეიძლება ვერ იქნას მიღწეული კლარითრომიცინის და ციტოქრომ P450 ფერმენტების ინდუქტორების ერთობლივი გამოყენების გამო.
ეტრავირინი
ეტრავირინი ამცირებს კლარითრომიცინის კონცენტრაციას, მაგრამ აქტიური მეტაბოლიტის 14-OH-კლარითრომიცინის კონცენტრაცია იზრდება. ვინაიდან 14-OH-კლატითრომიცინს გააჩნია სუსტი აქტივობა Mycobacterium avium (MAC) კომპლექსის მიმართ, შეიძლება შეცვლილი იქნას ზოგადი აეფექტურობა ამ პათოგენის მიმართ; ამიტომ MAC-ის სამკურნალოდ განხილული უნდა იქნას კლარითრომიცინით თერაპიის ალტერნატიული მკურნალობა.
ფლუკონაზოლი
აქტიური მეტაბოლიტის 14-OH-კლატითრომიცინის წონასწორული კონცნეტრაციები მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა ფლუკონაზოლთან კომბინირებული გამოყენებისას. კლარითრომიცინის დოზის ცვლილება არ არის საჭირო.
რიტონავირი
რიტონავირთის და კლარითრომიცინის გამოყენება იწვევდა კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან დათრგუნვას. კლარითრომიცინის Cmax იზრდებოდა 31%-ით, Cmin - 182%-ით და AUC - 77%-ით. აღინიშნებოდა 14-OH-კლარითრომიცინის წარმოქმნის სრული დათრგუნვა. დიდი თერაპიული დიაპაზონის გამო კლარითრომიცინის დოზის შემცირება პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით არ არის საჭირო. პაციენტებში თირკმელების უკმარსობით საჭიროა დოზის კორექცია: 30-60 მლ/წთ CLcr დროს კლარითრომიცინის დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით; ˂ 30 მლ/წთ CLcr დროს - კლარითრომიცინის დოზა უნდა შემცირდეს 75%-ით. არ არის რეკომენდირებული 1 გ-ზე/დღეში მეტი კლარითრომიცინის დოზების გამოყენება რიტონავირთან ერთად.
დოზის მსგავსი კორექტირება უნდა ჩატარდეს პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით რიტონავირის გამოყენებისას ფარმაკოკინეტიკური გამაძლიერებლის სახით აივ-პროტეაზას სხვა ინჰიბიტორებთან ერთად, ატაზანავირის და საკვინავირის ჩათვლით.
კლარითრომიცინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
CYP3A
კლარითრომიცინის ერთობლივმა გამოყენებამ, CYP3A ფერმენტის ცნობილი ინჰიბიტორისა, და პრეპარატისა, რომელიც ძირითადად ახდენს CYP3A მეტაბოლიზირებას, შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში, რასაც, თავის მხრივ, შეუძლია თერაპიული ეფექტის და გვერდითი რეაქციების გაჩენის რისკის გაძლიერება ან გახანგრძლივება.
კლარითრომიცინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ CYP3A სუბსტრატებს ასთემიზოლს, ციზაპრიდს, დომპერიდონს, პიმოზიდს და ტერფენადინს QT ინტერვალის გახანგრძლივების და გულის არითმიების აღნიშვნის რისკთან დაკავშირებით, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, პარკუჭების ფიბრილაციის და „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით.
უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის ერთდროული მიღება ჭვავის რქის ალკალოიდებთან, პერორალურ მიდაზოლამთან, ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზირდებიან CYP3A იზოფერმენტით (ლოვასტატინი ან სიმვასტატინი), კოლხიცინთან, ტიკაგრელორთან და რანოლაზინთან.
კლარითრომიცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A იზოფერტმენტის სუბსტრატებს, განსაკუთრებით, თუ ამ პრეპარატებს გააჩნიათ ვიწრო თერაპიული დიაპაზონი (მაგალითად, კარბამაზეპინი), და/ან ინტენსიურად მეტაბოლიზირდებიან ამ ფერმენტით. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს პრეპარატის დოზის კორექცია, რომელიც მიიღება კლარითრომიცინთან ერთად. ასევე, შეძლებისდაგვარად, უნდა ჩატარდეს პრეპარატების შრატისმიერი კონცენტრაციების მონოტორინგი, რომლებიც პირველადად მეტაბოლიზირდებიან CYP3A იზოფერმენტით. შემდეგი პრეპარატების/კლასების მეტაბოლიზმი ხორციელდება იმავე CYP3A იზოფერტმენტით, რაც კლარითრომიცინის მეტაბოლიზმი, მაგალითად, ალპრაზოლამი, ასთემიზოლი, კარბამაზეპინი, ცილოსტაზოლი, ციკლოსპორინი, დიზოპირამიდი, მეთილპრედნიზოლონი, მიდაზოლამი, ომეპრაზოლი, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი), ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგალითად, კვეტიაპინი), ქინიდინი, რიფაბუტინი, სილდენაფილი, ტაკროლიმუსი, ტრიაზოლამი და ვინბლასტინი.
ურთიერთქმედების მსგავსი მექანიზმი აღნიშნულია ფენიტოინის, თეოფილინის და ვალპროატის გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან P450 ციტოქრომის სისტემის სხვა იზოფერმენტით.
პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტები
პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტი წარმოადგენს სუბსტრატს P-გლიკოპროტეინის (P-gp) ეფლუქს-ტრანსპორტიორისათვის. რივაროქსაბანი და აპიქსაბანი მეტაბოლიზდებიან CYP3A და ასევე წარმოადგენენ სუბსტრატებს P-gp-სთვის. სიფრთხილის დაცვაა საჭირო კლარითრომიცინის ერთობლივი გამოყენებისას ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებთან, განსაკუთრებით პაციენტებში სისხლდენების განვითარების მაღალი რისკით.
ანტიარითმიული საშუალებები
არსებობს პოსტმარკეტინგული შეტყობინებები ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების შესახებ, რომელიც გაჩნდა კლარითრომიცინის ქინიდინთან ან დიზოპირამიდთან ერთდროულად გამოყენებისას. რეკომენდირებულია ეკგ-მონიტორინგის ჩატარება QT ინტერვალის გახანგრძლივების დროულად გამოვლენისათვის. კლარითრომიცინით თერაპიის დროს საჭიროა ამ პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციის დონეზე დაკვირვება.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო შეტყობინებები ჰოპოგლიკემიის შემთხვევების შესახებ კლარითრომიცინის დიზოპირამიდთან ერთდროული გამოყენების დროს, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცნეტრაციის კონტროლი.
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები და ინსულინი
ზოგიერთი ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისათვის, როგორიცაა ნატეგლინიდი და რეპაგლინიდი, კლარითრომიცინით CYP3A ფერმენტის ინჰიბირებამ შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. რეკომენდირებულია გლუკოზის დონის სათანადო კონტროლი.
ომეპრაზოლი
კლარითრომიცინის გამოყენება ომეპრაზოლთან კომბინაციაში მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდა ომეპრაზოლის წონასწორული კონცენტრაციების ზრდას. მხოლოდ ომეპრაზოლის გამოყენებისას კუჭის წვენის pH საშუალო მნიშვნელობამ 24 საათის განმავლობაში გაზომვისას შეადგინა 5,2, ომერაზოლის კლარითრომიცინთან კომბინირებული გამოყენებისას - 5,7.
სილდენაფილი, ტადალაფილი და ვარდენაფილი
არსებობს ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორების (სილდენაფილის, ტადალაფილის და ვარდენაფილის) პლაზმური კონცენტრაციების ზრდის ალბათობა მათი კლარითრომიცინთან კომბინირებული გამოყენებისას, რამაც შეიძლება მოითხოვოს ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორების დოზის შემცირება.
თეოფილინი, კარბამაზეპინი
კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ არსებობს უმნიშვნელო, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი თეოფილინის ან კარბამაზეპინის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში კლარითრომიცინთან მათი ერთდროულა გამოყენებისას. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
ტოლტეროდინი
ტოლტეროდინის დოზის შემცირება შეიძლება იყოს აუცილებელი მისი კლარითრომიცინთან გამოყენებისას.
ტრიაზოლბენზოდიაზეპინები (მაგალითად ალპრაზოლამი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი)
თავი უნდა ავარიდოთ პერორალური მიდაზოლამის და კლარითრომიცინის კომბინირებულ გამოყენებას.
მიდაზოლამის ინტრავენური გამოყენებისას კლარითრომიცინთან აუცილებელია პაციენტის სათანადო მონიტორინგის ჩატარება, რათა დროულად იქნას განხორციელებული დოზის კორექტირება.
იგივე ზომები უნდა იქნას დაცული სხვა ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3А, ტრიაზოლამის და ალპრაზოლამის ჩათვლით. ბენზოდიაზეპინებისათვის, რომელთა გამოყოფა არ არის დამოკიდებული CYP3А-ზე (ტემაზეპამი, ნიტრაზეპამი, ლორაზეპამი), ნაკლებად სავარაუდოა კლარითრომიცინთან კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების განვითარება.
არსებობს პოსტმარკეტინგული შეტყობინებები წამლისმიერი ურთიერთქმედებების და გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ ცენტალური ნერვული სისტემის მხრივ (როგორიცაა ძილიანობა და გონების დაბინდვა) კლარითრომიცინის და ტრიაზოლამის ერთდროულად გამოყენებისას. საჭიროა პაციენტზე დაკვირვება, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ფარმაკოლოგიური ეფექტების ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
სხვა სახის ურთიერთქმედებები
ამინოგლიკოზიდები
რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის კომბინირებული გამოყენებისას სხვა ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდიებთან.
კოლხიცინი
კოლხიცინი წარმოადგენს CYP3А და P-გლიკოპროტეინის (Pgp) სუბსტრატს. ცნობილია, რომ კლარითრომიცინს და სხვა მაკროლიდებს შეუძლიათ CYP3А და Pgp დათრგუნვა. კლარითრომიცინის და კოლხიცინის ერთდროული გამოყენებისას კლარითრომიცინით Pgp და/ან CYP3А დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის ექსპოზიციის ზრდა. საჭიროა პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება კოლხიცინის ტოქსიკურობის კლინიკური სიმპტომების გამოვლენის საგანზე.
დიგოქსინი
პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს იყო შეტყობინებები სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის ზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კლარითრომიცინს დიგოქსინთან ერთად. ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა დიგოქსინის ტოქსიკურობის ნიშნები, მათ შორის პოტენციურად ფატალური არითმიები. საჭიროა დიგოქსინის კონცენტრაციის სათანადო კონტროლირება პაციენტების სისხლის შრატში კლარითრომიცინთან მისი გამოყენებისას.
ზიდოვუდინი
ზიდოვუდინის და კლარითრომიცინის ტაბლეტების ერთდროულმა გამოყენებამ აივ-ინფიცირებულ პაცენტებში შეიძლება გამოიწვიოს ზიდოვუდინის წონასწორული კონცენტრაციების შემცირება სისხლის შრატში. ამის მნიშვნელოვანი ხარისხით თავიდან აცილება შეიძლება კლარითრომიცინისა და ზიდოვუდინის მიღებებს შორის ინტერვალის დაცვის გზით. არ ყოფილა შეტყობინებები ამ ურთიერთქმედების შესახებ კლარითრომიცინის სუსპენზიის და ზიდოვუდინის ან დიდანოზინის გამოყენებისას. ასეთი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა კლარითრომიცინის ინტრავენური ინფუზიების დროს.
ფენიტოინი და ვალპროატი
იყო სპონტანური ან გამოქვეყნებული შეტყობინებები CYP3А ინჰიბიტორების ურთიერთქმედების შესახებ, კლარითრომიცინის ჩათვლით, სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც არ ითვლება მეტაბოლიზირებულად CYP3А (მაგალითად, ფენიტოინი და ვალპროატი). რეკომენდირებულია ამ სამკურნალო საშულებების დონეების განსაზღვრა სისხლის შრატში კლარითრომიცინთამ მათი ერთდროულად დანიშვნისას. იყო შეტყობინებები შრატისმიერი დონეების გაზრდის შესახებ.
შესაძლებელია ასევე ორხმრივ მიმართული მედიკამენტური ურთიერთქმედება კლარითრომიცინსა და ატაზანავირს, ინტრაკონაზოლს, საკვინავირს შორის.
კალციუმის არხების ბლოკატორები
სიფრთხილის დაცვაა საჭირო კლარითრომიცინის და კალციუმის არხების ბლოკატორების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაზოლიზირდება CYP3А (მაგალითად, ვერაპამილი, ამლოდიპინი, დილთიაზემი და ა.შ) ჰიპოტენზიის განვითარების რისკთან დაკავშირებით. ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება გაიზარდოს, როგორც კლარითომიცინის, ასევე კალციუმი არხების ბლოკატორების კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში.
იყო შეტყობინებები არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიარითმიის და ლაქტოაციდოზის განვითარების შესახებ კლარითრომიცინის და ვერაპამილის ერთად გამოყენებისას.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ნესტისაგან დაცულ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის გაცემა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შეფუთვა
გარსით დაფარული, პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები, 500 მგ.
5 ტაბლეტი ბლისტერში. 5 ტაბლეტი (1 ბლისტერი) მუყაოს კოლოფში.
7 ტაბლეტი ბლისტერში. 7 ან 14 ტაბლეტი (1 ან 2 ბლისტერი) მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო
შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


