ფლურაპიდი
FLURAPID
- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol) + pheniramine + ასკორბინის მჟავა (ascorbic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ+25მგ+200მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ლიმონის გემოთი პაკეტი №8
- მწარმოებელი
- Fortex Nutraceuticals Ltd, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045029
- რეგისტრირებულია
- 23 მარტი 2026, მოქმედებს 23 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
ფლურაპიდი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
ერთი პაკეტის შიგთავსი გახსენით ერთ ჭიქა ცხელ ან ცივ წყალში და დალიეთ.
გრიპის მსგავსი მდგომარეობების დროს რეკომენდებულია ფლურაპიდის მიღება ცხელ წყალთან ერთად საღამოს, პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ხანგრძლივი მკურნალობისთვის ექიმთან კონსულტაციის გარეშე, განსაკუთრებით თუ სიმპტომები 7 დღეზე მეტხანს გრძელდება.
თუ მიიღეთ ფლურაპიდის საჭიროზე მეტი დოზა
თუ შემთხვევით ან განზრახ მიიღეთ ამ ფურცელ-ჩანართში მითითებულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფლურაპიდის მიღება
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია რომელიმე აქტიური ნივთიერების ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული დაავადება;
- თუ გაწუხებთ გლაუკომის ნებისმიერი ფორმა (მომატებული თვალშიდა წნევა);
- თუ გაქვთ პროსტატის დაავადება;
- თუ ხართ 15 წლამდე ასაკის ბავშვი;
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადება;
- თუ იღებთ სხვა პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებს, ცხვირის შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებებს ან ხველისა და გაციების სამკურნალო საშუალებებს;
- თუ იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (MAO ინჰიბიტორები) სახელით ცნობილ მედიკამენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
სიფრთხილის ზომები
ფლურაპიდის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი მდგომარეობა ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობას (იხილეთ აგრეთვე მე-4 ნაწილი):
- თუ შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მაღალი დოზა;
- თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადება;
- თუ იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა მედიკამენტებს;
- თუ გაქვთ ალერგია;
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
- თუ გაქვთ მომატებული თვალშიდა წნევა;
- თუ გაქვთ პროსტატის პრობლემები;
- თუ თქვენი სიმპტომები 7 დღეზე მეტხანს გრძელდება;
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადება.
ბავშვები
ფლურაპიდი არ უნდა იქნას გამოყენებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს განსაკუთრებით ეხება:
- ვარფარინს ან სხვა მსგავს სისხლის გამათხელებლებს;
- არტერიული წნევის კონტროლისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს, როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები;
- დიგოქსინს ან გულის დაავადებების სამკურნალო სხვა მსგავს მედიკამენტებს;
- დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგ. ამიტრიპტილინი;
- თუ იღებთ სხვა ანტიჰისტამინურ ან პარაცეტამოლის შემცველ მედიკამენტებს.
ფლურაპიდი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმი არ ჩათვლის ამას აბსოლუტურ აუცილებლობად.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვისას გასათვალისწინებელია, რომ ამ მედიკამენტის გამოყენებისას არსებობს ძილიანობის რისკი.
თუ თქვენ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა ან ძილიანობა, თავი უნდა შეიკავოთ ისეთი საქმიანობისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას (მაგ., ავტომობილის მართვა, მექანიზმებთან ან სახიფათო ხელსაწყოებთან მუშაობა).
ფლურაპიდი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო პაკეტში, ანუ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
- როგორ მიიღება ფლურაპიდი
ეს წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არის:
ერთი პაკეტი ყოველ 4-6 საათში. ორ დოზას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი. არ მიიღოთ ოთხ პაკეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.
თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, ორ დოზას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ ფლურაპიდის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ალერგიული რეაქციის ან სხვა სერიოზული რეაქციის ნიშნები გამოვლინდა.
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფეტქების გამოვლენა:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
- მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია;
- ქოშინი, სუნთქვის გაძნელება.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- კანზე გამონაყარი, ქავილი, სიწითლე;
- ღვიძლის ფერმენტების მომატება;
- შეშუპება, გულისცემის აჩქარება;
- ჰალუცინაციები, ნერვიულობა;
- პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, ღებინება ან მუცლის ტკივილი.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- კანის ალერგიული რეაქცია;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების თაობაზე
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შემდეგ მისამართზე:
მედიკამენტების აღმასრულებელი სააგენტო,
დამიან გრუევის ქ., No. 8, 1303 სოფია, ბულგარეთი
ტელ. +359 2 8903417, ვებ.გვერდი www.bda.bg
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
- ერთ პაკეტში აქტიური ნივთიერებებია: პარაცეტამოლი (500 მგ), ფენირამინ მალეატი (25 მგ) და ასკორბინის მჟავა (200 მგ),
- სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): მანიტოლი, ნატრიუმის ციკლამატი, ლიმონის არომატიზატორი, ლიმონმჟავა.
ფლურაპიდის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ფლურაპიდი შეიცავს ფხვნილს ორალური ხსნარისთვის პაკეტში.
პაკეტის შიგთავსი წარმოადგენს ფხვნილისა და მშრალი აგლომერატების მოთეთრო ნარევს.
თითოეული კოლოფი შეიცავს 8 ან 12 პაკეტს და პაციენტისთვის განკუთვნილ ინსტრუქციას.
ყველა ტიპის შეფუთვა შესაძლებელია არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს ფორტექს ნუტრაცეუტიკალს
პროჰლადენ კატის ქუჩა 10,
სოფია 1362, ბულგარეთი
ინსტრუქციის გადახედვის თარიღი 2021 წლის მაისი
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:
შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ფლურაპიდი და რისთვის გამოიყენება იგი
ფლურაპიდი შეიცავს სამ აქტიურ ინგრედიენტს: პარაცეტამოლს, ფენირამინის მალეატს და ასკორბინის მჟავას და გამოიყენება ზრდასრულებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
- პარაცეტამოლი არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც ასევე ხელს უწყობს მაღალი სიცხის დაწევას.
- ფენირამინის მალეატი არის ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც ასუფთავებს ცხვირსა და სინუსებს, რაც ხელს უწყობს სუნთქვის გაადვილებას.
- ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ავსებს C ვიტამინის ბუნებრივ დონეს, რომელიც შეიძლება შემცირდეს ვირუსული ინფექციის ან გაციების დროს.
ფლურაპიდი გამოიყენება გაციების, ალერგიული რინიტის, რინოფარინგიტის და გრიპის მსგავსი მდგომარეობების სიმპტომების ხანმოკლე შემსუბუქებისთვის მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. ის ამცირებს ცხვირიდან გამონადენს და ცრემლდენას, ცემინებას, სხეულის მაღალ ტემპერატურას, თავის ტკივილს, ყელის და სხეულის ტკივილს.
- რა უნდა იცოდეთ ფლურაპიდის გამოყენებამდე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ფლურაპიდი 500მგ/25მგ/200მგ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისათვის პაკეტში
პარაცეტამოლი/ფენირამინის მალეატი/ასკორბინის მჟავა
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ინსტრუქციაში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
- შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.
- თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 ნაწილი.
- თუ 7 დღის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
რას მოიცავს ეს ინსტრუქცია
რა არის ფლურაპიდი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ ფლურაპიდის გამოყენებამდე
როგორ მიიღება ფლურაპიდი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ფლურაპიდის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ფლურაპიდი და რისთვის გამოიყენება იგი
ფლურაპიდი შეიცავს სამ აქტიურ ინგრედიენტს: პარაცეტამოლს, ფენირამინის მალეატს და ასკორბინის მჟავას და გამოიყენება ზრდასრულებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
- პარაცეტამოლი არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც ასევე ხელს უწყობს მაღალი სიცხის დაწევას.
- ფენირამინის მალეატი არის ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც ასუფთავებს ცხვირსა და სინუსებს, რაც ხელს უწყობს სუნთქვის გაადვილებას.
- ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ავსებს C ვიტამინის ბუნებრივ დონეს, რომელიც შეიძლება შემცირდეს ვირუსული ინფექციის ან გაციების დროს.
ფლურაპიდი გამოიყენება გაციების, ალერგიული რინიტის, რინოფარინგიტის და გრიპის მსგავსი მდგომარეობების სიმპტომების ხანმოკლე შემსუბუქებისთვის მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. ის ამცირებს ცხვირიდან გამონადენს და ცრემლდენას, ცემინებას, სხეულის მაღალ ტემპერატურას, თავის ტკივილს, ყელის და სხეულის ტკივილს.
- რა უნდა იცოდეთ ფლურაპიდის გამოყენებამდე
არ მიიღოთ ფლურაპიდი
- თუ გაქვთ ალერგია რომელიმე აქტიური ნივთიერების ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული დაავადება;
- თუ გაწუხებთ გლაუკომის ნებისმიერი ფორმა (მომატებული თვალშიდა წნევა);
- თუ გაქვთ პროსტატის დაავადება;
- თუ ხართ 15 წლამდე ასაკის ბავშვი;
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადება;
- თუ იღებთ სხვა პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებს, ცხვირის შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებებს ან ხველისა და გაციების სამკურნალო საშუალებებს;
- თუ იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (MAO ინჰიბიტორები) სახელით ცნობილ მედიკამენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ფლურაპიდის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი მდგომარეობა ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობას (იხილეთ აგრეთვე მე-4 ნაწილი):
- თუ შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მაღალი დოზა;
- თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადება;
- თუ იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა მედიკამენტებს;
- თუ გაქვთ ალერგია;
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
- თუ გაქვთ მომატებული თვალშიდა წნევა;
- თუ გაქვთ პროსტატის პრობლემები;
- თუ თქვენი სიმპტომები 7 დღეზე მეტხანს გრძელდება;
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადება.
ბავშვები
ფლურაპიდი არ უნდა იქნას გამოყენებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და ფლურაპიდი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს განსაკუთრებით ეხება:
- ვარფარინს ან სხვა მსგავს სისხლის გამათხელებლებს;
- არტერიული წნევის კონტროლისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს, როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები;
- დიგოქსინს ან გულის დაავადებების სამკურნალო სხვა მსგავს მედიკამენტებს;
- დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგ. ამიტრიპტილინი;
- თუ იღებთ სხვა ანტიჰისტამინურ ან პარაცეტამოლის შემცველ მედიკამენტებს.
ფლურაპიდი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმი არ ჩათვლის ამას აბსოლუტურ აუცილებლობად.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვისას გასათვალისწინებელია, რომ ამ მედიკამენტის გამოყენებისას არსებობს ძილიანობის რისკი.
თუ თქვენ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა ან ძილიანობა, თავი უნდა შეიკავოთ ისეთი საქმიანობისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას (მაგ., ავტომობილის მართვა, მექანიზმებთან ან სახიფათო ხელსაწყოებთან მუშაობა).
ფლურაპიდი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო პაკეტში, ანუ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
- როგორ მიიღება ფლურაპიდი
ეს წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არის:
ერთი პაკეტი ყოველ 4-6 საათში. ორ დოზას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი. არ მიიღოთ ოთხ პაკეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.
თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, ორ დოზას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი.
გამოყენების წესი
ერთი პაკეტის შიგთავსი გახსენით ერთ ჭიქა ცხელ ან ცივ წყალში და დალიეთ.
გრიპის მსგავსი მდგომარეობების დროს რეკომენდებულია ფლურაპიდის მიღება ცხელ წყალთან ერთად საღამოს, პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ხანგრძლივი მკურნალობისთვის ექიმთან კონსულტაციის გარეშე, განსაკუთრებით თუ სიმპტომები 7 დღეზე მეტხანს გრძელდება.
თუ მიიღეთ ფლურაპიდის საჭიროზე მეტი დოზა
თუ შემთხვევით ან განზრახ მიიღეთ ამ ფურცელ-ჩანართში მითითებულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფლურაპიდის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ ფლურაპიდის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ალერგიული რეაქციის ან სხვა სერიოზული რეაქციის ნიშნები გამოვლინდა.
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფეტქების გამოვლენა:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
- მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია;
- ქოშინი, სუნთქვის გაძნელება.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- კანზე გამონაყარი, ქავილი, სიწითლე;
- ღვიძლის ფერმენტების მომატება;
- შეშუპება, გულისცემის აჩქარება;
- ჰალუცინაციები, ნერვიულობა;
- პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, ღებინება ან მუცლის ტკივილი.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- კანის ალერგიული რეაქცია;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების თაობაზე
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შემდეგ მისამართზე:
მედიკამენტების აღმასრულებელი სააგენტო,
დამიან გრუევის ქ., No. 8, 1303 სოფია, ბულგარეთი
ტელ. +359 2 8903417, ვებ.გვერდი www.bda.bg
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- ფლურაპიდის შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე „ვარგისიანობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფლურაპიდი
- ერთ პაკეტში აქტიური ნივთიერებებია: პარაცეტამოლი (500 მგ), ფენირამინ მალეატი (25 მგ) და ასკორბინის მჟავა (200 მგ),
- სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): მანიტოლი, ნატრიუმის ციკლამატი, ლიმონის არომატიზატორი, ლიმონმჟავა.
ფლურაპიდის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ფლურაპიდი შეიცავს ფხვნილს ორალური ხსნარისთვის პაკეტში.
პაკეტის შიგთავსი წარმოადგენს ფხვნილისა და მშრალი აგლომერატების მოთეთრო ნარევს.
თითოეული კოლოფი შეიცავს 8 ან 12 პაკეტს და პაციენტისთვის განკუთვნილ ინსტრუქციას.
ყველა ტიპის შეფუთვა შესაძლებელია არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს ფორტექს ნუტრაცეუტიკალს
პროჰლადენ კატის ქუჩა 10,
სოფია 1362, ბულგარეთი
ინსტრუქციის გადახედვის თარიღი 2021 წლის მაისი
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.



