ფლოსტერონი
Flosteron®
ადგილობრივი მკურნალობა: სახსარში და პერიარტიკულური შეყვანა ანთებითი რევმატული დაავადებების დროს (რევმატოიდული ართრიტი, სერონეგატიური სპონდილოართრიტები, ართრიტები შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებების დროს), პოსტტრავმული ართრიტის დროს, ფსორიაზული ართრიტის დროს სახსრების მრავლობითი დაზიანებებით და …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- betamethasone
- ფორმა და შეფუთვა
- 7მგ (5მგ+2მგ)/მლ 1მლ სახსარში, სახსრის ახლოს, კანში, კუნთში და დაზიანებულ ქსოვილებში შესაყვანი საინექციო სუსპენზია მინის ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045479
- რეგისტრირებულია
- 19 მაისი 2026, მოქმედებს 19 მაისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფლოსტერონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ადგილობრივი მკურნალობა:
სახსარში და პერიარტიკულური შეყვანა ანთებითი რევმატული დაავადებების დროს (რევმატოიდული ართრიტი, სერონეგატიური სპონდილოართრიტები, ართრიტები შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებების დროს), პოსტტრავმული ართრიტის დროს, ფსორიაზული ართრიტის დროს სახსრების მრავლობითი დაზიანებებით და ტენდოსინოვიტით, კრისტალური ართრიტების დროს;
სახსარში შეყვანა დეგენერაციული რევმატული დაავადებების დროს, განსაკუთრებით სინოვიიტის არსებობისას (არ გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის დროს);
პერიარტიკულური ქსოვილების ანთებითი დაზიანებები (ბურსიტი, ტენდინიტი, ტენდოსინოვიიტი, ეპიკონდილიტი, პლანტარული ფასციიტები);
დაზიანების კერაში შეყვანა კანის დაავადებების სამკურნალოდ იშვიათ შემთხვევებში (ადგილობრივი თერაპიის სხვა საშუალებებზე რეაქციის არარსებობის შემთხვევაში): მასკლეროზირებელი ფოლიკულიტი, კელოიდები, რგოლისებური გრანულომა, კანის სარკოიდოზი, დიაბეტური ლიპოდისტროფია (ლიპონეკროზი), ფსორიაზი, კეროვანი ალოპეცია, წითელი ბრტყელი ლიქენი, ნეიროდერმიტი, მონეტისებრი ეგზემა, დისკოიდური წითელი მგლურა.
სისტემური მკურნალობა:
ფლოსტერონის სისტემური ეფექტი გამოიყენება ზოგიერთი გამოხატული ალერგიული დაავადების დროს: ალერგიული რინიტი, ასთმური სტატუსი, კვინკეს შეშუპება, ალერგიული რეაქციები სამკურნალო საშუალებებზე და შრატებზე, მწერების ნაკბენები.
მიღების წესი და დოზირება
შეყვანის წესი – პარენტერალური (სახსარში, პერიარტიკულური, კანში შეყვანა, დაზიანებულ ქსოვილების არეში შეყვანა და, განსაკუთრებულ სიტუაციებში, ინტრამუსკულური შეყვანა).
ზრდასრულებისა და ბავშვებისათვის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად სახსრის ზომის, დაავადების სიმძიმისა და ხასიათის და ავადმყოფის რეაქციის მიხედვით.
სახსარში და პერიარტიკულური შეყვანა:
ძალიან მსხვილი სახსრები (მენჯ-ბარძაყის) – 1-2 მლ;
მსხვილი სახსრები (მუხლის, მხრის, კოჭ-წვივის) – 1 მლ;
საშუალო ზომის სახსრები (იდაყვის, მაჯის) – 0,5-1 მლ;
წვრილი სახსრები (მკერდ-ლავიწის, მაჯა-ფალანგის, ფალანგშორისი) – 0,25-0,5 მლ.
მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს გამოიყენება 0,5-დან 1 მლ-მდე.
ინექციები მსხვილ სახსრებში – ერთ სახსარში არაუმეტეს 3-4-ჯერ წელიწადში.
შეყვანა დაზიანების კერაში (კანში, მაგრამ არა კანქვეშ!):
ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,2 მლ/სმ2-ს, ხოლო ყველა დაზიანებულ უბანში შესაყვანი საერთო ყოველკვირეული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მლ/კვირაში.
ადგილობრივი ინფილტრაცია:
ბურსიტი – 0,25 - 1 მლ (მწვავე სტადიაში 2 მლ-მდე),
ტენდოსინოვიიტი, ტენდინიტი – 0,5 მლ,
ფიბროზიტი – 0,5-1 მლ.
პრეპარატის შეყვანა მეორდება ყოველ 1-2 კვირაში.
აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში ადგილობრივ ანესთეტიკთან.
სისტემური შეყვანა გამოხატული ალერგიული დაავადებების დროს
დასაშვებია მხოლოდ ერთჯერადი დოზის - 1-დან 2 მლ-მდე გამოყენება (კუნთში, მაგრამ არა ვენაში!).
პრეპარატი შეიყვანება ღრმად კუნთში, დუნდულის არეში.
3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს, რაც შეესაბამება პრეპარატის 0,3 მლ-ს, 6-12 წლისთვის – 4 მგ, რაც შეესაბამება პრეპარატის 0,5-0,6 მლ-ს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ბეტამეტაზონის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული;
ოსტეოპოროზი;
მძიმე მიოპათია (მიასთენია გრავისის გარდა);
ტუბერკულოზი;
ლიმფადენიტი, განვითარებული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრის (ბცჟ) შემდეგ;
ნაწლავური ანასტომოზი, ცოტა ხნის წინ წარმოქმნილი, დივერტიკულიტი;
გლაუკომა;
შაქრიანი დიაბეტი;
თრომბოფლებიტი;
მწვავე ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი სისტემური ინფექციები (იმ შემთხვევებში, როდესაც არ ტარდება შესაბამისი თერაპია);
ინფექციები შეყვანის ადგილას;
იცენკო-კუშინგის სინდრომი;
მდგომარეობები ქირურგიული ოპერაციებისა და მძიმე ტრავმების შემდეგ;
ძუძუთი კვების პერიოდი;
ფლოსტერონი შეიცავს ბენზილის სპირტს, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ახალშობილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ინფექციური (სეპტიკური) ანთებითი პროცესი სახსარში და პერიარტიკულარული ინფექციები (მათ შორის ანამნეზში);
ანთების ნიშნების არარსებობა სახსარში (ე.წ. “მშრალი” სახსარი, მაგალითად, სინოვიიტის გარეშე ოსტეოართროზის დროს);
წინამორბედი ართროპლასტიკა;
ტრანსარტიკულური ძვლის მოტეხილობა;
გამოხატული ძვლოვანი დესტრუქცია და სახსრის დეფორმაცია (სახრებსშორისი ნაპრალის მკვეთრი შევიწროვება, ანკილოზი);
სახსრის არასტაბილურობა, როგორც ართრიტის შედეგი;
შეყვანა აქილევსის მყესის არეში;
სახსრების მაფორმირებელი ძვლების ეპიფიზების ასეპტიკური ნეკროზი;
პათოლოგიური სისხლდენა (ენდოგენური ან ანტიკოაგულანტების გამოყენებით გამოწვეული).
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის მქონე პაციენტებისათვის კუნთში შეყვანა უკუნაჩვენებია.
ბეტამეტაზონი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებისათვის ვაქცინაციამდე რვა კვირით ადრე და ვაქცინაციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში.
სიფრთხილით: თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი ან ქრონიკული ჰეპატიტი, ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ეზოფაგიტი, გასტრიტი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ფსიქოზი ან ფსიქონევროზი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები (მათ შორის შიდსი ან აივ-ინფიცირება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოემბოლია, პაციენტები, რომლებსაც გადატანილი არა აქვთ ჩუტყვავილა, ჰიპერლიპიდემია, ნეფროუროლითიაზი, ჰიპოალბუმინემია და მდგომარეობები, რომლებიც ქმნის მისი განვითარებისადმი მიდრეკილებას (ნეფროზული სინდრომი), მიასთენია, ეპილეფსია, გაცხიმოვნება (III-IV ხარისხის), პოლიომიელიტი (ბულბარული ენცეფალიტის ფორმის გარდა), ბრონქული ასთმა ან ალერგია ანამნეზში, ბავშვთა და ხანდაზმულთა ასაკი, ორსულობა.
სიფრთხილის ზომები
ფლოსტერონის სუსპენზიის ვენაში შეყვანა დაუშვებელია!
ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა რისკის/თერაპიული სარგებელის თანაფარდობის შეფასება, ასევე ნებისმიერი ძირითადი დაავადების კონტროლი.
იშვიათად აღინიშნებოდა ანაფილაქტოიდური/ანაფილაქსიური რეაქციები, რასაც შეეძლო გამოეწვია შოკი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პარენტერალური შეყვანის გზით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას.
აუცილებელია შესაბამისი სიფრთხილის ზომების დაცვა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგიული რეაქციები კორტიკოსტეროიდებზე ანამნეზში.
პრეპარატის სახსარში და პერიარტიკულური შეყვანა უნდა განხორციელდეს სპეციალურად მომზადებული სპეციალისტის მიერ.
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ყველა შემთხვევაში აუცილებელია მასთან ერთდროულად შესაყვან ადგილობრივ ანესთეტიკებთან მისი თავსებადობის შეფასება.
დასაშვებია მისი შერევა ადგილობრივი ანესთეტიკების ხსნარების თანაბარ მოცულობასთან (პროკაინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარი ან ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარი) შპრიცში და არა ამპულაში.
დაუშვებელია გამოყენება ახალშობილების ჰიალინურ-მემბრანული დაავადების მკურნალობისათვის, ინფიცირებულ ზონებში და ხერხემლის მალებს შორის სივრცეში შეყვანა.
გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი (სახსარში) შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური ეფექტები.
სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები გასათვალისწინებელია ადგილობრივი გამოყენების დროსაც, განსაკუთრებით მაღალი დოზების, მრავალჯერადი გამოყენების და პრეპარატის დიდ სახსრებში შეყვანის შემთხვევაში.
სახსარში გამოყენება უკუნაჩვენებია პერიარტიკულური კალციფიკაციისა და ნეიროგენული ართროპათიის (შარკოს სახსარი) დროს.
გლუკოკორტიკოიდებით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია გულდასმითი გამოკვლევის ჩატარება, რათა გამოირიცხოს, უპირველეს ყოვლისა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება მჟავა-მაინჰიბირებელი პრეპარატები და საჭიროა გულდასმითი დაკვირვება პაციენტზე.
გლუკოკორტიკოიდებით ნებისმიერი ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა სისხლში შაქრის დონისა და სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი, და ასევე უნდა ტარდებოდეს ზურგის რენტგენოლოგიური გამოკვლევები და ოფთალმოლოგიური გამოკვლევები.
ხანგრძლივი თერაპიის დროს, დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევების მიუხედავად, დოზისა და პაციენტის ინდივიდუალური საწყისი მდგომარეობიდან გამომდინარე, დროის შესაბამისი ინტერვალების დაცვით, უნდა ტარდებოდეს გვერდითი ეფექტების მონიტორინგის ღონისძიებები.
აუცილებელია ყოველ სახსარში სინოვიალური სითხის შესაბამისი გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს სეპტიკური პროცესი.
კორტიკოსტეროიდები არ ექვემდებარება შეყვანას არასტაბილურ სახსრებში.
ძლიერ დაზიანებულ სახსრებში გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივმა და მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გააუარესოს ცვლილებები, დაკავშირებული სახსრის გაცვეთასთან. ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტის ინსტრუქტაჟი, რათა არ გადატვირთოს სიმპტომური გაუმჯობესების მქონე სახსრები, სანამ იქ ჯერ კიდევ აღინიშნება ანთებითი პროცესები.
დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა „არასტაბილურ“ სახსრებში, აქილევსის მყესის არეში ამ მყესის გაწყვეტის რისკის გამო.
ადგილობრივი ან სისტემური ინფექციების დროს (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი) არ არის ნაჩვენები მონოთერაპია ფლოსტერონით, მაგრამ სიფრთხილის დაცვით შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად.
გაძლიერებული ტკივილის შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს შეშუპება, სახსრის მოძრაობისუნარიანობის დაქვეითება, ტემპერატურის აწევა ან შეუძლოდ ყოფნა შეიძლება წარმოადგენდეს სეპტიკური ართრიტის ნიშნებს. ასეთი გართულების შემთხვევაში და სეფსისის დიაგნოზის დადასტურებისას, აუცილებელია შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპიის ჩატარება. ინტერკურენტული ინფექციების, სეპტიკური მდგომარეობების, ტუბერკულოზის დროს თერაპიის ფარგლებში ერთდროულად ტარდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიის დროს უკუნაჩვენებია ვაქცინაცია ცოცხალი ვირუსული ვაქცინებით. მკვდარი ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინებით იმუნიზაცია გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების ფონზე არ უზრუნველყოფს ანტისხეულების რაოდენობის მოსალოდნელ ზრდას და არ იძლევა მოსალოდნელ დამცავ ეფექტს. ამიტომ მსგავსი პრეპარატები არ უნდა დაინიშნოს ვაქცინაციამდე 8 კვირით ადრე და მისი ჩატარების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში.
იმ პაციენტებში, რომლებსაც არა აქვთ გადატანილი ჩუტყვავილა და იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, იზრდება ჩუტყვავილით ან ჰერპესული ინფექციით დაავადების რისკი ინფიცირებულ პირებთან შემთხვევითი კონტაქტის დროს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პასიური იმუნიზაცია. ვინაიდან კორტიკოსტეროიდებს შეუძლია გავლენის მოხდენა ახალშობილებისა და ბავშვების განვითარებაზე და ასევე ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავების დათრგუნვა, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ყურადღებით დაკვირვება ბავშვების ზრდისა და განვითარების მაჩვენებლებზე.
აუცილებელია სიფრთხილე პაციენტებთან ოპერაციებისა და ძვლების მოტეხილობების შემდეგ, რადგან გლუკოკორტიკოსტეროიდებს შეუძლია ჭრილობების და მოტეხილობების შეხორცების შენელება.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედება ძლიერდება ღვიძლის ციროზით ან ჰიპოთირეოზით დაავადებულებში.
განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენება; გლუკოკორტიკოიდების მოხსნის სინდრომის თავიდან ასაცილებლად მკურნალობა უცბად არ უნდა შეწყდეს. დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება არსებობდეს კორტიკოსტეროიდების მოხსნის შემდეგ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში.
ფლოსტერონის გამოყენებისას არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, ეპილეფსიის, თრომბოემბოლიის, მიასთენიის, გლაუკომის, ჰიპოთირეოზისა და ღვიძლის მძიმე დაზიანების ფონზე მატულობს ჰიპოკალიემიის რისკი.
მკაცრი ჩვენება: შემდეგი ძირითადი დაავადებების დროს: შაქრიანი დიაბეტი, ტუბერკულოზი, მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული და ამებური ინფექციები, არტერიული ჰიპერტენზია, თრომბოემბოლური პროცესები, გულისა და თირკმლის უკმარისობა, მწვავე გლომორულონეფრიტი და ქრონიკული ნეფრიტი, ბეტამეტაზონი გამოიყენება მხოლოდ შესაბამის თანმხლებ თერაპიასთან ერთად.
გლუკოკორტიკოიდებით თერაპია უნდა ტარდებოდეს მხოლოდ სიფრთხილის მკაცრი ზომების დაცვით, თუ შესაძლებელია თანმხლები თერაპია, რომელიც აკონტროლებს ძირითად დაავადებას (დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები, ტუბერკულოსტატური პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები და ა.შ.).
ზოგიერთ პაციენტებში კორტიკოსტეროიდებს შეუძლია გავლენის მოხდენა სპერმატოზოიდების მოძრაობისუნარიანობასა და რაოდენობაზე.
ფლოსტერონის გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ჰიპერმგრძნობელობაზე ტესტების მაჩვენებლები.
მწვავე და ქვემწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში შესაძლოა ნეკროზის კერის გავრცელება, ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირების შენელება და, ამის შედეგად, გულის კუნთის გაგლეჯა.
მეტებისულფიტებმა ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში ან ანამნეზში ალერგიის არსებობისას შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები, ანაფილაქსიისა და ბრონქოსპაზმის ჩათვლით.
მხედველობის დარღვევები
კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტმა შეგატყობინათ ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორიცაა სიმახვილის არარსებობა ან მხედველობის სხვა დარღვევები, განსახილველია ოფთალმოლოგის კონსულტაციის აუცილებლობა შესაძლო მიზეზების დასადგენად, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან ისეთ იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ), რომლის შესახებაც მოწოდებული იყო ცნობები სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებით.
შეტყობინებულია ასევე ფეოქრომოციტომის კრიზზე, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს ფატალური სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ. საეჭვო ან დადგენილი ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებს კორტოკოსტეროიდები უნდა დაენიშნოთ მხოლოდ რისკის/სარგებელის თანაფარდობის შესაბამისი შეფასების შემდეგ.
0,6 მგ ბეტამეტაზონი 0,75 მგ დექსამეტაზონის, 4 მგ ტრიამცინოლონის, 4 მგ მეთილპრედნიზოლონისა და 20 მგ ჰიდროკორტიზონის ეკვივალენტურია (AMA-ს მონაცემებით, 1994).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კარბამაზეპინი, პრიმიდონი, ამინოგლუტეტიმიდი: ბეტამეზონის ეფექტიანობა კლებულობს.
ანტიჰიპერტენზიული და ნატრიურეზული საშუალებები: კორტიკოსტეროიდები აქვეითებს ანტიჰიპერტენზიული და ნატრიურეზული საშუალებების თერაპიულ ეფექტს.
ალბენდაზოლი: კორტიკოსტეროიდები აძლიერებს ალბენდაზოლის აქტივობას.
ჰეპარინი: კორტიკოსტეროიდები აძლიერებს ჰეპარინის აქტივობას.
საგულე გლიკოზიდები: კალიუმის უკმარისობა აძლიერებს გლიკოზიდების ეფექტს.
ბეტა-2 ადრენორეცეპტორების აგონისტები: კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებისა და ბეტა-2 ადრენორეცეპტორების აგონისტების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალიემიის რისკს.
სალურეტიკები, ამფოტერიცინ B: კალიუმის დამატებითი გამოყოფა.
დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები: სისხლში შაქრის დონის დაქვეითების ეფექტი მცირდება.
კუმარინის წარმოებულები : ანტიკოაგულაციური ეფექტი სუსტდება.
ბარბიტურატები, ჰიდრანტოინები, რიფამპიცინი, ეფედრინი: კორტიკოსტეროიდების ეფექტი მცირდება.
პერორალური კონტრაცეპტივები: პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაახანგრძლივოს კორტიკოსტეროიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც ზრდის მათ ბიოლოგიურ ეფექტს და გვერდითი ეფექტების სიხშირეს.
სალიცილატები: ა) ცნობილია, რომ აცეტილსალიცილის მჟავა ვნებს კუჭს, ხოლო გლუკოკორტიკოიდებს შეუძლია გვერდითი ეფექტების შენიღბვა. მოქმედების მექანიზმი უცნობია.
ბ) გლუკოკორტიკოიდები აჩქარებს სალიცილატების თირკმლისმიერ კლირენსს, ამიტომ ძნელია შრატში სალიცილატების თერაპიული კონცენტრაციის მიღწევა. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც თანდათანობით უმცირებენ კორტიკისტეროიდების დოზას, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს სისხლის შრატში სალიცილატების კონცენტრაციის მატება და სალიცილატური ინტოქსიკაცია.
არსებობს კუჭ-ნაწლავური სისხლდენისა და წყლულების წარმოქმნის მომატებული რისკი (ა) და აცეტილსალიცილის მჟავის ეფექტიანობის შემცირების რისკი (ბ).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ): ბეტამეტაზონისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების განვითარებისა და წყლულის წარმოქმნის რისკს.
ქლოროქინი, ჰიდროქლოროქინი, მეფლოქინი: მიოპათიისა და კარდიომიოპათიის რისკის ზრდა.
იზონიაზიდი: გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდის იზონიაზიდის კლირენსს და ამცირებს მის კონცენტრაციას შრატში.
ზრდის ჰორმონები: ზრდის ჰორმონების ეფექტი შეიძლება შესუსტდეს ან აღიკვეთოს.
ბუპროპიონი: სისტემურ გლუკოკორტიკოიდებთან ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გაზარდოს გულყრის რისკი.
ანტიბიოტიკები: არსებობს ცნობები, რომ მაკროლიდური ანტიბიოტიკები მნიშვნელოვნად ამცირებს კორტიკოსტეროიდების კლირენსს.
ადგილობრივი ანესთეტიკები: ბეტამეტაზონის ადგილობრივი გამოყენებისას ყოველთვის უნდა შემოწმდეს მისი თავსებადობა დამატებით (ადგილობრივ) ანესთეტიკთან.
რიტოდრინი: მშობიარობის დროს უკუნაჩვენებია რიტოდრინისა და კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპება.
CYP3A-ს ინჰიბიტორები (კობიცისტატის შემცველი საშუალებების ჩათვლით): მოსალოდნელია, რომ ერთდროული გამოყენება CYP3A-ს ინჰიბიტორებთან, კობიცისტატის შემცველი პრეპარატების ჩათვლით, გაზრდის სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. ამ კომბინაციებს თავი უნდა ავარიდოთ, თუ სარგებელი არ აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტების მომატებულ რისკს, და ასეთ შემთხვევაში საჭიროა პაციენტების დაკვირვება სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდით ეფექტებზე.
ცოცხალი ბაქტერიული ან ვირუსული ვაქცინები: თუ გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ტარდება ცოცხალი ვაქცინით იმუნიზაციამდე რვა კვირის პერიოდში ან ასეთი იმუნიზაციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია იმუნიზაციური ეფექტის შემცირება ან არარსებობა.
ინაქტივირებული და ტოქსოიდური ვაქცინები: შესაძლოა ვაქცინაციის შემდეგ არასაკმარისი დაცვა.
შესაძლებელია ინაქტივირებული ან მკვდარი ვაქცინით ვაქცინაციაზე იმუნური პასუხის არარსებობა ან დაქვეითება სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის ფონზე.
გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემურ გამოყენებას ფარმაკოლოგიურ დოზებში შეუძლია დათრგუნოს იმუნური პასუხი ორგანიზმის პათოგენებთან კონტაქტში შესვლისას.
ამან შეიძლება ხელი შეუშალოს საკმარისი რაოდენობის ანტისხეულების (იმუნოგლობულინების) წარმოქმნას. ძირითადად ამ გავლენას ექვემდებარება პირველადი იმუნური პასუხი, თუმცა მას შეიძლება დაექვემდებაროს მეორადი იმუნური პასუხიც.
ორსულობა და ძუძუთი კვება
გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოყენების პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის თერაპიის პოტენციურ რისკს. ორსულობის დროს ჩვეულებრივ რეკომენდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების უმცირესი დოზების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ დაავადების კონტროლს. იმ დედების მიერ, რომლებიც ორსულობის დროს იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, გაჩენილ ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ საგულდაგულო გამოკვლევები თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შესაძლო ნიშნების გამოსავლენად.
გლუკოკორტიკოსტეროიდები გადის პლაცენტურ ბარიერში და შეუძლია მიაღწიოს მაღალ კონცენტრაციებს ნაყოფის ორგანიზმში.
კვლევებმა აჩვენა ნეონატალური ჰიპოგლიკემიის რისკის მატება გვიანი ნაადრევი მშობიარობის რისკის მქონე ქალებში დექსამეტაზონის მოკლე კურსის ფარგლებში ანტენატალური შეყვანის შემდეგ.
გლუკოკორტიკოსტეროიდები მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში. ამიტომ, გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატებით თერაპიის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავის შეკავება ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
საინექციო სუსპენზია, 7 მგ/მლ.
1 მლ გამჭვირვალე შუშის ამპულაში (ISO 9187-2-OPC-B-1-cl) ფერადი წერტილით ამპულის გადატეხვის ადგილას. 5 ამპულა მოთავსებულია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, რომელიც გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე და გამოხატულება დამოკიდებულია გამოყენების ხანგრძლივობაზე, გამოყენებული დოზის სიდიდესა და დანიშვნის ცირკადული რითმის დაცვის შესაძლებლობაზე.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები: ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: თავის ტკივილი, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია (pseudotumor cerebri), კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, დაბუჟება.
მხედველობის ორგანოს მხრივ დარღვევები: დიპლოპია (დაკავშირებული კეთილთვისებიან ქალასშიდა ჰიპერტენზიასთან), კატარაქტა, გლაუკომა, ეკზოფთალმი, მომატებული თვალისშიდა წნევა, ბუნდოვანი მხედველობა (იხ. აგრეთვე 4.4 თავი), თვალის მეორადი ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების განვითარებისადმი მიდრეკილება, კერატოდერმიის ტროფიკული ცვლილებები, ეკზოფთალმი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები: კუჭის წყლული (ასევე სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ტკივილი მუცელში, სლოკინი, მუცლის შებერილობა, წყლულოვანი ეზოფაგიტი, კინეტოზი (შეუძლოდ ყოფნა რწევის დროს), გულისრევა, პანკრეატიტი, მადის მომატება ან დაქვეითება, ღვიძლის ტრანსამინაზების დონისა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მატება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები: აკნეს მგავსი გამონაყარი, კანის ატროფია, ჰირსუტიზმი, ჭრილობების ცუდად შეხორცება, სტრიები, პეტექიები, ეკქიმოზები, სახის ერითემა, ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, დათრგუნული რეაქცია კანისმიერ სინჯებზე, პურპურა, კანის ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, სტეროიდული ფერისმჭამელები, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, კანისმიერი გამონაყარი, ქავილი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები: გულის შეგუბებული უკმარისობა, არითმია, ბრადიკარდია (გულის გაჩერებამდე). გულის უკმარისობის ინტენსიურობის მომატება ან განვითარება (ამ მდგომარეობის განვითარების რისკს დაქვემდებარებულ პაციენტებში), ცვლილებები ეკგ-ზე, ტიპიური მომატებული არტერიული წნევის დროს. მიოკარდიუმის მწვავე ან ქვემწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში - ნეკროზის კერის დისემინაცია, ქსოვილის ნელი ტემპით შეხორცება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის გასკდომა (პრეპარატის სისტემური გამოყენების შემთხვევაში), ჰიპერკოაგულაცია, ვენური თრომბოზი.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები: პროქსიმალური კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებში, მყესების გაწყვეტა, ოსტეოპოროზი, ხერხემლისა და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობები, კორტიკოსტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი მასის დაკარგვა, მიასთენია გრავისის სიმპტომების გამწვავება, ბარძაყის ან მხრის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი, გრძელი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, მიალგია ან კუნთოვანი სპაზმები, წელის ტკივილი.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ დარღვევები: ლეიკოციტურია.
ენდოკრინული დარღვევები: ნატრიუმისა და სითხის შეკავება, ჰიპოკალიმია, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ზრდის შეფერხება ბავშვებში, შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა ქერქის მეორადი უკმარისობა და ჰიპოფიზური უკმარისობა, განსაკუთრებით სტრესის დროს, მაგალითად, ტრავმის, ოპერაციული ჩარევისა ან ავადმყოფობის შემთხვევაში, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლინება, არსებული შაქრიანი დიაბეტის სიმპტომების გაუარესება, ინსულინისა და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებისადმი გაზრდილი მოთხოვნა დიაბეტის მქონე პაციენტებში, ჰიპოკალციემია, ჰიპერნატრიემია.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და კვების დარღვევები: ორგანიზმიდან კალიუმის მომატებული გამოყოფა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, ცილების კატაბოლიზმი (აზოტის უარყოფითი ბალანსი).
ინფექციები და ინვაზიები: ოროფარინგეალური კანდიდოზი, უჩვეულო ოპორტუნისტული ინფექციები, ინფეციებისადმი მომატებული მიმღებლობ, ინფექციის სიმძიმის გაღრმავება კლინიკური სიმპტომებისა და ნიშნების დათრგუნვით.
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები: ფლებოთრომბოზი, ჰიპერტენზია.
ზოგადი ხასიათის გართულებები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ავასკულური ნეკროზი, სხეულის მასის ზრდა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (შოკის მსგავსი მდგომარეობები, არტერიული წნევის დაქვეითება), დაღლილობა, ბრონქოსპაზმი (ბრონქული ასთმით დაავადებულებში მეტაბისულფიტების შემცველობის გამო), ტკივილი, წვის, ჩხვლეტის შეგრძნება შეყვანის ადგილას, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ატროფია შეყვანის ადგილის მიმდებარედ ან უშუალოდ ინექციის ადგილას (განსაკუთრებით პრეპარატის დელტოიდურ კუნთში შეყვანის შემთხვევაში).
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ფსიქიატრიული დარღვევები: დეპრესია, ჰიპომანია, ფსიქოზი, ეიფორია, გუნება-განწყობის უეცარი ცვლილებები, პიროვნების შეცვლა, უძილობა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარანოია, მომატებული აღგზნებადობა ან დაძაბულობა.
სხვა გვერდითი ეფექტები : ლეიკოციტურია.
დამატებითი გვერდითი ეფექტები, დაკავშირებული კორტიკოსტეროიდებით პარენტერალურ თერაპიასთან, მოიცავს სიბრმავის იშვიათ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია პირის ღრუს ან თავის არეში კერასშიდა თერაპიასთან, ჰიპერპიგმენტაციას ან ჰიპოპიგმენტაციას, კანქვეშა ან კანისმიერ ქსოვილოვან ატროფიას, ასეპტიკურ აბსცესს, ინექციის შემდგომ გამწვავებას (სახსარში შეყვანის შემდეგ), შარკოს ართროპათიას.
მძიმე გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ძილის დარღვევა, ეიფორია, აღგზნება, დეპრესია. პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - ოსტეოპოროზი, ორგანიზმში სითხის შეკავება, არტერიული წნევის მომატება, მიოპათია, იცენკო-კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა. დოზის გადაჭარბების ეფექტები შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
მკურნალობა: ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დოზის შემცირება პრეპარატის ეტაპობრივ შეწყვეტამდე და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნება, ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ანტაციდები, ფენოთიაზინები, ლითიუმის პრეპარატები. იცენკო-კუშინგის სინდრომის შემთხვევაში - ამინოგლუტეტიმიდი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი არაეფექტიანია.
შემადგენლობა
1 ამპულა – 1 მლ საინექციო სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ბეტამეტაზონი:
6,43 მგ ბეტამეტაზონის დიპროპიონატის სახით, რაც შეესაბამება 5 მგ ბეტამეტაზონს
2,63 მგ ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის სახით, რაც შეესაბამება 2 მგ ბეტამეტაზონს.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი), კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
აღწერა
თეთრი ფერის სუსპენზია ხილული მექანიკური მინარევების გარეშე.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუკოკორტიკოსტეროიდი.
ათქ კოდი: H02AB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ბეტამეტაზონი – სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდი (გკს), აფერხებს ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან ინტერლეიკინ-1-ის, ინტერლეიკინ-2-ის, გამა-ინტერფერონის გამოთავისუფლებას. ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზირებელ, შოკის საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკურ და იმუნოდეპრესიულ მოქმედებას. თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) და ბეტა-ლიპოტროპინის გამოთავისუფლებას ჰიპოფიზის მიერ, მაგრამ არ ამცირებს მოცირკულირე ბეტა-ენდორფინის დონეს. თრგუნავს თირეოტროპული ჰორმონისა (თტჰ) და ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის (ფმჰ) სეკრეციას.
ზრდის ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) აგზნებადობას, ამცირებს ლიმფოციტებისა და ეოზინოფილების რაოდენობას. ზრდის ერითროციტების რაოდენობას (ერითროპოეტინების გამომუშავების გაძლიერების ხარჯზე).
ურთიერთქმედებს სპეციფიკურ ციტოპლაზმურ რეცეპტორებთან და წარმოქმნის კომპლექსს, რომელიც აღწევს უჯრედის ბირთვში, და ასტიმულირებს მატრიცული რიბონუკლეინის მჟავის (რნმ) სინთეზს; ეს უკანასკნელი აინდუცირებს ცილების წარმოქმნას, მათ შორის ლიპოკორტინის, რაც განაპირობებს უჯრედოვან ეფექტებს. ლიპოკორტინი აინჰიბირებს ფოსფოლიპაზა A2-ს, თრგუნავს არაქიდონის მჟავის გამოთავისუფლებას და თრგუნავს ანთების, ალერგიის და სხვა პროცესების ხელშემწყობი ენდოზეჟანგების, პროსტაგლანდინის (Pg), ლეიკოტრიენების სინთეზს.
ცილოვანი ცვლა: ამცირებს ცილების რაოდენობას პლაზმაში (გლობულინების ხარჯზე) ალბუმინ/გლობულინის კოეფიციენტის მატებით, ზრდის ალბუმინების სინთეზს ღვიძლსა და თირკმელებში; აძლიერებს ცილების კატაბოლიზმს კუნთოვან ქსოვილში.
ლიპიდური ცვლა: ზრდის უმაღლესი ცხიმოვანი მჟავებისა და თირეოტროპული ჰორმონის (თჰ) სინთეზს, ახდენს ცხიმის გადანაწილებას (ცხიმის დაგროვება ძირითადად მხრის სარტყელის, სახის, მუცლის არეში), იწვევს ჰიპერქოლესტერინემიის განვითარებას.
ნახშირწყლოვანი ცვლა: ზრდის ნახშირწყლების შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (კნტ); ზრდის გლუკოზო-6-ფოსფატაზის აქტივობას, რაც იწვევს ღვიძლიდან სისხლში გლუკოზის მოწოდების მატებას; ზრდის ფოსფოენოლპირუვატკარბოქსილაზის აქტივობას და ამინოტრანსფერაზების სინთეზს, რომლებიც იწვევს გლუკონეოგენეზის აქტივაციას.
წყალ-ელექტროლიტური ცვლა: აკავებს Na+-ს და წყალს ორგანიზმში, ასტიმულირებს K+-ის გამოყოფას (მინერალოკორტიკოსტეროიდული აქტივობა), ამცირებს Ca2+-ის შეწოვას კნტ-დან, იწვევს Ca2+-ის “გამორეცხვას” ძვლებიდან, ზრდის თირკმელებით Ca2+-ის გამოყოფას.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაკავშირებულია ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამოთავისუფლების დათრგუნვასთან; ლიპოკორტინის წარმოქმნის ინდუცირებასთან და პოხიერი უჯრედების რაოდენობის შემცირებასთან, რომლებიც გამოიმუშავებს ჰიალურონის მჟავას; კაპილარების გამტარობის შემცირებასთან; უჯრედული მემბრანებისა და ორგანელების მემბრანების (განსაკუთრებით ლიზოსომალური) სტაბილიზაციასთან.
ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტი ვითარდება ალერგიის მედიატორების სინთეზისა და სეკრეციის დათრგუნვის, სენსიბილიზირებული პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან ჰისტამინისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, T- და B- ლიმფოციტების, პოხიერი უჯრედების გამოთავისუფლების შეფერხების, ალერგიის მედიატორებისადმი ეფექტორული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითების, ანტისხეულების წარმოქმნის დათრგუნვისა და ორგანიზმის იმუნური პასუხის შეცვლის შედეგად.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) დროს, მოქმედება ძირითადად ეფუძნება ანთებითი პროცესების შეფერხებას, ლორწოვანი გარსის შეშუპების განვითარების დათრგუნვას ან პრევენციას, ბრონქების ეპითელიუმის ქველორწოვანი შრის ეოზინოფილური ინფილტრაციის შეფერხებას, მოცირკულირე იმუნური კომპლექსების დაგროვებას ბრონქების ლორწოვან გარსში, ასევე ლორწოვანი გარსის ეროზირებისა და დესკვამაციის შეფერხებას.
ზრდის წვრილი და საშუალო კალიბრის ბრონქების ბეტა-ადრენორეცეპტორების მგრძნობელობას ენდოგენური კატექოლამინებისა და ეგზოგენური სიმპათომიმეტიკების მიმართ, ამცირებს ლორწოს სიბლანტეს მისი წარმოქმნის დათრგუნვის ან შემცირების ხარჯზე.
შოკის საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური მოქმედება დაკავშირებულია არტერიული წნევის (აწ) მომატებასთან (მოცირკულირე კატექოლამინების კონცენტრაციის მომატებისა და მათ მიმართ ადრენორეცეპტორების მგრძნობელობის აღდგენის, ასევე ვაზოკონსტრიქციის ხარჯზე), სისხლძარღვების კედლების შეღწევადობის შემცირებასთან, მემბრანოპროტექტორულ თვისებებთან, ღვიძლის ფერმენტებისა აქტივაციასთან, რომლებიც მონაწილეობს ენდო- და ქსენობიოტიკების მეტაბოლიზმში.
იმუნოდეპრესიულ ეფექტი განპირობებულია ლიმფოციტებსა და მაკროფაგებიდან ციტოკინების (ინტერლეიკინ 1-ის, ინტერლეიკინ 2-ის, გამა ინტერფერონის) გამოთავისუფლების შეფერხებით.
თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) სინთეზსა და სეკრეციას და მეორადად – ენდოგენური გკს-ის სინთეზს. აფერხებს შემაერთებელქსოვილოვან რეაქციებს ანთებითი პროცესის მიმდინარეობისას და ამცირებს ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოშობის შესაძლებლობას.
ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი წარმოადგენს ადვილად ხსნად ნაერთს, რომელიც კარგად შეიწოვება ქსოვილებში პარენტერალური შეყვანის შემდეგ და უზრუნველყოფს სწრაფ ეფექტს.
ბეტამეტაზონის დიპროპიონატს აქვს უფრო ნელი აბსორბცია. ამ მარილების კომბინირებით შესაძლებელია სამკურნალო საშუალების (სს) შექმნა, როგორც ხანმოკლე (მაგრამ სწრაფი), ისევე ხანგრძლივი მოქმედებით. მიღების წესიდან გამომდინარე (ინტრავენურად (ი/ვ), ინსტრამუსკულარულად (ი/მ), ინტრაარტიკულურად, პერიარტიკულურად, ინტრადერმალურად (ი/დ)) მიიღწევა საერთო ან ადგილობრივი ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა
სახსარში შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 30 წუთის შემდეგ. პლაზმაში უკავშირდება ცილებს. ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს, მათ შორის პლაცენტარულს. მეტაბოლიზდება ღვიძლში უპირატესად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმელებით, მცირე რაოდენობა – ნაღველით, ნაწილობრივ – დედის რძესთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ფლოსტერონი®
სავაჭრო (დაპატენტებული) სახელწოდება:
ფლოსტერონი®
საერთაშორისო (დაუპატენტებელი) სახელწოდება:
ბეტამეტაზონი
სამკურნალო ფორმა:
საინექციო სუსპენზია
შემადგენლობა
1 ამპულა – 1 მლ საინექციო სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ბეტამეტაზონი:
6,43 მგ ბეტამეტაზონის დიპროპიონატის სახით, რაც შეესაბამება 5 მგ ბეტამეტაზონს
2,63 მგ ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის სახით, რაც შეესაბამება 2 მგ ბეტამეტაზონს.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი), კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
აღწერა
თეთრი ფერის სუსპენზია ხილული მექანიკური მინარევების გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდი.
ათქ კოდი: H02AB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ბეტამეტაზონი – სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდი (გკს), აფერხებს ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან ინტერლეიკინ-1-ის, ინტერლეიკინ-2-ის, გამა-ინტერფერონის გამოთავისუფლებას. ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზირებელ, შოკის საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკურ და იმუნოდეპრესიულ მოქმედებას. თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) და ბეტა-ლიპოტროპინის გამოთავისუფლებას ჰიპოფიზის მიერ, მაგრამ არ ამცირებს მოცირკულირე ბეტა-ენდორფინის დონეს. თრგუნავს თირეოტროპული ჰორმონისა (თტჰ) და ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის (ფმჰ) სეკრეციას.
ზრდის ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) აგზნებადობას, ამცირებს ლიმფოციტებისა და ეოზინოფილების რაოდენობას. ზრდის ერითროციტების რაოდენობას (ერითროპოეტინების გამომუშავების გაძლიერების ხარჯზე).
ურთიერთქმედებს სპეციფიკურ ციტოპლაზმურ რეცეპტორებთან და წარმოქმნის კომპლექსს, რომელიც აღწევს უჯრედის ბირთვში, და ასტიმულირებს მატრიცული რიბონუკლეინის მჟავის (რნმ) სინთეზს; ეს უკანასკნელი აინდუცირებს ცილების წარმოქმნას, მათ შორის ლიპოკორტინის, რაც განაპირობებს უჯრედოვან ეფექტებს. ლიპოკორტინი აინჰიბირებს ფოსფოლიპაზა A2-ს, თრგუნავს არაქიდონის მჟავის გამოთავისუფლებას და თრგუნავს ანთების, ალერგიის და სხვა პროცესების ხელშემწყობი ენდოზეჟანგების, პროსტაგლანდინის (Pg), ლეიკოტრიენების სინთეზს.
ცილოვანი ცვლა: ამცირებს ცილების რაოდენობას პლაზმაში (გლობულინების ხარჯზე) ალბუმინ/გლობულინის კოეფიციენტის მატებით, ზრდის ალბუმინების სინთეზს ღვიძლსა და თირკმელებში; აძლიერებს ცილების კატაბოლიზმს კუნთოვან ქსოვილში.
ლიპიდური ცვლა: ზრდის უმაღლესი ცხიმოვანი მჟავებისა და თირეოტროპული ჰორმონის (თჰ) სინთეზს, ახდენს ცხიმის გადანაწილებას (ცხიმის დაგროვება ძირითადად მხრის სარტყელის, სახის, მუცლის არეში), იწვევს ჰიპერქოლესტერინემიის განვითარებას.
ნახშირწყლოვანი ცვლა: ზრდის ნახშირწყლების შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (კნტ); ზრდის გლუკოზო-6-ფოსფატაზის აქტივობას, რაც იწვევს ღვიძლიდან სისხლში გლუკოზის მოწოდების მატებას; ზრდის ფოსფოენოლპირუვატკარბოქსილაზის აქტივობას და ამინოტრანსფერაზების სინთეზს, რომლებიც იწვევს გლუკონეოგენეზის აქტივაციას.
წყალ-ელექტროლიტური ცვლა: აკავებს Na+-ს და წყალს ორგანიზმში, ასტიმულირებს K+-ის გამოყოფას (მინერალოკორტიკოსტეროიდული აქტივობა), ამცირებს Ca2+-ის შეწოვას კნტ-დან, იწვევს Ca2+-ის “გამორეცხვას” ძვლებიდან, ზრდის თირკმელებით Ca2+-ის გამოყოფას.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაკავშირებულია ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამოთავისუფლების დათრგუნვასთან; ლიპოკორტინის წარმოქმნის ინდუცირებასთან და პოხიერი უჯრედების რაოდენობის შემცირებასთან, რომლებიც გამოიმუშავებს ჰიალურონის მჟავას; კაპილარების გამტარობის შემცირებასთან; უჯრედული მემბრანებისა და ორგანელების მემბრანების (განსაკუთრებით ლიზოსომალური) სტაბილიზაციასთან.
ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტი ვითარდება ალერგიის მედიატორების სინთეზისა და სეკრეციის დათრგუნვის, სენსიბილიზირებული პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან ჰისტამინისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, T- და B- ლიმფოციტების, პოხიერი უჯრედების გამოთავისუფლების შეფერხების, ალერგიის მედიატორებისადმი ეფექტორული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითების, ანტისხეულების წარმოქმნის დათრგუნვისა და ორგანიზმის იმუნური პასუხის შეცვლის შედეგად.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) დროს, მოქმედება ძირითადად ეფუძნება ანთებითი პროცესების შეფერხებას, ლორწოვანი გარსის შეშუპების განვითარების დათრგუნვას ან პრევენციას, ბრონქების ეპითელიუმის ქველორწოვანი შრის ეოზინოფილური ინფილტრაციის შეფერხებას, მოცირკულირე იმუნური კომპლექსების დაგროვებას ბრონქების ლორწოვან გარსში, ასევე ლორწოვანი გარსის ეროზირებისა და დესკვამაციის შეფერხებას.
ზრდის წვრილი და საშუალო კალიბრის ბრონქების ბეტა-ადრენორეცეპტორების მგრძნობელობას ენდოგენური კატექოლამინებისა და ეგზოგენური სიმპათომიმეტიკების მიმართ, ამცირებს ლორწოს სიბლანტეს მისი წარმოქმნის დათრგუნვის ან შემცირების ხარჯზე.
შოკის საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური მოქმედება დაკავშირებულია არტერიული წნევის (აწ) მომატებასთან (მოცირკულირე კატექოლამინების კონცენტრაციის მომატებისა და მათ მიმართ ადრენორეცეპტორების მგრძნობელობის აღდგენის, ასევე ვაზოკონსტრიქციის ხარჯზე), სისხლძარღვების კედლების შეღწევადობის შემცირებასთან, მემბრანოპროტექტორულ თვისებებთან, ღვიძლის ფერმენტებისა აქტივაციასთან, რომლებიც მონაწილეობს ენდო- და ქსენობიოტიკების მეტაბოლიზმში.
იმუნოდეპრესიულ ეფექტი განპირობებულია ლიმფოციტებსა და მაკროფაგებიდან ციტოკინების (ინტერლეიკინ 1-ის, ინტერლეიკინ 2-ის, გამა ინტერფერონის) გამოთავისუფლების შეფერხებით.
თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) სინთეზსა და სეკრეციას და მეორადად – ენდოგენური გკს-ის სინთეზს. აფერხებს შემაერთებელქსოვილოვან რეაქციებს ანთებითი პროცესის მიმდინარეობისას და ამცირებს ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოშობის შესაძლებლობას.
ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი წარმოადგენს ადვილად ხსნად ნაერთს, რომელიც კარგად შეიწოვება ქსოვილებში პარენტერალური შეყვანის შემდეგ და უზრუნველყოფს სწრაფ ეფექტს.
ბეტამეტაზონის დიპროპიონატს აქვს უფრო ნელი აბსორბცია. ამ მარილების კომბინირებით შესაძლებელია სამკურნალო საშუალების (სს) შექმნა, როგორც ხანმოკლე (მაგრამ სწრაფი), ისევე ხანგრძლივი მოქმედებით. მიღების წესიდან გამომდინარე (ინტრავენურად (ი/ვ), ინსტრამუსკულარულად (ი/მ), ინტრაარტიკულურად, პერიარტიკულურად, ინტრადერმალურად (ი/დ)) მიიღწევა საერთო ან ადგილობრივი ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა
სახსარში შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 30 წუთის შემდეგ. პლაზმაში უკავშირდება ცილებს. ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს, მათ შორის პლაცენტარულს. მეტაბოლიზდება ღვიძლში უპირატესად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმელებით, მცირე რაოდენობა – ნაღველით, ნაწილობრივ – დედის რძესთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
ადგილობრივი მკურნალობა:
სახსარში და პერიარტიკულური შეყვანა ანთებითი რევმატული დაავადებების დროს (რევმატოიდული ართრიტი, სერონეგატიური სპონდილოართრიტები, ართრიტები შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებების დროს), პოსტტრავმული ართრიტის დროს, ფსორიაზული ართრიტის დროს სახსრების მრავლობითი დაზიანებებით და ტენდოსინოვიტით, კრისტალური ართრიტების დროს;
სახსარში შეყვანა დეგენერაციული რევმატული დაავადებების დროს, განსაკუთრებით სინოვიიტის არსებობისას (არ გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის დროს);
პერიარტიკულური ქსოვილების ანთებითი დაზიანებები (ბურსიტი, ტენდინიტი, ტენდოსინოვიიტი, ეპიკონდილიტი, პლანტარული ფასციიტები);
დაზიანების კერაში შეყვანა კანის დაავადებების სამკურნალოდ იშვიათ შემთხვევებში (ადგილობრივი თერაპიის სხვა საშუალებებზე რეაქციის არარსებობის შემთხვევაში): მასკლეროზირებელი ფოლიკულიტი, კელოიდები, რგოლისებური გრანულომა, კანის სარკოიდოზი, დიაბეტური ლიპოდისტროფია (ლიპონეკროზი), ფსორიაზი, კეროვანი ალოპეცია, წითელი ბრტყელი ლიქენი, ნეიროდერმიტი, მონეტისებრი ეგზემა, დისკოიდური წითელი მგლურა.
სისტემური მკურნალობა:
ფლოსტერონის სისტემური ეფექტი გამოიყენება ზოგიერთი გამოხატული ალერგიული დაავადების დროს: ალერგიული რინიტი, ასთმური სტატუსი, კვინკეს შეშუპება, ალერგიული რეაქციები სამკურნალო საშუალებებზე და შრატებზე, მწერების ნაკბენები.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ბეტამეტაზონის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული;
ოსტეოპოროზი;
მძიმე მიოპათია (მიასთენია გრავისის გარდა);
ტუბერკულოზი;
ლიმფადენიტი, განვითარებული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრის (ბცჟ) შემდეგ;
ნაწლავური ანასტომოზი, ცოტა ხნის წინ წარმოქმნილი, დივერტიკულიტი;
გლაუკომა;
შაქრიანი დიაბეტი;
თრომბოფლებიტი;
მწვავე ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი სისტემური ინფექციები (იმ შემთხვევებში, როდესაც არ ტარდება შესაბამისი თერაპია);
ინფექციები შეყვანის ადგილას;
იცენკო-კუშინგის სინდრომი;
მდგომარეობები ქირურგიული ოპერაციებისა და მძიმე ტრავმების შემდეგ;
ძუძუთი კვების პერიოდი;
ფლოსტერონი შეიცავს ბენზილის სპირტს, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ახალშობილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ინფექციური (სეპტიკური) ანთებითი პროცესი სახსარში და პერიარტიკულარული ინფექციები (მათ შორის ანამნეზში);
ანთების ნიშნების არარსებობა სახსარში (ე.წ. “მშრალი” სახსარი, მაგალითად, სინოვიიტის გარეშე ოსტეოართროზის დროს);
წინამორბედი ართროპლასტიკა;
ტრანსარტიკულური ძვლის მოტეხილობა;
გამოხატული ძვლოვანი დესტრუქცია და სახსრის დეფორმაცია (სახრებსშორისი ნაპრალის მკვეთრი შევიწროვება, ანკილოზი);
სახსრის არასტაბილურობა, როგორც ართრიტის შედეგი;
შეყვანა აქილევსის მყესის არეში;
სახსრების მაფორმირებელი ძვლების ეპიფიზების ასეპტიკური ნეკროზი;
პათოლოგიური სისხლდენა (ენდოგენური ან ანტიკოაგულანტების გამოყენებით გამოწვეული).
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის მქონე პაციენტებისათვის კუნთში შეყვანა უკუნაჩვენებია.
ბეტამეტაზონი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებისათვის ვაქცინაციამდე რვა კვირით ადრე და ვაქცინაციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში.
სიფრთხილით: თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი ან ქრონიკული ჰეპატიტი, ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ეზოფაგიტი, გასტრიტი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ფსიქოზი ან ფსიქონევროზი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები (მათ შორის შიდსი ან აივ-ინფიცირება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოემბოლია, პაციენტები, რომლებსაც გადატანილი არა აქვთ ჩუტყვავილა, ჰიპერლიპიდემია, ნეფროუროლითიაზი, ჰიპოალბუმინემია და მდგომარეობები, რომლებიც ქმნის მისი განვითარებისადმი მიდრეკილებას (ნეფროზული სინდრომი), მიასთენია, ეპილეფსია, გაცხიმოვნება (III-IV ხარისხის), პოლიომიელიტი (ბულბარული ენცეფალიტის ფორმის გარდა), ბრონქული ასთმა ან ალერგია ანამნეზში, ბავშვთა და ხანდაზმულთა ასაკი, ორსულობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოყენების პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის თერაპიის პოტენციურ რისკს. ორსულობის დროს ჩვეულებრივ რეკომენდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების უმცირესი დოზების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ დაავადების კონტროლს. იმ დედების მიერ, რომლებიც ორსულობის დროს იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, გაჩენილ ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ საგულდაგულო გამოკვლევები თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შესაძლო ნიშნების გამოსავლენად.
გლუკოკორტიკოსტეროიდები გადის პლაცენტურ ბარიერში და შეუძლია მიაღწიოს მაღალ კონცენტრაციებს ნაყოფის ორგანიზმში.
კვლევებმა აჩვენა ნეონატალური ჰიპოგლიკემიის რისკის მატება გვიანი ნაადრევი მშობიარობის რისკის მქონე ქალებში დექსამეტაზონის მოკლე კურსის ფარგლებში ანტენატალური შეყვანის შემდეგ.
გლუკოკორტიკოსტეროიდები მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში. ამიტომ, გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატებით თერაპიის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
გამოყენების წესი და დოზები
შეყვანის წესი – პარენტერალური (სახსარში, პერიარტიკულური, კანში შეყვანა, დაზიანებულ ქსოვილების არეში შეყვანა და, განსაკუთრებულ სიტუაციებში, ინტრამუსკულური შეყვანა).
ზრდასრულებისა და ბავშვებისათვის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად სახსრის ზომის, დაავადების სიმძიმისა და ხასიათის და ავადმყოფის რეაქციის მიხედვით.
სახსარში და პერიარტიკულური შეყვანა:
ძალიან მსხვილი სახსრები (მენჯ-ბარძაყის) – 1-2 მლ;
მსხვილი სახსრები (მუხლის, მხრის, კოჭ-წვივის) – 1 მლ;
საშუალო ზომის სახსრები (იდაყვის, მაჯის) – 0,5-1 მლ;
წვრილი სახსრები (მკერდ-ლავიწის, მაჯა-ფალანგის, ფალანგშორისი) – 0,25-0,5 მლ.
მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს გამოიყენება 0,5-დან 1 მლ-მდე.
ინექციები მსხვილ სახსრებში – ერთ სახსარში არაუმეტეს 3-4-ჯერ წელიწადში.
შეყვანა დაზიანების კერაში (კანში, მაგრამ არა კანქვეშ!):
ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,2 მლ/სმ2-ს, ხოლო ყველა დაზიანებულ უბანში შესაყვანი საერთო ყოველკვირეული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მლ/კვირაში.
ადგილობრივი ინფილტრაცია:
ბურსიტი – 0,25 - 1 მლ (მწვავე სტადიაში 2 მლ-მდე),
ტენდოსინოვიიტი, ტენდინიტი – 0,5 მლ,
ფიბროზიტი – 0,5-1 მლ.
პრეპარატის შეყვანა მეორდება ყოველ 1-2 კვირაში.
აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში ადგილობრივ ანესთეტიკთან.
სისტემური შეყვანა გამოხატული ალერგიული დაავადებების დროს
დასაშვებია მხოლოდ ერთჯერადი დოზის - 1-დან 2 მლ-მდე გამოყენება (კუნთში, მაგრამ არა ვენაში!).
პრეპარატი შეიყვანება ღრმად კუნთში, დუნდულის არეში.
3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს, რაც შეესაბამება პრეპარატის 0,3 მლ-ს, 6-12 წლისთვის – 4 მგ, რაც შეესაბამება პრეპარატის 0,5-0,6 მლ-ს.
გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე და გამოხატულება დამოკიდებულია გამოყენების ხანგრძლივობაზე, გამოყენებული დოზის სიდიდესა და დანიშვნის ცირკადული რითმის დაცვის შესაძლებლობაზე.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები: ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: თავის ტკივილი, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია (pseudotumor cerebri), კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, დაბუჟება.
მხედველობის ორგანოს მხრივ დარღვევები: დიპლოპია (დაკავშირებული კეთილთვისებიან ქალასშიდა ჰიპერტენზიასთან), კატარაქტა, გლაუკომა, ეკზოფთალმი, მომატებული თვალისშიდა წნევა, ბუნდოვანი მხედველობა (იხ. აგრეთვე 4.4 თავი), თვალის მეორადი ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების განვითარებისადმი მიდრეკილება, კერატოდერმიის ტროფიკული ცვლილებები, ეკზოფთალმი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები: კუჭის წყლული (ასევე სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ტკივილი მუცელში, სლოკინი, მუცლის შებერილობა, წყლულოვანი ეზოფაგიტი, კინეტოზი (შეუძლოდ ყოფნა რწევის დროს), გულისრევა, პანკრეატიტი, მადის მომატება ან დაქვეითება, ღვიძლის ტრანსამინაზების დონისა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მატება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები: აკნეს მგავსი გამონაყარი, კანის ატროფია, ჰირსუტიზმი, ჭრილობების ცუდად შეხორცება, სტრიები, პეტექიები, ეკქიმოზები, სახის ერითემა, ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, დათრგუნული რეაქცია კანისმიერ სინჯებზე, პურპურა, კანის ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, სტეროიდული ფერისმჭამელები, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, კანისმიერი გამონაყარი, ქავილი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები: გულის შეგუბებული უკმარისობა, არითმია, ბრადიკარდია (გულის გაჩერებამდე). გულის უკმარისობის ინტენსიურობის მომატება ან განვითარება (ამ მდგომარეობის განვითარების რისკს დაქვემდებარებულ პაციენტებში), ცვლილებები ეკგ-ზე, ტიპიური მომატებული არტერიული წნევის დროს. მიოკარდიუმის მწვავე ან ქვემწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში - ნეკროზის კერის დისემინაცია, ქსოვილის ნელი ტემპით შეხორცება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის გასკდომა (პრეპარატის სისტემური გამოყენების შემთხვევაში), ჰიპერკოაგულაცია, ვენური თრომბოზი.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები: პროქსიმალური კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებში, მყესების გაწყვეტა, ოსტეოპოროზი, ხერხემლისა და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობები, კორტიკოსტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი მასის დაკარგვა, მიასთენია გრავისის სიმპტომების გამწვავება, ბარძაყის ან მხრის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი, გრძელი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, მიალგია ან კუნთოვანი სპაზმები, წელის ტკივილი.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ დარღვევები: ლეიკოციტურია.
ენდოკრინული დარღვევები: ნატრიუმისა და სითხის შეკავება, ჰიპოკალიმია, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ზრდის შეფერხება ბავშვებში, შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა ქერქის მეორადი უკმარისობა და ჰიპოფიზური უკმარისობა, განსაკუთრებით სტრესის დროს, მაგალითად, ტრავმის, ოპერაციული ჩარევისა ან ავადმყოფობის შემთხვევაში, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლინება, არსებული შაქრიანი დიაბეტის სიმპტომების გაუარესება, ინსულინისა და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებისადმი გაზრდილი მოთხოვნა დიაბეტის მქონე პაციენტებში, ჰიპოკალციემია, ჰიპერნატრიემია.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და კვების დარღვევები: ორგანიზმიდან კალიუმის მომატებული გამოყოფა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, ცილების კატაბოლიზმი (აზოტის უარყოფითი ბალანსი).
ინფექციები და ინვაზიები: ოროფარინგეალური კანდიდოზი, უჩვეულო ოპორტუნისტული ინფექციები, ინფეციებისადმი მომატებული მიმღებლობ, ინფექციის სიმძიმის გაღრმავება კლინიკური სიმპტომებისა და ნიშნების დათრგუნვით.
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები: ფლებოთრომბოზი, ჰიპერტენზია.
ზოგადი ხასიათის გართულებები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ავასკულური ნეკროზი, სხეულის მასის ზრდა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (შოკის მსგავსი მდგომარეობები, არტერიული წნევის დაქვეითება), დაღლილობა, ბრონქოსპაზმი (ბრონქული ასთმით დაავადებულებში მეტაბისულფიტების შემცველობის გამო), ტკივილი, წვის, ჩხვლეტის შეგრძნება შეყვანის ადგილას, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ატროფია შეყვანის ადგილის მიმდებარედ ან უშუალოდ ინექციის ადგილას (განსაკუთრებით პრეპარატის დელტოიდურ კუნთში შეყვანის შემთხვევაში).
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ფსიქიატრიული დარღვევები: დეპრესია, ჰიპომანია, ფსიქოზი, ეიფორია, გუნება-განწყობის უეცარი ცვლილებები, პიროვნების შეცვლა, უძილობა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარანოია, მომატებული აღგზნებადობა ან დაძაბულობა.
სხვა გვერდითი ეფექტები : ლეიკოციტურია.
დამატებითი გვერდითი ეფექტები, დაკავშირებული კორტიკოსტეროიდებით პარენტერალურ თერაპიასთან, მოიცავს სიბრმავის იშვიათ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია პირის ღრუს ან თავის არეში კერასშიდა თერაპიასთან, ჰიპერპიგმენტაციას ან ჰიპოპიგმენტაციას, კანქვეშა ან კანისმიერ ქსოვილოვან ატროფიას, ასეპტიკურ აბსცესს, ინექციის შემდგომ გამწვავებას (სახსარში შეყვანის შემდეგ), შარკოს ართროპათიას.
მძიმე გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ძილის დარღვევა, ეიფორია, აღგზნება, დეპრესია. პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - ოსტეოპოროზი, ორგანიზმში სითხის შეკავება, არტერიული წნევის მომატება, მიოპათია, იცენკო-კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა. დოზის გადაჭარბების ეფექტები შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
მკურნალობა: ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დოზის შემცირება პრეპარატის ეტაპობრივ შეწყვეტამდე და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნება, ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ანტაციდები, ფენოთიაზინები, ლითიუმის პრეპარატები. იცენკო-კუშინგის სინდრომის შემთხვევაში - ამინოგლუტეტიმიდი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი არაეფექტიანია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კარბამაზეპინი, პრიმიდონი, ამინოგლუტეტიმიდი: ბეტამეზონის ეფექტიანობა კლებულობს.
ანტიჰიპერტენზიული და ნატრიურეზული საშუალებები: კორტიკოსტეროიდები აქვეითებს ანტიჰიპერტენზიული და ნატრიურეზული საშუალებების თერაპიულ ეფექტს.
ალბენდაზოლი: კორტიკოსტეროიდები აძლიერებს ალბენდაზოლის აქტივობას.
ჰეპარინი: კორტიკოსტეროიდები აძლიერებს ჰეპარინის აქტივობას.
საგულე გლიკოზიდები: კალიუმის უკმარისობა აძლიერებს გლიკოზიდების ეფექტს.
ბეტა-2 ადრენორეცეპტორების აგონისტები: კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებისა და ბეტა-2 ადრენორეცეპტორების აგონისტების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალიემიის რისკს.
სალურეტიკები, ამფოტერიცინ B: კალიუმის დამატებითი გამოყოფა.
დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები: სისხლში შაქრის დონის დაქვეითების ეფექტი მცირდება.
კუმარინის წარმოებულები : ანტიკოაგულაციური ეფექტი სუსტდება.
ბარბიტურატები, ჰიდრანტოინები, რიფამპიცინი, ეფედრინი: კორტიკოსტეროიდების ეფექტი მცირდება.
პერორალური კონტრაცეპტივები: პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაახანგრძლივოს კორტიკოსტეროიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც ზრდის მათ ბიოლოგიურ ეფექტს და გვერდითი ეფექტების სიხშირეს.
სალიცილატები: ა) ცნობილია, რომ აცეტილსალიცილის მჟავა ვნებს კუჭს, ხოლო გლუკოკორტიკოიდებს შეუძლია გვერდითი ეფექტების შენიღბვა. მოქმედების მექანიზმი უცნობია.
ბ) გლუკოკორტიკოიდები აჩქარებს სალიცილატების თირკმლისმიერ კლირენსს, ამიტომ ძნელია შრატში სალიცილატების თერაპიული კონცენტრაციის მიღწევა. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც თანდათანობით უმცირებენ კორტიკისტეროიდების დოზას, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს სისხლის შრატში სალიცილატების კონცენტრაციის მატება და სალიცილატური ინტოქსიკაცია.
არსებობს კუჭ-ნაწლავური სისხლდენისა და წყლულების წარმოქმნის მომატებული რისკი (ა) და აცეტილსალიცილის მჟავის ეფექტიანობის შემცირების რისკი (ბ).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ): ბეტამეტაზონისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების განვითარებისა და წყლულის წარმოქმნის რისკს.
ქლოროქინი, ჰიდროქლოროქინი, მეფლოქინი: მიოპათიისა და კარდიომიოპათიის რისკის ზრდა.
იზონიაზიდი: გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდის იზონიაზიდის კლირენსს და ამცირებს მის კონცენტრაციას შრატში.
ზრდის ჰორმონები: ზრდის ჰორმონების ეფექტი შეიძლება შესუსტდეს ან აღიკვეთოს.
ბუპროპიონი: სისტემურ გლუკოკორტიკოიდებთან ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გაზარდოს გულყრის რისკი.
ანტიბიოტიკები: არსებობს ცნობები, რომ მაკროლიდური ანტიბიოტიკები მნიშვნელოვნად ამცირებს კორტიკოსტეროიდების კლირენსს.
ადგილობრივი ანესთეტიკები: ბეტამეტაზონის ადგილობრივი გამოყენებისას ყოველთვის უნდა შემოწმდეს მისი თავსებადობა დამატებით (ადგილობრივ) ანესთეტიკთან.
რიტოდრინი: მშობიარობის დროს უკუნაჩვენებია რიტოდრინისა და კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპება.
CYP3A-ს ინჰიბიტორები (კობიცისტატის შემცველი საშუალებების ჩათვლით): მოსალოდნელია, რომ ერთდროული გამოყენება CYP3A-ს ინჰიბიტორებთან, კობიცისტატის შემცველი პრეპარატების ჩათვლით, გაზრდის სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. ამ კომბინაციებს თავი უნდა ავარიდოთ, თუ სარგებელი არ აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტების მომატებულ რისკს, და ასეთ შემთხვევაში საჭიროა პაციენტების დაკვირვება სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდით ეფექტებზე.
ცოცხალი ბაქტერიული ან ვირუსული ვაქცინები: თუ გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ტარდება ცოცხალი ვაქცინით იმუნიზაციამდე რვა კვირის პერიოდში ან ასეთი იმუნიზაციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია იმუნიზაციური ეფექტის შემცირება ან არარსებობა.
ინაქტივირებული და ტოქსოიდური ვაქცინები: შესაძლოა ვაქცინაციის შემდეგ არასაკმარისი დაცვა.
შესაძლებელია ინაქტივირებული ან მკვდარი ვაქცინით ვაქცინაციაზე იმუნური პასუხის არარსებობა ან დაქვეითება სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის ფონზე.
გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემურ გამოყენებას ფარმაკოლოგიურ დოზებში შეუძლია დათრგუნოს იმუნური პასუხი ორგანიზმის პათოგენებთან კონტაქტში შესვლისას.
ამან შეიძლება ხელი შეუშალოს საკმარისი რაოდენობის ანტისხეულების (იმუნოგლობულინების) წარმოქმნას. ძირითადად ამ გავლენას ექვემდებარება პირველადი იმუნური პასუხი, თუმცა მას შეიძლება დაექვემდებაროს მეორადი იმუნური პასუხიც.
განსაკუთრებული მითითებები
ფლოსტერონის სუსპენზიის ვენაში შეყვანა დაუშვებელია!
ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა რისკის/თერაპიული სარგებელის თანაფარდობის შეფასება, ასევე ნებისმიერი ძირითადი დაავადების კონტროლი.
იშვიათად აღინიშნებოდა ანაფილაქტოიდური/ანაფილაქსიური რეაქციები, რასაც შეეძლო გამოეწვია შოკი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პარენტერალური შეყვანის გზით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას.
აუცილებელია შესაბამისი სიფრთხილის ზომების დაცვა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგიული რეაქციები კორტიკოსტეროიდებზე ანამნეზში.
პრეპარატის სახსარში და პერიარტიკულური შეყვანა უნდა განხორციელდეს სპეციალურად მომზადებული სპეციალისტის მიერ.
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ყველა შემთხვევაში აუცილებელია მასთან ერთდროულად შესაყვან ადგილობრივ ანესთეტიკებთან მისი თავსებადობის შეფასება.
დასაშვებია მისი შერევა ადგილობრივი ანესთეტიკების ხსნარების თანაბარ მოცულობასთან (პროკაინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარი ან ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარი) შპრიცში და არა ამპულაში.
დაუშვებელია გამოყენება ახალშობილების ჰიალინურ-მემბრანული დაავადების მკურნალობისათვის, ინფიცირებულ ზონებში და ხერხემლის მალებს შორის სივრცეში შეყვანა.
გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი (სახსარში) შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური ეფექტები.
სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები გასათვალისწინებელია ადგილობრივი გამოყენების დროსაც, განსაკუთრებით მაღალი დოზების, მრავალჯერადი გამოყენების და პრეპარატის დიდ სახსრებში შეყვანის შემთხვევაში.
სახსარში გამოყენება უკუნაჩვენებია პერიარტიკულური კალციფიკაციისა და ნეიროგენული ართროპათიის (შარკოს სახსარი) დროს.
გლუკოკორტიკოიდებით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია გულდასმითი გამოკვლევის ჩატარება, რათა გამოირიცხოს, უპირველეს ყოვლისა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება მჟავა-მაინჰიბირებელი პრეპარატები და საჭიროა გულდასმითი დაკვირვება პაციენტზე.
გლუკოკორტიკოიდებით ნებისმიერი ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა სისხლში შაქრის დონისა და სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი, და ასევე უნდა ტარდებოდეს ზურგის რენტგენოლოგიური გამოკვლევები და ოფთალმოლოგიური გამოკვლევები.
ხანგრძლივი თერაპიის დროს, დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევების მიუხედავად, დოზისა და პაციენტის ინდივიდუალური საწყისი მდგომარეობიდან გამომდინარე, დროის შესაბამისი ინტერვალების დაცვით, უნდა ტარდებოდეს გვერდითი ეფექტების მონიტორინგის ღონისძიებები.
აუცილებელია ყოველ სახსარში სინოვიალური სითხის შესაბამისი გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს სეპტიკური პროცესი.
კორტიკოსტეროიდები არ ექვემდებარება შეყვანას არასტაბილურ სახსრებში.
ძლიერ დაზიანებულ სახსრებში გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივმა და მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გააუარესოს ცვლილებები, დაკავშირებული სახსრის გაცვეთასთან. ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტის ინსტრუქტაჟი, რათა არ გადატვირთოს სიმპტომური გაუმჯობესების მქონე სახსრები, სანამ იქ ჯერ კიდევ აღინიშნება ანთებითი პროცესები.
დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა „არასტაბილურ“ სახსრებში, აქილევსის მყესის არეში ამ მყესის გაწყვეტის რისკის გამო.
ადგილობრივი ან სისტემური ინფექციების დროს (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი) არ არის ნაჩვენები მონოთერაპია ფლოსტერონით, მაგრამ სიფრთხილის დაცვით შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად.
გაძლიერებული ტკივილის შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს შეშუპება, სახსრის მოძრაობისუნარიანობის დაქვეითება, ტემპერატურის აწევა ან შეუძლოდ ყოფნა შეიძლება წარმოადგენდეს სეპტიკური ართრიტის ნიშნებს. ასეთი გართულების შემთხვევაში და სეფსისის დიაგნოზის დადასტურებისას, აუცილებელია შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპიის ჩატარება. ინტერკურენტული ინფექციების, სეპტიკური მდგომარეობების, ტუბერკულოზის დროს თერაპიის ფარგლებში ერთდროულად ტარდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიის დროს უკუნაჩვენებია ვაქცინაცია ცოცხალი ვირუსული ვაქცინებით. მკვდარი ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინებით იმუნიზაცია გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების ფონზე არ უზრუნველყოფს ანტისხეულების რაოდენობის მოსალოდნელ ზრდას და არ იძლევა მოსალოდნელ დამცავ ეფექტს. ამიტომ მსგავსი პრეპარატები არ უნდა დაინიშნოს ვაქცინაციამდე 8 კვირით ადრე და მისი ჩატარების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში.
იმ პაციენტებში, რომლებსაც არა აქვთ გადატანილი ჩუტყვავილა და იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, იზრდება ჩუტყვავილით ან ჰერპესული ინფექციით დაავადების რისკი ინფიცირებულ პირებთან შემთხვევითი კონტაქტის დროს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პასიური იმუნიზაცია. ვინაიდან კორტიკოსტეროიდებს შეუძლია გავლენის მოხდენა ახალშობილებისა და ბავშვების განვითარებაზე და ასევე ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავების დათრგუნვა, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ყურადღებით დაკვირვება ბავშვების ზრდისა და განვითარების მაჩვენებლებზე.
აუცილებელია სიფრთხილე პაციენტებთან ოპერაციებისა და ძვლების მოტეხილობების შემდეგ, რადგან გლუკოკორტიკოსტეროიდებს შეუძლია ჭრილობების და მოტეხილობების შეხორცების შენელება.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედება ძლიერდება ღვიძლის ციროზით ან ჰიპოთირეოზით დაავადებულებში.
განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენება; გლუკოკორტიკოიდების მოხსნის სინდრომის თავიდან ასაცილებლად მკურნალობა უცბად არ უნდა შეწყდეს. დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება არსებობდეს კორტიკოსტეროიდების მოხსნის შემდეგ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში.
ფლოსტერონის გამოყენებისას არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, ეპილეფსიის, თრომბოემბოლიის, მიასთენიის, გლაუკომის, ჰიპოთირეოზისა და ღვიძლის მძიმე დაზიანების ფონზე მატულობს ჰიპოკალიემიის რისკი.
მკაცრი ჩვენება: შემდეგი ძირითადი დაავადებების დროს: შაქრიანი დიაბეტი, ტუბერკულოზი, მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული და ამებური ინფექციები, არტერიული ჰიპერტენზია, თრომბოემბოლური პროცესები, გულისა და თირკმლის უკმარისობა, მწვავე გლომორულონეფრიტი და ქრონიკული ნეფრიტი, ბეტამეტაზონი გამოიყენება მხოლოდ შესაბამის თანმხლებ თერაპიასთან ერთად.
გლუკოკორტიკოიდებით თერაპია უნდა ტარდებოდეს მხოლოდ სიფრთხილის მკაცრი ზომების დაცვით, თუ შესაძლებელია თანმხლები თერაპია, რომელიც აკონტროლებს ძირითად დაავადებას (დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები, ტუბერკულოსტატური პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები და ა.შ.).
ზოგიერთ პაციენტებში კორტიკოსტეროიდებს შეუძლია გავლენის მოხდენა სპერმატოზოიდების მოძრაობისუნარიანობასა და რაოდენობაზე.
ფლოსტერონის გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ჰიპერმგრძნობელობაზე ტესტების მაჩვენებლები.
მწვავე და ქვემწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში შესაძლოა ნეკროზის კერის გავრცელება, ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირების შენელება და, ამის შედეგად, გულის კუნთის გაგლეჯა.
მეტებისულფიტებმა ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში ან ანამნეზში ალერგიის არსებობისას შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები, ანაფილაქსიისა და ბრონქოსპაზმის ჩათვლით.
მხედველობის დარღვევები
კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტმა შეგატყობინათ ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორიცაა სიმახვილის არარსებობა ან მხედველობის სხვა დარღვევები, განსახილველია ოფთალმოლოგის კონსულტაციის აუცილებლობა შესაძლო მიზეზების დასადგენად, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან ისეთ იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ), რომლის შესახებაც მოწოდებული იყო ცნობები სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებით.
შეტყობინებულია ასევე ფეოქრომოციტომის კრიზზე, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს ფატალური სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ. საეჭვო ან დადგენილი ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებს კორტოკოსტეროიდები უნდა დაენიშნოთ მხოლოდ რისკის/სარგებელის თანაფარდობის შესაბამისი შეფასების შემდეგ.
0,6 მგ ბეტამეტაზონი 0,75 მგ დექსამეტაზონის, 4 მგ ტრიამცინოლონის, 4 მგ მეთილპრედნიზოლონისა და 20 მგ ჰიდროკორტიზონის ეკვივალენტურია (AMA-ს მონაცემებით, 1994).
გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავის შეკავება ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
საინექციო სუსპენზია, 7 მგ/მლ.
1 მლ გამჭვირვალე შუშის ამპულაში (ISO 9187-2-OPC-B-1-cl) ფერადი წერტილით ამპულის გადატეხვის ადგილას. 5 ამპულა მოთავსებულია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, რომელიც გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.



