ფინლეპსინი არის პრეპარატი ეპილეფსიური და სხვა სახის კრუნჩხვების, ასევე გარკვეული სახის ტკივილის სამკურნალოდ. ფინლეპსინი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ეპილეფსია: კრუნჩხვები, რომლებიც იწყება თავის ტვინის ლოკალიზებულ უბანში (კეროვანი კრუნჩხვები). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კარბამაზეპინი (carbamazepine)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №50
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, კარბოქსამიდის წარმოებულები
- ATC კოდი
- N03AF01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0632
- რეგისტრირებულია
- 15 ნოემბერი 2023, მოქმედებს 15 ნოემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ფინლეპსინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფინლეპსინი არის პრეპარატი ეპილეფსიური და სხვა სახის კრუნჩხვების, ასევე გარკვეული სახის ტკივილის სამკურნალოდ.
ფინლეპსინი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
ეპილეფსია:
კრუნჩხვები, რომლებიც იწყება თავის ტვინის ლოკალიზებულ უბანში (კეროვანი კრუნჩხვები). ისინი შეიძლება გამოვლინდეს ცნობიერების დარღვევის გარეშე (მარტივი პარციალური კრუნჩხვები), ან
ცნობიერების დარღვევით (კომპლექსური პარციალური კრუნჩხვები, ფსიქომოტორული კრუნჩხვები),
კრუნჩხვები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის ორივე ნახევარსფეროზე (გენერალიზებული კრუნჩხვები), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იწყება თავის ტვინის ლოკალიზებულ მიდამოში (ღამის ეპილეფსია, დიფუზური ეპილეფსია),
ეპილეფსიის შერეული ფორმები;
სახის ტკივილის შეტევები (სამწვერა ნერვის ნევრალგია);
უცნობი წარმოშობის ყელის ტკივილის შეტევები (დადასტურებული გლოსოფარინგეალური ნევრალგია);
შაქრიანი დიაბეტით (დიაბეტური ნეიროპათია) გამოწვეული ნერვის დაზიანებით განპირობებული ტკივილი;
არაეპილეფსიური კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს, როგორიცაა სამწვერა ნერვის ნევრალგია, ტონური სპაზმები (ახასიათებს ნორმალური კუნთების ტონუსი), მეტყველებისა და მოძრაობის დარღვევების შეტევები, პათოლოგიური შეგრძნებები (პაროქსიზმული დიზართრია და ატაქსია, პაროქსიზმული პარესთეზია) და ტკივილის შეტევები;
კრუნჩხვების პრევენცია ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ ტაბლეტები საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ. ჭიქა წყალი).
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული თქვენი ექიმის მიერ, რეკომენდებული დოზაა
დოზა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს და გაკონტროლდეს ექიმის (სპეციალისტის) მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული შეტევები ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით, განსაკუთრებით ორსულობის დროს. იმისათვის, რომ არ გაუარესდეს მკურნალობის წარმატება, არ შეცვალოთ მკურნალობის რეჟიმი ან დოზები თქვენს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზა და მისი თანდათანობითი გაზრდა ოპტიმალურ ეფექტურ დოზამდე. დღიური დოზა ჩვეულებრივ იყოფა რამდენიმე დოზად. კარბამაზეპინის საერთო დღიური დოზის დიაპაზონი ჩვეულებრივ შეადგენს 400-1200 მგ-ს. ზოგადად, მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1600 მგ კარბამაზეპინს, რადგან უფრო მაღალი დოზები უფრო მეტ გვერდით მოვლენებს იწვევს. განსაკუთრებით კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში, თერაპიული დოზა უნდა განისაზღვროს პრეპარატის პლაზმური დონის მიხედვით, პრეპარატის ეფექტურობის გათვალისწინებით. პრაქტიკაში დაფიქსირებული კარბამაზეპინის დონის თერაპიული დიაპაზონი არის 4-დან 12-მდე µგ/ლ. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭირო დოზა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს აღნიშნული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზებისგან (შესაძლოა, ფერმენტების ინდუქციით ან ერთდროულად გამოყენებული წამლების ურთიერთქმედებით გამოწვეული მეტაბოლიზმის დაჩქარების გამო). როგორც ანტიეპილეფსიური საშუალება, ფინლეპსინი სასურველია გამოიყენებოდეს ცალკე (მონოთერაპია).
კარბამაზეპინით მკურნალობის გადაწყვეტილებამდე ჩინური (ჰანის ჩინელები) და ტაილანდური (ტაილანდელები) წარმოშობის მოსახლეობაში უნდა შემოწმდეს HLA - B* 1502 ალელი, როდესაც ეს შესაძლებელია, რადგან ამ ალელის არსებობა იძლევა სტივენს-ჯონსონის სინდრომთან ასოცირებული რისკის პროგნოზის საშუალებას, კარბამაზეპინის გამოყენებისას.
მკურნალობა უნდა ჩატარდეს გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. ფინლეპსინზე გადასვლისას წინა ანტიეპილეფსიური პრეპარატის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
ეპილეფსიის დროს ანტიკონვულსანტური თერაპიისთვის ზოგადად რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:
საწყისი დოზა /დღიური
მიღება/დღეში
მოზრდილებისთვის
1x200 მგ
3 x 200-400 მგ
ბავშვებისთვის* (იხ. შენიშვნები)
1-5 წლის
1-2 x 100 მგ
1-2 x 200 მგ 5
6-10 წლის
2 x 100 მგ
3 x 200 მგ
11-15 წლის
2-3 x 100 მგ
3 x 200-4
შენიშვნები*
3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაქსიმალური დღიური დოზაა 200 მგ.
4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, სასურველია მკურნალობა დაწყება 20-60 მგ-ით დღეში. ეს დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს ყოველ მეორე დღეს 20-60 მგ-ით დღეში თერაპიულად სასურველი დოზის მიღწევამდე. თუმცა, დოზა არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ მოცემულ დოზის დიაპაზონს. 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაქსიმალური დღიური დოზაა 200 მგ.
კლინიკური გამოცდილების გათვალისწინებით, 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საწყისი დოზა შეიძლება იყოს 100 მგ დღეში. ეს დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე დღეში ყოველ მეორე დღეს ან კვირაში ერთხელ თერაპიულად სასურველი დოზის მიღწევამდე. თუმცა, თუმცა, დოზა არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ მოცემულ დოზის დიაპაზონს.
გამოყენების რაოდენობა და სიხშირე
ფინლეპსინი კრუნჩხვითი დარღვევები (ეპილეფსია)
ჩვეულებრივ, მოზრდილების მკურნალობისას ფინლეპსინის საწყისი დოზა 1-2 ტაბლეტი (200-400 მგ კარბარნაზეპინის ექვივალენტური დღეში) ნელა-ნელა უნდა გაიზარდოს შემანარჩუნებელ დოზამდე - ფინლეპსინის 4-6 ტაბლეტი (800-1200 მგ კარბარნაზეპინი დღეში). შემანარჩუნებელი დოზა ბავშვებისთვის ჩვეულებრივ მერყეობს 10-20 მგ/კგ დიაპაზონში სხეულის წონაზე გადაანგარიშებით/დღეში. იხ. ზემოთ რეკომენდებული დოზირების გრაფიკი.
სახის პაროქსიზმული ტკივილი (სამწვერა ნერვის ნევრალგია), უცნობი წარმოშობის ყელის პაროქსიზმული ტკივილი უცნობი (დადასტურებული გლოსოფარინგეალური ნევრალგია)
ფინლეპსინის საწყისი დოზა 1-2 ტაბლეტი (200-400 მგ კარბარნაზეპინი) მიიღება დღეში ერთხელ ან 2 დოზად, დღიური დოზა უნდა გაიზარდოს ფინლეპსინის დაახლოებით 2-4 ტაბლეტამდე (400-800 მგ კარბამაზეპინი) სანამ ტკივილი არ გაქრება. ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შემცირებული შემანარჩუნებელი დოზით - ფინლეპსინის 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (400 მგ კარბარნაზეპინი). ხანდაზმულ და მგრძნობიარე პაციენტებში, ფინლეპსინის საწყისი დოზა ½ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (200 მგ კარბამაზეპირი) საკმარისია.
ტკივილი შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული პერიფერიული ნერვის დაზიანების გამო (დიაბეტური ნეიროპათია)
საშუალო დღიური დოზაა ფინლეპსინის 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (600 მგ კარბამაზეპინი). განსაკუთრებულ შემთხვევებში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს ფინლეპსინის 2 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში (1200 მგ კარბამაზეპინი).
არაეპილეფსიური კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს
საშუალო დღიური დოზაა ფინლეპსინის 1 ტაბლეტი 2-4-ჯერ დღეში (400-800 მგ კარბარნაზეპინი).
კრუნჩხვების პრევენცია ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის სტაციონარული მკურნალობისას
საშუალო დღიური დოზაა ფინლეპსინის 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (600 მგ კარბამაზეპინი). მძიმე შემთხვევებში, პირველ დღეებში, დოზა შეიძლება გაიზარდოს ფინლეპსინის 2 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში (1200 მგ კარბემაზეპინი).
დოზა, რომელსაც ექიმი დაგინიშნავთ, შეიძლება განსხვავდებოდეს ზემოაღნიშნულისაგან. ამ შემთხვევაში მიჰყევით ექიმის მითითებებს.
როგორ და როდის გამოიყენება ფინლეპსინი
ფინლეპსინი მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ. ჭიქა წყალი). საჭიროების შემთხვევაში, ტაბლეტი შეიძლება გაიყოს შუაზე. აღმოჩნდა, რომ დღიური დოზის 4-5 დოზად დაყოფა ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით ეფექტურია.
ფინლეპსინის გამოყენების ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე, პაციენტის ინდივიდუალურ პასუხზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
ანტიეილეფსიური თერაპია ყოველთვის არის ხანგრძლივი თერაპია. სტაბილიზაცია, მკურნალობის ხანგრძლივობა და ფინლეპსინის შეწყვეტა უნდა გადაწყდეს ეპილეფსიის მკურნალობაში გამოცდილი სპეციალისტის მიერ. ჩვეულებრივ, დოზის შემცირება და პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეიძლება განიხილებოდეს არა უადრეს მას შემდეგ, რაც პაციენტი 2-3 წლის განმავლობაში იქნება კრუნჩხვების გარეშე. თერაპიის შესაწყვეტად დოზა თანდათან უნდა შემცირდეს 1-2 წლის განმავლობაში. ნევრალგიის მკურნალობისას შემანარჩუნებელი დოზა უნდა იქნას გამოყენებული რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც საკმარისია ტკივილის თავიდან ასაცილებლად. დოზის თანდათანობით შემცირება უზრუნველყოფს სპონტანურ რემისიას. თუ ტკივილის შეტევები განმეორდება, თერაპია უნდა გაგრძელდეს საწყისი შემანარჩუნებელი დოზით.
დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილის და არაეპილეფსიური კრუნჩხვების მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით
გაფანტული სკლეროზის დროს უნდა იქნას დაცული იგივე ინსტრუქციები.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის მკურნალობისას კრუნჩხვების პროფილაქტიკისთვის ფინლეპსინით თერაპია უნდა შეწყდეს 7-10 დღის შემდეგ დოზის თანდათანობითი შემცირებით.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ფინლეპსინი
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ფინლეპსინი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ აღგენიშნებათ სუნთქვის გაძნელება, სწრაფი და არარეგულარული გულისცემა, გონების დაკარგვა, გულის წასვლა, ტრემორი, გულისრევა და/ან ღებინება, თქვენი დოზა შეიძლება იყოს ძალიან მაღალი. შეწყვიტეთ ფინლეპსინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფინლეპსინის მიღება
განაგრძეთ პრეპარატის გამოყენება ინსტრუქციების შესაბამისად. არასოდეს მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ფინლეპსინის მიღებას
არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ თვითნებურად ნაადრევად მკურნალობა ფინლეპსინით. წამლის აუტანლობის ან კლინიკური სურათის ცვლილების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება მკურნალობა ნაკლებად ეფექტური გახადოთ და გამოიწვიოთ ახალი ეპილეფსიური კრუნჩხვები.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია კარბამაზეპინზე, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (მოცემული მე-6 პარაგრაფში),
თუ გაქვთ გულის სერიოზული დაავადება (გულის გამტარობის პრობლემები),
თუ გაქვთ ძვლის ტვინის დაზიანება, ძვლის ტვინის დათრგუნვა (თუნდაც წარსულში), თუ გაქვთ მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევა, რომელიც იწვევს პორფირინების დაგროვებას ორგანიზმში, რომელიც მოქმედებს კანზე და ნერვულ სისტემაზე (მწვავე პერიოდული პორფირია),
თუ იღებთ მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებს (ანტიდეპრესანტებს),
თუ იღებთ ვორიკონაზოლს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ.
სიფრთხილის ზომები
ფინლეპსინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ:
გაქვთ ან გქონიათ გულის, ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები;
ოდესმე გქონიათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (გამონაყარი ან ალერგიის სხვა ნიშნები) ოქსკარბაზეპინზე ან რომელიმე სხვა პრეპარატზე. თუ გაქვთ ალერგია კარბამაზეპინზე, არსებობს შესაძლებლობა (25%), რომ ასევე გქონდეთ ალერგია ოქსკარბაზეპინზე, ასევე ფენიტოინზე, პრიმიდონზე და ფენობარბიტალზე;
გაქვთ ან გქონიათ სისხლის დაავადებები (ჰემატოლოგიური დაავადებები), თუნდაც ისინი გამოწვეული ყოფილიყო სხვა მედიკამენტებით; გაქვთ მაღალი შიდათვალის წნევა (გლაუკომა);
თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ნერვული აშლილობა, რომელსაც ეწოდება ფსიქოზი;
იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეფციას, რადგან ფინლეპსინს შეუძლია შეამციროს მისი ეფექტურობა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ფინლეპსინის მიღებისას:
აღგენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ყელის ტკივილი ან კანისმიერი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი გადიდებული ლიმფური კვანძებით და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. უფრო მძიმე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფინლეპსინის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას; კრუნჩხვების გაზრდილი სიხშირე;
გივითარდებათ სიყვითლე (კანისა და თვალის კაკლის გაყვითლება), რადგან ეს შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშნები; გაქვთ ფიქრები თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე, როგორც ზოგიერთ ადამიანს, რომლებიც მკურნალობენ ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებით, უჩნდებათ აზრები თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე;
გაქვთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაბალი არტერიული წნევა, დაბნეულობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წაქცევა.
სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში კანისმიერი რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) დაფიქსირდა ფინლეპსინის მიღებისას, რომელიც სხეულზე თავდაპირველად ჩნდება მოწითალო, სამიზნის მსგავსი ლაქების ან წრიული უბნების სახით, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით. დამატებითი ნიშნები მოიცავს: წყლულებს პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გარე სასქესო ორგანოებზე და კონიუნქტივიტი (გაწითლებული თვალები და შეშუპება). ამ პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ კანისმიერ გამონაყარს ხშირად თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები: ცხელება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი. გამონაყარის პროგრესირებასთან ერთად შეიძლება აღინიშნოს კანზე დიდი ბუშტუკები ან კანის აქერცვლა. კანის ყველაზე მძიმე რეაქციების განვითარების რისკი აღინიშნება მკურნალობის პირველ თვეებში.
თუ ფინლეპსინის გამოყენებისას ვითარდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, არ უნდა განახლდეს ფინეპსინით მკურნალობა.
ეს მძიმე კანისმიერი რეაქციები შეიძლება იყოს უფრო ხშირი აზიის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლებოაში. ჩინური (ჰანის ჩინელები) და ტაილანდური (ტაილანდელები) წარმოშობის მოსახლეობაში ამ გვერდითი მოვლენენის რისკის პროგნოზირება შესაძლებელია სისხლის ანალიზით. კარბამაზეპინის მიღებამდე თქვენი ექიმი დაადგენს, საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზი.
თუ გინვითარდებათ გამონაყარი ან ამ კანისმიერი რეაქციების სიმპტომები, შეწყვიტეთ კარბამაზეპინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
არ შეწყვიტოთ ფინლეპსინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. კრუნჩხვები შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში.
კარბამაზეპინით მკურნალობის პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის სხივების ზემოქმედება ფოტოსენსიბილიზაციის რისკის გამო (კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ).
ორსულობის დროს ფინლეპსინის გამოყენებისას არსებობს ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის ზიანის მიყენების რისკი. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენოს ეფექტური კონტრაცეფცია ფინლეპსინით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში (იხ. ორსულობა და ძუძუთი კვება).
ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში კარბამაზეპინის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ რისკის/სარგებლის საგულდაგულო ანალიზის შემდეგ.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება უფრო დაბალი დოზები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების შესახებაც. ბევრ პრეპარატს შეუძლია ურთიერთქმედება ფინლეპსინთან და შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს მისი ეფექტი. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატის დოზის კორექტირება.
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ ფინლეფსინის პლაზმური კონცენტრაცია:
ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: დექსტროპროპოქსიფენი, იბუპროფენი;
სასქესო ჰორმონის გონადოტროპინის ინჰიბიტორი: დანაზოლი;
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები: მაგალითად, ერითრომიცინი, ტროლეანდრომიცინი, ჯოსამიცინი, კლარითრომიცინი;
ანტიდეპრესანტი: შესაძლოა დეზიპრამინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, ნეფაზოდონი, პაროქსეტინი, ტრაზოდონი, ვილოქსაზინი;
ანტიეპილეფსიური საშუალებები: სტირიპენტოლი, ვიგაბატარინი;
აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: მაგ. იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ვორიკონაზოლი;
ანტიჰისტამინები ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ: ლორატადინი, ტერფენადინი;
ანტიფსიქოზური საშუალებები: ოლანზაპინი;
ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება: იზონიაზიდი;
პრეპარატები ვირუსული დაავადებებისათვის/აივ: მაგ. რიტონავირი;
გლაუკომის სამკურნალო საშუალებები: აცეტაზოლამიდი;
კალციუმის ანტაგონისტები: დილთიაზემი, ვერაპამილი (სტენოკარდიის სამკურნალო მედიკამენტები);
კუჭ-ნაწლავის წყლულების სამკურნალო პრეპარატები: ციმეტიდინი, ომეპრაზოლი;
კუნთების რელაქსანტები: ოქსიბუტინინი, დანტროლენი;
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი: ტიკლოპიდინი;
ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან: გრეიპფრუტის წვენი, ნიკოტინამიდი (მხოლოდ მოზრდილებში მაღალი დოზებით).
მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ფინლეპსინის პლაზმური კონცენტრაცია:
ანტიეპილეფსიური პრეპარატები: ფელბამატი, მეთუქსიმიდი, ოქსკარბაზეპინი, ფენობარბიტონი ფენსუქსიმიდი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი, პრიმიდონი;
კიბოს სამკურნალო პრეპარატები: ცისპლატინი, დოქსორუბიცინი;
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატი: რიფამპიცინი;
მძიმე რესპირატორული დაავადებების ან ასთმის სამკურნალო პრეპარატები: თეოფილინი, ამინოფილინი;
კანის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები: იზოტრეტინოინი;
ფუტკარას შემცველი მცენარეული საშუალებები (Hypericum perforatum).
ფინლეპსინს შეუძლია შეამციროს ან შეაჩეროს კიდეც სხვა პრეპარატების ეფექტი. ფინლეპსინთან ერთდროული გამოყენებისას ექიმს შეიძლება დასჭირდეს შემდეგი მოქმედი ნივთიერებების დოზის კორექცია:
ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: მეტადონი, პარაცეტამოლი, ფენაზონი (ანტიპირინი), ტრამადოლი;
ანტიბიოტიკი: დოქსიციკლინი;
პერორალური ანტიკოაგულანტები: მაგ: ვარფარინი, ფენპროკუმონი, დიკუმაროლი, აცენოკუმაროლი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი, ედოქსაბანი;
ანტიდეპრესანტები: ბუპროპიონი, ციტალოპრამი, ნეფაზოდონი, ტრაზოდონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ., იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, კლომიპრამინი);
ანტიეპილეფსიური საშუალებები: კლობაზამი, კლონაზეპამი, ეთოსუქსიმიდი, ფელბამატი, ლამოტრიგინი, ესლიკარბაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, პრიმიდონი, ტიაგაბინი, ტოპირამატი, ვალპროის მჟავა, ზონისამიდი, ბრივარაცეტამი;
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: იტრაკონაზოლი;
ანტიპარაზიტული საშუალება: პრაზიკვანტელი;
ანტინეოპლასტიკური საშუალება: იმატინიბი;
ანტიფსიქოზური საშუალებები: კლოზაპინი, ჰალოპერიდოლი, ბრომპერიდოლი, ოლანზაპინი, ქვეტიაპინი, რისპერიდონი, ზიპრასიდონი;
ანტივირუსული საშუალებები: პროტეაზას ინჰიბიტორები აივ-ის სამკურნალოდ (მაგ. ინდინავირი, რიტონავირი, საკვინავირი);
ანქსიოლიზური საშუალებები: ალპრაზოტამი, მიდაზოლამი;
ბრონქოდილატატორები ან ასთმის საწინააღმდეგო საშუალებები: თეოფილინი;
კონტრაცეპტივები: ესტროგენების და/ან პროგესტოგენების შემცველი საშუალებები;
პრეპარატები გულის დაავადებების სამკურნალოდ: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (დიჰიდროპირიდინის კალციუმის არხის ბლოკატორები, როგორიცაა ფელოდიპინი), დიგოქსინი;
კორტიკოსტეროიდები: პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი;
იმუნოსუპრესიული საშუალებები: ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი;
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე მოქმედი პრეპარატი: ლევოთიროქსინი.
ჰორმონალური კონტრაცეპტივები, როგორიცაა აბები, პატჩები, ინექციები ან იმპლანტები. ფინლეპსინს შეუძლია გავლენა იქონიოს ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოქმედებაზე და შეამციროს მათი ეფექტურობა ორსულობის პრევენციაში. მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც განიხილავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის კონტრაცეფციის ფორმას ფინლეპსინის მიღებისას.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენებისას შეიძლება მოულოდნელად დაგეწყოთ არამენსტრუალური სისხლდენა ჰორმონალური კონტრაცეპტივის ეფექტურობის მკვეთრი შემცირების გამო, ექიმთან ერთად უნდა განიხილოთ კონტრაცეფციის სხვა, არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება.
ფინლეპსინი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ფინლეპსინით მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება, რადგან ალკოჰოლი ცვლის და აძლიერებს ფინლეპსინის მოქმედებას არაპროგნოზირებადი გზით. გრეიპფრუტს, გრეიპფრუტის წვენს უნდა მოერიდოთ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ფინლეპსინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე თანდაყოლილი მანკები. თუ ორსულობის დროს ღებულობთ ფინლეპსინს, თქვენს ბავშვს აქვს თანდაყოლილი მანკის 3-ჯერ მეტი რისკი, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთა დედები არ იღებენ ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს. აღინიშნა მნიშვნელოვანი თანდაყოლილი მანკები, მათ შორის ნერვული მილის დეფექტი 7 (სპინა ბიფიდა), სახის დეფექტები დაბადებისას, როგორიცაა ტუჩისა და სასის ნაპრალი, თავის დეფექტები დაბადებისას, გულის მანკები, მამაკაცის სასქესო ორგანოს დეფექტები დაბადებისას, რომლებიც დაკავშირებულია ურეთრის გახსნასთან (ჰიპოსპადია) და თითის დეფექტები. თუ ორსულობის დროს იყენებდით ფინლეპსინს, თქვენი არ ჯერ არ დაბადებული ბავშვი უნდა იყოს საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ.
ნეიროგანვითარების (ტვინის განვითარება) პრობლემები დაფიქსირდა ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობის დროს იღებდნენ ფინლეპსინს. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კარბამაზეპინი უარყოფითად მოქმედებს იმ ბავშვების ნეიროგანვითარებაზე, რომლებიც საშვილოსნოში ყოფნის დროს განიცდიდნენ კარბამაზეპინის ზემოქმედებას, მაგრამ სხვა კვლევებმა არ დაადასტურა ასეთი ეფექტი. არ უნდა გამოირიცხოს ნეიროგანვითარების ეფექტები.
თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი და არ გეგმავთ დაორსულებას, მაშინ უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია ფინლეპსინის მიღებისას, რადგან ფინლეპსინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოქმედებაზე, როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო (ჩასახვის საწინააღმდეგო) აბები და შეამციროს ორსულობის პრევენციის ეფექტურობა. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რომელიც შეგირჩევთ კონტრაცეფციის ყველაზე შესაფერის ფორმას ფინლეპსინის მიღეის პერიოდში. თუ ფინლეპსინით მკურნალობა შეწყდება, თქვენ უნდა გააგრძელოთ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება მკურნალობის შეწყვეტიდან კიდევ ორი კვირის განმავლობაში.
თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი და გეგმავთ დაორსულებას, კონტრაცეფციის შეწყვეტამდე და დაორსულებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან სხვა შესაფერის მედიკამენტებზე გადასვლის შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ კარბამაზეპინის ზემოქმედება ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. არ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, სანამ არ განიხილავთ ამას თქვენს ექიმთან.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, რაც შეიძლება საშიში იყოს თქვენთვის და თქვენი ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის შეცვლა.
თუ ორსულობის დროს იყენებთ ფინლეპსინს, თქვენს შვილს ასევე ემუქრება სისხლდენის რისკი დაბადებისთანავე. ამის თავიდან ასაცილებლად თქვენს ექიმს შეუძლია დანიშნოს პრეპარატი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის.
ორსულობა
თუ დაოესულება მოხდა კარბამაზეპინით თერაპიის დროს ან კარბამაზეპინით თერაპია აუცილებელია ორსულობისას, ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს კრუნჩხვების კონტროლის აუცილებლობა, ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის ამ თერაპიის პოტენციურ რისკთან შეფარდებით. ამ რისკის შესამცირებლად ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის ჩატარება კარბამაზეპინის დონის გასაზომად თქვენს სისხლში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს მკურნალობა ექიმის ნებართვის გარეშე, რადგან ეპილეფსიურმა კრუნჩხვებმა შეიძლება დააზიანოს ბავშვი.
ძუძუთი კვება
კარბარნაზეპინი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტთ ბავშვის ძუძუთი კვებას, სარგებელი ყურადღებით უნდა შეფასდეს ბავშვისთვის შესაძლო გვერდით მოვლებებთან შეფარდებით. დედებმა, რომლებიც იღებენ კარბამაზეპინს, შეიძლება გააგრძელონ ძუძუთი კვება, თუ ხდება ბავშვის მონიტორინგი შესაძლო გვერდით მოვლენებზე (მაგ., გადაჭარბებული ძილიანობა, კანისმიერი ალერგიული რეაქციები).
ფერტილობა
მიღებულია იშვიათი ცნობები მამრობითი სქესის ფერტილობის დარღვევის და/ან პათოლოგიური სპერმატოგენეზის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თერაპიის დასაწყისში, დოზის გაზრდის ან/და სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემდეგ, რომლებიც ასევე მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ფირილეპსინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა ან დაღლილობა, რაც გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან სახიფათო პირობებში სამუშაოს შესრულების უნარზე. ეს ეფექტი ძლიერდება ალკოჰოლის მოხმარებით.
ფინლეპსინი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში - არსებითად “არ შეიცავს ნატრიუმს”.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი მოვლენების სიხშირის შეფასება ეფუძნება შემდეგ კლასიფიკაციას:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში); ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან მაქსიმუმ 1 ადამიანში); არც ისე ხშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან მაქსიმუმ 1 ადამიანში); იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან მაქსიმუმ 1 ადამიანში); ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან მაქსიმუმ 1 ადამიანში); უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები
კარბამაზეპინის ცალკე გამოყენებისას (მონოთერაპია), გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ნაკლებად ხშირად, ვიდრე სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას (კომბინირებული თერაპია). ბევრი გვერდითი მოვლენა დოზა-დამოკიდებულია, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში. ისინი ძირითადად ქრება 8-14 დღის შემდეგ ან დოზის ხანმოკლე შემცირების შემდეგ. ამიტომ, ფინლეპსინის მიღება უნდა დაიწყოს მცირე საწყისი დოზებით და თანდათან გაიზარდოს ოპტიმალურ დოზამდე.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი:
ლეიკოპენია.
ხშირი:
თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია
იშვიათი:
ლეციკოციროზი, ლიმფადენოპათია, ფოლიუმის მჟავას დეფიციტი.
ძალიან იშვიათი:
აგრანულოციტოზი, აპლასტიკური ანემია, პანციტოპენია, ერითროციტების აპლაზია, ანემია, მეგალობლასტური ანემია, მწვავე პერიოდული პორფირია, ცვალებადი პორფირია, დაყოვნებული კანისმიერი პორფირია, რეტიკულოციტოზი და, შესაძლოა, ჰემოლიზური ანემია.
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)
სისხლში ამიაკის მაღალი დონე (ჰიპერამონემია). ჰიპერამონემიის სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს გაღიზიანებას, დაბნეულობას, ღებინებას, მადის დაკარგვას და ძილიანობას.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი:
გვიანი ტიპის მულტიორგანული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცხელებით, გამონაყარი კანზე, ვასკულიტი, ლიმფადენოპათია, ფსევდოლიმფომა, ართრალგია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ჰეპატოსპლენომეგალია, ღვიძლის ფუნქციის სინჯების პათოლოგია, გამოვლენილი სხვადასხვა კომბინაციით. სხვა ორგანოებიც შეიძლება დაზიანდეს (მაგ. ფილტვები, თირკმელები და პანკრეასი, მიოკარდიუმი, მსხვილი ნაწლავი).
ძალიან იშვიათი:
ასეპტიკური მენინგიტი მიოკლონუსით და პერიფერიული ეოზინოფილია; ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება.
ენდოკრინული სისტემის დარღვევები
ხშირი:
შეშუპება, სითხის შეკავება, წონის მომატება, ჰიპონატრიემია და პლაზმური ოსმოლარობის დაქვეითება ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) მსგავსი ეფექტის გამო, რამაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს წყლით ინტოქსიკაცია, რომელსაც თან ახლავს ლეთარგია, ღებინება, თავის ტკივილი, გონის დაბინდვა, ნევროლოგიური დარღვევები.
ძალიან იშვიათი:
სისხლში პროლაქტინის დონის მატება კლინიკური სიმპტომებით ან მის გარეშე, როგორიცაა გალაქტორეა, გინეკომასტია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტებში ცვლილება: სისხლში L-თიროქსინის დონი დაქვეითება (თავისუფალი თიროქსინი, თიროქსინი, ტრიოდოთიროქსინი) და თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის დონის მომატება, როგორც წესი, კლინიკური გამოვლინების გარეშე, ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევა (სისხლში პლაზმური კალციუმის და 25-ჰიდროქსი-ქოლეკალციფეროლის დონის დაქვეითება), რაც იწვევს ოსტეომალაციას/ოსტეოპოროზს, სისხლში ქოლესტერინის მომატება მსლ ქოლესტერინის და ტრიგიცერიდების ჩათვლით.
ფსიქიკური დარღვევები
იშვიათი:
ჰალუცინაციები (ვიზუალური ან სმენითი), დეპრესია, შფოთვა, აგრესიულობა, აჟიტაცია, დაბნეულობა.
ძალიან იშვიათი:
ფსიქოზის აქტივაცია.
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი:
თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, დაღლილობა.
ხშირი:
თავის ტკივილი.
არც ისე ხშირი:
პათოლოგიური უნებლიე მოძრაობები (როგორიცაა ტრემორი, ასტერიქსი, დისტონია, ტიკები); ნისტაგმი.
იშვიათი:
პირ-სახის დისკინეზია, მეტყველების დარღვევები (მაგ. დიზართრია, ბუნდოვანი მეტყველება), ქორეოათეტოზი, ნეიროპათია, პერიფერიული პარესთეზია და პარეზი.
ძალიან იშვიათი:
გემოვნების დარღვევა, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი.
დაზიანება თვალის მხრივ
ხშირი:
დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევები (მაგ., ბუნდოვანი ხედვა)
იშვიათი:
თვალის მოძრაობის დარღვევები.
ძალიან იშვიათი:
მხედველობის დარღვევა (ლინზის შემღვრევა), კონიუნქტივიტი, მომატებული თვალშიდა წნევა
სმენის ორგანოების და ლაბირინთული დაზიანებები
ძალიან იშვიათი:
სმენის დარღვევები, როგორიცაა ტინიტუსი (ყურებში შუილი), ჰიპერაკუზია, ჰიპოაკუზია, ხმის სიმაღლის აღქმის ცვლილებები.
დარღვევები გულის მხრივ
იშვიათი:
გულის გამტარობის დარღვევა, ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია.
ძალიან იშვიათი:
ბრადიკარდია, არითმიები, წინაგულების ბლოკადა სინკოპესთან ერთად, სისხლის მიმოქცევის კოლაფსი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის კორონარული დაავადების გაუარესება, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია (მაგ., ფილტვის ემბოლია).
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივ
ძალიან იშვიათი:
ფილტვების ჰიპერმგრძნობელობა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ქოშინი, პნევმონიტი ან პნევმონია.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირი:
გულისრევა, ღებინება.
ხშირი:
პირის სიმშრალე.
არც ისე ხშირი:
დიარეა ან ყაბზობა.
იშვიათი:
კუჭის ტკივილი.
ძალიან იშვიათი:
გლოსიტი, სტომატიტი, პანკრეატიტი.
დარღვევები ღვიძლის და/ან სანაღვლე სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი:
გამა-GT-ის დონის მომატება (გამოწვეული ღვიძლის ფერმენტების ინდუქციით), როგორც წესი, კლინიკურად უმნიშვნელო.
ხშირი:
სისხლში ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება.
არც ისე ხშირი:
სისხლში ტრანსარნინაზას დონის მომატება.
იშვიათი:
ქოლესტაზური, პარენქიმატოზული (ჰეპატოცელულარული) ან შერეული ტიპის ჰეპატიტი, სიყვითლე.
ძალიან იშვიათი:
გრანულომატოზური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან ხშირი:
კანისმიერი ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე.
ხშირი:
ექსფოლიაციური დერმატიტი და ერითროდერმია.
არც ისე ხშირი:
სისტემური წითელი მგლურა, ქავილი.
იშვიათი:
სტივენს-ჯონსონის სინდრომი*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი*, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ერითემა მულტიფორმული და კვანძოვანი, კანის პიგმენტაციის ცვლილებები, პურპურა, აკნე, ოფლიანობა, თმის ცვენა, ჰირსუტიზმი.
- იხ. პარაგრაფი 2
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
იშვიათი:
კუნთების სისუსტე.
ძალიან იშვიათი:
ართრალგია, კუნთების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები.
მიღებულია შეტყობინებები ძვლის შესაძლო ანომალიების შესახებ, მათ შორის ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი (ძვლები უფრო მყიფე ხდება) და მოტეხილობები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დიდი ხნის განმავლობაში იღებდით ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, გაქვთ ან წარსულში გქონიათ ოსტეოპოროზი, ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს.
დარღვევები თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ
იშვიათი:
ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის დისფუნქცია (მაგ., ალბუმინურია, ჰემატურია, ოიგურია, სისხლში შარდოვანას მომატება/აზოტემია), გახშირებული შარდვა, შარდის შეკავება.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
იშვიათი:
სქესობრივი დარღვევები/იმპოტენცია, სპერმატოგენეზის დარღვევები (სპერმატოზოიდების რაოდენობის და/ან მოძრაობის შემცირებით).
ტრავმა, მოწამვლა და მანიპულაციებთან დაკავშირებული გართულებები
უცნობი
წაქცევა თავბრუსხვევის, ძილიანობის, დაბალი არტერიული წნევის ან დაბნეულობის გამო.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე ეხება შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოხსენიებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ მედიკამენტების სახელმწიფო სააგენტოს, ჯერსიკას ქ. 15, რიგა, LV.1003. ვებგვერდი: www.zva.gov.lv. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა კარბამაზეპინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ კარბამაზეპინს.
სხვა ინგრედიენტებია: ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა.
ფინლეპსინის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი პვქ/პვდჰ//ალ/ქაღალდი ან პვქ/პვდჰ//ალ ბლისტერი, რომელშიც შეფუთულია 50 ტაბლეტი. ფინლეპსინის შეფუთვას (პვქ/პვდჰ//ალ/ქაღალდი) აქვს გაძლიერებული დაცვა ბავშვების მიერ გახსნისგან. ტაბლეტების ამოღების გაძნელების შემთხვევაში, ტაბლეტებზე ხელის მოჭერამდე რეკომენდებულია შეფუთვის მსუბუქად გახვრეტა.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე "EXP"-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები იძლევა გარემოს დაცვის საშუალებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ნათარგმნია ლატვიურიდან ინგლისურად www.onlinedoctranslator.com
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ფინლეპსინი 200 მგ ტაბლეტები
კარბამაზეპინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია! მოგვიანებით შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი თუ მათი დაავადების სიმპტომები ჰგავს თქვენსას.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება შესაძლო გვერდით მოვლენებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წნამდებარე ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ინსტრუქცია მოიცავს:
რას წარმოადგენს ფინლეპსინი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ფინლეპსინის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ფინლეპსინი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ფინლეპსინი
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ფინლეპსინი და რისთვის გამოიყენება
ფინლეპსინი არის პრეპარატი ეპილეფსიური და სხვა სახის კრუნჩხვების, ასევე გარკვეული სახის ტკივილის სამკურნალოდ.
ფინლეპსინი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
ეპილეფსია:
კრუნჩხვები, რომლებიც იწყება თავის ტვინის ლოკალიზებულ უბანში (კეროვანი კრუნჩხვები). ისინი შეიძლება გამოვლინდეს ცნობიერების დარღვევის გარეშე (მარტივი პარციალური კრუნჩხვები), ან
ცნობიერების დარღვევით (კომპლექსური პარციალური კრუნჩხვები, ფსიქომოტორული კრუნჩხვები),
კრუნჩხვები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის ორივე ნახევარსფეროზე (გენერალიზებული კრუნჩხვები), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იწყება თავის ტვინის ლოკალიზებულ მიდამოში (ღამის ეპილეფსია, დიფუზური ეპილეფსია),
ეპილეფსიის შერეული ფორმები;
სახის ტკივილის შეტევები (სამწვერა ნერვის ნევრალგია);
უცნობი წარმოშობის ყელის ტკივილის შეტევები (დადასტურებული გლოსოფარინგეალური ნევრალგია);
შაქრიანი დიაბეტით (დიაბეტური ნეიროპათია) გამოწვეული ნერვის დაზიანებით განპირობებული ტკივილი;
არაეპილეფსიური კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს, როგორიცაა სამწვერა ნერვის ნევრალგია, ტონური სპაზმები (ახასიათებს ნორმალური კუნთების ტონუსი), მეტყველებისა და მოძრაობის დარღვევების შეტევები, პათოლოგიური შეგრძნებები (პაროქსიზმული დიზართრია და ატაქსია, პაროქსიზმული პარესთეზია) და ტკივილის შეტევები;
კრუნჩხვების პრევენცია ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს.
რა უნდა იცოდეთ ფინლეპსინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ფინლეpსინი შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია კარბამაზეპინზე, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (მოცემული მე-6 პარაგრაფში),
თუ გაქვთ გულის სერიოზული დაავადება (გულის გამტარობის პრობლემები),
თუ გაქვთ ძვლის ტვინის დაზიანება, ძვლის ტვინის დათრგუნვა (თუნდაც წარსულში), თუ გაქვთ მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევა, რომელიც იწვევს პორფირინების დაგროვებას ორგანიზმში, რომელიც მოქმედებს კანზე და ნერვულ სისტემაზე (მწვავე პერიოდული პორფირია),
თუ იღებთ მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებს (ანტიდეპრესანტებს),
თუ იღებთ ვორიკონაზოლს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ფინლეპსინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ:
გაქვთ ან გქონიათ გულის, ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები;
ოდესმე გქონიათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (გამონაყარი ან ალერგიის სხვა ნიშნები) ოქსკარბაზეპინზე ან რომელიმე სხვა პრეპარატზე. თუ გაქვთ ალერგია კარბამაზეპინზე, არსებობს შესაძლებლობა (25%), რომ ასევე გქონდეთ ალერგია ოქსკარბაზეპინზე, ასევე ფენიტოინზე, პრიმიდონზე და ფენობარბიტალზე;
გაქვთ ან გქონიათ სისხლის დაავადებები (ჰემატოლოგიური დაავადებები), თუნდაც ისინი გამოწვეული ყოფილიყო სხვა მედიკამენტებით; გაქვთ მაღალი შიდათვალის წნევა (გლაუკომა);
თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ნერვული აშლილობა, რომელსაც ეწოდება ფსიქოზი;
იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეფციას, რადგან ფინლეპსინს შეუძლია შეამციროს მისი ეფექტურობა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ფინლეპსინის მიღებისას:
აღგენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ყელის ტკივილი ან კანისმიერი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი გადიდებული ლიმფური კვანძებით და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. უფრო მძიმე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფინლეპსინის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას; კრუნჩხვების გაზრდილი სიხშირე;
გივითარდებათ სიყვითლე (კანისა და თვალის კაკლის გაყვითლება), რადგან ეს შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშნები; გაქვთ ფიქრები თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე, როგორც ზოგიერთ ადამიანს, რომლებიც მკურნალობენ ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებით, უჩნდებათ აზრები თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე;
გაქვთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაბალი არტერიული წნევა, დაბნეულობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წაქცევა.
სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში კანისმიერი რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) დაფიქსირდა ფინლეპსინის მიღებისას, რომელიც სხეულზე თავდაპირველად ჩნდება მოწითალო, სამიზნის მსგავსი ლაქების ან წრიული უბნების სახით, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით. დამატებითი ნიშნები მოიცავს: წყლულებს პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გარე სასქესო ორგანოებზე და კონიუნქტივიტი (გაწითლებული თვალები და შეშუპება). ამ პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ კანისმიერ გამონაყარს ხშირად თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები: ცხელება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი. გამონაყარის პროგრესირებასთან ერთად შეიძლება აღინიშნოს კანზე დიდი ბუშტუკები ან კანის აქერცვლა. კანის ყველაზე მძიმე რეაქციების განვითარების რისკი აღინიშნება მკურნალობის პირველ თვეებში.
თუ ფინლეპსინის გამოყენებისას ვითარდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, არ უნდა განახლდეს ფინეპსინით მკურნალობა.
ეს მძიმე კანისმიერი რეაქციები შეიძლება იყოს უფრო ხშირი აზიის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლებოაში. ჩინური (ჰანის ჩინელები) და ტაილანდური (ტაილანდელები) წარმოშობის მოსახლეობაში ამ გვერდითი მოვლენენის რისკის პროგნოზირება შესაძლებელია სისხლის ანალიზით. კარბამაზეპინის მიღებამდე თქვენი ექიმი დაადგენს, საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზი.
თუ გინვითარდებათ გამონაყარი ან ამ კანისმიერი რეაქციების სიმპტომები, შეწყვიტეთ კარბამაზეპინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
არ შეწყვიტოთ ფინლეპსინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. კრუნჩხვები შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში.
კარბამაზეპინით მკურნალობის პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის სხივების ზემოქმედება ფოტოსენსიბილიზაციის რისკის გამო (კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ).
ორსულობის დროს ფინლეპსინის გამოყენებისას არსებობს ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის ზიანის მიყენების რისკი. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენოს ეფექტური კონტრაცეფცია ფინლეპსინით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში (იხ. ორსულობა და ძუძუთი კვება).
ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში კარბამაზეპინის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ რისკის/სარგებლის საგულდაგულო ანალიზის შემდეგ.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება უფრო დაბალი დოზები.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ფინლეპსინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების შესახებაც. ბევრ პრეპარატს შეუძლია ურთიერთქმედება ფინლეპსინთან და შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს მისი ეფექტი. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატის დოზის კორექტირება.
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ ფინლეფსინის პლაზმური კონცენტრაცია:
ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: დექსტროპროპოქსიფენი, იბუპროფენი;
სასქესო ჰორმონის გონადოტროპინის ინჰიბიტორი: დანაზოლი;
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები: მაგალითად, ერითრომიცინი, ტროლეანდრომიცინი, ჯოსამიცინი, კლარითრომიცინი;
ანტიდეპრესანტი: შესაძლოა დეზიპრამინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, ნეფაზოდონი, პაროქსეტინი, ტრაზოდონი, ვილოქსაზინი;
ანტიეპილეფსიური საშუალებები: სტირიპენტოლი, ვიგაბატარინი;
აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: მაგ. იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ვორიკონაზოლი;
ანტიჰისტამინები ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ: ლორატადინი, ტერფენადინი;
ანტიფსიქოზური საშუალებები: ოლანზაპინი;
ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება: იზონიაზიდი;
პრეპარატები ვირუსული დაავადებებისათვის/აივ: მაგ. რიტონავირი;
გლაუკომის სამკურნალო საშუალებები: აცეტაზოლამიდი;
კალციუმის ანტაგონისტები: დილთიაზემი, ვერაპამილი (სტენოკარდიის სამკურნალო მედიკამენტები);
კუჭ-ნაწლავის წყლულების სამკურნალო პრეპარატები: ციმეტიდინი, ომეპრაზოლი;
კუნთების რელაქსანტები: ოქსიბუტინინი, დანტროლენი;
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი: ტიკლოპიდინი;
ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან: გრეიპფრუტის წვენი, ნიკოტინამიდი (მხოლოდ მოზრდილებში მაღალი დოზებით).
მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ფინლეპსინის პლაზმური კონცენტრაცია:
ანტიეპილეფსიური პრეპარატები: ფელბამატი, მეთუქსიმიდი, ოქსკარბაზეპინი, ფენობარბიტონი ფენსუქსიმიდი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი, პრიმიდონი;
კიბოს სამკურნალო პრეპარატები: ცისპლატინი, დოქსორუბიცინი;
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატი: რიფამპიცინი;
მძიმე რესპირატორული დაავადებების ან ასთმის სამკურნალო პრეპარატები: თეოფილინი, ამინოფილინი;
კანის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები: იზოტრეტინოინი;
ფუტკარას შემცველი მცენარეული საშუალებები (Hypericum perforatum).
ფინლეპსინს შეუძლია შეამციროს ან შეაჩეროს კიდეც სხვა პრეპარატების ეფექტი. ფინლეპსინთან ერთდროული გამოყენებისას ექიმს შეიძლება დასჭირდეს შემდეგი მოქმედი ნივთიერებების დოზის კორექცია:
ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: მეტადონი, პარაცეტამოლი, ფენაზონი (ანტიპირინი), ტრამადოლი;
ანტიბიოტიკი: დოქსიციკლინი;
პერორალური ანტიკოაგულანტები: მაგ: ვარფარინი, ფენპროკუმონი, დიკუმაროლი, აცენოკუმაროლი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი, ედოქსაბანი;
ანტიდეპრესანტები: ბუპროპიონი, ციტალოპრამი, ნეფაზოდონი, ტრაზოდონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ., იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, კლომიპრამინი);
ანტიეპილეფსიური საშუალებები: კლობაზამი, კლონაზეპამი, ეთოსუქსიმიდი, ფელბამატი, ლამოტრიგინი, ესლიკარბაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, პრიმიდონი, ტიაგაბინი, ტოპირამატი, ვალპროის მჟავა, ზონისამიდი, ბრივარაცეტამი;
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: იტრაკონაზოლი;
ანტიპარაზიტული საშუალება: პრაზიკვანტელი;
ანტინეოპლასტიკური საშუალება: იმატინიბი;
ანტიფსიქოზური საშუალებები: კლოზაპინი, ჰალოპერიდოლი, ბრომპერიდოლი, ოლანზაპინი, ქვეტიაპინი, რისპერიდონი, ზიპრასიდონი;
ანტივირუსული საშუალებები: პროტეაზას ინჰიბიტორები აივ-ის სამკურნალოდ (მაგ. ინდინავირი, რიტონავირი, საკვინავირი);
ანქსიოლიზური საშუალებები: ალპრაზოტამი, მიდაზოლამი;
ბრონქოდილატატორები ან ასთმის საწინააღმდეგო საშუალებები: თეოფილინი;
კონტრაცეპტივები: ესტროგენების და/ან პროგესტოგენების შემცველი საშუალებები;
პრეპარატები გულის დაავადებების სამკურნალოდ: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (დიჰიდროპირიდინის კალციუმის არხის ბლოკატორები, როგორიცაა ფელოდიპინი), დიგოქსინი;
კორტიკოსტეროიდები: პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი;
იმუნოსუპრესიული საშუალებები: ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი;
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე მოქმედი პრეპარატი: ლევოთიროქსინი.
ჰორმონალური კონტრაცეპტივები, როგორიცაა აბები, პატჩები, ინექციები ან იმპლანტები. ფინლეპსინს შეუძლია გავლენა იქონიოს ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოქმედებაზე და შეამციროს მათი ეფექტურობა ორსულობის პრევენციაში. მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც განიხილავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის კონტრაცეფციის ფორმას ფინლეპსინის მიღებისას.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენებისას შეიძლება მოულოდნელად დაგეწყოთ არამენსტრუალური სისხლდენა ჰორმონალური კონტრაცეპტივის ეფექტურობის მკვეთრი შემცირების გამო, ექიმთან ერთად უნდა განიხილოთ კონტრაცეფციის სხვა, არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება.
ფინლეპსინი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ფინლეპსინით მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება, რადგან ალკოჰოლი ცვლის და აძლიერებს ფინლეპსინის მოქმედებას არაპროგნოზირებადი გზით. გრეიპფრუტს, გრეიპფრუტის წვენს უნდა მოერიდოთ.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ფინლეპსინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე თანდაყოლილი მანკები. თუ ორსულობის დროს ღებულობთ ფინლეპსინს, თქვენს ბავშვს აქვს თანდაყოლილი მანკის 3-ჯერ მეტი რისკი, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთა დედები არ იღებენ ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს. აღინიშნა მნიშვნელოვანი თანდაყოლილი მანკები, მათ შორის ნერვული მილის დეფექტი 7 (სპინა ბიფიდა), სახის დეფექტები დაბადებისას, როგორიცაა ტუჩისა და სასის ნაპრალი, თავის დეფექტები დაბადებისას, გულის მანკები, მამაკაცის სასქესო ორგანოს დეფექტები დაბადებისას, რომლებიც დაკავშირებულია ურეთრის გახსნასთან (ჰიპოსპადია) და თითის დეფექტები. თუ ორსულობის დროს იყენებდით ფინლეპსინს, თქვენი არ ჯერ არ დაბადებული ბავშვი უნდა იყოს საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ.
ნეიროგანვითარების (ტვინის განვითარება) პრობლემები დაფიქსირდა ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობის დროს იღებდნენ ფინლეპსინს. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კარბამაზეპინი უარყოფითად მოქმედებს იმ ბავშვების ნეიროგანვითარებაზე, რომლებიც საშვილოსნოში ყოფნის დროს განიცდიდნენ კარბამაზეპინის ზემოქმედებას, მაგრამ სხვა კვლევებმა არ დაადასტურა ასეთი ეფექტი. არ უნდა გამოირიცხოს ნეიროგანვითარების ეფექტები.
თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი და არ გეგმავთ დაორსულებას, მაშინ უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია ფინლეპსინის მიღებისას, რადგან ფინლეპსინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოქმედებაზე, როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო (ჩასახვის საწინააღმდეგო) აბები და შეამციროს ორსულობის პრევენციის ეფექტურობა. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რომელიც შეგირჩევთ კონტრაცეფციის ყველაზე შესაფერის ფორმას ფინლეპსინის მიღეის პერიოდში. თუ ფინლეპსინით მკურნალობა შეწყდება, თქვენ უნდა გააგრძელოთ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება მკურნალობის შეწყვეტიდან კიდევ ორი კვირის განმავლობაში.
თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი და გეგმავთ დაორსულებას, კონტრაცეფციის შეწყვეტამდე და დაორსულებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან სხვა შესაფერის მედიკამენტებზე გადასვლის შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ კარბამაზეპინის ზემოქმედება ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. არ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, სანამ არ განიხილავთ ამას თქვენს ექიმთან.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, რაც შეიძლება საშიში იყოს თქვენთვის და თქვენი ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის შეცვლა.
თუ ორსულობის დროს იყენებთ ფინლეპსინს, თქვენს შვილს ასევე ემუქრება სისხლდენის რისკი დაბადებისთანავე. ამის თავიდან ასაცილებლად თქვენს ექიმს შეუძლია დანიშნოს პრეპარატი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის.
ორსულობა
თუ დაოესულება მოხდა კარბამაზეპინით თერაპიის დროს ან კარბამაზეპინით თერაპია აუცილებელია ორსულობისას, ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს კრუნჩხვების კონტროლის აუცილებლობა, ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის ამ თერაპიის პოტენციურ რისკთან შეფარდებით. ამ რისკის შესამცირებლად ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის ჩატარება კარბამაზეპინის დონის გასაზომად თქვენს სისხლში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს მკურნალობა ექიმის ნებართვის გარეშე, რადგან ეპილეფსიურმა კრუნჩხვებმა შეიძლება დააზიანოს ბავშვი.
ძუძუთი კვება
კარბარნაზეპინი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტთ ბავშვის ძუძუთი კვებას, სარგებელი ყურადღებით უნდა შეფასდეს ბავშვისთვის შესაძლო გვერდით მოვლებებთან შეფარდებით. დედებმა, რომლებიც იღებენ კარბამაზეპინს, შეიძლება გააგრძელონ ძუძუთი კვება, თუ ხდება ბავშვის მონიტორინგი შესაძლო გვერდით მოვლენებზე (მაგ., გადაჭარბებული ძილიანობა, კანისმიერი ალერგიული რეაქციები).
ფერტილობა
მიღებულია იშვიათი ცნობები მამრობითი სქესის ფერტილობის დარღვევის და/ან პათოლოგიური სპერმატოგენეზის შესახებ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
თერაპიის დასაწყისში, დოზის გაზრდის ან/და სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემდეგ, რომლებიც ასევე მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ფირილეპსინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა ან დაღლილობა, რაც გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან სახიფათო პირობებში სამუშაოს შესრულების უნარზე. ეს ეფექტი ძლიერდება ალკოჰოლის მოხმარებით.
ფინლეპსინი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში - არსებითად “არ შეიცავს ნატრიუმს”.
როგორ გამოიყენება ფინლეპსინი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ ტაბლეტები საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ. ჭიქა წყალი).
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული თქვენი ექიმის მიერ, რეკომენდებული დოზაა
დოზა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს და გაკონტროლდეს ექიმის (სპეციალისტის) მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული შეტევები ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით, განსაკუთრებით ორსულობის დროს. იმისათვის, რომ არ გაუარესდეს მკურნალობის წარმატება, არ შეცვალოთ მკურნალობის რეჟიმი ან დოზები თქვენს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზა და მისი თანდათანობითი გაზრდა ოპტიმალურ ეფექტურ დოზამდე. დღიური დოზა ჩვეულებრივ იყოფა რამდენიმე დოზად. კარბამაზეპინის საერთო დღიური დოზის დიაპაზონი ჩვეულებრივ შეადგენს 400-1200 მგ-ს. ზოგადად, მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1600 მგ კარბამაზეპინს, რადგან უფრო მაღალი დოზები უფრო მეტ გვერდით მოვლენებს იწვევს. განსაკუთრებით კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში, თერაპიული დოზა უნდა განისაზღვროს პრეპარატის პლაზმური დონის მიხედვით, პრეპარატის ეფექტურობის გათვალისწინებით. პრაქტიკაში დაფიქსირებული კარბამაზეპინის დონის თერაპიული დიაპაზონი არის 4-დან 12-მდე µგ/ლ. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭირო დოზა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს აღნიშნული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზებისგან (შესაძლოა, ფერმენტების ინდუქციით ან ერთდროულად გამოყენებული წამლების ურთიერთქმედებით გამოწვეული მეტაბოლიზმის დაჩქარების გამო). როგორც ანტიეპილეფსიური საშუალება, ფინლეპსინი სასურველია გამოიყენებოდეს ცალკე (მონოთერაპია).
კარბამაზეპინით მკურნალობის გადაწყვეტილებამდე ჩინური (ჰანის ჩინელები) და ტაილანდური (ტაილანდელები) წარმოშობის მოსახლეობაში უნდა შემოწმდეს HLA - B* 1502 ალელი, როდესაც ეს შესაძლებელია, რადგან ამ ალელის არსებობა იძლევა სტივენს-ჯონსონის სინდრომთან ასოცირებული რისკის პროგნოზის საშუალებას, კარბამაზეპინის გამოყენებისას.
მკურნალობა უნდა ჩატარდეს გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. ფინლეპსინზე გადასვლისას წინა ანტიეპილეფსიური პრეპარატის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
ეპილეფსიის დროს ანტიკონვულსანტური თერაპიისთვის ზოგადად რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:
საწყისი დოზა /დღიური
მიღება/დღეში
მოზრდილებისთვის
1x200 მგ
3 x 200-400 მგ
ბავშვებისთვის* (იხ. შენიშვნები)
1-5 წლის
1-2 x 100 მგ
1-2 x 200 მგ 5
6-10 წლის
2 x 100 მგ
3 x 200 მგ
11-15 წლის
2-3 x 100 მგ
3 x 200-4
შენიშვნები*
3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაქსიმალური დღიური დოზაა 200 მგ.
4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, სასურველია მკურნალობა დაწყება 20-60 მგ-ით დღეში. ეს დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს ყოველ მეორე დღეს 20-60 მგ-ით დღეში თერაპიულად სასურველი დოზის მიღწევამდე. თუმცა, დოზა არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ მოცემულ დოზის დიაპაზონს. 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაქსიმალური დღიური დოზაა 200 მგ.
კლინიკური გამოცდილების გათვალისწინებით, 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საწყისი დოზა შეიძლება იყოს 100 მგ დღეში. ეს დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე დღეში ყოველ მეორე დღეს ან კვირაში ერთხელ თერაპიულად სასურველი დოზის მიღწევამდე. თუმცა, თუმცა, დოზა არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ მოცემულ დოზის დიაპაზონს.
გამოყენების რაოდენობა და სიხშირე
ფინლეპსინი კრუნჩხვითი დარღვევები (ეპილეფსია)
ჩვეულებრივ, მოზრდილების მკურნალობისას ფინლეპსინის საწყისი დოზა 1-2 ტაბლეტი (200-400 მგ კარბარნაზეპინის ექვივალენტური დღეში) ნელა-ნელა უნდა გაიზარდოს შემანარჩუნებელ დოზამდე - ფინლეპსინის 4-6 ტაბლეტი (800-1200 მგ კარბარნაზეპინი დღეში). შემანარჩუნებელი დოზა ბავშვებისთვის ჩვეულებრივ მერყეობს 10-20 მგ/კგ დიაპაზონში სხეულის წონაზე გადაანგარიშებით/დღეში. იხ. ზემოთ რეკომენდებული დოზირების გრაფიკი.
სახის პაროქსიზმული ტკივილი (სამწვერა ნერვის ნევრალგია), უცნობი წარმოშობის ყელის პაროქსიზმული ტკივილი უცნობი (დადასტურებული გლოსოფარინგეალური ნევრალგია)
ფინლეპსინის საწყისი დოზა 1-2 ტაბლეტი (200-400 მგ კარბარნაზეპინი) მიიღება დღეში ერთხელ ან 2 დოზად, დღიური დოზა უნდა გაიზარდოს ფინლეპსინის დაახლოებით 2-4 ტაბლეტამდე (400-800 მგ კარბამაზეპინი) სანამ ტკივილი არ გაქრება. ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შემცირებული შემანარჩუნებელი დოზით - ფინლეპსინის 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (400 მგ კარბარნაზეპინი). ხანდაზმულ და მგრძნობიარე პაციენტებში, ფინლეპსინის საწყისი დოზა ½ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (200 მგ კარბამაზეპირი) საკმარისია.
ტკივილი შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული პერიფერიული ნერვის დაზიანების გამო (დიაბეტური ნეიროპათია)
საშუალო დღიური დოზაა ფინლეპსინის 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (600 მგ კარბამაზეპინი). განსაკუთრებულ შემთხვევებში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს ფინლეპსინის 2 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში (1200 მგ კარბამაზეპინი).
არაეპილეფსიური კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს
საშუალო დღიური დოზაა ფინლეპსინის 1 ტაბლეტი 2-4-ჯერ დღეში (400-800 მგ კარბარნაზეპინი).
კრუნჩხვების პრევენცია ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის სტაციონარული მკურნალობისას
საშუალო დღიური დოზაა ფინლეპსინის 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (600 მგ კარბამაზეპინი). მძიმე შემთხვევებში, პირველ დღეებში, დოზა შეიძლება გაიზარდოს ფინლეპსინის 2 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში (1200 მგ კარბემაზეპინი).
დოზა, რომელსაც ექიმი დაგინიშნავთ, შეიძლება განსხვავდებოდეს ზემოაღნიშნულისაგან. ამ შემთხვევაში მიჰყევით ექიმის მითითებებს.
როგორ და როდის გამოიყენება ფინლეპსინი
ფინლეპსინი მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ. ჭიქა წყალი). საჭიროების შემთხვევაში, ტაბლეტი შეიძლება გაიყოს შუაზე. აღმოჩნდა, რომ დღიური დოზის 4-5 დოზად დაყოფა ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით ეფექტურია.
ფინლეპსინის გამოყენების ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე, პაციენტის ინდივიდუალურ პასუხზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
ანტიეილეფსიური თერაპია ყოველთვის არის ხანგრძლივი თერაპია. სტაბილიზაცია, მკურნალობის ხანგრძლივობა და ფინლეპსინის შეწყვეტა უნდა გადაწყდეს ეპილეფსიის მკურნალობაში გამოცდილი სპეციალისტის მიერ. ჩვეულებრივ, დოზის შემცირება და პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეიძლება განიხილებოდეს არა უადრეს მას შემდეგ, რაც პაციენტი 2-3 წლის განმავლობაში იქნება კრუნჩხვების გარეშე. თერაპიის შესაწყვეტად დოზა თანდათან უნდა შემცირდეს 1-2 წლის განმავლობაში. ნევრალგიის მკურნალობისას შემანარჩუნებელი დოზა უნდა იქნას გამოყენებული რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც საკმარისია ტკივილის თავიდან ასაცილებლად. დოზის თანდათანობით შემცირება უზრუნველყოფს სპონტანურ რემისიას. თუ ტკივილის შეტევები განმეორდება, თერაპია უნდა გაგრძელდეს საწყისი შემანარჩუნებელი დოზით.
დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილის და არაეპილეფსიური კრუნჩხვების მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით
გაფანტული სკლეროზის დროს უნდა იქნას დაცული იგივე ინსტრუქციები.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის მკურნალობისას კრუნჩხვების პროფილაქტიკისთვის ფინლეპსინით თერაპია უნდა შეწყდეს 7-10 დღის შემდეგ დოზის თანდათანობითი შემცირებით.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ფინლეპსინი
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ფინლეპსინი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ აღგენიშნებათ სუნთქვის გაძნელება, სწრაფი და არარეგულარული გულისცემა, გონების დაკარგვა, გულის წასვლა, ტრემორი, გულისრევა და/ან ღებინება, თქვენი დოზა შეიძლება იყოს ძალიან მაღალი. შეწყვიტეთ ფინლეპსინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფინლეპსინის მიღება
განაგრძეთ პრეპარატის გამოყენება ინსტრუქციების შესაბამისად. არასოდეს მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ფინლეპსინის მიღებას
არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ თვითნებურად ნაადრევად მკურნალობა ფინლეპსინით. წამლის აუტანლობის ან კლინიკური სურათის ცვლილების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება მკურნალობა ნაკლებად ეფექტური გახადოთ და გამოიწვიოთ ახალი ეპილეფსიური კრუნჩხვები.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი მოვლენების სიხშირის შეფასება ეფუძნება შემდეგ კლასიფიკაციას:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში); ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან მაქსიმუმ 1 ადამიანში); არც ისე ხშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან მაქსიმუმ 1 ადამიანში); იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან მაქსიმუმ 1 ადამიანში); ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან მაქსიმუმ 1 ადამიანში); უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები
კარბამაზეპინის ცალკე გამოყენებისას (მონოთერაპია), გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ნაკლებად ხშირად, ვიდრე სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას (კომბინირებული თერაპია). ბევრი გვერდითი მოვლენა დოზა-დამოკიდებულია, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში. ისინი ძირითადად ქრება 8-14 დღის შემდეგ ან დოზის ხანმოკლე შემცირების შემდეგ. ამიტომ, ფინლეპსინის მიღება უნდა დაიწყოს მცირე საწყისი დოზებით და თანდათან გაიზარდოს ოპტიმალურ დოზამდე.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი:
ლეიკოპენია.
ხშირი:
თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია
იშვიათი:
ლეციკოციროზი, ლიმფადენოპათია, ფოლიუმის მჟავას დეფიციტი.
ძალიან იშვიათი:
აგრანულოციტოზი, აპლასტიკური ანემია, პანციტოპენია, ერითროციტების აპლაზია, ანემია, მეგალობლასტური ანემია, მწვავე პერიოდული პორფირია, ცვალებადი პორფირია, დაყოვნებული კანისმიერი პორფირია, რეტიკულოციტოზი და, შესაძლოა, ჰემოლიზური ანემია.
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)
სისხლში ამიაკის მაღალი დონე (ჰიპერამონემია). ჰიპერამონემიის სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს გაღიზიანებას, დაბნეულობას, ღებინებას, მადის დაკარგვას და ძილიანობას.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი:
გვიანი ტიპის მულტიორგანული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცხელებით, გამონაყარი კანზე, ვასკულიტი, ლიმფადენოპათია, ფსევდოლიმფომა, ართრალგია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ჰეპატოსპლენომეგალია, ღვიძლის ფუნქციის სინჯების პათოლოგია, გამოვლენილი სხვადასხვა კომბინაციით. სხვა ორგანოებიც შეიძლება დაზიანდეს (მაგ. ფილტვები, თირკმელები და პანკრეასი, მიოკარდიუმი, მსხვილი ნაწლავი).
ძალიან იშვიათი:
ასეპტიკური მენინგიტი მიოკლონუსით და პერიფერიული ეოზინოფილია; ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება.
ენდოკრინული სისტემის დარღვევები
ხშირი:
შეშუპება, სითხის შეკავება, წონის მომატება, ჰიპონატრიემია და პლაზმური ოსმოლარობის დაქვეითება ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) მსგავსი ეფექტის გამო, რამაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს წყლით ინტოქსიკაცია, რომელსაც თან ახლავს ლეთარგია, ღებინება, თავის ტკივილი, გონის დაბინდვა, ნევროლოგიური დარღვევები.
ძალიან იშვიათი:
სისხლში პროლაქტინის დონის მატება კლინიკური სიმპტომებით ან მის გარეშე, როგორიცაა გალაქტორეა, გინეკომასტია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტებში ცვლილება: სისხლში L-თიროქსინის დონი დაქვეითება (თავისუფალი თიროქსინი, თიროქსინი, ტრიოდოთიროქსინი) და თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის დონის მომატება, როგორც წესი, კლინიკური გამოვლინების გარეშე, ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევა (სისხლში პლაზმური კალციუმის და 25-ჰიდროქსი-ქოლეკალციფეროლის დონის დაქვეითება), რაც იწვევს ოსტეომალაციას/ოსტეოპოროზს, სისხლში ქოლესტერინის მომატება მსლ ქოლესტერინის და ტრიგიცერიდების ჩათვლით.
ფსიქიკური დარღვევები
იშვიათი:
ჰალუცინაციები (ვიზუალური ან სმენითი), დეპრესია, შფოთვა, აგრესიულობა, აჟიტაცია, დაბნეულობა.
ძალიან იშვიათი:
ფსიქოზის აქტივაცია.
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი:
თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, დაღლილობა.
ხშირი:
თავის ტკივილი.
არც ისე ხშირი:
პათოლოგიური უნებლიე მოძრაობები (როგორიცაა ტრემორი, ასტერიქსი, დისტონია, ტიკები); ნისტაგმი.
იშვიათი:
პირ-სახის დისკინეზია, მეტყველების დარღვევები (მაგ. დიზართრია, ბუნდოვანი მეტყველება), ქორეოათეტოზი, ნეიროპათია, პერიფერიული პარესთეზია და პარეზი.
ძალიან იშვიათი:
გემოვნების დარღვევა, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი.
დაზიანება თვალის მხრივ
ხშირი:
დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევები (მაგ., ბუნდოვანი ხედვა)
იშვიათი:
თვალის მოძრაობის დარღვევები.
ძალიან იშვიათი:
მხედველობის დარღვევა (ლინზის შემღვრევა), კონიუნქტივიტი, მომატებული თვალშიდა წნევა
სმენის ორგანოების და ლაბირინთული დაზიანებები
ძალიან იშვიათი:
სმენის დარღვევები, როგორიცაა ტინიტუსი (ყურებში შუილი), ჰიპერაკუზია, ჰიპოაკუზია, ხმის სიმაღლის აღქმის ცვლილებები.
დარღვევები გულის მხრივ
იშვიათი:
გულის გამტარობის დარღვევა, ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია.
ძალიან იშვიათი:
ბრადიკარდია, არითმიები, წინაგულების ბლოკადა სინკოპესთან ერთად, სისხლის მიმოქცევის კოლაფსი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის კორონარული დაავადების გაუარესება, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია (მაგ., ფილტვის ემბოლია).
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივ
ძალიან იშვიათი:
ფილტვების ჰიპერმგრძნობელობა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ქოშინი, პნევმონიტი ან პნევმონია.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირი:
გულისრევა, ღებინება.
ხშირი:
პირის სიმშრალე.
არც ისე ხშირი:
დიარეა ან ყაბზობა.
იშვიათი:
კუჭის ტკივილი.
ძალიან იშვიათი:
გლოსიტი, სტომატიტი, პანკრეატიტი.
დარღვევები ღვიძლის და/ან სანაღვლე სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი:
გამა-GT-ის დონის მომატება (გამოწვეული ღვიძლის ფერმენტების ინდუქციით), როგორც წესი, კლინიკურად უმნიშვნელო.
ხშირი:
სისხლში ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება.
არც ისე ხშირი:
სისხლში ტრანსარნინაზას დონის მომატება.
იშვიათი:
ქოლესტაზური, პარენქიმატოზული (ჰეპატოცელულარული) ან შერეული ტიპის ჰეპატიტი, სიყვითლე.
ძალიან იშვიათი:
გრანულომატოზური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან ხშირი:
კანისმიერი ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე.
ხშირი:
ექსფოლიაციური დერმატიტი და ერითროდერმია.
არც ისე ხშირი:
სისტემური წითელი მგლურა, ქავილი.
იშვიათი:
სტივენს-ჯონსონის სინდრომი*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი*, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ერითემა მულტიფორმული და კვანძოვანი, კანის პიგმენტაციის ცვლილებები, პურპურა, აკნე, ოფლიანობა, თმის ცვენა, ჰირსუტიზმი.
- იხ. პარაგრაფი 2
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
იშვიათი:
კუნთების სისუსტე.
ძალიან იშვიათი:
ართრალგია, კუნთების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები.
მიღებულია შეტყობინებები ძვლის შესაძლო ანომალიების შესახებ, მათ შორის ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი (ძვლები უფრო მყიფე ხდება) და მოტეხილობები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დიდი ხნის განმავლობაში იღებდით ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, გაქვთ ან წარსულში გქონიათ ოსტეოპოროზი, ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს.
დარღვევები თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ
იშვიათი:
ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის დისფუნქცია (მაგ., ალბუმინურია, ჰემატურია, ოიგურია, სისხლში შარდოვანას მომატება/აზოტემია), გახშირებული შარდვა, შარდის შეკავება.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
იშვიათი:
სქესობრივი დარღვევები/იმპოტენცია, სპერმატოგენეზის დარღვევები (სპერმატოზოიდების რაოდენობის და/ან მოძრაობის შემცირებით).
ტრავმა, მოწამვლა და მანიპულაციებთან დაკავშირებული გართულებები
უცნობი
წაქცევა თავბრუსხვევის, ძილიანობის, დაბალი არტერიული წნევის ან დაბნეულობის გამო.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე ეხება შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოხსენიებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ მედიკამენტების სახელმწიფო სააგენტოს, ჯერსიკას ქ. 15, რიგა, LV.1003. ვებგვერდი: www.zva.gov.lv. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
როგორ ინახება ფინლეპსინი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე "EXP"-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები იძლევა გარემოს დაცვის საშუალებას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფინლეპსინი
მოქმედი ნივთიერებაა კარბამაზეპინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ კარბამაზეპინს.
სხვა ინგრედიენტებია: ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა.
ფინლეპსინის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი პვქ/პვდჰ//ალ/ქაღალდი ან პვქ/პვდჰ//ალ ბლისტერი, რომელშიც შეფუთულია 50 ტაბლეტი. ფინლეპსინის შეფუთვას (პვქ/პვდჰ//ალ/ქაღალდი) აქვს გაძლიერებული დაცვა ბავშვების მიერ გახსნისგან. ტაბლეტების ამოღების გაძნელების შემთხვევაში, ტაბლეტებზე ხელის მოჭერამდე რეკომენდებულია შეფუთვის მსუბუქად გახვრეტა.
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
Teva Pharma BV, Swensweg 5 (ტევა ფარმა ბვ, სვენსვეგი),2031 GA ჰარლემი, ნიდერლანდები
მწარმოებელი
Teva Operations Poland Sp.zoo (ტევა ოპერეიშენს პოლანდ სპ.ზოო), მოგილსკის ქ. 80, 31 - 546, კრაკოვი, პოლონეთი
ეს ინსტრუქციის სახელმძღვანელო ბოლოს გადაიხება 06/2023
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


