პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიეპილეფსიური საშუალებები

ტეგრეტოლი

TEGRETOL

რეცეპტით200მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

პრეპარატის სახელწოდებაა ტეგრეტოლის ტაბლეტები. ტეგრეტოლი მოთავსებულია ფირფიტებში, თითოეულში 24 ან 160 ტაბლეტით. თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით და კონუსისებრი კიდეებით, რომელთა ცალ მხარეს ამოტვიფრულია სიმბოლოები “CG”, ხოლო მეორე მხარეს – “G/K”. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კარბამაზეპინი (carbamazepine)
ფორმა და შეფუთვა
200მგ ტაბლეტი №24
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები, კარბოქსამიდის წარმოებულები
ATC კოდი
N03AF01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0157
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატეგრეტოლი და სხვა წამალი ერთად

ტეგრეტოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატის სახელწოდებაა ტეგრეტოლის ტაბლეტები.

ტეგრეტოლი მოთავსებულია ფირფიტებში, თითოეულში 24 ან 160 ტაბლეტით.

თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით და კონუსისებრი კიდეებით, რომელთა ცალ მხარეს ამოტვიფრულია სიმბოლოები “CG”, ხოლო მეორე მხარეს – “G/K”. გამყოფი ხაზი დატანილია ტაბლეტის ორ ტოლ ნაწილად გასაყოფად.

თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 200 მგ კარბამაზეპინს.

ტერგეტოლი მიეკუთვნება ანტიეპილეფსიური პრეპარატების ჯგუფს (გამოიყენება აპილეფსიის სამკურნალოდ). მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ტერგეტოლი გამოიყენება გარკვეული ტიპის გულყრების სამკურალოდ (ეპილეფსიური გულყრები). პრეპარატი ასევე გამოიყენება ტრიგემინალური ნევრალგიის სამკურნალოდ, რა დროსაც, თავის ტვინიდან მომავალი ერთ-ერთი ნერვის დაზიანების გამო ვითარდება სახის ნახევრის ძლიერი ტკივილი. პრეპარატი არ გამოიყენება ტკივილი სამკურნალოდ სხეულის სხვა მიდამოებში.

ეპილეფსია დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ორი ან მეტი გულყრით (კრუნჩხვით). გულყრა ვითარდება, როდესაც თავის ტვინიდან კუნთებში მიმავალი ნერვული იმპულსების გადაცემა უკონტროლო ხდება.

ტეგრეტოლი ხელს უწყობს აღნიშნული იმპულსების კონტროლს.

ტერგეტოლი ასევე არეგულირებს ნერვის ფუნქციას ზემოთ მოცემული სხვა დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის ინსტრუქციების მიხედვით. დაუშვცებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად, მკაცრად მკურნალი ექიმის მითითებების მიხედვით. აღნიშნულით შესაძლებელია მაქსიმალური ეფექტის მიღწევა და გვერდითი მოვკენების რისკის შემცირება. დაუშვებელია პრეპარატის მიღება დანიშნულზე მაღალი დოზით ან უფრო ხშირად ან ხანგრძლივად. ტეგრეტოლის მიღება არ უნდა შეწყდეს ერთბაშად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტის დროს და ვადებს დაადგენს ექიმი.

მოზრდილებში, ეპილეფსიის სამკურნალოდ, საწყის დღიურ დოზას ჩვეულებრივ შეადგენს 100-დან 200 მგ-მდე, ტაბლეტების ან სიროფის სახით. დოზა თანდათან იზრდება 800-დან 1200 მგ-მდე დღეში, 2 ან 3 გაყოფილი დოზის სახით (ზოგ შემთხვევაში, დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1600-დან 2000 მგ-მდე დღეში).

ტრიგემინალური ნევრალგიის სამკურნალოდ, რა დროსაც, თავის ტვინიდან მომავალი ერთ-ერთი ნერვის დაზიანების გამო ვითარდება სახის ნახევრის ძლიერი ტკივილი, საწყის დოზას შეადგენს 200-დან 400 მგ-მდე დღეში, რაც თანდათან იზრდება ტკივილის კუპირებამდე (ჩვეულებრივ 200 მგ-მდე დღეში 2-3-ჯერ). მაქსიმალურ დღიურ დოზას შეადგენს 1200 მგ. ხანში შესული ასაკის პაციენტებისთვის, რეკომენდებულია შედარებით დაბალი საწყისი დოზა – 100 მგ ორჯერ დღეში.

ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, რაც თანხლებულია დეპრესიული და მანიაკალური ფაზების ცვალებადობით, სტანდარტულ დღიურ დოზას შეადგენს 400-დან 600 მგ-მდე (დოზის დიაპაზონი მერყეობს 400-დან 1600 მგ-მდე დღეში). პაციენტისთვის საჭირო დოზას დაადგენს მკურნალი ექიმი.

მიღების გზა და მეთოდი

ტეგრეტოლი ყოველთვის მიიღება (გარდა პირველი დღისა) გაყოფილი დოზების სახით დღის განმავლობაში (2-დან 4 გაყოფილი დოზის სახით, რაც დამოკიდებულია გამოყენების ჩვენებაზე).

მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული დოზა შესაძლოა განსხვავდებოდეს ზემოთ მოცემუი დოზებისგან. მსგავს შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს საჭიროა მკურნალი ექიმის ინსტრუქციის მიხედვით.

ტეგრეტოლის მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები იყლაპება წყალთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში, ტაბლეტების გაყოფა დასაშვებია ორ ტოლ ნაწილად, გამყოფი ხაზის მეშვეობით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ტეგრეტოლის გამოყენება დასაშვებია ბავშვებში, ექიმის ინსტრუქციების გათვალისწინებით. ბავშვებში, საწყის დოზას ჩვეულებრივ შეადგენს 100-დან 200 მგ-მდე დღეში (10-20 მგ/კგ დღეში), რაც თანდათან იზრდება 400-დან 600 მგ-მდე დღეში. მოზარდებში დასაშვებია 600-დან 1000 მგ-მდე დოზის გამოყენება დღეში.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65 წლიდან):

ტეგრეტოლის გამოყენება დასაშვებია 65 წლის ასაკიდან, ექიმის ინსტრუქციების გათვალისწინებით.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

დოზის კორექციის საჭიროების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება

თირკმელების / ღვიძლის უკმარისობის დროს. საჭიროა ზემოთ მოცემული ინსტრუქციების გათვალისწინება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მკურნალი ექიმი გასცემს განსხვავებულ რეკომენდაციას.

მკურნალობის ხანგრძლივობას დაადგენს ექიმი. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს თვითნებურად, რეკომენდებულ ვადაზე ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ტეგრეტოლის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბამაზეპინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნიბთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია ინსტრუქციის დასაწყისში.

თუ პაციენტს აქვს გულის მძიმე დაავადება.

თუ პაციენტს გადატანილი აქვს მძიმე ჰემატოლოგიური დაავადება.

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ფუნქციისთვის და სისხლის წარმოქმნისთვის მნიშვნელოვანი პიგმენტის – პორფირინის დარღვევა (აღნიშნული ცნობილია “ღვიძლისმიერი პორფირიის” სახელწოდებით და მოიცავს დაავადებათა კომპლექსს, რომლებიც ვითარდება პორფირინის ან მისი პრეკურსორების ჭარბი სინთეზის გამო).

თუ პაციენტი ღებულობის გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტებს, რომელთა სახელწოდებაა მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ინჰიბიტორები).

შემდეგ მდგომარეობებში ტეგრეტოლი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:

თუ პაციენტს აქვს ჰემატოლოგიური დაავადება (მათ შორის სხვა პრეპარატებით გამოწვეული);

თუ პაციენტი ალერგიულია (აღენიშნება გამონაყარი ან ალერგიის სხვა ნიშნები) ოქსკარბაზეპინის ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თუ პაციენტი ალერგიულია კარბამაზეპინის მიმართ, დაახ. 1/4-ანი (25%) ალბათობით ალერგიული იქნება ოქსკარბაზეპინის მიმართაც;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონია გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება;

თუ პაციენტს აქვს მაღალი თვალშიდა წნევა (გლაუკომა) ან შარდის შეუკავებლობა;

თუ პაციენტს დასმული აქვს ფსიქოზის (ფსიქიკური აშლილობის ტიპი) დიაგნოზი, რასაც შესაძლოა თან ახლდეს კონფუზია ან მოსუვნერობა;

თუ პაციენტი ღებულობს ჰორმონალურ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. ტეგრეტოლმა შესაძლოა დაუკარგოს ეფექტურობა აღნიშნულ პრეპარატებს. ამრიგად, ტეგრეტოლით მკურნალობის პერიოდში, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, გამოყენებულ უნდა იქნას დამატებითი ან არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ მას აქვს არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა ან წერტილოვანი სისხლდენა საშოდან. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან შესაბამის სპეციალისტს.

ალერგიული რეაქციის, მათ შორის ცხელების, გამონაყარის ან კანის დაწყლულების განვითარების შემთხვევაში, რომელიც თანხლებულია ლიმფური კვანძების შეშუპებით, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).

საშიში კანისმიერი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, რასაც თან ახლავს ცხელება, გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს დაწყლულება ან კანის აშრევება, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. აღნიშნული რეაქციების განვითარების რისკი შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს აზიის ზოგიერთ პოპულაციაში (მაგ. ეთნიკურ ტაივანელებში, მალაიზიელებში და ფილიპინელებში) და ეთნიკურ ჩინელებში (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ იზრდება გულყრების სიხშირე (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).

ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების, მათ შორის სიყვითლის (კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).

პაციენტთა მცირე რაოდენობას, ანტიეპილეფსიური პრეპარატებით მკურნალობისას, განუვითარდა აზრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ. ოდესმე მსგავსი შინაარსის აზრების გაჩენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ასოცირებულია სისხლში ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითებასთან და პარალელურად ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც აქვეითებენ ნატრიუმის დონეს სისხლში (მაგ. შარდმდენები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი ან ფუროსემიდი).

ტეგრეტოლით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. დაუშვებელია პრეპარატის ერთბაშად მოხსნა, რათა არ მოხდეს გულყრების უეცარი გაუარესება.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

სიფრთხილის ზომები

ტეგრეტოლის მიღება დასაშვებია მხოლოდ სრული ფიზიკური გასინჯვის შემდეგ. კარბამაზეპინთან ან მსგავს ნაერთებთან ასოცირებული საშიში ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი ჩინელებსა და ტაილანდელებში შესაძლოა შეფასდეს სისხლის ანალიზის მეშვეობით.

მკურნალი ექიმი დაადგენს, საჭიროა თუ არა ტეგრეტოლის გამოყენებამდე სისხლის ანალიზის ჩატარება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ტეგრეტოლს ზოგიერთ პრეპარატთან ახასიათებს წამალთშორისი ურთიერთქმედება, ამრიგად, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში.

შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის ცვლილება ან ზოგიერთ შემთხვევაში, რომელიმე წამლის სრულად მოხსნა. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:

ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებები, მათ შორის აბების, კანის პლასტირის, ინექციის ან იმპლანტის სახით. ტეგრეტოლი გავლენას ახდენს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების მოქმედებაზე და შესაძლოა განაპირობოს პათოლოგიური მენსტრუალური სისხლდენის განვითარება. ასევე, ტეგრეტოლმა შესაძლოა დააქვეითოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა და გაზარდოს ფეხმძიმობის რისკი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან და განიხილოს ჩასახვის საწინააღმდეგო ალტერნატიული საშუალებები.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია. ტეგრეტოლმა შესაძლოა დააქვეითოს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ეფექტურობა.

ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ.

კორტიკოსტეროიდები (სტეროიდები). აღნიშნული პრეპარატები შესაძლოა გამოიყენებოდეს ანთებითი დაავადებების, მაგ. ასთმის ან ნაწლავთა ანთებითი დაავადების და კუნთების ან სახსრების ტკივილის სამკურნალოდ.

ანტიკოაგულანტები. აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება თრომბოზის პრევენციის მიზნით.

ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება მათ შორის კანის ინფექციების ან ტუბერკულოზის სამკურნალოდ (მაგ. ციპროფლოქსაცინი).

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის პარაცეტამოლი, დექსტროპროპოქსიფენი, ტრამადოლი, მეთადონი ან ბუპრენორფინი.

სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ.

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის და გულის პრობლემების სამკურნალოდ.

ანტიჰისტამინები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული მდგომარეობების, მათ შორის ჭინჭრის ციების, ქავილის და სხვ. სამკურნალოდ).

შარდმდენები.

ციმეტიდინი ან ომეპრაზოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პეპტიური წყლულის სამკურნალოდ).

იზოტრეტინოინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ).

მეტოკლოპრამიდი ან აპრეპიტანტი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულისრევის სამკურნალოდ).

აცეტაზოლამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი თვალშიდა წნევის (გლაუკომა) სამკურნალოდ).

დანაზოლი ან გესტრინოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ენდომეტრიოსის სამკურნალოდ).

თეოფილინი ან ამინოფილინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ).

ცილკოსპორინი, ტაკროლიმუსი ან სიროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდგომი იმუნოსუპრესიის მიზნით და ზოგ შემთხვევაში ართრიტის ან ფსორიაზის სამკურნალოდ).

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ (მაგ. პალიპერიდოლი, არიპიპრაზოლი).

კიბოს სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ტემსიროლიმუსი, ციკლოფოსფამიდი, ლაპატინიბი).

მალარიის სამკურნალო პრეპარატი – მეფლოქინი.

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ.

ლევოთიროქსინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ).

მიორელაქსანტები.

ტადალაფილი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ).

ალბენდაზოლი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნაწლავთა პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ).

მცენარეული პრეპარატი – კრაზანა.

პრეპარატები ან საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავენ B ვიტამინს (ნიკოტინამიდი).

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი) შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.

ორსულობის დროს ეპილეფსიური გულყრების კონტროლი მნიშვნელოვანია. თუმცა, ორსულობის დროს ანტიეპილეფსიური პრეპარატების გამოყენებას თან ახლავს ნაყოფის დაზიანების პოტენციური რისკი. მკურნალი ექიმი გააცნობს პაციენტს ტეგრეტოლის გამოყენებასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს. პაციენტმა ექიმისგან დამოუკიდებლად არ უნდა შეწყვიტოს ფინლეპსინით მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შეიტყო, რომ არის ორსულად.

ძუძუთი კვება

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი ძუძუთი კვებავს ბავშვს. ტეგრეტოლში შემავალი აქტიური ნივთიერება ხვდება დედის რძეში.

ექიმის ნებართვით და ბავშვის ჯანმრთელობის მკაცრი მონიტორინგის პირობებში ძუძუთი კვება დასაშვებია. თუმცა, თუ არსებობს ეჭვი, რომ ბავშვს უვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ჭარბი ძილიანობა, საჭიროა ძუძუთი კვების დაუყოვნებელი შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა

ტეგრეტოლის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება ან კუნთების კოორდინაციის პრობლემები, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე ან დოზის მომატების შემდეგ. ამრიგად, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომობილის მართვისას, საავტომობილო ტექნიკის გამოყენებისას ან ისეთი აქტივობებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების დაძაბვას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტეგრეტოლში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ტეგრეტოლი არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტეგრეტოლმა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ანდა დოზის მომატებისას შეიძლება გამოიწვიოს: ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობის შემღვრევა, მხედველობის გაორება ანდა კოორდინაციის პრობლემები. ამიტომ, ავტომობილისა და მექანიზმების მართვის დროს ანდა სხვა აქტივობის დროს, რომელიც ყურადღებას და კონცენტრირებას საჭიროებს, სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ტეგრეტოლის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

სიფთხილის განმაპირობებელ ნებისმიერი სახის დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ტეგრეტოლმა, სხვა ბევრ წამალთან შეიძლება ურთიერთქმედება მოახდინოს, ამიტომ ამჟამად ანდა ახლო პერიოდში მიღებული წამლების შესახებ ექიმს ინფორმაცია მიაწოდეთ.

ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს წამლის დოზის ცვლილება ანდა ზოგჯერ რომელიმე წამლის მიღების შეწყვეტა.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ, ექიმს აცნოებთ:

ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდგოები), მაგ. ტაბლეტები, პლასტირები, ინექციები ანდა იმპლანტები. ტეგრეტოლი, კონტრაცეპტივების ხეულზე ზემოქმედების ეფექტზე მოქმედებს და შეიძლება უეცრად დაიწყოს სისხლდენა ანდა ლაქასებრი გამონადენი, გარდა ამისა, შეიძლება კონტრაცეპტივების ეფექტი შეამციროს, ნაკლებად ეფექ ტური გახადოს, ეს კი ორსულობის რისკ გაზრდის. ექიმი, ამ თემასთან დაკაშირებით რეკომენდაციებს მოგცემთ და სხვა კონტრაცეპტივების მიღებაზე უნდა დაფიქრდეთ.

ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია, ტეგრეტოლმა, ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის ეფექტი შეიძლბა შეამციროს.

დეპრესიის ანდა შფოთვების დროს გამოყენებული ნებისმიერი წამალი.

კორტიკოსტეროიდები(,,სტეროიდები’’). ამ წამლებს შეიძლება ღებულობდეთ ასთმის, ნაწლავთა ანთებითი დაავადებების, კუნთების და სახსრების ტკივილების და ანთებითი დაავადებების დროს.

სისხლის შედედების საწინააღმდეგო ანტიკოაგულანტები

კანის ინფექციების და ტუბერკულოზური ინფექციის დროს გამოყენებული ანტიბიოტიკები(მაგ.ციპროფლოქსაცინი).

სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიფუნგალური წამლები.

პარაცეტამოლი, დექსტროპროპოქსიფენი, ტრამადოლი, მეტადონი ანდა ბუპრენორფინის შემცველი ტკივილგამაყუჩებლები.

ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა წამლები.

მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების დროს გამოყენებული წამლები

ანტიჰისტამინები (სეზონური ალერგიის, ქავილის და მსგავსი ალერგიების დროს გამოყენებული წამლები).

დიურეტიკები (შარდმდენები)

ციმეტიდინი ანდა ომეპრაზოლი (კუჭის წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)

იზოტრეტინოინი (აკნეს სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)

მეტოკლოპრამიდი ანდა აპრეპიტანტი(გულისრევის საწინააღმდეგო წამლები).

აცეტაზოლამიდი (თვალის შიგა წნევის მომატების დროს(გლაუკომის) სამკურნალო წამალი).

დანაზოლი ანდა გესტრინონი (ენდომეტრიოზის მკურნალობა)

თეოფილინი ანდა ამინოფილინი (ასთმის სამკურნალო წამალი)

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი ანდა სიროლიმუსი (ორგანოთა გადანერგვის ოპერაციის შემდეგ გამოყენებული იმუნური სისტემის დამთრგუნავი წამლები. თუმცა, ზოგჯერ ართრიტის ანდა ფსორიაზის მკურნალობის დროსაც გამოიყენება).

შოზოფრენიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (მაგ.პალიპერიდონი, არიპიპრაზოლი).

სიმსივნის სამკრუნალო წამლები (მაგ.ტემსიროლიმუსი, ციკლოფოსფამიდი, ლაპატინიბი).

მალარიის წამალი მეფლოკუინი.

აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები.

ლევითიროქსინი (ჰიპოთიროიდიზმის სამკურნალოდ გამოიყენება)

კუნთების მომადუნებელი წამლები.

ტადალაფილი (იმპოტენციის სამკურნალოდ გამოიყენება)

ალბენდაზოლი(ნაწლავთა პარაზიტების სამკურნალოდ გამოიყენება)

ბუპროპიონი (სიგარეტზე თავის დანებების დროს გამოიყენება)

წმ.ჯონსის ვორტი--hipericum-ის სახელით ცნობილი მცენარეული წამალი.

ვიტ.B შემცველი წამლები და დანამატები (ნიკოტინამიდი)

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ტეგრეტოლით მკურნალობის შეწყვეტას შესაძლოა მოყვეს მდგომარეობის გაუარესება. მკურანლობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტეგრეტოლმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენების დიდი უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ტეგრეტოლის გამოყენება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

საშიში კანისმიერი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი ან სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს მიდამოების დაწყლულება და კანის აშრევება, რასაც თან ახლავს ცხელება.

აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს ეთნიკურ ტაილანდელებსა და ჩინელებში.

წყლულები პირის ღრუში და უეცარი სისხჩაქცევები ან სისხლდენები;

ყელის ტკივილი ან მაღალი ცხელება, რომლებიც ვითარდება ერთად ან ცალ-ცალკე;

კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა;

კოჭების, ტერფების ან ფეხების შეშუპება;

ნევროლოგიური დაავადების ან კონფუზიის ნებისმიერი გამოვლინება;

სახსრების ან კუნთების ტკივილი, გამონაყარი კანზე, რომელიც ვრცელდება ცხვირის ძვლიდან ლოყებამდე ან სუნთქვის პრობლემები (აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს იშვიათი მდგომარეობის – წითელი მგლურას ნიშნებს);

მიდრეკილება ცხელების, კანზე გამონაყარის, სახსრების ტკივილის და ჰემატოლოგიური და ღვიძლის ფუნქციური პარამეტრების ცვლილებების მიმართ (შესაძლოა ჩართული იყოს ერთზე მეტი ორგანო);

ვიზინგი და ხველა ბრონქოსპაზმით, სუნთქვის გაძნელებით, გულის წასვლის შეგრძნებით, გამონაყრით, ქავილით ან სახის შეშუპებით (აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდნენ ძლიერი ალერგიული რეაქციის ნიშნებს);

ტკივილი მუცლის არეში.

ზემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები ძალიან სერიოზული ხასიათისაა. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი დახმარება ან ჰოსპოტალიზაცია. თითოეული მათგანი ვითარდება ძალიან იშვიათად.

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

ძალიან ხშირი:

ინფექციასთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რასაც თან ახლავს ინფექციების განვითარების მომატებული რისკი (ლეიკოპენია);

თავბრუსხვევა და დაღლილობა;

არასტაბილურობის შეგრძნება ან ნებით მოძრაობებზე კონტროლის გაძნელება;

გულისრევა ან ღებინება;

ღვიძლის ფუნქციური სინჯების პარამეტრების ცვლილებები (ჩვეულებრივ ასიმპტომატური);

კანისმიერი ალერგიური რეაქციები, რომლებიც შესაძლოა გავრცელდეს სხეულის ფართო ზედაპირზე.

ხშირი:

ჰემატოლოგიური ცვლილებები, მათ შორის მიდრეკილება სისხჩაქცევებისკენ ან სისხლდენებისკენ;

სითხის შეკავება და შეშუპება;

წონის მომატება;

ნატრიუმის რაოდენობის შემცირება სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფუზია;

თავის ტკივილი;

მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის გაორება;

პირის სიმშრალე.

ნაკლებად ხშირი:

უჩვეულო უნებლიე მოძრაობები, მათ შორის ტიკები ან კანკალი;

თვალის უჩვეულო მოძრაობები;

ფაღარათი;

ყაბზობა.

იშვიათი:

ლიმფური კვანძების დაზიანება;

ფოლის მჟავას უკმარისობა;

ხშირი ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარის, სახსრების ტკივილის, ცხელების და თირკმელების ან სხვა ორგანოების მხრივი დარღვევების სახით;

ჰალუცინაციები;

დეპრესია;

უმადობა;

მოუსვენრობა;

აგრესიულობა;

აგზნებადობა;

კოფუზია;

მეტყველების დარღვევები;

ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;

კუნთების სისუსტე;

მაღალი არტერიული წნევა (შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სახის წამოწითლება, თავის ტკივილი, დაღლილობა და გაღიზიანებადობა);

დაბალი არტერიული წნევა (სიმპტომები: გულის წასვლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე, კონფუზია, მხედველობის დაბინდვა);

გულისცემის სიხშირის ცვლილებები;

მუცლის ტკივილი;

ღვიძლისმიერი პრობლემები, მათ შორის სიყვითლე;

წითელი მგლურას სიმპტომები.

ძალიან იშვიათი:

სისხლის შემადგენელი კომპონენტების ცვლილებები, მათ შორის ანემიის სახით;

გარკვეული ტიპის გენეტიკური დაავადება (პორფირია), რაც იწვევს მუცლის ტკივილს და კუნთების კრამპებს;

მენინგეალური გარსების ანთება (მენინგიტი);

სარძევე ჯირკვლების გადიდება და რძისებრი გამონადენი, რაც შესაძლოა განვითარდეს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში;

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯების შედეგების პათ. ცვლილებები;

ძვლოვანი ქსოვილის გათხელება ან დასუსტება (ოსტეომალაცია; შესაძლოა შემჩნეულ იქნეს ფეხის გრძელ ძვებში სიარულის ან მოხრილი პოზიციის მიღების დროს);

ძვლოვანი ქსოვილის დარბილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პათოლოგიური მოტეხილობების რისკი მატება (ოსტეოპოროზი);

ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის მომატება სისხლში;

გემოვნების დარღვევები;

თვალების სიწითლე და თვალების ანთება (კონიუნქტივიტი);

დაწოლის/ტკივილის შეგრძნება თვალებში (გლაუკომა);

თვალის ერთერთი ნაწილის შემღვრევა (კატარაქტა);

სმენის დარღვევები;

გულის და სისხლის მიმოქცევის დარღვევები, მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი (სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს მომატებულ მრგძნობელობას, ტკივილს, შეშუპებას, სითბოს შეგრძნებას, კანის ფერის ცვლილებას და ზედაპირული ვენების მკვეთრ გამოჩენას);

ფილტვის ან სუნთქვის პრობლემები;

ძლიერი ალერგიული კანისმიერი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (აღნიშნული რეაქციების სიხშირე შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს ეთნიკურ ტაილანდელებსა და ჩინელებში);

ტკივილი პირის ღრუს ან ენის მიდამოში;

კანის ფერის ცვლილებები;

აკნე;

ჭარბი ოფლიანობა;

თმის ცვენა;

ჭარბთმიანობა სახეზე და სხეულზე;

კუნთების ტკივილი და სპაზმი;

სქესობრივი დარღვევები, რამაც შესაძლოა დააქვეითოს მამაკაცის განაყოფიერების უნარი; სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება ან იმპოტენცია;

თირკმელების უკმარისობა;

სისხლი შარდში;

მოშარდვის ჭარბი ან დაქვეითებული მოთხოვნილება ან მოშარდვის გაძნელება.

ტეგრეტოლით მკურნალობისას, შესაძლოა გამოვლინდეს ოსტეოპენია (ძვლის სიმტკიცის დაქვეითება), ოსტეოპოროზი (ძვლის ქსოვილის გათხელება) და პათოლოგიური მოტეხილობები. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას დანიშნული აქვს ხანგრძლივი ანტიეფილეფსიური მკურნალობა, ანამნეზში აღენიშნება ოსტეოპოროზი ან ღებულობს სტეროიდებს.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები უმეტესად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და გაივლის დროთა განმავლობაში.

ნებისმერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებასთან ასოცირებული სიმპტომები შესაძლოა იყოს სუნთქვის გაძნელება, აჩქარებული და არარეგულარული გულისცემა, გონების დაკარგვა, სინკოპე, თავბრუსხვევა, გულისრევა/ღებინება. მსგავს შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტეგრეტოლის მიღება და მიემართოს ექიმს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას, თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით, მკურნალი ექიმის დანიშნულების საუძველზე.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

დამატებითი საკითხები ტეგრეტოლით მკურნალობასთან დაკავშირებით: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალი ექიმი დააკვირდეს მდგომარეობის პროგრესს რეგულარული შემოწმებების საშუალებით. ექიმმა პერიოდულად შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები, განსაკუთრებით, მკურნალობის საწყის ეტაპზე. პაციენტი არ უნდა ააღელვოს აღნიშნულმა.

ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ჩარევის დაგეგმვამდე (მათ შორის დენტალური ან გადაუდებელი პროცედურები), პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმ-სპეციალისტს. პაციენტმა უნდა აცნობოს მას ტეგრეტოლის გამოყენების შესახებ.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.

ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე.

გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი – წელს.

არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა კოლოფის დაზიანების ნიშნები.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ლიცენზიის მფლობელი:

Novartis Health, Food and Agricultural Products San. ve Tic. Inc.

Kavacik/Beykoz/Istanbul

ნოვარტისი ჯანდაცვის, საკვებისა და აგრიკულტურული პროდუქტები, სან. ვე ტიკ. ინკ. კავაციკი/ბეიკოზი/სტამბული

ფარმაკოლოგიური თვისებები

არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ სხვადასხვა HLA ალელები თამაშობენ როლს პაციენტებში იმუნური შუამავლობით გამოწვეული გვერდითი რეაქციებისადმი მიდრეკილებაში.

კავშირი HLA-A*3101-თან

ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენი (HLA)-A* 3101 შეიძლება იყოს კანის გვერდითი რეაქციების რისკის ფაქტორი, როგორიცაა SJS, TEN, DRESS, AGEP და მაკულოპაპულური გამონაყარი. იაპონური და ჩრდილოეთ ევროპის პოპულაციებში გენომის დონის რეტროსპექტულმა კვლევებმა აჩვენა კავშირი კანის მძიმე რეაქციებს (SSc, TEN, DRESS, AGEP და მაკულოპაპულური გამონაყარი) დაკავშირებულ კარბამაზეპინის გამოყენებასთან და ამ პაციენტებში HLA-A*3101 ალელის არსებობას შორის.

HLA-A*3101 ალელის სიხშირე ფართოდ განსხვავდება ეთნიკურ პოპულაციაში, სიხშირე 2-5% ევროპულ პოპულაციაში და 10% იაპონიაში. ამ ალელის სიხშირე შეფასებულია 5%-ზე ნაკლებ პოპულაციაში ავსტრალიაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. არის გამონაკლისები, სადაც სიხშირე 5%-დან 12%-მდეა. გავრცელება შეფასებულია 15%-ად გარკვეული ეთნიკური ჯგუფებისთვის სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა და ბრაზილია), ჩრდილოეთ ამერიკაში (ამერიკელი ნავახო და მექსიკელი სანორ სერი) და სამხრეთ ინდოეთი (ტამილნადი) და 10%-დან 15%-მდე სხვა ჯგუფებისთვის. ძირძველი ხალხები იმავე რეგიონებში.

ტესტირება HLA-A*3101 ალელის არსებობაზე ტეგრეტოლით მკურნალობამდე უნდა ჩატარდეს გენეტიკური რისკის ჯგუფების პაციენტებში (მაგ., იაპონელები და კავკასიელები, ადგილობრივი ამერიკელები, ლათინოამერიკელები, სამხრეთ ინდოელები, არაბები). HLA-A*3101-დადებით პაციენტებში ტეგრეტოლით მკურნალობა თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი აშკარად არ აღემატება რისკს. ზოგადად, სკრინინგი არ არის რეკომენდებული ტეგრეტოლის ამჟამინდელი მომხმარებლებისთვის, რადგან SJS/TEN, AGEP, DRESS და მაკულოპაპულური გამონაყარის რისკი ზოგადად შემოიფარგლება თერაპიის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, მიუხედავად HLA-A*3101 სტატუსისა.

ასოციაცია HLA-B*1502-თან

ნაპოვნია ძლიერი კორელაცია კარბამაზეპინთან ასოცირებულ SJS/TEN კანის რეაქციებსა და ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის (HLA)-B*1502 ალელს შორის. HLA-B*1502 ალელის გავრცელება, რომელიც დაბალია კავკასიელებში, აფრიკელებში, ადგილობრივ ამერიკელებსა და ლათინოამერიკელებში მაღალია აზიის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., ტაივანი, მალაიზია და ფილიპინები). ამ ალელის ტესტირება უნდა ჩაითვალოს ტეგრეტოლით თერაპიის დაწყებამდე პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ პოპულაციას, რომლებსაც აქვთ გენეტიკური რისკი მათი შთამომავლებისთვის. ტეგრეტოლის გამოყენება ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც დადებითი ტესტირება აქვთ HLA-B*1052 ალელზე, თუ სარგებელი აშკარად არ აღემატება რისკს.

მოხალისეთა იდენტიფიკაცია, რომლებიც ატარებენ HLA-B*1502 ალელს და ამ მოხალისეებში კარბამაზეპინით მკურნალობის შეწყვეტა ნაჩვენებია, რომ ამცირებს კარბამაზეპინით გამოწვეული SJS/TEN-ის სიხშირეს.

გენეტიკური სკრინინგის შეზღუდვა

გენეტიკური სკრინინგის შედეგები არასოდეს უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სათანადო კლინიკური სიფხიზლისა და პაციენტის მონიტორინგის შემცვლელი. ბევრ HLA-B*1502 დადებით აზიელ პაციენტს, რომლებიც მკურნალობენ ტეგრეტოლით, არ უვითარდებათ SJS/TEN, ხოლო HLA-B*1502 ნეგატიური ნებისმიერი ეროვნების პაციენტს შეიძლება კვლავ განუვითარდეს SJS/TEN. ანალოგიურად, ბევრ HLA-A*3101-დადებით პაციენტს, რომლებიც მკურნალობენ ტეგრეტოლით, არ განუვითარდებათ SJS, TEN, DRESS, AGEP ან მაკულოპაპულური გამონაყარი, ხოლო ნებისმიერი ეროვნების HLA-A*3101-უარყოფით პაციენტებს შეიძლება კვლავ განუვითარდეთ კანის მძიმე გვერდითი მოვლენები. რეაქციები. სხვა შესაძლო ფაქტორების როლი ამ მძიმე კანის გვერდითი რეაქციების განვითარებაში (მაგ., ანტიეპილეფსიური პრეპარატის დოზა, მკურნალობის რეჟიმის დაცვა, თანმხლები მედიკამენტები, თანმხლები დაავადებები და დერმატოლოგიური დაკვირვების დონე) და SJS/TEN-ის ავადობა არ შესწავლილა.

თუ საჭიროა ტესტი HLA-B*1502 ალელის არსებობის დასადგენად, რეკომენდებულია მაღალი გარჩევადობის "HLA-B*1502 გენოტიპირება". ტესტის შედეგი დადებითია, თუ აღმოჩენილია ერთი ან ორივე HLA-B*1502 ალელი და უარყოფითია, თუ არ არის ნაპოვნი HLAB*1502 ალელი. ანალოგიურად, თუ ტესტირებაა საჭირო HLA-A*3101 ალელის არსებობის გამოსავლენად, რეკომენდებულია "მაღალი გარჩევადობის HLA-A*3101 გენოტიპირება". ტესტის შედეგი დადებითია, თუ აღმოჩენილია ერთი ან ორი HLA-A*3101 ალელი და უარყოფითი, თუ არ არის ნაპოვნი HLA-A*3101 ალელი.

სხვა დერმატოლოგიური რეაქციები

ასევე შეიძლება განვითარდეს კანის მსუბუქი რეაქციები, როგორიცაა იზოლირებული მაკულარული ან მაკულოპაპულური ეგზანთემა, რომლებიც ძირითადად გარდამავალი და უვნებელია; ისინი ქრება მკურნალობის გაგრძელებით ან დოზის შემცირებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში. თუმცა, ვინაიდან უფრო სერიოზული კანის რეაქციების ადრეული ნიშნები შეიძლება ძნელად გამოირჩეოდეს მსუბუქი და გარდამავალი რეაქციებისგან, საჭიროა პაციენტის ფრთხილი მონიტორინგი და პრეპარატის დაუყოვნებელი შეწყვეტა, თუ რეაქცია გაუარესდება გამოყენების გაგრძელებით.

აღმოჩნდა, რომ HLA-A*3101 ალელი ასოცირდება კარბამაზეპინზე ნაკლებად მძიმე კანის გვერდით რეაქციებთან და შეუძლია იწინასწარმეტყველოს ისეთი რეაქციები, როგორიცაა კარბამაზეპინით გამოწვეული ანტიკონვულსიური ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი ან არამძიმე გამონაყარი (მაკულოპაპულური გამონაყარი). თუმცა, HLA-B*1502 ალელი არ იქნა ნაპოვნი ამ რეაქციების პროგნოზირებისთვის.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

ტეგრეტოლმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ცხელება, გამონაყარი, ლიმფადენოპათია, ეოზინოფილია ვისცერალური ჩართულობით და წამალთან დაკავშირებული გამონაყარი (DRESS). სხვა ორგანოები (მაგ., ფილტვები, თირკმელები, პანკრეასი, მიოკარდიუმი, მსხვილი ნაწლავი) ასევე შეიძლება დაზიანდეს (იხ. პუნქტი 4.8 გვერდითი მოვლენები).

გამოვლინდა, რომ HLA-A*3101 ალელი ასოცირდება ჰიპერმგრძნობელობის სინდრომთან, მათ შორის მაკულოპაპულურ გამონაყართან.

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კარბამაზეპინზე, უნდა იყვნენ ინფორმირებული, რომ ასეთი პაციენტების დაახლოებით 25-30% შეიძლება განიცადოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ოქსკარბაზეპინზე (ტრილეპტალი).

კარბამაზეპინსა და ფენიტოინს შორის შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა.

როგორც წესი, როდესაც გამოჩნდება ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებზე, ტეგრეტოლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

გულყრები

ტეგრეტოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში შერეული გულყრებით, ტიპიური ან ატიპიური აბსანსების ჩათვლით. ვინაიდან ამ შემთხვევებში ტეგრეტოლმა შეიძლება გაზარდოს გულყრები. გულყრების გამწვავების შემთხვევაში ტეგრეტოლი უნდა შეწყდეს.

ღვიძლის ფუნქცია

კერძოდ, პაციენტებში ღვიძლის დაავადების ანამნეზში და ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის ფუნქცია თავდაპირველად უნდა განისაზღვროს და პერიოდული შემოწმება უნდა მოხდეს ტეგრეტოლით მკურნალობის დროს. ტეგრეტოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის აქტიური დაავადების პროგრესირების შემთხვევაში.

თირკმლის ფუნქცია

რეკომენდებულია პირველადი და პერიოდული შარდის ანალიზი და სისხლში შარდოვანას აზოტის განსაზღვრა.

ჰიპონატრიემია

ცნობილია, რომ კარბამაზეპინის გამოყენება იწვევს ჰიპონატრიემიას. პაციენტებში ადრე არსებული თირკმლის უკმარისობით, რომლებიც დაკავშირებულია ნატრიუმის დაბალ დონესთან, ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნატრიუმის დამაქვეითებელ საშუალებებს (მაგ., შარდმდენები, ანტიჰისტამინების არაადექვატური სეკრეციის გამომწვევი პრეპარატები), შრატში ნატრიუმის დონე უნდა გაიზომოს კარბამაზეპინით თერაპიის დაწყებამდე. შრატში ნატრიუმის დონე უნდა გაიზომოს დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, შემდეგ კი ყოველთვიურად მკურნალობის პირველი სამი თვის განმავლობაში, ან საჭიროებისამებრ. ეს რისკ-ფაქტორები შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს ხანდაზმულ პაციენტებში. თუ შეინიშნება ჰიპონატრიემია, წყლის შეზღუდვა მნიშვნელოვანი კომპენსატორული ღონისძიებაა კლინიკური ჩვენებისას.

ჰიპოთირეოზი

კარბამაზეპინმა შეიძლება შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაცია სისხლის შრატში ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში ფერმენტების ინდუქციის გამო, რაც მოითხოვს ფარისებრი ჯირკვლის ჩანაცვლებითი თერაპიის დოზის გაზრდას. ამიტომ რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგი ფარისებრი ჯირკვლის ჩანაცვლებითი თერაპიის დოზის კორექტირებისთვის.

ანტიქოლინერგული ეფექტები

ტეგრეტოლი ავლენს ზომიერ ანტიქოლინერგულ აქტივობას, ამიტომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მომატებული თვალშიდა წნევა, უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ მკურნალობის დროს (იხ. პუნქტი 4.8. გვერდითი მოვლენები).

ფსიქიკური ეფექტები

ხანდაზმულ პაციენტებში გასათვალისწინებელია ლატენტური ფსიქოზის, დაბნეულობის ან აგზნების გააქტიურების შესაძლებლობა.

სუიციდალური აზრები და ქცევა

სუიციდალური აზრები და ქცევა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით მრავალი ჩვენებით. ანტიეპილეფსიური საშუალებების რანდომიზებულმა პლაცებო- კონტროლირებულმა მეტა-ანალიზმა აჩვენა პაციენტებში სუიციდალური აზრებისა და ქცევის დაბალი გაზრდილი რისკი. ამ რისკის მექანიზმი უცნობია.

სუიციდური აზრები და ქცევა აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ პრეპარატს. ამიტომ პაციენტები უნდა იყვნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ სუიციდური აზრებისა და ქცევის გამო. სუიციდალური აზრებისა და ქცევის განვითარებისას, პაციენტს და მის ახლობლებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

ენდოკრინოლოგიური ეფექტები

ტეგრეტოლის მიღებისას დაფიქსირდა სისხლდენის შემთხვევები ქალებში, რომლებიც იყენებდნენ პერორალურ კონტრაცეპტივებს. ტეგრეტოლმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პერორალური კონტრაცეპტივების უსაფრთხოებაზე და რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს უნდა მიეცეთ რჩევა, გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ალტერნატიული ფორმები ტეგრეტოლის მიღებისას.

პლაზმური დონის შემოწმება

მიუხედავად იმისა, რომ კორელაცია კარბამაზეპინის დოზასა და პლაზმურ დონეს შორის კლინიკურ ეფექტურობითა და ტოლერანტობით საკმაოდ მცირეა, პლაზმური დონის მონიტორინგი შეიძლება სასარგებლო იყოს შემდეგ სიტუაციებში: გულყრების სიხშირის შესამჩნევი მატება/პაციენტის მიერ მკურნალობის რეჟიმის დაცვის დადასტურება; ორსულობა; ბავშვების ან მოზარდების მკურნალობა; მალაბსორბციის ეჭვი; ეჭვი ტოქსიურობაზე რამდენიმე პრეპარატის გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).

დოზის შემცირება და პრეპარატის მოხსნა

ვინაიდან ტეგრეტოლის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს გულყრები, კარბამაზეპინი თანდათან უნდა შეწყდეს 6 თვის განმავლობაში. თუ საჭიროა ტეგრეტოლით თერაპიის უეცარი შეწყვეტა, ახალ ანტიეპილეფსიურ საშუალებებზე გადასვლა უნდა განხორციელდეს შესაბამისი პრეპარატის გამოყენების ფონზე (მაგალითად, ინტრავენური ან რექტალური დიაზეპამი ან ინტრავენური ფენიტოინი).

ურთიერთქმედებები

CYP3A4 ინჰიბიტორების ან ეპოქსიდის ჰიდროლაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ კარბამაზეპინთან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები (კარბამაზეპინის ან კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდის პლაზმური დონის მომატება). ტეგრეტოლის დონე უნდა დარეგულირდეს შესაბამისად ან/და გაკონტროლდეს მისი პლაზმური დონე.

CYP3A4 ინდუქტორების კარბამაზეპინთან ერთდროული გამოყენება ამცირებს კარბამაზეპინის პლაზმურ კონცენტრაციას და მის თერაპიულ ეფექტს, ხოლო CYP3A4 ინდუქტორის შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს კარბამაზეპინის პლაზმური კონცენტრაცია. შესაძლოა საჭირო გახდეს ტეგრეტოლის დოზის კორექტირება.

ვინაიდან კარბამაზეპინი არის CYP3A4 და სხვა ფაზის I და II ფაზის ფერმენტული სისტემების ძლიერი ინდუქტორი ღვიძლში, მას შეუძლია შეამციროს თანმხლები პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციები, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ით, რაც იწვევს მათ მეტაბოლიზმის ინდუქციას (იხ. პუნქტი „გვერდითი მოვლენები და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

რეპროდუქციული ასაკის პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ ტეგრეტოლის ერთდროულმა გამოყენებამ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან შეიძლება გამოიწვიოს ამ ტიპის კონტრაცეპტივების არაეფექტურობა (იხ. პუნქტი 4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმებთან და პუნქტი 4.6. ორსულობა და ლაქტაცია). რეკომენდებულია კონტრაცეფციის ჰორმონალური მეთოდები.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე; ანუ არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ტეგრეტოლი 200 მგ ტაბლეტები

ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე.

აქტიური ნივთიერება: 200 მგ კარბამაზეპინი.

დამხმარე ნივთიერებები: აეროზილი 200, ავისელი PH 102, მაგნიუმის სტეარატი, ნიმსელი ZSB-10 მოდიფიცირებული (ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა).

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.

კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ტეგრეტოლი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტეგრეტოლის გამოყენებამდე

ტეგრეტოლის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ტეგრეტოლის შენახვის წესი

სათაურები მოცემულია.

რას წარმოადგენს ტეგრეტოლი და რისთვის გამოიყენება იგი

პრეპარატის სახელწოდებაა ტეგრეტოლის ტაბლეტები.

ტეგრეტოლი მოთავსებულია ფირფიტებში, თითოეულში 24 ან 160 ტაბლეტით.

თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით და კონუსისებრი კიდეებით, რომელთა ცალ მხარეს ამოტვიფრულია სიმბოლოები “CG”, ხოლო მეორე მხარეს – “G/K”. გამყოფი ხაზი დატანილია ტაბლეტის ორ ტოლ ნაწილად გასაყოფად.

თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 200 მგ კარბამაზეპინს.

ტერგეტოლი მიეკუთვნება ანტიეპილეფსიური პრეპარატების ჯგუფს (გამოიყენება აპილეფსიის სამკურნალოდ). მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ტერგეტოლი გამოიყენება გარკვეული ტიპის გულყრების სამკურალოდ (ეპილეფსიური გულყრები). პრეპარატი ასევე გამოიყენება ტრიგემინალური ნევრალგიის სამკურნალოდ, რა დროსაც, თავის ტვინიდან მომავალი ერთ-ერთი ნერვის დაზიანების გამო ვითარდება სახის ნახევრის ძლიერი ტკივილი. პრეპარატი არ გამოიყენება ტკივილი სამკურნალოდ სხეულის სხვა მიდამოებში.

ეპილეფსია დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ორი ან მეტი გულყრით (კრუნჩხვით). გულყრა ვითარდება, როდესაც თავის ტვინიდან კუნთებში მიმავალი ნერვული იმპულსების გადაცემა უკონტროლო ხდება.

ტეგრეტოლი ხელს უწყობს აღნიშნული იმპულსების კონტროლს.

ტერგეტოლი ასევე არეგულირებს ნერვის ფუნქციას ზემოთ მოცემული სხვა დაავადებების დროს.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტეგრეტოლის გამოყენებამდე

ტეგრეტოლის მიღება დასაშვებია მხოლოდ სრული ფიზიკური გასინჯვის შემდეგ. კარბამაზეპინთან ან მსგავს ნაერთებთან ასოცირებული საშიში ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი ჩინელებსა და ტაილანდელებში შესაძლოა შეფასდეს სისხლის ანალიზის მეშვეობით.

მკურნალი ექიმი დაადგენს, საჭიროა თუ არა ტეგრეტოლის გამოყენებამდე სისხლის ანალიზის ჩატარება.

ტეგრეტოლი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბამაზეპინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნიბთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია ინსტრუქციის დასაწყისში.

თუ პაციენტს აქვს გულის მძიმე დაავადება.

თუ პაციენტს გადატანილი აქვს მძიმე ჰემატოლოგიური დაავადება.

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ფუნქციისთვის და სისხლის წარმოქმნისთვის მნიშვნელოვანი პიგმენტის – პორფირინის დარღვევა (აღნიშნული ცნობილია “ღვიძლისმიერი პორფირიის” სახელწოდებით და მოიცავს დაავადებათა კომპლექსს, რომლებიც ვითარდება პორფირინის ან მისი პრეკურსორების ჭარბი სინთეზის გამო).

თუ პაციენტი ღებულობის გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტებს, რომელთა სახელწოდებაა მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ინჰიბიტორები).

შემდეგ მდგომარეობებში ტეგრეტოლი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:

თუ პაციენტს აქვს ჰემატოლოგიური დაავადება (მათ შორის სხვა პრეპარატებით გამოწვეული);

თუ პაციენტი ალერგიულია (აღენიშნება გამონაყარი ან ალერგიის სხვა ნიშნები) ოქსკარბაზეპინის ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თუ პაციენტი ალერგიულია კარბამაზეპინის მიმართ, დაახ. 1/4-ანი (25%) ალბათობით ალერგიული იქნება ოქსკარბაზეპინის მიმართაც;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონია გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება;

თუ პაციენტს აქვს მაღალი თვალშიდა წნევა (გლაუკომა) ან შარდის შეუკავებლობა;

თუ პაციენტს დასმული აქვს ფსიქოზის (ფსიქიკური აშლილობის ტიპი) დიაგნოზი, რასაც შესაძლოა თან ახლდეს კონფუზია ან მოსუვნერობა;

თუ პაციენტი ღებულობს ჰორმონალურ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. ტეგრეტოლმა შესაძლოა დაუკარგოს ეფექტურობა აღნიშნულ პრეპარატებს. ამრიგად, ტეგრეტოლით მკურნალობის პერიოდში, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, გამოყენებულ უნდა იქნას დამატებითი ან არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ მას აქვს არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა ან წერტილოვანი სისხლდენა საშოდან. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან შესაბამის სპეციალისტს.

ალერგიული რეაქციის, მათ შორის ცხელების, გამონაყარის ან კანის დაწყლულების განვითარების შემთხვევაში, რომელიც თანხლებულია ლიმფური კვანძების შეშუპებით, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).

საშიში კანისმიერი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, რასაც თან ახლავს ცხელება, გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს დაწყლულება ან კანის აშრევება, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. აღნიშნული რეაქციების განვითარების რისკი შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს აზიის ზოგიერთ პოპულაციაში (მაგ. ეთნიკურ ტაივანელებში, მალაიზიელებში და ფილიპინელებში) და ეთნიკურ ჩინელებში (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ იზრდება გულყრების სიხშირე (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).

ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების, მათ შორის სიყვითლის (კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).

პაციენტთა მცირე რაოდენობას, ანტიეპილეფსიური პრეპარატებით მკურნალობისას, განუვითარდა აზრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ. ოდესმე მსგავსი შინაარსის აზრების გაჩენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ასოცირებულია სისხლში ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითებასთან და პარალელურად ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც აქვეითებენ ნატრიუმის დონეს სისხლში (მაგ. შარდმდენები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი ან ფუროსემიდი).

ტეგრეტოლით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. დაუშვებელია პრეპარატის ერთბაშად მოხსნა, რათა არ მოხდეს გულყრების უეცარი გაუარესება.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

ტეგრეტოლით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია. პაციენტმა არ უნდა მიიღოს გრეიპფრუტის წვენი ან გრეიპფრუტი რათა არ მოხდეს ტეგრეტოლის ეფექტის გაძლიერება. დასაშვებია სხვა წვენების, მაგ. ფორთოხლის ან ვაშლის წვენის მიღება.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.

ორსულობის დროს ეპილეფსიური გულყრების კონტროლი მნიშვნელოვანია. თუმცა, ორსულობის დროს ანტიეპილეფსიური პრეპარატების გამოყენებას თან ახლავს ნაყოფის დაზიანების პოტენციური რისკი. მკურნალი ექიმი გააცნობს პაციენტს ტეგრეტოლის გამოყენებასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს. პაციენტმა ექიმისგან დამოუკიდებლად არ უნდა შეწყვიტოს ფინლეპსინით მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შეიტყო, რომ არის ორსულად.

ძუძუთი კვება

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი ძუძუთი კვებავს ბავშვს. ტეგრეტოლში შემავალი აქტიური ნივთიერება ხვდება დედის რძეში.

ექიმის ნებართვით და ბავშვის ჯანმრთელობის მკაცრი მონიტორინგის პირობებში ძუძუთი კვება დასაშვებია. თუმცა, თუ არსებობს ეჭვი, რომ ბავშვს უვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ჭარბი ძილიანობა, საჭიროა ძუძუთი კვების დაუყოვნებელი შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა

ტეგრეტოლის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება ან კუნთების კოორდინაციის პრობლემები, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე ან დოზის მომატების შემდეგ. ამრიგად, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომობილის მართვისას, საავტომობილო ტექნიკის გამოყენებისას ან ისეთი აქტივობებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების დაძაბვას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტეგრეტოლში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ტეგრეტოლი არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ტეგრეტოლს ზოგიერთ პრეპარატთან ახასიათებს წამალთშორისი ურთიერთქმედება, ამრიგად, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში.

შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის ცვლილება ან ზოგიერთ შემთხვევაში, რომელიმე წამლის სრულად მოხსნა. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:

ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებები, მათ შორის აბების, კანის პლასტირის, ინექციის ან იმპლანტის სახით. ტეგრეტოლი გავლენას ახდენს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების მოქმედებაზე და შესაძლოა განაპირობოს პათოლოგიური მენსტრუალური სისხლდენის განვითარება. ასევე, ტეგრეტოლმა შესაძლოა დააქვეითოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა და გაზარდოს ფეხმძიმობის რისკი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან და განიხილოს ჩასახვის საწინააღმდეგო ალტერნატიული საშუალებები.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია. ტეგრეტოლმა შესაძლოა დააქვეითოს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ეფექტურობა.

ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ.

კორტიკოსტეროიდები (სტეროიდები). აღნიშნული პრეპარატები შესაძლოა გამოიყენებოდეს ანთებითი დაავადებების, მაგ. ასთმის ან ნაწლავთა ანთებითი დაავადების და კუნთების ან სახსრების ტკივილის სამკურნალოდ.

ანტიკოაგულანტები. აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება თრომბოზის პრევენციის მიზნით.

ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება მათ შორის კანის ინფექციების ან ტუბერკულოზის სამკურნალოდ (მაგ. ციპროფლოქსაცინი).

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის პარაცეტამოლი, დექსტროპროპოქსიფენი, ტრამადოლი, მეთადონი ან ბუპრენორფინი.

სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ.

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის და გულის პრობლემების სამკურნალოდ.

ანტიჰისტამინები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული მდგომარეობების, მათ შორის ჭინჭრის ციების, ქავილის და სხვ. სამკურნალოდ).

შარდმდენები.

ციმეტიდინი ან ომეპრაზოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პეპტიური წყლულის სამკურნალოდ).

იზოტრეტინოინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ).

მეტოკლოპრამიდი ან აპრეპიტანტი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულისრევის სამკურნალოდ).

აცეტაზოლამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი თვალშიდა წნევის (გლაუკომა) სამკურნალოდ).

დანაზოლი ან გესტრინოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ენდომეტრიოსის სამკურნალოდ).

თეოფილინი ან ამინოფილინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ).

ცილკოსპორინი, ტაკროლიმუსი ან სიროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდგომი იმუნოსუპრესიის მიზნით და ზოგ შემთხვევაში ართრიტის ან ფსორიაზის სამკურნალოდ).

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ (მაგ. პალიპერიდოლი, არიპიპრაზოლი).

კიბოს სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ტემსიროლიმუსი, ციკლოფოსფამიდი, ლაპატინიბი).

მალარიის სამკურნალო პრეპარატი – მეფლოქინი.

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ.

ლევოთიროქსინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ).

მიორელაქსანტები.

ტადალაფილი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ).

ალბენდაზოლი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნაწლავთა პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ).

მცენარეული პრეპარატი – კრაზანა.

პრეპარატები ან საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავენ B ვიტამინს (ნიკოტინამიდი).

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი) შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში.

  • ტეგრეტოლის მიღების წესი

სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის ინსტრუქციების მიხედვით. დაუშვცებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად, მკაცრად მკურნალი ექიმის მითითებების მიხედვით. აღნიშნულით შესაძლებელია მაქსიმალური ეფექტის მიღწევა და გვერდითი მოვკენების რისკის შემცირება. დაუშვებელია პრეპარატის მიღება დანიშნულზე მაღალი დოზით ან უფრო ხშირად ან ხანგრძლივად. ტეგრეტოლის მიღება არ უნდა შეწყდეს ერთბაშად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტის დროს და ვადებს დაადგენს ექიმი.

მოზრდილებში, ეპილეფსიის სამკურნალოდ, საწყის დღიურ დოზას ჩვეულებრივ შეადგენს 100-დან 200 მგ-მდე, ტაბლეტების ან სიროფის სახით. დოზა თანდათან იზრდება 800-დან 1200 მგ-მდე დღეში, 2 ან 3 გაყოფილი დოზის სახით (ზოგ შემთხვევაში, დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1600-დან 2000 მგ-მდე დღეში).

ტრიგემინალური ნევრალგიის სამკურნალოდ, რა დროსაც, თავის ტვინიდან მომავალი ერთ-ერთი ნერვის დაზიანების გამო ვითარდება სახის ნახევრის ძლიერი ტკივილი, საწყის დოზას შეადგენს 200-დან 400 მგ-მდე დღეში, რაც თანდათან იზრდება ტკივილის კუპირებამდე (ჩვეულებრივ 200 მგ-მდე დღეში 2-3-ჯერ). მაქსიმალურ დღიურ დოზას შეადგენს 1200 მგ. ხანში შესული ასაკის პაციენტებისთვის, რეკომენდებულია შედარებით დაბალი საწყისი დოზა – 100 მგ ორჯერ დღეში.

ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, რაც თანხლებულია დეპრესიული და მანიაკალური ფაზების ცვალებადობით, სტანდარტულ დღიურ დოზას შეადგენს 400-დან 600 მგ-მდე (დოზის დიაპაზონი მერყეობს 400-დან 1600 მგ-მდე დღეში). პაციენტისთვის საჭირო დოზას დაადგენს მკურნალი ექიმი.

მიღების გზა და მეთოდი

ტეგრეტოლი ყოველთვის მიიღება (გარდა პირველი დღისა) გაყოფილი დოზების სახით დღის განმავლობაში (2-დან 4 გაყოფილი დოზის სახით, რაც დამოკიდებულია გამოყენების ჩვენებაზე).

მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული დოზა შესაძლოა განსხვავდებოდეს ზემოთ მოცემუი დოზებისგან. მსგავს შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს საჭიროა მკურნალი ექიმის ინსტრუქციის მიხედვით.

ტეგრეტოლის მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები იყლაპება წყალთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში, ტაბლეტების გაყოფა დასაშვებია ორ ტოლ ნაწილად, გამყოფი ხაზის მეშვეობით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ტეგრეტოლის გამოყენება დასაშვებია ბავშვებში, ექიმის ინსტრუქციების გათვალისწინებით. ბავშვებში, საწყის დოზას ჩვეულებრივ შეადგენს 100-დან 200 მგ-მდე დღეში (10-20 მგ/კგ დღეში), რაც თანდათან იზრდება 400-დან 600 მგ-მდე დღეში. მოზარდებში დასაშვებია 600-დან 1000 მგ-მდე დოზის გამოყენება დღეში.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65 წლიდან):

ტეგრეტოლის გამოყენება დასაშვებია 65 წლის ასაკიდან, ექიმის ინსტრუქციების გათვალისწინებით.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

დოზის კორექციის საჭიროების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება

თირკმელების / ღვიძლის უკმარისობის დროს. საჭიროა ზემოთ მოცემული ინსტრუქციების გათვალისწინება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მკურნალი ექიმი გასცემს განსხვავებულ რეკომენდაციას.

მკურნალობის ხანგრძლივობას დაადგენს ექიმი. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს თვითნებურად, რეკომენდებულ ვადაზე ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ტეგრეტოლის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებასთან ასოცირებული სიმპტომები შესაძლოა იყოს სუნთქვის გაძნელება, აჩქარებული და არარეგულარული გულისცემა, გონების დაკარგვა, სინკოპე, თავბრუსხვევა, გულისრევა/ღებინება. მსგავს შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტეგრეტოლის მიღება და მიემართოს ექიმს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას, თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით, მკურნალი ექიმის დანიშნულების საუძველზე.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

დამატებითი საკითხები ტეგრეტოლით მკურნალობასთან დაკავშირებით: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალი ექიმი დააკვირდეს მდგომარეობის პროგრესს რეგულარული შემოწმებების საშუალებით. ექიმმა პერიოდულად შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები, განსაკუთრებით, მკურნალობის საწყის ეტაპზე. პაციენტი არ უნდა ააღელვოს აღნიშნულმა.

ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ჩარევის დაგეგმვამდე (მათ შორის დენტალური ან გადაუდებელი პროცედურები), პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმ-სპეციალისტს. პაციენტმა უნდა აცნობოს მას ტეგრეტოლის გამოყენების შესახებ.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა ასოცირებული იყოს ტეგრეტოლით მკურნალობის შეწყვეტასთან:

ტეგრეტოლით მკურნალობის შეწყვეტას შესაძლოა მოყვეს მდგომარეობის გაუარესება. მკურანლობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტეგრეტოლმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენების დიდი უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ტეგრეტოლის გამოყენება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

საშიში კანისმიერი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი ან სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს მიდამოების დაწყლულება და კანის აშრევება, რასაც თან ახლავს ცხელება.

აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს ეთნიკურ ტაილანდელებსა და ჩინელებში.

წყლულები პირის ღრუში და უეცარი სისხჩაქცევები ან სისხლდენები;

ყელის ტკივილი ან მაღალი ცხელება, რომლებიც ვითარდება ერთად ან ცალ-ცალკე;

კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა;

კოჭების, ტერფების ან ფეხების შეშუპება;

ნევროლოგიური დაავადების ან კონფუზიის ნებისმიერი გამოვლინება;

სახსრების ან კუნთების ტკივილი, გამონაყარი კანზე, რომელიც ვრცელდება ცხვირის ძვლიდან ლოყებამდე ან სუნთქვის პრობლემები (აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს იშვიათი მდგომარეობის – წითელი მგლურას ნიშნებს);

მიდრეკილება ცხელების, კანზე გამონაყარის, სახსრების ტკივილის და ჰემატოლოგიური და ღვიძლის ფუნქციური პარამეტრების ცვლილებების მიმართ (შესაძლოა ჩართული იყოს ერთზე მეტი ორგანო);

ვიზინგი და ხველა ბრონქოსპაზმით, სუნთქვის გაძნელებით, გულის წასვლის შეგრძნებით, გამონაყრით, ქავილით ან სახის შეშუპებით (აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდნენ ძლიერი ალერგიული რეაქციის ნიშნებს);

ტკივილი მუცლის არეში.

ზემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები ძალიან სერიოზული ხასიათისაა. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი დახმარება ან ჰოსპოტალიზაცია. თითოეული მათგანი ვითარდება ძალიან იშვიათად.

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

ძალიან ხშირი:

ინფექციასთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რასაც თან ახლავს ინფექციების განვითარების მომატებული რისკი (ლეიკოპენია);

თავბრუსხვევა და დაღლილობა;

არასტაბილურობის შეგრძნება ან ნებით მოძრაობებზე კონტროლის გაძნელება;

გულისრევა ან ღებინება;

ღვიძლის ფუნქციური სინჯების პარამეტრების ცვლილებები (ჩვეულებრივ ასიმპტომატური);

კანისმიერი ალერგიური რეაქციები, რომლებიც შესაძლოა გავრცელდეს სხეულის ფართო ზედაპირზე.

ხშირი:

ჰემატოლოგიური ცვლილებები, მათ შორის მიდრეკილება სისხჩაქცევებისკენ ან სისხლდენებისკენ;

სითხის შეკავება და შეშუპება;

წონის მომატება;

ნატრიუმის რაოდენობის შემცირება სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფუზია;

თავის ტკივილი;

მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის გაორება;

პირის სიმშრალე.

ნაკლებად ხშირი:

უჩვეულო უნებლიე მოძრაობები, მათ შორის ტიკები ან კანკალი;

თვალის უჩვეულო მოძრაობები;

ფაღარათი;

ყაბზობა.

იშვიათი:

ლიმფური კვანძების დაზიანება;

ფოლის მჟავას უკმარისობა;

ხშირი ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარის, სახსრების ტკივილის, ცხელების და თირკმელების ან სხვა ორგანოების მხრივი დარღვევების სახით;

ჰალუცინაციები;

დეპრესია;

უმადობა;

მოუსვენრობა;

აგრესიულობა;

აგზნებადობა;

კოფუზია;

მეტყველების დარღვევები;

ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;

კუნთების სისუსტე;

მაღალი არტერიული წნევა (შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სახის წამოწითლება, თავის ტკივილი, დაღლილობა და გაღიზიანებადობა);

დაბალი არტერიული წნევა (სიმპტომები: გულის წასვლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე, კონფუზია, მხედველობის დაბინდვა);

გულისცემის სიხშირის ცვლილებები;

მუცლის ტკივილი;

ღვიძლისმიერი პრობლემები, მათ შორის სიყვითლე;

წითელი მგლურას სიმპტომები.

ძალიან იშვიათი:

სისხლის შემადგენელი კომპონენტების ცვლილებები, მათ შორის ანემიის სახით;

გარკვეული ტიპის გენეტიკური დაავადება (პორფირია), რაც იწვევს მუცლის ტკივილს და კუნთების კრამპებს;

მენინგეალური გარსების ანთება (მენინგიტი);

სარძევე ჯირკვლების გადიდება და რძისებრი გამონადენი, რაც შესაძლოა განვითარდეს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში;

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯების შედეგების პათ. ცვლილებები;

ძვლოვანი ქსოვილის გათხელება ან დასუსტება (ოსტეომალაცია; შესაძლოა შემჩნეულ იქნეს ფეხის გრძელ ძვებში სიარულის ან მოხრილი პოზიციის მიღების დროს);

ძვლოვანი ქსოვილის დარბილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პათოლოგიური მოტეხილობების რისკი მატება (ოსტეოპოროზი);

ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის მომატება სისხლში;

გემოვნების დარღვევები;

თვალების სიწითლე და თვალების ანთება (კონიუნქტივიტი);

დაწოლის/ტკივილის შეგრძნება თვალებში (გლაუკომა);

თვალის ერთერთი ნაწილის შემღვრევა (კატარაქტა);

სმენის დარღვევები;

გულის და სისხლის მიმოქცევის დარღვევები, მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი (სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს მომატებულ მრგძნობელობას, ტკივილს, შეშუპებას, სითბოს შეგრძნებას, კანის ფერის ცვლილებას და ზედაპირული ვენების მკვეთრ გამოჩენას);

ფილტვის ან სუნთქვის პრობლემები;

ძლიერი ალერგიული კანისმიერი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (აღნიშნული რეაქციების სიხშირე შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს ეთნიკურ ტაილანდელებსა და ჩინელებში);

ტკივილი პირის ღრუს ან ენის მიდამოში;

კანის ფერის ცვლილებები;

აკნე;

ჭარბი ოფლიანობა;

თმის ცვენა;

ჭარბთმიანობა სახეზე და სხეულზე;

კუნთების ტკივილი და სპაზმი;

სქესობრივი დარღვევები, რამაც შესაძლოა დააქვეითოს მამაკაცის განაყოფიერების უნარი; სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება ან იმპოტენცია;

თირკმელების უკმარისობა;

სისხლი შარდში;

მოშარდვის ჭარბი ან დაქვეითებული მოთხოვნილება ან მოშარდვის გაძნელება.

ტეგრეტოლით მკურნალობისას, შესაძლოა გამოვლინდეს ოსტეოპენია (ძვლის სიმტკიცის დაქვეითება), ოსტეოპოროზი (ძვლის ქსოვილის გათხელება) და პათოლოგიური მოტეხილობები. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას დანიშნული აქვს ხანგრძლივი ანტიეფილეფსიური მკურნალობა, ანამნეზში აღენიშნება ოსტეოპოროზი ან ღებულობს სტეროიდებს.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები უმეტესად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და გაივლის დროთა განმავლობაში.

ნებისმერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ტეგრეტოლის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.

ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე.

გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი – წელს.

არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა კოლოფის დაზიანების ნიშნები.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ლიცენზიის მფლობელი:

Novartis Health, Food and Agricultural Products San. ve Tic. Inc.

Kavacik/Beykoz/Istanbul

ნოვარტისი ჯანდაცვის, საკვებისა და აგრიკულტურული პროდუქტები, სან. ვე ტიკ. ინკ. კავაციკი/ბეიკოზი/სტამბული

მწარმოებელი

Novartis Health, Food and Agricultural Products San. ve Tic. Inc.

Pendik/Istanbul

ნოვარტისი ჯანდაცვის, საკვებისა და აგრიკულტურული პროდუქტები, სან. ვე ტიკ. ინკ. პენდიკი/სტამბული

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 18/03/2014

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა