პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 180მგ

Fexofenadine hydrochloride 180mg

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს, რომელიც ანტიჰისტამინური პრეპარატია სედაციური ეფექტის გარეშე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფექსოფენადინი (fexofenadine)
ფორმა და შეფუთვა
180მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Titan Laboratories Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX26
რეგისტრაციის ნომერი
რ-042407
რეგისტრირებულია
19 ნოემბერი 2024, მოქმედებს 12 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 180მგ და სხვა წამალი ერთად

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 180მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს, რომელიც ანტიჰისტამინური პრეპარატია სედაციური ეფექტის გარეშე.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 120 მგ ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან, სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ, მათ შორის ცემინების, ქავილის, რინორეის ან ცხვირში გაჭედვის, ასევე თვალების სიწითლის, ქავილის და ცრემლდენის საწინააღმდეგოდ.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 120 მგ ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან, ხანგრძლივი ალერგიული რეაქციების (ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია) სიმტომების, მათ შორის ქავილის, შეშუპების და გამონაყრის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების გათვალისწინებით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს (120 მგ ან 180 მგ), ერთხელ დღეში.

ტაბლეტები მიიღება წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად.

პრეპარატის ეფექტურობის გამოვლენას ჭირდება მიღებიდან 1 საათამდე და ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.

სიფრთხილის ზომები

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები არ გამოიყენება

თუ პაციენტი ალერგიულია ფექსოფენადინის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

აღენიშნება ღვიძლის ან თირკმელების დარღვევები;

აქვს ან ოდესმე ჰქონია გულის დაავადება, ვინაიდან, ამ პრეპარატის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება განაპირობონ აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემის განვითარება

პაციენტი არის ხანდაზმული ასაკის

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.

უნდა მიემართოს ექიმს აპულატამიდის მიღების შემთხვევაში (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ), ვინაიდან ფექსოფენადინის მოქმედება შეიძლება დაქვეითდეს.

უნდა მიემართოს ექიმს ალუმინის და მაგნიუმის შემცველი მოუნელებლობის სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, ვინაიდან მათ შეიძლება განაპირობონ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტებში შემავალი აქტიური ნივთიერების შეწოვის დაქვეითება.

რეკომენდებულია, რომ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტებსა და მოუნელებლობის სამკურნალო პრეპარატებს შორის მიღებათა ინტერვალი იყოს არაუმცირეს 2 საათი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები არ მიიღება ორსულობის პერიოდში.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებ მოსალოდნელია. თუმცა, ავტომობილის და სხვა მექანიზმების მარვის დაწყებამდე, პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ არ ვითარდება ძილიანობა.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს

120 მგ – ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცვს < 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.

180 მგ- ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ნატრიუმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შემდეგი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს:

სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს საშიში ალერგიული რეაქციის ნიშნებს.

კლინიკური კვლევების ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლებები. მათი განვითარების სიხშირე იმ პირთა მსგავსი იყო, რომლებსაც ეძლეოდათ საკონტროლო (პლაცებო) პრეპარატი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

თავის ტკივილი;

ძილიანობა;

გულისრევა;

ღებინება.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

დაღლილობა;

ძილიანობა.

დამატებითი გვერდითი მოვლენები (უცნობი სიხშირის: დაზუსტება შეუძლებელია არსებული ცნობების საფუძველზე):

ძილის გაძნელება (უძილობა);

უსიამოვნო სიზმრები;

აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა;

კანზე გამონაყარი და ქავილი;

ძილის დარღვევები;

ნერვიულობა;

ფაღარათი;

ურტიკარია;

საშიში ალერგიული რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპება, ალები, მოჭერილობის შეგრძენება გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მონლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მოცემული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით შემდეგ ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით პაციენტს შეუძლია წვლილი შეიტანოს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

საჭიროზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან დაკავშირება ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენთან მიმართვა.

ჭარბი დოზირების სიმპტომები მოზრდილ პაციენტებში შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა და პირის სიმშრალე.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს, ექიმის რეცეპტის მიხედვით.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა სიმპტომები ხელახლა განვითარდეს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების შემადგენლობა

120 მგ-ანი ტაბლეტები:

აქტიური ნივთიერებაა ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 120 მგ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის გული: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კროსკარმელოზას ნატრიუმი, პოვიდონი (K-30), კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიდროქსი პროპილ მეთილცელულოზა, პოლიეთილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი წითელი (E172) და რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).

180 მგ-ანი ტაბლეტები:

აქტიური ნივთიერებაა ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 180 მგ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე. შენახვის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდების შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 120 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 180 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

(ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი)

პრეპარატის სრული სახელწოდებაა ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 120 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ან ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 180 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ინსტრუქციის დარჩენილ ნაწილში პრეპარატი მოხსენიებულია, როგორც ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სიმპტომები მსგავსია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების გამოყენებამდე

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები და მისი გამოყენება

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს, რომელიც ანტიჰისტამინური პრეპარატია სედაციური ეფექტის გარეშე.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 120 მგ ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან, სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ, მათ შორის ცემინების, ქავილის, რინორეის ან ცხვირში გაჭედვის, ასევე თვალების სიწითლის, ქავილის და ცრემლდენის საწინააღმდეგოდ.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 120 მგ ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან, ხანგრძლივი ალერგიული რეაქციების (ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია) სიმტომების, მათ შორის ქავილის, შეშუპების და გამონაყრის სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების გამოყენებამდე

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები არ გამოიყენება

თუ პაციენტი ალერგიულია ფექსოფენადინის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

აღენიშნება ღვიძლის ან თირკმელების დარღვევები;

აქვს ან ოდესმე ჰქონია გულის დაავადება, ვინაიდან, ამ პრეპარატის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება განაპირობონ აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემის განვითარება

პაციენტი არის ხანდაზმული ასაკის

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.

უნდა მიემართოს ექიმს აპულატამიდის მიღების შემთხვევაში (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ), ვინაიდან ფექსოფენადინის მოქმედება შეიძლება დაქვეითდეს.

უნდა მიემართოს ექიმს ალუმინის და მაგნიუმის შემცველი მოუნელებლობის სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, ვინაიდან მათ შეიძლება განაპირობონ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტებში შემავალი აქტიური ნივთიერების შეწოვის დაქვეითება.

რეკომენდებულია, რომ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტებსა და მოუნელებლობის სამკურნალო პრეპარატებს შორის მიღებათა ინტერვალი იყოს არაუმცირეს 2 საათი.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები არ მიიღება ორსულობის პერიოდში.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებ მოსალოდნელია. თუმცა, ავტომობილის და სხვა მექანიზმების მარვის დაწყებამდე, პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ არ ვითარდება ძილიანობა.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს

120 მგ – ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცვს < 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.

180 მგ- ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ნატრიუმს.

  • ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების გამოყენების წესი

პრეპარატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების გათვალისწინებით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს (120 მგ ან 180 მგ), ერთხელ დღეში.

ტაბლეტები მიიღება წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად.

პრეპარატის ეფექტურობის გამოვლენას ჭირდება მიღებიდან 1 საათამდე და ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

საჭიროზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან დაკავშირება ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენთან მიმართვა.

ჭარბი დოზირების სიმპტომები მოზრდილ პაციენტებში შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა და პირის სიმშრალე.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს, ექიმის რეცეპტის მიხედვით.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა სიმპტომები ხელახლა განვითარდეს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შემდეგი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს:

სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს საშიში ალერგიული რეაქციის ნიშნებს.

კლინიკური კვლევების ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლებები. მათი განვითარების სიხშირე იმ პირთა მსგავსი იყო, რომლებსაც ეძლეოდათ საკონტროლო (პლაცებო) პრეპარატი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

თავის ტკივილი;

ძილიანობა;

გულისრევა;

ღებინება.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

დაღლილობა;

ძილიანობა.

დამატებითი გვერდითი მოვლენები (უცნობი სიხშირის: დაზუსტება შეუძლებელია არსებული ცნობების საფუძველზე):

ძილის გაძნელება (უძილობა);

უსიამოვნო სიზმრები;

აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა;

კანზე გამონაყარი და ქავილი;

ძილის დარღვევები;

ნერვიულობა;

ფაღარათი;

ურტიკარია;

საშიში ალერგიული რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპება, ალები, მოჭერილობის შეგრძენება გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მონლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მოცემული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით შემდეგ ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით პაციენტს შეუძლია წვლილი შეიტანოს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.

  • ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე. შენახვის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდების შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების შემადგენლობა

120 მგ-ანი ტაბლეტები:

აქტიური ნივთიერებაა ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 120 მგ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის გული: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კროსკარმელოზას ნატრიუმი, პოვიდონი (K-30), კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიდროქსი პროპილ მეთილცელულოზა, პოლიეთილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი წითელი (E172) და რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).

180 მგ-ანი ტაბლეტები:

აქტიური ნივთიერებაა ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 180 მგ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის გული: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კროსკარმელოზას ნატრიუმი, პოვიდონი (K-30), კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიდროქსი პროპილ მეთილცელულოზა, პოლიეთილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი წითელი (E172) და რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

120 მგ-ანი ტაბლეტები:

ატისფერი, მოდიფიცირებული კაფსულის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომელთა ცალ მხარეს ამოტვიფრულია “120”, ხოლო მეორე მხარეს ზედაპირი სადაა.

180 მგ-ანი ტაბლეტები:

ატისფერი, მოდიფიცირებული კაფსულის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომელთა ორივე ზედაპირი სადაა.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები გამოდის ბლისტერულ შეფუთვებში. თითოეული ტაბლეტი არის ბლისტერულად შეფუთული.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია 2 (მხოლოდ სინჯი), 7, 10, 15, 20, 30, 50, 100 ან 200 (10X20 სახით) ტაბლეტი.

შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს სარეალიზაციოდ წარმოდგენილი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Somex Pharma

Ilford, Essex, IG3 8BS

სომექს ფარმა

ილფორდი, ესექსი, IG3 8BS, გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

Somex Pharma

Ilford, Essex, IG3 8RA

სომექს ფარმა

ილფორდი, ესექსი, IG3 8RA, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღია 2024 წლის აპრილი.

ინფორმაციის დამატებითი წყაროები:

ინსტრქუციის მოსათხოვნად ბრაილის ან სპეციალური გაზრდილი შრიფტით, დარეკეთ: 020 8590 9399 (მხოლოდ გაერთიანებული სამეფო).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა