პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ლეილინი

LEYLIN

ურეცეპტოდ180მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ლეილინი 120 მგ ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან სეზონურ ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად. ლეილინი 180 მგ ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ქრონიკულ იდიოპათიურ ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფექსოფენადინი (fexofenadine)
ფორმა და შეფუთვა
180მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX26
რეგისტრაციის ნომერი
რ-037274
რეგისტრირებულია
7 თებერვალი 2023, მოქმედებს 7 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალეილინი და სხვა წამალი ერთად

ლეილინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლეილინი 120 მგ ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან სეზონურ ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ლეილინი 180 მგ ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ქრონიკულ იდიოპათიურ ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

მიღების წესი და დოზირება

ფექსოფენადინი არის ტერფენადინის ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი.

დოზირება

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის რეკომენდებული დოზა სეზონური ალერგიული რინიტის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან არის 120 მგ დღე-ღამეში ერთხელ.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის რეკომენდებული დოზა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან შეადგენს 180 მგ დღე-ღამეში ერთხელ.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში 120 მგ და 180 მგ დოზებით ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები არ ჩატარებულა.

6-11 წლის ბავშვები

6-11 წლის ბავშვებში გამოსაყენებლად შესაბამის წამლის ფორმას წარმოადგენს ტაბლეტირებული ფორმა, რომელიც შეიცავს 30 მგ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

კვლევების მონაცემების თანახმად, განსაკუთრებული რისკ-ჯგუფების პაციენტებს (ხანდაზმული ასაკის პაციენტები, თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები) ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.

მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით ჭამის წინ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

შეზღუდულია მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, პაციენტების ზემოაღნიშნულ განსაკუთრებულ ჯგუფებში ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე (მათ შორის ანამნეზში) პაციენტები, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება დაკავშირებულია ისეთ არასასურველ რეაქციებთან (კლასის ეფექტებთან), როგორიცაა ტაქიკარდია და პალპიტაცია.

დამხმარე ნივთიერებები

ლეილინი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე გათვლით, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფექსოფენადინი არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და, შესაბამისად, არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან მეტაბოლიზმის პროცესის დონეზე ღვიძლში.

ფექსოფენადინი არის P-გლიკოპროტეინის (P-gp) და ორგანული ანიონის პოლიპეპტიდ-gadamtanis (OATP) სუბსტრატი. ფექსოფენადინის ერთდროულმა გამოყენებამ P-gp ინჰიბიტორებთან ან ინდუქტორებთან, შეიძლება გავლენა მოახდინოს ფექსოფენადინის ექსპოზიციაზე. დადგენილია, რომ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას ფექსოფენადინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება 2-3-ჯერ. ზემოაღნიშნული ცვლილებები არ არის დაკავშირებული QTc ინტერვალის ხანგრძლივობის რაიმე ცვლილებებთან ან არასასურველი რეაქციების სიხშირის ან სიმძიმის მატებასთან მონოთერაპიასთან შედარებით.

კლინიკურმა წამლებთან ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ აპალუტამიდის (P-gp სუსტი ინდუქტორი) და ფექსოფენადინის 30 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ფექსოფენადინის AUC (პლაზმაში კონცენტრაცია-დრო მრუდის ქვეშ მდებარე არე) დაქვეითება 30%.

ფექსოფენადინსა და ომეპრაზოლს შორის ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. თუმცა, მაგნიუმის ჰიდროქსიდის და ალუმინის ჰიდროქსიდის გელების შემცველი ანტაციდების მიღებისას, ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მიღებამდე 15 წუთით ადრე, მცირდებოდა ამ უკანასკნელის ბიოშეღწევადობა, სავარაუდოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეკავშირების შედეგად. რეკომენდებულია, მაგნიუმის ჰიდროქსიდის და ალუმინის ჰიდროქსიდის გელების შემცველი ანტაციდებისა და ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მიღებებს შორის დროის ინტერვალი შეადგენდეს მინიმუმ 2 საათს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს სათანადო მონაცემები ორსულობის პერიოდში ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის გამოყენების შესახებ.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შეზღუდული მონაცემები მოწმობს, რომ პრეპარატი არ ახდენს პირდაპირ ან ირიბ უარყოფით გავლენას ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. არ არის რეკომენდებული ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია.

ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები დედის რძეში ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის შემცველობის შესახებ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას. თუმცა, ლაქტაციის პერიოდში ტერფენადინის გამოყენებისას სამკურნალო საშუალება აღწევდა დედის რძეში. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის გავლენის შესახებ. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი არ ახდენდა გავლენას თაგვების ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფარმაკოდინამიკური პროფილისა და არასასურველი რეაქციების პროფილის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი (წამლის ტაბლეტირებული ფორმა) მოახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ობიექტურ ტესტებში დადგენილი იქნა, რომ სამკურნალო საშუალება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტებს შეუძლიათ მართონ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები ან შეასრულონ დავალებები, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას. თუმცა, ვიდრე ავტომობილისა და მექანიზმების მართვას დაიწყებთ ან რთული ამოცანების შესრულებას შეუდგებით, რეკომენდებულია განისაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე იმ მგრძნობიარე სუბიექტების გამოვლენის მიზნით, რომლებსაც უჩვეულო რეაქცია აღენიშნებათ.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც კლინიკური კვლევების ფარგლებში რეგისტრირდებოდა მოზრდილებში იგივე სიხშირით, როგორც პლაცებოს მიღებისას

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირად - დაღლილობა.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტრირდებოდა მოზრდილებში პოსტმარკეტინგულ პერიოდში, მათი გამოვლენის სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით)

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ქოშინი, ალები და ანაფილაქსია.

ფსიქიკური დარღვევები: უძილობა, ნევროზულობა, ძილის დარღვევები ან ღამის კოშმარები/უჩვეულო სიზმრები (პარონირია).

მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა.

გულის მხრივ: ტაქიკარდია, პალპიტაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა და პირის სიმშრალე. ჯანმრთელ მოხალისეებში, პრეპარატის მიღებისას ერთჯერადად 800 მგ-მდე დოზით და 690 მგ-მდე დოზით 2-ჯერ დღე-ღამეში 1 თვის განმავლობაში ან 240 მგ ერთხელ დღე-ღამეში 1 წლის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი რაიმე არასასურველი რეაქციები პლაცებოსთან შედარებით. არ არის დადგენილი ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდისათვის მაქსიმალური ტოლერანტული დოზა.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. უნდა გატარდეს სტანდარტული ღონისძიებები ორგანიზმიდან სამკურნალო საშუალების იმ ნებისმიერი ოდენობის გამოსადევნად, რომელიც არ მოხვდა სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 120 მგ ან 180 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II 85G34788 ვარდისფერი (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ლეციტინი, ყვითელი რკინის ოქსიდი, წითელი რკინის ოქსიდი, შავი რკინის ოქსიდი).

პრეპარატის ათქ კოდი R06AX26

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)

“ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.S.”, TURKEY

(15 Temmuz Mah Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასუნთქ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ანტიჰისტამინური პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის. სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი არის H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი, რომელსაც არ გააჩნია სედაციური მოქმედება. ფექსოფენადინი არის ტერფენადინის ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში, ჰისტამინის მოქმედებასთან დაკავშირებული ბუშტუკებისა და ჰიპერემიის შეფასებისას, აღმოჩნდა, რომ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის დღე-ღამეში 1 ან 2-ჯერ გამოყენებისას ანტიჰისტამინური მოქმედება ვლინდება 1 საათში, მაქსიმუმს აღწევს 6 საათის შემდეგ და გრძელდება 24 საათის განმავლობაში. მიღებიდან 28 დღის შემდეგ პრეპარატის მოქმედების მიმართ არ დაფიქსირებულა ტოლერანტობის განვითარება. ანტიჰისტამინური ეფექტის დოზადამოკიდებული ზრდა აღინიშნა სამკურნალო საშუალების შიგნით მიღებისას დოზით 10-130 მგ. ანტიჰისტამინური მოქმედების ამ მოდელის გამოყენებისას დადგინდა, რომ 24 საათის განმავლობაში ეფექტის შესანარჩუნებლად აუცილებელია პრეპარატის გამოყენება დოზით არანაკლებ 130 მგ-ისა. ბუშტუკების წარმოქმნისა და კანის ჰიპერემიის მაქსიმალური ინჰიბირება შეადგენდა 80%-ზე მეტს. სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ 24 საათის განმავლობაში ეფექტის შესანარჩუნებლად საკმარისია პრეპარატის გამოყენება დოზით 120 მგ.

სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს დოზით 240 მგ-მდე 2-ჯერ დღე-ღამეში 2 კვირის განმავლობაში, QTc ინტერვალის ხანგრძლივობა არ განსხვავდებოდა პლაცებოს მიღებისას დაფიქსირებული ინტერვალისგან. ასევე, არ დარეგისტრირებულა QTc ინტერვალის ხანგრძლივობის ცვლილებები ჯანმრთელ მოხალისეებში ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მიღებისას დოზებით 60 მგ-მდე 2-ჯერ დღე-ღამეში 6 თვის განმავლობაში, 400 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 6,5 დღის განმავლობაში და 240 მგ დღე-ღამეში 1 წლის განმავლობაში პლაცებოს მიღებასთან შედარებით.

ფექსოფენადინი კონცენტრაციით, რომელიც 32-ჯერ აღემატება ადამიანის თერაპიულ კონცენტრაციას, არ ახდენდა გავლენას ადამიანის გულის კუნთისგან კლონირებულ შენელებული მოქმედების კალიუმის გამმართავ არხებზე.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი აინჰიბირებს სენსიბილიზებულ ზღვის გოჭებში ანტიგენით ინდუცირებულ ბრონქოსპაზმს (5-10 მგ/კგ, პერორალური მიღებისას) და ჰისტამინის გამოთავისუფლებას პერიტონეუმის პოხიერი უჯრედებიდან (სუპრათერაპიული კონცენტრაცია, 10-100 მკM ).

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღებისას ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციამდე მიღწევის დროა დაახლოებით 1-3 საათი. სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობა სისხლში, 120 მგ-ის დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას, შეადგენს დაახლოებით 427 ნგ/მლ, ხოლო 180 მგ-ის დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას - დაახლოებით 494 ნგ/მლ.

განაწილება

ფექსოფენადინის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 60-70%-ს.

ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა

ფექსოფენადინი უმნიშვნელო ხარისხით განიცდის ბიოტრანსფორმაციას (ღვიძლისმიერი და ღვიძლგარე მეტაბოლიზმი). ფექსოფენადინი წარმოადგენს ერთადერთ ნივთიერებას, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოიყოფა ადამიანების და ცხოველების ორგანიზმიდან შარდისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით. მრავალჯერადი გამოყენებისას ფექსოფენადინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ბიექსპონენციურად მცირდება, პრეპარატის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს 11-15 საათს. ფარმაკოკინეტიკა ფექსოფენადინის ერთჯერადი და მრავალჯერადი პერორალური მიღებისას დოზით 120 მგ-მდე 2-ჯერ დღე-ღამეში ატარებს ხაზოვან ხასიათს. 240 მგ დოზით 2-ჯერ დღე-ღამეში გამოყენებისას, წონასწორულ მდგომარეობაში აღინიშნება „კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში-დროის“ მრუდქვეშა ფართობის მაჩვენებლის პროპორციულზე ოდნავ მეტი (8,8%-ით) ზრდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფექსოფენადინის ფარმაკოკინეტიკა პრაქტიკულად ხაზოვანია დოზების დიაპაზონში 40 მგ-დან 240 მგ-მდე დღე-ღამეში. ვარაუდობენ, რომ პრეპარატის შეყვანილი დოზის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ამასთან პრეპარატის შეყვანილი დოზის 10%-მდე გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ლეილინი

სავაჭრო დასახელება

ლეილინი, Leylin

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ფექსოფენადინი, Fexofenadine

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: მოგრძო, ორმხრივად ამოზნექილი, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

გამოყენების ჩვენებები

ლეილინი 120 მგ ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან სეზონურ ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ლეილინი 180 მგ ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ქრონიკულ იდიოპათიურ ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

გამოყენების წესი და დოზები

ფექსოფენადინი არის ტერფენადინის ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი.

დოზირება

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის რეკომენდებული დოზა სეზონური ალერგიული რინიტის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან არის 120 მგ დღე-ღამეში ერთხელ.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის რეკომენდებული დოზა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან შეადგენს 180 მგ დღე-ღამეში ერთხელ.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში 120 მგ და 180 მგ დოზებით ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები არ ჩატარებულა.

6-11 წლის ბავშვები

6-11 წლის ბავშვებში გამოსაყენებლად შესაბამის წამლის ფორმას წარმოადგენს ტაბლეტირებული ფორმა, რომელიც შეიცავს 30 მგ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

კვლევების მონაცემების თანახმად, განსაკუთრებული რისკ-ჯგუფების პაციენტებს (ხანდაზმული ასაკის პაციენტები, თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები) ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.

მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით ჭამის წინ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც კლინიკური კვლევების ფარგლებში რეგისტრირდებოდა მოზრდილებში იგივე სიხშირით, როგორც პლაცებოს მიღებისას

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირად - დაღლილობა.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტრირდებოდა მოზრდილებში პოსტმარკეტინგულ პერიოდში, მათი გამოვლენის სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით)

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ქოშინი, ალები და ანაფილაქსია.

ფსიქიკური დარღვევები: უძილობა, ნევროზულობა, ძილის დარღვევები ან ღამის კოშმარები/უჩვეულო სიზმრები (პარონირია).

მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა.

გულის მხრივ: ტაქიკარდია, პალპიტაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

შეზღუდულია მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, პაციენტების ზემოაღნიშნულ განსაკუთრებულ ჯგუფებში ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე (მათ შორის ანამნეზში) პაციენტები, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება დაკავშირებულია ისეთ არასასურველ რეაქციებთან (კლასის ეფექტებთან), როგორიცაა ტაქიკარდია და პალპიტაცია.

დამხმარე ნივთიერებები

ლეილინი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე გათვლით, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

ფარმაკოდინამიკური პროფილისა და არასასურველი რეაქციების პროფილის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი (წამლის ტაბლეტირებული ფორმა) მოახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ობიექტურ ტესტებში დადგენილი იქნა, რომ სამკურნალო საშუალება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტებს შეუძლიათ მართონ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები ან შეასრულონ დავალებები, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას. თუმცა, ვიდრე ავტომობილისა და მექანიზმების მართვას დაიწყებთ ან რთული ამოცანების შესრულებას შეუდგებით, რეკომენდებულია განისაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე იმ მგრძნობიარე სუბიექტების გამოვლენის მიზნით, რომლებსაც უჩვეულო რეაქცია აღენიშნებათ.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

არ არსებობს სათანადო მონაცემები ორსულობის პერიოდში ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის გამოყენების შესახებ.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შეზღუდული მონაცემები მოწმობს, რომ პრეპარატი არ ახდენს პირდაპირ ან ირიბ უარყოფით გავლენას ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. არ არის რეკომენდებული ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია.

ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები დედის რძეში ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის შემცველობის შესახებ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას. თუმცა, ლაქტაციის პერიოდში ტერფენადინის გამოყენებისას სამკურნალო საშუალება აღწევდა დედის რძეში. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის გავლენის შესახებ. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი არ ახდენდა გავლენას თაგვების ფერტილობაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ფექსოფენადინი არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და, შესაბამისად, არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან მეტაბოლიზმის პროცესის დონეზე ღვიძლში.

ფექსოფენადინი არის P-გლიკოპროტეინის (P-gp) და ორგანული ანიონის პოლიპეპტიდ-gadamtanis (OATP) სუბსტრატი. ფექსოფენადინის ერთდროულმა გამოყენებამ P-gp ინჰიბიტორებთან ან ინდუქტორებთან, შეიძლება გავლენა მოახდინოს ფექსოფენადინის ექსპოზიციაზე. დადგენილია, რომ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას ფექსოფენადინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება 2-3-ჯერ. ზემოაღნიშნული ცვლილებები არ არის დაკავშირებული QTc ინტერვალის ხანგრძლივობის რაიმე ცვლილებებთან ან არასასურველი რეაქციების სიხშირის ან სიმძიმის მატებასთან მონოთერაპიასთან შედარებით.

კლინიკურმა წამლებთან ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ აპალუტამიდის (P-gp სუსტი ინდუქტორი) და ფექსოფენადინის 30 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ფექსოფენადინის AUC (პლაზმაში კონცენტრაცია-დრო მრუდის ქვეშ მდებარე არე) დაქვეითება 30%.

ფექსოფენადინსა და ომეპრაზოლს შორის ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. თუმცა, მაგნიუმის ჰიდროქსიდის და ალუმინის ჰიდროქსიდის გელების შემცველი ანტაციდების მიღებისას, ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მიღებამდე 15 წუთით ადრე, მცირდებოდა ამ უკანასკნელის ბიოშეღწევადობა, სავარაუდოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეკავშირების შედეგად. რეკომენდებულია, მაგნიუმის ჰიდროქსიდის და ალუმინის ჰიდროქსიდის გელების შემცველი ანტაციდებისა და ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მიღებებს შორის დროის ინტერვალი შეადგენდეს მინიმუმ 2 საათს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა და პირის სიმშრალე. ჯანმრთელ მოხალისეებში, პრეპარატის მიღებისას ერთჯერადად 800 მგ-მდე დოზით და 690 მგ-მდე დოზით 2-ჯერ დღე-ღამეში 1 თვის განმავლობაში ან 240 მგ ერთხელ დღე-ღამეში 1 წლის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი რაიმე არასასურველი რეაქციები პლაცებოსთან შედარებით. არ არის დადგენილი ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდისათვის მაქსიმალური ტოლერანტული დოზა.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. უნდა გატარდეს სტანდარტული ღონისძიებები ორგანიზმიდან სამკურნალო საშუალების იმ ნებისმიერი ოდენობის გამოსადევნად, რომელიც არ მოხვდა სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)

“ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.S.”, TURKEY

(15 Temmuz Mah Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა