ფექსოფენადინ ბიოგარან 180 მგ
FEXOFÉNADINE BIOGARAN® 180 mg
- მოქმედი ნივთიერება
- ფექსოფენადინი (fexofenadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 180მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №15
- მწარმოებელი
- Chanelle Medical Unlimited Company, ირლანდია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- R06AX26
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038057
- რეგისტრირებულია
- 10 მაისი 2023, მოქმედებს 10 მაისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ფექსოფენადინ ბიოგარან 180 მგ — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
აპკით დაფარული ტაბლეტი?
მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის:
პერორალური გამოყენების
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (180 მგ) დღეში. მიიღეთ ტაბლეტი ჭამის წინ წყალთან ერთად.
თუ მიიღეთ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი საჭირო დოზაზე მეტი
თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი, მიმართეთ ყოველთვის ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. მოზრდილებში დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: თავბრუსხვევის, ძილიანობის, დაღლილობის შეგრძნება და პირის სიმშრალე.
თუ დაგავიწყდათ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის მიღება
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
თუ შეწყვეტთ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის მიღებას
თუ გსურთ შეწყვიტოთ ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
თუ შეწყვეტთ ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღებას დროზე ადრე, შესაძლებელია სიმპტომები კვლავ განახლდეს.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და შეწყვიტეთ ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღება თუ გამოგივლინდათ:
- სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება, რადგან ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები.
გავრცელებული გვერდითი მოვლენები (გამოვლენილია 10-დან 1 ადამიანში)
- თავის ტკივილი;
- ძილიანობა;
- ცუდად ყოფლის შეგრძნება (გულისრევა);
- თავბრუსხვევის შეგრძნება
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში)
- დაღლილობა/ძილის სურვილი
სხვა გვერდითი ეფექტები (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს, არის:
- ძილის გაძნელება (უძილობა);
- ძილის დარღვევა;
- კოშმარები;
- ნერვიულობა;
- აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა;
- დიარეა;
- გამონაყარი კანზე და ქავილი;
- ჭინჭრის ციება;
- მძიმე ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ვაზომოტორული სიწითლე, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის გაძნელება.
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: www.signalement-samte.gouv.fr
გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.
სიფრთხილის ზომები
ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები;
- თუ გაქვთ ან ოდესმე გქონდათ გულის დაავადება, რადგან ამ პრეპარატნა შეიძლება გამოიწვიოს აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა;
- თუ ასაკოვანი ხართ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აპკით დაფარული ტაბლეტი
თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატი, აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. ალუმინის ან მაგნიუმის შემცველმა პრეპარატებმა საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალოდ შეიძლება შეცვალოს ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მოქმედება აბსორბირებული მედიკამენტის ხარისხის შემცირებით. რეკომენდებულია ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღებასა და საჭმლის მონელების მკურნალობას შორის 2 საათიანი ინტერვალის დაცვა. თუ თქვენ იღებთ ფექსოფენადინ ბიოგარან®-ს ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან ერთად ან ლოპინავირის/რიტონავირის ერთჯერადი დოზით, ფექსოფენადინის დონემ შესაძლოა მოიმატოს სისხლში. შესაძლებელია გაიზარდოს გვერდითი მოვლენები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს.
არ მიიღოთ ფექსოფენადინ ბიოგარან® თუ ორსულად ხართ, გარდა საჭიროების შემთხვევისა.
ფექსოფენადინ ბიოგარან® რეკომენდირებული არ არის ლაქტაციის დროს.
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფექსოფენადინ ბიოგარან®-მა გავლენა მოახდინოს მანქანების ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა, უნდა შეამოწმოთ, რომ ამ ტაბლეტებმა არ გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა ავტომობილის ან სატრანსპორტო საშუალებებთან მუშაობის დაწყებამდე.
ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, შეიძლება ითქვას, რომ ის არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".
შემადგენლობა
- რა არის ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
ფარმაკოთერაპიული კლასი: სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები - ATC (ათქ) კოდი: R06AX26.
ფექსოფენადინ ბიოგარან® შეიცავს ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს, რომელიც არის ანტიჰისტამინური საშუალება.
ფექსოფენადინ ბიოგარან® მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში კანის ალერგიული რეაქციების, ხანგრძლივი (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების) სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ქავილი, შეშუპება და გამონაყარი.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის გამოყენებამდე?
არასოდეს მიიღოთ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი
თუ ალერგიული ხართ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში;
შენახვის პირობები
აპკით დაფარული ტაბლეტი?
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ ჩაყაროთა სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფექსოფენადინ ბიოგარან® (FEXOFÉNADINE BIOGARAN®) 180მგ
აპკით დაფარული ტაბლეტი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას:
შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
პრეპარატი პირადად თქვენთვისაა დანიშნული. ნუ მისცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
თუ გამოგივლინდებათ ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რას შეიცავს ეს ინსტრუქცია?
- რა არის ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის გამოყენებამდე?
- როგორ გამოიყენება ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი?
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
- როგორ შევინახოთ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი?
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
ფარმაკოთერაპიული კლასი: სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები - ATC (ათქ) კოდი: R06AX26.
ფექსოფენადინ ბიოგარან® შეიცავს ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს, რომელიც არის ანტიჰისტამინური საშუალება.
ფექსოფენადინ ბიოგარან® მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში კანის ალერგიული რეაქციების, ხანგრძლივი (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების) სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ქავილი, შეშუპება და გამონაყარი.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის გამოყენებამდე?
არასოდეს მიიღოთ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი
თუ ალერგიული ხართ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში;
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები;
- თუ გაქვთ ან ოდესმე გქონდათ გულის დაავადება, რადგან ამ პრეპარატნა შეიძლება გამოიწვიოს აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა;
- თუ ასაკოვანი ხართ.
სხვა პრეპარატები და ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი
თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატი, აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. ალუმინის ან მაგნიუმის შემცველმა პრეპარატებმა საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალოდ შეიძლება შეცვალოს ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მოქმედება აბსორბირებული მედიკამენტის ხარისხის შემცირებით. რეკომენდებულია ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღებასა და საჭმლის მონელების მკურნალობას შორის 2 საათიანი ინტერვალის დაცვა. თუ თქვენ იღებთ ფექსოფენადინ ბიოგარან®-ს ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან ერთად ან ლოპინავირის/რიტონავირის ერთჯერადი დოზით, ფექსოფენადინის დონემ შესაძლოა მოიმატოს სისხლში. შესაძლებელია გაიზარდოს გვერდითი მოვლენები.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს.
არ მიიღოთ ფექსოფენადინ ბიოგარან® თუ ორსულად ხართ, გარდა საჭიროების შემთხვევისა.
ფექსოფენადინ ბიოგარან® რეკომენდირებული არ არის ლაქტაციის დროს.
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფექსოფენადინ ბიოგარან®-მა გავლენა მოახდინოს მანქანების ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა, უნდა შეამოწმოთ, რომ ამ ტაბლეტებმა არ გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა ავტომობილის ან სატრანსპორტო საშუალებებთან მუშაობის დაწყებამდე.
ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, შეიძლება ითქვას, რომ ის არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".
- როგორ გამოიყენება ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი?
მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის:
პერორალური გამოყენების
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (180 მგ) დღეში. მიიღეთ ტაბლეტი ჭამის წინ წყალთან ერთად.
თუ მიიღეთ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი საჭირო დოზაზე მეტი
თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი, მიმართეთ ყოველთვის ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. მოზრდილებში დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: თავბრუსხვევის, ძილიანობის, დაღლილობის შეგრძნება და პირის სიმშრალე.
თუ დაგავიწყდათ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის მიღება
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
თუ შეწყვეტთ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის მიღებას
თუ გსურთ შეწყვიტოთ ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
თუ შეწყვეტთ ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღებას დროზე ადრე, შესაძლებელია სიმპტომები კვლავ განახლდეს.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და შეწყვიტეთ ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღება თუ გამოგივლინდათ:
- სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება, რადგან ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები.
გავრცელებული გვერდითი მოვლენები (გამოვლენილია 10-დან 1 ადამიანში)
- თავის ტკივილი;
- ძილიანობა;
- ცუდად ყოფლის შეგრძნება (გულისრევა);
- თავბრუსხვევის შეგრძნება
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში)
- დაღლილობა/ძილის სურვილი
სხვა გვერდითი ეფექტები (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს, არის:
- ძილის გაძნელება (უძილობა);
- ძილის დარღვევა;
- კოშმარები;
- ნერვიულობა;
- აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა;
- დიარეა;
- გამონაყარი კანზე და ქავილი;
- ჭინჭრის ციება;
- მძიმე ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ვაზომოტორული სიწითლე, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის გაძნელება.
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: www.signalement-samte.gouv.fr
გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.
- როგორ შევინახოთ ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი?
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ ჩაყაროთა სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
რას შეიცავს ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი
- აქტიური ნივთიერებაა:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი --------------------------- 180მგ.
ფექსოფენადინის შესაბამისი ----------------------------------- 168მგ.
ერთი აპკით დაფარული ტაბლეტისთვის
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
აპკი: ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 4000, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).
რა არის ფექსოფენადინ ბიოგარან® 180მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი და გარე შეფუთვის შემადგენლობა:
პრეპარატი წარმოდგენილია აპკით დაფარული მოგრძო, ყვითელი ფერის ტაბლეტის ფორმით, ცალ მხარეს ზოლით.
ყუთი 15 აპკით დაფარული ტაბლეტით.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი/მწარმოებელი
ბიოგარანის ლაბორატორია
შარლ დე გოლის ბულვარი 15
92707 კოლომბი სედექსი
მწარმოებელი
Chanelle Médicale (შანელ მედიკალი)
ლოხრეი
Co. Galway
ირლანდია
პრეპარატის გადასინჯვის ბოლო თარიღია 2022 წლის აგვისტო
დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.
ბიოგარანი
კოდი: PB/Drugs/1802-OSP
LD7953
ხელმოწერილია, აქვს ბეჭედი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



