ფარმორუბიცინი სწრაფად ხსნადი
FARMORUBICIN® RAPID DISSOLUTION
დადგენილია, რომ ფარმორუბიცინს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების უნარი ნეოპლასტიკური დაავადებების ფართო სპექტრის დროს, სარძევე ჯირკვლის კარცინომის, ავთვისებიანი ლიმფომების, რბილი ქსოვილების სარკომების, კუჭის კარცინომის, ღვიძლის კარცინომის, კუჭქვეშა ჯირკვლის კარცინომის, სიგმოიდური და სწორი ნაწლავის კარცინომის, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ეპირუბიცინი (epirubicin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ., ი.ა. საინექციო და შარდის ბუშტში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Latina Pharma S.P.A, იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ანთრაციკლინები და მონათესავე სუბსტანციები
- ATC კოდი
- L01DB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043139
- რეგისტრირებულია
- 17 აპრილი 2025, მოქმედებს 25 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
- განმცხადებელი
- Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფარმორუბიცინი სწრაფად ხსნადი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დადგენილია, რომ ფარმორუბიცინს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების უნარი ნეოპლასტიკური დაავადებების ფართო სპექტრის დროს, სარძევე ჯირკვლის კარცინომის, ავთვისებიანი ლიმფომების, რბილი ქსოვილების სარკომების, კუჭის კარცინომის, ღვიძლის კარცინომის, კუჭქვეშა ჯირკვლის კარცინომის, სიგმოიდური და სწორი ნაწლავის კარცინომის, სახისა და კისრის მიდამოს კარცინომის, ფილტვების კარცინომის, საკვერცხეების კარცინომისა და ლეიკოზის ჩათვლით.
ინტრავეზიკულური შეყვანისას ფარმორუბიცინი ნაჩვენებია შარდის ბუშტის ზედაპირული კარცინომების (გარდამავალ-უჯრედული კარცინომა, კარცინომა in situ) სამკურნალოდ და სიმსივნის რეციდივის პროფილაქტიკისათვის ტრანსურეთრული რეზექციის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
ინტრავენური შეყვანა
ინექციის სქემა სტანდარტული დოზების გამოყენებისას
ფარმორუბიცინის გამოყენებისას მონოთერაპიაში ანტიბლასტური საშუალების სახით მოზრდილებისათვის მისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 60-90 მგ/სხეულის ზედაპირის ფართობის მ2, რომელიც შეიყვანება ინტრავენური ინექციის გზით 5-10 წუთის განმავლობაში 21 დღიანი ინტერვალით პერიფერიული სისხლისა და ძვლის ტვინის მდგომარეობის გათვალისწინებით.
შეყვანის სქემა მაღალი დოზების გამოყენებისას
ფილტვის კარცინომა
ფილტვის კარცინომის სამკურნალოდ მაღალი დოზებით მონოთერაპიის დროს ფარმორუბიცინის შეყვანის რეჟიმი უნდა იყოს შემდეგი:
ფილტვის წვრილუჯრედული კიბო პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ უტარდებოდათ მკურნალობა: 120 მგ/მ2 პირველი კვირის პირველ დღეს, ყოველ სამ კვირაში.
ფილტვის არაწვრილუჯრედული კიბო (ეპიდერმოიდული კიბო, ბრტყელუჯრედული კიბო და ადენოკარცინომა) პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ უტარდებოდათ მკურნალობა: 135 მგ/მ2 1 კვირის პირველ დღეს ან 45 მგ/მ2 1, 2 და 3 კვირის პირველ დღეებში, ყოველ 3 კვირაში.
სარძევე ჯირკვლის კარცინომა
დადგენილია, რომ 135 მგ-მდე/მ2 დოზები მონოთერაპიის სახით გამოყენებისას და 120 მგ-მდე/მ2 დოზები კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში გამოყენებისას 3-4 კვირაში ერთხელ შეყვანისას ეფექტიანია და კარგად გადაიტანება სარძევე ჯირკვლის კარცინომის მქონე პაციენტებში.
ადრეულ სტადიებზე სარძევე ჯირკვლის კარცინომის ადიუვანტური თერაპიის დროს რეკომენდებული დოზები მერყეობს 100 მგ-დან/მ2 120 მგ-მდე/მ2 3-4 კვირაში ერთხელ.
პრეპარატის შეყვანა ხდება ინტრავენური ბოლუსური ინექციით 5-10 წუთის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიით მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
უფრო დაბალი დოზები (60-75 მგ/მ2 ან 105-120 მგ/მ2 მაღალი დოზების გამოყენებისას შეყვანის სქემებში) რეკომენდებულია პაციენტებში ძვლის ტვინის უჯრედების შემცირებული რეზერვით წარსულში ქიმიოთერაპიის და/ან სხივური თერაპიის, ხანდაზმული ასაკის ან ძვლის ტვინის სიმსივნური ინფილტრაციის შედეგად. ჯამური დოზა თერაპიის ციკლზე შეიძლება განაწილდეს 2-3 თანმიმდევრულ დღეზე.
სხვა ანტისიმსივნურ საშუალებებთან ერთად კომბინირებული თერაპიის დროს დოზები შესაბამისად უნდა შემცირდეს.
ვინაიდან პრეპარატ ფარმორუბიცინის ელიმინაციის ძირითადი გზას წარმოადგენს გამოყოფა ჰეპატობილიარულ სისტემის საშუალებით, რეკომენდებულია მისი დოზის შემცირება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით პრეპარატის ზოგადი ტოქსიკურობის გაძლიერების თავიდან აცილების მიზნით.
მთლიანობაში, როდესაც ბილირუბინის დონე შეადგენს 1,4 – 3 მგ/100მლ, ხოლო ბრომსულფოფტალეინის შეკავება შეადგენს 9-15%-ს, რეკომენდებულია პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის ნახევარის შეყვანა.
თუ ბილირუბინის და ბრომსულფოფტალეინის შეფერხების დონე აღემატება ზემოთ აღნიშნულს, რეკომენდებულია პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის მეოთხედის შეყვანა.
თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევა არ წარმოადგენს სათანადო საფუძველს რეკომენდებული დოზების შეცვლისთვის თირკმელების მიერ პრეპარატ ფარმორუბიცინის გამოყოფის დაბალი დონის გამო.
ინტრავეზიკულური შეყვანა
შარდის ბუშტის გარდამავალ-უჯრედული პაპილარული კარცინომის სამკურნალოდ რეკომენდებულია პრეპარატის შეყვანა ინტრავეზიკულურად კვირაში ერთხელ დოზით 50 მგ 8 კვირის განმავლობაში; ადგილობრივი ტოქსიკურობის განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის ერთჯერადი დოზის შემცირება 30 მგ-მდე. კარცინომა in situ -ს სამკურნალოდ პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ-მდე, პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით.
ზედაპირული სიმსივნეების ტრანსურეთრული რეზექციის შემდგომი რეციდივების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ყოველკვირეული ინსტილაცია 50 მგ დოზით, რომელიც უნდა განმეორდეს 4 კვირის განმავლობაში, რის შემდეგადაც იმავე დოზის ინსტილაცია თვეში ერთხელ უნდა გაგრძელდეს 1 სრულ წლამდე.
გამოყენების წესი
ფარმორუბიცინი არ არის აქტიური პერორალური მიღების დროს, მისი შეყვანა არ უნდა მოხდეს კუნთში ან ინტრათეკალურად.
ინტრავენური შეყვანა
ინტრავენური შეყვანისას, პრეპარატის შეყვანა ხდება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით შევსებული ინტრავენური საინფუზიო სისტემის საშუალებით 5-10 წუთის განმავლობაში, იმის შემოწმების შემდეგ, რომ ნემსი სწორად არის შეყვანილი ვენაში. ასეთი მეთოდიკა ამცირებს პერივენური ექსტრავაზაციის რისკს და უზრუნველყოფს ვენის სრულ გამორეცხვას შეყვანის ბოლოს.
თუ ფარმორუბიცინი გამოიყოფა ვენიდან შეყვანის დროს, მან შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება და მათი ნეკროზიც კი.
წვრილ სისხლძარღვებში ან ერთი და იმავე ვენაში განმეორებითი ინექციების შედეგად შეიძლება განვითარდეს ფლებოსკლეროზი.
ინტრავეზიკულური შეყვანა
პრეპარატ ფარმორუბიცინის ხსნარი, რომლის ინსტილაცია ხდება კათეტერით, უნდა დარჩეს შარდის ბუშტში 1 საათის განმავლობაში, რის შემდეგადაც პაციენტმა უნდა დაცალოს შარდის ბუშტი. ინსტილაციის დროს რეკომენდებულია პაციენტის მენჯის გადახრა/ტრიალი, შარდის ბუშტის კედლებთან ხსნარის უფრო სრული კონტაქტის უზრუნველყოფის მიზნით.
ხსნარის მომზადება
ინტრავენური შეყვანა: ფარმორუბიცინი სრულად იხსნება წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. თუმცა, უპირატესობა მაინც უკანასკნელს ენიჭება, ვინაიდან მასთან კომბინაციაში მიიღება იზოტონური ხსნარი, რომელიც პაციენტისათვის უკეთესი ამტანობით ხასიათდება.
ფლაკონები ლიოფილიზებული ხსნარით
დასამატებელი გამხსნელის რაოდენობა
საბოლოო კონცენტრაცია
10 მგ
5 მლ
2 მგ/მლ
50 მგ
25 მლ
2 მგ/მლ
ინტრავეზიკულური შეყვანა: ფარმორუბიცინის შერჩეული დოზა ყოველთვის იხსნება 50 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან სტერილურ გამოხდილ წყალში. გამხსნელის დამატების შემდეგ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს პრეპარატის სრულ გახსნამდე.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ეპირუბიცინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების, და ასევე სხვა ანტრაციკლინებისა და ანტრაცენდიონების მიმართ; ძუძუთი კვების პერიოდი.
ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია მდგრადი მიელოსუპრესიის, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების, მიოკარდიოპათიის, ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, მძიმე არითმიების, ეპირუბიცინის და/ან სხვა ანტრაციკლინების და ანტრაცენდიონების ზღვრული ჯამური დოზებით წინა მკურნალობის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“), პაციენტებში მწვავე სისტემური ინფექციებით, არასტაბილური სტენოკარდიით.
შარდის ბუშტში ინექცია უკუნაჩვენებია საშარდე გზების ინფექციების, შარდის ბუშტის ანთების, ჰემატურიის, შარდის ბუშტის კედელში პენეტრაციით მიმდინარე ინვაზიური სიმსივნეების, კათეტერიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის შეყვანა შეიძლება მხოლოდ კვალიფიციური ექიმების კონტროლის ქვეშ, რომლებსაც აქვთ ციტოტოქსიკური თერაპიის გამოცდილება.
ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს წინა ციტოტოქსიკური თერაპიის შემდეგ არ უნდა ჰქონდეს მწვავე ტოქსიკურობის ნიშნები და სიმპტომები (როგორიცაა სტომატიტი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია და გენერალიზებული ინფექციები).
მიუხედავად იმისა, რომ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის მაღალი დოზებით მკურნალობა (მაგალითად ≥90 მგ/მ2 3-4 კვირაში ერთხელ) იწვევს არასასურველ მოვლენებს, რომლებიც, როგორც წესი, ანალოგიურია მოვლენებისა, რომლებიც აღინიშნება პრეპარატის სტანდარტული დოზების გამოყენებისას (<90 მგ/მ2 3-4 კვირაში ერთხელ), ნეიტროპენიისა და სტომატიტი/მუკოზიტის სიმძიმის ხარისხი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის მაღალი დოზებით მკურნალობა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატული მიელოსუპრესიის შედეგად განვითარებული შესაძლო კლინიკური გართულებების მიმართ.
გულის ფუნქცია. კარდიოტოქსიკურობა არის ანტრაციკლინებით თერაპიასთან დაკავშირებული რისკი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც ადრეული (ანუ მწვავე) ან გვიანი (ანუ დაგვიანებული) მოვლენები.
ადრეული (ანუ მწვავე) მოვლენები. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ადრეული კარდიოტოქსიკურობა ვლინდება უპირატესად სინუსური ტაქიკარდიის და/ან ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) შედეგების ნორმიდან გადაცდომის სახით, როგორიცაა ST-T კომპლექსის არასპეციფიკური ცვლილებები. ასევე, რეგისტრირებულია ტაქიარითმიის შემთხვევები, მათ შორის ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვები, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და ბრადიკარდია, ასევე ატრიოვენტრიკულური ბლოკადისა და ჰისის კონის ფეხების ბლოკადის შემთხვევები. ეს ეფექტები, როგორც წესი, არ არის პროგნოზული გვიანი კარდიოტოქსიკურობის შემდგომი განვითარების მიმართ, იშვიათად არის კლინიკურად მნიშვნელოვანი და, როგორც წესი, არ განიხილება ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდით თერაპიის შეწყვეტის მიზეზად.
გვიანი (ან გადავადებული) მოვლენები. გვიანი კარდიოტოქსიკურობა, როგორც წესი, ვითარდება ეპირუბიცინით თერაპიის ბოლო კურსების დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 თვის განმავლობაში, თუმცა, ასევე რეგისტრირებულია უფრო გვიანი შემთხვევებიც (მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ). გვიანი კარდიომიოპათია ვლინდება მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირებით და/ან გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნებითა და სიმპტომებით, როგორიცაა ქოშინი, ფილტვების შეშუპება, ჰიპოსტაზური შეშუპება, კარდიომეგალია და ჰეპატომეგალია, ოლიგოურია, ასციტი, ექსუდაციური პლევრიტი და გალოპის რიტმი.
სიცოცხლისათვის საშიში გულის შეგუბებითი უკმარისობა წარმოადგენს კარდიომიოპათიის ყველაზე მძიმე ფორმას, რომელიც გამოწვეულია ანტრაციკლინებით, და არის ამ სამკურნალო პრეპარატის ტოქსიკურობის კუმულაციური შემზღუდველი დოზა.
გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის >900 მგ/მ2 საერთო კუმულაციური დოზის გადაჭარბების დროს; ამ კუმულაციური დოზის გადაჭარბება შეიძლება მხოლოდ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
გულის ფუნქციის მძიმე დარღვევის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, საჭიროა მისი შეფასება ეპირუბიცინით მკურნალობის ჩატარების წინ და მისი მონიტორინგი მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.
რისკის შემცირება შესაძლებელია მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის რეგულარული მონიტორინგით მკურნალობის კურსის მსვლელობისას ეპირუბიცინით თერაპიის დაუყოვნებელი შეწყვეტით ფუნქციის დარღვევის პირველი ნიშნების გამოვლენისას. გულის ფუნქციის (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შეფასება) განმეორებითი შეფასების შესაბამის რაოდენობრივ მეთოდებს წარმოადგენს რადიოიზოტოპური ვენტრიკულოგრაფია (MUGA, multi-gated radionuclide angiography) ან ელექტროკარდიოგრაფია (ექოკარდიოგრაფია). რეკომენდებულია გულის ფუნქციის შეფასება საწყის მდგომარეობაში ეკგ, MUGA ან ექოკარდიოგრაფიის ჩატარებით, განსაკუთრებით პაციენტებისათვის მომატებული კარდიოტოქსიკურობის რისკ ფაქტორებით. საჭიროა მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის განმეორებითი განსაზღვრა MUGA ან ექოკარდიოგრაფიის საშუალებით, განსაკუთრებით ანტრაციკლინის უფრო მაღალი კუმულაციური დოზების დროს. შემდგომი დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში გამოიყენება შეფასების ერთნაირი მეთოდი.
კარდიომიოპათიის რისკის გათვალისწინებით, ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ჯამური დოზის 900 მგ/მ2 გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
კარდიოტოქსიკურობის რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება აქტიური გულ-სისხლძარღვოვანი დაავადება და ფარული ფორმის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადება, გულ-მკერდის/პერიკარდიული მიდამოს წინა ან თანმხლები სხივური თერაპია, სხვა ანტრაციკლინებით ან ანტრაცენდიონებით წინა მკურნალობა, და ასევე იმ პრეპარატების თანმხლები გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ გულის შეკუმშვების შემცირება, ან კარდიოტოქსიკური პრეპარატების (მაგ. ტრასტუზუმაბი) (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“) თანმხლები გამოყენება, და ასევე ხანდაზმულობა.
პაციენტებში, რომლებიც ტრასტუზუმაბს იღებდნენ მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში ანტრაციკლინებთან, როგორიცაა ეპირუბიცინი, რეგისტრირებულია ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის (NYHA, New York Heart Association) კლასიფიკაციით II-IV კლასის გულის უკმარისობის შემთხვევები. ის შეიძლება იყოს ზომიერი ან მძიმე ხარისხის შესაძლო ლეტალური გამოსავალით.
ტრასტუზუმაბის და ანტრაციკლინების, მაგალითად ეპირუბიცინის, კომბინირება არ შეიძლება, გარდა კლინიკურ კვლევებში გამოყენებისას, როდესაც ხორციელდება პაციენტის გულის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი. პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ანტრაციკლინებს, ტრასტუზუმაბით თერაპიის დროს ასევე არსებობს კარდიოტოქსიკურობის რისკი, თუმცა ეს რისკი უფრო დაბალია, ვიდრე ტრასტუზუმაბისა და ანტრაციკლინების ერთად გამოყენების დროს.
ტრასტუზუმაბის ნახევარგამოყოფის რეგისტრირებული პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4-5 კვირას (28-38 დღეს), ამიტომ ეს ნივთიერება სისხლის მიმოქცევაში შეიძლება შენარჩუნდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 20-27 კვირამდე. პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ ანტრაციკლინებს (მაგალითად, ეპირუბიცინს), ტრასტუზუმაბით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ასევე არსებობს კარდიოტოქსიკურობის მომატებული პოტენციური რისკი. ექიმები უნდა მოერიდონ ანტრაციკლინური რიგის პრეპარატების დანიშვნას ტრასტუზუმაბის მიღების შეწყვეტიდან 27 კვირის განმავლობაში, თუ ეს შესაძლებელია. ანტრაციკლინების (მაგალითად, ეპირუბიცინის) გამოყენებისას აუცილებელია პაციენტის გულის ფუნქციის საგულდაგულო მონიტორინგი.
თუ ტრასტუზუმაბით თერაპიის მსვლელობისას, რომელიც ტარდება ეპირუბიცინით თერაპიის შემდეგ, გამოვლინდა გულის უკმარისობის სიმპტომები, მაშინ აუცილებელია მათი მოხსნა ამისთვის განკუთვნილი, სტანდარტული სამკურნალო საშუალებების გამოყენებით.
გულის ფუნქციის მონიტორინგი განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში, რომლებიც მაღალ ჯამურ დოზებს ღებულობენ. თუმცა, ეპირუბიცინის კარდიოტოქსიკურობა შეიძლება უფრო დაბალი დოზების შემთხვევაშიც განვითარდეს, გულის დაზიანების რისკ ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
ფიქსირდება კარდიოტოქსიკური მოვლენების განვითარების ცალკეული შემთხვევები ნაყოფში/ახალშობილში, ნაყოფის სიკვდილის ჩათვლით ეპირუბიცინით საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების შედეგად (იხ. პარაგრაფი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს“).
სავარაუდოდ, ეპირუბიცინისა და სხვა ანტრაციკლინების ან ანტრაცენდიონების ტოქსიკურობა არის ადიტიური.
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა. სხვა ციტოტოქსიკური საშუალებების მსგავსად, ეპირუბიცინმა შეიძლება გამოიწვიოს მიელოსუპრესია. სისხლის საერთო ანალიზი, ლეიკოციტური ფორმულის განსაზღვრის ჩათვლით, უნდა გაკეთედეს ეპირუბიცინით თერაპიის ყოველი ციკლის წინ და მის დროს. დოზაზე დამოკიდებული შექცევადი ლეიკოპენია და/ან გრანულოციტოპენია (ნეიტროპენია) წარმოადგენს ეპირუბიცინის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის ყველაზე მნიშვნელოვან გამოვლინებას და მწვავე ტოქსიკურობის ყველაზე ხშირ ნიშანს, რაც ზღუდავს ამ სამკურნალო პრეპარატის დოზას.
ლეიკოპენიას და ნეიტროპენიას, როგორც წესი, აქვს უფრო მძიმე ხასიათი პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობის სქემებში, რომლებიც მაქსიმალურ გამოხატულობას აღწევენ შემთხვევათა უმრავლესობაში სამკურნალო პრეპარატის გამოყენებიდან 10-14 დღის შემდეგ; ამ მოვლენებს ჩვეულებრივ აქვს გარდამავალი ხასიათი და უმრავლეს შემთხვევაში ლეიკოციტების/ნეიტროფილების რაოდენობა 21-ე დღისთვის უბრუნდება ნორმას.
ასევე, შესაძლებელია თრომოციტოპენიის და ანემიის განვითარება. მძიმე მიელოსუპრესიის კლინიკური გართულებები მოიცავს ტემპერატურის მომატებას, ინფექციებს, სეფსისს/სეპტიცემიას, სეპტიკურ შოკს, სისხლჩაქცევას, ქსოვილის ჰიპოქსიას ან სიკვდილს.
მეორადი ლეიკოზი. მეორადი ლეიკოზი, პრელეიკოზური ფაზით ან მის გარეშე, რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას ანტრაციკლინებით, მათ შორის ეპირუბიცინით. მეორადი ლეიკოზი აღინიშნება უფრო ხშირად, როდესაც ასეთი სამკურნალო პრეპარატები გამოიყენება კომბინაციაში სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რომლებიც აზიანებენ დნმ-ს, როდესაც პაციენტები იტარებდნენ წინასწარ ინტენსიურ მკურნალობას ციტოტოქსიკური პრეპარატებით ან როდესაც მომატებული იყო ანტრაციკლინების დოზები. ამ ლეიკოზებს შეიძლება ჰქონდეს ლატენტური პერიოდი 1-დან 3 წლამდე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდს გააჩნია ემეტოგენური მოქმედება. მუკოზიტი/სტომატიტი, როგორც წესი, ვითარდება პრეპარატის შეყვანის შემდეგ, და მძიმე შემთხვევებში შეიძლება პროგრესირებდეს რამდენიმე დღის განმავლობაში ლორწოვანი გარსის დაწყლულებამდე. პაციენტების უმრავლესობაში ეს არასასურველი მოვლენა ალაგდება თერაპიის მესამე კვირისათვის.
ღვიძლის ფუნქცია. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ელიმინაციის ძირითადი გზა არის ჰეპატობილიარული სისტემიდან გამოყოფა. საერთო ბილირუბინისა და ასტ-ს დონეები სისხლის შრატში უნდა განისაზღვროს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს. პაციენტებში ბილირუბინისა თუ ასტ-ის მომატებული დონეებით შესაძლებელია პრეპარატის კლირენსის შენელება და საერთო ტოქსიკურობის გაზრდა. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზები (იხ. პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“ და „ფარმაკოკინეტიკა“). პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით არ შეიძლება ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდით თერაპიის ჩატარება (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენებები“).
თირკმელების ფუნქცია: თერაპიამდე და თერაპიის დროს პაციენტებში საჭიროა სისხლის შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრა. პაციენტებში კრეატინინის დონით >5 მგ/დლ საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია (იხ. პარაგრაფი „გამოყენების წესი და დოზები“).
მოვლენები ინექციის ადგილზე. მცირე ზომის სისხლძარღვში ინექციის ან ერთიდაიმავე ვენაში მრავალჯერადი ინექციების შედეგად შეიძლება განვითარდეს ფლებოსკლეროზი. პრეპარატის შეყვანის რეკომენდებული პროცედურების დაცვით შეიძლება ინექციის ადგილას ფლებიტის/თრომბოფლებიტის რისკის შემცირება (იხ. პარაგრაფი „გამოყენების წესი და დოზები“).
ექსტრავაზაცია. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ექსტრავაზაციამ ინტრავენური შეყვანის დროს შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ტკივილი, ქსოვილების მძიმე დაზიანება (ბუშტუკების წარმოქმნა, მძიმე პანიკულიტი) და ნეკროზი. იმ შემთხვევაში, თუ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინტრავენური შეყვანის დროს გამოვლინდა ექსტრავაზაციის ნიშნები ან სიმპტომები, სამკურნალო პრეპარატის ინფუზია სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ანტრაციკლინების ექსტრავაზაციის სახით არასასურველი ეფექტის პრევენცია ან შემცირება შეიძლება სპეციფიკური მკურნალობის სასწრაფოდ დაწყებით, მაგალითად დექსრაზოქსანის გამოყენებით (იხ. შესაბამისი პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციები). პაციენტში ტკივილის მოხსნა შეიძლება ინექციის ადგილის გაგრილებით და დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებით ჰიალურონის მჟავას და დიმეთილ სულფოქსიდის გამოყენებით. ამის შემდეგ საჭიროა პაციენტზე საგულდაგულო დაკვირვება, ვინაიდან ექსტრავაზაციის შემდეგ რამდენიმე კვირაში შესაძლებელია ნეკროზის განვითარება. საჭიროა პლასტიკურ ქირურგთან კონსულტაცია შედეგების ქირურგიული მოცილების შესაძლებლობაზე.
სხვა. სხვა ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენების მსგავსად, ეპირუბიცინის გამოყენებისას ზოგჯერ რეგისტრირებულია თრომბოფლებიტისა და თრომბოემბოლური მოვლენების შემთხვევები, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ჩათვლით (ზოგ შემთხვევაში ლეტალური შედეგით).
სიმსივნის ლიზისის სინდრომი. ეპირუბიცინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია პურინების გამოხატული კატაბოლიზმის მიზეზით, რომელსაც თან ახლავს სიმსივნური უჯრედების სწრაფი ლიზისი (სიმსივნის დაშლის სინდრომი), გამოწვეული სამკურნალო პრეპარატით. მკურნალობის დაწყების შემდეგ საჭიროა სისხლში შარდმჟავას, კალიუმის, კალციუმის ფოსფატისა და კრეატინინის დონეების შეფასება. სითხის დანაკარგის შევსებამ, შარდის გატუტიანებამ და ალოპურინოლით პროფილაქტიკამ ჰიპერურიკემიის პრევენციისათვის შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს სიმსივნის დაშლის სინდრომის შესაძლო გართულებები.
იმუნოდეპრესიული ეფექტი/მომატებული მგრძნობელობა ინფექციური დაავადებების მიმართ. ცოცხალი ან ცოცხალი დასუსტებული ვაქცინების შეყვანამ ქიმიოთერაპიული პრეპარატების, მათ შორის ეპირუბიცინის, ზემოქმედების შედეგად შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ლეტალური ინფექციების განვითარება (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). დაუშვებელია ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაცია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდით. პაციენტებში შეიძლება მკვდარი ან ინაქტივირებული ვაქცინების შეყვანა, თუმცა პასუხი ასეთ ვაქცინებზე შეიძლება იყოს შესუსტებული.
რეპროდუქციული სისტემა. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი შეიძლება იყოს გენოტოქსიკურობის წყარო. მამაკაცებმა და ქალებმა ეპირუბიცინით მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან გარკვეული დროის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი საშუალებები (იხ. პარაგრაფი „გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში“). პაციენტებისათვის, რომლებიც გეგმავენ ბავშვების ყოლას თერაპიის დასრულების შემდეგ, რეკომენდებულია საჭიროების შემთხვევაში და შეძლებისდაგვარად მიმართონ გენეტიკოსს კონსულტაციისათვის.
ინტრავეზიკულური შეყვანა. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური ცისტიტის სიმპტომები (მაგ. დიზურია, პოლიურია, ნიქტურია, სტრანგურია, ჰემატურია, უსიამოვნო შეგრძნებები შარდის ბუშტში, შარდის ბუშტის კედლების ნეკროზი) და შარდის ბუშტის სპაზმი. განსაკუთრებით საყურადღებოა პრობლემები კათეტერიზაციის დროს (მაგალითად, ურეთრის დახშობა ბუშტში არსებული მასიური სიმსივნეების გამო).
ფარმორუბიცინი, ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს. მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, შენელებული ტიპის), და გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.
ფარმორუბიცინი 10 მგ და 50 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. ეს სამკურნალო საშუალება შეიძლება დამატებით მომზადდეს შესაყვანად ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ნატრიუმს (იხ. პარაგრაფი „გამოყენების წესი და დოზები“), რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტისთვის ყველა წყაროდან შესაყვანი ნატრიუმის მთლიან რაოდენობასთან მიმართებაში.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები პრეპარატის უტილიზაციის დროს და სხვა მითითებანი გამოყენებასთან დაკავშირებით
იხ. პარაგრაფი 4.2.
სიფრთხილის შემდეგი ზომების დაცვა რეკომენდებულია სიმსივნის საწინააღმდეგო ყველა პრეპარატის გამოყენებისას:
პერსონალმა უნდა შეისწავლოს პრეპარატთან მუშაობის სწორი ტექნიკა;
ორსული მედპერსონალი არ დაიშვება პრეპარატთან სამუშაოდ;
პრეპარატთან მუშაობის დროს პერსონალმა უნდა გამოიყენოს დამცავი ტანსაცმელი: დამცავი სათვალე, მოსასხამი, ნიღაბი და ერთჯერადი ხელთათმანი;
სამუშაო ზონა მორგებული უნდა იყოს პრეპარატის განზავებისათვის (სასურველია ჰაერის ლამინარული ნაკადის სისტემით); სამუშაო ზედაპირი დაცული უნდა იყოს შთანმთქმელი პლასტმასის ქაღალდით;
ყველა საშუალება, რომელიც გამოიყენება პრეპარატის შეყვანის დროს ან დასუფთავების დროს, ხელთათმანების ჩათვლით, უნდა შეგროვდეს მაღალი რისკის ერთჯერადი ნარჩენების პაკეტებში შემდგომი დაწვისთვის მაღალ ტემპერატურაზე;
პრეპარატის კანზე ან თვალებში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში, კანის დაზიანებული ადგილი დაუყოვნებლივ უნდა დაიბანოთ საპნით და დიდი რაოდენობის წყლით, ხოლო თვალები დაიბანოთ ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით; დაზიანებული ადგილები ყურადღებით უნდა შემოწმდეს სპეციალისტის მიერ;
პრეპარატით საგნების შემთხვევით დაბინძურების შემთხვევაში ისინი უნდა მოათავსოთ ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 1%-იან ხსნარში და შემდეგ გადაავლოთ დიდი რაოდენობის წყალი;
დასუფთავებისთვის გამოყენებული ნებისმიერი მასალა უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი.
გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ასევე შეიძლება კომბინაციაში სხვა ქიმიოთერაპიულ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. შესაძლებელია ადიტიური ტოქსიკურობის განვითარება, განსაკუთრებით ძვლის ტვინის/სისხლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ეპირუბიცინის გამოყენებისას სხვა პოტენციურად კარდიოტოქსიკურ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან, და ასევე სხვა ქიმიოთერაპიულ გულ-სისხლძარღვოვან პრეპარატებთან, ასევე მისი გამოყენებისას გულზე მოქმედ სხვა ნივთიერებებთან (მაგ. კალციუმის არხების ბლოკერებთან) ერთად, თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში საჭიროა გულის ფუნქციის მონიტორინგი.
ეპირუბიცინი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. თანმხლები თერაპიით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის ცვლილებებმა შეიძლება გავლენა იქონის ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმზე, ფარმაკოკინეტიკაზე, თერაპიულ ეფექტიანობასა და/ან ტოქსიკურობაზე.
ანტრაციკლინების, მათ შორის ეპირუბიცინის, გამოყენება სხვა კარდიოტოქსიკურ პრეპარატებთან კომბინაციაში არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება პაციენტის გულის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტრაციკლინებს სხვა კარდიოტოქსიკური პრეპარატებით, განსაკუთრებით, ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის მქონე პრეპარატებით, როგორიცაა ტრასტუზუმაბი, თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ასევე შესაძლებელია კარიოტოქსიკურობის განვითარების მომატებული რისკი. ტრასტუზუმაბის ნახევარგამოყოფის რეგისტრირებული პერიოდი შეადგენს დაახლოებით 28-38 დღეს, ხოლო პრეპარატი სისხლის მიმოქცევაში შეიძლება შენარჩუნდეს 27 კვირამდე. ამასთან დაკავშირებით ექიმებმა თავი უნდა შეიკავონ ანტრაციკლინური რიგის პრეპარატების დანიშვნისგან ტრასტუზუმაბის გამოყენების შეწყვეტიდან 27 კვირამდე პერიოდის განმავლობაში, თუკი ეს შესაძლებელია. თუ, ანტრაციკლინები გამოიყენება აღნიშნული ვადის გასვლამდე, აუცილებელია გულის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი.
თავი უნდა შეიკავოთ ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაციისგან პაციენტებში, რომლებიც ეპირუბიცინის ჰიდროლოქრიდს ღებულობენ. პაციენტებში შეიძლება მოკლული ან ინაქტივირებული ვაქცინების შეყვანა, თუმცა პასუხი ასეთ ვაქცინებზე შეიძლება იყოს შესუსტებული.
ციმეტიდინმა 50%-ით გაზარდა ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის AUC, ამიტომ ეს თერაპია უნდა შეწყდეს ეპირუბიცინის ჰიდროქლოდით მკურნალობის დროს.
ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე პაკლიტაქსელის შეყვანისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში უცვლელი ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდისა და მისი მეტაბოლიტების კონცენტრაციები, ამასთან აღნიშნილ მეტაბოლიტებს არ გააჩნია არც ტოქსიკურობა, არც აქტივობა. პაკლიტაქსელის ან დოცეტაქსელის გამოყენებისას ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდთან ერთად, ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა ტაქსანის გამოყენებამდე შეყვანისას.
ამ ნივთიერებების კომბინაციის გამოყენება შეიძლება მათი შეყვანისას გარკვეული ინტერვალებით. 2 საშუალების (ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი და პაკლიტაქსელი) ინფუზიებს შორის შუალედი სულ მცირე 24 საათის უნდა იყოს.
დექსვერაპამილს შეუძლია გავლენა მოახდინოს ეპირუბიცინის ჰიდრლოქლორიდის ფარმაკოკინეტიკაზე და გააძლიეროს მისი მიელოსუპრესიული მოქმედება.
ერთი კვლევით დადგინდა, რომ დოცეტაქსელს შეუძლია სისხლის პლაზმაში ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიტების კონცენტრაციის გაზრდა, მისი შეყვანისას ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის შემდეგ.
ქინინს შეუძლია დააჩქაროს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის პირველადი განაწილება სისხლიდან ქსოვილებში და გავლენა მოახდინოს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის შეღწევაზე ერითროციტებში.
α2b ინტერფერონის გამოყენებამ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდისა და საერთო კლირენსის შემცირება.
სისხლწარმოქმნის მნიშვნელოვანი დარღვევის შესაძლებლობა გასათვალისწინებელია ძვლის ტვინზე მოქმედი პრეპარატებით (მაგალითად, ციტოტოქსიკური ნივთიერებებით, სულფანილამიდებით, ქლორამფენიკოლით, დიფენილჰიდანტოინით, ამიდოპირინის დერივატით, ანტირეტროვირუსული საშუალებებით) (წინასწარი) მკურნალობისას.
მიელოსუპრესიის გაძლიერება შეიძლება აღინიშნებოდეს პაციენტებში, რომლებიც იტარებენ კომბინირებულ თერაპიას ანტრაციკლინითა და დექსრაზოქსანით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულებში ეპირუბიცინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ორსულობის დროს ფარმორუბიცინის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ქალის კლინიკური მდგომარეობა საჭიროებს ეპირუბიცინით მკურნალობას.
თავი უნდა შეიკავოთ ეპირუბიცინის გამოყენებისგან ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ადამიანში ჩატარებული კვლევების ხელმისაწვდომი მონაცემები არ ადასტურებს მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს ეპირუბიცინის გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული თანდაყოლილი მანკებისა და მუცლის მოშლის განვითარების რისკის არსებობას ან არარსებობას.
ფიქსირდება ცალკეული შეტყობინებები ნაყოფის და/ან ახალშობილის ტრანზიტორული პარკუჭოვანი ჰიპოკინეზიის განვითარების, გულის ფერმენტების აქტივობის ტრანზიტორული მატებისა და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილის შესახებ, სავარაუდოდ კარდიოტოქსიკურობის მიზეზით, გამოწვეული ანტრაციკლინებით ორსულობის მეორე და/ან მესამე ტრიმესტრის დროს ეპირუბიცინის საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების შედეგად (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“). საჭიროა ნაყოფის და/ან ახალშობილის მდგომარეობის კონტროლი კარდიოტოქსიკურობის განვითარების თვალსაზრისით და ანალიზის ჩატარება სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტების შესაბამისად.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეპირუბიცინი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი პრეპარატი, სხვა ანტრაციკლინების ჩათვლით, გამოიყოფა დედის რძეში, ახალშობილში სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების პოტენციური რისკის არსებობის გამო, მეძუძური ქალებისთვის რეკომენდებულია თავი შეიკავონ ძუძუთი კვებისგან ეპირუბიცინით მკურნალობის დროს და პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.
ფერტილობა
ეპირუბიცინმა შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცებში სპერმატოზოიდების ქრომოსომული დაზიანებება.
ფარმორუბიცინმა შეიძლება გამოიწვიოს ამენორეა ან ნაადრევი მენოპაუზა ქალებში პრემენოპაუზის პერიოდში.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ მამაკაცებსა და ქალებში შესაძლებელია რეპროდუქციული ფუნქციის შეუქცევადი დარღვევა. მამაკაცებმა და ქალებმა მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია სპეციალისტთან ფერტილობის შენარჩუნების საკითხზე.
შვილოსნობის ასაკის ქალები/კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში
შვილოსნობის ასაკის ქალებისთვის რეკომენდებულია მოერიდონ ორსულობას და გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები ეპირუბიცინით თერაპიის დროს და პრეპარატის ბოლო დოზის გამოყენებიდან სულ მცირე 6,5 თვის განმავლობაში.
მამაკაცებისათვის, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ეპირუბიცინით, რეკომენდებულია გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტიანი მეთოდები მკურნალობის დროს და პრეპარატის ბოლო დოზის გამოყენებიდან სულ მცირე 3,5 თვის განმავლობაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ფარმორუბიცინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან რთული ტექნიკის გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატ ფარმორუბიცინის თერაპიის ფონზე აღინიშნება და რეგისტრირებულია ქვემოთ აღწერილი არასასურველი მოვლენები, რომლებიც კლასიფიცირებულია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით შემდეგი წესით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1000; ≤1/100), იშვიათი (≥1/10 000; <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000) და სიხშირე უცნობია (შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
არასასურველი მოვლენები შეიძლება განუვითარდეს ნამკურნალები პაციენტების 10%-ზე მეტს. ყველაზე გავრცელებული არასასურველი მოვლენებია მიელოსუპრესია, გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ანორექსია, ალოპეცია და ინფექციები.
სისტემურ-ორგანული კლასი
ძალიან ხშირი (≥1/10)
ხშირი (≥1/100; <1/10)
არახშირი (≥1/1000; <1/100)
იშვიათი (≥1/10000; <1/1000)
ძალიან იშვიათი (< 1/10,000)
უცნობი (შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
ინფექციები და ინვაზიები
ინფექცია, კონიუქტივიტი
სეფსისი*, პნევმონია*
სეპტიკური შოკი, პანიკულიტი
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი, მწვავე მიელობლასტური ლეიკოზი
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
მიელოსუპრესია (ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია და ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, ფებრილური ნეიტროპენია)
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა§, ანაფილაქსიური რეაქცია*
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
დაქვეითებული მადა, გაუწყლოება*
ჰიპერურიკემია*
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
წვის შეგრძნება§
თავბრუსხვევა
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
კერატიტი
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
გულის შეგუბებითი უკმარისობა˄, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ჰისის კონის ფეხების ბლოკადა
კარდიოტოქსიკურობა1
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
წამოხურება, ფლებიტი*
სისხლდენა*, წამოხურება*
ემბოლია*, არტერიული ემბოლია*, თრომბოფლებიტი*
შოკი*
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია*
ჰიპოქსიაω
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, ლორწოვანინ გარსის ანთება, დიარეა
ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში*, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზია*, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული*
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან
დისკომფორტი მუცლის ღრუში, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზია, პირის ღრუს წყლულები, ტკივილი პირში, წვის შეგრძნება ლორწოვან გარსებზე, სისხლდენა პირში, ლოყის ეპითელიუმის პიგმენტაცია*
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
ალოპეცია, ტოქსიკური მოქმედება კანზე
გამონაყარი/ ქავილი, ფრჩხილების პიგმენტაცია*, კანის ცვლილებები, კანის ჰიპერპიგმენტაცია*
ჭინჭრის ციება* ერითემა*
ფოტომგრძნობელობა*
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
ქრომატურია*†
პოლაკიურია§
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ამენორეა
აზოოსპერმია
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე
ზოგადად შეუძლოდ ყოფნა*, პირექსია*
ერითემა ინფუზიის ადგილზე, შემცივნება*
ასთენია
ფლებოსკლეროზი, ტკივილი, რბილი ქსოვილების ნეკროზიԑ
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
ტრანსამინაზების დონის ნორმიდან გადახრა
გულის წუთმოცულობის ფრაქციის შემცირება
ტრავმები, ინტოქსიკაცია და პროცედურის გართულებები
ქიმიური ცისტიტი*§
ადგილობრივი ანთებითი რეაქცია წინათ დასხივებულ უბანში*Δ
- პოსტრეგისტრაციის პერიოდში რეგისტრირებული არასასურველი მოვლენები.
ω გამოწვეულია მიელოსუპრესიით.
˄ (ქოშინი, შეშუპება, ჰეპატომეგალია, ასციტი, ფილტვების შეშუპება, პლევრული გამონაჟონი, გახშირებული გულისცემა).
ǁ მაგალითად, ცვლილებები ეკგ-ზე, არითმია, კარდიომიოპათია.
† წითელი ფერის შარდი პრეპარატის შეყვანიდან 1-2 დღის განმავლობაში.
ԑ შემთხვევითი პარავენური შეყვანის შემდეგ.
§ ინტრავენური შეყვანის შემდეგ (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).
Δ ადრე დასხივებული მიდამოს მომატებული მგრძნობელობა.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ეპირუბიცინის მწვავე ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მიელოსუპრესია (განსაკუთრებით ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია), ტოქსიკური მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ძირითადად მუკოზიტი), გამოიწვიოს მწვავე გართულებები გულის მხრივ. ანტრაციკლინებით თერაპიის შემდეგ რამდენიმე თვის ან რამდენიმე წლის განმავლობაში აღინიშნებოდა გულის ლატენტური უკმარისობა. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის საგულდაგულო კონტროლი. გულის უკმარისობის ნიშნების განვითარების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა სტანდარტული რეკომენდაციების მიხედვით.
კლინიკური გამოვლინებებით მიმდინარე ჭარბი დოზირების მკურნალობა: ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის გამოდევნა ორგანიზმიდან არ ექვემდებარება ჰემოდიალიზს.
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდს - 10 მგ ან 50 მგ (შესაბამისად 9.36 მგ ან 46.8 მგ ეპირუბიცინის ეკვივალენტური);
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 2 მგ ან 10 მგ, უწყლო ლაქტოზა 50 მგ ან 250 მგ, შესაბამისად.
აღწერა
ლიოფილიზატი: ლიოფილიზებული ფხვნილი ან წითელი ფერის ფოროვანი მასა.
შენახვის პირობები
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი გამოიყენება აღდგენისთანავე. თუ არ ხდება მისი დაუყოვნებლივ გამოყენება, გამოყენების დროსა და გამოყენებამდე შენახვის პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, და როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღდგენა განხორციელდა კონტროლირებულ და შემოწმებულ ასეპტიკურ პირობებში.
აღდგენილი ხსნარი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 30°C+2°C-ზე/ჰაერის 75%+5% ფარდობითი ტენიანობის პირობებში და 48 საათის განმავლობაში მაცივარში (+5°C+3°C-ზე).
შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
ფარმორუბიცინი 10 მგ ლიოფილიზატი ინტრავასკულური და ინტრავეზიკულური ხსნარის მოსამზადებლად - 48 თვე
ფარმორუბიცინი 50 მგ ლიოფილიზატი ინტრავასკულური და ინტრავეზიკულური ხსნარის მოსამზადებლად - 48 თვე
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები. სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები. ანტრაციკლინები და მონათესავე პრეპარატები. ეპირუბიცინი.
ათქ კოდი: L01DB03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდმა გამოავლინა აქტივობა ექსპერიმენტული სიმსივნეების ფართო სპექტრის მიმართ, ლეიკოზების (LK 1210, P 388), სარკომების (SA 180, სოლიდური და ასციტური ფორმები), მელანომის (B 16), სარძევე ჯირკვლის კარცინომის, ფილტვის ლიუსის კარცინომის, მსხვილი ნაწლავის კარცინომის (38), და ასევე ადამიანში არსებული იმ სიმსივნეების მიმართ, რომლებიც გადაუნერგეს უთიმუსო თაგვებს (მელანომა, სარძევე ჯირკვლის, ფილტვების, წინამდებარე ჯირკვლისა და საკვერცხეების კარცინომა).
ფარმაკოკინეტიკა
ღვიძლის და თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის დონეები სისხლის პლაზმაში ინტრავენური შეყვანის შემდეგ დოზით 60-150 მგ/მ2 ხასიათდება ტრიექსპონენციური შემცირებით ძალიან სწრაფი პირველი ფაზითა და ნელი ტერმინალური ფაზით, ამასთან პრეპარატის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი დაახლოებით 40 საათს შეადგენს.
ეს დოზები უზრუნველყოფს ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ხაზოვნებას სისხლის პლაზმაში, როგორც კლირენსთან მიმართებაში, ასევე მეტაბოლურ პროფილთან მიმართებაში. ძირითადი მეტაბოლიტის (13-OH წარმოებულის) დონეები პლაზმაში მუდმივად უფრო დაბალი იყო და უცვლელი პრეპარატის დონეების თითქმის პარალელური. პრეპარატი ძირითადად ღვიძლით გამოიყოფა; სისხლის პლაზმიდან კლირენსის მომატებული მნიშვნელობები (0,9 ლ/წთ) უჩვენებენ ნელ ელიმინაციას ქსოვილებში მნიშვნელოვანი განაწილების გამო.
ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი არ კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ფარმორუბიცინი® სწრაფადხსნადი
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ფარმორუბიცინი® სწრაფადხსნადი
საერთაშორის არაპატენტირებული დასახელება: ეპირუბიცინი (epirubicin)
სამკურნალწამლო ფორმა: ლიოფილიზატი ინტრავასკულური და ინტრავეზიკულური ხსნარის მოსამზადებლად.
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდს - 10 მგ ან 50 მგ (შესაბამისად 9.36 მგ ან 46.8 მგ ეპირუბიცინის ეკვივალენტური);
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 2 მგ ან 10 მგ, უწყლო ლაქტოზა 50 მგ ან 250 მგ, შესაბამისად.
აღწერა
ლიოფილიზატი: ლიოფილიზებული ფხვნილი ან წითელი ფერის ფოროვანი მასა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები. სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები. ანტრაციკლინები და მონათესავე პრეპარატები. ეპირუბიცინი.
ათქ კოდი: L01DB03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდმა გამოავლინა აქტივობა ექსპერიმენტული სიმსივნეების ფართო სპექტრის მიმართ, ლეიკოზების (LK 1210, P 388), სარკომების (SA 180, სოლიდური და ასციტური ფორმები), მელანომის (B 16), სარძევე ჯირკვლის კარცინომის, ფილტვის ლიუსის კარცინომის, მსხვილი ნაწლავის კარცინომის (38), და ასევე ადამიანში არსებული იმ სიმსივნეების მიმართ, რომლებიც გადაუნერგეს უთიმუსო თაგვებს (მელანომა, სარძევე ჯირკვლის, ფილტვების, წინამდებარე ჯირკვლისა და საკვერცხეების კარცინომა).
ფარმაკოკინეტიკა
ღვიძლის და თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის დონეები სისხლის პლაზმაში ინტრავენური შეყვანის შემდეგ დოზით 60-150 მგ/მ2 ხასიათდება ტრიექსპონენციური შემცირებით ძალიან სწრაფი პირველი ფაზითა და ნელი ტერმინალური ფაზით, ამასთან პრეპარატის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი დაახლოებით 40 საათს შეადგენს.
ეს დოზები უზრუნველყოფს ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ხაზოვნებას სისხლის პლაზმაში, როგორც კლირენსთან მიმართებაში, ასევე მეტაბოლურ პროფილთან მიმართებაში. ძირითადი მეტაბოლიტის (13-OH წარმოებულის) დონეები პლაზმაში მუდმივად უფრო დაბალი იყო და უცვლელი პრეპარატის დონეების თითქმის პარალელური. პრეპარატი ძირითადად ღვიძლით გამოიყოფა; სისხლის პლაზმიდან კლირენსის მომატებული მნიშვნელობები (0,9 ლ/წთ) უჩვენებენ ნელ ელიმინაციას ქსოვილებში მნიშვნელოვანი განაწილების გამო.
ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი არ კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
გამოყენების ჩვენებები
დადგენილია, რომ ფარმორუბიცინს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების უნარი ნეოპლასტიკური დაავადებების ფართო სპექტრის დროს, სარძევე ჯირკვლის კარცინომის, ავთვისებიანი ლიმფომების, რბილი ქსოვილების სარკომების, კუჭის კარცინომის, ღვიძლის კარცინომის, კუჭქვეშა ჯირკვლის კარცინომის, სიგმოიდური და სწორი ნაწლავის კარცინომის, სახისა და კისრის მიდამოს კარცინომის, ფილტვების კარცინომის, საკვერცხეების კარცინომისა და ლეიკოზის ჩათვლით.
ინტრავეზიკულური შეყვანისას ფარმორუბიცინი ნაჩვენებია შარდის ბუშტის ზედაპირული კარცინომების (გარდამავალ-უჯრედული კარცინომა, კარცინომა in situ) სამკურნალოდ და სიმსივნის რეციდივის პროფილაქტიკისათვის ტრანსურეთრული რეზექციის შემდეგ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ეპირუბიცინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების, და ასევე სხვა ანტრაციკლინებისა და ანტრაცენდიონების მიმართ; ძუძუთი კვების პერიოდი.
ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია მდგრადი მიელოსუპრესიის, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების, მიოკარდიოპათიის, ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, მძიმე არითმიების, ეპირუბიცინის და/ან სხვა ანტრაციკლინების და ანტრაცენდიონების ზღვრული ჯამური დოზებით წინა მკურნალობის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“), პაციენტებში მწვავე სისტემური ინფექციებით, არასტაბილური სტენოკარდიით.
შარდის ბუშტში ინექცია უკუნაჩვენებია საშარდე გზების ინფექციების, შარდის ბუშტის ანთების, ჰემატურიის, შარდის ბუშტის კედელში პენეტრაციით მიმდინარე ინვაზიური სიმსივნეების, კათეტერიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
ორსულობა
ორსულებში ეპირუბიცინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ორსულობის დროს ფარმორუბიცინის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ქალის კლინიკური მდგომარეობა საჭიროებს ეპირუბიცინით მკურნალობას.
თავი უნდა შეიკავოთ ეპირუბიცინის გამოყენებისგან ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ადამიანში ჩატარებული კვლევების ხელმისაწვდომი მონაცემები არ ადასტურებს მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს ეპირუბიცინის გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული თანდაყოლილი მანკებისა და მუცლის მოშლის განვითარების რისკის არსებობას ან არარსებობას.
ფიქსირდება ცალკეული შეტყობინებები ნაყოფის და/ან ახალშობილის ტრანზიტორული პარკუჭოვანი ჰიპოკინეზიის განვითარების, გულის ფერმენტების აქტივობის ტრანზიტორული მატებისა და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილის შესახებ, სავარაუდოდ კარდიოტოქსიკურობის მიზეზით, გამოწვეული ანტრაციკლინებით ორსულობის მეორე და/ან მესამე ტრიმესტრის დროს ეპირუბიცინის საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების შედეგად (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“). საჭიროა ნაყოფის და/ან ახალშობილის მდგომარეობის კონტროლი კარდიოტოქსიკურობის განვითარების თვალსაზრისით და ანალიზის ჩატარება სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტების შესაბამისად.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეპირუბიცინი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი პრეპარატი, სხვა ანტრაციკლინების ჩათვლით, გამოიყოფა დედის რძეში, ახალშობილში სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების პოტენციური რისკის არსებობის გამო, მეძუძური ქალებისთვის რეკომენდებულია თავი შეიკავონ ძუძუთი კვებისგან ეპირუბიცინით მკურნალობის დროს და პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.
ფერტილობა
ეპირუბიცინმა შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცებში სპერმატოზოიდების ქრომოსომული დაზიანებება.
ფარმორუბიცინმა შეიძლება გამოიწვიოს ამენორეა ან ნაადრევი მენოპაუზა ქალებში პრემენოპაუზის პერიოდში.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ მამაკაცებსა და ქალებში შესაძლებელია რეპროდუქციული ფუნქციის შეუქცევადი დარღვევა. მამაკაცებმა და ქალებმა მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია სპეციალისტთან ფერტილობის შენარჩუნების საკითხზე.
შვილოსნობის ასაკის ქალები/კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში
შვილოსნობის ასაკის ქალებისთვის რეკომენდებულია მოერიდონ ორსულობას და გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები ეპირუბიცინით თერაპიის დროს და პრეპარატის ბოლო დოზის გამოყენებიდან სულ მცირე 6,5 თვის განმავლობაში.
მამაკაცებისათვის, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ეპირუბიცინით, რეკომენდებულია გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტიანი მეთოდები მკურნალობის დროს და პრეპარატის ბოლო დოზის გამოყენებიდან სულ მცირე 3,5 თვის განმავლობაში.
გამოყენების წესი და დოზები
დოზები
ინტრავენური შეყვანა
ინექციის სქემა სტანდარტული დოზების გამოყენებისას
ფარმორუბიცინის გამოყენებისას მონოთერაპიაში ანტიბლასტური საშუალების სახით მოზრდილებისათვის მისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 60-90 მგ/სხეულის ზედაპირის ფართობის მ2, რომელიც შეიყვანება ინტრავენური ინექციის გზით 5-10 წუთის განმავლობაში 21 დღიანი ინტერვალით პერიფერიული სისხლისა და ძვლის ტვინის მდგომარეობის გათვალისწინებით.
შეყვანის სქემა მაღალი დოზების გამოყენებისას
ფილტვის კარცინომა
ფილტვის კარცინომის სამკურნალოდ მაღალი დოზებით მონოთერაპიის დროს ფარმორუბიცინის შეყვანის რეჟიმი უნდა იყოს შემდეგი:
ფილტვის წვრილუჯრედული კიბო პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ უტარდებოდათ მკურნალობა: 120 მგ/მ2 პირველი კვირის პირველ დღეს, ყოველ სამ კვირაში.
ფილტვის არაწვრილუჯრედული კიბო (ეპიდერმოიდული კიბო, ბრტყელუჯრედული კიბო და ადენოკარცინომა) პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ უტარდებოდათ მკურნალობა: 135 მგ/მ2 1 კვირის პირველ დღეს ან 45 მგ/მ2 1, 2 და 3 კვირის პირველ დღეებში, ყოველ 3 კვირაში.
სარძევე ჯირკვლის კარცინომა
დადგენილია, რომ 135 მგ-მდე/მ2 დოზები მონოთერაპიის სახით გამოყენებისას და 120 მგ-მდე/მ2 დოზები კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში გამოყენებისას 3-4 კვირაში ერთხელ შეყვანისას ეფექტიანია და კარგად გადაიტანება სარძევე ჯირკვლის კარცინომის მქონე პაციენტებში.
ადრეულ სტადიებზე სარძევე ჯირკვლის კარცინომის ადიუვანტური თერაპიის დროს რეკომენდებული დოზები მერყეობს 100 მგ-დან/მ2 120 მგ-მდე/მ2 3-4 კვირაში ერთხელ.
პრეპარატის შეყვანა ხდება ინტრავენური ბოლუსური ინექციით 5-10 წუთის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიით მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
უფრო დაბალი დოზები (60-75 მგ/მ2 ან 105-120 მგ/მ2 მაღალი დოზების გამოყენებისას შეყვანის სქემებში) რეკომენდებულია პაციენტებში ძვლის ტვინის უჯრედების შემცირებული რეზერვით წარსულში ქიმიოთერაპიის და/ან სხივური თერაპიის, ხანდაზმული ასაკის ან ძვლის ტვინის სიმსივნური ინფილტრაციის შედეგად. ჯამური დოზა თერაპიის ციკლზე შეიძლება განაწილდეს 2-3 თანმიმდევრულ დღეზე.
სხვა ანტისიმსივნურ საშუალებებთან ერთად კომბინირებული თერაპიის დროს დოზები შესაბამისად უნდა შემცირდეს.
ვინაიდან პრეპარატ ფარმორუბიცინის ელიმინაციის ძირითადი გზას წარმოადგენს გამოყოფა ჰეპატობილიარულ სისტემის საშუალებით, რეკომენდებულია მისი დოზის შემცირება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით პრეპარატის ზოგადი ტოქსიკურობის გაძლიერების თავიდან აცილების მიზნით.
მთლიანობაში, როდესაც ბილირუბინის დონე შეადგენს 1,4 – 3 მგ/100მლ, ხოლო ბრომსულფოფტალეინის შეკავება შეადგენს 9-15%-ს, რეკომენდებულია პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის ნახევარის შეყვანა.
თუ ბილირუბინის და ბრომსულფოფტალეინის შეფერხების დონე აღემატება ზემოთ აღნიშნულს, რეკომენდებულია პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის მეოთხედის შეყვანა.
თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევა არ წარმოადგენს სათანადო საფუძველს რეკომენდებული დოზების შეცვლისთვის თირკმელების მიერ პრეპარატ ფარმორუბიცინის გამოყოფის დაბალი დონის გამო.
ინტრავეზიკულური შეყვანა
შარდის ბუშტის გარდამავალ-უჯრედული პაპილარული კარცინომის სამკურნალოდ რეკომენდებულია პრეპარატის შეყვანა ინტრავეზიკულურად კვირაში ერთხელ დოზით 50 მგ 8 კვირის განმავლობაში; ადგილობრივი ტოქსიკურობის განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის ერთჯერადი დოზის შემცირება 30 მგ-მდე. კარცინომა in situ -ს სამკურნალოდ პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ-მდე, პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით.
ზედაპირული სიმსივნეების ტრანსურეთრული რეზექციის შემდგომი რეციდივების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ყოველკვირეული ინსტილაცია 50 მგ დოზით, რომელიც უნდა განმეორდეს 4 კვირის განმავლობაში, რის შემდეგადაც იმავე დოზის ინსტილაცია თვეში ერთხელ უნდა გაგრძელდეს 1 სრულ წლამდე.
გამოყენების წესი
ფარმორუბიცინი არ არის აქტიური პერორალური მიღების დროს, მისი შეყვანა არ უნდა მოხდეს კუნთში ან ინტრათეკალურად.
ინტრავენური შეყვანა
ინტრავენური შეყვანისას, პრეპარატის შეყვანა ხდება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით შევსებული ინტრავენური საინფუზიო სისტემის საშუალებით 5-10 წუთის განმავლობაში, იმის შემოწმების შემდეგ, რომ ნემსი სწორად არის შეყვანილი ვენაში. ასეთი მეთოდიკა ამცირებს პერივენური ექსტრავაზაციის რისკს და უზრუნველყოფს ვენის სრულ გამორეცხვას შეყვანის ბოლოს.
თუ ფარმორუბიცინი გამოიყოფა ვენიდან შეყვანის დროს, მან შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება და მათი ნეკროზიც კი.
წვრილ სისხლძარღვებში ან ერთი და იმავე ვენაში განმეორებითი ინექციების შედეგად შეიძლება განვითარდეს ფლებოსკლეროზი.
ინტრავეზიკულური შეყვანა
პრეპარატ ფარმორუბიცინის ხსნარი, რომლის ინსტილაცია ხდება კათეტერით, უნდა დარჩეს შარდის ბუშტში 1 საათის განმავლობაში, რის შემდეგადაც პაციენტმა უნდა დაცალოს შარდის ბუშტი. ინსტილაციის დროს რეკომენდებულია პაციენტის მენჯის გადახრა/ტრიალი, შარდის ბუშტის კედლებთან ხსნარის უფრო სრული კონტაქტის უზრუნველყოფის მიზნით.
ხსნარის მომზადება
ინტრავენური შეყვანა: ფარმორუბიცინი სრულად იხსნება წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. თუმცა, უპირატესობა მაინც უკანასკნელს ენიჭება, ვინაიდან მასთან კომბინაციაში მიიღება იზოტონური ხსნარი, რომელიც პაციენტისათვის უკეთესი ამტანობით ხასიათდება.
ფლაკონები ლიოფილიზებული ხსნარით
დასამატებელი გამხსნელის რაოდენობა
საბოლოო კონცენტრაცია
10 მგ
5 მლ
2 მგ/მლ
50 მგ
25 მლ
2 მგ/მლ
ინტრავეზიკულური შეყვანა: ფარმორუბიცინის შერჩეული დოზა ყოველთვის იხსნება 50 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან სტერილურ გამოხდილ წყალში. გამხსნელის დამატების შემდეგ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს პრეპარატის სრულ გახსნამდე.
გვერდითი მოქმედება
პრეპარატ ფარმორუბიცინის თერაპიის ფონზე აღინიშნება და რეგისტრირებულია ქვემოთ აღწერილი არასასურველი მოვლენები, რომლებიც კლასიფიცირებულია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით შემდეგი წესით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1000; ≤1/100), იშვიათი (≥1/10 000; <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000) და სიხშირე უცნობია (შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
არასასურველი მოვლენები შეიძლება განუვითარდეს ნამკურნალები პაციენტების 10%-ზე მეტს. ყველაზე გავრცელებული არასასურველი მოვლენებია მიელოსუპრესია, გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ანორექსია, ალოპეცია და ინფექციები.
სისტემურ-ორგანული კლასი
ძალიან ხშირი (≥1/10)
ხშირი (≥1/100; <1/10)
არახშირი (≥1/1000; <1/100)
იშვიათი (≥1/10000; <1/1000)
ძალიან იშვიათი (< 1/10,000)
უცნობი (შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
ინფექციები და ინვაზიები
ინფექცია, კონიუქტივიტი
სეფსისი*, პნევმონია*
სეპტიკური შოკი, პანიკულიტი
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი, მწვავე მიელობლასტური ლეიკოზი
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
მიელოსუპრესია (ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია და ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, ფებრილური ნეიტროპენია)
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა§, ანაფილაქსიური რეაქცია*
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
დაქვეითებული მადა, გაუწყლოება*
ჰიპერურიკემია*
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
წვის შეგრძნება§
თავბრუსხვევა
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
კერატიტი
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
გულის შეგუბებითი უკმარისობა˄, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ჰისის კონის ფეხების ბლოკადა
კარდიოტოქსიკურობა1
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
წამოხურება, ფლებიტი*
სისხლდენა*, წამოხურება*
ემბოლია*, არტერიული ემბოლია*, თრომბოფლებიტი*
შოკი*
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია*
ჰიპოქსიაω
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, ლორწოვანინ გარსის ანთება, დიარეა
ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში*, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზია*, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული*
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან
დისკომფორტი მუცლის ღრუში, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზია, პირის ღრუს წყლულები, ტკივილი პირში, წვის შეგრძნება ლორწოვან გარსებზე, სისხლდენა პირში, ლოყის ეპითელიუმის პიგმენტაცია*
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
ალოპეცია, ტოქსიკური მოქმედება კანზე
გამონაყარი/ ქავილი, ფრჩხილების პიგმენტაცია*, კანის ცვლილებები, კანის ჰიპერპიგმენტაცია*
ჭინჭრის ციება* ერითემა*
ფოტომგრძნობელობა*
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
ქრომატურია*†
პოლაკიურია§
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ამენორეა
აზოოსპერმია
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე
ზოგადად შეუძლოდ ყოფნა*, პირექსია*
ერითემა ინფუზიის ადგილზე, შემცივნება*
ასთენია
ფლებოსკლეროზი, ტკივილი, რბილი ქსოვილების ნეკროზიԑ
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
ტრანსამინაზების დონის ნორმიდან გადახრა
გულის წუთმოცულობის ფრაქციის შემცირება
ტრავმები, ინტოქსიკაცია და პროცედურის გართულებები
ქიმიური ცისტიტი*§
ადგილობრივი ანთებითი რეაქცია წინათ დასხივებულ უბანში*Δ
- პოსტრეგისტრაციის პერიოდში რეგისტრირებული არასასურველი მოვლენები.
ω გამოწვეულია მიელოსუპრესიით.
˄ (ქოშინი, შეშუპება, ჰეპატომეგალია, ასციტი, ფილტვების შეშუპება, პლევრული გამონაჟონი, გახშირებული გულისცემა).
ǁ მაგალითად, ცვლილებები ეკგ-ზე, არითმია, კარდიომიოპათია.
† წითელი ფერის შარდი პრეპარატის შეყვანიდან 1-2 დღის განმავლობაში.
ԑ შემთხვევითი პარავენური შეყვანის შემდეგ.
§ ინტრავენური შეყვანის შემდეგ (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).
Δ ადრე დასხივებული მიდამოს მომატებული მგრძნობელობა.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ეპირუბიცინის მწვავე ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მიელოსუპრესია (განსაკუთრებით ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია), ტოქსიკური მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ძირითადად მუკოზიტი), გამოიწვიოს მწვავე გართულებები გულის მხრივ. ანტრაციკლინებით თერაპიის შემდეგ რამდენიმე თვის ან რამდენიმე წლის განმავლობაში აღინიშნებოდა გულის ლატენტური უკმარისობა. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის საგულდაგულო კონტროლი. გულის უკმარისობის ნიშნების განვითარების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა სტანდარტული რეკომენდაციების მიხედვით.
კლინიკური გამოვლინებებით მიმდინარე ჭარბი დოზირების მკურნალობა: ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის გამოდევნა ორგანიზმიდან არ ექვემდებარება ჰემოდიალიზს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ასევე შეიძლება კომბინაციაში სხვა ქიმიოთერაპიულ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. შესაძლებელია ადიტიური ტოქსიკურობის განვითარება, განსაკუთრებით ძვლის ტვინის/სისხლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ეპირუბიცინის გამოყენებისას სხვა პოტენციურად კარდიოტოქსიკურ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან, და ასევე სხვა ქიმიოთერაპიულ გულ-სისხლძარღვოვან პრეპარატებთან, ასევე მისი გამოყენებისას გულზე მოქმედ სხვა ნივთიერებებთან (მაგ. კალციუმის არხების ბლოკერებთან) ერთად, თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში საჭიროა გულის ფუნქციის მონიტორინგი.
ეპირუბიცინი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. თანმხლები თერაპიით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის ცვლილებებმა შეიძლება გავლენა იქონის ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმზე, ფარმაკოკინეტიკაზე, თერაპიულ ეფექტიანობასა და/ან ტოქსიკურობაზე.
ანტრაციკლინების, მათ შორის ეპირუბიცინის, გამოყენება სხვა კარდიოტოქსიკურ პრეპარატებთან კომბინაციაში არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება პაციენტის გულის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტრაციკლინებს სხვა კარდიოტოქსიკური პრეპარატებით, განსაკუთრებით, ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის მქონე პრეპარატებით, როგორიცაა ტრასტუზუმაბი, თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ასევე შესაძლებელია კარიოტოქსიკურობის განვითარების მომატებული რისკი. ტრასტუზუმაბის ნახევარგამოყოფის რეგისტრირებული პერიოდი შეადგენს დაახლოებით 28-38 დღეს, ხოლო პრეპარატი სისხლის მიმოქცევაში შეიძლება შენარჩუნდეს 27 კვირამდე. ამასთან დაკავშირებით ექიმებმა თავი უნდა შეიკავონ ანტრაციკლინური რიგის პრეპარატების დანიშვნისგან ტრასტუზუმაბის გამოყენების შეწყვეტიდან 27 კვირამდე პერიოდის განმავლობაში, თუკი ეს შესაძლებელია. თუ, ანტრაციკლინები გამოიყენება აღნიშნული ვადის გასვლამდე, აუცილებელია გულის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი.
თავი უნდა შეიკავოთ ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაციისგან პაციენტებში, რომლებიც ეპირუბიცინის ჰიდროლოქრიდს ღებულობენ. პაციენტებში შეიძლება მოკლული ან ინაქტივირებული ვაქცინების შეყვანა, თუმცა პასუხი ასეთ ვაქცინებზე შეიძლება იყოს შესუსტებული.
ციმეტიდინმა 50%-ით გაზარდა ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის AUC, ამიტომ ეს თერაპია უნდა შეწყდეს ეპირუბიცინის ჰიდროქლოდით მკურნალობის დროს.
ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე პაკლიტაქსელის შეყვანისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში უცვლელი ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდისა და მისი მეტაბოლიტების კონცენტრაციები, ამასთან აღნიშნილ მეტაბოლიტებს არ გააჩნია არც ტოქსიკურობა, არც აქტივობა. პაკლიტაქსელის ან დოცეტაქსელის გამოყენებისას ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდთან ერთად, ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა ტაქსანის გამოყენებამდე შეყვანისას.
ამ ნივთიერებების კომბინაციის გამოყენება შეიძლება მათი შეყვანისას გარკვეული ინტერვალებით. 2 საშუალების (ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი და პაკლიტაქსელი) ინფუზიებს შორის შუალედი სულ მცირე 24 საათის უნდა იყოს.
დექსვერაპამილს შეუძლია გავლენა მოახდინოს ეპირუბიცინის ჰიდრლოქლორიდის ფარმაკოკინეტიკაზე და გააძლიეროს მისი მიელოსუპრესიული მოქმედება.
ერთი კვლევით დადგინდა, რომ დოცეტაქსელს შეუძლია სისხლის პლაზმაში ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიტების კონცენტრაციის გაზრდა, მისი შეყვანისას ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის შემდეგ.
ქინინს შეუძლია დააჩქაროს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის პირველადი განაწილება სისხლიდან ქსოვილებში და გავლენა მოახდინოს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის შეღწევაზე ერითროციტებში.
α2b ინტერფერონის გამოყენებამ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდისა და საერთო კლირენსის შემცირება.
სისხლწარმოქმნის მნიშვნელოვანი დარღვევის შესაძლებლობა გასათვალისწინებელია ძვლის ტვინზე მოქმედი პრეპარატებით (მაგალითად, ციტოტოქსიკური ნივთიერებებით, სულფანილამიდებით, ქლორამფენიკოლით, დიფენილჰიდანტოინით, ამიდოპირინის დერივატით, ანტირეტროვირუსული საშუალებებით) (წინასწარი) მკურნალობისას.
მიელოსუპრესიის გაძლიერება შეიძლება აღინიშნებოდეს პაციენტებში, რომლებიც იტარებენ კომბინირებულ თერაპიას ანტრაციკლინითა და დექსრაზოქსანით.
განსაკუთრებული მითითებები
ზოგადი. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის შეყვანა შეიძლება მხოლოდ კვალიფიციური ექიმების კონტროლის ქვეშ, რომლებსაც აქვთ ციტოტოქსიკური თერაპიის გამოცდილება.
ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს წინა ციტოტოქსიკური თერაპიის შემდეგ არ უნდა ჰქონდეს მწვავე ტოქსიკურობის ნიშნები და სიმპტომები (როგორიცაა სტომატიტი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია და გენერალიზებული ინფექციები).
მიუხედავად იმისა, რომ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის მაღალი დოზებით მკურნალობა (მაგალითად ≥90 მგ/მ2 3-4 კვირაში ერთხელ) იწვევს არასასურველ მოვლენებს, რომლებიც, როგორც წესი, ანალოგიურია მოვლენებისა, რომლებიც აღინიშნება პრეპარატის სტანდარტული დოზების გამოყენებისას (<90 მგ/მ2 3-4 კვირაში ერთხელ), ნეიტროპენიისა და სტომატიტი/მუკოზიტის სიმძიმის ხარისხი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის მაღალი დოზებით მკურნალობა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატული მიელოსუპრესიის შედეგად განვითარებული შესაძლო კლინიკური გართულებების მიმართ.
გულის ფუნქცია. კარდიოტოქსიკურობა არის ანტრაციკლინებით თერაპიასთან დაკავშირებული რისკი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც ადრეული (ანუ მწვავე) ან გვიანი (ანუ დაგვიანებული) მოვლენები.
ადრეული (ანუ მწვავე) მოვლენები. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ადრეული კარდიოტოქსიკურობა ვლინდება უპირატესად სინუსური ტაქიკარდიის და/ან ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) შედეგების ნორმიდან გადაცდომის სახით, როგორიცაა ST-T კომპლექსის არასპეციფიკური ცვლილებები. ასევე, რეგისტრირებულია ტაქიარითმიის შემთხვევები, მათ შორის ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვები, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და ბრადიკარდია, ასევე ატრიოვენტრიკულური ბლოკადისა და ჰისის კონის ფეხების ბლოკადის შემთხვევები. ეს ეფექტები, როგორც წესი, არ არის პროგნოზული გვიანი კარდიოტოქსიკურობის შემდგომი განვითარების მიმართ, იშვიათად არის კლინიკურად მნიშვნელოვანი და, როგორც წესი, არ განიხილება ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდით თერაპიის შეწყვეტის მიზეზად.
გვიანი (ან გადავადებული) მოვლენები. გვიანი კარდიოტოქსიკურობა, როგორც წესი, ვითარდება ეპირუბიცინით თერაპიის ბოლო კურსების დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 თვის განმავლობაში, თუმცა, ასევე რეგისტრირებულია უფრო გვიანი შემთხვევებიც (მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ). გვიანი კარდიომიოპათია ვლინდება მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირებით და/ან გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნებითა და სიმპტომებით, როგორიცაა ქოშინი, ფილტვების შეშუპება, ჰიპოსტაზური შეშუპება, კარდიომეგალია და ჰეპატომეგალია, ოლიგოურია, ასციტი, ექსუდაციური პლევრიტი და გალოპის რიტმი.
სიცოცხლისათვის საშიში გულის შეგუბებითი უკმარისობა წარმოადგენს კარდიომიოპათიის ყველაზე მძიმე ფორმას, რომელიც გამოწვეულია ანტრაციკლინებით, და არის ამ სამკურნალო პრეპარატის ტოქსიკურობის კუმულაციური შემზღუდველი დოზა.
გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის >900 მგ/მ2 საერთო კუმულაციური დოზის გადაჭარბების დროს; ამ კუმულაციური დოზის გადაჭარბება შეიძლება მხოლოდ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
გულის ფუნქციის მძიმე დარღვევის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, საჭიროა მისი შეფასება ეპირუბიცინით მკურნალობის ჩატარების წინ და მისი მონიტორინგი მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.
რისკის შემცირება შესაძლებელია მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის რეგულარული მონიტორინგით მკურნალობის კურსის მსვლელობისას ეპირუბიცინით თერაპიის დაუყოვნებელი შეწყვეტით ფუნქციის დარღვევის პირველი ნიშნების გამოვლენისას. გულის ფუნქციის (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შეფასება) განმეორებითი შეფასების შესაბამის რაოდენობრივ მეთოდებს წარმოადგენს რადიოიზოტოპური ვენტრიკულოგრაფია (MUGA, multi-gated radionuclide angiography) ან ელექტროკარდიოგრაფია (ექოკარდიოგრაფია). რეკომენდებულია გულის ფუნქციის შეფასება საწყის მდგომარეობაში ეკგ, MUGA ან ექოკარდიოგრაფიის ჩატარებით, განსაკუთრებით პაციენტებისათვის მომატებული კარდიოტოქსიკურობის რისკ ფაქტორებით. საჭიროა მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის განმეორებითი განსაზღვრა MUGA ან ექოკარდიოგრაფიის საშუალებით, განსაკუთრებით ანტრაციკლინის უფრო მაღალი კუმულაციური დოზების დროს. შემდგომი დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში გამოიყენება შეფასების ერთნაირი მეთოდი.
კარდიომიოპათიის რისკის გათვალისწინებით, ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ჯამური დოზის 900 მგ/მ2 გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
კარდიოტოქსიკურობის რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება აქტიური გულ-სისხლძარღვოვანი დაავადება და ფარული ფორმის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადება, გულ-მკერდის/პერიკარდიული მიდამოს წინა ან თანმხლები სხივური თერაპია, სხვა ანტრაციკლინებით ან ანტრაცენდიონებით წინა მკურნალობა, და ასევე იმ პრეპარატების თანმხლები გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ გულის შეკუმშვების შემცირება, ან კარდიოტოქსიკური პრეპარატების (მაგ. ტრასტუზუმაბი) (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“) თანმხლები გამოყენება, და ასევე ხანდაზმულობა.
პაციენტებში, რომლებიც ტრასტუზუმაბს იღებდნენ მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში ანტრაციკლინებთან, როგორიცაა ეპირუბიცინი, რეგისტრირებულია ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის (NYHA, New York Heart Association) კლასიფიკაციით II-IV კლასის გულის უკმარისობის შემთხვევები. ის შეიძლება იყოს ზომიერი ან მძიმე ხარისხის შესაძლო ლეტალური გამოსავალით.
ტრასტუზუმაბის და ანტრაციკლინების, მაგალითად ეპირუბიცინის, კომბინირება არ შეიძლება, გარდა კლინიკურ კვლევებში გამოყენებისას, როდესაც ხორციელდება პაციენტის გულის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი. პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ანტრაციკლინებს, ტრასტუზუმაბით თერაპიის დროს ასევე არსებობს კარდიოტოქსიკურობის რისკი, თუმცა ეს რისკი უფრო დაბალია, ვიდრე ტრასტუზუმაბისა და ანტრაციკლინების ერთად გამოყენების დროს.
ტრასტუზუმაბის ნახევარგამოყოფის რეგისტრირებული პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4-5 კვირას (28-38 დღეს), ამიტომ ეს ნივთიერება სისხლის მიმოქცევაში შეიძლება შენარჩუნდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 20-27 კვირამდე. პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ ანტრაციკლინებს (მაგალითად, ეპირუბიცინს), ტრასტუზუმაბით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ასევე არსებობს კარდიოტოქსიკურობის მომატებული პოტენციური რისკი. ექიმები უნდა მოერიდონ ანტრაციკლინური რიგის პრეპარატების დანიშვნას ტრასტუზუმაბის მიღების შეწყვეტიდან 27 კვირის განმავლობაში, თუ ეს შესაძლებელია. ანტრაციკლინების (მაგალითად, ეპირუბიცინის) გამოყენებისას აუცილებელია პაციენტის გულის ფუნქციის საგულდაგულო მონიტორინგი.
თუ ტრასტუზუმაბით თერაპიის მსვლელობისას, რომელიც ტარდება ეპირუბიცინით თერაპიის შემდეგ, გამოვლინდა გულის უკმარისობის სიმპტომები, მაშინ აუცილებელია მათი მოხსნა ამისთვის განკუთვნილი, სტანდარტული სამკურნალო საშუალებების გამოყენებით.
გულის ფუნქციის მონიტორინგი განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში, რომლებიც მაღალ ჯამურ დოზებს ღებულობენ. თუმცა, ეპირუბიცინის კარდიოტოქსიკურობა შეიძლება უფრო დაბალი დოზების შემთხვევაშიც განვითარდეს, გულის დაზიანების რისკ ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
ფიქსირდება კარდიოტოქსიკური მოვლენების განვითარების ცალკეული შემთხვევები ნაყოფში/ახალშობილში, ნაყოფის სიკვდილის ჩათვლით ეპირუბიცინით საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების შედეგად (იხ. პარაგრაფი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს“).
სავარაუდოდ, ეპირუბიცინისა და სხვა ანტრაციკლინების ან ანტრაცენდიონების ტოქსიკურობა არის ადიტიური.
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა. სხვა ციტოტოქსიკური საშუალებების მსგავსად, ეპირუბიცინმა შეიძლება გამოიწვიოს მიელოსუპრესია. სისხლის საერთო ანალიზი, ლეიკოციტური ფორმულის განსაზღვრის ჩათვლით, უნდა გაკეთედეს ეპირუბიცინით თერაპიის ყოველი ციკლის წინ და მის დროს. დოზაზე დამოკიდებული შექცევადი ლეიკოპენია და/ან გრანულოციტოპენია (ნეიტროპენია) წარმოადგენს ეპირუბიცინის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის ყველაზე მნიშვნელოვან გამოვლინებას და მწვავე ტოქსიკურობის ყველაზე ხშირ ნიშანს, რაც ზღუდავს ამ სამკურნალო პრეპარატის დოზას.
ლეიკოპენიას და ნეიტროპენიას, როგორც წესი, აქვს უფრო მძიმე ხასიათი პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობის სქემებში, რომლებიც მაქსიმალურ გამოხატულობას აღწევენ შემთხვევათა უმრავლესობაში სამკურნალო პრეპარატის გამოყენებიდან 10-14 დღის შემდეგ; ამ მოვლენებს ჩვეულებრივ აქვს გარდამავალი ხასიათი და უმრავლეს შემთხვევაში ლეიკოციტების/ნეიტროფილების რაოდენობა 21-ე დღისთვის უბრუნდება ნორმას.
ასევე, შესაძლებელია თრომოციტოპენიის და ანემიის განვითარება. მძიმე მიელოსუპრესიის კლინიკური გართულებები მოიცავს ტემპერატურის მომატებას, ინფექციებს, სეფსისს/სეპტიცემიას, სეპტიკურ შოკს, სისხლჩაქცევას, ქსოვილის ჰიპოქსიას ან სიკვდილს.
მეორადი ლეიკოზი. მეორადი ლეიკოზი, პრელეიკოზური ფაზით ან მის გარეშე, რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას ანტრაციკლინებით, მათ შორის ეპირუბიცინით. მეორადი ლეიკოზი აღინიშნება უფრო ხშირად, როდესაც ასეთი სამკურნალო პრეპარატები გამოიყენება კომბინაციაში სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რომლებიც აზიანებენ დნმ-ს, როდესაც პაციენტები იტარებდნენ წინასწარ ინტენსიურ მკურნალობას ციტოტოქსიკური პრეპარატებით ან როდესაც მომატებული იყო ანტრაციკლინების დოზები. ამ ლეიკოზებს შეიძლება ჰქონდეს ლატენტური პერიოდი 1-დან 3 წლამდე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდს გააჩნია ემეტოგენური მოქმედება. მუკოზიტი/სტომატიტი, როგორც წესი, ვითარდება პრეპარატის შეყვანის შემდეგ, და მძიმე შემთხვევებში შეიძლება პროგრესირებდეს რამდენიმე დღის განმავლობაში ლორწოვანი გარსის დაწყლულებამდე. პაციენტების უმრავლესობაში ეს არასასურველი მოვლენა ალაგდება თერაპიის მესამე კვირისათვის.
ღვიძლის ფუნქცია. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ელიმინაციის ძირითადი გზა არის ჰეპატობილიარული სისტემიდან გამოყოფა. საერთო ბილირუბინისა და ასტ-ს დონეები სისხლის შრატში უნდა განისაზღვროს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს. პაციენტებში ბილირუბინისა თუ ასტ-ის მომატებული დონეებით შესაძლებელია პრეპარატის კლირენსის შენელება და საერთო ტოქსიკურობის გაზრდა. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზები (იხ. პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“ და „ფარმაკოკინეტიკა“). პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით არ შეიძლება ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდით თერაპიის ჩატარება (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენებები“).
თირკმელების ფუნქცია: თერაპიამდე და თერაპიის დროს პაციენტებში საჭიროა სისხლის შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრა. პაციენტებში კრეატინინის დონით >5 მგ/დლ საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია (იხ. პარაგრაფი „გამოყენების წესი და დოზები“).
მოვლენები ინექციის ადგილზე. მცირე ზომის სისხლძარღვში ინექციის ან ერთიდაიმავე ვენაში მრავალჯერადი ინექციების შედეგად შეიძლება განვითარდეს ფლებოსკლეროზი. პრეპარატის შეყვანის რეკომენდებული პროცედურების დაცვით შეიძლება ინექციის ადგილას ფლებიტის/თრომბოფლებიტის რისკის შემცირება (იხ. პარაგრაფი „გამოყენების წესი და დოზები“).
ექსტრავაზაცია. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ექსტრავაზაციამ ინტრავენური შეყვანის დროს შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ტკივილი, ქსოვილების მძიმე დაზიანება (ბუშტუკების წარმოქმნა, მძიმე პანიკულიტი) და ნეკროზი. იმ შემთხვევაში, თუ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინტრავენური შეყვანის დროს გამოვლინდა ექსტრავაზაციის ნიშნები ან სიმპტომები, სამკურნალო პრეპარატის ინფუზია სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ანტრაციკლინების ექსტრავაზაციის სახით არასასურველი ეფექტის პრევენცია ან შემცირება შეიძლება სპეციფიკური მკურნალობის სასწრაფოდ დაწყებით, მაგალითად დექსრაზოქსანის გამოყენებით (იხ. შესაბამისი პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციები). პაციენტში ტკივილის მოხსნა შეიძლება ინექციის ადგილის გაგრილებით და დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებით ჰიალურონის მჟავას და დიმეთილ სულფოქსიდის გამოყენებით. ამის შემდეგ საჭიროა პაციენტზე საგულდაგულო დაკვირვება, ვინაიდან ექსტრავაზაციის შემდეგ რამდენიმე კვირაში შესაძლებელია ნეკროზის განვითარება. საჭიროა პლასტიკურ ქირურგთან კონსულტაცია შედეგების ქირურგიული მოცილების შესაძლებლობაზე.
სხვა. სხვა ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენების მსგავსად, ეპირუბიცინის გამოყენებისას ზოგჯერ რეგისტრირებულია თრომბოფლებიტისა და თრომბოემბოლური მოვლენების შემთხვევები, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ჩათვლით (ზოგ შემთხვევაში ლეტალური შედეგით).
სიმსივნის ლიზისის სინდრომი. ეპირუბიცინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია პურინების გამოხატული კატაბოლიზმის მიზეზით, რომელსაც თან ახლავს სიმსივნური უჯრედების სწრაფი ლიზისი (სიმსივნის დაშლის სინდრომი), გამოწვეული სამკურნალო პრეპარატით. მკურნალობის დაწყების შემდეგ საჭიროა სისხლში შარდმჟავას, კალიუმის, კალციუმის ფოსფატისა და კრეატინინის დონეების შეფასება. სითხის დანაკარგის შევსებამ, შარდის გატუტიანებამ და ალოპურინოლით პროფილაქტიკამ ჰიპერურიკემიის პრევენციისათვის შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს სიმსივნის დაშლის სინდრომის შესაძლო გართულებები.
იმუნოდეპრესიული ეფექტი/მომატებული მგრძნობელობა ინფექციური დაავადებების მიმართ. ცოცხალი ან ცოცხალი დასუსტებული ვაქცინების შეყვანამ ქიმიოთერაპიული პრეპარატების, მათ შორის ეპირუბიცინის, ზემოქმედების შედეგად შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ლეტალური ინფექციების განვითარება (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). დაუშვებელია ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაცია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდით. პაციენტებში შეიძლება მკვდარი ან ინაქტივირებული ვაქცინების შეყვანა, თუმცა პასუხი ასეთ ვაქცინებზე შეიძლება იყოს შესუსტებული.
რეპროდუქციული სისტემა. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი შეიძლება იყოს გენოტოქსიკურობის წყარო. მამაკაცებმა და ქალებმა ეპირუბიცინით მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან გარკვეული დროის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი საშუალებები (იხ. პარაგრაფი „გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში“). პაციენტებისათვის, რომლებიც გეგმავენ ბავშვების ყოლას თერაპიის დასრულების შემდეგ, რეკომენდებულია საჭიროების შემთხვევაში და შეძლებისდაგვარად მიმართონ გენეტიკოსს კონსულტაციისათვის.
ინტრავეზიკულური შეყვანა. ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური ცისტიტის სიმპტომები (მაგ. დიზურია, პოლიურია, ნიქტურია, სტრანგურია, ჰემატურია, უსიამოვნო შეგრძნებები შარდის ბუშტში, შარდის ბუშტის კედლების ნეკროზი) და შარდის ბუშტის სპაზმი. განსაკუთრებით საყურადღებოა პრობლემები კათეტერიზაციის დროს (მაგალითად, ურეთრის დახშობა ბუშტში არსებული მასიური სიმსივნეების გამო).
ფარმორუბიცინი, ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს. მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, შენელებული ტიპის), და გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.
ფარმორუბიცინი 10 მგ და 50 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. ეს სამკურნალო საშუალება შეიძლება დამატებით მომზადდეს შესაყვანად ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ნატრიუმს (იხ. პარაგრაფი „გამოყენების წესი და დოზები“), რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტისთვის ყველა წყაროდან შესაყვანი ნატრიუმის მთლიან რაოდენობასთან მიმართებაში.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები პრეპარატის უტილიზაციის დროს და სხვა მითითებანი გამოყენებასთან დაკავშირებით
იხ. პარაგრაფი 4.2.
სიფრთხილის შემდეგი ზომების დაცვა რეკომენდებულია სიმსივნის საწინააღმდეგო ყველა პრეპარატის გამოყენებისას:
პერსონალმა უნდა შეისწავლოს პრეპარატთან მუშაობის სწორი ტექნიკა;
ორსული მედპერსონალი არ დაიშვება პრეპარატთან სამუშაოდ;
პრეპარატთან მუშაობის დროს პერსონალმა უნდა გამოიყენოს დამცავი ტანსაცმელი: დამცავი სათვალე, მოსასხამი, ნიღაბი და ერთჯერადი ხელთათმანი;
სამუშაო ზონა მორგებული უნდა იყოს პრეპარატის განზავებისათვის (სასურველია ჰაერის ლამინარული ნაკადის სისტემით); სამუშაო ზედაპირი დაცული უნდა იყოს შთანმთქმელი პლასტმასის ქაღალდით;
ყველა საშუალება, რომელიც გამოიყენება პრეპარატის შეყვანის დროს ან დასუფთავების დროს, ხელთათმანების ჩათვლით, უნდა შეგროვდეს მაღალი რისკის ერთჯერადი ნარჩენების პაკეტებში შემდგომი დაწვისთვის მაღალ ტემპერატურაზე;
პრეპარატის კანზე ან თვალებში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში, კანის დაზიანებული ადგილი დაუყოვნებლივ უნდა დაიბანოთ საპნით და დიდი რაოდენობის წყლით, ხოლო თვალები დაიბანოთ ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით; დაზიანებული ადგილები ყურადღებით უნდა შემოწმდეს სპეციალისტის მიერ;
პრეპარატით საგნების შემთხვევით დაბინძურების შემთხვევაში ისინი უნდა მოათავსოთ ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 1%-იან ხსნარში და შემდეგ გადაავლოთ დიდი რაოდენობის წყალი;
დასუფთავებისთვის გამოყენებული ნებისმიერი მასალა უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი.
გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და რთული ტექნიკის გამოყენების უნარზე
ფარმორუბიცინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან რთული ტექნიკის გამოყენების უნარზე.
გამოშვების ფორმა
ლიოფილიზატი ინტრავასკულური და ინტრავეზიკულური ხსნარის მოსამზადებლად.
10 მგ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი I ტიპის უფერო მინის ფლაკონში, დაცობილი ქლორბუტილის რეზინის საცობით და დალუქული ალუმინის თავსახურით პოლიპროპილენის დისკის ჩანართით. 1 ფლაკონს ლიოფილიზატით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
50 მგ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი I ტიპის უფერო მინის ფლაკონში, დაცობილი ქლორბუტილის რეზინის საცობით და დალუქული ალუმინის თავსახურით პოლიპროპილენის დისკის ჩანართით. 1 ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი გამოიყენება აღდგენისთანავე. თუ არ ხდება მისი დაუყოვნებლივ გამოყენება, გამოყენების დროსა და გამოყენებამდე შენახვის პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, და როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღდგენა განხორციელდა კონტროლირებულ და შემოწმებულ ასეპტიკურ პირობებში.
აღდგენილი ხსნარი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 30°C+2°C-ზე/ჰაერის 75%+5% ფარდობითი ტენიანობის პირობებში და 48 საათის განმავლობაში მაცივარში (+5°C+3°C-ზე).
შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
ფარმორუბიცინი 10 მგ ლიოფილიზატი ინტრავასკულური და ინტრავეზიკულური ხსნარის მოსამზადებლად - 48 თვე
ფარმორუბიცინი 50 მგ ლიოფილიზატი ინტრავასკულური და ინტრავეზიკულური ხსნარის მოსამზადებლად - 48 თვე
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ფაიზერ ინკ., აშშ
მისამართი: ჰადსონ ბულვარი ისთ 66,
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი 10001-2192, ამერიკის შეერთებული შტატები
მწარმოებელი:
ლატინა ფარმა ს.პ.ა.
მურილოს ქ. 7,
04013 სერმონეტა (ლატინა)
იტალია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


