პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი 2მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

Epirubicin Hydrochloride 2mg/ml solution for injection or infusion

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის სახელწოდებაა “ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი”, ინსტრუქციაში ის მოცემულია სახელწოდებით - “ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია”. რას წარმოადგენს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია არის კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეპირუბიცინი (epirubicin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/25მლ (2მგ/მლ) 25მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო და ინტრავეზიკულურად შესაყვანი ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ანთრაციკლინები და მონათესავე სუბსტანციები
ATC კოდი
L01DB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-037699
რეგისტრირებულია
29 მარტი 2023, მოქმედებს 29 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი 2მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი 2მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის სახელწოდებაა “ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი”, ინსტრუქციაში ის მოცემულია სახელწოდებით - “ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია”.

რას წარმოადგენს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია არის კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი. კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას ქიმიოთერაპიას უწოდებენ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია მიეკუთვნება ანთრაციკლინების მედიკამენტების ჯგუფს. ის მოქმედებს აქტიურად მზარდ უჯრედებზე, ანელებს ან აჩერებს მათ ზრდას და ზრდის ამ უჯრედების სიკვდილის ალბათობას.

რისთვის გამოიყენება ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით ან სხვა წამლებთან კომბინაციაში. მისი გამოყენების გზა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია გამოიყენება ძუძუსა და კუჭის კიბოს სამკურნალოდ.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია გამოიყენება შარდის ბუშტის კედლების პათოლოგიური უჯრედების ან კიბოს სამკურნალოდ შარდის ბუშტში კათეტერის საშუალებით ინექციის გზით. ის, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სახის თერაპიის შემდეგ ამ უჯრედების ზრდის რეციდივის პროფილაქტიკისათვის.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება.

მიღების წესი და დოზირება

თუ პაციენტს დანიშნული აქვს ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექცია, ის უნდა გაკეთდეს მხოლოდ ექიმის ან ექთნის მიერ, რომელსაც ქიმიოთერაპიის გაკეთების გამოცდილება აქვს.

მედიკამენტი ჩვეულებრივ კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ წვეთოვანი ინფუზიის სახით ვენაში. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს წამლის დოზასა და მკურნალობის დღეების რაოდენობას პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

დოზა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სიმაღლესა და სხეულის წონაზე. პაციენტის სიმაღლისა და წონის მიხედვით ექიმი გამოთვლის სხეულის ზედაპირის ფართობს და შესაბამისად, დოზას.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია შესაძლებელია მოხდეს პირდაპირ შარდის ბუშტში, შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდ ან მისი რეციდივის პრევენციისათვის. დოზა დამოკიდებულია შარდის ბუშტის კიბოს ტიპზე. როცა მედიკამენტის ინექცია ხდება პირდაპირ შარდის ბუშტში, არ შეიძლება სითხეების მიღება მკურნალობამდე 12 საათით ადრე, რადგან არ მოხდეს წამლის განზავება შარდში.

ზოგჯერ შეიძლება საკმარისი იყოს მკურნალობის ერთი კურსი, თუმცა უფრო ხშირად ექიმი დანიშნავს შემდგომ კურსებს ყოველ სამ ან ოთხ კვირაში. შეიძლება საჭიროა გახდეს რამდენიმე კურსის ჩატარება, სანამ პაციენტის მდგომარეობა დაექვემდებარება კონტროლს და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

რეგულარული გამოკვლევები, რომლებიც საჭიროა ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექციით მკურნალობის დროს

მკურნალობის პერიოდში საჭიროა რეგულარული გამოკვლევების ჩატარება:

სისხლი – სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობის განსასაზღვრად, რაც საჭიროებს მკურნალობას;

გულის ფუნქცია – გულის დაზიანება, რომელსაც იწვევს ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექციის დიდი დოზებით მიღება. ის შეიძლება არ გამოვლინდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამიტომ საჭიროა რეგულარული გამოკვლევების ჩატარება ამ პერიოდში;

ღვიძლი – სისხლის ანალიზები, რომლებიც მიუთითებენ, რომ წამალი არ იწვევს საზიანო ეფექტს ღვიძლის ფუნქციაზე;

შარდმჟავას დონე სისხლში - ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექციამ შეიძლება გაზარდოს შარდმჟავას დონე სისხლში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა. შარდმჟავას დონის დასარეგულირებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მედიკამენტები.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექციის დოზის გადაჭარბებისას

წამლის დიდმა დოზებმა შეიძლება გააუარესონ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა წყლულები პირის ღრუში ან ლეიკოციტების (ებრძვიან ინფექციას) და თრომბოციტების (მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობის შემცირება სისხლში. ამ მდგომარეობების განვითარებისას საჭირო ხდება ანტიბიოტიკების მიღება ან სისხლის ტრანსფუზია. ასევე, საჭიროა პირის ღრუს წყლულების მკურნალობა, რათა შემცირდეს გამოწვეული დისკომფორტი.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ეპირუბიცინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (იხ. პარაგრაფი 6) ან მსგავსი ქიმიოთერაპიული პრეპარატების (ანთრაციკლინები ან ანთრაცენედიონები) მიმართ;

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს;

თუ პაციენტს სისხლის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითებული უნარი აქვს, რაც იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებას და მათ შემდგომ დაქვეითებას;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს;

თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, დაქვეითებული აქვს გულის კუნთის ფუნქცია, აღენიშნება ძლიერი არარეგულარული გულისცემა, უეცრად განვითარებული ტკივილი მკერდში, გულის კუნთის არაანთებითი დაავადება ან გულის სხვა მძიმე პრობლემა ანამნეზში, ან ამჟამად მკურნალობს ამის გამო;

თუ პაციენტს ჩატარებული აქვს მკურნალობა ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციით ან სხვა მსგავსი ქიმიოთერაპიული წამლებით, რადგან წინამორბედი მკურნალობა ამ მედიკამენტებით ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს;

თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ორგანოებს;

თუ პაციენტს აღენიშნება საშარდე გზების ინფექცია;

თუ პაციენტს შარდის ბუშტის ანთება აქვს;

თუ პაციენტს ინვაზიური სიმსივნე აქვს, რომელიც ჩაზრდილია შარდის ბუშტში;

თუ პაციენტს აღენიშნება კათეტერიზაციის პრობლემები (კათეტერის ჩადგმა შარდის ბუშტში გართულებულია);

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლიანი შარდი.

სიფრთხილის ზომები

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია;

თუ პაციენტმა უახლოეს წარსულში ჩაიტარა ან საჭიროებს ვაქცინაციას;

თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ტოქსიკურობა, როგორიცაა:

პირის ღრუს მწვავე ანთება;

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;

ზოგადი ინფექციები.

ზემოთ ჩამოთვლილი ექიმს დაეხმარება მიიღოს გადაწყვეტილება, მედიკამენტი მიზანშეწონილია თუ არა პაციენტისათვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით, კერძოდ:

ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის და გულძმარვის სამკურნალოდ), ციმეტიდინმა შეიძლება გააძლიეროს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის მოქმედება;

კალციუმის არხების ბლოკატორები (საგულე საშუალებები);

ინტერფერონი ალფა-2ბ (გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ);

ქინინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ);

ანტიბიოტიკები, როგორიცაა სულფონამიდი და ქლორამფენიკოლი;

ანტირეტროვირუსული მედიკამენტები (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);

დიფენილჰიდანტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა ამიდოპირინის წარმოებულები;

დექსვერაპამილი (გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადების დროს);

ტრასტუზუმაბით თერაპია, გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. თუ შესაძლებელია, ექიმმა არ უნდა დანიშნოს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია ტრასტუზუმაბის შეწყვეტიდან 27 კვირამდე. თუ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია გამოყენებულ იქნა ამ პერიოდამდე, რეკომენდებულია გულის ფუნქციის ყურადღებითი მონიტორინგი;

დექსრაზოქსანი (გამოიყენება ეპირუბიცინით გამოწვეული ქრონიკული კუმულაციური კარდიოტოქსიკურობის პრევენციისათვის);

ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით არ უნდა იქნას გამოყენებული ეპირუბიცინით თერაპიის დროს;

პაკლიტაქსელი ან დოცეტაქსელი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ). როცა პაკლიტაქსელი კეთდება ეპირუბიცინამდე, შეიძლება გაიზარდოს ეპირუბიცინის კონცენტრაცია სისხლში. როცა პაკლიტაქსელი და დოცეტაქსელი კეთდება ეპირუბიცინთან ერთდროულად ან მის შემდეგ, ისინი არ მოქმედებენ ეპირუბიცინის კონცენტრაციაზე.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ფეხმძიმობა

ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე. თავიდან უნდა იქნას აცილებული ფეხმძიმობა, სანამ პაციენტი ან მისი პარტნიორი მკურნალობენ ამ მედიკამენტით. თუ პაციენტი სექსუალურად აქტიურია, მკურნალობის განმავლობაში უნდა გამოიყენოს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები, ორსულობის თავიდან ასაცილებლად, მიუხედავად იმისა, ქალია თუ მამაკაცი. მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ეცნობოს პაციენტის შესაძლო ფეხმძიმობის შესახებ.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე, რადგან ზოგიერთი მედიკამენტი შეიძლება მოხვდეს დედის რძეში და შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ბავშვისთვის.

რეპროდუქციული უნარი

მამაკაცები: არსებობს ეპირუბიცინის თერაპიით გამოწვეული სტერილობის რისკი და მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ სპერმის შენახვის შესაძლებლობა მკურნალობის დაწყებამდე.

ქალები: ეპირუბიცინმა შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა ან ნაადრევი მენოპაუზა ქალებში პრემენოპაუზამდელ პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოწოდებული რაიმე სიფრთხილის ზომების მიღება, თუ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ და ეს განიხილა მკურნალ ექიმთან.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექცია შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ნატრიუმის 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებს მილილიტრში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ყველზე სერიოზული გვერდითი მოვლენები

საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, რადგან პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას:

ძალიან ხშირი: (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ლეიკოციტების (ებრძვიან ინფექციას) რაოდენობა შეიძლება მკვეთრად დაქვეითდეს, რაც ზრდის ინფექციებისა და ცხელების განვითარების ალბათობას (ლეიკოპენია);

თრომბოციტების (სისხლის ფირფიტები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, რაც იწვევს დაზიანების მიღებისას სისხლჩაქცევების ან სისხლდენის ადვილად განვითარებას;

გარკვეული ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება - გრანულოციტები და ნეიტროფილები (გრანულოციტოპენია და ნეიტროპენია);

გარკვეული ტიპის ლეიკოციტების შემცირება, რომელსაც თან ახლავს ცხელება (ფებრილური ნეიტროპენია);

თვალის გამჭვირვალე ნაწილის - რქოვანას - ანთება;

მაღალი ცხელება.

ხშირი: (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლდენა;

ინფუზიის ადგილზე სიწითლე.

არახშირი: (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლის გარკვეული ტიპის კიბო (მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია);

ფილტვების ინფექცია (პნევმონია);

სისხლძარღვის ბლოკირება;

ფეხებისა და ხელების შეშუპება და ტკივილი სისხლძარღვის ანთების გამო, შესაძლოა მოიცავდეს სისხლის თრომბოზს;

ფილტვების თრომბოზი, რაც იწვევს ტკივილს მკერდის არეში და სუნთქვის გაძნელებას.

იშვიათი: (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სიცოცხლისათვის სახიფათო, მოულოდნელი ალრეგიული რეაქცია. სიმპტომები მოიცავს ალერგიის უეცრად განვითარებულ ნიშნებს, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

გულის დაზიანება (კარდიოტოქსიკურობა).

სიხშირე უცნობია: (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, რომელიც ვითარდება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების შედეგად სისხლის მოწამვლის გამო (სეპტიკური შოკი).

სხვა გვერდითი მოვლენები

ინფექციები;

თვალის ანთება თვალების სიწითლითა და ცრემლდენით;

ერითროციტების დაბალი რაოდენობა (ანემია), რაც იწვევს დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნებას;

ალები;

ვენის ანთება;

გულისრევა;

ღებინება;

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;

დიარეა;

თმის ცვენა;

კანის დაზიანებები;

შარდის წითლად შეფერილობა ეპირუბიცინის ინექციიდან 1-2 დღის განმავლობაში;

მენსტრუაციის შეწყვეტა;

საჭმლის მომნელებლი ტრაქტის ლორწოვანი გარსების ანთება ტკივილით და დაწყლულება;

ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება;

ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის ცვლილება;

ეპირუბიცინის შარდის ბუშტში პირდაპირ გამოყენების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ანთება (ცისტიტი).

მადის დაქვეითება/დაკარგვა;

წყლისა და სითხეების დაკარგვა;

გულის რითმის მძიმე დარღვევები (პარკუჭოვანი არითმია);

გულის იმპულსის გამტარებლობის დარღვევები;

გარკვეული ტიპის გულის რითმის დარღვევები (AV ბლოკადა, ჰისის კონის ბლოკადა);

შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია);

გულის მიერ არასაკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა, რაც იწვევს ქოშინს, სითხის შეკავებასა და გულის რითმის დარღვევას;

კანის სიწითლე;

მკერდის ძვლის უკან ტკივილი, დისპეფსია და ყლაპვის გაძნელება საყლაპავის ანთების გამო;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტკივილი და წვა;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსების ანთება;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები;

გამონაყარი, ქავილი;

ფრჩხილების ფერის პათოლოგიური ცვლილება;

კანის ცვლილებები;

კანის ფერის პათოლოგიური ცვლილება;

ხშირი შარდვა;

შემცივნება;

ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა წვის შეგრძნება;

გულის ფუნქციის დაქვეითება.

მაღალი ცხელება, შემცივნება, შეუძლოდ ყოფნა, შესაძლოა ხელებისა და ფეხების გაცივება სისხლის მოწამვლის გამო;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა;

ჭინჭრის ციება;

კანის სიწითლე;

სისუსტის შეგრძნება.

შარდმჟავას დონის მომატება სისხლში;

სათესლე სითხეში სპერმატოზოიდების არარსებობა;

გაბრუება.

პირის ღრუში მუქი ლაქების გაჩენა;

აბდომინური დისკომფორტი;

კანის სიწითლე ან დამწვრობის მსგავსი სხვა რეაქციები მზის სხივების ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;

კანის ცვლილებები ადრე ჩატარებული სხივური თერაპიის ადგილზე.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით.

ვებგვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA ყვითელი ბარათი უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

ეპირუბიცინის ინექციის აქტიური ნივთიერებაა ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი.

თითოეული მლ შეიცავს 2 მგ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის ფორმა და შეფუთვა

ეპირუბიცინის ინექცია არის გამჭვირვალე, წითელი ფერის ხსნარი.

შეფუთვის ზომები:

1 x 5 მლ ფლაკონი (10 მგ/5 მლ)

1 x 10 მლ ფლაკონი (20 მგ/10 მლ)

1 x 25 მლ ფლაკონი (50 მგ/25 მლ)

1 x 50 მლ ფლაკონი (100 მგ/50 მლ)

1 x 100 მლ ფლაკონი (200 მგ/100 მლ)

5 და 10 მლ ფლაკონები: I ტიპის ცილინდრული მინის ფლაკონი 20 მმ-იანი ქლორობუტილის RTS რეზინის საცობით და ალუმინის თეთრი ფერის flip-off ტიპის თავსახურით.

25 მლ ფლაკონი: I ტიპის ცილინდრული მინის ფლაკონი 20 მმ-იანი ქლორობუტილის RTS რეზინის საცობით და ალუმინის თეთრი/მკვეთრი ლურჯი ფერის flip-off ტიპის თავსახურით.

50 მლ ფლაკონი: I ტიპის გარკვეული ფორმის მინის ფლაკონი 20 მმ-იანი ქლორობუტილის RTS რეზინის საცობით და ალუმინის მკვეთრი ლურჯი ფერის flip-off ტიპის თავსახურით.

100 მლ ფლაკონი: I ტიპის გარკვეული ფორმის მინის ფლაკონი 20 მმ-იანი ქლორობუტილის RTS რეზინის საცობით და ალუმინის თეთრი/მკვეთრი ლურჯი ფერის flip-off ტიპის თავსახურით.

შეფუთვის ზომა: 1 ფლაკონი.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

Accord Healthcare Limited

Sage House, 319 Pinner Road, North Harrow, Middlesex,

HA1 4HF, United Kingdom

აკორდ ჰელსქეა ლიმითიდ

სეიჯ ჰაუს, 319 ფინა როუდ, ჩრდილოეთ ჰეროუ, მიდლსექსი,

HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია 12/2019.

  • ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტებისათვის:

შენახვის პირობები

ფლაკონები ერთჯერადი გამოყენებისაა და ნებისმიერი გამოუყენებელი პორცია უნდა იქნას გადაგდებული. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე, რეზინის საცობის პირველად მოხსნის შემდეგ. თუ პროდუქტი არ იქნა მაშინვე გამოყენებული, მისი შენახვის დრო და პირობები მოხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

შენახვის ვადა საინექციო ხსნარის განზავების შემდეგ:

პროდუქტი შეიძლება განზავდეს 5% გლუკოზის ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ასეპტიკურ პირობებში და შემდეგ მოხდეს მისი ინტრავენური ინფუზია. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მომზადებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8⁰C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ ხსნარის მომზადება მოხდა ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

განადგურება

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი მასალა, რომელიც გამოყენებულ იქნა ეპირუბიცინის მომზადებისას, გადასხმისას ან შეხებაში იყო მასთან, საჭიროა განადგურდეს ციტოტოქსიკური ნივთიერებების მოხმარების ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარისათვის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი

მედიკამენტის სახელწოდებაა “ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი”, ინსტრუქციაში ის მოცემულია სახელწოდებით - “ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია”.

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის გამოყენებამდე;

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია და მისი გამოყენება

მედიკამენტის სახელწოდებაა “ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი”, ინსტრუქციაში ის მოცემულია სახელწოდებით - “ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია”.

რას წარმოადგენს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია არის კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი. კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას ქიმიოთერაპიას უწოდებენ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია მიეკუთვნება ანთრაციკლინების მედიკამენტების ჯგუფს. ის მოქმედებს აქტიურად მზარდ უჯრედებზე, ანელებს ან აჩერებს მათ ზრდას და ზრდის ამ უჯრედების სიკვდილის ალბათობას.

რისთვის გამოიყენება ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით ან სხვა წამლებთან კომბინაციაში. მისი გამოყენების გზა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია გამოიყენება ძუძუსა და კუჭის კიბოს სამკურნალოდ.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია გამოიყენება შარდის ბუშტის კედლების პათოლოგიური უჯრედების ან კიბოს სამკურნალოდ შარდის ბუშტში კათეტერის საშუალებით ინექციის გზით. ის, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სახის თერაპიის შემდეგ ამ უჯრედების ზრდის რეციდივის პროფილაქტიკისათვის.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის გამოყენებამდე

არ შეიძლება ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის გამოყენება

თუ პაციენტი ალერგიულია ეპირუბიცინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (იხ. პარაგრაფი 6) ან მსგავსი ქიმიოთერაპიული პრეპარატების (ანთრაციკლინები ან ანთრაცენედიონები) მიმართ;

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს;

თუ პაციენტს სისხლის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითებული უნარი აქვს, რაც იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებას და მათ შემდგომ დაქვეითებას;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს;

თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, დაქვეითებული აქვს გულის კუნთის ფუნქცია, აღენიშნება ძლიერი არარეგულარული გულისცემა, უეცრად განვითარებული ტკივილი მკერდში, გულის კუნთის არაანთებითი დაავადება ან გულის სხვა მძიმე პრობლემა ანამნეზში, ან ამჟამად მკურნალობს ამის გამო;

თუ პაციენტს ჩატარებული აქვს მკურნალობა ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციით ან სხვა მსგავსი ქიმიოთერაპიული წამლებით, რადგან წინამორბედი მკურნალობა ამ მედიკამენტებით ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს;

თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ორგანოებს;

თუ პაციენტს აღენიშნება საშარდე გზების ინფექცია;

თუ პაციენტს შარდის ბუშტის ანთება აქვს;

თუ პაციენტს ინვაზიური სიმსივნე აქვს, რომელიც ჩაზრდილია შარდის ბუშტში;

თუ პაციენტს აღენიშნება კათეტერიზაციის პრობლემები (კათეტერის ჩადგმა შარდის ბუშტში გართულებულია);

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლიანი შარდი.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია;

თუ პაციენტმა უახლოეს წარსულში ჩაიტარა ან საჭიროებს ვაქცინაციას;

თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ტოქსიკურობა, როგორიცაა:

პირის ღრუს მწვავე ანთება;

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;

ზოგადი ინფექციები.

ზემოთ ჩამოთვლილი ექიმს დაეხმარება მიიღოს გადაწყვეტილება, მედიკამენტი მიზანშეწონილია თუ არა პაციენტისათვის.

სხვა მედიკამენტები და ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით, კერძოდ:

ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის და გულძმარვის სამკურნალოდ), ციმეტიდინმა შეიძლება გააძლიეროს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის მოქმედება;

კალციუმის არხების ბლოკატორები (საგულე საშუალებები);

ინტერფერონი ალფა-2ბ (გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ);

ქინინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ);

ანტიბიოტიკები, როგორიცაა სულფონამიდი და ქლორამფენიკოლი;

ანტირეტროვირუსული მედიკამენტები (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);

დიფენილჰიდანტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა ამიდოპირინის წარმოებულები;

დექსვერაპამილი (გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადების დროს);

ტრასტუზუმაბით თერაპია, გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. თუ შესაძლებელია, ექიმმა არ უნდა დანიშნოს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია ტრასტუზუმაბის შეწყვეტიდან 27 კვირამდე. თუ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია გამოყენებულ იქნა ამ პერიოდამდე, რეკომენდებულია გულის ფუნქციის ყურადღებითი მონიტორინგი;

დექსრაზოქსანი (გამოიყენება ეპირუბიცინით გამოწვეული ქრონიკული კუმულაციური კარდიოტოქსიკურობის პრევენციისათვის);

ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით არ უნდა იქნას გამოყენებული ეპირუბიცინით თერაპიის დროს;

პაკლიტაქსელი ან დოცეტაქსელი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ). როცა პაკლიტაქსელი კეთდება ეპირუბიცინამდე, შეიძლება გაიზარდოს ეპირუბიცინის კონცენტრაცია სისხლში. როცა პაკლიტაქსელი და დოცეტაქსელი კეთდება ეპირუბიცინთან ერთდროულად ან მის შემდეგ, ისინი არ მოქმედებენ ეპირუბიცინის კონცენტრაციაზე.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ფეხმძიმობა

ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე. თავიდან უნდა იქნას აცილებული ფეხმძიმობა, სანამ პაციენტი ან მისი პარტნიორი მკურნალობენ ამ მედიკამენტით. თუ პაციენტი სექსუალურად აქტიურია, მკურნალობის განმავლობაში უნდა გამოიყენოს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები, ორსულობის თავიდან ასაცილებლად, მიუხედავად იმისა, ქალია თუ მამაკაცი. მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ეცნობოს პაციენტის შესაძლო ფეხმძიმობის შესახებ.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე, რადგან ზოგიერთი მედიკამენტი შეიძლება მოხვდეს დედის რძეში და შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ბავშვისთვის.

რეპროდუქციული უნარი

მამაკაცები: არსებობს ეპირუბიცინის თერაპიით გამოწვეული სტერილობის რისკი და მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ სპერმის შენახვის შესაძლებლობა მკურნალობის დაწყებამდე.

ქალები: ეპირუბიცინმა შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა ან ნაადრევი მენოპაუზა ქალებში პრემენოპაუზამდელ პერიოდში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მოწოდებული რაიმე სიფრთხილის ზომების მიღება, თუ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ და ეს განიხილა მკურნალ ექიმთან.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექცია შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ნატრიუმის 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებს მილილიტრში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექციის გამოყენების წესი

თუ პაციენტს დანიშნული აქვს ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექცია, ის უნდა გაკეთდეს მხოლოდ ექიმის ან ექთნის მიერ, რომელსაც ქიმიოთერაპიის გაკეთების გამოცდილება აქვს.

მედიკამენტი ჩვეულებრივ კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ წვეთოვანი ინფუზიის სახით ვენაში. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს წამლის დოზასა და მკურნალობის დღეების რაოდენობას პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

დოზა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სიმაღლესა და სხეულის წონაზე. პაციენტის სიმაღლისა და წონის მიხედვით ექიმი გამოთვლის სხეულის ზედაპირის ფართობს და შესაბამისად, დოზას.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია შესაძლებელია მოხდეს პირდაპირ შარდის ბუშტში, შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდ ან მისი რეციდივის პრევენციისათვის. დოზა დამოკიდებულია შარდის ბუშტის კიბოს ტიპზე. როცა მედიკამენტის ინექცია ხდება პირდაპირ შარდის ბუშტში, არ შეიძლება სითხეების მიღება მკურნალობამდე 12 საათით ადრე, რადგან არ მოხდეს წამლის განზავება შარდში.

ზოგჯერ შეიძლება საკმარისი იყოს მკურნალობის ერთი კურსი, თუმცა უფრო ხშირად ექიმი დანიშნავს შემდგომ კურსებს ყოველ სამ ან ოთხ კვირაში. შეიძლება საჭიროა გახდეს რამდენიმე კურსის ჩატარება, სანამ პაციენტის მდგომარეობა დაექვემდებარება კონტროლს და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

რეგულარული გამოკვლევები, რომლებიც საჭიროა ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექციით მკურნალობის დროს

მკურნალობის პერიოდში საჭიროა რეგულარული გამოკვლევების ჩატარება:

სისხლი – სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობის განსასაზღვრად, რაც საჭიროებს მკურნალობას;

გულის ფუნქცია – გულის დაზიანება, რომელსაც იწვევს ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექციის დიდი დოზებით მიღება. ის შეიძლება არ გამოვლინდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამიტომ საჭიროა რეგულარული გამოკვლევების ჩატარება ამ პერიოდში;

ღვიძლი – სისხლის ანალიზები, რომლებიც მიუთითებენ, რომ წამალი არ იწვევს საზიანო ეფექტს ღვიძლის ფუნქციაზე;

შარდმჟავას დონე სისხლში - ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექციამ შეიძლება გაზარდოს შარდმჟავას დონე სისხლში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა. შარდმჟავას დონის დასარეგულირებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მედიკამენტები.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორდის ინექციის დოზის გადაჭარბებისას

წამლის დიდმა დოზებმა შეიძლება გააუარესონ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა წყლულები პირის ღრუში ან ლეიკოციტების (ებრძვიან ინფექციას) და თრომბოციტების (მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობის შემცირება სისხლში. ამ მდგომარეობების განვითარებისას საჭირო ხდება ანტიბიოტიკების მიღება ან სისხლის ტრანსფუზია. ასევე, საჭიროა პირის ღრუს წყლულების მკურნალობა, რათა შემცირდეს გამოწვეული დისკომფორტი.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ყველზე სერიოზული გვერდითი მოვლენები

საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, რადგან პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას:

ძალიან ხშირი: (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ლეიკოციტების (ებრძვიან ინფექციას) რაოდენობა შეიძლება მკვეთრად დაქვეითდეს, რაც ზრდის ინფექციებისა და ცხელების განვითარების ალბათობას (ლეიკოპენია);

თრომბოციტების (სისხლის ფირფიტები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, რაც იწვევს დაზიანების მიღებისას სისხლჩაქცევების ან სისხლდენის ადვილად განვითარებას;

გარკვეული ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება - გრანულოციტები და ნეიტროფილები (გრანულოციტოპენია და ნეიტროპენია);

გარკვეული ტიპის ლეიკოციტების შემცირება, რომელსაც თან ახლავს ცხელება (ფებრილური ნეიტროპენია);

თვალის გამჭვირვალე ნაწილის - რქოვანას - ანთება;

მაღალი ცხელება.

ხშირი: (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლდენა;

ინფუზიის ადგილზე სიწითლე.

არახშირი: (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლის გარკვეული ტიპის კიბო (მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია);

ფილტვების ინფექცია (პნევმონია);

სისხლძარღვის ბლოკირება;

ფეხებისა და ხელების შეშუპება და ტკივილი სისხლძარღვის ანთების გამო, შესაძლოა მოიცავდეს სისხლის თრომბოზს;

ფილტვების თრომბოზი, რაც იწვევს ტკივილს მკერდის არეში და სუნთქვის გაძნელებას.

იშვიათი: (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სიცოცხლისათვის სახიფათო, მოულოდნელი ალრეგიული რეაქცია. სიმპტომები მოიცავს ალერგიის უეცრად განვითარებულ ნიშნებს, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

გულის დაზიანება (კარდიოტოქსიკურობა).

სიხშირე უცნობია: (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, რომელიც ვითარდება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების შედეგად სისხლის მოწამვლის გამო (სეპტიკური შოკი).

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ინფექციები;

თვალის ანთება თვალების სიწითლითა და ცრემლდენით;

ერითროციტების დაბალი რაოდენობა (ანემია), რაც იწვევს დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნებას;

ალები;

ვენის ანთება;

გულისრევა;

ღებინება;

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;

დიარეა;

თმის ცვენა;

კანის დაზიანებები;

შარდის წითლად შეფერილობა ეპირუბიცინის ინექციიდან 1-2 დღის განმავლობაში;

მენსტრუაციის შეწყვეტა;

საჭმლის მომნელებლი ტრაქტის ლორწოვანი გარსების ანთება ტკივილით და დაწყლულება;

ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება;

ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის ცვლილება;

ეპირუბიცინის შარდის ბუშტში პირდაპირ გამოყენების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ანთება (ცისტიტი).

ხშირი: (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

მადის დაქვეითება/დაკარგვა;

წყლისა და სითხეების დაკარგვა;

გულის რითმის მძიმე დარღვევები (პარკუჭოვანი არითმია);

გულის იმპულსის გამტარებლობის დარღვევები;

გარკვეული ტიპის გულის რითმის დარღვევები (AV ბლოკადა, ჰისის კონის ბლოკადა);

შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია);

გულის მიერ არასაკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა, რაც იწვევს ქოშინს, სითხის შეკავებასა და გულის რითმის დარღვევას;

კანის სიწითლე;

მკერდის ძვლის უკან ტკივილი, დისპეფსია და ყლაპვის გაძნელება საყლაპავის ანთების გამო;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტკივილი და წვა;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსების ანთება;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები;

გამონაყარი, ქავილი;

ფრჩხილების ფერის პათოლოგიური ცვლილება;

კანის ცვლილებები;

კანის ფერის პათოლოგიური ცვლილება;

ხშირი შარდვა;

შემცივნება;

ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა წვის შეგრძნება;

გულის ფუნქციის დაქვეითება.

არახშირი: (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

მაღალი ცხელება, შემცივნება, შეუძლოდ ყოფნა, შესაძლოა ხელებისა და ფეხების გაცივება სისხლის მოწამვლის გამო;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა;

ჭინჭრის ციება;

კანის სიწითლე;

სისუსტის შეგრძნება.

იშვიათი: (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

შარდმჟავას დონის მომატება სისხლში;

სათესლე სითხეში სპერმატოზოიდების არარსებობა;

გაბრუება.

სიხშირე უცნობია: (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

პირის ღრუში მუქი ლაქების გაჩენა;

აბდომინური დისკომფორტი;

კანის სიწითლე ან დამწვრობის მსგავსი სხვა რეაქციები მზის სხივების ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;

კანის ცვლილებები ადრე ჩატარებული სხივური თერაპიის ადგილზე.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით.

ვებგვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA ყვითელი ბარათი უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის შენახვის წესი

ინახება მაცივარში (2ºC - 8ºC). არ შეიძლება გაყინვა.

ფლაკონი ინახება კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია ყოველთვის უნდა შეინახოს უსაფრთხო და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის გამოყენება ეტიკეტსა და კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის გამოყენება ხსნარის არავარგისიანობის გარეგნული ნიშნების შემჩნევისას.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია:

ეპირუბიცინის ინექციის აქტიური ნივთიერებაა ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი.

თითოეული მლ შეიცავს 2 მგ ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის ფორმა და შეფუთვა

ეპირუბიცინის ინექცია არის გამჭვირვალე, წითელი ფერის ხსნარი.

შეფუთვის ზომები:

1 x 5 მლ ფლაკონი (10 მგ/5 მლ)

1 x 10 მლ ფლაკონი (20 მგ/10 მლ)

1 x 25 მლ ფლაკონი (50 მგ/25 მლ)

1 x 50 მლ ფლაკონი (100 მგ/50 მლ)

1 x 100 მლ ფლაკონი (200 მგ/100 მლ)

5 და 10 მლ ფლაკონები: I ტიპის ცილინდრული მინის ფლაკონი 20 მმ-იანი ქლორობუტილის RTS რეზინის საცობით და ალუმინის თეთრი ფერის flip-off ტიპის თავსახურით.

25 მლ ფლაკონი: I ტიპის ცილინდრული მინის ფლაკონი 20 მმ-იანი ქლორობუტილის RTS რეზინის საცობით და ალუმინის თეთრი/მკვეთრი ლურჯი ფერის flip-off ტიპის თავსახურით.

50 მლ ფლაკონი: I ტიპის გარკვეული ფორმის მინის ფლაკონი 20 მმ-იანი ქლორობუტილის RTS რეზინის საცობით და ალუმინის მკვეთრი ლურჯი ფერის flip-off ტიპის თავსახურით.

100 მლ ფლაკონი: I ტიპის გარკვეული ფორმის მინის ფლაკონი 20 მმ-იანი ქლორობუტილის RTS რეზინის საცობით და ალუმინის თეთრი/მკვეთრი ლურჯი ფერის flip-off ტიპის თავსახურით.

შეფუთვის ზომა: 1 ფლაკონი.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

Accord Healthcare Limited

Sage House, 319 Pinner Road, North Harrow, Middlesex,

HA1 4HF, United Kingdom

აკორდ ჰელსქეა ლიმითიდ

სეიჯ ჰაუს, 319 ფინა როუდ, ჩრდილოეთ ჰეროუ, მიდლსექსი,

HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია 12/2019.

  • ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტებისათვის:

შეუთავსებლობა

თავიდან უნდა იქნას აცილებული ხანგრძლივი კონტაქტი ნებისმიერ ტუტე pH-ის მქონე ხსნართან (მათ შორის ბიკარბონატების შემცველ ხსნარებთან), რადგან ამ ხსნარებმა შეიძლება გამოიწვიონ აქტიური ნივთიერების ჰიდროლიზი (დაშლა). გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამოყენების ინსტრუქციაში ჩამოთვლილი ხსნარები.

არც ინექცია და არც ნებისმიერი განზავებული ხსნარი არ უნდა შეერიოს სხვა წამლებს. აღწერილია ფიზიკური შეუთავსებლობა ჰეპარინთან.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი არ უნდა შეერიოს სხვა მედიკამენტებს.

გამოყენების ინსტრუქცია

ინტრავენური გამოყენება: რეკომენდებულია ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის გაკეთება კათეტერის საშუალებით, ინტრავენური ინფუზიის სახით (0.9% ნატრიუმის ქლორიდი). თრომბოზის ან პერივენური ექსტრავაზაციის რისკის შესამცირებლად, ინფუზიის დრო შეადგენს 3-20 წუთს, რომელიც დამოკიდებულია დოზასა და საინფუზიო ხსნარის მოცულობაზე. პირდაპირი ინტრავენური ინექცია არ არის რეკომენდებული ექსტრავაზაციის რისკის გამო, რომელიც შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, როცა ნემსის ასპირაციისას ხდება სისხლის ადექვატური რაოდენობის უკან დაბრუნება.

ინტრავეზიკალური გამოყენება: ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექციის გაკეთებამდე ის უნდა განზავდეს სტერილურ საინექციო წყალში ან 0.9% სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში. ეპირუბიცინის ინსტილაცია ხდება კათეტერის საშუალებით და ხსნარი შარდის ბუშტში რჩება 1-2 საათის განმავლობაში. ინსტილაციის დროს პაციენტი უნდა გადაბრუნდეს, რათა მოხდეს შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის მაქსიმალური კონტაქტი ხსნართან. ინსტილაციამდე პაციენტმა 12 საათით ადრე უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი სითხის მიღება, რათა არ მოხდეს ხსნარის განზავება შარდით. ინსტილაციის პროცესის დასრულების შემდეგ პაციენტმა უნდა მოშარდოს.

საინექციოს ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს და ამიტომ ნებისმიერი გამოუყენებელი ნარჩენი ნივთიერება გადაგდებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ.

სიმსივნის საწინააღმდეგო აგენტების უსაფრთხო მოხმარებისა და განადგურების გზამკვლევები:

თუ საინფუზიო ხსნარი მოსამზადებელია, ეს უნდა მოხდეს გამოცდილი სპეციალისტების მიერ ასეპტიკურ პირობებში;

საინფუზიო ხსნარის მომზადება უნდა განხორციელდეს სპეციალურად გამოყოფილ ასეპტიკურ სივრცეში;

პერსონალს უნდა ეცვას დამცავი ერთჯერადი ხელთათმანები, სათვალე, ხალათი და ნიღაბი;

სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა არ მოხდეს სამკურნალო პროდუქტის კონტაქტი თვალებთან. თვალებში მოხვედრისას საჭიროა მათი გამორეცხვა დიდი რაოდენობის წყლით და/ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. შემდეგ კი საჭიროა ექიმთან მიმართვა;

კანთან კონტაქტისას, საჭიროა გულმოდგინედ ჩამობანა საპნითა და წყლით ან ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით. არ შეიძლება კანის გახეხვა ჯაგრისით. ხელთათმნის მოხსნის შემდეგ ყოველთვის საჭიროა ხელების დაბანა;

ხსნარის დაღვრისას ან გაჟონვისას ზედაპირი უნდა დამუშავდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის განზავებული ხსნარით (1% ქლორინი), უმჯობესია გაჟღენთვით, შემდეგ კი წყლით. ყველა გამწმენდი მასალა განადგურებულ უნდა იქნას ქვემოთ მოცემული მითითებების შესაბამისად.

ფეხმძიმე პერსონალი არ დაიშვება ციტოტოქსიკური პრეპარატების მოხმარებისას;

ხსნარის დამზადებისას და/ან ციტოტოქსიკური პროდუქტების განზავებისას გამოყენებული მასალის (შპრიცები, ნემსები და ა.შ.) განადგურებისას მიღებულ უნდა იქნას შესაბამისი სიფრთხილის ზომები. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

შენახვა

პროდუქტი გასაყიდი შეფუთვით: ინახება მაცივარში (2⁰C-8⁰C). არ შეიძლება გაყინვა.

ფლაკონი ინახება კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

შენახვის ვადა კონტეინერის პირველი გახსნის შემდეგ:

ფლაკონები ერთჯერადი გამოყენებისაა და ნებისმიერი გამოუყენებელი პორცია უნდა იქნას გადაგდებული. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე, რეზინის საცობის პირველად მოხსნის შემდეგ. თუ პროდუქტი არ იქნა მაშინვე გამოყენებული, მისი შენახვის დრო და პირობები მოხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

შენახვის ვადა საინექციო ხსნარის განზავების შემდეგ:

პროდუქტი შეიძლება განზავდეს 5% გლუკოზის ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ასეპტიკურ პირობებში და შემდეგ მოხდეს მისი ინტრავენური ინფუზია. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მომზადებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8⁰C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ ხსნარის მომზადება მოხდა ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

განადგურება

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი მასალა, რომელიც გამოყენებულ იქნა ეპირუბიცინის მომზადებისას, გადასხმისას ან შეხებაში იყო მასთან, საჭიროა განადგურდეს ციტოტოქსიკური ნივთიერებების მოხმარების ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდის ინექცია 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარისათვის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა