პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

ფამოტიდინი ალკალოიდი 20მგ

FAMOTIDINE ALKALOID® 20mg

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

ფამოტიდინ ალკალოიდი შეიცავს ფამოტიდინის, რომელიც წარმოადგენს H2 რეცეპტორის ყველაზე ძლიერ ბლოკატორს და თრგუნავს კუჭის ჯირკვლების მიერ მჟავის გაძლიერებულ სეკრეციას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფამოტიდინი (famotidine)
ფორმა და შეფუთვა
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
მწარმოებელი
ALKALOID-INT d.o.o., სლოვენია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დაღვევის საწინააღმდეგო საშუალებები, H2 რეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
A02BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-022022
რეგისტრირებულია
7 აპრილი 2017, მოქმედებს 7 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ნინო იმნაძე
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფამოტიდინი ალკალოიდი 20მგ და სხვა წამალი ერთად

ფამოტიდინი ალკალოიდი 20მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფამოტიდინ ალკალოიდი შეიცავს ფამოტიდინის, რომელიც წარმოადგენს H2 რეცეპტორის ყველაზე ძლიერ ბლოკატორს და თრგუნავს კუჭის ჯირკვლების მიერ მჟავის გაძლიერებულ სეკრეციას.

ფამოტიდინ ალკალოიდი გამოიყენება მჟავის რეფლუქსის (კუჭის წვენის რეფლუქსი საყლაპავში) ისეთი სიმპტომების მოსახსნელად, როგორიც არის: გულძმარვა, ჰიპერმჟავიანობა და ტკივილი გულმკერდის არეში.

გულძმარვა, ჰიპერმჟავიანობა და ტკივილი გულმკერდის არეში ვლინდება კვების შემდეგ ან დაწოლისას, ასევე ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას. სიმპტომების გაკონტროლება შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ურეცეპტოდ შეძენილი პრეპარატების მიღებით. მიმართეთ ექიმს თუ 14 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან მდგომარეობა უარესდება.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

ფამოტიდინ ალკალოიდი ყოველთვის მიიღეთ ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ.

მოზრდილები

რეკომენდირებული დოზა არის ერთი ტაბლეტი (20მგ) დღეში ორჯერ, დილით და საღამოს ძილის წინ, ორი კვირა.

ბავშვები

12-18 წლის ბავშვები

ერთი ტაბლეტი (20მგ) დღეში.

<12 წლის ბავშვები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

ფამოტიდინ ალკალოიდის ტაბლეტები უნდა ჩაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

თუ ორ კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები კვლავ ნარჩუნდება მიმართეთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლოა სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.

ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

თუ მიიღეთ ფამოტიდინ ალკალოიდის ჭარბი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ ზედმეტი დოზა ან ბავშვმა ჩაყლაპა ტაბლეტები დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება

თუ გამოგრჩათ დოზა მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებულია აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ მკურნალობა სტანდარტული რეჟიმით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ფამოტიდინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (იხილეთ 6-ე ნაწილში) მიმართ.

თუ გაქვთ ალერგია ამ ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ, როგორიც არის რანიტიდინი, ციმეტიდინი.

12 წლამდე ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაწუხებთ ტკივილი ყლაპვის დროს ან ისეთი შეგრძნება გაქვთ თითქოს საკვები ყელში გაგეჭედათ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი არსებული ან გადატანილი პრობლემის შესახებ, რაც უკავშირდება ალერგიას ან სხვა ანტაციდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობას.

თუ გაქვთ ან გქონდათ შემდეგი სიმპტომები: წონის არასასურველი კლება, პერიოდული ღებინება ან სისხლის ამოღებინება ან შავი განავალი.

ექიმი ატარებს დამატებით ანალიზებს ავთვისებიანი დაავადების დიაგონოზირების ან გამორიცხვის მიზნით.

თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.

თუ ღებულობთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს. ექიმი გადაწყვეტს გჭირდებათ თუ არა დამატებითი გამოკვლევები.

ექიმი გირჩევთ, რომ უეცრად არ შეწყვიტოთ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება თუ წყლული დიდი ხანია გაქვთ და მკურნალობის შემდეგ სიმპტომები მოიხსნა. მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებისას ექიმი აკონტროლებს სისხლის ანალიზებს და ღვიძლის ფუნქციას.

ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში არ აღენიშნებათ კუჭის დაავადება რეკომენდირებულია ექიმთან ვიზიტი ამ პრეპარატის მიღებამდე.

ბავშვები

ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება არ არის რეკომენდირებული 12 წლამდე ბავშვებში ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემები გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას.

სიფრთხილეა საჭირო თუ ფამოტიდინს ღებულობთ შემდეგ პრეპარატებთან ერთად: ატაზანავირი, რადგან მცირდება ატაზანავირის კონცენტრაციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის დაკარგვა და რეზისტენტულობის განვითარება. კეტოკონაზოლმა ან იტრაკონაზოლმა (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და პრობენეციდმა (გამოიყენება ნიკრისის ქარის სამკურნალოდ) შესაძლოა გავლენა მოახდინონ ფამოტიდინ ალკალოიდზე ან პირიქით ფამოტიდინ ალკალოიდმა იმოქმედოს მათზე. შესაბამისად ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თანმხლები პრეპარატების შესახებ. კეტოკონაზოლის საჭიროებისას დაცული უნდა იყოს სულ მცირე 2 საათიანი ინტერვალი. ანტაციდებით (გამოიყენება კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად) მკურნალობისას უნდა დაიცვათ 1-2 საათიანი ინტერვალი ფამოტიდინ ალკალოიდის მიღების შემდეგ, ხოლო სუკრალფატით (გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ) მკურნალობისას საჭიროა 2 საათიანი ინტერვალის დაცვა ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე ან მიღების შემდეგ.

ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება საკვებთან, სასმელთა და ალკოჰოლთან

ცხოვრების სტილის შეცვლამ, როგორიც არის სტრესის შემცირების პროგრამები, მოწევის შეწყვეტა, ალკოჰოლის შეზღუდვა და დიეტა (მაგ: კოფეინის, ცხარე საკვების შეზღუდვა) შესაძლოა გაზარდოს აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობა.

ალკოჰოლის და ფამოტიდინის ერთობლივად მიღებისას არ იცვლება სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია.

გულძმარვის და ჰიპერმჟავიანობის სხვა სიმპტომების თავიდან არიდების მიზნით ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვების და სასმელის მიღებამდე ერთი საათით ადრე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.

ფამოტიდინი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში თუ ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ. ფამოტიდინი ხვდება დედის რძეში. აღნიშნული პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდირებული.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ზოგიერთ პაციენტს ფამოტიდინით მკურნალობის პერიოდში აღენიშნა ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიც არის თავბრუსხვევა და თავის ტკივილი. დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება სანამ არ დაადგენთ თუ როგორ მოქმედებს აღნიშნული პრეპარატი თქვენზე და თუ გამოვლინდა აღნიშნული სიმპტომები. (იხილეთ ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).

ფამოტიდინ ალკალოიდი შეიცავს ლაქტოზას.

თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად ფამოტიდინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 10-დან 1 პაციენტში)

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყაბზობა, დიარეა;

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 100-დან 1 პაციენტში)

  • გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, გემოს შეცვლა, მუცლის მსუბუქი ტკივილი ან შებერილობა, მადის დაკარგვა, დაღლილობის შეგრძნება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 10000-დან 1 პაციენტში)

  • ზეგავლენა სისხლის ანალიზზე და ღვიძლის ფერმენტებზე, სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიც არის შეშუპება, ბრონქების კუნთების შეკუმშვა (ბრონქოსპაზმი), ალერგიული შოკი, სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმები, თმის ცვენა, კრუნჩხვები (რაც შესაძლოა ჰგავდეს ეპილეფსიურ კრუნჩხვებს), დაღლილობა, ძილიანობა, მგრძნობელობის დარღვევები, პნევმონია, სპაზმის შეგრძნება გულმკერდის არეში, გარდამავალი ფსიქიკური დარღვევები, მაგ: დეპრესია, შფოთვა, მოუსვენრობა, ორიენტაციის დარღვევა, გონების არევა და ჰალუცინაციები, უძილობა, კანის მწვავე პრობლემები, სექსუალური სურვილის დაქვეითება, იმპოტენცია. ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ვენაში H2-რეცეპტორის ანტაგონისტების შეყვანისას, QT ინტერვალის გახანგრძლივება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია.

გვერდითი ეფექტები, რომელთა მიზეზობრივი კავშირი ფამოტიდინთან არ არის ზუსტად დადგენილი: იშვიათად აღინიშნა მკერდის გადიდება მამაკაცებში.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. აქ იგულისხმება გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ

ბულგარეთის წამლის სააგენტოს

“დამიან გრუევის” #8

1303 სოფია

ტელ: +35 928903417

ვებ გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის ფამოტიდინი;

თითო აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20მგ ფამოტიდინს.

  • დამხმარე ინგრედიენტები: სიმინდის სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი; ლაქტოზას მონოჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური; კაჟბადი, კოლოიდური უწყლო; ჰიპრომელოზა; მაკროგოლი 4000; ტიტანის დიოქსიდი E171; საღებავი რკინის ოქსიდი წითელი E172; საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი E172.

როგორია ფამოტიდინ ალკალოიდი ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა

მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, მოყვითალო-ვარდისფერი აპკით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით. ტაბლეტები ალ/პვქ ბლისტერებშია. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 20 აპკით დაფარული ტაბლეტი და გამოყენების ინსტრუქცია.

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე/ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის “EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.

  • შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ფამოტიდინ ალკალოიდი® 20მგ აპკით დაფარული ტაბლეტები

(ფამოტიდინი)

FAMOTIDINE ALKALOID® 20mg film coated tablets

(famotidine)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ფურცელ-ჩანართში მოცემული მითითებების ან ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის დანიშნულების მიხედვით.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

მიმართეთ ექიმს თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან უარესად გრძნობთ თავს 14 დღის შემდეგ.

ფურცელ-ჩანართში იხილავთ:

რა არის ფამოტიდინ ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება

რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე

ფამოტიდინ ალკალოიდის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ფამოტიდინ ალკალოიდის შენახვის პირობები

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

  • რა არის ფამოტიდინ ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება

ფამოტიდინ ალკალოიდი შეიცავს ფამოტიდინის, რომელიც წარმოადგენს H2 რეცეპტორის ყველაზე ძლიერ ბლოკატორს და თრგუნავს კუჭის ჯირკვლების მიერ მჟავის გაძლიერებულ სეკრეციას.

ფამოტიდინ ალკალოიდი გამოიყენება მჟავის რეფლუქსის (კუჭის წვენის რეფლუქსი საყლაპავში) ისეთი სიმპტომების მოსახსნელად, როგორიც არის: გულძმარვა, ჰიპერმჟავიანობა და ტკივილი გულმკერდის არეში.

გულძმარვა, ჰიპერმჟავიანობა და ტკივილი გულმკერდის არეში ვლინდება კვების შემდეგ ან დაწოლისას, ასევე ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას. სიმპტომების გაკონტროლება შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ურეცეპტოდ შეძენილი პრეპარატების მიღებით. მიმართეთ ექიმს თუ 14 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან მდგომარეობა უარესდება.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე

არ მიიღოთ ფამოტიდინ ალკალოიდი

თუ გაქვთ ალერგია ფამოტიდინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (იხილეთ 6-ე ნაწილში) მიმართ.

თუ გაქვთ ალერგია ამ ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ, როგორიც არის რანიტიდინი, ციმეტიდინი.

12 წლამდე ბავშვებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაწუხებთ ტკივილი ყლაპვის დროს ან ისეთი შეგრძნება გაქვთ თითქოს საკვები ყელში გაგეჭედათ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი არსებული ან გადატანილი პრობლემის შესახებ, რაც უკავშირდება ალერგიას ან სხვა ანტაციდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობას.

თუ გაქვთ ან გქონდათ შემდეგი სიმპტომები: წონის არასასურველი კლება, პერიოდული ღებინება ან სისხლის ამოღებინება ან შავი განავალი.

ექიმი ატარებს დამატებით ანალიზებს ავთვისებიანი დაავადების დიაგონოზირების ან გამორიცხვის მიზნით.

თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.

თუ ღებულობთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს. ექიმი გადაწყვეტს გჭირდებათ თუ არა დამატებითი გამოკვლევები.

ექიმი გირჩევთ, რომ უეცრად არ შეწყვიტოთ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება თუ წყლული დიდი ხანია გაქვთ და მკურნალობის შემდეგ სიმპტომები მოიხსნა. მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებისას ექიმი აკონტროლებს სისხლის ანალიზებს და ღვიძლის ფუნქციას.

ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში არ აღენიშნებათ კუჭის დაავადება რეკომენდირებულია ექიმთან ვიზიტი ამ პრეპარატის მიღებამდე.

ბავშვები

ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება არ არის რეკომენდირებული 12 წლამდე ბავშვებში ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემები გამო.

სხვა პრეპარატები და ფამოტიდინ ალკალოიდი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას.

სიფრთხილეა საჭირო თუ ფამოტიდინს ღებულობთ შემდეგ პრეპარატებთან ერთად: ატაზანავირი, რადგან მცირდება ატაზანავირის კონცენტრაციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის დაკარგვა და რეზისტენტულობის განვითარება. კეტოკონაზოლმა ან იტრაკონაზოლმა (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და პრობენეციდმა (გამოიყენება ნიკრისის ქარის სამკურნალოდ) შესაძლოა გავლენა მოახდინონ ფამოტიდინ ალკალოიდზე ან პირიქით ფამოტიდინ ალკალოიდმა იმოქმედოს მათზე. შესაბამისად ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თანმხლები პრეპარატების შესახებ. კეტოკონაზოლის საჭიროებისას დაცული უნდა იყოს სულ მცირე 2 საათიანი ინტერვალი. ანტაციდებით (გამოიყენება კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად) მკურნალობისას უნდა დაიცვათ 1-2 საათიანი ინტერვალი ფამოტიდინ ალკალოიდის მიღების შემდეგ, ხოლო სუკრალფატით (გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ) მკურნალობისას საჭიროა 2 საათიანი ინტერვალის დაცვა ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე ან მიღების შემდეგ.

ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება საკვებთან, სასმელთა და ალკოჰოლთან

ცხოვრების სტილის შეცვლამ, როგორიც არის სტრესის შემცირების პროგრამები, მოწევის შეწყვეტა, ალკოჰოლის შეზღუდვა და დიეტა (მაგ: კოფეინის, ცხარე საკვების შეზღუდვა) შესაძლოა გაზარდოს აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობა.

ალკოჰოლის და ფამოტიდინის ერთობლივად მიღებისას არ იცვლება სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია.

გულძმარვის და ჰიპერმჟავიანობის სხვა სიმპტომების თავიდან არიდების მიზნით ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვების და სასმელის მიღებამდე ერთი საათით ადრე.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.

ფამოტიდინი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში თუ ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ. ფამოტიდინი ხვდება დედის რძეში. აღნიშნული პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდირებული.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ზოგიერთ პაციენტს ფამოტიდინით მკურნალობის პერიოდში აღენიშნა ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიც არის თავბრუსხვევა და თავის ტკივილი. დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება სანამ არ დაადგენთ თუ როგორ მოქმედებს აღნიშნული პრეპარატი თქვენზე და თუ გამოვლინდა აღნიშნული სიმპტომები. (იხილეთ ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).

ფამოტიდინ ალკალოიდი შეიცავს ლაქტოზას.

თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

  • ფამოტიდინ ალკალოიდის მიღების წესი

ფამოტიდინ ალკალოიდი ყოველთვის მიიღეთ ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ.

მოზრდილები

რეკომენდირებული დოზა არის ერთი ტაბლეტი (20მგ) დღეში ორჯერ, დილით და საღამოს ძილის წინ, ორი კვირა.

ბავშვები

12-18 წლის ბავშვები

ერთი ტაბლეტი (20მგ) დღეში.

<12 წლის ბავშვები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

ფამოტიდინ ალკალოიდის ტაბლეტები უნდა ჩაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

თუ ორ კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები კვლავ ნარჩუნდება მიმართეთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლოა სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.

ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

თუ მიიღეთ ფამოტიდინ ალკალოიდის ჭარბი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ ზედმეტი დოზა ან ბავშვმა ჩაყლაპა ტაბლეტები დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება

თუ გამოგრჩათ დოზა მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებულია აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ მკურნალობა სტანდარტული რეჟიმით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად ფამოტიდინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 10-დან 1 პაციენტში)

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყაბზობა, დიარეა;

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 100-დან 1 პაციენტში)

  • გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, გემოს შეცვლა, მუცლის მსუბუქი ტკივილი ან შებერილობა, მადის დაკარგვა, დაღლილობის შეგრძნება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 10000-დან 1 პაციენტში)

  • ზეგავლენა სისხლის ანალიზზე და ღვიძლის ფერმენტებზე, სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიც არის შეშუპება, ბრონქების კუნთების შეკუმშვა (ბრონქოსპაზმი), ალერგიული შოკი, სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმები, თმის ცვენა, კრუნჩხვები (რაც შესაძლოა ჰგავდეს ეპილეფსიურ კრუნჩხვებს), დაღლილობა, ძილიანობა, მგრძნობელობის დარღვევები, პნევმონია, სპაზმის შეგრძნება გულმკერდის არეში, გარდამავალი ფსიქიკური დარღვევები, მაგ: დეპრესია, შფოთვა, მოუსვენრობა, ორიენტაციის დარღვევა, გონების არევა და ჰალუცინაციები, უძილობა, კანის მწვავე პრობლემები, სექსუალური სურვილის დაქვეითება, იმპოტენცია. ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ვენაში H2-რეცეპტორის ანტაგონისტების შეყვანისას, QT ინტერვალის გახანგრძლივება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია.

გვერდითი ეფექტები, რომელთა მიზეზობრივი კავშირი ფამოტიდინთან არ არის ზუსტად დადგენილი: იშვიათად აღინიშნა მკერდის გადიდება მამაკაცებში.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. აქ იგულისხმება გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ

ბულგარეთის წამლის სააგენტოს

“დამიან გრუევის” #8

1303 სოფია

ტელ: +35 928903417

ვებ გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას.

  • ფამოტიდინ ალკალოიდის შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე/ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის “EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.

  • შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფამოტიდინ ალკალოიდი

  • აქტიური ნივთიერება არის ფამოტიდინი;

თითო აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20მგ ფამოტიდინს.

  • დამხმარე ინგრედიენტები: სიმინდის სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი; ლაქტოზას მონოჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური; კაჟბადი, კოლოიდური უწყლო; ჰიპრომელოზა; მაკროგოლი 4000; ტიტანის დიოქსიდი E171; საღებავი რკინის ოქსიდი წითელი E172; საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი E172.

როგორია ფამოტიდინ ალკალოიდი ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა

მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, მოყვითალო-ვარდისფერი აპკით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით. ტაბლეტები ალ/პვქ ბლისტერებშია. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 20 აპკით დაფარული ტაბლეტი და გამოყენების ინსტრუქცია.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ალკალოიდ ლტდ (ALKALOID Ltd),

მოტოპისტა 2 რეზიდენშალ არეა,

“რიკარდო ვაკარინის” ქ.2, სართ.3, ბ.10

სოფია 1404, ბულგარეთის რესპუბლიკა, ტელ: +359 2 8081081

ფაქსი: +359 2 9589367 ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

ალკალოიდ-ინტ დ.ო.ო. (ALKALOID-INT d.o.o.)

სლანდროვას ქ.4

1231 ლუბლიანა-ჩერნუჩე

სლოვენია

ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა