პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

ფამოტინი

FAMOTIN

რეცეპტით20მგინსტრუქცია ქართულადმოლდოვა
რისთვის გამოიყენება

ფამოტინის ინექცია ნაჩვენებია მაშინ, როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია: თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა; გასტროეზოფაგური რეფლექსური დაავადების მკურნალობა; სხვა ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები (მაგ. ზოლინგერ-ელისონის სინდრომი); წყლულის რეციდივის პრევენცია; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფამოტიდინი (famotidine)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №10 (2X5) + 5მლ გამხსნელი (0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
SC Balkan Pharmaceuticals SRL, მოლდოვა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, H2 - რეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
A02BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044337
რეგისტრირებულია
13 ნოემბერი 2025, მოქმედებს 13 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SC Balkan Pharmaceuticals SRL (მოლდოვა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფამოტინი და სხვა წამალი ერთად

ფამოტინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფამოტინის ინექცია ნაჩვენებია მაშინ, როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია:

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა;

გასტროეზოფაგური რეფლექსური დაავადების მკურნალობა;

სხვა ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები (მაგ. ზოლინგერ-ელისონის სინდრომი);

წყლულის რეციდივის პრევენცია;

კუჭის წვენის ასპირაციის პრევენცია ზოგადი ანესთეზიის დროს (მენდელსონის სინდრომი).

მიღების წესი და დოზირება

ფამოტინის ინექცია განკუთვნილია მხოლოდ ჰოსპიტალური გამოყენებისთვის და იმ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ პრეპარატების პერორალური მიღება.

ფამოტიდინის ტაბლეტები უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე ინექციის ნაცვლად.

ფამოტინის ინექციის რეკომენდებული დოზაა 20 მგ ინტრავენურად დღეში ორჯერ (ყოველ 12 საათში).

ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ შეიძლება იყოს 20 მგ-ზე მეტი.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს:

საწყისი დოზაა 20 მგ ინტრავენურად, ყოველ 6 საათში. დოზის შემდგომი კორექცია უნდა მოხდეს კუჭის მჟავას სეკრეციისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

ზოგადი ანესთეზიის დროს კუჭის წვენის ასპირაციის პრევენციისთვის:

20 მგ ინტრავენურად ოპერაციის დღეს დილით, ან ოპერაციამდე სულ მცირე 2 საათით ადრე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

რადგან ფამოტიდინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ-ია ან შრატისმიერი კრეატინინი >3 მგ/100 მლ-ია, დღიური დოზა უნდა შემცირდეს 20 მგ-მდე ღამით ან დოზებს შორის ინტერვალები უნდა გაიზარდოს 36-48 საათამდე.

პედიატრიული პოპულაცია:

ბავშვებში სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ფამოტინის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენებები”).

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

დოზის კორექცია ასაკის მიხედვით საჭირო არ არის.

შეყვანის წესი

ფამოტინის ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის.

ინექციის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა (არანაკლებ 2 წუთის განმავლობაში).

ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა იყოს 15-30 წუთი.

გამოყენებამდე გახსნის/განზავების ინსტრუქციისთვის იხ. პარაგრაფი 6.6. ხსნარები უნდა მომზადდეს უშუალოდ შეყვანის წინ. შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სუფთა, უფერო ხსნარები.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ბავშვები, მოზარდები, ორსული ქალები და მეძუძური დედები (გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო).

სიფრთხილის ზომები

ფამოტიდინით თერაპიის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს კუჭის წყლულის ავთვისებიანი სიმსივნე. თუ ეს შეუძლებელია პარენტერალურად შეყვანამდე, მაშინ უნდა გაკეთდეს პერორალურ მიღებაზე გადასვლისას.

ვინაიდან აღწერილია ჯვარედინი ალერგიული რეაქციები, ფამოტიდინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა სხვა H2-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტების მიმართ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ვინაიდან ფამოტიდინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, საჭიროა სიფრთხილე და დოზის კორექცია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფამოტიდინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და შედარებით დაბალი დოზებით.

საინექციო ფხვნილი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზის ყოველ ერთეულზე, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

გამხსნელი შეიცავს 0.8 მმოლ (18 მგ) ნატრიუმს დოზაზე (5 მლ ნატრიუმის ქლორიდს 9 მგ საინექციო ხსნარისთვის).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფამოტიდინი გავლენას არ ახდენს ღვიძლისმიერი ციტოქრომ P450-ის აქტივობაზე.

კეტოკონაზოლი: ფამოტიდინთან ერთად მიღებისას არსებობს შეწოვის შემცირების რისკი მომატებული pH-ის გამო.

პოზაკონაზოლის პერორალური სუსპენზიის ფამოტიდინთან ერთად მიღება, თუ შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ფამოტიდინმა შეიძლება შეამციროს პოზაკონაზოლის პერორალური სუსპენზიის შეწოვა ერთდროული გამოყენების დროს.

ფოსფატის შემაკავშირებლად ფამოტიდინთან ერთად მიიღებისას არსებობს კალციუმის კარბონატის ეფექტურობის დაკარგვის რისკი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.

ფამოტიდინის და თიროზინკინაზას ინჰიბიტორებების (TKI) დასატინიბის, ერლოტინიბის, გეფიტინიბის, პაზოპანიბის ერთად მიღებამ შეიძლება შეამციროს TKI-ების პლაზმური კონცენტრაცია, რაც იწვევს ეფექტურობის შემცირებას, ამიტომ ფამოტიდინის ამ TKI-ების ერთად მიღება არ არის რეკომენდებული. დამატებითი სპეციფიკური რეკომენდაციებისთვის, იხ. თითოეული TKI-ის სამკურნალო საშუალების შესახებ ინფორმაცია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფამოტიდინი კვეთს პლაცენტას. ორსულ ქალებში ადეკვატური ან კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ფამოტიდინის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენებები“).

ძუძუთი კვება:

ფამოტიდინი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, მეძუძურმა დედებმა უნდა შეწყვიტონ ფამოტიდინის მიღება ან შეწყვიტონ ძუძუთი კვება. ფამოტიდინი უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენებები“).

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ვირთაგვებსა და ბოცვრებში, რომლებიც იღებდნენ ფამოტიდინს 2000 მგ/კგ და 500 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებული დოზით დღეში, რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, ორსულ ქალებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები ფამოტინის საინექციო ხსნარის რაიმე გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100, <1/10), არახშირი (>1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), მათ შორის ცალკეული შემთხვევები, უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

MedDRA-ს სისტემურ ორგანოთა კლასი/სიხშირე

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობი

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

აგრანულოციტოზი,

ლეიკოპენია ,პანციტოპენია, თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსია

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

ანორექსია

ფსიქიატრიული დარღვევები

დეპრესია, ჰალუცინაციები,

აჟიტაცია, შფოთვა, დაბნეულობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა

დარღვევები სმენის ორგანოების მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

ტინიტუსი

დარღვევები გულის მხრივ

არითმია

ატრიოვენტრიკულური ბლოკადა

დარღვევები სასუნთქი სისტემის გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

ბრონქოსპაზმი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

მეტეორიზმი

დიარეა,

ყაბზობა

დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ქსეროსტომია

დარღვევები თირკმელებისა და შარდის გამომყოფი გზების მხრივ

ქოლესტაზი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

აკნე, ალოპეცია, ანგიონევროზული შეშუპება, კანის სიმშრალე, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), ჭინჭრის ციება, ქავილი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ართრალგია,

კუნთების სპაზმები

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

გინეკომასტია*

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

დაღლილობა,

მსუბუქი ცხელება

გამოკვლევები

ღვიძლის ფერმენტების მომატება

  • გინეკომასტია ძალიან იშვიათად ვლინდება და შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ავტორიზაციის შემდგომ პერიოდში, რაც იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას.

ჭარბი დოზა

პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების მქონე პაციენტები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებდენე 800 მგ/დღეში დოზებს სერიოზული გვერდითი მოვლენების გარეშე.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა: სიმპტომური და დამხმარე თერაპია და პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ.

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს 20.0 მგ ფამოტიდინს.

გამხსნელის თითოეული ამპულა (5 მლ) შეიცავს 9 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარის ფხვნილი და გამხსნელი.

საინექციო ფხვნილი: თეთრი ან მოთეთრო ფხვნილი ან ფოროვანი მასა.

საინექციო გამხსნელი: სუფთა, უფერო, სტერილური ხსნარი.

შენახვის პირობები

ფხვნილი: 2 წელი

გამხსნელი: 5 წელი

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის/განზავების/შერევის მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ მოხდება გამოყენება, შენახვის ვადა და პირობები ხდება მომხმარებლის პასუხისმგებლობა.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ფლაკონი: 72.0 მგ ლიოფილიზატით შევსებულია უფერო I ტიპის საინექციო ფლაკონი, რეზინის საცობით და დალუქულია ფლიპ-ოფ კომბინირებული თავსახურით.

გამხსნელის ამპულა: დოზირებულია 5 მლ-ებად, უფერო I ტიპის შუშის ამპულები ჩამკეტი სისტემით OPC (ერთწერტილოვანი ჭრილი) ან ჩამკეტი რგოლით.

5 ფლაკონი შეფუთულია პვქ დამჭერში. 5 გამხსნელის ამპულა შეფუთულია პვქ დამჭერში.

2 დამჭერი ფლაკონებით და 2 დამჭერი გამხსნელის ამპულებით და ფურცელ-ჩანართი შეფუთულია გარე მუყაოს კოლოფში და ეტიკეტირებულია.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის დროს და სხვაგვარი დამუშავება

ინტრავენური ინექციისთვის ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 5-10 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში (გამხსნელის ამპულა).

თუ შეიყვანენა ინფუზიის სახით, ფლაკონის შიგთავსი ჯერ უნდა გაიხსნას და შემდეგ განზავდეს 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 9 მგ/მლ, გლუკოზას 5%-იან ხსნარში ან რინგერის ხსნარში.

ხსნარები უნდა მომზადდეს უშუალოდ შეყვანის წინ. შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სუფთა, უფერო ხსნარები.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

SC Balkan Pharmaceuticals SRL (ესსი ბაკლან ფარმაცეუტიკალს სრლ)

7/A ინდუსტრიალას ქ., MD-2091, სინგერა, მოლდოვას რესპუბლიკა

ელ. ფოსტა: [email protected]

მარკეტინგული ლიცენზიის ნომერი

29561

ლიცენზირების თარიღი

  • 04.2024

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პეპტიური წყლულის და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სამკურნალო პრეპარატები, H2 რეცეპტორების ანტაგონისტები,

ათქ კოდი: A02BA03

ფამოტიდინი არის ჰისტამინის H2-რეცეპტორების ძლიერი, კონკურენტული ინჰიბიტორია. ფამოტიდინის ძირითადი კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური აქტივობა კუჭისმიერი მჟავას სეკრეციის ინჰიბირებაა. ფამოტიდინი თრგუნავს როგორც კუჭისმიერი მჟავას სეკრეციის კონცენტრაციას, ასევე მოცულობას. ნორმალურ მოხალისეებსა და ჰიპერსეკრეციის მქონე პაციენტებში ფამოტიდინი თრგუნავდა ბაზალურ და ღამის მჟავას სეკრეციას, ასევე პენტაგასტრინით, ბეტაზოლით, კოფეინით, ინსულინით და ფიზიოლოგიური ვაგალური რეფლექსით სტიმულირებულ სეკრეციას.

ინტრავენური შეყვანის შემდეგ მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 30 წუთის განმავლობაში. 10 და 20 მგ ერთჯერადი ინტრავენური დოზები თრგუნავდა ღამის სეკრეციას 10-12 საათის განმავლობაში. 20 მგ დოზა უკავშირდებოდა ყველაზე ხანგრძლივ მოქმედებას სუბიექტების უმეტესობაში.

20 და 40 მგ ერთჯერადი საღამოს პერორალური დოზები თრგუნავდა ბაზალურ და ღამის მჟავას სეკრეციას ყველა სუბიექტში; ღამის კუჭისმიერი მჟავას საშუალო სეკრეცია ითრგუნებოდა, შესაბამისად, 86%-ით და 94%-ით, მინიმუმ 10 საათის განმავლობაში. დილით მიღებული იგივე დოზები ყველა სუბიექტში თრგუნავდა საკვებით სტიმულირებული მჟავას სეკრეცია. საშუალო დათრგუნვა შეადგენდა, შესაბამისად, 76%-ს და 84%-ს მიღებიდან 3-5 საათის შემდეგ და შესაბამისად, 25%-ს და 30%-ს მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. ფამოტიდინი ახდენს მცირე გავლენას ან საერთოდ არ ახდენს გავლენას უზმოზე ან ჭამის შემდეგ შრატისმიერი გასტრინის დონეზე. ფამოტიდინი არ ახდენდა გავლენას კუჭის დაცლაზე და ეგზოკრინულ პანკრეასულ ფუნქციაზე, ღვიძლისა და პორტალური სისხლის მიმოქცევაზე.

ფამოტიდინმა უმნიშვნელო გავლენა აჩვენა ღვიძლისმიერ ციტოქრომ P-450-ის ფერმენტულ სისტემაზე.

კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევებით ფამოტიდინის სისტემური ეფექტები არ გამოვლენილა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ ან ენდოკრინულ სისტემებზე. ასევე, არ დაფიქსირებულა ანტიანდროგენული ეფექტები. ფამოტიდინით მკურნალობის შემდეგ არ შეცვლილა შრატისმიერი ჰორმონების, მათ შორის პროლაქტინის, კორტიზოლის, თიროქსინის (T4) და ტესტოსტერონის დონე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ფამოტიდინმა აჩვენა წრფივი კინეტიკა.

შეწოვა: ფამოტიდინის ინექცია განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის.

განაწილება:

პლაზმურ ცილებთან შეკავშირება შედარებით დაბალია: 15-20%.

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი: 2.3-დან 3.5 საათამდე. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ფამოტიდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება 20 საათს აღემატებოდეს (იხ. პარაგრაფი 4.2).

ბიოგარდაქმნა:

ფამოტიდინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ადამიანებში იდენტიფიცირებული ერთადერთი მეტაბოლიტი არის სულფოქსიდი.

გამოყოფა:

ფამოტიდინი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით (65-70%) და მეტაბოლური (30-35%) გზებით. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 250-დან 450 მლ/წთ-მდე, რაც მიუთითებს გარკვეულ მილაკოვან ექსკრეციაზე. ინტრავენური დოზის 65-70% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა სულფოქსიდის სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

სამკურნალო საშუალების დასახელება

ფამოტინი 20 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის

  • თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს 20.0 მგ ფამოტიდინს.

გამხსნელის თითოეული ამპულა (5 მლ) შეიცავს 9 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარის ფხვნილი და გამხსნელი.

საინექციო ფხვნილი: თეთრი ან მოთეთრო ფხვნილი ან ფოროვანი მასა.

საინექციო გამხსნელი: სუფთა, უფერო, სტერილური ხსნარი.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

ფამოტინის ინექცია ნაჩვენებია მაშინ, როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია:

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა;

გასტროეზოფაგური რეფლექსური დაავადების მკურნალობა;

სხვა ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები (მაგ. ზოლინგერ-ელისონის სინდრომი);

წყლულის რეციდივის პრევენცია;

კუჭის წვენის ასპირაციის პრევენცია ზოგადი ანესთეზიის დროს (მენდელსონის სინდრომი).

დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

ფამოტინის ინექცია განკუთვნილია მხოლოდ ჰოსპიტალური გამოყენებისთვის და იმ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ პრეპარატების პერორალური მიღება.

ფამოტიდინის ტაბლეტები უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე ინექციის ნაცვლად.

ფამოტინის ინექციის რეკომენდებული დოზაა 20 მგ ინტრავენურად დღეში ორჯერ (ყოველ 12 საათში).

ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ შეიძლება იყოს 20 მგ-ზე მეტი.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს:

საწყისი დოზაა 20 მგ ინტრავენურად, ყოველ 6 საათში. დოზის შემდგომი კორექცია უნდა მოხდეს კუჭის მჟავას სეკრეციისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

ზოგადი ანესთეზიის დროს კუჭის წვენის ასპირაციის პრევენციისთვის:

20 მგ ინტრავენურად ოპერაციის დღეს დილით, ან ოპერაციამდე სულ მცირე 2 საათით ადრე.

ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ შეიძლება იყოს 20 მგ-ზე მეტი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

რადგან ფამოტიდინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ-ია ან შრატისმიერი კრეატინინი >3 მგ/100 მლ-ია, დღიური დოზა უნდა შემცირდეს 20 მგ-მდე ღამით ან დოზებს შორის ინტერვალები უნდა გაიზარდოს 36-48 საათამდე.

პედიატრიული პოპულაცია:

ბავშვებში სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ფამოტინის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენებები”).

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

დოზის კორექცია ასაკის მიხედვით საჭირო არ არის.

შეყვანის წესი

ფამოტინის ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის.

ინექციის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა (არანაკლებ 2 წუთის განმავლობაში).

ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა იყოს 15-30 წუთი.

გამოყენებამდე გახსნის/განზავების ინსტრუქციისთვის იხ. პარაგრაფი 6.6. ხსნარები უნდა მომზადდეს უშუალოდ შეყვანის წინ. შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სუფთა, უფერო ხსნარები.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ბავშვები, მოზარდები, ორსული ქალები და მეძუძური დედები (გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ფამოტიდინით თერაპიის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს კუჭის წყლულის ავთვისებიანი სიმსივნე. თუ ეს შეუძლებელია პარენტერალურად შეყვანამდე, მაშინ უნდა გაკეთდეს პერორალურ მიღებაზე გადასვლისას.

ვინაიდან აღწერილია ჯვარედინი ალერგიული რეაქციები, ფამოტიდინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა სხვა H2-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტების მიმართ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ვინაიდან ფამოტიდინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, საჭიროა სიფრთხილე და დოზის კორექცია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფამოტიდინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და შედარებით დაბალი დოზებით.

საინექციო ფხვნილი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზის ყოველ ერთეულზე, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

გამხსნელი შეიცავს 0.8 მმოლ (18 მგ) ნატრიუმს დოზაზე (5 მლ ნატრიუმის ქლორიდს 9 მგ საინექციო ხსნარისთვის).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ფამოტიდინი გავლენას არ ახდენს ღვიძლისმიერი ციტოქრომ P450-ის აქტივობაზე.

კეტოკონაზოლი: ფამოტიდინთან ერთად მიღებისას არსებობს შეწოვის შემცირების რისკი მომატებული pH-ის გამო.

პოზაკონაზოლის პერორალური სუსპენზიის ფამოტიდინთან ერთად მიღება, თუ შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ფამოტიდინმა შეიძლება შეამციროს პოზაკონაზოლის პერორალური სუსპენზიის შეწოვა ერთდროული გამოყენების დროს.

ფოსფატის შემაკავშირებლად ფამოტიდინთან ერთად მიიღებისას არსებობს კალციუმის კარბონატის ეფექტურობის დაკარგვის რისკი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.

ფამოტიდინის და თიროზინკინაზას ინჰიბიტორებების (TKI) დასატინიბის, ერლოტინიბის, გეფიტინიბის, პაზოპანიბის ერთად მიღებამ შეიძლება შეამციროს TKI-ების პლაზმური კონცენტრაცია, რაც იწვევს ეფექტურობის შემცირებას, ამიტომ ფამოტიდინის ამ TKI-ების ერთად მიღება არ არის რეკომენდებული. დამატებითი სპეციფიკური რეკომენდაციებისთვის, იხ. თითოეული TKI-ის სამკურნალო საშუალების შესახებ ინფორმაცია.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა:

ფამოტიდინი კვეთს პლაცენტას. ორსულ ქალებში ადეკვატური ან კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ფამოტიდინის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენებები“).

ძუძუთი კვება:

ფამოტიდინი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, მეძუძურმა დედებმა უნდა შეწყვიტონ ფამოტიდინის მიღება ან შეწყვიტონ ძუძუთი კვება. ფამოტიდინი უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენებები“).

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ვირთაგვებსა და ბოცვრებში, რომლებიც იღებდნენ ფამოტიდინს 2000 მგ/კგ და 500 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებული დოზით დღეში, რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, ორსულ ქალებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

არ არსებობს მონაცემები ფამოტინის საინექციო ხსნარის რაიმე გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები დალაგებულია შემდეგი კონვენციის გამოყენებით: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100, <1/10), არახშირი (>1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), მათ შორის ცალკეული შემთხვევები, უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

MedDRA-ს სისტემურ ორგანოთა კლასი/სიხშირე

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობი

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

აგრანულოციტოზი,

ლეიკოპენია ,პანციტოპენია, თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსია

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

ანორექსია

ფსიქიატრიული დარღვევები

დეპრესია, ჰალუცინაციები,

აჟიტაცია, შფოთვა, დაბნეულობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა

დარღვევები სმენის ორგანოების მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

ტინიტუსი

დარღვევები გულის მხრივ

არითმია

ატრიოვენტრიკულური ბლოკადა

დარღვევები სასუნთქი სისტემის გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

ბრონქოსპაზმი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

მეტეორიზმი

დიარეა,

ყაბზობა

დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ქსეროსტომია

დარღვევები თირკმელებისა და შარდის გამომყოფი გზების მხრივ

ქოლესტაზი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

აკნე, ალოპეცია, ანგიონევროზული შეშუპება, კანის სიმშრალე, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), ჭინჭრის ციება, ქავილი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ართრალგია,

კუნთების სპაზმები

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

გინეკომასტია*

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

დაღლილობა,

მსუბუქი ცხელება

გამოკვლევები

ღვიძლის ფერმენტების მომატება

  • გინეკომასტია ძალიან იშვიათად ვლინდება და შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ავტორიზაციის შემდგომ პერიოდში, რაც იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას.

დოზის გადაჭარბება

პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების მქონე პაციენტები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებდენე 800 მგ/დღეში დოზებს სერიოზული გვერდითი მოვლენების გარეშე.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა: სიმპტომური და დამხმარე თერაპია და პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პეპტიური წყლულის და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სამკურნალო პრეპარატები, H2 რეცეპტორების ანტაგონისტები,

ათქ კოდი: A02BA03

ფამოტიდინი არის ჰისტამინის H2-რეცეპტორების ძლიერი, კონკურენტული ინჰიბიტორია. ფამოტიდინის ძირითადი კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური აქტივობა კუჭისმიერი მჟავას სეკრეციის ინჰიბირებაა. ფამოტიდინი თრგუნავს როგორც კუჭისმიერი მჟავას სეკრეციის კონცენტრაციას, ასევე მოცულობას. ნორმალურ მოხალისეებსა და ჰიპერსეკრეციის მქონე პაციენტებში ფამოტიდინი თრგუნავდა ბაზალურ და ღამის მჟავას სეკრეციას, ასევე პენტაგასტრინით, ბეტაზოლით, კოფეინით, ინსულინით და ფიზიოლოგიური ვაგალური რეფლექსით სტიმულირებულ სეკრეციას.

ინტრავენური შეყვანის შემდეგ მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 30 წუთის განმავლობაში. 10 და 20 მგ ერთჯერადი ინტრავენური დოზები თრგუნავდა ღამის სეკრეციას 10-12 საათის განმავლობაში. 20 მგ დოზა უკავშირდებოდა ყველაზე ხანგრძლივ მოქმედებას სუბიექტების უმეტესობაში.

20 და 40 მგ ერთჯერადი საღამოს პერორალური დოზები თრგუნავდა ბაზალურ და ღამის მჟავას სეკრეციას ყველა სუბიექტში; ღამის კუჭისმიერი მჟავას საშუალო სეკრეცია ითრგუნებოდა, შესაბამისად, 86%-ით და 94%-ით, მინიმუმ 10 საათის განმავლობაში. დილით მიღებული იგივე დოზები ყველა სუბიექტში თრგუნავდა საკვებით სტიმულირებული მჟავას სეკრეცია. საშუალო დათრგუნვა შეადგენდა, შესაბამისად, 76%-ს და 84%-ს მიღებიდან 3-5 საათის შემდეგ და შესაბამისად, 25%-ს და 30%-ს მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. ფამოტიდინი ახდენს მცირე გავლენას ან საერთოდ არ ახდენს გავლენას უზმოზე ან ჭამის შემდეგ შრატისმიერი გასტრინის დონეზე. ფამოტიდინი არ ახდენდა გავლენას კუჭის დაცლაზე და ეგზოკრინულ პანკრეასულ ფუნქციაზე, ღვიძლისა და პორტალური სისხლის მიმოქცევაზე.

ფამოტიდინმა უმნიშვნელო გავლენა აჩვენა ღვიძლისმიერ ციტოქრომ P-450-ის ფერმენტულ სისტემაზე.

კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევებით ფამოტიდინის სისტემური ეფექტები არ გამოვლენილა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ ან ენდოკრინულ სისტემებზე. ასევე, არ დაფიქსირებულა ანტიანდროგენული ეფექტები. ფამოტიდინით მკურნალობის შემდეგ არ შეცვლილა შრატისმიერი ჰორმონების, მათ შორის პროლაქტინის, კორტიზოლის, თიროქსინის (T4) და ტესტოსტერონის დონე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ფამოტიდინმა აჩვენა წრფივი კინეტიკა.

შეწოვა: ფამოტიდინის ინექცია განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის.

განაწილება:

პლაზმურ ცილებთან შეკავშირება შედარებით დაბალია: 15-20%.

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი: 2.3-დან 3.5 საათამდე. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ფამოტიდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება 20 საათს აღემატებოდეს (იხ. პარაგრაფი 4.2).

ბიოგარდაქმნა:

ფამოტიდინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ადამიანებში იდენტიფიცირებული ერთადერთი მეტაბოლიტი არის სულფოქსიდი.

გამოყოფა:

ფამოტიდინი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით (65-70%) და მეტაბოლური (30-35%) გზებით. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 250-დან 450 მლ/წთ-მდე, რაც მიუთითებს გარკვეულ მილაკოვან ექსკრეციაზე. ინტრავენური დოზის 65-70% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა სულფოქსიდის სახით.

უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები

მწვავე ტოქსიკურობა

ვირთაგვებში: ფამოტიდინის პერორალური LD50 (ლეტალური დოზა) ვირთაგვებში 8000 მგ/კგ-ზე მეტი იყო.

თაგვებში: თაგვებში ინტრაპერიტონეალური LD50 დაახლოებით 800 მგ/კგ ან მეტი იყო (723-92 მგ/კგ).

ძაღლებში მინიმალური ლეტალური მწვავე პერორალური დოზა 2000 მგ/კგ-ს აღემატებოდა.

ფამოტიდინმა არ გამოიწვია აშკარა ეფექტები თაგვებში, ვირთაგვებში, კატებსა და ძაღლებში მაღალი პერორალური დოზების მიღებისას, მაგრამ კურდღლებში გამოიწვია მნიშვნელოვანი ანორექსია და ზრდის დათრგუნვა საწყისი 200 მგ/კგ/დღეში პერორალური მიღებისას.

კანცეროგენეზი და მუტაგენეზი

ვირთაგვებზე ჩატარებულ 106-კვირიან და თაგვებზე ჩატარებულ 92-კვირიან კვლევაში, პერორალური დოზების 2000 მგ/კგ/დღეში მიღებისას (დაახლოებით 2500-ჯერ მაღალი დოზა, ვიდრე აქტიური თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს ადამიანისთვის რეკომენდებული დოზაა), ფამოტიდინის კანცეროგენული პოტენციალის ნიშნები არ გამოვლენილა.

ფამოტიდინი უარყოფითი იყო მიკრობული მუტაგენის ტესტში (ეიმსის ტესტი) Salmonella typhimurium-ისა და Escherichia coli-ს გამოყენებისას, ვირთაგვების ღვიძლის ფერმენტების აქტივაციით ან მის გარეშე, 10,000 მკგ/ფირფიტამდე კონცენტრაციისას.

თაგვებზე ჩატარებულ in vivo კვლევებში, მიკრობირთვული ტესტით და ქრომოსომული აბერაციის ტესტით, მუტაგენური ეფექტის ნიშნები არ დაფიქსირებულა.

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა ვირთაგვებზე 2000 მგ/კგ/დღეში პერორალური დოზებით ან 200 მგ/კგ/დღეში ინტრავენური დოზებით და არ გამოავლინა ფამოტიდინით გამოწვეული ფერტილობის ან რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის ნიშნები.

რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა ვირთაგვებსა და კურდღლებზე 2000 და 500 მგ/კგ/დღეში პერორალური დოზებით და არ გამოავლინა ფამოტიდინით გამოწვეული საფრთხის ნიშნები ნაყოფისთვის. ფამოტიდინი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ასპარაგინის მჟავა, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

შეუთავსებლობა

ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს, გარდა 6.6 პარაგრაფში მითითებული პროდუქტებისა.

ვარგისობის ვადა

ფხვნილი: 2 წელი

გამხსნელი: 5 წელი

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის/განზავების/შერევის მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ მოხდება გამოყენება, შენახვის ვადა და პირობები ხდება მომხმარებლის პასუხისმგებლობა.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ფლაკონი: 72.0 მგ ლიოფილიზატით შევსებულია უფერო I ტიპის საინექციო ფლაკონი, რეზინის საცობით და დალუქულია ფლიპ-ოფ კომბინირებული თავსახურით.

გამხსნელის ამპულა: დოზირებულია 5 მლ-ებად, უფერო I ტიპის შუშის ამპულები ჩამკეტი სისტემით OPC (ერთწერტილოვანი ჭრილი) ან ჩამკეტი რგოლით.

5 ფლაკონი შეფუთულია პვქ დამჭერში. 5 გამხსნელის ამპულა შეფუთულია პვქ დამჭერში.

2 დამჭერი ფლაკონებით და 2 დამჭერი გამხსნელის ამპულებით და ფურცელ-ჩანართი შეფუთულია გარე მუყაოს კოლოფში და ეტიკეტირებულია.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის დროს და სხვაგვარი დამუშავება

ინტრავენური ინექციისთვის ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 5-10 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში (გამხსნელის ამპულა).

თუ შეიყვანენა ინფუზიის სახით, ფლაკონის შიგთავსი ჯერ უნდა გაიხსნას და შემდეგ განზავდეს 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 9 მგ/მლ, გლუკოზას 5%-იან ხსნარში ან რინგერის ხსნარში.

ხსნარები უნდა მომზადდეს უშუალოდ შეყვანის წინ. შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სუფთა, უფერო ხსნარები.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

SC Balkan Pharmaceuticals SRL (ესსი ბაკლან ფარმაცეუტიკალს სრლ)

7/A ინდუსტრიალას ქ., MD-2091, სინგერა, მოლდოვას რესპუბლიკა

ელ. ფოსტა: [email protected]

მარკეტინგული ლიცენზიის ნომერი

29561

ლიცენზირების თარიღი

  • 04.2024

ტექსტის გადახედვის თარიღი

2024 წლის აპრილი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა