ფამოტიდინი ალკალოიდი 40მგ
FAMOTIDINE ALKALOID® 40mg
ფამოტიდინ ალკლოიდი (ფამოტიდინი) მიეკუთვნებაHH2-ბლოკატორების ჯგუფს, რომელიც ამცირებს კუჭის წვენის პროდუქციას და აუმჯობებსებს მდგომრეობას. ექიმი ფამოტიდინ ალკალოიდს ნიშნავს მჟავიანობის სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფამოტიდინი (famotidine)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
- მწარმოებელი
- ALKALOID-INT d.o.o., სლოვენია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დაღვევის საწინააღმდეგო საშუალებები, H2 რეცეპტორების ანტაგონისტები
- ATC კოდი
- A02BA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-022023
- რეგისტრირებულია
- 7 აპრილი 2017, მოქმედებს 7 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- -
ფამოტიდინი ალკალოიდი 40მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფამოტიდინ ალკლოიდი (ფამოტიდინი) მიეკუთვნებაHH2-ბლოკატორების ჯგუფს, რომელიც ამცირებს კუჭის წვენის პროდუქციას და აუმჯობებსებს მდგომრეობას.
ექიმი ფამოტიდინ ალკალოიდს ნიშნავს მჟავიანობის სამკურნალოდ. კუჭში მჟავის რაოდენობა შესაძლოა გამოწვეული იყოს:
კუჭის ან თორმეტგოჯა (წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილი, რომელიც უერთდება კუჭს) ნაწლავის წყლულის განვითარებით
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით- ეს არის მდგომარეობა, როდესაც კუჭის წვენი და საკვები კუჭიდან ამოდის საყლაპავში.
ექიმმა ფამოტიდინ ალკალოიდი ასევე შესაძლოა დანიშნოს ისეთი იშვიათი დაავადების სამკურნალოდ, როგორიც არის ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, რომლის დროსაც კუჭი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით მჟავას.
ფამოტიდინი ამცირებს მჟავის გამომუშავებას, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას და ხსნის სიმპტომებს. ფამოტიდინის გამოყენება ასევე შესაძლებელია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ან გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომების რეციდივის შემცირების მიზნით.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
ფამოტიდინ ალკალოიდი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:
რეკომენდირებული დოზა არის ერთი ტაბლეტი (40მგ) დღეში, რომელიც უნდა გადაყლაპოთ წყალთან ერთად საღამოს, ძილის წინ, 4-8 კვირა.
კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა:
ერთი ტაბლეტი (40მგ) საღამოს ძილის წინ, 4-8 კვირა.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რეციდივის შემცირება:
რეკომენდირებული დოზა არის ნახევარი ტაბლეტი (20მგ) საღამოს ძილის წინ წყლულის რეციდივის პროფილაქტიკისათვის.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა, როდესაც კუჭი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით მჟავას:
ექიმი ნიშნავს ნახევარ ტაბლეტს (20მგ) ყოველ ექვს საათში (80მგ დღეში). ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს უფრო მაღალი დოზები. ექიმი განსაზღვრავს მაღალი დოზების საჭიროებას.
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობა, რაც გამოწვეულია კუჭის წვენის და საკვების კუჭიდან საყლაპავში ამოსვლით:
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობა: ნახევარი ტაბლეტი (20მგ) დილით და ნახევარი ტაბლეტი (20მგ) საღამოს ძილის წინ, 6-12 კვირა.
მწვავე სიმპტომების (უკავშირდება საყლაპავის ეროზიებს და წყლულებს) მკურნალობა: ერთი ტაბლეტი (40მგ) დილით და ერთი ტაბლეტი (40მგ) საღამოს ძილის წინ, 6-12 კვირა.
სიმპტომების რეციდივის შემცირების მიზნით: ნახევარი ტაბლეტი (20მგ) დილით და ნახევარი ტაბლეტი (20მგ) საღამოს ძილის წინ.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში
ფამოტიდინ ალკალოიდი არ მიიღება ბავშვებში.
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
თუ მიიღეთ ფამოტიდინ ალკალოიდის ჭარბი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ ზედმეტი დოზა ან ბავშვმა ჩაყლაპა ტაბლეტები დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება
თუ გამოგრჩათ დოზა მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებულია აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ მკურნალობა სტანდარტული რეჟიმით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ფამოტიდინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (იხილეთ 6-ე ნაწილში) მიმართ.
თუ გაქვთ ალერგია ამ ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ, როგორიც არის რანიტიდინი, ციმეტიდინი.
სიფრთხილის ზომები
ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაწუხებთ ტკივილი ყლაპვის დროს ან ისეთი შეგრძნება გაქვთ თითქოს საკვები ყელში გაგეჭედათ.
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები;
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
თუ გაქვთ კუჭის სხვა პრობლემები (მაგ: სიმსივნეები);
თუ გაქვთ იმუნური სისტემის პრობლემები;
ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.
ექიმი გირჩევთ, რომ უეცრად არ შეწყვიტოთ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება თუ წყლული დიდი ხანია გაქვთ და მკურნალობის შემდეგ სიმპტომები მოიხსნა. მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებისას ექიმი აკონტროლებს სისხლის ანალიზებს და ღვიძლის ფუნქციას.
ბავშვები
ფამოტიდინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას.
სიფრთხილეა საჭირო თუ ფამოტიდინს ღებულობთ შემდეგ პრეპარატებთან ერთად: ატაზანავირი, რადგან მცირდება ატაზანავირის კონცენტრაციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის დაკარგვა და რეზისტენტულობის განვითარება. კეტოკონაზოლმა ან იტრაკონაზოლმა (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და პრობენეციდმა (გამოიყენება ნიკრისის ქარის სამკურნალოდ) შესაძლოა გავლენა მოახდინონ ფამოტიდინ ალკალოიდზე ან პირიქით ფამოტიდინ ალკალოიდმა იმოქმედოს მათზე. შესაბამისად ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თანმხლები პრეპარატების შესახებ. ანტაციდებით მკურნალობისას უნდა დაიცვათ 1-2 საათიანი ინტერვალი ფამოტიდინ ალკალოიდის მიღების შემდეგ, ხოლო სუკრალფატით (გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ) მკურნალობისას საჭიროა 2 საათიანი ინტერვალის დაცვა ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე ან მიღების შემდეგ.
ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება საკვებთან, სასმელთა და ალკოჰოლთან
ცხოვრების სტილის შეცვლამ, როგორიც არის სტრესის შემცირების პროგრამები, მოწევის შეწყვეტა, ალკოჰოლის შეზღუდვა და დიეტა (მაგ: კოფეინის, ცხარე საკვების შეზღუდვა) შესაძლოა გაზარდოს აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობა.
ალკოჰოლის და ფამოტიდინის ერთობლივად მიღებისას არ იცვლება სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
ფამოტიდინი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. ფამოტიდინი ხვდება დედის რძეში. აღნიშნული პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდირებული.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ზოგიერთ პაციენტს ფამოტიდინით მკურნალობის პერიოდში აღენიშნა ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიც არის თავბრუსხვევა და თავის ტკივილი. დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება სანამ არ დაადგენთ თუ როგორ მოქმედებს აღნიშნული პრეპარატი თქვენზე და თუ გამოვლინდა აღნიშნული სიმპტომები. (იხილეთ ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).
ფამოტიდინ ალკალოიდი შეიცავს ლაქტოზას.
თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად ფამოტიდინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 10-დან 1 პაციენტში)
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყაბზობა, დიარეა;
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 100-დან 1 პაციენტში)
- გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, გემოს შეცვლა, მუცლის ტკივილი ან შებერილობა, მადის დაკარგვა, დაღლილობის შეგრძნება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 10000-დან 1 პაციენტში)
- ზეგავლენა სისხლის ანალიზზე და ღვიძლის ფერმენტებზე, სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიც არის შეშუპება, ბრონქების კუნთების შეკუმშვა (ბრონქოსპაზმი), ალერგიული შოკი, სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმები, თმის ცვენა, კრუნჩხვები (რაც შესაძლოა ჰგავდეს ეპილეფსიურ კრუნჩხვებს), დაღლილობა, ძილიანობა, მგრძნობელობის დარღვევები, პნევმონია, სპაზმის შეგრძნება გულმკერდის არეში, გარდამავალი ფსიქიკური დარღვევები, მაგ: დეპრესია, შფოთვა, მოუსვენრობა, ორიენტაციის დარღვევა, გონების არევა და ჰალუცინაციები, უძილობა, კანის მწვავე პრობლემები, სექსუალური სურვილის დაქვეითება, იმპოტენცია. ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ვენაში H2-რეცეპტორის ანტაგონისტების შეყვანისას, QT ინტერვალის გახანგრძლივება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია.
გვერდითი ეფექტები, რომელთა მიზეზობრივი კავშირი ფამოტიდინთან არ არის ზუსტად დადგენილი: იშვიათად აღინიშნა მკერდის გადიდება მამაკაცებში.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აქ იგულისხმება გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ
ბულგარეთის წამლის სააგენტოს
“დამიან გრუევის” #8
1303 სოფია
ტელ: +35 928903417
ვებ გვერდი: www.bda.bg
გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ფამოტიდინი;
თითო აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40მგ ფამოტიდინს.
- დამხმარე ინგრედიენტები: სიმინდის სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი; ლაქტოზას მონოჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური; კაჟბადი, კოლოიდური უწყლო; ჰიპრომელოზა; მაკროგოლი 4000; ტიტანის დიოქსიდი E171; საღებავი რკინის ოქსიდი წითელი E172.
როგორია ფამოტიდინ ალკალოიდი ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, მოწითალო-ვარდისფერი აპკით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით. ტაბლეტები ალ/პვქ ბლისტერებშია. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10 აპკით დაფარული ტაბლეტი და გამოყენების ინსტრუქცია.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე/ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის “EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომედნაციო ვერსია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ფამოტიდინ ალკალოიდი® 40მგ აპკით დაფარული ტაბლეტები
(ფამოტიდინი)
FAMOTIDINE ALKALOID® 40mg film coated tablets
(famotidine)
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად. არ გადასცეთ სხვებს, რადგან შესაძლოა ავნოს მათ მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
რა არის ფამოტიდინ ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება
რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე
ფამოტიდინ ალკალოიდის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ფამოტიდინ ალკალოიდის შენახვის პირობები
შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ფამოტიდინ ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება
ფამოტიდინ ალკლოიდი (ფამოტიდინი) მიეკუთვნებაHH2-ბლოკატორების ჯგუფს, რომელიც ამცირებს კუჭის წვენის პროდუქციას და აუმჯობებსებს მდგომრეობას.
ექიმი ფამოტიდინ ალკალოიდს ნიშნავს მჟავიანობის სამკურნალოდ. კუჭში მჟავის რაოდენობა შესაძლოა გამოწვეული იყოს:
კუჭის ან თორმეტგოჯა (წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილი, რომელიც უერთდება კუჭს) ნაწლავის წყლულის განვითარებით
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით- ეს არის მდგომარეობა, როდესაც კუჭის წვენი და საკვები კუჭიდან ამოდის საყლაპავში.
ექიმმა ფამოტიდინ ალკალოიდი ასევე შესაძლოა დანიშნოს ისეთი იშვიათი დაავადების სამკურნალოდ, როგორიც არის ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, რომლის დროსაც კუჭი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით მჟავას.
ფამოტიდინი ამცირებს მჟავის გამომუშავებას, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას და ხსნის სიმპტომებს. ფამოტიდინის გამოყენება ასევე შესაძლებელია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ან გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომების რეციდივის შემცირების მიზნით.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე
არ მიიღოთ ფამოტიდინ ალკალოიდი
თუ გაქვთ ალერგია ფამოტიდინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (იხილეთ 6-ე ნაწილში) მიმართ.
თუ გაქვთ ალერგია ამ ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ, როგორიც არის რანიტიდინი, ციმეტიდინი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაწუხებთ ტკივილი ყლაპვის დროს ან ისეთი შეგრძნება გაქვთ თითქოს საკვები ყელში გაგეჭედათ.
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები;
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
თუ გაქვთ კუჭის სხვა პრობლემები (მაგ: სიმსივნეები);
თუ გაქვთ იმუნური სისტემის პრობლემები;
ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.
ექიმი გირჩევთ, რომ უეცრად არ შეწყვიტოთ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება თუ წყლული დიდი ხანია გაქვთ და მკურნალობის შემდეგ სიმპტომები მოიხსნა. მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებისას ექიმი აკონტროლებს სისხლის ანალიზებს და ღვიძლის ფუნქციას.
ბავშვები
ფამოტიდინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში არ არის დადგენილი.
სხვა პრეპარატები და ფამოტიდინ ალკალოიდი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას.
სიფრთხილეა საჭირო თუ ფამოტიდინს ღებულობთ შემდეგ პრეპარატებთან ერთად: ატაზანავირი, რადგან მცირდება ატაზანავირის კონცენტრაციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის დაკარგვა და რეზისტენტულობის განვითარება. კეტოკონაზოლმა ან იტრაკონაზოლმა (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და პრობენეციდმა (გამოიყენება ნიკრისის ქარის სამკურნალოდ) შესაძლოა გავლენა მოახდინონ ფამოტიდინ ალკალოიდზე ან პირიქით ფამოტიდინ ალკალოიდმა იმოქმედოს მათზე. შესაბამისად ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თანმხლები პრეპარატების შესახებ. ანტაციდებით მკურნალობისას უნდა დაიცვათ 1-2 საათიანი ინტერვალი ფამოტიდინ ალკალოიდის მიღების შემდეგ, ხოლო სუკრალფატით (გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ) მკურნალობისას საჭიროა 2 საათიანი ინტერვალის დაცვა ფამოტიდინ ალკალოიდის მიღებამდე ან მიღების შემდეგ.
ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება საკვებთან, სასმელთა და ალკოჰოლთან
ცხოვრების სტილის შეცვლამ, როგორიც არის სტრესის შემცირების პროგრამები, მოწევის შეწყვეტა, ალკოჰოლის შეზღუდვა და დიეტა (მაგ: კოფეინის, ცხარე საკვების შეზღუდვა) შესაძლოა გაზარდოს აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობა.
ალკოჰოლის და ფამოტიდინის ერთობლივად მიღებისას არ იცვლება სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია.
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
ფამოტიდინი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. ფამოტიდინი ხვდება დედის რძეში. აღნიშნული პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდირებული.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ზოგიერთ პაციენტს ფამოტიდინით მკურნალობის პერიოდში აღენიშნა ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიც არის თავბრუსხვევა და თავის ტკივილი. დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება სანამ არ დაადგენთ თუ როგორ მოქმედებს აღნიშნული პრეპარატი თქვენზე და თუ გამოვლინდა აღნიშნული სიმპტომები. (იხილეთ ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).
ფამოტიდინ ალკალოიდი შეიცავს ლაქტოზას.
თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- ფამოტიდინ ალკალოიდის მიღების წესი
ფამოტიდინ ალკალოიდი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:
რეკომენდირებული დოზა არის ერთი ტაბლეტი (40მგ) დღეში, რომელიც უნდა გადაყლაპოთ წყალთან ერთად საღამოს, ძილის წინ, 4-8 კვირა.
კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა:
ერთი ტაბლეტი (40მგ) საღამოს ძილის წინ, 4-8 კვირა.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რეციდივის შემცირება:
რეკომენდირებული დოზა არის ნახევარი ტაბლეტი (20მგ) საღამოს ძილის წინ წყლულის რეციდივის პროფილაქტიკისათვის.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა, როდესაც კუჭი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით მჟავას:
ექიმი ნიშნავს ნახევარ ტაბლეტს (20მგ) ყოველ ექვს საათში (80მგ დღეში). ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს უფრო მაღალი დოზები. ექიმი განსაზღვრავს მაღალი დოზების საჭიროებას.
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობა, რაც გამოწვეულია კუჭის წვენის და საკვების კუჭიდან საყლაპავში ამოსვლით:
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობა: ნახევარი ტაბლეტი (20მგ) დილით და ნახევარი ტაბლეტი (20მგ) საღამოს ძილის წინ, 6-12 კვირა.
მწვავე სიმპტომების (უკავშირდება საყლაპავის ეროზიებს და წყლულებს) მკურნალობა: ერთი ტაბლეტი (40მგ) დილით და ერთი ტაბლეტი (40მგ) საღამოს ძილის წინ, 6-12 კვირა.
სიმპტომების რეციდივის შემცირების მიზნით: ნახევარი ტაბლეტი (20მგ) დილით და ნახევარი ტაბლეტი (20მგ) საღამოს ძილის წინ.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში
ფამოტიდინ ალკალოიდი არ მიიღება ბავშვებში.
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
თუ მიიღეთ ფამოტიდინ ალკალოიდის ჭარბი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ ზედმეტი დოზა ან ბავშვმა ჩაყლაპა ტაბლეტები დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფამოტიდინ ალკალოიდის მიღება
თუ გამოგრჩათ დოზა მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებულია აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ მკურნალობა სტანდარტული რეჟიმით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად ფამოტიდინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 10-დან 1 პაციენტში)
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყაბზობა, დიარეა;
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 100-დან 1 პაციენტში)
- გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, გემოს შეცვლა, მუცლის ტკივილი ან შებერილობა, მადის დაკარგვა, დაღლილობის შეგრძნება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 10000-დან 1 პაციენტში)
- ზეგავლენა სისხლის ანალიზზე და ღვიძლის ფერმენტებზე, სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიც არის შეშუპება, ბრონქების კუნთების შეკუმშვა (ბრონქოსპაზმი), ალერგიული შოკი, სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმები, თმის ცვენა, კრუნჩხვები (რაც შესაძლოა ჰგავდეს ეპილეფსიურ კრუნჩხვებს), დაღლილობა, ძილიანობა, მგრძნობელობის დარღვევები, პნევმონია, სპაზმის შეგრძნება გულმკერდის არეში, გარდამავალი ფსიქიკური დარღვევები, მაგ: დეპრესია, შფოთვა, მოუსვენრობა, ორიენტაციის დარღვევა, გონების არევა და ჰალუცინაციები, უძილობა, კანის მწვავე პრობლემები, სექსუალური სურვილის დაქვეითება, იმპოტენცია. ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ვენაში H2-რეცეპტორის ანტაგონისტების შეყვანისას, QT ინტერვალის გახანგრძლივება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია.
გვერდითი ეფექტები, რომელთა მიზეზობრივი კავშირი ფამოტიდინთან არ არის ზუსტად დადგენილი: იშვიათად აღინიშნა მკერდის გადიდება მამაკაცებში.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აქ იგულისხმება გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ
ბულგარეთის წამლის სააგენტოს
“დამიან გრუევის” #8
1303 სოფია
ტელ: +35 928903417
ვებ გვერდი: www.bda.bg
გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას.
- ფამოტიდინ ალკალოიდის შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე/ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის “EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფამოტიდინ ალკალოიდი
- აქტიური ნივთიერება არის ფამოტიდინი;
თითო აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40მგ ფამოტიდინს.
- დამხმარე ინგრედიენტები: სიმინდის სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი; ლაქტოზას მონოჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური; კაჟბადი, კოლოიდური უწყლო; ჰიპრომელოზა; მაკროგოლი 4000; ტიტანის დიოქსიდი E171; საღებავი რკინის ოქსიდი წითელი E172.
როგორია ფამოტიდინ ალკალოიდი ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, მოწითალო-ვარდისფერი აპკით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით. ტაბლეტები ალ/პვქ ბლისტერებშია. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10 აპკით დაფარული ტაბლეტი და გამოყენების ინსტრუქცია.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ალკალოიდ ლტდ (ALKALOID Ltd),
მოტოპისტა 2 რეზიდენშალ არეა,
“რიკარდო ვაკარინის” ქ.2, სართ.3, ბ.10
სოფია 1404, ბულგარეთის რესპუბლიკა, ტელ: +359 2 8081081
ფაქსი: +359 2 9589367 ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
ალკალოიდ-ინტ დ.ო.ო. (ALKALOID-INT d.o.o.)
სლანდროვას ქ.4
1231 ლუბლიანა-ჩერნუჩე
სლოვენია
ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
