პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

უროფოსი

UROFOS

რეცეპტით3გინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

1 პაკეტი შეიცავს 5.631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს, რაც 3 გ ფოსფომიცინის ექვივალენტურია. უროფოსი განეკუთვნება სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკების ჯგუფს. უროფოსი გამოდის ერთი ან ორი 8 გ-იანი შიგთავსის მასის პაკეტების სახით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფოსფომიცინი (fosfomycin)
ფორმა და შეფუთვა
3გ გრანულირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ალუმინის ფოლგის პაკეტი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები
ATC კოდი
J01XX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-034522
რეგისტრირებულია
23 თებერვალი 2022, მოქმედებს 23 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„GM Pharmaceuticals“ Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაუროფოსი და სხვა წამალი ერთად

უროფოსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

1 პაკეტი შეიცავს 5.631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს, რაც 3 გ ფოსფომიცინის ექვივალენტურია.

უროფოსი განეკუთვნება სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკების ჯგუფს.

უროფოსი გამოდის ერთი ან ორი 8 გ-იანი შიგთავსის მასის პაკეტების სახით.

ფოსფომიცინის 3 გ გრანულები, პერორალური ხსნარის მოსამზადებლად, გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მოზრდილებში ქვემო საშარდე გზების მწვავე, გაურთულებელი ინფექციების დროს. ის ასევე გამოიყენება პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური და ქირურგიული პროცედურების დროს.

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ უროფოსი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

საშარდე გზების ინფექციების დროს უროფოსი მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.

რეკომენდებული დოზა ტრანსურეთრული ქირურგიული ან დიაგნოსტიკური პროცედურების დროს არის 3 გ-ანი უროფოსის ერთი პაკეტის მიღება ქირურგიულ ჩარევამდე 3 საათით ადრე და 3 გ-იანი ერთი პაკეტი - ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ.

მიღების წესი და გზა:

უროფოსის შიგთავსი იხსნება ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალში და მიიღება გახსნისთანავე.

უროფოსი მიიღება მშიერ კუჭზე (საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ). რეკომენდებულია ორალური ხსნარი მიიღოთ ძილის წინ, შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში:

რადგან ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევებით, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

გამოყენება გერიატრიაში:

არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები უროფოსის გამოყენების შესახებ ხანდაზმულ პაციენტებში.

განსაკუთრებული პოპულაცია:

თირკმლის უკმარისობა:

არ არის რეკომენდებული უროფოსის მიღება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები.

თუ ფიქრობთ, რომ უროფოსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უროფოსის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში

მიიღეთ უროფოსი მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

უროფოსის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უროფოსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

უროფოსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შეეცადეთ მიიღოთ იგი გახსენებისთანავე.

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

უროფოსის მიღების შეწყვეტა

უროფოსის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) უროფოსის აქტიური ნივთიერების ან მისი შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ;

გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა ან იმყოფებით ჰემოდიალიზზე;

გაქვთ ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას ნაკლოვანება.

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უროფოსის მიღების დროს, თუ:

გაქვთ დიაბეტი. გახსოვდეთ, რომ ყოველი პაკეტი შეიცავს 2.173 გ საქაროზას.

გაქვთ ზემო საშარდე გზების ინფექციები თირკმელების ანთებითი პროცესით (ნეფრიტი, პიელონეფრიტი და სხვა), უროფოსის მიღება ასეთ დროს არ არის რეკომენდებული.

მკურნალობის დროს ან მის შემდეგ განვითარებული მძიმე ფორმის ან პერსისტენტული დიარეა მიუთითებს ნაწლავის ანთებით პროცესზე (ფსევდომემბრანული კოლიტი).

თუ გამოგივლინდათ ან წარსულში აღგენიშნებოდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, მიმართეთ ექიმს.

უროფოსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვები ამცირებს ფოსფომიცინის ტრომეტამოლის აბსორბციას და შედეგად აქვეითებს მის კონცენტრაციას სისხლსა და შარდში.

უროფოსი მიიღება მშიერ კუჭზე (საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ).

სიფრთხილის ზომები

საკვების მიღება აფერხებს და ამცირებს ფოსფომიცინის აბსორბციას, რაც იწვევს სისხლში და შარდში მისი კონცეტრაციის დაქვეითებას, შესაბამისად უროფოსი მიიღება ცარიელ კუჭზე (საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ). რეკომენდებულია ორალური ხსნარის მიღება ძილის წინ, შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის ყოველი პაკეტი შეიცავს 2.173 გ საქაროზას.

ფოსფომიცინის გამოყენება არ არის ნაჩვენები პიელონეფრიტის სამკურნალოდ.

ანტიბაქტერიული საშუალებების უმრავლესობის, მათ შორის, ფოსფომიცინის გამოყენებისას, აღწერილია Clostridium difficile-თი გამოწვეული ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეის ან ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარების შემთხვევები. მათი გამოვლენის სიმძიმე შესაძლებელია მერყეობდეს მსუბუქი ფორმის დიარეიდან კოლიტამდე ლეტალური გამოსავლით. შესაბამისად, Clostridium difficile-თი გამოწვეული დიარეის განვითარების რისკის გათვალისწინება საჭიროა ყველა პაციენტში, რომელსაც განუვითარდა დიარეა ანტიბიოტიკით მკურნალობის დროს ან შემდეგ, მკურნალობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ფოსფომიცინით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

პაციენტებში უნდა იქნას გათვალისწინებული ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას ნაკლოვანების არსებობის შესაძლებლობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მეტოკლოპრამიდი (დისპეფსიის სამკურნალო საშუალება) უროფოსთან კომბინაციაში აქვეითებს ფოსფომიცინის კონცენტრაციას შრატში და მის გამოყოფას შარდით; ამგვარად, დაუშვებელია მეტოკლოპრამიდის მიღება უროფოსთან ერთად.

ციმეტიდინი (დისპეფსიისა და კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალება) გავლენას არ ახდენს ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე ან მის კონცენტრაციაზე შარდში.

უროფოსმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე მოქმედ საშუალებებთან ერთად დანიშვნისას.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან წარსულში იღებდით სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ორსულობის დროს მედიკამენტის გამოყენების შესახებ.

თუ მკურნალობის პერიოდში დადგინდა ორსულობა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ.

ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გადადის თუ არა ფოსფომიცინი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი მედიკამენტი გადადის დედის რძეში და რადგან უროფოსი წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ახალშობილებისთვის, უნდა გადაწყდეს ლაქტაციის შეწყვეტის ან მედიკამენტის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი, ნაყოფისთვის სავარაუდო რისკისა და დედისთვის სარგებლის შეფასების გზით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

უცნობია მისი გავლენა ყურადღებისა და რეაქციის სისწრაფეზე.

მნიშვნელოანი ინფორმაცია უროფოსის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

უროფოსი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს საქაროზას. თუ გაქვთ საქაროზას აუტანლობა, უროფოსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს (იხ. „ნუ მიიღებთ უროფოსს, თუ“).

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, უროფოსსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა მისი შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ უროფოსის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს კლინიკას, თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:

გამონაყარი კანზე,

ქავილი,

სუნთქვის გაძნელება,

მცირე ზომის წითელი ლაქები კანზე,

სახის შეშუპება,

ხორხის შეშუპა,

კანის ზედაპირული ვენების შეშუპება,

სისხლის უჯრედების მკვეთრი შემცირება (აპლასტიური ანემია).

მიმართეთ ექიმს ან უახლოეს კლინიკას, თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:

სისხლიანი და/ან ლორწოვანი ქრონიკული დიარეა,

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა,

ზოგადი სისუსტე, დაღლილობა,

საშოს ლორწოვანი გარსის ანთება (ვაგინიტი),

სმენის დაქვეითება,

სიყვითლე,

მუცლის ტკივილი.

ყველა ჩამოთვლილი მოვლენა სერიოზულ ხასიათს ატარებს. შესაძლოა დაგჭირდეთ ექიმის მეთვალყურეობა.

სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.

მიმართეთ ექიმს, თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:

გულისრევა,

დიარეა,

წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან,

მონელების დარღვევა,

ღებინება,

მადის დაქვეითება,

ყელის ტკივილი,

ალები,

სისხლისა და ღვიძლის მაჩვენებლების ცვლილება.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები ზომიერ ხასიათს ატარებს.

ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

პაციენტებში ფოსფომიცინის ჭარბი დოზის მიღებისას აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: კოორდინაციის დარღვევა, სმენის დარღვევა, მეტალის გემო პირში და გემოს შეგრძნების ზოგადი დაქვეითება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება. სასურველია, პაციენტმა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, რათა მოხდეს შარდით პრეპარატის სწრაფი ელიმინაცია.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 5.631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლი, რაც 3 გ ფოსფომიცინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები:

სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ უროფოსი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ნუ გამოიყენებთ გარე ან შიდა შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd.,

საქართველო.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება (სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები).

კოდი ATC: J01XX01

ფოსფომიცინი თერაპიულ დოზებში ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას შარდში. სამკურნალო საშუალების ბაქტერიციდული მოქმედება დაკავშირებულია ფერმენტ ენოლპირუვილ-ტრანსფერაზას ინჰიბირებასთან, შედეგად, შეუქცევადად ირღვევა ურიდინდიფოსფატ-N-აცეტილგლუკოზამინის კონდენსაციის პროცესი P-ენოლპირუვატთან, რაც ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზის ერთ-ერთ პირველ ეტაპს წარმოადგენს; ასევე, მცირდება ბაქტერიის ადჰეზია შარდ-გამომყოფი გზების ეპითელურ უჯრედებზე.

ფოსფომიცინს არ ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ. ამრიგად, ფოსფომიცინის სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინირებისას პოტენციურად შესაძლებელია სინერგიის გამოვლენა რეზისტენტული ბაქტერიების მიმართ. ფოსფომიცინი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ, რომლებიც იწვევენ შარდ-გამომყოფი გზების გაურთულებელ ინფექციებს, როგორიცაა E.coli, Klebsiella spp., Proteus spp., Staphylococcus და Enterococcus faecalis.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ფოსფომიცინი შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მოზრდილებში, ხანდაზმულებში და ბავშვებში). მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა დაახლოვებით 2 საათის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 4 მგ/ლ (0.5 გ) და 33 მგ/ლ (3 გ). აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 34%-დან 58%-მდე.

განაწილება

ფოსფომიცინი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს. ფოსფომიცინის პერორალურად მიღების შემდეგ უმეტესად 24 საათში მიიღწევა თერაპიულად ეფექტური კონცენტრაციები თირკმელებში და ხდება განაწილება შარდ-სასქესო სისტემაში. განაწილების მოცულობა შეადგენს 10-21 ლ-ს. პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს.

ბიოტრანსფორმაცია

არ მოიპოვება ინფორმაცია ფოსფომიცინის მეტაბოლიზმის შესახებ.

ელიმინაცია

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5.7 საათს. 3 გრამი ფოსფომიცინის პერორალური მიღების შემდეგ პირველი 4 საათის განმავლობაში შარდში აღინიშნება 2000-3000 მკგ/მლ კონცენტრაციით, ხოლო 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოფილია ანტიბიოტიკების მაღალი კონცენტრაცია სისხლში. ფოსფომიცინი გამოიყოფა თირკმელებით შარდში მაღალი კონცენტრაციის წარმოქმნით. ფოსფომიცინი ყოვნდება შარდში თერაპიული კონცენტრაციით 24-48 საათის განმავლობაში. დოზის დაახლოებით 18-28% გამოიყოფა განავლით ენტეროჰეპატური რეცირკულაციის გზით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გლომერულური ექსკრეცია მცირდება, ხოლო პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად მცირდება შარდის გამოყოფა.

სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება

ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკა 2-4 გრამის დოზირების ფარგლებში არ არის დამოკიდებული დოზაზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია:

ინფორმაცია პაციენტებისთვის

უროფოსი

UUROFOS

3 გ ფხვნილი პაკეტებში

მიიღება პერორალურად

აქტიური ნივთიერება: 5.631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლი, რაც 3 გ ფოსფომიცინის ექვივალენტურია.

10795575310პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ სხვებს.

პრეპარატის მიღების პერიოდში ექიმთან ან კლინიკაში ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს პრეპარატის შესახებ.

ზუსტად შეასრულეთ მითითებები. ნუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ ან ნაკლებ დოზას.

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ სხვებს.

პრეპარატის მიღების პერიოდში ექიმთან ან კლინიკაში ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს პრეპარატის შესახებ.

ზუსტად შეასრულეთ მითითებები. ნუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ ან ნაკლებ დოზას.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ფორთოხლის ესენცია, მანდარინის ესენცია, ნატრიუმის საქარინი.

გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს:

რა არის უროფოსი და რისთვის გამოიყენება?

განსაკუთრებული მითითებები უროფოსის გამოყენებამდე

უროფოსის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

უროფოსის შენახვის პირობები

რა არის უროფოსი და რისთვის გამოიყენება?

1 პაკეტი შეიცავს 5.631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს, რაც 3 გ ფოსფომიცინის ექვივალენტურია.

უროფოსი განეკუთვნება სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკების ჯგუფს.

უროფოსი გამოდის ერთი ან ორი 8 გ-იანი შიგთავსის მასის პაკეტების სახით.

ფოსფომიცინის 3 გ გრანულები, პერორალური ხსნარის მოსამზადებლად, გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მოზრდილებში ქვემო საშარდე გზების მწვავე, გაურთულებელი ინფექციების დროს. ის ასევე გამოიყენება პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური და ქირურგიული პროცედურების დროს.

  • განსაკუთრებული მითითებები უროფოსის მიღებამდე

არ მიიღოთ უროფოსი, თუ

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) უროფოსის აქტიური ნივთიერების ან მისი შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ;

გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა ან იმყოფებით ჰემოდიალიზზე;

გაქვთ ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას ნაკლოვანება.

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უროფოსის მიღების დროს, თუ:

გაქვთ დიაბეტი. გახსოვდეთ, რომ ყოველი პაკეტი შეიცავს 2.173 გ საქაროზას.

გაქვთ ზემო საშარდე გზების ინფექციები თირკმელების ანთებითი პროცესით (ნეფრიტი, პიელონეფრიტი და სხვა), უროფოსის მიღება ასეთ დროს არ არის რეკომენდებული.

მკურნალობის დროს ან მის შემდეგ განვითარებული მძიმე ფორმის ან პერსისტენტული დიარეა მიუთითებს ნაწლავის ანთებით პროცესზე (ფსევდომემბრანული კოლიტი).

თუ გამოგივლინდათ ან წარსულში აღგენიშნებოდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, მიმართეთ ექიმს.

უროფოსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვები ამცირებს ფოსფომიცინის ტრომეტამოლის აბსორბციას და შედეგად აქვეითებს მის კონცენტრაციას სისხლსა და შარდში.

უროფოსი მიიღება მშიერ კუჭზე (საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ).

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ორსულობის დროს მედიკამენტის გამოყენების შესახებ.

თუ მკურნალობის პერიოდში დადგინდა ორსულობა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ.

ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გადადის თუ არა ფოსფომიცინი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი მედიკამენტი გადადის დედის რძეში და რადგან უროფოსი წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ახალშობილებისთვის, უნდა გადაწყდეს ლაქტაციის შეწყვეტის ან მედიკამენტის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი, ნაყოფისთვის სავარაუდო რისკისა და დედისთვის სარგებლის შეფასების გზით.

ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობების მართვაზე გავლენა

უცნობია მისი გავლენა ყურადღებისა და რეაქციის სისწრაფეზე.

მნიშვნელოანი ინფორმაცია უროფოსის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

უროფოსი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს საქაროზას. თუ გაქვთ საქაროზას აუტანლობა, უროფოსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს (იხ. „ნუ მიიღებთ უროფოსს, თუ“).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მეტოკლოპრამიდი (დისპეფსიის სამკურნალო საშუალება) უროფოსთან კომბინაციაში აქვეითებს ფოსფომიცინის კონცენტრაციას შრატში და მის გამოყოფას შარდით; ამგვარად, დაუშვებელია მეტოკლოპრამიდის მიღება უროფოსთან ერთად.

ციმეტიდინი (დისპეფსიისა და კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალება) გავლენას არ ახდენს ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე ან მის კონცენტრაციაზე შარდში.

უროფოსმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე მოქმედ საშუალებებთან ერთად დანიშვნისას.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან წარსულში იღებდით სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

  • უროფოსის მიღების წესი

მიიღეთ უროფოსი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

საშარდე გზების ინფექციების დროს უროფოსი მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.

რეკომენდებული დოზა ტრანსურეთრული ქირურგიული ან დიაგნოსტიკური პროცედურების დროს არის 3 გ-ანი უროფოსის ერთი პაკეტის მიღება ქირურგიულ ჩარევამდე 3 საათით ადრე და 3 გ-იანი ერთი პაკეტი - ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ.

მიღების წესი და გზა:

უროფოსის შიგთავსი იხსნება ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალში და მიიღება გახსნისთანავე.

უროფოსი მიიღება მშიერ კუჭზე (საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ). რეკომენდებულია ორალური ხსნარი მიიღოთ ძილის წინ, შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში:

რადგან ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევებით, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

გამოყენება გერიატრიაში:

არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები უროფოსის გამოყენების შესახებ ხანდაზმულ პაციენტებში.

განსაკუთრებული პოპულაცია:

თირკმლის უკმარისობა:

არ არის რეკომენდებული უროფოსის მიღება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები.

თუ ფიქრობთ, რომ უროფოსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უროფოსის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში

მიიღეთ უროფოსი მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

უროფოსის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უროფოსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

უროფოსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შეეცადეთ მიიღოთ იგი გახსენებისთანავე.

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

უროფოსის მიღების შეწყვეტა

უროფოსის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, უროფოსსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა მისი შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ უროფოსის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს კლინიკას, თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:

გამონაყარი კანზე,

ქავილი,

სუნთქვის გაძნელება,

მცირე ზომის წითელი ლაქები კანზე,

სახის შეშუპება,

ხორხის შეშუპა,

კანის ზედაპირული ვენების შეშუპება,

სისხლის უჯრედების მკვეთრი შემცირება (აპლასტიური ანემია).

მიმართეთ ექიმს ან უახლოეს კლინიკას, თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:

სისხლიანი და/ან ლორწოვანი ქრონიკული დიარეა,

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა,

ზოგადი სისუსტე, დაღლილობა,

საშოს ლორწოვანი გარსის ანთება (ვაგინიტი),

სმენის დაქვეითება,

სიყვითლე,

მუცლის ტკივილი.

ყველა ჩამოთვლილი მოვლენა სერიოზულ ხასიათს ატარებს. შესაძლოა დაგჭირდეთ ექიმის მეთვალყურეობა.

სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.

მიმართეთ ექიმს, თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:

გულისრევა,

დიარეა,

წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან,

მონელების დარღვევა,

ღებინება,

მადის დაქვეითება,

ყელის ტკივილი,

ალები,

სისხლისა და ღვიძლის მაჩვენებლების ცვლილება.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები ზომიერ ხასიათს ატარებს.

ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • უროფოსის შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ უროფოსი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ნუ გამოიყენებთ გარე ან შიდა შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd.,

საქართველო.

მწარმოებელი

World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.,

თურქეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა