ვეფოქსანი
VEFOXAN
ვეფოქსანი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 5.631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს, რომელიც ექვივალენტურია 3 გ ფოსფომიცინის ვეფოქსანი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომლებიც მიიღება სისტემურად. ვეფოქსანი შეფუთულია პე/ალუმინის/შემოგარსული ქაღალდის შეფუთვაში 1 და 2 საშეტი მუყაოს ყუთში ფურცელ-ჩანართთან ერთად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფოსფომიცინი (fosfomycin)
- ფორმა და შეფუთვა
- 3გ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №2
- მწარმოებელი
- Neutec Ilac San. Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- J01XX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043191
- რეგისტრირებულია
- 29 აპრილი 2025, მოქმედებს 29 აპრილი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Neutec Ilac San. Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „რითარდ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვეფოქსანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვეფოქსანი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 5.631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს, რომელიც ექვივალენტურია 3 გ ფოსფომიცინის
ვეფოქსანი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომლებიც მიიღება სისტემურად.
ვეფოქსანი შეფუთულია პე/ალუმინის/შემოგარსული ქაღალდის შეფუთვაში 1 და 2 საშეტი მუყაოს ყუთში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
ვეფოქსანი მიიღება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ (ანთებითი მიკრობული დაავადება) გამოწვეული ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიით. ის ასევე გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების პრევენციისთვის, რომელიც გამოწვეულია საშარდე გზებზე ჩატარებული დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურებით.
ვიდრე მიიღებდეთ ვეფოქსანის
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის შესახებ/გამოყენების სიხშირე:
ვეფოქსანის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მიერ რეკომენდებულ დროს და რეკომენდებული გზით.
ვეფოქსანი გამოიყენება ერთჯერადი დოზით საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში.
ვეფოქსანი რეკომენდებულია საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში, მათ შორის ქვედა საშარდე გზების ინფექციებისას მოზრდილ მამაკაცებსა და ქალებში, სადიაგნოსტიკო და ქირურგიულ ოპერაციებამდე; პირველი დოზა მიიღება ოპერაციამდე 3 საათით ადრე და მეორე დოზა ოპერაციიდან 24 საათში.
მიღების გზა და მეთოდი:
ვეფოქსანის შემადგენლობა უნდა გახსნათ ოთახის ტემპერატურის ჭიქა წყალში და მიიღოთ დაუყოვნებლივ.
ვეფოქსანი მიიღება ცარიელ კუჭზე (ჭამიდან 2-3 საათში). რეკომენდებულია მისი გამოყენება პერორალურად ძილის წინ და შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში, ვინაიდან არის შეზღუდული მონაცემები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში გამოყენების შესახებ.
გამოყენება ხანდაზმულებში:
არ არსებობს განსაკუთრებული გაფრთხილებები ხანდაზმულებში გამოყენების შესახებ.
უკუჩვენებები
თუ;
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ფოსფომიცინის ან ვეფოქსანის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, ხართ ჰემოდიალიზზე
ექიმმა ადრე გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ფრთხილად გამოიყენეთ ვეფოქსანი
თუ;
გაქვთ დიაბეტი ან ხართ დიეტაზე, გაითვალისწინეთ, რომ ვეფოქსანი-ს ერთი საშეტი შეიცავს 2.205 გ შაქარს.
არ არის რეკომენდებული გამოყენება თუ გაქვთ ზედა საშარდე გზების ინფექციები, როგორიცაა თირკმლის ანთება (როგორიცაა ნეფრიტი, პიელონეფრიტი).
გაქვთ თირკმლის საშუალო და მსუბუქი ხარისხის უკმარისობა,
ანტიბიოტიკით გამოწვეული სხვადასხვა სიმძიმის დიარეა შეიძლება შეინიშნებოდეს თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას. თუ არის მძიმე, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა პრეპარატის მიღებისას ან მის შემდეგ; შეიძლება განვითრდეს ბაქტერიული დიარეა (Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული დიარეა).
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში.
ვეფოქსანის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეაყოვნოს ვეფოქსანის აქტიური ნივთიერების აბსორბცია და გამოიწვიოს სისხლსა და შარდში დონის მცირედით დაქვეითება. ამიტომ სასურველია პრეპარატი მიიღოთ უზმოზე ან ჭამიდან 2-3 საათში.
სიფრთხილის ზომები
თირკმლის უკმარისობა:
არ მიიღება თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს.
ღვიძლის უკმარისობა:
არ აქვს გამოყენების სპეციფიკა.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ვეფოქსანის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ვეფოქსანის საჭიროზე მეტი დოზა
მნიშვნელოვანია მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული რაოდენობა. აცნობეთ ექიმს ან ფარმეცვტს თუ მიიღეთ გამოწერილზე მეტი დოზა.
თუ დაგავიწყდათ ვეფოქსანის მიღება.
ვეფოქსანი გამოიყენება ერთჯერადი დოზით და თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ეფექტები რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვეფოქსანის მიღების შეწყვეტის შემდეგ:
თუ გადაწყვეტთ ვეფოქსანის მიღების შეწყვეტას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს ვეფოქსანის გამოყენება შეიძლება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
მკურნალობის დროს თუ შენიშნავთ, რომ ხართ ორსულად, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფამრაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფოსფომიცინის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის დროს ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ საჭიროა პაციენტების ინფორმირება, რომ თავბრუსხვევა შეინიშნებოდა. მოცემულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი პირის უნარზე მართოს ავტოტრანსპრტი და მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვეფოქსანის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ
ვეფოქსანი შეიცავს შაქარს დამხმარე ნივთერების სახით. თუ მანამდე გაცნობათ ექიმმა, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ვეფოქსანი შეიცავს <1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ტაბლეტზე; არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები ნატრიუმის ასეთი დოზის მიღებისას.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ვეფოქსანის კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტების სიხშირე შემდეგნაირია.
ძალიან ხშირი: 1/10-ში
ხშირი: <1/10 - >1/100
ნაკლებად ხშირი: <1/100 - >1/1000
იშვიათი: <1/1000 - <1/10000
ძალიან იშვიათი: <1/10000
უცნობი: სიხშირის ხარისხის პროგნოზირება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით
ხშირი:
ვაგინიტი
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
დიარეა
გულისრევა
საჭმლის მონელების დარღვევა
ნაკლებად ხშირი:
ჩხვლეტის და კბენის შეგრძნება
ღებინება
მუცლის ტკივილი
კანზე გამონაყარი
კანზე პატარა წითელი ლაქები
კანის ქავილი
ზოგადი სისუსტე
იშვიათი
გულისცემის რაოდენობა წუთში ნორმაზე მეტია.
უცნობი:
პასუხი ჰიპერმგრძნობელობის მიმართ, რაც შეიძლება გამწვავდეს შოკის განვითარებით (გამონაყარი, ქავილი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ენის, ტუჩების და სასუნთქი გზების შეშუპება, სასუნთქი გზების ბლოკადა)
ხიხინი ან ქოშინი, ან გულმკერდის არეში შებოჭილობა (ასთმა)
ანტიბიოტიკით გამოწვეული დიარეა
კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება (ანგიოშეშუპება)
არტერიული წნევის დაცემა
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
პერორალური ფოსფომიცინის დოზის გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფოსფომიცინის გადაჭარბებულ დოზებს, ნაჩვენებია წონასწორობის და სმენის დაქვეითება, მეტალის გემო, გემოს დაკარგვა.
ფოსფომიცინის პარენტერალური გამოყენებისას დაფიქსირდა ჰიპოტონია, ძილიანობა, ელექტროლიტური დარღვევები, თრომბოციტოპენია და ჰიპოპროთრომბინემიის შემთხვევები.
ვეფოქსანი წარმოდგენილია ერთჯერადი საშეტის შეფუთვაში. ამ მიზეზით, დოზის გადაჭარბების რისკი მოხსნილია. მიუხედავად ამისა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. რეკომენდებულია რეჰიდრატაცია, პრეპარატის შარდით გამოყოფის ხელშეწყობის მიზნით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
5631 გ ფოსფომიცინი ტრომეტამოლი, რომელიც არის 3 გ ფოსფომიცინის ექვივალენტური
დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი 2,205 გ
ნატრიუმის საქარინი 0,116 გ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.
შენახვის პირობები
ვეფოქსანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავისივე შეფუთვაში.
ინახება არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ ვეფოქსანი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
თუ პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ წუნს, არ გამოიყენოთ ვეფოქსანი.
ლიცენზიის მფლობელი:
ნეუტეკ ილაჩ სან. ტიქ. ა.შ.
ესენლერი/სტამბული/თურქეთი
ტელ.: +90 850 201 23 23
ფაქსი: +90 212 481 61 11
ელ.ფოსტა: [email protected]
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური ანტიბაქტერიული საშუალებები (სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები)
ათქ კოდი: J01XX01.
ვეფოქსანი შეიცავს ფოსფომიცინს [მონო (2-ამონიუმ-2-ჰიდროქსიმეთილ-1,3-პროპანედიოლი) (2ღ-ცის)-(3-მეთილოქსირანილი)-ფოსფონატს], ფოსფონური მჟავას წარმოებული, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ.
ის აჩვენებს ფოსფომიცინის აქტივობას ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის პირველ ფაზაში. როგორც ფოსფოენოლპირუვატის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ის აინჰიბირებს ფერმენტ ფოსფოენოლპირუვატ ტრანსფერაზას; ამრიგად, შეუქცევადად ბლოკავს ურიდინ დიფოსფატ-N-აცეტილგლუკოზამინის კონდენსაციას p-ენოლპირუვატით, ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის ერთ-ერთი პირველი ეტაპით. მას ასევე შეუძლია შეამციროს ბაქტერიული ადჰეზია შარდის ბუშტის ლორწოვან გარსზე, რაც განმეორებითი ინფექციებისადმი მიდრეკილ ფაქტორს წარმოადგენს. მოქმედების მექანიზმს არ წარმოადგენს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ანტიბიოტიკების მიმართ და სინერგიზმი სხვა ანტიბიოტიკების კლასების მიმართ, როგორიცაა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები.
ფოსფომიცინი ტრომეტამოლი ეფექტურია მრავალი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა E. coli, Citrobacter spp., Klebsiella spp., Proteus spp., Serratia spp., P. aeruginosa და Enterococcus faecalis, რომლებიც ხშირად იზოლირებულია საშარდე სისტემის ინფექციებში.
ინ ვიტრო რეზისტენტობა ხდება მუტაციების სახით ქრომატინის გენებში glpT და uHP, შესაბამისად, რომლებიც აკონტროლებენ L-ალფა-გლიცეროფოსფატის და ჰექსოზა ფოსფატის გადაცემას.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
აბსორბცია:
პერორალური მიღების შემდეგ ფოსფომიცინი კარგად შეიწოვება ნაწლავებიდან და აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 50%. საკვები ანელებს შეწოვას, მაგრამ არ მოქმედებს შარდის კონცენტრაციაზე.
განაწილება:
ფოსფომიცინი ნაწილდება თირკმელებში, შარდის ბუშტის კედელში, პროსტატისა და სათესლე ბუშტუკებში. პერორალური მიღების შემდეგ, ფოსფომიცინის ინჰიბიტორის მინიმალურ კონცენტრაციაზე (MIC) უფრო მაღალი მუდმივი კონცენტრაცია მიღებულ იქნა 24-48 საათის განმავლობაში.
ფოსფომიცინი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და გადის პლაცენტურ ბარიერში.
ბიოტრანსფორმაცია:
საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ელიმინაცია:
ფოსფომიცინი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით უცვლელი სახით, ძირითადად თირკმელებით (დოზის 40-50% აღმოჩნდა შარდში) და უფრო ნაკლები (დოზის 18-28%) ფეკალური ექსკრეციით, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 4 საათი. შრატში მეორე პიკი პრეპარატის მიღებიდან 6 და 10 საათის შემდეგ, სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ პრეპარატი ექვემდებარება ენტეროჰეპატურ ცირკულაციას.
ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ასაკთან ან ორსულობასთან ერთად არ იცვლება. პრეპარატი გროვდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ნაჩვენები იყო ხაზოვანი კავშირი ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებსა და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარეს შორის.
ხაზოვანი /არახაზოვანი:
ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკა 2-4 გრამი დოზებისას არ არის დამოკიდებული დოზაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
ვეფოქსანი 3 გ საშეტი გრანულებით
მიიღება პერორალურად.
აქტიური ნივთიერება: თითოეული საშეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 5631 მგ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს, რომელიც ექვივალენტურია 3 გ ფოსფომიცინის.
დამხმარე ნვთიერება (ები): შაქარი, ნატრიუმის საქარინი, აეროსილი 200, ფორთოხლის არომატი და მანდარინის არომატი.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებისთ წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს, როდესაც მიაკითხავთ ჰოსპიტალს ან ექიმს პრეპარატის მიღებისას.
დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ინფორმაცია. არ მიიღოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
რა არის მოცემულ ფურცელ-ჩანართში:
რა არის ვეფოქსანი და რისთვის გამოიყენება ის
ვიდრე მიიღებდეთ ვეფოქსანს
როგორ უნდა მიიღოთ ვეფოქსანი
შესაძლო გევრდფითი ეფექტები
როგორ უნდა შეინახოთ ვეფოქსანი
რა არის ვეფოქსანი და რისთვის გამოიყენება ის
ვეფოქსანი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 5.631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს, რომელიც ექვივალენტურია 3 გ ფოსფომიცინის
ვეფოქსანი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომლებიც მიიღება სისტემურად.
ვეფოქსანი შეფუთულია პე/ალუმინის/შემოგარსული ქაღალდის შეფუთვაში 1 და 2 საშეტი მუყაოს ყუთში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
ვეფოქსანი მიიღება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ (ანთებითი მიკრობული დაავადება) გამოწვეული ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიით. ის ასევე გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების პრევენციისთვის, რომელიც გამოწვეულია საშარდე გზებზე ჩატარებული დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურებით.
ვიდრე მიიღებდეთ ვეფოქსანის
არ მიიღოთ ვეფოქსანი
თუ;
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ფოსფომიცინის ან ვეფოქსანის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, ხართ ჰემოდიალიზზე
ექიმმა ადრე გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ფრთხილად გამოიყენეთ ვეფოქსანი
თუ;
გაქვთ დიაბეტი ან ხართ დიეტაზე, გაითვალისწინეთ, რომ ვეფოქსანი-ს ერთი საშეტი შეიცავს 2.205 გ შაქარს.
არ არის რეკომენდებული გამოყენება თუ გაქვთ ზედა საშარდე გზების ინფექციები, როგორიცაა თირკმლის ანთება (როგორიცაა ნეფრიტი, პიელონეფრიტი).
გაქვთ თირკმლის საშუალო და მსუბუქი ხარისხის უკმარისობა,
ანტიბიოტიკით გამოწვეული სხვადასხვა სიმძიმის დიარეა შეიძლება შეინიშნებოდეს თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას. თუ არის მძიმე, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა პრეპარატის მიღებისას ან მის შემდეგ; შეიძლება განვითრდეს ბაქტერიული დიარეა (Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული დიარეა).
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში.
ვეფოქსანის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეაყოვნოს ვეფოქსანის აქტიური ნივთიერების აბსორბცია და გამოიწვიოს სისხლსა და შარდში დონის მცირედით დაქვეითება. ამიტომ სასურველია პრეპარატი მიიღოთ უზმოზე ან ჭამიდან 2-3 საათში.
ორსულობა
პრეპარტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს ვეფოქსანის გამოყენება შეიძლება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
მკურნალობის დროს თუ შენიშნავთ, რომ ხართ ორსულად, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფამრაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფოსფომიცინის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის დროს ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ საჭიროა პაციენტების ინფორმირება, რომ თავბრუსხვევა შეინიშნებოდა. მოცემულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი პირის უნარზე მართოს ავტოტრანსპრტი და მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვეფოქსანის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ
ვეფოქსანი შეიცავს შაქარს დამხმარე ნივთერების სახით. თუ მანამდე გაცნობათ ექიმმა, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ვეფოქსანი შეიცავს <1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ტაბლეტზე; არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები ნატრიუმის ასეთი დოზის მიღებისას.
სხვა პრეპარატები და ვეფოქსანი
არ გამოიყენოთ შემდეგი პრეპარატები ვეფოქსანის მიღებისას:
მეტოკლოპრამიდი (გულისრევის საწინააღმდეგო პრეაპრატი), ვინაიდან შეიძლება შეამციროს შრატსა და შარდში კონცენტრაციები
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკას, ვინაიდან შეიძლება გაძლიერდეს დიარეა
K ვიტამინის ანტაგონისტები, ვინაიდან ზრდიან ანტიბიოტიკების აქტივობას.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სარეცეპტო ან არასარეცეპტო პრეპარატებს.
როგორ მივიღოთ ვეფოქსანი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის შესახებ/გამოყენების სიხშირე:
ვეფოქსანის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მიერ რეკომენდებულ დროს და რეკომენდებული გზით.
ვეფოქსანი გამოიყენება ერთჯერადი დოზით საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში.
ვეფოქსანი რეკომენდებულია საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში, მათ შორის ქვედა საშარდე გზების ინფექციებისას მოზრდილ მამაკაცებსა და ქალებში, სადიაგნოსტიკო და ქირურგიულ ოპერაციებამდე; პირველი დოზა მიიღება ოპერაციამდე 3 საათით ადრე და მეორე დოზა ოპერაციიდან 24 საათში.
მიღების გზა და მეთოდი:
ვეფოქსანის შემადგენლობა უნდა გახსნათ ოთახის ტემპერატურის ჭიქა წყალში და მიიღოთ დაუყოვნებლივ.
ვეფოქსანი მიიღება ცარიელ კუჭზე (ჭამიდან 2-3 საათში). რეკომენდებულია მისი გამოყენება პერორალურად ძილის წინ და შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში, ვინაიდან არის შეზღუდული მონაცემები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში გამოყენების შესახებ.
გამოყენება ხანდაზმულებში:
არ არსებობს განსაკუთრებული გაფრთხილებები ხანდაზმულებში გამოყენების შესახებ.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის უკმარისობა:
არ მიიღება თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს.
ღვიძლის უკმარისობა:
არ აქვს გამოყენების სპეციფიკა.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ვეფოქსანის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ვეფოქსანის საჭიროზე მეტი დოზა
მნიშვნელოვანია მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული რაოდენობა. აცნობეთ ექიმს ან ფარმეცვტს თუ მიიღეთ გამოწერილზე მეტი დოზა.
თუ დაგავიწყდათ ვეფოქსანის მიღება.
ვეფოქსანი გამოიყენება ერთჯერადი დოზით და თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ეფექტები რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვეფოქსანის მიღების შეწყვეტის შემდეგ:
თუ გადაწყვეტთ ვეფოქსანის მიღების შეწყვეტას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ვეფოქსანის კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტების სიხშირე შემდეგნაირია.
ძალიან ხშირი: 1/10-ში
ხშირი: <1/10 - >1/100
ნაკლებად ხშირი: <1/100 - >1/1000
იშვიათი: <1/1000 - <1/10000
ძალიან იშვიათი: <1/10000
უცნობი: სიხშირის ხარისხის პროგნოზირება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით
ხშირი:
ვაგინიტი
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
დიარეა
გულისრევა
საჭმლის მონელების დარღვევა
ნაკლებად ხშირი:
ჩხვლეტის და კბენის შეგრძნება
ღებინება
მუცლის ტკივილი
კანზე გამონაყარი
კანზე პატარა წითელი ლაქები
კანის ქავილი
ზოგადი სისუსტე
იშვიათი
გულისცემის რაოდენობა წუთში ნორმაზე მეტია.
უცნობი:
პასუხი ჰიპერმგრძნობელობის მიმართ, რაც შეიძლება გამწვავდეს შოკის განვითარებით (გამონაყარი, ქავილი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ენის, ტუჩების და სასუნთქი გზების შეშუპება, სასუნთქი გზების ბლოკადა)
ხიხინი ან ქოშინი, ან გულმკერდის არეში შებოჭილობა (ასთმა)
ანტიბიოტიკით გამოწვეული დიარეა
კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება (ანგიოშეშუპება)
არტერიული წნევის დაცემა
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვეფოქსანის შენახვის პირობები
ვეფოქსანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავისივე შეფუთვაში.
ინახება არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ ვეფოქსანი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
თუ პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ წუნს, არ გამოიყენოთ ვეფოქსანი.
ლიცენზიის მფლობელი:
ნეუტეკ ილაჩ სან. ტიქ. ა.შ.
ესენლერი/სტამბული/თურქეთი
ტელ.: +90 850 201 23 23
ფაქსი: +90 212 481 61 11
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი:
ნეუტეკ ილაჩ სან. ტიქ. ა.შ.
ადაპაზარი/საკარია/თურქეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


