პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ფოსფოსეპტიკი

Fosfoseptic®

რეცეპტით3გინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ფოფოსეპტიკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფოსფომიცინს (ფოსფომიცინის ტრომეტამოლის სახით). ეს ანტიბიოტიკი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. ფოსფოსეპტიკი გამოიყენება ქალებსა და გოგონებში შარდის ბუშტის გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფოსფომიცინი (fosfomycin)
ფორმა და შეფუთვა
3გ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №1
მწარმოებელი
Adipharm EAD, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები
ATC კოდი
J01XX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038113
რეგისტრირებულია
17 მაისი 2023, მოქმედებს 17 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფოსფოსეპტიკი და სხვა წამალი ერთად

ფოსფოსეპტიკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფოფოსეპტიკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფოსფომიცინს (ფოსფომიცინის ტრომეტამოლის სახით). ეს ანტიბიოტიკი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით.

ფოსფოსეპტიკი გამოიყენება ქალებსა და გოგონებში შარდის ბუშტის გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ.

ფოსფომიცინი გამოიყენება ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკისათვის პროსტატის ტრანსრექტალური ბიოფსიის დროს მოზრდილ მამაკაცებში.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

შარდის ბუშტის გაურთულებელი ინფექციის სამკურნალოდ ქალებსა და გოგონებში რეკომენდებული დოზაა ფოსფოსეპტიკის 1 საშეტი (3 გ ფოსფომიცინი).

პროსტატის ტრანსრექტალური ბოფსიის დროს ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკისათვის რეკომენდებული დოზაა ფოსფოსეპტიკის 1 საშეტი (3 გ ფოსფომიცინი) პროცედურიდან 24 საათის შემდეგ.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში გამოყენება

მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ).

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების მეთოდი

ფოსფოსეპტიკი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე (ჭამამდე 2-3 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ), უმჯობესია ძილის წინ, შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

ერთი საშეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში და მიღებულ იქნას მაშინათვე.

ფოსფოსეპტიკის დოზის გადაჭარბებისას

შემთხვევით დანიშნულზე უფრო მეტი დოზის მიღებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ფოსფომიცინის ტრომეტამოლის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

სიფრთხილის ზომები

ფოსფოსეპტიკის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

შარდის ბუშტის პერსისტენტული ინფექციები;

ანამნეზში სხვა ანტიბიოტიკების მიღების შედეგად განვითარებული ფაღარათის არსებობა.

მდგომარეობები. რომლებიც მოითხოვს სიფრთხილეს

ფოსფოსეპტიკმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოიცავს ალერგიულ რეაქციებს, მსხვილი ნაწლავის ანთებას და ერითროციტების რაოდენობის დაქვეითებას. სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის მიღებისას გარკვეული სიმპტომების განვითარების დროს, რათა შემცირდეს შესაძლო პრობლემების რისკი. იხ. “სერიოზული გვერდითი მოვლენები” მე-4 პარაგრაფში.

ბავშვები და მოზარდები

მედიკამენტი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანა, თუ პაციენტი იღებს:

მეტოკლოპრამიდს ან სხვა მედიკამენტებს, რომლებიც აძლიერებენ საკვების მოძრაობას კუჭსა და ნაწლავებში, რადგან შეიძლება დაქვეითდეს ფოსფომიცინის შეწოვა ორგანიზმში;

ანტიკოაგულანტებს, რადგან მათი სისხლის შედედების უნარი შეიძლება დაქვეითდეს ფოსფომიცინისა და სხვა ანტიბიოტიკების გავლენით.

ფოსფოსეპტიკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებმა შეიძლება შეაფერხოს ფოსფომიცინის შეწოვა. ამიტომ ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე (ჭამამდე 2-3 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ).

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარი

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ფეხმძიმობის დროს ექიმი ამ მედიკამენტს დანიშნავს მხოლოდ აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში.

მედიკამენტის ერთჯერადი შიგნით მისაღები დოზა შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ფოსფოსეპტიკი შეიცავს საქაროზას

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული გვერდითი მოვლენები

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ფოსფოსეპტიკის მიღებისას, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ანაფილაქსიური შოკი, სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული რეაქცია (სიხშირე უცნობია). სიმპტომები მოიცავს უეცრად განვითარებულ გამონაყარს, ქავილს ან ჭინჭრის ციებას და ქოშინს, ხმაურიან სუნთქვას ან სუნთქვის გაძნელებას;

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება) (სიხშირე უცნობია);

ზომიერი ან მძიმე ხარისხის ფაღარათი, მუცლის სპაზმები, სისხლიანი განავალი და/ან ცხელება. ეს შეიძლება მიუთითებდეს მსხვილი ნაწლავის ინფექციაზე (ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი) (სიხშირე უცნობია). დაუშვებელია დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, რომლებიც თრგუნავენ ნაწლავების პერისტალტიკას.

სხვა გვერდითი მოვლენები

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ფაღარათი

გულისრევა

საჭმლის მონელების დარღვევა

მუცლის ტკივილი

ქალის სასქესო ორგანოების ინფექცია სიმპტომებით, როგორიცაა: ანთება, გაღიზიანება, ქავილი (ვულვოვაგინიტი).

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ღებინება

გამონაყარი

ჭინჭრის ციება

ქავილი

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ალერგიული რეაქციები

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, პირდაპირ შესაძლებელია:

ბულგარეთის წამლის სააგენტო

8, დამიან გრუევის ქ.

1303 სოფია

ტელ.: +35 928903417

ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.bda.bg" www.bda.bg

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა 5,631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლი (ექვივალენტურია 3 გ ფოსფომიცინის).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, ტრიმაგნიუმის უწყლო ციტრატი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატი, მანდარინის არომატი.

ფოსფოსეპტიკის ფორმა და შეფუთვა

  • 0 გ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ქაღალდის/ალუმინის/პოლიეთილენის საშეტში

თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ან 2 საშეტს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Adipharm EAD

130 Simeonovsko shosse Blvd.

1700 Sofia

Bulgaria

ადიფარმ ეად

130 სიმეონოვსკო შოსე ბულვ.

1700 სოფია

ბულგარეთი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღი

2023 წლის თებერვალი

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალური შეფუთვით 25ºC-ის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება საშეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ფოსფოსეპტიკი 3 გ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად

ფოსფომიცინი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესალო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ფოსფოსეპტიკი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფოსფოსეპტიკის მიღებამდე

ფოსფოსეპტიკის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ფოსფოსეპტიკის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ფოსფოსეპტიკი და მისი გამოყენება

ფოფოსეპტიკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფოსფომიცინს (ფოსფომიცინის ტრომეტამოლის სახით). ეს ანტიბიოტიკი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით.

ფოსფოსეპტიკი გამოიყენება ქალებსა და გოგონებში შარდის ბუშტის გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ.

ფოსფომიცინი გამოიყენება ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკისათვის პროსტატის ტრანსრექტალური ბიოფსიის დროს მოზრდილ მამაკაცებში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფოსფოსეპტიკის მიღებამდე

დაუშვებელია ფოსფოსეპტიკის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია ფოსფომიცინის ტრომეტამოლის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფოსფოსეპტიკის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

შარდის ბუშტის პერსისტენტული ინფექციები;

ანამნეზში სხვა ანტიბიოტიკების მიღების შედეგად განვითარებული ფაღარათის არსებობა.

მდგომარეობები. რომლებიც მოითხოვს სიფრთხილეს

ფოსფოსეპტიკმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოიცავს ალერგიულ რეაქციებს, მსხვილი ნაწლავის ანთებას და ერითროციტების რაოდენობის დაქვეითებას. სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის მიღებისას გარკვეული სიმპტომების განვითარების დროს, რათა შემცირდეს შესაძლო პრობლემების რისკი. იხ. “სერიოზული გვერდითი მოვლენები” მე-4 პარაგრაფში.

ბავშვები და მოზარდები

მედიკამენტი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადგენილი.

სხვა მედიკამენტები და ფოსფოსეპტიკი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანა, თუ პაციენტი იღებს:

მეტოკლოპრამიდს ან სხვა მედიკამენტებს, რომლებიც აძლიერებენ საკვების მოძრაობას კუჭსა და ნაწლავებში, რადგან შეიძლება დაქვეითდეს ფოსფომიცინის შეწოვა ორგანიზმში;

ანტიკოაგულანტებს, რადგან მათი სისხლის შედედების უნარი შეიძლება დაქვეითდეს ფოსფომიცინისა და სხვა ანტიბიოტიკების გავლენით.

ფოსფოსეპტიკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებმა შეიძლება შეაფერხოს ფოსფომიცინის შეწოვა. ამიტომ ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე (ჭამამდე 2-3 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ).

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარი

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ფეხმძიმობის დროს ექიმი ამ მედიკამენტს დანიშნავს მხოლოდ აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში.

მედიკამენტის ერთჯერადი შიგნით მისაღები დოზა შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ფოსფოსეპტიკი შეიცავს საქაროზას

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ფოსფოსეპტიკის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

შარდის ბუშტის გაურთულებელი ინფექციის სამკურნალოდ ქალებსა და გოგონებში რეკომენდებული დოზაა ფოსფოსეპტიკის 1 საშეტი (3 გ ფოსფომიცინი).

პროსტატის ტრანსრექტალური ბოფსიის დროს ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკისათვის რეკომენდებული დოზაა ფოსფოსეპტიკის 1 საშეტი (3 გ ფოსფომიცინი) პროცედურიდან 24 საათის შემდეგ.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში გამოყენება

მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ).

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების მეთოდი

ფოსფოსეპტიკი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე (ჭამამდე 2-3 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ), უმჯობესია ძილის წინ, შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

ერთი საშეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში და მიღებულ იქნას მაშინათვე.

ფოსფოსეპტიკის დოზის გადაჭარბებისას

შემთხვევით დანიშნულზე უფრო მეტი დოზის მიღებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული გვერდითი მოვლენები

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ფოსფოსეპტიკის მიღებისას, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ანაფილაქსიური შოკი, სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული რეაქცია (სიხშირე უცნობია). სიმპტომები მოიცავს უეცრად განვითარებულ გამონაყარს, ქავილს ან ჭინჭრის ციებას და ქოშინს, ხმაურიან სუნთქვას ან სუნთქვის გაძნელებას;

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება) (სიხშირე უცნობია);

ზომიერი ან მძიმე ხარისხის ფაღარათი, მუცლის სპაზმები, სისხლიანი განავალი და/ან ცხელება. ეს შეიძლება მიუთითებდეს მსხვილი ნაწლავის ინფექციაზე (ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი) (სიხშირე უცნობია). დაუშვებელია დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, რომლებიც თრგუნავენ ნაწლავების პერისტალტიკას.

სხვა გვერდითი მოვლენები

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ფაღარათი

გულისრევა

საჭმლის მონელების დარღვევა

მუცლის ტკივილი

ქალის სასქესო ორგანოების ინფექცია სიმპტომებით, როგორიცაა: ანთება, გაღიზიანება, ქავილი (ვულვოვაგინიტი).

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ღებინება

გამონაყარი

ჭინჭრის ციება

ქავილი

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ალერგიული რეაქციები

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, პირდაპირ შესაძლებელია:

ბულგარეთის წამლის სააგენტო

8, დამიან გრუევის ქ.

1303 სოფია

ტელ.: +35 928903417

ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.bda.bg" www.bda.bg

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ფოსფოსეპტიკის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალური შეფუთვით 25ºC-ის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება საშეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ფოსფოსეპტიკი

აქტიური ნივთიერებაა 5,631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლი (ექვივალენტურია 3 გ ფოსფომიცინის).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, ტრიმაგნიუმის უწყლო ციტრატი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატი, მანდარინის არომატი.

ფოსფოსეპტიკის ფორმა და შეფუთვა

  • 0 გ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ქაღალდის/ალუმინის/პოლიეთილენის საშეტში

თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ან 2 საშეტს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Adipharm EAD

130 Simeonovsko shosse Blvd.

1700 Sofia

Bulgaria

ადიფარმ ეად

130 სიმეონოვსკო შოსე ბულვ.

1700 სოფია

ბულგარეთი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღი

2023 წლის თებერვალი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა